შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმისფერი ( თავი 12 )

23-04-2024, 02:05
ავტორი რუსანა
ნანახია 3 270

თავი 12

-ახალ წელს გილოცავთ მეგობრებო ._უკვე კარგად მთვრალი გოგა , ბარბაცით შემოვარდა, სკამის საზურგეს გვერდით მიეჯახა და დაიღმუვლააა უკან გადაქანდა , წონასწორობა დაკარგა და ლინას მიეჯახა რომელიც ფეხდაფეხ მიყვებოდა . ამჯერად ლინა შექანდა მძიმე მასის მიჯახებისას და უკან გადავარდა , იატაკზე . ერთი ხელი ჯერ წელზე დაიდო. მერე გვერდზე გაისვა.
-შენი აზრით , ესეთი დაიბადა თუ მერე გახდა ესეთი ლოქო ? _ამოიგმინა ირაკლიმ.
-ლინა , ვერ დაგინახე . _წამში გამოფხიზლდა ორმეტრიანი გოგა და იატაკზე აკრული ლინას წინ დაიხარა.-აუ გატკინე რამე .
-არაფერია , არ ინერვიულო . _ქმარს რომელიც თავზე წამოადგა ორივეს და მსუბუქად წამოაყენა გოგო , გაუღიმა . საკუთარ სკამამდე მიაცილა. ფრთხილად ჩამოჯდა და მუცელსა და გვერდზე ხელი სცადა შეუმჩნევლად გაესვა ისევ.
-გეტკინა? _დაჩი
მოუჯდა გვერდით და ზუსტად იმ ადგილას გაუსვა ხელი სადაც ცოტახნის წინ თავად .
-ეს რა არის ? _არ შეიმჩნია დაჩის მღელვარება .
-შენი საყვარელი სასმელი . რადგან არ სვამ სხვა არაფერს.
-სხვა არაფერს კი არა , საერთოდ არ ვსვამ . _გარკვევით თქვა.
- და რატომ არ სვამ ?როდის იყო უარს ამბობდი ?
-ეხლა ვამბობ უარს . რა პრობლემა გაქვს? გადავწყვიტე ჯანმრთელი ცხოვრება დავიწყო.
- ავად ხარ ? _გაიკვირვა მამაკაცმა . - ვინ ხარ და რა უქენი ნამდვილ ლინას ?
- ლინა ვარ ._მხრები აიჩეჩა ლინამ . -არა ავად არ ვარ. _ჭიქას ხელი წამოავლო ტუჩებთან მიიტანა და სცადა პატარა ყლუპი მოესვა .
-ცოტა დავმშვიდდი . _გაუღიმა , არ წავიდეთ ?
-ეხლა დავიწყე. _ ჭიქა ჰაერში აწია გოგომ .
-ვიცი რომ არ გინდა ლინა, ჩემს დასარწმუნებლად ნუ დალევ .
-დიდი ხანია შენს დასარწმუნებლად აღარაფერს ვაკეთებ.
ნუცამ ვერ გაიგო რანაირად აღმოჩნდა ზუსტად წყვილის წინ და სცადა ინტერესი არ შეიმჩნია . ნერვიულად იმტვრევდა თითებს და გაბრაზებული ლილის თვალებს მზერას არიდებდა .
-ერთმანეთი როგორ გაიცნეს ? _ინტერესს ვერაფერი მოუფიქრა ნუცამ და ლიკუნას უჩურჩულა .
-ნუცაა აინტერესებს ერთმანეთი როგორ გაიცანით. _ხმამაღლა განაცხადა ლიკუნამ .
-ჩვენ ? _გაეცინა დაჩის . -ყველაზე რომანტიკული ისტორიაა.
-მართლა ? _სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინ სახეზე ნუცას .
-ნუცა გიჟდება რომანტიზზმზე . _თავისთვის ჩაილაპარაკა ირაკლიმ.
- რომელი ვერსია მოვყვე ლინა ჩემი თუ შენი ?
-ნამდვილი , დაჩი ნამდვილი მოყევი ._დაიღრინა ლინამ.
-კარგი , ერთმანეთი ბარში გავიცანით , ჩემს ბარში სადაც ჩემს სანახავად მოვიდა და ჩემს ლოდინში უგონოდ დათვრა. _ერთ წინადადებაში ჩაატია დაჩიმ .
-არ დავმთვრალვარ . _წამოენთო ლინა და მთელი ტანით შეტრიალდა მისკენ . -დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა .
-კარგი შევასწორებ დაღლილიბისგან და სასმლისგან ჩაეძინა.
-დაჩიიიი . გატყუებს ნუცა . -ღამის 3 საათამდე მალოდინა.
-გავაგრძელო? _გაუცინა ლინას .-მერე კიბეზე ცხვირი გაიტეხა .რათქმაუნდა დაღლილობისგან , კოკტეილები არაფერ შუაშია.
-კარგი საკმარისა. _პირზე ხელი ააფარა ლინამ. -გატყუებს ეგ გაცნობის დღე არ იყო.
-სინამდვილეში ლინა , მამამისის ქორწილში გავიცანი . _დასერიოზულდა დაჩი .
-და თქვენ? _თვალები მოჭუტა ლინამ და ნუცას ეშმაკურად გაუღიმა .
-აჰ , ჩვენ ? ისეთი არაფერი ჩემი მეგობრის მამა მამულში მუშაობს და მან გამაცნო ლიკუნა. _სრულიად უბრალოდ ჩამოარაკრაკა და ვერაფრით გაიგო რატომ
აუტყდა ყველას სიცილი ვინც კი გაიგო .
-ნუცა ბაბუ რა მინდოდა მეკითხა , ხვალ აღავლენს წირვას მამა დავითი ? _პირველად ამოიღო ხმა უფროსმა ჯანდიერმა მთელი საღამოს განმავლობაში და სამარისებური სიჩუმე მოჰყვა მის ხმას .
-კი ხვალ შაბათია , როგორც ყოველთვის იქნება, მაგრამ სამ საათზე ოთხის მაგივრადო . მერე ბავშვები ეყოლობიან.
-და ბაბუამაც მიხედა სულის ცხონებას ? ახალგაზრდებს რა გვეშველება თორე. _იორნია იყო სანდროს სიტყვა თუ უბრალოდ ნათქვამი დიდად ვერავინ გაარჩია.
- პატარა შესაწირი მაქვს ტაძრისთვის . _თავი იმართლა ჯანდიერმა .
-ლინა, მართლა კარგად ხარ? _ისევ წეღანდელ ინციდენტზე ფიქრობდა გოგა.
-კარგად ვარ, შენ მაგაზე არ იდარდო , დაგავიწყდა ცხენიდან რომ გადმოვვარდი ? ეს წაქცევა რას მიზამს .
-აუ ეგ დღე არ გამახსენო გეხვეწები .
-რა ერქვა ? ისევ ისეთი ურჩია ? _გაეღიმა ლინას. გოგამ ჯერ დაჩის გახედა რომელმაც თვალებით ანიშნა მოკეტეო მერე ლინას რომელიც აშკარად პასუხს ელოდებოდა
-გავყიდეთ . _პირველივე რაც ენაზე მოადგა ის წმოიყვირა. ბევრი არჩევანიც არ ჰქონდა ან უნდა ეთქვა რომ საწყლი არსება მისი ქმრის ტყვიამ შეიწირა ან უნდა ეცრუა.
-კი მაგრამ ხომ გითხარი რომ თუ გაყიდიდი მინდოდა?
- დაჩის ვუთხარი. _ნიშნის მოგებით გადახედა მეგობარს .
-დაჩიიი … კარგი რა . _ამოიკრუსუნა ლინამ.
-კატა გვყვავს .
-გვყვავდა . _შეუსწორა ლინამ.
-ხო , ძაღლიც , ცხვარი .
-პატარა ბეკეკა იყო .
- თუთიყუში . _უკვე თითები გაშალა ჩამოსათვლელად .-კუ, თევზები , ბოლოს გოჭი მოიყვანა . _თვალებში ორი თითი ამოისვა დაჩიმ იმის გაანალიზებას რამდენს უთმობდა .
-ერთი ცხენი რას დაგაკლებდა ?_ტუჩები დაბრიცა ლინამ.
- მაინცდამაინც ის ცხენი გინდა რომელმაც რამის მოგკლა?
- ხო.
-ხო და გვიანია , უკვე .
-ღმერთო აასე არავინ შემაყვარო, რომ სახლში ფერმა გავხსნა . _ამოიოხრა ირაკლიმ და სასმელი ბოლომდე დაცალა.
-ლინა ვერ ვიგებ რატომ არ ჭამ . _იწყინა ლაშამ .
-არ მშია, თორემ ხო იცი ხვეწნა არ მჭირდება .
-მადის დაქვეითება ნორმალურია._სამედიცინო ახსნა მოუძებნა და ირაკლის დედამ ლინას უმადობას ისე რომ არ დაფიქრებულა და მხოლოდ მაშინ გაანალიზა , რომ მხოლოდ მისმა ექიმის თვალებმა შეამჩნია ლინას უკვე კარგად ,მომრგვალებული ფორმები .
-განქორწინების? _სცადა ხუმრობაში გაეტარებინა და თითქმის თვალებით შეევედრა ქალს რომ მეტი აღარაფერი ეთქვა.
-რათქმაუნდა , სტრესი ძალიან ცუდი რამეა . _წამოეშველა ლინას კიკი და ყელგამშრალ დაჩის რომლის გულმაც რამოდენიმე წამით ფეთქვა შეწყვიტა და მთელი ჭიქა წამში ჩაცალა გაუღიმა.
****
სტუმრები როდის შემოეცალნენ არ ახსოვს არც ის რომელზე დაიძინა , მაგრამ გაღვიძებისას გაკვირვება ვერ დამალა. არასდროს უძინია ამდენი . თითქმის ორ სათს უჩვენებდა ეკრანი , თავი მოიწესრიგა და ძილისგან შესიებულ თვალებს უკმაყოფილომ შეახო თითები.
-დილამშვიდობისა . _ უხალისოდ მიურტყა მუშტი გამოწვდილ მუშტზე გუშინდელი ხალხიდან შემორჩენილ ლაშას.-კიკი , უთხარი რომ ესენი დაშალონ .
-არ მინდა რა ნუცა . დამანებე თავი . _ლიკუნას კივილი მაღლიდან ესმოდა.
-გინდა . _გაჭირვებით გამოიყვანა ლიფტიდან . . –
-უთხარით რა რამე. ტაძარში მიმათრევს.
-ხომ შემპირდი ? ვერავინ ვერაფერს ვერ მეტყვის . ახალი წლიდან ვივლიო ხო და გამარჯობა ახალი წელია შობა მოგვადგა კარზე . ნახევარ საათში გავალთ .
-ირაკლიიიი .
-თავი მტკივა ლიკუნა და აი მაგ ჯიუტთან კამათის არც ენერგია მაქვს და არც სურვილი . _ნუცას გამარჯვებული სახის დანახვისას ჩაეცინა. -აბა ლაშა , გავიგეთ რომ მაგრად ამზადებ , ყავას როგორ აკეთებ?
-მაგისთვის აპარატი არსებობს და სამზარეულოში 11 ამდე ადამიანია ვინც შენს სამსახურშია .
-არ ვიცოდი ახალიწლიდან კონტრაქტის შეწყვეტას თუ აპირებდი . ოქეი.
-მე გავაკეთებ . _ინიციატივა გამოიჩინა ნუცამ და ირაკლისთან ერთ ოთახში ყოფნას ისევ გაქცევა ამჯობინა .
-აუტანელი კაცი ხარ . _ზლაზვნით წამოდგა ლაშა და ნაბიჯის გადადგმა ვერ მოასწრო , დივანზე ყვირილით ახტა და ფეხებიც აწია . ცოტახანში კიკიმაც იგივე გაიმეორა . მალე ირაკლის ყურებს ძაღლის ყეფვა მისწვდა და მთელი ტანით შებრუნდა . გიორგიმ ძაღლს საბმელი მოხსნა და კარს აეკრო თვითონაც.
-რა სჭირს რატომ იზრდება შრეკივით ? _ლაშამ გვერდულად გახედა ძაღლს .-რატო მიყურებს რა უნდა ? შენი დედაც . გააჩერე . გააჩერ რა . _ამჯერად დივნის საზურგეზე შემოჯდა მათკენ წამოსულ ნაგაზის დანახვისას . სირბილით მივარდა იმ ადგილს სადაც კიკი და ლაშა იყო და ღრენა დაიწყო .
-ნერაა , მოდი აქ . _მუხლზე დაირტყა ხელი ირაკლიმ და ძაღლმაც მორჩილად აიღო გეზი . ორი თათით აიწია და პატრონს მხრებზე დაუწყო თათებით თამაში . -მოგეწონა მთაში ? ჭკვიანი გოგო . _ფუმფულა საფარზე ხელებს რიტმულად უსმევდა . -კიდევ გაიზარდე? ნახე რამხელა ხარ . _მომღიმარი თვალს ვერ აშორებდა საყვარელ ცხოველს .
-ნუცა . _წამოიკივლა კიკიმ. -უკან წადი. არ გამოხვიდე ._უკვე მისაღების შუაში მოსული ლანგრიანი ნუცას გაფრთხილებას ცდილობდა . -ირაკლი, დაიჭირე . არ გაუშვა. საყელურზე ინსტიქტურად წაავლო ხელი ირაკლიმ ძაღლს , იქამდე სანამ ლანგარი არ დადგა კუთხის მაგიდაზე და ძაღლისკენ შებრუნდა .
-ნერააა. _ სახე გაუნათდა გოგოს და ნაბიჯის გადადგმაც არ დასჭირვებია თვითონ ცხოველი გაუსხლტა ხელიდან ირაკლის . ორ სავარძელს შორის გაძვრა და სირბილით გაიქცა.
-აააააააა, ვერ ვუყურებ . _თვალებზე აიფარა ხელი ლაშამ . -ესროლეთ რამე ქენით . _პანიკა ეწყებოდა და მის აღშფოთებას არავინ რომ არ აყვა ერთი თვალი გაახილა . იატაკზე ჩამომჯდარი ნუცას ხელებში გაყურსული ძაღლის დანახვისას გაეცინა , ცხვირი კისერში ედო და სიამოვნებისგან ხრუტუნებდა.
-არაფერი თქვა ლაშა თორე დაგარტყავ . _შეუღრინა ირაკლიმ. -გულით ილოცე. _დას თავზე აკოცა.
-მეც მივდივარ ._თავი ახლოს მიუწია გიორგიმ და ტუჩებით ანიშნა მაკოცეო .
-საზიზღარი ხარ . _მუშტი მიჰკრა მხარში .
ლაშამ გასართობი იპოვა სამზარეულოში და უკვე მარტო დარჩენილმა კიკის ოთახს მიაშურა დაუკითხავად შეაღო კარი . -შემომიშვებ?
-უკვე შემოხვედი მისკენ გადმობრუნდა და გვერდით ჩაჩოჩდა .
-რა დრო მოვიდა, მეგობრებივით ვწევართ ერთ საწოლში . _გვერდით მიუწვა ირაკლი .
-შეგვიძლია მეგობრული
სექსი გვქონდეს , მეტი არც არასდროს მომითხოვია. _წამში მოექცა ირაკლის ზემოდან და მოზერხებულად აიძრო თხელი ზედა.

*****
გვიან დაბრუნდნენ ლიკუან და გიორგი, ნუცა არსად ჩანდა თუმცა დიდად არ შეუმჩნევია , იცის გაურბის . სამზარეულოში შეიყუჟა ყველა , ლაშასთან ერთად. შებინდებული იყო კარგად . ბუხრის წინ ჩამომჯდარი ძაღლს ეფერებოდა და ცეცხლის ტკაცუნის ხმა სასიამოვნოდ ამშვიდებდა, თვალებიც კი დახუჭა და ალბათ თავს ღრმა ძილს მისცემდა , სტუმარი რომ არ დასდგომოდა თავზე. მოწიწებით შემოაცილეს შავ ანაფორაში გამოწყობილი დავითი ,რომელიც თეთრ იატაკს დასჩერებოდა და ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდა.
-დავით , მოდი . მანდ რას დგახარ. _თვითონ გადადგა პირველი ნაბიჯი და მხარზე გადახვია ხელი . იმ სავარძლისკენ ანიშნა სადაც თავად იჯდა ცოტახნის წინ და თვითონ მის წინ ჩამოჯდა. -რით გაგიმასპინძლდე , ღვინო , ვისკი ? ყავა ?
-არა , არაფერი ირაკლი მადლობა. მოულოდნელად გესტუმრე .
-შენი ნახვა სულ მიხარია .
-ხო , აბა შენი ნახვა ისეთი იშვიათობაა ესე დაუპატიჟებლად შემოგეჭერი . _მშვიდი ხმა ჰქონდა დავითს. -ცოტა დრო უნდა გამომინახო სალაპარაკოდ ირაკლი . პატარა საქმე მაქვს და სათხოვარი.
-რაც გინდა გისმენ . _მთელი ყურადღება მოიკრიბა ირაკლიმ და მეგობარს თვალი გაუსწორა.
-ჩათვალე ისე მოვედი როგორც შენი მეგობარ , რადგან ასე უფრო მეტ პატივს მცემ ვიცი .
-ისედაც პატივს გცემ , მაგრამ მირჩევნია მეგიბარივით პირდაპირი იყო.
-ნუცა
-რათქმაუნდა , ნუცა. _თავი დააქნი ირაკლიმ და ორივე ხელის გული სახზე მოისვა . -ამჯერად რა ვქენი ?
-არაფერი . იმიტომაც ვარ მოსული . სანამ რამეს იზავ ასჯერ მინდა რომ გაზომო.
-რა პრობლემაა ვერ ვხვდები .
-პრობლემა ისაა რომ დღეს პირველად ვნახე ტაძრის კუთხეში სირცხვილისგან დამამლული . ჩვენი ქალაქი შეცდომებს არ პატიობს და მითუმეტეს ისეთ შეცდომას რომლითაც იციან საკუთარს გადაფარავენ. იქ დიდ ქალაქში შეიძლება თავისუფლად ცხოვრება მაგრამ აქ არავის აინტერესებს მიზეზები.ნუცა კარგი გოგოა , მესმის შენი ძნელია გვერდი აუარო , მაგრამ
-მაგრამ ირაკლის არ შეეფერება არა ? მაგრამ ირაკლის არ შეიძლება ვინმე კარგი მოწონდეს არა ? მაგრამ ირაკლის ხომ
ყველა იცნობს არა ?
-არასწორად არ გაიგო .
-შენ ხომ ბავშვობიდან მიცნობ და იმიტომ ხარ აქ მორალის წასაკითხად ? _სიმწრისგან ჩაეცინა . - წამითაც კი არ დაგიშვია რომ შემიძლია , სერიოზული გრძნობები მქონდეს ? იქნებ მართლა მადარდებს ? იქნებ თქვენზე მეტად მე ვდარდობ მის სახელზე ? იქნებ უბრალოდ ნუცა ჭირდება ირაკლის რომ რაღაც ეშველოს ?
-ირაკლი , არ მინდოდა ასეთი რეაქცი გქონოდა. _ხმაში შფოთვა შეერია დავითს .
-არ იდარდო დავით , ისეთს არაფერს ვიზამ რომ რამე დაუშავდეს. ყვავილები არ მიყვარს მაგრამ მოწყვეტა არ უხდება ვიცი, დიდხანს ვერ ცხოვრობენ. _სევდანარევმა ირაკლის ღიმილმა დავითიც გაღიმა.
-ხო იცი , მეგობარო აქ იმიტომ მოვედი რომ არ მიფიქრია რომ გადარდებდა . შევცდი ირაკლი . შევცდი . იმსახურებ კარგს შენც კი . ისეთივე უფლის შვილი ხარ როგორც ყველა. _ფეხზე წამოდგა დავითი . ხელი ჩამოართვა და მერე გადაეხვია . მანქანამდე თვითინ მიაცლილა და უკე ჭიშკრისკენ შეტრალებულს ზურგთან დააწია . -ირაკლი , ყვავილებს მოწყეტა არ ჭირდებათ , შეგიძლია გადარგო .ნაყოფიერი მიწა მიაყარო და წყალი დაუსხა , მაგრამ მინც დაჭკნება თუ იგრძნო რომ მომვლელს არ უყვარს. კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ჭიშკარში ნუცაც გამოჩნდა , პატარა ლამაზად შეფუთული ლანგრით ხელში და ცოტახანს გაკვირვებული ათვალიერებდა ჯერ ირაკლის და
მერე მამა დავითს .
-საით ნუციკო წაგიყვანო ?
-არა , მე სხვა მხარეს მივდივარ . დარიკო ბებოს ცოტა გოზინაყი გავუკეთე . მადლობა მამაო.
-ნახვამდის ბავშვებო. _ხელი აუქნია დავითმა და მანქანა დაძრა.
-დარწმუნებული ხარ ? თუ დავითის შეწუხება არ გინდოდა, ბიჭებს ვთხოვ.
-ფეხითაც ჩავირბენ , აი იმ გზის ბოლოს რომ პატარა სახლია იქ მივდივარ._საპირისპირო
მხარეს გაახედა და თითით ანიშან . წერტილივით სახურავზე.
-მანდ სახლია ? არ შემიმჩნევია .
-მოხუცი ბებო ცხოვრობს . წავედი ._ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს გაღიმების ნიშნად და გზას გაუყვა .
-რომ წამოვიდე , უცნაური იქნება ?
-რატომ უნდა წამოხვიდე ? _შედგა .
-ისე უბრალოდ , მაინტერესებს . საკუთარი ბებო მიშლის ნერვებს , მაგრამ სხვა ბებოები მიყვარს._მიხვდა ყალბად ჟღერდა მისი პასუხი და გაეცინა.-მაინტერესებს რა ხდება გალავნის გარეთ, როგორია ხალხი.
-უცნური იქნება კი .
- კარგი .
- ქურთუკის გარეშე ამ სიცივეში . _წინადდებაა დაამთავრა და უკვე კარგად გაუცინა.-დაგელოდები . _ჭიშკარში შეტრიალდა ისევ და იქვე გაჩერებული ერთერთ მანქნაზე ჩამოდო გოზინაყი,გარეთ გამოსულმა გიორგიმ ხელი წაატანა ცელოფანს რომ აეწია და ისე ჩაარტყა ხელში გოგომ დაიყვირა. -არ მიეკარო .მოგკლავ.
-ერთი მაჭამე.
-არა , ლაშამ ხო გააკეთა.
-რაღაც ყლ*** ები დაამატა არ მომწონს. _ჯუჯღუნებდა გიორგი.
-ერთი თეფში შეჭამე ეხლა არ მოგწონს ? _თავზე წამოადგა ირაკლი და ლაბადის საყელო შეისწორა.
-საით ბატონო ?
-სახლთან რომ გზა ჩადის იმის ბოლოს . _სრული სერიოზულობით უპასუხა.
-მარტო. _ხელები გადაჯვარედინა გიორგიმ.
-არა ნუცაც
-ოჰ , ნუცა ხო პროფესიონალი მცველია ნამდვილად არ გვაქვს სანერვიულო . ყურადღება არ მიუქცევია გიორგის რეპლიკისთვის და პირველი დაიძრა ჭიშკრისკენ რამოდენიმე მეტრი გაიარა და ნუცამ უკან გაიხედა . ადევნებულ ბიჭზე გაეღიმა .
-ირაკლი , მართლა გჭირდება ამდენი დაცვა ?
-არა, გიორგიც საკმარისია , მაგრამ ეზარება ყველაფრის კეთება. თან ასე რამოდენიმე ადამიანს ვასაქმებთ ცუდია ? _სიარული შეანელა , რომ წამოწეოდა ნუცა და მის ტემპს აეწყო.
-და გიორგი უკვე დაგჭირდა ?
-ანუ გაინტერესებს უსაფრთხოა თუ არა ჩემთან ერთად სიარული ?
-არა , ეგ არ მიკითხავს , ისედაც ვიცი ორი ადამიანი მოგვყვება . უკვე დაგესხნენ თავს ?
-ორჯერ. _მოკლედ მოუჭრა ირაკლიმ.
-მართლა ? _პირი დააღო ნუცამ .
-მართლა .
-რატო ?
-იმიტომ , რომ ყველასთან ისეთი ტკბილი არ ვარ როგორც შენთან .
-ტკბილი ეს გოზინაყია ირაკლი . _გაეცინა ნუცას . აოცებს , არასდროს შეხვედრია ირაკლისნაირი ადამიანი რომელსაც თვითშეფასება ასი აქვს და თან არ ერიდება საკუთარ თავზე ლაპარაკი . რაც უფრო იცნობს უფრო მეტად ამსგავსებს ცეცხლს . იცის რომ წვავს , მაგრამ უფრო
მაგრად უნდა მიეკრას რომ გათბეს , სასიამოვნოდ გაუთბოს კანი და სისხლი
აუდუღოს. უცნაური გრძნობა აქვს , უცნაური და ფიქრიც კი აშინებს . ჯერ კიდევ დილას მკაცრად ჰქონდა თავის შორს დაჭერა გადაწყვეტილი ახლა კი შუა გზაში მისეირნობს მასთან ერთად . როცა ირაკლისთანა მის მისტყვა სსაკუთარ თავთანაც კი არ აქვს ფასი . თვალი კიდევ ერთხელ შეავლო , შავ ლაბადაში კარგად გახვეულ სხეულს . განა რა განასხვავებს ამ კაცს კახასგან , ორივე ერთნაირად ილტვის მისკენ უფრო მეტიც პირდაპირ ეუბნება რომ სერიოზული გრძნობა არ აქვს , სახიფათოა მისთვის . ირაკლი ის საფრთხეა რომლისაც ასე ძალიან ეშინია და მაინც საშინლად იზიდავს. ალბათ სწორედ ესაა, ვნება . საკუთარმა ფიქრებმა , გააკვირვა. პირველად გამოუტყდა თავს რომ მოწონს . როგორ შეიძლება არ მოწონდეს. ერთი ნაბიჯით ჩამორჩა ,რომ თამამად შეეთვალიერებინა. ნეტავ რა სიამოვნებაა მისნაირი ადამიანის გვერდით ყოფნა ? ალბათ რამხელა ენერგიააა საჭირო რომ მიანაირი შეყვარებული გყავდეს. ტუჩებზე ღიმილმ გადაურბინა იმის გააზრებისას რომ , ისე გახდა ფიქრებში მისი შეყვარებული ვითომ ყველაფერი მარტივია . ხელს რა უშლის? იდიალურ ცხოვრებას სთავაზობს . რამოდენიმე ხნიან ბედნიერებას. არ ატყუებს , არც არასდროს მოუტყუებია მისთვის. გამეტებით ამტკიცება რომ მისი არაფერი უნდა , მაგრამ საკმარისია შეხოს ყინულივით ლღვება და დუღილის იწყებს.
-რაო ნუცა ? რაზე ფიქრობ?
-იმაზე რომ შენთან ერთად მივყვები გზას და მეშინია რომ ვინმე გამოივლის. შენ არ გაწუხებს?
-რომ მაწუხებდეს არ წამოვიდოდი. შენ გაწუხებს მაგრამ მაინც დამთანხმდი . იცი ნუცა მე და შენ გარდაუვალია . ერთადერთი რაც მაშინებს შენ ხარ . არ მინდა იქამდე დაგგკარგო სანამ ჩემი გახდები . ასე სიამოვნებას ვერცერთი მივიღებთ . მე კი მაღელვებს შენი გრძნობები ნუცა . რატომ დაიმალე ტაძარში? ასე გეშინია ხალხის?
- ისინი უცნაურად მიყურებენ . ისე როგორც
-როგორც ჩემს ქალს?
- რომ გითხრა თანახმა ვარ შენს წინადადებაზეთქო რას იზამ ირაკლი .მართლა ყველაფერს იზამ ? მართლა ამარიდებ ხალხის ამ მზერას ? _სახე და ხმა
ერთდროულად შეეცვალა ნუცას .
-იცი, ცოტა მეტად რომ გეცადა ჩემი სხვა კაცად დანახვა , რომ არ გამირბოდე შენს თავს ცოტა მეტის უფლებას რომ აძლევდე ახლა სულელურ კითხვებს არ დამისვამდი . _მოულოდნელად გაჩერდა და მისკენ შებრუნდა. -შენი თანხმობა არ მჭირდება იმისთვის რომ დაგეხმარო , თუმცა გამოსავლი რომელიც ვიპოვე დიდად არ მოგწონს. არადა არ ვიქნებოდი ცუდი მეუღლე. _მხრები აიჩეჩა და გზაა გაგრძელა.
- იქნებ მე არ გამოვდგები მეუღლედ? _ღიმილით წამოეწია .
-ეგ ჯერ არავინ იცის , გამოუცდელი ხარ .
-ანუ აქამდე საყვარლობის ხიბლში გახვეულ შენს სურვილებს მტენიდი ახლა შეფუთვა დახვეწე.
- ვერავინ ვერაფერს დაგაძალებს ნუცა .
-ანუ ასე პლატინურად გეყვარება ცოლი? _გაეცინა ნუცას .
-არ მიყვარხარ , პლატონური სიყვარული არ არსებობს ,ურთიერთობა სადაც სექსი არაა , უინტერესოა , მომაბეზრებელი და დამღლელია.
- აბა რატომ გინდა ჩემი დაცვა ?
-შენ წარმოიდგინე ჩემი თავისთვის . არავინ მაპატიებს შენს თავს.
-სინდისი გინდა რომ მშვიდი გქონდეს ?
-სინდისი არ მაქვს . მინდა რომ შენ იყო მშვიდად და არ იმალებოდე . ჯნდაბა რომელ საუკუნეში ლაპარაკობენ კიდევ ადამინებზე მხოლოდ იმიტომ რომ ერთად ვიყავით სადღაც.არასდროს არაფერი ეშველება დამპალ აზროვნებას.
- წარმოიდგინე მერე მართლა რომ მოგინდეს ცოლის მოყვანა და უარი გითხრა განქორწინებაზე ან მთელი შენი ქონება მივითვისო . _გამხიარულდა .
-წარმოიდგინე მართლა , რომ შემიყვარდე და მე გითხრა უარი გაშვებაზე ან ისეთი მოძალადე აღმოვჩნდე რომ ცოლს ვცემდე. გარეთ არ ვუშვებდე.
-ეგ სახუმარო არაა იცი . საშინელებაა ტერორში ცხოვრება. ვიცნობ ეგეთ ოჯახს.
-ანუ ფიქრს იწყებ ჩემთან ოჯახობანას თამაშზე ? გასართობი უნდა იყოს არა ? ჩემთან იმდენ დროს გაატარებ ადრე თუ გვიან გატყდები. კანში გაგიჯდები , ყველგან მე დაგხვდები , თავბრუს დაგახვევ ._ხმაში ვნება შეეპარა .- ჯანდაბას გასწავლი, როგორი უნდა იყოს ქალი. შემეხვეწები ნუცა , შემეხვეწები რომ არ გავჩერდე . _ენა გამშრალ ნუცას , რომელიც ირაკლის ხმაში ჩაიკარგა და ნერწყვის გადაყლაპვას ვერ ბედავდა გაუცინა.-რა ძვირფას დროს და სხეულს აცდენ ? არც კი დავიღლებოდი რომ ._რამოდენიმე ნაბიჯით მიიწია უკვე აზარტში შესულმა ირაკლიმ რომ ცივი წყლის გადასხმასავით ჩაესმა ნუცას ხმა .
-მოვედით. _დაჟანგებული კარის წინ შედგა და ოდესღაც თეთრი აგურით აშენებულ სახლს აღარფერი რომ არ შემორჩენოდა მთელი თვალი შეავლო . სცადა საკუთარი გრძნობა დაემალა
, მაგრამ სახეზე ეწერა კითხვა . მართლა ცხოვრობდა თუ არა ვინმე იქ . ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა . შერცხვა . კიდევ ერთხელ შერცხვა და საკუთარი სახლისკენ გაიხედა , რომელიც შორიდანაც კარგად ჩანდა და ყბები დაეჭიმა . კარი შეაღო და უხმოდ შეატარა ჯერ ნუცა. ალაგალაგ დაბზარულ ქვისგან აშენებულ კიბეს ფეხი შეახო და იგრძნო როგორ შეჰყურებდა ნუცა. უყურებდა კი , უყურებდა და იმ წამს უხმოდ გაიგო მისი ნუცამ. ირაკლისი რომელააც ვერაფერს უგებდა , გაუგო . სახეზე ეწერა როგორი ძლიერი და უმწეო იყო . უყურებდა კაცს , რომელსაც სინდისი არ ჰქონდა და წამით თუმცა მაინც დაინახა , რაღაც . არც სიბრალული , არც ზიზღი , უაზროდ დაბინდულ თვალებში მხოლოდ სინანული დაინახა. იმ წუთას პირველად იფიქრა რომ ისევე აღიქვამს რაღაცეებს , როგორც თავად და იქნებ ამ ამაყი კაცის უკან მალავს ნამდვილ ირაკლის. ან სულაც თვითონ უნდა , მთელი გული სთხოვს რომ მისმა გონებამ ახვანაირად აღიქვას. ბოლო ორი დღეა ვეღარაფერზე ფიქრობს , ირაკლის ხელების გარდა და მანამ სანამ მისი ტვინი აჯერებს რომ გაიქცეს, გული ირაკლისკენ გარბის. ხო გარბის , უკვე იცის როგორ უნდა განასხვავოს გრძნობები , მისი გული კახასთან ათასჯერ არ ცემდა წამში. მართალია , ირაკლი გარდაუვლები არიან ერთმანეთისთვის , კიდევ ერთხელ ცდის მის შეხებას , კიდევ და კიდევ და ისიც უფრო კარგავს თავს. უფრო ღრამდ უშვებს საკუთარ გულში , ყოველი ერთად გატარებული წუთის შემდეგ. არც თავად იქნება გამონაკლისი, ისიც მიანდობს გრძნობებს თავს , ადრე ან გვიან მოუწევს ვინმესთან , მაგრამ მას ირაკლი უნდა . იმიტომ არა რომ მოწონს , ისედაც ნათელია , ირაკლი ყველას მოწონს. არც იმიტომ რომ ყველაფერი შეუძლია, ხანდახან მხოლოდ იმიტომ უწევს გული მისკენ რომ არასდროს ატყუებს. არც გრძნობები მოუტყუებია. არც ბედნიერ ოჯახს შეპირებია. პირდაპირ და ნათლად უხსნის რა უნდა და რას უნდა ელოდოს . იმისგან განახვავებით ვინც სამყაროს დაპირდება და მერე მიატოვებს. უკე 7 ამდე ოჯახი იცის სიყვარულით შექმნილი რომ ხუთ წელსაც ვერ გასტანა . იქნებ მთავარი სიყვარული არაა , მთავარი ხომ მზრუნველობაა. ლიკუნამ ხომ უთხრა კომფორტს და მზეუნველობას ავირჩევდი ვიდრე სიყვარულსო, დროის დაბრუნება რომ შემეძლოსო. უკვე ერთი კვირა გაუთავებლად ფიქრობს ,აფასებს ? ისევე დაუდგება გვერდით როგორც კიკის ფარავს ? შეძლებს , საკუთარი თავი დაითანხმოს რიგითი ქალი იყოს ? ან სულაც არ იქნება რიგითი , ერთიც შეიძლება იყოს იქამდე სანამ არ ჩაანაცვლებს ვინმე ახალი ნუცა . -ნუცა . ხელი გაუტკაცუნა თვალ წინ , რომ ფიქრებიდან გამოერკვია .
-ჰო , მოდი . _სიძველისგან ფერგადასულ სახელურს ნაზად დაუსვა ხელი ნუცამ და ყიჟინით შევარდა . -დარო ბებოოო ._ ნუცას ხმაზე გაეცინა ირაკლის და სახეზე მიეყინა ღიმილი . უამრავ შალის სახვევში გახვეული მოხუცის დანახვისას. თეთრი თმა ლამაზად გადაევარცხნა უკან და თეთრ ნაოჭიან კანზე გამოკვეთილად ჩანდა ორიცალი უცნაური მწვანე თვალი . მას უღიმოდა. ნამდვილად არ მოეჩონა . ნუცასკენ გაიხედა , ოთახის სხვა მხარეს გაიქცა რომ საჭმელი დაელაგებინა, ქალი კი ისევ მას უყურებდა ნამდვილად .
-გამარჯობათ. _ჩაახველა , რატომ თვითონაც არ იცის და ჯერ კიდევ სუფთად შემონახულ შელესილ კედლებს შეავლო თვალი და მასზე დაკიდებულ ჩარჩოებში ჩასმულ ულამაზეს ნაქარგებს. პატარა შეშის ღუმელი დალანდა კუთხეშიც , ნუცა რომ გულდაწყვეტილი დაჰყურებდა და მაშინ მიხვდა რომ ოთახში შემოსვლისას ტემპერატურის ცვლილება არ უგვრძნია .
-დარო ბებო კარგი რა , ღუმელი ისევ არ აანთე ?
-ვერა ნუციკო , ვერ ავანთე . არ ცივა შვილო დაანებე თავი . როგორ გამახარე , ამ ახალ წელს ჩემი თავი გქონდა ?
-რათქმაუნდა მქონდა და რაღააცებიც მოგიტანე. როგორ უნდა დამავიწყდე? _კოხუცისკენ ხტუნვით გაიქცა და ხელები მოხვია . -ახლავე გვათბობ აქაურობას . _გვერდი აუარა ირაკლის და გარეთ გავიდა. ცოტახანში პატარა შეშის ნაჭრებით დაბრუნდა და ერთ ადგილზე გაშეშებულ ირაკლის გაუცინა . -დაჯექი .
-იყოს, უხერხულად შეიშმუშნა კაცი , არ ეგონა რომ დარჩენა მოუწევდა . -დაგეხმარები . _ლაბადა გაიძრო და სკამზე ლამაზად მიფინა . შავი სვიტრის კლავებიც ნაკეცებად აიკკაპიწა და ასანთი გამოართვა ხელიდან.
-ირაკლი , არ მგონია ღუმელი აგენთოს აქამდე . გიორგი მომკლავს იცოდე.
-ზედმეტად პრინცი გგონივარ ნუცა .
-პრინცი არა ქალაქელი . პრინცები იდიალურები არიან შესაბამისად ყველაფერი იციან. ორცხობილები მოგიტანე , ცხელი წვნიანი და გოზინაყიც . რომელს გასინჯავ.
-მე ხაჭოს , ნამცხვარი გამოვაცხე. _გაჭირვებით წამოდგა ქალი ფეხზე და კოჭლობით და ავეჯზე დაყრდნობით გაუყვა მანძილს. ცოტახანშ ლამაზად დაჭრილი ნამცხვრიანი თეფში მაგიდაზე დადო და ნუცას გოზინაყს მოუდო გევრდით . -ვარდის ლიქიორზე დაგპატიჟებთ ბებო .
-დარიკო ბებო , ირაკლის არ შეუძლია დიდხანს დარჩენა , მაგრამ შენ არ იდარდო მე დავრჩები . _სწრაფად გამოუკეთა მოწყენილი სახე მოხუცს.
- ლიქიორი მეც მიყვარს. _ამაყად გადახედა აგიზგიებულ ცეცხლს და მხრებში გაშლილი მიუჯდა მაგიდას . -დროც ბევრი მაქვს . _თბილად გაუღიმა მოხუცს.
-ნუცა ბებო ეს ის ბიჭია ? _ეგონა ჩურჩულით თქვა ქალმა .
-არა , ეს სხვა ბიჭია ._ყურთან მიუტანა სახე ნუცამ და დაძაბულმა მზერა აარიდა ირაკლის. -ეს შენი მეზობელია, აი ამისია ის ლამაზი სახლი შენი ეზოდან რომ ჩანს. _სცადა მარტივად აეხსნა ნუცას , თუმცა ირაკლის აემღვრა სახე , იმის ხაზ გასმისას რომ ირაკლისი იყო , ღარიბი ქალაქის თავზე წამოჭიმული მისი სახლი.
- აჰ , ჯანდიერების შვილიშვილი ხარ ? _კისერზე ჩამოკიდებული სათვალე მოირგო ქალმა და კარგად შეათვალიერა . - ლამაზი ბიჭი ხარ . _დანაოჭებული ხელი ირაკლის ჩამოუსვა მკლავზე . -მამაშენიც ლამაზი ბიჭი იყო . _სახე შეეცვალა ირაკლის და ყურადღების გადასატანად ღუმელთან მივიდა ისევ . ცოტახანში ჩაის ფინჯნები დადგა ნუცამ მაგიდაზე და მოხუცს მოუჯდა გვერდით , თავი მხარზე ჩამოადო . - შენც ლამაზი გოგო ხარ ნუციკო .
-აქ სულ მარტო ცხოვრობთ ? _ისევ ადგილს დაუბრუნდა ირაკლი და კოპლებიან ლიქიორის ჭიქებს გაუღიმა .
-ოჯახი არასდროს შემიქმნია . ახალგაზრდობაში სიბერეზე არ მიფიქრია . იმიტომ ვეუბნები ნუცას ქალს შვილები მაინც უნდა ყავდეს.
-აუცილებლად მეყოლება . ბევრი ძალიან ბევრი შვილები. უკვე შუაღამეს მიუკაკუნებდა საათის ისარი, როცა მოზუცმა მთელი თავისი ცხოვრების მოყოლა დაასრულა . ყურადღებით უსმენდნენ . ნუცას ასჯერ მაინც ჰქონდა ეს ისტორია მოსმენილი , მაგრამ ყოველ ჯერზე ისეთ სახეს იღებდა თითქოს პირველად ესმოდა . არ ეთმობოდა მარტობაში დაკარგულ მოხუცს სტუმრები , მაგრამ მაინც მოუწია გამომშვიდობება . კარი კარგად გადაკეტა შიგნიდან და ფანჯრიდან გამოსძახა ირაკლის რომ რკინის კარი კარგად გაეხურა .
-ვინმეს გამოვგზავნი რომ შეაკეთონ. _სინანულით გახედა ჭიშკარს.
-მაოცებ იცი ? უკვე დაჯერებას ვიწყებ რომ ადამიანი ხარ .
-ცოტა მეტი დრო რომ გაატარო ჩემთან მოგეწონები კიდეც და მერე ვინ იცის აა?
-მარტოობის არ გეშინია ირაკლი? ნახე დარო ბებო როგორ ნანობს .
-შენ ?
-მე ადამიანების მეშინია , მაგრამ არ მინდა ამ მოხუცივით დავრჩე მარტო სახლში .სახლი მაინც აქვს მას . _თავის თავზე გაეცინა ნუცას .
-შემიძლია სახლი გაჩუქო. აი აქედან რომელიმე . _ხელი გაიშვირა რიგად ჩამწკრივებული სახლებისკენ.- და მერე როცა დავბერდებით , შენთან მოვალ ხოლმე ჩაიზე . იმ ერთადერთ ქლთან რომელსაც სულ ფეხებზე ჰკ***ა ირაკლი . _ამჯერად ირაკლიმ დასცინა საკუთარ თავს . -საუკეთესო მეგობრები და მეზობლები ვიქნებით . ცალცალკე და მარტო .
-ყველა ქალთან მეგობრობ ვინც კი გყოლია ?
- ყველა გააზრებული ურთიერთობა იყო . იცოდნენ დასაწყისი და დასასრული.
-ანუ ვინც შენთან ურთიერთობას იწყებს აუცილებლად იცის რომ დასრულდება . ცოტა სტრესულია დასაწყისშივე დასასრულზე რომ გეფიქრება არა?
-არა , არ ვიცი . ერთმანეთს ვხვდებით , რამდენიმე საათს ვატარებთ და მერე ყველა თავის ცხოვრებას უბრუნდება .
-ანუ არ გაწუხებს ახალა კიკიმ შეყვარებული რომ გაიჩინოს და ცხოვრება შექმნას.
-არა . უფროსწორად არ შეუძლია სხვა კაცი ჰყავდეს კონტრაქტში უწერია , მაგრამ თუ გადაწყვიტა რომ სხვა უნდა სკანდალს არ მოვუწყობ , თავის გზას გააგრძელებს მე ჩემსას,მარტივია _მხრები აიჩეჩა ირაკლიმ. -არც მას აწუხებს დიდად ,აკვიატებად რომ მექეცი .
-ანუ აკვიატება ვარ .
-წყევლა უფრო . _გაეცინა ირაკლის. -მომეცი რაც მინდა და ორივე ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ შენთვის არაფერია ისეთი რაც უარს გათქმევინებს შენს სიჯიუტეზე. შემიძლია ყველაფერი მოგცე , რომ ამ მოხუცის ბედი არ გაიზიარო . შეგიძლია მერე სიყვარულიც კი იპოვო და წარმოიდგინე არაფერზე გექნება საფიქრალი.
-ჩემი საყვარლის საფულით არა? _სიცილი აუტყდა ნუცას . -გამარჯობა საყვარელო , არ ინერვიულო ფულზე , ჩემს საყვარელს დავურეკავ.
-ყოფილ საყვარელს. _სიცილით შეუსწორა ირაკლიმ, სანამ ჩემთან იქნები შენც იგივეს გაკეთება მოგიწევს რაც კიკის .
-მაჩვენებ ?
-რას ?
-მაინტერესებს რა წერია კონტრაქტში . ანუ რამდენად დიდი ფანტაზია გაქვს ?
-ეს უკვე დააცინვაა .
-არა , გთხოვ , მართლა მაინტერესებს . _მხარზე ჩამოეკიდა . -გთხოოოვ ირაკლიიი. ყოველ წელს ახალს უფორმებ კიკის? ხელფასს თვიურად უხდი თუ ?
-ნუცა , ჩემი ნერვების მოშლას იწყებ.
-მე რამდენ ხნიანს შემომთავაზებ ?_არ ჩერდებოდა .
-შეენ? ალბათ ერთი კვირა .
-მეტი არა ? _ტუჩები დაბრიცა .-გული მეტკინა.
-გამოუცდელი გოგოები დიდად არ მომწონს და სწავლებაში დროის დაკარგვა არ მიყვარს . პრინც თუ იპოვი შეიძლება მადლობაც გითხრას თავი რომ შეუნახე და შეშის ნაჭერივით იქნები საწოლში .
-პრაქტიკა ბევრს , ნიშნავს , მაგრამ ვინ გითხრა რომ თეორია არ ვიცი და საკუთარ სხეულს არ ვიცნობ ?
-ხო ? _ტუჩებზე მაცდურმა ღიმილმა
გადაჰკრა. - საინტერესო საყურებელი უნდა იყოს , როგორ სწავლობ საკუთარ სხეულს . - იცი პლატონურ სიყვარულზე აზრი შევიცვალე , შემიძლია კუთხეში დავჯდე უბრალოდ და გიყურო . არანაირი სექსი .
-საზიზღარი კაცი ხარ ._მხარზე მიჰკრა ხელი .
-ბევრ შვილებს , თეორით ვერ იყოლიებ იმედია იცი .
-იცი რა ? როგორც დარომ თქვა კაცი სულ არაა საჭირო. გავაჩენ ერთ შვილს ვინმესგან და ვიქნები ბედნიერი. _გადაჭრით გააჟღერა უკვე წლების წინ ნაფიქრი ნუცამ . გულიის სიღრმეში ყოველთვის იცოდა რომ მარტო არასდროს იქნებოდა . გამოსავალიც ნაპოვნი ჰქონდა თუ ვერ იპოვიდა ვინმეს , კახასთან დაშორების მერე სხვა ვერაფერზე ფიქრობდა სწორედ ამიტომ ჰქონდა მთელი რიგი გეგმა შემუშავებული რომ უნდა წასულიყო საზღვარგარეთ. იქ სადაც ნაცნობ სახეს ვერ ნახავდა და იქნებოდა ბედნიერი და თავისუფალი .
-შენ ? შენ რომელიც ხალხს ერთი ფოტოს გამო ემალები ?
- მე ხომ არ მითქვამს რომ აქ ვაპირებ ? წავალ, აქედან ძალიან შორს წავალ, მერე უამრავი ქალი აჩენს შვილებს ანონიმური მამისგან , მაგრამ ჯერ უნდა ფეხზე დავდგე. _სასმლიაგან გაბრუებული აჭიკჭიკდა და მთელი თავისი გეგმა გაანდო. -მარტო არაასდროს ვიქნები . არა .მარტო დავიბადე , გავიზარდე მაგრამ მარტო ვერ მოვკვდები არ მინდა . _წამში შეეცვალა სახე ნუცას . ტვირთი რომელსაც სულ თან დაატარებდა ერთიანად იგრძნო ზურგზე და მხრები მოხარა . - ამ ქალაქში მოხუცებსაც ვერ იფარებენ .
-დაგეხმარები . _თავისკენ მიიზიდა და გაჩერდა , რომ კარგად მოეხვი ხელები . - აუცილებლად დაგეხმარები უფლებას თუ მომცემ ._იმ წამს გაუელვა თავში რომ შეიძლება საკუთარი სულისთვის კიდევ ერთი სიკეთით ეშველა და გზას ნუცა აჩვენებდა . გული ისე აუჩქარდა წამით სუნთქვაც კი შეეკრა.
-რომ ერთი კვირა შენი ვიყო?
- არა , იძულებით ჩემთან შენს ყოფნას აზრი არ აქვს , ასე სიამოვნებას ვერცერთი მივიღებთ . მინდა რომ არ გეშინოდეს ,ჩემს სურვილებს როგორმე დავიკმაყოფილებ , მალე გადამივლის აკვიატება , მაგრამ შენნირი ადამიანის დაკარგვა სამუდამო სისულელეა . არ მინდა ის პირველი ნაძირალა ვიყო ვინც ამ ცხოვრების ბინძურ გუბეში ჩაგაგდებს. იქამდე ცოტა პრაქტიკასაც მოაგროვებ , ისწავლი კიდეც, დაიკიდებ ხალხის აზრსაც და მგონია რომ მერე უფრო მაგრად გავერთობით . თვალი ჩაუკრა ._ტუჩები შუბლზე მიაწება და თვალები დახუჭა რომ სურნელი რომელსაც ქარი ართმევდა ნუცას კარგად შეეგრძნო . -თუ ბავშვთა სახლს აიღებ . გპირდები ხვალვე დავიწყებ ადგილის ძებნას მოხუცთა სახლისთვისაც .
ჯერ ეგონა მოესმა გოგოს. მერე ჩათვალა ხუმრობა იყო და უკან დაიხია, თვალებში ხუმრობის მსგავსი ვერაფერი შენიშნა და ღრმად ამოისუნთქა.პირი გააღო რომ რაღაც ეთქვა და ენას ძვრა ვერ უყო . -წვიმა დაიწყო . _ სინანულით ახედა ჩაშავებულ ცას და ნაბიჯს აუჩქარა ირაკლიმ.
უხმოდ მიჰყვებოდა მის ნაბიჯებს და არც კი შეუმჩნევია როგორ სველდებოდა . რაღაც შეიცვალა , ნუცაში იმ ღამეს . რაღაც რის გააზრებასაც ცდილობდა და არ გამოსდიოდა. გაუჭირდა აღიარება რომ ირაკლი მონსტრი სულაც არ იყო . მისთვის უფრო ადვილი იყო , რომ ყოფილიყო. ასე აჩქარებულ
გულს, დაჭიმულ კუნთებს და ეკლებს კანზე გამართლებას უძებნიდა , მაგრამ არა , ირაკლიც ადამიანი იყო, თავისი წესებით, კანონებით, პრინციპებით. ტკივილით და გამოცდილებით . გაიგო , ნუცას გამოცდილებამ აჩვენა , რომ მარტობაა სააჯელია, რომ ოჯახი ყველაფერია , რომ წმინდა სიყვარულის პოვნა ცხოვრების გამოცაანაა. ირაკლის კი თავის გამოცდილებები ჰქონდა და ამიტომ იყო ისეთი როგორიც არის .ნუცა იმას ეძებდა რაც არ ჰქონდა მიუხედავად იმისა რომ იცის რამდენჯერ ეტკინებოდა ამ გზაზე , ირაკლის კი უბრალოდ არ უნდოდა იმ გზის გავლა. გაიაზრა , უზარმაზარი სახლის ჭიშკართან გაიაზრა , როცა პირველი შეატარა და ქოლგა რომელიც მას გაუწოდეს , მთლიანად ნუცას დააფარა. ირაკლი ადამიანი იყო , გულწრფელი ადამიანი , რომელმაც ზღაპარი არ აუგო , ოცნების ცხოვრება არ მისცა , მიუხედავად იმისა რომ შეეძლო, ეიფორიაში არ აცხოვრა თუნდაც ის ერთი კვირა და მერე იმ ნაძირალასავით არ დაამთვარა როგორც უმრავლესობა უშვება გოგოებს. ირაკლიმ იდიალური შეყვარებულის როლი არ ითამაშა. ის ზრდასრული ადამიანია , რომელმაც უთხრა რა ხდება ორი ადამიანის ურთიერთობისას . რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება, რომ ცხოვრება ასეთია, რომ იმას არ შეპირდება რაც არ იცის რომ გამოვა, სამაგიეროდ შეუძლია შეპირდეს ბავშვთა სახლს და იცის რომ ყოველთვის უსრულებს დაპირებას . განა მეტი უნდა უნდოდეს ქალს? გარდა გვერდით მამაკაცისა რომელიც გვერდით უდგას ,არ ატყუებს და მერე პრინციდან ცხენად არ იქცევა ? მერე რა რომ არასდროს ეტყვის სიტყვა მიყვარხარას , ხომ შეიძლება მიყვარხარზე ძვირფასი და ბედნიერი ამყოფოს ის ერთი კვირა ? განა ვერაგი და იაფასიანი გოგო იქნება ? ცოტა საკუთარ თავზეც რომ იფიქროს, ერთხელ , ერთხელ რომ აიღოს თავზე ხელი რამე დაშავდება ? ფულის გამო ხომ არ აკეთებს , სხეულს ვერ იმორჩილებს თავადაც ისე მოწონს მის მკლავებში რომ ეხვევა. მის სხეულსაც უნდა ირაკლი და ნუთუ თავი შესძულდება თავადაც რომ მიიღოს სიამოვნება და მატერიალური კეთილდღეობა? ნუთუ ისეთი მტკივნეული იქნება როცა დამთავრდებიან რომ ვერ გაუძლებს ? რას შეცვლის ირაკლი იქნება თუ სხვა , მაინც ხომ ეტკინება? მატერიალისტს დაინახავს სარკეში თუ მარტო დარჩენილი, ირაკლის ფულით გააჩენს შვილს და ოჯახი ექნება? ნუთუ ასეთი სამარცხვინოა იმაზე ფიქრი რომ მდიდარ და ღარიბ გულისტკენას შორის არჩევანი ირაკლიზე შეაჩერა? როდის გახდა ესეთი ? ალბათ იყო . იქ ღრმად ეძინა ნუცას თავში მეორე ნუცას რომელსაც მთელი გულით უნდოდა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი . ფიქრებში ისე იყო დაკარგული ვერც მიხვდა როგორ მიყვა სახლის კარამდე და გამოემშვიდობა .
-კარი ჩაკეტე ნუცა .
-თანახმა ვარ .
-რა ?_ქოლგა ცოტა მაღლა აწია ირაკლიმ , წვიმის ხმაში დააკარგული ნუცას ბგერები რომ კარგად გაეგო .
- თანახმა ვარ , ირაკლი, ხელს მოვაწერ.
-საქაღალდე ისევ შენთანა . ხელს რომ მოაწერ დახლოვებით 3-4 დღეში შენი იქნება . _გაუღიმა .
-არა , ვერ გაიგე . _აკანკალებულ ხმას გულის ბაგიბუგი უშლიდა რომ გარკვევით ეთქვა სიტყვები .- მე , მე და შენ . მე … _უშედეგოდ ცდილობდა წინადდება დაელაგებინა . -ხელს მოვაწერ .
-გავიგე ნუცა .მიდი ._კარი გაუღო და ანიშნა შესულიყო . -გაცივდები .
-ირაკლი ._საკუთარ თავზე და ენაზე გამწარებულმა მას დაუყვირა .- არ ვიცი როგორ გითხრა .
-გავიგე ნუცა . _გარკვევით გამოთქვა ირაკლიმ. -გავიგე , მიგიხვდი , მაგრამ ნასვამი ხარ ._ გაყინული ლოყა ხელისგულში მოიქცია . - ხვალ რომ გაიღვიძებ , სხვა დილა იქნება , მე კი ისევ ირაკლი და ალკოჰოლიკის ფიქრები გაქრება . ახლა ფიქრობ რომ ბევრ რამეს ვაკეთებ შენთვის , რომ არაფერს არ გთხოვ და თავს ვალდებულად თვლი რომ სანაცვლოდ რაღაც უნდა მომცე და ისეთი ძვირფასი რაც ჩემს საქციელს გაუტოლდება მხოლოდ შენი თავი გაქვს.
-არა . _თავი გააქნია ნუცამ .
- კი. მინდა რომ დაიძინო და არ იფიქრო რას და რატომ ვაკეთებ. ან თუ დაგამშვიდებს გეტყვი . ჩემი თავისთვის ვაკეთებ , რომ ადამიანობა არ დავკარგო ნუცა . შენი მადლობა , თან ამ ფორმით არ მჭირდება . თუმცა მჭირდება რომ სველი ტანსაცმელი გაიხადო, ცხელი წყალი გადაივლო და კარი კარგად ჩაკეტო , რომ ჩემივე სიტყვები არ დავივიწყო იმაზე ფიქრისას როგორ იხდი და როგორ მინდა ის წყალი ვიყო რომელიც მთელს შენ სხეულს ჩაუყვება. _თითქმის ხელისკვრით შეუშვა შიგნით და გახურებული სახე ცივი წვიმის წვეთებს მიუშვირა.
ხვალ..
რიგორ მოკლედ ჟღერს ერთი სიტყვა და მათთვის რამოდენიმე დღედ გადაიქცა.
ხვალე იყო , ნუცას სირცხვილი , რომ უარყო იმაში ღრმად დარწმუნებული რომ ნასვამი არ ყოფილა. ხვალე იყო ირაკლისთვის ნუცას გაქცევა , არიდებული მზერა ხვალე იყო ძალიან ბევრი ემოცია , ფიქრი , თავგზა არეული გონება..
ხვალე შობა იყო და არაფერი შეცვლილა გარდა იმისა რომ იმ
ღამეს ირაკლიმაც გადაწყვიტა სახლიდან გასულიყო .
მიზეზი კიკის გაუთავებული წუწუნი იყო რომლის გასართობადაც ირაკლი იქცა და ერთი კვირა სახლიდან გაუავლელობის გამო.
დეპრესიას ვერაფერს უხერხებდა . შობის ღამეს კიკის რომელსაც ღრმად სჯეროდა რომ ტაძარი ამ ქალაქში გასასვლელად საუკეთესო დგილი იქნებოდა
წინააღმდეგიბა არ გაუწია.
იმ ღამეს პირველად ნახა ნუცა შავი თავსაბურავით და შავი ქურთუკით. ყველაზე პირველი წავიდა სახლიდან ლიკუნასაც კი არ დაელოდა . ტაძრის ეზოში პირველად რომ შედგა ფეხი მაშინ მიხვდა რატომ . უხმოდ გაიარა ტაძრის ეზო თუმცა , იძულებული იყო თავის დაკვრით შეგებებოდა ყველას . სატრაპეზოს შესასვლელთან გაჩერდა რადგან იქ იდგა ბაბუა და რაღაცს ხელებით უხსნიდა მამა დავითს. გაჩერდა და იმ წამსვე ინანა. საუბარი შეწყვიტეს ორივე ზუატად იმ გაცისკროვნებული სახით მოუტრიალდა რომელსაც არასდროს იცის როგორ უპასუხოს. ზურგს ხალხი უწვავდა , სახეს კი ბაბუიის მზერა .
-ნამდვილი სუპერ ვარსკვლავი ხარ. _გაყუჩებულ ხლხის მასას თვალი მოავლო გიორგიმ .
-ხალხს სანახაობა უყვარს გიორგი. _სინანულით ჩაილაპარაკა მღვდელმა და შეუმჩნევლად ახედა, თავისი პატარა უკვე სახლად ქცეულ სატრაპეზოს. აივნის მოაჯირების ორნამენტებს შორის მოჩანდა ხის სკამზე მჯდარი ნუცა . პატარა გადაშლილი წიგნით და ისეთი კონცეტრირებული იყო , ვერაფერს ამჩნევდა გარშემო. ვერც ხალხს , ვერც სიცივეს და ვერც დამშეული ხალხის თვალებს უჩუმრად რომ ათვალიერებდნენ ჯერ ირაკლის და მერე ნუცას . პირველად ვერ გაიგო რა უნდა ექნა ირაკლის. პირველად არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო რომ ბრბო ემართა. ალაგალაგ ესმოდა ხალხის ჩურჩული.
-დამალავს?
-აბა , როდის იყო ვინმე საჯროდ ყვიროდეს საყვარლები ვართო .
-უბიწო ნუცა აჰაჰა.
-შშშ, ტაძარში ვართ. _ეყო ვიღაცას ჭკუა .
-ჯერ არ შევსულვართ შე ქალო .მამაოც კი შეხვდა .
-მაგდენი ფული რომ მქონდეს ბავშვთა სახლში გაზრდილი ნუცას ხმარება რატო უნდა გინდოდეს.
-კახა რიგს ელოდება .-ჰაჰაჰ . აფრაზა მოესმა ძალიან ახლოს, მოესმა ტაძარში სადაც ყველაზე ავხორცი თავი ეგონა , ტაძარშინსადაც ახლა იგივე ადამიანი სანთელლს აანთებდა და ღმერთს შეევედრებოდა შველას, ტაძარში სადაც ნუცაც შევიდოდა იგივე ადგილას აანთებდა სანთელს , მათი სანთელი გვერდიგვერდ ჩაიწვებოდა. შეიძლება ამ ადამიანს ნუცასთვის გაეცინა, გამოლაპარაკებოდა . ისმოდა , ხალხის აზრი უხმოდ ისმოდა , ზოგი თვალებით ამბობდა სათქმელს. რამოდენიმე ახალგაზრდა გოგოს სახესაც წააწყდა , დამცინავს , მომღიმარს და მოკეკლუცეს . ახალგაზრდა ბიჭებისაც რომლებმაც ასჯერ აიარჩაიარეს ნუცას წინ და ყველა გავლაზე უყურებდნენ , მხოლოდ ის იჯდა , საკუთარ პატარა ლოცვის წიგნში დაკარგული და ვერც კი გაიგო როგორ ახრჩობდა ხალხის ტალღა საკუთარ სიბინძურეში. შორს იდგა ხალხისგან მაგრამ ისე ახლოს რომ გარკვევით გაიგონა, ისე ახლოს რომ ეტკინა , იმ წამს საკუთარი სახელი . რეპუტაცია . რომ მისი ქალთან გამოჩენა ამ ქალისთვის. ავტომატურ ავხორცბას ნიშნავდა. რიგი? საკმარისია მარტო დატოვოს , ის ამდენი კაცი მასავით რომ ეტრფის ნუცას გამბედაობას შეიმატებს. ვიღაცა ეტყვის რას იპრანჭები თითქოს ირაკლის ბ**ი არ გერქვა ცოტახნის წინო? სინდისი რომელიც ეგონა რომ არ ჰქონდა ყელში უჭერდა , ან უნდა გაჩერებულიყო და ეცდია ხალხისთვის და ნუცასთვის ბრძოლა და დრო აჩვენებდა შედეგს , ან? ან არ იყო . არაფერი არ იყო , მხოლოდ ნუცა იყო და ჯანდაბას , ეს გოგო ყველაფრად ღირდა იმ წამს. იმიტომ არა რომ ერთი სული ჰქონდა , საკუთრებად ექცია . იმიტომ რომ იმ ათასი ქვიდან რომელსაც გარშემო ხედავდა ერთი პატარა ყვავილი იყო . სულ პატარა , უწყლოდ გაზრდილი , მაგრამ მაინც მწვანე და ლამაზი. დაუფიქრებლად და გაბედულად ადგა ფეხი საფეხურზე , მერე მეორეზე და ბოლოს თამამად და მხრებში გაშლილი წამოადგა თავზე. ისედაც გაჭირვებით არჩევდა პატარა ნათურის შუქზე წვრილ ასოებს და მთლიანად ჩრდილი წამოეფარა, მხოლოდ მაშინ აწია თავი და ჯერ კითხვისგან გამშრალი თვალები დაახამხამა და მერე ყელი აეწვა . დაბნეულმა გაიხედა აქეთიქით და თვალებით უთხრა , რომ რასაც ახლა ის აკეთებდა ნუცასთვის სასიკვდილო განაჩენი იყო. წყენა, შიში და იმედგაცრუბა ერთდროულად ჩანდა და შავებში გამოწყობილი პატარა ნუცა უფრო მოიხარა მხრებში.
-ხალხი, შეგჭამს ნუცა . დამალვით ვერ მოერევი . _ზუსტად მის წინ ჩაიმუხლა
და აკანკალებული ხელი ხელში მოიმწყვდია.-საზოგადოებად წოდებულ ცხოველების ფარას , უფლებას ვერ მივცემ რომ საკვებად გაქციონ , მხოლოდ იმიტომ რომ ამ საკვების ყიდვა გადავწყვიტე . ვერავინ , ვერავინ გატკენს ჩემს გამო .
-რას აკეთებ ირაკლი. _ხმა და გული ერთიანად მიეწურა ნუცას .
-ხელებს გითბობ . _მუჭი მოუჭირა და გვერდით ხის სკამზე ჩამოჯდა. დაბნეულ სახეს გაუღიმა და სვეტივით აზიდულ ტაძარს თვალი ააყოლა . -ხალხს სანახაობა უნდა, ხო და მივცეთ , ნუცა და ირაკლი , ირაკლი და ნუცა .
-ვერ გავიგე. _სცადა ხელი გამიეცალა , თუმცა ისე ჰქონდა მუჭში მოქცეული მისი ხელი ვერაფერს გხდა .
-მათ გონიათ , რომ ძვირფასი და ნაზი ქსოვილი ხარ , რომელააც ვიყენებ , დავსვარ და მერე ამ ქსოვილს ხელს თავადაც შეაწმენდნენ და ერთი სული აქვთ . მე კი ამ ქსოვილის დაზიანების მეშინია , ხო და რომ არ დაზიანდეს , თავად შევინახავ, ჩემად ვაქცევ და ჩემს ინიციალებს ამივქარგავ. ვერავინ , ვერავინ შეძლებს რომ ჭუჭყიანი ხელებით შეგეხოს .
-არ გინდა . _კიდევ ერთხელ სცადა გამოსცლოდა გვერდიდან და უფრო, მაგრად მოუჭირა ხელი .
- არ მინდა, ხო . არც შენ გინდა , მაგრამ საჭიროა და ვერავინ მაიძულებს ხელი გაგიშვა . გპირდები ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ქალი იქნები ამ ქალაქში . _კიდევ რაღაც უთხრა , მაგრამ ვერ გაიგო . ზარებმა გადაფარეს ირაკლის ხმა . ზარებმა გადაფარეს , ორი გზა აბნეული ადამიანის გულის ცემა, უკვე ერთ რიტმში რომ ცემდა და გარშემო უამრავი ადამიანის გარემოცვაში ვერაფერს ამჩნევდნენ , გარდა ერთმანეთის სახისა . ვერც გაიაზრა , ნუცამ ირაკლის უკვე კარგად გააზრებული ნაბიჯი . იქამდე მიჰყვებოდა გაბრუებული და ხელჩაკიდული , სანამ ადგილი არ დაიკავა ბებიის გვერდით ირაკლიმ და გვერდით დაიყენა. მაშინ გაიაზრა , როცა წინა რიგებში მდგარი კახას და ირაკლის თვალებით დუელი ჰქონდათ გამართული . ბოლოს საკუთარ სახეზს იგრძნო
კახას მზერა. ჯერ დამცინავად გაუღიმა , მერე მთელი ზიზღი დაინახა მის სახეზე და ასე აქცია ზურგი . მჭიდროდ შემდგარი ბრბოს რიგები გაარღვია და ტაძრიდან გავიდა . უჩუმრად გააპარა მზერა ჯერ ირაკლისკენ, რომელიც უდარდელად დაჰყურებდა ხელებში ნახევრად ჩამწვარ სანთელს და გულმა ისე უჩხლიტა , ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ ყელს იქით ვერ გადაუშვა . თითქმის 5 წუთი ცდილობდა, ხალხისგან გადაჭედილ ტაძარში ის მცირედი ჯჟანგბადი რომელიც მისთვის იყო გათვლილი არ გაეფლანგა , მაგრამ ვერაფერს ახერხებდა . ბოლოს მიხვდა რომ , ჰერის უკმარისობისგან აღარც მისი თავი და გული მუშაობდა მწყობრში . უკანასკნელად მოიგროვა ჟანგბადი ცხვირში და მთელი ძალით სცადა , სცადა ფილტვებამდე მიეტანა .
უშედეგოდ ..
მერე ყველაფერი დატრიალდა .
მერე ორად ხედავდა ირაკლის შეშფოთებულ სახეს , რომელიც სველი ხელით ცდილობდა მის გონზე მოყვანას. რამოდენიმე წამით , სულ წამით დაუბნელდა თვალებში და ისეთი სიმძაფრით დაუბრუნდა რეალობას , თავის ტკივილისგან ამოიკვნესა. საიდანღაც ნათურა ისე ანათებდა თვალები ეწვოდა. ხალხის ზუზუნის ხმით მიხვდა , რომ ისევ ტაძარში იყო . ფერად კედლებს თვალი , მოავლო, მალე ყველა შეგრძნება დაუბრუნდა , თაფლის სანთლის და საკმევლის სუნი სასიამოვნოდ მოელამუნა ცხვირში და დაჭიმული სხეული მოუდუნდა თუმცა მაშინ მიხვდა როგორ ციოდა. კანკალმა აიტანა, მიუხედავად იმისა , რომ კარგად ჰყავდა მოქცეული მხრებში , ისე მაგრად რომ განძრევასაც ვერ ახერხებდა . მხოლოდ მაშინ გაბედა მისი შეხედვა, მისი უკვე გონებაზე მოსული სახე , ხელისგულში რომ მოიქცია და თავისკენ მიატრიალებინა, რომ დარწმუნებულიყო მისმა სისუსტემ გაიარა.
-კარგად ვარ. _გაჭირვებით თქვა და სცადა გარხეული იყო . ირაკლიც მიხვდა ადგომას ლამობდა და ბუმბულივით მსუბუქად აწია რომ ფეხზე დაეყენებინა , თუმცა ხელი არ შეუშვია. ინტერესეით აკვირდებოდა მის სახეს , სიმწრისგან ენას დააჭირა კბილი , ისეთი დამაჯერებელი იყო ირაკლის ღელვა. ერთი ნაბიჯით გაიწია უკან რომ სააბოლოოდ გათავისუფლებულიყო მისი ხელებისგან. გარშემო შემოკრებილი ხალხისგან მხოლოდ დავითს მოუბოდიშა, შექმნილი უხერხულობისგან და ხალს გაუღიმა . რიტუალი ნორმას დაუბრუნდა , მაგრამ ვერაფრით მოიშორა ხალხის მზერა. ისე აწუხებდა ხალხთან ერთად ირაკლის მის მხართან აკრული სხეული. შიგადაშიგ წელზე რომ ხვევდა .რა იცოდა ამ სულელმა გოგომ , რომ იმ წამს ნუცაზე მეტად მას შეეშინდა , რომ ნუცაზე მეტად ის გახდა ცუდად , ნუცას სისუსტე ფიზიკური იყო , ირაკლის სრულიად ჯანმრთელი სხეული გაიყინა , დაცარიელდა, რომ მილიმეტრით არ უნდოდა მოშორება მისგან , ასე დარწმუნებული იყი რომ განმეორებითი ინციდენტის შემთხვევაში ,ისევ ხელებს შეაშველებდა. გოგომ სცადა გაყინული სხეულის კანკალი დაეფარა. თვალებს აფახულებდა და ერთი სიტყვა არ ესმოდა .მხრებზე ისევ ნაცნობი სიმძიმე იგრძნო , სასიამოვნოდ თბილი წონა და ირაკლის ხელები რომელმაც ჩვეული მოძრაობით შეუსწორა ლაბადა , რომ არ ჩამოვარდნილიყო . არ მოშორებია , ბოლომდე დარჩა. ცხოვრებაში პირველად გაათენა ღამე ტაძარში. ტაძრიდან გამოსვლისას , კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელი წელზე და მასთან ერთად გაიარა გზა მანქანამდე .
- კარგად ხარ ?_თავი უხმოდ დაუქნია . ექიმი გჭირდება ? რამე გჭირდება? _ყველა კითხვაზე თავის ქნევით პასუხობდა . -ნუცა ამოიღე ხმა , რამე მითხარი . ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ყველაფრის გარეშე იყავი მზად ჩემთან რომ კონტრაქტი გაგეფორმებინა და ვიცი რომ გახსოვს .
-მთვრალი არ ვყოფილვარ ირაკლი როცა გითხარი , რომ ხელს მოვაწერდი კი , მაგრამ ეს? _ხელი გაიშვირა ტაძრისკენ .
-ხო და გადაფიქრების საშუალება არ მოგეცი . ახლა ნამდვილად მოგიწევს მოწერა.
-არ მინდა შენზე დაქორწინება , ვიცი იმიტომ
აკეთებ რომ დამეხმარო და არ მინდა .
- ქორწილამდე არ მივალთ არ იდარდო
, თუმცა თუ მეტი დამაჯერებლობისთვის გჭირდება თანახმა ვარ თანაც ეს ხომ ჩვეულებრივი ქორწინებაა არაა , მოდი სახელი დავარქვათ. კარგი გარიგება , რომელიც ორივეს გვაწყობს .
-რა მევალება? _თვალები აუწყლიანდა ნუცას . -გარდა იმისა რომ საწოლი გაგითბო.
-დიდი ბიჭი ვარ , საწოლის გათბობა არ მჭირდება, საერთოდ სხვა ავეჯიც არსებობს . თუ არ გინდა არავინ დაგაძალებს ჩემთან ყოფნას . არ იტირო, ._გული მიეწურა ნუცას სახის დანახვისას ირაკლის . -არ გატყუებ,მართლა იმიტომ არ ვაკეთებ რომ ..
-რა აზრი აქვს რატომ ან რა მინდა. ღმერთო მთელმა ქალაქმა გვნახა .
-შენი აზრით კარგი წყვილი ვართ?
- რანაირად ვართ კარგი ირაკლი ? _უკვე აღიზიანებდა მამაკაცის მხიარულება. -რა გვაქვს საერთო , სტატუსი თუ..
- ფიზიკურად . _გადაჭრით თქვა და გაფითრებულ სახეს თვალი შეავლო . -ნუცა რამოდენიმე თვე დადავშორდებით ან დავრჩეთ დაქორწინებულები ჩემთვის არაფერი იცვლება . როცა გადაწყვეტ რომ იპოვე ის ვინც გინდა გამშორდები , მშვიდად იცხოვრებ. ჯანდიერების რძლობა სახუმარო არაა ამ ქალაქისთვის. ზედმეტ გამარჯობასაც კი ვერ გეტყვის ვინმე . არცისეთი უბედურებაა და ტრაგედია . ნახე ლინა და დაჩი 5 წელია ერთად არიან და თან ცალკე . არა ცუდი მაგალითია, მთლად ეგეთი საგიჟეთიც არ გვაწყობს . _გადაიფიქრა.
- ჰაერი არ მყოფნის . _თავისთვის ჩაილაპარაკა და ცდილობდა გაერკვია რამდენ ხანში გაჩერდებოდა მანქანები.
-მალე მივალთ. _ ჩაერთო გიორგი და უკან მჯდარი ირაკლისკენ მთელი ტანით შეტრიალდა . კოდი 20 გვაქვს .
-რა ეხლა ? მეღადავები? _ნუცას გახედა რიმელიც თვალდახუჭული ცდილობდა სუნთქვას და სულ არ შეუმჩნევია როგორ გაუწოდა იარაღი გიორგიმ ირაკლის.
-მოტოა , ტაძრიდან მოგვყვებიან .მშვიდად იარეთ , სწრაფად ჩაჰყვირა ყურსასმენში . ჩვეული სიჩქარით და ერთ ხაზში. მინდა რომ კარები უკვე ღია იყო . სავარაუდოდ ჭიშკრის გაღებამდე წმიერი გაჩერებას ელოდებიან . ირაკლი ფსიქოპატის როლში ნუ შეიჭრები . ნუცას მიხედე . ზრდილობიანად გთხოვ. _გაუღიმა გიორგიმ .
-რა ხდება ? _სწრაფად გააჭყიტა თვალები ნუცამ .
-არაფერი . _ მკლავზე წაწვდა ირაკლი და ძალით უბიძგა დაწოლილიყო . -ნუ გეშინია, აკანკალებულ სხეულს ზემოდან გადაეფარა . სწრაფად გადატენა იარაღი და გაფითრებულ სახეს , რომელიც უკვე აღარ სუნთქავდა და ვეღარც მოძრაობდა ზემოდან დახედა .-ნუცა . _ გაყინულ
სახეზე შეახო ხელი . -ისუნთქე , ისუნთქეე. აქ ვარ . შენთან ვარ . მოვკლავ . გეფიცები მივკლავ იმ ნაბი*** . _ხელის შეშვება ვერ გაბედა . სინანულით უყურებდა გიორგის რომელსაც 5 წუთიც არ დაჭირვებია. .სახლამდე მისვლამდე , მოახერხა ყველაფრის მოგვარება . არაფერი გამოპარვია ირაკლის , არც ის როგორ გადავიდა მათი მანქანა წინ . საპირისპირო მხარეს მომავალი ჯიპს , ნიშანი მისცა გიორგიმ და სულ 3-4 გასროლაში მოაგვარეს საქმე . რამოდენიმე წამში თავადაც გადავიდა მანქანიდან და გიორგის ადგილი სხვამ დაიკავა საჭესთა. ნუცას გაყინულ სახეს ხელები გამოაცალა
, ვინ იცის იმ წამს რად დაუჯდა მასთან განშორება.
-ირაკლი. _თვითონ ჩაებღაუჭა მკლავზე ,ნუცა . ძალა
მოიკრიბა გაყინულ
სხეულს უკანასკნელი ენერგიის წვეთი მისცა. - არ წახვიდე, არ წახვიდე ._თითქმის ძალით გამოაცალა
მკლავი ხელებიდან და თვალი გააყოლა მანქანას რომელშიც ისტერიკაში მყოფი ნუცა ეგულებოდა , სანამ შორს არ დაიგულა ვერ გაინძრა. -თქვენი დედაც ****
-გზის მეორე მხარეს გადავარდნილ მოტოციკლს და ორ ადამიანს თავზე მხეცივით წამოადგა გიორგი და ერთერთს რომელიც ფეხათრევით წამოდგა რომ გაქცეულიყო
ქურთუკში წაწვდა .
-ირაკლი. _გიორგიმ სცადა გაეგონებინა რომ ცოცხალი ჭირდებოდა , თუმცა აზრი არ ჰქონდა იქამდე ურტყა მოხსნილი ჩაფხუტი სანამ ძალით არ გააკავა გიორგიმ . სახლში შესულმა პირველი რაც გააკეთა სისხლიანი ხელი შესასვლელში ახლად დადგმულ შადრევანში დაიბანა და სველი ხელით თმა შეისწორა . ლაბადა შეიკრა წითლად დაკოპლილი პერანგი რომ დაეფარა . მხოლოდ კიკის კივილი ისმოდა, ირაკლის ეცა რომელსაც სულ არ შეუმჩნებია კიკის ისტერიკა. დის თვალებს აარიდა თვალი მხოლოდ , ჯერ კიდევ გამოუძინებელი რომ ცდილობდა გაერკვია რა მოხდა და ბოლოს სავარძლის კუთხეში მიკუნჭული ნუცაც დალანდა. ისევ კანკალებდა , უზომოდ თეთრი იყო
და ისევ ის თვალები ჰქონდა , ღრმა , შეშინებული, დაკარგული და გაყინული. -ერთი დღისთვის მეტისმეტია . _თავისთვის ჩაილაპარაკა და სავარძლის წინ ჩაიმუხლა გაყინულ ხელებს, უკვე სუფთა ხელები გაბედულად დაალაგა და თავადაც მგონი მაშინ ამოისუნთქა პირველად მთელი ინციდენტის განმავლობაში როცა , გაირხა და მზერა კარგად გაუსწორა.
-ირაკლი .ცოცხალი ხარ ?
-ხო . ცოცხალი ვარ ნუცა . _ ღიმილი ვერ შეიკავა, წესით უნდა უხაროდეს ღელავს .
-დამტოვე .მითხარი რომ როცა შენთან ვარ არაფერი მომივა და დამტოვე . _თვალები აუწყლიანდა გოგოს. -გავიგონე , ისროდნენ.
-დაგტოვე . ხო ცოტახანი
დაგტოვე იმიტომ რომ არაფერი მოგსვლოდა. _პატარა ბავშვივით ცდილობდა აეხსნა და სატირლად გამზადებულ სახეს ხელისგულები შეაგება.-სანამ ჩემთან ხარ არაფერი მოგივა . _საკუთარ თავში დარწმუნებული ირაკლის ხმა ნუცასთვის დამაჯერებლად ვერ ჟღერდა , იმის გააზრებისას რომ რაც უფრო ახლოს იქნებოდა ირაკლისთან მით მეტი ასეეთი დღეების გადატანა მოუწევდა. მხოლოდ
ერთი რამე სურდა , მარტო დარჩენა , მისი ხელების მოშორება , ისევ მაგრად რომ უჭერდნენ ხელებზე . ისე უყურებს თითქოს რამე ადარდებდეს ნუცაში , ნახევარად განაღდებული მისი სხეულის გარდა . ყურებში გარშემო მყოფი ხალხის ხმასთან ერთად ყურებში უცნაური ზმუილი ესმოდა და მხოლოდ მაშინ შეწყდა .როცა ირაკლის ხმა ზარივით გაისმა . ფეხზე წამოდგა და დივნის კიდეზე ჩამოჯდა .
-ხვალ თბილისში ვბრუნდებით . _წმიერი პაუზის შემდეგ დააყოლა.-ყველა .
- ისედაც ვაპირებდი , ეს რკინის ხმა არაა საჭირო. _მხრები აიჩეჩა ლიკუნამ. -გამოკვლევებზე უნდა წავიდეთ . _ნიშნის მიგებით გადახედა ნუცას იმის შესამოწმებლად რამე ხომ არ შეიცვალა . ემოცია რომ ვერ შეამჩნია მხრები აიჩეჩა ლიკუნამ .-მაინც ვერ გავიგე რა მოხდა .
-წავალ . _დაღლილი და დასუსტებული ტანის წამოთრევა გაუჭირდა
-სად ? _შეშფოთდა გიორგი რომელიც აქამდე ტელეფინს არ აშორებდა თვალს ირაკლის, დაჟინებული მზერა მიაბყრო. ირაკლის რომელიც ისე დაიძაბა ერთი შეხედვითაც ჩანდა . წამში გაერკვა კიკი , რა ხდებოდა გიორგის თავს , რომელსაც ფარეხში მალავდა დამნაშაავებს და სულ არ უნდოდა ნუცას ოთახს რომელიც პირდაპირ სარდაფის თავზე იყო რამე გაეგო .
-ამაღამ მაინც ვერ დავიძინებ . _შუბლზ გაისვა ხელი . -მარტო არ დამტოვოთ რა . _ამოიკვნესა და მხარზე აეკრა ნუცას .
-დავიღალე . _ამოიკვნესა ნუცამ .
-ჩემს ოთახში დიდი საწოლია . რას იტყვი ლიკუნა ? _დაუკითახვად წაწვდა ლიკუნას . როცა ყველა მაღლა დაიგულა გიორგიმ მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა და მეგობარს რომელიც შუბლს ირი თითით ისრესდა გვერდოთ მოუჯდა.

-მალე მოვლენ გონებაზე, ნუ ერთერთი მაინც .
-არ ველოდებოდი . ან შეშლილები არიან შემკვეთები ან სულელელბი .
-ან დიდი კვერცხები აქვთ ._დაასრულა სანდრომ რომელიც არცმეტი არც ნაკლები სპორტულებით იყო მოსული და უხმოდ შემოვიდა მისაღებში
-იმხელა რომ ირაკლისნაირს დაეჯახონ არ მგონია.
-იცოდნენ, განწირულები იყვნენ ორი კაცით ესკორტს აეკიდნენ ._გაეცინა ირაკლის .
– იმის თქმა უნდათ რომ ყველაფერზე არიან წამსველელები?
-ან უბრალოდ შთაბეჭდილების მოხდენა უნდათ , ხელწამოსაკრავი ხალხი რომ არ გვეგონოს .
-ან უბრალოდ არ იციან კარგად შენც რა შეშლილი ხარ. _ დედიაშვილს გაეკრიჭა და სისხლიან პერანგზე შეავლო თვალი.
-ჭკვიანად მოიქცა , გვერდით ნუცა ყავდა სხვა გზაც არ ჰქონია . _შეაქო გიორგიმ
-მალე უნდა დავმარხოთ ეს ამბავი. _ფეხზე წამოდგა ირაკლი . -წამო ვნახოთ ვინ არიან . _გზად ნუცას კივილი ჩაესმოდა ყურებში , ხელის გულებზე ისევ გაყინულ
კანს გრძნობდა. - სახელები მჭირდება და ისეთ დედის ტ****ს მოვუწყობ სამუდამოდ დავავიწყებ სახელს და გვარს .

მეორე დილა გუშინდელზე მძიმე იყო ირაკლისთვის , უძილო ღამეზე მეტად ნუცას ჩანგლის ნერვიული კაკუნი აწუხებდა საუზმის დროს . არცერთი ნათქვამი სიტყვა , არც ჩვეული ღიმილი სახეზე . ასე უძრავად აწვალებდა ომლეტს .
-ყველა მზადაა ?
-არა გიორგი არ ვარ მზად . ისიც არ ვიცი რა საჭიროა ეს გამოკვლევები , ისედაც ნათელია რომ არაფერს მშველის. _გაღიზიანება ვერ დამალა ლიკამ.
- ჯერ ეხლა დაიწყე ._მთელი საუზმის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა ნუცამ და შეეპასუხა ლიკუნას .
-შენ მზად ხარ ნუცა ?
-რათქმაუნდა , ფინჯნის გვერდით დადებულ პატარა ტაბლეტზე აჩვენა . - ამას დავლევ და უახლოესი 3 საათი ჩემს ხმას ვერ გაიგებთ._გაუცინა გიორგის და სწარაფად გადაყლაპა, ჯერ წყალი მიაყოლა და მერე სცადა რამოდენიმე ლუკმა შეეჭამა .
-ბებომ თბილისის სახლის გასაღები მომცა ნანა , შეგიძლია უკან მისცე? ირაკლისთან დავრჩებით . _ისე მოულიდნელად დაანონსა ლიკუნამ , ნუცას სახეზე გაეცინა ყველას .
-ფინჯანს გავრეცხავ . _უხერხულობისგან თავის დასაღწევად საკუთარი ვარდისფერი მხსნელს წამოავლო ხელი .
-ეგეც მიგყვავს ? ეტყობა ირაკლის ფინჯნები არ აქვს იქ . _დასცინა ნანამ .
-რატო ნანა მე ძალიან მომწონს . მეც უნდა გამიკეთო ერთი ესეთი ფინჯანი ._ შეევედრა კიკი .
-აუცილებლად .

******
ერთ პატარა ჩემოდანში ჩაეტია მთელი ნუცა. გიორგიმ კი არა დანარჩენებმაც ვერ დამალეს გაოცება . მალე წამალმა
თავისი ქნა და ლიკუნას მხარზე ისე მიეძინა ვერც კი გაიგო რა დამღლელი იყო გზა. რა ჯოჯოხეთად ექცა ირაკლის უძრავად ჯდომა და გზის ყურება, ათასი საფიქრალის ფონზე. სწრაფად უნდა ემოქმედა , მალე უნდა მოეგვარებინა პრობლემწბი და იმ ერთადერთ გასართობს დაბრუნებოდა რომელიც სასიამოვნოდ უფორიაქებდა ცხოვრებას . საკუთარ სახლთან უპირებდნენ მოკვლას .ასეთი ხელმისაწვდომი გახდა ყველას თვალში ? შეიძლება , დიდიხანია აღარ დაჭირვებია ძალის დემონსტრირება , უკვე იმ ეტაპზე იყო კარიერის როცა თითებზე ჰყავდა გამობმული მარიონეტები და სცენის უკან არ ჩანდა . ძალიან მალე ამოთხრის მიწიდან ახალ მტერს, ზურა გაგოშიძე , ისეთივე არაფრისმთქმელი სახელი ჰქონდა როგორც მოქმედებები. ამოთხრის და ღრმად დამარხავს. მოენატრა კიდეც ეს გრძნობა . სუნი , შურისძიების სუნი , ცივი გონება . ადრენალინი . ისე გაერთობა , ალბათ ნუცა სულ დაავიწყდებოდ ვინ იცის ძალიან გვიანი რომ არ იყოს. პასუხისმგებლობას გრძნობს .. ნუცა ცხოვრებიზ ის დავალებაა რომელიც უნდა შეასრულოს . თვალებთან გაუელვა , იმ შიშმა მის სახეზე რომ ამოიკითხა , დასაწყისისთვის ისიც ეყოფა რომ დარდობს .

სანამ ლიკუნა ნუცას შეფხიზლებას ცდილიბდა ცალი თვალით ძმის სამფლობელოს ათვალიერებდა მანქანის მინიდან და ყბა დაღებული უყურებდა. სანამ ჭიშკარი გაუღეს მისმა ორნამენტებმა დააბრმავა და შემდეგ ამ უკანასკნელსა და სახლამდე მანძილს ვერ იჯერებდა . ერთი ტყე ჰქონდა წინ ირაკლის სახლს და მასში გამავალ სამანქანო გზას ხეები ფარავდა . მიზ გაოცებას მალე ნუცაც შეუერთდა და სანამ კარგად გამოერკვეოდა , თვალები მოიფშვნიტა, მერე მანქანის მინა ჩაწია რომ კარგად აღექვა ფერები და თვითონაც ვერ გაიგო რატომ აიტანა შიშმა . მანქანებმა ჯერ ნახევარ წრე დაარტყეს უზარმაზარ თეთრ ქანდაკებას რომელსაც უცნაური წრის ფორმა ჰქონდა და თითქმის ერთდროულად გაჩერდნენ . კიბეზე 4 ამდე ადამიანს მოჰკრა თვალი , ერთ პოზაში იდგნენ. მაშინ მიხვდა პირველად ნუცა , რომ წინ კიდევ სხვა ირაკლი ელოდებოდა . მან ჯერ მშობლიურ ქალაქში და სახლში დაბრუნებული ბიჭი ნახა , რომელსაც ეგონა რომ საკუთარმა მწარე გამოცდილებამ ხასიათი გაუფუჭა და სხვანაირად არ შეეძლო. ცდილობდა კიდეც მის გაგებას, აქ კი ირაკლი სხვა იყო . იმ ირაკლის რომელიც მანქანიდან გადავიდა კიბეზე ოთხი ფორმიანი მსახური ელოდებოდა, იმ ირაკლის რომელსაც ზურგიდან უმზერდა აქ ოჯახი არ ჰყავდა და აქ ნამდვილი ირაკლი იყო და არა ის ვინც იქ მათ პატარა ქალაქში იცნობდა თუ ახსოვდათ. აქ ირაკლი ალბათ ამ ხალხთან ერთად არ საუზმობდა . გამარჯობაც კი ვერ გაიმეტა იმ ხალხისთვის ამ სიცივეში შავი პერანგებით რომ ელოდებოდნენ გარეთ. ასე უცერემონიოდ აიარა კიბე და ღია კარში გაუჩინარდა. გიორგიმ ითავა მასპინძლის როლი . ჯერ ლიკუნას დაეხმარა მერე კი ძინ გაუძღვა . თავაზიანად მიესალმა ისევ კიბეზე მდგარ ორ ქალს და მამაკაცს და დაბნეულმა ახედა კიდევ ერთხელ პირველ სართულზე ჩატანილ მინებს რომელიც მხოლოდ მის სახეს ირეკლავდა . ოქოროსფერი სახელური ალბათ ყველაზე უბრალო ნივთი უნდა ყოფილიყო ამ სახლში და ისე ბზინავდა ალბათ ხელის მოკიდებასაც ვერ გაბედავს . ზღურბლს გაადაბიჯა თუ არა თავი პირდაპირ მისაღებში ამოყო და იქვე გაშეშდა. შეეშინდა , ნაბიჯის გადადგმა შეეშინდა . მარმარილოს იატაკს , საკუთარი ფეხის შეხება ვერ გაუბედა . თავის უკან გადაწევაც კი დაჭირდა ჭერში ჩატანებული ბრდღვიალა ჭაღები რომ დაენახა და აბრჭყვიალებულმა ჭაღის თვლებმა თვალები აუჭრელა , თუმცა ისე მოეწონა , თვალის მოწყვეტას ვერ ბედავდა . ორი კიბის საწყისს შორის რომელიც მაღლა ერთიდაიგივე შესართავით მთავრდებოდა , შავი როიალი იდგა , მარტო და ეულად , კიდევ კარგახანს გაგრძელებდა მისი გონება ნანახის შთაბეჭდილების ქვეშ ყოფნას , ახალგაზრდა მამაკაცი რომ არ წმოსდგომოდა წინ . რომელსაც ხელზე უკვე ჰქონდა ლიკუნას ქურთუკი გადაკიდული . ნაზად გაუწოდა საკუთარიც და მადლობა გადაუხადა .
-რამეს ინებებთ .
-არა , გმადლობთ .
- წამალი , თავისთვის რამე წამალი მჭირდება . _კიბეზე ჩამოდიოდა ფეხშიშველი ირაკლი , რომელსაც გამოცვლა მოესწრო და მოკლემკლავიანი პოლოს ყელს ისწორებდა . -და ცივი წყალი . _ექოსავით ისმოდა მისი ხმა .
- ირაკლი , როცა სანდრო მიყვებოდა შენზე , არ მეგონა რომ ..
-რა .
-არაფერი . _თავი გააქნია ლიკუნამ და მისაღების თვალიერება გააგრძელა .
-ვინმე მომიტანს ამ წყეულ წამალს ? _ყვირილზე გადავიდა ირაკლი და სწრაფად დაიწყნარა ხმა იმის დანახვისას როგორ შეხტა ნუცა და ერთი ნაბიჯი გადადგა უკან . გაფართოვებული თვალებით წაივლო ჩანთაზე ხელი და რაღაცის ძებნა დაიწყო . მერე თითქმის მიირბინა ირაკლისკენ რომელიც ბარის მაგიდასთან ბოთლს ხანიდა და ხელისგულში მოქცეული წამალი გაუწოდა .
-მე მაქვს . _უფრო ახლოს მიუწია ხელი და ამღვრეულ თვალებს გაუღიმა ღელვა რომ არ შეემჩნია .
- ნუცა, ჯინი ხარ . _დაუფიქრებლად ააცლა ხელიდან და უწყლოდ გადაყლაპა , მერე ვისკის ბოთლს თავი მოხსნა და იქიდანვე მოსვა. -ყველა დაყრუვდა ? _ ამჯერად ყვირილს მოერიდა თუმცა ისეთი ხმა ჰქონდა არაფერი უკლდა .
-აქ ვართ ბატონო ირაკლი . _თითქმის ყველა ერთდროულად გამოჩნდა .
-ლიკუნა და ნუცა აქ რჩებიან . _ნუცასკენ გაიშვირა თითი ირაკლიმ .
-დიახ ოთახები მზადაა. _ახალგაზრდა გოგომ იქნებოდა 30-35 წლის გაბედა პასუხის გაცემა და ნუცას გაუღიმა
-ნუცას , საკუთარი ფინჯანი აქვს, შვილივით უნდა გაუფრთხილდეთ .
-ირაკლი. _ სირცხვილისგან სახე აეწვა , ნუცას .
-ლიკუნას , წუწუნი უყვარს თუმცა ყველაფერს ჭამს . მოკლედ სანერვიულო არ გაქვთ. ერთადერთი რასაც ვერ ვიგებ ისაა როცა ვიძახი რატომ არავინ მოდის. _კბილებში გამოსცრა.
- იქნებ იმიტომ რომ არ ესმით ამხელა სახლში ? _თავისთვის ჩაილაპარაკა ნუცამ .
-ოთახები აჩვენეთ. _ხელი აიქნია ირაკლიმ. -მე და შენ საქმე გვაქვს გოიორგი . ჩავიცმევ და გავედით.

****
ცოტახანში , ტყებუჩავას პატარ ოფისსში დაუპატიჟებელ სტუმარს გაკვირვებული ათვალიერებდა თავად ტყებუჩავა . პერანგი ღიპზე ასკდებოდა და ყველა სიკეთესთან ერთად განრევაც კი გაუჭირდა რომ ფეხზე ამდგარიყო ხელის ჩამოსართმევად .
-არ მელოდი ? _ხელი აუქნია გამოწვდილ მტევანზე და მის წინ ჩამოჯდა.
-არა არ გელოდი . სასიამოვნოა ბატონო სასიამოვნო , შენნაირი სტუმარი ყოველდღე არ გვყვავს .
-ჰოო , ცოცხალს არ მელოდი ?
-რას ამბობ ირაკლი .
-ისე არ მოვსულვარ საჩუქარი მოგიტანე . _გიორგიმ დემონსტრაციულად დაუდო წინ პატარა კოლოფი .- ორმა ყ** თითები დაკარგა , შენი ყლ** ძმიშვილის ან შვილის ან ორივეს გამო .ასე რომ ეგ შენი სტუმართმოყვარეობა ტრა*** ი გაიკეთე და მომისმინე .
-რას ამბობ კაცო , არაფერი ვიცი ._ხელები გაასავსავა ტყებუჩავამ .
-ანუ ისეთი სი*** ი ხარ საკუთარი შვილი და ძმიშვილი აღარც გეკითხებიან არაფერს?
-რა ჩაიდინეს .
-გაარკვევ მაგას როგორმე თავადაც და იმასაც რომლის იდია იყო ჩემი მკვლელობა . მერე საკუთარი ხელით მომიყვან .
-თვითონ მივხედავ , ირაკლი , გეფიცები ჭკუას ვასწავლი _ხრიალი დაიწყო გაფითრებულმა კაცმა.
-ვინ გითხრა რომ მე ჭკუის სწავლებას ვაპირებ . გაქცევა არც იფიქრონ , მიწიდან ამოვთხრი და იქამდე ვაწამებ სანამ ძარღვებს საკუთარი პირით არ გამოგლეჯენ
-ან ვინ იცის იქნებ ერთმანეთი იქამდე ვა***ნოთ სანამ თავს არ მოიკლავენ?_გიორგიმ გააგრძელა მუქარა და მალევე გაჩუმდა , ირაკლის გაოცებულ სახეს თვალი აარიდა.
-ან რაღაც ისეთი უნდა შემომთავაზო რომ ჭკუაში დამიჯდეს .
-მოკლედ ორ დღეს გაძლევ , რო მოგვარდე. 10 ში შეგიძლია წვეულებაზე მოხვიდე და ლამაზად შეფუთული საჩუქარი მჭირდება .

შენობიდან გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი , არ იცის რა წამალს აძლევს ყოველ ჯერზე რომ ეძინება . ისეთი დაღლილობა იგრძნო, მანქანის საზურგეს მიესვენა .
-გიორგი ბოლოს როდის იყავი ქალთან ? თუ ძმა ხარ უშველე რამე შენს თავს .
-ვინ მაცდის ? ან გკლავენ ან გწვავენ .

-გააჩერე .
-სად აქ ? _პირი დააღო
გიირგიმ .
-ხო აქ . _ნახევრად გაჩერებული მანქანიდან გადავიდა ირაკლი დაა ხეებს შეერია . მალე გიირგიმაც მოჰკრა თვალი სახლის წინ გაშენებულ ხეებში ნუცას და უკვე გადასული უკან დაბრუნდა.
-სეირნობ ?
-ხო . აქაურობა იმდენად ლამაზია და ისეთი უცნაური . მეგონა ხეები არ გიყვარდა.
-ხეები არ მიყვარს , ეს ნაძვებია და მათი მოჭრა კაციობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია . -შობას გილოცავ ნუცა .
-გაგიარა ? _თავისკენ ანიშნა ნუცამ .
- მეჩვენება თუ ჩემზე დარდობ ?
-მას შემდეგ რაც ჩემს თვალწინ რამის მოგკლეს?
-და შენც ჩემთან ერთად .
-შემეშინდა. _სიარული გააგრძელა და იძულებული იყო დაღლილი სხეული გააენძრია ირაკლისაც.
-ნუცა , ჩემს დაბადებისდღეზე რომ გთხოვო მოდითქო რას იზამ , როგორც სტუმარი და არა ლიკუნას გამყოლი რას მიპასუხებ .
-ირაკლი , იქ ხალხი იქნება . მე არ მომწონს და არასდროს ვყოფილვარ მსგავს ადგილებში .
-ხო და ნახავ , გპირდები გვერდიდან არ მოგშორდები .
-პრობლემაც ეგაა. _წამოიყვირა ნუცამ . -არ მშორდები ირაკლი . გამუდმებით ჩემთან ხარ , ყველგან შენ ხარ , გესმის შენ და უკვე აღარ ვიცი რას ვფიქრობ და რას ვაკეთებ. _საუბარი ნერვიულ ტონში გადაუვიდა .-ჩემს თავს არ ვგავარ მას შემდეგ რაც გაგიცანი , არაფერი არაა რიგზე არაფ..
ფრაზის დასრულებაც ვერ მოასწრო ისე სწვდა ხელში და მერე კარგად მოხვია ორივე ხელი .ყველაზე ახლოს მდგარ ნაძვს ააყუდა და შუბლი მიადო შუბლზე .
-არც ჩემთანაა ყველაფერი რიგზე , ნუცა ნუ გეშინი , მიეცი თავს უფლება წამიერი თავისუფლების და ბედნიერების . საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი ვერ დაიმალები . ისეთი საყვარელი ხარ , მინდა რომ შეგჭამო , თავისუფლად შემეძლოს შენი შეხება , მინდა ჩემთან გიგრძნო .აი ასე როგორც ახლა . _ხმა აემღვრა მამაკაცს. -მითხარი რომ შენც მოგწონს ._ტუჩებით ჩამოუყვა სახეს და პატარა კოცნებით გაიკვალა გზა ტუჩებისკენ. -შენც ხომ გინდა, ვიცი რომ მთელი შენი სხეული გთხოვს , მოუსმინე ნუცა . _ტუჩის კუთხიდან ნელნელა გაუყვა გზას და მალე მთელს ბააგეებს დაესაკუთრა.მომთხოვნი იყო ირაკლის ტუჩები , ისეთი გაბრაზებული და გა გაწაფული თავბრუდახვეულ ნუცას გაუჭირდა კიდეც რიტმს აყოლოდა , ბოლო მოთმინების ძაფი ირაკლის ენამ გაწყვიტა მოხერხებულად აუსვა ზედა ტუჩზე და დაბინდულ თვალებს ჩახედა , რომელიც სიამოვნებისგან მილულა. არ მოეწონა მის ტვინს და გულს ირაკლის პაუზა , ისე იყო გახვეული ვნების ნისლში , უნდოდა გაგრძელებულიყო , ამჯერად თვითონ წაეპოტინა ირაკლის ტუჩებს და მანაც მორჩილად დაუთმო დომინანტობა პატარა ქალბატონს , აცადა , დაჰყვა და მის რიტმს აეწყო. რამდენად კარგად გამოუვიდა არ იცის თუმცა სცადა ნუცამაც და ბოლომდე მიუშვა საკუთარი თავი და ისე გამსუბუქდა , დაიკარგა სიამოვნების ტბაში ამ წამს აქვე და ახლავე რომ დაუფლებოდა არც კი გაიბრძოლებდა . ნათლად და მკაფიოდ თქვა იმ ნუცამ რომელიც ქალი იყო რომ ალერსი ჭირდებოდა , რომ მოწონდა და კი ყველაფერზე მეტად სურდა. მიხვდა როგორ დამმშვიდდა კაცის აბობოქრებული ბაგეები , რომელიც თურმე პასუხს ითხოვდა . -ახლა უკვე ვიცი, რომ შენშიც ცხოვრობს ერთი ქალი და მას უკვე ღვიძავს.
ვნებამორეული მოშორდა .-არ ვიცი აქამდე ვიზე ფიქრობდი , მაგრამ მინდა რომ ამაღამ ჩემზე იფიქრო მაშინ როცა საკუთარი ხელით მოიკლავ იმ სურვილს რომლისაც ასე გეშინია.

*****
ვერაფრით დაიძინა ნუცამ . უმისამართოდ წრიალებდა და უკვე ირაკლიზე შემოჩვეულ ფიქრებს ღიმილით შეხვდა . ქვედა ტუჩი მოიკვნიტა მთელი სურათის ღდგენისას . რას უშვება? თავს აკარგვინებს არადა მხოლოდ კოცნა იყო. ახლა ესმის რისი თქმა უნდოდა კიკის . ზუსტად იცის საოცრებებს უზამს ეს კაცი უფლება რომ მისცეს . უნდა , მასაც უნდა , ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ უნდა იცოდეს რას ნიშნავს , ირაკლისნაირი კაცის საწოლში ყოფნა , ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე , შეუძლია ღრმად გამოკეტილ ქალს მისცეს თავისუფლება , სწორედ ისე როგორც დღეს და მერეზე მერე იფიქროს. განა ქეთო სულ მასე არ შვება ? ყველაფერს ირაკლი იზამს ? როგორ უნდა მოიქცეს თავად?მტკივნეულია? უნდა დალიოს? კითხვებით გაევსო ტვინი და მაშინ გაანალიზა , რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

****
მეორე დილით ადრე გავიდნენ ლიკუნას გამოკვლევებისთვის, არც უსაუზმიათ. რამოდენიმე საათს გასტანა პროცედურებმა და უკვე ისე ეხვეოდა თვბრუ შიმშილისგან , უკანასკნელი შოკოლადი მოჩხრიკა ჩანთაში და წამში გააქრო . შიმშილზე ფიქრი კიკის ზარმა შეაწყვეტინა
-რას შვებით ლამაზებო ? _ენერგიულად ჩაჰყვირა კიკიმ .
-საავადმყოფოში ვართ. შენ რას შვები ?
-ეხლა გავიღვიძე . _მთქნარებით თქვა . -მერე რას აპირებთ?
-მერე ალბათ სადმე ვისაუზმებთ კიკი თორე შეიძლება მოვკვდე. უკვე 12 საათია .
- ჩემთან ამოდით . _შორს არ ვცხოვრობ . -საჭმელი არაფერი მაქვს , მაგრამ გამოვწერ არაა პრობლემა . მისმინე რომ მორჩებით დამირეკე მოვალ .
-ირაკლის მძღოლი გველოდება .
-გაუშვით რა . მერე ჩემი სახლის წინ დააბირჟავებენ და მეზიბლები ტვინს მოტ***.
სავადმყოფოს გასასვლელთან იდგნენ და ბოლო წუთებს ითვლიდა გონების დაკარგვამდე ნუცა , როცა ჰორიზონტზე წითელი პორშე გამიჩნდა და მათ წინ ხმაურით დაამუხრუჭა . ენერგიულად გადმოხტა წითელ საშობაო პიჟამაში და უგებში გმოწყობილი კიკი და დოინჯი შემოირტყა . -ლიკუნა , რამენაირად უნდა შეეტიო ჩემს მანქანაში რამდენიმე კვრის წინ მაჩუქა ირაკლიმ და უფრო დიდ მოდელს ვერ ვთხოვ.
-კიკი არანორმალური ხარ . _რამოდენიმე მცდელობის მერე მოთავსდნენ და ცოტახანში 5 სართულიანი ახალაშენებული კომპლექსის ლიფტში იყვნენ . -კარგი ვიცი რასაც ფიქრობთ მარა მკი** ა . დედოფალივით ვცხოვრობ და თანაც კარგი სექსი მაქვს . ამყად გავიდა ლიფტიდან და ახარხარებულ გოგოებს გზა დაუთმო კარში. ჯერ კიდევ კრასკის სუნი იდგა რაც იმის მანიშნებელი იყო რომ ახალი გადმობარგებული იყო კიკი . იმ წამს თავი ყველაზე ორპირი ადამიანი ეგონა , კიკის სახლში იჯდა, უღიმოდა ჯერ კიდევ გუშინ მის საყვარელს კოცნიდა . ისეთი სიმძიმე იგრძნო მხრებზე , კიკის მიერ გამოწერილი ხაჭაპური ყელზე დაადგა და გაჭირვებით გადაყლაპა წვენის დახმარებით.
-ლამაზი სახლი გაქვს კიკი._შეაქო ლიკუნამ
-ირაკლის სასახლის მერე ნამდვილი კომპლიმენტია ეგ . აბა როგორ მოგწონთ ?_უხერხულად შეიშმუშნა ნუცა და კიკის მზერა აარიდა. -ნუცა , როდის მერე ვერ მიყურებ თვალებში ?
-მას შემდეგ რაც ჩემს ძმას ხელებში ადნება.
-ოჰ ნუცა, გაერთე . შენი ცოტა მშურს ახლა იწყებ . ცხოვრების იცით როგორ ეტაპზე ვარ? აი იმაზე როცა ყველაფერი გაქვა მაგრამ მაინც ახალი გინდა რაღაც და მაგ ახალს ირაკლი ვერ მომცემს. _მეოცნებესავით დახუჭა თვლები . -სამაგიეროდ სიბერემდე უზრუნველი ვიცხოვრებ და თან იმ ეტაპზეც ვარ უკვე ახლა ირაკლიზე ახალგაზრდებს უნდა გავუსინჯო გემო .არც კი ვიცი 3 წელი როგორ გავუქაჩეთ ერთმანეთს .
-კიკი , არ მინდა ვინმეს უბედურების მიზეზი ვიყო , მართლა . თან არც კი ვიცი რა გვაქვს.
-რა გაქვთ ? _გაეცინა კიკის.-არაფერი არ გაქვთ , დატანჯე და აწამე კაცი . როგორ ძლებ არ ვიცი . ისე ერთი ნუცა უნდა ვიპოვო მეც ოღონდ კაცის პონტში რა კარგად გავერთობი . რა აზარტია წარმომიდგენია და რა უნდა იყოს ის დღე ასე ნანატრი სხეულზე რომ შემოვჯდები არა მანამდე იმდენ რამეს ვუზამ .
-ღმერთი კიკიიი. _ დაიჯღანა ნუცა.
-უი დამავიწყდა რომ ჯერ კიდევ წეროს მოყავთ ბავშვები შენთვის . _ჩემო ნუცა , ან 18+ ფილმები მოძებნე ან პირდაპირ პორნოს უყურე , მთლად ქანდაკება რომ არ ჰყავდე იმ საწყალს .
-არ მინდა ამის მოსმენა . _ხელები აიფარა ყურებზე .-მტკივნეულია ? _ თუმცა მაინც გაბედა და იკითხა .
-არ ვიცი არ მახსოვს ._მხრები აიჩეჩა ლიკუნამ.- ნასვამი ვიყავი .
-ცოტა , ისეთი არაფერი იმ სიამოვნებასთან შედარებით. დალევა ყველაზე ცუდი ვარიანტია თან ირაკლისთან ? დიდად არ უყვარს მოდუნება . სამი მარტივი წესი აქვს . აუცილებლად უნდა იცოდეს რომ სუფთა ხარ დაავადებებს ვგულისხმობ და ნუ ირაკლიმ კი არაა მემგონი ქვეყანამ გაიგო უკვე რომ ქალიშვილი ხარ. თავი აუცილებლა უნდა დაიცვა , ნუ სავარაუდოდ თვითონ მიხედავს მაგ ამბავს პირველ ჯერზე . მეორე , ადგილს და დროს თვითონ ირჩევს და უარის თქმა არც უნდა გაბედო . მალე აეწყობი მის გრაფიკს . _თანმიმდევრობით უხსნიდა კიკი ,ყველაფერს და ნუცას გაფართოვებულ თვალებზე ეცინებოდა. -და მესამე , როცა მორჩებით , არ მგონია ნაგლად მიგახვედროს , მაგრამ მიხვდები რა უნდა წახვიდე , უბრალოდ უნდა გაეცალო , არ ევასება სექსის მერე პროცედურები . მარტივია , არანაირი დარეკვები , მოთხოვნები . კარგი სექსი და ფული . ღმერთო იდიალური საყვარელია . გამიმართლა იცით ? _საკუთარ თავზდ აუტყდა სიცილი კიკის.
-რა სიგიჟეა , ახლა აქ ვზივარ ჩემი ძმის მოქმედ და მომავალ ქალს შორის და ვისმენ ისტორიას როგორ ამზადებს ძველი ახალს .
-მართლა რა სიგიჟეა.

კარგახანს შემორჩნენ კიკისთან და სახლში დაბრუნებულებს არავინ დახვდათ . სახლში არავინ იყო , მაგრამ ყველა მაინც ფეხაკრებით დადიოდა . საწოლი რომელიც უგლოდ გაასწორა დილას ადრე გასვლამდე , ვიღაცას საგულდაგულოდ გაესწორებინა , იატაკი და ხალიჩა რომელსაც დილას მისი ფეხისგულები ეტყობოდა სარკესავით პრიალებდა და ყველაზე გასაოცარი ის იყო რომ საწოლზე უზარმაზარი თეთრი ყუთი იდო, რომელიც მისი ნამდვილად არ იყო . ფრთხილად გაიხადა ფეხზე და თითქმის ფეხის წვერებით მიუახლოვდა ყუთს , მერე რამდენჯერმე შემოუარა საწოლს და ბოლოს რომ მიხვდა საგულდაგულოდ დასმული ბანტი რამე საშიშს არ მოასწავლებდა , გაბედა და თავი ახადა. თეთრი ქაღალდებიც მოაშორა და ლამაზად მომზიეალ ვარდისფერ ნაჭერს თითი ჩამოუსვა. -ეს რა არის? _ფრთხილად ამოაძვეინა და მალე ყვავილივით გაიშალა პატარა ატმისფერი სადა კაბა ჰაერში .აღფრთოვანებული შეჰყურებდა , პატარა კაბას რომელააც არაფერი ჰქონდა ორი წვრილი ბრეტელის გარდა და წელიდან იშლებოდა. საკუთარი თეთრი კაბა გაახსენდა ამ წამს იმ სხვაობით რომ ბანტი ჰქონდა და მისი კუთხეები ეხებოდა მხოლოდ იატაკს . -რა ლამაზია . _უნებურად აღმოხდა და საწოლზე მიფინა , გაცხელებულ ლოყებს ხელები მიადო , მაშინ გაანალიზა რომ კაბა , ავტომატურად წასვლას ნიშნავდა ირაკლის წვწულებაზე და ის უსუსური არგუმენტი რომ კაბა არ ჰქონდა არ გამოადგებოდა . შეუძლია მოიგონოს რომ ფეხსაცმელი არ აქვს. სწრაფად გაქექა ყუთი ისევ .-რათქმაუნდა . _იქვე ლამაზად შეფუთული ფეხსაცმელიც იპოვა და საწოლზე ჩამოჯდა . ტყუილად ცდილობდა რაიმე მიზეზის პოვნას რითიც ცოტა ხელს ჰკრავდა საკუთარ გონებაში და გულში ღრმად შესულ ირაკლის და ვერაფერი იპოვა . თითქმის გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი რომ არ უნდა ბრძოლა მისი თავიდან მოსაშორებლად და მაინც უკანასკნელად იბრძვის ზედმეტად ფრთხილი ნუცა.
უბრალოდ თვალები უნდა დახუჭოს და მდინარეში გადაეშვას . აცადოს ცხოვრებას ასწავლოს და გამოცდილება მისცეს. ვახშამიცც გამოტოვა გიორგიმ და ირაკლიმ , იმ საღამოს არცერთი უნახავთ , მხოლოდ მეორე დღეს გაადაწყდა რამოდენიმე წამით ეზოში . შორიდან გაუღიმა და ისე სწრაფად გაუჩინარდა მანქანაში განძრევაც ვერ მოასწრო ნუცამ . უიმედოდ ეძებდა თვალებით, უამრავი კითხვა ჰქონდა , უნდოდა ეკითხა რა მოხდებოდა მერე ? რა უნდა ექნა , მასაც უნდა მოეწერა ხელი რამისთვის ? ყოველ ასეთ ფიქრებზე უცნაური გრძნობა უჩნდებოდა , ხანდახან ბრაზი და ზიზღი , როგორ მარტივდ აღმოჩნდა მარტივი . ხანდახან ისე აუჩქარდებოდა გული როცა მასზე ფიქრობდა გარშემო ყველაფერი ავიწყდებოდა. ელოდა მთელი დღე და ბოლოს ლოდინისგან დაღლილი შეძვრა საკუთარ საწოლში . სანამ ღრმა ძილს მიეცემოდა იქამდე გაიგო , ნაბიჯების ხმა . სცადა ძილისთვის წაერთმია თავი , ოდანავ შეახილა თვალი და იავნანასავით ჩაესმა მისი ხმა.
-დაიძინე . _ ყურთან ჩურჩულებდა და თმაზე ეთამაშებოდა , ისე გაიყურსა , ფხიზელიც რომ ყოფილიყო მაინც დაეძინებოდა და მშვიდად მისცა ძილს თავი . - რა უნდა გიქნა ნუცა ? _ფრთხილად იპოვა ადგილი , მის გვერდით და წამოწვა. -გაძლებ ჩემთან ? _გულაღმა დაწვა და ჭერს მიაჩერდა . -არ მინდა ჩაქრე და გაუფერულდე . დილით ჯერ კიდევ გრძნიბდა ირაკლის სუნს ბალიშზე , ალბათ ადრე წავიდა , მაგრამ სუნამო ღალატობდა . დამფრთხალმა გაიწია ოდან შორს და ბოლოს უფრო ახლოს მიჩოჩდა .მოწონს მისი სუნი . არ აღიზიანებს , არც უსიამოვნო
გრძნობას უჩენს არც აშინებს . საუზმეზე დააგვიანა , თუმცა მაინც მოუსწრო. რიდით აუარა ირაკლის სკამის საზურგეს და იმ ერთადერთ ადგილს მიაშურა რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი . გაოცება ვერ დამალა , 2 წუთში საკუთარი ფინჯნით მოუტანეს ყავა. მადლიერება ხმითაც გამოხატა და რომ ვერ იცნო კიდევ ახალი პერსონალიაო იფიქრა და ირაკლის გაუღიმა.
-დაბადების დღეს გილოცავ ირაკლი.
- რატომ ულოცავენ ადამიანები კიდევ ერთი წლით დაბერებას არ მესმის . _მხრები აიჩეჩა მამაკაცმა .
-უბრალოდ რომ მადლობა თქვა არ შეიძლება ? _შეეპასუხა და .
-მადლობების ეკონომიას ვაკეთებ, დღეს ბევრის თქმა მომიწევს.
-ირაკლის დაბადებისდღე მიყვარს . _ხმაურით შემოვიდა გიორგი და ისე დაარტყა მხარზე ხელი ხელში აღებული ფინჯნიდან ყავა დაეღვარა . -გილოცავ .
-რა ჯანდაბა გჭირს ხარივით რატომ მირტყავ ?
- აბა რომელზე გავდივართ ? 6-ზე ?
-ხო .
- აუცილებელია ქუსლიანი მეცვას ? _გაიცინა ლიკუნამ .
-ხანდახან მგონია რომ საკუთარ თავს მაგრად აბულინგებ იცი ლიკუნა ? _სერიოზული ხმა ჰქონდა გიორგის .
- აუცილებელია , მეც წამოვიდე ? _გაუბედავად იკითხა ნუცამ .
-შენი აზრით? _ თვალი გაუსწორა ირაკლიმ და უცერწმონიოდ წამოდგა ფეხზე .
-კაბა არ აქვს . _ ენა გამოუყო უკვე გასულ ირაკლის , გიორგიმ . -მაგ კაბის ფერისგამო თავის ფეხით წავიდა მაღაზიაში , სხვა გზა არ გაქვს ნუცა . სუ რო ვერ ეტეოდე მოგიწევს ჩაცმა .

ნერვიულად დაჰყურებდა ჯერ კიდევ მოუზომავ კაბას , საგულდაგულოდ დახვეულ
თმის ბოლოებს იწვალებდა და ვარდისფერ ტუჩსაცხიან ბაგეებს იკვნეტდა .
-ნუცა ნერვებს მიშლი . _ნუცას მაკიაჟს თითებით ისმევდა ლიკუნა და საკუთარ შავ კაბას შიგადაშიგ პუდრისგაან ასუფთავებდა . -ჩაიცვი რა . მივალთ დავლევთ წამოვალთ . მე რა შენ დალევ.
-არ მინდა . არ მომწონს იმდენი ხალხი.
-ჩაიცვიიი . _დაუყვირა ლიკუნამ . მორჩილად მოკიდა კაბას და საბაზანოში გაუჩინარდა . გაჭირვებით შეიკრა კაბა ზურგზე რადგან საბაზანოს სარკეში მხოლოდ ზედა ნაწილს ხედავდა იძულებული იყო გასულიყო . ჯერ თავი გაყო და მერე გაუბედავად მიიტანა ტანიც კარადაში ჩატანებულ სარკესთან . საკუთარ თავს აავლო თვალი და კაბის ნაკერებს ხელები ჩამოუსვა . -რა ლამაზია . _ ერთდროულად აღმოხდათ ორივეს . ისე ჰქონდა მომდგარი , მკერდი ამივარდნას ლამობდა, სიგრძე იდიალურად უჩენდა ფეხებს და მთავარი კაბის ფერი იყო , ატმისფერი იდიალურად ერწყმოდა მის კანს და კაბის სისადავე უფრო ლამაზად აჩენდა სახის და სხეულის ფორმას. ახალ ფეხააცმელებს ქაღალდები მოაცალა და სასოწარკვეთილმა ჩადგა ფეხი .
-ამით ვერ ვივლი .
-რატომ უნდა იარო , მანქანით მივდივარ იქ დაჯდები . მე გავედი სანამ იქ ჩამაგორებს ვინმე კი მინდა 10 წუთი . აუ მალე ქენი რა ყველას ნუ დაგვაყუდებ .
-მაკიაჟს შევისწორებ და მოვდივარ .
ბევრი დრო არ დასჭირვებია , დიდად არ გახლდათ მაკიაჟის მოყვარული პატარა შავ ჩანთაში რომელიც განუყრელი მეგზური იყი. მხოლოდ ტელეფონი და პომადაა ჩააგდო. რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა კიბეს , უფრო მკაფიოდ ესმოდა , მამაკაცების ხმა, სანდროს წუწუნი და ლიკუნას კისკისიც .სანამ კიბეზე ჩადგამდა ფეხს , ერთი ღრმად ჩაისუნთქა და მთელი გონებით და სხეულით მოემზადა იმ სამყაროში ნაბიჯის ჩასადგმელად რომელიც ასე არ მოწონდა და ხიბლავდა ხელისგულებიც კი გაუოფლიანდა . კიბის მოაჯირს , მაგრად ჩააფრინდა წინ არ გაუხედავს . საფეხურებზე კონცეტრირდა რომ არ წაქცეულიყო , მხოლოდ ფეხსაცმლის ნემსივით ქუსლის იმედად ხომ ვერ იქნებოდა ? . არ დაუნახავს როგორ ჩაწყნარდა ყველა . როგორ გადმოაფურთხა გაოგნებულმა ლაშამ შამპანიური და ირაკლის მიჰკრა ხელი რომ ტელეფონისთვის მოეშორებინა თვალი . არ დაუნახავს არც ირაკლის გამშრალი სახე , ხიბლისგან აკიაფებული თვალები და მძიმედ გადაგორებული ნერწყვი რომელიც გამომშრალ ყელს ვერაფრით ეხმარებოდა .
-საღამომშვიდობისა . _ხელი ნაზად გაუქნია ყველას და თითების მტვრევით მიიმალა სავარძლების უკან .
-ნუცააა . _წამოიყვირა ლაშამ და ფეხზე წამოხტა. -მოდი აქ . _ხელი წაავლო
და კარგად გამოწია გვერდით . _გარშემო შემოუარა და თვალები დახუჭა .-მემგონი მეჩვენები . -აქამდე ლინა იყო ლამაზი ქალის იდიალი ჩემთვის , ეხლა შენც ხარ. მარტო შენ ხართქო გეტყოდი მარა , თუ გაიგო მაგრად დამენ*** ვა .
-იცი რა ვერ გავიგე , დრესკოდი შავი და თეთრი იყო არა ?
-ვაგვიანებთ ._ლაზღანდარობა , ირაკლიმ შეაწყვეტინა . ცივად აუარა გვერდი ლაშას და ისე ახლოს აესვეტა ოდნავ უკან გადაიხარა რომ გოგო , რომ დისტანცია დაეცვა უნდოდა ეთქვა , რომ ლამაზია , რომ დამუნჯდა და თვალს ვერ აშორებს . რომ ყელი ეწვის სიმხურვალისგან ,მაგრამ სიტყვა ვერ წამოსცდა , საკუთარ თავს ვერ გაადაბიჯა , თითქოს უცხო არავინ იყო მათ გარშემო და მაინც სცადა ყველა სახის მიმიკა გაეკონტროლებინა. -წავედით. _ხელი გამოსდო და ისე დაიძრა კარისკენ ხელზე გადაკიდული მოსასხამის მოცმაც არ აცადა . რისგამო გაეხორკლა კანი სიცივიაგან ? თუ პირიქით ირაკლის ხელისგან არ იცოდა , მაგრამ ირაკლიმ უპასუხა მის კითხვას . -გცივა . _მანქანამდე გზა უსასრულო მოეჩვენა ირაკლის. საკუთარი ხელით გაუღო კარი და სანამ ჩაჯდებოდა იქვე მდგარ ბიჭებს თვალი შეავლო . არ მოეჩვენა , მხოლოდ თვითონ არ იყო იმ წამს ნუცათი დაბრმავებული . ისინც ტუჩგამშრალი შეჰყურებდნენ და ნუცას საღამომშვიდობისასზე. , საპასუხოდ სიტყვაც ვერ იპოვეს .
-ეეი , დათა ._ ხელი დაუქნია ერთერთს , და თითებით ანიშნა როგორ ხარო . ბიჭმაც არ დააყოვნა ცერა თითი აუწია და თვალი ჩაუკრა . ეჭვი , იმ წამს ირაკლის კიდევ ერთი კარგად მივიწყებული გრძნობა შეხვდა . ეჭვი , ოჰ როგორ სძულდა და როგორ სწრაფად მიჰყიდა ტვინი და გული ამ გრძნობას . კახასთან ნუცას განშორების შემდეგ დაავიწყდა კიდეც , რომ სია გრძელი იყო , არასდროს დაინტერესებულა სხვა ვინმეთი , თითქოს მხოლოდ კახა აინტერესებდა . სინამდვილეში ხომ რეალური მეტოქე შეიძლება ვინმე აი ისეთი , ლამაზი , ქერა განიერ მხარბეჭიანი ბიჭი ყოფილიყო? ვინმე მისი ასაკის, ვინმე ვინც იგივენაირი თვალებით ხედავს ცხოვრებას. ვინმე ვისაც საკუთარი უფროსის წინ არ მოერიდებოდა ამ სახით ყურება. ნერვები , სმოკინგთან და ბაფთასთან ერთად უჭერდა. ხმაურით დახურა კარი და ისეთი მზერით შებრუნდა თითქმის ყველა მიხვდა , წამი უკლდა აფეთქებამდე და ზარმა გაადაატაინა ყურადღება. -გისმენ გოგა . ნუ შე*** თ , მოვდივარ . _წამიერი პაუზა გააკეთა და დანარჩენ მანქანებს ანიშნა წასულიყვნენ.- როდის. _ნერვიულად მოისვა კეფაზე ხელი .- ხო
და გააჩერე , უშიშროებაში შენ ხარ. ვინც გინდა ის შეაწუხე და იმ
თვითმფრინავიდან ჩამოხსენი ეგ ყ**ე . _ისევ მცირე ხნიანი პაუზა იყო და ბოლო ნერვიც გაწყდა.-ხო
და მოკალი მაგის დედაც . რაც გინდა ის ქენი და მომიტანე ან მომიყვანე . _ტელეფონი გათიშა. ცოტახანს ცივ ჰაერს ხარბად სუნთქავდა რომ როგორმე დამშვიდებულიყო .
-რა მოხდა ? _ზურგთან წამოადგა გიორგი და კიდევ ერთხელ უმტყუნა ნერვებმა .
-ტყებუჩავებმა მოხიეს . ჯანდაბა . _იქვე მდგარ პატარა მაიმუნის ქანდაკებას ფეხი მისცხო და კიდევ გაგრძელებდა ყვირილს , მანქანის კარის გაღების და დახურვის ხმა რომ არ გაეგო . სცადა , ისევ ჰაერის შეკავებით სცადა დამშვიდება დიდად არ იმუშავა თუმცა აწეწილი პიჯაკი შეისწორა და შებრუნდა . გაღიმებისთვის წამიც იპოვა და დამფრთხალ თვალებს მიუახლოვდა . შეწუხდა კიდეც რამოდენიმე ნაბიჯით რომ დაიხია უკან და ორივე ხელი წაავლო წელზე და მიეკრო . - დამამშვიდებელი ხარ იცი ? _ცხვირზე ცხვირით გაეხახუნა და მოშიშვლებულ ზურგზე კარგად შემოაჭდო ხელები ,ისეთი ძალით მოუჭირა თითქოს მისი გაჭ....ტვა სურდა .
-რამე მოხდა?
-კი . მოხდა , უღმერთოდ ლამაზი ხარ. მოდი წავიდეთ .
ცოტახანში , ერთერთ დარბაზში ირაკლისთან ერთად შეაბიჯა და სანამ მამაკაცი , ხალხს ესალმებიდა , ისე ჩამორჩა და გაუსხლტა ხელიდან განძრევაც ვერ მოასწრო ირაკლიმ. იქვე ბართან ლაშა და ლიკუნა მოძებნა, მერე მაგიდასთან გადაინაცვლადა მაგიდის შუაში მდგარი ყვავილების უკან მიიმალა . უხერხულობისგან გამეტებით იფარებდა თხელ მოსაცმელს მხრებზე . ყველას შავი ან თეთრი ეცვა . მათ ფონზე ზედმეტად ანათებდა მისი ატმისფერი კაბა და ვერაფრით გაიგო , რატომ უნდოდა ირაკლის მისთვის დისკომფორტის შექმნა . ორიოდე საათი შეიქცია თავი ლაშასთან რომელსაც აშკარად არ ადარდებდა გარშემო რა ხდებოდა ლიკუნასთან მსოფლიო პოლიტიკის ამბების გარჩევით იყო დაკავებული.
ბრწყინავდა ირაკლი .
კაშკაშებდა და მომხიბლავი ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. პირველად ნახა , პრემიერ მინისტრი ნუცამ . ნახა სხვა ბევრი თანამდებობის პირი , მსახიობები , ულამაზესი ქალები , ლამაზი სამკაულებით და მამაკაცები რომლებიც ამ ლამაზი ქალებით თავს იწონებდნენ. იმ დღეს ამდენი ხალხისთვის ნაცნობი სახე პირველად ნახა . ადგილი აღარ იყო ერთ კუთხეში მოგროვილი საჩუქრებისთვის და მიმტანები შიგადაშიგ აცარიელებდნენ. კარგად ესმოდა წყნარი მუსიკა და კუთხეში მდგარი ვიოლინოს ხმა . თვალი არ მოუშორებია საკუთარ სამყაროში ჩაკარგული ირაკლისთვის და წამითაც არ შეპარვია ეჭვი რომ ყალბი იყო .ფოტოგრაფის წინაც კი გაჩერდა რამდენიმე წუთით იქამდე სანამ დარბაზის ბოლოში მიმალული დისკენ და ნუცასკენ გაიკვალავდა გზას . ნელ ნელა მიიწევდა ხალხის მოკითხვით და თვალს არ აშორებდა დიდი ლარნაკის უკან მიმალულ ნუცას . ინანა კიდეც რომ ხელი გაუშვა . ახლა კი უხერხულობისგან და სირცხვილისგან სადღაც შორს იყო მისი ნუცა . სადღაც ან ყველგან , მაგრამ არა მასთან და მის გვერდით .
-ყველაფერი რიგზეა ? _როგორც იქნა მიაღწია სასურველ ადგილამდე.
-კი. სანამ ჩვენათან იყავი დამავიწყდა კიდეც რა ფასი გაქვს საზოგადოებაში ._ საზოგადოება გამოთქმით თქვა ლიკუნამ და თვალი მოავლო ხალხს .
-იცი რა ძმაო . არ ვიცი მე რატო არ გამაკეთებინეთ მენიუ მაგრამ მაგარი ყლ*** ბა . არ გეწყინოს .
-არ მითხრა რომ აქ ყოფნას სამზარეულოში ყოფნა გირჩევნია . კარგად ხარ ნუცა ? _გვერძე მაგიდიდან სკამი მოაჩოჩა და ლაშასა და ნუცას შორის გაჭირვებით ჩაჯდა.
-ვდგები ხო , ვდგებიიიი . _გამწარებული წამოხტა ლაშა ფეხზე .-არ შემარგო , წამო ლიკუნა გავიაროთ ან გავგორდეთ . _გამეტებით მიაწვა ლიკუნას ლაშა .
-ბატონო ირაკლი , ნახევარ საათში ტორტს ვჭრით . _გააფრთხილა ვიღაცამ და ისე გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა .
-ტორტიც შავია ?
-ალბათ ან თეთრი . ჩინ , გაგვიმარჯოს, სავსე ჭიქა მიუჯახუნა ნუცას.
-ირაკლი ჩემი კაბა ატმისფერია იცი ?
-ვიცი , თვითონ ავარჩიე.
-მადლობა , მაგრამ წითელი კვერცხივით რომ განვსხვავდები და ყველა დამცინის მოგწონს ?
-ვინ ? _თვალი მოავლო დარბაზს .-წლებია , ყოველი ჩემი დაბადებისდღის დრესკოდი შავი და თეთრია . იცი , ადამიანები ჩემთვის შავთეთრები არიან . _ღიმილმა გაუპო ბაგეე ირაკლის . -შენ ზუსტად შენი კაბის ფერი ხარ . რაფერიო რა თქვი ?
-ატმისფერი ._გაეცინა ნუცასაც.
-ხო ატმისფერი ხარ .
-ყველას იცნობ ? _მაგიდაზე შემოდო ხელი ნუცამ და ჩამოეყრდნო .
-თითქმის . მე თუ არა თვითონ მიცნობენ არაუშავს .
- სამაგიეროდ საჩუქრები გაქვს ბევრი , იმიტომაც არაფერი გაჩუქე . _თვალები მოჭუტა გოგომ.
-მმმ , აქ ხარ . მართალია აქ იმალები სადღაც ბოლოში , მაგრამ ესეც საჩუქარია ისტერიკის გარეშე რომ ხარ აქ და ჩემდა გასაოცრად არც იმაზე დარდობ უკვე ათი წუთია გვერდით რომ გიზივარ .
-ისინი მე არ მიცნობენ არაუშავს . _ პირველად მოსვა შამპანიური მთელი საღამოს განმავლობაში და თვალები გაუნათდა .-გემრიელიაა.
-ხანდახან მგონია რომ ალკოჰოლიკი ხარ .
- ირაკლიიი . _მხართან დაჩი წამოადგა და ორივე ხელი მოხვია მეგობარს .
-აი დასასრულს რომ არ მოხვიდე ყოველთვის არ შეგიძლია ?
-ჩემი ბრალი არაა , იმას ჰკითხე ეგ . _გაბუსხული ლინასკენ ანიშნა დაჩიმ , რომელიც ზურგს უკან ვიღაცას ელაპარაკებოდა. საუბარს მორჩა თუ არა პირდაპირ ირაკლისკენ გაემართა , მოკლედ მიულოცა და არც უკითხავს დაკავებული იყო თუ არა ადგილი პირდაპირ ირაკლის ადგილზე დაჯდა .
-ლინა როგორ ხარ ? _გაუღიმა ნუცამ და წითელ კაბაში გამოწყობილ ლინას თვალი შეავლო .
-ვაა ლინუშ ._კითხვა არ იცით თქვენ ორმა ? შავიოო და თეთრიოოოო ადამიანმა .
-მოკეტე ლაშა . _დაიღრინა ლინამ. -იქ სადაც მე ვიყავი წითელი იყო წითელიიიი , მაგრამ თავი მსოფლიოს ბატონი რომ გგონია და თან იდიოტი ხარ აბა ერთი კლუბის დაკეტვა რა პრობლემააა .
-თქვენ არ გაშორდით ? ._პირზე ხელი აიფარაა ლაშამ რო არ გასცინებოდა .
-აუხსნის ვინმე ამ გიჟს სიტყვა დაშორება რას გულისხმობს ?
-ლინა , მაკიაჟი გაგიფუჭდება . _ცოლის თმას ხელი ჩამოუსვა დაჩიმ .
-არ მომეკარო, გული მერევა . _დაიღრინა ლინამ .
-ისევ ? _ხელები ჰაერში გაშალა დაჩიმ. -გზაში 100 ჯერ გავჩერდით ლინა .
-ხო ისევ . ეგეც ამიკრძალე აბა . _ფეხზე წამოხტა ლინა და ხალხის მასას შეერია, მხარით გაიკვალა გზა ტერასისკენ .
-ნაკლები უნდა დალიოო მოწიო და იარო კლუბებში . _მამაკაცმაც გამწარებულმა მიაძახა . -ნერვებს მი*** ვს .
-მაგიტომ არ გიყვარს ? _გაუცინა ირაკლიმ და ფეხზე წამომდგარ ნუცას თვალი რედგენივით აატარა , აშკარა იყო იმ წამს ირაკლის მზერა , გარკვევით ამბობდა მისი სახე და თვალები როგორ მოწონდა . არც ნუცა დარჩა გაურკვევლობაში . გაუგო , მიხვდა , უხერხულად შეიშმუშნა და ლინას გზას გაუყვა. ცოტახანში ცარიელი ტერასის ერთერთ მაგიდაზე შემომჯდარ ლინას გვერდით მიუჯდა და იმ ხედს გახედა , რომელმაც წამში მოაჯადოვა . მონუსხული შეჰყურებდა მის წინ ქალაქზე გაშლილი სანახაობას . ამაყი იყო დედაქალაქი განათებული. სადღაც შორიდან ცამდე აზიდული სამებაც მოსჩანდა . ჰაერში ჩამოკიდებული საბაგიროც ქალაქის რიტმს იყო აყოლილი.
-ლამაზია არა ლინა ?
-ხო ძალიან .
-კარგად ხარ ? _ოდნავ იცვალა გვერდი ჩამომჯდარმა და თეთრ იდიალურად გაწყობილ სახეზე შეავლო თვალი. - რომელი უფრო ლამაზი ხართ არ ვიცი ეს ხედი თუ შენ .
-იმედია გოგოები არ მოგწონს, შენც რამეს გიზავს . _შიშნარევი სიცილი გაისმა ჰაერში .
-არა არ ინერვიულო . _გულიანად გაიცინა ნუცამ .-ქალური გულწრფელობაა .
-იშვიათია . ახლა ქალები უფრო ებრძვიან ქალებს .
-შემიძლია რამით დაგეხმარო?
-შეგიძლია დაჩის ლინა დაავიწყო ?
-სამწუხაროდ არა . განა ცუდია რომ უყვარხარ?
-ვუყვარვარ , ოჰჰ არაა ნუცა . შეპყრობილია. მის გარეშე რომ ვსუნთქავ ისიც კი აწუხებს . როცა მეგონა რომ განქორწინებაზე დამთანხმდა საბუთები იყო მიზეზი რომ ისევ მივეტყუებინე , არასდროს ელევა მიზეზები , მარწუხებივით მიჭერს მისი სიყვარული .
-მაპატიე , მაგრამ რატომ დაქორწინდით ?
- მეგონა მისი სიყვარული ორივეს გვეყოფოდა. _სინანულის ცრემლი მოადგა თვალებზე .
-საკმარისი არ იყო?
-ხო იყო . საკმარისიც და ზედმეტად ბევრიც კი იყო. ვიხრჩობი ნუცა , ვიხრჩობი იმდენად ბევრია მისის სიყვარული . _უკვე თამამად ატირდა და მხარზე ჩამოადო თავი. - ორსულად ვარ ნუცა .
-მივხვდი ._ თავი წამოწია შემცბარმა ლინამ
.- ახალი წლის ღამეს , ის მიკვირს აქამდე სხვები რომ ვერ მიხვდნენ . გაეცინა ნუცას .- ნუ გეშინია არავის ვეტყვი.
-ჯერ არ ვიცი , რას ვიზამ . რომ ვუთხრა უფლებას არ მომცემს რომ თავად გადავწყვიტო რა მინდა, არ მაცდის ცხოვრებას . მე მისგან მინდა წასვლა , მას ჩემი გაშვება მაგრამ მაინც ერთმანეთთან ვამთავრებთ .
-იცი გადაწყვეტილება ორივემ უნდა მიიღოთ . უფლებაა აქვს .
-მეშინია , ძალიან მეშინია. _გული ამოუჯდა ლინას . -სულ პატარა ნიშანი მჭირდება . სულ სულ პატარა .
-იქნებ სწორედ შენი ორსულობაა ნიშანი ?
-არ ვიცი . _ცრემლები ამოიწმინდა თვალებიდან ლინამ და ნუცას გაუღიმა .-საყვარელი ვინმე ხარ .
- აი თურმე სად გაპარულან . _თავზე წამოადგნენ დაჩი და ირაკლი გოგოებს და ზუსტად მათ წინ აესვეტა დაჩი ტერასას რომ კარგად დაენახა ლინას სახე.
-ლინა , კარგად ხარ ? _წამში ჩაუქრა დამცინავი თვალები დაჩის .
-კარგად ვარ ,. გთხოვ, წამიყვან სახლში ? _უკანასკნელად უიმედოთ ითხოვა ლინამ და ნამტირალევი თვალი აარიდა ქმარს. -დავიღალე , ძალიან დავიღალე.
-წავიდეთ . _ სწრაფად ჩააქრო სიგარეტი , აივნიდან მოისროლა ჯერ კიდევ ჩაუმწვარი ღერი და ძალა გამოცლილ ცოლს ხელი გაუწოდა. ლინამაც სწრაფად შეაგება ნათალი თითები და ფეხზე წამოდგა . -მადლობა ნუცა .
იქამდე ადევნა თვალი ნუცამ მიმავალ წყვილს სანამ თვალს არ მიეფარნენ და ხედისთვის მომღიმარ ირაკლის გვერდით ჩამოეყრდნო სახელურს ისიც.
-მოგწონს ? ბუნება ლამაზია .
-ნუცა , ეს შენობა ამ ხედის გამო ვიყიდე. _ჩაეცინა ირაკლის . -ბუნება არ მძულს , უბრალოდ არ მიყვარს .
-არ სიყვარული არ ნიშნავს სიძულვილს ?
- მითხარი , გიყვარვარ? _მოულოდნელად დასვა კითხვა მამკაცმა . სწრაფად მოექცა მის ზურგთან და საჩვენებელი თითი ააყოლა მოშიშვლებულ ხერხემალს.
-არა . _წამოიყვირა გოგომ.
-აბა გძულვარ ?
-არა .
-არ სიყვარული არ ნიშნავს სიძულვილს.
- მართალია . _თავი დააქნია ნუცამ . -ალბათ მაღლიდან უფრო ლამაზია ყველაფერი . _უზარმაზარ შენობას ახედა და სცადა სახურავისთვის მიეწვდინა თვალი .
-ზუსტად იგივე კითხვა დავსვი შენობის ნახვისას მაშინ , მაგრამ იქ მაღლა არაფერი არ იყო . წამოდი . _ხელი ჩაკიდა და თითქმის სირბილით დაიძრა დარბაზისკენ . გზადაგზა შემოხვედრილ ხალხს უღიმოდა , სწრაფი ნაბიჯებით გადაკვეთეს მისაღებიც და მხოლოდ ლიფტში გამოერკვა ნუცა რომ დანიშნულების ადგილი მაღლა იყო . მიუხედავად იმისა რომ ლიფტის ოთხ კედელში იყვენ გამოკეტილები , ხელი არ გაუშვია , პირიქით უხერხული სიჩუმე ირაკლის ტუჩებმა დაარღვია , ხელზე ნაზად კოცნიდა და დაძაბულ ნუცას უღიმოდა. მალე ბოლო სართულზე იდგნენ პენტჰაუსში და სანამ ირაკლიმ შუქი აანთო , ნუცა უკვე კედლის მაგივრად ასვეტილ მინებს იყო აკრული და სუნთქვა შეკრული გაჰყურებდა ხელისგულზე გადაშლილი ქალაქს , შთაბეჭდილების ქვეშ იყო თვალწინ გადაშლილი ბუნების სასწაულით და არც კი შეუმჩნევია ,ნომრის სილამზე . სულ ერთი იყო სად იყო , მდიდრულ ნომერში თუ ქოხში , მთავარი მისთვის ის იყო რასაც ბუნების სილამაზე აძლევდა და არც კი შეუმჩნევია , როგორ მიუახლოვდა ირაკლი და ისევ ზურგთან აესვეტა მამაკაცი, თითქოს იმხელა ოთახში ,სხვა ადგილი არ იყო. ისე ახლოს იყო თითქმის ცხვირით ეხებოდა ,მბზინავ თმას და სასიამოვნოდ უღიტინებდა ნაცნობი სუნი , არც არასდროს დავიწყებია. ჯიბეებიდან ხელები გაინთავისუფლა და გაუბედავად დააწყო
წელზე , იმის შიშით რომ არ დაეფრთხო. როცა ლარივით დაჭიმული სხეული არც კი შერხეულა უკვე გაბედულად გაასრიალა მუცლისკენ და კარგად შემოეხვია , თავი მხარზე ჩამოედო და უკვე ყელიდან სუნთქავდა ხარბად სასურველ
სურნელს . -ნუცა მჭირდები . _ხმაში შერეულ ვნებას ვერაფრით მოერია. ვნებას კი არა ადუღებულ სისხლსაც ვერაფერი მოუფიქრა , ვერც გულს რომელიც ხანდახან დარტყმებს ტოვებდა , ნუცას რეაქციის მოლოდინში . ვერც ხელებს ჯვარედინად რომ გადაადგილდნენ მკერდისკენ და მუჭებში მოიქციეს აღელვებული ისედაც კაბიდან ამოვარდნას მყოფი მკერდი. ვერა , ვერც ტუჩები დაიმორჩილა
დაუკითხავად რომ გაექცნენ , მოშიშვლებული მხრისკენ და პატარა მანძილებით მიუყვნენ გზას კისრისკენ და უკან პატარ სუსხებს ტოვებდნენ . მიხვდა როგორ აკანკალდა თხელი სხეული მის ხელებში და ამჯერად სიცივეს ვერ დააბრალებს. საკუთარ თავს უნდა უმადლოდეს . კმაყოფილ ღიმილსაც ვერაფერი მოუხერხა , იცის რას უშვება ნუცას სხეულს და ორმაგდ სწყურია. მარტივად იპოვა გზა მისი სახის დასანახად , მინა ირეკლავდა სახეს და მათ სხეულებს . თვალებ დახუჭული იყო, დაკარგული ირაკლის მიერ დატრიალებულ ქარიშხალში და სულაც არ უნდოდა რეალობის აღქმა . სასიამოვნოდ უვლიდა ყველა კუნთს სიამოვნების ტალღა და პირველად იგრძნო კანზე ალერსისგან გამოწვეული სიცივე. ტუჩების ერთმანეთთან შეხებასაც ვერ ასწრებდა ,დავლილი სიამოვნებისგან ბააგები დამოუკიდებლად შორდებოდნენ ერთმანეთს. პირველად იგრძნო , მუცელში ვიბრაცია და მიხვდა , პეპლებიც აქ იყვნენ . ის პეპლები რომლებსაც ასე ეძებდა ირაკლის მოჰყვნენ . პეპლების ფართხალს გულიც აჰყვა როცა ერთი ხელი შეუშვა და წელზე ლამაზად გაბანტულ კაბას თითი გამოსდო .ნაჭერი რომელიც ასე გამეტებით უჭერდა მკერდზე მოეშვა და ამოისუნთქა კიდეც . ახლა მხოლოდ ორი წვრილი ბრეტელი იჭერდა მის თხელ მხრებზე ატმისფერ ნაჭერს . თითის მოძრაობა ჭირდებოდა და სასურველ ხედს ნახავდა ირაკლიც , მაგრამ დიდად არ უჩქარია. არ უნდა ხვალ დანაშაულის გრძნობით გაიღვიძოს . მოხერხებულად შემოატრიალა და წამში გამოაფხიზლა უკვე საკუთარი სხეულის რეაქციებით გართული ნუცა . -მინდიხარ ნუცა, აქ და ამ წუთას , მაგრამ არ მინდა შენი სურვილის წინააღმდეგ გააკეთო რამე .
-აქ ვარ . _საკუთარი ხმა ძლივს გაიგო ნუცამ . -აქ ვარ , ირაკლი
ახლა და ამ წუთას. _ვერ გაიგო რატომ შერცხვა , განა სასირცხვილოა , ის რომ მასაც მოწონს ირაკლის ალერსი? სინამდვილეში სულაც არ სცხვენია , საკუთარი გამოუცდელობა უფრო აწუხებს .
-აქ ხარ? დარწმუნებული ხარ ?
პასუხი ნუცას თვალებმა გასცა , არა ხმა არ ჭირდებოდ თვალებში აკიაფებული ,ნაპწრწკლები იყო პასუხი. დუმილი , დუმილი და ნუცას ტუჩები იყო თანხმობა , გაუბედავად რომ შეეხო , ნაკვერჩხალივით ცხელ ბაგეს და იმ წამს ყველაფერზე მეტად პასუხი , ნუცას ხელები იყო , დაუკითხავად რომ ჩამოეკიდა კისერზე . ბევრი არ უფიქრია და გაჭირვებია ისე აწია ჰაერში და ნელი ნაბიჯებით დაიძრა საძინებლისკენ . გზადაგზა ფეხსაცმელებს ტოვებდა . თითქმის საწოლთან მისული ჩამოსვა უკვე ღრუბლებში მყოფი და კიდევ ერთხელ აკოცა , ამჯერად სულ არ გავდა მისი წინანდელ კოცნებს , უფრო მომთხოვნი იყო და სანამ ცდილობდა რიტმში აჰყოლოდა ვერც კი მიხვდა როგორ გადააცალა მხრებიდაან უკანასკნელი ძაფები რომ იმ კაბისგან გაენთავისუფლებინა რომელიც ისედაც აღარაფერს ფარავდა . წამით დამშვიდდა , უკან დაიხია და სცადა თვალი შეევლო იმ სინათლის ფონზე რის საშუალებასაც მინებიდან შემოსული ღამის და მთვარის კომბინაცია აძლევდა . დაჯერებაც კი გაუჭირდა რომ ნამდვილად წინ ედგა ასე ნანატრი სხეული და სიამოვნებისგან ტვინში ასული სისხლი შემაწუხებლად ატკიებდა თავს . რაც უფრო მეტად ცდილობდა თავის შეკავებას უფრო მეტად უნდებოდა და რომ არ სცოდნოდა პირველი და უნდა გაფრთხილებოდა , კბილებით შემოაცლიდა საცვალს. - რომ იცოდე რას მიშვები ნუცა . _ღიმილმა გაუპო ტუჩის კუთხე და მოქნილად ატარა ხელები მთელ სხეულს . მსუბუქად უბიძგა საწოლისკენ და ისიც ჰაეროვნად დაეშვა ფუმფულა საწოლზე . სანამ თავს გაასწორებდა , იქამდე მოექცა მის ზემოდან და გააზრებაც ვერ მოასწრო რა მოხდა , რომ სიამოვნებისგან თავი ისევ უკან გადაწია და თვალები მილულა . ცხელი ტუჩები და ხან სველი ენა , უმისამართოდ დადიოდნენ მის სხეულზე . პატარა კბილის ანაბეჭდებსაც უტოვებდნენ მკერდზე როცა წამით თავს კარგავდა ვნებისგან გაგიჟებული ირაკლი . ეგოისტი იყო , მასთან ირაკლი . მაქსიმალურ სიამოვნებას იღებდა თითქოს ეს პირველი ღამე უკანასკნელი იყოს. არ უჩქარია . სანამ საკუთარი პერანგის ღილებს იხსნიდა წამით არ მოუშორებია მზერა , იმახსოვრებდა , თვალებით ეფერებოდა სხეულის ყოველ სანტიმეტრს და იმ თვალებსაც შეხვდა , რომელშიც ჩახედვის ასე ეშინოდა , ოდნავ თავი წამოწია , ნუცამ და ურცხვად წააწყდა მის სახეს. მზერა ტანს ჩააყოლა რომელიც თეთრი პერანგისგან განთავისუფლდა და სცადა მზერაა აერიდებინა როცა შარვლის შეხსნა დაიწყო , თუმცა სხეულმა სრული უკონტროლობა გამოუცხადა. მილიმეტრითაც ვერ გაანძრია თვალები . მისი მზერაც ირაკლის ეკუთვნოდა , მთლიანად ჰყავდა მისაკუთრებული მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე სანტიმეტრი აშორებდათ და მხოლოდ მაშინ გამოერკვა , როცა სრულიად შიშველი მამაკაცი , ფეხებს აუყვა კოცნით და ზემოდან მოექცა , სანამ შიში ჩაუდგებოდა თვალებში იქამდე იმარჯვა ისევ ირაკლის ხელებმა, ოსტატურად რომ გაანთავისუფლა საცვალისგან და გამოცდილმა ხელებმა აიღეს კონტროლი. უნებურად აღმოხდა კვნესა და ღმერთმა იცის რად უღირდა ირაკლის იმ წამს ამის მოსმენა. გაუჭირდა კიდეც თავის კონტროლი , მითუმეტეს მაშინ როცა უნდოდა რომ მაქსიმალურად ეგრძნო . - მინდიხარ გესმის? ისე როგორც არასდროს არავინ. მინდა რომ გიგრძნო ნუცა . მოდუნდი .
-ირაკლი , თავი უნდა დავიცვათ ._აკანკალებულმა ამოაყოლა სიამოვნების კვნესას და დიდად არ უმოქმედია მას სურნელში ღრმად დაკარგულ მამაკაცზე. იმ წამს ვერავინ და ვერაფერი გააჩერებდა . არ ადარდებდა გარშემო არაფერი და მისთვის აქამდე მნიშვნელოვანი დეტალი სურვილით დაბრმავებულისთვის იმდენად უმნიშვმელო იყო დაენანა წამით მაინც დაეთმო გონება საფიქრელად . კოცნით დაამშვიდა.- არ მადარდებს, მაგრამ თუ გინდა რომ გავჩერდე გავჩერდები . _ირაკლის არ მინდა , დამაჯერებელი იყო და ესეც რომ არა იგივე სურდა ნუცასაც. სულ არ უნდოდა მისგან მოშორება და ამჯერად თვითონ დაამშვიდა კოცნებით რომ მისი გაჩერება ახლა სასჯელი იყო . . ერთი სურვილით გაერთიანებული სხეული მალევე ჩაიძირა ვნების ბურუსში. ტალღებად იღვრებოდა სიამოვნება ნუცას სხეულიში და შიში და ტკივილი , ამოუხსნელმა გრძნობამ ჩაანაცვლა. საათი 12 აჩვენებდა და ირაკლის დღისთვის გაშვებული ფეიერვერკები ცაში ნაპერწკლებად იშლებოდა . იქ სადღაც მაღლა სულ ბოლო სართულზე კი საღამოს გმირს ერთი ფეიერვერკიც არ შეუნიშნავს და გაუგონია . მხ თავი 12

-ირაკლი , თავი უნდა დავიცვათ ._აკანკალებულმა ამოაყოლა სიამოვნების კვნესას და დიდად არ უმოქმედია მას სურნელში ღრმად დაკარგულ მამაკაცზე. იმ წამს ვერავინ და ვერაფერი გააჩერებდა . არ ადარდებდა გარშემო არაფერი და მისთვის აქამდე მნიშვნელოვანი დეტალი სურვილით დაბრმავებულისთვის იმდენად უმნიშვმელო იყო დაენანა წამით მაინც დაეთმო გონება საფიქრელად . კოცნით დაამშვიდა.- არ მადარდებს, მაგრამ თუ გინდა რომ გავჩერდე გავჩერდები . _ირაკლის არ მინდა , დამაჯერებელი იყო და ესეც რომ არა იგივე სურდა ნუცასაც. სულ არ უნდოდა მისგან მოშორება და ამჯერად თვითონ დაამშვიდა კოცნებით რომ მისი გაჩერება ახლა სასჯელი იყო . . ერთი სურვილით გაერთიანებული სხეული მალევე ჩაიძირა ვნების ბურუსში. ტალღებად იღვრებოდა სიამოვნება ნუცას სხეულიში და შიში და ტკივილი , ამოუხსნელმა გრძნობამ ჩაანაცვლა. საათი 12 აჩვენებდა და ირაკლის დღისთვის გაშვებული ფეიერვერკები ცაში ნაპერწკლებად იშლებოდა . იქ სადღაც მაღლა სულ ბოლო სართულზე კი საღამოს გმირს ერთი ფეიერვერკიც არ შეუნიშნავს და გაუგონია . მხოლოდ მის გრგვინვას აყოლილი ნუცას ხმა ესმოდა და გული რომელიც ყველა გრძნობას უარყოფდა და ყველაფერს ახსნას უძებნიდა , უცნაური შეგრძნებებით ჰქონდა სავსე . ადგილზე გაჩერება არ უნდოდა და შეგრძნება ჰქონდა არაფერი არ იყო მასში ნორმალურად იმ წამს . სავსე იყო ამოუხსნელი სიამოვნებით და ემოციებით . არ იცოდა სად მიაქანებდა საყვარელ სხეულს შემოხვეულს ტალღები , მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცოდა ეს ღამე ყველაზე განსაკუთრებული იყო მისთვის .

№1 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ავტორო აი ასე , რომ წერ . ესე შეგიძლია გდმოცემა და მოტანა ყველაფრის ჩვენამდე და ესეთი უგულო ხარ და არ წერ ხშირად მოსაკლავი ხარ რა . ????????

№2 სტუმარი Nn

კითხვის დაწყებისთანავე გამიჩნდა შეგრძნება, რომ სხვისი ნაწერია და ვინმემ, ავტორის ნაცვლად გააგრძელა წერა თუ...???

№3  offline წევრი რუსანა

Nn
კითხვის დაწყებისთანავე გამიჩნდა შეგრძნება, რომ სხვისი ნაწერია და ვინმემ, ავტორის ნაცვლად გააგრძელა წერა თუ...???

შეგიძლიათ ამიხსნათ რის გამო გაგიჩნდათ გრძნობა? კონკრეტულად .. მართლა მაინტერესებს რა შეიცვალა , დამაინტრიგეთ ????

№4 სტუმარი Nn

წინა ტექსტები ძალიან მსუბუქად იკითხება, წინადადები, დიალოგები გამართულია აზრობრივადაც და გრამატიკულადაც. აქ სასვენის ნიშნებიც კი ისე არეულია.... რამდენიმე აბზაცში შევწყვიტე კითხვა.....

№5  offline წევრი რუსანა

Nn
წინა ტექსტები ძალიან მსუბუქად იკითხება, წინადადები, დიალოგები გამართულია აზრობრივადაც და გრამატიკულადაც. აქ სასვენის ნიშნებიც კი ისე არეულია.... რამდენიმე აბზაცში შევწყვიტე კითხვა.....

ანუ გაუმართავმა ტექსტმა აგაბნიათ მხოლოდ ? წაშლა მომიწევს . ჯობია ჩავასწორო . ????‍♀️

№6  offline წევრი Tatutatu

ოფიციალურად გაბრაზებული ვარ შენზეე.. : ( რა კარგია და ამის ასე დაპაუზებები არის ტანჯვა …

ამათი ,, ხვალ “ ნეტა როგორი გათენდება ისიც საქმეა ახლა : დდ მომწონს ასეთი ირაკლი !!!

№7 სტუმარი Mm

ეს თავი განსაკუთრებით დატვირთული იყო ემოციებით. ადამიანის სიღრმისეული გრძნობების გადმოცემა მარტივი ენით ვერ მოხერხდება ამიტომ მგონია რომ ძალიან კარგად და ზუსტად აღწერეთ პერსონაჟების ემოციური მდგომარეობა. წარმატებებს გისურვებთ,ძალიან მომწონს და ველოდები ნაწარმოებს ♥️
დაწერეთ ის და ისე როგორც თქვენს გულს უნდა და უხარია იმისთვის რომ ნაწარმოებმა ,,იცოცხლოს”

№8  offline წევრი რუსანა

Tatutatu
ოფიციალურად გაბრაზებული ვარ შენზეე.. : ( რა კარგია და ამის ასე დაპაუზებები არის ტანჯვა …

ამათი ,, ხვალ “ ნეტა როგორი გათენდება ისიც საქმეა ახლა : დდ მომწონს ასეთი ირაკლი !!!

მადლობა დიდი , ყოველთვის რომ აქ ხარ ????

Mm
ეს თავი განსაკუთრებით დატვირთული იყო ემოციებით. ადამიანის სიღრმისეული გრძნობების გადმოცემა მარტივი ენით ვერ მოხერხდება ამიტომ მგონია რომ ძალიან კარგად და ზუსტად აღწერეთ პერსონაჟების ემოციური მდგომარეობა. წარმატებებს გისურვებთ,ძალიან მომწონს და ველოდები ნაწარმოებს ♥️
დაწერეთ ის და ისე როგორც თქვენს გულს უნდა და უხარია იმისთვის რომ ნაწარმოებმა ,,იცოცხლოს”

ძალიან დიდი მადლობა ???? მადლობა მოტივაციისთვის და გამოყოფილი დროისთვის ????

№9 სტუმარი სტუმარი ნანა

სიამოვნებით ვკითხულობ♥️♥️

№10  offline წევრი რუსანა

სტუმარი ნანა
სიამოვნებით ვკითხულობ♥️♥️

???????????? მადლობააა

№11 სტუმარი სტუმარი ნანა

საოცრად წერთ უნიჭიერესი ადამიანი ხართ, გთხოვთ ნუღარ აგვიანებთ ასე ძალიან, ნუ გვაწვალებთ, დრო ჩერხება რომ ვკითხულობ. ავივსე

№12 სტუმარი სესილი

ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაოცებთ ისე კარგად წერთ. არ ვიცი რა გითხრათ ერთი დიდი სიამოვნებაა ამის კითხვა და არ მესმის იმ ადამიანების ვინც სასვენ ნიშნებს გითვლით. მართალია არის მარლთწერასთან დაკავშირებული შეცდომები, მაგრამ არანაირად არ მიშლის ხელს აზრის გამოტანასა და კითხვით სიამოვნების მიღებაში. რედაქტირების ტექსტი ხომ არაა სასვენი ნიშნები რომ ითვალოთ. რაც შეეხება: შინაარსი, სტილი, გადმოცემა… საუცხოო გაქვთ, ასე განაგრძეთ და გახსოვდეთ, რომ აქ ერთგული მკითხველი მთელი გულით გელით❤️❤️ წარმატებები❤️????????

№13 სტუმარი ნანუნა

ვაუ,ეს რა იყო.უგულო ნუ იქნები და ნუ გვალოდინებ.❤️❤️

№14 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგი თავი იყო ♥️♥️

№15 სტუმარი სტუმარი maco maco

როგორი დილა გათენდება ნეტა…. რა გადააგორებს დღეებს.. აუ იცი რა მიყვარს მერე რომ ვფიქრობ “შენ გმირებზე” აი ასე უცებ გამახსენდეს და ვიფიქრო

№16  offline წევრი Tatutatu

მეც მეფიქრება როგორი დილა გათენდება ნეტა ამათთვისს)) ნუცასგან ასე მგონია სითბოს და გულრწფელ ზრუნვას თუ დაინახავს ირაკლი დალაგდებიან, და ასევე ანალოგიურად ირაკლისგან ნუცა…ირაკლი ისე დაათრო ცხოვრებისეულად ამ გოგომ მგონი აღარც გაშვებ ენდომება.. ეგ კიარა მართლა ცოლად გაიფორმოს მგონი : დდ ბავშვები მივაძინო საღამოს მეორეჯერ უნდა წავიკითხო ტკბილად

№17 სტუმარი სტუმარი მარიკა

ძალიან დიდო მადლობა ყველაფრისთვის. ისე კარგად ზუსტად გადმოეცით. ყველაფერი. თან ისე ეროტიკა და თან არაფწრი უხამსი.
ნამდვილი მართალი გრძნობები. იმდენად მინდა რომ ირაკლის უგონოდ შეუყვარფეა. ძალიან დიდი იმედები მაქვს ამ წყვილზე

№18 სტუმარი ნია

ძალიან კარგი გოგო ხარ მიკვირს ამ ხალხის რატო გვთხოვენ გრამატიკულად წერას ეს ხომ არ არის მწერლის ნაწარმოები წერს ნიჭიერი გოგონა ჩვენ სასიამოვნოდ ვისაც გინდათ წიგნები კლასიკა კრიტიკოსები მიერ ათასჯერ შემოწმებული ნაწარმოებები ვინ გიშლით წაიკითხეთ თუ აქამდე არ წაიკითხავთ ეს ადამიანი წერს მხოლოდ იმ ხალხისთვის ვისაც რეალური ცხოვრება ყელში გვაქვს ამოსული მსიამოვნებს როცა ასეთი გაჭირვებული გოგო ძლიერი ქალი გახდება ისწავლის განვითარდება და დარწმუნებული ვარ დიდი სიყვარულით სავსე ოჯახი ექნებათ მე პირადად ასეთი არა რეალური ამბები მომწონს როცა ყველაფერი კარგად მთავრდება აბა ცხოვრებაში ისედაც კარგად ვხედავთ რაც ხდება განტვირთვა გვინდა მადლობა რუსკა კარგი გოგო ხარ ოღონდ ძალიან ნუ დაგვიგვიანებ

№19  offline წევრი რუსანა

სტუმარი ნანა
საოცრად წერთ უნიჭიერესი ადამიანი ხართ, გთხოვთ ნუღარ აგვიანებთ ასე ძალიან, ნუ გვაწვალებთ, დრო ჩერხება რომ ვკითხულობ. ავივსე

არც კი ვიცი რა ვთქვაა , მადლობის გარდა ????

სესილი
ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაოცებთ ისე კარგად წერთ. არ ვიცი რა გითხრათ ერთი დიდი სიამოვნებაა ამის კითხვა და არ მესმის იმ ადამიანების ვინც სასვენ ნიშნებს გითვლით. მართალია არის მარლთწერასთან დაკავშირებული შეცდომები, მაგრამ არანაირად არ მიშლის ხელს აზრის გამოტანასა და კითხვით სიამოვნების მიღებაში. რედაქტირების ტექსტი ხომ არაა სასვენი ნიშნები რომ ითვალოთ. რაც შეეხება: შინაარსი, სტილი, გადმოცემა… საუცხოო გაქვთ, ასე განაგრძეთ და გახსოვდეთ, რომ აქ ერთგული მკითხველი მთელი გულით გელით❤️❤️ წარმატებები❤️????????

მოტივაცია ხართ ????????

ნანუნა
ვაუ,ეს რა იყო.უგულო ნუ იქნები და ნუ გვალოდინებ.❤️❤️

უგულო არ მინდა ვიყო
მაგრამ ხან დრო ისე გამირბის ვერ ვეწევი ???? მადლობაა თქვენ

სტუმარი maco maco
როგორი დილა გათენდება ნეტა…. რა გადააგორებს დღეებს.. აუ იცი რა მიყვარს მერე რომ ვფიქრობ “შენ გმირებზე” აი ასე უცებ გამახსენდეს და ვიფიქრო

დიდი მადლობა ????????

Tatutatu
მეც მეფიქრება როგორი დილა გათენდება ნეტა ამათთვისს)) ნუცასგან ასე მგონია სითბოს და გულრწფელ ზრუნვას თუ დაინახავს ირაკლი დალაგდებიან, და ასევე ანალოგიურად ირაკლისგან ნუცა…ირაკლი ისე დაათრო ცხოვრებისეულად ამ გოგომ მგონი აღარც გაშვებ ენდომება.. ეგ კიარა მართლა ცოლად გაიფორმოს მგონი : დდ ბავშვები მივაძინო საღამოს მეორეჯერ უნდა წავიკითხო ტკბილად

ტკბილი ძილი შენს ბავშვიკუნას და მადლობა იმ სიმშვიდის წუთებს ამ
ისტოორისთვის რომ თმობ ????????

სტუმარი მარიკა
ძალიან დიდო მადლობა ყველაფრისთვის. ისე კარგად ზუსტად გადმოეცით. ყველაფერი. თან ისე ეროტიკა და თან არაფწრი უხამსი.
ნამდვილი მართალი გრძნობები. იმდენად მინდა რომ ირაკლის უგონოდ შეუყვარფეა. ძალიან დიდი იმედები მაქვს ამ წყვილზე

ღმერთო პირველად გადამიხადეს მადლობა , რა საოცარი ვინმე ხართ ????

ნია
ძალიან კარგი გოგო ხარ მიკვირს ამ ხალხის რატო გვთხოვენ გრამატიკულად წერას ეს ხომ არ არის მწერლის ნაწარმოები წერს ნიჭიერი გოგონა ჩვენ სასიამოვნოდ ვისაც გინდათ წიგნები კლასიკა კრიტიკოსები მიერ ათასჯერ შემოწმებული ნაწარმოებები ვინ გიშლით წაიკითხეთ თუ აქამდე არ წაიკითხავთ ეს ადამიანი წერს მხოლოდ იმ ხალხისთვის ვისაც რეალური ცხოვრება ყელში გვაქვს ამოსული მსიამოვნებს როცა ასეთი გაჭირვებული გოგო ძლიერი ქალი გახდება ისწავლის განვითარდება და დარწმუნებული ვარ დიდი სიყვარულით სავსე ოჯახი ექნებათ მე პირადად ასეთი არა რეალური ამბები მომწონს როცა ყველაფერი კარგად მთავრდება აბა ცხოვრებაში ისედაც კარგად ვხედავთ რაც ხდება განტვირთვა გვინდა მადლობა რუსკა კარგი გოგო ხარ ოღონდ ძალიან ნუ დაგვიგვიანებ

მესმის ამ ხალხის , როცა ესე საჯაროდ წერ სასვენი ნიშნები მაინც უნდა დასვა სწორად , მესმის მართლებიც არიან მაგრამ , დიდად არ გამოვირჩევი გრამატიკის ცოდნით და ჩანს კიდეც და ბოდიშს ვუხდი ყველას შექმნილი უხერხულობისთვის ????????

აი თქვენ კი მადლობა , მადლობა და მადლობა რომ ჩემი მკითხველი ხართ და მიუხედავად ასე აშკარა შეცდომებისა მოტივაციას მაძლევთ ????????

№20  offline წევრი Daldoni Daldoni

როგორც ყოველთვის ძალიან ძალიან კარგია ,საინტერესოდ განვითარდა მოვლენები და უფრო საინტერესოა შემდგომში შა ვთეთრი გრძნობების ომი როდემდე იქნება...

№21  offline წევრი რუსანა

Daldoni Daldoni
როგორც ყოველთვის ძალიან ძალიან კარგია ,საინტერესოდ განვითარდა მოვლენები და უფრო საინტერესოა შემდგომში შა ვთეთრი გრძნობების ომი როდემდე იქნება...

???????????? მადლობა

№22 სტუმარი სტუმარი ანნა

ძაალიან ზუსტი, იმდენად რომ როვკითხულობ მგონია მათთან ერთად ვარ

№23 სტუმარი სტუმარი თეო

ისტორიის ასე განვითარება ძალიან საინტერესოა და უფრო გითრევს ,აი რომ არ გინდა დასრულდეს და უცებ ისეთ ადგილას წყდებააა, ერთი სული მაქ როდის დაიდება მომდევნო თავი, მადლობა ამ სიამოვნებისთვის და გელოდებით❤️❤️❤️

№24  offline წევრი Lizard84

რამდენ ხანს ველოდი, აი ძაან კარგი იყო, ისე გამიხარდა ამ სიახლის ხილვა. ჩემი აზრით ყველაფერი პირიქით იქნება ნუცასთან. უყვარს, თან როგორ, მაგრამ ვერ აანალიზებს...გთხოვ მალე დადე ხოლმე ????????

№25 სტუმარი სტუმარი Wero

ასე საოცრად წერს და გადმოცემ
ამბავს და როგორ შეგიძლია გადაიკარგოო?
ვერ ვძლებ მე
უშენოდ. გთხოც აი გევედრები მალე
დადო.

№26 სტუმარი სტუმარი ნინა

სასწაულებიც ხდება, იქნებ მალევე დადოთ ახალი თავი და გაგვახაროთ, თან აღდგომა მოდის. იქნებ მოხდეს სასწაული, გელ9დებით გთხოოვთ

№27 სტუმარი indira m

ყცელა დღე შემოვდიოდი საიტზე და ვამოწმებდი სიახლეებს, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამახარა ახალმა თავმა , გამოცდიდან გამოსულს, გადაღლილს განტვირთვასავით მექცა, დადებითი ემოციებით დამტვირთა და მომწყვიტა რეალურ სამყაროს. ძაან კარგი თავია , აშკარად ღირდა ლოდინად , დასასრული ხომ ბომბა და იმდენად მომინდა კიდევ და კიდევ გაგრძელებულიყო , არ მინდოდა დასრულებულიყო თავი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი თავებით გვანებივრებთ. ძაან მომეწონა ამ თავში ის ფაქტი, რომ უკვე ნუცა იწყებს ირაკლის დანახვას , მისი ფერების . ერთი სული მაქვს უფრო დახვეწილი და ძლიერი , თვითგანვითარებული ნუცა ვიხილო , ირაკლის გვერდში დგომის დამსახურებით .

№28 სტუმარი ნია

გთხოვთ მალე გამოჩნდით საოცარი ისტორიაა

№29 სტუმარი სტუმარი ხათუნა

საოცრად კარგად იცნობთ მამაკაცს, ასევე კარგად გადმოცემთ მის გრძნობებს, მე ვგულისხმობ არასტანდარტულ და არაბანალურ ურთიერთობას ირაკლის მსგავს სიგმა მამაკაცსა და ნუცას მსგავს სისპეტაკეს შორის. ნუცამ ირაკლის ბუნებაში მიძინებული ადამიანობა გამოაღვიძა. ბედნიერების და გულწრფელობის ციცინათელები დაჰყავს ნუცას და ვისაც კი ეკონტაქტება - ყველას თითო ცალს ჩუქნის. ამიტომ ყველაში ემპათიას და მოწონებას იმსახურებს. მადლობა ავტორს ასეთი პერსონაჟის გამოძერწვისთვის. ლოდინი ღირდა ამ თავის წასაკითხად! არ გსაყვედურობთ ლოდინისთვის.ძლიერი პერსონაჟი მამაკაცები თქვენი წერის ძლიერი მხარეა. დაჩის სიყვარულიც მომწონს. კახა დედის ჩმორიკი იყო და დარჩა ასეთად. კიკიც მომწონს, მაგარი ქალია,თან უბოროტო, იცის თავისი ადგილი. უბოროტო ჭკვიანი ქალია. იმედი მაქვს ლიკუნა წამოდგება და გაივლის. . . მოკლედ, ჩემი პაკლონი- თქვენ. ????????????

№30  offline წევრი რუსანა

Lizard84
რამდენ ხანს ველოდი, აი ძაან კარგი იყო, ისე გამიხარდა ამ სიახლის ხილვა. ჩემი აზრით ყველაფერი პირიქით იქნება ნუცასთან. უყვარს, თან როგორ, მაგრამ ვერ აანალიზებს...გთხოვ მალე დადე ხოლმე ????????

ვეცდები იმედები არ გაგიცრუოო ????????

სტუმარი Wero
ასე საოცრად წერს და გადმოცემ
ამბავს და როგორ შეგიძლია გადაიკარგოო?
ვერ ვძლებ მე
უშენოდ. გთხოც აი გევედრები მალე
დადო.

აი
ესეთი
კომენტარების მერე , ადამიანები რომლებიც ასე მელოდებიან ???? სიკვდილი მინდა იმისთვის რომ ხან ვერ ვწერ და ვერ ვდებ ???? მაპატიე რა ????

სტუმარი ნინა
სასწაულებიც ხდება, იქნებ მალევე დადოთ ახალი თავი და გაგვახაროთ, თან აღდგომა მოდის. იქნებ მოხდეს სასწაული, გელ9დებით გთხოოვთ

ცოტა მრცხვენიაა
???? არ ვიმსახურებ თქვენს ასეთ ყურადღებას ???? ჰპირდებით სააღდგომოთ იმედს არ გაგიცრუვებთ.

indira m
ყცელა დღე შემოვდიოდი საიტზე და ვამოწმებდი სიახლეებს, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამახარა ახალმა თავმა , გამოცდიდან გამოსულს, გადაღლილს განტვირთვასავით მექცა, დადებითი ემოციებით დამტვირთა და მომწყვიტა რეალურ სამყაროს. ძაან კარგი თავია , აშკარად ღირდა ლოდინად , დასასრული ხომ ბომბა და იმდენად მომინდა კიდევ და კიდევ გაგრძელებულიყო , არ მინდოდა დასრულებულიყო თავი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი თავებით გვანებივრებთ. ძაან მომეწონა ამ თავში ის ფაქტი, რომ უკვე ნუცა იწყებს ირაკლის დანახვას , მისი ფერების . ერთი სული მაქვს უფრო დახვეწილი და ძლიერი , თვითგანვითარებული ნუცა ვიხილო , ირაკლის გვერდში დგომის დამსახურებით .

წარმატებები შენ და ძალიან დიდი მადლობა რომ აქ ხარ და შენს აზრს მიზიარებ ???? გისურვებ იმ რთული პერუოდის გადალახვას რასაც სტუდენტოპა
ქვიაა სულ ღიმილით ????????????

სტუმარი ხათუნა
საოცრად კარგად იცნობთ მამაკაცს, ასევე კარგად გადმოცემთ მის გრძნობებს, მე ვგულისხმობ არასტანდარტულ და არაბანალურ ურთიერთობას ირაკლის მსგავს სიგმა მამაკაცსა და ნუცას მსგავს სისპეტაკეს შორის. ნუცამ ირაკლის ბუნებაში მიძინებული ადამიანობა გამოაღვიძა. ბედნიერების და გულწრფელობის ციცინათელები დაჰყავს ნუცას და ვისაც კი ეკონტაქტება - ყველას თითო ცალს ჩუქნის. ამიტომ ყველაში ემპათიას და მოწონებას იმსახურებს. მადლობა ავტორს ასეთი პერსონაჟის გამოძერწვისთვის. ლოდინი ღირდა ამ თავის წასაკითხად! არ გსაყვედურობთ ლოდინისთვის.ძლიერი პერსონაჟი მამაკაცები თქვენი წერის ძლიერი მხარეა. დაჩის სიყვარულიც მომწონს. კახა დედის ჩმორიკი იყო და დარჩა ასეთად. კიკიც მომწონს, მაგარი ქალია,თან უბოროტო, იცის თავისი ადგილი. უბოროტო ჭკვიანი ქალია. იმედი მაქვს ლიკუნა წამოდგება და გაივლის. . . მოკლედ, ჩემი პაკლონი- თქვენ. ????????????

მადლობა , პირველი ხართ ვინც კომპლიმეტად მითხრა რომ მამაკაცებს ვიცნობ კარგად . არადა ქალი ვარ , მაგრამ
დღემდე მამაკაცის გრძონებების წერა მიადვილდება . მისაყვედურეს რომ ნყცას გრძნობებს საკმარისად კარგად ვერ ვწერ. თქვენ ახდენთ სქესობრივ განსხვავებას? დიდი მადლობა ???? ჩემი განვითარებისთვის ბევრს ნიშნავს თქვენი კომენტარი და მადლობა რომ აქ ხართ ❤️ ჩემთან ❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent