შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუხსნელი სიყვარული (თავი3)


4-04-2024, 00:35
ავტორი Tata3109
ნანახია 488

•••••••
თვალი გავახილე, თუ არა, მაშინათვე ტელეფონი ავიღე, უკვე შუადღის ოთხი ხდებოდა. მაინტერესებდა მომწერა თუ არა და მესენჯერუ გავხსენი. გამეღიმა. არაერთი შეტყობინება მოუწერია.
07:55
-dilamshvidobisa lamazmano mshvidobian da lamaz dges gisurveb
09:32
-me movedi samsaxurshi shen albat tkbilad gdzinavs imedia me mxedav sizmarshi :)
11:46
gaigvidze raaa dro argadis ro male gnaxo da gemesijo mainc
13:13
shen ra dzilisguda yofixar imedia armiabav sagamos dzilsac da tyuilad argelodebi
14:23
kai gadaob tu martla gdzinavs amdenxans?
15:35
iseti shegrdzneba mrcheba ro megadave gushin da arapireb naxvas
წამოვჯექი, მესიჯის დაწერა უნდა დამეწყო, ჩემმა დამ რომ კარი შემოაღო. -გაუღვიძია პრინცესას, რა გაბრწყინებული ხარ, ამ დილა ადრიან?
-არაფერი, რაღაცას ვკითხულობდი. (არვიცი, რატომ დავუმალე სიმართლე, მაგრამ ვიფიქრე, ჯერ ვნახო, გავიცნო და თუ ნორმალურად ჩაივლის საღამო და ნორმალური შთაბეჭდილება დამრჩება,მერე ვეტყვი მეთქი)
-ყავა გავაკეთე დალევ?
-მოვწესრიგდები და მოვალ
16:12
-შუადღე მშვიდობისა, როგორხარ? ახლა გავიღვიძე. გუშინ მახსოვს გითხარი 4-5 საათამდე მძინავა არ შემაწუხოთქო :)) მგონი ძაან ნერვიულობ :დდ
- shegaxseneb 3 tvea vcdilob shentan urtiertobis wamowyebas da ucbad tavi motyudbulad vigrdzeni
bodishi tu gawyenine rogor gedzina? daisvene cota? romelze gamoxval dges?
- კი, ეს დასვენება ნამდვილად მჭირდებოდა. 7ისთვის თბილიში, იუსტიციასთან ვიქნები
-oqei rodis gaxdeba shvidi axla
-მოთმინება, ახალგაზრდავ
-shensgamo girs motminebis gamochena
ბოლო მესიჯზე აღარ ვუპასუხე. ავდექი და სამზარეულოში გავედი.
-დღეს რა გეგმებით ვართ? რა გავაფუჭოთ?
-სორი დაო, მაგრამ მე უნდა გავიდე. ხატიას დავპირდი რო სავისვენებ გნახავთქო, ხვალ დილის სმენა ვარ და ხვალ, საღამოს გავიდეთ ჩვენ სადმე.
-კარგი, მაშინ თამოსთან გამიყვანე სანამ წახვალ.
-კარგი, ჩემო გულო, მე გვიან მოვალ და ტაქსით წამოხვალ?
-ჰო რავი ან ფეხით გამოვისეირნებ, კარგი ამინდია. რახდებოდა სამსახურში, რამე ახალი ჭორი არ გაქვს?
ჩვენს საუბარში ისე გახდა, 6ის ნახევარი ვერ გავიგე.
ავდექი, აბანოში შევედი, საუცბადოდ გადავივლე და გამოვედი. თავიდან ვფიქრობდი, გამოვიორანჭებითქო, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე. შავი, წელში გამოყვანილი, მოკლე ჯინსის შარვალი, შავი ოდნავ ამოღებული მაისური, იასამნისფერი ოდნავ გრძელი სპორტული მოსაცმელი და ჩემი საყვარელი თეთრი ნაიკის კედები. სახეზე, მხოლოდ ტუში და კონტური. სარკეში საკუთარ თავს თვალი შევავლე და კმაყოფილი მზერით გავედი მეორე ოთახში.
-წავედით, დაო
ჩემი და დანიშნულების ადგილას დავტოვე, ჩემი საყვარელი მუსიკა ჩავრთე და ერთიანად ავკრიფე სიჩქარე. შვიდს ათი ეკლდა უკვე იუსტიციასთან ვიდექი.
-მე მოვედი, შენ სადხარ?
-marshutkam daigviana cexidan ro gamovedi da cota magviandeba axla movedi metrostan vagzalze gaval da maqedan wamoval marshutkit
-აბა შენ მაგ ტემპით კიდე 1საათი არ მოხვალ... ვაგზალზე გამოვალ, აქ დგომას, დროა მოვიგებთ
-au dzaan magari gogoxar
19:19
-მოვედი, სადხარ?
-axla gamovedi metrodan, raadgilas dgaxar
-ქვედა პარკირებაზე ვარ
სარკეში გავიხედე და დავინახე, აჩქარებული ნაბიჯით როგორ მოემართებოდა, ჩემსკენ. ჯინსის შარვალი, შავი მაისური, ქურთუკი და ფეხსაცმელი ეცვა. მოულოდნელად, საშინელმა მღელვარებამ მომიცვა. წამიერად ისიც გავიფიქრე, დავქოქო მანქანა და წავიდეთქო, მაგრამ უკვე გვიან იყო, მანქანის კარი გააღო, დაჯდა და დიდი ხნის ნაცნობივით გადამკოცნა.
-ბოდიში რა, პირველივე ნახვაზე დავაგვიანე, მაგრამ ამოვინაზღაურებ. სასწაული სუნამო გასხია
-დავფიქრდები ღირს, თუ არა პატიება (თან ეშმაკურად გავუღიმე და მანქანა დავძარი)
-აბა როგორ ჩაატარე დღე? გამოიძინე კარგად ხო
-მაგის კითხვას, საით წავიდე ეგ მითხარი, სად არის, შენი ნაქები ყავა? ნუ მართალია, მე დიდად ყავის მოყვარული არვარ და ახლა არც სურვილი მაქვს დიად, მაგრამ მაინც.
-თუ ყავა არ გინდა, აბა რისთვის წავიდეთ იქ?
-კარგი, მაშინ უბრალოდ გავუსეირნოთ.
-მე თანახმა ვარ, შეიძლება ჩემი ტელეფონი დავაკავშირო და მუსიკა ჩავრთო?
-კი, რა პრობლემაა
გზაში უამრავი თემის განხილვა მოვასწარით. მომწონდა მასთან საუბარი, თავს მშვიდად ვგრძნობდი და არცერთი წამით არ მიცდია ვყოფილოყავი, სხვა ადამიანი. ცხოვრებაში პირველად არ ვთამაშობდი სხვის როლს, არ ვცდილობდი, "ანგელოზად" წარმომეჩინა თავი. არც ხმია დაწვრილება, ან სიცილის შეცვლა მიცდია. არ მაკომლექსებდა, ჩემი ალერგიისგან დატოვებული აკნე, ან ჩემი ოდნავ კეხიანი ცხვირი... არვფიქრობდი, მოვაწონე თუ არა თავი... უბრალოდ ვიჯექი, და ვტკბებოდი თითოეული წამით....
-აი, აქ დააპარკინგე და ფეხით გავისეირნოთ. ისე მაღაზიები თუ არის ღია, მაისურების ყიდვა მინდა და შევიდეთ, შენ ამარჩევინე
-კარგი, რა პრობლემაა, მაგრამ იქნებ ჩემი გემოვნება არ მოგწონს?
-შეუძლებელია
-ვითომ რატომ?
-იმიტომ რომ, ყოველთვის ზედმეტად გემოვნებიანადაც კი გაცვია, ამიტომ როგორ შეილება არმომეწონოს
-მე ვიგულისხმე, ბიჭის ტანსაცმელში გემოვნება
-ოოო, აი მაგას კი ვნახავთ
მთელს პეკინზე არსებული მაღაზიები დავათვალიერეთ, მაგრამ ჩვენთვის მოსაწონი ვერაფერი ვნახეთ. ფერად ტანსაცმელზე, კატეგორიულ უარს აცხადებდა. შავი მაისურები კი ნორმალური არაფერი იყო. მაღაზიებში სიარულს რომ მოვრჩით, სეირნობაზე გადავედით. უამრავი ვიარეთ, მაგრამ დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობდით. ბოლოს მაკში შევედით, ნიკამ ყავა მე კი მარწყვის შეიკი ავიღეთ და დავსხედით...
ჩემს წინ იჯდა, რაც მეტად მაძლევდა შანსს, მისი თითოეული ნაკვთი, კარგად შემესწავლა. დიდი ყავისფერი თვალები, გრძელი წამწამები, საშუალო ზომის ცხვირი, ცზვირზე კი პატარა ხალი, დიდი მოვარდისფრო ტუჩები და რაც ყველაზე მეტად მომხიბვლელს ხდიდა, ვარდისფრად შეფერილი ლოყები. თმაში ჭაღარა შეჰპარვია, ერთი გაფიქრება გავიფიქრე, ნეტავ რას დარდობს ამდენსთქო. შემდეგ ჩემსავე ფიქრზე გამეღიმა. წვერი დაბალზე ქონდა გაპარსული. (არაუშავს, გავაზრდევინებ. ისევ ჩემთვის გავივლე ფიქრად და იაევ გამეღიმა)
ყველაფერზე ვისაუბრეთ. წარსულზე, პოლიტიკაზე, ფეხბურთზე, ადამიანებზე, ბუნებაზე, ძველი გადახდენილი სასაცილო ამბებიც გავიხსენეთ, ალბათ კენჭზეც კი ვისაუბრეთ, მაგრამ არ შევხებივართ, ერთმანეთის პირადსა და აწმყოს. არმიკითხავს და არუკითხავს, არსებობს თუ არ ვინმე ჩვენს ცხოვრებაში.. ქალიშვილი ვარ თუ არა, ან ის თუ არის ვაჟიშვილი. მაგრამ რა სიაულელეა, 24წლის ბიჭი, წარმოუდგენელიც კი იქნებოდა ვაჟიშვილი ყოფილიყო.
ერთადგილზე ყოფნა რომ მოგვბეზრდა, მანქანისკწნ დავიძარით. ვფიქრობდით სახლში წავსულიყავით, მაგრამ თავისუფლებაზე გასეირნება ვამჯობინეთ.
ერთ-ერთ სკვერში შევედით. იმ მომენტიში, რომ გეკითხათ, საოცარ ადგილას ვიყავით :) გარშემო ყველაფერი უჩვეულოდ მელამაზებოდა... ჩვენი უამრავი თემის შემდეგ ჯერი სიყვარულამდეც მივიდა...
-ვფიქრობ სისულელა (ვთქვი და მოაჯირს მივეყდენი)
-რა არის სისულელე? სიყვარული?
-ჰო
-რატომ ფიქრობ მასე?
-სიყვარული ერთი დიდი ილუზიაა, სხვა არაფერი
-არასდროს გყვარებია?
-არა, მაგრამ ეგ რაშუაშია
-ზუსტად მაგიტომ ფიქრობ, რომ სიყვარული ილუზიაა! არ გყვარებია, არიცი რაარის საკუთარი თავია სხვისთვის გადადება. არიცი რას ნიშნავს სიყვარულია გაზიარება
-ზოგჯერ უბრალოდ, მიჩვევა და სიყვარული ერთმანეთში ერევათ და ყველაფერს სიყვარულს არქმევენ!
-ანუ ფიქრობ რომ მიჩვევა და სიყვარული რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან?
-რა თქმა უნდა
-ალბათ არასდროს გაგიგია გამოთქმა: "მიჩვევა ყველაზე დიდი სიყვარულია"
-სისულელეა!
-რატომ მაშინ შენ ამიხსენი
უცბად მისმა ტელეფონმა დარეკა და საუბრის შეწყვეტა მოგვიწია, არვიცი ვინ იყო, მაგრამ მესმოდა მისი პასუხები: -ბიჭო არა, მარტო არვარ. -კაი, მოიცა ვკითხავ და მოგწერ.
-ჩემი ძმაკცები არიან შეკრებილები, ზოგი შეყვარებულთან ერთადაა და დაგვპატიჟეს, რას იტყვი?
-ბოდიში, მაგრამ დღეს არა, უკვე გვიანია და დროა სახლისკენ წავიდე. შენ თუ გინდა წადი.
-არა რასამბობ, მაგათ მერეც ვნახავ. აბა სად გავჩწრდით? რატოა სისულელე ამიხსენი აბა
-ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ერთსა და იმავეს. სიტყვაზე ავიღოთ ტკივილი. ყოველდღე რომ გტკივა ხელი, ნელნელა ეჩვევი და ის განცდა აღარ გაქვს, რაც გქონდა თავიდან. და თუ სიყვარული არის, ისეთი ლამაზი გრძნობა, როგორადაც აღწერთ, როგორ შეიძლება ის ეიფორია დაკარგოს? შეუძლებელია ხო? თუ ის ეიფორია, მუცელში პეპლები და სიმშვიდის განცდა დაკარგე, ესეიგი სიყვარულიც გაქრა არა? სიყვარულს ყოველდღე ახალი ემოციები და განცდები უნდა მოქონდეს... ეს ჩემი სუბიექტური აზრია, არარის აუცილებელი, რომ მეთანხმებოდე, მე ასე ვფიქრობ და ასე მიმაჩნია, შენ სხვანაირად, სხვას კი სხვანაირად, სოუუუ...
-ნაწილობრივ გეთანხმები, ნაწილობრივ ვერ..
-კარგი, ნელნელა წავიდეთ უკვე, თან აგრილდა საკმაოდ.
შემამჩნია, რომ სიჩქარე მიყვარს. The beathls - I've just seen a face ჩართო მთხოვა მეტად სწრაფად მევლო.
რუსთავში რომ შევედით, უცნაური განცდა დამეუფლა, არ მინდოდა წასულიყო... თითქოს მანაც იგრძნო, ჩემი ფიქრი და სევდანარევი ხმით მკითხა: -კიდევ 15 წუთი რო გაჩერდე არ შეგიძლია?! გამეღიმა და თავი დავუქნიე, თანხმობის ნიშნად. იქვე შემოსასვლელში გავჩერდით.
-ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წლებია გიცნობ
-რაღა დაგიმალო და მეც იგივე განცდა მაქვს. ვუთხარი ღიმილით და თან მის თვალებს მივაშტერდი
-პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანს ასე უსიტყვოდ გავუგე, მომენტებში მეგონა საკუთარ თავს ვესაუბრებოდი, იმას საუბრობდი, რასაც მე ვფიქრობდი
-ბევრ რამეში დაემთხვა ჩვენი აზრები.
-სულიერი თანამგზავრი ვიპოვე მგონი. ორივეს გაგვეცინა მის ნათქვამზე.
-დროს გავაჩერებდი ახლა და არ გაგიშვებდი სახლში
-ოჰ, მომინდომა
-ხვალაც მნახავ?
-ხვალინდელი დღე, ჩემდას დავპირდი, არვიცი ვნახოთ.
-ნუ მაინც, დამაიმედებლად ჟღერს
-შენ რასაპირებ ახლა? სახლში მიდიხარ?
-არა, ჯერ ბიჭებს ჩავუვლი
-აჰა, ანუ ჩემს ეზოში მობრძანდები :)
-დიახ,ქალბატონო
-მაშ, წავედით
ოდნავ მოშორებით ჩამოვსი, არმინდოდა ჩემს ჭორიკანა მეზობლებს დაენახათ. მე კი მაღაზიაში შევუარე ჩემ დაქალს... სახლისკენ რომ მივდიოდი შეტყობინება მომივიდა: -es is momentia roca gimils ver vwyvet
vzivar da gijivit vicini
martla sagoll dzaan saocari gogo xar da saocari sagamo iyo
saxlshi rom axval momwere
-სიმართლე რომ გითხრა მეც მასევარ, სულელივით ვიღიმი. მართლა კარგი საღამო გამოვიდა.
სახლში, რომ შევედი ჩემდამ მაშინვე კითხვები მომაყარა: -რა გაბრწყინებულიხარ? არაა, შენ ხატია არ გინახავს. მოყევი რახდება? სად იყავი ამდენი ხანი? ვისთან ერთად იყავი? გამეცინა და მოყოლა დავუწყე, მომენტებში ეშმაკურად გადმომხედავდა ხოლმე.. მოყოლა რომ დავასრულე დაბღვერილი სახით მეუბნება: -არ არის შენი საქმე კარგად! სიყვარულის ალში გაეხვევი დაო ჩემო. მე მითქვამს და გაიხსენებ ჩენ სიტყვებს!
-კაი დაო რა, რაის სიყვარულის ალში. წავედი დავწვე, ახლა ვიგრძენი დაღლილობა.
დაძინებამდე კიდევ უამრავი ვიმესიჯეთ, მაგრამ სასაუვროს ძირითადი ნაწილი მეორე დღის ნახვაზე ხვეწნა იყო...
••••••




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent