შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ( თავი 3)


21-04-2024, 22:32
ავტორი მერიემ
ნანახია 1 882

მარიამთან ვიჯექი ისევ. აღარ მინდოდა ჩემი მზერით თავი მომებეზრებინა. მინდოდა მცოდნოდა რა ფიქრები ჰქონდა თავში, მინდოდა დავხმარებოდი.
- მე ლილიანა ვარ, ირაკლის შვილი.- ვიმეორებდი ისევ.- ალბათ გტკივა ჩალურჯებები. ნახე გამაყუჩებელია, დალიე უკეთ იქნები- ისევ არ ჰქონდა რეაქცია. ისევ ზემოთ იყურებოდა. ფრთხილად წამოვაწევინე თავი. წყლიანი ჭიქა მივუტანე ტუჩებთან ახლოს. დალია.
- მადლობა- ჩუმად აღმოხდა მის ბაგეს სიტყვა. პირველად გავიგე მისი გამტყდარი ხმა.
- შენ ხარ ის მარიამი, ალექსანდრე ხშირად გვიყვებოდა შენზე, საოცრად ჯირითობსო, ბევრს იცინის და მუდამ ბედნიერიაო- ჩავუშვი მალევე სანდრო, მინდოდა გამეღვიძებინა მასში მისი ის ნაწილი ძალიან რომ მიეძინებინა ტკივილს. გეფიცებით, გაეღიმა. ტუჩის სადღაც პატარა კუთხეში გაეპარა ღიმილი…
- მალე გაგივლის, იმოქმედებს წამალი. აღარ იტირო, თვალები გეტკინება.- მოვწმინდე ცრემლები და ისევ კარგად დავაფარე პლედი. გვერდი იცვალა. ჩაეძინა მგონი.
კიბეზე ფრთხილად ჩავედი, იქვე ისხდნენ სანდრო და მამა. ორივემ გამომხედა ფეხის ხმაზე
- ჩემო ექიმო, ჩემო მკურნალო- მომეფერა მამა
- კარგად იქნება, სან.- მივეფერე სანდროსაც
- მართლა, ლი? - გაეღიმა ოდნავ სანდროსაც
- ჰო, ძლიერი გოგო ჩანს. არ ლაპარაკობს, მაგრამ ეტყობა. ძალებს აღიდგენს და ყველას თავს წააცლის- ირაკლისაც გაეღიმა ჩემს ბავშვურ მეამიტობაზე.
წლების შემდეგ ვფიქრობდი, რომ ბედი იყო ჩვენი შეხვედრა მარიამთან. იმ არაკაცმა რომ ჩვენს მიწაზე მოიყვანა, ჩვენსავე ქოხში ეგეც ბედი მგონია ახლა. ვუყურებდი ირაკლის და ალექსანდრეს და სამყაროში არ მეგულებოდა ადამიანი, რომელიც მათზე ძლიერად დაიცავდა მარიამს. გვიანი იყო?!… იცით, არ ვიცი… ფაქტი ერთი იყო… ორივე შეაკვდებოდა ამ ამბავს და გოგოს მეტს ვეღარავინ დაუშავებდა ვერაფერს.
ცოტახნის მერე მამაზე ვბრაზობდი, რატო ამიფორიაქა ცხოვრება ამ ამბითთქო, მაგრამ მერე მივხვდი, ეს ის რეალობა იყო რომელსაც ის ზღაპარივით მიფარავდა ხოლმე. არ ყოფილა არცერთი დღე და წელი მარიამზე ფიქრის გარეშე… იმ დღის გარეშე ნახევრად მკვდარი რომ მოიყვანა მამამ სახლში და იმ დღის გარეშე სანდრომ რომ შემოაღო განადგურებულმა კარები…
მაშინ იქცნენ ჩემი ცხობრების მაგალითებად, როგორ უნდა მყვარებოდა და როგორ უნდა ვყვარებოდი… როგორ უნდა მებრძოლა…
სოფელში მალევე გავარდა ხმა მარიამ გიგანი იპოვეს და კარგად არისო. არავინ იცოდა რეალურად რაც მოხდა და ვერც ვერავინ გაიგებდა. დღემდე, ჩემო მკითხველო. დღემდე არავინ იცოდა სიმართლე რაც იმ ღამეს მოხდა. ლეგენდებად დადიოდა ამბები, სხვანაირი ამბები… არცერთი სიმართლე.
სანდრომ ამოირბინა კიბეები, ისევ ფრთხილად შემოვიდა ოთახში. მე ისევ მარტო დავტოვე ალექსანდრე მარიამის ძილის დარაჯად, იქვე სავარძელში.
სანდროს ფიქრებიც წაეღო ტკივილს… მალევე გადაიძრო მარიამმა პლედი, ფრთხილად წამოდგა ფეხზე. წამოდგა ალექსანდრეც, ვერ გაეგო რას შვებოდა. იატაკზე დააფინა გადასაფარებელი. დაბლა დაწვა მარიამი…
- მარიამ- დაუძახა ისევ ფრთხილად
- არ შემიძლია საწოლში ძილი- ამოილაპარაკა და ისევ აქცია ზურგი.
* * *
- რას ქვია არ გითხრა სად არიან?- უკვე მეოთხედ ეკითხებოდა ვახტანგი სოლომონს
- კარგადაა, ცოცხალია და ჩემთანაა უსაფრთხოდო- მეოთხედვე იმეორებდა დანაბარებს.
- ჩემი შვილია, მისი ნახვა მინდა. უნდა დავრწმუნდე რომ კარგადაა- ყვიროდა კაცი
- მოგიყვანს, ვახტანგ. დაელოდე. ალბათ რაღაცას აგვარებენ და აცადე ბავშვებს- აწყნარებდა მიხეილი
- უნდა მივმხვდარიყავი დავითს რომ მიმაბარა და მარტო წავიდა- გაეღიმა ლუკას
- რა გაცინებს, ბიჭო?- დაუბღვირა ლექსომ შვილს
- ის მაცინებს რომ უყვარს ამ თქვენს ალექსანდრეს ჩვენი მარიამი და თქვენ რამდენიც არ უნდა ირბინოთ წინ და უკან მაინც ისე იქნება როგორც ის ბიჭი იტყვის- ისევ ეღიმებოდა ბიჭს
- შენ თავი ხო არაფერს დაარტყი, შვილო?- უკვირდა შვილის სიტყვები ლექსოს
- სიყვარული არ იყო თქვენს გეგმაში, მამა? თუ განადგურებული სიძე-პატარძალი გინდოდათ? ვწუხვარ- დაიყვირა ისევ- მათეს ძებნა განვაგრძოთ, შუბლი უნდა გავუხვრიტო იმ არაკაცს- ისევ აუდუღდა სისხლი ძარღვებში
- არ შეეხოთო სანდრომ. ცოცხალი მომიყვანეთო.- ჩუმად გაუმეორა დანაბარები სოლომონმა.
- მთელი დღეა მიმეორებს არავინ მოკლაო და რას დამმოძღვრა თვითონ თუ უნდა მოეკლა- გაბრაზდა-განაგრძეთ ძებნა, მე თორნიკესთან წავალ- მიატოვა ლუკამ ყველა და წავიდა ძმასავით ძვირფასის სანახავად.
გამოფხიზლებულ თორნიკეს ვეღარ აკავებდნენ პალატაში, დედამისი რომ დაინახა სახე წაშლილი მიხვდა არ იყო მათ თავს მშვიდობა
- გამიშვით, მომხსენით ეს რაღაცები- ყვიროდა გიჟივით
- დაწყნარდი, შვილო. გაგეხსნება ნაკერები.- ტიროდა ისევ ქეთევანი
- სადააა ჩემი და? ბოლოჯერ გეკითხებით- ღრიალებდა დაჭრილი ცხოველივით
- მათემ მოიტაცა- ამოიჩურჩულა კესომ, ვეღარ დამალავდა. ისედაც ადამიანს აღარ ჰგავდა ბიჭი
- რა? რასქვია მოიტაცა? სადიყო მამაჩვენი თავისი დაცვის 100 კაციანი რაზმით? მომხსენითთქო- ვეღარ აკავებდნენ ოთახის კარები რომ შემოხსნა ლუკამ
- რა ხმაურია? მთელ კლინიკაში ისმის შენი ხმა, ჭორადაც შემხვდა გზაში, თორნიკე გიგანს არ მოეწონა პალატის სერვისი და ყვირისო- ეცინებოდა ლუკას
- ბიჭო, შენ ნორმალური თუ ხარ?- გააოგნა თორნიკე ბიჭის არხეინობამ
- თქვენს ხელში როგორ ვარ საერთოდ ეგაა საკითხავი.- დაიწუწუნა ლუკამ
- სადაა მარიამი, ბიჭო?- ესროლა იქვე დადებული კათეტერი ბიძაშვილს
- თავი ხოარაფერს მიარტყი, დედი?- ლიასაც ვერ გაეგო რა ამხიარულებდა შვილს.
- დღეს რა ყველა მაგას მეკითხებით. მარიამი იპოვა ალექსანდრემ, კარგადააო, ჩემთანააო და ცოტახნით არავის გეტყვით სად მყავსო- გაიმეორა დანაბარები
- ღმერთო- დაიყვირა კესომ და მივარდა ქეთევანს. ბედნიერებისგან ტიროდა ქალი.
- მომხსენით ესენითქო- ყვიროდა ისევ- ვის ატყუებთ, ჰა? მათემ მოიტაცა და უვნებელი დაიბრუნა ალექსანდრემ? შვილო, დებილს ვგავარ? ხელი გამიშვით- მოიშორა ექთნები და წამოდგა ფეხზე. ძლივს დადიოდა
- უკან დაეგდე, მთელს სვანეთში ვეძებთ მათეს, მარიამს რომ რამე სჭირდეს ალექსანდრეს ჩვენი დახმარება არ დასჭირდება ისე მიხედავს- ხმა დაუსერიოზულდა ლუკას
- არა შენ თავი მართლა დაარტყი რაღაცას, როდიდან მოგწონს ალექსანდრე და ანდობ მარიამს- ესროლა მეორე კათეტერიც
- იმ წამიდან როცა დავინახე რისი გაკეთება შეეძლო მარიამის გამო. ერთად შეძლებენ, ერთად მოერევიან ყველაფერს-სერიოზული ტონი არ ეცვლებოდა ბიჭს.
- ტვილდიანია ეგ შენი მათეც, ალექსანდრე როგორ იქნება ანგელოზი- დაიყვირა ისევ- გადით, ყველა. უნდა ჩავიცვა- ვერავინ მოერია თორნიკეს სიჯიუტეს.
- ხისთავიანი სვანი- ამოილაპარაკა კესომ და გავიდა ოთახიდან. უნდა გაეგო როგორ იყო მარიამი, ლიზას ნომერი აკრიფა სწრაფად.
- ლიზა, კესო ვარ. მარიამი თქვენთან მოიყვანა ალექსანდრემ?- მიაყარა უცებ გოგოს
- არა, არავის გვეუბნება სად არიან. მამა მაგათ ცალკე ეძებს. გიჟს გავს დედაჩემი- ნერვები აღარ ჰქონდა ლიზას
- ალექსანდრეს ნომერი მომწერე რა,ლიზ, დავურეკავ
- ჩვენ არ გვპასუხობს და სცადე მაინც შენ.
მესამედ კრეფდა ლიზას გამოგზავნილ ნომერს, არ პასუხობდა ბიჭი. მეხუთე ცდაზე უპასუხა
- გისმენთ- დაღლილი ხმა ჰქონდა ტვილდიანს
- ჩემთანაა და კარგადააო და არ გვეუბნები რა მოხდა,ნორმალური გგონია, ტვილდიანო?- ჩაყვირა ტელეფონში კესომ
- ზუსტად ვიცოდი შენ იქნებოდი, იმდენჯერ დარეკე- გაეღიმა სანდროს
- და რა ჯანდაბად არ მპასუხობდი.როგორ არის?- დაუთბა ხმა გოგოს
- უკეთ იქნება- სხვა ვერაფერი უპასუხა სანდრომ
- ახლა ცუდადაა?- ცრემლები ერეოდა
- უკეთ იქნება, კესო- იმეორებდა ინსტიქტურად ბიჭი
- შეეხო?- ძლივს დასცდა კესოს ბაგეს 5 ასო
- კესო- ხმა გაებზარა ალექსანდრეს.
- მიპასუხე, რამე დაუშავა? - ცრემლები მიიკვლევდნენ უკვე გზას თავისით.
- როცა შეძლებს მოგიყვება
- შეეხო?- სული გააყოლა თითქოს ამ ერთ უბრალო კითხვას გოგომ
- პასუხს აგებს ყველაფრისთვის, გპირდებით.- ეზოში იყო ალექსანდრე, თან ახედავდა ხოლმე მარიამის აივანს.
- ღმერთო- ამოიტირა ისევ- უნდა ვნახო, მასთან უნდა ვიყო
- გამოგყვებიან, კესო. არ მინდა ქეთევანის გოდებამ, ბიძების ყვირილმა და დედაჩემის შეკითხვებმა შეაწუხოს. მარტო არ არის, მეც მასთან ვარ.
- არ დატოვო.სიბნელის ეშინია, ყველგან აანთე სინათლე სადაც კი სიბნელეა, რომ გაიხედავს არ შეეშინდეს. საჭმელს არ შეჭამს, ფორთოხლის წვენი დაალევინე. შეიძლება არ თქვას, არასოდეს არ ამბობს როცა რამე სტკივა, წამალი მაინც დაალევინე.- მშვიდად აძლევდა მითითებებს ბიჭს, ხმა დაუთბა კესოს. ალექსანდრეს მისგანაც კი ეუცხოვა ეს ტონი.
- მადლობა, კესო
- მარიამზე ლაპარაკი უყვარს ძალიან- განაგრძო კესომ- მოუყევი თუ კი რამე მოგონება გაქვს უფროს მარიამ გიგანზე, მოგისმენს.
- კარგი მოვუყვები
- თორნიკე გამოვიდა კომიდან, ეგეც უთხარი, ადგა და მის საძებნელად მოდის- მიაწოდა ინფორმაციაც
- წესით რომ არ უნდა მეუბნებიდე იმას მეუბნები?- გაეღიმა
- ყველა დამნაშავე ვართ მაგ გოგოსთან მანდ რომ გყავს ახლა. უნდა გამოვასწოროთ, ჩვენი ერთ დროს დადუმებული თავები. გაბარებ ალექსანდრე- ტიროდა ისე გაუთიშა.
- მიხედავს ალექსანდრეო- ყვიროდა თორნიკე და იმეორებდა ლუკას სიტყვებს. მისი ხმა მთელ კლინიკაში ისმოდა
- რეანიმაციიდან რომ გახვალ იკითხე ფსიქიატრი სად ზის და შეუარე- ფანჯრის რაფას იყო მიყრდნობილი ლუკა და აგიჟებდა უარესად თორნიკეს. იცვამდა რაც შეეძლო სწრაფად. ტკიოდა ჭრილობა.
- ამ დ***** სადაც არ დაეზარათ ყველგან გამჭრეს?
- ტვინი ჩამოგღვრია და მუცელში ეძებდნენ- ეცინებოდა ლუკას
- ლუკა ისე გცემ ფეხზე ვეღარ ადგე- იმუქრებოდა და თან სახე ემანჭებოდა ტკივილისგან
- დაეგდე უკან- დააბრუნა ისევ საწოლში- გაგეხსნა ჭრილობდა სისხლი გსდის- თავი გადაეგდო უკან ტკივილისგან შეწუხებულ ბიჭს
- ექიმს დაუძახეთ- გამოსძახა ჰოლში მომლოდინეებს
- რა მოხდა?- გიჟივით შევარდა კესო
- კარგი რა, კესო. ამაზე როგორ ნერვიულობ. ჭრილობა გაეხსნა იმდენი იფართხალა
- მომაშორეთ ეს ახლად გაცირკაჩებული
- გტკივა?- ბალიშს უსწორებდა გოგო
- არა ეწვის- შიშით გაეღიმა ლუკას
- აქ რატო ხარ? ამ საგიჟეთში რა გინდა? დაბრუნდი სადაც ბრძანდებოდი- ბრაზი კესოზე გადაიტანა
- აღარსად მივდივარ, ვრჩები რომ სულ დაგგესლო- მშვიდად მოიგერია გოგომაც
- აღარსად მიდის თურმე- გამოაჯავრა კესოს
- ხო ვამბობ, მუცელშიც ვერ იპოვეს ამის ტვინი ჩაღვრილი- ისევ ჩუმად გაეცინა ლუკას
- დაეგდე ლუკა და მომიყევი სანამ აქ გათხლაშულს მეძინა რა ხდებოდა? როგორ აღმოჩნდა ჩემი და იმ *** ხელში როცა სახლს 295 კაცი იცავდა- ამოიღინა ისევ
- ყურადღებას გადავატანინებთქო და არ გინდა, ძმაო ხოდა მოგიყვები- დაჯდა ლუკაც იქვე სკამზე
- მათემ გესროლა და გაიქცა. შენ საავადმყოფოში წამოგიყვანეს. მე მამაჩემმა საავადმყოფოს ეზოშივე, ისე რომ შენთან არც ამომიშვა დამაჭერინა იარაღი და გამიშვა სისხლის ასაღებად- ეღიმებოდა, მაგრამ კარგად ჩანდა რაც იმალებიდა ამ ღიმილის მიღმა
- რა ქენი, ლუკა?- პირი გაუშრა თორნიკეს
- მირხა მოვკალი, როგორც წესი და ადათი ითხოვდა. მოვკალი და მოვედი მხრებში გამართული. ვიცოდი, მამაჩემი ახლა შემომიშვებდა სიამაყით შენობაში
- მოკალი, ლუკა?- უარესად ატკივდა ჭრილობა დაჭიმულობისგან
- მოვკალი- ამოილაპარაკა ლუკამაც და ფანჯარასთან დადგა
- უნდა დამლოდებოდით, შენ 17 წლის ხარ, ლუკა- გული ნაწილებად დაეშალა ბიჭს
- შენ იცი რომ სხვა გზა არ მქონდა- იყურებოდა ფანჯრიდან, უსასრულობაში…
- აი სად დაბრუნდი- ტკივილისგან ხმა ერთმეოდა- ხედავ სად დაბრუნდი, კესო? აქ ყველგან სისხლია, გამიშვით- ისევ ცდილობდა ადგომას
- მორჩი ყვირილს, ასე ვერავის ვერაფერში დაეხმარები. უნდა მოგიშუშდეს ნაკერები- ფრთხილად დაადებინა თავი უკან ბალიშზე კესომ
- მე უნდა გამეკეთებინა, შენ არა, ლუკა.- ბოდიშს უხდიდა თითქოს ამ სიტყვებით თავის პატარა ბიძაშვილს, რომელსაც ნაადრევად აიძულა დრომ გაზრდა.
- მე ამისთვის მზად ვიყავი, თორნიკე. ბავშვობიდან მზად ვიყავით ყველა. ამაზე ფიქრის დრო არაა. უნდა მოგიშუშდეს ნაკერები. მათე გვყავს საპოვნელი. გიჟებივით ეძებენ ტვილდიანებიც. ალექსანდრე სხვანაირი ტვილდიანია, ბიძაშვილო. სანდოა ალექსანდრე ტვილდიანი- ხმაშიც ეტყობოდა ნდობა.
- ვერ ვიჯერებ რასაც მეუბნები. დამალაპარაკეთ, მარიამი დამალაპარაკოს- სუნთქვა უმშვიდდებოდა, გამაყუჩებელი შეჰყავდა ექიმს ვენაში
- რადგან თქვა რომ მარიამი უსაფრთხოდაა ესეიგი ასეა. ნუღა ძალიანდები.- კესო უსწორებდა ისევ გადასაფარებელს
- შენც ფიქრობ რომ სანდოა ტვილდიანი, კესარია?- ოდნავ გაეღიმა გოგოს მოზომილ სიტყვებზე. არ ჰგავდა თავის ონავარ თავს კესო
- აღარ ვფიქრობ, უკვე ვიცი
- დამალაპარაკეთ- არიშლიდა თავისას
- არ მაქვს მე ალექსანდრეს ნომერი და შეგვეშვი რა- ლუკასაც ეწურებოდა მოთმინების ფიალა
- ცოტახნის წინ კინაღამ მითხარი მე მიყვარს ალექსანდრეო და ნომერი როგორ არ გაქვს?- ახლა უკვე თვითონ დასცინოდა ლუკას
- ჭრილობა გაგეხსნათ- ექიმი ამოწმებდა უკვე- თქვენი მოძრაობა არ შეიძლება, თავიდან უნდა გაგიკეროთ. გთხოვთ, დატოვოთ პალატა- ძლივს გათიშეს წამლებით თორნიკე, რომ ყველა პროცედურა ჩაეტარებინათ. ექიმმა ყველა მიმღებში გაუშვა
- როგორმე უნდა დაველაპარაკო მარიამს, კესო- ცრემლიანი თვალებით მიუახლოვდა ქეთევანი
- მეც მინდა მასთან საუბარი, ქეთევან, მაგრამ დაღლილია და სძინავსო
- იქნებ არ უნდა ჩვენთან საუბარი და იმიტომ ამბობს მაგას
- დრო უნდა მივცეთ და ფრთხილად იყოთ, მათე ისევ გარეთაა, ისევ ცოცხალი- ლუკამ გამაფრთხილებელი მზერა მიაპყრო ქალებს და დატოვა საავადმყოფო.
ამ ამბის მსხვერპლად ქცეულიყო 17 წლის ლუკა გიგანიც, სისხლიანი ხელებით, ბუნდოვანი მომავლით, მუდამ პასუხისმგებლობებით აკიდებული. რა მნიშვნელობა აქვს იმსახურებდა თუ არა მირხა?! რა მნიშვნელობა აქვს ვის მოხვდა ლუკას მიერ გასროლილი?! ფაქტია უტყუარი და მხოლოდ ერთი, მკვლელი გახადეს ისიც. რაც არ უნდა ხშირად ვიმეოროთ რომ სამართალი აღასრულა, რომ მისი ვალდებულება იყო, ვერასოდეს გავიგებთ რას გრძნობდა ის ბიჭი იმ დროს. ბიჭი, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. არ უნდა ყოფილიყო მის მხრებზე მკვლელის იარლიყი აკიდებული. მაგრამ ესეც ცხოვრების წესი ყოფილა ასეთი, იარლიყებსაც ვერ ვირჩევთ თავად.
თორნიკე კიდე დიდხანს ვერ გაიღვიძებდა. ცრემლი დაშრობოდა ქეთევანს და კესოს. აღარც ლია ჰგავდა თავის თავს. მათეს ძებნაში დაიტკეპნა სვანეთის მთელი მიწა.
დროის აღქმის ყველას ჩვენი უნარი გვაქვს. სულ სხვანაირად მოძრაობენ საათის ისრები მაშინ როცა გვეშინია, ველოდებით,გვიხარია,სევდიანები ვართ თუ ბედნიერები, საათის ისრებს აკონტროლებს თითქოს ჩვენი გრძნობები, ჩვენი უმართავი გრძნობები და შეგრძნებები. თურმე, სულ სხვანაირად მოძრაობენ ისრები, როცა უყურებ როგორ იშლება ნაწილებად შენთვის ძვირფასი ადამიანი.იშლება, ქრება, განადგურებული, უსიტყვოდ, თვალბით გთხოვს შველას... ან იქნებ ჩვენი დახმარებაც გვიანია, იქნებ მართლა გვიანია?! იქნებ დავაგვიანეთ?! იქნებ მისთვის დასრულებულია...
   მარიამის თვალები ყოველი საათის ისრის მოძრაობისას იცვლიდა ემოციებს... ზოგჯერ ისეთი ცივი, გაყინული, არაფრის მთქმელი იყო. ზოგჯერ სევდიანი, მოგონებებში ჩაძირული. ზოგჯერ კი ყველაფერს ამბობდა მისი მზერა. ხმას არ იღებდა,მაგრამ მქონდა შეგრძნება თითქოს ვსაუბრობდით, თითქოს ჩემს უსიტყვო ნუგეშს იღებდა, ჩემს შეკითხვებს მზერითვე პასუხობდა. არ იყო ეს გოგო ალექსანდრე რომ გვიყვებოდა მთელი ეს დრო, აღარაფერი დაეტოვებინა მისგან ამ ალბედით ცხოვრებას. მე მაშინ ვფიქრობდი რომ მხოლოდ ალექსანდრე იქნებოდა მისი ყველაზე დიდი მხსნელი და შემდეგ... წლების შემდეგ... დავფიქრდი, ვერავინ, ვერასოდეს მოგიშუშებს იარას, რომელიც მუდამ გახსენებს თავს. 
  ჩვენს სახლს ბევრი კაცი არ იცავდა, მხოლოდ ალექსანდრე და ირაკლი გვყოფნიდა უდიდეს გალავნად. თავს შეაკლავდნენ, სიცოცხლის ბოლო წამამდე დაიცავდნენ, დაგვიცავდნენ. ალექსანდრეს განადგურებული სილუეტიც მკმაროდა მივმხვდარიყავი თუ როგორ იდანაშაულებდა თავს, ისიც ფიქრობდა რომ ძალიან დაიგვიანა, რომ ძალიან ატკინეს მისთვის ძალიან ძვირფასს. 
- ოდესმე დაილაპარაკებს, სანდრო?- გვერდით ამოვუდექი ფანჯარასთან მდგარს
-ძალიან ძლიერია- უკვე მერამდენედ იმეორებდა ამ სიტყვებს თვლაც კი ამერია.
-კი, ძლიერია. ჩაეძინა, შუქი დავუტოვე- ვიცოდი მკითხავდა როგორ იყო და თავადვე მოვახსენე მისი მდგომარეობა.
-მამა ისევ ეზოში ზის?- თვალი მოვავლე ეზოს-არ შემოდის, გვიცავს არა?
-ჰო, გვიცავს-ოდნავ გაეხსა ღიმილით ბაგე
- ხო არ წაიყვანენ მარიამს, სანდრო?
- ვერ წაიყვანენ, ვეღარავინ, ვეღარასოდეს, ვეღარსად- მტკიცე იყო მისი ხმა, წამითაც ვერ შეიტანდით ეჭვს მის სიტყვებში, მე არც შემიტანია
-ხო, არ გავატანოთ, მეც აქ ვარ, მე სულ მის ოთახში ვარ, სულ მის გვერდით, ვერ წაგვართმევენ.- ცრემლი მადგებოდა თვალზე, სანდროს ვამხნევებდი ჩემი ბავშვური ჭკუით, რომ მარტო არ იყო. რომ მის გვერდით ვიქნებოდი მე.
  რას ვეყოფოდი ამხელა სიბოროტეს მე? ან სანდრო, ან მამა?! ან რომელიმე ჩვენგანი?! ამხელა ცოდვას, დაუნდობლობას, სიველურეს?!  რატო არ ფიქრობენ ადამიანები რა ახლავთ თან თავიანთ ქმედებებს? რატო ანადგურებენ გზად ყველას და ყველაფერს როცა ფიქრობენ რომ თავიანთ „სამართალს“ აღასრულებენ!!! რომ სხვას კლავენ. რომ სხვას ტკენენ. რომ სხვას ცხოვრებას უნგრევენ. ბნელ ოთახში უსინათლოდ ტოვებენ. უიმედოდ.
  სანდრო ირაკლისთან გავიდა გარეთ, გვერდით მიუჯდა და ერთად განაგრძეს ჩუმად ყოფნა ყველაზე დიდი ხმაურში. მე მარიამთან ავბრუნდი, ჩუმად შევაღე ოთახის კარი. ფრთხილად დავჯექი ჩემს, მასთან ახლოს მდგარ სავარძელზე. ამ დროს განსაკუთრებით ვგრძნობდი ჩემს როლს... მისი სიზმრების დარაჯის როლს.
-არა, არა, არა- მომესმდა ჩუმი სიტყვები, როცა ჩამძინებოდა.
-არა- უმატებდა ხმას. ეძინა. სიზმარს ხედავდა ცუდს...
- არ მომეკარო, არ მომეკარო- ყვიროდა უკვე
-მარიამ, გაიღვიძე, სიზმარია, უსაფრთხოდ ხარ-ფრთხილად ვუსმევდი სახეზე ხელებს მეც არანაკლებ შეშინებული
-გამიშვით, გამიშვი- ყვიროდა. 
-რა ხდება?-კარი გიჟივით შემოხსნეს ალექსანდრემ და ირაკლიმ
-სიზმარს ხედავს, სანდრო. უშველე.- აკანკალებული მიმიხუტა მამამ და გზა გაუნთავისუფლა სანდროს
-მარიამ- დაუძახა არანაკლებ ანერვიულებულმა
-ჩვენგან რა გინდა? არ შეგვეხო. მამიდას ხელი გაუშვი. არ შეგვეხო- ტიროდა, ისევ არ ახელდა თვალებს
-გაიღვიძე, გაახილე თვალები. ჩვენთან ხარ. შემომხედე. ჩემთან ხარ. შემომხედე, მარიამ- ყვიროდა ბიჭი
-გაგვიშვი, ხელი გაგვიშვი. მტკივა, ყველაფერი მტკივა. ჩვენ არაფერ შუაში ვართ. გაგვიშვი- ხტოდა უკვე საწოლში
- ჩემთან ხარ, შემომხედე- ყვიროდა ალექსანდრე და ცდილობდა მის გამოფხიზლებას
-მარიამ, გაიღვიძე- მიუახლოვდა ირაკლიც, უკანკალებდა ხმა მასაც.
  მამაჩემი აღნაგობით მაღალი, მხარბეჭიანი კაცი იყო. ერთ აწევაზე უამრავი კილოგრამის აწევა შეეძლო. სულ ვადარებდი მის აღნაგობას გარშემო მყოფ ყველაფერ დიდს და ვფიქრობდი ჩემი მამიკო, ყველაზე დიდი იყო. იმ საღამოს, ალექსანდრეს მარიამის კოშმარებისგან დახსნაში რომ ეხმარებოდა, ჰო, იმ საღამოს,მამა დაპატარავებული მომეჩვენა. მეგონა, ქრებოდა.
- არ იღვიძებს- არმოხდა სანდროს.
- გაიღვიძებს სანდრო, დამშვიდდი
- ჩვენთან ხარ, უსაფრთხოდ- იმეორებდა ნერვიულად. ფრთხილად უსვამდა სახეზე ხელებს. ეფერებოდა მის საფიცარს, მის გიგანს, გატანჯულ, რამდენიმე დღეში ასაკმომატებულს, ყველანაირი ემოციებისგან დაცლილს და თან პირიქით. რას არ დათმობდა რომ არ ეგრძნო ახლა ის ტკივილი რასაც გრძნობდა.
- დაუმშვიდდა სუნთქვა- ძალაგამოცლილს აღმოხდა ირაკლის.
- იგრძნო რომ აქ ვართ, ხო, მამი?- მე მჯეროდა, ჩვენი მცველობის. ახლაც მჯერა, რომ გრძნობდა რამხელა კედელი ვიყავით ჩვენ სამნი მისთვის.
- შენც დაისვენე, ლი. დაიძინე- მზრუნველად გადამისვა თავზე ხელი ალექსანდრემ
- ვერ დავიძინებ, აქ ვიქნები
- დასვენებული და გამოძინებული გვჭირდები, ლილიანა. წამოდი, მამი.- ფრთხილად მაპარებდა მამა
- რომ დავჭირდეთ?- ვერ ვტოვებდი
- დაგიძახებთ, ლი- მიმიხუტა სანდრომ, ამით მაგრძნობინა მადლიერება
მარტო მარიამის ოთახში დარჩენილი ისევ ჩაიკეცა მასთან. საწოლში იწვა გოგო. გაახსენდა მარიამის სიტყვები რომ ვერ იძინებდა საწოლში. დააფინა ლეიბი იატაკზე, ფრთხილად აიტაცა სიფრიფანა სხეული ხელში და დააწვინა დაბლა.
- მადლობა- ამოიჩურჩულა ძლივს გასაგონად. ეგონა ეჩვენებოდა სანდროს
- მადლობას ნუ მეუბნები, ყველაფერს გავაკეთებ რომ უკეთ იყო- ისევ უკან დააბრუნა მისი თმისკენ წაღებული ხელი, არ უნდოდა მისი შეშინება
- ახლა რა იქნება, სანდრო?- ორი დღის განმავლობაში პირველად ესმოდა მისგან ეს სიტყვები
- შენ აღარაფერი გემუქრება
- მჯერა, მაგრამ რა იქნება შემდეგ?
- ცოლად უნდა მოგიყვანო- მოზომილად წარმოთქვა სიტყვები სანდრომ
- ჰო
- ეს გარდაუვალია. უნდა გავაჩუმოთ თემი
- ნუ მიხსნი, მესმის.
- ხვალ მოვიყვან მოძღვარს. დაგვწერს ჯვარს- უხსნიდა ყველა ახლო მომავალში გადასადგმელ ნაბიჯს
- ჰო
- მინდა ამას გეკითხებოდე და არა გადაწყვეტილად გეუბნებოდე, მაგრამ…
- მესმის, სანდრო- შეაწყვეტინა ბიჭს- თორნიკე როგორ არის?
- გონზე მოვიდა და გეძებს
- კარგად არის?
- იცის რომ გჭირდება, მალე ბევრად უკეთესად იქნება
- როგორ შეგიძლია ყველა სიტყვით მაძლევდე ნუგეშს
- ალბათ იმიტომ რომ შენ თავად ხარ ჩემი ნუგეში
- მე აღარავინ ვარ- ცრემლი გადმოაყოლა სიტყვებს
- შენ ყველაფერი ხარ- მაინც გადაუწია სახიდან თმა და თითზე დაიხვია კულული
- დავიძინებ- რამდენიმე წამი უყურებდა სანდროს- შუქი არ ჩააქრო, კარგი?
- არ ჩავაქრობ, მეც აქ ვიქნები.
იქვე იატაკზე დაწვა ისიც, გოგონასგან მოშორებით. მისი გონება ისევ საფრანგეთში წაიყვანა მოგონებებმა.
* * *
საფრანგეთი. 1 წლის წინ.

- მომიყევი რა ხდებოდა ეს თვეები- გვერდიგვერდ ისხდნენ მანქანაში მარიამი და ალექსანდრე
- როგორ ჩნდები და ქრები ხოლმე ისე რომ არ დაეტყოს ჩვენს მეგობრობას შენი არ ყოფნის კვალი- გაეღიმა მარიამს
- მეგობრობას?- გაუკვირდა ალექსანდრეს ეს სტატუსი
- ჰო, აბა ნათესაობას?- კეკლუცობდა მარიამი და ცდილობდა ბიჭის ამ საუბარში აყოლას
- ყველაზე შორსაა ჩვენგან- გაეცინა სანდროსაც, მიუხვდა გოგოს მიზანს
- სად მივდივართ ასე შორს?- პარიზის ხედი შეეცვალა უკვე მთებს
- მამაჩემის ძველ მეგობარს ფერმა აქვს აქვე ახლოს. მახსოვს რომ მითხარი, ცხენები მენატრება და ჯირითიო- გაეღიმა ბიჭს
- ცხენები? ვიჯირითებთ?- ყვიროდა უკვე სიხარულისგან- მეხუმრები?
- არ გეხუმრები, მართლა. - უბრწყინავდა მასაც სახე.
მანქანა ულამაზეს ეზოსთან გააჩერა, მასპინძელი მოუსვენრად ელოდათ უკვე კართან.
- სანდრო, შვილო- ძლიერად ჩაეხუტა მონატრებულ მეგობრის შვილს ტატე
- ტატე, ბიძია. როგორ ხართ?- მიაგება თბილი სალამი უკვე გაჭაღარავებულ კაცს ბიჭმაც
- როგორ გამახარე, როგორხ გამაბედნიერე, ახლა ნამდვილად ძალიან კარგად ვარ.- არ წყვეტდა ღიმილს კაცი, როცა გვვერდით მდგომი მარიამიც შენიშნა- შენ მარიამი, ხო? ჩემი სანდროს მარიამი.
- ტატე, ბიძია- თვალები დაუქაჩა სანდრომ
- დიახ, მე მარიამი ვარ, სასიამოვნოა- ვითომ არ გაუგია კაცის სიტყვები ისე მიაგება ხელი
- ნადმვილად ანგელოზივით ლამაზი ხარ, შვილო. როგორ ბრწყინავ, ვარსკვლავივით ხარ- არ წყვეტდა კაცი გოგონას საოცარი სიტყვებით შემკობას. მორცხვად ეცინებოდა მარიამს. სანდროს თვალები ჰქონდა გადმოცვენაზე, მაგრამ მაინც ვერ აჩუმებდა კაცს
- მომიყვა სანდრომ შენზე, მითხრა ცხენები უყვარსო, იცი რამხელა ფერმა მაქვს? წამოდი განახო ჩემი ცხენები- სწრაფი ნაბიჭით, უშრეტი სიხარულით შეუძღვა წყვილს სახლის უკანა მიწის ნაკვეთისკენ.
- რა საოცარი ადგილია- აღმოხდა მარიამს
- სიყვარულით უვლის, პატარა საქართველო მოიწყო საფრანგეთში- გაეღიმა ისევ მათ წინ მიმავალ კაცზე
- ტატე, ანახე შენი ფავორიტი არაბული ცხენი- გაეღიმა სანდროს.გაახსენდა ცხენი, რომელზეც მუდამ სიყვარულით ლაპარაკობდა ტატე
- ის ჩვენთან აღარ არის, სანდრო- თვალები აემღვრა კაცს- ჩემი იმედი, ჩემი არაბული აისი გაფრინდა ცისარტყელაზე- მომღიმარი სახე გადაფარა სევდიანმა
- რა დაემართა, ტიტე?- დაუსევდიანდა ხმა სანდროსაც, იცოდა რა რთული იქნებოდა კაცისთვის საყვარელი ცხენის დაკარგვა
- მშობიარობას გადაჰყვა, გაგვაფრთხილა ექიმმა რომ არ შეიძლებოდა მისი დაორსულება. დაგვეპარა ტყეში სხვა ცხენთან
- აკრძალული სიყვარული?- სევდიამად გაეღიმა სანდროს
- არ ვიცი ცხენებს ესმით თუ არა. მე მგონია რომ ესმით და თუ ესმით, აისმა იცოდა რომ მისთვის ეს კარგად არ დასრულდებოდა. რადგან ესმოდა და იცოდა, ესეიგი ეს სიყვარული უღირდა საკუთარი თავის მსხვერპლად.- მზერა გაუშეშდა კაცს, ბევრი ჰქონდა ნაფიქრი აშკარად.
- ანუ აკრძალულმა სიყვარულმა შეიწირა აისი, სად არის მისი შვილი? მისი სიყვარულის ნაყოფი?!-დაუფარავი ინტერესით უყურებდა მარიამი კაცს, ამბის გაგრძელების მომლოდინე
- ავადაა, ბოლო ოთახში წევს. სიკვდილს ებრძვის- ამოიგმინა კაცმა- არ გვინდა ამ თემაზე საუბარი, მინდა არ მინდა ვსევდიანდები და თქვენც გახვევთ თავს. წამოდით განახებთ ჩემს სხვა საოცარ ცხენებს- ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა კაცმა
- მე მისი ნახვა მინდა,ტიტე ბიძია.- დაიჩურჩულა გოგომ
- ის ვერ ჯირითობს, შვილო
- არ მინდა ჯირითი. მინდა ვნახო აისის აკრძალული სიყვარულის ნაყოფი- თბილად გაეღიმა მარიამს
- დარწმუნებული ხარ?- გაუკვირდა სანდროს
- რადგან მას სურს, წამომყევით.
წინ გაუძღვათ კაცი. საჯინიბოს ბოლო ოთახის კუთხეში, ობლად იწვა კვიცი. მძიმედ სუნთქავდა.
- სულ ვეუბნები, არ მოკვდე, იცოცხლე, დედის გზა გააგრძელე და იყავი ჩემპიონითქო, მაგრამ თითქოს არ იბრძვის. ვეტერინარები მეუბნებიან, რომ უკეთ უნდა იყოს, რომ ყველა წამალს ასმევენ რაც საჭიროა და ბევრად უკეთ უნდა გრძნობდეს თავს. მე მეგონია რომ ემოციური ფაქტორია- უყვებოდა უკვე კვიცთან ჩამუხლულ გოგოს
- რატო არ იბრძვი?- ეფერებოდა ულამაზეს თეთრ კვიცს
- მარიამ, შვილო, შენ არ ინერვიულო, აქ სამხიარულოდ ხართ- ცდილობდა გოგონას სევდიანი სახე როგორმე შეეცვალა
- ძალიან ლამაზია, არა?- იქვე ჩაიმუხლა სანდროც
- მისმა ისტორიამ დამაფიქრა, დედა ვერ ნახა ისე დაეღუპა, მარტო გრძნობს თავს.- ცრემლი ერეოდა გოგოს
- ჩვენც აქ ვართ მარიამ, მარტო არ ვტოვებთ, ისე ვუვლით როგორც არსად არცერთ ცხენს
- მერე რა რომ ჩვენ ადამიანები მის გვერდით ვართ, დედა სჭირდება, ოჯახი. ჩვენ არ ვიცით რა უჭირს
- ძლიერი დედის შვილია, უნდა გაუძლოს- ფრთხილად ეფერებოდა სანდრო
- ვიცი თავს მარტო გრძნობ- თავი დაადო კვიცს მარიამმა- მეც მარტო ვგრძნობ ხოლმე როცა ოჯახი მენატრება, არც წამალი შველის ამ გრძნობას და არც ტირილი. მომავალი ჩემპიონი ხარ. დედაშენი იამაყებდა შენით. ტიტე შენს გვერდით იქნება, ცოტა ჭამე, მოძლიერდები და დაიწყებ ბრძოლას.- ეჩურჩულებოდა, იცოდა მისი ესმოდა.იქვე დადებული საჭმელი ნელი მოძრაობით წაიღო მისკენ- მე მესმის შენი ყველა გრძნობის, დაგვანახე შენი ძალა
- ვერ ჭამს- თქვა და სიტყვა გზაში გაუწყდა რომ დაინახა, აისის დანატოვარი როგორ ჭამდა მარიამის ხელიდან
- საოცარია- აღმოხდა კაცს- ალექსანდრე, ეს გოგო საოცარია
- ვიცი, ტიტე.- ეღებოდა სანდროს
- კვირებია არ უჭამია, გადასხმის სახით ვაჭმევდით, როგორ, როგორ შეძლო?- თვალებს არ უჯერებდა კაცი
- ასეთია, ყველაფერს უბრუნებს სიცოცხლის უნარს-იმ წამს მიხვდა ტვილდიანი, იქ, კვიცთან ჩახუტებულს რომ ხედავდა მარიამს, იქ მიხვდა, არ იყო ეს უბრალოდ ჩვეულებრივი გოგო.
- სახელი არ მიკითხავს,ტიტე. რა ჰქვია?- ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს
- ვერ გადარჩება, სახელი არ დაარქვათ თორემ გული უფრო დაგწყდებათო. შენ დაარქვი, მარიამ- თვალები გაუნათდა კაცს
- მე?- გაუკვირდა გოგოს
- ჰო, შენ. შენი ხელით ჭამა პირველად. დაარქვი რაც გინდა
- მე, მართლა არ ვიცი. რა დავარქვათ, სანდრო?- დამეხმარეო თვალებით სთხოვდა ბიჭს
- იქნებ ქარი?!- გაეღიმა ბიჭს გოგოს აღტაცებულ რეაქციაზე სახელის გაგონებისას
- ჰო, სანდრო. ქარივით სწრაფი იქნება, საოცარი სახელია- ოდნავ მიეხუტა ბიჭს
- ანუ დავარქვათ ქარი, არა?- ცოტახნის წინ ჩამომდგარი სევდა სადღაც გამქრალიყო. თითქოს კვირების წინ კი არა იქ, იმ წამს დაიბადა ქარი, აისის აკრძალული სიყვარულის ნაყოფი
მარიამის გონებაში დიდხანს დარჩა ტიტე და ქარი. წაუშლელ ემოციებს უცოცხლებდა მათი გახსენება მარიამს. ალექსანდრე რომ გაქრა მისი ცხოვრებიდან რამდენიმე თვე, მაშინაც კი სტუმრობდა ტიტეს და კითხვების გარეშე ეხმარებოდა ფეხზე დადგომაში ქარს. გაამართლა სანდროს დარქმეული სახელი… ნამდვილად ქარივით სწრაფი იყო… ულამაზესი, მომავალი ჩემპიონი. მარიამმა გახედნა, მარიამი იყო პირველი ვინც ბუნებაში მისი ჭენების პატივი მიიღო. ფერმაში უკვე ყველა იცნობდა, ტიტეს და ქარის საყვარელ სტუმარს…
ასეთი იყო მარიამ გიგანი, სიცოცხლის უნარს უბრუნებდა გარშემო ყველას და ყველაფერს…

“ წყვდიადით მოცულ ხევში დავაბიჯებ, მაგრამ არაფერი მაშინებს, რადგან შენა ხარ ჩემთან”



№1 სტუმარი სტუმარი მაკა

კარგია, მაგრამ შემეცოდა მარიამი რატომ გაიმეტა იმ სასიკდილომ ეს უდანაშაულო გოგო მათე მხეცია ლუკასც გაასვრევინეს სისხლში ხელები ამ პატარა ბავშვს ამიტომ მზარავს მთის წესი და სისხლის აღება(( ((((( ველოდები გაგრძელებას♡♡♡

 


№2 სტუმარი სტუმარი ტასო

ამისთვის ველოდეთ ერთი თვე? სირცხვილია.

 


№3 სტუმარი ნანო

რა პატარა თავი იყო????ახლა როდოს იქნება შემდეგი?

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

სტუმარი ტასო
ამისთვის ველოდეთ ერთი თვე? სირცხვილია.

სირცხვილი თქვენი კომენტარია ავტორს რომ ასე თავხედურად მიმართავთ და შესაძლოა მოტივაციასაც უგდებთ კიდეც. თუ ეს საოცრება ისტორია ლოდინად არ გიღირთ არავინ გახევთ კალთებს წაიკითხეო))

ძალიან მომწონს ზოგადად ეს ისტორია. კარგად ვითარდება მოვლენები და ერთი სული მაქვს კულმინაციამდე როდის მივაღწევთ. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ მოტივაცია გააგრძელეთ წერა და გვასიამოვნეთ იმათ ვისაც უკვე გვიყვარს მარიამი და ალექსანდრე ❤️ როცა შეძლებთ მაშინ ატვირთეთ ახალი თავი მე მაინც უდიდესი სიამოვნებით წავიკითხაც თქვენს შრომის ნაყოფს.

 


№5 სტუმარი მომლოდინე

ძალიან მომეწონა ეს თავი. ერთი სული მაქვს წავიკითხო როგორ დაიწერენ ჯბარს. იმედია ცუდი დასასრული არ იქნება. მადლობა

 


№6 სტუმარი ეთული

შემდეგი თავიალე დადეთ ერთი სული მაქვს გავიგო მოვლენები როგორ განვითარდება

 


№7 სტუმარი სტუმარი თათია

აღარ აგრძელებთ?

 


№8 სტუმარი ნესტან

იმედია გაგძელებთ .. სათანადოთ დაისჯება მათე ასე სასტიკად როგორ უნდა მოექცე ქალს როგორ უღალატა გიორგიმ საყვარელ ქალს იმედია გამოკეთდება მარიამი და ალექსანდრე მოაბრუნებს ცხოვრებისკენ ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent