შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სუნთქვა მეხუთე თავი


22-02-2024, 22:50
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 853

- ნახე ნამდვილ ოჯახს ვგავართ ასე, მაგრამ რაღაც გვაკლია - ხელი რომელიც ბავშვისთვის არ ჰქონდა შემოხვეული ლუნას თითებში ახლართა და გაღიმებულმა გახედა გიორგობიანის შოკირებულ სახეს და გაფართოებულ, ცისფერ, წყლიან თვალებს.
- რას აკეთებ? - ხელებს დახედა ქალმა და ეცადა თითები გაეთავისუფლებინა. სახეზე ისე გაწითლდა და ისე დაეტყო ნერვიულობა, გამსახურდია ერთ მზერაში მიხვდა ქალს ჯერ კიდევ ჰქონდა გრძნობები მის მიმართ, მერე რა თუ გათხოვილი იყო და შვილიც ჰყავდა მთავარი გრძნობები იყო, რომელსაც ახლა ისე აშკარად აფრქვევდნენ ქალის თვალები ეჭვსაც ვერ შეიტანდი.
- ხელი ჩაგკიდე რა მოხდა, პირველად ხომ არ დავდივართ ასე ხელიხელ ჩაკიდებულები? - ირონია გაურია ხმაში და აქამდე ერთ ადგილას გაჩერებულმა ნაბიჯები გადადგა და ლუნას კიდევ უფრო მოუჭირა ხელი, რადგან მიხვდა ქალი დანებებას არ აპირებდა და ცოტახანში მართლა გაინთავისუფლებდა ხელს.
- დემეტრე გეყოს! გამიშვი ხელი! - რაც შეეძლო მკაცრად უთხრა. კაცი გაჩერდა, ოდნავ დაიხარა სახე, რომ მის სახესთან მიეტანა ახლოს და თვალებში შეხედა.
- გაგიშვებ მხოლოდ ერთ შემთხვევაში. - არ ეშვებოდა კაცი და მაქსიმალურად იყენებდა სიტუაციას თავი გაერთო.
- რა გინდა? როგორ არ იღლები ასე მოქცევით? უბრალოდ გამიშვი ხელი ასე რთულია? - გაფართოებული თვალებით უყურებდა გიორგობიანი, იმდენად აღელვებული იყო სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს.
- კი რთულია. - წელში გასწორდა და ღრმად ამოისუნთქვა სახე გვერდზე ჰქონდა გატრიალებული, ოდნავ წარბშეკრული და თვალებ მოჭუტული იყურებოდა.
- რა გინდა? - ჰკითხა ნერვებ მოშლილმა და პარალელურად ხელის განთავისუფლება სცადა.
- მანქანაში ჩემს გვერდით დაჯექი - გამსახურდიამ თავიდანვე იცოდა რა პასუხსაც მიიღებდა ასე რომ მზად იყო და თავდაჯერებული ლაპარაკობდა. - მაგრამ თუ წინააღმდეგი ხარ, მაშინ ასე ივლი დღეს ჩემთან ერთად ხელჩაკიდებული - ახლა თვალებში შეხედა და გაუღიმა. ირონიული ღიმილი ამშვენებდა მის სახეს.
- მგონი გაგიჟდი - თვალებ მოჭუტულმა თავის აქეთ-იქით ქნევით უთხრა ლუნამ, თმა ყურს უკან გადაიწია და ბავშვისკენ გაიწოდა ხელები - სახლში წავიდეთ კეს, ბებო გველოდება.
- ნუ დარდობ შენს ქმარს არაფერს ვეტყვი. კარგად იცი, არ მიყვარს ეგეთი რაღაცები - ბავშვი გაოცებული უყურებდა მამიდას, რომელიც დემეტრეს არც ისე კარგად ესაუბრბოდა.
- ქმარი არ ჰყავს - ისე თქვა ბავშვმა ვერც მიხვდა რა შეცდომა დაუშვა. ჯერ მამიდას შეხედა, რომელმაც უსიამოვნო სახით შეხედა და მერე გამსახურდიას, რომელიც დაბნეულიყო და ვერაფერს ხვდებოდა.
- რა თქვი კეს? - ჰკითხა ბავშვს.
- მამიდას ქმარი არ ჰყავს - თავი გვერდზე გადახარა და თავის პატარა ხელებს დახედა.
- მამიდას? - ლუნას შეხედა - ეს მამიდაშენია? - თითი გაიშვირა ლუნასკენ და მერე, რომ სწრაფად დაუქნიეს თავი შვებით ამოისუნთქა თითქოს მთელი მსოფლიოს ტვირთი მის მხრებზე იყო და მხოლოდ ახლა შეძლო ტვირთის ჩამოხსნა, რომ ამოესუნთქა. ანუ მართლა უყვარს და ჯერ კიდევ არ დაქორწინებულა.
- არ ვიცოდი შენი მამიდა თუ იყო - გაუცინა ბავშვს - შენი დედიკო მეგონა იმდენად ჰგავახართ ერთამენთს.
- არა, მე მამიკოს ვგავარ - წარბები შეკრა და თმაზე გადაისვა ხელი - ნახე ჩემი მამიკოსნაირი თმები მაქვს. - გულში ჩაიკრა და გემრიელად დაუკოცნა ლოყები ისეთი საყვარელი იყო ვერ მოითმინა.
- წავედით მაკდონალდსში - ლუნასკენ შებრუნდა - მხოლოდ თქვენს შემდეგ ქალბატონო. - ისეთ კარგ ხასიათზე იყო მაიმუნობდა და სულ არ აინტერესებდა რას იფიქრებდა ლუნა მასზე. თავიუკმაყოფილოდ გადააქნია ქალმა და წინ წავიდა. მანქანასთან მისულმა უკანა კარი გამოხსნა და უხმოდ ჩაჯდა. გამსახურდიამ კესოც უკანა სავარძელზე დასვა და ჩაეცინა, როცა ლუნას სახეს შეხედა, ერთიანად ბრაზს და უკამყოფილებას ასხივებდა.
საჭეს მიუჯდა თუ არა სარკე ისე გაასწორა პირდაპირ ქალის სახისთვის, რომ ეყურებინა და ვიდრე დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ, რამდენჯერ გახედა კიდეც სარკიდან.
ფანჯარასთან დაიკავეს ადგილი საიდანაც ქუჩაში გამვლელების დანახვა შეეძლოთ. კესო დემეტრესთან დაჯდა ლუნა კი მათ წინ. ვიდრე შეკვეთას მოიტანდნენ დემეტრე ყურში ეჩურჩულებოდა ბავშვს რაღაცებს და გულიანად იცინოდნენ ორივე. იმდენად იყვნენ გართული ჩურჩულით და სიცილით ლუნამ უხერხულობა იგრძნო, ამიტომაც ფანჯრიდან იყურებოდა და აკვირდებოდა გარეთ მოსიარულე ხალხს. წყვილებზე დაკვირვება და მათი ბედნიერი სახეების ნახვა დიდი ხნის წინ შეწყვიტა საკუთარი ტკივილის გახსენების გარდა სხვა არაფერი იყო ბედნიერები წყვილების დაკვირვებაში.
- კეს - ყურში ეჩურჩულებოდა ისევ დემეტრე - ჩემი თანამზრახველი გახდები? - მეტიჩარამ თვალები დაქაჩა და ასე უყურა ორიოდ წამი.
- თანამზრახველი რას ნიშნავს? - გულუბრყვილოდ ჰკითხა ოთხი წლის ენაჭარტალამ.
- ანუ რაღაცებში უნდა დამეხარო ისე, რომ ამის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს.
- რა მაგარია. ჩემი მამიდა უნდა მოიყვანო ცოლად? - თვალები გაუნათდა. დემეტრეს მის სიტყვებზე სიცილი აუტყდა, როგორი გონებამახვილი იყო ეს პატარა ქალბატონი. ბოლოს ტუჩებზე მიიდო თითი და ანიშნა ჩუმად იყავი არ წამოგცდესო.
ამასობაში შეკვეთაც მოიტანეს და გემრიელად მიირთვეს ნაყინი, რომელზედაც ყველა ასე გიჟდება. თანხის გადახდაზე, რომ მიდგა საქმე ლუნა წამოხტა და იფიქრა მე გადავიხდიო, მაგრამ პროკურორი რის პროკურორი იყო, თუ წინასწარ და გარკვეული მოქმედებებიდან ვერ მიხვდებოდა რას გააკეთებდა ლუნა. თანხა შეკვეთის გაკეთებისას გადაიხადა.
- დემეტრე ბიძია - თვალებ დაქაჩულმა შეხედა კესომ, რაც იმის მიმანიშნებელი იყო, რომ რაღაცის თქმა უნდოდა.
- დემეტრე რომ დამიძახო არ გინდა? - წარბები ოდნავ მაღლა აზიდა და გაიღიმა.
- კი.
- კესო დემეტრე ბიძიაა ასე, რომ უზრდელურად ნუ მოიქცევი. კარგი საყვარელო? - გაუღიმა ბავშვს ლუნამ და ნაყინი მოაშორა ტუჩის კუთხიდან.
- უკაცრავად - მაგიდაზე დადებული ტელეფონი აუწკრიალდა, უცხო ნომრიდან იყო ზარი. გარეთ გამოვიდა და ისე უპასუხა.
- გისმენთ - ყოველთვის, როდესაც უცხო ნომრიდან შემოდიოდა ზარი რაღაცნაირად შიშის გრძნობა ეუფლებოდა და ზოგჯერ ხმის კანკალითაც კი უპასუხნია ზარისთვის.
- ლუნა, როგორ ხარ? - მამაკაცის ღიმილიანი ხმა გაისმა ტელეფონში.
- კარგად, თქვენ როგორ ხართ? დანიელ შენ ხარ? - ჰკითხა ოდნავ გაკვირვებულმა. როდიდან არიან ისევ ასე ახლოს ერთმანეთს, რომ დაურეკონ?
- კი მე ვარ. რას შვრები? - ქერა თმაში შეიცურა ხელი კაცმა.
- არაფერს, მაკდონალდსში ვარ ძველ ნაცნობთან ერთად. რა ხდება? - კესოს და დემეტრეს გახედა, რომლებიც შენობიდან გამოდიოდნენ ხელი ჰქონდა ჩაკიდებული პატარა ონავრისთვის დემეტრეს და ასე მოდიოდნენ. მარჯვენა ხელში ლუნას პატარა ჩანთა ეჭირა მანქანის გასაღებთან ერთად. უყურებდა, როგორ გაიკეთა მზის სათვალე, რომელიც აქამდე არც შეუმჩნევია თან თუ ჰქონდა. კარგად, რომ დააკვირდა მერე ამოიცნო წლების წინ აჩუქა თავად გიორგობიანმა ეს სათვალე. რამდენი იწვალა მაშინ, სულ ახალი მოდელი იყო და დაინახა თუ, არა დემე გაახსედა. გამოიწერა, თუმცა ძალიან დაიგვიანა ჩამოსვლა, ხან მარაგში აღარ ჰქონდათ, ხან გზაში დაიკარგა და მოკლედ ათასი მიზეზი იყო, რის გამოც ერთი-ორი ადამიანი შემოელანძღა, მაგრამ რას წუხდა ოღონდ მალე მიეღო ნივთი ყველაფერს იზამდა.
- არაფერი. ვიფიქრე დრო თუ, გქონდა სადმე წავიდოდით. - ახლა პაემანზე დაპატიჟა? ეს კიდევ უფრო გაუკვირდა გიორგობიანს.
- ბოდიში, სხვა დროს იყოს ახლა კესი მყავს სახლში მისაყვანი და ვერ მოვახერხებ. - თითქოს გული დაწყდა უარის თქმა, რომ მოუწია. დანიელი არ იყო ცუდი ადამიანი.
- კარგი, გასაგებია. - ეტყობოდა, როგორ დაწყვიტა გული ქალის უარმა.
- შემდეგში მე დაგპატიჟებ - სიტუაციის გამოსწორებას ეცადა და თან ფაქტიურად ახლა თავად დაუნიშნა პაემანი.
- წავედით? - ჰკითხა გამსახურდიამ ტუჩების მოძრაობით და მანქანისკენ ანიშნა.
- იცოდე ვიმახსოვრებ - ჩაეცინა კაცს მეორე ხაზიდან. ამის პარალელურად დემეტრეს დაუქნია თავი თანხმობის ნიშანდ.
- რა თქმა უნდა - გაეცინა ქალსაც - კარგი ახლა უნდა დაგემშვიდობო და თავისუფალი დრო, რომ მექნება აუცილებლად დაგირეკავ. შეხვედრამდე. - გათიშა და მანქანაში ჩაჯდა, ისევ უკანა სავარძელი დაიკავა კესოსთან ერთად.
- მადლობა, რომ ჩანთა წამომიღე - უთხრა კაცს მორიდებით ისე რომ სახეში არ შეუხედავს. სარკეში ისევ ლუნას სახეს უყურებდა მთელი გზა და თითქოს ახლა მიმხვდარიყო, როგორ არაადამიანურად ენატრებოდა მთელი განვლილი დრო, ყურებით ვერ ძღებოდა.
- კეს გაერთე ჩემთან ერთად? - ჰკითხა დემეტრემ და მხოლოდ ახლა მოაცილა მზერა უფროს გიორგობიანს და ბავშვს გაუღიმა.
- კი დემე ძია ძალიან კარგი იყო. - თვალები უციმციმებდა და მთელი სახით იღიმოდა.
- თქვენ ქალბატონო ლუნა? - ისევ ლუნას გახედა სარკიდან, წარბები აზიდა და ოდნავ გააქნა თავი მის ქცევაზე გიორგობინმა თვალები აატრიალა და ჩაილაპარაკა.
- ჩემთან დალაპარაკების შანსს არ უშვებს ხელიდან, მიუხედავად იმისა იცის, როგორც დავამთავრეთ - ისე თქვა დემეტრეს აუცილებლად უნდა გაეგო.
- უხეშობა რა საჭიროა? დასრულებით კი ძალიან კარგად მახსოვს, როგორც დავასრულეთ. თუ გინდა მოგიყვები. რას იტყვი? - ვერ იტანდა ყოველ წამს, რომ წარსულს იხსენებდა და მაზოლზე, რომელიც ჯერაც არ მორჩენია კიდევ ერთხელ აჭერდა და ახსენებდა საკუთარ შეცდომებს.
- ბავშვთან ერთად ვართ გაითვალისწინე - რომ ვეღარ მოიფიქრა რა ეთქვა ბავშვი მოიმიზეზა.
- მაშინ ბავშვს სახლში მივიყვანთ და ჩვენ ვილაპარაკებთ რას იტყვი? - თვალები ბრაზით ჰქონდა ანთილი. როგორი მარტივია გული ვატკინოთ ადმიანებს ერთი უმნიშვნელო სიტყვით, ქმედებით. ამ შემთხვევაში მხოლოდ გამსახურდიას არ მიუძღვოდა ბრალი მათ წარსულში, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ორივემ დააშავა და ასე ვთქვათ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეს, რამაც არა მარტო მათზე კონკრეტულ ადამიანზე, არამედ გარშემო მყოფებზედაც იმოქმედა და ასე თუ ისე ისინიც დააზარალა. ალბათ მაშინ იმდენად იყვნენ გადართული საკუთარი თავის გადარჩენაზე, სუფთად გამოსვლაზე ორივეს დაავიწყდა ის უტყუარი ჭეშმარიტება ცხოვრების გზებთან დაკავშირებით, რაც არ უნდა დავიწყებოდათ. მათზე იყო დამოკიდებული რა გზას აირჩევდნენ ცხოვრებაში (ამ შემთხვევაში, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ) რადგან შედეგიც შესაბამისი იქნებოდა. ზუსტად ამ შესაბამის შედეგს იმკის ახლა ორივე.
- სალაპარაკო არაფერია, ეს თავადაც იცი - აღარ უნდოდა მეტი ელაპარაკა დემეტრესთან, აღარ უნდოდა მის ცხოვრებაში რამე ადგილი დაეკავებინა გამსახურდიას.ხანდახან ნერვები ეშლებოდა, რადგან ადამინური გადმოსახედიდან ძალიან რთულია თავი შეიკავო, თვალი დახუჭო და აღარასოდეს გაიხსენო ტკივილები ან ის ადამიანი ვინც ეს ტკივილები მოგაყენა.გამსახურდია ჩუმად იყო აღარაფერს ამბობდა, მაგრამ უკვე ისეთი დაძაბული გარემო შეიქმნა თავისფლად ვეღარც სუნთქავდა ლუნა. ფანჯარა ბოლომდე ჩაწია და აწითლებული, აფორიაქებული სახე ქარს მიუშვირა. თვალები დახუჭა და მწველ მზის სხივებს უფლება მისცა მის სახეზე ენავარდათ. ამასობაში ლუნას სახლთანაც მივიდნენ. მანქანიდან, რომ გადმოდიოდა კარი ჩაუკეტა დემეტრემ და თვალი თვალში გაუყარა.
- სალაპარაკო გვაქვს - უთხრა ცივი ხმით და კიდევ უფრო გაყინული სახით.
- უკვე გითხარი, სალაპარაკო არაფერია დემეტრე - თავისას აგრძელებდა გიორგობიანი. - და ძალიან გთხოვ ნუ ბავშვობ და კარი გამიღე. - დაღლილი ხმა ჰქონდა ქალს.
- არის, ლუნა არის - რულს დაარტყა ხელი ნერვებ მოშლილმა და ფანჯრიდან გაიხედა.
- დემეტრე აქ ბავშვია - უყვირა ლუნამ.
- იყოს ლუნა - წამში მოაშორა ფანჯარას მზერა და დამეფიცება ნერვები უკვე ზღვარზე ჰქონდა ისეთი მზერით უყურებდა. - არ მაინტერესებს. ყელში ამოვიდა უკვე შენი კაპრიზები, ნერვების მომშლელი და დამამცირებელია ყოველ ჯერზე წარსულის შეხსენება. საავადმყოფოს ეზოში, რომ კონცერტი მომიწყვე გგონია მაგარი ხარ? ეგო დაიმშვიდე და გგონია მაშინ, რომ ხმა არ ამოვიღე მტყუანი ვიყავი და იმიტომ? ან გგონია მარტო შენ დაიტანჯე? მარტო შენ გტკიოდა? ერთხელ მაინც გიფიქრია საკუთარი თავის გარდა სხვებზე? დაფიქრებულხარ მე როგორ ვიყავი? - ყვიროდა და აქეთ-იქეთ იქნევდა ხელებს.
- კეს მიდი საყვარელო სახლში შედი და მეც მალე მოვალ. - თმაზე ჩამოუსვა ხელი შეშინებულ ბავშვს. - ბებოს არაფერი უთხრა კარგი? - გაუღიმა პატარას და მანქანის კარი გაუღო.
- კარგი მამიდა. - მანქანიდან გადავიდა თუ არა კარი დახურა ქალმა და გაბრაზებული მზერა სტყორცნა დემეტრეს.
- ახლა კარგად მომისმინე და მერე გამოიტანე დასკვნები: საკუთარ თავზე რას და როგორ ან რა დოზით ვიფიქრებ შენი საქმე არაა. წარსულში, რაც მოხდა იმაზე საუბარი გითხარი, რომ არ მინდა და ნუ მახსენებ იმას რაზეც შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს და ვერ მიხვდები, როგორი საშინელება გამოვიარე. ნუ ამბობ, რომ მართალი ვარ და ამიტომ ვიყვირე და მოგიწყვე კონცერტები, ვერასოდეს გაიგებ რის ფასად მიჯდება ყოველი დღე და ყოველი ღამე. - ემოციური იყო, ცრემლები წამოუვიდა და თუმცა მალე შეიმშრალა მაინც მოასწრო დანახვა გამსახურდიამ. - ვის ველაპარაკები საერთოდ. წავედი. - კიდევ ერთხელ შეიმშრალა ცრემლები და ჩანთა აიღო ხელში.
- ეგოისტი ხარ ლუნა. საშინლად ეგოისტი. - ზიზღისგან ტუჩები უცახცახებდა.
- შენ კი გამოუსწორებელი ცინიკოსი და თავხედი კაცი ხარ. - ღვარძლიანად თქვა და კარი უნდა გაეღო, რომ გაახსენდა დემეტრეს მისი კარი ისევ ჩაკეტილი ჰქონდა.
- კარი გამიღე - ტელეფონის ხმა იყო. პროკურორს სამსახურიდან ურეკავდნენ. პირველივე ზარზე უპასუხა, იმდენად სერიოზული ხმა ჰქონდა, იმდენად სხვანაირი, საოცრად გააკანკალა ქალს.
- რა ხდება? - სახე ათასჯერ უფრო მეტად გაეყინა ვიდრე აქამდე ჰქონდა და ხმა ზამთარივით მკაცრი გაუხდა.
- ახლა? სად? დიახ, საფრთხეს წარმოადგენს? კარგი, ახლავე გამოვდივარ. - კარი გაუღო ლუნას და ელოდებოდა, როდის გადავიდოდა მანქანიდან.
- ლუნა გადადი კარი ღიაა. - უთხრა, რომ მიხვდა გადასვლას არ აპირებდა.
- სამსახურიდან დაგირეკეს? - სრულიად მოულოდნელი იყო ეს კითხვა კაცისთვის.
- რა? - დაიბნა. ვერ მიხვდა, რატომ ეკითხებოდა.
- სამსახურიდან დაგირეკეს? - ისევ გაუმეორა.
- კი და მეჩქარება გადადი. - უხეში იყო. ისეთი რამ უთხრეს ტელეფონში ის სიტყვები თუ სიმართლეს შეესაბამებოდა, რაც შეიძლება მალე უნდა ემოქმედა, ძალიან მალე. - ლუნა არ გესმის? გადადი-მეთქი ჩქარა. - უყვირა ისე გააზრებაც ვერ მოასწრო. ეს არ იყო ორი წამის წინ ჯერ კიდევ კარი, რომ ჰქონდა ჩაკეტილი და არაფრის დიდებით არ უღებდა? ახლა რა დაემართა? ასე, როგორ შეცვალა ერთმა ზარმა? შეშინებულმა სასწრაფოდ გააღო კარი და მანქანიდან გადმოვიდა. კარი ბოლომდე მიხურულიც არ ჰქონდა მაღალი სიჩქარით, რომ მოსწყვიტა მანქანა ადგილს. იმდენად დამცირებულად იგრძნო თავი, ვერც კი უშვებდა იმ ფაქტს, რომ სამსახურის გამო ასე ეუხეშა. დემეტრე არ იყო ასეთი, იმდენად უნოდოდა ეს სიტყვები სიმართლე ყოფილიყო ლამის ხმა მაღლა ეყვირა, რომ დემეტრე არ იყო უხეში და ახლა ცუდი დრო დაემთხვა უბრალოდ. თითქოს ეწყინა მისგან იმიტომ კი არა, რომ უყვარდა და ვერ აიტანა თბილი სიტყვების ნაცვლად, რომ უხეშობა მიიღო არა. ეს საერთოდ ცალკე თემა იყო. ეწყინა, რადგან კაცისგან ასეთ ტონს არ ელოდა, დემესგან ყველაზე ნაკლებად კი არა საერთოდ არასოდეს არ ელოდა ასეთი ტონით ლაპარაკს, ასეთ უხეშობას. მართალია, რომ ამბობენ ვინც გიყვარს იმისგან ბრინჯის მარცვლისოდენა შეცდომა მოგხვდება გულზე ლოდივით და ძალიან გეტკინებაო. არ აღიარებდა, მაგრამ ყველაფერი ამტკიცებდა, რომ ისევ უყვარდა. სახლში შესავლისთავანე სამზარეულოს მიაშურა ჭიქა წყლით გაივსო და სულმოუთქმელად დალია.
- რა დაემართა? - თავი შეარხია ოდნავ და თვალები მოჭუტა - ასე რატომ მოიქცა? ვითომ სამსახურის გამო? აააშ - თავში შემოირტყა ხელი - რაზე ვიქრობ, რაც უნდა ის ქნას, დარწმუნებული ვარ ისევ გამოძიების გარდა არაფერი ახსოვს - ტუჩები უკმაყოფილოდ აატრიალა და გაშლილ თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი. ჭიქა იქვე დადო და სამზარეულო დატოვა.
- ნორა - გასძახა დედას მისაღებში - კესო სად არის?
- ოთახშია - მისაღების ზღურბლთან იყო ნორა გაჩერებული და კარის წირთხლს მიყრდნობოდა - შეშინებული თვალები ჰქონდა, მაგრამ არაფერი მითხრა, მოხდა რამე?
- არა, არაფერი მომხდარა, მნიშვნელოვანი არაფერი - გაუღიმა დედას და კესარიას ოთახისკენ წავიდა.
- კეს შეიძლება შემოვიდე საყვარელო? - კარზე მიუკაკუნა.
- კი. - კარი შეაღო და საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი, რომ დაინახა, როგორ ტიროდა გული დაეწვა. - სწრაფად მიხურა კარი და ბავშვთან ჩაიმუხლა - კეს, რატომ ტირი? - ხელის გულით შეუმშრალა ცრემლები და მის წინ ჩაიმუხლა. - შეგეშინდა ჩემო პატარა? - ბავშვმა მხოლოდ თავი დაუქნია და სატირლად მომზადებული ტუჩების გასწორება სცადა.
- დემეტრე ბიძია ცუდი კაცია - ამოსრუტუნა ბავშვმა.
- არა, კეს დემეტრე კარგი ადამიანია - დაუყოვნებლივ უარყო - მაგრამ შენ, რატომ ფიქრობ, რომ ცუდი კაცია? - კიდევ ერთხელ შეუმშრალა ცრემლები.
- აბა, რატომ გიყვირა თუ ცუდი კაცი არაა? - წარბები შეკრა და სიფრიფანა მკლავები გულზე გადაიჯვარედინა.
- მომისმინე კეს. დღეს ხომ გაერთე მასთან ერთად? ნაყინი გიყიდა, დრო შენთან ერთად გაატარა და ძალიან კარგად გექცეოდა ხომ ასეა? - გაუღიმა ბავშვს, როგორც შეძლო. თავი დაუქნია კესომ.
- მაგრამ შენ, რომ ცუდად მოგექცა? - მაინც ჯიუტად არ ივიწყდა დემეტრეს უხესობას.
- არა, საყვარელო დემე ცუდად არ მომქცევია. სხვები უარესს აკეთებენ დემეტრე არაა ცუდი ადამიანი. - ყველანაირად ცდილობდა კესოს წარმოსახვაში დემეტრე კარგ ადამიანად დაეტოვებინა.
- მაშინ, რატომ არ მიყვები ცოლად? - ეშმაკურად გაუღიმა ბავშვმა.
- რას ამბობ კესო? - აღელვება, რომ არ შემჩნეოდა გაიცინა. - რა სისულელეა გამსახურდიას ცოლობა, ნუ მაცინებ.
- რა კარგია ესეიგი სულ ჩემთან იქნები - მკლავები შემოხვია კისერზე და გულში ჩაეკრა უკვე დამშვიდებული.
- ერთი წუთით კეს მირეკავენ - ამღერებულ ტელეფონს უპასუხა. სულ გადაავიწყდა ფსიქიატრს, რომ უნდა დაერეკა ვიზიტის დასაჯვშნად.
- ალო, გისმენთ - თავისი ოთახისკენ წავიდა. აღარ უნდოდა ნორას და დანარჩენებს გაეგოთ, საკმარისად ანერვიულა უკვე.
- დიახ, ხვალ შევძლებ დღის მეორე ნახევარში.
- სამ საათზე?
- დიახ მოვალ. მადლობა რომ დროს მითმობთ.- გულწრფელად მადლიერი იყო. ზარი გათიშა.
მთელი საღამო ხვალინდელ შეკვეთებს დასტრიალებდა თავს. რომელ საათზე ვინ მოვიდოდა ამოწმებდა ან რა უნდა დაეხატა, თუ მოასწრებდა და ასე შემდეგ. ერთი ადამიანის შეკვეთის გადატანა მოუწევდა მხოლოდ კვირის ბოლოსთვის. კონსტანტინეს და დანარჩენებს ხვალ და ზეგ გაატანდა შეკვეთებს.
- ლუნა სად არის ბებიას წამლები? - ოთახის კარი შეაღო ნორამ.
- ლურჯ ჩანთაში ჩავდე აფთიაქი და იქ იქნება.
- კარგი, ჯერ კიდევ, რატომ არ გძინავს? ლამისაა ორი საათი დაიწყოს.
- მართლა? შეკვეთებს გადავხედე და რა უცებ გაპარულა დრო. - გაიზმორა და მხოლოდ ახლა მიხვდა, როგორ ეძინებოდა.
ათ წუთში უკვე საწოლში იწვა და სულ მალე ტკბილად ეძინა.
ვერ ვიტყვი მშიდად ჩაიარა ღამემთქო, რადგან კოშმარმა ისევ დაუფრთხო ძილი, ამ ჯერად კოშმარი უფრო დიდ ხანს გაგრძელდა და გამოღვიძებაც ძალიან გაუჭირდა. მაინც, რამდენ ხანს უნდა გაგრძელბულიყო ეს ჯოჯოხეთი? როდის შეძლებდა თავისუფლად ძილს? როდის აღარ შეეშინდებოდა სიზმრების? ან ოთახში მარტო ყოფნის?
დილის რვის ნახევარი იქნებოდა საწოლიდან, რომ ადგა სახელოსნოში უნდა წასულიყო დღეს განსაკუთრებით ბევრი შეკვეთა ჰქონდა და დაგვიანება არ შეიძლებოდა. ყავა დალია, შავი კლასიკური კომბინიზონი ჩაიცვა, შიგნით თეთრი მაისური და ქერა თქმა მაღლა აიკეცა.
პირველი კონსტანტინეს შეკვეთის დახატვა დაიწყო, ამასობაში კი ორი დღის წინ, რომ ესაუბრა ტელეფონზე ის გოგონა მოვიდა, მისი შეკვეთაც დაიტოვა და უთხრა თუ საჩქარო არ იყო ორ დღეში გამოევლო. სამის წუთებამდე კონსტანტინეს შეკვეთას მორჩა და მეორე ნახატიც დაიწყო. კონსტანტინეს შეკვეთა უცნაური იყო, ბნელი ოთახის დახატვა უნდოდა სადაც გოგო იყო გაშლილი საშუალო სიგრძის თმით. იქვე გოგონას გვერდით სკამი იდგა, რომელსაც მსხვილი სისხლიანი თოკები ჰქონდა შემოხვეული. უცნაური იყო, ვერ გაეგო ლუნას საკუთარ თავს და წარსულს რატომ ახსენებდა ეს ნახატი, თუმცა როგორი საშინელი მოგონებებიც არ უნდა გახსენებოდა, მომხმარებლებს ვერ დაკარგავდა. სრულიად უსაფუძვლო იქნებოდა მისი უარი კონსტანტინესთვის, რადგან ის არაფერ შუაში იყო ლუნას წარსულთან.
ფსიქიატრიული კლინიკის წინ თხუთმეტი წუთით ადრე მივიდა და თავისი ფსიქიატრის კაბინეტის წინ გაჩერდა.
- შემდეგი ქალბატონი ლუნა გიორგობიანი. - დაუძახა ახალგაზრდა გამხდარმა გოგონამ. კაბინეტში შევიდა და საშუალო ხნის ქალბატონის წინ დაჯდა.
- გამარჯობა ლუნა - გაუღიმა ქალმა - როგორ ხარ?
- მადლობა, თქვენ როგორ ბრძანდებით? - ჰკითხა ლუნამაც. ქალბატონ ლალის აღარაფერი უპასუხია.
- ყველაფერი დეტელურად უნდა მოგვიყვე, ხომ იცი ძვირფასო? - წარბები ოდნავ მაღლა აზიდა და თანაგრძნობით გაუღიმა.
- დიახ ვეცდები.
- მოეშვი და დაიწყე. - ლუნამ ღრმად ჩაისუნთ-ამოისუნთქა და დაიწყო.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

კარგია❤️❤️გელოდებით ❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

რა სასიამოვნოდ იკითხება, უფროდაუფრო საინტერესო ხდება. გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება.დიდი მადლობა. ველით მოუთმენლად

 


№3  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ნინი
კარგია❤️❤️გელოდებით ❤️❤️

მადლობა????
ძალიან მალე ავტვირთავ ახალ თავს

სტუმარი ნანა
რა სასიამოვნოდ იკითხება, უფროდაუფრო საინტერესო ხდება. გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება.დიდი მადლობა. ველით მოუთმენლად

როგორ მიხარია ამ სიტყვების წაკითხვა❣️
დიდი მადლობა????

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეს ნაწარმოები ადრეც წავიკითხე მაგრამ დასრულებული სახით არ მომწონს და ძალიან საინტერესოა წარსულში რა შეემთხვა ლინას რა ღაც ამ კონსტანტინეს გამოჩენა არ მომწონს.ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


№5 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან მაგარი ისტორიაა, თან რა დროს შეწყდა. გთხოვთ მალე დადწთ და ცოტა მოზრდილი თავი. დიდი მადლობა

 


№6  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ნესტანი
ეს ნაწარმოები ადრეც წავიკითხე მაგრამ დასრულებული სახით არ მომწონს და ძალიან საინტერესოა წარსულში რა შეემთხვა ლინას რა ღაც ამ კონსტანტინეს გამოჩენა არ მომწონს.ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

ეს ნაწარმოები აქ პირველად ავტვირთე, მანამდე მხოლოდ wattpad-ზე ვტვირთავდი და თან ჯერ დასრულებულიც არ მაქვს.
მადლობა რომ კითხულობთ❤️

სტუმარი გვანცა
ძალიან მაგარი ისტორიაა, თან რა დროს შეწყდა. გთხოვთ მალე დადწთ და ცოტა მოზრდილი თავი. დიდი მადლობა

ახალი თავი უკვე ატვირთულია. დიდი მადლობა, რომ კითხულობთ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent