შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ფანჯრიდან (სრულად)


8-05-2024, 18:48
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 27 012

შენი ფანჯრიდან


ნაწილი პირველი

„მე გავივლი წვიმას და თოვლს
და ვიცი, რომ გამიღებ კარს“

თბილისი.

*
დახურულ ფანჯრებს მკრთალად ეცემოდა ამომავალი მზის სხივი.
იმდენად მკრთალად, გაწყვეტას ლამობსო თითქოს ცარიელი ქუჩების გასათბობად მომზადებული.
ცხრის ოცდარვა წუთს უჩვენებდა კედელზე ჩამოკიდებული ვინტაჟური სტილის საათი.
ამოდიოდა მზე განაცრისფერებულ ქალაქში.
ამოდიოდა, როგორც მფარველი, როგორც გამომააშკარავებელი წინა ღამის დანაშაულების.

ტყვიების წვიმას ჰგავდა დილაუთენია ატეხილი კაკუნი ხის კარზე.
არ გაჩერდა მანამ, სანამ ჭრიალით არ გაიღო კარი.
დაძაბული სახით იდგა დიტო ჩხაიძის ბავშვობის მეგობარი, ნოდო დოლიძე, სადარბაზოში.

- ფარჯიანი მოუკლავთ, საშკა, - ადგილს ვერ პოულობდა სახლში შეჭრილი. - გუშინ ღამე, ხუთი ტყვიით, ხუთივე გულში.
- რაო? - საჩხუბრად მომზადებულს დაეკარგა ფერი სახეზე.
- დადვაძეების სასიძო, ვაჩე ფარჯიანის ძმა, - თავის თავს შეახსენაო თითქოს მოკლულის სტატუსი, გააქნია თავი სიმწრით. - სოფასთან ერთად ყოფილა, წარმოგიდგენია?
- სოფა? - გაშრა კარში ჩახერგილი დიტო. - კარგადაა, ხო? ხო კარგადაა, ნოდო?!
- ცოცხალია, - შვებას ჰგავდა ერთადერთი სიტყვა.
- ვინ, ბიჭო? - მხოლოდ ახლა გაიაზრაო თითქოს ყველა სიტყვა ადგილზე გახევებულმა ჩხაიძემ. - გოგოსთან ერთად... ასე როგორ, ბიჭო! სად წაიკითხეს, სად დაინახეს... - ვერ პოულობდა ადგილს მოსვენებადაკარგული. სოფას განიცდიდა უფრო, ვიდრე დანარჩენ სხვას.
- დგვარელს ადებენ ხელს, - მიიწევდა ოთახის სიღრმისკენ. მიჰყვებოდა ფეხდაფეხ წუთის წინ გაღვიძებული და ჯერ ვერ გამოფხიზლებული დიტო.
- ონისე დგვარელს? - აღმოხდა გაკვირვებით. - შანსი არ არის!
- ხო.
- მიზეზი?
- გუშინ ღამით დაუნახავთ ერთად ვერაზე, ფარჯიანების სახლთან.
- დგვარელი და ფარჯიანი ერთად? - ჩაეცინა და გააქნია თავი დაუჯერებელად. - ეშმაკის გამოცხადებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე ონისეს და საშკას შეხვედრას... არა, ვერა.
- სასიამოვნო დიალოგი რომ არ ექნებოდათ მაგ ორს, ხომ იცი.
- მე კი არა, მთელმა თბილისმა იცის, - გაეცინა კვლავ.
- დაკითხვაზე ჰყავთო, დილიდან.
- რას ფიქრობ, შენ? - დაძაბულმა ამოხედა და ხმაურით დაეხეთქა სავარძელზე, დოლიძის პირისპირ.
- აქამდე თუ არ მოუკლავს მოსაკლავი... არა მგონია, - ჩაილაპარაკა მრავალმნიშვნელოვნად. მოუსვენრად ათამაშებდა ფეხს დივანზე გადაწოლილი.
- ვითომ? - გაეპარა ხმაში ეჭვის მარცვალი დიტოს. - მოაკვლევინა თავი, იქნებ. ფარჯიანია, გაგიკვირდება? გააგიჟებდა. ეტყოდა რამე ისეთს... იმაზე. ის უხსენა, იქნებ? ხო იცი, ის გოგო რომ ეხსენებინა, გადაეკეტებოდა დგვარელს.
- არაფერია გამორიცხული, ფარჯიანისგან მითუმეტეს, მაგრამ დგვარელი ეგ კაცი არ არის, ქალთან, მითუმეტეს საცოლესთან ერთად მოეკლა... ეგრე სასტიკად, ბიჭო? ხუთი ტყვიით, დიტო? გამოცდილ მკვლელს გაუჭირდება, დგვარელს კი არა!
- სერიოზული ამბავი იქნება დადვაძეებში, - მზერა დაეძაბა ჩხაიძეს.
- სასიძო მოუკლეს... შვილის თვალწინ. არ ჩაივლის ეგ ამბავი მშვიდობით, - გააქნია თავი დანანებით.
- ფარჯიანები?
- ვერ ამაგრებენ მის ძმას. დგვარელს დაადგა სახლში, მთელს მთაწმინდას ესმოდა მისი ღრიალი. არ იცი, რა ავადმყოფია ვაჩე ფარჯიანი?
- არაკაცს რომ ზრდიდა, მიეხედა მაშინ, - გაუმკაცრდა ხმა დიტოს და გაუქრა თვალებიდან პირვანდელი შეცოდების ნაპერწკალიც.
- სასიკვდილოდ არაკაციც ცოდოა, დიტო! ის ავადმყოფიც, მათ შორის, - გაუსწორა დაძაბული მზერა მეგობარს. - წარმოიდგინე, სახლთან, რამდენიმე მეტრის დაშორებით, გულში ხუთი ტყვიით გიტოვებენ ძმას... დასახიჩრებულს... მკვდარს. გესმის, შენ, ეს?
- რა ვერ მოინელე ერთი ჩალურჯებული თვალი, შენ კიდე! - ხმით გაეცინა დიტოს. გაუხსენა წლების წინანდელი შემთხვევა, ფარჯიანის და დოლიძის ძმაკაცობას რომ დაუსვა წერტილი სამუდამოდ.
- არასწორ ხელს არავისგან, არასდროს, ხო, გაიგე?! - აყვირდა ნოდო.
- კაი, კაი, ნუ ღრიალებ ერთი, ნუ დამიბინძურე ევროპული აურა! ფრანგული არომატიზატორები იმიტომ არ გამისხამს გუშინ ღამე, შენ რომ მოთრეულიყავი დილაუთენია და გაგეჯეგა შენი სოლოლაკური გოგირდის სუნებით!
- შე საწყალო!
- კაი, გავანიავებ მერე, მოგიტევებ ამ ერთხელ, აღელვებული ხარ... შენ ის მითხარი, უყვარდა კი ეგ საშკა სოფას? - ამრეზით აეპრიხა ტუჩის კუთხეები.
- მე რა ვიცი, ბიჭო, უყვარდა, ალბათ, - აუქნია ხელი მობეზრებულმა. - გულს კი არ მიშლის ყოველ საღამოს, ინგლისურ ჩაისთან ერთად.
- ეჰ, კი გინდოდა, მაგრამ... - ჩუმი ფხუკუნი გაეპარა ყავის აპარატისკენ წასულ ჩხაიძეს.
- დაგაკლავ, დიტო ჩხაიძე! რამდენჯერ გითხარი, ნუ მახსენებ-მეთქი!
- ჰო, კაი, კაი, ნუ აუშვი დამწვრის სუნი! ვის არ ყვარებია ბავშვობაში ცალმხრივად, რა მოხდა მერე, კი არ დაგცინი და რამე...
- აბა, რა ჯანდაბას აკეთებ! - დაექაჩა თვალები ნოდოს.
- გეკაიფები, რა... ჰო, კაი, ნოდიკო, ნუ მიყურებ ეგრე, ხო იცი, მზარავს დილაუთენია თუთაშხიას თვალები... არა, ნუ, არ შემიძლია. მუშნი ხო არ ვარ, ბიჭო, ზარანდია, რანაირად მიყურებ! ძმაკაცი ვარ შენი, შენი დარდის გამზიარებელი! დააგდე დანა, ნოდარ! ვიკივლებ, იცოდე!
- იმ დღეს რა ვუთხარი, შენ რომ მომიჯექი გვერდით, პირველ კლასში! - ამოიოხრა ჩხაიძის სპექტაკლით გულშეღონებულმა. - მეუბნებოდა დედაჩემი, შეგიყვან ჩემთან სკოლაშიო, ეს საჯარო რა შენი საქმეაო... უარესის ღირსი ვარ. დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს, ან დიტო ჩხაიძე მთელი ცხოვრებაო, მაფრთხილებდა ბაბუაჩემიც!
- დააშოშმინე სოლოლაკური იუმორი, ნოდიკო, რაღაც არ გიხდება, არ არის შენი, რა. შენ უფრო სევდა, ტარიელივით, მდინარესთან მოთქმა, კაცი კაცსა შემოვტყორცნე და რამე. თან იცოდა მარინა დეიდამ კერძოში რომ დაგაბულინგებდნენ და დაგაგდო ჭავჭავაძეზე, შე უბადრუკო, ჩემს იმედად, ჩემს კალთას ამოფარებული.
- ფუ! ფუ! - დაემანჭა სახე ნოდოს. - აღარ გააგრძელო, ინტოქსიკაციას მმართებ!
- კაი, გავიცინეთ, გვეყო.
- მეც მაგარ ვინმესთან მოვედი, ვერაფერს იტყვი, წლის საუკეთესო არჩევანია! ყოჩაღ, დოლიძე ნოდო, მეტი აღარ ქნა, ოღონდ! - წავიდა სამზარეულოსკენ ჩხუბ-ჩხუბით.
- მე იმ რეალობის არ მჯერა, სოფა დადვაძეს, ფარჯიანი საშკა რომ შეუყვარდა, - უჩვეულოდ დასერიოზულებული ამოუდგა გვერდით დოლიძეს.
- ვითომ, რატომ? - გაეცინა მის გაჯიუტებულ ტონზე კაცს.
- კაი, რა... მთელი ცხოვრებაა ვიცნობ სოფას, ზედმეტად ბიჭის მზერას არ იკარებდა ოცდაოთხი წელი, უცებ ფარჯიანი შეუყვარდა? სა-შკა ფარჯიანი? ფარული კამერაა?
- რას გადაეკიდე?!
- ეგ რა შესაყვარებელი კაცია, თუ ღმერთი გწამს! - მოუსვენრად დადიოდა წრეზე.
- ეგრე უცებ უყვარდებათ, ზოგადად, ადამიანებს, დიტო, - აუჩეჩა კიდევ უფრო თმა. სამზარეულოს დახლს დაეყრდნო ხელებით. მოაგონდა სოფა, მისი კლასელი. მისი ბავშვობა. კერძოს რომ ამჯობინა საჯარო, მთავარი მიზეზი ამის. მართლაც, რა სოფა დადვაძის შესაყვარებელი კაცი იყოო, საშკა ფარჯიანი, გაიფიქრა წამიერად.
- უცებ შეყვარებული, უცებვე გადაგიყვარდება, - არ ისვენებდა ჩხაიძე.
- უცებ შეყვარებული თუ უცებ გადაგიყვარდება, აგრევია მაშინ გრძნობები და არც იმ "უცებ" გყვარებია, დიტო, - ჩაუკრა თვალი მკრთალი ღიმილით. - მიდი, ახლა, ყავა გამიკეთე, ნუ მჭევრმეტყველებ ამ დილაუთენია, ნუ დამახვიე თავბრუ!
- მჭევრ... მჭ... რას შვრები?
- ო, მიდი, რა!
- გამომივიდა ესეც ფილოსიყვარულოლოგი! ნეტა შენ რა იცი ან ერთი, ან მეორე! - ჩაიფრუტუნა გაღიზიანებულმა. მიაჭირა თითი ყავის აპარატს მაინც.
- ვინ, ბიჭო? მე? მე რა ვიცი?
- ქუჩაში მდედრი ძაღლიც მეორე მხარეს გადადის, ისეთი სახით მოძრაობ, ნოდარ, შე თუთაშხია! იმ დღეს, დალი მოდიოდა ჩხეიძე, ჩვენი ქიმიის მასწავლებელი, მუსიკას რომ გვასწავლიდა მეორე კლასში, ხო გახსოვს, დაფასთან რომ გვამღერებდა ხოლმე იტალიურებს, შენ საშემოდგომო რომ გამოგაყოლა, ეგ დალი, რა. ხოდა რას მეუბნება, არ იცი? ჩემი შვილიშვილი მყავდა გაკვეთილზე, დაფასთან რომ გამოვიყვანეო დოლიძე, ჰოდა ისეთი სახით მღეროდაო, ტირილი დაუწყია მის ოთხი წლის შვილიშვილს, ასე უთქვამს მერე, შევჭამ იმ სუპს, ოღონდ არ წამიყვანოსო ამ კაცმა, - ხმით იცინოდა გამწვანებული დიტო.
- ყავის აპარატიდან სანამ ჩამოიწურები ბრაზილიიდან ჩამოტანილ ყავის მარცვლებთან ერთად, დააპაუზე, დიტო, სანამ დრო გაქვს, - ჩაუკრა თვალი გამაფრთხილებლად. არადა ახსოვდა ის გოგოც, ტირილით რომ დააქცია მთელი სკოლა, მაგრამ ამ მომენტში არც დალი ჩხეიძე ადარდებდა და არც მისი ატირებული შვილიშვილი, სუპი რომ შეაყვარა, თურმე.
- გახსენი ხოლმე წარბები, ნოდო! არა, ვიცით, ბატონო, შენი დიდი ბაბუა მეორე მსოფლიო ომში ფაშისტებისგან კატლეტებს რომ ამზადებდა, მაგრამ... დაგვინდე, ჩვენც ხო ადამინები ვართ, რა გჭირს?
- გადაგხსნი ძვლებში და მიგაყოლებ ფარჯიანს! - აუქნია ხელი გამაფრთხილებლად. - ნუ მიფრთხობ დილის ანგელოზებს შენი ოცთეთრიანი იუმორით.
- იმედია არ გვისმენს ვინმე... თორე მიუჯდები დგვარელს. იმას კი გამოუშვებენ, შენ ვინ გიშველის, შე ცოდო! - ქირქილებდა დიტო.
- აი, ასეთ მდაბიო იუმორს ცირკშიც აღარ კადრულობენ, შენ როდის უნდა დაიხვეწო?
- შენ ხო კადრულობდი „ში“ არა და „თან!“ - ხმით ფხუკუნებდა გამხიარულებული.
- და-გა-მი-წებ! ცოტახანში. დამაცადე, დავლიო ყავა!
- კაი, სერიოზულად... ნოდო.
- რა გინდა? - ამოხედა გაღიზიანებულმა.
- ვისი მოკლულია?
- მე რა ვიცი, ბიჭო, იქ ვიყავი?
- არ გამოვიდა ხმა? საერთოდ? - დაეძაბა სახე. არაკაციც ცოდო იყო, ალბათ, მოსაკლავადო, დაეთანხმა მაინც.
- მაქედან გამოსული ხმა და სწორი, გაგიგია? ტყუილად აიყვანეს, ალბათ, ისიც.
- წლებია მტრობენ, რეალური ეჭვმიტანილია, რატომაც არა.
- წლების მტერს, წლების წინ მოკლავდა-მეთქი, დიტო, - ჰგავდა გადაჭრით ნათქვამს.
- დარწმუნებით ვერ იტყვი, მაინც. სხვა ამბავი იქნება მანდ, - გააქნია თავი ჩხაიძემ და მოსვა ცხელი სითხე ფანჯარასთან მდგომმა.
განსაკუთრებული სიფრთხილით ეცემოდნენ ხასხასა ფოთლები ხიდან.
დაუკარგა სიმშვიდე ახალმა ამბავმა.
- სერიოზული ამბები გველის... - ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის ნოდომ. გრძნობდა, არ ჩაივლიდა მარტივად. დგვარელების გარევა უკვე ნიშნავდა ჩასაქრობად მომზადებულ ცეცხლზე ნავთის დასხმას.
- რა მასშტაბზე გავდივართ? მერვე კლასში ოთხი სკოლა რომ წავედით სტადიონზე "სალაპარაკოდ", ვერ ვეტეოდით და მონაცვლეობით ვიმუქრებოდით, ეგეთზე?
- უარესზე, დიტო, უარესზე, - გაეცინა გახსენებაზე. - მაგ დღეს ვეკუა არ გაილახა?
- ხო, ჭელიძეში აერიათ და თავისი სკოლელი სცემეს. იმდენი ვიყავით, სულერთი არ იყო?!
- რთულია მძიმე წარსულის თრევა, დიტო! მე ხო არ მიცემია არავინ? - ამოიოხრა სამარცხვინო მოგონების გახსენებაზე.
- არა, ნოდო, შენ გცემეს.
- კაი, საკმარისია! - ჩაადუმა დასაწყისშივე დასაცინად მომზადებული. - ჩაიცვი, გავიდეთ დადვაძეებში.
- ყბა უნდა აუკრა შენ, თუ სად მიმარბენინებ? გათენდეს ჯერ! - გადასცდა ყავა დოლიძეს, აუვარდა ხველა დიტოს სიტყვებზე.
- დაგამიწებ, ჩხაიძე! რატო გაქვს დამპალი ენა, ბიჭო? დადვაძეებში-მეთქი, ფარჯიანთან როდის დაგპატიჟე?! - ამოაყოლა ხველას ღმუილით.
- კაი, ნუ დამეხრჩვი, ვიხუმრე... რამდენი ძალადობაა? დაგიჭერენ, შვილო. მოსწიე, აბა, შუბლი, ნუ ჩამაკვდი ამ უმკვდრო სახლში!
- ნუ ხუმრობ! ნუ მაგონებ! ამაზრზენო!
- რატო, სენსიტიური ყურები გაქვს?
- ადამიანი არ ხარ, ბიჭო?! - ყვიროდა ნოდო.
- კიბორგი შენ ხარ, თუ კაია!
- ღმერთო, მომეცი გაძლება, რა იქნება?
- მე მთხოვე, ეგ, მე!
- გუშინ საღამოს მოკლეს ადამიანი, ჩვენი უახლოესის საქმრო, შენ რა გაცინებს, ბიჭო? რატო მიჩენ ეჭვებს? ჰა, დიტო? მართლა გეძინა გუშინ? - გაეხუმრა მაინც.
- თუ რამე მწუხარებაა ჩემთან, ისიც სოფას გამო, - გაუმკაცრდა ხმა დიტოს. - სოფას რომ ეტკინებოდა, მხოლოდ ამიტომ, ნოდო, თორემ, მე თუ მკითხავ, არც იმ სტატუსით უნდა სტკენოდა ჩვენს სოფას, რომლითაც სტკივა ახლა... საცოლე. - ზიზღით გაუსვა ხაზი ბოლო სიტყვას. - ჩვენ ვიცით მხოლოდ, რა და როგორ იყო დგვარელთან, და მაინც, არაფერი გავაკეთეთ სოფასთან. ჩვენ არა, მაგრამ ღმერთს გაუკეთებია, ხომ ხედავ. - დაეჭიმა სხეული ნოდოს. დააპატარავა სიტყვების სიმწარემ, უფრო მეტად სიმართლემ. გააქნია თავი დანანებით.
- მიზეზი აქვს ყველაფერს, ხომ იცი, ესეც... - არ აშორებდა მზერას ერთ წერტილს. ხვდებოდა, იცოდა, რწმუნდებოდა თავისი სიტყვების უსუსურობაში, რომელსაც ჰქონდა თავისი მიზეზი, მაგრამ ნაკლებად - გამართლება.
- აქვს... ყველაფერს აქვს. ფარჯიანის მკვლელობასაც ექნება, დამიჯერე, - ჩაილაპარაკა ცივად. არ გაუღია ხმა თავჩაქინდრულ ნოდოს.
- ვერცერთ რეალობაში ვერ წარმოვიდგენდიო, ხო?.. მე ვერცერთ კოშმარში, დიტო, - დაარღვია მსუბუქად ჩამოწოლილი სიჩუმე ბოლოს დოლიძის სასოწარკვეთილმა ხმამ.
- რას?
- სოფას ფარჯიანი საშკა რომ შეუყვარდებოდა, - ჩაუდგა სევდა და კიდევ ერთხელ გააქნია თავი დანანებით. - უნდა გვეთქვა, ალბათ, მართალი ხარ... დუმილი რომ ავირჩიე, იმ წამიდან ვიცი, რომ არაფერი მამართლებს სოფასთან, ხომ ხვდები, არა? დუმილი რომ არ ამერჩია, შენც ხომ იცი, რაც მოხდებოდა.
- ვიცი, ნოდო, ვიცი. მაგ ცოდვაში ვარ მეც, მანდ ვიყავი მეც, მარტო შენ კი არა, - ჩაეცინა ირონიულად. დასცინა საკუთარ თავს. - ყველაფერს აქვს მიზეზი... არ იყო ჩვენი სათქმელი. იმას უნდა ეთქვა, ვისაც ეკუთვნოდა და ეტყოდა კიდეც.
- ჩაიცვი, მიდი. - აარიდა თავი იმ სიმართლეს, რომელშიც მტყუანი ერქვა.
- მაცადე, ხო! - ფრატუნით გავიდა საძინებელში. - ბიჭო, ნოდო?
- რა გინდა?
- როგორი "ლუქით" წარვსდგე? ცოტა მოსევდიანო, „წიომნად“ საპანაშვიდო თუ გამოდით, ყველას დაგიკლავთ მუშტზე?
- რისი თავიც არ გაქვს, იმით - არა, ყოველ შემთხვევაში, - დასცინა ბოლო წინადადებაზე.
- ვისა, ბიჭო? - იმუქრებოდა მეორე ოთახიდან. - ნახევარი საბურთალო მუშტზე მყავს დაკლული!
- მეორე ნახევარს შენ, ხო?!
- მხოლოდ შენიანი თუ გიღალატებს, ასეა ეს!
- ჩაიცვი, დროზე!
- ჩაცმას არ უყვარს აჩქარება, ნოდარ. ცოტა პეწიანი რომ იყო, გეცოდინებოდა შენც. - ქაქანებდა დიტო.
დატოვა უპასუხოდ. გააქნია თავი საფეთქლების ზელვით დოლიძემ. ყველა ფიქრი მოაწყდა ერთად.
- ქეთუთა გზაშიაო, მოფრინავს. - გასძახა სამზარეულოდან ბოლოს, აღარასდროს რომ არ გამოჩნდა ჩხაიძე.

გაიხედა დახურული ფანჯრიდან.
ჯერ კიდევ სუსტად აჩნდა დაორთქლილ მინას მზის სუსტი სხივი.
გაქრობას ლამობსო თითქოს, გაეფიქრა დამძიმებულს.

- ახ! რაები ხდება ამ დილაუთენია? ერთი დავიძინე და დაინგრა ქალაქი. აღარ უნდა დავლიო ის ძილის წამალი, - ისმოდა დიტო ჩხაიძის სასოწარკვეთილი გმინვა საძინებლიდან. ვერ აერჩია შესაფერი ტანსაცმელი. - ქეთუთა დადვაძე, იგივე ქართული დიასპორის სულისჩამდგმელი ბრიტანეთში, ჩამოდის და მე არაფერი ვიცი, საოცარი, პირდაპირ!
- გამოხვალ თუ გამოგიტანო?
- მოვდივარ, ხო. შავი პულოვერი უნივერსალურია, დაიმახსოვრე, გოიმო.
- კაი, შავ პულოვერს ჩავიცვამ, რომ მიუწვები გვერდით ფარჯიანს!
- ნუ იწყევლები ჩემს ახალ გარემონტებულ სახლში-მეთქი, რამდენჯერ გავიმეორო? სულ გიშრები მაქვს ჩაკირული კედლებში. რა გინდა, დამირღვიო გინდა ძლივს შეკოწიწებული უშფოთველობა?
- გამოეტიე, მოვიდა გასვენება! - ბოლთას სცემდა სამზარეულოში ნოდო.
- მომისმინე შენ ერთი... რას ფიქრობ, გამოუშვებენ დგვარელს? - დაიბრუნა საქმიანი ტონი.
- დგვარელის ადვოკატი ვარ, სახელმწიფო მოხელე თუ შერლოკ ჰოლმსი?
- მართალია, შენ არავინ ხარ, ისტორია ეს მე ვარ!
- ნუ მესმის შენი ხმა, დიტო ჩხაიძე!
- მორჩა, მზად ვარ! ჰა, ხო ვარ უნივერსალურად მოზიარე მწუხარებისა, მე ვარ ყველაზე ძლიერი, ვისაც უნდა გამოვიდეს ნაზავი? - დატრიალდა თეთრ მაისურში, შავ პოლოვერსა და ამავე ფერის შარვალში გამოწყობილი. - როცა დომინირებს შავი, თეთრი უნდა შემოვიდეს მკრთალად თუ გინდა, რომ დატოვო "ვისაც უნდა გამოვიდეს" შთაბეჭდილება, მაგრამ! ამ ლუქს რა ხდის საშიშს, იცი?! სათვალე! - დაიმატა შავი "რეიბანები" და თმის სწორებით გავიდა სადარბაზოში. - ხვდები, ახლა?
- აუჰ, რა მაგრად აკლია, ბიჭო... - დაუსტვინა უიმედოდ და გავიდა სწრაფი ნაბიჯებით სახლიდან.
- რაღაცას გეტყვი, ნოდო, - გადახედა დაძაბული მზერით მანქანის სარკიდან. ვერ ისვენებდა იმ წუთიდან, რაც გაიგო ახალი ამბავი. უხეშად უტრიალებდა თავში აკვიატებული აზრი.
- ნებართვა გჭირდება? მომწერე მეილზე, განვიხილავ, - გადახედა სიცილით. - კაი, ჰა, თქვი.
- ცუდს, ოღონდ.
- რაც უკვე თქვი და რაც აქამდე გითქვამს, პირველი კლასიდან დღემდე, იმაზე უარესი ვერ იქნება, მაინც, - ჩაეცინა კაცს.
- არის. მე თვითონ მაშინებს ეს აზრი, - აწრიალდა სავარძელში.
- კაი, ამირან, ვერ ჩაგიძვრები გულში, ამოთქვი, - გადახედა უჩვეულოდ დაძაბულს თვალების ტრიალით.
- გამიხარდა ფარჯიანიას ამბავი, - საკუთარმა ხმამ შეაშინა ჩხაიძე.
- ჰა? - დაამუხრუჭა მანქანა სწრაფად. - გაგიჟდი, დიტო?
- ხო. გამიხარდა.
- აფრენ? - დაიძაბა კიდევ უფრო. - ვისგან და შენგან, ეგეთ რამეს, ვერა, დიტო. არა, რა. არ გიხდება შენ, ეგ. არ ქნა, რა. არ გინდა. - გაერია მუდარისმაგვარი გაბზარულ ხმას.
- ქორწილი ჩაიშალა.
- ჰო, მერე?!
- სოფა გადარჩა, ხვდები?
- რის ფასად! - ღმუილს ჰგავდა მისი ხმა. - რის ფასად, დიტო. გადარჩენა ჰქვია მაგას? გადარჩენა იქნებოდა ჩვენი ჩარევა. გადარჩენა იქნებოდა დგვარელის ხმის ამოღება! მაგას დავარქმევდით სოფას გადარჩენას, გესმის?
- რის ფასად? - ჩაეცინა მწარედ დიტოს. - იმაზე საშინელების მაინც არ, რაც ელოდა ქორწილის მერე, დამიჯერე. ჩაშლილი ქორწილის მერე, მითუმეტეს! საკუთარი თავის მრცხვენია, ახლა. უთქმელი სიტყვები არ მაძინებს ღამე მე, ნოდო, მაგრამ ეგეთი კაცი?.. სოფას კი არა, არ იმსახურებს არავის საერთოდ. შვებაა ეგეთისთვის, რაც დაემართა, - გაუსწორა თვალი. შეაკრთო ჩხაიძის მტკიცე მზერამ ნოდო. გააქნია თავი სიმწრით. დასცხო ხელი საჭეს. შეზარა ყველაფერმა, საკუთარმა თავმა პირველად.


* * *

ყრუდ ესმოდა ერთმანეთში არეული ხმები ძილბურანში მყოფს.
ნელ-ნელა უბრუნდებოდა შეგრძნებები პარალიზებულს.
ფრთხილად გაახილა ლოდივით დამძიმებული თვალები და დახუჭა მაშინვე, უხეშმა სინათლემ რომ მოსჭრა თვალი.
სტკიოდა თავი ყველა ძვალთან ერთად.
ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო იმ რეალობაში, რომელშიც აღმოჩნდა წინა საღამოს.

- დგვარელის დაკვეთილიაო, ამბობენ. დიდიხანია უმიზნებსო საშკას მკვლელობას, - დახშულად ესმოდა წინა ოთახიდან გამომავალი ხმები.
- მკვლელობა დაუკვეთა და იქვე ჩამოდგა სანახაობის საყურებლად? კაი, რა, მამა! - მისწვდა სმენას თავისი ბიძაშვილის, დათუნა დადვაძის ხმა.
- რა მიამიტი ხარ, შვილო! გათვალა, ალბათ, წინასწარ. ეგრე უფრო არ აიღებდნენ მასზე ეჭვს. სხვა მტერი არ ჰყავდა საშკას, - გაისმა კვლავ დათუნას მამის, აკო დადვაძის ხმა.
- თქვენ თავი ფილმში ხომ არ გგონიათ? ან თქვენ რა იცით, ვინ იყო მისი რეალური მტერი?! ნორმალურად იცნობდით საერთოდ ამ საშკას? - გაღიზიანდა დათუნა. გააღიზიანა ფარჯიანების „მხარეს“ ყოფნამ უფრო.
- ძალიან ხარ აღრენილი ფარჯიანებზე, რა ხდება, დათუნა? - დაიძაბა კაცი. კუშტად გადახედა შვილს და შემდგომ ძმას, შოთა დადვაძეს, მომხდარის შემდეგ დანა პირს რომ არ უხსნიდა.
- კარგად იცი, რაც, აკო! - გაეყინა ხმა დათუნას. - თქვენი დაწყებულია ეს ფარსი!
- შენ დაფრინავ ჰაერში, დათუნა, თორემ ჩვენ იმ რეალობაში ვართ, შვილს რომ გვიკლავენ საკუთარი სახლის წინ, - გასცრა საწოლად ჩავარდნილ სოფას მამის დამძიმებულ, მოუხეშავ ტონზე. თითქოს მხოლოდ ახლა გაიაზრაო მომხდარი. აეშალა გონებაში ყველა წუთი, გუშინ მომხდარი. თვალწინ დაუდგა სისხლიანი ხელები, უსიცოცხლო სხეული... ჩაესმა საკუთარი ხმაც, როგორ ითხოვდა შველას მის მუხლებთან ჩაკეცილი. მოაგონდა დამიზნებული იარაღი და მის წინ გადამდგარი სხეულიც.
ტირილი მოუნდა ისევ, მაგრამ აღარ დარჩენოდა ცრემლის არცერთი წვეთი.
- დგვარელი პასუხს აგებს, - დაამატა ბოლოს კაცმა, რომელსაც სასტიკად მოუკლეს გასულ ღამეს სასიძო.
ვეღარ გაუბედეს შეწინააღმდეგება. ჩაიქნია ხელი დათუნამ, დასამაგრებელს რომ ჰგავდა უფრო.
მისწვდა თუ არა მის ყურთასმენას სიტყვები, გაჭირვებით აათრია საწოლიდან დამძიმებული სხეული სოფა დადვაძემ და გალასლასდა იმ ოთახისკენ, საიდანაც გამოდიოდა ხმები.
მიიქცია კარის ჩარჩოსთან მდგომმა მათი ყურადღება.
წაეშალათ შეკრებილებს სახე.
- სოფა, მა! - სწრაფი ნაბიჯებით დაფარა შვილთა მისასვლელი მანძილი კაცმა. - როგორ ხარ, მა? შემომხედე, აბა! შენ არაფერზე არ ინერვიულო, ხო, მამი? ძლიერი გოგო ხარ, შენ, შვილო! - აღარ ჰქონდა სიტყვები - დამამშვიდებელი. არეული მზერით ამშვიდებდა სახეწაშლილ, რეალობადაკარგულ ქალიშვილს და ვერ უბედავდა შეხებას ადგილზე მიყინულს.
- როგორ ვარ? მამა, მეკითხები როგორ ვარ? - სიმწრით გაეცინა ქალს. ჩახლეჩვოდა ხმა მთელი ღამის ნამტირალევს. - ძალიან შორს კარგად ყოფნისგან. იცი, მაინც რა ვნახე? იცი? არავინ იცით რა მოხდა იმ დაწყევლილ ადგილას! ჩემს ხელებში დალია სული! ჩემს ხელებში მოკვდა, მამა! იცი შენ, ჩემი მოკვლაც რომ უნდოდათ? იცი, მეც რომ დამიმიზნეს? იცი, ვინ გადამარჩინა? რას გეგმავდით თქვენ ახლა, აქ?! ვის უპირებთ ციხეში ჩასმას, თქვენ! - ხელით ეყრდნობოდა ცივ კედელს, ცივ სხეულს რომ ჰგავდა იმ წამს.
თვალები გაუფართოვდა კაცს მოულოდნელობისგან.
- ონისე დგვარელმა გადამარჩინა! იმ კაცმა, ციხეში გასტუმრებას რომ უპირებდი ორი წუთის წინ!
- უკაცრავად? - შეეყინა ყველა ემოცია სახეზე წამის წინ ბრაზით აზვირთულ კაცს. - რას ნიშნავს გადაგარჩინა, სოფა?! როგორ...
- მეც მკვდარი უნდა ვიყო ხუთი ტყვიით, მამა! - გამოსცრა ქალმა. აემღვრა თვალები კიდევ უფრო. - მეც მკვდარი უნდა ვიყო ახლა, მაგრამ არ ვარ, ხედავ?! იქნებ, სჯობდა ვყოფილიყავი კიდეც...
ფეხზე წამოიჭრა დათუნა.
ხმას ვერ იღებდა სახეწაშლილი შოთა.
- ვამბობდი?! ესეც თქვენი საშკა ფარჯიანი! - აგდებულად წამოიძახა დათუნამ.
- დგვარელმა რადგან გადაარჩინა სოფა, საშკა ცუდია ანუ, შვილო? რა გინდა, რას გადაეკიდე! - ბორგავდა შვილის ინფანტილურობით გაღიზიანებული აკო.
- იქნებ... იქნებ, ჩვენ გვყავს მტრები, აკო, ა?! - ძალა წაერთვა შოთას. - ჩვენ გამო ხომ არ მოკლეს ის ბიჭიც, აკო!
მამის სიტყვები გაიაზრა თუ არა, ჩაიკეცა იქვე, დათუნას მკლავებში, ღონემიხდილი. დაეკარგა ფერი ქალს.
- სოფა, სოფა! ამათ უსმენ, გოგო?! არაფერია ჩვენი ბრალი, ხო? შემომხედე! ღრმად ისუნთქე, ხო? ნუ ნერვიულობ, აქ ვარ... წამოდი, დაბრუნდი საწოლში, - მკლავებში ჰყავდა მოქცეული გაფითრებული სოფა და არ უშვებდა ხელს. წყრომით გადახედა მამას და ბიძას დათუნამ.
- ვაიმე, დათუნა! ცუდად ვარ... ჩვენი მოკლვა უნდოდათ? მითხარი, გთხოვ! არ დამიმალო, გევედრები! მე უნდა ვიყო ახლა მკვდარი, მამა? ჩემს ნაცვლად მოკვდა საშკა? - გიჟივით აცეცებდა თვალებს ქალი. პასუხს ეძებდა ყველას თვალებში და ვერ პოულობდა ვერცერთში.
- თავი ხელში აიყვანე, სოფა! არაფერია-მეთქი, ჩვენი ბრალი! - ბოლო ხმაზე ღრიალებდა დათუნა, მაგრამ ვერ იქცევდა მაინც წაშლილი ქალის ყურადღებას. - შემომხედე, ხო? შემომხედე... ჩაისუნთქე, კაი? მიდი, სოფა, ისუნთქე... ასე... კარგია. დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა, ხო? არაფერია ჩვენი ბრალი! არაფერი! ჩვენ არ გვყავს მტერი, სოფა. არ გვყავს, გესმის?! მითუმეტეს ისეთი, ხუთი ტყვია რომ გაიმეტოს, ხო გესმის ჩემი? დამშვიდდი, ხო? გაივლის ესეც, გესმის? - ამშვიდებდა ნაკუწებად შეგროვებული სიტყვებით პანიკაში ჩავარდნილს. ასწავლიდა სუნთქვას თავიდან. დავიწყებოდა წინა ღამის შემდეგ.
ადამიანს აღარ ჰგავდნენ შოთა და აკო.
თავში იშენდა ხელებს კაცი და სწყევლიდა იმ დღეს, ფარჯიანებთან დაახლოება რომ სცადა.
- გაიყვანე საძინებელში, დათუნა. ლანას დავუძახებ, დამამშვიდებელი გაუკეთოს, - სიბრალულით გადახედა კართან ჩამუხლულ შვილსა და ძმისშვილს აკომ.
- არა! არ გავალ! არ მინდა ძილი! არ წამიყვანო, დათუნა...
- უნდა დაისვენო, სოფა, - მავედრებელი მზერით დახედა მკლავებში მოქცეულ ფერდაკარგულ ბიძაშვილს.
- არა! აქ უნდა ვიყო, გესმის? არ მინდა დამამშვიდებელი... მშვიდად ვარ. კარგად ვარ, მორჩა... კარგად ვარ, - ფეხზე წამოხტა დაფეთებული. დაეხვა თავბრუ და ჩაიკეცა იქვე.
დათუნას ერჩივნა, ფეხქვეშ გასკდომოდა მიწა და ჩაეტანა, ოღონდ არ ენახა თავისი ლაღი ბავშვობა, თავისი სოფა, ამ მდგომარეობაში.
- სოფა... გთხოვ, რა. წამომყევი, გეხვეწები.
- ღმერთო, ოღონდ ახლა გამეღვიძოს... ღმერთო, გთხოვ, სიზმარი იყოს. ღმერთო, გევედრები, ახლაც გამაღვიძე, როგორც მაღვიძებდი ხოლმე, ადრე... ღმერთო, რატომ? რატომ მე... რატომ ის... რატომ, ღმერთო... - ბუტბუტებდა არეული და ჩამოსდიოდა ცრემლების წვიმა გაფითრებულ სახეზე.
- სოფა... - წაუხდა ხმა დათუნას.
ეკაწრებოდათ სული სასოწარკვეთილი სოფას ხმაზე მამას.
პირველად ენახა თავისი შვილი, თავისი განებივრებული, მუდამ მოღიმარი შვილი, ასეთი განადგურებული და წაშლილი.
- სიზმარია, დათუ? გამეღვიძება, ხო? მითხარი, რა... - უსუსურდებოდა კიდევ უფრო მისი ხმა. უყურებდა მავედრებელი მზერით ბიძაშვილს, ბიძასა და მამას.
- არ არის სიზმარი, სოფა, - დაეკარგა ხმა კაცს. - შემომხედე ახლა... მომისმინე, ხო? შენ ხო სულ მისმენდი, გოგო? ერთხელ არ მომისმინე, იმ კაცის გვერდით რომ დადექი, თორემ სულ ხომ მისმენდი, ჰა? გახსოვს, ბავშვობაში მარტო მე რომ მიჯერებდი? არავისი რომ არ გესმოდა... უხ, როგორი ჯიუტი იყავი, მაინც! სულ საპირისპიროს აკეთებდი, რაც უნდა ეთხოვათ შენთვის... ახლა რატომ არ მოიქეცი ასე, გოგო?! ხომ გთხოვე, მე... არ დამიჯერე. რატომ დაუჯერე სხვას, გოგო, ჰა? საშკა ფარჯიანს გვერდით როგორ დაუდექი, სოფა? შემომხედე, სოფა. მიყურე. ხომ მხედავ? ხომ გჯერა ჩემი? ბავშვობაში რომ გჯეროდა, ისე ხომ გჯერა ჩემი, სოფა? დამიჯერე, რა, ახლაც... ყველაფერი გაივლის... ხვალ და ზეგ არა, მაგრამ გაივლის, ხო? - არ აშორებდა მზრუნველ, იმედიან თვალებს ქალს. თმაზე უსვამდა ხელს, როგორც პატარა ბავშვს. - არაფერია შენი ბრალი... არაფერი, საერთოდ. ახლა დაგვიდექი მყარად, ახლა გვჭირდება შენი სიმყარე, სოფა!
- არ შემიძლია, დათუ... თქვენ რომ დაგემართოთ რამე... ვინ არიან, რა უნდათ ჩვენგან? რა დავუშავეთ ასეთი?
- გავიგებთ, ხო? ყველაფერს გავარკვევთ, შენ იყავი ოღონდ კარგად, გეხვეწები, რა, სოფა.
- როგორ უნდა მეძინოს მე მშვიდად? ჩემს ხელებში მოკვდა, დათუნა... ჩემს ხელებში მოკლეს, ღმერთო... არა, რა. არა! - თავს აქნევდა უმისამართოდ. უბრუნდებოდა საღი აზრი და ერეოდა კოშმარივით აშლილ ფიქრებს. - ის კაცი არ ჩასვათ, არ ქნათ ეგ, მამა!
- შენ რომ დგვარელს დაუდგე მოწმედ, ჩათვალე, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, - მშრალად ჩაილაპარაკა აკომ. ბასრი მზერით გადახედა მამას დათუნამ.
- არ მაინტერესებს, აკო!
- არ გაინტერესებს და ერთი მხრიდან უცნობი მტერი გეყოლება, მეორე მხრიდან - ნაცნობი, - სიმწრით ჩაეცინა კაცს.
- რას ამბობ, აკო? თუ მართლა არაფერ შუაშია ის ბიჭი, ხელი როგორ დავადოთ? - გაურკვეველი მზერით ახედა ძმას შოთამ.
- ფარჯიანები არ გაგვახარებენ. ვაჩე მხეცს ჰგავს, არცერთ სიტყვას არ აქვს აზრი.
- და რა უნდათ, უდანაშაულო ჩასვან ციხეში და მკვლელმა თავისუფლად იაროს ქუჩაში? - გაოგნდა შოთა.
- საქმეც ისაა, რომ დგვარელის დაკვეთილი ჰგონიათ. სხვა მტერს არც განიხილავენ, გესმის?
- მე დაველაპარაკები ვაჩეს.
- აზრი არ აქვს, ხისთავიანია, ქათამს უფრო გააგებინებ რამეს, ვიდრე ვაჩე ფარჯიანს, - ირონიულად ამოიფრუტუნა დათუნამ და ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა სოფას.
- ნუ ხუმრობ, შვილო, ასე არაჯანსაღად, მოგერიდოს, მამი, რამის.
- აკო! - დაიბუზღუნა დათუნამ. - გავიდეთ ოთახში, სოფა?
გააქნია თავი უარყოფის ნიშნად ქალმა და ამოისუნთქა ღრმად.
მძიმედ დაეცა გულზე ერთი ამოსუნთქვაც, რომელიც ჰგავდა პირველს.
აზრები აწყდებოდა ერთმანეთს. აღარ იცოდა, რაზე ეფიქრა პირველად.
- ვერ დავუშვებ, რომ ციხეში ჩაჯდეს კაცი, რომელმაც გადამარჩინა. არ მადარდებს, რას იზამს ვაჩე ფარჯიანი. რომც მომკლას, ვალში ვარ მე ონისე დგვარელთან!
- აბა, გაბედოს! აბა, გა-ბე-დოს! მეტიც არ მინდა, ცუდად მოვიდეს. ფეხებზე დავი*დებ ფარჯიანების საგვარეულოს, მის მკვდარ ძმასაც, იცოდეთ! ჩემსას არ შეეხოს, აქედანვე გაფრთხილებთ!
- დათუნა!
- რა? - ამოიყვირა გაღიზიანებულმა. - ბევრის უფლებას ხომ არ აძლევთ ვიღაც ფარჯიანს? კიდევ კარგი, უფლებასთან ერთად ქალიშვილიც არ გაატანეთ! - გამოსცრა ზიზღით.
- რატომ გეზიზღება, შვილო, ასე ძალიან! რა ჯანდაბა გემართება ფარჯიანების ხსენებაზე! - აღშფოთებას ვერ მალავდა კაცი.
- ყველა მტრობას აქვს მიზეზი, მამა! არაფერი იწყება უმიზეზოდ, მათ შორის არც ეს ხუთი ტყვია, გესმის? პირველად ფარჯიანს რომ ესროლეს, ესეც ამბობს ბევრ რამეს, არა? გამორიცხულია, ჩვენგან იყოს ვინმე. ვერ დავიჯერებ, რომ ისეთი მტერი გვყავს, ვიღაც ისეთი გამწარებული, ქალის მოკვლა დაეპირებინათ, თან ასეთი გზით, - თქვა დარწმუნებით და თვალი თვალში გაუყარა მამას.
- და რას იძახი, ფარჯიანმა ისე გაამწარა ვიღაც, საცოლის მოკვლაც არ დაენანათ? - ხელებით ეყრნობოდა სკამის საზურგეს აკო.
- ზუსტად, მამაჩემო! - ამოხედა კმაყოფილი მზერით გულზეხელდაკრეფილმა. - საშკა ფარჯიანს ღრმა ბავშვობიდან ეტყობოდა, ვინმე რომ გააგორებდა ერთ მშვენიერ საღამოს. მე რომ ვამჩნევდი ამ ყველაფერს და თქვენ მაინც სიძედ იტენიდით ოჯახში, ეს ცალკე საკითხია, საერთოდ! რატომ ერთხელ არ მკითხეთ, სოფას რომ აცნობდით! რატომ ერთხელ არ დასვით კითხვა, რა კაცი იყო საშკა ფარჯიანი? აჰ, ბიზნესი... რა თქმა უნდა. ასე აწყობდა საქმეს.
- გეყოფა, დათუნა! საკმარისია, უკვე.
- შენ რამ შეგაყვარა, გოგო? რამ! - ვერ აკავებდა მამის გამაფრთხილებელი ტონი ბიძაშვილებში უფროს დადვაძეს. - გთხოვ, სოფა... შენგან საქმროს უსიყვარულობა უფრო გამიხარდება ახლა, ვიდრე მაგ კაცის სიყვარული.
- დათუნა, ამის დროა ახლა?! ნორმალური ხარ, შვილო?! - მიწისფერი ედო აკოს. ხმას არ იღებდა შოთა.
- სიურპრიზად ლამის გათხოვილი დამახვედრეთ! - გამოსცრა ზიზღით.
ვერ ინელებდა დათუნა დადვაძე იმ დღეს, ინგლისიდან დაბრუნებულს სოფა - მისი გაზრდილი ბიძაშვილი, რომელიც დას უტოლდებოდა მისთვის, დანიშნული დახვდა, თანაც ვისზე... კაცზე, რომელიც ეჯავრებოდა ბავშვობიდან.
- გეყოფა, რა, დათუნა... - მუდარას ჰგავდა ღონემიხდილი ქალის სიტყვები. - აღარ არის. მკვდარია, გესმის? აღარც ამას აქვს აზრი... აღარ. მკვდარია უკვე, საშკა. ვეღარ გახდება ჩემი ქმარი ვერასდროს, დათუ. ნუ საუბრობ, რა, ეგრე.
ეტკინა უკანასკნელი სიტყვები დათუნას.
ეტკინა უფრო მეტად, ვიდრე იმსახურებდა, ალბათ, ის კაცი, მისგან.
- ვისაუბრებთ მოგვიანებით, სოფა, - არ დაუტოვა მაინც ბოლო სიტყვა. არ ასვენებდა სოფას უეცარი თანხმობა ქორწილზე და არც მანამ მოისვენებდა, სანამ უკანასკნელ მარცვლამდე არ გაიგებდა სიმართლეს.
- და რას ვაპირებთ, ახლა?! - დაინტერესდა აკო. გადახედა ძმას, რომელიც მიყინვოდა ერთ ადგილს. - ამ სცენარის მიხედვით, ფარჯიანების ვიზიტს უნდა ველოდოთ.
- გამომძიებელმაც დარეკა... დაკითხვაზე აპირებს მოსვლას. მკითხა, თუ შეძლებსო სოფა, - მორიდებით გადახედა შვილს, რომელსაც არ ეცხო ადამიანის კვალიც.
- მოვიდეს.
- არ არის აუცილებელი დღესვე დაკითხვა, სოფა. ამოისუნთქოს ცოტა! - მკაცრად გადახედა ბიძაშვილს და შემდეგ შოთას დათუნამ.
- მოვიდეს-მეთქი!
- კარგი, ბატონო, მოვიდეს!
- რატომ არცერთი ფიქრობთ იმ შესაძლო რეალობაზე, რომელშიც ფარჯიანები გვადგებიან იარაღით? - ჩაეცინა აკოს. დადიოდა მოუსვენრად წინ და უკან.
- მამა, კვენტინ ტარანტინოს ფილმში ვართ?
- უარესში, შვილო! სოფას დაცვა სჭირდება.
- რას ნიშნავს ეს? რა დაცვა?! - თვალები გაუფართოვდა დივანზე მისავათებულ ქალს.- საკუთარ თავს მე თვითონ მივხედავ! ვაჩე ფარჯიანი ვერაფერს დამიშავებს.
- არა, ძალიან იდეალურია ასე მალე რომ მიგავიწყდა, მაგრამ შეგახსენებ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რომ გუშინ საღამოს მეექვსე ტყვია დაგაჭედეს ლამის! - ბოლო ხმაზე ღრიალებდა სოფას სიჯიუტით გაღიზიანებული დათუნა. - გარდა იმისა, რომ შენი გადარეული საქმროს მტერი დაგდევს მოსაკლავად, ამას ემატება შენი არანაკლებ გადარეული სამაზლო, რომელიც ღმერთმაც არ იცის, რას დააპირებს, იმიტომ რომ ჩამოყალიბებული ავადმყოფია, სოფა!
- ხმა აკონტროლე, დათუნა! - დაუქაჩა თვალები აკომ.
- ჭკუიდან მშლით ყველა!
- მართალია სოფა, დათუნა... - გამშრალი იყო შოთა. - რამე უნდა მოვიფიქროთ.
- ისეთ ადგილას უნდა დავმალოთ სოფა, ეჭვი ვერავინ რომ ვერ აიღოს... ახლავეა მოსაფიქრებელი, სანამ გასკდება ამბავი. გამომძიებელს მე დაველაპარაკები, ზედმეტი პროცედურები აქედანვე რომ მოგვაშოროს. - დაეთანხმა ძმას აკო.
დახურული ფანჯრიდან უყურებდა ფოთოლცვენას.
ლამაზი იყო შემოდგომისთვის მომზადებული შეოქროსფერებული, ალისფერში გახვეული ბუნება.
- საზღვარგარეთ გამორიცხულია. არავინ იცის ვისთან გვაქვს საქმე... რა კავშირები აქვთ, საიდან მოვიდნენ საერთოდ.
- მართალია. საზღვარგარეთ შეიძლება კიდევ უფრო დაუცველი იყოს, ვიდრე საკუთარ სახლში.
- არ მჯერა, რაზე საუბრობთ საერთოდ! - ამოიტირა ხელებში თავჩარგულმა ქალმა. - ისე გეგმავთ, ისე აწყობთ ყველაფერს, არაფერს მეკითხებით! არც ახლა მეკითხებით!
- სოფა, გთხოვ, მამი... ამ ერთხელ... ამ ერთხელ დამიჯერე, უკანასკნელად, მამი. გევედრები, - ჩაიმუხლა მის პირდაპირ კაცი. სულ ბოლომდე დაპატარავებული.
- რას მთხოვთ, მამა, რას! კიდევ რას... კიდევ რა უნდა გავაკეთო... მეტი რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო, რომ თქვენ იყოთ ბედნიერი!
- შენ უნდა მყავდე ცოცხალი, სოფა. შენ უნდა მყავდე საღსალამათი, არაფერი მინდა მეტი.
- ხო? - ჩაეცინა ურწმუნოდ ქალს. - მაინც და მაინც იარაღი უნდა დაემიზნებინათ ჩემთვის, მამა? - ტყვიის გასროლას ჰგავდა უკანასკნელი სიტყვები.
ჩასწყდა კაცს რაღაც.
დაავიწყდა სუნთქვაც.
ჩამოწვა სიჩუმე - გამაყრუებელი.
- მაპატიე, სოფა... - ამოთქვა გატეხილი ხმით კაცმა და ფრთხილად შეუმშრალა ცერა თითით ობლად ჩამოგორებული ცრემლის გორგალი.
შეეხო დამნაშავე მამა პირველად შვილს.
ეტკინა შვილის თვალებში დანახული სინანული.
ეტკინა შვილის თვალიდან დადენილი ცხარე ცრემლი.
- ამ ერთხელ მენდე და პირობას გაძლევ, როგორც კაცი, როგორც მამა, რომ აღარასდროს ჩავერევი შენს ცხოვრებაში... აღარასდროს, მამი. ისე იცხოვრე, როგორც შენ გენდომება.
- დაგაგვიანდა, შოთა. ვეღარასდროს ვიცხოვრებ მე ისე, როგორც მენდომება! - ფეხზე წამოხტა სწრაფად. ბარბაცით გავიდა ოთახიდან და შეიყუჟა საძინებელში, ნაომარს რომ ჰგავდა უფრო.
ვეღარ სუნთქავდა.
დახურული ფანჯრიდან უყურებდა ზაფხულის მიწურულს.
ლამაზი იყო საშემოდგომოდ გამზადებული ხეები.
არ აშორებდა თვალს დაკლაკნილ გზას და ოდნავ შვებას ჰგვრიდა ვინ იცის სად მიმავალი.


* * *

გამჭირვალე მინის მიღმა უყურებდა კაცი, უმცროსი გამომძიებელი კოკა დვალი, მაგიდასთან მჯდომ ონისე დგვარელს და ცდილობდა რაიმე ემოცია მაინც ამოეკითხა უდარდელი სახის გამომეტყველებიდან. ორ საათზე მეტი იყო გასული დაკითხვის დაწყებიდან და არაფერი ჰქონდა ხელჩასაჭიდი წინა ღამით მომხდარი მკვლელობის შესახებ.
- კიდევ დიდხანს ვაპირებთ საკუთარ თავთან სალონურ საუბრებს თუ დავასრულებთ დაკითხვას? საქმეები მაქვს, ბევრად მნიშვნელოვანი, სხვათაშორის, - დამცინავი ღიმილით გასძახა სკამზე უდარდელად გადაწოლილმა დგვარელმა ერთიანად დაჭიმულ გამომძიებელს.
ინსტინქტურად კიდევ ერთხელ დახედა საათს კაცმა და შევიდა შემდეგ ოთახში სწრაფი ნაბიჯებით.

- როგორც ჩანს, შესვენება პროდუქტიულად გამოიყენე, - არ დააკლო ირონია კაცმაც. - რას იტყვი, აბა, კიდევ არ აპირებ ჩვენთან თანამშრომლობას? - დაიკავა ადგილი მის მოპირდაპირე მხარეს. ხმაურით დააგდო მაგიდაზე ფურცლების დასტა.
- გააჩნია რას ეძახით თქვენ, თანამშრომლობას, - დაეძაბა გამომეტყველება დგვარელს. დაეყრდნო ხელისგულით მაგიდას. - იქნებ, იმ მკვლელობის საკუთარ თავზე აღებას, რომელიც არ ჩამიდენია? საქმე გინდათ გაიმარტივოთ, არა?
- არა, ონისე, - გააქნია თავი კაცმა. - თანამშრომლობა მოიაზრებს არგუმენტირებულ განმარტებას შენი უეცარი ვიზიტის შესახებ მკვლელობის ადგილას! რატომ იყო შენი პერანგი სისხლიანი? ხომ უნდა ჰქონდეს ახსნა? ამ ახსნას ველოდებით ჩვენ, შენგან.
- და რა გგონიათ, კაცი მოვკალი და იქვე ჩამოვჯექი მისი სისხლის დასალევად? - გაეცინა ხმით და სკამზე ზურგით მიყრდნობილმა ამოხედა ქვემოდან ახალგაზრდა კაცს. - ახ, როგორ გეშლებათ, ბატონო გამომძიებელო.
- მთელმა ქალაქმა იცის თქვენი მტრობის ამბავი, ონისე! - დასჭექა დვალმა.
- რაო, რას იძახიან ქალაქში?
- არ გაწყობს ჩემთან ეგ ტონი, დამიჯერე! - აღიზიანებდა დგვარელის ცინიკური გამომეტყველება. ყველა სიტყვაში მის დაკნინებას ცდილობდა უჩვეულოდ უდარდელად მყოფი და ერთადერთი, რაზეც ოცნებობდა იმ წამს კაცი, დგვარელის აღიარებითი ჩვენება იყო.
- ახ, მკვლელობას მაწერთ და ტონიც გიკვირთ? - აზიდა წარბები სარკასტული ღიმილით.
- არავინ არაფერს გაწერს, ონისე! სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ შენ...
- რომ მე, რა? - თავადაც იცოდა პასუხი, მოსმენა უნდოდა სხვისგან.
- რომ შენი დაკვეთით მოხდა.
- ამის საბაბს რა გაძლევთ, ბატონო გამომძიებელო, ხალხის ხმები? - ჩაეღიმა ცალყბად.
- თეორიული ეჭვი არსებობს, ონისე! ხალხის ხმები არაფრად რომ არ ჩავაგდოთ, გარდაცვლილის ოჯახი ხელს გადებს შენ, იცი? მე ვალდებული ვარ დავკითხო ნებისმიერი, ვისზეც არსებობს ოდნავი ეჭვიც კი.
- სავსებით გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ იცი რა არ მესმის, მე? რატომ ვზივარ ორი საათის შემდეგ აქ და ახლა, ბატონო გამომძიებელო? - გაუსვა ხაზი ბოლო სიტყვას იმ ღიმილით, ასე ძალიან რომ აღიზიანებდა დვალს. - გასაგებად ვერ ავხსენი ყველაფერი და კიდევ გჭირდებათ გადამოწმება? ერთსა და იმავე კითხვებს როდემდე უნდა ვუტრიალოთ?
- ყველა დაჯდება ამ სკამზე სათითაოდ, ვისაც ჰქონდა კონტაქტი მოკლულთან, ხვდები ახლა, ონისე? სჯობს ითანამშრომლო ჩვენთან და მიპასუხო გარკვევით ყველა კითხვაზე! მითხარი, როგორ აღმოჩნდი ფარჯიანების სახლთან.
- კონტაქტი ნაკლებად ეთქმის, მკვდარი იყო უკვე, - ჩაეცინა გულზეხელდაკრეფილს.
- როგორ აღმოჩნდი გარდაცვლილის სახლთან?! - გაუმეორა ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით ისე, თითქოს ეკითხებოდა პირველად.
- ჩემი ბიძაშვილის, ჩეჩე დგვარელის მეზობელია. რა ვქნათ, გადავიდეთ გლდანში საცხოვრებლად?
- თქვენ ამბობთ, რომ იმ საღამოს იყავით თქვენს ბიძაშვილთან სტუმრად, - საქმიანი ნაბიჯებით შემოვიდა ოთახში ჭაღარაშერეული კაცი - მთავარი გამომძიებელი, ოთარ ჟღენტი. - მაგრამ რატომღაც შეყოვნდით ფარჯიანების სახლთან...
- ლოგიკურია, რომ შევყოვნდი, სისხლისგან იცლებოდა, არა? სიმართლე გითხრათ, უფრო იმ გოგოს გამო, შველას რომ ითხოვდა.
- არ დაგინახავთ ვინ გაისროლა?
- დაბურული ჯიპი, ნომრის გარეშე, - გასცა პასუხი მშრალად.
- კიდევ?
- ისეთი არაფერი, რაც უკვე არ მითქვამს.
- რატომ მტრობთ? - ჩაეკითხა საქმიანად დვალი. - თუ გინდა აქედან დროულად გახვიდე, უნდა გვიპასუხო, ონისე. - შემრიგებლური გაუხდა ტონი.
- არანაირი კავშირი არ აქვს გუშინდელთან, - გაუცივდა ხმა დგვარელს.
- საცოლის მოკვლაც უნდოდათო, - შეცვალა თემა ჟღენტმა. - რას იტყვი? მართალია?
- შეიძლება.
- კი თუ არა! - დაიძაბა კაცი.
- ან კი, ან არა.
მძიმედ ამოიხვნეშა გამომძიებელმა.
შეიხსნა ყელზე მიბჯენილი საყელო გაღიზიანებულმა. მთელი ღამე თეთრად გაათენა კამერებსა და ფოტოებში თავჩარგულმა, მაგრამ ვერაფერი იპოვა ხელჩასაჭიდი. მოკლულის საცოლის გარდა, ერთადერთი მოწმე და ეჭვმიტანილი ჰყავდა ონისე დგვარელის სახით და ისიც სისხლს უშრობდა დილიდან.

- მომისმინე! ბოლოჯერ გიმეორებ, ითანამშრომლე, თორემ მთელი ცხოვრება მოგიწევს ციხის კედლების ხეხვა, ხომ ვსაუბრობ გასაგებად?!
- მე ვთანამშრომლობ სიმართლესთან, ბატონებო! რაც მითქვამს და რასაც ვამბობ, არის სიმართლე. გაინტერესებთ მე მოვკალი თუ არა? გეუბნებით, რომ არა. მადლია ფარჯიანის მკვლელობა, მაგრამ არა. არ მომიკლავს მე, თქვენდა თუ უფრო ჩემდა სამწუხაროდ, - არ შესცვლია უემოციო გამომეტყველება დგვარელს.
- რის საფუძველზე უშვებ, რომ შესაძლებელია საცოლესაც დაესხან თავს?
- მე არაფერს ვუშვებ. ფაქტია, რომ ვიღაც იმდენად გაამწარა, ხუთი ტყვია არ დაინანა მისი გულისთვის. არ იქნება გასაკვირი, რომ გაუმწაროს ყველა ახლობელი. და საერთოდაც, ამ კითხვებს სხვა ადამიანს უნდა უსვამდეთ, არა?
- გუშინ საღამოს თვალწინ დაუცხრილეს ქმარი. შენი აზრით, ასეთი ადამიანის დაკითხვა შესაძლებელია ახლა?
- მეც ვუყურე ადამიანის მკვლელობას, რატომ არ გიჩუყდებათ გული? რა სექსიზმია, ბატონო გამომძიებელო?! და ჰო, ქმარი არა, საქმრო, - უფრო დასცინა, ვიდრე გაეცინა.
- ონისე! - აღმოხდა აღშფოთებით კაცს.
- გამაჭაღარავა, ოთარ, დილიდან! - მავედრებელი მზერით გადახედა კართან ჩახერგილ შუახნის კაცს დვალმა.
- კიდე დიდხანს უნდა ვისხდეთ? მგონი ყველაფერი გითხარით.
- ჯერ ვერ გაგიშვებთ.
- ბატონო? - წამოიჭრა ფეხზე გაღიზიანებული.
- დაჯექი! კიდევ გვაქვს კითხვები, თუმცა იცოდე ისიც, რომ ამით არაფერი სრულდება. ეჭვმიტანილად რჩები, - ამოხედა ჟღენტმა კმაყოფილი ღიმილით. - დაჯექი ახლა და მიპასუხე, რა შელაპარაკება მოგივიდათ გუშინ საღამოს შენ და საშკა ფარჯიანს.
- არანაირი.
- გავგიჟდები, - ამოიოხრა ჭაღარათმიანმა. - ონისე, კიდევ ერთხელ გეუბნები, დუმილით ვერ დაამტკიცებ შენს უდანაშაულობას, თუ, რა თქმა უნდა, ხარ, მაგრამ ამბობ, რომ ხარ და დაგვანახე შენი სიმართლე ჩვენც.
- მეც გიმეორებთ, ოთარ, რომ ჩემი და ფარჯიანის მტრობას, მითუმეტეს შელაპარაკებას, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ ორი ადამიანის შემთხვევით შეხვედრას, არანაირი კავშირი არ აქვს მომხდართან. აქამდე მოვკლავდი მოსაკლავს, რომ მქონოდა სურვილი. დავასრულეთ ახლა? - მობეზრებულმა გადახედა მაგიდის კიდესთან მდგომ ჟღენტს. წინ და უკან დადიოდა საქმიანად გულზეხელდაკრეფილი კოკა დვალი.
- არა!
- რატომ, გაუგებრად ვსაუბრობ? - დაეყრნო ხელებით მაგიდას და გადაიხარა მათკენ ანთებული მზერით. კარგად ხვდებოდა, ვინ უმძიმებდა საქმეს გარედან. ვაჩე ფარჯიანის ხელს ხედავდა აქაც. კარგად დაამუშავაო, როგორც ჩანს, თანამშრომლები, გაიფიქრა ონისემ.
- ქალაქის დატოვება გეკრძალება მანამ, სანამ შენი უდანაშაულობა არ დამტკიცდება.
- სანამ რეალურ მკვლელს არ იპოვით? მომდევნო ას ოცი წელი? კაი?!
- არ მგონია სახუმაროდ გქონდეს საქმე, დგვარელო!
- დაკითხვაზე მომიყვანეთ და მკვლელობის აღიარებას მთხოვთ, აღარც ვიხუმრო? - ჩაეცინა ონისეს. - გინდათ დედა დავიფიცო? დედას გეფიცებით, არ მომიკლავს, მაგრამ ხომ სჯობდა მომეკლა, თქვენც აღარ გაწვალდებოდით, - ხმით იცინოდა კაცი.
- შემომაკვდება! - იმუქრებოდა ჩუმი ბუტბუტით კოკა დვალი.
- კიდევ არ მოვრჩით? - გადახედა მოჭუტული თვალებით ჟღენტს. გაცვალეს ერთმანეთში მზერა ოთარმა და კოკამ. უსიტყვოდ მიხვდნენ, აზრი აღარ ჰქონდა კითხვების დასმას, დროის ფუჭი კარგვა იყო მასთან დიალოგი.
- წადი.
- საქმის გახსნა თუ გინდათ, ორ საათს მე არ უნდა მითმობდეთ, ბატონებო, - მობრუნდა კარისკენ წასული. გაუსწორა ორივეს თვალი. - მე არ მომიკლავს. - დაუტოვა უკანასკნელი სიტყვა და დატოვა ოთახი.

დაბარებულივით მოწყვეტით შევარდა პოლიციის ეზოში მანქანა. სწრაფად გადმოხტა მანქანიდან აჩი ბერიძე, გიჟს რომ დამგვანებოდა დილის ამბების შემდეგ. სწრაფი ნაბიჯებით აიარა კიბეები.

კართან შეხვდა ონისე დგვარელს მამიდაშვილი.
- ახლა უნდა გამეგო, ბიჭო? - ფერი ჰქონდა დაკარგული აჩის.
- ბოდიში, სისხლში მქონდა ხელები, ვერ დავრეკე, - დასცინა წარბშეყრილ ბერიძეს. - ნუ მეძაბები, აჩიკო, გახსენი წარბები.
- სასაცილოდ გაქვს საქმე? სასაცილოა, რაც ხდება, შე დეგრადიულო ბავშვო? - ფეხდაფეხ მოჰყვებოდა კიბეზე მსუბუქად ჩამავალს. ისე, თითქოს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და პოლიციის შენობიდან კი არა, ბარიდან გამოდიოდა ღამენათევი.
- სერიოზული ვიყავი უკვე და არ დამიჯერეს, ვიხუმრებ მაინც, გავერთობი. - აიჩეჩა მხრები უდარდელად.
- დათუნამ დამირეკა, დადვაძემ, მისგან გავიგე შენ რომ გადაგირჩენია ფარჯიანის ცოლი.
- საცოლე. - შეუსწორა და აჩის მანქანისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯებით.
- ხო, რა მნიშვნელობა აქვს.
- არსებითი.
- ოჰ, რატომ? - გაიკვირვა და უცნაური ღიმილით გადახედა მამიდაშვილს აჩიმ.
- ფარჯიანი საშკას ცოლი რომ ხარ, არ გეპატიება, რა. საცოლე კიდე შეიძლება... შეიძლება მონანიება. არაა გვიანი, - გაეცინა დგვარელს.
- როგორ აფრენ!
- ეჭვი ვისზე აქვთ? - საქმიანად გადახედა ბერიძეს.
- ეგაა საქმე, რომ არავისზე. ცალკე ის გადარეული ვაჩე ფარჯიანი დაგდევს მოსაკლავად.
- ეგ რა ცხოვრებისეული ცოდვაა, ღმერთო! - ხმით გაეცინა ონისეს. - სად მეძებს მერე, ბაგა-ბაღში? მოეთრიოს თუ აქვს რამის თავი.
- როგორ ფიქრობ, იმ გოგოს მოკვლაც რომ უნდოდათ, მარტო ფარჯიანის ამბავია?
- რა თქმა უნდა, - უპასუხა დაუფიქრებლად და გადაჭრით.
- ეგრე დარწმუნებით?
- ნუ მაგიჟებთ, რა! - ჩაეცინა გულწრფელად და დაუკმაყოფილა ინტერესი ბერიძეს. - დადვაძეებს რა მტერი უნდა ჰყოლოდათ ეგეთი, ერთი თვის დანიშნული ქალიშვილის საქმრო ხუთი ტყვიით რომ მოეკლათ? თანაც, მე გადავარჩინე რა, სპაიდერმენი ხო არ ვარ, ქსელები გამეშვა და გამეკავებინა ვიღაც ნაგიჟარი? სახე რომ არ დამენახა, ეგრევე დაძრა მანქანა. დიდად არ სტკენია გული, მეორეც რომ ვერ გაიყოლა, დამიჯერე! სანამ ფარჯიანს არ დააცალა ყველა ტყვია, გვერდით არ გამოუხედავს. ეგრე... ეგეთი ზიზღით, უკანასკნელ მტერსაც არ ცხრილავენ, აჩი.
- რა გააკეთა, ბიჭო, ასეთი!
- გაუჭირდებოდა? - ყბა დაეჭიმა აქამდე მშვიდად მჯდომს. შეახსენა თავი საშკა ფარჯიანის კაცობამ და გააოცა საკუთარმა თავმა კვლავ, თვითონ რომ არ იყო იმ იარაღის პატრონი.
- სოფა დადვაძე მისცემს ჩვენებას შენს სასარგებლოდ. - ფრთხილად წამოიწყო საუბარი აჩიმ.
- კაი? - გულწრფელად გაუკვირდა ონისეს.
- ხო. რას და ამას ვერ წარმოვიდგენდი.
- უთხარი, რომ არ მინდა.
- გააფრინე? რას ქვია, არ გინდა?! - ცოტა დააკლდა აღრიალებამდე აჩის. - ციხე გინდა, ბიჭო?! თან ვის გამო!
- არ მოასვენებენ ფარჯიანები, - გაუკიდა სიგარეტს და შემოუშვა მანქანაში გრილი ჰაერი. - არ მიღირს მაგათი ჩარევა.
- ბიჭო! ახლა კარგად მომისმინე და ნერვი არ ამიტოკო ამ დილაუთენია, ისედაც შერყეული მაქვს აურა შენს ხელში! იცი მაინც რა საქმეს გტენიან? იაზრებ? იცი, რომ ვერც გირაო გიშველის და ვერც მამაზეციერი თუ მოწმე არ დაგიდგა გვერდით?! მოწმემ თუ გიშველა, ეგეც საკითხავია, მკვლელობას რომ თავი დავანებოთ, დაკვეთას აწვება ფარჯიანი.
- დეგრადიული! - გაეცინა სიმშვიდით დგვარელს.
- რა გაცინებს? რა გაცინებს, შე ავადმყოფო? რატომ მიშლი, ბიჭო, ნერვებს?!
- გააჩერე აფთიაქთან, - ხელით ანიშნა შენობისკენ.
- რა გინდა!
- გადაეთრიე ვალერიანი იყიდე, ჩემთვის ნიმესილი.
- ფარჯიანს მე დავასწრებ და სახეს ჩამოგიღებ ამ იდიოტური სიმშვიდის გამო! - ამოიხვნეშა ნერვებმოშლილმა და ონისეს სახლისკენ გადაუხვია.
- მე არ ვღელავ, თქვენ რა განერვიულებთ?
- რას ქვია?! თამაში გგონია? - გაოგნდა აჩი.
- მოიცა, რა. ფარჯიანის მოკვლა რომ მდომოდა, აქამდე ასჯერ მეყოლებოდა მოკლული, გაცოცხლებული და კიდე მოკლული. ვის ჯერა, ვის აჯერებენ, - აიქნია ხელი საზურგეზე მიყრდნობილმა.
- ყველას სჯერა, ონისე, ყველას! გვჭირდება ჩვენ ფარჯიანის საცოლის ჩვენება! - გამოკვეთა ის ერთი სიტყვა, ყველა სოფას ახლობელს რომ ეზიზღებოდა ძალიან. „საცოლე“... მაინც როგორ გახდაო სოფა დადვაძე საშკა ფარჯიანის საცოლე, ამის გაფიქრებაღა მოასწრო ბერიძემ და გადაუდგათ კიდეც ვიწრო ჩიხის მოსახვევში „ბეემვეს“ მარკის მანქანა. ძლივსღა მოასწრო ტორმუზზე ფეხის დაჭერა, ისეთი სისწრაფით გამოუხტა არსაიდან გაჩენილი ფარჯიანი.

სწრაფი მოძრაობით გადმოხტა მანქანიდან იარაღშემართული, მხარბეჭიანი სხეული. გამძვინვარებულ მხეცს დაემსგავსებინა წინა ღამეს ვაჩე ფარჯიანი.
შავებში შემოსილს არ ემჩნეოდა სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალი.
შეეცვალა ერთი ღამის შემდეგ მოსულ დღეს რადიკალურად მისი მუდამ მშვიდი და მოღიმარი სახე.
მოეტეხა, როგორც ადამიანი.
ძლივსღა მოუჩანდა ჩაშავებული უპეებიდან დასისხლიანებული ჭაობისფერი თვალები.

- ონისე დგვარელო, გადმოეთრიე მანქანიდან! - ბოლო ხმაზე ღრიალებდა გამხეცებული ფარჯიანი და უსწრაფესი ნაბიჯებით უახლოვდებოდა მანქანას.
ერთი ამოიქშინა აჩიმ და დაძაბული მზერით გადახედა სახედამშვიდებულ დგვარელს, მაყურებელს რომ ჰგავდა უფრო.

მიმიკის შეუცვლელად გააღო მანქანის კარი ონისემ და გადავიდა მშვიდი სახით. წარბიც არ შეტოკებია მის პირისპირ აღმოჩენილს.
ტვინში სისხლი ჩაექცა დგვარელის გაწონასწორებულ, დინჯ ნაბიჯებზე ვაჩე ფარჯიანს.

- აქვე დაგამთავრებ ონისე დგვარელო! აქვე დაგაჭედებ ხუთივე ტყვიას, იცოდე! აღიარე შენი დამპალი პირით, გეყოს კაცობა და აღიარე, შენ რომ მომიკალი! აღიარე, რამდენი წელი გახრჩობდა ჩემი ძმის სიცოცხლე! - ღრიალებდა ფარჯიანი და არ აშორებდა გადატენილ იარაღს უემოციო სახით მდგომს.
- შენთვისვე აჯობებს დაუშვა იარაღი, ვაჩე ფარჯიანო. - გამაფრთხილებლად გაუსწორა თვალი მის ჩასისხლიანებულს. - ინანებ, იცოდე.
- როგორ მიბედავ, როგორ მიბედავ! - ისტერიკულად ჩაეცინა სახეაშლილს და საყელოში სწვდა. - მომისმინე, პატარა ბავშვო, ახლა კარგად მომისმინე! ყველა ჩასუნთქვას განანებ, ყველა ჰაერს განანებ, რომლის ჩასუნთქვაც არ დააცადეთ ჩემს ძმას, ხო გესმის, ხო იმახსოვრებ, რასაც გეუბნები! ჩემი ძმის გარეშე გათენებულ და დაღამებულ ყველა დღეს და ღამეს გაწყევლინებ! სიკვდილს განატრებ, დგვარელო! შემეხვეწები, იცოდე! - დაჭრილი მხეცივით ღრიალებდა და არ აშორებდა გამხეცებულ თვალებს.
- შენი ძმის კაცობა ეგრე რომ დაგეცვა თავის დროზე, იქნებ ცოცხალი ყოფილიყო ახლა! - ცინიკურმა ღიმილმა გაუხსნა სახე ონისეს.
- ჩემს ძმაზე! ჩემს ძმაზე ხმის ამოღებას როგორ ბედავ, შე ახ***ო! - შეშალა ცინიკურმა ღიმილმა ერთიანად აზვირთული ფარჯიანი და მოუქნია იარაღიანი ხელი გაფითრებულმა.

წამებში გადმოვიდა მანქანიდან აჩი. მათთან გაჩნდა ფარჯიანის მანქანიდან გადმომხტარი უტა მაისაშვილი, ვაჩე ფარჯიანის ბავშვობის მეგობარი.
ხელით ანიშნა მიწაზე გართხმულმა ონისემ აჩის, რომ არაფერი გაეკეთებინა. არ უნდა ჩარეულიყო სხვა, მით უფრო მაშინ, როცა თავადაც არაფერი ესაქმებოდა ამ საქმეში.
წამოდგა ფეხზე ტუჩგახეთხილი და კიდევ უფრო მშვიდი.
ხელის გატოკებასაც არ აპირებდა ფარჯიანის წინააღმდეგ და ეს უფრო აოცებდა ბერიძეს.
ფიქრობდა, საიდან აქვსო მუდამ ჩხუბისთავს ეს უდრეკი სიმშვიდე მაშინ, როცა უკადრებელს აბრალებდნენ.
ამცირებდნენ, როგორც კაცს, რომელსაც არ ეყო გამბედაობა და დაუკვეთა ხუთი ტყვია პირდაპირ გულში.

- ისეთი დროც დაგიგდება, ფარჯიანო, ამ ხელისთვის ბოდიშის მოხდა მოგიწევს. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები! - წაისისინა დაბალი ხმით და მოურიდებლად გაუსწორა თვალი. - შენი დამპალი ძმის მკვლელს თუ ეძებ, მისამართი შეგეშალა, იცოდე ესეც!
- ბიჭო, მაის! - დაიღრიალა გაგიჟებულმა და გადახედა გვერდით მდგომს. - გესმის, ბიჭო? გესმის, ეს ნაბ*****ი რას მეუბნება? - ეცინებოდა ისტერიკულად. შეშლილი ჰქონდა სახე.
- საკმარისია კონცერტი! - შუაში ჩადგა აჩი. - დაუშვი იარაღი, ვაჩე! არ მგონია კიდევ ერთი ცოდვით დამძიმება გინდოდეს. თუ ვეღარ ითვლი უკვე?!
- რაო, ონისე, მარტო ვეღარ დადიხარ? დაცვა დაგყავს, ბავშვო? გეშინია, ბიჭო? ისე გეშინია, როგორც იარაღზე თითის გამოკვრის გეშინოდა გუშინ საღამოს? შემომხედე, ნაგავო, შემომხედე და დაიმახსოვრე ჩემი თვალები! - გიჟივით დაიღრიალა და მხრებში სწვდა გააფთრებული. - მადლობა მითხარი, რომ არ გკლავ აქვე, ნაბ****ო! მადლობა მითხარი, კიდევ ერთ დღეს რომ გაძლევ მშვიდად დაძინების, იცოდე!
- მადლობა შენს თავს უთხარი, ფარჯიანო, საკუთარი თავის დასასრულებად რომ არ გაიხადე საქმე!
- ვაჩე, წამოდი! - მიხვდა უტა, არცერთი რომ არ აპირებდა გაჩერებას და ჩადგა მათ შორის. ხელით გასწია თავისკენ ვაჩე. - არ არის ახლა ამის დრო. სხვა დროს! სხვა დროს მოვალთ და მოგთხოვთ, დგვარელო! ჯერ ძმას დავასაფლავებთ, ჯერ საშკას და მერე... მერე ლოცვები გააძლიერე, ღმერთს სთხოვე... თუ გიშველის საერთოდ!
- ჩემგანაც იყო ტყვიის ღირსი შენი ძმა, ვაჩე ფარჯიანო, მაგრამ არ გაგიმეტე! არ გაგიმეტე ამ დღისთვის! - დაადევდა გზად უკანასკნელი სიტყვები.
უკანასკნელად ამოხედა ადამიანობადაკარგული თვალებით. შერეოდა მუდამ კრიალა ჭაობისფერს დატოტილი დამსკდარი კაპილარები.
წამის მეასედში მოასწრეს მზერის გაცვლა და მოსწყვიტა შემდეგ მანქანა მთელი სისწრაფით უტამ.
შეებრალა ბერიძეს ყველა, ვისაც განუცდია საკუთარი ძმის დასაფლავება.
ცოცხლად დამარხვა უარესიაო, გაიფიქრა წამიერად და მოაგონდა ის დღე, მისმა მეგობარმა რომ გაიარა იგივე გზა.

- ეს რა იყო! - ამოიხვნეშა გულშეღონებულმა და გადახედა სისხლით მოთხვრილს. - ერთი დღე გამითენდეს მშვიდი და წყნარი, რა იქნება, ღმერთო!
- უნდა გამოვიცვალო, წამოდი.
- ის ხო სამკურნალოა, შენ ხო ხარ და ხარ! მაცადე, მოვიდე აზრზე, გული მაქვს ცუდად... რომ ესროლა? რომ მოეკალი?
- წამოდი, აჩიკო, წამოდი, ნუ გაძეგლდი, თორე გამოვიდნენ მეზობლები.
- ნუ მეძახი ამ აჩიკოს! - დუდღუნებდა ბერიძე.
- ლამის გაგვტრუპა, ხედავ, შენ? - იცინოდა ხმით ონისე.
- რა გაცინებს, რა ჯანდაბა გაცინებს! - დასამაგრებელს ჰგავდა კაცი. - სახე ხო ჩამოგიხსნა და ლამის მიგაყოლა მის დარეხვილ ძმას!
- შენ გგონია არ იცის, მე რომ არ მომიკლავს? - ეცინებოდა ისევ. - მშვენივრად ხვდება ყველაფერს, მის უტვინო ძმას კი არ ჰგავს. არ იჯერებს, უბრალოდ.
- რას მეუბნები ახლა, იცის და მაინც შენ დაგდევს? - დაიბნა შოკში მყოფი ბერიძე. - გამაგიჟებთ! ეს რა ხალხში ვარ! ეს სად ვარ...
- დარწმუნებული რომ იყოს, მე მოვკალი, გაისვრიდა აქვე.
- შენ მე მგონი ძაან მოგხვდა! - ეჭვით გადახედა მოღიმარს.
- დაძარი მანქანა, ნუ შემარყიე!.. ეგ კიდე არ მოისვენებს, სანამ შარს არ აიკიდებს, ფარჯიანია მაინც. აქ სულ სხვა რაღაც წყდება რა, აჩი. ცალკეა რეალური დამნაშავის დასჯა, ცალკეა ღირსება, ოჯახი, სახელი... აგიჟებს ყველაფერი ერთად. ჯერ არ იცის, სამარცხვინო ძმას რომ ასაფლავებს. ჯერ არ იცის... რომ გაიგებს, თავსაც დაისაფლავებს.
- როდის მერე შეისწავლე შენ ვაჩე ფარჯიანის ფსიქოლოგია?
- აუ, მიდი რა, აჩიკო!
- არა, გამეცი პასუხი! ხო არ ძმაკაცობთ, შემთხვევით?
- გეყოფა! - ეცინებოდა ონისეს.
- რას ქვია, მეყოფა! დროზე მოყევი! როდის მერე ჩაფიქრდი ვაჩე ფარჯიანის მეობაზე და კაი კაცობაზე?
- ბავშვობაში.
- უკაცრავად?
- ისეთი ძმა იყო ეგ საშკასთვის... ეგეთი ძმის ხელში, ძალიან უნდა მოგენდომებინა რომ გადაგეხვია სწორი გზისთვის. მოინდომა მისმა და შესაძლებელი ყოფილა ეგეც. - ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის, ვიდრე სხვისთვის. ღრმა ბავშვობიდან ახსოვდა საშკა ფარჯიანის უფროსი ძმა. როგორი ღირსეული იყო, როგორი თავდაჭერილი... აღფრთოვანებული აკვირდებოდნენ სკოლის ეზოში შეკრებილი ბიჭები, მისი ტოლები. მოსწონდა ყველა გოგოს, ყველა მასწავლებელს, აწონებდა თავს ყველას ძალიან მარტივად. ეამაყებოდა საშკას უფროსი ძმა, მაგრამ ეპარებოდა ოდნავი შურიც მის სევდისფერ თვალებს და არც ეს რჩებოდა შეუმჩნეველი ონისე დგვარელს, რომლის გონებაშიც, არასდროს შეშლია ვაჩე ფარჯიანს.
ყოველთვის სწორს, ახლა ეშლებაო ძალიან, დარდობდა უფრო მის დაშვებულ შეცდომას, ვიდრე იმ ტყვიას, მისთვის დამიზნებას რომ არ იშურებდა მოკლულის ძმა.


* * *

მოსალოდნელი ქარიშხალივით შევარდა დადვაძეების სახლში ვაჩე ფარჯიანი, როცა გაიგო, მოწმედ უპირებდა დადგომას ონისე დგვარელს სოფა დადვაძე, მისი მოკლული ძმის საცოლე.

მისაღებში ისხდნენ ნოდო დოლიძე, დიტო ჩხაიძე და დათუნა დადვაძე, როცა შეგლიჯა კარი გამხეცებულმა ფარჯიანმა. ხმაურზე გამოვიდა ოთახიდან აკო, რომელსაც დაბარებულივით, ფეხდაფეხ მოჰყვა ფერდაკარგული სოფა.

შეშლილ თვალებს აცეცებდა და არაფრად აგდებდა შეკრებილებს უფროსი ფარჯიანი. თვალებით ეძებდა სოფას და იპოვა კიდეც, აკოს უკან მდგომი.

- ჩემი ძმის საცოლე, ჩემი ძმის ერთადერთი იმედი! ჩემი პატარა ძმის! რას აკეთებ შენ, სოფა? - არ აშორებდა გაავებულ მზერას და ცბიერი ნაბიჯებით უახლოვდებოდა ერთ ღამეში ჩამოშლილ ქალს.
- უკან დაიხიე, ვაჩე! - სოფასკენ წასულს წინ გადაუდგა დათუნა.
- უკან დავიხიო? მე მეუბნებით... მე მეუბნებით თქვენ, რომ უკან დავიხიო? - გულიანად გადაიხარხარა ფარჯიანმა და შეშლილი თვალები შეანათა სოფას, რომელსაც დუმილის აღთქმა დაედო თითქოს. - პასუხი გამეცი, სოფა! მართალია ის, რაც გავიგე?
- გააჩნია რა გაიგე შენ, ვაჩე! - მოიკრიბა უკანასკნელი ძალა ქალმა, წამოდგა ფეხზე და პირისპირ დაუდგა გამხეცებულს.
- მოწმედ უდგები ონისე დგვარელს, სოფა? - ზიზღით მოეხუჭა თვალები ვაჩე ფარჯიანს საკუთარ სიტყვებზე.
- მართალია. - მეხის გავარდნას ჰგავდა ერთადერთი სიტყვა. მიწის გასკდომა ინატრა ფარჯიანმა.
- ჩემი ძმის საცოლე, ჩემი ძმის ერთადერთი იმედი, მოწმედ უდგება მის მოსისხლე მტერს! - სიმწრის სიცილი წასკდა კაცს და იგრძნო მოწოლილი სისხლი საფეთქლებში.
- არ მოუკლავს ონისე დგვარელს საშკა! არ მოუკლავს, ვაჩე! ონისემ გადამარჩინა მე, იცი შენ, ვაჩე?!
- ხმას ნუ იღებ! ნუ ამბობ, იცოდე! შენ რა იცი, გოგო! შენ რა იცი, ვინ მოკლა ჩემი ძმა! შემომხედე, სოფა! გიყვარდა საერთოდ ჩემი ძმა?! - კაცის ზიზღნარევმა სიტყვებმა მოუქცია სახე ერთიანად დაპატარავებულს. შებარბაცდა ადგილზე წამლებით გაბრუებული და თავბრუდახვეული.
- უკან დაიხიე, ვაჩე ფარჯიანო, თორემ გავისვრი ერთადერთ ტყვიას და ისიც შენი მიმართულებით იქნება, იცოდე! - გადაეფარა სოფას წაშლილ სახეს ვაჩეს სიტყვებით გაგიჟებული ნოდო. - ყველასთან გაბედე, ყველასთან შეგეშალოს თუ გინდა, მას ნუ უახლოვდები, მას ნუ შეურაცხყოფ შენი დამპალი სიტყვებით, თორე დავივიწყებ შენს მდგომარეობას და განანებ, ყველაფერს გეფიცები!
- ჩემი ძმა მკვდარი დაიგულე და შენც გამოჩნდი, დოლიძე? - ხარხარი წასკდა გააფთრებულ ფარჯიანს. სახე აერია ნოდოს კაცის სიტყვებზე. - რისი იმედი გაქვს, ნოდარ? გგონია შენ შეგიყვარებს?! ამას რომ სიყვარული შეეძლოს, ნოდარ, ჩემს მკვდარ ძმას არ გათელავდა ბოლომდე! - ზიზღნარევმა სიტყვებმა სიმწრით დაუჭიმა ხელები ნოდოს.
გაგიჟებულმა დაფარა ვაჩემდე მისასვლელი მანძილი დათუნამ და ისე წაავლო ხელები საყელოში, ვერავინ მოასწრო გააზრება.
- კიდე გაიმეორე, კიდე გაიმეორე შე ძა*ლისშვილო! ცოცხლად დაგმარხავ, სულს ამოგხდი, მაგ სიტყვებს გაჭმევ, ვაჩე ფარჯიანო! როგორ ბედავ! ვისთან მოხვედი საქმის გასარჩევად, ვის უშლი ხელებს მე შენი **! - მუშტებს უშენდა შეშლილი დათუნა.
ვერ აიტანა ვერცერთი სიტყვა. ვერ გაითვალისწინა, როგორც მგლოვიარე ძმა.
- ჩემი ძმა არ გაციებულა, უღმერთოებო! - ამოისისინა დათუნას სახესთან და ჩააშტერდა ჩაწითლებული, ამოღამებული თვალებით. - გადაუარეთ, არა? მე თქვენ გაჩვენებთ, ბიჭო! გზაზე არ გადამიდგე დადვაძე, თორე!
- თორე?! მუქარას მიბედავ, ფარჯიანო?! - საყელოთი დაჭერილს არ უშვებდა ხელს. - რომელ ღმერთზე მელაპარაკები, შე ავადმყოფო! გოგოს თვალწინ ჩაცხრილეს, იარაღი დაუმიზნეს! ასეთ ქალთან მოდიხარ და ემუქრები, ბიჭო? რომელი კაცობით, რომელი ღმერთით, ვაჩე ფარჯიანო!
- ჩემი ღმერთი გუშინ დაიმარხა, დადვაძე! თქვენსას ხვალ დავმარხავ, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები! შევეწირები და არ შეგარჩენთ!
- ღმერთი არ იმარხება, ფარჯიანო! შენ იმარხები შენი არაკაცობით! - ანჯღრევდა მის მხრებში ჩაფრენილი დათუნა.
- ხელი გამიშვი და თავი არ მომაკვლევინო აქვე! პატარა კაცი ხარ, დათუნა დადვაძე!
- ხელი გაუშვი, დავით! - დასჭექა აკომ და არ მოეშვა მანამ, სანამ არ მოაშორა გააფთრებული შვილი ფარჯიანს. - აზრზე მოდი, დათუნა!
გახევებული იდგა სოფა. ყურებზე იჭერდა ხელებს ძლიერად, ოღონდ აღარ გაეგო მათი არცერთი სიტყვა.
- ვაჩე, შენთვისვე სჯობს აქედან წახვიდე, - ხელით გამოსწია დიტომ თავისკენ. - როცა დამშვიდდები, როცა აზრზე მოხვალ და გაიაზრებ, მერე... მერე შეიძლება დალაპარაკება. ისე ნუ იზამ, შენი ყველა სიტყვა გაგიხდეს სანანებელი.

ისხლი აწვებოდა სახეზე ფარჯიანს. როგორ უბედავდნენ... როგორ უბედავდნენ რჩევების მიცემას. ეცინებოდა სიმწრით შეშლილსა და განადგურებულს, მაგრამ გასწორდა მაინც მხრებში. გადაფარა ლამის ყველა სინათლე მხარბეჭიანმა.
- ჯერ კიდე თბილია ჩემი ძმა, სოფა! გადაუარე, გოგო?! გადაუარე?! - ჩამწყდარი ხმით ჰკითხა და გაუსწორა მის ცრემლიანს თავისი.
- გადამარჩინა დგვარელმა, გესმის? გადამარჩინა, ვაჩე! მეც მკვდარი უნდა ვიყო ახლა, გესმის შენ ეს? არ ყოფილხარ იქ... მადლობა ღმერთს არ ყოფილხარ და არ გინახავს, როგორ ცდილობდა... შენ ხო არ იცი ვაჩე, როგორ ცდილობდა.... - ხმას აუმაღლა მწყობრიდან გამოსულმა და ჩამოიცილა ნოდოს სხეული, წინ წასვლის საშუალებას რომ არ აძლევდა.
- რას ცდილობდა, გოგო, რას! - იღრიალა მწყობრიდან გამოსულმა და დასცხო ხელი კედელს გაგიჟებულმა.
- გადარჩენას! - ექოსავით გაისმა გულისგამაწვრილებელი კივილი.
- ნუ ბოდავ, სოფა! ნუ ბოდავ, იცოდე! მეტი აღარ თქვა, აღარ გააგრძელო! - სუნთქვა შეეკრა იმ სურათის წარმოდგენისას, დგვარელი მისი ძმის გადარჩენას რომ ცდილობდა. მუდამ საჩხუბრად წაკიდებული, მუდამ ერთმანეთთან დაპირისპირებული. შეუძლებელიაო, მოასწრო გაფიქრება გულშეღონებულმა, სუნთქვაც რომ დავიწყებოდა უკვე.
- მკვდარი იყო უკვე... ვიცოდით ორივემ, არ ვიჯერებდით არცერთი! უნდოდა, გესმის? როგორ გისურვო, ვაჩე... როგორ გისურვო იქ ყოფნა, მითხარი... რომ ყოფილიყავი, შენ რომ გენახა მისი სახე... შეშლილი. მე შეშლილსაც რომ დამამახსოვრდა. ეგეთი კაცი ვერ მოკლავდა, გესმის? იცი, რას იზამდა ეგეთი კაცი, ვაჩე? - უახლოვდებოდა სუნთქვაშეკრულს.
სმენდა გადაქცეულიყო ყველა ოთახში.
- საკმარისია-მეთქი, სოფა! - ჩაუწყდა ხმა ფარჯიანს.
- იცი, რას იზამდა ის კაცი, გუშინ საღამოს მე რომ ვნახე?! არ იცი, ფარჯიანო, მაგრამ იცოდე, რომ გადაუდგებოდა, რომ მოესწრო. გეფიცები, მის სულს გეფიცები, მაგრამ არა... შენ ხო, შენ ხო ფიქრობ, რომ მე შენს ძმას გადავუარე... ჩემს, ვაჩე, ჩემს საკუთარ სიცოცხლეს გეფიცები, გადაუდგებოდა!
-სულელი და მიამიტი გოგო ხარ, სოფა! - დაიჩურჩულა მის სახესთან მიახლოებულმა. - იმდენად მიამიტი ხარ, გჯერა, რომ მართლა გადაგარჩინა?! სულელო გოგო! ვერცერთი ვერ ფიქრობთ განზრახ რომ მოაწყო, ხო! ამის მერე! ამის მერე ვინ აიღებდა მასზე ეჭვს, ვინ! რა ვუთხარი მე იმ გათენებულ დღეს, ონისე დგვარელი რომ არის გმირი და ჩემი ძმა მკვდარი!
- შენ, ბიჭო, თავი უნდა მომაკვლევინო? მე გავხდე მკვლელი გინდა, ხო?! გაეთრიე აქედან, გაეთრიე ფარჯიანო! იკმარეთ თქვენი ტკივილი და სამართალს ნუ ეძებთ უსამართლოდ! - ხმას ვერ აკონტროლებდა დათუნა.
- ჩემი ტკივილი რომ თქვენი არ არის, ჩემი ტკივილი იმ გოგოსი რომ არ არის, ჩემი ძმის ერთადერთი სიყვარული რომ იყო, ესაა საქმე დათუნა დადვაძე, ეს! გუშინ საღამოს ჩემს ძმას იარაღი დააცალეს, მაგრამ არც თქვენ დაგიკლიათ ტყვიები თურმე! არ შეგრჩებათ ჩვენი მასხრად აგდება, დადვაძეებო! გაგამწარებთ. ისე გაგამწარებთ, ისე გადაგივლით, როგორც ჩემი ძმის სულს გადაუარეთ! - მრისხანებითა და სიმწრით დაუღრიალა მამის ხელებით გაკავებულ დათუნას და ისეთი ძალით გაიჯახუნა კარი, ქუჩის ყველა მაცხოვრებლის სმენას მისწვდა ექოდ დარჩენილი ზანზარი.
ჩაიკეცა ემოციებისგან გამოცლილი სოფა. კედელთან მჯდომი, ათასი ფიქრით გადაღლილი, ათასი კადრით შეღონებული, ვეღარ პოულობდა გამოსავალს. ვეღარც ტიროდა თავის ცხოვრებას. წინა საღამოს დაეცალა მთელი ოცდაოთხი წლის განმავლობაში ნაგროვები ყველა ცრემლი.

- ეს ვინ არის, ეს ვინ არის, ბიჭო! - თავში იშენდა ხელებს დათუნა. - ცოცხლად შევჭამ, ამ საცოდავს! რამე გაბედოს! რამე გა-ბე-დოს, ბიჭო!
- დათუნა, ნუ გაუტიე! აზრზე მოდი, ბიჭო! არაა კუნთებზე ყურების დრო, ვერ ხედავ რა ხდება? ოთხმოცდაათიანებში რომ არ ყოფილა, ის ხდება, იაზრებ?! - იმდენად სერიოზული სახე ჰქონდა დიტო ჩხაიძეს, დოლიძესაც კი გაუკვირდა.
- ოთხმოცდაათიანებში იყო თუ იყო, მაგრამ ასეთი? - ჩაეცინა აკოს და ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან. - შოთასთან დავრეკავ, მოვიდეს სასწრაფოდ, და შენ კიდე, ჩემო შვილო, ცოტა პაუზაც უნდა ისწავლო, მამის გასაკავებელი რომ არ გახდე!
- აბა, აბა! - გააჯავრა გაღიზიანებულმა და იქვე ჩაიმუხლა, სოფასთან.
- აქეთ უნდა მაკავებდე, აქეთ უნდა მასწავლიდე უკვე, შვილო! შენს იმედზე უნდა ვიყო, მამი?
- მიდი რა, აკო!
- ერთი რომ გეყოლება და გაათამამებ, საკუთარ თავს უნდა მოსთხოვო მერე პასუხი! - მიდიოდა ჩხუბ-ჩხუბით ყურზე ტელეფონმიდებული.
- სოფ, შემომხედე რა, - ააწევინა გაჯიუტებულს ხელებში ჩარგული სახე. - გთხოვ, სოფა.
- რა გინდა, დათუნა! - აუთრთოლდა ხმა ქალს.
- ნუ მელაპარაკები ეგრე, რა! ვიცი, რომ შემეშალა აქ და ახლა... ვიცი, რომ არ იყო ამის დრო... ხო მიცნობ, ხო იცი, რომ გადამებინდება, მერე... არ ხდება კარგი ამბები.
- როგორ გინდა, რომ გელაპარაკო იმის მერე, რაც ვნახე?! მადლობაც ხომ არ გადაგიხადო კიდევ ერთხელ რომ არ დამანახე ადამიანის მკვლელობა?! მადლობას ელოდები, დათუ, ხვალინდელი დღის რომ შემეშინდება? რაზე ვიფიქრო ამის მერე... ჩემი ბიძაშვილი რომ არ მომიკლან ხვალ თუ ჩემმა ბიძაშვილმა რომ არ მოკლას ხვალ!
- აუ, აუ! - თავში იტაცა ხელი კაცმა. - რამ გაფიქრებინა სოფ, ეგ... არა, იდიოტი ვარ, მაგრამ ხო იცი, როგორიც? გეფიცები, შენს თავს გეფიცები, არაფერი მოხდება.
- სოფ, რატო ნერვიულობ, გოგო, ხო იცი, არავის მოკვლის თავი რომ არ აქვს?! - მეორე მხარეს მიუჯდა დიტო და თავისკენ დაქაჩულს გადახვია ხელი. - ის მაინც არ გახსოვს, ბავშვობაში, შემთხვევით, ჭიანჭველების ბუდე რომ დაანგრია და ტირილი მორთო? - სცადა გაეღიმებინა. დანა პირს არ უხსნიდა ქალს, მაგრამ გაეპარა მაინც მკრთალი ღიმილი.
მოაგონდა ლამაზი ბავშვობა.
- ბიჭო! - დაუბრიალა თვალები დათუნამ და დაიწყეს ის კინკლაობა, დასასრული რომ არ ჰქონდა არასდროს. - ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასო, არ გაგიგია, ორკლასიანო? ზოგჯერ უნდა მოკეტო!
- შენც უნდა გააჩერო ხელები, სულ რომ გექავება, მაგრამ აჩერებ? - გადახედა ნიშნისმოგებით.
- ენას რომ ამოგაძრობ და ხელში დაგაჭერინებ, მერე მეტლიკინე!
- მორჩით! - გადახედა ორივეს დაღლილმა.
ზურგით იდგა ჩაფიქრებული ნოდო და არც უსმენდა მათ საუბარს. სულ სხვაგან დაფრინავდა მისი გონება. ჯერ კიდევ ფარჯიანის სიტყვებთან იყო დაპაუზებული.
დახურული ფანჯრიდან გაჰყურებდა გზას და უტრიალებდა თავში ის სიტყვები, რისი თქმაც მოასწრო ვაჩემ მისთვის. საკუთარ თავში ეძებდა ამ სიტყვების გამამტყუნებელს ან გამამართლებელს, მაგრამ ვერ პოულობდა ვერცერთს.

- კი მოვრჩები, სოფ, თან შენ რომ მთხოვ, როგორ არ უნდა მოვრჩე, მაგრამ ბოლო სიტყვა როგორ შევარჩინო? პატივმოყვარეობას თავი რომ დავანებოთ, გვარი არ მაპატიებს, ბაბუაჩემი სპარტაკ ჩხაიძე არ მაპატიებს! ჩემი წინაპარი გლადიატორები არ მაპატიებენ, სოფა! შენ გასცემ პასუხს ამდენ ხალხს?
- დიტო!
- კაი, ბოდიში, ბატონო! - ხელები ასწია შემრიგებლურად და ნაზად აუჩეჩა თმები ტირილისგან დასიებულ ქალს. - სოფ, მომისმინე. ხო იცი, სანამ ამის ძმაკაცი ვიქნებოდი, შენი ვიყავი. მეშვიდე კლასამდე ხო ვიყავი, არა? მაგ შვიდი კლასის ხათრით, დამიჯერე, შენი არცერთი ცრემლის ღირსი არ არის არცერთი ფარჯიანი, გესმის? შენი ბრალი, შენი ვალდებულება არაფერია მათთან. არ მკითხო რატომ, ვერ გიპასუხებ, არ შემიძლია. უბრალოდ დამიჯერე თუ მენდობი ოდნავ.
- რას ნიშნავს დიტო, ეს? - არეული თვალები შეანათა სოფამ. - რამე ისეთი იცი, რაც მეც უნდა ვიცოდე?!
- არა, ეს ჩაკირკიტება სულ იცოდი, კი... - თემის ხუმრობით გადატანა სცადა, მაგრამ არ ასვენებდნენ მაინც ეჭვნარევი თვალები. - ოხ, რა! არ შეიძლება უბრალოდ რომ დამიჯერო? არ მაქვს მაგხელა ავტორიტეტი? შენს ბიძაშვილზე ნაკლები რითი ვარ, სოფა?!
დაეჭიმა ზურგი დოლიძეს. დაეჭიმა დაძაბულობისგან ყველა კუნთი და ვერ გაბედა უკან მობრუნება. ვერ ჩახედავდა თვალებში და ვერ გაუსწორებდა თვალს იმ სიმართლეს, რომელშიც საპირისპირო მხარე იყო თვითონ.

ვიღაცასთან მართალი, ვიღაცასთან მტყუანს ნიშნავს ზოგჯერ.
სხვასთან სიცრუე ტოლობის ნიშანს სვამს საკუთარ სიმართლესთან ზოგჯერ.

სწრაფი ნაბიჯებით შემოვარდა შოთა დადვაძე ოთახში. კედელთან ჩაკეცილი სამი სხეული რომ დაინახა, ფერი დაეკარგა ისედაც განერვიულებულს.
- რა მოხდა? - არეული სახით დაეკითხა ძმას.
- რაც ისედაც მოსალოდნელი იყო, - სკამის საზურგეს დაეყრდნო ხელებით აკო. - ფარჯიანები.
- აქ იყვნენ?
- ვაჩემ იკონცერტა, დაგვემუქრა და წავიდა. - ხმა ამოიღო ნოდომ.
- აზრი არ აქვს? - თვალებით ჰკითხა ძმას თუ არსებობდა რამე გამოსავალი ფარჯიანებთან დაკავშირებით.
- ღმერთი თუ ჩამოვა და დაელაპარაკება, თორე არ გაჭრის არაფერი. ადამიანს აღარ ჰგავს. - ხელები გაასავსავა აკომ.
- რა უნდა ვქნათ, აკო? - ამოიხრიალა და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში. - რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ამ შემთხვევაში?
- დგვარელს ადებს ხელს ისე, რომ არ უშვებს სხვა მტრის არსებობას, - ჩამოისხა ვისკი ჭიქაში ისე, რომ არ შეუწყვეტია ლაპარაკი. - რაც იმას ნიშნავს, რომ კაცმა არ იცის როდის გამოხტება ის ვიღაც მანიაკი. აზრზე არ ვართ ვინაა, რა უნდა, ვისი მტერია ეგეც არ ვიცით დარწმუნებით. ერთადერთი, რაშიც შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული არის ის, რომ, პირველ რიგში, სოფას ექმურება საფრთხე.
- ასეა. ფარჯიანიც არ მოისვენებს. ეგ ისეთია, საკუთარ სიტყვას მაინც შეასრულებს, სულ რომ უკანასკნელი მტყუანი იყოს დედამიწაზე და არის კიდეც. - დაეთანხმა ნოდო.
- ხვდებით, რა მასშტაბზე გავდივართ? - სიმწრით ჩაეცინა შოთას. - ორი გადარეული ერთად. ღვთის სასჯელი თუ გინდა, ესაა!
- ერთადერთი გამოსავალი არსებობს, - ინტერესიანი თვალებით მიაშტერდნენ ფეხზე წამომდგარ დათუნას. - დგვარელი.
- ანუ? - ჩაეკითხა აკო.
- დგვარელს უნდა დაველაპარაკოთ.
- არა! - ფეხზე წამოდგა სოფაც. - რას ნიშნავს დგვარელს უნდა დაველაპარაკოთ? ისედაც სერიოზულ შარშია და კიდევ უარესში უნდა გავხვიოთ?
- იქ რომ არ ყოფილიყო, მაინც შარში იქნებოდა, სოფა, თან უარესში! შენ დაცვა გჭირდება... დგვარელზე ეჭვს ვერავინ აიღებს.
- დათუნა, დგვარელი როგორ დაგვეხმარება, დღე-დღეზე დაიჭირონ, შეიძლება. - ხმა ამოიღო შოთამ.
- ვინმე ჩვენიანი რომ გავრიოთ, ზედმეტად მარტივი იქნება ყველაფერი. ძალიან კარგად იციან ფარჯიანებმა ჩვენი სოფელიც და სახლიც ქალაქგარეთ.
- ქალაქიდან ვერ გავალ, დათუნა! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამოძიება მიმდინარეობს და არ მაქვს უფლება! - გააპროტესტა ქალმა.
- დამშვიდდი, სოფა!
- დათუნა მართალია, ჩვენი სოფასთან გადაკვეთა ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას ნიშნავს. ვინმე ისეთი გვჭირდება, ასი წელი რომ იფიქროს ვაჩე ფარჯიანმა და მაინც ვერ მიხვდეს, - ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მყოფმა დიტომ. - ონისე დგვარელთან საუბარი ღირს!
- მე დავურეკავ აჩის, მის მამიდაშვილს.
- აჩი, რომელი? - ჩაეკითხა ნოდო და მოსცილდა ფანჯარას.
- ბერიძე. ჩვენი სკოლელი იყო ეგეც, უფროსია.
- მახსოვს, მახსოვს.
მოაგონდა ბერიძე აჩი და მასთან ერთად მისი მეგობარი გიორგი ჭონიაშვილი დოლიძეს.
დიდი ხანი იყო გასული, რაც აღარ დაენახა ნოდოს ქალაქში არცერთი, არადა კარგად ახსოვდა ის დროც, მათზე რამდენიმე წლით უფროსები, ვაჩე ფარჯიანის ჩათვლით, დიდი ავტორიტეტით რომ სარგებლობდნენ ჯერ სკოლაში და შემდეგ უნივერსიტეტში.
იცოდა ნოდომ, მართალია ყურმოკვრით, მაგრამ იცოდა, რომ გიორგი ჭონიაშვილს იმაზე ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა, იმაზე მძიმე წარსული, ვიდრე მათ დაუდგათ ახლა. ხმები არასდროს გამოდიოდა დაზუსტებით, ათასი ჭორი მოიგონეს ქალაქის ცნობილმა უსაქმურებმა, ამბობდნენ, საცოლის მოკვლა დაუკვეთა შურის საძიებლადო. იმასაც ამბობდნენ, საკუთარმა მამიდაშვილმა მოუკლა ერთადერთი სიყვარულიო... ათას ჭორშიც გამოერეოდა სიმართლის მარცვალი, მაგრამ ვერ გაიგებდი, რა იყო მართალი და რა - არა. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია გიორგი ჭონიაშვილთან კონტაქტი, არასდროს იჯერებდნენ შეთითხნილ ამბებს, თუმცა ვერც სიმართლეს არკვევდნენ დაინტერესებულნი. მიუხედავად ათასი ჭორისა, დოლიძე ნოდომ ერთი რამ კი იცოდა დანამდვილებით, საკუთარი ხელით რომ ჩასვა ციხეში მამიდაშვილი, ზურა გვაზავა, გიორგი ჭონიაშვილმა...

* * *

ორი მანქანა ერთდროულად გაჩერდა დადვაძეების უზარმაზარ ეზოში.
ერთდროულად გადმოვიდნენ პირველიდან აჩი ბერიძე და ონისე დგვარელი. მზის სათვალე მოერგო ონისეს გარუჯულ სახეზე და აუჩქარებლი ნაბიჯებით მიიწევდა მასპინძლებთან შესახვედრად.
თვალები შუბლზე აუვიდა მეორე მანქანაში მჯდომ ქეთუთა დადვაძეს, სოფას უმცროს დას, როცა სტუმრებს შორის ონისე დგვარელი, მისი სასიძოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამოიცნო.
გაოგნებულმა გამოგლიჯა მანქანის კარი იმის შიშით, რომ მათი სტუმარი არცთუ სასიამოვნო მიზნით უნდა ყოფილიყო მოსული და ისე, რომ მძღოლის სიტყვას არც დალოდებია, გააფთრებული მივარდა კარისკენ წასულს, რომელსაც არ შორდებოდა სახიდან მშვიდი და გასაოცრად კმაყოფილი ღიმილი.

- შენ იყავი, არა? შენ მოკალი, საშკა? - წინ გადაეღობა საბრძოლველად შემართული ქალი.
- შენ ვინ ხარ, ბავშვო? - დამცინავი ღიმილით დახედა წარბშეკრულს და არანაკლებ გაოგნებული ბერიძისკენ გააპარა თვალი.
- აქ რატომ მოხვედი? რა დაგრჩა გასაფუჭებელი? კიდე ვის მოკვლას აპირებ?! - შეტევაზე გადავიდა ჩუმად მოფხუკუნე აჩის რეაქციით უარესად გაღიზიანებული. არ აშორებდა აალებულ მზერას სათვალიანს.
- გოგონი, მგონი მისამართი აგერია, იცი? - ოდნავ ჩამოსწია სათვალე და ცინიკურად დახედა დოინჯშემოყრილს.
- ვის სახლში ხარ, თუ იცი შენ, ონისე დგვარელო? - ირონიულად წაისისინა უმცროსმა დადვაძემ. - როგორ გაბედე აქ მოსვლა?!
- აჩი, ეს ვინ არის? - ყურადღება აღარ მიუქცევია ქალისთვის, ისე გადახედა აჩის. ჭარხლისფერი დაედო კაცის უტიფრობაზე ქეთუთას. არა, დგვარელის თავხედობაზე ისტორიები აქამდეც მოესმინა, მაგრამ რას წარმოიდგენდა, საკუთარ სახლში აქეთ თუ დაუწყებდა მასხრად აგდებას.
- შენ ქეთუთა არ ხარ? - ინტერესიანი თვალებით დახედა აჩიმ. - როგორც ვიცი, ბრიტანეთში იყავი, ხო?
- მერე? - უნდობლად ახედა და განრისხებული მზერა გადმოიტანა მოცინარ დგვარელზე. - რა გაცინებს?! სასაცილო ვთქვი რამე?!
- რატომ გვეჩხუბები, კაცო... - შემრიგებლური გაუხდა კაცს ტონი. როგორ უნდოდა გულიანად ეხარხარა, მაგრამ იცოდა, დაუფიქრებლად დააჭედება ტყვიას, ისეთი განგმირავი თვალებით უყურებდა ორივეს ქალი.
- აქ რა აკეთებთ-მეთქი, ვიკითხე, მგონი!
- დღეს ჩამოხვედი? - აათვალიერა ბერიძემ ბარგით გატენილი მანქანის საბარგული, ძლივს-ძლივობით რომ ეზიდებოდა მძღოლი.
- დავუშვათ, მერე?
- ტურბულენტურ ზონაში ხარ მგონი კიდე, გოგონი. დაეშვი, აქ ვართ.. - სახესთან აატარა ხელი დგვარელმა და ის იყო გზის გაგრძელება დააპირა, კიდევ რომ გადაუდგა წინ. თვალები აატრიალა დაქანცულმა, როგორ მოაბეზრა უკვე თავი.
- მართობ, მაგრამ თავი მომაბეზრე უკვე... - უკმაყოფილო მზერით დახედა სიბრაზისგან გაწითლებულს.
- სიტყვები აკონტროლე, როცა მე მესაუბრები! - განრისხებულმა უმატა ტონს.
- და შენ ვინ ხარ? - მშვიდი იყო დგვარელი. აღიზიანებდა კიდევ უფრო თავისი სიმშვიდით.
- ქეთუთა?! - დათუნას ხმაზე ერთდროულად მიატრილეს თავი. - ჩამოხვედი უკვე?.. რა ხდება აქ? - გაოცებულმა მოავლო თვალი გაწიწმატებულ ბიძაშვილს, თმა ყალყზე რომ დასდგომოდა სიბრაზისგან და არ აშორებდა განრისხებულ თვალებს მშვიდად მოღიმარ ონისეს.
- სახლში არ გვიშვებს... - ჩაუშვა კაცმა და კმაყოფილი ღიმილით დახედა დაბოღმილი ბავშვივით გაბერილს.
- რატო, კაცო! - სიცილი დახედა დათუნამ ქეთუთას. - ხო, მართლა, ეს ქეთუთაა, ჩემი უმცროსი ბიძაშვილი, სოფას და. ქეთუ, ონისე დგვარელი და აჩი ბერიძე... რატო არ უშვებ, გოგო, სახლში?
- დებილს ვგავარ, დათუნა? - გაოგნებულმა გადახედა ბიძაშვილს. - რადგან თვითმფრინავში ვარ მთელი დღეა, რა გგონია, ვერ გავიგებდი, რაც მოხდა აქ? ყველაფერი ვიცი!
- ხო, მკვლელობაც გაუხსნია... - ცალყბად ჩაეღიმა დგვარელს.
- რა უნდა ჩვენს სახლში, ამას? - ცერა თითი გაიშვირა ზურგსუკან ისე, რომ არც გაუხედავს ონისესკენ.
ონისემ და აჩიმ ერთმანეთს გადახედეს და ჩაიღიმეს.
- გოგო, ამოისუნთქე ცოტახანს, რას დააყუდე ეს ხალხი ეზოში! შემოდით, რა. - კარისკენ წაუძღვა ბიჭებს დათუნა და თან წაიყოლა გაჯიუტებული ქეთუთა. ონისე და აჩი სიცილს ძლივსღა იკავებდნენ. დღეს თუ რამე გაამხიარულებდა, ვეღარც წარმოედგინა დგვარელს.
- დათუნა, შენი ბიძაშვილი მგონი ფარჯიანის მხარესაა, - სიცილით მიჰყვა ფეხდაფეხ აჩი.
- რამე ხო არ დაგიშავათ?
- აპირებდა...
- ისე ნუ საუბრობთ, თითქოს აქ არ ვიყო! - უარესად გააფთრდა ქეთუთა და გაღიზიანებულმა გადაიყარა გრძელი სწორი თმა უკან ისე, რომ ბოლოები დგვარელსაც მოხვდა.
- სამაშველოს ხომ არ დავუძახოთ, ყოველი შემთხვევისთვის? - ირონიულ ღიმილს არ იშორებდა სახიდან ონისე და ისე ათვალიერებდა ქალს, თითქოს რენტგენში ატარებსო.
- დათუნა, ამიხსენი რა ჯანდაბა ხდება! - ბრაზით დაეჭიმა სახე უმცროსს. უარესად გააღიზიანა ონისეს გამოპარებულმა მზერებმა.
- ეს ვინ ჩამოსულა! - ყვირილით გამოვარდა ოთახიდან დიტო. - რა იყო, გოგო, სად დაგვეკარგე, ვერ აგვარებდა უშენოდ ელიზაბეტ მეორე საქმეებს?
- მკვდარია, დეგენერატო!
- მოკალი ეგეც?
- შენც მიგაყოლებ, გინდა?
- რა მოძალადეც გაგიშვით, ეგ მოძალადე დაგვიბრუნდი? ესაა შენი ევროპა, დათუნა?! სად გავუშვით ბავშვი! .. ბიჭებო, გაიცანით უკვე ქეთუთა "machine" დადვაძე? - სიცილით გადახედა მოღიმარ ბიჭებს ჩხაიძემ.
- მქონდა პატივი... გამეცნო, - თავდაჯერებულ ღიმილს არ იშორებდა სახიდან ონისე.
- ცოტა შეგვაშინა, ხო... - აყვა აჩიც.
- მოგვჭერი თავი, ქეთუ? - თავში წაიშინა ხელი დიტომ.
- თავიდან მომწყდი! - დაუცაცხანა აცანცარებულს.
- გული აქვს კეთილი, ბიჭებო... ენა მწარე...
- უკან წავიღებ ლივერპულის მაისურს. - ნიშნისმოგებით გადახედა გამწვანებულს.
- უი, გულიც მწარე ჰქონია... კაი რა, ქეთუთ... ძმები არა ვართ?
- ნინო სად არის, ქეთუთ? - მოიკითხა ბიცოლა დათუნამ და მისაღებში შეუძღვა შეკრებილებს.
- შოთა მოიყვანს. სოფა სადაა?!
- დამამშვიდებელი გაუკეთა ლანამ და სძინავს. ონისე, აჩი, სერიოზული სალაპარაკო გვაქვს თქვენთან.
- რა ხდება? - დაასწრო კითხვის დასმა გულზეხელდაკრეფილმა ქეთუთამ.
უცნაურად ჩაეღიმა დგვარელს და მხარი გაჰკრა გვერდით მჯდომ ბერიძეს.
- დაგვაცდი?! - წარბები შეკრა დათუნამ.
- რას ქვია! გაგიჟებული გამოვვარდი, არაფერი არ ვიცი, აზრზე არ ვარ რა ხდება და არც მიხსნი?! დუმილის აღთქმა დადეთ ყველამ ერთდროულად?! გიჟს ვგავარ, ვერ მიყურებ?
- ვგავარ არა, უფრო ვარ, - მშვიდი ღიმილით შეუსწორა ონისემ.
- შენ მერე მოგხედავ! - თვალებდაწვრილებულმა გადახედა კაცს.
- ვაიმე?! - წასკდა სიცილი აღშფოთებულს.
- გებრძვიან, ონო... ყველა მხრიდან გირტყამენ, ხო ხედავ! - ფხუკუნებდა აჩი, შექმნილი სიტუაციით ნასიამოვნები.
- მომისმინე, ქეთუთ, ვიცი, რომ ნერვიულობ, მაგრამ ... არა, არ ჭრის შენთან ეგეთები. მოკლედ, გუშინ საღამოს ფარჯიანი რომ ჩაცხრილეს იცი, მაგრამ... სოფასაც უპირებდნენ...
- რა თქვი?! რას...რას უპირებდნენ... მოკვლას, დათუნა?! - ჩუმ წამოკივლებას ამოაყოლა შეშფოთებული სიტყვები პირზე ხელაფარებულმა.
- ხო, ქეთუთა, ხო... დაუმიზნეს მასაც. ონისემ გადაარჩინა.
მეხის გავარდნას ჰგავდა დათუნას სიტყვები. ადგილზე გაქვავებულმა, თვალების ცეცებით გადახედა ჯერ ბიძაშვილს და სულ ბოლოს უდარდელად მჯდომ დგვარელს.
- რას ამბობ, დათუნა! როგორ... რანაირად... ვინ!
- უი, ვერ გაუხსნია... - დამცინავი ღიმილით აათვალიერა გამეხებული და მოიშორა სათვალე სახიდან. უკეთ შეათვალიერა ასე. შეამჩნია გოგონამ. თვალებიც უცინოდნენ თითქოს კაცს.
- არ ვიცით ვინ, რატომ, როგორ, მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთი მხრიდან გიჟი ფარჯიანი გვირტყამს, მეორედან ვიღაც ფსიქოპათი.
- ფარჯიანს რაღა უნდა? - აღშფოთდა კიდევ უფრო.
- დგვარელის სისხლი! - გაეცინა დიტოს.
- მერე, ჩვენ უნდა ავიღოთ და ამიტომ მოიყვანეთ? - ეჭვით გადახედა ბიძაშვილს.
- დედა, ეს გოგო სულ კუნთებზე როგორ იყურება! - შეიცხადა ჩხაიძემ.
- ფუ, დიტო! გაჩუმდი, რა!
- ამიღებ, ქეთუთა? - ფეხზე წამოდგა ონისე და გვერდით დაუდგა განრისხებულს.
- ოპ, ოპ, ოპ! უკან დაიხიე, დგვარელო! შეიძლება ბაბუამისის, დიდი სპირიდონ დადვაძის ხმალი დაგიძროს ჯიბიდან... უფრო ჯაყვა. ჰელოუ კიტის.
- სად არის ნოდო? სად არის დოლიძე? რატომ არ ამოაძრო ენა ამას! ხომ დამპირდა!
- ცოტახნით გვჭირდება, ქეთუ... მაგრამ შეგისრულებ, ხო იცი. - შემოვიდა ოთახში ნოდო. უკან მოჰყვნენ აკო და შოთა, ნინოსთან ერთად.
სანამ ერთმანეთის უნახავები მონატრებას იკლავდნენ, განერვიულებული დათუნა წინ და უკან დადიოდა და გონებაში იმ ყველაფრის დალაგებას ცდილობდა, რასაც ბოლო რამდენიმე საათი გეგმავდა.
- ვაჩე ფარჯიანი იყო ჩვენთან... გიჟს ჰგავს. სოფას გამწარებით გვემუქრება. - გამჭოლი მზერა ესროლა ბუხართან მდგომ დგვარელს.
- ავადმყოფი! - ჩაილაპარაკა თავისთვის და დაძაბული სახით მოავლო თვალი შეკრებილებს.
- გაუგია, სოფა მოწმედ დადგომას რომ აპირებს და ბოლომდე აუშვა. არც აქამდე ყოფილა დალაგებული, მაგრამ ახლა საერთოდ ვერ დაელაპარაკები... ფარჯიანს რომ თავი დავანებოთ, ვიღავ ფსიქოპათი გვყავს აკიდებული, რომელიც სავარაუდოდ ჩვენი მტერი არ არის, მაგრამ თეორიული შანსი მაინც არსებობს, რომ ჩვენი თუ არა, სოფას მოკვლა ისევ უნდოდეს ფარჯიანის გამო. - წამოიწყო საუბარი დათუნამ, რომელიც თვალს არ აშორებდა დგვარელს. თითქოს აინტერესებდა რას ეტყოდა მისი მზერა.
- გამორიცხული არაფერია.
- სოფა ჩვენებას მისცემს თუ არა, ყველაფერს ისე მოვაგვარებთ, რომ მისი სახელი კიდევ კარგა ხანს არ გაჟღერდეს, მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს... სოფა თბილისში უსაფრთხოდ ვერ იქნება. სადაც უნდა დავმალოთ, ყოველთვის გამოჩნდება ერთი ისეთი, ვინც შეამჩნევს და იმაზე მეტს იტყვის, ვიდრე საჭიროა... საზღვარგარეთაც ვერ გავუშვებთ, არ ვიცით ვინ არიან, საიდან, რატომ, ამიტომ ქალაქგარეთ უნდა დავმალოთ სადმე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ჩვენგან რომელიმემ რომ წაიყვანოს, ნიშნავს, რომ ეცოდინებათ სად იქნება. ყველაზე მინიმუმ, ვაჩე ფარჯიანს ეცოდინება, ამიტომ გვჭირდება შენი დახმარება, ონისე. - დაძაბული სახით მიაჩერდნენ გულზეხელდაკრეფილ დგვარელს, რომელსაც არ შესცვლია აუღელვებელი გამომეტყველება.
სახე აერია ქეთუთას, გამჭოლი მზერით სათითაოდ აკვირდებოდა ყველას.
- არ გავალდებულებთ, რომ დაგვეხმარო. ისედაც იმაზე მეტი გააკეთე, ვიდრე ევალება ვინმეს საერთოდ. ჩემი შვილის გადასარჩენად თავი საფრთხეში ჩაიგდე. - ფეხზე წამოდგა შოთა. - ზოგჯერ ყველაზე უსაფრთხოდ საკუთარ მტერთან ხარ ადამიანი. მართალია ჩვენ მტრები არ ვართ, მაგრამ ხალხი ხომ ასე ფიქრობს... ვერავის მოუვა აზრად, რომ საკუთარ ქალიშვილს იმ კაცს ვანდობ, რომელიც მტრობდა მის საქმროს.
- ასეა... - ორაზროვნად ჩაილაპარაკა ონისემ. - სწორად ფიქრობთ. მე არ მაქვს პრობლემა, დაგეხმარებით, მაგრამ ქალაქიდან გასვლა მეკრძალება. გარდა ამისა, გაასმაგებული მზერაა ჩემკენ მომართული. გამიჭირდება შეუმჩნევლად დარჩენა, მითუმეტეს სოფასთან ერთად.
- მართალია. მიუხედავად იმისა, რომ ონისე ასე თუ ისე უსაფრთხოა ამ მომენტში, ორმაგი საფრთხე შეიძლება გახდეს ხვალ... ემტერებიან ძალიან. - მშვიდად წარმოთქვა აჩიმ.
- სხვა რამეა მოსაფიქრებელი, - დაიძაბა აკოც. გაიაზრა ის საფრთხეები, რომლებიც გაუთვლელი დარჩათ გამოსავლის ძიების დროს.
- ერთი გამოსავალი არსებობს, - თითქოს რაღაც გაუნათდაო გონებაში, ფეხზე წამოდგა აჩი. ინტერესით გადახედა ონისემ მამიდაშვილს. - არის ერთი ადამიანი... უფრო სწორად, ერთადერთი კაცია, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია ახლა, - უცნაური ღიმილი მოჰგვარა მეგობრის გახსენებამ აჩი ბერიძეს. - თუ თქვენს ქალიშვილს ანდობთ, რა თქმა უნდა.
- ვინ არის? - დაეძაბა მზერა ანერვიულებულ კაცს. - მეგობარია, შენი?
- ბავშვობის, - წარმოთქვა მტკიცედ. შეერია სიამაყის ნოტები ერთადერთ სიტყვას.
მიუხვდა დგვარელი და ჩაეღიმა სუსტად.
- ვინ არის?
- გიორგი ჭონიაშვილი.
სუნთქვა დაავიწყდათო თითქოს.
ხმას არ იღებდა არცერთი.
- რომელი გიორგი... ის? - თვალები გაუფართოვდა უფროს დადვაძეს.
- საკუთარ თავს არ ვენდობი ისე, როგორც გიორგის, ბატონო შოთა. - ფოლადი გაერია აჩის ხმას. - ერთხელ... ერთი კაცი მოვიდა ჩემთან. ღირსეული კაცი. გიორგიზე ჰქონდა კითხვები. ჩემთან მოვიდა, რომ გაეზომა იმ ადამიანის კაცობა, რომელიც თვალით არ ჰყავდა ნანახი, მაგრამ ესმოდა მასზე ბევრი ცუდი და ბევრიც არასწორი... მაშინ ვუთხარი, მასზე სანდო და მართალი კაცს ვერ შეხვდები-მეთქი.
- მერე? - ინტერესი ჩაუდგა კაცს თვალებში.
- საკუთარ თავზე მეტად ენდობა ახლა ეგ კაცი გიორგის, ბატონო შოთა. მესმის, მამისთვის რთულია ენდოს იმ კაცს, რომლის ცხოვრებამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ ბრმაც თავისუფლად ენდობა ეგეთ კაცს, როგორიც არის გიორგი.
- თქვენი ნდობა ხომ დავიმსახურე? - წამოიწყო საუბარი ონისემ. - ხომ მენდობოდით, როცა მაბარებდით ქალიშვილს, ბატონო შოთა?! ჩათვალეთ, რომ ჩემზე სანდო ხელში იქნება. - აგრძნობინა, რომ საკუთარ თავზე მეტად ენდობოდა ისიც.
გაუცვალეს ერთმანეთს მტკიცე, უფრო მეტად სანდო მზერა და აღარ გახდა საჭირო ზედმეტი სიტყვის დამატება.
- თანახმა იქნება? ასე, როგორ... ასე ვერ ვთხოვთ, ხომ გესმის, აჩი. - ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მყოფმა დათუნამ.
- დაველაპარაკები დღეს. მის გარეშე იმედს არ მოგცემთ, მაგრამ გიორგის ადარდებს მართალი, დათუნა. იმდენად, რომ არ იტყვის უარს. ვიცნობ.
ჩამოართვეს ხელი.
შედგა მათ შორის შეთანხმება და უფრო მეტად ნდობა, მეგობრობას რომ სდევს თან.

ეზოში გასულმა, კართან გამოიჭირა გამეხებული სახით მდგომი, გულზეხელდაკრეფილი ქეთუთა. პატარა ბავშვს ჰგავდა, ისეთს, მშობლებს რომ ვერ ითანხმებდა ლეკვის მოყვანაზე.
ამოუდგა გვერდით ჩუმი ნაბიჯებით.

- ბოდიშს არ მომიხდი? - ჩასჩურჩულა ფიქრებში ჩაძირულს.
- უკაცრავად?!
- აი, წეღან რომ მლანძღე...
- დაგიმატო, გინდა?
- ბრაზიანი! - ჩაეცინა ონისეს. სიმშვიდეც და აფეთქებაც წამიერი აქვსო, ამ გოგოს.
- ვერ ვიტან შენნაირ კაცებს!
- რა დამიწუნე?
- შემეშვი, რა. - მობეზრებულად აუქნია ხელი.
- არც მე ვგიჟდები ქაჯ ქალებზე, ქეთუთა... - აუწვა სახე კაცის გულწრფელმა და უდარდელმა ტონმა.
- გაეთრიე!
- ქაჯი! - არ ჩამორჩა ისიც.
- მომშორდი-მეთქი, გაფრთხილებ, ონისე!
- შენ როგორი კაცები მოგწონს, ქეთუთა? - არ აშორებდა მონაცრისფრო თვალებს, ღია ცისფერშიც რომ გადასდიოდა ხოლმე.
- ქალის პატივისცემა ეცოდინება იმ კაცს, რომელიც მე მომეწონება! - მოიღერა ყელი სიამაყით.
- შემომაპარე ახლა, არავინ მომწონსო? - ეშმაკური ღიმილით გადახედა სახეშეცვლილს.
- დეგენერატი! - უკმეხად მიუგდო და ტანის თავდაჯერებული რხევით შევიდა სახლში.
გაეცინა ონისეს.
კიდევ დიდხანს იდგებოდა ასე, აჩის გულისწამღებ სიგნალს რომ არ გამოეფხიზლებინა.
- შენ, მე მგონი, ძაან მოგხვდა, ხო? - გადმოსძა ფანჯრიდან ბერიძემ. - სანამ კიდე დაგიმატებს ვიღაც, წამოდი, გამოეცალე!

* * *

გაშლილ ვერანდაზე მარტოდმარტო იჯდა გიორგი ჭონიაშვილი და კარგად შეჩვეულ ხედს ისეთივე დიდი ინტერესით აკვირდებოდა, როგორც მაშინ, პირველი სიყვარულით გულშეღონებული გამოსავალს აყვავილებულ იასამნებში რომ ეძებდა.

საშემოდგომოდ მომზდებულ ბუნებას დაეჩნია თავისი კვალი ზაფხულის მიწურულისთვის და შეემზადებინა ხეზე გამოკიდებული ფოთლები თავიანთი სახლის დასატოვებლად. მოყვითალო ფოთლებს გრილი ნიავი ურხევდა ტანს და ფაქიზად ელამუნებოდა სახეზე შემცივნებულებს.

გაეშტერებინა თაფლისფერი თვალები ეზოში მყარად აზვირთული ხმელი წიფელისთვის. ამოღამებული, წლების უძინარი, ნატანჯი თვალები ისევ იტევდნენ მოგონებების სიმძიმეს. იკითხებოდა მის მზერაში ისედაც ყველაფერი.

კიდევ დიდხანს იჯდებოდა გაუნძრევლად, ფიქრებსა და ბუნების სილამაზეში ჩაძირული, რომ არა აჩი ბერიძის, მისი ბავშვობის მეგობრის ხმა, პირველი სართულიდანვე რომ ისმოდა მთელს სახლში.

- გიუშ, რაღაც უნდა გთხოვო და შენი უძირო ალტრუიზმის იმედი მაქვს! - დაესხა თავს სწრაფი ნაბიჯებით შევარდნილი აჩი და დაიკავა ადგილი მის გვერდით, ვერანდაზე.
- გიუშას რომ მეძახი, დასაწყისშივე მზარავს... აღარ გააგრძელო, გთხოვ. - მკრთალი ღიმილით გადახედა უჩვეულოდ აღელვებულს.
- კაი, ახლა!
- ამჯერად რა დააშავე, აჩიკო? - ჩაეცინა მის ტონზე გიორგის და გაუხსნა კოპებშეკრული სახე მზრუნველმა ღიმილმა.
- როდის დამიშავებია! როდის გამიფუჭებია! - ყვიროდა შეურაცხყოფილი.
- მამაშენის მანქანა რომ მოიპარე და ხიდან ძლივს ჩამოგიტანეთ, მაგალითად...
- კაი, ახლა-მეთქი! სერიოზული საქმე მაქვს და შენ უნდა დაგვეხმარო, სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია.
- იტყვი? - წამოიწია წინ და გადაიტანა მთელი ყურადღება ზედმეტად დაძაბულსა და დასერიოზულებულ მეგობარზე.
- გუშინ საღამოს ფარჯიანების უმცროსი ბიჭი მოუკლავთ, საშკა. - დაიწყო საქმიანი ტონით აჩიმ.
- გავიგე, ხო. მერე?
- ონისეზე აქვთ ეჭვი.
- უკაცრავად? - სიმწრით გაეცინა გიორგის. - რომელ იდიოტს გაუჩნდა ეგ აზრი თავში?
- ეჭვი არ არის ლოგიკას მოკლებული, ბოლოს და ბოლოს წლებია ერთმანეთის მოკვლით იმუქრებიან.
- სამხილი აქვთ? - დაეძაბა ხმა გიორგის.
- ფარჯიანები და ჩეჩე ხო მეზობლები არიან... ონისეც იქ იყო, ეგ რომ დაცხრილეს. იმ ტიპის საცოლე გადაურჩენია, თორე მოკვლას უპირებდნენ, წარმოგიდგენია? აზრზე არ ვართ, ვინ არიან, საიდან არიან... დილიდან დაკითხვაზე ჰყავთ და აწვებიან, რომ აღიაროს, გესმის? ვაჩე ფარჯიანს ონისეს გარდა სხვა ვარიანტის განხილვაც არ უნდა, სულ გააფრინა მაგ ავადმყოფმა, ისედაც ვერ იყო!
- მერე, მერე? - ამბის ეშხში შევიდა გიორგი.
გამთენიისას მოისმინა საშკა ფარჯიანის მკვლელობის ამბავი, თუმცა ვერ დაუშვა, ამხელა მნიშვნელობის მინიჭებას თუ საჭიროებდა მისი მხრიდან. ახლაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდა დგვარელის ხელი იმ კაცის სასტიკი მკველობის საქმეში, ვისი მოკვლაც წლების წინაც შეეძლო.
- დადვაძეების უფროსი გოგოა იმ საშკას საცოლე, ვის მოკვლასაც აპირებდნენ.
- შოთა დადვაძის? რას არ გაიგებ! - ოდნავი გაკვირვება ჩაუდგა ხმაში.
- ერთადერთი თვითმხილველია ონისეს საქმეში და მის სასარგებლოდ აპირებს ჩვენების მიცემას, მაგრამ ეს ამბავი ფარჯიანს გაუგია და მივარდნილა თავისი კასტეტ-იარაღებით აკინძული... სერიოზულ შარშია ეგ გოგო ორივე მხრიდან. აქეთ ეს ვაჩე, იქეთ ის ვიღაც, ხო ხვდები, დაახლოებით, რაც ხდება. ჩვენ გვთხოვეს დახმარება. ცოტახნით უნდათ რომ გაარიდონ ამ სიტუაციას, ხო გესმის, ეშინიათ, თვითონ ვერსად მიჰყავთ, მაგათ სოფლებს და სახლებს შეამოწმებენ თავისუფლად, მისამართის გაგება არ გაუჭირდებათ... მითუმეტეს ფარჯიანს.
- და თქვენ როგორ აპირებთ დახმარებას? - ეჭვით გადახედა ბერიძეს.
- ეგ არის საქმე, რომ მე და ონისე ვერ დავეხმარებით. ონისეს ქალაქის დატოვება ეკრძალება. ეგ კი არა, ისე აწვებიან, შეიძლება აიყვანონ კიდეც! მე კიდე უკვე შემჩნეული ვარ მის გვერდით და შეიძლება კიდევ უფრო დიდი ეჭვი გაუჩნდეთ ჩემი გაქრობით. მოკლედ, შენ უნდა დაეხმარო, რა. სხვა გზა არაა. - მუდარა გაერია ხმაში აჩის.
- აჩი, მეგობარო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ზრუნავ და არ მაკლებ თავგადასავლებს, მაგრამ ისევ შენი დალეწილი მანქანების შეკეთება მირჩევნია...
- ატრ*კებ ახლა, გიო, რა!
- რა გინდა, ბიჭო? - ხმით გაეცინა გიორგის.
- დახმარება და შენი კეთილი ხელის, სულისა და გულის გამოწვდენა. ბევრს ვითხოვ? ჩემთვის ხო არ მინდა.
- ვახ, რა ნაგლი ხარ, აჩი ბერიძე! ხუთი დღის წინ მაინც არ ჩამომეთრიე იმ ხიდან! ისე, ღირსი იყავი შემეტოვებინე იქ იმ მანქანით.
- რა იყო, გიორგი, მითვლი? სიკეთეებს მითვლი, ბიჭო?
- რას მთხოვ, იაზრებ?
- დაახლოებით.
- რამხელა პასუხისმგებლობაა, ხვდები? რამე რომ დაემართოს? ვინ იქნება პასუხისმგებელი? მე ხო არა, აჩი? - ჩამოერეცხა სახიდან შეუჩვეველი ღიმილი დასერიოზულებულს და დაუბრუნდა პირვანდელი გამომეტყველება.
- ამათ ხელში უფრო მაღალია შანსი, რომ რამე დაემართოს. შენზე უცხო და სანდო არავინ ჰყავთ ახლა მაგათ... ცოდოა, ბიჭო. თან ისეთი გოგოა, კი არ შეეშინდა სიმართლის თქმის. აი, ხო შეეძლო, ფეხებზე დაეკ*დებინა ონისე თავის სიმართლესთან ერთად? ხო შეეძლო დაეჯერებინა, რომ თავისი საქმროს წლების მტერმა შეუკვეთა მკვლელობა? არ გააკეთა, გესმის? ასეთი გოგო როგორ გავწიროთ... მენანება, რა. საგიჟეთია. ვინ საიდან ისვრის გაგება არაა.
- მე სად წავიყვანო, აჩი... არაა ეგ სახუმარო თემა. - ჩამოისვა წვერზე ხელი შეფიქრიანებულმა.
- ვიცი, რომ არაა და ვიცი, რომ ახლა ამას არ უნდა გთხოვდე... ჩემიანი, ჩვენიანი რომ იყოს, კიდე ხო, მაგრამ ჩემთვისაც ისეთივე უცხოა, როგორიც შენთვის... რომ შემეძლოს მე, ჩემს შეძლებას რომ ჰქონდეს აზრი, დაუფიქრებლად დავეხმარებოდი, მაგრამ ისეთივე შედეგი ექნება, როგორიც ვინმე მისიანის დახმარებას, ამიტომ შენ გადაწყვიტე, გიორგი. უარიც შეგიძლია თქვა თავისუფლად, მაგრამ ხო იცი, რომ შეგიძლია გადარჩენაც.
- სვანეთში შეიძლება, ჩემებთან. - მცირეხნიანი დუმილი დაარღვია ბოლოს. - ლილი და გიორგი იქ არიან ახლა. სანამ დაზამთრდება, შეიძლება მანდ გაჩერება, მერე იმათაც აღარ ვაჩერებ იქ, ხო იცი... თანაც ფარჯიანებს ბეჩოში არ ჩაესვლებათ.

ბებიით სვანს, არასდროს ავიწყდებოდა საკუთარი კუთხე. მუდამ სვანეთისკენ ეჭირა თვალი ბავშვობაშიც... არცერთი არდადეგები ახსოვდა გიორგის თბილისში გატარებული. ყველა ლამაზი მოგონება უკავშირდებოდა იმ კუთხეს, რომელიც შეუყვარდა ჯერ ბაბუამისს. იმდენად შეუყვარდა უფროს გიორგის სვანეთი, სვანის ქალიც მოიყვანა ბოლოს ცოლად.
ახლაც, იმ საზარელი ამბების შემდეგ, რაც გადახდა და რისი გადატანაც მოუწია, მთები ესახებოდა ერთადერთ გამოსავლად.
მხოლოდ იქ შეეძლო თითქოს თავისუფლად სუნთქვა.
ასე ასწავლა ბაბუამ,
ყველა ტკივილს სჭირდებაო თავისი წამალი.
მხოლოდ იქ ყოფნის დროს ივიწყებდა ვინ იყო აქ, თბილისში.
იქ ყოფნის დროს არ არსებობდა ის მახინჯი სტატუსები, არსებობას რომ აწვებოდა მთელი სიმძიმით.
იქ აღარ იყო კაცი, რომელსაც მოუკლეს საცოლე.
იქ აღარ იყო კაცი, რომელმაც საკუთარი მამიდაშვილი გაუშვა ციხეში.
იქ იყო კაცი, უბრალო, თავისუფალი და ცოცხალი.

- ბიჭო, ხო! ეგ ცნობილი ამბავია... მგონი ფარჯიანის ბაბუის ძმამ არია სიტუაცია და აღარ ჩაესვლებათო ამბობენ. შეიძლება პრინციპულადაც აღარ ჩადიან... მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, ყველაზე კარგი ვარიანტი ეგ არის ახლა. - ლოდი მოეხსნაო თითქოს გულიდან აჩის.
- ვაპირებდი ისედაც წასვლას და გავიყოლებ ბარემ, გაერთობა ლილიც სხვაზე ზრუნვით. - გაეცინა სიმშვიდით. როგორც სჩვეოდა, ახლაც იპოვა გამოსავალი და ზედმეტი პასუხისმგებლობაც ამავდროულად.
- ვიცოდი, რომ არ მეტყოდი უარს! - თვითკმაყოფილი ღიმილით გადაწვა სკამზე აჩი.
- ერთხელაც იქნება, გეტყვი და... - დაუქნია თითი მუქარით, მაგრამ გაეცინა მაინც.
- ღმერთმა დამიფაროს, ნუ სცოდავ!
- გიჟი! - მხარზე გაჰკრა ხელი მოცინარს. - რა ჰქვია?
- სოფა. სოფა დადვაძე.
- ანუ სოფა... გასაგებია. - გაიმეორა შეფიქრიანებულმა. ნაცნობი სახელი ჰქონდა ქალს, რომლის დახმარებასაც აპირებდა, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა, რატომ ეცნობოდა და თან ეუცხოვებოდა ასე ძალიან. - საცოლე იყო, ხო?
- მანდ რაღაც გაურკვეველი ამბავია. უცებ დაინიშნენ, სადღაც ორი თვის წინ, მგონი, ზუსტად არ ვიცი. შეყვარებულებიც არ ყოფილან... ნუ არასდროს დაუნახავთ ერთად. არ ვიცი, რა. აზრზე არ ვარ, რა ხდება, მაგრამ რასაც ვუყურებ...
- გარიგება? - ჩაეცინა გიორგის.
- შეიძლება ეგრეც ითქვას... ან იქნებ, არც. მაგრამ, გიო... საქმროს რომ მოგიკლავენ, თან ასე... საკუთარ ხელებში, ეგეთ გოგოს სხვის სამართალზე ზრუნვის თავი როგორ აქვს, მიკვირს. ხო ხვდები, რასაც ვგულისხმობ, არა? ან ძალიან ძლიერია, ან არ უყვარდა... ან კიდე ორივე ერთად.
- უნდა მისტიროდეს თავის სატრფოს... - ჩაეცინა გაურკვევლად. - სხვა რამეს უნდა ტიროდეს და სხვას ტირის?
- ვერ ვხვდები, იცი? ტრავმირებულია, მესმის, მაგრამ იცი, რა მაფიქრებს? დათუნას, მის ბიძაშვილს, ჭირის დღესავით ეზიზღება ეს საშკა ფარჯიანი. მოკლედ, ვერ გავიგე. ერთი ის ვიცი, რომ მაგარ შარშია ეგ გოგო.
- დარწმუნებული არიან, რომ ის ტიპი ამ საშკას ემტერება და არა თვითონ დადვაძეებს? იქნებ, გოგოს მოკვლა უნდოდა.
- არ არიან დარწმუნებული. - გააქნია თავი ბერიძემ, ფეხზე წამოდგა და აივნის მოაჯირს დაეყრდნო ხელისგულებით. - არაფერი არ იციან, მაგრამ ეგეთი გამწარებული ჩვენ კი არა, წინაპრებსაც არ ჰყავთო არავინ. გამორიცხავენ თავიანთ მტერს.
- ჰოდა, მანდ ეშლებათ, მეგობარო, თავიანთ მტერს რომ გამორიცხავენ. ეგეთ დროს, აჩი... არავინ და არაფერი უნდა გამორიცხო, მათ შორის საკუთარი სისხლიც. ყველაზე უმტრო მეგონა თავი, ყველაზე ახლობელი აღმოჩნდა ბოლოს. - მძიმე ოხვრას ამოაყოლა სიტყვები. გულს მოსწყდაო თითქოს უკანასკნელი.
- საკუთარი უფრო გაგწირავს, ვიდრე სხვისი... ვიდრე უცნობი. - დასცდა ის სიტყვები, ასე ძალიან რომ ეზარებოდა აჩის. - რამე ხო არ ისმის... იმისგან? - დასვა კითხვა ძალიან ფრთხილად.
- უნდა ისმოდეს, აჩი? - ჩაეცინა სიმწრით გიორგის. - მე არ მესმის და არც არასდროს გავიგებ, ხო იცი, ისედაც.
- ხო... კი. არ ვიცი, გიორგი. ზოგჯერ მინდა ადამიანურად გავუგო და ვერ ვუგებ. ვერ მესმის. ვცდილობ და ვერ. ალბათ, არ ვარ საკმარისი ადამიანი, რომ შემეძლოს გაგება მაინც. ზურაზე, ჩვენს ზურაზე როგორ წარმოვიდგენდი ოდესმე... და უკვე ერთი წელი გავიდა. მთელი ერთი წელი და მე კიდე იქ ვარ გაჭედილი, კიდე ის ჩამესმის და კიდე ვერ ვიჯერებ.
- ჩემთვის ხუთი გავიდა, აჩი. ხუთი წელი და სრული სიცარიელე. ერთ დღეს მეორე ემატება და არანაირი სიმსუბუქე. მძიმდება. ყოველი დღე ერთმანეთზე მძიმეა, აჩი. მე მაინც ვიღვიძებ. ყოველდღე ვიღვიძებ და პირველი ფიქრი რა არის, იცი, აჩი? „მამიდაშვილმა მოგიკლა საცოლე.“
ხმა ვერ ამოიღო.
ზოგჯერ ერთი სიტყვა აღემატება ყველა ქმედებას.
ზოგჯერ ყველა სიტყვა უძლურია ერთად.

- ვინმე რომ ვიყო... ვინმე უცნობი. ახალგაცნობილი. შენი ბავშვობის მეგობარი რომ არ ვიყო, გიორგი. იცი, რას გეტყოდი? - გადმოხედა გვერდულად მზერაარეულს. - გეტყოდი, რომ მესმის. გეტყოდი, რომ ვწუხვარ. გეტყოდი, რომ ძლიერი უნდა იყო... მაგრამ, მე ხო ეგ არ ვარ, არა?! ამის თქმა ყველას შეუძლია, შენც იცი. რამდენჯერ მოგისმენია, მაინც? ვერც დაითვლი. ვერც შენ და ვერც ის, ვისაც გამოუცდია. მე მგონია, რომ ჩემი მოვალეობა სულ სხვაა... მე მინდა, რომ შენს თავს მისცე მეორე შანსი, გესმის, რას ვამბობ? უხეშად ჟღერს, ხო? უხეშად, შეურაცხმყოფელად... როგორ გიბედავ, როგორ გკადრებ, არა? მეგობარი იმისთვისაა, რომ გაბედოს. გაგაწვალოს. შენს სატანჯველს კიდევ დაუმატოს და გამოგაფხიზლოს. ბოლომდე ბედნიერი არავინაა, ჩემზე უკეთ იცი. მაგრამ მე ვიცი, როგორი იყავი ხუთი წლის წინ, გიო. მე მახსოვს, შეიძლება სხვას დაავიწყდა, მაგრამ მე მახსოვს შენი გულწრფელი ღიმილი... როდის გაიღიმე ბოლოს შენ თუ გახსოვს? მე მახსოვს, როგორი იყავი... დააბრუნე. მიეცი შენს თავს უფლება. სცადე. ერთხელ რომ სცდი, მიხვდები, რომ გამოგდის. მიხვდები, რომ შეგიძლია სუნთქვა... სცადე, რა. - გაერია მუდარა აჩის სიტყვებს. ვეღარ უძლებდა გიორგის ტკივილისგან გაყინულ გამომეტყველებას.
- აჩი... კარგია, რომ ხარ. - მოედო მოქუფრულ სახეზე სუსტი ღიმილი, რომელიც გამარჯვებას ჰგავდა უფრო. იშვიათად მოღიმარს, დავიწყებოდა, როგორია იღიმოდე წრფელად და ნამდვილად. აფასებდა აჩის, როგორც მეგობარს, როგორც ძმას, რომელიც არასდროს ჰყოლია. ზოგჯერ იმაზე მეტი შეიძლება გახდესო მეგობარი, ვიდრე იქნებოდა სისხლი და ხორცი. იშვიათად, მაგრამ შესაძლებელი ყოფილა ესეც.
- ამიტომ არ იღლები ჩემი პრობლემების მოგვარებით, ხო? მე გატრენინგებ, მე გპატრონობ! - ხმით იცინოდა აჩი.
- გადავრეკო ახლა მამაშენთან და ვუთხრა რატომ დევს მისი მანქანის „ბამპერი“ სოსოსთან, „გარაჟში?“
- არასერიოზული კაცი!
- დავაი, ბიჭო!
- გეხმიანება ვიტო? დიდიხანია აღარ დამინახავს. - გაახსენდა საკუთარ პრობლემებში ჩაფლულს ძველი მეგობარი.
- ჰო... დაჩის ბავშვის ნათლობაა, დაგვპატიჟა ყველა ვერონაში. - ხმით გაეცინა გიორგის.
- ვახ, ეგ მაგარი ჰყავთ! რაც იმ ვერონას საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა თბილისს აღარ კადრულობს, ხო იცი? ასე ორი კვირის წინ დამირეკა, ოციანი მაქვს და ცხვარს სად ვიშოვი, ხო არ იციო, თორმეტი იყო ღამის. - ფხუკუნებდა ბერიძე.
- რა გინდა, პატრიოტია. იტალიაში კი არ წავიდა, თავი კი არ შეიწუხა... იტალია ჩამოიტანა კახეთში, ხო ხვდები, სადაა. ჩელენტანოს ისე დაატარებს ყოველი სუფრის გაშლაზე, გეგონება ომში დაკარგული ბაბუა იპოვა. თან ბავშვს რა დაარქვა, იცი?
- გოგოა, ხო?
- კონსტანცია. კონსტანცია სხირტლაძე...
- უკაცრავად? - წყალი გადასცდა სასულეში ბერიძეს.
- ვიტო კორლეონეს შვილის სახელი... აფრენს, გეუბნები. - ეცინებოდა კაცს.
- ვახ! - გალურჯდა აჩი. - ბიჭო, კი ვიცოდი, რომ უყვარდა ნათლია, მაგრამ... ბავშვი, როგორ გაიმეტა, გიორგი? დააბულინგებენ, ბიჭო!
- აქეთ დააბულინგებს ყველას, არ იცი?
- შენით დაიწყებს, შე გიორგი! შე გადაცვეთილო!
- მოდი, წითელ ხაზებს ნუ გადმოვკვეთთ, აჩი-კო.
- გავიცინეთ, გვეყო!
- როდის უნდა წავიყვანო? - შეცვალა თემა გიორგიმ და თავადაც დაეყრდნო ხელებით მოაჯირს.
- რაც მალე, მით უკეთესი. ამ რამდენიმე დღეში მოგვარდება დაკითხვის ამბავიც...
- ისეთ დროს უნდა მოხდეს, არავის ჰქონდეს დრო. გადაეცი იმათ.
- მაინც, როდის?
- დაკრძალვის დროს. - ჩაილაპარაკა მშრალად და ისე, რომ ყურადღება არ მიუქცევია აჩის გაოგნებულ სახეზე, სახლში შევიდა. - ყავა გინდა?
- გაგიჟდი?
- ყავა შემოგთავაზე, აჩი...
- ყავა კი არა, დაკრძალვის დროს რანაირად, გიორგი... - ფეხდაფეხ მიჰყვა სამზარეულოში გასულს.
- ჩვეულებრივად, აჩი. უკეთესი გეგმა გაქვს, შენ?
- არა, მაგრამ...
- დაკრძალვის დროს ყველაზე უსაფრთხოა გადაადგილება. არც ფარჯიანებს ექნებათ მაგათი თავი და სავარაუდოდ, არც ის მანიაკი გამოჩნდება. მინიმუმ იფიქრებს, რომ დაკრძალვაზე იქნება საცოლეც. - ირონიულად გაუსვა ხაზი ბოლო სიტყვას და აუღელვებლად მიაჭირა თითი აპარატს. - გინდა თუ არა?!
- მინდა, ხო! მშვიდი ცხოვრებაც მინდა, გაქვს?!
- ისე ნუ წუწუნებ, თითქოს ცოლმა გამოგიჭირა საყვარელთან და აქეთ შენ აგირია ცხოვრება. არ გიხდება ეგეთები... ჩემს თვალში კნინდები, აჩიკო. - იცინოდა გიორგი.
- დაკაკნინებ ცხოვრებისეულად, არ მინდა, თორე!
- მშვიდ ცხოვრებაზე მე რომ მეწუწუნები, არ გრცხვენია მაინც?
- ოდნავ.
- მეტი ნამუსი არც გაქვს, შე ოდნავ კაცო!
- ხუმრობ და გითმენ, გიო... ოღონდ შენ იხუმრე, ოღონდ შენ გაიცინე, ავიტან. ავიტან მე შენგან ყველაფერს! იცი, რატო? მეგობარი ვარ, ნამდვილი, ამტანი, გამტანი, ძლიერი... როგორც რემბო, როგორც შვარცნეგერი, როგორც ბრიუს ლი, მაგრამ ვინ არის დამნახავი?! მერე მე უნდა მომხვდეს ამათ ნაცვლად ტყვია!
- შენ გითხარი ერთხელ, დაჩისთან რაც უფრო ნაკლებს იკონტაქტებ, მით უკეთესი შენთვის-მეთქი, მაგრამ დამიჯერე? - ეცინებოდა გიორგის.
- მიდი, რა! - აუქნია ხელი ტელეფონში ჩამძვრალმა.
- ვის ემესიჯები ეგრე გაბადრული, აჩიკო?!
- არავის!
- ვის მიმალავ?
- გადი, ნუ მიახლოვდები! დანას ავიღებ, გიორგი! დადე, ბიჭო, ტელეფონი!
- ვინ არის ლიზა, აჩი?
- ე, დადე-მეთქი, ბიჭო! არაფერი მისწერო, არ დამღუპო, არ დამაქციო!
- ლიზა კვაშალი? მოიცა... მოიცა! ახლა არ მითხრა... - გაოგნებულმა გადახედა გამწვანებულ აჩის. - ჯაჭვლიანის ქორწილში რომ გაიცანი, ისაა, ბიჭო?
- ნუ ღრიალებ, ნუ ჩამომაქციე თავზე ჭერი!
- ერთი წელია გოგოს ხვდები და მე არაფერი ვიცი?
- არ ვხვდები არავის, დადე-მეთქი ტელეფონი, არ დაგეჭიროს რამე ბანძ სმაილზე, არ დამღუპო, ვერ იტანს ღიმილებს, ვაიმე... არ გაუგზავნო, გიორგი! სწერვულიაო, მომწერა, დამბლოკავს!
- ატირებულ სიცილებს რატო უგზავნი, თორმეტი წლის ხარ?
- დამეჭირა, რა იყო... რას მაკნინებ?! მართლა კი არ ვიცინოდი ეგრე... - აიწურა სკამზე თავის ტელეფონთან ერთად. მშვიდობიანად რომ გამოვიდა ჩათიდან, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა შვებით.
- გაგიჭირდება ამასთან შენ, აჩიკო!
- ვითომ, რატომ?
- უფრო რაინდული ტიპი უნდა იყო, რა. ირაინდე, რა.
- როგორ? რა ვქნა? - დაიძაბა აჩი და კიდევ ერთხელ დახედა ჩამქრალ ეკრანს, რამეზე ხომ არ დამეჭირაო.
- მოიტაცე! - ღიმილით მოსვა ყავა საკუთარი იდეით კმაყოფილმა გიორგიმ.

* * *

თვალის დახამხამებასა და უჩვეულო სიმშვიდეში გავიდა კიდევ ოთხი დღე. ამ ოთხი დღის განმავლობაში, გამომძიებელი ესტუმრა დადვაძეების სახლს და დაკითხა სოფა, თვითმხილველი და დაზარალებული, რომელმაც ონისე დგვარელის სასარგებლოდ მისცა ჩვენება. თავად უფროსი გამომძიებელი ოთარ ჟღენტიც გაოცებული დარჩა, როცა კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღო ქალისგან, რომელსაც ჯერაც არ ჰქონდა დაბრუნებული ადამიანის სახე. ნანერვიულებს, უძინარსა და ერთი და იმავე საზარელი კადრებით დატანჯულს აღარ ეწერა სიცოცხლის ნიშანწყალი განაცრისფერებულ სახეზე. ამოღებული ჰქონდა მუდამ მოცინარი მოყავისფრო თვალები, შემოდგომისფერს რომ ჰგავდა უფრო თავისი ყვითელი და ცეცხლისფერი შტრიხებით. უმადობისგან საგრძნობლად დაეკლო წონაშიც. ჩავარდნოდა სავსე ყვრიმალები და დასტყობოდა ხერხემალზე მკვეთრად ამოზნექილი ძვლები.

უჩვეულო სიმშვიდეს თან ახლდა ნაცნობი ხმაური.
ახმაურდა ქალაქი და ახმაურდნენ მისი მაცხოვრებლები.
აქამდე მშვიდი, როგორც გადატენილი თოფი, აახმაურა ოთხი ღამის წინანდელმა შემთხვევამ.
ისე, როგორც მტკვარს ჩვევია ხოლმე უამინდობის დროს.
ზუზუნებდნენ.
ჩურჩულებდნენ.
ხმამაღლა ვერ საუბრობდნენ.
ხალხი არ წყვეტდა მითქმა-მოთქმას. ვერავის გაეგო, რატომ იყო სოფა დადვაძისთვის განკუთვნილი ჭირისუფლის სკამი ცარიელი. რატომ ტიროდა მის საქმროს ყველა, მის გარდა. რატომ არ ჩნდებოდა ქალი არსად და რატომ არავინ ახსენებდა მის სახელს გარდაცვლილის სახლში. ისე გაქრა და ჩამოშორდა ყველასა და ყველაფერს, თითქოს არც არსებულიყო მათ სიახლოვეს არასდროს.
ცოტა, მაგრამ იყვნენ მისი გამმართლებლებიც, რომლებიც მის სიტუაციას სტრესსა და შოკს აწერდნენ.
შედიოდნენ მის მდგომარეობაში, რომელსაც თვალწინ მოუკლეს საქმრო... მაგრამ ერთი კი არ ესმოდათ, რატომ დუმდა ყველა დადვაძე მასთან ერთად და რატომ არ ჩანდა არცერთი ფარჯიანების სახლში.
დაინტერესებულნი, მითქმა-მოთქმასა და ჭორებს აყოლილნი, უფრო მეტად ამ დაუოკებელი ინტერესის დასაკმაყოფილებლად მიდიოდნენ სამძიმრებსა და პანაშვიდზე, თუმცა ვერავის გამოჰქონდა პასუხი.
ვერავინ კადრებდა თმაგაშლილ, ხმადაკარგულ, მოთქმა-გოდებისგან ძალაგამოცლილ შვილმკვდარ დედას კითხვის დასმას, თუმცა არ ერიდებოდნენ თავიანთი ვერსიების სახალხოდ გაზიარებას. ბოროტი ენები ამტკიცებდნენ, არ უყვარდაო სოფა დადვაძეს თავისი საქმრო და ანგარების გამო დასთანხმდაო ცოლობაზე. ზოგიც ამტკიცებდა, ქალზე შეყვარებული ყოფილაო საშკას მკვლელი და ამიტომ ვერ ბედავსო სოფა თვალებში ჩახედოს მოკლულის დედას.
ჭორი იყო ათასი, ერთმანეთისგან განსხვავებული და რაც მთავარია, არცერთი მართალი.
მხოლოდ რამდენიმემ იცოდა რეალური მიზეზი და საკმარისი იყო ესეც, რომ ჰქონოდათ საკუთარი სიმართლე.

არცერთი დადვაძე არ მიუშვეს საშკა ფარჯიანის დაკრძალვაზე.
იმ დღეს, ახალგაზრდა კაცს რომ აყრიდნენ მიწას ხუთი ტყვიით განგმირულ გულზე,
სწორედ იმ დღეს, როცა სიმწრის ცრემლებს ყლაპავდა უფროსი ვაჟი - ვაჩე ფარჯიანი, რომელსაც ერჩივნა, ის მიწა ეჭამა, ოღონდ არ დაენახა საკუთარი გაზრდილის გულზე, სოფა დადვაძეს ამზადებდნენ სვანეთში გაურკვეველი დროით გასამგზავრებლად.

დიდი პროტესტის მიუხედავად, ვერ გაიტანა თავისი სიტყვა სოფამ. დაღლილი იყო საიმისოდ, რომ ჰქონოდა ბრძოლის უნარი, თუმცა ბოლოს მიხვდა, რომ მისი დარჩენით უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნიდა ოჯახის წევრებს, ვიდრე წასვლით, მაგრამ ვერ მშვიდდებოდა მაინც, რადგან საკუთარ სიცოცხლეზე მეტად ედარდებოდა იმ კაცის ბედი, მის დახმარებას რომ აპირებდა უპირობოდ.

დიდი გალავნით შემოსაზღვრულ ეზოში ისხდნენ და ელოდნენ იმ ადამიანის გამოჩენას, რომლის სახეც არასდროს ენახათ აქამდე, თუმცა ყური მოეკრათ მისი სახელისთვის, უფრო მეტად კი ჭორებისთვის.

- რა საჭიროა ეს დამალობანა, მაინც ვერ ვხვდები! - ბოლთას სცემდა ქეთუთა დადვაძე და დადიოდა წინ და უკან განერვიულებული.

- ქეთუთა, შვილო, შენ ნუღარ დაგვიმატებ, ძლივს დავითანხმეთ ისედაც. - თხოვნა გაერია აკოს ხმაში. - ნეტავ, შენ მაინც არ ჩამოსულიყავი. დაგვემატე სადარდებლად!
- თქვენ აქ სისხლი ღვაროთ და მე იქ მშვიდად ვიჯდე, არა?! - განრისხდა კიდევ უფრო.
- ჩაულაგეთ ამასაც და წავიდეს, გთხოვთ! ტვინი ამეხადა უკვე, ისედავ ვეღარ ვაზროვნებ! - მობეზრებულად აატრიალა თვალები დათუნამ და მოწყვეტით ჩაეშვა ხის ქვეშ გაშლილი მაგიდის სკამზე.
- არ არის საჭირო-მეთქი მთაში გახიზვნა, რატომ არ გესმით? აბა, გაბედოს და წინ გადამიდგეს ვინმე, იმ ვაჩე ფარჯიანსაც ზედ მივაყოლებ! სროლაც ვიცი, დაჭრაც, ჩხუბიც, ჭადრაკიც და თუ საჭირო გახდა, ფარიკაობაც!
- საწვრთნელ ბაზაზე გყავდათ გაგზავნილი? - ირონიული ღიმილით მიუხლოვდა ონისე დგვარელი გააფთრებულ ქალს. - შენ სულ ასეთ ხასიათზე ხარ თუ მე არ მიმართლებს ასე ძალიან?!
- შენი მოსვლა საერთოდ რა საჭირო იყო? - ამრეზით შეათვალიერა ქეთუთამ მოღიმარი კაცი. - უი, ვიღაცას მაგრად უცემიხარ.
- დამიმატო, გინდა? - მზის სათვალე თავზე დაიმაგრა და უკეთ გამოაჩინა ფარჯიანთან ბოლო შეხვედრის საბედისწერო კვალი.
- სიამოვნებით! - გადაუდგა წინ კოპებშეკრული.
- მოდი, ჯერ უფროსები რაღაც თემებზე ვისაუბრებთ და ჩვენ მერე ვითამაშოთ, კაი?
- ცეცხლს ეთამაშები!
- მანქანაში კონდენციონერი და ცივი წყალი მაქვს, გაგარილებ ცოტახანში, დამელოდე, ქეთუთა!
- თქვენ არ მორჩებით? - რაღაცის სათქმელად დააღო პირი ქეთუთამ, შუაში რომ ჩაუდგათ მაშველი რგოლივით დათუნა. - ამის დრო არის ახლა? - წყრომით გადახედა ბიძაშვილს, სახეზე წიწაკისფერი რომ დასდებოდა.
- მე რა შუაში ვარ, თვითონ მიწვევს! - ხელი გაიშვირა მოცინარი კაცისკენ.
- მე კიდე შენ მიწვევ... - მოფლირტავე ტონით უთხრა და თვალი ჩაუკრა ქალს, რომლის გაღიზიანებაც ყველაზე მარიტივი და სახალისო დავალება იყო მისთვის.
- იდიოტი!
- მესმის! - დაექაჩა თვალები ონისეს.
- იმიტომ ვთქვი, რომ გაგეგო, იდიოტო!
- კიდე ერთხელ თქვი, აბა... მიდი, მიდი.
- რას იზამ? ვერაფერსაც ვერ მიზამ! იდიოტო. აი, ვთქვი... მოხდა რამე? არაფერი. იდიოტო. კიდე ვთქვი, მერე?
- ოთხია... მიდი, დაამატე მეხუთეც, მიდი.
- იდიოტო.
- ხუთია.
- ყოჩაღ, დათვლა გცოდნია! - სარკასტული ღიმილით ახედა გულზეხელდაკრეფილს.
- მცოდნია, ხო? მცოდნია, თურმე... კი ბატონო, ხუთი... დამახსოვრებულია.
- მერე, მერე? - ჩაეკითხა გამარჯვებული ღიმილით.
- ეგ მე ვიცი!
- შემეშინდა. სულ ვკანკალებ.
- ვიცი, ვიცი... გეტყობა. სულ დაგბუძგლა... კაი, არ იტირო. არაუშავს.
- შემეშვი, საერთოდ!
- მორჩით-მეთქი! ორი წლის ბავშვები ხართ? - გაოგნებული აკვირდებოდა დათუნა ორივეს.
- ამ ერთხელ... ამ ერთხელ გითმობ! - დანებდა გაჯიუტებული ბიძაშვილის ტონს და მიმართა უდარდელად მდგომ ონისეს.
- იმედია მესამედ აღარ გნახავ, ბავშვო! - დაუბრუნა ხურდა კმაყოფილად მოღიმარმა.
- მე გნახავ! - დაემუქრა წასვლამდე.
- ვაიმე, გოგომ გნახავო! საქმეს გამირჩევ, ბავშვო? - ხმით იცინოდა ონისე.
- ქალთან მოქცევის წესებს სიტყვა-სიტყვით, დგვარელო!
- ქეთუთა, არ გადამაფსიხო, ისე გამეცალე! - თვალები დაუბრიალა დათუნამ. - წამოდი შენ კიდე, ნუ ამკიდეთ ნევროზი! მოვიდა გიორგი?
- შოთას ელაპარაკება. მნახე მერე, ქეთუთა! დამიბარე! - დააწია უკანასკნელი სიტყვები სწრაფად მიმავალს.

ოთახში ისხდნენ ორნი.
მშვიდი სუნთქვა არღვევდა უხერხული სიჩუმის კედელს.
უჭირდა ერთს საუბრის წამოწყება, მაგრამ მისი დასაწყები იყო, იცოდა ესეც.
ვერ პოულობდა ადგილს კაცი, მამა, რომელიც იაზრებდა, რომ არ ჰქონდა იმხელა ძალა, დაეცვა საკუთარი შვილი.

- ნაწილობრივ ჩემი ბრალია, რაც ხდება ახლა, - მძიმე ოხვრას ამოაყოლა სიტყვები კაცმა და ნერვიულად წამოდგა ფეხზე. - ჩემი წვლილიც არანაკლებ დიდია საკუთარი შვილის გაუბედურებაში, გიორგი. ვიაზრევ საკუთარ დანაშაულს... და უძლურებას, უფრო მეტად. სანამ ჩემს შვილს, ჩემს გოგოს განდობ, ვალდებულად მივიჩნევ თავს, რომ გაგაცნო უკეთ სიტუაციაში, მაგრამ მანამდე, მინდა მე დავრწმუნდე, ხომ გესმის?!.. შენმა მეგობარმა, აჩიმ მითხრა, მასზე სანდო და მართალი კაცი არ არსებობსო. ხარ ასეთი, გიორგი? - გამომცდელად გადმოხედა კაცმა. ისე, თითქოს მისი მზერის შემოწმება სურსო პირველად.
- ეს კითხვა აქამდეც მომისმენია... - გაეპარა მოქუფრულ სახეზე სუსტი ღიმილი გიორგის. უფრო იმიტომ, რომ მოაგონა ვიტო მაჭავარიანთან პირველი შეხვედრა. - ჩემს ღირსებაზე, ჩემს სიმართლეზე, ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯები საუბრობენ, ბატონო შოთა. ჩემს სიტყვას ფასი რომ ჰქონოდეს, ჩემი ქმედება უნდა იყოს იმ სიტყვაზე ძვირადღირებული, მე ასე მესმის, ასე ვსაზღვრავ... გაინტერესებთ დამიშვია თუ არა შეცდომა?.. დამიშვია. შემშლია იმაზე მეტიც, ვიდრე უნდა შემშლოდა, ალბათ. მინანია კიდეც. იმედიც გამიცრუებია. - გულში მწარედ გაჰკრა უკანასკნელმა სიტყვამ. გაუცრუებია... ერთადერთისთვის. აღარ ჰყავდა ის ერთადერთი ცოცხალი. - მაგრამ პასუხისმგებლობას არ გავქცევივარ არასდროს. სიტყვა არ გამიტეხავს, მიცემული, ბატონო შოთა. მე მგონია, სიტყვის პატრონი უნდა იყო, ამ შეცდომებით სავსე ცხოვრებაში. მესმის თქვენი ღელვის მიზეზიც... შეიძლება მტყუანი ხართ, შეიძლება შეგეშალათ, მაგრამ მამა ხართ, პირველად, ამიტომ გაძლევთ პირობას, რომ თქვენს შვილს ისე დავიცავ, როგორც დავიცავდი ჩემს უახლოესს.
- არ შემცდარა, როგორც ჩანს, აჩი. - უცნაურად ჩაეღიმა კაცს.
- ქმედებები გვიჩვენებს ამას, მაგრამ აჩი არასდროს ცდება, იცოდეთ ესეც. - ღიმილით დაამატა გიორგიმ.
- ოჰო, მეგობრები განსაკუთრებით იცავთ ერთმანეთს!
- ერთმანეთის ღირსებებს უფრო!
- მე შევუწყვე ხელი ფარჯიანს... ჩემს შვილთან. დიდი სირცხვილია ჩემი. ბავშვობიდან დაჰყვებოდა კუდში, უყვარდა ძალიან სოფა, მაგრამ ჩემი შვილი არ იმჩნევდა არასდროს. ვიფიქრე, ხელს თუ შევუწყობ, თუ დავეხმარები დანახვაში, იქნებ ბევრი კარგი საქმეც გაკეთდეს საბოლოოდ-მეთქი. თვე-ნახევრის წინ დასთანხმდა სოფა, მეც არ ვიცი როგორ ან რატომ, მაგრამ დასთანხმდა... ყველა კმაყოფილი ვიყავით, ალბათ, მის გარდა. საკუთარ თავთანაც ვერ ვაღიარებდი ამას... ორმოცდათექვსმეტ წლამდე ისე მოვედი, დილის გათენების არ შემრცხვენია. ახლა მრცხვენია ყველა გაღვიძების, გიორგი. კიდევ უფრო მრცხვენია, რომ მიწევს ჩავრიო ... ჩაგრიო შენც. - მცირეხნიან პაუზებს ამოაყოლა კაცმა თავისი წუხილი.
დააფიქრა გიორგი.
კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამხელა ძალა ჰქონიათ ქმედებებს.
ერთი არასწორი ქმედება აბათილებს დანარჩენ სწორს და გიფრთხობს ყველა მშვიდ ძილს ერთად.
- პასუხისმგებლობა დიდი და სარისკოა... ვიაზრებ ამას.
- თუ რამე... თუ რამე ისე არ იქნა... იცოდე, როგორც მამა, როგორც კაცი, შენ არ დაგადანაშაულებ, გიორგი. ისე არ იფიქრო, რადგან შვილს განდობ, ბოლომდე გაკისრებდე პასუხისმგებლობას. მეც ვიაზრებ რისკებს... მაგრამ მისი აქ, თბილისში დატოვება ბევრად სარისკოა მისივე სიცოცხლისთვის, ამიტომ მიწევს უფრო დიდ რისკზე წასვლა, რომელიც ან გაამართლებს, ან არა.
- მირჩევნია თავი შევაკლა, ვიდრე ის სიტყვა გავტეხო, რომლითაც გპირდებით მის უსაფრთხოებას. მე ასე მასწავლეს... ასე მასწავლა, ასე აღმზარდა კაცმა, რომელსაც არასდროს მიუტოვებია გაჭირვებაში მყოფი.

მოაგონდა გიორგის.
მოაგონდა საკუთარი თავი.
როგორ სჭირდებოდა მაშინ დახმარება,
ერთი სიტყვა,
მხარდაჭერა,
როცა გაიგო, რომ ის შეუყვარდება, ვისი შეყვარებაც არ შეიძლებოდა.
მოაგონდა, როგორ გაუწოდა შვილმკვდარმა, მოუნელებელი ტკივილისთვის გამეტებულმა კაცმა ხელი დასაყრდნობად შვილიშვილს.
მოაგონდა, როგორ ატირდა ბავშვობის შემდეგ პირველად.
ღმერთს გაუტოლდა მაშინ ბაბუამისი, როცა შეიფარა მისი ფრთის ქვეშ გულგაგლეჯილი, თავზარდაცემული შვილიშვილი.

- კარგი კაცი ხარ შენ, გიორგი! - ჩამოართვა ხელი შოთა დადვაძემ ბოლოს. - ბევრი მსმენია ბაბუაშენზე. მისნაირი კაცი ცუდს ვერ აღზრდიდა!
- ხშირად, კარგი კაცებიც ზრდიან კარგს, მაგრამ მაინც ცუდი გამოსდით ბოლოს, - მწარედ გაჰკრა გულზე წარსულმა, უფრო მეტად მამიდაშვილის სიცუდემ.
- ესეც მართალია, - შეაფიქრიანა გიორგის სიტყვებმა კაცი.

ოთახიდან გამოსულმა მალევე შეამჩნია ფერდაკადგული ქალი.
არ დაეკარგა სილამაზე მაინც.
შეამჩნია მანაც და მორიდებულად გაუსწორა თვალი მის თაფლისფერს.

- სოფა, მოდი! - მოიხმო შვილი თავისთან შოთამ. - გიორგი, გაიცანი, სოფა, ჩემი უფროსი ქალიშვილი. სოფა, ეს გიორგია, ჭონიაშვილი. მასთან ერთად მიდიხარ.
- შენს მეურვეობაში ვარ, ანუ. - უფრო მამის გასაგონად წაისისინა მოახლოებულმა, ვიდრე გიორგის.
- ტყვეობაში, უფრო. - მიუხვდა გიორგი ტონის უკმაყოფილების მიზეზს და გაუღიმა მკრთალად.
- როგორც ჩანს, კარგად გაუგეთ ერთმანეთს! - ღიმილით დაიძრა მათკენ დათუნა. - ისე, შოთა, არ მიწყინო, მაგრამ ძალიან აგრესიული შვილები გყავს!
- ვისი გაზრდილია, დათუნა?! - წყრომით გადახედა ძმისშვილს.
- ჩემი! - სიამაყით გაიბღინძა დათუნა. - სოფა დიდი იყო მაშინ, ვერ მოვუხერხე დიდად ვერაფერი, რაც შეეხება ქეთუთას...
- შენი გაველურებულია! - დაუბღვირა კაცმა. როგორც ჩანს, ისიც ამჩნევდა ქეთუთას დაუოკებელ ბრაზს კაცების მიმართ, რომელიც ბავშვობაში უფრო მეტად დათუნას მხრიდან იყო ჩაგონებული, ვიდრე ბუნებრივად თანდაყოლილი. ხუთი წლით უფროსი დათუნა, ყოველთვის ასწავლიდა, რომ თავი უნდა დაეცვა პოტენციური მტრის ხატისგან, რომელიც იყო ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი მის გარდა.
- სვანეთში ვისთან მივდივართ? - ჩამქრალი თვალები შეანათა მანქანასთან მდგომ კაცს.
ამოხედა მანაც.
- ჩემთან. - მოკლე და მშრალი პასუხი დაუბრუნა გიორგიმ და აუღელვებლად განაგრძო საბარგულში ჩანთების ჩაწყობა.

სოფა დადვაძე ბავშვობიდანვე მარტივი შესამჩნევი იყო უცხო თვალისთვის.
ლამაზი იყო სოფა.
ისეთივე სილამაზე ჰქონდა, როგორიც აქვს ყველა თავდაჯერებულ ქალს.
თავდაჭერილი, ჭკვიანი, დახვეწილი მანერების მქონე... შეუძლებელი იყო გამორჩენოდა თვალს.
ამიტომაც ვერ პატიობდა ქალაქი მის გვერდით მდგომ საშკა ფარჯიანს.
არა იმიტომ, რომ მისნაირი მეორე არ დადიოდა ქალაქში... ზედმეტად ეგოცენტრული მოსაზრებაა ხორციელი სილამაზის გაუნიკალურება, თუმცა მისი პიროვნული თვისებები და ღირსება, არ იმსახურებდა არასწორ მეგზურს.
რა სოფა დადვაძის შესაფერისი კაციაო, ფიქრობდნენ ყოველთვის.
მართლაც...

- მე ქეთუთა ვარ, სოფას და! - არსაიდან გამოჩნდა უმცროსი დადვაძე მჭექარე ხმით და შეკრებილების ყურადღებაც დაიმსახურა. გაეცნო გიორგი ქალს, რომელშიც ჰარმონიულად გაერთიანებულიყო მკაცრი და უდარდელი გამომეტყველება.
ასეთი იყო ქეთუთა.
დაუდგრომელი ხასიათის, მღელვარე და მაინც, ჩასაქრობად მომზადებული სინათლის ნაპერწკალი.
აოცებდათ მშობლებს მისი ხასიათი ღრმა ბავშვობიდანვე.
არცერთს ჰგავდა.
მეამბოხეც იყო და ფრთხილიც.
არ იკარებდა მარტივად ადამიანებს მუდამ საომრად მომზადებული.
ეშინოდაო თითქოს იმედგაცრუების.
გრძელი ჩალისფერი თმა ჰქონდა ქეთუთას.
გრძელი და სწორი.
ეფინებოდა ზაფხულის დღეებში მოშიშვლებულ, ხალებით მორთულ მხრებსა და მკლავებზე.
არისტოკრატს ჰგავდა მუდამ თავაწეული და მშვიდი, მაგრამ ერთი გადაკრული სიტყვაც საკმარისი იყო, რომ საბოლოოდ დაეკარგა ეს შესაშური მდგომარეობა.
იღვიძებდა მასში დათუნას ჩანერგილი მონსტრი, თვითონ დათუნა თავდაცვის მექანიზმს რომ ეძახდა, მაგრამ პასუხს ვერ გაგცემდათ, რაში სჭირდებოდა გოგონას ეს.
სწორედ დათუნას დამსახურება იყო, ბიჭების მშობლების გვერდით რომ ატუზულიყო მუდამ ნინო, ქეთუთასა და სოფას დედა.
ერთი კლასიდან თუ უქებდნენ შვილს,
მეორიდან ბავშვის სკოლიდან გადაყვანას ევედრებოდნენ.
თუ ერთ შვილს თავისი გამოხედვით გაზაფხული მოჰქონდა,
მეორე არ აკლებდა გამვლელებს ზამთრის სუსხსა და სიცივეს.

- ეს კიდე მოვიდა... - აღმოხდა გიორგის გვერდით მდგომ დგვარელს.
- შენ კიდე არ წასულხარ? ჩემს სახლში ხარ, შეგახსენებ!
- გინდა ჩემთან დაგვპატიჟო თუ რაზე მიმანიშნებ? - დაუდგა გვერდით და უჩურჩულა ისე, რომ არავის გაეგო სხვას.
- შემეშვი, ონისე! ნუ გამოსცდი ჩემს მოთმინებას. - გაკაპასდა ქალი.
- ეგეთი რამეც გაქვს? - დამცინავად აათვალიერა თავიდან-ბოლომდე. - გიორგი, ესეც წაიყვანე და გზად ვინმე თუ დაგედევნებათ, გადაუგდე.
- ძალიან ბევრს მიბედავ, ონისე დგვარელო და არ დაგიმთავრდება მშვიდობიანად! - გადაულაპარაკა გვერდით მდგომს დაქაჩული თვალებით.
- ონისე, მგონი შენც უნდა წახვიდე სვანეთში... მე შენს ადგილას წავიდოდი... ქეთუთა, ისედაც ვეღარ ითვლის მტრებს, შენ რაღას ემატები? - ჩაერია დათუნა.
- ყველასთან თუ ასე საუბრობს, არ მიკვირს, მათემატიკის ცოდნის დონე რომ არ ყოფნის მტრების დასათვლელად! - წაისისინა ისევ და თვითმკაყოფილი ღიმილით გადახედა კაცს.
- სანტა მარია, ესენი კიდე ჩხუბობენ! მოკალი, ბარემ, ქეთუთა და დავისვენებთ ჩვენც! - თავზე წამოადგათ გულშეღონებული დიტო.
- ნოდო სად არის? - ჰკითხა დათუნამ.
- საქმე ჰქონდა, რაღაც. - უცნაურად დაიბნა ჩხაიძე და არეული მზერით გადახედა მანქანასთან მდგომ სოფას, დედას რომ ემშვიდობებოდა.
- რაღაც საეჭვოდ აქვს საქმეები! - აწკიპა წარბები გულზეხელდაკრეფილმა ქეთუთამ.
- კუდიანო, არაფერი გამოგრჩეს, შენ! - წაიბურტყუნა დიტომ და შეატოვა ონისეს ეშმაკურად მოღიმარი.
- არ მითხრა სოფა უყვარსო, - ღიმილით გადაულაპარაკა ქალს ონისემ.
- შენ ისედაც არაფერს გეუბნები, სხვათაშორის. - მოჭუტული თვალებით ახედა მასზე მაღალს.
- არ გინდა ერთმანეთის მესაიდუმლეები გავხდეთ?
- რა გაინტერესებს, მაინც?
- შენი გრძნობები ჩემ მიმართ. მითხარი, თამამად, არავის ვეტყვი...
- რომ დაიძინებ, დაგესიზმროს იქნებ შენი ოცნებები, ალტერნატიული რეალობაც რომ ვერ იქნება ვერასდროს!
- რას მერჩი? - გულწრფელად გაუკვირდა კაცს. - დაგიშავე, რამე?
- კი!
- რა?!
- ჯერ არ ვიცი.
- აჰა, ანუ არ იცი რა დაგიშავე, მაგრამ მაინც დაგიშავე? - წარბები აზიდა სასაცილოდ.
- მაღალია იმის ალბათობა, რომ რამეს დააშავებ. რა, არა?!
- ალბათობებით ცხოვრობ, შენ? გაგიჭირდება, ქეთუთა!
- ვითომ, რატომ? - არ გაიტეხა იხტიბარი, თუმცა ეთანხმებოდა.
- ალბათობა იმისა, რომ მე რამეს გავაფუჭებ, დაახლოებით იმის ტოლია, რომ ახლა მეტეორი ჩამოვარდება და დაგეცემა, მაგრამ ორივე ალბათობაა, ანუ შესაძლო შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ კომპლექსები გაქვს, იცი?
- უკაცრავად? - ხველა აუვარდა ხმაჩავარდნილ ქეთუთას.
- რა, არა?! - გამომცდელად გაუმეორა თავისივე ინტონაციით აწითლებულს.
- რისი კომპლექსები, ონისე?!
- ჩემი, ქეთუთა... კრებითი ჯგუფიც თუ გაინტერესებს, კაცების.
- გამეცალე, თორე თავს წაგაცლი!
- აჰა, ხომ ვთქვი! - დაჰყურებდა ზემოდან კმაყოფილი.
- ციხეში რომ ჩაგსვამენ, ეგეთი თვითკმაყოფილი ღიმილით გინახულებ ხოლმე!
- პაემნებზეც მოდი ხოლმე, დაგელოდები! - გადახედა მიამიტი ღიმილით და აქცია შემდეგ ზურგი.
- თავხედი! - დააწია უკანასკნელი სიტყვა მიმავალს.

სანამ ოჯახის უმცროსი და გათამამებული ქეთუთა დადვაძე ონისე დგვარელთან კამათით, უფრო მეტად კი, საკუთარი თავის გამწარებით იყო დაკავებული, სოფა საბოლოოდ მოემზადა გასამგზავრებლად.
მთელი თავისი ცხოვრება ჩაალაგა მოზრდილ ჩემოდანში ისე, თითქოს სამუდამოდ აპირებდა სახლის დატოვებას.
წინათგრძნობა ჰქონდა ეგეთი.
ემშვიდობებოდა ყველასა და ყველაფერს თანაბარი მწუხარებით.
არ ეთმობოდა თავისი ოთახი.
არც თავისი ოცდაოთხი წელი, ამ სახლში გატარებული და ლამაზ მოგონებებად აკინძული.

- ნახვამდის, მამა. - ყველაზე ბოლოს შემოიტოვა დასამშვიდობებლად. შეავლო უკანასკნელად სიმწარეშეპარული მზერა კაცს, მამას, რომელსაც ცრემლებით ავსებოდა მომწვანო ფერის თვალები.


გაუღო კარი გიორგიმ.


ნაწილი მეორე

„შენი ღიმილი ნიშნავს, რომ
ღრუბლები აღარ ფარავენ ცას“


გზა სვანეთისკენ იმაზე გრძელი და ჩუმი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა ქალაქიდან გახიზნულ სოფას, რომელიც გაორმაგებულ მღელვარებასა და შფოთვას შეეპყრო მანქანაში ჩაჯდომისთანავე.
მგზვრობის მეექვსე საათი იწყებოდა უკვე და თვალი ჯერაც ვერ მოეხუჭა.
ლამის თითები დაემტვრია ნერვიულობისგან, თუმცა ვერ ხვდებოდა, რა მოქმედებდა მასზე ასე ძალიან; მდევრები, მის თვალწინ მოკლულის დასრულებული სიცოცხლე თუ გვერდით მჯდომის ჩუმი, იდუმალი და მუდამ კოპებშეკრული სახე... ან იქნებ სამივე ერთად.
დახურული ფანჯრისკენ მიბრუნებული თვალს არ აშორებდა სამოთხისეულ ხედებს. გაეგო კიდეც, სვანეთი განსაკუთრებით შთამბეჭდავია ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისშიო და ასე ყოფილა მართლაც. გზად შემხვედრი ბუნების სურათი არწმუნებდა ამ აზრის ჭეშმარიტებაში.
შეფერადებულ ხეებში ჩაფლული ბუნება მოგაგონებდათ ბავშვობის უდარდელ დღეებს, როცა არ აწვებოდა მხრებს მძიმე პრობლემები... პრობლემები ყოველთვისაა ოჯახებში, ისეთ ოჯახებშიც კი, სადაც სიყვარულიც სუფევს და მატერიალური კეთილდღეობაც, თუმცა ის ბავშვობის წლები, როცა არ არსებობს პასუხისმგებლობები და ვალდებულებები, ჯერ აუფერულებს პრობლემას და შემდეგ აფერადებს ზუსტად ისე, როგორც ფურცლის კუთხეში დახატულ მცხუნვარე მზეს ხელებდაკაპიწებული, ოცდაოთხი ფერადი ფანქრით შეიარაღებული ბავშვი. პრობლემებიც ლამაზიაო თითქოს ბავშვობაში.

არცერთი იღებდა ხმას.
მანქანაში იჭრებოდა სუსტად მოელვარე მზის სხივი.
ხმაურიანად ჩამოწოლილიყო უხერხულობა მათ შორის, თუმცა ამჩნევდა გიორგი, თვალი მუდამ გზისკენ ეჭირა განერვიულებულ ქალს.

- ნუ გეშინია, - დაარღვია ყურს შეჩვეული მდუმარება კაცის ხავერდოვანმა ხმამ ისე, რომ არცერთი წამით მოუშორებია გზისთვის თვალი. სრულ სიჩუმეში გაჟღერებული სიტყვები უცხოდ მოხვდა სოფას ყურს, მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც მოესმინა უკვე მისი ხმა.
- არ მეშინია, - საკუთარმა მისუსტებული ხმამ თავადვე გააოცა ქალი. უნდოდა მკაცრად ეპასუხა, თუმცა საათების განმავლობაში ჩუმად მყოფს დაჰკარგვოდა სიძლიერე.
- კარგია, თუ არ გეშინია, - გიორგის გაურკვეველმა ინტონაციამ კიდევ უფრო დააბნია სოფა, თუმცა არ დაახვედრა მის მზერას თავისი და განაგრძო უკან ჩამოტოვებული ხეების გულმოდგინედ თვალიერება. მოაგონდა ბავშვობისდროინდელი თამაშიც, როცა მგზავრობით გადაღლილი თავს მოძრავი ხეების დათვლით ირთობდა. დასცინა საკუთარ თავსაც, როცა პირველად გაიფიქრა, ხეებიც მოძრაობენო ჩვენთან ერთად. ხეების ბედზეც ეფიქრებოდა სევდიანს, ისევე, როგორც ყველა უსულო საგნის... ყველაფრის გასულიერება უყვარდა პატარა სოფას, ყველას ბედნიერება უნდოდა ერთად. სტკიოდა გული, როცა სტკიოდა სხვას. მაშინაც ეტკინა, როცა საშკა ფარჯიანის გულს დაუმიზნეს ხუთივე ტყვია...

- სვანეთში სახლი გაქვს? - გაბედა სოფამ ხმის ამოღება და იმ ინტერესის დაკმაყოფილება, ჯერ კიდევ სახლიდან რომ დაუკარგა მოსვენება.
- ბებიას აქვს, ლილის. - დაუბრუნა პასუხი მშრალად.
- იქ არის?
- იქ არის.
- ბაბუა? - ჩაეკითხა ისევ, რადგან არ ეუბნებოდა არაფერს ზედმეტს.
- ისიც.
- გასაგებია... - შეიშმუშნა უხერხულად. თავი ზედმეტადაც იგრძნო და შეეშინდა, ვაითუ არ შემხვდნენო კარგად. ეშინოდა ადამიანების სოფას, ახლა კიდევ უფრო, როცა დიდ საფრთხესთან ერთად მიდიოდა სხვის კარზე.
- ყოფილხარ აქამდე? - დაენანა მარტოობისთვის გამეტებული ქალი გიორგის და გადმოხედა მშვიდი გამომეტყველებით.
- ზაფხულში, მესტიაში... ბავშვი ვიყავი მაშინ, ბევრი რამ აღარც მახსოვს, - უპასუხა მისი მოულოდნელი კითხვით დაბნეულმა.
- ბეჩოში მივდივართ, მაზერში. - ჩაილაპარაკა სასხვათაშორისოდ.
- როგორია? - ინტერესმა გაუნათა ჩამქრალი თვალები სოფას.
- დარჩენას ინატრებ სამუდამოდ, - ჩაეღიმა მკრთალად გიორგის. - ასეთია ზოგადად სვანეთი. ერთხელ თუ ჩაგითრია, უკან აღარ გაგიშვებს. თუ წახვედი, სულ უკან გექაჩება.
- იქ ცხოვრობდი?
- ხანგრძლივად არა, მაგრამ ვიცხოვრებ, - დასცდა მისდა მოულოდენლად ის სიტყვები, საკუთარ თავს რომ უმხელდა მხოლოდ.
- გექაჩებოდა, აბა? - გაიმეორა ღიმილით მისივე ნათქვამი.
- ყოველთვის.
ლამაზ მელოდიას ჰგავდა ქალის სუსტი ჩაღიმების ხმა.
საკუთარი თავიც გააოცა სოფამ, იმდენად ბუნებრივად გაეღიმა ამდენი ხნის გაუღიმარს.
მძიმე იყო ის ერთი ღიმილიც.
ისეთივე მძიმე, როგორც ხუთი ტყვიის ატანა საკუთარ სხეულში.
სულ რაღაც ერთი წამით გადმოხედა სახეშეცვლილ ქალს გიორგიმ და საკმარისი იყო, მიმხვდარიყო უსიტყვოდ.

- ბაბუით სვანი არ ხარ, არა? - აუტანელი დუმილის დარღვევა გადაწყვიტა ისევ სოფამ, რადგან ჭკუიდან გადაჰყავდა ათასნაირ ფიქრს.
- იქ გაიცნო გიორგიმ ლილი. მოგიყვება, აუცილებლად. არ გამოგიშვებს მაგ ისტორიის გარეშე, - ჩაეღიმა გიორგის ბაბუის გახსენებაზე.
- მიყვარს ძველი ამბები. მოვისმენ, სიამოვნებით! - აღტაცება გაერია სოფას ხმას.
- არ მოგაკლდება... საოჯახო სასტუმროდ გადააკეთეს სახლის ნახევარი და სტუმრებზე ზრუნვით ირთობენ თავს. უყვართ ადამიანები, მათზე ზრუნვაც, არ შეგეშინდეს, - ქალის ფიქრები წაიკითხაო თითქოს, იმდენად ზუსტი პასუხი დაუბრუნა მის შფოთვას. მძიმე ლოდი მოეხსნა სოფას გულიდან.
- სიმართლე გითხრა, ვღელავდი, - გამოუტყდა დარცხვენილი. - ხომ გესმის, ჩემს სიტუაციაში, ამხელა პასუხისმგებლობა... რასაც შენ აკეთებ, შეიძლება საფრთხეც შეგიქმნას. არ მესმის, რატომ მიდიხარ ამხელა რისკზე უცნობი ადამიანის გამო.
- გიკვირს?
- შენი... მიკვირს, - დაბნეული მზერით გაუსწორა თვალი. - გიკვირს, რომ მიკვირს?
- რთული დასაჯერებელია, როცა გეხმარებიან? - ინტერესიანი თვალები მოავლო დაძაბულს.
- რთული დასაჯერებელია კეთილგანწყობაც, თანაც უანგარო. იშვიათად შეხვდები ეგეთს. ადამიანებს აღარ ესმით ერთმანეთის, არ არის გასაკვირი. - მსუბუქად აიჩეჩა მხრები და ამოისუნთქა ღრმად.
- რას ფიქრობ, რატომ? - გამომცდელი მზერით გადმოხედა.
- რატომ აღარ ესმით ადამიანებს ერთმანეთის?
- თუნდაც.
- ესმით... ერთმანეთის ტკივილის არ ესმით, უბრალოდ. ყველა თავის პრობლემშია და აღარ რჩებათ დრო ერთმანეთისთვის, სხვისი ტკივილებისთვის, ხომ გესმის. ვისაც შეუძლია შენი პრობლემის მოსმენა და დახმარება, იშვიათია და გიკვირს. იშვიათი ყველაფერი გიკვირს ადამიანს.
- მესმის, რასაც ამბობ, - მსუბუქად დაუქნია თავი და გზისკენ გადაიტანა მზერა. - უბრალო ცხოვრებას, ბრალიანი სიკვდილი მირჩევნია მე, სოფა.
- სიკვდილი არავის ურჩევნია, გიორგი, - გააქნია თავი საკუთარ აზრში დარწმუნებულმა და ყველანაირი უხერხულობის გარეშე წარმოსთქვა მისი სახელი.
- წინადადება, რომელიც იწყება შემდეგ სიტყვებით: „არავის“, „არავინ“ ან „ყველას“, დასაწყისშივე პირობითი ცნებაა, სოფა. თავის მოსატყუებელი უფრო, ან თვალის, იქნებ. ყოველთვის იმსახურებს ალბათობის დაშვებას ის ერთი, რომელიც არ ეკუთვნის „არავის“ ან „ყველას“.
- არასწორად ცხოვრებასა და შეცდომების დაშვებას, სწორად სიკვდილი გირჩევნია? - ეჭვით აზიდა წარბები სოფამ.
- შეცდომები უნდა დაუშვა, მაგრამ ისეთი არა, მოინანიო და ვერ გაპატიოს საკუთარმა სინდისმა, - მძიმედ ამოიოხრა გიორგიმ და გაუკრთა მოქუფრულ სახეზე მწარე ღიმილი.
- როგორია სწორად სიკვდილი შენთვის, გიორგი? - სოფას ეჭვნარევი ინტონაციით დასმულმა კითხვამ გააღიმა გიორგი.
- ბევრი წლის წინ, ერთმა ადამიანმა მითხრა, ისეთი სიკვდილი მინდა, ჩემმა სახელმა რომ იცხოვროსო დიდხანს, ჩემ ნაცვლად, - ჩაეღიმა კვლავ. - ასეთ ადამიანს „არავისში“ რომ გაიყვან, დანაშაული არ არის, სოფა?
- სიკვდილის წინაშე რომ დგები, მანდ... აღარ არის ისეთი მარტივი, - დაიბნა და აიბლანდა საკუთარ აზრებში ქალი.
- ამ ერთმა ადამიანმა, ალბათობის დაშვებას რომ იმსახურებს ისეთმა, დახრჩობას გადაარჩინა ქალი და მოკვდა თვითონ. ცურვა არ იცოდა და იმიტომ, სოფა... გინახავს უფრო პირისპირ რომელიმე სიკვდილი? - ლოდივით მძიმე იყო გიორგის სიტყვები, უფრო მეტად ამბავი. მასზე უფროსი იყო ის ერთი ადამიანი, უფროს ძმას რომ ჰგავდა მაშინ, მის ბავშვობაში.
- მე რა სიკვდილიც მინახავს, ყველა სიკვდილი სჯობს იმას, - გაებზარა მზერა სოფას. დაამძიმა ამბავმა, სხვისმაც და საკუთარმა - უფრო.
- სამწუხაროა, - გულწრფელად უთანაგრძნო ახლობელი ტკივილი გიორგიმ.
- მეტიც, - დაუქნია მსუბუქად თავი.
სამწუხაროა და უფრო მეტიც, გაიფიქრა და ჩაეცინა მწარედ.
ბევრად მეტი.
აარიდა მზერა და დაუბრუნდა მოძრავ ხეებში ჩაფლულ ბუნებას სოფა.

დიალოგის მძიმე დასასრულის მიუხედავად, მაინც ესიამოვნა საუბარი ქალს. ჰგავდა მალამოს დამწვრობაზე. მიავიწყდა სულ ოდნავ თავისი ბედი, თავისი წარსული და გაურკვეველი მომავალი.
მიავიწყდა სულ ოდნავ, სულ დროებით, მოკლული საშკა ფარჯიანი.
სიზმარიაო, ფიქრობდა დიდხანს.
ცოცხალიაო საშკა, არწმუნებდა საკუთარ თავს დიდხანს.
ფანჯრიდან უყურებდა გზას.
ისე მიჰქონდა დაკლაკნილ გზას ტკივილები უკან, როგორც ხეები მიჰქროდნენ იქითკენ, საიდანაც მოდიოდა თვითონ.
უკან იტოვებდა.
წინ მიდიოდა თვითონ.
დროებით.
ან იქნებ სამუდამოდ.
ვინ იცის.

რთული გზის მიუხედავად, არ უგრძნია დაღლილობა. იმდენად გაერთო საუცხოო ხედების თვალიერებაში, ვერც გაიაზრა ისე გადაუხვია გიორგიმ სოფლისკენ.
ბეჩოს თემში მდებარე სოფელი მაზერი, რომელსაც მთელი თავისი მშვენიერებით გადმოჰყურებს მწვერვალი უშბა, სწორედ ის ადგილი აღმოჩნდა, რომელმაც დაარწმუნა, რომ სვანეთი მართლაც განსაკუთრებული სამოთხეა დედამიწაზე.
სუნთქვაც სხვანაირად მარტივი ყოფილაო თურმე, გაიფიქრა, როცა ჩამოსწია მანქანის ფანჯრის მინა და სახე მიუშვირა სასიამოვნო სიგრილეს. ჟრუანტელმა დაუარა სიცივისა და სიამოვნებისგან თვალდახუჭულს. შეერია ორგანიზმს სუფთა და ცივი ჰაერი ერთდროულად.
აკვირდებოდა ერთმანეთზე მიბჯენილ სახლებს, მათ შორის ბევრ დაცარიელებულს. გულზე მწარედ გაჰკრა აზრმა, რომ ეს საუცხოო ადგილი უფრო და უფრო მეტ მაცხოვრებელს კარგავდა. როგორ შეიძლება აქედან წახვიდე... ქალაქი ამჯობინო სამოთხისეულ ბუნებას...

მგზავრობის მერვე საათი იწყებოდა, მანქანა ორსართულიანი, ბაზალტის ქვით ნაშენი სახლის წინ რომ გააჩერა გიორგიმ. კიდევ უფრო ანერვიულდა სოფა და დამფრთხალმა გადახედა მშვიდად მჯდომს, ღვედისგან რომ ითავისუფლებდა თავს. წამის მეასედში შეათვალიერა საუცხოო სახლი, რომელიც, მიუხედავად ახალი რემონტისა, არ კარგავდა მოკრძალებულ, სოფლისთვის შესაფერის იერსახეს. გამოდიოდა თბილი შუქი ღია ფანჯრიდან.
მთებში ჩაკარგულ სახლს გადმოჰყურებდა მფარველივით მყარად მდგომი მწვერვალი უშბა.

მანქანის ხმაზე გამოვიდნენ სახლიდან მასპინძლები და ღიმილით დაიძრნენ მათკენ.
აკვირდებოდა გიორგის გამომეტყველებას სოფა.
კოპებშეკრულ სახეზეც კი ეტყობოდა ის სიამოვნება, სახლში ყოფნისას რომ გრძნობენ მისგან დიდხანს მოშორებული ადამიანები.
ჩაეღიმა ამის შემჩნევისას და გადავიდა მასთან ერთად მანქანიდან.

- ჩამოვიდა ჩემი სიამაყე! ბე! როგორ მომენატრე, გიორგი! - ჩამოსდიოდა თბილი ცრემლები ლამაზი პირსახის ქალს და ეხვეოდა მონატრებულ შვილიშვილს, ასაკის მიუხედავად, მუდამ ბავშვი რომ იყო მისთვის. - ეს რა ლამაზი გოგო ჩამოგიყვანია, გიო! - ცალი თვალით შეათვალიერა სტუმარი.
- სტუმარია ჩვენი, ლილი. - ლაღად გაუცინა აღტკინებულ ქალს და გადახვია მონატრებულ ბაბუას ხელი.
- გამარჯობა... - მიესალმა მანქანასთან აწურული სოფა ორივეს.
- ჩვენ სტუმრები არ ვიცით, შვილო, ჩვენს ოჯახში შემოსული, ოჯახია ჩვენი! - გაუღიმა დაძაბულ სოფას უფროსმა გიორგიმ და მოუხსნა ყველა ლოდი გულიდან. გაებადრა სახე ქალს.
- შემოდით, დროზე, გიორგი! მზად მაქვს ყველაფერი... კუბდარი ხომ გიყვარს, დედი? - დატრიალდა ქალი და მოესიყვარულა მორცხვად მდგომ სოფას. - შენი ოთახიც მზად მაქვს, არაფერზე იდარდო, სტუმრები გვიყვარს ჩვენ ორივეს! უცხოელებიც ხშირად გვსტუმრობენ. ისე მოსწონთ აქაურობა, წასვლაც არ უნდათ ხოლმე.
- რთულია, აქ მოხვდე და წასვლაც მოგინდეს მერე... - გაუღიმა მოხუცს და მასთან ერთად შევიდა სახლში. ჩამოიტოვა უკან ერთმანეთში მოსაუბრე ბაბუა და შვილიშვილი.
- დაიღლებოდი, გრძელი და რთული გზაა ჩვენამდე, მაგრამ უჭმელს ვერ აგიშვებ მოსასვენებლად! - ქოთქოთებდა ქალი და თეფშებზე აწყობდა ცხელ კერძებს. იმდენად სასიამოვნო არომატები ირეოდა სამზარეულოში, ჟრუანტელმა დაუარა სიცივისა და მგზავრობისგან გადაღლილს.
- ნამდვილად ვერ ვიტყვი უარს თქვენს სამზარეულოზე! - გაუცინა ქალს და იქვე ჩამოჯდა, მაგიდასთან.
- არ მახვეწნინო ხოლმე, არ მოგერიდოს ჩემი, შვილო... სტუმრად მოსულ ადამიანს ისეთი პატივი უნდა სცე, საკუთარ თავსაც რომ არ სცემდი არასდროსო, მამაჩემმა მასწავლა, სულ ბავშვი რომ ვიყავი.
- არ მინდა, რომ შეწუხდეთ... ისედაც ძალიან შეგაწუხეთ უკვე, - უხერხულად მოიბუზა სოფა, მაგრამ გული სიამოვნებისგან შეუფრთხიალდა ქალის სიტყვები რომ მოისმინა. რთული დასაჯერებელი იყო ამ დროში ასეთი მასპინძლობა... ეტყობოდა, რომ მთაში იყო. მთაში განსაკუთრებული მასპინძლობა და სტუმრის სიყვარული იცოდნენ.
- სტუმარი ღვთისაა, ჩემო ლამაზო! სოფა გქვია, არა? - თბილ ღიმილს არ იშორებდა მოხუცი სახიდან.
- დიახ.
- ჩემს დედამთილს ერქვა სოფია. არაჩვეულებრივი ქალი იყო, ჩემს ქმარზე მეტად მიყვარდა მგონი, დედამისი. - გაეცინა ქალს და გააღიმა ისიც. - აქედან წასულს, ისე მეშინოდა ქალაქის... უცხო ადამიანების. ჩემს ქმარს რა ენაღვლებოდა, აბა, შვილო... ქალაქელი ბიჭი იყო, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად, დადიოდა თავაწეული, უდარდელად!
- ერთი მოვაცილე თვალი და ძვირების თქმა დაუწყია უკვე, ჩემს საყვარელ მეუღლეს! - ღიმილით შემოაბიჯა ოთახში მოხუცმა შვილიშვილთან ერთად. - თქვენს ქმარსაც გაუმხილეთ, მაინც რითი ხართ უკმაყოფილო, ქალბატონო ლილიკო?
- ქალაქში რომ მამწარებდი, დამავიწყდა გგონია? არც ეგეთი მოხუცი ვარ, ბატონო!
- სამაგიეროდ, შენ აქ არ მაკლებდი, ლილიკო! ერთს ისეთს გადმომხედავდა ხოლმე, მთელი კვირა შეშინებული დავდიოდი, შვილო. - სუფრის თავში დაიკავა თავისი ადგილი მოხუცმა და ცოლის უჩუმრად ჩაუკრა თვალი მათი კამათით გამხიარულებულ სოფასა და გიორგის.
- რა გეგონა, აბა, რომ ჩამოხვედი და მიპაჭუნებდი თვალებს?! მაგის ქალი ვიყავი, ამხელა ბეჟო შამფრიანის ქალიშვილი?
- ქალაქი განახე, ლილიკო... ცხოვრება განახე, ასე მიფასებ?! - აწვალებდა ცოლს.
- ქალაქი მანახა, ცხოვრება მანახა თურმე და გამომეკიდა მერე უკან! ბოლოს როდის იყო თბილისში, თუ ახსოვს ნეტა? - ბზრიალებდა ქალი ჩუმი ღიმილით და ამატებდა კერძებს ლამაზად გაწყობილ სუფრას.
- მოგიგო, გიო! სერიოზული ანგარიშით, თან. გაგანადგურა, ჩათვალე! - დაუკოცნა ორივე ლოყა ლილის გიორგიმ და მხარზე ხელი დაჰკრა გაღიმებულ ბაბუას. მხოლოდ მათთან ყოფნის დროს შეეძლო ყოფილიყო ის, ვინც ხუთი წლის წინ ძალიან ღრმად დამარხა... იყო ისეთი დროც მის ცხოვრებაში, მუდამ მხიარულს, სითბოს გამოხატვა რომ შეეძლო. ადამიანებთან კომუნიკაციაც სიამოვნებდა ადრე, მაგრამ ახლა, გაურბოდა ყველასა და ყველაფერს.
- ბებიას ბიჭი! - ჩაიქირქილა გიორგიმ და დასცინა შვილიშვილს სიყვარულით.
უყურებდა სოფა. აკვირდებოდა მათ თითოეულ მოქმედებას, სიტყვას... მტკივნეულად გაჰკრა გულში რაღაც ძალიან მწველმა. არასდროს ჰქონია მსგავსი ურთიერთობა ბებია-ბაბუასთან, მითუმეტეს მშობლებთან.
- მე ვაღიარებ მაინც, გიო, შენგან განსხვავებით! - თვალი ჩაუკრა ბაბუას და დაიკავა ადგილი სოფას გვერდით.
მათი შემხედვარე უცნაური მზერა გაცვალეს ერთმანეთში ცოლ-ქმარმა.
- შენ რომ აღიარებ იმას, რასაც მე - არა, მერე ვისაუბროთ, ბაბუ! - საჩვენებელი თითი დაუქნია გამაფრთხილებლად.
- ოხ, გიორგი! - ღიმილით გააქნია თავი გიორგიმ.

მშვიდად ივახშმეს. ბუხრის სითბო და შეშის ტკაცუნი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა საღამოს. ოდნავი მოთენთილობაც იგრძნო დანაყრებულმა სოფამ, თუმცა ოთახში მარტო ყოფნის იდეაც არ ხიბლავდა დიდად. იცოდა, მარტო დარჩენილი ვერსად გაექცეოდა იმ ფიქრებს, კოშმარებს რომ უქადდნენ მთელი ღამე, ამიტომ ერჩივნა მათთან ერთად ყოფილიყო, თუნდაც დაღლილი და ესაუბრა მანამ, სანამ ძილი არ მოერეოდა.
იმდენად ჯადოსნური საღამო იდგა, იმდენად სხვანაირი ჰაერი, ლამაზ სიზმარს ჰგავდა და არ ეთმობოდა დასასრულებლად.

- ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი, დიდი მადლობა! - ღიმილით ახედა მოფუსფუსე მოხუცს სოფამ.
- მოგეწონა? - ჩაეკითხა ღიმილით ლილი.
- ეს კერძი განსაკუთრებით. აი, ფხალს რომ ჰგავს, - ხელით მიანიშნა სუფრის შუაში ჩადებულ კერძზე. - რა ჰქვია?
- მესგვლაა, ჩვენებური ბალახი. მოხარშვის შემდეგ კარგად ვწურავთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვაზავებთ მაწონში, სვანურ მარილსა და მწვანილებში, - სახე გაუნათდა ქალს თავიანთ სამზარეულოზე საუბრისას. - ყველაზე მსუბუქ სვანურ კერძად მივიჩნევთ.
- თქვენს კარტოფლართან ერთად საოცრად გემრიელი იყო! - აღნიშნა სოფამ. - ხომ ასე ჰქვია?
- ასეა. კუბდარი ხომ მოგეწონა? - ჩაეკითხა კვლავ და დაუქნია მანაც ღიმილით თავი. - აი, ხვალ ყინცაარს მოგიმზადებ და ნახე, როგორ მოგეწონოს! ჩამოსულებს განსაკუთრებით მოსწონთ, მითუმეტეს კუბდარის შემდეგ.
- მართლა? რისგან მზადდება? - გაებადრა სახე სოფას.
- საქონლის ქონითა და ყველით. რა თქმა უნდა, სვანურ მარილთან და კუბდარის სუნალებთან უნდა იყოს შეზავებული და გამომცხვარი... ახლა მოცვის ჩაის და ნამცხვარს მოგიტანთ, ისაუბრეთ თქვენ მანამდე, - აშკარა იყო, სამზარეულოზე საუბარი ქალს განსაკუთრებით აბედნიერებდა და არც იღლებოდა იმ კერძების აღწერით, მთელი გულითა და სიყვარულით რომ ამზადებდა თავისი სტუმრებისთვის.
- რასაც თქვენ აკეთებთ ჩემთვის... მადლობა საკმარისი ვერ იქნება, მაგრამ მაინც, დიდი მადლობა თქვენ, ყველაფრისთვის! - დაიმორცხვა სოფა.
- ერთი მადლობა საკმარისია, სრულებით, ჩემო გოგო. ერთი გულწრფელი სიტყვა დღესასწაულს ჰგავს. სიტყვას დიდი ძალა აქვს, ბაბუ, ქმედებებს ჰგვანან ზოგჯერ. მალამოა გულწრფელი სიტყვა და დამწვრობა - არასწორი. ერთი ნაკლებად ცნობილი ამბავია... იცი, რომ უშბა ჩვენი არ არის?
- როგორ? - შეშფოთება და გაკვირვება ერთდროულად დაეტყო სოფას ხმას. ჩაეღიმა გიორგის, რომელსაც აქამდეც მოსმენილი ჰქონდა ბაბუისგან ეს ამბავი.
- სვანეთის მთავარმა, თათარხან დადეშქელიანმა, უშბა ერთ-ერთ მთამსვლელს, გამორჩეულ ალპინისტ ქალს, ცენცი ფონ ფიკერს აჩუქა თურმე. ქალის ოცნება ყოფილაო უშბის დაპყრობა, მაგრამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დაზიანებულა და შეშლიათ ხელი. ეს ამბავი სვანებმა რომ გაიგეს, არ მოეწონათ. მივიდნენ დადეშქელიანთან და პასუხი მოსთხოვეს, როგორ შეიძლებაო გააჩუქო მთა. მართლაც, წარმოუდგენელია, არა? მაგრამ, იცი, რა უპასუხა დადეშქელიანმა? - უარის ნიშნად მსუბუქად გააქნია თავი ქალმა. - ვისაც უნდა აჩუქო, მთა ყოველთვის იქ იქნებაო, სადაც არის, ქალს კი სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება და ესიამოვნებაო ეს ჟესტი, რომ პატივისცემა გამოვხატეო მის მიმართ. წარმოიდგინე, უცხოელმა კაცმა, უცხო ქვეყანაში მისთვის ის გააკეთა, თავისი ეროვნების რომ არ გააკეთებდა, ალბათ, არასდროს... ვინ იცის, იმ ქალმა, ამის შემდეგ როგორ შეხედა ადამიანებს, უცხოელებს, სტუმრებს... ადამიანობას. იქნებ, როგორ ესიამოვნა ადამიანად ყოფნა, არა?.. ასეა ეს. ასეთი ძალა აქვს ყველა კარგ სიტყვას, ყველა კარგ ქმედებას, ყველა პატივისცემას, ყველა გვერდში დგომას. ადამიანის დახმარება ხომ ერთი სიამოვნებაა, მაგრამ შენი გაკეთებული სიკეთე, შენი გამოწვდილი ხელი, როცა არ ელის, სიცოცხლის ბოლომდე რომ გაჰყვება, იცი, როგორი გრძნობაა, ბაბუ? მხოლოდ ამისთვის რომ ღირს ადამიანად ყოფნა, ადამიანად დაბადება. მერედა როგორი რამეა მაინც ეს დახმარება? შენ ხომ ეხმარები, ფეხზე ხომ წამოაყენებ წაქცეულს... წლები გავა და ისიც იმავეს გაუკეთებს სხვას. გაახსენდება, გასაჭირში ღმერთმა გამომიგზავნაო დახმარება და თავადაც იქნება ღმერთის ხელი სხვისთვის. - ლამაზად იღიმოდა შეჭაღარავებული კაცი. ისე ლამაზად, სიკეთე მოაგონდა სოფას. სიკეთე რომ ადამიანი იყოს, უთუოდ ეს კაცი იქნებოდაო, ჩაეღიმა ქალს.
- მე ვერასდროს დაგივიწყებთ იმას, რაც ჩემთვის გააკეთეთ, - მორცხვი, მადლიერებით სავსე მზერა შეანათა თვალებით მოღიმარს სოფამ. ეტყობოდა, ბევრი რამ ენახა მოხუცის ატკივებულ, გაცრეცილ, მაგრამ სხივჩაუმქრალ თვალებს, საუბრისას მზის ამოსვლას რომ მოგაგონებდათ. მადლიერი იყო ღმერთის სოფა, ამ ხალხში რომ მოხვდა.
- ჩემთვის ისიც საკმარისი იქნება, შენ რომ არ მიატოვებ სხვას გასაჭირში და როგორც ვიცი, ასეც ყოფილა... ჩვენი ონისე გადაგირჩენია ციხეს. გაგირისკავს ძალიან.
- ჩემს რისკზე ბევრად დიდი ცოდვა იქნებოდა უდანაშაულო ადამიანის გასამართლება.
- შიში რომ გაგაკეთებინებს, შვილო, ეგრე ვერაფერი. ყველა აქამდე გაკეთებულ კარგ საქმეს ჩამოგანგრევს თავზე შეშინება, დაშინება ხომ საერთოდ... დიდი ძალაა სამართალს დაუდგე გვერდით, როცა იცი, ბევრს დაგაკარგვინებს... თავსაც. - მოხუცის ჩამქრალი, ბრაზითა და სინანულით აღსავსე ტონმა მიახვედრა, გამოეცადა კაცს ის ყველაფერი, რასაც ამბობდა. მოუსვენრად წამოდგა ფეხზე გიორგი და ზურგშექცევით, ხის ღია ფანჯრასათან დადგა. ჩამოეყრდნო ხელისგულებით და მიმართა მზერა უშველებელ, ცამდე აწვდენილ მთებს. შავი მაისურის მკლავები ზემოთ, იდაყვებამდე ასვლოდა და მარტივი შესამჩნევი იყო თვალისთვის ის წამიერი ჟრუანტელი, ბაბუის სიტყვებმა რომ მოჰგვარა. ასეთი ჟრუანტელი ან სიამოვნებამ სჩვეოდა, ან ძალიან ცუდი მოგონების მთელი სიცხადით შეხსენებას. წამებში გაიაზრა და გადაწყვიტა სოფამ, დიდი ტკივილი ექნებათო ოჯახს ნანახი.
- სკოლაში ვსწავლობდი... მეხუთე კლასში ვიყავი მაშინ, ეს ამბავი რომ მოხდა. იცი, როგორი დროა? კომუნისტებს მიაქვთ ქვეყანა. ისეთი სიმკაცრეა სკოლაში, ბუზიც ვერ გადაიფრენდა თავზე დაუკითხავად. ისჯებოდი. ყველაფერზე ისჯებოდი. დასჯა იყო, იცი, როგორი? ყველაფერი რომ სჯობდა. მაშინ... მასწავლებელს მოსკოვიდან ჩამოტანილი ძვირფასი საათი დაეკარგა. შეიძრა მთელი კლასი. იჩემებდა ეს ქალი, მოპარული იქნებაო რომელიმესი. გავიგიჟეთ თავი. არ გაჭრა. ჩაგვამწკრივა დაფასთან. ან აღიარეთ, რომელმა მოიპარა, ან დაგსჯით, ყველას მშობელს დავიბარებ და ნიშანს ვერ ეღირსებითო ვერცერთ საგანში... ეს იცი როგორი ამბავია, ბაბუ? სტალინს და ჰიტლერს ერთდროულად რომ დაეყენებინე კედელთან, - მხიარული ღიმილი უკრთებოდა მოხუცს სევდიან სახეზე და აღიმებდა სოფას. - დიდ განსაცდელში ჩავვარდით მაშინ. როგორ გინდა აღიარო ის, რაც არ ჩაგიდენია? რომ დაიბრალო, იცი, არც ისე სახარბიელო ბედი გელის, თან ვინ გაკმარებდა მაშინ მარტო დასჯას! ერთი ბიჭი გვყავდა კლასში... შეძლებული ოჯახიდან არცერთი ვიყავით, სად იყო მაშინ შეძლება, მაგრამ მას ჩვენზე მეტად უჭირდა... ძალიან უჭირდა, შვილო. დახეული ფეხსაცმლით დადიოდა, მაგრამ მაგას ვინ დაეძებს, საჭმელიც არ ჰქონდა მრავალშვილიან ოჯახს... ჩემმა ერთმა კლასელმა დაადო ხელი. სიამაყით მოახსენა მასწავლებელს, ის იქნებაო, დავინახე მარტო იყო კლასში, თქვენი ჩანთიდან აიღებდაო. აყვა ყველა. თავის გადასარჩენი გზა იპოვეს, აღარ დაეძებდნენ ტყუილ-მართალს. თავს იმართლებდა ყველა, აგერ, ვასიკომ თუ დაინახა, ასე იქნებაო უთუოდ, ტყუილს არ იტყოდაო. იმას კი ვერ მიხვდნენ, თუნდაც სიმართლე რომ ყოფილიყო, რამდენს აფუჭებდნენ... ვდგავართ დაფასთან, შემოიკრიბა მასწავლებელი, დამრიგებელი, დირექტორი... ბიჭის გასამართლებას აპირებენ. დგას ისიც, ჩუმად, თავაწეული. არც თავს იმართლებს, არც აღიარებს... ფილმის კადრივით მახსოვს ახლაც, როგორ გადმოდგა წინ ერთი ნაბიჯი ჩემმა კლასელმა, კახიმ. თამამად, ამაყად დაუდგა წინ შეკრებილ მასწავლებლებს, ყელმოღერებულმა უთხრა ყველას არ არისო ამ ბიჭის მოპარული. უსამართლოდ ექცევით უდანაშაულო ადამიანს, მაშინ, როცა ვერც ადასტურებთო მის ქურდობას. ვასიკოს სიტყვას როგორ ენდობით, რითი ადასტურებს ვასიკო, მისი მოპარული რომ არისო. პირველი იყო, ვინც გაბედა, მეორე ვიყავი მე... ამ დღის შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. უამრავი წელი და მე ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია მეორეობა, შვილო. იცი, რატომ? პირველი რომ არ ყოფილიყო, მეორეც არ იქნებოდა. ჩემი კლასელის თვალებიდან რომ არ მესესხებინა გამბედაობა, ვერ გავბედავდი, ალბათ, ვერასდროს. მაშინ, მეხუთე კლასელ ბიჭს ჰქონდა ყველაფერი ის, ახლა, მისი ნახევარი ზრდასრულებს რომ არ აქვთ. მან მასწავლა... მისმა მზერამ, სიამაყემ, ადამიანობამ. წაქცეულისთვის ხელისგაწვდენა რა ლამაზი ყოფილა, თურმე, მაშინ დავინახე, მაშინ გავიგე, პირველად... ვიდექი დაფასთან ატუზული და ვუყურებდი, როგორ იდგა ერთი მეხუთე კლასელი, სიმაღლეში მეტრი და სამოცი ბიჭი, ხუთი მასწავლებლის წინ და ხელს აშველებდა ეშაფოტზე ასაყვანად გამზადებულს... მაშინ მივხვდი, რომ საუკეთესო სილამაზეა, დაეხმარო მას, ვისაც სჭირდება. სამოცდათორმეტ წლამდე მოვედი თითქმის და ჩემი გონებიდან არ იშლება ეს სანახობა. შენ წარმოიდგინე, იმ ჩემი კლასელის გონებიდან თუ წაიშლებოდა ოდესმე, დასასჯელად გამეტებულს ის ერთი, თავისი ტოლი რომ გადაეფარა და იცავდა კბილებით მაშინ, როცა მისნაირმა ბევრმა ერთი ხელის მოსმით გაწირა? რა დაავიწყებდა მას ამდენ ბოროტში, ღმერთის გამოგზვნილ დახმარების ხელს? ამით იცხოვრებდა ალბათ ისიც, როგორც მე ვცხოვრობ ამდენი წელია...
- გადაარჩინეთ? - ამბის ეშხში შევიდა სოფა, მოსმენილისგან თვალზე რომ ჰქონდა ცრემლი მომდგარი.
- ის კი გადარჩა, ჩვენ - ვერა. დაგვსაჯეს ორივე მწარედ! - გაეცინა კაცს და გააცინა ქალიც, ღაპაღუპით რომ ჩამოსდიოდა ცხარე ცრემლები მომრგვალებული თვალებიდან. - მშობლებიც დაიბარეს... ბაბუაჩემი ჩაერია, თორემ გარიცხვას გვიპირებდნენ.
- საათს რა ბედი ეწია? - სევდიანად ეღიმებოდა სოფასაც, წვრილი თითებით იწმენდდა სახიდან ცრემლების გორგალებს.
- სამასწავლებლოში უპოვია მეორე მასწავლებელს! - ხმით გაეცინა კაცს.
- ღმერთო! - აღმოხდა სოფას. - ბოდიში არ მოგიხადათ?
- ბოდიში კი არა, კიდევ დაგვიმატეს, ურჩობისა და დაუმორჩილებლობისთვის. ქცევის კოდექსი დაგვირღვევია, თურმე, ჩვენ! არ შეიძლებოდა შეწინააღმდეგება, მითუმეტეს დირექტორის თვალწინ, - გულიანად იცინოდა უფროსი გიორგი. - ეს ამბავი იმიტომ მოგიყევი, ჩემო კარგო, რომ იცოდე, რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ღრმა სიბერეშიც, მომაკვდავსაც კი, გემახსოვრება უადამიანობაში გამოჩენილი ადამიანი. ეცადე ისე იცხოვრო, ბევრს მოაგონდე ასე ლამაზად.
- ტრაგიკული, თუმცა ლამაზი და ბევრისმთქმელი ამბავია!
- ტრაგედიები უფრო მეტს გვასწავლის, ვიდრე სიმშვიდე... მე ვერ გეტყვი, არ მაქვს ამის უფლება, რომ ვინმეს, საკუთარ თავსაც კი, ვუთხრა, რომ კარგია, რაც დაემართა. როგორ შეიძლება იყოს კარგი? არ შეიძლება, მაგრამ ამ არ შეიძლებაშიც არის თავისი წილი შეიძლება, იცი, ეს? .. ამიტომ ვამბობ ძალიან ხშირად, ჩემს შვილიშვილსაც ამას ვუმეორებ ბავშვობიდან, ერთი ტრაგედიის, ერთი უსამართლობის მეორეთი შეცვლა, თითქოსდა შვებას მოგიტანდეს, ყველაზე დიდი უსამართლობაა, რაც შეიძლება დამართო საკუთარ თავს. ტრაგედიამ უნდა გასწავლოს, გაგზარდოს... შენგან შექმნას ადამიანი. ზუსტად ისე უნდ შექმნას, როგორც მოქანდაქე ქმნის წლების განმავლობაში თავის ქმნილებას. ერთი უბედურება ისაა, ტრაგედიის თრევაა ძალიან მძიმე... სუსტია ჩვენი ბეჭები. სუსტია ჩვენი გონება, ყოველ ღამე. დღე არ გავა, თავი რომ არ შეგვახსენოს, მაგრამ ესეც გამოცდაა შენი, როგორც ადამიანის. უნდა ჩააბარო. შეიძლება იფიქრო, რა აზრი აქვსო ასეთ ცხოვრებას... ვკარგავ, ვკარგავ, მტკივა, განვიცდი... მე სხვას ვეხმარები... სანაცვლოდ რას ვიღებ? ტკივლს, კარგვას, განცდას... გვავიწყდება ზოგჯერ, ცხოვრებასაც რომ უნდა მივცეთ დრო... ამდენ დანაკარგში აუცილებლად გამოერევა მონაპოვარი, მთავარია არ დაგვავიწყდეს შემჩნევა... ვიღაცას გამოეპარება ხოლმე, ვერც ამჩნევს, არადა თვალწინ ჰყავს... - ზურგი აუწვა გიორგის ბაბუის სიტყვებმა. მიხვდა, უყურებდა ისიც. - გამსახურდიას უთქვამს, სიყვარული რომ არ გაჩენილიყო, სიძულვილი უთუოდ წალეკავდაო ქვეყანას... ჩვენი ვალიც ესაა, ადამიანებს. უნდა დავაბალანსოთ. ყველამ თუ ჩავიქნიეთ ხელი, აღარაფერს ექნება ბედნიერი დასასრული, არადა როგორ გვიყვარს წიგნები და ფილმები კარგად რომ სრულდება? სიძულვილით სავსე ქვეყანაში ვინღა დაგიწერს ბედნიერ რომანს? - ლაღად გაეცინა კაცს. აქამდე ვერ ნაგრძნობი სიმსუბუქე იგრძნო სოფამ, ამოუტრიალეს თითქოს მთელი გონება. აოცებდა კაცის მეტყველების უნარი... სულ უბრალო ამბავსაც იმდენად საინტერესოდ ყვებოდა, იმხელა აზრს დებდა თითოეულ სიტყვაში, თითქოს განზრახ არჩევსო სათითაოდ ყველას. იღიმოდა მოხუცი სევდის მიუხედავად, არ კარგავდა მაინც იუმორის გრძნობას და აქსოვდა პატარ-პატარა სიტყვებით, ამოსუნთქვა რომ შესძლებოდა დამძიმებულ გულს.
- სვანეთი განსაკუთრებული მხარეა. აქ პოულობს ყველა ყველაფერს, რაც კი ოდესმე დაუკარგავთ და უძებნიათ... სიმშვიდესაც იპოვი, თუკი ეძებ... მე, ჩემო კარგო, ის ადამიანი ვიპოვე, ჩვენს დროს გულის სწორს რომ ეძახდნენ! - განაგრძო კაცმა საუბარი.
- ხომ გითხარი, არ მოგაკლებს-მეთქი! - ღიმილით ჩამოუჯდა გვერდით გიორგი, რომელიც არასდროს იღლებოდა ბაბუის ისტორიების მოსმენით, თუნდაც აქამდე მოსმენილით. ოღონდ მოვისმინო, ყოველთვის მოვისმინო და თუნდაც ათასჯერო, ფიქრობდა ბავშვობიდან. უცნაური, უცხო ღიმილით გადახედა სოფამ კაცს, რომლის თვალსაც არ გამოპარვია ის სიმსუბუქე, ასე აშკარად რომ ერია მის ერთ გაღიმებაში... განსაკუთრებით ლამაზი იყო სოფა, როცა იღიმოდა გულწრფელად. უცინოდნენ თვალებიც და მთლიანი სახეც. უჩნდებოდა ფოსო მარჯვენა ლოყაზე. განსაკუთრებით ლამაზი ეჩვენა ეს დეტალი გიორგის... გამოიჭირა საკუთარი თავი და არ ესიამოვნა. მძიმედ გაჰკრა გულზე უცნაურმა შეგრძნებამ, თუმცა არც თვალის არიდება უცდია. ნიკაპით ეყრდნობოდა ხელს და სკამზე კომფორტულად გადაწოლილი, აკვირდებოდა იმ ემოციებს, ბაბუიის ისტორიები რომ იწვევდნენ ქალში.
- როგორ მიხვდით, რომ შეგიყვარდათ? - მორცხვად დაუსვა კითხვა სოფამ.
- ოხ... გრძელი ამბავია! ისეთი იყო, ისეთი ავი! - გააცინა ორივე კაცის უიმედო ამოოხვრამ. - სტუმრად ჩამოვედი მაშინ, ათას ცხრაას სამოცდარვა წლის ზაფხულში... ჩვენს გვერდით ცხოვრობს ლილის დის ქმარი ბერდია... ბერდიასთან ვიყავი მაშინ სტუმრად. მისი ნათესავის სახლიდან მოვდიოდით, სახლთან ახლოს ვიყავით უკვე, ჭიშკრიდან რომ გადმოვიდა და დავინახე... მას შემდეგ ვუყურებ... თვითონ არ მიყურებდა კარგა ხანს, მაგრამ მაინც შემოვახედე! შემეშინდა, ისე ამომხედა პირველად! თვალებით მესროდა ტყვიებს, მაგრამ ტყვია რა მოსატანია, ხანჯალი ჰქონდა სახლში ისეთი! - იცინოდა კაცი. - მამამისი გიჟს ჰგავდა, რომ გაიგო მე მიყვარდა, ქალაქიდან ჩამოსულს, მისი უმცროსი ქალიშვილი... შეურაცხყოფად მიიღო და დამიბარა თავის სახლში, ეგონა ვერ გავბედავდი აღიარებას, დასჯა უნდოდა ჩემი... მე კიდე არც ვაციე, არ ვაცხელე, ხელი ვთხოვე ქალიშვილის პირდაპირ!
- ისიც გაიხსენე, ძლივს რომ გამოასწარი ხანჯლიან სასიმამროს! - ჩაიქირქილა გიორგიმ და ბებიის შემოტანილი მოცვის ჩაი მოსვა. ერთი გადმოხედა სოფამ. ზედმეტი მზერა შეატოვა გაღიმებულმა. თვალებით ანიშნა გიორგიმ, გხედავო... დაფრთხა და აარიდა თვალი სასწრაფოდ.
- გამოვასწარი ჰქვია? მომხვდა ლამის! მაგრამ არ დავნებდი! ბოლომდე ვიბრძოლე და ბოლოს, ჩემთან ერთად სვამდა ღვინოს ყანწით, ჩვენს ქორწილში, გესმის, შენ, ჩემო შვილო? - დასცინა ბაბუამ შვილიშვილს.
- სვანეთი განსაკუთრებით გიყვართ, თანაც უამრავ ტურისტს მასპინძლობთ...- წამოიწყო საუბარი მცირეხნიანი დუმილის შემდეგ სოფამ.
- ქალაქში ყოფნა არც არასდროს მიყვარდა... თვალი მთებისკენ მეჭირა სულ, მაგრამ მაინც მომიწია ახალგაზრდობის ქალაქში გატარება. ჩემი სიმამრი რომ გარდაიცვალა, უფრო ხშირად ჩამოვდიოდით, გვეცოდებოდა სახლი მარტოობისთვის. საბოლოოდ, მაინც აქამდე მოვედით.
- ჩემი ოცნება იყო მთაში ცხოვრება, - დაუფიქრებლად წამოაყრანტალა აღტაცებულმა. ინანა კიდეც, მაგრამ გვიანი იყო, ნათქვამი ჰქონდა უკვე.
- ხოდა იცხოვრე... ჩვენთან! - გაუნათდა კაცს სახე. - რამდენი ხანიც გინდა, თუნდაც სამუდამოდ!
უხერხულად შეიშმუშნა სოფა. არც გაუხედავს იქითკენ, საიდანაც გრნობდა დაჟინებულ მზერას. ეუხერხულა განსაკუთრებით და სხვა თემაზე წამოიწყო საუბარი.
- გულდასაწყვეტია სოფელი რომ ცარიელდება... გზად ვაკვირდებოდი, ბევრი სახლია დაცარიელებული.
- მიდიან ახალგაზრდები... უნდა წავიდნენ კიდეც. სხვა ცხოვრებაც უნდა ნახონ. ქალაქიც უნდა გაიცნონ, დამოუკიდებლობაც, მაგრამ ჩვენი უბედურება ისაა, რომ ძიების პროცესში სახლის გზა გვავიწყდება ხოლმე... აქ ცხოვრებას ვინ დაეძებს, ზაფხულობითაც აღარ ჩამოდიან. იცი, რამდენი სახლია დაკეტილი? სათვალავი აგერევა, თვლა რომ დაუწყო, მაგრამ მე თუ მკითხავ, ბოლოს, ზუსტად ისე დაბრუნდებიან სოფლად ადამიანები, როგორც ქალაქში წავიდნენ ერთ დროს საცხოვრებლად. დედამიწის არ იყოს, ჩვენც ერთ ღერძზე ვბრუნავთ... ბოლოს ყველაფერი თავის საწყისს უბრუნდება, მაინც.


ლილის ჩაის დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა თითქოს. მოთენთილმა, დაღლილმა და ემოციებისგან გადამწვარმა ისე დაიძინა იმ ღამით უცხო სახლში, უცხოობის განცდაც რომ არ ჰქონია ცხოვრებაში პირველად.

* * *

სვანური დღეები ისე ლამაზად მიჰყვებოდნენ ერთმანეთს, თითქოს სამყაროსგან მოწყვეტილს, საუცხოო სამოთხეში ამოეყო თავი, სადაც არ არსებობდა ის ყოფითი პრობლემები, ქალაქში მუდამ თან რომ სდევდნენ ადამიანებს. მშვიდი, მაგრამ ქარიშხალივით აქტიური იყო მთაში ცხოვრება.
აქ ყველაზე უკეთ ისმოდა ბუნების ხმა, წუხილი, სიხარული, სიცილი... ფანჯარას გააღებდი თუ არა, ელვის სისწრაფით მოჰქროდა შენი მიმართულებით სიცივეშეპარული სუფთა ჰაერი.
სუნთქვაც სხვანაირი იყო აქ... უფრო მსუბუქი, უფრო სასიამოვნო.

შემოდგომის ფერებში ბზინავდა გაშლილ მინდორში ჩამწკრივებული ხეები. ოქროსფერი და ცეცხლისფერი სამოსი მოერგოთ ხეებზე ფაზიქად ჩამოკიდებულ ფოთლებს. ხვდებოდნენ ისინიც, დრო იყო დამდგარი თავიანთი სახლის დატოვების. დატოვებდნენ სამუდამოდ და იპოვიდნენ ახალს სიყავისფრეშეპარულ ბალახზე.

სამზარეულოს ფანჯრიდან აკვირდებოდა ბუნების სურათს სოფა. აკვირდებოდა და აგონდებოდა საკუთარი თავიც, მათთან ერთად.
ალბათ კიდევ დიდხანს იდგებოდა ასე, ლილი რომ არ შემოსულიყო ოთახში და არ გაეყვანა სასაუზმოდ, ლოჯიაში.

- გაიღვიძე, ბაბუ? - ღიმილით ამოხედა უფროსმა გიორგიმ, როცა ოთახში შესული დაინახა. გიორგიც იქვე იდგა, ღია ფანჯარასთან. გვერდულად გადმოხედა კართან ატუზულს და მოაშორა მალევე დამკვირვებლური მზერა.
- დიდიხანია. აქაური დილა ისეთი მშვიდი და სუფთაა, არ მინდა ძილში დავკარგო, - ხმაზეც ეტყობოდა სოფას ის აღტაცება, აქ ჩამოსვლის დღიდან რომ დაჰყვებოდა თან.
- ასეთ სიმშვიდეს მხოლოდ მთაში თუ შეხვდები. ქალაქის მტვერი, ბუღი და ხმაური რა მოსატანია ჩვენში, - გაუღიმა კაცმა. - პირველად რომ ჩამოვედი, სიმშვიდეს მიუჩვეველი, თორმეტი საათი ისე მეძინა, ვერ მაღვიძებდნენ, თურმე. რომ გავიღვიძე, მთებს გდავდგამდი მეგონა, ისეთი მოსვენებული ვიყავი, ენერგიით სავსე.
- მშვიდად მძინავს, ალბათ, ბავშვობის შემდეგ, პირველად, - გაეღიმა სოფასაც და ჩამოჯდა იქვე, ხის დაწნულ, საზურგიან სკამზე.
აქ ჩამოსვლიდან მეოთხე დღე იწურებოდა და საძილე წამალი ჯერაც არ დასჭირვებია. ისიც კი არ ახსოვდა, სად ჰქონდა შენახული თავისი წამლების ჩანთა.

- ძალიან კარგი! ცოტა მოისვენე და ლილიკო ჩვენს მეზობლებსაც გაგაცნობს. ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ლილის და, ნელიკო და მისი ქმარი, ბერდია. ის ბერდია, ამაშენა თუ დამაქცია, ჯერ რომ არ ვიცი! - ცოლი რომ დაინახა ოთახში შემოსული, გახუმრება გადაწყვიტა ეშმაკურად მოღიმარმა. იცოდა, გააბრაზებდა ცოლს. ჩაეღიმა სოფას, ქალის ალმოდებულ მზერას რომ ჰკიდა თვალი.
- ლილიკო, რამდენს გიბედავს? - აქამდე ჩუმად მდგომმა გიორგიმ ამოიღო ხმა. შეცბა ოდნავ სოფა და დამფრთხალმა გადახედა ბაბუის ეშმაკობით თბილად მოღიმარ კაცს, რომელმაც იმწამსვე დაუჭირა ინტერესიანი თვალები.
- შენც შეამჩნიე, გიო? მოუწევს, მე მგონი, ბაბუაშენს სამშობლოში დაბრუნება! - დოინჯშემორტყმული იდგა ქალი და არ აშორებდა ქმარს მტრულ მზერას.
- მუქარა მაინც შეცვალე, ლილიკო! - იცინოდა გაბრაზებული ცოლის ხილვით გამხიარულებული.
- ქმარს შევცვლი, ქმარს! მიყურე მერე, შორიდან! - არ ეპუებოდა ქალი, რომელსაც განსაკუთრებულ სილამაზეს სძენდა ასაკთან ერთად შემოპარული ჭაღარა და ნაოჭები. უმშვენიერესი ქალი იყო ლილი. ასხივებდა სილამაზეს დაუბერებელი თვალებით.
- გეუბნები, გიორგი, სერიოზული ანგარიშით გიგებს-მეთქი და არ იჯერებ! - დასცინოდა ბაბუას გიორგი.
- ვუთმობ, შვილო, ცოლია ჩემი, მტერი ხო არა?! - გაასავსავა ხელები კაცმა.
- შენი დასათმობი რა მჭირს, ნეტა ვიცოდე! ასე მაბრაზებს, შვილო, რაც ცოლად მომიყვანა, იმ დღიდან! ეს მცოდნოდა, ამას გავყვებოდი? - მიუბრუნდა ქალი სოფას, ბედნიერი ღიმილისგან სახეც რომ ჰქონდა ატკივებული უკვე.
- შენი გაბრაზება არ მომიშალოს ღმერთმა, ჩემო ლილიკო! - დაუჭირა ხელი და აკოცა თითებზე სიყვარულით. - გაბრაზებული შემიყვარდი მე, დაგავიწყდა?
მოხუცების თითოეულ სიტყვასა და ქმედებაში იმხელა სიყვარული, პატივისცემა და სინაზე იგრძნობოდა, გაფიქრებაზეც კი ჟრუანტელი უვლიდა სოფას. როგორ შეიძლება, ასეთ ოჯახში აღზრდილი კაცი იყოს ამდენად უჟმურიო, გაიფიქრა წამიერად გიორგიზე და ჩუმი მზერაც გააპარა მისკენ.
გამოიჭირა ისევ.
სწრაფად მოაცილა თვალები, არ ეთმობოდა თუმცა.

- ანასტასია გავაცნოთ, სოფას, ლილიკო. - ღიმილით გადახედა სოფას მოხუცმა. - ბერდიას და ნელიკოს შვილიშვილია.
- აქეთ არის ტასო? - იკითხა გიორგიმ და ამჯერად თვითონ შეათვალიერა მობუზული ქალი, ლოყებზეც რომ დასტყობოდა მკრთალი სიწითლე.
- გუშინ ჩამოუყვანია ბერდიას მესტიიდან.
- მესტიაში რა უნდოდა? - აზიდა წარბები გაკვირვებულმა გიორგიმ.
- კურსელებთან ერთად ყოფილა ქალბატონი, დასასვენებლად, - გამოეხმაურა ლილი.
- არ მოიკლოს, აკლია მაგას დასვენება, - ჩაიფრუტუნა გიორგიმ და გადააქნია თავი.
მოუსვენარი იყო ანასტასია, ბერდია ვეზდენის უფროსი, თუმცა ყველაზე განებივრებული შვილიშვილი. თბილისში გახიზნული ოჯახიდან, ანასტასია იყო ერთადერთი, არასდროს რომ არ ივიწყებდა საკუთარ მხარესა და ბებია-ბაბუას, ამიტომაც უყვარდათ ასე განსაკუთრებულად. მუდამ აქეთ მოუწევდა გული და არ უშვებდა შანსს ხელიდან, სწავლის პარალელურად მაინც აქეთ რომ გამოქცეულიყო. ტორნადოს ჰგავდა უშრეტი ენერგიით. ასწრებდა ყველაფერს და არ იკლებდა გართობასაც.
- კარგად გაუგებთ შენ და ანასტასია. ისეთი კომუნიკაბელურია, არ მოგაწყენს, - აღფრთოვანებით აქებდა ლილი დისშვილიშვილს.
- კომუნიკაბელური კი არა, ჭორბიუროა! - გამაფრთხილებლად გადმოხედა გიორგიმ სოფას და ხმით გაეცინა ლილის დაქაჩულ თვალებზე. - ყველაფერს დეტალურად მოგიყვება, ვინ ვისთან დადის, რატომ, როგორ, რანაირად... ჩაჯდება აქაურ ბებოებში, სხვათაშორის აგენტებად ჰყავს ჩანერგილი უმეტესობა და განიხილავს სოფლის ცხოვრებას. მოკლედ, ინფორმაციებით ვაჭრობს, ყოფილი „ჩეკისტია“ და მეტსახელიც აქვს.
- რა? - გაეცინა სოფას.
- ფელიქს ძერჟინსკის ეძახიან მოფერებით, - ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა გიორგის, გრიფით საიდუმლოს უმხელსო თითქოს.
- რატომ?
- ფელიქს ძერჟინსკიმ შექმნა „ჩეკა“ და მისი ხსნოვნის საპატივცემულოდ, ხომ გესმის?! - ლაღად ჩაეცინა გიორგის.
- გეყოფა შენ მაიმუნობა, დაჯექი და ჭამე ეს ნამცხვარი, ძვალი და ტყავი რომ ხარ დარჩენილი! - დაუცაცხანა ლილიმ ბავშვივით ამჩატებულ გიორგის, ძვალი და ტყავის არაფერი რომ არ ეტყობოდა რეალურად, თუმცა იმდენად სიამოვნებდა შვილიშვილის ხუთი წლის წინანდელ მდგომარეობაში ხილვა, თანახმა იყო, გაებრაზებინა კაცს ყოველ წამს. - მეზობლებს გაგაცნობ, სოფა. ისეთი სასიამოვნო ხალხია, მოგეწონება ყველა.
- ნახე, ნახე, როგორ ატყუებს! - მხარი გაჰკრა ბაბუას გიორგიმ და სიცილი აუტყდა სოფას დაზაფრულ მზერას რომ წააწყდა.
ისეთი ოჯახური გარემო იყო ამ პატარა ოთახში, წარმოდგენაც ცუდად ხდიდა სოფას.
- აბა, ბიჭო, აბა! სვანები ჰყავს მეზობლად და ეუბნება, ისეთი სასიამოვნო ხალხიაო! - ორ ხმაში იცინოდნენ ბაბუა და შვილიშვილი. აშკარა იყო, ლილის გაბრაზება ჰქონდათ მიზანში ამოღებული.
- თქვენი სასაცილოა სვანები, თქვე ქართლელებო?! - დამცინავად შეათვალიერა ლილიმ კაცები.
- დაგვცინა ახლა? - ღიმილით გადახედა ბაბუამ შვილიშვილს. - ორივეს მძიმე ხალხის სახელი გვქვია, მაგრამ რა გვეტყობა ჩვენ სიმძიმის, არა, სოფა? ერთი ამ სვანის ქალს ვერ მოვუხერხეთ ვერაფერი, თორე!
- სვანების სიფიცხეზე ბევრი მსმენია, გახუმრებაც საფრთხილოაო თან, - გაეღიმა უხერხულად სოფასაც. - ჰო, მართლა, ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა... ბავშვობაში, მესტიაში ვისვენებდით და მანდ მოვისმინე ამბავი ბეჩოს მთავარზე, ფუთა დადეშქელიანზე, თუ სწორად მახსოვს. დეტალებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ უშგულელებმა მოკლესო სასტიკად.
- ო! მთის ხალხში მსგავსი ამბები გასაკვირი არ არის, ჩემო კარგო! ახლანდელი გადმოსახედით, ბევრი ისეთი წესი აქვთ მთაში, რაც მორალურად გაუმართლებელი შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ მთის ხალხის კულტურა და, განსაკუთრებით, სვანების, რამდენადაც რთული და სასტიკი ჩანს, იმდენად სამართლიანია. სვანები ფიცხი, თავისუფლების მოყვარული და სამართლიანი ხალხია, ეს თვისებები გამოარჩევთ მათ სხვებისგან,- დაიწყო თხრობა უფროსმა გიორგიმ. - ფუთა დადეშქელიანის მიზანი, რეალურად, სვანების თავისუფლების მისაკუთრება იყო. მასაც ის დაემართა, რაც ძალაუფლებისგან გაყოყოჩებულებს ემართებათ ხოლმე. მთელი სვანეთის დამორჩილება მოისურვა, მაგრამ არ დაანებეს უშგულელებმა. დიდ რისკზე წავიდნენ თავისუფლების სანაცვლოდ, რადგან დადეშქელიანს მათი თანასოფლელი ჰყავდა მძევლად, თუმცა ისიც თანახმა იყო, გაეწირა თავი, ოღონდ არ დამორჩილებოდნენ მტერს, თავიანთ სისხლს, მაგრამ მაინც მტერს. - გული ჩასწყდაო თითქოს, როცა წარმოსთქვა ბოლო სიტყვები. მასაც ხომ ჰყავდა მტრად თავისი სისხლი. მოეხუჭა თვალები ოდნავ, თუმცა ჩვეული სისხარტით განაგრძო ამბის თხრობა. - იცოდნენ, რომელიმე თანასოფლელი თუ მოკლავდა მთავარს, იმ გვარს ამოწყვეტდნენ დადეშქელიანები მთლიანად, ამიტომ მთელმა სოფელმა მიაბა თოკი თოფს და ერთად გამოსწიეს ჩახმახი. მთელმა უშგულმა მოკლა კაცი იმისთვის, რომ უბატონო ყოფილიყო სვანეთი... ზოგჯერ უკანასკნელი სისასტიკის გამოვლენა გიწევს, უარესი სისასტიკის დასამარცხებლად, როცა სხვა გზა აღარ რჩება. რას ვიზამთ, ასეთი შემთხვევებიც არსებობს, განსაკუთრებით ძველ დროში, სიტყვის ფასი ჩალას რომ უტოლდებოდა. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, სიტყვითაც მოაგვარებდნენ, დარწმუნებული ვარ... იცი, "ლაგნაჟი ლიგნე", რა არის? - უარყოფის ნიშნად გააქნია თავი სოფამ. - პირველად სვანეთში გაჩნდა ხალხური მედიატორული სამართალი, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, როცა არსებობდა ორი დაპირისპირებული მხარე, დამზარალებელი დაზარალებულთან აგზავნიდა მოციქულთა ორკაციან ჯგუფს და თუ ისინი მიაღწევდნენ შეთანხმებას, რომ საქმე მედიატორებს გადასცემოდათ, ამის შემდეგ იწყებოდა საქმის ძირფესვიანად შესწავლა... მედიატორების მთავარი მიზანი იყო, რომ სისხლისღვრის გარეშე გადაეჭრათ კონფლიქტი და შეერიგებინათ ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ხვდებით, თქვენ, რამხელა ჰუმანიზმია შუაგულ კავკასიონზე? - სიამაყით ჩაეღიმა მოხუცს. - მთავარი ისაა, რომ სვანურ ხალხურ სამართალში მოქმედებდა „ლაგნაჟი ლიგნე“, იგივე ნაცვალგების კანონი, რომელსაც, მე პირადად, სხვისი ფანჯრიდან გადახედვას ვეძახი, ისე კი, ამ კანონის მიხედვით, დაზარალებული დამზარალებელს სთხოვს, რომ თავი მის ადგილას წარმოიდგინოს და თუ დამნაშავე, დაზარალებულის „ფანჯრიდან“ გადმოხედვის შემდეგაც ამტკიცებს თავის სიმართლეს, მაშინ ხატზე უნდა დაიფიცოს და თან უნდა წაიყვანოს დაზარალებულის მხრიდან რამდენიმე ადამიანი - ლუფხვილი, ვინც თანახმა იქნება, რომ მასთან ერთად დაიფიცოს და ირწმუნოს მისი სიმართლის. საბოლოოდ, ამ ამბით იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად სიფიცხისა და მდუღარე სისხლისა, სვანეთში არსებული ხალხური სამართალი ემყარებოდა ობიექტურობას, აზროვნებასა და რაც მთავარია, რწმენას. ერთმანეთის გაგებით, ერთმანეთის პატივისცემითა და რწმენით გამოჰქონდათ სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც ძირითადად შერიგებით სრულდებოდა. მიტევებაზე დიდებული, არაფერი შეუქმნიათ ამ ქვეყანაზე. მიტევება თუ შეგიძლია, ჩათვალე, რომ ღამე იმათზე მშვიდად გძინავს, ვისაც ეს არ შეუძლია, ბაბუ!.. ახალი კი, გიორგი, წაიყვანე გოგო და დაათვალიერებინე სოფელი, სანამ კარგი ამინდი და სინათლეა. - წყრომით გადახედა შვილიშვილს, აქაოდა აქამდე როგორ ვერ მოიფიქრეო.
- წამოხვალ? - გადახედა ისე, რომ არც შესცვლია მზერა. მსუბუქად დაუქნია თავი სოფამ, ვერ მიხვდა რა პასუხი სჯობდა, თუმცა სოფლის ნახვა ნამდვილად სურდა.
- წამოვალ თუ გცალია.
- თბილად ჩაიცვი, - თვალებით ანიშნა, მალე მომზადებულიყო. სწრაფად წამოდგა ფეხზე სოფა და დატოვა მარტო ბაბუა და შვილიშვილი. იღიმოდა კაცი და არ იღებდა ხმას.
- რა? - გაეცინა გიორგის ბაბუის ეშმაკურ ღიმილზე, მთელი დღე რომ დაჰყვებოდა თან.
- არაფერი, - აიჩეჩა მხრები მოხუცმა.
- არაფერი, ხო?
- ლამაზი გოგოა.
- და?
- მივათხოვოთ ბერდიას ძმისშვილს, რა და, ბიჭო! გაახილე თვალები. - დაუცაცხანა ლაღად მოღიმარ შვილიშვილს.
- არ დაიწყო ახლა! - თვალები აატრიალა გიორგიმ.
- აბა, ჩემს ასაკში რომ იქნები, მე აღარ ვიქნები და ვინმემ ხომ უნდა გითხრას! დროა, მიხედო საკუთარ თავს, გიორგი!
- არ მჭირდება მიხედვა. - პატარა ბავშვივით ჩაიფრუტუნა და ფეხზე წამოდგა გაღიზიანებული.
- შენ გგონია ეგრე, შვილო! ყველას სჭირდება... ყველას, გიორგი. სულ კი არ გეყოლება შენი შესაფერისი თვალწინ... შემჩნევა უნდა ყველაფერს.
- ლილისთან არ დაიწყო ეგეთები, თორემ ამას დაგიტოვებთ და მე წავალ, - წარბშეკრულმა დახედა ბაბუას და ინსტინქტურად გაიხედა იმ ადგილისკენ, სადაც წუთის წინ იჯდა სოფა.
- დატოვე, ბატონო, შენზე ხშირად მაინც ვხედავთ! - ჩაიფრუტუნა წყრომით კაცმა.
- სტანდარტული ბაბუის იმიჯი მაგრად არ გიხდება, გიუშ! - გადახვია ხელი შემრიგებლურად გიორგიმ და გაუღიმა დანაღვლიანებულს.
- არც შენ გიხდება სტანდარტული შვილიშვილის იმიჯი, ბავშვო! წადი, გოგოს მიხედე... დადეშქელიანის კოშკიც აჩვენე!


მიუყვებოდნენ ორნი ბილიკს.
არცერთი იღებდა ხმას.
ზოგჯერ დუმილი უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე სიტყვებს შეეძლოთ ეთქვათ.
სუსტად ანათებდა მზე.
წითელკრამიტიანი მჭიდროდ მდგომი ქვის სახლები იწონებდნენ თავს.
ბრწყინავდა უშბა, მათი დარაჯი, ორთავიანი მწვერვალი.

- ომარ დადეშქელიანის კოშკია. ათას ცხრაას ოცდახუთ წელს კოშკიც და სასახლეც დაანგრიეს კომუნისტებმა. ამბობდნენ, სასახლის ნანგრევებში მხოლოდ კოშკი იდგაო ამაყად, - წამოიწყო საუბარი გიორგიმ, როცა მიუახლოვდნენ დადეშქელიანის კოშკს.
- რატომ დაანგრიეს? - ამოუდგა გვერდით და შეათვალიერა კოშკი სოფამ. მესტიაშიც ენახა, მაგრამ სოფელში ამაყად მდგომი ერთადერთი კოშკი განსაკუთრებულად იწონებდა თავს.
- დადეშქელიანების დევნა იყო მაშინ დაწყებული. მურზაყან დადეშქელიანს მოუკლავს დასავლეთ საქართველოს გუბერნატორი, ორბელიანების სიძე, გაგარინი. ოცდაჩვიდმეტ წლამდე გრძელდებოდა მათი დევნა. და საერთოდაც, მაგ პერიოდიდან დაიწყო სვანეთზე კონტროლის დამყარების მცდელობები. ყველა მხრიდან უტევდნენ.
- რესტავრაცია დაუწყიათ, მაგრამ რამდენი კულტურული ძეგლი იქნება განადგურებული კომუნისტების დროიდან, - მოერია ბრაზი ქალს.
- ბევრი ძალიან. ახლაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება მემკვიდრეობას, მაგრამ სანამ არ ჩამოინგრევა, მანამ არ იხედებიან აქეთ, - ცივად ჩაილაპარაკა გიორგიმ და განაგრძეს გზა შემდეგ. - ამ დროს თოვლიც იცის ხოლმე.
- ისეთი ლამაზი შემოდგომაა, ისეთი ფერები, არ მინდა თოვლი! - დაიწუწუნა სოფამ და გზად მიმოფანტული ფოთლების ხრაჭუნს მოჰყვა.
- ყველა სეზონი თანაბრად ლამაზია სვანეთში. ზამთარი განსაკუთრებით მკაცრია, ამიტომ არ ვჩერდებით ხოლმე, - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა გიორგიმ და გაუსწორა მზერა კალთებივით გადმოფარებულ მთებს.
- თბილისიდან ხომ არ დაურეკავთ? - ჩამწყდარი ხმით ჰკითხა სოფამ მცირეხნიანი დუმილის შემდეგ. დააწვა სუსტ მხრებზე უკან მოტოვებული პრობლემების სიმძიმე.
- ხშირად ვერ ვეკონტაქტები, ყველა წერტილში არ აქვს დაჭერა, მაგრამ ახალი არაფერია, ჯერ-ჯერობით, - უპასუხა მშრალად.
- არ მომატყუო, იცოდე! - მისკენ მოაბრუნა მიმავალი. ისე თამამად და მოურიდებლად შეეხო, თავადაც გააოცა საკუთარმა ქმედებამ.
- არ გატყუებ, - ჩაეცინა მის რეაქციაზე გიორგის. - დავიფიცო, გინდა?
- მოხდება რაღაც, გული მიგრძნობს, - მოაშორა ხელი ისე, თითქოს არც შეხებიაო.
- მოსახდენი უნდა მოხდეს.
- რა მარტივად საუბრობ?! - აღშფოთებულმა გაუსწორა მზერა.
- აზრი აქვს სირთულეს? - გადმოხედა მანაც გვერდულად. - დასაკარგი მაინც დაიკარგება და ისე შეეჩვევი ამ მოცემულობას, ბუნებრივად ასე უნდა იყოსო, იფიქრებ.
- ტკივილს და სიცარიელეს ვერ გაექცევი ვერსად, - ნირი წაუხდა ჩაფიქრებულ სოფას.
- შეეჩვევი. დრო ყველაფერთან გაჩვევს. ეგეც ბუნებრივად მოგეჩვენება მერე, - დარწმუნებით ჩაილაპარაკა გიორგიმ.
- ვერ ვაკონტროლებთ. მაშინ მითუმეტეს, როცა მოსაკლავად დაგდევს ორი მანიაკი! - წარბები შეკრა სოფამ.
- ვერავინ შეგეხება, - მკაცრი და შეუვალი იყო გიორგი. ამოუცნობი მზერით ახედა სოფამ და დატოვა უპასუხოდ.
შეუფრთხიალდა პატარა გული, ბავშვისას რომ ჰგავდა იმ წამს.
სხვანაირი უსაფრთხოება იგრძნო.
მშვიდად სუნთქვაც შეეძლო თითქოს მისი სიტყვებით შეგულიანებულს.
ჰგავდა სიმშვიდის სახლს, რომელიც არასდროს ჰქონია.
გიორგიც მიხვდა, მის სიტყვებში აღარ იყო მხოლოდ მიცემული სიტყვის სიმყარე.
იყო ოდნავ მეტი სხვა რამეც, სახელის დარქმევას რომ ერიდებოდა.

* * *

ლამაზი ოთახი ჰქონდა სოფას. სტუმრისთვის განკუთვნილი და კომფორტულად მოწყობილი. ხის კედლები, პატარა თარო და საკითხავი მაგიდა სასიამოვნო მყუდროებას სძენდა არცთუ ისე პატარა ოთახს. დასაძინებლად მომზადებულს ძილი რომ არ ეკარებოდა, დაძვრებოდა თაროებს შორის და დატოვებულ წიგნებს კითხულობდა იმ რეალობიდან გასაქცევად, რომელშიც თვალწინ დაუსრულეს ადამიანის სიცოცხლე... რომელშიც მოკლულის საცოლე ერქვა... რომელშიც მოსაკლავად დასდევდნენ და საფრთხე ემუქრებოდა ყველა მისთვის ძვირფასს.

კიდევ ერთი გასაკვირად მშვიდი საღამო იდგა. საბოლოოდ დაეპყრო ღამეს დღე. უკუნითი სიბნელე იყო გარეთ ჩამოწოლილი. თვითონ თავის საწოლზე იჯდა კომფორტულად და სქელტანიან წიგნს კითხულობდა ისეთი მონდომებით, რომ ვერც გაიგო კარზე სუსტი კაკუნი. მხოლოდ მაშინ ამოსწია თავი, სუსტად განათებულ ოთახში ნახევრად შემოსულ გიორგის რომ მოჰკრა თვალი. სპორტულად ეცვა კაცს. არასდროს უნახავს სოფას ამდენად შინაურულ სამოსში. დაძინებას აპირებსო ალბათ, გაიფიქრა წამიერად და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი დამკვირვებლურად. მზერით ჰკითხა შემოსვლის მიზეზი, რაზეც შესამჩნევად ჩაეღიმა გიორგის.

- ლილიმ მთხოვა, ამომეტანა. - ოთახში შემოსულმა, მომცრო მაგიდაზე დაუდო ჭიქა ჩაი და ალუბლის ნამცხვარი. ისეთი სურნელი დააყენა ოთახში ალუბლის მჟავე არომატმა, მთვარეულივით წამოდგა ფეხზე ქალი.
- გავსუქდები! აქედან ვეღარ გამიტანთ თუ ასე გავაგრძელე! - წუწუნით მიიწევდა მაგიდისკენ. პატარა ბავშვს ჰგავდა ძალიან.
- დავიხმართ ტექნიკას, არ იდარდო. - უდარდელად აიჩეჩა მხრები და ისე, რომ ქალის ბრაზმორეული თვალები არ შეუმჩნევია, საწოლზე ჩამოჯდა. გადაშლილი წიგნი რომ დაინახა, დასასრულისკენ წაღებული ფურცლებით, აიღო ხელში ისე, რომ არ დაეხურა.
- რას კითხულობ? - ინტერესით დაეკითხა და შეათვალიერა წიგნის სილურჯეში ჩაკარგული ყდა. გამოდიოდა თბილი ოქროსფერი აღმართული შენობის ერთადერთი ღია ფანჯრიდან და ჰყოფნიდა მისი სიკაშკაშე სიბნელეში ჩაკარგულ, ფარდაჩამოფარებულ მეზობლებს. მოპირდაპირე მხარეს თავს იწონებდა ამაყად მდგომი, მონაცრისფრო მანტიაში შემოსილი მთვარე, როგორც მთავარი მაყურებელი ღამის ქალაქში მცხოვრები ადამიანების ქმედებების.
- თაროზე ვიპოვე გუშინ საღამოს, ჩამითრია. - უპასუხა ისე, რომ არ შეუწყვეტია ნამცხვრის ჭამა. წამოდგა შემდეგ ჩაის ჭიქით ხელში და დაუჯდა გვერდით გიორგის, მუხლებზე რომ დაედო გადაშლილი წიგნი.
- ჰო? როგორია მერე?
- იცი, რას ამბობენ? - აღფრთოვანებით დასცდა სიტყვები.
- რაო, აბა? - ხმით გაეცინა კაცს მის ტონზე.
- „უნდა ეცადო ქარის პირდაპირ ისე იარო, წაქცეულსაც გეამაყებოდეს საკუთარი მარცხი“ - მუხლებიდან ააცალა წიგნი და ყელმოღერებულმა წაუკითხა თითქმის გაზეპირებული მონაკვეთი.
ეღიმებოდა გიორგის სოფას მონდომებაზე.
- სწორად უთქვამთ, - ხელებს ეყრდნობოდა საწოლზე გადაწოლილი. - ქარის პირდაპირ უნდა იარო ყოველთვის, თუკი გადარდებს მართალი... და თუ გადარდებს, შენს წაქცევასაც ექნება აზრი.
- მე რომ არ გავჩუმდი, ქარის პირდაპირ გავიარე, არა? - სუსტად ჩაეღიმა სოფას და გამოუჩნდა პატარა ფოსო მარჯვენა ლოყაზე.
- ქარის და ვაჩე ფარჯიანის ნერვულ სისტემაზე, - ჩაეღიმა მასაც. - მთავარია, ყველა საქმიდან ისე გამოხვიდე, საკუთარი თავი არ გესირცხვილებოდეს ბოლოს.
- და თუ გესირცხვილება, მაინც? - ჩაფიქრებული მზერით ახედა კაცს.
- ყოველთვის, ყველაფერში სწორი ვერ იქნები, მაგრამ გამოსწორებაც ხომ შეგიძლია. შეძლებით კიდე, ყველაფერი შეგიძლია, გინდოდეს მთავარია.
- ყველაფერი არ შეგიძლია... - გააპროტესტა და მოთავსდა საწოლზე ფეხმორთხმით.
- ხო, მკვდრის გაცოცხლება არ შეგიძლია, - გაუცინა მაინც, არადა საკუთარი თავისთვის უფრო ემძიმა ეს სიტყვები.
- შენი აზრით, კაცის მკვლელი იმსახურებს პატიებას? აქვს შანსი კიდევ ერთხელ ცდის? - საკუთარი თავის გაუკვირდა იმდენად ფრთხილად დაუსვა კითხვა. მაშინ არ იცოდა სოფამ, საკუთარ ტყავზე რომ ჰქონდა გამოცდილი გიორგის ამ კითხვის შინაარსი.
- შანსი ყოველთვის არის, სოფა. შენი თავი უნდა მოინანიო, პირველად, მერე სხვამაც რომ შეძლოს პატიება შენი ცოდვების, - მძიმე ოხვრას ამოაყოლა სიტყვები.
- ჰო?
- რატომაც არა, - ჩაილაპარაკა ისე, რომ არ მოუცილებია მზერა ერთი წერტილისთვის.
- ერთმა პერსონაჟმა მოინანია... აქამდე დაგვიანებული მეგონა, მაგრამ მკვლელებსაც შეძლებიათ საკუთარ თავში ადამიანის პოვნა, - იმედიანი გაუხდა მზერა ქალს.
- ინანა თუ მოინანია? - მრავალმნიშვნელოვნად ჩაეღიმა გიორგის.
- რა განსხვავებაა?
- ხომ იცი, როდიონ რასკოლნიკოვმა სამყარო უკეთესობისკენ შესაცვლელად, ერთი უსამართლობის მეორეთი ჩანაცვლება რომ მოისურვა?
- ვიცი, - დაუქნია თავი მსუბუქად. - „დანაშაული და სასჯელი“.
- თავისი ფეხით სადაც წავიდა, ხომ გახსოვს? - დამაფიქრებლად ჰკითხა გიორგიმ და გაუსწორა მზერა.
- მოინანია.
- „როცა დაინახა იუდამ, იესოს გამცემმა, რომ მსჯავრი დაადეს, ინანა…” და არა მოინანია. სინანული განიცადა, სინანული კიდე, იცი, როგორი რამეა? განაღვლიანებს, მაგრამ არა იმდენად, რომ შენში რაიმე შეცვალოს. მონანიება იცი რა იქნებოდა? - ინტერესით ამოხედა ქალს.
- რა? - დააბნია სოფა მისმა მზერამ.
- მისკენ უნდა შემობრუნებულიყო. შენი ცოდვის მერე, ღმერთისკენ რომ შემობრუნდები, ეგ არის მონანიება. რომ მოენანიებინა, ჯოჯოხეთიდანაც შეძლებდა ამოსვლას, - წამოიწია მისკენ და წიგნისკენ ანიშნა მზერით. - ინანა თუ მოინანია?
- მოინანია! - თქვა დარწმუნებით.
- წავიკითხავ, გამატანე, - ეღიმებოდა გიორგის.
- ჯერ არ დამისრულებია... თან ხომ გითხარი, თაროზე ვიპოვე-მეთქი, - გადაშალა წიგნი ყდის პირველ გვერდზე და წაუკითხა ლამაზი ხელნაწერი. – „მარგო“. ვინ არის მარგო, გიორგი?
- არ ვიცი... ალბათ, ბებიაჩემის სტუმარი იყო და დარჩა ეგ წიგნიც, - მხრები აიჩეჩა გიორგიმ. არავინ ახსენდებოდა სახელად მარგო.
- არ დარჩებოდა! - გადაჭრით ჩაილაპარაკა სოფამ და ხელი გადაუსვა ძვირფას ყდას.
- ვითომ, რატომ?
- ძვირფასია და არ დარჩებოდა.
- მაშინ დატოვა.
- რატომ? - წარბები აზიდა გაკვირვებულმა.
- ძვირფასი რაღაცები სხვასაც უნდა გაუზიარო, სოფა... ალბათ, იმიტომ დატოვა, შენ რომ წაგეკითხა.
- ლამაზი აზრია, მომწონს! - შემფასებლურად გადააქნია თავი და ჩაეცინა კმაყოფილს.
- ლამაზია, ხო. - უპასუხა ისე, რომ არ მოუშორებია მზერა მოელვარე თვალებისთვის.
შემოდგომისფერი თვალები ჰქონდა სოფას.
ღრმა და მოკაშკაშე.
სიმივით იჭიმებოდა მისგან გამომავალი სხივები და აბამდა მახეში მნახველს.
ჰგავდა რაღაც უსახელოს დასაწყისს ხანგრძლივად შეტოვებული მზერა.
აქამდე ვერშემჩნეულის შემჩნევის მცდელობას - უფრო.

- შენ აპატიებდი მკვლელს? - ხმა ჩაიწმინდა მისი მზერით აფორიაქებულმა, თუმცა გიორგის შეცვლილ გამომეტყველებაზე მიხვდა, სასიამოვნო მომენტის გაფუჭებას ჰგავდა მისი შეკითხვა.
- გააჩნია რას ვეძახით პატიებას. - უპასუხა და საწოლზე ხმაურიანად გადაწვა. თავქვეშ ამოიდო ხელები და ჭერს მიაშტერდა მოჭუტული თვალებით. ვერ ხვდებოდა, რა აჩერებდა ამ ოთახში ამდენ ხანს, არადა მხოლოდ ჩაის ამოტანა სთხოვეს.
- შურისძიების სურვილის დამარცხებას ვეძახით, მგონი. თუმცა, მტერი რომ მეგობარი გამხდარა, ეგეთი რამეც ხომ არსებობს?
- მტერი შეიძლება გახდეს შენი მეგობარი, მაგრამ შენიანის მკვლელი - ვერასდროს, - მკაცრად წარმოთქმულმა სიტყვებმა ოდნავ დაძაბა სოფა. - მკვლელისთვის მიმიტევებია იმდენად, რამდენადაც საკუთარი თავისთვის ადამიანის მოკვლის სურვილის გაჩენა.
- შეგეძლო მოგეკლა?
- შეძლებით ყველაფერი შეუძლია ადამიანს, სოფა. მანამ უნდა დაიჭირო შენი თავი, სანამ ნაბიჯს გადადგამ. ადამიანის მოკვლა ყველაზე დიდი ცოდვააო, ხო ასეა? ეგრეა, მაგრამ ცოდვას აბსტრაქტულად აღიქვამენ, ხოლმე. რა ჰგონიათ, სადმე ჩაეწერებათ? სადმე შავი სია არსებობს და იქ არის მონიშნული მხოლოდ? შენი სათრევია მერე ეგ ცოდვა. მთელი ცხოვრება უნდა ატარო და შეიმსუბუქო კისერზე ჩამოკიდებული ჯვრის სიამაყე.
- გამოსავალი რა არის?
- სად არის? - შეუსწორა კითხვა ღიმილით.
- ჰო, სად არის?
- ციხეში, ალბათ.
- რომ გამოვა, შეიცვლება? - დაუჯერებლად ასწია წარბი სოფამ.
- თუ ციხეშიც ვერ გააღვიძებს მიძინებულ ადამიანობას, ეგეთი კაცისთვის სუნთქვა სასჯელია, სიკვდილი - საჩუქარი.
- ციხეში ისეთი კომფორტი აქვთ, დანაშაულის სიმძიმეს ვერც აღიქვამენ, ალბათ.
- ციხეში რომ ხარ და თავისუფლება არ გაქვს, ეს უნდა აკეთებდეს გასაკეთებელს და არა დისკომფორტი. ბევრი უარესი გამოდის, ბევრიც ისეთი, როგორიც შევიდა, მაგრამ ნახე... არიან ადამიანები, რომლებიც რადიკალურად იცვლებიან, ხო? ამაშია აზრი. როცა „არიან“, ამას აქვს აზრი. ერთიც რომ იყოს ისეთი, ვინც უკეთესობისკენ იცვლება, მაინც აქვს აზრი. შენ რომ ადამიანი ხარ, იმას არ ნიშნავს, რომ მსაჯულიც ხარ. გინახავს ისეთი, ვისაც ცუდი საქმე ცუდად არ შემოუბრუნდა?
- კარგი რომ შემოუბრუნდათ ცუდად, ეგეთიც მინახავს.
- ჰო... ეგეთი მეც მინახავს. - თქვა და ცალყბად ჩაეღიმა. მოაგონდა საკუთარი თავი, ხუთი წლის წინანდელი.
- რაც უნდა ვეცადოთ, სამართალი მაინც შერჩევითია, - ღრმად ამოიოხრა სოფამ.
- გააჩნია რას დავუძახებთ სამართალს. თუ ვიღაცისთვის სამაგიეროს გადახდაა სამართალი, მაშინ ნუ ექნება იმედი, რომ ამ სამართლით იცხოვრებს მშვიდად. ყველაზე არამშვიდია ცხოვრება მაშინ, როცა შურისძიებას აჰყვები. ყველაზე სუსტია ადამიანი მაშინ, როცა რაღაც აზრი მართავს.
ამაღლდა გიორგი მის თვალში იმდენად, რამდენადაც შეიძლება ამაღლდეს ადამიანი მეორის თვალში.
განუზომლად დიდი ეჩვენა იმ მომენტში მისი ადამიანობა.
- დათუნას რომ მოეკლა შენი საქმრო... მითხარი, სოფა, როგორ მიუტევებდი, შენ? რა იქნებოდა შენთვის გამოსავალი, - მოულოდნელი იყო ორივესთვის ოთახში მიმოფანტული სიტყვების შინაარსი.
- დათუნას? დათუნა ვერ მოკლავს ადამიანს. - სოფას შეშფოთებულ ტონზე გულიანად გაეცინა გიორგის.
- ეგ აღარ თქვა.
- რა?.. რამე იცი?
- არა, არა. უბრალოდ, ეგრე ბრმად ნუ ენდობი ადამიანებს. ვინ რისი გამკეთებელია, არავინ იცის, ზოგჯერ საკუთარმა თავმაც არ იცის, როგორ მოიქცევა. - მოაგონდა ზურა, თავისი მამიდაშვილი. თავისი ბავშვობა და ყველაზე დიდი ღალატი.
- დათუნას რომ მოეკლა... წარმოდგენაც მიჭირს. არ ვიცი. - ანერვიულდა სოფა.
- მიზეზს ექნებოდა მნიშვნელობა? - ეჭვით დაეკითხა. განსაკუთრებით აინტერესებდა მისი პასუხი.
- ალბათ, ექნებოდა მინიმალური, მაგრამ მაინც ექნებოდა... არა, უფრო გააზრებას ექნებოდა, ვიდრე მიზეზს. გააზრებულად რომ მოეკლა? წარმოდგენაც მიჭირს. გააზრებულად რომ კლავ ადამიანს ისე, როგორც საშკა მოკლეს... უფასურდება, შენი მიზეზიც.
- მიზეზზე უფრო გადადგმული ნაბიჯის გააზრებას აქვს მნიშვნელობა. თავდაცვის ან სხვისი დაცვის დროს რომ შემოგაკვდება ადამიანი, ადამიანად რჩები მაინც, მაგრამ შენს თავს რომ მიიყვან ადამიანის მოკვლამდე, სრულდება ის წრე, ადამიანობა რომ ჰქვია. მერე არსებობაა უბრალოდ. არსებობ, სუნთქავ, აზრი არ აქვს ოღონდ.
- ასეა.
- ვინ მოგიკლა საქმრო, სოფა? - დაბალი ხმით ჰკითხა გიორგიმ.
- არ ვიცი. - უხეშად უპასუხა და წამოდგა ფეხზე. თავადაც ვერ მიხვდა, რამ გააღიზიანა ასე ძალიან.
- ბრაზობ? - გაეღიმა გიორგის. მისთვის რომ შემოებრუნებინა იგივე კითხვა, უარესი რეაქცია ექნებოდა, იცოდა ეს, მაგრამ რაღაც ძალა აიძულებდა დაესვა ის კითხვები, ტვინში რომ შემოუძვრა უჩუმრად.
- არა, რატომ, - აიქნია ხელი წყრომის დასაფარად.
- მოიცა, საქმრო მოგიკლეს და არ ბრაზობ? - შეუტრიალა კითხვა და ძლივს შეიკავა თავი, ხმით არ გასცინებოდა მის დაქაჩულ თვალებზე.
- რა? არა. მოიცა. ეგრე არ მითქვამს. შენზე ვთქვი! რა გაცინებს? სასაცილოა, გიორგი?! - მიაყარა სიტყვები ერთმანეთს განრისხებულმა. - არ იმსახურებდა ამას... არ ვიცი, რა დააშავა, რით დაიმსახურა, მაგრამ ვიცი, რომ არ იმსახურებდა!
- არ გიყვარდა შენ ეგ კაცი, ხო? - გამჭოლი მზერით შეათვალიერა განერვიულებული.
- კარგი ადამიანი იყო საშკა, გიორგი, - წაერთვა ხმა სოფას და მომუშტა სიმწრით ხელები. თვალწინ წარმოუდგა, როგორ ცურავდა თავისი საქმრო სისხლში. მოაგონდა მისი ჩამქრალი თვალებიც, დაჰკარგვოდა ის სიმწვანეც, მუდამ რომ ბრწყინავდა მასში.
- კარგ ადამიანებსაც იმეტებენ სასტიკი სიკვდილისთვის, - მოეხუჭა თვალები გიორგის და მძიმედ წამოდგა ფეხზე.
- მენატრება, - უსუსურად დასცდა ერთადერთი სიტყვა.
- გეცოდებოდა, სოფა? - მშვიდი გამომეტყველებით მოიხედა მისკენ კარისკენ ზანტი ნაბიჯებით მიმავალმა.
- მიყვარდა, როგორც ადამიანი, - ჩაილაპარაკა ჩამწყდარი ხმით და დახუჭა ცრემლმორეული თვალები. - მაშინ, როცა ეზიზღებოდა ყველას.

არეული მზერა მოავლო ქალის სახეს და ისე გავიდა, უკან აღარ მოუხედავს.
ამოცანა ამოხსნაო თითქოს, მაგრამ ეეჭვებოდა პასუხიც.
დიდხანს იჯდა სოფა ფეხმორთხმით გაშლილ საწოლზე და სდიოდა ცრემლები მანამ, სანამ არ დაუშრა მარილიანი სითხე.

* * *

თბილისი - სიბნელეში ჩაკარგული საღამო.

მარტოდმარტო იდგა ჩაბნელებული სასაფლაოს კიდესთან ვაჩე ფარჯიანი, შეშლილს რომ დაემსგავსებინა უკანასკნელ დღეებს მისი მუდამ მშვიდი სახე. დაეკარგა წონასწორობა საყრდენგამოცლილს, მაგრამ ვერ ბედავდა დანებებას... მის უკან იდგა ოჯახი.
რას არ დათმობდა, თვითონ ყოფილიყო თავისი პატარა ძმის ადგილას, მაგრამ გვიანი იყო უკვე.
აღარ ჰქონდა აზრი.
მოასწრეს.
სიმწრით იკავებდა ცრემლებს და იწმენდდა მანამ, სანამ გადმოკვეთდნენ თვალის ჯებირებს.
დიდხანს იდგა თავჩაქინდრული ძმის საფლავის პირისპირ და ვერ ბედავდა თვალის გასწორებას შერცხვენილი.
მხოლოდ მაშინ შედრკა გაყინული სხეული, ჯიბეში ტელეფონის ვიბრაცია რომ იგრძნო.
ისე უპასუხა, არც დაუხედავს ნომრისთვის.

- გტკივა ძმის ძვლები, ფარჯიანო? - გაისმა ამაზრზენი ხმა. ხმაზევე ეტყობოდა, იღიმოდა კაცი. ალბათ, კმაყოფილიც.
- ვინ ჯანდაბა ხარ? - წამოიყვირა დაბნეულმა და სწრაფი მზერა მოატარა სასაფლაოს ტერიტორიას.
არავინ იყო ირგვლივ.
- ო! გაინტერესებს არა, ვინ მოგიკლა ძმა? - ირონიულად წაისისინა ხრიწიანმა ხმამ. - ისე, მე შენს ადგილას, იცი, რა კითხვას დავსვამდი პირველად? რატომ... და შემდეგ ვინ. თანმიმდევრობა შეგეშალა ისევე, როგორც მკვლელის ვინაობა, საცოდავო! - ავად ჩაეცინა კაცს.
- ვინ ხარ-მეთქი, ვინ! - ღრიალებდა მწყობრიდან გამოსული და სწრაფი ნაბიჯებით ფარავდა მანძილს იმ იმედით, რომ დაინახავდა ვინმეს.
არავინ იყო ირგვლივ.
- რატომ, ფარჯიანო, რატომ და შემდეგ ვინ, მეთქი! არ მისმენ? - ჰკითხა ყალბი აღშფოთებით და ჩაეცინა ცინიკურად, გულისწამღები ღრიალი კიდევ ერთხელ რომ მისწვდა ყურთასმენას. - კარგია. უნდა გამწარდე, უნდა დაიტანჯო. ისე უნდა დაიტანჯო, ვაჩე ფარჯიანო, როგორც შენი ძმის ხელით გამწარებულები იტანჯებოდნენ!
- რა... რას ბოდავ, ნაბ*ჭვარო! ჩემმა ძმამ ვინ გაამწარა... გეშლება... მწარედ გეშლება და მაგ სიტყვებს გაჭმევ სათითაოდ, იცოდე! - დაეკარგა სიმყარე თავდაჯერებულ ხმას. საკუთარი თავი შეზარა პირველად, მუხლების დაუმორჩილებელი კანკალი რომ იგრძნო იმ რეალობის წარმოდგენისას, საკუთარმა გაზრდილმა რომ გაამწარა ადამიანი.
- მე მეშლება? მე მეშლება, ფარჯიანო?! იცი, მაინც, რა გააკეთა შენმა სანაქებო ძმამ? - დაეკარგა მის დამცინავ ხმას სიმშვიდე და აღრიალდა გამწარებული. - ჩემი და გააუ*ატიურა, შენმა ნაბი*ვარმა! თავისი მეგობრის და! ეგ კაცი იყო შენი ძმა, ვაჩე ფარჯიანო! მეგობრად მივიღე და ჩემს დას დაადგა თვალი! სიკვდილამდე მიიყვანა ჩემი და, შენმა გაზრდილმა! ისე უნდა ჩამეცხრილა, ისე უნდა მომეკლა, ვერ ეცნო დედამისს მისი დამპალი სახე! ისე უნდა დამესახიჩრებინა, როგორც ჩემი დაასახიჩრა, გესმის, შენ?! ისე უნდა გამომეყენებინა მისი საცოლე, როგორც გამოიყენა ჩემი! - ღმუოდა, როგორც დაჭრილი ცხოველი.
- რას ბოდავ... რას ამბობ, შე ახვ*რო! მოდი აქ, ჩემამდე მოდი, გაგატყავებ! - კისერს იზელდა აგონიაში ჩავარდნილი და მაგრად უჭერდა ხელს ტელეფონს, თითქოს მიაღწევდა დასადუმებლად იმ საზარელ ხმამდე, გამაყრუებლად რომ უწიოდა ყურებში.
- შენ რა კაცი ხარ, ვაჩე ფარჯიანო! შენ რა კაცი ხარ! ძმა ვერ გაზარდე, ძმას ვერ ასწავლე კაცობა! არაუშავს... ისე ჩამოგშლით, ისე გაგანადგურებთ, როგორც ჩემი ოჯახი გათელა შენმა გაზრდილმა, შენმა სატანა ძმამ! ჯერ ახლა ვიწყებ... ახლა! - გამოსცრა გამაფრთხილებლად და ავად ჩაეცინა, პასუხად ვაჩეს გახშირებული სუნთქვა რომ მიიღო. - რატომ გაჩუმდი, ჩამოგემსხვრა ძმის კერპი? ეგ რა არის... არაფერი... ეგ არაფერია იმასთან შედარებით, რაც გელით! დაელოდეთ, კარგად დაელოდეთ. შემდეგი ის იქნება, სასწაულებრივად რომ გადამირჩა... იცი, როგორ მოვექცევი? იცი? როგორ შენი მოექცა ჩემსას! გავიგე სვანეთში ყოფილა, ჭონიაშვილის სახლში. მოვინახულებ... გავერთობით. შენამდეც მოვალ, არ იდარდო, არ დამავიწყდები! - ისტერიულ სიცილს თან მოჰყვა გათიშული ზარის გულისწამღები წრიპინი.
გაშეშებული იდგა ტელეფონით ხელში ვაჩე ფარჯიანი.
თავში უროს ჩარტყმას ჰგავდა მოსმენილი.
შებარბაცდა.
დაეყრდნო სასაფლაოს ქვას.
ტვინში სისხლი ისეთი ძალით მოაწვა, ეგონა თავი გაუსკდებოდა.
აეწვა საფეთქლები სპაზმური ტკივილისგან.
გულზე იჭერდა ხელს ძლიერად.
ვეღარ გრძნობდა გულისცემას.
რამდენი ხანი იდგა ასე?
საუკუნე?
რამდემიმე საათი?
წუთი?
დროც გაჩერდა თითქოს მასთან ერთად.
დრომაც დაკარგა მნიშვნელობა იმ სიტყვების შემდეგ, გაცივებულ ძმას რომ ამტყუნებდნენ ასე შეუბრალებლად.
გულმა გამოტოვა ყველა დარტყმა.
შეძრა მთელი სასაფლაო მისმა ღმუილმა.
ტიროდა გამწარებული უფროსი ძმა.
ეწვოდა ყველა სიტყვა, როგორც მიზანში მოხვედრილი ტყვია.
არ ემორჩილებოდა სხეული საფლავზე დამხობილს.

- არა, არა! - ღრიალებდა ძმის საფლავზე დამხობილი და სიმწრით უშენდა მუშტებს ძმის გულზე დაყრილ ქვებს. - რა გააკეთე, საშკა... რა გააკეთე, რა! რატო... რატო, ბიჭო, რატო გააკეთე, მითხარი... არა, რა... ოღონდ შენ არა, ოღონდ შენ არა და ნებისმიერი... ნებისმიერი სხვა, საშკა... მატყუებს, ხო? მითხარი რა, მატყუებს, ხო? ვერ ... შენ ვერ. - ჭკუიდან გადასული იქნევდა ხელებს და ტიროდა მკვდარსაც და უღირსსაც ერთად.
ჩაუვარდა ხმა.
წაერთვა ძალაც.
რა მოისმინა?
ძლივსღა აათრია დაუმორჩილებელი სხეული და ჩამოჯდა თავისი უმცროსის საფლავის ქვის გვერდით.
აქცია ზურგი.
ვერ ბედავდა მისკენ გახედვას.
უცახცახებდა სიმწრით მხრები.
შეეშინდა.
შეეშინდა საკუთარი შეცდომის.
დიდი ხნის ჩამქრალი ეკრანი გაანათა სენსორზე შეხებით.
აკნაკნალებული ხელით მოიძია უტას ნომერი.

- მაის... სასაფლაოზე მოდი, გთხოვ... - აკანკალებულ ხრიალს ამოაყოლა რამდენიმე სიტყვა.
- რა ხდება, ვაჩე? რა ხმა გავს, ბიჭო? მოვდივარ! - გაიგო თუ არა ფარჯიანის ხმა, ფეხზე წამოხტა უტა. მიხვდა, რიგზე ვერ იყო რაღაც.
- ნომერს მოგწერ და შენ გადაურეკე სანდრო ჯაჭვლიანს... გამიგეთ ვინ არის, სასწრაფოდ.
მომწერეო ჩასძახა უტამ და გაუთიშა. მანქანაში იჯდა უკვე და მიჰქროდა სასაფლაოსკენ.
ვაჩეს განადგურებული ხმა აქამდეც მოესმინა, განსაკუთრებით ამ დღეებში, როცა ერთადერთი ძმა მიაბარა მიწას, მაგრამ ასეთი გამოცლილი და უსიცოცხლო არასდროს ყოფილა თავად ჩონჩხს დამსგავსებული.

აკანკალებული ხელით მიაგდო ტელეფონი და ძლიერად დასცხო მუშტი რკინას გულშეღონებულმა.

გაანათა ტელეფონის ეკრანი ორმა სიტყვამ.
"რეზი ჭკუასელი"
მანქანის მუხრუჭების ხმაც დაბარებულივით დაერთო მესიჯის წკარუნს.

- ვინ ჯანდანაა, რეზი ჭკუასელი? - გადმოხტა მანქანიდან უტა და მიუახლოვდა გაუნძრევად მჯდომს, თავი ხელებში რომ ჩაერგო ერთიანად გაფითრებულს.
- მეც ეგ კითხვა მაქვს, უტა, ვინ ჯანდაბაა რეზი ჭკუასელი, ჩემი ძმის მკვლელი?! - ამოიხრიალა ისე, რომ არ აუწევია თავი.
- რა? - ძლივსღა აღმოხდა მაისაშვილს. - მერე დგვარელი?
- არაფერ შუაშია! - დასცხო ხელი მარმარილოს რიკულს გამწარებულმა. - არაფერ შუაშია, გესმის? ჭკუასელმა მომიკლა... ისე უნდა გამწარდე, როგორც შენი ძმა ამწარებდაო ხალხს, უტა... იცი, რა მითხრა, უტა? ჩემი და გააუ*ატიურაო, გესმის, შენ? გესმის? ეშლება, ხო? მითხარი, ბიჭო, რომ ეშლება! რანაირად, უტა... ჩემს პატარა ძმას, ჩემს გაზრდილს ასე როგორ უნდა გაემწარებინა, უტა! ასე როგორ უნდა გაემწარებინა, ბიჭო, ხუთი ტყვია არ დანანებოდა მისი გულისთვის... რა გამომრჩა, მაის, რა! - თავში იშენდა ხელებს მკვდრის ლანდს დამსგავსებული. შეშლილივით ღრიალს აყოლებდა ჩუმ ბუტბუტს და ვერ აკავებდა ვერც უტას ძლიერი ხელები გამხეცებულს.
- რას მეუბნები.... ბიჭო, ვაჩე... რას ამბობ? არარსებულია, ვაჩე.. დაწყნარდი, ასე ვერ... ასე ვერაფერს გავიგებთ, გესმის? თავი უნდა აიყვანო ხელში. მომისმინე, მორჩა, საკმარისია...
ბრძოლის ველს დაემსგავსებინა ლამაზად მოწყობილი სასაფლაო უფროს ფარჯიანს.
ჩაიკეცა ძალაგამოცლილი.
დაეშვა მოწყვეტით და აქცია ზურგი სანატრელს.
- გოგო გააუ*ატიურა და დაასახიჩრაო, მაის... გესმის? - თავში იშენდა ორივე ხელს და ღმუოდა. - ჩემმა ძმამ, უტა... ჩემმა! როგორ... შენ მაინც ამიხსენი, შენ ხო მაინც იცნობდი, შენ ხო მაინც მიცნობდი, მაის... ბევრი გამომრჩა? ბევრი? ამდენი, მაის?
- ვაჩე... - გაებზარა ხმა უტას და დაუჯდა გვერდით. - არ იქნება მართალი, რა... არა, რა. არ იყო საშკა ეგ კაცი!
- რას ვიფიქრებდი ჯერ კიდევ გუშინ, მაის... რას ვიფიქრებდი ოდესმე თუ ვიტყოდი, დამსახურებულია ხუთივე-მეთქი, ბიჭო, ჰა?! თავი მქონია მოსაკლავი, უტა, თურმე, და არ მცოდნია, ბიჭო... - სიმწრით ეცინებოდა და ბუტბუტებდა ხმაწართმეული. - რას ვიფიქრებდი, დგვარელის ყველა სიტყვა მართალი თუ აღმოჩნდებოდა... რა გამიკეთე, საშკა... რა გამიკეთე, რა! ეს გასწავლე? ასე გაგზარდე, საშკა?
გული გახეთქვას ჰქონდა უტა მაისაშვილს, როცა ისმენდა ვაჩეს გატეხილ ხმას.
ვინ იცნობდა მასზე კარგად ვაჩეს და საშკას... მათ თვალწინ იზრდებოდა ისიც, მის ხელში იზრდებოდა საშკა და ყალიბდებოდა კაცად. არ არისო ფარჯიანი ეგ კაცი, უმეორებდა გაგიჟებული საკუთარ თავს, როგორც კი დასცდებოდა საზარელი სიტყვები ფიქრად.
- დარწმუნებული ხარ, რომ სიმართლეა? - სული შეეხუთა უტას.
- ასეთი ზიზღიანი ხმა მხოლოდ გამწარებულ ადამიანს აქვს, უტა, - ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა სუნთქვაშეკრულმა.
- ჯერ ის გავარკვიოთ, ვინ არის ეს ჭკუასელი... ვინ ჯანდაბაა, ბიჭო, იმის თავიც არ ჰქონდა მოსულიყო და ეთქვა? დაგირეკა, ვაჩე? - სიმწრით ეცინებოდა უტას.
გონება გაუნათდაო თითქოს.
ახლა გაიაზრაო ყველა სიტყვა, გულისგამაწვრილებელ სიჩუმეში მჯდომმა.
სულ სხვა საფიქრალი გაუჩნდა უცებ.
მნიშვნელოვანი უფრო.

- ჯანდაბა! - ცივი წყალი გადაასხა უტას სიტყვებმა. - სოფა! ჯანდაბა!
- სოფა? - დაიბნა უტა. - რა შუაშია?
- სვანეთში უნდა წავიდე! - შეშლილივით გადმოხედა გაოგნებულ უტას და სწრაფად წამოხტა ფეხზე ისე, რომ აღარ მოუხედავს ძმისკენ.
ფეხდაფეხ მიჰყვა მაისაშვილი.
- განცხადება უნდა გამოვიტანო ჯერ... მომიგვარე ეგ საქმე, მაის, სასწრაფოდ, ჯარიმის თემა იქნება მხოლოდ. ამ საღამოსვე უნდა მოვუხსნა დგვარელს ბრალდება, - თავის მანქანაში ჯდებოდა, უტას რომ მოუბრუნდა.
- სვანეთში რა გინდა? მეც წამოვალ, ასე როგორ გაგიშვა, ბიჭო, რას გავხარ იცი მაინც? მარტო ვერ გაგიშვებ! - თავი გააქნია უარის ნიშნად უტამ. - არა... გამორიცხულია, მეც მოვდივარ!
- მარტო უნდა წავიდე, უტა.
- რატომ, ბიჭო! რა ხდება... რა ჯანდაბა გჭირს! ადამიანს არ გავხარ, რამე არ დაგემართოს... შენც ნუ დაგვემატები ახლა!
- ჭკუასელი წავიდა სოფასთან, - ამოიგმინა და ძლიერად დასცხო საჭეს ხელი.
- მახე არ იყოს, ვაჩე... არ გიტყუებდეს! - დაიძაბა უტა და ხელისგულებით ჩამოეყრდნო მანქანის ღია ფანჯარას.
- მომისმინე, უტა... თუ ჩემმა სხვა გააუბედურა... თუ მართლა ისე მოექცა, როგორ ამბობენ... ვალდებული ვარ, გესმის? ვალდებული ვარ... ვერ ვუყურებ შორიდან, როგორ იძიებს შურს! - ჩაუწყდა ხმა ვაჩეს.
- ჰოდა, მეც წამოვალ! მარტო ვერ გაგიშვებ ვიღაც გაგიჟებულ მანიაკთან! - გაჯიუტდა უტა.
- აქ ხარ საჭირო, მაის... ჟღენტთან შენ უნდა მოაგვარო... მხოლოდ ის უთხარი, რომ დამირეკა და აღიარა, გესმის? დანარჩენი მერე, რომ ჩამოვალ... ჩამოვალ, აუცილებლად. - უთხრა და სწრაფად დაძრა მანქანა. გიჟივით მიაქროლებდა ჩიხებს შორის. ქარიშხალივით შევარდა სახლში ისე, რომ არ შეუმჩნევია გაკვირვებული მშობლების მზერა. დაედევნა მამა ოთახისკენ წასულს, ზურგჩანთაში რომ ტენიდა უკვე ტანსაცმელს.
- სად მიდიხარ, ვაჩე? - გაკვირვებულმა შეაბიჯა შვილის ოთახში კაცმა.
- საქმე მაქვს, - უპასუხა ისე, რომ საქმე არ შეუწყვეტია.
- იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე გამწარებულ დედასთან ყოფნაა? - გულში მოხვედრილ ტყვიას ჰგავდა მამის სიტყვები.
- მნიშვნელოვანი უფრო, - მოეხუჭა თვალები სიმწრით.
- გეკითხები, სად მიდიხარ-მეთქი, ვაჩე! პასუხის ღირსსაც არ მხდი, შვილო? - ხმას აუმაღლა კაცმა.
- საკმარისია, მამა, უკვე! - სიმწრით მოეკუმა ტუჩები, ვერ ეტყოდა სიმართლეს.
- შენც რომ ვინმემ მოგკლას... შენც რომ ისე მოგექცნენ, როგორც ერთი კვირის წინ ჩემს უმცროსს! შენს სისხლთან ერთად დაიღვრება ჩემიც, იცოდე. ახლა წადი, შვილო. წადი მნიშვნელოვან საქმეზე.
- ვერავინ მომკლავს, - საკუთარი თავიც ვერ დაარწმუნა თავისივე სიტყვებმა.
- შენ ვის მოკლავ? - გამომცდელად ახედა შვილს, ასეთი რომ არ ენახა არასდროს. - კაცი რომ მოკლა, ვაჩე? კაცი არ მოკლა, ვაჩე... მეტი აღარ გამანადგურო, შვილო... ორივე შვილს ნუ დამამარხინებ ერთად, ვაჩე!
- არავის მოვკლავ, მამა! - საკუთარი სიტყვები შეეეჭვა ფარჯიანს.
- მაშ, შენს ნამუსზე იყოს შენივე პირობა, - გაუკრთა მწარე ღიმილი კაცს და დატოვა მარტო უარესად განერვიულებული.

კიდევ უფრო შეეკუმშა გული, მამის სიტყვები რომ დაემგზავრა ურთულეს გზაზე. რაც მოჰყვა ხელში, გაღიზიანებულმა ჩაჩურთა ჩანთაში და გამოგლიჯა ოთახის კარი.

- ვაჩე! - აღელვებით წამოიძახა მისი დანახვით გაკვირვებულმა ქერათმიანმა, უნებართვოდ რომ შეიჭრა კაცის ოთახში.
- ნინა? - წარბები გაკვირვებისგან აზიდა ვაჩემ, შუა ღამეს საკუთარ სახლში რომ გადააწყდა ქალს. - რას აკეთებ აქ?
- გელოდებოდი, - ლამის თითები დაემტვრია ნერვიულობისგან. - ნახვა მინდოდა შენი.
- რატომ? - ჰკითხა უინტერესოდ და მოიგდო ჩანთა მხარზე.
- სადმე მიდიხარ? რა სახე გაქვს? - ხმა ჩაუვარდა დაბნეულობისგან ნინას.
- არ მცალია ახლა, ნინა... სხვა დროს, - არ შესცვლია სულერთია გამომეტყველება და გვერდით გასწია კარში ჩახერგილი.
- მოიცა... არ წახვიდე. ცუდად ხარ? სისხლი გდის? - ხელით დაიჭირა წასასვლელად მომზადებული.
- ნინა, არ მცალია-მეთქი! - დაუღრინა მობეზრებულად. - გამატარე.
- გადაგიხვევ ხელებს, გთხოვ... არ წახვიდე ეგრე, - კარში მდგომი არ უშვებდა ოთახიდან.
- არ მცალია, არ გესმის? - თვალები აატრიალა მის გაჯიუტებულ ტონზე ფარჯიანმა, მაგრამ დაჰყვა მაინც. ახლაღა შეამჩნია ემოციებისგან გაყინულმა, სასაფლაოზე ბრძოლის კვალი რომ ასახვოდა ორივე ხელზე. დახეთქილი ჰქონდა ხელისგულები და უნებართვოდ სდიოდა სისხლი.
- მალე მოვრჩები, - აარიდა დაბნეული თვალები და სწრაფად მოიტანა სპირტი და ბამბა, ინფექციის შეჭრის საშიშროება რომ აეცილებინა თავიდან.
- რა საქმე გქონდა, შენ?
- მაინტერესებდა როგორ იყავი... - შეიშმუშნა უხერხულად.
- რატომ?
- არ შეიძლება მაინტერესებდეს? - გააკვირვა ვაჩეს უხეშმა ტონმა ნინა.
- იმდენად არა, სხვისგან გაგებული არ იყოს საკმარისი, - უპასუხა უკმეხად და აარიდა მზერა.
- რატომ უხეშობ? - გაღიზიანებულმა შეკრა წარბები ისე, რომ არ შეუწყვეტია საქმე.
- არ მჭირდება მოწყალება, - ჩაიფრუტუნა გაღიზიანებულმა და შეაშვებინა ხელი.
- საიდან მოიტანე?
- შეგეცოდე და მოხვედი? - ირონიულად ჩაეცინა ვაჩეს.
- ბატონო?
- ჰო, რატომ გიკვირს? როდის მერე ინტერესდები შენ, ჩემით?
- ვაჩე! - ამოიყვირა მოგუდული ხმით შეურაცხყოფილმა.
- რაო, ნინა? - გამოკვეთა მისი სახელი და ჩაეცინა მწარედ. - ერთი ის მითხარი, დიდიხანია გეზიზღები?
- საიდან მოგაქვს? - გაშრა ქალი. - როდის მეზიზღებოდი, ვაჩე?
- ახლა რა მოხდა, შეგეცოდე? რაო, ძმა დამარხა და მივალ, ერთ-ორი თბილი სიტყვით დავამშვიდებო?
- სულ გააფრინე, ხო?
- ხმადაბლა უნდა ისაუბრო ხოლმე დაქალებთან, ნინა, - ამოიოხრა მასთან კამათით დაღლილმა. - შეგიძლია, გაიწიო?
- რაებს ბოდავ, ხვდები მაინც? - განრისხდა ქალი და მიუახლოვდა კიდევ უფრო. - რა გამოდის... მშორდები?
- ეს შენ დამშორდი, ნინა, მე შემიმჩნევია გვიან, - ცივად ჩაილაპარაკა მის სახესთან ახლოს და დატოვა მარტო საკუთარ ოთახში.


სწრაფი ნაბიჯებით ჩაიარა კიბეები.
ცოტა დრო ჰქონდა.
იმაზე ცოტა, ვიდრე საკუთარი ძმის გადასარჩენად.
დატოვა თბილისი იმავე საღამოს.
დაიკლაკნა ბოლოჯერ თბილისის ცაზე იასამნისფერი ელვა.




ნაწილი მესამე


„მე მოგიტან სიყვარულს,
სანამ სიზმრებს დააღწევ თავს“


შემოდგომისფერ მაზერს გადმოჰყურებდა უშბა იმ დილით, რომლის საღამოც სიმართლეს მოჰფენდა გულისგამაწვრილებლად ჩაჩუმებულ სასაფლაოს.
სუსტად ანათებდა მზე იმ დღეს, თუმცა სითბოს უქადდა მის სხივებში გახვეულთ.

მშვიდად საუზმობდნენ სუფრასთან შემოკრებილები მანამ, სანამ ოთახში აღშფოთებული ლილი არ შემოიჭრა ახალი ამბების დასტით.
- გეგეს ცოლისთვის უღალატიაო, - ქოთქოთით წამოადგა თავზე მოხუცს. - გაუგდიაო სახლიდან მამამისს! ხედავ, შენ, გიორგი?!
- გიკვირს, ლილიკო?! - კუშტად ამოხედა გიორგიმ ცოლს. - სწორადაც მოქცეულა.
- ასე ერთი ხელის მოსმით გაგდება, კაცო? - ვერ ისვენებდა ქალი. - კაცმა არ იცის რა ბედში ჩავარდება, ისედაც გზასაცდენილი!
- ლილიკო, ზოგჯერ როგორი არასვანური ხარ, იცი? - ხმით დასცინა გიორგიმ აღელვებულ ბებიას, წნევის აპარატით რომ იყო შეიარაღებული და მშვიდი მზერით გადმოხედა შემდეგ დაბნეულ სოფას, თვალებს რომ აცეცებდა აქეთ-იქით. - მოღალატეს რომ არ შერჩება არცერთი ღალატი, ახალი ამბავია შენთვის, ლილი?
გაკვირვებისგან აზიდა წარბები სოფამ და მიაპყრო ინტერესიანი თვალები გიორგის, მშვიდი ღიმილით რომ მისჩერებოდა ნერვიულობისგან სახეაწითლებულ მოხუცს.
- ადამიანს ერთი ქმედებაც ჰყოფნის დასამთავრებლად, - მკაცრად ჩაილაპარაკა ბაბუამ და გადმოხედა გაურკვევლობაში მყოფ სოფას. - სვანებისთვის ყველაზე დიდი დანაშაულია ღალატი და ქალის შეურაცხყოფა, სოფა.
- ცოტათი გაკვირვებული ვარ, - წამოიწყო ახალი ამბით დაბნეულმა სოფამ. - ძირითადად ყოველთვის პირიქით არის, არა? კაცის ღალატს ღალატად არ მიიჩნევენ, განსაკუთრებით სოფლებსა და რაიონებში.
- ერთი ლეგენდა არსებობს, ბეთქილისა და დალის სიყვარულის შესახებ, გსმენია? - ინტერესიანი მზერა მიაპყრო მოხუცმა ქალს და გააქნია მანაც თავი უარის ნიშნად. - სვანეთს ხშირად მისტიკურ ადგილას უწოდებენ თავისი ლეგენდების, მითებისა და ტრადიციების გამო... ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ დღემდე პატივს სცემენ იმ მემკვიდრეობას, რაც დარჩათ წინაპრებისგან. - დაიწყო თხრობა მოხუცმა და იდაყვებით ჩამოეყრდნო ფეხზე უეცრად წამომდგარი სკამის საზურგეს. - ერთი ასეთი გამორჩეული და პატივსაცემი მონადირე ჰყავდათ სვანებს, სახელად ბეთქილი. ისეთი მონადირე ყოფილა, არ მოიძებნებოდაო მისი დარი. არცერთი ცხოველი გაქცევია მის შუბს, მაგრამ ბოლომდე მისი დამსახურება არ ყოფილა ეს... ნადირობის ქალღმერთ დალის ჰყვარებიაო ძალიან ბეთქილი და ასაჩუქრებდა წესების დამცველ მონადირეს ნადავლით. გამორჩეული ქალღმერთია დალი სვანურ მითოლოგიაში, ისეთი, დღემდე რომ პატივს მიაგებენ მონადირეები. ულამაზესი ყოფილა, მაცდური, მომხიბლავი, ოქროსფერი თმა ჰქონია... ყველა მონადირეს აკარგვინებდაო თავს მისი სილამაზე, მაგრამ წესი ყოფილა ასეთი, თუ დალი შეგიყვარებდა, მისთვის არ უნდა გეღალატა... თავის მხრივ, დალი გამორჩეულ მონადირეს თავს აყვარებდა და სჩუქნიდა თავის მანდილს, რომელიც მონადირეს არავისთვის უნდა ეჩვენებინა... ბეთქილმა, დალის რჩეულმა, მიიღო საჩუქარი, მაგრამ იცი, რა გააკეთა შემდეგ?! წავიდა და თავის ცოლს აჩუქა დალის მანდილი. განრისხდა დალი, როცა გაიგო ღალატის შესახებ. გამოცხადებია ფერხულის დროს ბეთქილს თეთრი შუნის (ჯიხვის) სახით და გაურბენია სხარტად მის ლაჯებს შორის. წამომდგარა მთელი სვანეთი და უთქვამთ ბეთქილისთვის, ან ამ შუნს მოკლავ, ან ჩამოგერთმევაო მონადირის სტატუსი. დადევნებია ბეთქილი. აუყვანია შუნს მთაზე, სადაც დალიდ გადაქცეულა ისევ. მოუთხოვია პასუხი, რა უყავიო ჩემი მანდილი. ბეთქილმა მოატყუა, სასთუმალთან დამრჩენიაო, რაზეც დალიმ უპასუხა; „როგორც დაგრჩა ბეთქილ-ჩემო, შინაც ისე დაბრუნდები, მზის ამოსვლას შეჰხაროდი, მზის ჩასვლისას - დადუმდები“ და დასაჯა მოღალატე კაცი, გადაჩეხა ბეთქილი კლდიდან... დალის რწმენა ისეთივე მტკიცეა სვანებში, როგორც წმინდა გიორგის - ჯგირაგისა. ეს ამბები, მითები და ლეგენდები ტყუილად არ შექმნილა, შვილო... ამ მითით ხაზგასმულია სვანების დამოკიდებულება ღალატისადმი... მათთვის ქალი იყო და არის ყველაზე დიდი სტატუსის მქონე სვანეთში. - ღრმად ამოისუნთქა მოხუცმა და მიუახლოვდა შეღებულ ფანჯარას. - ზოგჯერ ერთი სიტყვა, ერთი ქცევა ამთავრებს ადამიანის ადამიანობას. ღალატიც ის ქცევაა, სვანები რომ არ აპატიებენ თავიანთ გაზრდილსაც კი.
გასუსული უსმენდა სოფა ყელმოღერებით მოსაუბრე მოხუცს, მთელი ხორცითა და სისხლით რომ გრძნობდა ყოველ სიტყვას და ყოველი ამბის შემდეგ არწმუნებდა მსმენელს, რამდენად საინტერესო კულტურისა და ისტორიის მატარებელი მხარე იყო სვანეთი.
- არ მეგონა, ამდენად მძაფრად თუ აღიქვამდნენ ღალატის საკითხს სვანები, მაგრამ მიხარია, თუ ასეა, - მონუსხული სახით იჯდა სოფა. - ყოველი ამბის შემდეგ მაოცებს ეს მხარე! - დაამტა აღფრთოვანებით.
- კიდევ ბევრი რამ გაგაოცებს, ეს არაფერია, - ჩაეღიმა მოხუცს და დაეყრდნო ფანჯრის რაფას.
- ბერდიასთან მივდივარ, - მცირეხნიანი დუმილის შემდეგ წამოდგა ფეხზე გიორგი და გაიყოლა პლედშემოხვეული ქალის ხანგრძლივი მზერაც. - მეშხე უნდა ვნახო.
- სოფა, ბაბუ, შენ არ იცი ცხენზე ჯირითი? - მოულოდნელად მოიხედა მისკენ მოხუცმა და თვალებით ანიშნა გიორგის, ფეხი არ დაძრაო ადგილიდან.
- არა, - შესამჩნევად ჩაეღიმა ქალს.
- ასწავლე გოგოსაც ჯირითი, გიორგი! - მკაცრად მოუბრუნდა შვილიშვილს, დოინჯშემოყრილი რომ აკვირდებოდა ბაბუის ეშმაკობას.
- გინდა? - მოჭუტული თვალებით გადმოხედა ქალს, თვალებიც რომ გაცისკროვნებოდა ცხენის ხსენებაზე. - მოდი. - ჩაეღიმა გიორგის, დამყოლი ბავშვივით რომ დაუქნია თავი ბევრჯერ.
წამოდგა ისიც ფეხზე და დაედევნა სწრაფი ნაბიჯებით მიმავალს.
- ფრთხილად იყავით! - გამაფრთხილებლად დააწია მიმავალთ კაცმა.
ეშმაკური ღიმილით გადააქნია თავი ლილიმ და შეუქო ქმარს საქციელი.

ლამაზი ცხენი ჰყავდა ბერდია ვეზდენს.
კუპრივით შავი და შესაშურად მოვლილი.
შიშით მიუახლოვდა სოფა ულაყს, გიორგი რომ ეფერებოდა ფაფარზე და ებუტბუტებოდა ლამაზ სიტყვებს.
სიამოვნებით ფრუტუნებდა ცხენი, თითქოს იგებდა კაცის ყოველ სიტყვას, მკვირცხლად ამოძრავებდა ფეხებს და არ აშორებდა ნახშირისფერ თვალებს მის სიახლოვეს მდგომ ქალს.
- გეშინია? - თბილმა ღიმილმა გაუნათა სახე გიორგის, ქალის შეშინებული მზერა რომ დაიჭირა. - მოდი, მოეფერე.
- მგონი... - გაეპარა ხმა სოფას და ამოუდგა გიორგის ზურგსუკან. - ხო არაფერს იზამს?!
- რა უნდა ქნას? - ხმით ჩაეცინა გიორგის და მოსწია თავისკენ ერთ ადგილას ატუზული ქალი. - მოდი... ნუ გაფითრდი!
- პირველად ვდგავარ ცხენთან ახლოს! - აკანკალებულ ხმაშიც იგრძნობოდა ბავშვური აღფრთოვანება. - თუ რამე... არ მოუშვა ახლოს, ხო?
- თეორია თუ გაინტერესებდა, მოგიყვებოდა გიორგი, - დასცინა ქალს, დაზაფრულ მზერას რომ არ აშორებდა მაღალსა და ტანად არსებას.
- ცხენი რომ იკბინება, იცი? თან ხომ შეიძლება გადმოგაგდოს? - სანახევროდ დახუჭული თვალებით მიიწევდა მისკენ, მაგრამ არ შორდებოდა გიორგის სიახლოვეს. - მოვედი?
- ცოტა კიდე, - თბილად ეღიმებოდა გიორგის. დაქაჩა ბოლოს ხელზე და დაიყენა მოპირდაპირე მხარეს. - მომეცი ხელი.
- რატომ?! - შეშფოთება დაეტყო მის ხმას.
- ჰაერში გაქვს სამი წუთია, სოფა, - ეცინებოდა კაცს. ჩაეჭიდა ხელით მისას და მიატანინა ცხენის ფაფარზე შიშისგან გაყინული თითები.
- რა რბილია! - წამოიყვირა თვალგახელილმა და აღფრთოვანებულმა განაგრძო მოფერება. - მიდი, დამსვი!
- ფაფარს მოეფერე და უკვე დოღში იღებ მონაწილეობას? - ეჭვით გადმოხედა დოინჯშემოყრილმა.
- გთხოვ, რა... - წაეწუწუნა ბავშვივით და ააბაკუნა ფეხები. ირონიული ღიმილით გადააქნია თავი გიორგიმ. პატარა ბავშვს ჰგავდა სოფა. მხოლოდ პატარებს სჩვეოდათ ამდენად გულწრფელი სიხარული.
- მოიცა, მარტო ვერ დაგსვამ... - უთხრა და მარდად შემოჯდა ცხენზე. - მოდი ახლა.
- არა? - თვალები დაექაჩა სოფას და ეჭვით აათვალიერა ცხენზე შემომჯდარი. - შენთან ერთად?
- მოდი-მეთქი, - ეცინებოდა კაცს. მიუხვდა აღელვების მიზეზს, მთელი თავისი სამსახიობო ოსტატობით რომ უმალავდა საუზმობის დროსაც კი. - ჩემთან ერთად გეშინია და მარტოს არა?
- ხო?! - აუკანკალდა ხმა და ფრთხილი მზერით ამოხედა ხელგაწვდენილს. - იცი... ვერ გენდობი!
- ბატონო?! - თვალები გაუფართოვდა ჭონიაშვილს. - ვერ მენდობი?.. მომესმა?
- ჯერ უნდა დავრწმ... - სიტყვის წამოწყებისთანავე დაასრულებინა გიორგის ჩავლებულმა ხელმა.
- დარწმუნდები, დარწმუნდები! - ღიმილით დაუქნია თავი და მჭიდროდ მოხვია წელზე ხელი გაჯიუტებულს, მის ზედმეტ შეხებაზე ელეთმელეთი რომ დამართნოდა. - სოფა, ნუ იკლაკნები... შენ გადმოვარდები, იცოდე!
- გიორგი... - ხმაწართმეულმა დაიწრიპინა და მიაბრუნა თავი მისკენ. - ფრთხილად... მეშინია!
- ნუ გეშინია, სოფა, - ჩასჩურჩულა ყურთან ახლოს და ოდნავ შეეხო სახით მის თმას, დაუმორჩილებლობას ნაზიარები რომ ფარფატებდნენ ჰაერში და აფრქვევდნენ გაზაფხულის სურნელს შემოდგომის სუსხში.
ისეთი სისწრაფით გააქროლა ცხენი, მხოლოდ ერთი შეკივლებაღა მოასწრო სოფამ, რაზეც შესამჩნევად ჩაეღიმა გიორგის და უმატა უფრო სიჩქარეს. საოცარი ადრენალინი იგრძნო სოფამ. სულ რაღაც ერთი წამით მიავიწყა შიში გაშლილ მინდორში მარდად მორბენალმა ულაყმა.
შესამჩნევად აჩქარდა ცხენი, როცაღა გაიჭრა ფერადი ხეებით შემოსილ მინდორში და აანერვიულა კიდევ უფრო გიორგის მკლავს ჩაჭიდებული სოფა, შიშისგან გაუგებარ სიტყვებს რომ ბუტბუტებდა, მაგრამ არაფრის დიდებით ხუჭავდა თვალს არცერთი წამით რომ არ გამოეტოვებინა ის იშვიათი სილამაზე, სამოთხეს რომ ჰგავდა თავისი წარმოდგენით. ესიამოვნა ახურებულ ლოყებზე მოდებული გრილი ნიავი, მის უკან მჯდომის უცხო სურნელს რომ ერეოდა და ქმნიდა იმ მთლიანობას, სახლში შესვლისას რომ გრძნობენ მხოლოდ ადამიანები.
თავისუფლებას ეზიარაო თითქოს აქამდე ტყვეობაში მყოფი.
მიუყვებოდნენ ხეებში ჩაფულ მინდორს. გადაზრდოდა ბედნიერების ღიმილი მელოდიურ სიცილში ქალს. გულ-მკერდით გრძნობდა მთელი ძალღონით დაჯახებულ ქარს, რომლის პირდაპირაც იჭრებოდა კუპრივით შავი ულაყი - მეშხე. მბზინვარე ფოთლებიც ღიმილით ეგებებიანო სტუმრებს და დაჰქროდნენ ჰაერში მათთან ერთად.
არ უშვებდა ხელს კაცის ძლიერ მკლავს. ფრჩხილების კვალიც კი დაუტოვა შეშინებულმა, უფრო მეტად კი აღელვებულმა და ემოციებით გაბერილმა.
გაუგებარი ღიმილი ეპარებოდა ტუჩის კუთხესთან გიორგის ქალის რეაქციებს რომ იჭერდა, მაგრამ იცოდა, ერთი ღიმილიც საფრთხილო საქმეს ნიშნავდა მისთვის.

- რა თქვი, რა ჰქვიაო? - დაარღვია ხანგრძლივი დუმილი ქალმა და ინტერესით ამოხედა მის უკან მჯდომს, როცა სვლა შეანელა ცხენმა.
- მეშხე, - ჩაეღიმა გიორგის.
- რას ნიშნავს? - ჩაეკითხა ინტერესით და ნაზად გაუდასვა ხელი ცხენის ფაფუკ ფაფარს. ისეთი მოვლილი იყო, ბზინავდა მზის სუსტ სხივებში გახვეული.
- სვანურად შავს. ბავშვობაში დაარქვა ტასომ, სვანურად ორიგინალურ სიტყვებს სანამ ისწავლიდა, - ჩაეცინა სითბოთი და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მის წინ მჯდომ ქალს, ჩალისფერი თმა უდიერად რომ დაჰყროდა სუსტ მხრებზე და ჯიუტად ახლართვოდა მზის ოქროსფერ სხივებში მომბზინვარე. თხელი მაისური ოდნავ ჩამოსწეოდა ლავიწზე და შესამჩნევად ფეთქავდა კვარცისფერ კანზე წვრილი ხალების თანავარსკვლავედი. ლამაზიაო, შეუტოკა მისუსტებული გული პარაზიტივით შემომძვრალმა აზრმა და ამოისუნთქა ღრმად, როცა წაიჭირა საკუთარი თავი ისეთ ფიქრებში, ძილის წინ, ლამაზ სიზმრებს რომ ჰგვანან ხოლმე. ხაფანგში გამომწყვდეულივით იგრძნო თავი და მიხვდა, მოუწევდა საკუთარი თავისთვის მიცემული სიტყვის გატეხვა.

- ლამაზია... მარტო როდის დამსვამ? - დამაფიქრებელი სიჩუმე ქალის ხავერდოვანმა ხმამ რომ დაურღვია და დამატებით, მოწკურული თვალებით ამოხედა, დარწმუნდა, არასდროს სტყუოდა ბაბუის დაკვირვებული თვალი.
- იცი, უკვე? - სასაცილოდ ასწია წარბები და ჩაიწყნარა ამღვრეული მზერა. - ბევრი ხომ არ მოინდომე, სოფია? - ჩუმი დამარცვლით დაამატა ქალის სახელი და სხეულით იგრძნო, როგორ გაუხშირად სუნთქვა აღელვებულს.
- არ მასწავლი? - სუსტად ჩაახველა უხერხულობის გადასაფარად და არ შეიმჩნია ის აღელვება, მთელი სიცხადით რომ გამოსახვოდა აღაჟღაჟებულ ლოყებზე.
- რა თქმა უნდა, არა!
- რატომ? - ისეთი სისწრაფით მოაბრუნა თავი მისკენ, რომ არა გიორგის მჭიდროდ შემოხვეული ხელი, უთუოდ დაკარგავდა წონასწორობას გადასავარდნად მომზადებული.
- გადმოვარდები! - მკაცრად გააფრთხილა, თუმცა არ შეუშვია წელზე ჩაჭიდებული ხელი, ლოდივით მძიმე რომ ეჩვენებოდა აფორიაქებულ ქალს.
- რამდენი წლის ხარ, გიორგი?! - დამცინავ ტონში შეჩურთა დაბნეულობა სოფამ.
- რა ხდება, სოფა?! - ინტონაციურმა კითხვამ კიდევ უფრო ააღელვა ქალი.
სწრაფად ჩამოხტა გიორგი ცხენიდან, როცა მიუახლოვდნენ სახლის ტერიტორიას.
- მამასავით ნუ მექცევი! - გააპროტესტა ცხენზე მარტო დარჩენილმა, შიშისგან ფეხებიც რომ აკანკალებოდა უკვე. - სად წახვედი?!
- მამასავით არა, ჩაბარებული ბავშვივით, - გაუცინა ლაღად და შეანელებინა სახლისკენ მიმავალ ცხენსაც სვლა. - ოცდათერთმეტის, სოფია...
- არ ვარ ჩაბარებული... - ჩაიფრუტუნა და წაისისინა შემდეგ გაღიზიანებულმა. - ასაკთან შედარებით კარგად გამოიყურები, ისე...
- მობარებული ბავშვი ზედმეტს საუბარობს, არა? - ირონიულად აზიდა წარბები და გვერდულად გადმოხედა ქალს, ჰაერში რომ ასავსავებდა ფეხებს სასაცილოდ.
- სტუმარი ვარ, სტუმარი!
- ტურისტი, ტურისტი... - გამოაჯავრა სიცილით.
- რომელ მთას მჩუქნი, მერე?! - ღიმილით გაახსენა ბაბუის მონათრხობი ამბავი.
- რომელი დადეშქელიანი მე მნახე, სოფია?! - ყალბი შეურაცხყოფით ამოხედა სასიამოვნო პასუხის მოლოდინში განაბულს, გამომეტყველება უმალვე რომ შესცვლოდა.
- უხეში... უჟმური! - ფრუტუნებდა ცხენთან ერთად სოფაც.
- მესმის და ვიმახსოვრებ, იცოდე! - დაუქნია საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად.
- კი, ბატონო... ისე, გთხოვეს ჯირითი ასწავლეო, გვერდით შემოისვი და კისერი მოატეხინეო, არავის უთქვამს!
- მართლა? მე ეგრე გავიგე... მომესმა, ალბათ. ასაკში ვარ უკვე! - ეპარებოდა მოღალატე ღიმილი ტუჩის კუთხესთან.
- აჰ, ხუმრობაც ვიცით?! - ჩამოხედა გულზე ხელებდაკრეფილმა.
- ვცდილობთ... ასაკის მიუხედავად!
- კარგად ბრძანდებოდე! - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა და მერეღა გაახსენდა, რა სიტუაციაშიც იყო.
- ფრთხილად იყავი, მე არ გავიმეორო ეგ სიტყვები და დაგტოვო მარტო! - ავად ჩაეცინა კაცს.
- ჩამომიყვანე... - წაიწუწუნა, ავი ნოტები რომ შეუმჩნია გიორგის უჩვეულო ღიმილს.
- ჯერ მთხოვე, - ეშმაკური ღიმილი შეაგება მის გაპარულ ხმას.
- რა გჭირს? - დაეტყო აღშფოთება ქალს, რომელსაც არასდროს ენახა ამდენად გულწრფელი და ღია.
- ასაკიანი უჟმური ვარ, არ არის საკმარისი?! - ჩაეცინა გიორგის.
- პრინციპში... კი! - უდარდელად აიჩეჩა მხრები სოფამ. - თან მთაში ცხოვრობ...
- ჰოდა, იჯექი მანდ საღამომდე!
- ჩამომსვი ახლავე! - პანიკის ნოტები შეერია თავდაჯერებულ ხმას.
- რაღაც თხოვნას არ ჰგავს... - ღიმილით გაწელა ბოლო სიტყვა და დაამატა ბოლოს. - გელოდები, სოფა. თან ხელსაც ვუშვებ უკვე!
- მომისმინე... - წამოიწყო შემრიგებლურად და დამფრთხალ მზერით დახედა ადგილზე შეტოკებულ ცხენს.
- გისმენ, ყურადღებით!
- ახლა მე ფრთხილად ჩამოვალ და შენ ხელს არ გაუშვებ, კაი?
- ვცადოთ... არ ვიცი, - აიჩეჩა მხრები უდარდელად.
- გადმოვხტები იცოდე და შენს კისერზე იქნება! - დაიმუქრა სასაცილოდ.
- სუიციდი როდის მერე გახდა სხვისი დანაშაული? - დასცინა გაკაპასებულს.
- მიყვანა... მცდელობა, დასჯადია!
- აჰა... ვინ გაიგებს მერე, მე თუ არ ვიტყვი? - არ წყვეტდა დაცინვას.
- ნუ მეკამათები ორი წლის ბავშვივით! - კამათში დამარცხების გემო რომ იგრძნო, კიდევ უფრო გაიმკაცრა ხმა სოფამ.
- გამაახალგაზრდავე ახლა? - ხმით ჩაეცინა გიორგის.
- გონებით მხოლოდ! - ირონიულად წაისისინა ქალმა, გამეხებული სახით რომ იჯდა ცხენზე.
- აი, ეს არ უნდა გეთქვა... - გააქნია თავი დანანებით და აუშვა ხელი ცხენის სადავეს.
- არა! მომისმინე... არ მინდოდა! - წამოიკივლა წამებში ფერდაკარგულმა და გაპარული ხმით დაამატა ბოლოს. - გთხოვ, რა!
- როგორ? - გამარჯვებული ღიმილი მიაგება მის ბოლო სიტყვას. - ვერ გავიგე, ასაკში ვარ, გოგონა... რა ბრძანეთ?
- მშვენივრად გაიგე! - დაუღრინა ნერვებმოშლილმა. - ჩამომსვი, თორემ ვიკივლებ და ყველას გავაგებინებ!
- რას გააგებინებ?! - არ შესცვლია ტონი.
- ცხენზე რომ დატოვე სტუმარი! თან დღეს საღამოს ყველა უნდა გავიცნო, ხომ არ დაგავიწყდა? - ცინიკური ღიმილით აწკიპა წარბები და გაჯიუტებული ბავშვივით დაიმუქრა ბოლოს. - ყველა მეზობელი უნდა გამაცნოს, ლილიკომ!
- რას მეუბნები?! - ყალბი აღშფოთებით გადმოხედა. - როგორ შემეშინდა...
- ყველა გაიგებს როგორი მასპინძლობაც იცი! რა დღეში ჩააგდე საბრალო სტუმარი... - განსაკუთრებული პათეტიკით წარმოთქვა ბოლო სიტყვები და გაეცინა.
- იცი... არ ვარ კომპლექსიანი, სოფა... - უდარდელად აიჩეჩა მხრები და ოდნავ აუჩქარა ნაბიჯს.
- ჩამომიყვანე! - ჩუმად წამოიკივლა დისტანციის გაზრდა როგორც კი იგრძნო.
- მთხოვე... - დაუმარცვლა სასაცილოდ. - გელოდები, სოფა.
- რა გჭირს, შენ?! კარგად ხარ? როდის მერე გჭირდება ჩემი თხოვნები? - სიმწრით გაეცინა ქალს და ოდნავ გადაუსვა აკანკალებული ხელი ცხენს, თითქოსდა შეაკავა გასაქცევად მომზადებული.
- დღეიდან! - ბასრი მზერა ესროლა დაბნეულს. - პრობლემა გაქვს?
- მაქვს!
- გამანდე... გისმენ, - გამომცდელად გადმოხედა მარტო დარჩენილს.
- გიორგი! - წამოიწუწუნა სიმკაცრეშეპარული ტონით.
- გისმენ?!
- გთხოვ... ჩამომიყვანე! - მოეხუჭა თვალები დამარცხებულს.
- კარგია... მშვენიერი, იდეალური! - მხიარულად ჩაეღიმა გიორგის და კიდევ უფრო, როცა საკუთარი თავი გამოიჭირა ღიმილების მომრავლებაში. - მოდი.
ორ ნაბიჯში მიუახლოვდა და ჩაეჭიდა ორივე ხელით ქალის წელს. მიიხუტა შეშინებული და ჩამოსვა ფრთხილად. წამით შეხვდა შემოდგომისფერს მუქი თაფლისფერი და საკმარისი იყო ის წამიც, საუკუნეს რომ უდრის ზოგჯერ. ფრთხილად ჩამოაყოლა ხელი თხელ, რძისფერ მაჯას, გაორმაგებულად რომ უფეთქავდა მკრთალი ცისფერი ძარღვი და შეუშვა ბოლოს.

ღია ფანჯრიდან აკვირდებოდა ლილიკო.
ღიმილით აქნევდა თავს მოხუცი,
ახსენდებოდა თავისი ახლობელი და კარგად დავიწყებული...



* * *

თბილისი.

შემდეგი დღის ადრიან დილის საათებს თან ახლდა ოდნავ შეღებული ფანჯრიდან შემოჭრილი სუსტი სინათლის სხივები.
მარგალიტებს ჰგავდნენ მინაზე მყარად მიკრული წვიმის წვეთები.
უახლოვდებოდა ზაფხულგამოვლილ ქალაქს შემოდგომისფერი სუსხი.

- წავიდნენ, ხო? - ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ნოდომ დიტოს, ამ დრომდე ცოცხალი თავით რომ არ ეკარებოდა არც მას და არც დათუნას.
- წავიდნენ.
- ჰო... - ამოიოხრა და უღონოდ გადააგდო თავი სკამის საზურგზე.
- მე იცი რა მგონია, ნოდო? - საქმიანი ტონით წამოიწყო დივანზე გადაწოლილმა ჩხაიძემ, რუბიკის კუბს რომ ათამაშებდა ხელში.
- რაო, აბა? - ჩაეცინა მის სერიოზულ ტონზე დოლიძეს.
- შენ სხვა რაღაცები უფრო გაწუხებს, ვიდრე სიყვარული!
- მაინც?
- ამოიჩემე, თითქოს გიყვარდა. ეგეთი არ არის სიყვარული, ნოდარ! არ წაგიკითხავს მაინც? - დასცინა მეგობარს ისე, რომ არ შეუწყვეტია ფერადი კუბის თამაში.
- შენ რა იცი, როგორია, დიტო? სარკის იქით გაგიხედავს ოდესმე? - არ დააკლო ირონია მანაც.
- შენ რომ სოფა მართლა გყვარებოდა... ისე გყვარებოდა, როგორც უყვართ ხოლმე შეყვარებულებს, სიმართლის დასამალად დგვარელი კი არა, ვერცერთი სულიერი ვერ გადაგიდგებოდა. შენი კაცობა, შენი სიტყვაც ვერ გაგაკავებდა, ნოდო. შენ რომ მართლა გყვარებოდა, არ დაუთმობდი ასე მარტივად საშკას... რა გააკეთე, მაინც? გაეცალე. ჩამოიშორე. ეგრე გესმის? ეგაა სიყვარული? მაგრად გეშლება... დათმობა? არა, ნოდო.
- ვითომ? - ჩაეღიმა სევდიანად და ორივე ხელით დაიზილა ამოღამებული თვალები.
- აუცილებლად!
- საკუთარი უსუსურობა უფრო მაწუხებს, დიტო. საკუთარი შეცდომა. უპატიებელიც, იქნებ. სიმართლეს რომ გაიგებს... რომ არ მაპატიოს? ვერც გაამტყუნებ, გესმის? ოცდაოთხ წლამდე ისე მოვედი, საკუთარი თავის არ შემრცხვენია... ახლა მაგრად მრცხვენია, დიტო! დათუნასთანაც... - ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა ნოდომ.
- შენც ხომ იცი, ეგ ამბავი ეგრე რომ არ დარჩებოდა? შეიძლება არასწორ დროს ამოვიკერეთ პირი, მაგრამ საჭირო იყო ეგეც. რატომ მახსნევინებ იმას, რაც ჩემზე უკეთ იცი? დგვარელი არ დატოვებდა ეგრე, უთქმელს. ხომ იცი, დათუნასთვის აპირებდა თქმას, მაგრამ მოუსწრო ტყვიამ...
- ვიცი, რომ აპირებდა, მაგრამ ჩვენი... ჩემი სათქმელი იყო, მაინც. არ არი სწორი, რა, დიტო. დათუნას ადგილას წარმოიდგინე თავი. დააყენე მის ადგილას თავი, რა. ძმაკაცი რომ ხარ მისი და ამდენს უმალავ... მოკლედ! - ამოიოხრა გაღიზიანებულმა და წამოდგა ფეხზე.
- გავიგე, ბიჭო, გავიგე! მორჩი მოთქმას, კაი? ნუ შემაღონე დილიდან! იმდენს ნერვიულობ, ჩემი სანერვიულო აღარ რჩება... შენ იკითხე, რომ გაჭაღარავდები, თორე მე რა! - ქირქილებდა დიტო, თუმცა არანაკლებ აწუხებდა უთქმელი სიტყვები. - დღეს ვუთხრათ დათუნას... რაც იქნება, იქნება. ჩვენც გვაქვს ჩვენი სიმართლე, ეგრეც არ არი. გაბრაზდება, ლოგიკურია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, ჩვენც რომ არ გაგვემტყუნება, რა. ნუ, ძაან არა. ცოტათი შეიძლება. კაი, ცოტათი და ოდნავ მეტი, მეტი ხო არა?!
- ვეღარ დაველოდები ონისეს, არადა პირობა მივეცით, ბიჭო... შენი ბრალია, რა! - ამოიხვნეშა და ხელისგულებით დაეყრდნო დივნის საზურგეს.
- ე, მე რა შუაში ვარ?! - წამოიწია აქამდე უდარდელად გადაწოლილი.
- შენ აიტეხე წავიდეთ, გავერთოთო, დაგავიწყდა? ვიჯექი მე სახლში, ვუყურებდი ფეხბურთს... რა გინდოდა, რა! რომ არ წავსულიყავით, ვიცხოვრებდი სიცრუეში, ვიქნებოდი ბედნიერი!
- ეს სიზიფე და ამის მოთქმა თუ შემეძლოს, რა! - ხელები ჭერისკენ აღაპყრო გულშეღონებულმა დიტომ. - ვიღაცას ხუთი ტყვია ესჯება, მე ნოდარ დოლიძის მოთქმა დილა-საღამოს, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ ომეპრაზოლივით!
- რამდენი გაკლია! - ჩაიქნია ხელი ნერვებმოშლილმა.
- იჯდა ეს სახლში... უყურებდა ფეხბურთს, - გააჯავრა და სახე სასაცილოდ მოჭმუხა. - უარესი რომ მოხდებოდა შენი იქ არ ყოფნით, მაგას ვერ იაზრებ ხო, შენი მოკლე და უნაოჭო ტვინით?!
- შენ, ბიჭო, ცოტა წესიერად!
- მომისმინე, სიზიფ... ლოდი ჩამოგიგორდა, წადი, ზიდე! - საქმიანად გადმოხედა ხელის მტევანს ჩამოყრდნობილმა.
- შენი ლოდებიც ჩემი საზიდი რატომ არის, დიტო ჩხაიძე?! - დაუღრინა გაღიზიანებულმა.
- ჯერ ერთი, ლოდები არა, კენჭები! მერე მეორეც, ორი კაცის სანერვიულოს ორივე არ უნდა ნერვიულობდეს, არ შეიძლებაო, არ გაგიგია მაინც?!
- საიდან მოიტანე ახლა ეს? - აატრიალა თვალები შეღონებულმა.
- ერთმა რაციონალურობა უნდა შეინარჩუნოსო... ცივი გონება და რამე!
- ცივი გაქვს შენ ეგ გონება დაბადებიდან!
- ნუ იწყევლები, ნანი ბებო!
- ვინ არის ნანი ბებო?
- ჩემი მეზობელია... დილას წყევლით იწყებს, საღამოს კრულვით ამთავრებს. გაგაცნო? - გაეკრიჭა და ფრატუნით წამოდგა ფეხზე. - კოფეინი მესაჭიროება... ბრაზილიური... ტვინი გამომილაყა ერთმა სულიერმა, სიმაღლეში მეტრი და ოთხმოცდახუთმა, წონაში ოთხმოცდაათმა, კუნთის მასა... კაი, ეგ არ ვიცი. პირადობის სახელი ნ-ზე იწყება და ი-ზე მთავრდება, ჩვენ ო-ზეც ვამთავრებთ, მაინც პატარა კაცია, დაგრძელება რა საჭიროა... ვინ არის, ხო არ იცით?!
- ჩემს მუშტს გაიცნობ, დიტო ჩხაიძე! - დაექაჩა თვალები ნოდოს, შეწინააღმდეგების თავიც რომ აღარ ჰქონდა უკვე და მოუსვენრად ურტყამდა წრეებს დივანს.
- ნოდო... - შეპარვით წამოიწყო მცირეხნიანი დუმილის შემდეგ დიტომ.
- რა გინდა?!
- ზვიგენივით ნუ მივლი წრეებს, თან რაღაცით გავხარ... სულ ის ფილმი მახსენდება, ფეხს რომ მოაჭამს, ხო იცი... გახსენი-მეთქი, წარბები!
- ერთ რაღაცას მივხვდი, იცი? - ამოიოხრა მისი იუმორით გულშეღონებულმა და ძლიერად მიიჭირა ხელი მოსუსტებულ გულზე.
- რას, აბა?
- ჩემი ცოდვების გამოსასყიდი ხარ, დიტო ჩხაიძე!
- არ გიპასუხებ... განა არ შემიძლია? შევდივარ რა შენი იოგების მდგომაროებაში და გტოვებ უპასუხოდ. აი, ასე. - პომპეზურად მოიგდო თხელი საბანი მხარზე სამზარეულოსკენ მიმავალმა. - მე, ჩემო ნოდო, ბრუტუსი არა ვარ, გაგწირო... ზურგიდან მოგეპარო და დანა ჩაგარტყა, ჩემში იულიუსის სისხლი ჩქეფს! და სპარტაკის კიდე... აჯანყებები ჩემია, რა. კორუფციასთან ბრძოლა და რამე!
- ამ „ლუქით“ მაქსიმუმ თანამედროვე ფსევდო-პოეტთა საზოგადოებაში ჩაგწერონ, საცოდავო! - ალმაცერად შეათვალიერა და მიყვა ფეხდაფეხ.
- ყველა სენსიტიური ადამიანი მოწოდებით პოეტია, მაშასადამე ხელოვანი! - გამოსძახა მშვიდი ღიმილით და მიაჭირა ხელი ყავის აპარატს.
- შენი აზრით... ჩეჩე დგვარელმა რომ გაიგოს რაც მოხდა, ეგრე დატოვებს? - მცირეხნიანი დუმილის შემდეგ წამოიწყო საუბარი ნოდომ და ჩამოუდგა ყავის აპარატის გვერდით. - ე, მეც მინდა! „ტყის თხილი“, ოღონდ.
- იმ ამბავზე ამბობ? - ჰკითხა და ჩაიფრუტუნა შემდეგ ირონიულად. - ნაკლები არ გეკადრება შენ! სულ ტყის თხილის და რკოს ექსტრაქტის ყავაზე ხარ გაზრდილი...
- ნუ მეტლიკინები და საქმე გააკეთე! - დაუქაჩა თვალები აცანცარებულს.
- გასაცოცხლებელი ელექს.ირი თუ აქვს, გააცოცხლებს, ერთი-ორს „წიომნად“ შემოარტყამს და ეგ იქნება, რა, - მთქნარებით ამოილაპარაკა დიტომ და შეიგრძნო ყავის არომატი ხარბად. - უჰ, რაც კარგია, კარგია... ხო, რას ვამბობდი?.. ა, ხო, თან მაგას თუ გადაეკეტა... მოაღწევს სოლოლაკამდე მიწისძვრა.
- რატო ხარ, ადამიანო, არაადეკვატური? - დაემანჭა სახე ნოდოს. - ონისეზე გეკითხები მე!
- ბიძაშვილია და რას უზამს? - აიჩეჩა მხრები სასხვათაშორისოდ.
- არ გაჭედავს? - ეჭვით ამოხედა გაბეზრებული სახით მდგომს.
- რომ გაჭედავს და დაიფენს მუშტზე საფარჯიანეთს და მიგვაყოლებს ჩვენც, იმიტომ არ ეუბნება, - ჩაეცინა უდარდელად ჩხაიძეს.
- ხოდა, დავუშვათ და გაიგო... მერე?
- ყველაფერი გამიგია... ყველაფერი მომისმენია, მაგრამ კაცს თავისი სადარდებელი არ ჰყოფნიდეს და სხვას ეძებდეს - არა! შემეშვი, ნუ მინგრევ ცხოვრებას... როგორი მშვიდი და სპეტაკი იყო ჩემი დილები, სანამ შენ გადაგეყრებოდი! - ჩუსტების ფრატუნით მივიდა დივნამდე და ხმაურით ჩაეხეთქა ყავის ჭიქასთან ერთად.
- რა დავაშავე!
- ნუ წუწუნებ-მეთქი ჩემს სახლში, წადი, შენსაში იწუწუნე! - აყვირდა ნერვებმოშლილი. - ნუ მინგრევ ცხოვრებას, ნოდარ, შე თუთაშხია! მუშნიდ ნუ გადამაქცევ ოცდაოთხი წლის ასაკში, თავი არ მომაკვლევინო და არ მანანებინო მერე გამოდეპრესიებულს!
- ფარჯიანი სვანეთში წავიდა! - მოულოდნელად შეანგრია დიტოს სახლის კარი დათუნამ.
- ბატონო? - გაოგნებისგან ჩაეცინა ნოდოს. - რას ნიშნავს სვანეთში წავიდა?!
- როგორ? - ჰაერში გაუშეშდა დიტოს ყავის ჭიქა.
- გაუგია, სადაც არის, აზრზე არ ვარ საიდან, - დანა პირს არ უხსნიდა ფერდაკარგულ დათუნას. - სასწრაფოდ უნდა წავიდე!
წამოხტა ფეხზე დაფეთებული დიტო და მიაწყდა ტანსაცმლის კარადას.
- აჰა, ხო ვთქვი, არა?! - წინ და უკან დადიოდა ნოდო. - ვიცოდი, რა!
- უძირო მოთქმაში ერთი-ორი ჭეშმარიტად ცუდი ამბავი ყველას გაეპარება, დოლიძე, ნუ ფილოსოფოსობ! - სიცილით გამოეპასუხა დიტო. - ყავაზე მიმკითხავე მერე, კაი?
- ჩადუმდი!
- რაო, რას ამბობენ ვარსკვლავები, როგორი დღე იქნებაო?
- დიტომ დააყენოსო!
- ნოდო?
- რა ჯანდაბა გინდა!
- სახსრები გტკივა? - არ ისვენებდა დიტო.
- რა უნდა, დათუნა? ამიხსენი შენ მაინც! - მავედრებელი მზერით გახედა ერთ ადგილას დარჭობილ დადვაძეს, ოლიმპიური მოთმინებით რომ აკვირდებოდა ორივეს.
- მიპასუხე, რა! - წაეწუწუნა მეორე ოთახიდან.
- არ მტკივა და ჩადუმდი!
- კაი, ანუ თხლად ჩავიცვამ...
- ფუ, რა იდიოტია! - ჩაიქნია ხელი დოლიძემ და ინტერესით მიუბრუნდა დათუნას. - ვიცით კიდე რამე?
- დგვარელზე დაწერილი განცხადება რომ გამოუტანია, ეგ თუ იცით? - ბოლთას სცემდა ოთახში დათუნა. - რაღაცა ჩაიფიქრა, გესმის?! განცხადება გამოიტანა და სვანეთში წავიდა, როგორ შეიძლება შემთხვევითი იყოს!
- რაო? - ყვიროდა მეორე ოთახიდან დიტო.
- რა ხდება საერთოდ? - ფერი დაეკარგა ნოდოს.
- აზრზე არ ვარ... რეზი ჭკუასელი ახსენეს. უტა მაისაშვილის ბიძაშვილი შეხვდა ჩეჩეს დღეს დილით, ეგ ხო იცი რა დარტყმულია, აზრი ვერ გამოვიტანე, მაგრამ ჭკუასელი ისე ახსენა, მგონი ეგაა!
- ვინაა ჭკუასელი რეზი? - გაოგნებული იყო დიტო. - არც გამიგია. იცნობ? საიდანაა საერთოდ?
- ერთი წყალწაღებული ტიპია, ბარიგა! - ზიზღით ჩაილაპარაკა დათუნამ.
- მოიცა და... ეგ რა შუაშია საშკასთან? - გაკვირვებით გადახედა ნოდომ დათუნას.
- რა ვიცი ბიჭო, რა ვიცი, გამისკდა თავი! რას გაიგებ!
- იკეთებდა, ბიჭო?!
- არ ვიცი, მაგრამ არც გამიკვირდება, - სიმწრით გამოსცრა დადვაძემ. - ვის ტენიდნენ სოფას, ვის! ვერ ვინელებ, ვერც მოვინელებ!
- დარწმუნებით ვიცით უკვე, რომ საშკას ემტერება და არა თქვენ... მაგრამ სოფასგან რაღა უნდა?! რატომ დაუმიზნა? - ფიქრების წვიმა დაატყდა თავს ნოდოს. - არანაირი კავშირი და გადაკვეთა არ აქვთ ერთმანეთთან... რატომ?!
- თვითმხილველის მოშორებაც უნდოდა, ალბათ... - წამოიძახა ფიქრით გადაღლილმა დიტომ ისე, რომ ტანსაცმლის ძებნა არ შეუწყვეტია.
- შერლოკ ჰოლმს, სულ არ ადარდებდა მაგას თვითმხილველი, ეგრე დგვარელსაც მოიშორებდა, - დასცინა ნოდომ. - ფაქტია, იმდენი დაუშავა ამ საშკამ, მისიანების ამოწვეტაც მოისურვა.
- მე ჩაპლინის კაცი ვარ, ნოდარ, ტარანტინოები თქვენკენ მოიკითხეთ!
- დროზე ჩაიცვი, სანამ დაგტოვე, დიტო ჩხაიძე! - აყვირდა განერვიულებული დათუნა.
- რეიბანები არ დამრჩეს, ომში მივდივარ, ბიჭო! სად არის ჩემი კასტეტი?
- არ გაქვს კასტეტი, დიტო, არა და გამოეტიე, მოხდა მოსახდენი ამასობაში! - დაუცაცხანა ნოდომ.
- ვსო, ვსო, მოვდივარ! - თმა გადაივარცხნა სარკეში და შეისწორა ბოლო დეტალები. - იარაღიც არ გვაქვს, კაცო? ასე ხელცარიელი სად მიგყავარ, დათუნა, არ გაგვაგორონ!
- საერთაშორისო ურთიერთობები მაინც არ გქონდეს დამთავრებული, შე მანიაკო! - სიმწრით ჩაეცინა დათუნას.
- როცა სიტყვა არ ჭრის, გაისროლე, ერთი მაგისიცო, ასე მასწავლა რონდელმა! ტერორიზმის ლექტორს ვუყვარდი მაგრად, რა დამავიწყებს! ჰო, მართლა, საჭესთან შენ არ დაჯდები, - მანქანის გასაღები აართვა დათუნას.
- აუჰ, რატო, ვითომ? - ირონიულად გადმოხედა კიბეზე ჩამავალს.
- გზაში ისეთი რაღაც უნდა გითხრათ, შეიძლება გადაგვჩეხო სადმე დაუნანებლად, - სიმწრით ჩაეცინა ჩხაიძეს.
- რა ხდება? - დათუნამ ჯერ დიტოს გადახედა, შემდეგ ნოდოს, სპაზმურ ხველასთან ერთად ფერიც რომ დაჰკარგვოდა მომენტალურად.
- რა ხდება და... „წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახული!“ წავედით! - სიმწრის სიცილით ჩაირბინა დარჩენილი საფეხურები და ბოლოჯერ გადმოხედა ნოდოს.

თვალებით შეთანხმდნენ, დრო იყო სიმართლის თქმის.


* * *

სვანეთი

სამოთხისეული საღამო.


საერთო მხიარულება სუფევდა იმ საღამოს მაზერში, როცა ქალაქში გააფთრებული დარბოდნენ ხმები.
ყველა მეზობელი შეკრებილიყო ჭონიაშვილების, წარსულში შამფრიანების, სახლში. გასაკვირად თბილი ამინდი იდგა შებინდებისას და აოცებდა ყველა იქ მცხოვრებს მზისგან შეტოვებული სხივების სიმძლავრე.
გაეშალათ საუცხოო სუფრა სახლის უკან, ფერად ხეებში ჩაფლულ მინდორში, დარაჯივით თავს რომ წამოსდგომოდა ღამის ლანდებში ჩაკარგული ორთავიანი მწვერვალი - უშბა.
ხუთი წლის შემდეგ პირველად მისცეს თავს მოლხენის უფლება მოხუცებმა.
ამბობდნენ, განსაკუთრებული სტუმარი უნდა გავაცნოთო მეზობლებს.
გააცნეს ტასო სოფას.
ბევრი მეზობელი გაიცნო იმ საღამოს ქალმა, ლაღ ღიმილს რომ ვერ იშორებდა ნათელი სახიდან.
გულითადად მიიღო ყველამ... ისე, როგორც შეეფერება ქართულ სტუმართმასპინძლობას.
აღტაცებულ მზერას არ აშორებდა ქალი შემთვრალ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვეული ცეცხლით ცეკვავდნენ სვანურს და მოხდენილად ასრულებდნენ სხარტ ილეთებს.
მოხუცები სუფრიდან აძლევდნენ ბანს მოცეკვავეებს და მღეროდნენ სვანურ სიმღერას მთელი სიყვარულით;

„თეთნე ლახვ ი მეშხე კოჯარ,
წაფხვარ დალი მურხუნჯაიშ,
მცხი ლიც ი მცხი ჰაერ,
მაი ხოჩა ლი გუშგვე შვანიშ!
უშბა შხარა და თეთნულდი,
შესადარი სად გინახავს თუ სვანეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ გინახავს.“

დასტრიალებდნენ თავს სტუმარს.
არ მოეშვნენ, ააცეკვეს მაინც.
ადგა ფეხზე და შეაგებეს მოკრძალებული ოვაციები, ჩვენი სტუმარი ცეკვავსო, ვერ აშორებდნენ აღტაცებულ მზერას.
გამოვიდა სოფა. მშვიდი ნაბიჯებითა და ანცი ღიმილით შემოიარა წრე იმ თოვლივით ფერმკრთალმა, მოდარაჯე მწვერვალზე რომ იდო ამაყად და არაფრის დიდებით აპირებდა დადნობას. მსუბუქად ეცემოდა გრძელი ნაწნავი მოხდენილ თეძოებზე ბუმბულივით მონარნარესა და პეპელასავით მიმზიდველს, თითებსშორიდან რომ უძვრებოდა მის დაჭერით მონუსხულ გამტაცებელს.
იღიმოდა ქალი, იმ დროს ბავშვივით მსუბუქი და უდარდელი. ცეკვავდა ახალგაზრდებთან ერთად ქართულ ცეკვას, სახელად „თამაშს“, ასე ძალიან რომ უყვარდა ბავშვობიდან და არ იხედებოდა იქეთ, საიდანაც უმზერდნენ დაჟინებული მზერით. განსაკუთრებით ერთი არ აშორებდა სიმუქეში ჩაკარგულ თაფლისფერებს მოხდენილად მოცეკვავეს. ცეკვავდა ისიც, მშვენიერი, თავაწეული, მორცხვად დახრილი წამწამებითა და იმ სიამაყით გამსჭვალული, ქართველ ქალს რომ სჩვევია მხოლოდ. ოცნებასავით მსუბუქი ნაბიჯებით შემოიარა კიდევ ერთი წრე. არხევდა ტანს, აჩქარდა რიტმიც, არ იშორებდა სახიდან ნათელ ღიმილს. ასწია ლოყებაფაკლულმა გრძელი წამწამები და გაუსწორა თავისი შემოდგომისფერი თვალები კაცის თაფლისფერს, უკუნით სიბნელეშიც რომ ანათებდნენ მზისფერად. იღიმოდნენო თითქოს ყველასგან მალულად. მორცხვად დახარა წამწამები მზერაში გამოჭერილმა, თვალებით რომ ეუბნებოდნენ ბევრ უთქმელსა და ვერგამხელილს. დაუთმო შემდეგ მოტაცებული ყურადღება მოცეკვავე გოგონებს.
დაიკავა ადგილი ქალების გვერდით გულამოვარდნილმა და ისმენდა მათ გულწრფელ ემოციებს. ეღიმებოდა ბედნიერს. არასდროს ყოფილა ასეთი სავსე და ცარიელი ერთად. ამდენ ბედნიერებაში განსაკუთრებით შემოაწვა ყველა დარდი და საფიქრალი.
ცუდს უგრძნობდა გული.
ყელში ებჯინებოდა და ახრჩობდა წინათგრძნობის მჟავე გემო.
მიხვდა ტასო, მოწყენილობა შეპარვოდა მათ სტუმარს და მანამ ჩაავლო ხელი, სანამ მეზობლები გაუბამდნენ დაუსრულებელ საუბარს.

- გავისეირნოთ ცოტა, - გაუღიმა გამამხნევებლად და წაიყვანა სახლის მეორე ნაწილისკენ. თან გამოჰყვათ ზედმეტი მზერაც, მთელს ზურგს რომ უწვავდა მიმავალ ქალს. - რა ლამაზად იცეკვე, მოცეკვავე ხომ არ ხარ? - აღტაცებას ვერ მალავდა გოგონა.
- ბავშვობაში ვცეკვავდი, მაგრამ აღარ გავაგრძელე. ვნანობ, რომ დავანებე თავი, - გაუღიმა მანაც და მიმართა მზერა ცარიელ სივრცეს. გრძნობდა, ნელ-ნელა ეცლებოდა ხელიდან აქ ყოფნის დროს მოპოვებული ყველა სიმშვიდე.
- ცუდად ხომ არ ხარ? ფერი არ გაქვს, რაღაც... - დაფეთდა ტასო და შეაშველა ხელი გაფითრებულს.
- კარგად ვარ, უბრალოდ... თავს მახსენებს, ზოგჯერ... - გაიღიმა ნაძალადევად და ხელით დაინიავა, იქნებ ასე მაინც ესუნთქა ოდნავ თავისუფალად. - აქ ჩამოსვლის დღიდან იმდენად მიმავიწყდა... გეცოდინება, რაც. ხომ იცი? - ჩაეკითხა ჟღალთმიანს და დაუქნია მანაც მორცხვად თავი.
- ლილიკომ მითხრა... რთული იქნება ძალიან. საქმრო იყო, არა?
- იყო, - ამოგლეჯილს ჰგავდა ერთადერთი სიტყვა. შეავლო თვალი ტასოს. მიხვდა სოფა, რა კითხვებიც ტრიალებდნენ გოგონას ინტერესით მომრგვალებულ თვალებში. - გიკვირს, არა?
- რა? არა... მე, არა, - გამოჭერილივით დაიბნა ტასო.
- ყველას უკვირს... რატომ ვარ ცოცხალი მაშინ, როცა მომიკლეს საქმრო. რატომ ვსუნთქავ, რატომ არ ვცდილობ თავის მო/კვლას... - ჩაეცინა სიმწრით. - ყველაფერი ისე არაა, როგორც ჰგონიათ. არ არის ეგრე მარტივად, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საქმროსა და საცოლის უკან არის ისეთი ამბებიც, რომლებიც აუფასურებს ამ სტატუსებს, ხომ გესმის? ... განვიცდი, რა თქმა უნდა... ადამიანი იყო, ახალგაზრდა, რომელიც სასტიკად მოკლეს. შეუძლებელია არ შეგებრალოს და დაგენანოს, მაგრამ... აქაც არსებობს მაგრამ, - ამდენი ხნის შემდეგ პირველად ამოხეთქა ყველა დაგროვილმა სიტყვამ. ყველას თვალებში ამჩნევდა სოფა გაკვირვებას, გაოცებას, კითხვებს... ელოდნენ პასუხებს. არ სცემდა არავის. ვერ. იყო რაღაცები, რაც უნდა სცოდნოდა მხოლოდ რამდენიმეს და არავის სხვას, თუნდაც თვითონ ყოფილიყო უკანასკნელი დანარჩენების თვალში.
- არ გიყვარდა, - განაჩენივით დასცდა სიტყვები ტასოს.
- მიყვარდა, მაგრამ არა ისე, როგორც უყვარს საცოლეს საქმრო, ცოლს ქმარი... - ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა მანაც.
- ცხოვრებას ინგრევდი, სოფა? - წამოიყვირა გაკვირვებულმა. - ცოლად მიყვებოდი კაცს უსიყვარულოდ?
- ისე არაა, როგორც ფიქრობ, ტასო... ყველაფერს აქვს თავისი ახსნა, თავისი პასუხი... - ჩაიწმინდა გატეხილი ხმა სოფამ. თითქოს მხოლოდ ახლა გაახსენდაო, რომ აღარ არის ამქვეყნად საშკა ფარჯიანი, თავისი საქმრო. - იმდენი უსამართლობა შემხვდა საშკას მკვლელობასთან ერთად, ისე ამერია გონება და ფიქრები, რომელ ერთზე მეფიქრა პირველად, აღარ ვიცოდი... ონისეს დაჭერას უპირებდნენ მაშინ, როცა მე გადამარჩინა... მოკვლას მიპირებდნენ მაშინ, როცა არანაირი ბრალი მიმიძღოდა... ვაჩეც ჩემგან ელის პასუხს, როცა ისიც არ იცის, რა დააშავა მისმა ძმამ, ან დააშავა თუ არა რამე... ესეც არ ვიცით, ტასო, და ეს ამბავიც ისე ირონიულად დამთავრდა... საშკა მაინც ჩემს საქმროდ დარჩა... მოკლულიც. - სუსტ, სიმწარეშეპარულ ჩაცინებას ამოაყოლა სიტყვები სოფამ.
- აშკარად რთულ ამბებში ხართ ახლართული, - მძიმედ ამოიოხრა ტასომ, თავიც რომ ასტკივებოდა ლაბირინთში გახვეულს. - შენი და გიორგის ცხოვრება ჰგავს ერთმანეთს. მე თუ მკითხავთ, გავხართ კიდეც ხასიათებით, - დაამატა უცნაური ღიმილით გოგონამ.
- რატომ? - გაკვირვებით აზიდა წარბები სოფამ.
- მოიცა, არ იცი? - გაუკვირდა ტასოს, ხელებიც რომ დაეკაპიწებინა უკვე ამბის მოსაყოლად გამზადებულს.
- რა უნდა ვიცოდე, ტასო? - ოდნავ დაიძაბა სოფა.
- ხუთი წლის წინ, გიორგის საცოლე მოუკლეს, - უჩურჩულა იმდენად დაბალი ხმით, რომ თავადაც ძლივს გაიგო თავისივე სიტყვები.
- რა? - თვალები გაუფართოვდა ქალს. - საცოლე?
- მეგონა გეცოდინებოდა... საკმაოდ ცნობილი ამბავია მაჭავარიანების გოგოს მკვლელობა, - აიჩეჩა მხრები ტასომ და ზურგით მიეყრდნო ხეს.
- მოიცა... გამიგია თითქოს, - ჩაფიქრდა სოფა, სახელს იხსენებსო თითქოს. - მარიამ მაჭავარიანი?
- მარიამი, - თავისი მსუბუქი დაკვრით დაეთანხმა ისიც.
- საცოლე იყო გიორგის? - აუთრთოლდა ხმა სოფას. უცნაურად შეუტოკდა გული უეცრად შემცივნებულს.
- საცოლე... ოფიციალურად არა, ცოლად მოყვანას აპირებდა გიორგი, მაგრამ ორ გვარს შორის მტრობამ შეიწირა მათი ამბავი, - მძიმე ოხვრას ამოაყოლა ტასომ და კიდევ უფრო დააბნია სოფა. - უყვარდა ძალიან გიორგის.
- შეგიძლია უფრო დეტალურად მომიყვე? - ამოიხრიალა თითების მტვრევით. ვერ მიხვდა რატომ დაიძაბა ასე ძალიან... ან იქნებ, მიხვდა კიდეც, მაგრამ ვერ აღიარა, როგორ ეწყინა უკანასკნელი სიტყვები.
- უჰ... ისეთი გრძელი და ჩახლართული ამბავია... ვეცდები მოკლედ მოგიყვე, - ჩამოუჯდა გვერდით სოფას, აკანკალებულ ფეხებს ძლივს რომ იმორჩილებდა. - გიორგის მამიდა, ანუ გიორგი ბაბუას უფროსი ქალიშვილი, რომელსაც ქმარ-შვილი ჰყავდა, შეჰყვარებია მარიამ მაჭავარიანის ბიძას, თუმცა აკვიატება უფრო იყო ეგ ამბავი, ვიდრე სიყვარული... - დაიწყო ამბის თხრობა ტასომ. - რა თქმა უნდა, არანაირი შანსი არ ჰქონდა, მაგრამ ვერ ეგუებოდა ის კაცი უარს. ჯიბრში ჩაუდგა მის ქმარს. როგორც ვიცი, ახალგაზრდობიდანვე ასე აჯიბრებოდნენ ერთმანეთს ფაღავები და მაჭავარიანები... საბოლოოდ, ისე მოაწყო მარიამის ბიძამ, რომ მოიტაცა ქალი... შვილს და ქმარს მოაშორა... ვერსად პოულობდნენ. მიწამ ჩაყლაობაო თითქოს მაგათი კვალი. ბოლოს იმდენი დამართა, თვითმკვლელობამდე მიიყვანა საბრალო. თავი მოიკლა გიორგის მამიდამ და აქედან დაიწყო დაუსრულებელი მტრობა ორ გვარს შორის.
- რას ამბობ, ტასო... - თვალები აემღვრა სოფას. - დაისაჯა ის კაცი?
- გაიქცა ქვეყნიდან. მაჭავარიანები ამბობენ, ვერ გაბედავსო ფეხის ჩამოდგმას. რომც გაბედოს, პირველი ვიქნებით, ვინც გამოუტანსო განაჩენს.
- საბრალო ქალი... - ამოიოხრა გულდაწყვეტილმა სოფამ. - ოჯახები უკრძალავდნენ ურთიერთობას?
- გიორგი ბაბუა თანახმა იყო, იმდენად უყვარდა გიორგის მარიამი... მაგრამ ვერ მივიდნენ მაქამდე... ურთიერთობამდე დაუსრულეს, - კიდევ აპირებდა გაგრძელებას ტასო, თუმცა მათკენ მომავალი ლილი რომ შენიშნა, გაჩუმება არჩია. იცოდა, არ უყვარდა ლილის ამ თემაზე საუბარი. მძიმე იყო ქალისთვის ის რეალობა, რომელშიც ერთი შვილიშვილი მეორემ გაუნადგურა.
- სად გაუჩინარდით? ხომ კარგად ხარ, სოფა? - თავზე წამოადგათ გოგონებს მოხუცი. - ტასო, სტუმარს მიმიხედე-მეთქი გთხოვე და სად დაატარებ ამ შუა ღამეს? - წყრომით გადახედა დისშვილიშვილს.
- ცოტა გავისეირნეთ, სუფთა ჰაერზე... კარგად ვარ, მადლობა! - ძლივსღა ამოიღო ხმა გულშეღონებულმა სოფამ.
- წამოდით, წამოდით, ჩემი ტორტი უნდა გაჭამოთ!
- ლილიკო, გავსუქდები და შენი ბრალი იქნება! - წუწუნით მიჰყვა ტასო ბებიის დას.
ვეღარ გააგრძელეს საუბარი.
ისიც ბევრი იყო, რაც მოისმინა სოფამ.
კიდევ უფრო შეეხუთა სული.
გამუდმებით ჩაესმოდა ტასოს სიტყვები;
„გიორგი ბაბუა თანახმა იყო, იმდენად უყვარდა გიორგის მარიამი“
ახლა მიხვდა რატომ იყო გიორგი ასეთი.
ახლა დაუნახა ყველა ტკივილი, აქამდე ვერშემჩნეული.
უცნაურად, ეგოისტურად ჩასწყდა გული და კიდევ უფრო ეტკინა, ეგოისტობაში რომ გამოიჭირა საკუთარი თავი.
ნირწამხდარი დაბრუნდა სუფრასთან, აჭრელებულ სახეზე ეწერა თითქოს ყველაფერი... შესამჩნევად არიდებდა თვალს კაცს, რომელიც დაჟინებით უმზერდა დაბრუნებულს.
ისეთი სიმართლით იყო დამძიმებული, შეეშინდა, არ ამოეკითხა მის მზერაში გიორგის.
იმხელა ამბით იყო დამძიმებული, საკუთარიც გადაავიწყდა გულშეღონებულს.
იმდენად შესამჩნევად არიდებდა მზერას მოპირდაპირედ მჯდომს, გიორგიმ ხელის მსუბუქი მოძრაობით ჰკითხა, რა ხდებაო.
დატოვა უპასუხოდ.
ერთი სული ჰქონდა თავის ოთახში ჩაკეტილიყო და აღარასდროს ამოეწია თავი საბნიდან.
გაქცეოდა ყველა რეალობას, რომელშიც არავინ იყო ბედნიერი.
ლილიმ პლედის მოსატანად რომ დააპირა წასვლა, თვითინ წამოხტა ფეხზე, მე მოვიტანო.
გიორგის ოთახიდან უნდა აეღო ის პლედი.
ფეხების ბორძიკით შევიდა ჩაბნელებულ ოთახში.
ნეტავ, გიორგის თუ ეშინიაო იმ ხალხის აზრის, თავად რომ უთხრიდნენ სამარეს საქმროს მკვლელობის შემდეგ, ფიქრობდა სოფა ძალიან ბევრს.

პლედის მოსატანად ოთახში შესული, შეღებულ ფანჯარასთან შეჩერდა დიდხანს.
პარალიზებული იდგა, ხის რაფას ეყრდნობოდა ხელისგულებით და არ აშორებდა არეულ, ამღვრეულ მზერას თვალუწვდენელ მთებს.

- ლილის ჰგონია რომ მოგიტაცეს, სოფა, - გიორგის ხმამ დააფრთხო ჩაფიქრებული. გულგახეთქილი მიბრუნდა ოთახში ნახევრად შემოსულისკენ.
- შემაშინე! - მთელი სხეული აუკანკალდა სოფას. ამ საღამოს განსაკუთრებით მგრძნობიარე იყო იმ დეტალების მიმართაც კი, ადრე არასდროს რომ არ შეამჩნევდა. ნანერვიულებს გიორგის ამბავიც დაემატა საფიქრალად და დასამძიმებლად.
- ბოდიში... - ხელები ასწია შემრიგებლურად გიორგიმ და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ფანჯარასთან მდგომს. - რას აკეთებ აქ?
- პლედს ვეძებდი... - დაიწრიპინა მისი სიახლოვით აფორიაქებულმა და აარიდა სწრაფად მზერა.
- ფანჯარაში? - წარბები სასაცილოდ აზიდა გიორგიმ.
- გავიხედე უბრალოდ, რა მოხდა? არ შეიძლება? - გადავიდა შეტევაზე და უღონოდ დაიწუწუნა ბოლოს. - ვერ ვიპოვე პლედი...
- ვერ იპოვიდი, მართალია... სკამზე დადებული პლედის პოვნა ძალიან რთულია, - დამცინავად ჩაეცინა კაცს და ხელი დაავლო ხის დაწნულ სკამზე გადადებულ თხელ ნაჭერს. აბრჭყვიალებული თვალებით ანიშნა, მიგიხვდიო.
- ნუ დამცინი! - აწითლდა სახეზე გამოჭერილი.
- შენ დამცინი! - გააჯავრა პატარა ბავშვივით გაბუსხული. - არ მოდიხარ?
- მოვდივარ, ხო... - ჩაილაპარაკა და უენერგიოდ მოსცილდა მზერით შეჩვეულ ხედს.
- რა გჭირს, სოფა? - ჩაეკითხა და შეუთვალიერა სახე. ჩამქრალმა მზერამ მიახვედრა, უხასიათობას შეეპყრო ქალი.
- არაფერი...
- ნამდვილად?
- შენ... გეშინია ხალხის აზრის? - დასცდა ვერშეკავებული სიტყვები და შემოაბრუნა კიდეც კარისკენ წასული.
- ხალხის აზრის მოსმენას, იცი, რა სჯობს, სოფა?.. - გაუღიმა მკრთალად და დაფარა მასთან მისასვლელი მანძილი. - ერთხელ გახედვა ჩემი ფანჯრიდან.
- რას დავინახავ შენი ფანჯრიდან, გიორგი? - ალმაცერად გადახედა და თვალით გაზომა მანძილი მასსა და კაცს შორის. ზედმეტად ახლოს იდგა.
- ცაცხვს ხომ ხედავ? წიფელს? ნაძვი? კიდევ გინდა რამის დანახვა ჩემი ფანჯრიდან, სოფა? - ინტერესით აღსავსე, ღიმილიანი მზერა შეანათა დაბნეულს გულზეხელდაკრეფილმა.
- შენია... იმას დამანახებ, რისი დანახებაც შენ გინდა, არა? - შესამჩნევად ჩაუწყდა ხმა ქალს.
- რას ხედავ, შენ? - მომთხოვნი გაუხდა ხმა გიორგის.
- სჯობს ქვემოთ ჩავიდე... სირცხვილია. მე წავიღებ პლედს. - გონს მოვიდაო თითქოს და ხელიდან აართვა პლედი.
- არაფერს?
- რას გინდა, რომ ვხედავდე, გიორგი? - სწრაფად მობრუნდა კარისკენ წასული. ფანჯრის რაფას მიყრდნობოდა ზურგით გიორგი და აკვირდებოდა გამჭოლი მზერით ქალის ყოველ ემოციას... რენტგენში ატარებსო თითქოს.
- მე ის მაინტერესებს, შენ - რას, მხოლოდ.
- ტკივილებს ვხედავ, - დასცდა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ.
- ჰო? აბა, დამანახე. მოდი. - დაქაჩა თავისკენ და დაიყენა გვერდით.
- გეყოფა! - სწრაფად გააშვებინა ხელი.
- კარგი, მეყოფა... კიდევ?
- არაფერს.
- შენ ახლა მატყუებ? - სუსტად გაეღიმა კაცს.
- როგორ ვბედავ? - წარბები აზიდა სარკასტულად.
- თუნდაც... - ხმით ჩაეცინა გიორგის. - არ მეუბნები, ანუ.
- ისევე, როგორც შენ არ მეუბნები, ანუ... - გააჯავრა მისი ირონიული ტონი სოფამ.
- აჰ, ეგრე ვართ?
- ეგრე, როგორ?! - აუთამაშდა წარბი სოფას.
- ჩემგანაც გინდა რაღაცების მოსმენა?
- დავუშვათ მინდა, მერე? - უმტყუნა ხმამ ქალს. იცოდა, ბევრი რამ იცოდა უკვე, მაგრამ არა - მისგან და ანერვიულებდა ესეც.
სუსტი ღიმილით გადააქნია თავი კაცმა, შინაგანად იმაზე მეტად აღელვებულმა, ვიდრე შეეძლო გამოეხატა მის წინ მდგომს, სიბრაზისგან ალმური რომ ასვლოდა თოვლივით თეთრ სახეზე.

- ჩემს ფანჯარას ხედი არ აქვს, სოფა. არ გაიხედო, არ ღირს, ხო?
დაუტოვა ბოლო სიტყვა და დატოვა მარტო საკუთარ ოთახში, საკუთარ ფანჯარასთან მდგომი.

ღია იყო ის ფანჯარა.

* * *

თბილისი

შეღებულ ფანჯრებს შერჩენოდა დილის სუსხი.

ხმა დაირხა, ვაჩე ფარჯიანი სვანეთში წავიდა თავისი სიტყვის ასასრულებლადო. გაუგია, სოფა დადვაძე სვანეთში რომ გადაუმალავთო.
გაგიჟებულმა შეგლიჯა ონისე დგვარელის სახლის კარი ქეთუთა დადვაძემ, მოისმინა თუ არა ინფორმაცია.

- გაიგო!
- ვინ, რა? - ნახევრად შიშველი იდგა კართან ახალგაღვიძებული.
- ჩაიცვი! დროზე! გაიგო! - ქარიშხალივით ტრიალებდა მისაღებში ქეთუთა.
- ქეთუთა დადვაძემ ჩემი სახლის მისამართი? - ალმაცერად აათვალიერა ქალის დაძაბული სხეული და ჩაეცინა გამხიარულებულს.
- ონისე! - ბრაზისგან ასწითლებოდა სახე უმცროს დადვაძეს. - დაადუმე შენი იაფასიანი იუმორი!
- სახლში მივარდები და კიდე აქეთ მიბრძანებ რაღაცებს, დიქტატორო კიმ ჩენ ინ? - კარის ძგიდეს მიყრდნობილი ათვალიერებდა გაცეცხლებულს.
- ონისე, არ არის ხუმრობის დრო!
- რა გინდა, ბავშვო? - უდარდელად ჩაეცინა დგვარელს და მიუახლოვდა ორი ნაბიჯით დაბნეულს.
- ფარჯიანმა გაიგო სოფა სვანეთში რომ არის და მასთან წავიდაო, გესმის?! - ვერ იმორჩილებდა ხმის კანკალს ქეთუთა.
- შენ საიდან ეგ? - ეჭვით დააჩერდა ზემოდან.
- რა მნიშვნელობა აქვს? - გაცოფდა კიდევ უფრო და იმდენივე ნაბიჯი გადადგა უკან, რაზეც ღიმილი ვერ შეიკავა კაცმა.
- წყარო მჭირდება, გოგონი! - წარბები აზიდა უნდობლად ონისემ და შეამცირა ისევ გაზრდილი დისტანცია. - გიორგი ისეთ ადგილას ცხოვრობს, ექსტრასენსთა ასოციაციიდან თუ გადაურეკავდნენ ფარჯიანს და ჩაუგდებდნენ ლოკაციას.
- დათუნას უთხრეს დღეს დილით, დაკმაყოფილდი? - აატრიალა თვალები და აიქნია ხელები გაბეზრებულმა.
- ო... ეგ სხვა ამბავია! - ნიკაპზე მოისვა ხელი ჩაფიქრებულმა.
- არ ჩაიცვამ? - დოინჯშემოყრილი მოუთმენლად აბაკუნებდა მარჯვენა ფეხს ხის იატაკზე.
- რატო მათვალიერებ, გარყვნილო ბავშვო? მიშტერება რომ დასჯადია, არ იცი? გიჩივლო? - ჩვეულ ირონიას არ ღალატობდა დგვარელი.
- ონისე, ფარჯიანმა რომ ჩაგვასწროს... - არ იმჩნევდა კაცის დამცინავ ტონს განერვიულებული და აგრძელებდა თავისას კონსპირაციებში ჩაძირული. მოისმინა თუ არა ახალი ამბავი, მას შემდეგ იმტვრევდა თავს უამრავი სცენარის წარმოდგენით, ერთმანეთზე უარესი დასასრული რომ ჰქონდა ყოველ მათგანს.
- აა, მოვდივარ უკვე?
- მეც მაგარ ვინმესთან მოვედი! აჩისთან უნდა წავსულიყავი, რა!
- რატო არ წახვედი მერე?
- სულელი ვარ, სულელი! - ამოიქშინა მასთან ბრძოლით დაქანცულმა და ხმაურით ჩაეხეთქა დივანზე.
- სხვა რამე უფრო ხარ, მაგრამ არ გეტყვი, არაადეკვატური ხარ, თან სახიფათოც! - უნდოდა ეთქვა შეყვარებულიო, მაგრამ მიხვდა, საკუთარი უსაფრთხოებისთვის გაჩუმება სჯობდა.
- მომისმინე, რაღაც უნდა გთხოვო... - წამოიწყო შემრიგებლური ტონით და საქმიანად ახლართა ხელები ერთმანეთში.
- ვაა, ეს უკვე მომწონს. ეგრე დაგვეწყო ურთიერთობა, არ სჯობდა? მიდი, აბა! - ჩამოუჯდა გვერდით. მართალია ართობდა მასთან კამათი, უფრო მეტად თამაში, მაგრამ ფარჯიანის სვანეთში ვიზიტი არც მას არ ენიშნა კარგად.
- ნუ ცანცარებ და ჩა-ი-ცვი!
- არა, მესმის, რომ შენთვის უცხოა ასეთი სხეულის გვერდით იჯდე... და უყურებდე... თან რაღაცით აპოლონსაც ვგავარ, ხო იცი? იბნევი ძალიან, ხო? მესმის, მესმის! - დამამშვიდებლად მოუთათუნა ხელი მხარზე დაბღვერილს.
- ვერ ვიტან შენნაირ ნარცისებს! - მოეღრიცა სახე ისე, რომ არც გაუხედავს მისკენ.
- ახლა სანამ შევაღვიძე ჩემი გაღიზიანებული ანგელოზები, მითხარი, რა გინდა!
- უნდა წამიყვანო ისე, რომ არავინ გაიგოს! - შეთქმულივით უჩურჩულა, თითქოს კიდევ ვინმე გაიგებდა მათ გარდა.
- მოგიტაცო გინდა? - გააჯავრა და უჩურჩულა მანაც.
- ნუ ცანცარებ-მეთქი, ონისე! - დაიწუწუნა ფეხების ბაკუნით. - დათუნამ არ უნდა გაიგოს! ეგეც მიდის დიტოსთან და ნოდოსთან ერთად. სახლიდან რომ გამოვედი, მათთან მიდიოდა... წავიდეთ, რა, სწრაფად! არ მინდა, რომ ჩაგვასწრონ!
- საბარგულში ჩაჯდები? - სრული სერიოზულობით გადმოხედა ასაფეთქებლად მომზადებულს.
- ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი! - კომპრომისზე წასვლა არჩია უმცროსმა დადვაძემ. მიხვდა, დათმობა უფრო მომგებიანი იყო ამ სიტუაციაში.
- ისედაც შემისრულებ, ქეთუ-თა, რასაც გეტყვი! - თავდაჯერებულ ღიმილს არ იშორებდა დივანზე გადაწოლილი.
- სიზმარშიც არ, საცოდავო!
- მაგასაც ვნახავთ, ლამაზო! - ჩაუკრა თვალი ღიმილით და მძიმედ წამოდგა ფეხზე. ფრატუნით გავიდა საძინებელში მოსამზადებლად, ფეხდაფეხ მიჰყვა ქეთუთაც.
- ნუ მეძახი სისულელეებს, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! - წამოადგა თავზე კარადასთან დაყუდებულს, დიდი სიფრთხილით რომ ეძებდა აკურატულად დაკეცილ ტანსაცმელებში შესაფერისს.
- ჩემთან ერთად უნდა ჩაიცვა? - წარბები აზიდა ირონიულად დგვარელმა. - მე არ მაქვს პრობლემა, იყავი, თვალს წყალი დაალევინე!
- საერთოდ არ მაინტერესებს შენი სხეული! ოდნავადაც არ იწვევ ინტერესს! - ჯიბრში ჩაუდგა გულზეხელდაკრეფილი და უდარდელად ჩამოუდგა მოპირდაპირე მხარეს.
- კი, ხო? - გადმოხედა კმაყოფილი ღიმილით.
- დროზე!
- ჯერ ცოლიც არ გქვია და უკვე მატერორებ, არ შეიძლება ასე, ქეთუთა!
- რა ცოლი! რა ცოლი! - ალმური მოედო სახეზე ქალს. - ცოლი კი არა, შეყვარებულიც არ ვარ და არც ვიქნები არასდროს!
- კაი, შეყვარებული არ იყო, ცოლი იყავი პირდაპირ, გინდა?
- მომისმინე, ონისე! ისედაც ძალიან ბევრს გითმენ და ნუ გამომიყვან მწყობრიდან, თორემ...
- შემზარა... დამბურძგლა... დამაყარა. აი, ნახე... - მკლავი მიუშვირა გაღიზიანებულს. - კაი, კაი, ნუ ამეჭერი ახლა, ხანდახან გიხდება, მაგრამ სულ კი არა, ქეთუთა!
- ძალიან ბევრი დავაშავე, ძალიან ბევრი! - ბუტბუტებდა თავისთვის. - რომ არ დამეშავებინა, ასე ხომ არ დავისჯებოდი? რა დავაშავე, კი მაგრამ? რა შემეშალა... სად შემეშალა... მიმანიშნე მაინც, ღმერთო!
- თავის თავს ელაპარაკება... დავიღუპე! - ჩუმაფ ფხუკუნებდა ონისე და არ აშორებდა თვალს. - მომისმინე... ბოდიში ხელს რომ გიშლი ამ საჭირბოროტო დიალოგში, უფროსო, მაგრამ ახლა აბაზანაში უნდა შევიდე და შეიძლება? მრთავ ნებას? თუ შემომყვები აქაც? მე პრობლემა არ მაქვს, მართლა!
- როგორ ვერ გიტან, ონისე დგვარელო! - ფეხების ბაკუნით გავიდა ოთახიდან და კარიც მოიჯახუნა.
დიდხანს იჯდა მისაღებში. ისიც განზრახ აგვიანებდა მომზადებას. დადიოდა ქეთუთა წრეზე. ჯერ კარადასთან ჩამოდგა, წიგნებს ათვალიერებდა გულზეხელდაკრეფილი, შემდეგ კედელზე ჩამოკიდებულ ნახატებსაც შეავლო თვალი. განსაკუთრებით ელამაზა ერთი; კორპუსების თავზე დარაჯად მდგომი კაშკაშა მზე, თავის სხივებში რომ ახვევდა გარემოს. ბოლოს, ლამაზ ჩარჩოში ჩასმული ფოტოებისკენ გადაინაცვლა, ნახატების გვერდით რომ იწონებდნენ თავს. ერთ ფოტოზე მშობლებთან ერთად იყო პატარა ონისე, მეორეზე - ქერათმიან გოგოსთან ერთად, აშკარად მასზე უმცროსი უნდა ყოფილიყო. დიდხანს აკვირდებოდა, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ შეიძლება ყოფილიყო ქარვისფერთმიანი და ცისფერთვალება.

- და გყავს? - ნაბიჯების ხმა რომ გაიგო, მიუბრუნდა წასასვლელად მომზადებულს.
- არა.
- ეს გოგო ვინ არის? - მზერით ანიშნა სურათზე.
- ბიძაშვილი, - უპასუხა მშრალად. - წამოდი.
- რა ჰქვია?
- ნენე. მოდიხარ თუ ვაგრძელებთ ჭორაობას?
- ზოგჯერ უჟმური რატომ ხდები? - მიჰყვა უკან სწრაფი ნაბიჯებით მიმავალს. - შენს სამარცხვინო იუმორს სჯობს, თუმცა.
- ღმერთო, გადმოგვეხედე, სულ თუ არა, ხანდახან მაინც! - წუწუნით ჩაირბინა კიბეები და პომპეზურად გაუღო მანქანის კარი. - დაბრძანდით!
- ნელ-ნელა ითვისებ ქალთან მოქცევის წესებს, ხო იცი?
- მასწავლებელი მყავს იდეალური, ცოტა ტერორისტი, - სარკიდან შეავლო ღიმილიანი მზერა და აჩისთან გადარეკა. უთხრა თუ არა, ფარჯიანი სვანეთში წავიდაო, გაგიჟებული წამოვარდა ფეხზე ბერიძე და დაიწყო მომზადება.
დიღმისკენ იყვნენ გასული, ეშმაკური ღიმილი რომ აუთამაშდა დგვარელს სახეზე.
- ისე, ქეთუთა, გახსოვს იდიოტების რაოდენობა გულმოდგინედ რომ დაგითვალე?
- ა, შენი ცოდნის მაქსიმუმი რომ გამოავლინე მათემატიკაში? კი, მერე?
- ხოდა, ახლა ხუთჯერ გავაჩერებ მაღაზიასთან, ყველა მაღაზიაში შეხვალ და იკითხავ, ონისე დგვარელი მიყვარს და ხომ არ იცით ცხოვრობსო, - თვითკმაყოფილი ღიმილით გადმოხედა ხველაავარდნილს.
- იოცნებე! - ჩაიფრუტუნა ირონიულად.
- შენ იოცნებე - ჩემზე. ახლა კიდე, გადადი მანქანიდან და შებრძანდი იმ თონეში.
- ბატონო? - წარბები აზიდა ქეთუთამ.
- მიდი, მიდი.
- არ შევალ!
- მაშინ დაგტოვებ აქ, გინდა? ფეხით გამოგვეკიდე ან დიდუბეში აირბინე, იქნებ გავიდეს მესტიის მიმართულებით მინივენი, - თავდაჯერებულ ღიმილს არ იშორებდა სახიდან დგვარელი.
- ვერ დამტოვებ!
- ჭკუა დამიშლის?
- ჭკუა არც გაქვს, რომ დაგიშალოს, მაგრამ მე მაქვს, გენიოსო! პოლიციაში დავრეკავ და ვეტყვი ქალაქიდან რომ გახვედი! - ბოროტი ბავშვის ღიმილმა გაუნათა სახე გულზეხელდაკრეფილს.
- მე კიდე ვეტყვი, მძევლად რომ ამიყვანე! თან შენს სახეს რომ დაინახავენ, არ გაუკვირდებათ, შეიძლება შევეცოდო კიდეც...
- აი, დავრეკავ ახლა და შენ ნახავ! - პომპეზურად ამოიღო ტელეფონი ჩანთიდან.
- კარგი, შემიძლია ნება მოგცე შერცხვენის, თან ახალი ამბავი ჯერ არ იცი... - უდარდელად შემოიწყო ხელები კეფაზე და სარკიდან გადმოხედა ღიმილჩამორეცხილს.
- რა ამბავი?
- შემიძლია ქალაქიდან გასვლა! - თვითკმაყოფილი ღიმილით მიბრუნდა მისკენ.
- რანაირად? როგორ?
- ფარჯიანმა გაიტანა განცხადება.
- უკაცრავად? - წამოიყვირა გაოგნებულმა.
- დიახ. მიდი, შედი, სანამ აჩი ჩამოვა. გელოდები, ქეთუთა, - წაიღიღინა მისი სახელი.
- რას ნიშნავს განცხადება გამოიტანა?! - სახე აერია ქალს. - შეიტანოს დროზე!
- მტერი ხარ, გოგო?!
- ამ ეტაპზე, ასე მაწყობს! გადარეკეთ, შეაბრუნოს!
- შენ ბრიტანეთში სასწავლებლად იყავი, ხო? - ჰკითხა სასხვათაშორისოდ.
- მერე?
- მშობლებმა გაგიშვეს, ხო?
- და?
- არაფერი, არაფერი... - ინტრიგნულად დაიწყო ხელები გულზე.
- თქვი, დროზე!
- არაფერი, რა. დაივიწყე. - აგრძელებდა თამაშს.
- ონისე! - ღმუოდა ნერვებმოშლილი. - მითხარი, რა გაიფიქრე!
- ფიქრებშიც არ დამტოვო მარტო, ხო... როგორღაც აქაც შემომისახლდი!
- არ მეცინება.
- მე მითუმეტეს.
- რა გაიფიქრე-მეთქი!
- მგონი... რა ხდება, იცი?
- რა? - წამოიყვირა მოუთმენლად.
- რა და... სასწავლებლად არ გაუშვიხარ ოჯახს, - სინანულით ჩაილაპარაკა დგვარელმა.
- უკაცრავად?
- ხო...
- აბა, რატომ გამიშვეს, გენიოსო?!
- ფიზიკურად ვეღარ გიძლებდნენ, გესმის?.. - სერიოზულ გამომეტყველებას ცინიკური ღიმილი რომ შეერია, თმა ყალყზე დაუდგა სიბრაზისგან ქეთუთას.
- ცოდო! - წაისისინა გაბრაზებულმა.
- ცოდო ვარ, კი... ახლა მითუმეტეს, - ჩაუკრა თვალი ნიშნისმოგებით. - გადადი, თონე გელოდება, ქე-თუ!
- არ გადავალ-მეთქი, ვთქვი!
- დაგტოვებ... ხო იცი, რომ დაგტოვებ? - იცინოდა ონისე.
- ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ საერთოდ არ მრცხვენია, - მცირეხნიანი დუმილის შემდეგ ამოიოხრა შეღონებულმა და დაამატა სარკასტული ღიმილით ბოლოს. - გულს გაგიხარებ, საცოდავო!
- ნუ, შენ ხო მაშასადამე ევროპელი ხარ, რისი უნდა შეგრცხვეს?! - ყალბი აღტაცებით გადმოხედა ქალს.
- რა ხდება, რა ამბავია? მთელს დიღომს ესმის თქვენი ხმა, - შეშფოთებულმა გააღო მანქანის კარი აჩიმ. - მშვიდობაა? თუ თქვენთან რა უნდა?
- როცა ქეთუთა დადვაძე ზის შენს მანქანაში, მშვიდობა შვებულებაში გადის, არ იცი, აჩიკო? - ჩაეღიმა დგვარელს.
- აი, რისი ღირსია?! აჩი, შენ მაინც რატომ იცინი? ამის იუმორზე რატო გეცინება? - ჭარხლისფერი დაედო ქალს.
- მოიცა, შენც მოდიხარ? - გაკვირვებულმა გადახედა აჩიმ ჯერ ონისეს, შემდეგ ქეთუთას. - პრინციპში, შენ წამოდი, „დაჟე“ ონისე დავტოვოთ, მაინც ფინთია.
- ვინაა ბიჭო, ფინთი? - გაგიჟებულმა გადახედა უკანა სავარძელზე გადაწოლილს.
- მე მომხვდა ფარჯიანის მუშტი? - წარბები აწკიპა სასაცილოდ ბერიძემ.
- არ მინდოდა თორე, არ მინდოდა, უბრალოდ! შე მოღალატე! - დაუქაჩა თვალები მოღიმარს.
- აჩი, ეს იცი რომელი ბავშვია? - სიცილით გააქნია თავი ქეთუთამ და ტანით შებრუნდა ბერიძისკენ. - „ვინც ბოლო, ის გოგო“ რომ დაიძახეს და სულ ბოლოს რომ მოჩანჩალებს...
- შენ იცი, რომელი ბავშვი იყავი, ქეთუთა? - ეშმაკური ღიმილით მიაბრუნდა თავი მისკენ. - „ვინც ბოლო, ის გოგო“ რომ დაიძახეს და ყველაზე პირველი რომ მიჩანჩალდი.
- ჰა-ჰა-ჰა! - გამოაჯავრა ყალბი ღიმილით.
- აფთიაქთან გამიჩერე, რა, - ეჭვით გადმოხედა აჩიმ დგვარელს, მზერით რომ ჰკითხა, რა გინდაო აფთიაქში. - რამე გასათიში უნდა გიყიდოთ, თორე შვიდი საათი თქვენი მოსმენა... არა, ვერა!
- ფრენები არ იყო დღეს, თორე ამხელა რისკზე წავიდოდი, აჩიკო? - დანანებით გააქნია თავი ონისემ.
- ეს ნათესაური „საფორთები“ რა წესია, აჩი? - წყრომით გადახედა ქეთუთამ კაცს. - შენ მე უნდა „დამიპადეშკო!“
- რა ვქნა? - გაეცინა აჩის.
- მოიცა, რა უნდა ქნაო? - ფხუკუნებდა ონისე. - დამი... დამი, რაო?
- მათემატიკაში ნული, ლინგვისტიკაში ნული! ონისე, აბა ერთად გავიმეოროთ, „თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა.“
- არ მინდა გაგაწყვეტინოთ ეს ზეციური ხარისხის ინტელექტუალური დუელი, მაგრამ მოხდა მოსახდენი, ამასობაში! - წინა სავარძლებს შორის შემოყო თავი აჩიმ და გაახსენა რა მიზნით ისხდნენ მანქანაში დილის რვა საათზე.
- ქეთუთა, გადადი თონეში, მიდი, გიყურებთ, გვესმის! პურიც წამოაყოლე, ბარემ, რიკოთამდე მომშივდება.
- ოხ! - გამოგლიჯა კარი და მძიმე ნაბიჯებით წავიდა თონისკენ.
- რას აკეთებთ? რა დროს თონის პურია? - გაოგნდა აჩი.
- არა, რა თონის პური, მოიცა, დაელოდე! - ეშმაკურად იღიმოდა დგვარელი, ვიდეოს გადაღება დაწყებული რომ ჰქონდა უკვე. - ახლა ნახე!
- გამარჯობა, ონისე დგვარელი მიყვარს და ხომ არ იცით სად ცხოვრობს? - გაისმა თუ არა ქეთუთა დადვაძის მოკრძალებული ხმა, ერთმანეთში გაოცებულმა მზერები გაცვალეს აჩიმ და ონისემ.
- რატო მეგონა, რომ მარტო ყვირილით შეეძლო ლაპარაკი? - სიცილით გააქნია თავი აჩიმ. - ყოჩაღ, ქეთუთ! პურიც წამოიღე, ოღონდ!
კიდევ ოთხჯერ დააფიქსირეს ვიდეოზე.
ნაზუქების გულდამწვარმა გამყიდველმა მეზობელთანაც გადარეკა, ონისე ხომ არ იცი ვინმე, დგვარელიო.
ვერ უპოვეს შეყვარებულ გოგოს სატრფო, მაგრამ ორი ცალი ნაზუქი მიჰყიდეს ერთის ფასად.
საომრად წასულები, სიცილს ვერ იკავებდნენ ქეთუთას შეწუხებულ სახეზე, ბრძოლა წავაგე, ომი ჯერ კიდევ წინააო, შუბლზე რომ ეწერა.
- ჯერ შვილიშვილებს უნდა შემოვუნახო, მერე ქვეყანას, როგორც კულტურული მემკვიდრეობა! - ამაყად აფრიალებდა ტელეფონს დგვარელი.


* * *

სვანეთი

ჩრდილო-დასავლეთის მსუბუქი საღამო კონტრასტს ქმნიდა აღმოსავლეთთან.

სვანეთში ჩასულს, ეუცხოვა მონატრებული ჰაერი. ბავშვობის შემდეგ აღარ დაუდგამს ფეხი მშობლიურ მიწაზე. რამდენი დრო გასულაო უკვე, გაიფიქრა გულშეღონებულმა, ერთიანად რომ მოწოლოდა ამდენი დარდი. ახალი დაბადებული იყო მაშინ საშკა, მესტიაში რომ ჩამოვიდნენ პირველად დედასთან ერთად. ის იყო მისი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი მშობლიურ მხარეში, ჰაერიც სხვანაირად რომ მოძრაობდა მხოლოდ მისთვის.
ახლაც ხარბად ისუნთქავდა სუსხიან ჰაერს, იმახსოვრებდაო თითქოს.

უკვე კარგად შებინდებულიყო, ერთ-ერთ სახლთან მდგომი გოგონა რომ შეამჩნია. ღობის შორიახლოს იდგა ადგილზე გახევებული და არ აშორებდა თვალს უცხო კაცს, იშვიათობას რომ წარმოადგენდა მჭიდროდ დასახლებულ სოფელში.

- გამარჯობა, - გადასძახა ღობის იქეთ მდგომს, ნელი ნაბიჯებით რომ უახლოვდებოდა სტუმარს. - ჭონიაშვილს ვეძებ, გიორგის. ხომ არ იცი, სად ცხოვრობს?
- გაგიმარჯოს! - მკაცრი მზერით აათვალიერა უცხო სხეული ჟღალთმიანმა. -დავუშვათ ვიცი, მერე?
- არ მეტყვი? - სუსტად ჩაეღიმა ვაჩეს ქალის უხეშ ტონზე.
- ვინ ხარ, ჯერ ეს მითხარი! - გამომცდელად აათვალიერა გოგონამ უცხო კაცი. იცოდა, მტრებს რომ ემალებოდა სოფა მაზერში და არც მოულოდნელი სტუმარი ენიშნა კარგად. - ნახე, როგორი ტაფა მიჭირავს ხელში... თუჯისაა. ერთი მოქნევა და აღარ იქნები!
- შენ რა ფიცხი ყოფილხარ! - წარბები ასწია გაკვირვებისგან ვაჩემ. - რა გვარი ხარ?
- ვეზდენი, - ამაყად მოიღერა ყელი ტასომ და უნდობლად შეათვალიერა მთვარის სინათლეში გახვეული.
- ფარჯიანი, - გაუწოდა ხელი დაზავების ნიშნად.
- რაო?! - გაკვირვებით წამოიყვირა ტასომ.
- ამჯერად რა დავაშავე? - ჩაეცინა კაცს.
- შენი გვარი აქ აღარ ცხოვრობს რა ხანია, შენ აქ რა გინდა?
- საქმე მაქვს, - მოუჭრა მოკლედ.
- რა საქმე? - ინტერესით მოუმრგვალდა თვალები ტასოს.
- ღმერთო... - თვალები აატრიალა ვაჩემ. - გოგონა, უბრალოდ რომ მიმასწავლო სახლი, არ შეგიძლია? ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
- დავიწყოთ იქედან, რომ გოგონა არა, ტასო, შენთვის ანასტასია! ანასტასია ვეზდენი, შევთანხმდით? მეორეც, მე ჩემი გითხრი, ან მეუბნება აქედან საუკუნის წინ გაძევებული ფარჯიანი აქ რამ მოიყვანა, ან თუჯის ტაფის სიმძლავრეს დავტესტავ!
- რამდენს ლაპარაკობ? არ იღლები? - გაღიზიანებულმა დახედა მასზე ბევრად დაბალს.
- კი, ძალიან ვიღლები შენთან დიალოგით!
- მათთან ერთი გოგოა, სოფა. იცნობ? - მიუახლოვდა ღობეს ვაჩე, თითქოს ნდობის მოპოვებას ცდილობდა ასე.
- დავუშვათ, მერე? - რენტგენში ატარებდა ანასტასიას მზერა ფარჯიანს.
- საფრთხე ემუქრება და უნდა გავაფრთხილო. ცოტა დრო მაქვს, გესმის, ანასტასია?
- იქნებ, შენ თვითონ ხარ საფრთხე? - ცბიერი ღიმილით ააყოლა ტაფა თავიდან ბოლომდე.
- ვარ.
- აჰა, ხომ ვთქვი! - ჩაეცინა თავისი აღმოჩენით კმაყოფილს.
- მოდი, მიმასწავლე და თუ გინდა, შენც წამოდი შენს ტაფასთან ერთად, კაი? - კომპრომისზე წასვლა არჩია კაცმა, როცა მიხვდა, მასთან გაჯიბრებას აზრი არ ჰქონდა.
- ვერა, - გააქნია თავი მცირეხნიანი დუმილის შემდეგ და მიუახლოვდა უფრო.
- კარგი, რახან არ იშლი... წავალ მაშინ, ნახვამდის! - ჩაილაპარაკა სასხვათაშორისოდ და უკან გაბრუნებაც დააპირა, თუმცა ტასოს ხმამ შეაჩერა.
- ვერსადავ ვერ წახვალ!
- ბატონო?
- ვერ წახვალ! - დასჭექა ჟღალმა.
- შენ გადამიდგები? - გულიანად გაეცინა კაცს.
- ერთ ლუკმად არ მეყოფი! შენ არ იცი ფარჯიანო, აქ ქალები მტრებს როგორ უსწორდებიან!
- თუჯის ტაფით? - ეჭვით აათვალიერა ცივი იარაღით შემართული.
- თანაც გახურებულით! აქ დაჯექი და უფრო დეტალურად მამცნე ამბავი, მოიპოვე ჩემი ნდობა და მერე დავფიქრდები, ღირს თუ არა...
- ცოლადაც ხო არ მოგიყვანო? - გაბეზრებულმა დახედა ბავშვივით პატარას, მთების გადადგმით რომ იმუქრებოდა.
- ვერა... რაღაც ასაკიანი მეჩვენები, - ხელები გაასავსავა ტასომ.
- უკაცრავად? - შეურაცხყოფილმა ახედა გოგოს, რომელმაც ისე შეითრია უმიზნო კამათში, მოსვლის მიზეზიც კი გადაავიწყდა.
- რამდენი წლის ხარ, ორმოცდა?
- ოცდა! - ამოიქშინა გაგულისებულმა.
- კაი, კაცო! ოცდარაღაცა-მეტი? არა, არ იფიქრო, რომ მოხუცი ხარ, უბრალოდ მე ვარ ძალიან ახალგაზრდა, ხომ გესმის?
- რა დავაშავე?! - ამოიოხრა და სივრცეს მიმართა მზერა კაცმა.
- ხოდა, მეც ეგ მაინტერესებს ზუსტად, რა დააშავე? რატომ არ მიყვები? არავის ვეტყვი! - მომრგვალებული თვალებით ამოუდგა გვერდით მასზე ბევრად მაღალს. - შეგიძლია თამამად მესაუბრო შენს ცოდვებზე... მიტევებით მე ვერა, ვერ მოგიტევებ, ხო გესმის, არ ვარ შუამავალი, მაგრამ რჩევებს მოგცემ, რა, არ გინდა? ხო, მართლა, რა გქვია?
- ანასტასია, ხო? - უინტერესოდ დააჩერდა ზემოდან. - მომისმინე, ანასტასია... შენთან სასაუბროდ, მითუმეტეს საჭორაოდ, არ მცალია, ხომ ვსაუბრობ გასაგებად?
- უფრო გასაგები ის იქნება, აქ ჩამოსვლის მიზეზს თუ მეტყვი!
- რატომ ინტერესდები, შენ?!
- ასე სჭირდება საქმეს, პრობლემა გაქვს?! მე უნდა ვიცოდე ჯერ!
- რატომ?
- ვგიჟდები, პირველი მე რომ ვიცი ხოლმე და მერე სხვამ... მითხარი, არავის ვეტყვი... მეც მოგიყვები რაღაცებს, გინდა?!
- შენ რა უნდა მომიყვე?! - გულწრფელად ჩაეცინა კაცს.
- მკითხე, ანბანის მიხედვით...
- მომიყევი, აბა, სად ცხოვრობს გიორგი, - აყვა უმიზნო თამაშში გამხიარულებულს.
- ახ, ეგრე არაფერი გამოვა, მეგობარო! - ხელი მსუბუქად დაარტყა მხარზე ტასომ. - არათანაბარ პირობებში არ ვთანამშრომლობ. ბარტერზე წამოგყვებოდი, მაგრამ... არ ვიცი, რამდენად მიღირს.
- რაზე წამომყვებოდი? - თვალები გაუფართოვდა კაცს.
- გაცვლაზე, რა!
- რის გაცვლაზე? - დაიბნა ვაჩე.
- ინფორმაციების... რაც უფრო მძიმეა ინფორმაცია, მით უფრო მაღალი ფასი აქვს, ხომ ხვდები?
- გოგონა... ხომ კარგად ხართ? - დაეჭვებულმა დახედა გაქაფულს.
- ცოტა აგვიცივდა, ისე არაგვიშავს... რატომ ჩამოხვედი, აბა?! - საქმიანი იმიჯი მიიღო ტასომ და მკლავით დაეყრდნო ღობეს. - შენ ეგ მითხარი და მე მოგიყვები, როგორ მოიპარა სამეგრელოდან ჩამოსულმა სტუმარმა გირგვლიანების ცხენი!
- აქ რა ხდება? - უფროსი გიორგის მოულოდნელმა ხმამ დაადუმა ანასტასიას მონდომებული ქაქანი. - ანასტასია, ვინ არის ეს ახალგაზრდა?
- გამარჯობა... მე გიორგის ვეძებ, ჭონიაშვილს, - ჩამოსცილდა ტკიპასავით მიკრულ გოგოს, სასჯელს რომ ჰგავდა უფრო და სწრაფად მიუახლოვდა ღობის იქეთ მდგომ მოხუცს.
- მე ვარ გიორგი ჭონიაშვილი, შვილო, მაგრამ შენ, ალბათ, ჩემს შვილიშვილს ეძებ, არა? ტასუნა, შენ რატომ დგახარ ტაფით ხელში? - მზერა ჯერ ფარჯიანზე, შემდეგ კი ანასტასიაზე გადაიტანა გაოცებულმა კაცმა.
- იცით, მე მაკავებდა... - უხერხულად ჩაახველა ვაჩემ.
- მტერს აკავებდი, ტასუნა? ბერდიას ხანჯალი ტყუილად აქვს სახლში? - ზუსტად ისეთი სიყვარულით წაეთამაშა ტასოს ცეცხლისფერ თმაზე, როგორც იცოდა წლების წინ, მის ბავშვობაში, როცა ხათაბალაში გახვეული საშველად მირბოდა მასთან.
- ვერ მოვასწარი, გიორგი ბაბუ, თორემ მე სულ მზად ვარ! - ამაყად მოიღერა კისერი ანასტასიამ და ფეხდაფეხ მიჰყვა წინ წასულ კაცს.
- მობრძანდი, შვილო, სტუმარი ღვთისაა! - ოთხი სიტყვითა და დამყოლი ტონით აგრძნობინა, მტერიც რომ იყო, დღეს მოყვარე ხარო ჩვენი. სული შეეხუთა ფარჯიანს და მიჰყვა უკან გაუბედავი ნაბიჯებით.
სიკვდილი ერჩივნა იმ სახლში შესვლასა და იმ თვალების ნახვას, გატეხილი რომ დატოვა ბოლოს.
საკუთარ ძმას გაუცვლიდა ადგილს, რომ ყოფილიყო შესაძლებელი, ალბათ.
- გიორგი, ბაბუ, სტუმარი გვყავს! - შეუძღვა ოთახში სტუმარს და ასძახა შემდეგ პირველი სართულიდან შვილიშვილს.
- შენ?.. შენ, აქ რას აკეთებ? - კიბეზე ჩამომავალი სოფა ადგილზე გაიყინა, ვაჩე ფარჯიანს რომ მოჰკრა თვალი.
- არაფერს დაგიშავებ, სოფა, - დასცდა ჩურჩულით გატეხილი სიტყვები. - საქმე მაქვს.
- რომც ეცადო, ვერ დაუშავებ. - სწრაფი ნაბიჯებით ჩამოვიდა გიორგი მეორე სართულიდან და წინ გადაეღობა ადგილზე გაშეშებულ სოფას. - გამარჯობა, ვაჩე!
- საქმე მაქვს... მნიშვნელოვანი, - არეული მზერით შეათვალიერა სოფას წინ ჩამომდგარი გიორგი და გაუკრთა ოდნავი სიმწარეშეპარული ღიმილი მოქუფრულ სახეზე. ის დღე მოაგონდა, ნოდო დოლიძე რომ იცავდა ქალს კბილებით, თუმცა არ ჰგავდა მისი თვალები გიორგისას. გაჰკრა გულზე უხეშად მზრუნველობით მოელვარე მზერამ.
- ვაჩე გქვია? - ამოუდგა გვერდით ტასო, ცოცხალი თავით რომ არ უშვებდა ხელს ტაფას.
- მობრძანდი, - ზავის ნიშნად მსუბუქად დაუქნია თავი გიორგიმ და გაკვირვებით შეათვალიერა შემდეგ ტასო. - შენ ტაფით რატომ დგახარ?
- ხანჯალს ვერ მივწვდი ჩამოსახსნელად... რა? - დაიზუზუნა გაბეზრებულმა.
- არაფერი... - გაეპარა სუსტი ღიმილი გიორგის. გაეღიმათ დანარჩენებსაც.
- მობრძანდი, აქეთ, - შეუძღვა სტუმრების ოთახისკენ უფროსი გიორგი ვაჩეს. - რა ამბავზე ხარ მოსული, გვამცნე.
- გვარად ფარჯიანია, იცით? - წამოაყრანტალა ტასომ და გამარჯვებული ღიმილით გადახედა ვაჩეს, აქაოდა ახლა ნახე, რა მოგივაო.
- ფარჯიანი? - გაუკვირდა კაცს. - ბოლოს ფარჯიანი ორმოცდაათი წლის წინ იყო აქ, თანაც მშვიდობით არა. ბაბუაშენი ხომ არ იყო?
- ძმა მისი. - მოგუდული ხმით უპასუხა მკრთალად წამოწითლებულმა ვაჩემ, სირცხვილის გრძნობა თვალებშიც რომ ჩასახლებოდა. მთელი ბავშვობა ღრღნიდა ინტერესი, რატომ არასდროს მიდიოდნენ ოჯახის წევრები მშობლიურ მხარეში და რატომ უკრძალავდნენ მასაც, თუმცა არავინ საუბრობდა სახლში ტაბუდადებულ თემაზე... როცა წამოიზარდა, მხოლოდ მაშინ გაიგო, ყველა პრობლემის სათავე ბაბუამისის ძმა, როდო ფარჯიანი, რომ ყოფილა, თურმე. ახალგაზრდობაში ახლად მოყვანილი ცოლისთვის უღალატია კაცს თავის თანასოფლელ, ქმრიან ქალთან... არ აპატია სოფელმა ღალატი ოჯახებს. დიდ შეურაცხყოფად მიიჩნეოდა ღალატი, უფრო მეტად ქმრიანისა და ცოლიანის. აუკრძალეს კაცს სოფელში ფეხის დადგმა, სისხლით რომ არ დასრულებულიყო ეს ამბავი. ფარჯიანებისთვისაც იმდენად სამარცხვინო იყო ის, რაც როდომ ჩაიდინა, შერცხვენილები იძულებული გახდნენ მოშორებოდნენ თავიანთ კუთხეს სამუდამოდ.
- გასაგებია... თქვენ, შვილებმა, არ უნდა აგოთ პასუხი უფროსების შეცდომებზე, - გამამხნევებლად გაუღიმა მოხუცმა, რომელსაც გამოეცადა. - დაბრძანდი, შვილო.
- გასაფრთხილებლად მოვედი... - ჩაილაპარაკა ვაჩემ, ოჯახის ტალახებს რომ გრძნობდა მწარედ.
- რა მოხდა? ვინმეს რამე ხომ არ დაუშავეს? შენ... შენ რა გჭირს? კარგად ხარ? - ხმის კანკალით მიაყარა კითხვები სოფამ, ფერი რომ ჰქონდა დაკარგული სახეზე. მიხვდა, რატომაც ჰქონდა ცუდი წინათგრძნობა.
- რეზი ჭკუასელია საშკას მკვლელი... - აარიდა მზერა ქალს. - იცის, სადაც ხარ. დამემუქრა...
- რაო? - წამოიყვირა ტასომ, თუმცა დანარჩენების თვალებს რომ წააწყდა, მიჩუმება არჩია.
- გამაფრთხილა, რომ აქეთ მოდის... სადაც საშკა გაიმეტა ხუთი ტყვიისთვის, იქ ყველაფერია მოსალოდნელი, - მშრალად ჩაილაპარაკა ვაჩემ. უსიტყვოდ მიუხვდა გიორგი, დამნაშავე აღმოჩენილიყო საშკა.
- ვინ არის რეზი ჭკუასელი? - ჰკითხა გიორგიმ.
- არ ვიცი, არ მეცნობა. სანდრო ჯაჭვლიანს დავურეკე და როგორც გაიგო, ორჯერ არის ნასამართლევი შენახვა-გასაღების მუხლით.
- რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს შენს ძმასთან?
- წამალი და საშკა გამორიცხულია, - მძიმედ ამოიოხრა ვაჩემ. - შევამჩნევდი, რამე რომ ყოფილიყო, მაგრამ სულ სხვა რამეს ედავება ჭკუასელი...
- რას? - დაძაბულმა ამოილაპარაკა სოფამ, თუმცა თვალებით მიახვედრა ვაჩემ, ახლა ვერ გიპასუხებო.
- იმდენად პირადი დავაა, არავინ ენანება... სოფას მოკვლა უნდა. - გაისუსა ოთახში ყველა. ფერი წაეშალა სოფას. ასე ახლოს მაშინაც არ ყოფილა სიკვდილთან, იარაღი რომ დაუმიზნეს.
- მოვიდეს, მოვიდეს, - ჩაეცინა ავისმომასწავლებლად გიორგის. - ჯერ ჩემთან მოვიდეს.
- არა! - წამოიყვირა სოფამ. - არც კი გაბედო! შენ არაფერ შუაში ხარ, არ გაბედო, გიორგი!
- შენ ხარ შუაში, სოფა? - ცერად გადმოხედა ფეხზე წამომდგარს.
- ვყოფილვარ, თურმე! - დაეჭიმა სხეული ქალს. - არც დაცვა მჭირდება, არც მსხვერპლი და არც უაზრო თავის გაწირვა!
- სიტყვა მივეცი მამაშენს, სოფა! მამაშენამდე, ჩემს თავს, როცა აჩის დავთანხმდი, გესმის? - უჩვეულოდ მშვიდი იყო გიორგი, მაგრამ თვალებში ჩასდგომოდა ქარიშხლისმაგვარი. - ჯერ მე ვარ. ჯერ ჩემთან მოვიდეს! დამელაპარაკოს... გავიგოთ, რა უნდა. იარაღობანას თამაში უნდა მაინც და მაინც?
- სერიოზულად ფიქრობ, რომ ეგეთთან სიტყვა გაჭრის? - სიმწრით ჩაეცინა ვაჩეს და გადააქნია თავი. - ხუთი ტყვია ერთმანეთის მიყოლებით ისე გაისროლა, თვალიც არ მოუხუჭავს, გიორგი.
- მოვახუჭინებთ, არაუშავს. - ჩამოისვა ხელი ნიკაპზე და ჩაეცინა სუსტად. - სიურპრიზად უნდა გვეწვიოს თუ გამოდის კონტაქტზე?
- განზრახ გამაფრთხილა აქეთ წამოსვლას რომ აპირებდა, ზუსტად ვიცი, - გადაჭრით ჩაილაპარაკა ვაჩემ. - ერთი დღე მომცა.
- შენს მოსვლას ელოდება, არა? - გაეცინა სიმშვიდით გიორგის. - მანიაკი!
- სავარაუდოდ, ეგრეა. ჩემი მოშორებაც აქვს გეგმაში... საშკას ყველა ახლობლის.
- რას აპირებთ? - მცირეხნიან დუმილში ექოდ გაისმა ტასოს ხმა, მომლოდინედ რომ აკვირდებოდა შეკრებილებს სქელ პალტოში ტაფაამოჩურთული.
- შენ რატომ არ გძინავს, ტასო? - სერიოზული გამომეტყველებით ამოხედა გიორგიმ. ზოლად გაეპარა სუსტი ღიმილი ვაჩეს.
- ნუ მარცხვენ... - ამოიქშინა ლოყებაწითლებულმა. - რა დროს ჩემი ძილია? ორი წლის ვარ?
- არც იმდენის ხარ, აქ იყო ახლა!
- აუჰ, ვითომ, რატომ?
- გიორგი, მიაცილე რა, სახლამდე. - თხოვნით გადახედა ბაბუას გიორგიმ.
- ტასო, ბაბუ, ხანჯალი და ტაფა კი კარგია, მაგრამ შენ ახლა უნდა გეძინოს, წამოდი, წამოდი... - დაუყვავა შვილიშვილის სადარს.
- მე დავბრუნდები! - მოაძახა მიმავალმა. განსაკუთრებით იმ ერთს, თვითკმაყოფილი ღიმილი რომ გაჰპარვოდა უჩუმრად.
სამნი დარჩნენ ოთახში.
მძიმე ჰაერი მოძრაობდა ფანჯრებჩაკეტილ სივრცეში.

- დის გაუ*ატიურებას ედავება საშკას, - მძიმედ წამოიწყო ვაჩემ. ახრჩობდა დაუდენელი ცრემლები კაცს.
სახე აერია სოფას. ენა გადაეყლაპა თითქოს.
- გამორიცხულია! - მწარედ გააქნია თავი სოფამ და ძლივსღა წამოდგა ფეხზე პარალიზებული. - საშკას?.. ვაჩე... დაუჯერებელია... რას ამბობ?!
- დაუჯერებელიც დასაჯერებელი ხდება ზოგჯერ, სოფა, - მძიმედ ამოიოხრა კაცმა, რომელსაც ჯერაც არ ჰქონდა გააზრებული ამ სიტყვების შინაარსი. თავჩაქინდრული იჯდა ერთიანად დაპატარავებული და ვეღარ ამატებდა ვერცერთ სიტყვას.
- დანამდვილებით იცი? დარწმუნებული ხარ, ვაჩე? - ჩააშტერდა თვალებში თავისი ამღვრეულით. - შესაძლოა ანგელოზი არ იყო საშკა, მაგრამ... ხომ იცი, შენც.
მოეხუჭა სიმწრით თვალები ვაჩეს და დაუქნია სუსტად თავი თანხმობის ნიშნად.
- ვინ არის მისი და? - ძლივსღა ამოიღო ხმა სოფამ.
- არ ვიცი, - გააქნია თავი უღონოდ. - არც აქვს მნიშვნელობა, ვინ არის. მე ხომ ვიცი, ჩემი ვინ არის. დამნაშავე. საჭიროა კიდევ მეტი?
დაეძაბა გიორგის სხეული.
დაინახა მის მზერაში თავისი თვალებიც.
გასცრა უსიამოვნო მოგონებების გახსენებისას.
- შენ ხომ იცი, რომ არანაირი გამართლება არ აქვს ჭკუასელს, - ხმას ძლივს იმორჩილებდა სოფა. - როგორი ცუდიც უნდა ყოფილიყო საშკა... არ ჰქონდა უფლება!
- ჭკუასელს უფლება არ აქვს შენთან, სოფა, - მშვიდი იყო ფარჯიანი. - ჭკუასელის ერთადერთი უფლება მიწაში წევს ახლა!
- ნუ ამბობ... არ გინდა, რა, ვაჩე. ეს არც შურისძიებაა და არც დროის უკან დაბრუნება, ეს არის სისასტიკე და ნუ ამართლებ! - წამოიყვირა აკანკალებული ხმით და თამამად ჩახედა ამღვრეულ ჭაობისფერში.
- როცა შენსას ეხებიან... როცა შენსას მთელი სისასტიკით ეხებიან, მერე... მერე სამართალი აღარ არსებობს, სოფა, - მშრალად ჩაილაპარაკა ვაჩემ და მოარიდა მზერა. - კიდევ ერთი რამის გასაგებად ჩამოვედი აქ... მინდა ვიცოდე, რატომ დასთანხმდი საშკას ცოლობაზე.
- ვაჩე...
- ვიცი, რომ არ გყვარებია. ვიცი, რომ უბედური იყავი. მინდა ვიცოდე, რა იდგა ამის უკან. ხომ ხედავ არაფერს ვამბობ, არაფერს ვაკეთებ... მინდა ვიცოდე, სოფა, კიდევ რა დამრჩა შეუმჩნეველი.
აეწვა სახე გიორგის უკანასკნელ სიტყვაზე.
მას თუ არა, სხვა ვის ესმოდა, ამდენს შესამჩნევში გამორეული ერთი შეუმჩნეველი, ყველა შემჩნეულს რომ ფარავს ერთად.
- არ მინდა, რა, ვაჩე... - გაუტყდა ხმა ქალს. - არ არის ის ამბავი, აუცილებელი რომ იყოს ცოდნა.
- გარიგება იყო? მამების შეთანხმებას ეწირებოდი, სოფა?!
- შეიძლება ასეც ვუწოდოთ, - მაგიდის ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა თვალი ქალს. - იმდენად სჭირდებოდა საქმეს, ყველაფერს აკეთებდა შოთა ჩემს დასათანხმებლად.
მდუმარედ იჯდა დაძაბული გიორგი, გაექცა ხანგრძლივი მზერა მისკენ.
შერცხვა სოფას.
ისე შერცხვა თავისი ოჯახის, როგორც რცხვენოდა ვაჩეს, მაგრამ ის არ იცოდა არცერთმა, გიორგისაც რომ ჰქონდა თავისი წილი სირცხვილი.
- რა მოხდა უფრო ზუსტად? - მოუთმენლობა შეერია კაცს.
- მამაშენი არწმუნებდა საშკას, აქეთ შოთაც უმეორებდა ვითომდა მამაშვილურად, მოაწონეო თავი... კაცს შეუძლიაო ნებისმიერი ქალის გულის მონადირება, ჭკუიდან შლიდნენ თავიანთი აზრებით, მაგრამ კიდევ კარგი, არც მას სურდა ეს ქორწინება... საშკას ბავშვობიდან უყვარდა ერთი ჩვენი სკოლელი, ორი წლით უმცროსი, მარიშა... ამ გოგოს ონისე უყვარდა, მგონი, თუ სწორად მახსოვს, - სუსტად ჩაეღიმა სოფას ძველი დროის გახსენებისას. - ბრაზობდა საშკა, მაგრამ არ ნებდებოდა მაინც. როგორ არ მიუდგა, მაგრამ არ ჭრიდა არაფერი.
- მერე? - კისერი გაატკაცუნა მოუთმენლად ვაჩემ, დაეჭიმა სხეული მოუსვენრად მჯდომს. გული ტოვებდა დარტყმებს იმ ამბის მოლოდინში, თავისი გარდაცვლილი კიდევ ერთხელ რომ შეიძლება გაემტყუნებინა.
- ყურადღების მიქცევის მიზნით აკეთებდა ყველაფერს, რაც კი რაიმე შეცდომა დაუშვია, ალბათ, ამ მიზნით ესეც, მაგრამ ვერ იქცევდა მაინც, აშკარად ონისე უყვარდა მარიშას და უფრო ამის გამო ემტერებოდა დგვარელს ბავშვობიდან საშკა... თქვენს მშობლებსაც, რა თქმა უნდა, არ მოსწონდათ ეს გოგო, უწუნებდნენ არჩევანს და ევედრებოდნენ, მე მოვეყვანე ცოლად, - უღიმღამოდ ჩაეცინა სოფას და ამოისუნთქა ღრმად. - და საბოლოოდ, იქამდე მოვედით, რომ დავნებდით მშობლების არჩევანს... თუმცა, ფიქციურად, დროებით.
- ეგ როგორ? - ძლივს სუნთქავდა ვაჩე.
- ბაბუაშენმა, დედაშენის მამამ, ანდერძში ჩაწერა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდით თქვენი წილი ფულის გამოყენებას, როცა დაოჯახდებოდით, ხომ ასეა?
- ასეა... - გაუგებარი მზერით დააქნია თავი ვაჩემ. - რა შუაშია ანდერძი?
- ჩვენი ქორწინებით, ერთი მხრივ, სურდა, რომ მარიშა გაეგიჟებინა... ხომ გესმის, როგორც ხდება ხოლმე... ბიჭი, რომელიც შენზე წლებია გიჟდება, ყურადღებასა და საჩუქრებს არ გაკლებს, მხოლოდ მაშინ ხდება შესამჩნევი, როცა კარგავ, - ირონიულად ჩაეღიმა ქალს. - ბავშვური და ძალიან არასწორი მიდგომა ჰქონდა საშკას, მაგრამ იმდენად უყვარდა, თანახმა იყო ამაზეც, თუმცა, ყველაზე მთავარი, ბაბუის დატოვებული ფული იყო მისთვის...
- რატომ? რად უნდოდა ფული ჩემს ძმას? - გაოგნებული იყო ვაჩე.
- ოჯახზე რომ აღარ ყოფილიყო დამოკიდებული... თავისი საქმის დაწყება უნდოდა, დამოუკიდებლად, მაგრამ არ აძლევდნენ გასაქანს. უიღბლო ქორწინებაზე ეჩიჩინებოდნენ მხოლოდ დღე და ღამე, ისევე, როგორც მე.
- და შენ? შენ რატომ დასთანხმდი, სოფა? - ფეხზე წამოდგა ვაჩე.
- საშკა დამპირდა, რომ საკუთარი სურვილით დამშორდებოდა. ქორწილის შემდეგ ფულს მიიღებდა, სახლიდან წამოსვლასაც მარტივად შეძლებდა და ასევე მარტივად გააწერდა ხელს... ვისი ეშინია დამოუკიდებელ კაცს? არავის, ვაჩე! - ამოცანა ამოხსნაო თითქოს, ჩაეცინა სევდანარევად.
- და შენ? რად გინდოდა გათხოვილი ქალის სტატუსი, სოფა... თუნდაც ასეთი?
სხეული დაეჭიმა გიორგის, როცა მისი ფიქრები აქცია კითხვად ფარჯიანმა.
- ჩემ გამოც და უფრო მეტად - საშკას.
- როგორ?
- მოსვენება დამიკარგეს... აი, ასე. მარტივად. მომბეზრდა ყველაფერი, გესმის? მომაბეზრეს საკუთარი თავიც... არაფერს ცვლიდა ჩემთვის ხელის მოწერა, მაგრამ საშკასთვის - ბევრს. დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მიყვარდა საშკაც, როგორც მეგობარი... არ ვიცი, ძმა... პატარა ძმა, ალბათ... ერთნაირი დარდი გვქონდა ორივეს, ერთნაირი პრობლემები. გვესმოდა ერთმანეთის და მეხმარებოდა მეც, ვაჩე... სხვანაირ საშკას ვიცნობდი მე და ამიტომ უფრო მიჭირს დავიჯერო, რომ ასე მოექცა ქალს... არ ვიცი, არ მესმის, - გააქნია თავი უღონოდ.
- ის მარიშა?
- საზღვარგარეთ წავიდა. ვერ შეიყვარა შენი ძმა, არც დგვარელმა მიუშვა ახლოს... ამაზე უფრო გაბრაზდა, იცი? - სიმწრით ჩაეღიმა ქალს. - მისი ოცნების ქალს უარი რომ აკადრა ონისემ, ამაზე უფრო გაბრაზდა... ეწყინა და თან გაუხარდა. რანაირი ბიჭი იყო, მაინც...
- მართლა? - სიმწრით ეცინებოდა ვაჩეს და ახრჩობდა სპაზმური ხველა. - კიდე... კიდე, როგორი იყო შენთან, სოფა?
- შენ რომ წახვედი... აქეთ რომ არ იყავი, ეგონა დაიკავებდა შენს ადგილს. მოსწონდა უფროსი ძმის პასუხისმგებლობები... ეგონა უძლეველი იყავი და ამიტომაც ვერ გაიძულებდნენ ჩემს ცოლად მოყვანას, - ფრთხილად გაუსწორა ვაჩეს თვალებს თავისი. ჩამუქებოდნენ, როგორც უკუნითი ღამე. - შურდა შენი... მისი სიტყვა ყოველთვის კანონიაო, ბრაზობდა, მაგრამ ამაყობდა, მაინც... შენნაირი იმედი რომ ჰყავდა, ეამაყებოდა ყოველთვის. იცოდა, რაც უნდა გაეფუჭებინა, შენ იყავი მის უკან და დაეხმარებოდი, ხომ გესმის, ამიტომ იყო უფრო თავქარიანი და დაუკვირვებელი... არ იხედებოდა არასდროს უკან, იცოდა, შენ ეგულებოდი შორიახლოს.
ეტირებოდა ვაჩეს.
სიმწრის ცრემლებს ყლაპავდა კაცი.
- კიდევ... კიდევ მითხარი, რამე...
- არ ვიცნობდი იდეალურად, ხომ გესმის... ჩვენს ნიშნობამდე ერთი თვით ადრე გავიცანი და საკმარისი იყო ესეც, მარტივად მოეპოვებინა ნდობა... არ ვიცი, რა გითხრა, ვაჩე. მე როგორსაც ვიცნობდი, იმ საშკაზე თუ მეკითხები... კარგი ძმა გყავდა, შენ, ვაჩე... დაუჯერებელია, რასაც ამბობ, მაგრამ როგორც მითხარი, დაუჯერებელიც დასაჯერებელია ზოგჯერ... უნდა დავიჯეროთ, ალბათ.
- უყვარდა ხო, ის გოგო? - ეპოტინებოდა პატარა იმედებს ვაჩე. ვერ უშვებდა ხელიდან ვერცერთ ძვირფას სიტყვას.
- ჰო, ვაჩე... უყვარდა და ახლაც უყვარს, ალბათ, იქ... - მსუბუქად დაუქნია თავი ატირებულმა.
ახრჩობდნენ ცრემლები კაცსაც.
ჩამოიქცა ცა კიდევ ერთხელ.
შეწყვიტა მოძრაობა დედამიწამ - მისთვის, მეორედ.
- ჯანდაბა! ჯანდაბა! - სიმწრით გმინავდა ფარჯიანი.
რატომ უნდა დამართნოდაო ეს, ჩემს ძმას... ამდენად კარგს, როდის მოესწრო ამდენად ცუდიო, დარდობდა გულშეღონებული.
როგორ უნდოდა დაელეწა ყველაფერი.
როგორ უნდოდა გადაეწვა მთელი სამყარო.
უძლური იყო.
ახლა მხოლოდ მოსმენა შეეძლო.
აღარ იყო ის კაცი ცოცხალი, პასუხი რომ უნდა მოეთხოვა მისგან.
ეს გასწავლეო, პირველი იქნებოდა, რასაც ჰკითხავდა თავისზე პატარას... მის ხელში დაბადებულსა და გაზრდილს... აღარ იყო ცოცხალი.
- მკვლელობის შემდეგ, გააზრებული მქონდა, რომ ხალხი ყველა ვარიანტში მე შემაწმენდდა ხელს... ამიტომ დარჩეს ისე, როგორც არის. პირველი ხარ, ვისაც ეს ამბავი ვუთხარი. ორმა იცით მხოლოდ. საკმარისია ესეც... დათუნასთვის ვაპირებდი მეთქვა მანამ, სანამ საშკა იყო ცოცხალი, თუმცა მისი ქვეყანაში დაბრუნება და მკვლელობა თითქმის ერთდროულად მოხდა, ამიტომ აღარც აქვს აზრი... იყოს ისე, როგორც არის... ჰქონდეთ კითხვები, ვერ იპოვონ პასუხები, - ღრმად ამოისუნთქა ემოციებისგან გადაღლილმა და შეჩერდა დახურული ფანჯრის სიახლოვეს.
მშვიდი ღამე იდგა.
უშფოთველი.
ქარიშხლის წინანდელი.
- ერთადერთი რამ არის, რაც შემიძლია შენთვის გავაკეთო და ამასაც ნუ ამიკრძალავ, სოფა... - ამოხედა ჩაწითლებული თვალებით ვაჩემ, სულ ოდნავ რომ დამშვიდებოდა დაუმშვიდებელი გული. - ვერავინ ილაპარაკებს შენზე. ვერავინ იტყვის ერთ გადაკრულ სიტყვას. მე ვიზრუნებ ამაზე და აღარ განიხილება ეს საკითხი.

ვეღარ აღდგებოდა თავისი ძმის შელახული ღირსება, მაგრამ ესიამოვნა ძალიან, როცა ამდენად ადამიანური იყო ერთ დროს, მისი გაზრდილი.

- აქ დარჩი, - მძიმედ წამოდგა ფეხზე გიორგი. - ლილი ოთახს მოგიმზადებს.
- დარჩი, ვაჩე, - მავედრებელი გაუხდა ტონი სოფასაც.

საიდან სად მოვიდნენ.
ასეც ხდება ხოლმე.
მტერი მეგობარი ხდება ზოგჯერ.


* * *

ყველაფერი ხდება ერთხელ.


* * *

განსაკუთრებით მძიმე იყო ის ღამე, რომლის გათენებაც ემძიმებოდა ყველას.
ერთხელ მაინც რომ აგეხედა მაზერის ცაზე, იფიქრებდი, ნეტავ სულ ასეთი მშვიდი ღამე იყოს და აღარასდროს გათენდესო.
ასე ფიქრობდა სოფაც.
საკუთარ თავზე მეტად ედარდებოდა სხვები... ერთიც განსაკუთრებით, ალბათ.
იწვა სუსტად განათებულ ოთახში და არეულ მზერას არ აშორებდა ჭერს.
არ ეკარებოდა ძილი.

- შეიძლება?
სუსტ კაკუნს ნაბიჯების ხმაც რომ მოჰყვა, მხოლოდ მაშინ წამოსწია თავი.
- შემოდი, - დაიბნა გიორგის დანახვისას და წამოიწია საწოლზე. - მოხდა რამე?
- მაინტერესებდა როგორ იყავი, - კედელზე ზურგით მიყრდნობილი აკვირდებოდა ქალის სახეს.
- კარგად ვარ?.. ალბათ, - სუსტ ღიმილთან ერთად გადააქნია თავი და მძიმედ მიეყრდნო საწოლის საზურგეს.
- ტასომ მითხრა, ცუდად ყოფილხარ წინა საღამოს...
აერია სახე სოფას. ნეტავ, რა უთხრა კიდევ ტასომ... იქნებ ყველაფერი, რაც მოხდა იმ საღამოს.
- არაფერია, - ემძიმა ყელში გაჩხერილი ერთადერთი სიტყვა სოფას. - კარგად ვარ.
- რატომ არავის უთხარი? - ჩამოუჯდა საწოლის კიდეზე და გადმოხედა გვერდულად. დააბნია მისმა საყვედურნარევმა მზერამ ქალი, ერია მასში მზრუნველობაც.
- ცუდად რომ ვიყავი?
- დახმარება რომ გჭირდებოდა, - შეყარა წარბები გიორგიმ.
- ვისთვის უნდა მეთქვა? - გაკვირვებისგან აღმოხდა სოფას.
- ნებისმიერისთვის, არა?
- როცა ნებისმიერი არ გყავს, მაშინ? - მოერია ბრაზი, რადგან ვერ ამოიცნო გიორგის ტონი. ჩვეულებრივი კითხვა იყო თითქოს, მაგრამ ერია საყვედურიც.
- შემჩნევა უნდა მაგ ნებისმიერს, სოფა, - უცნაურად ჩაეღიმა კაცს.
- ერთადერთი იმედი დათუნა იყო ჩემთვის, მაგრამ არანაკლები პრობლემები შეექმნებოდა მასაც... რა გგონია, არ დატოვებდნენ ნულზე? ფარჯიანები რამდენადაც კარგი ხალხია, იმდენად პრინციპული... პრინციპი კიდევ, ბევრ ცუდს გაგაკეთებინებს ადამიანს, არა? - გაუმკაცრდა ხმა ქალს.
- ტყვიას რომ არ მოესწრო, მარტო იმის გამო გათხოვდებოდი, რომ მშობლებს ასე აწყობდათ? ან იმის გამო, რომ საშკას ასე სჭირდებოდა? - ცერად აზიდა წარბები გიორგიმ და მკრთალად ჩაეღიმა ქალის ბრაზნარევ გამომეტყველებაზე, განსაკუთრებულად ლამაზს რომ ხდიდა კოპებშეკრული სახე. - სხვისი სურვილების გამო საკუთარი ცხოვრება არ უნდა გაანადგურო, სოფა. სხვის გამო, საკუთარი ცხოვრება არ უნდა გაასხვისო. არ ღირს.
- რა გინდა, გიორგი? - გულწრფელად გაუკვირდა სოფას. ვერ მიხვდა, რა მიზანი ჰქონდა ამ საუბარს.
- მე არაფერი, - ჩაეღიმა მკრთალად. - ფასი უნდა იცოდე საკუთარი თავის. შენი ცხოვრება ერთია და ნუ იცხოვრებ ისე, თითქოს ბევრი გქონდეს.
- მეჩვენება თუ ბრაზობ? - ყალბ აღშფოთებაში შეჩურთა იშვიათი აღფრთოვანება.
- არა, არ ვბრაზობ, - გააქნია თავი მსუბუქად.
- კარგი მაშინ... გავითვალისწინებ შემდეგში, - აიჩეჩა მხრები უდარდელად და აქცია ზურგი.
- დამცინი? - ჩაეცინა გიორგის.
- სასაცილოდ მაქვს საქმე? - სწრაფი მოძრაობით გადაბრუნდა ისევ მისკენ. - ხუმრობის დროა?
- ჩაიწიე.
- ბატონო?! - წარბები აზიდა სოფამ. - რატომ?
- მიდი, მიდი... - დაუყვავა შემრიგებლურად და ხმაურით მიუწვა გვერდით გაოგნებულს.
- სად მოდიხარ?! ისედაც პატარა საწოლია, ადექი! - სიმწრით დაექაჩა მომრგვალებული თვალები სოფას. - გიორგი, იცოდე ვიკივლებ!
- ცუდი მასპინძელიაო, ხო? თუ როგორ იყო? - გაახსენა ჩუმი სიცილით დილანდელი.
- სტუმრის პატივისცემა არ იცისო, ჯერ ერთი! და მერე მეორე, რა წესია?
- მშვენიერი, რას ერჩი?
- ადექი, საწოლი არ ჩამიტეხო! - დაექაჩა ხელზე კაცს, პატარა საწოლის ერთი მესამედი რომ დაეკავებინა უკვე.
- ამაგდე!
- კარგი... მე ახლა ვიყვირებ და აქ რომ შემოვა მთელი სვანეთი... მერე...
- მერე... ვიღაც გოგოს შერცხვება, - კმაყოფილმა ღიმილმა გაუხსნა სახე. - გინდა გითხრა, რას იფიქრებენ მეზობლები?.. სტუმარმა თავის საწოლში შეიტყუაო...
- არ მეცინება.
- ჩაიწიე, თორემ ცოლად მოგიყვან! - დასცინა და კიდევ უფრო გაეცინა, მისი სიბრაზისგან ფერდაკარგული სახე რომ დაინახა.
- რა სასაცილოა! - გააჯავრა გაღიზიანებულმა და საბანში ჩარგო თავი. - სხვისი განსჯა მარტივია ხო შორიდან?
- არ განგსჯი, სოფა. მითუმეტეს მე, - მისკენ მიაბრუნა თავი. - მე არ მიცხოვრია ისე სუფთად, რომ ვინმე განვსაჯო... სუფთად ვისაც უცხოვრია, იმან განსჯა არ იცის რა არის.
- შენ რას იზამდი ჩემს ადგილას? - ჰკითხა დამაფიქრებელი სიჩუმის შემდეგ.
- იცი, ძალიან რთულია თავი წარმოვიდგინო საშკა ფარჯიანის საცოლედ... მიჭირს, სოფა... - ინარჩუნებდა სერიოზულ ტონს, თუმცა ეპარებოდა მაინც მოღალატე ღიმილი.
- რაღაც ძალიან იუმორისტულ ხასიათზე ხარ! - გადმოხედა წარბაწეულმა.
- მართობ ხოლმე, - ხელით წაეთამაშა მის არეულ თმას, მაინც რომ ინარჩუნებდა სისწორეს.
- სერიოზულად მიპასუხე, როცა გესაუბრები, გიორგი! - აუქნია ხელი გაბეზრებულმა, მაგრამ ესიამოვნა ზედმეტი შეხებაც.
- გამოსავალი ყოველთვის არსებობს... უნდა მოძებნო ხოლმე, სოფია, - უთხრა ძალიან ჩუმად და მიაბრუნა თავი მისკენ.
- გარანტია არსებობს?
- გარანტია არასდროს არსებობს, უბრალოდ უნდა ეცადო ბევრ გამოსავალში საუკეთესო ამოარჩიო და არა ის, რომელიც ყველაზე მარტივია... ესაა პრობლემა, სოფა, რომ შენ დანებდი დროზე ადრე. როცა ვინმეს არ უყვარხარ... მისი შეყვარების მოპოვება არც უნდა გჭირდებოდეს და ეს დაემართა საშკასაც. შენც ხელი შეუწყვე ბავშვურ თამაშში, თუმცა მესმის, ოჯახის შეგეშინდა.
- ჩემ გამო არა, - უნდოდა ეთქვა, ეღიარებინა, რომ შეეშინდა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად საკუთარი თავის გამო, ისიც. - ჩემ უკან ბევრი ადამიანია, გიორგი.
- მესმის.
- გესმის, მაგრამ მაინც მადანაშაულებ, - სწყინდა მისგან სხვანაირად.
- არ გადანაშაულებ, - თბილად გაუცინა. - გეუბნები, უბრალოდ, რომ მარტივად არ უნდა დააჩაგვრინო თავი უსიამოვნო გარემოებებს, რომლებიც მრავლად შეგხვდება ცხოვრებაში. ბევრი ისეთიც გამოჩნდება, ვინც შეეცდება საკუთარ აზრზე ისე გადაგიყვანოს, საკუთარ სიმართლეში შეგატანინოს ეჭვი, ხომ გესმის, არა? ყველას თუ გაითვალისწინებ, ყველას გაბედნიერებას თუ ეცდები, საკუთარი თავი შეგრჩება უბედური მხოლოდ.
- ძალიან მარტივია ადამიანის დადანაშაულება, როცა მსგავსი რამ ხდება... ჩემი პირველი ფიქრი ეგ იყო, მხოლოდ. ახლანდელი გადმოსახედით რომ ვაფასებ... მესმის, იცი? არ ვამართლებ, მაგრამ მაინც მესმის. როცა მარტო რჩები, გამოსავალი ის გგონია, რაც პირველად მოგაფიქრდება... რთულია, გიორგი. რთულია იცხოვრო იქ, სადაც შენი სიმართლე კი არა, შენი ცხოვრება ადარდებთ მხოლოდ. შენი სიხარული ადარდიანებთ და შენი ცუდად ყოფნა ახარებთ... სიამოვნებს ხალხს, როცა იტანჯება სხვა და მაყურებლები არიან თვითონ.
- ადრე, ლინჩის წესით რომ ასამართლებდნენ ხალხს, ქალაქის მაცხოვრებლები ისე იკრიბებოდნენ ეშაფოტთან, თითქოს რაიმე საერთო მხიარულებას ჰქონდა ადგილი... ასეთია ხალხი, სოფა. დრო შეიცვალა, უფრო ჰუმანურები გავხდით თითქოს, მაგრამ ის სისასტიკე, რაც მოგვდევს წარსულიდან, მაინც აქ არის... ამიტომ არ უნდა უსმინო ხალხს. ერთი ისეთი მაინც გამოჩნდება, რომელიც შენზე იმას იტყვის, რაც არ დაგიმსახურებია. იცი, რატომ? - ფრთხილად შეავლო თვალი მის სახეს და ხელის ნაზი მოძრაობით გადაუწია თმა ყურსუკან. - ადამიანებს არ შეუძლიათ გადაიხედონ სხვისი ფანჯრიდან. უმეტესობა თავისას არ აღებს ხოლმე. არ უშვებენ ჰაერს თავიანთ ოთახებში და იწამლებიან კიდეც.
- ჩემ გამო... არ გარისკო. არ გააკეთო, რა, - აუკანკალდა ხმა თვალცრემლიანს, მოზღვავებული ემოციებისა და სიახლოვისგან სხეულსაც რომ ვეღარ იმორჩილებდა უკვე. ჩაიმალა საბანში ისე, რომ თმა უჩანდა მხოლოდ.
- სხვა, ვის გამო? - ჩაილაპარაკა თავისთვის გიორგიმ და მიმართა მზერა ცარიელ სივრცეს თავის სიტყვებში ჩაძირულმა.
- რა თქვი?
- დაიძინე, მშვიდად, - ჩაეღიმა.
მიუხვდა გაგებულ სიტყვებს ისევ.
- არ გახვალ? - ჰკითხა ანერვიულებულმა.
მიხვდა ისიც, რომ გამოიჭირა ისევ.
- დაიძინე ჯერ.

მშვიდად ეძინა იმ ღამეს.
ლამაზ სიზმრებში გახვეულისთვის მოჰქონდა სიყვარული მისი სიზმრების დამჭერს.


ნაწილი მეოთხე

„შენი ოთახის ფანჯრიდან მზე
სულ სხვანაირი ჩანს“


მეორე დილა გათენდა ისეთი, შიშის ზარს რომ დასცემდა ყველას.
ამოწვერილიყო მაზერის ცაზე სუსხისფერი მზე.
ქარვისფერი სხივები ბრწყინავდნენ კრისტალების დარად.

მაინც შემოაღწია ფარდაჩამოფარებულ ოთახში სინათლის სუსტმა სხივებმა და შეაღვიძა უშფოთველად მძინარე. უცნაურ სიმძიმეს გრძნობდა მთელი ღამე სოფა, თუმცა თავისი გაიტანა ემოციურმა დაღლილობამ და ეძინა ისე, რომ არც გარხეულა.
მანამ, სანამ გონება გამოფხიზლებას დაიწყებდა, თავი ძლივსძლივობით წამოსწია ბალიშიდან და არეული მზერა მოატარა ჯერ ოთახს, შემდეგ კი საწოლს.
დაბინდული მზერით მის გვერდით მძინარე სხეულს რომ მისწვდა, საწოლის ერთი მესამედი რომ დაეკავებინა თამამად, საკუთარ თავს დაუწყო ჩუმი ბუტბუტი და არადამაჯერებელი დარწმუნება, სიზმარი იქნებაო, აუცილებლად. გაოგნებულმა უჩქმიტა მოშიშვლებულ მკლავზე და ოდნავ შერხეული რომ დაიგულა, ძლივსღა შეიკავა თავი შეშფოთებული წამოყვირებისგან.

- აქ რას აკეთებ, გიორგი?! - მოგუდული ხმით წამოიყვირა და დააჩერდა ზემოდან კაცს, უდარდელად რომ ფშვინავდა თავის საწოლში. - გაიღვიძე, დროზე! - გაჰკრა მუჯლუგუნი.
- რა ხდება? - სუსტად გაახილა თვალები და შეათვალიერა თავზე წამომდგარი სხეული, ჩალისფერი თმა სასაცილოდ რომ აჰბურდვოდა. - რატომ მიჩრდილავ მზეს?
- აქ გეძინა შენ?! - შეშფოთებულმა, უფრო მეტად დაბნეულმა წამოიყვირა და იტაცა ორივე ხელი პირზე ზედმეტი ხმაურის ჩასახშობად. - გააფრინე? არა... გააფრინე, ხო? - ჩურჩულებდა ანერვიულებული და ვერ აშორებდა არეულ მზერას ახალგაღვიძებულს, თაფლისფერი თვალები კიდევ უფრო რომ გაღიავებოდნენ და მზისფერში გადასულიყვნენ. დაბალზე შეჭრილი თმა ისევ ისეთი სისწორით განფენილიყო, როგორც წინა საღამოს.
- ჩამძინებია... რა მოხდა? - ძილისგან დაბოხებოდა ხმა კიდევ უფრო.
- გიორგი! - პანიკის ნოტები შეერია გამოფხიზლებულს. - ისე გადი აქედან, ვერავინ შეგამჩნიოს!
- აუცილებლად, - ჩაეცინა მის რეაქციაზე და სწრაფად იცვალა გვერდი. - ცოტა ჩუმად იხმაურე, ძილს მიფრთხობ, სხვათაშორის.
- შეიშალე? ხუმრობის დროა?
- ძილის დროა, სოფა! - ბალიშში თავჩარგულმა ამოილაპარაკა და ორივე ხელი გაშალა პატარა საწოლზე. კაცის უეცარ შეხებაზე დენდარტყმულივით შეხტა და იცვალა გვერდი.
- გადი-მეთქი, სასწრაფოდ! - დაუბღვირა გაღიზიანებულმა და ტუმბოზე დადებული ტელეფონი შეამოწმა. - დილის ცხრა საათია... ახლა გაიღვიძებენ და მოგიკითხავენ, გესმის? აქ რომ შემოვიდეს ლილი... ვაიმე! - ბორგავდა საწოლში ანერვიულებული.
- რამე არ იფიქრონ, ხო? როგორ უფრთხილდება თავის რეპუტაციას... ჩემზე სულ არ ფიქრობს! - ჩუმი ქირქილით გადააქნია თავი გიორგიმ.
- გაგიჟდი, შენ? მოშორდი აქედან! - დაუცაცხანა უდარდელად გადაწოლილს. - ვინმემ რომ დაგინახოს, წარმოგიდგენია, რა მოხდება? იცი მაინც, რას იფიქრებენ ჩემზე?! რა ვუთხრა... რა ავუხსნა, შემთხვევით ჩემთან შემოიპარა ღამის თორმეტ საათზე, ჩაეძინა და მე გათიშულმა, საერთოდ ვერაფერი გავიგე-მეთქი?!
- მე შენ რა გაგაფრთხილე, სოფია? - წარბაწეული გადმობრუნდა ისევ მისკენ და მოიმწყვდია მკლავებს შორის.
- რა გამაფრთხილე?! - წარბები აზიდა კაცის გამაფრთხილებელ ტონზე და შეცბუნებულმა გაზარდა დისტანცია კიდევ უფრო.
- მხოლოდ თხოვნებს ვითვალისწინებ-მეთქი. თხოვნებს! - თბილი ღიმილით დაუმარცვლა უკანასკნელი სიტყვა და მოხუჭა ისევ თვალები.
- ადექი... სამამდე ვითვლი, იცოდე! ერთი... ო-რი! საააა...
- მთელი ღამე მეძინა და კიდევ ერთი საათი რომ დამაძინო, რა შეიცვლება? - არაფრად ჩააგდო ქალის მონდომებული მუქარა და აბუზღუნდა საბანში გადახვეული.
- შემოვა-მეთქი, ვინმე! - წამოიძახა აღშფოთებულმა და წამოხტა საწოლიდან შემცივნებული. - გავიყინე!
- დაწექი მერე, - უდარდელად აიჩეჩა მხრები და მოატარა დამკვირვებლური მზერა ქალის სხეულს. - ეგეთი თხელი ღამის პერანგი ზაფხულშიც არავის უკადრებია აქ, იცი, შენ, სოფია?
- რაო?! - წამოხურდა სახეზე სოფა. - როგორ მიბედავ!
- რას, ფილტვების ანთების რეალურ რისკებზე საუბარს დილის ცხრა საათზე, მინუს სამ გრადუს ყინვაში? - დამცინავად აზიდა წარბები და შეათვალიერა უკეთ ერთ ადგილას დაყუდებული.
- თვალებს დაგთხრი! - სასაცილოდ წამოუწითლდა ლოყები და თავადაც იგრძნო ოთახში არსებულ ტემპერატურასთან შეუსაბამო სიმხურვალე სახეზე.
- მოდი, იქნებ, ასე მაინც დამაძინო... - ხმით ჩაეცინა და უღონოდ გადააგდო თავი ბალიშზე. - კარგი, გავიღვიძე... გილოცავ!
- პრობლემები ისედაც არ მაკლია, გიორგი. შენც ნუ დამემატები, ძალიან გთხოვ! - ღრმა ამოსუნთქვას ამოაყოლა ჩუმი ბუტბუტი და სახეზე უდიერად ჩამოყრილი თმა უკან გადაიყარა. აკვირდებოდა მის ყოველ მოქმედებას კაცი და ჩაეღიმა ბოლოს, როცა მოქმედების დასრულების შემდეგაც ვერ მოსწყვიტა თვალი. განსაკუთრებით ლამაზიაო, უკან გადაყრილი თმითა და მოღერებული ყელით.
- არცერთი შენი პრობლემა არაა შენი, სოფა, - ჩაილაპარაკა მრავალმნიშვნელოვნად და ჩუმი ღიმილით აგრძნობინა, ვხედავო შენს აღელვებას.
- მომისმინე... მოდი, აქ! - შეძვრა ისევ საწოლში და დაექაჩა მკლავზე.
- სად მეპატიჟები? - მომხიბვლელი ღიმილი დასთამაშებდა კაცს უჩვეულოდ გახსნილ სახეზე. - ვიღაც მაგდებდა თავისი საწოლიდან... სწორად მახსოვს, ხო?
- ნუ იღიმი ეგრე! - ხმა ჩაიწმინდა მისი მზერით აფორიაქებულმა.
- როგორ?
- თვითკმაყოფილი!
- ვარ... მართალია, - დაუქნია თავი მსუბუქად. - კიდევ?
- გავგიჟდები... რა გინდა?
- ძილი, - უპასუხა უცერემონიოდ.
- წადი და შენს ოთახში დაიძინე! - ბრაზი სახეზე მოაწვა სოფას, ეგოისტურად სხვა პასუხს რომ ელოდა, მაინც.
- ვერა, - უღონოდ გააქნია თავი და მოხუჭა ისევ თვალები. - არ გამოვა ეგ ამბავი.
- რატომ?!
- მცივა.
- დამცინი, ხო? - უხეშად გაუშვა ჩაჭიდებული ხელი.
- ოდნავ, - ჩაეცინა კაცს. - კარგი, ნუ ბრაზდები. მოდი, ისევ დამექაჩე, აჰა. - ღიმილით გადაადო მარჯვენა ხელი მუცელზე.
- გიორგი... - ამოიქშინა სასოწარკვეთილმა და ელდანაკრავივით წამოიწია საწოლზე. - ლილი გაიგებს. ნუ მარცხვენ!
- კარგი, კარგი, - ყალბი დამაჯერებლობით დაუქნია თავი. - რაო, რას გაიგებსო ლილი?.. რამე არის გასაგები?
- არ არის?
- შენ რომ შერცხვე, ეგეთი ამბავია, სოფია?!
- შენთან როგორაა არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის - კი, სამარცხვინოა უცხო კაცის გვერდით ძილი! - უკმეხად მიუგდო სიტყვები.
- უცხო კაცი ვარ შენთვის? - წარბები აზიდა დემონსტრაციულად.
- რა, არ ხარ?
- ჩემთვის არ ხარ უცხო ქალი, - ჩაუკრა თვალი ღიმილით.
- ადგები?
- ხო, - უპასუხა ისე, რომ არც ჰქონია მცდელობა.
- არ მეცინება!
- უნდა გეცინებოდეს.
- კაი?! - დამცინავად ჩაეცინა ქალს.
- ახლა თუ არ გაიცინებ, მერე აღარ იქნება, - მკრთალად ჩაეღიმა სოფას ინტერესით მომრგვალებულ თვალებზე, შემოდგომის თბილ სიჭრელეს რომ ასხივებდნენ დაუოკებლად.
- ვნერვიულობ!
- სანერვიულო ყოველთვის იქნება და რას იზამ, არასდროს გაიცინებ? - გაბზარული მზერა მიაპყრო სივრცეს, ქარვისფერი ფარდებიდან რომ ჟონავდნენ მარგალიტისფრად აბრჭყვიალებული სინათლის სხივები. ლამაზიაო ყოველი დილა, რომელიც თენდება, გაეფიქრა წამიერად და არ დააყოვნა მთელი სიმძიმით მოწოლილმა დანაშაულის გრძნობამაც.
- რაღაცას გკითხავ... - მცირეხნიანი დუმილი დაარღვია სოფას დაფიქრებულმა სიტყვებმა. აშკარაა, ბევრი ეფიქრა სათქმელზე.
- მკითხე.
- ტასოსგან რაღაც გავიგე... - დაიჩურჩულა ძალიან დაბალი ხმით და ღაწვებიც შეეფაკლა ოდნავ. - არ ვიცი, რამდენად ღირს ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ მე რომ ვიცი, თავს უხერხულად ვგრძნობ. მაწუხებს რაღაც ძალიან.
- რა გაიგე, აბა? ვინ მოიპარა გირგვლიანების ცხენი? - უსიტყვოდ მიუხვდა გიორგი, თუმცა არ დაუშვა მაინც.
- ეგეც, მაგრამ სხვა... შენთან დაკავშირებული.
- რაო, აბა, ტასომ? - ამოიხვნეშა სუსტად და საბოლოოდ გამოფხიზლებული წამოიწია საწოლზე.
- საცოლე გყოლია, - სიფრთხილით წამოიწყო. - მითხრა, რომ დაქორწინებას აპირებდით.
- მყოლია, - ჩაილაპარაკა მშრალად და წამოდგა ფეხზე.
- მერე? - შეერია მოუთმენლობა.
- მერე? - გაიმეორა იმავე ტონით. - შენ რა გაინტერესებს, სოფა? - ჰკითხა გამომცდელად და შეანათა დილის სხივებში გახვეული თაფლისფერი.
- ტასომ მითხრა, რომ ჩემი და შენი ცხოვრება ძალიან ჰგავს ერთმანეთს... მითხრა, რომ მოკლეს... მტრობის გამო, - თითების მტვრევითა და დაძაბული მზერით აკვირდებოდა გიორგის დაძაბულ ნაკვთებს.
- მოკლეს, - დაუქნია თავი მშვიდად. - ასეა.
- კარგი... არ უნდა წამომეწყო, - მხრებჩამოყრილმა იცვალა გვერდი და შემოიხვია საბანი მჭიდროდ.
- დაასრულე კითხვა, სოფა.
- არ მაქვს კითხვა, გიორგი, - ჩაილაპარაკა ძალიან ჩუმად. ჰქონდა. ძალიან ბევრი კითხვა აწუხებდა, მაგრამ ვერ ამჟღავნებდა ვერცერთს, რადგან ერთის გამჟღავნება ტოლობის ნიშანს სვამდა საკუთარი ვერაღიარებული გრძნობების სააშკარაოზე გამოტანასთან.
- ხუთი წლის წინ მოკლეს ქალი, რომელიც მიყვარდა, - სუნთქვაშეკრულმა ამოაყოლა სიტყვები ღრმა ოხვრას და უპასუხა ფიქრებწაკითხულს. უჰაერობამ წაუჭირა ყელში ძლიერად, მაგრამ გრძნობდა ვალდებულებასაც.
- გასაგებია... - დაიჩურჩულა ისე, რომ არ აუწევია თავი. თუ უყვარდაო ახლაც, ფიქრობდა ბევრს, მაგრამ ვერ იღებდა პასუხს.
- გეტყოდა მიზეზსაც, - ჩაილაპარაკა მშრალად.
- მითხრა მიზეზი.
- კიდევ?
- არაფერი-მეთქი.
- არ წამოიწყებდი ისე, - ჩაეღიმა სუსტად.
- მაწუხებდა, რომ ვიცოდი... დამალულს ჰგავდა.
- ტასოს ბევრი საუბარი უყვარს, - გადააქნია თავი გიორგიმ და ხელისგულებით ჩამოეყრდნო დახურული ფანჯრის რაფას. - იმაზე ბევრი, ვიდრე საჭიროა.
- არაფერი უთხრა, იცოდე. მისი ბრალი არაა! - წამოიწია სწრაფად და შეავლო თვალი მხარბეჭიან სხეულს. ზურგით იდგა, ჩაფიქრებული მზერით აკვირდებოდა ხედს სოფას ფანჯრიდან.
- აბა, შენია? - იმდენად გამომცდელად გადმოხედა, მოხვედრილ ტყვიებს მიამსგავსა მისი ეშმაკური მზერა. - შენ დაინტერესდი ჩემი წარსულით, სოფია? - დაამატა ცბიერი ღიმილით.
- არა! - გაბრაზდა სოფა, ხაფანგში გამოჭერილს რომ ჰგავდა იმ წამს. - ჩემს წარსულს ვუყვებოდი და აღნიშნა, რომ ვგავდით... დამაინტერესა, უბრალოდ. არ შეიძლება?
- შეძლებით შეიძლება, - ხმით ჩაეცინა გიორგის. - თან თუ დაგაინტერესა...
- შენც ნუ დაინტერესდები ჩემით, გიორგი. ნუ დამისვამ კითხვებს, კარგი? - ჰგავდა დამსახურებულ სამაგიეროს და მიხვდა ისიც.
- რატომ ბრაზობ?
- საერთოდ არ ვბრაზობ!
გადაშლილი წიგნივით იკითხებოდა მის სახეზე, რომ ბრაზობდა, თანაც ძალიან.
- არის თემები... რომლებზეც მარტივად ვერ ისაუბრებ, სოფა, - შემრიგებლური გაუხდა ტონი გიორგის. მიხვდა, რომ გადააჭარბა ოდნავ. - განსაკუთრებით პირად ტრაგედიებზე... ისეთზე, როგორიც იყო ჩემი, ხომ გესმის.
- მე თუ არა ვის, გიორგი?! - მწარე ღიმილი გაეპარა ცეცხლისფერ სახეზე.
- მარიამი ჩემი წარსულია, - საკუთარი თავიც გააოცა, იმდენად ბუნებრივად დასცდა აქამდე ვერაღიარებული სიტყვები. - ჩემი წარსული, რომელიც აღარ არსებობს. ტკბილი წარსული, ჯოჯოხეთად გადაქცეული. გაინტერესებს მიყვარს თუ არა? ხომ ეგ გაინტერესებს, სოფა, - ჩაეღიმა ბოლოს.
მიუხვდა ისევ.
- საკმარისია... არ არის საჭირო, - დამნაშავედ გააქნია თავი ქალმა. - მე არ მითხოვია ის პასუხები, რომლებიც არ მიკითხავს, გიორგი.
- აღიარე, რომ გაინტერესებს, - ჩუმი ღიმილით მიუახლოვდა საწოლს მეორე მხრიდან. - გერიდება?.. გრცხვენია, სოფა?
- არა!
- თუ მკითხავ, გიპასუხებ.
- არ გკითხავ, - აერია მზერა მისი სიახლოვით. დამორცხვილმა ჩახარა თავი.
- როგორც შენ გინდა... - იმავე ღიმილით გადაუწია სახეზე უდიერად დაყრილი თმა ყურსუკან და მიუახლოვდა მის სახეს კიდევ უფრო. - როცა კითხვების დასმის გამბედაობა გექნება, მე გიპასუხებ, სოფია. - განსაკუთრებული სიფრთხილით გამოკვეთა მისი სახელი და მოატარა ლამაზი მზერაც.
- საკმარისია... - აკანკალებული ხმით დაიჩურჩულა და აემღვრა თვალები სულ ოდნავ გულაჩქროლებულს.
სწრაფად წამოდგა ფეხზე. აუარა გვერდი უცნაურად მოღიმარს, სიმწარეც რომ დამჩნეოდა მზისფერად მოკაშკაშე თვალებში.
სწრაფად მოიცვა ხალათი და კარისკენ წავიდა ფრთხილი ნაბიჯებით.
ვეღარ უსწორებდა მზერას კაცს, რომელმაც მრავალჯერ გამოიჭირა.
მისი გრძნობები ისე გააშიშვლა, გამოხატვაც არ დასჭირვებია.

- სოფა, ბებო, გღვიძავს? - ლილიკოს ხმა რომ გაისმა, კარის სახელურისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა სოფას.
- ჯანდაბა! გიორგი... - სატირლად დაებრიცა ტუჩები სასოწარკვეთილს. - გაქრი აქედან, დროზე!
- უჩინმაჩინის მანტია ჩემს ოთახში დამრჩა, - ჩაეღიმა გიორგის, საერთოდ რომ არ ადარდებდა უხერხული სიტუაცია.
- ნუ ხუმრობ... ცუდად გავხდები! მითხარით, რომ სიზმარია... მიჩქმიტე!
- კარგი... - მიუახლოვდა კიდევ უფრო და ნელი მოძრაობით ჩამოუსვა ხელი მკლავზე. - დარწმუნებული ხარ, რომ გინდა გიჩქმიტო?
- ფანჯრიდან გადაძვერი! - აღფრთოვანებულმა წამოიძახა ისე, რომ ყურადღება არ მიუქცევია მისი სიტყვებისთვის. - წამოდი! - დაექჩა მკლავზე და იძულებით მიიყვანა ფანჯარასთან.
- უკაცრავად? - წარბები აზიდა გაოგნებულმა.
კაკუნი გამეორდა.
- საწოლის ქვეშ შენ ვერ შეეტევი! - დაიჩურჩულა პანიკაში ჩავარდნილმა. - კარადაც პატარაა!
- არც ვაპირებდი!
- კარი რომ შემოაღოს... გიორგი! მოიფიქრე რამე!
- კარგი, კარგი... გავალ, დამშვიდდი, - ჩაილაპარაკა ისე, რომ ადგილიდან არ დაძრულა.
- როგორ გახვალ? გააფრინე? კართან დგას...
- დილით საკმაოდ გამაღიზიანებელი ყოფილხარ, იცოდი? - დამცინავად გადმოხედა სქელ ხალათში გახვეულს. - ეს ციმბირული შუბა სად იპოვე? ანტარქტიდაზე მიმყავდი გადასამალად, შენი აზრით?
- საერთოდ ვერ მართობ! - დაექაჩა თვალები სოფას.
- არც მიცდია.
- სადაც წამომიყვანე, იქ ხომ ვერ მომაგნეს, საერთოდ, რას ამბობ! - დაისისინა ნიშნისმოგებით.
- ერთი სული მქონდა როდის წამომაძახებდი, - ხმით ჩაეცინა კაცს. - ცოტა დაგაგვიანდა...
- ყოველდღე უფრო და უფრო საზიზღარი ხდები! - ნერვიულად შეიცურა თითები თმაში საგონებელში ჩავარდნილმა.
- ყოველდღე?
- ხო!
- ყოველდღე მაკვირდები? - აზიდა წარბები ყალბი აღშფოთებით. - არ მეგონე ეგეთი.
- სხვა გზას მიტოვებ შენი გამაღიზიანებელი იუმორით? - უჩქმიტა მხარზე გამწარებულმა და ფრთხილი მზერა გააპარა კარისკენ. აღარ ისმოდა კაკუნის ხმა. - საერთოდ ვერ მართობ!
- ჰო, მეც ვერ მართობს, შენი საერთოდ ვერ მართობ, იცოდი?
- ფანჯრიდან, დროზე! - შეღებული ფანჯრისკენ ანიშნა და გადაწია ფარდა.
ამოწვერილიყო მზე.
კაშკაშებდა მწვერვალის თავზე მოდარაჯე.
- თხოვნა-მეთქი, სოფია!
- მეტი საქმე არ მაქვს! - ჩაიფრუტუნა დამცინავად.
- მეც არ მაქვს მეტი საქმე...
- უსაქმური!
- როგორ გათამამდა! - გადააქნია თავი შემფასებლურად. - რამე რომ მოვიტეხო, სად მიდიხარ? შენ ჩახედავ ლილიკოს თვალებში?
- შენ რომ აქ დაგინახოს, ისედაც ვერ ჩავხედავ ლილიკოს თვალებში!
- დამიჯერე, საყვარელ შვილიშვილს ფეხს რომ მოამტვრევ, უფრო ვერ ჩახედავ! - ჩაუკრა თვალი ნიშნისმოგებით და დაეყრდნო მჭიდროდ ფანჯრის რაფას.
- მოშორდი! - დაუცაცხანა გაგულისებულმა, მაგრამ შეაჩერა მისმა მზერამ.
უცნაური ღიმილი აკიაფებოდა ლამაზ სახეზე გიორგის. თვალს არ აშორებდა გავარვარებულ მზეს, ყინულს რომ უბედავდა დადნობას.
- ლამაზი ხედი ჰქონია შენს ფანჯარას, სოფია, - დასცდა ჩუმი სიტყვები ისე, რომ არ მოუშორებია თვალი ხედისთვის. გადმოხედა ბოლოს ადგილზე შემდგარს და იმ ღიმილით გაუღიმა, მისაკუთრება რომ იციან ხოლმე ადამიანებმა.
- წადი, გიორგი, - აუკანკალდა ხმა თავჩაქინდრულს და დააჩერდა შიშველ ტერფებს. იმაზე უკეთ მიხვდა ქვეტექსტს, ვიდრე საჭირო იყო მიმხვდარიყო - ვინმე.
გაეღიმა გიორგის.
დამსახურებული უარყოფაც ესიამოვნა თითქოს.
- მივდივარ, ჰო, - ფრთხილი, გამოზომილი მოძრაობით ჩამოუსვა თმაზე ხელი და სწრაფი მოძრაობით გადაიწია ფანჯრიდან.
- მეორე სართულია, რა უნდა დაგემართოს? - ვერ მოუთმინა გულმა და ფანჯრიდან გადმოყო თავი სოფამ. - აი, იმას დაადგი... - თითი გაიშვირა გაურკვეველი მიმართულებით. - უი, მაგას არა. არ გინდა, შეეშვი. მიდი, გადახტი.
- თავის მოკ/ვლას მასწავლი, სოფა? - გაეცინა გამხიარულებულს.
- ოხ! - ამოიქშინა და სწრაფად შებრუნდა სახლში.
კარისკენ აპირებდა წასვლას, გიორგის ხმამ რომ მოაბრუნა.
- სოფა? - ამოსძახა ქვემოდან.
- რა გინდა? - ყალბი მობეზრებით გადაიხედა ისევ.
- იმ საღამოს... ჩვენი მეზობელი თინათე რომ გაიცანი, ხომ გახსოვს? - საქმიანად შემოყარა ხელები წელზე გიორგიმ.
- რომელი, ყველაზე მოხუცი რომ იყო? - ჩაფიქრებულს მოაგონდა ქალი, ას ერთი წელი რომ შესრულებოდა უკვე.
- ხო.
- მერე? - ჩაეკითხა ინტერესით.
- მაგას მოპარე ხო, ეგ ხალათი?! - ჩუმი ფხუკუნით ამოხედა სახეაწითლებულს. - დაუბრუნე, გოგო, ცოდოა, გაიყინა ქალი!
- მოშორდი აქედან! - გამოსცრა გამწარებულმა და ხმაურით დახურა ხის ფანჯარა.

კაკუნი აღარ გამეორებულა.
უცნაურ, შეუჩვეველ ღიმილს ვერ იშორებდა მომზადების დროს სოფა.
ვერ იმორჩილებდა სახის კუნთებს, ეპარებოდა ეშმაკური ღიმილი მაინც.
გრძნობდა რაღაც ახლადნაგრძნობსა და ჯერ ვერ გამოცდილს.
გაზაფხულის სურნელი შემოეპარა ოთახს შუა შემოდგომაზე.
ლამაზი ხედიაო, შენი ფანჯრიდან,
ასე უთხრა.
შემოდგომის მზე უბედავდა ყინულს დადნობას.
ეპარებოდა ფეხდაფეხ და ახვევდა თავის სხივებში ერთ დროს გრძნობებისმქონე მყინვარს, ამაყად რომ დარაჯობდა თეთნულდს - თავის სიყვარულს.


მსუბუქად შეაბიჯა სახლში გიორგიმ.
მოაგონდა ერთი კაცი, სახელად აკა.
სვანი მოხუცი იყო, დოლასვიფიდან.
ბავშვი იყო მაშინ, აკამ რომ უთხრა, შენი სიყვარულისთვის სახელით მიმართვას თამამად რომ შეძლებ, გრძნობებში გამოტყომას ჰგავსო ესეც.
რაც უფრო ბევრჯერ გაიმეორებ მის სახელს,
„მიყვარხარ“ არისო ესეც.
ღიმილით აქნევდა თავს სამზარეულოსკენ მიმავალი, უცნაურ სისუბუქეს რომ შეეპყრო გაღვიძების წამიდან.
ეცინებოდა, ვიდრე ეღიმებოდა.

- გიორგი... - შემპარავი ტონით წამოიწყო ლილიმ, სამზარეულოს ფანჯრის რაფას რომ დაყრდნობოდა ხელისგულებით.
- ჰო, ლილიკო.
- კარის დანიშნულება იცი, ბებო? - თბილი ღიმილით გადმოხედა კარის ძგიდეს მიყრდნობილ შვილიშვილს, ანცი ღიმილი რომ დასთამაშებდა უჩვეულოდ გახსნილ სახეზე.
ლილიკოს ღიმილიანი ხმა რომ მისწვდა ოთახიდან ფრთხილი ნაბიჯებით გამომავალი სოფას ყურთასმენას, სპაზმური ხველა აუტყდა თავზარდაცემულს. დაფეთებული შევარდა თავის საძინებელში.
მიუხვდნენ,
ისევ.
ეღიმებოდა გიორგის დამსახურებული სიმშვიდით.


* * *

შუა დღემდე მოლოდინის რეჟიმში გაატარეს.
მოუსვენრობას შეეპყრო სოფა, ვერ პოულობდა ადგილს.
სახლის ყველა ფანჯარა შემოიარა ანერვიულებულმა.
თითების მტვრევით აკვირდებოდა ყველა დეტალს.
შებინდებისას მანქანა რომ გაჩერდა სახლის წინ, სხეული დაეჭიმა ქალს.
შეცბუნებულმა გადახედა ჯერ გიორგის, შემდეგ ვაჩეს, უშედეგოდ რომ ცდილობდა ჭკუასელთან კონტაქტზე გასვლას.

- ჩემი ხელით მოგკლავ, ვაჩე ფარჯიანო, აბა გაბედე და რამე დაუშავე? - სწრაფი ნაბიჯებით მორბოდა მანქანიდან გადმომხტარი ქეთუთა.
- გაჩერდი, გოგო! - ხელით აკავებდა ონისე.
- ოხ, ქეთუთა, რა ხმაურიანი ხარ! - ფეხდაფეხ მოჰყვებოდათ აჩი. - ნუ დააყენე მთელი სვანეთი ფეხზე! ნუ გააგებინე ყველას! რაღა ჩინური გონგი და რაღა ეს, მთა ჩამოიშალა, გოგო!
- თქვენ აქ რას აკეთებთ?.. ქეთუთა? - თვალები დაექაჩა გარკვირვებისგან აივანზე გამოსულ სოფას. - შემოდით?!
- ესენი ჩაის რატომ სვამენ? - გაოგნდა ოთახში შესული უმცროსი დადვაძე და ჯერ ონისეს გადახედა, შემდეგ აჩის. - ონისე? ალტერნატიულ რეალობაში ვართ? აჩი? რა ხდება? ამიხსენით, სასწრაფოდ!
- აზრზე არ ვარ... - უკვირდა კარში ჩახერგილ დგვარელსაც. - რა ხდება აქ?
- იმიტომ ვიფრინეთ ფორმულა ერთის მრბოლელივით თბილისი-სვანეთის გზაზე, თქვენ აქ მშვიდობის სადღეგრძელოები რომ შეგესვათ ჩაის ჭიქით ხელში? - ჩაუვარდა კოვზი ნაცარში გაღიზიანებულ აჩის და მტრული მზერა ესროლა ვაჩეს. - უხ, თქვენი!
- შენც ახლა რამის თავი არ გქონდეს, - ჩაიფხუკუნა ონისემ.
- მიკერილი წარბით და დაწყვეტილი ნერვებით მე არ ვარ წარმოდგენილი, ბატონებო! - ჯერ ონისეს გადახედა, შემდეგ ვაჩეს. - დროზე ამიხსენით რა ხდება, ისედაც შერყეული ვარ ამ ორის ხელში! მთელი გზა ტვინი ამხადეს! ჯერ ხო დახოცეს და არ დატოვეს ერთმანეთი და მერე საერთოდ ლაქუცობდნენ! კიდევ ერთი საათიც და გადავუხვევდით მესტიის იუსტიციის სახლში!
- ბატონო?! - თმები ყალყზე დაუდგა ქეთუთას, განსაკუთრებით მაშინ, ონისეს თვითკმაყოფილ ღიმილს რომ გადააწყდა. - ენის გასატეხებში ვავარჯიშებდი!
- აა, ახლა ენის გასატეხებს ეძახიან მაგას? - არ აჩერებდა ენას აჩი.
ჩუმი ღიმილით გადახედეს ერთმანეთს გიორგიმ და სოფამ.
- შენს დროს სიარულს ეძახდნენ მასეთებს, აჩიკო, ჩემო გულდამწვარო და შურიანო მამიდაშვილო, - თმები აუჩეჩა ონისემ.
- არადა როგორ ვთხოვე, მე „დამიპადეშკე-მეთქი!“ ახია ჩემზე! - დანანებით ამოიოხრა ქეთუთამ. - არ ყოფილხარ სანდო კაცი, აჩი ბერიძე!
- ეს შვეიცარიელი ცოლ-ქმარი ნახე, რა!
- ამ შვიდ საათში როდის მოასწარი ასე დაბოღმვა? - ყალბი აღშფოთებით გადააქნია თავი ონისემ.
- ძილი რომ არ მაცადეთ, სუნთქვა რომ არ მაცადეთ, მაღაზიაში რომ არ გამიჩერეთ, აფთიაქში რომ არ შემიშვით... გავაგრძელო? - ჩხუბობდა აჩი.
- დაადუმე შენი ძმადნაფიცი, გიორგი!
- მაგარი გაგიმწარებიათ ამან რომ ხმა ამოიღო, - ჩაეცინა გიორგის.
- მე ამ ორთან ერთად აღარ ვიმგზავრებ, გადავფრინდები საერთოდ!
- ამან ჩვენთან ერთად იმგზავრა? - ეჭვით გადმოხედა ონისემ გვერდით მდგომ ქეთუთას, მხრების აჩეჩვით კიდევ უფრო რომ გაამწარა აჩი.
- მეტის ღირსი ვარ! თქვენ მერე მოგხედავთ! - დაემუქრა ორივეს და მიუბრუნდა გიორგის. - რა ხდება, ამიხსენით, თქვენ მაინც ნუ გამიცვითეთ ამათ ხელში გათეთრებული სისხლი!
- მკვლელი გამოჩნდა, - ამოიოხრა მძიმედ ვაჩემ და წამოდგა ფეხზე. მიხვდა, თავისი სათქმელი იყო ყველაფერი. დამნაშავედაც იგრძნო თავი ონისეს წინაშე, მაგრამ კაცს, რომელსაც სასტიკად მოუკლეს უძვირფასესი, ძნელად თუ გაემტყუნება რამე.
- უი, მე აღარ ვარ? - ცინიკურმა ღიმილმა გაუხსნა სახე ონისეს. - მივხვდით?
- მგონი, ჩემს ქმედებას უნდა გაეცა მაგ კითხვაზე პასუხი, ონისე, - არ აუწევია ჩაქინდრული თავი ვაჩეს. - განცხადება გამოვიტანე. ჟღენტი უკვე გაფრთხილები მყავს, იცის, ვინც არის.
- ჟღენტმა თუ იცის, აგიყვანიათ და ეგაა, - არ შესცვლია დამცინავი გამომეტყველება ონისეს. - ჟღენტმა მაქსიმუმ ქათმის მკვლელი ძაღლი დაიჭიროს, ვაჩე!
- ეგრე მარტივადაც არ არის... მთელს რესურსს დებს ამ საქმეში, ჩემზე ნაკლებად არ უნდა გახსნა, დამიჯერე. მთელი მესტია ფეხზე დააყენა, ყველანი ჩართულები არიან. ჭკუასელის გამოჩენა დარჩა მხოლოდ, - მშვიდად ჩაილაპარაკა ვაჩემ.
- თუ მკვლელის ვინაობა იცი, აქ რატომ ხარ? - ლოგიკური კითხვა გაუჩნდა აჩის და მძიმედ დაეხეთქა სკამზე. - შენ? აი, შენ?! წამშალე მეგობრების სიიდან, საერთოდ! ყველაზე ბოლო მე როგორ უნდა ვიგებდე ყველაფერს! - მიუბრუნდა გიორგის, უჩვეულო სიმშვიდეს რომ არ კარგავდა მოღიმარი.
- შენ გქონდა შენი მისია, აჩიკო, და ვერ შეასრულე ეგეც! - ჩაუკრა თვალი ნიშნისმოგებით. - სად არის ცოლი?!
- რა დროს ცოლია, ბიჭო! - მოეშალა ნერვები. - დავშორდით თან... - დაამატა დაბალი ხმით.
- ერთად როდის იყავით? - ჩაეცინა კაცს.
- მიდი, რა! - აიქნია ხელი და მიუბრუნდა ვაჩეს. - ჭკუასელი ახსენე... და ეგ რას აკეთებს აქ? ან შენ? ან ვინ არის საერთოდ?
- ვინაობა რომ ვიცი, იმიტომ ვარ აქ, აჩი, - მწარე ღიმილი გაუკრთა ვაჩეს მოქუფრულ სახეზე. ძმის მკვლელს უნდა ეძებდეს ყველგან, ოჯახს უნდა იცავდეს ახლა, მაგრამ იქ არის, სადაც ყოფნა ესწორა ყველაზე მეტად. - სოფას საფრთხე ექმურება. გამაფრთხილა, მასთან რომ აპირებდა წამოსვლას. ისიც იცის, სად არის და ისიც, ვისთან ერთად.
- რაო?! - წამოიყვირა აქამდე მშვიდად მდგომმა ქეთუთამ. - როგორ?.. ვინაა ასეთი?
- ჭკუასელი რეზი, - ვაჩეს მზერა იმდენად ემძიმა გიორგის, მიხვდა, როგორც უჭირდა ძმის მკვლელის სახელი თქმა და დაასწრო პასუხი. წამიერად გადმოხედა ვაჩემ, შერეულიყო სწრაფ მზერაში ოდნავი მადლიერებაც.
- ვიცით ვინაა? - ხელები ნერვიულად აათამაშა მაგიდაზე აჩიმ. - არც გამიგია, რას წარმოადგენს?
- ვიღაც ნარკომანია, ბარიგა, - უპასუხა ვაჩემ.
- მოტივი? - ხმა ამოიღო ონისემ და ბასრი მზერით გადახედა ვაჩეს. - რატომ მოკლა?
- სხვა დროს... - წართმეოდა ხმა ვაჩეს. მზერით უთხრა, გეტყვიო, აუცილებლად, მაგრამ ახლა არა, როცა ამდენი თვალი აკვირდებოდა ერთად. ემძიმა თავისი სასჯელი ვაჩეს.
- რა მოტივიც უნდა ჰქონდეს, აზრი არ აქვს არცერთს, - ფეხზე წამოდგა აჩი. - ხუთ ტყვიას ნორმალური არ გაისვრის.
კარგა ხანს აღარ გაუღიათ ხმა.
დაეკარგა სიტყვას მნიშვნელობა.
გაეხვა ყველა თავის სადარდებელში.

- დათუნა არ ჩამოსულა? - ახლაღა შეამჩნია ქეთუთამ, მასზე ადრე წამოსული ბიძაშვილი მათთან ერთად რომ არ იყო. - ეგ, ნოდო და დიტო წამოვიდნენ ერთად, სად არიან?
- რამე ხომ არ შეემთხვათ? - მხრები აუცახცახდა სოფას ყველაზე უარესის ფიქრში და სწრაფად მიუბრუნდა დას. - დიდიხანია წამოვიდნენ? შენ მათთან ერთად რატომ არ ხარ?
- ჩვენზე ადრე წამოვიდნენ. მე არ წამომიყვანა, რა თქმა უნდა! გიკვირს? - აიქნია ხელი გაღიზიანებულმა. - ღირსია!
- გოგო! - დაექაჩა თვალები სოფას. - ავარიაში ხომ არ მოხვდნენ?.. ის ხომ არ იპოვეს?!
- უიმე, არა, ვისი მპოვნელია, ისეთ საზოგადოებასთან ერთად წამოვიდა, მაქსიმუმ გზა აერიათ და აფხაზეთში გადავიდნენ, - ჩაიფხუკუნა ქეთუთამ.
- მიხვრეტილები იქნებიან სადმე, საზღავრთან, - დამამშვიდებლად გაეცინა აჩის.
- ნუ ნერვიულობთ, დიტოს რომ გადაეჩეხა სადმე, შევამჩნევდით გზაში, - ჩაიცინა დგვარელმა სიმშვიდით.
- ხო, მინიმუმ ჩხაიძის კივილს და ნოდოს ღრიალს გავიგებდით, - დაიკრიფა ხელები გულზე ქეთუთამ.
- დავრეკავ და გავიგებ სად არიან, - ჩაილაპარაკა გიორგიმ და გავიდა ოთახიდან, რადგან ყველა წერტილში არ ჰქონდა ტელეფონს დაჭერა.
- ეს ჭკუასელი რეზი დანამდვილებით იცი, აქ რომ არის? - მიუბრუნდა აჩი ვაჩეს.
- დიდი ალბათობით.
- იქნებ, გამოცდაა? აინტერესებდა თუ შემოგიტყუებდა მახეში... თან სულელი ხომ არ არის, ეცოდინება ფეხზე რომ დააყენებდი მთელს სვანეთს, - დაბალ წვერზე ჩამოისვა ხელი ჩაფიქრებულმა ბერიძემ. - შენს შემოსატყუებლად სოფას სახელის გამოყენებაც სტრატეგიული გათვლაა.
- მაშინ, რატომ მაინც და მაინც აქ და არა თბილისში? - წარბები აზიდა დგვარელმა და გადააქნია თავი. - ჭკვიანი ტიპია ეგ ჭკუასელი, კარგად ექნება დაგეგმილი ის, რასაც აპირებს.
- ჩემი შეტყუება რომ უნდოდა, ფაქტია, სხვა შემთხვევაში ისე წამოვიდოდა აქეთ, სიტყვას არ დაძრავდა, - უპასუხა ვაჩემ.
აქამდეც ჰქონდა ნაფიქრი ჭკუასელის განზრახვაზე, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა მიზანი ამოძრავებდა კაცს, თუმცა ერთი რამ ნათელი იყო, სოფასთვისაც ისეთივე რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა რეზი, როგორც მისთვის.
- სოფასთვის ზიანის მიყენება რომ უნდა, ესეც ფაქტია. ნებისმიერი რამ, მაგრამ ზიანი, - იმდენად მტკიცე იყო დგვარელი, ჟრუანტელმა დაუარა სოფას, რომელმაც თითქოს მხოლოდ ახლა გაიაზრაო რეალური საფრთხე და დამფრთხალმა მოატარა მზერა შეკრებილებს. - აუცილებლად ესროდა იმ დღეს... გაიმეტებდა ერთ ტყვიას მისთვისაც, ეჭვიც არ მეპარება ამაში. - დაამატა და გამჭოლი მზერით ახედა ყბადაჭიმულ ფარჯიანს, იმდენიც რომ არ შეეძლო, საკუთარი ძმის ღირსება დაეცვა... გადახაზული ეს ღირსებაც.
- რას ფიქრობ, რა უნდა? - ჰკითხა აჩიმ.
- მარტივი ამოცანაა, აჩიკო. ერთი გასროლით, ორი კურდღელი, - ჩაუკრა თვალი და დაამატა ბოლოს. - შურისძიება.


*

კიდევ ერთი საათი მიემტა მოწკრიალე საათს, გულს რომ უღონებდა ყველას.
უჩვეულო სიჩუმეში ჩაკარგულიყო მაზერი იმ საღამოს.
სიჩუმის ხმები ისმოდა მკაფიოდ და აზანზარებდა ამაყად აზვირთულ მთებს.
აივანზე გასულ ონისეს ამოუდგა გვერდით ვაჩე.
არცერთი იღებდა ხმას.
დასაწყები ჰქონდა ორივეს.

- ჭკუასელის და გაა*პატიურა საშკამ, - მძიმედ წამოიწყო ვაჩემ და აარიდა თვალი ადგილზე გაყინულ ონისეს. - სიკვდილამდე იყო ნაცემიო, ასე თქვა, მისმა ძმამ... ამის გამო არ დავიშურეო ხუთი ტყვია მისი გულისთვის.
- დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა წუთიერი დუმილის შემდეგ და გაექცა თვალი იმ მწვერვალისკენ, მასზე დადებულ გაყინულ თოვლს რომ მიუგავდა მზერა დგვარელს.
- მინდა, რომ არ ვიყო, მაგრამ ასეა... - ჩაქინდრა თავი უღონოდ. - ასეც ხდება ხოლმე, ალბათ... ის დაგაღალატებს, ვისაც საკუთარ თავზე მეტად ენდობი.
- ამდენად თუ შეეშლებოდა, არ მეგონა, - ღრმად ამოისუნთქა ონისემ. - ამდენად თუ გადაუსვამდა ხაზს... ვერ ვიტყვი, დიდად მოულოდნელი იყო-მეთქი, მაგრამ არც იმდენად მოსალოდნელი, გული არ გამჩერებოდა ახლა.
- რატომ აგერიათ ურთიერთობა? - პირველად დასვა ის კითხვა, ყველაზე მეტად რომ აშინებდა მისი პასუხი. - ვიცი, რომ მეგობრობდით... ვიცი, რომ ეიმედებოდი. რატომ, ონისე?
- არასდროს გიკითხავს საშკასთვის?
- მიკითხავს.
- მერე?
- არასდროს მცემდა იმ პასუხს, რეალობაში რომ დავერწმუნებინე.
- დუმილი არ იყო თანხმობის ნიშანი შენთვის, ვაჩე? - კიდევ უფრო გაუცივდა სახე ონისეს.
- უდანაშაულო რომ არ იქნებოდა, თვალებში ეტყობოდა, ჩემს ძმას, ონისე... აქამდე გასწორებულს, არ მისწორებდა არასდროს.
ჩამოწვა სამარისებური სიჩუმე.
დამაფიქრებელს ჰგავდა უფრო.
სწორი სიტყვების არჩევის მცდელობას, იქნებ.
- ჩემი ბიძაშვილი, ნენე, გემახსოვრება, - დაარღვია ყურს შეჩვეული სიჩუმე ონისემ. წამოიწყო ის ამბავი, რომლის წამოწყებასაც ვერ ბედავდა მართალის დამნაშავე ძმა.
- როგორ არა... ჩეჩეს და, - ჩაილაპარაკა ვაჩემ და ჩამოეყრდნო ხელისგულებით მოაჯირს. რა დაავიწყებდა ვაჩეს ნენე დგვარელს, საშკას ბავშვობის მეგობარსა და მეზობელს.
ყოველთვის ლამაზი და გამორჩეული იყო ნენე, ზუსტად ისე რომ ეიმედებოდა საშკა ფარჯიანი, როგორც პატარა დებმა იციან ხოლმე.
- ისიც გემახსოვრება, როგორი მეგობარი იყო საშკასთვის ნენე, - მძიმე ოხვრას ამოაყოლა სიტყვები დგვარელმა და გაუსწორა მზერა სიბნელეში ჩაკარგულ სივრცეს.
- მახსოვს, - შეპარვოდა დაბნეულობა ვაჩეს თავდაჯერებულ ტონს.
- ის თუ გახსოვს, როგორ ენდობოდა ჩეჩე საშკას? - გამომცდელად გადმოხედა დაძაბულს. - ეიმედებოდა, როცა მასთან ერთად იყო. ხომ იცი შენც, ვაჩე, როგორი ძმა იყო ჩეჩე პატარა ნენესთვის...
- ვიცი, ონისე, - კისერი დაიზილა ნერვიულად. - კიდევ?
- კიდევ... - ავად ჩაეცინა ონისეს. - გაინტერესებს, რა გააკეთა შენმა ძმამ ასეთი უპატიებელი? იცი, რამდენი ხანი ვზიდე ეს ამბავი ისე, რომ არავის... ჩეჩეს ყურამდეც კი არ მისულიყო?
- რა ჩაიდინა, ჩემმა ძმამ, ონისე? - ჩამწყდარი ხმით ჰკითხა და გამოკვეთა ის ერთი სიტყვა, დამნაშავესაც მისიანს რომ ხდიდა მაინც.
- ვანდე ჩემი ნენე შენს საშკას. ვანდე, როგორც პატარა დას ანდობენ უფროს ძმებს, - სახე აეწვა ვაჩეს დგვარელის სიმწარეშერეულ სიტყვებზე. - დამპირდა, სიტყვა მომცა, რომ მიხედავდა... თვალებში მიყურებდა და მპირდებოდა, რომ გაუფრთხილდებოდა ზუსტად ისე, როგორც თავის დას, არასდროს რომ არ ჰყოლია და ნენეში რომ ხედავდა ყოველთვის... იცი, ვის გამო გატეხა სიტყვა? - გადმოხედა გვერდულად.
ჩამოწვა დუმილი.
ენა გაებორკაო თითქოს, ვერცერთი სიტყვა ვერ ამოუშვა პირიდან ვაჩემ.
- მარიშა ნიკოლაძის, - ჩაეცინა მწარედ დგვარელს.
- რა... რა გააკეთა?
- ვერ აუტანია, შენს ძმას, მარიშას გრძნობები, ჩემ მიმართ რომ ჰქონია, თურმე, - ირონიულად ჩაეცინა და მიეყრდნო აივნის მოაჯირს. - მის სიყვარულს ვყვარებივარ... ამის გამო მსჯიდა, თურმე, მთელი ბავშვობა. ამის გამო მემტერებოდა ფარულად.
- ვერ ვხვდები, ონისე... - გაფითრებული იყო ვაჩე ბოლომდე. გრძნობდა, ეცლებოდა ხელიდან ის იმედები, გულმოდგინედ რომ შეუკოწიწა სოფამ წინა საღამოს.
- ფეხებზე და*კიდა თავისი ბავშვობის მეგობარი, დას რომ უტოლებდა ყოველთვის, - გვერდულად გადმოხედა და ჩაეცინა ცალყბად. - ჩემმა ბიძაშვილობამ გადაუწონა მეგობრობა, ხომ ხედავ?
- ამიხსენი, ამიხსენი... - ხრიალებდა ვაჩე. - რა გააკეთა, ონისე... რა გაგიკეთა, რა! ოღონდ ის არა... ოღონდ ეგ არა. მითხარი, ის გააკეთა, რაც მე მგონია? - აცახცახებულ ხელებში ჩარგო თავი ვაჩემ და დახუჭა თვალები მაგრად, თითქოს გაექცეოდა იმ რეალობას, თავისი გაზრდილი ყველა სულიერზე მტყუანი რომ იყო ბოლოს.
- დამშვიდდი... ეგ რომ ყოფილიყო, მე ვიქნებოდი იარაღით ხელში.
- ამიხსენი... დეტალურად ამიხსენი, რა გააკეთა, - ენას ვერ ატრიალებდა პირში ვაჩე.
- თვრამეტის ვიყავით მაშინ, ნენე ჩვიდმეტის ხდებოდა. ჩემს კლასელებთან მეგობრობდა ყოველთვის... საშკა უყვარდა განსაკუთრებით, იცი ეს, - დაიწყო თხრობა ონისემ და მოარიდა მზერა ერთიანად ჩამოშლილ კაცს. - გელოვანის დაბადების დღე იყო, მიშკას. ვინ გამოაკლდებოდა ჯანხოთელის კლუბში გართობას? აიტეხა ნენემ, მინდაო ძალიან. ყველანი მიდიოდნენ. ყველა ჩემი კლასელი იქ იქნებოდა, მე ვერ ვახერხებდი წასვლას მხოლოდ. უარი ვუთხარი, რა თქმა უნდა. ნენეს კი არა, არცერთის ადგილი არ იყო მანდ და არც შევიცვლიდი აზრს, საშკა რომ არ მოეგზავნა. იცოდნენ, ვერაფერს გახდებოდნენ ჩეჩესთან და მე მომაწვნენ, - აეშალა მოგონებები ონისეს. მძიმედ შეუტოკდა გული, მაგრამ განაგრძნო მაინც. - შენ ხომ იცი, ვაჩე, რაც ხდება კლუბებში, ხომ იცი, კარგად, ჯანხოთელი რითიც ამარაგებს? ისიც ხომ იცი, რა ხალხი ტრიალებს მანდ, მაგრამ ჩუმად გაპარვას, ჩუმად ინტერესის დაკმაყოფილებას, გაშვება ვარჩიე... რაც უფრო უკრძალავ, მით უფრო ცუდად სრულდება ხოლმე, ასეა ეს, მითუმეტეს ჩეჩეს და ნენეს შემთხვევაში. ამდენი სიფრთხილითა და აკრძალვით, ზედმეტიც მოსდიოდა ჩემს ბიძაშვილს და აკლდებოდა ნენეც ყველაფერს... ჩემს თავზე ავიღე მაშინ ეგ ამბავი და საშკას ჩავაბარე. ვთხოვე, როგორც ძმას, როგორც ბავშვობის მეგობარს, მიეხედა და წამოეყვანა სახლში დროულად... იცი, ვაჩე, ნოდო დოლიძის დასაცავი რომ გახდა ბოლოს, ჩემი ნენე? - ავისმომასწავლებელმა სიტყვემა სახე აუწვა ერთ ადგილას მიყინულ ვაჩეს. - ვიღაც მთვრალი ტიპი აეკიდა თურმე... ხვდები, შენ, რა მოხდებოდა, ნოდო რომ არ ყოფილიყო იქ? - შიშით გასცრა დგავრელს. დღემდე თხემით ტერფამდე უვლიდა ცივი ჟრუანტელი და უტოკებდა გულს იმაზე ფიქრი, როგორ შეიძლება დასრულებულიყო ის საღამო. - სად იყო შენი ძმა, იცი?
- სად... სად იყო... - ამოაყოლა ღმუილისმაგვარს.
- მარიშას გაეკიდა... ვიღაც მარიშას, ფეხებზე რომ ეკ*და შენი ძმაც და მისი გრძნობებიც! ვიღაც მარიშას გამო გადაუსვა ხაზი თავის ბავშვობას და დატოვა მარტო ამდენ შეშლილში... ნოდო... ნოდო რომ არ ყოფილიყო, წარმოდგენაც არ მინდა, ვაჩე, რა მოხდებოდა!
- საშკა?.. - პარალიზებული იყო ვაჩე, მოაჯირს უჭერდა ხელებს ძლიერად და ვერ ამატებდა ვერცერთ სიტყვას.
- ჩეჩემ დღემდე არ იცის... ეგ რომ გაიგოს, ეგ რომ იცოდეს... - ნერვიული სიცილის თანხლებით გადააქნია თავი ონისემ. - ეგ რომ იცოდეს, რა გამოიარა ნენემ... რისი ნახვა მოუწია მის პატარა დას... თავიდან მოკლავდა შენს ძმას, ვაჩე. გეფიცები, ძვალს არ დაუტოვებდა არც მას და არც მე... ჩემთან ერთად მოკლავდა და ღირსი ვიქნებოდი იმ კაცს რომ ვენდე, შურით რომ შემომყურებდა თურმე!
- მითხარი, განზრახ გააკეთა? შენ გამო დატოვა? შენს გასამწარებლად?
- ვიღაც ტიპს განზრახ შეატოვა-მეთქი, რომ გითხრა, ეგრეც არ ყოფილა, მაგრამ ფაქტი ფაქტია, თავისი სიტყვა ისე გატეხა, ერთხელ არ უფიქრია ჩემზე, ძმას რომ მეძახდა მთელი ბავშვობა. ისე უკანმოუხედავად გავარდა, ერთხელ არ მოუბრუნებია თავი მისკენ, დად რომ მიაჩნდა მთელი ცხოვრება. ხომ ხვდები... მითხარი, ვაჩე, ძმები დებს ასე ექცევიან? მეგობრები მეგობრებს? ასე ერთი ხელის მოსმენით ტეხენ მიცემულ პირობას? ფეხებზე ი*იდებენ პატარა გოგოებს? არა. ჩემზე კარგად იცი, რომ არა. შენ, ვაჩე, უცნობ გოგოსაც არ მიატოვებდი მარტო იმ ტიპთან, ხომ ასეა? შენც ისე მოიქცეოდი, როგორც ნოდო მოიქცა... შეაკვდებოდი და არ დატოვებდი, როცა გეცოდინებოდა, რომ დახმარება სჭირდებოდა შენი. ჩემი დანაშაულიც არის ამ ამბავში, მაგრამ ვერ დავუშვი... არ მიფიქრია, იმდენად უყვარდა ნენე შენს ძმას.
- ინანა? მითხარი, ონისე... არ ინანა? - ეპოტინებოდა არარსებულებს ვაჩე.
- იმდენად იყო შეყვარებული იმ მარიშაზე, ვერც მიხვდა კარგა ხანს, რა შეეშალა... ჩემამდე აღარ მომიშვია, იმ დღის შემდეგ. აღარც მჭირდებოდა მისი მოსმენა. რაღა აზრი უნდა ჰქონდა სიტყვებს? რითი უნდა ემართლებინა თავი? ვთხოვე, ცოტა ხნით მიექცია ყურადღება და დაებრუნებინა სახლში უვნებელი, მეტი ხომ არაფერი? რას შეცვლიდა მისი სინანული, ნოდო რომ არ ყოფილიყო იქ?! თავს მოიკლავდა ნენე... ვიცი, რომ მოიკლავდა. ეგეთია. ჩეჩეს გამოა ეგეთი... სულ ყურადღების ქვეშ ყავდათ, პრინცესასავით ზრდიდნენ ერთადერთ გოგოს... ფილმებში თუ უნახავს მხოლოდ ის საფრთხეები, რასაც განიცდიან ქალები და არამარტო, ხომ გესმის, რასაც ვამბობ.
- ღმერთო, - ჩუმ ბუტბუტს ამოაყოლა ერთადერთი სიტყვა. ახლა გაახსენდაო თითქოს ის ღმერთიც, დასამარხად რომ გაიმეტა გულგაგლეჯილმა.
ინანა.
ახლა ყველაზე მეტად ინანა.
თავის ვერგაზრდილზე მეტად ინანა ის სიტყვები, ერთი ხელის მოსმით რომ გაისროლა საკუთარი თავის დასამარხად.
- ექვსი წელი გავიდა და ეს ამბავი, შენი ძმის გარდა, ოთხმა ადამიანმა ვიცოდით მხოლოდ. გაუთქმელად მოვიტანეთ აქამდე, - დაბალი ხმით ჩაილაპარაკა ონისემ. - მე, ნენემ, დიტომ და ნოდომ. დათუნა იქნებოდა მეხუთე, ცოცხალი რომ ყოფილიყო შენი ძმა... მაგრამ აღარ აქვს აზრი იცოდეს ვინმემ, შენ გარდა.
- რატომ... რატომ არ თქვი? - აერია მზერა ვაჩეს. უროსავით ურტყამდა ყველა სიტყვა გულშეღონებულს.
- მხოლოდ ჩეჩეს გამო არ დამიმალავს, - მწარე, ირონიული ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხესთან დგვარელს. - ნენეს გამო - უფრო.
- რატომ?
- არ იცოდე მაინც, რა ქალაქში ვცხოვრობთ... - სუსტად გადააქნია თავი. - ერთს რომ გაეტანა ამბავი, ერთს რომ ეთქვა, დგვარელების თექვსმეტი წლის ნენე ჯანხოთელის კლუბში „ისეთ“ სიტუაციაში იყოო, იცი, რა გაგრძელება ექნებოდა ამ ამბავს? არ იცი... ბიძაჩემის ინფაქტს და ჩეჩეს გადატენილ იარაღს თავი რომ დავანებოთ, აღარაფერი დააკავებდა ხალხის ბინძურ ენებს... ბევრ ისეთს იტყოდნენ, რაც არ ყოფილა... რაც არ მომხდარა, მაგრამ შეაწმენდნენ ყველა არმომხდარს ნენეს... მე კი არ ვიქნებოდი დამნაშავე, ან შენი ძმა, ან ის მანიაკი, პატარა გოგოს რომ აეკიდა?! არა, ვაჩე. გოგოა. გოგოა და დამნაშავე იქნებოდა. ნენეს დანაშაული იქნებოდა ისიც, მთვრალი ტიპი რომ აეკიდა, ხელის გაშვებას რომ ეხვეწებოდა და არ უშვებდა, მაინც... ხომ იცი, რომ ასე იქნებოდა? მერე... მერე ვინმეს ნენესკენ რომ გამოეშვირა თითი... ყველა უნდა დამეცალა სათითაოდ. - მოაწვა სისხლი საფეთქლებში ონისეს.
- ახლა? ახლა... რატომ არ ამბობ? რატომ მალავ, თუნდაც დათუნასთან? დანარჩენებთან? - ხელისგულები დაეცვარა ნერვიულობისგან ვაჩეს.
გაუგო. ყველა სიტყვა გაუგო და კიდევ უფრო დააწვა მოსახდელი ბოდიშის სიმძიმე გადაყვლეფილ მხრებზე.
- გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს... ამიტომ ვიტყვი არაფერს, - სევდანარევი ღიმილი გაუკრთა ონისეს.
გამამხნევებელი - უფრო.
გადაუდგებოდაო, მოაგონდა ვაჩეს სოფას სიტყვები.
მაშინ... იმ დაწყევლილ დღეს, გაცოცხლება გვინდოდაო ჩვენს ხელებში გარდაცვლილის, უჩემებდა სოფა და არ იჯერებდა ვაჩე.
ძვირად დაუჯდა დაჯერება.
აეწვა ყველა ძვალი.
ეტკინა ყველა კუნთი.
ეტკინა არსებობაც - ვერდამსახურებული.
მოაწვა ცრემლი - მწარედ შეჩვეული.
თავისი ცუდი მაინც რომ უყვარდა სხვას.
თავისი შეცდომიანი მაინც რომ უყვარდა იმ კაცს, ბევრიც რომ გაუფუჭებია მისთვის, თურმე.
მოაწვა ცრემლი დამსკდარ, სიმწვანეში ჩაკარგულ კაპილარებს.

- რატომ არაფერი დაუშავე, ონისე... რატომ? - ტანჯავდა ერთადერთი კითხვა ფარჯიანს.
- შენ მოკლავდი ჩემსას, ვაჩე?
- არ ვიცი... არ ვიცი, - გააქნია თავი ბევრჯერ.
- ჩეჩესთან იძმაკაცე, თუ ძმა ხარ! - გაეცინა უჩვეულო სიმშვიდით დგვარელს და დაამატა ბოლოს. - უჰ, მოკლავდა ეგ, დაუნანებლად... არანორმალურია.
- მითხარი... მითხარი, რა, - სხვანაირი იყო მისი თხოვნაც.
- რა გინდა, ვაჩე?
- ექვსი წელი და არცერთი მოტეხილობა ჩემს ძმას, ონისე?!
- დაუჯერებელია ამდენად? - აზიდა წარბები კაცმა.
- დაუჯერებელია ამდენად!
- პასუხი უფრო დაუჯერებელი იქნება, მაშინ, - აიჩეჩა მხრები მსუბუქად.
- ვიცი, რომ ღირებული იქნება... მითხარი.
- ნდობა ჰაერიდან არ მოსულა, ვაჩე, - ჩაეღიმა სუსტად ონისეს. - ჩემს სიცოცხლეზე ძვირფასი რომ ჩავაბარე შენს ძმას, არც ეგ მოსულა ჰაერიდან. რა გგონია, სხვა რომ ყოფილიყო... სხვა რომ მოსულიყო თხოვნით, გავატანდი ნენეს? არა. გამორიცხულია.
- რატომ მას? - შეერია მოუთმენლობა მის კითხვას.
- გინდა საიდუმლო გაგიმხილო? - უცნაური, სევდანარევი ღიმილით გადმოხედა და მიუახლოვდა უფრო.
- რა?
- ვინმეს რომ ეთქვა მაშინ, ნენე არ ანდო, ზუსტად ისე დაემართებაო, როგორც დაემართა... სულ რომ დეტალურად მოეყოლა, რა მოხდებოდა იმ საღამოს, მე მაინც ვანდობდი, ვაჩე... ვანდობდი იმიტომ, რომ ვერ დავიჯერებდი საშკას ღალატს, - გულში მოხვედრილ ტყვიას ჰგავდა ონისეს სიტყვები ვაჩესთვის.
- ამდენად? - პირი გამოუშრა ვაჩეს.
- ამდენად.
- რატომ?
- რა გგონია, ღირსეული ძმების სწავლება უკვალოდ იკარგება? - ჩაეცინა მსუბუქად. - მეექვსე კლასში ვიყავით მაშინ... მთელი კლასი ვაპირებდით გაპარვას... თან გახსოვს, ვინ იყო დირექტორი? ტირანი სერგო, - ხმით გაეცინა ონისეს და გადაედო მისი ღიმილი ვაჩესაც.
- ბავშვებს მარჯვენას აჭრის და ქავზე კიდებსო, ხო? - ჩაეღიმა მასაც.
- ფიტულებსო ჩაკეტილ ოთახში... მაგრად გვაშინებდნენ და გვეშინოდა ჩვენც, სხვა რა გზა იყო.
- მერე?
- ისე მოხდა, ყველაზე ბოლო უნდა გადავსულიყავი ღობეზე... ჩანთებს ვაწვდიდი ბავშვებს. ჯერ გოგოები გავუშვით, როგორც ჯენტლმენებმა, - ჩაეღიმა ონისეს. - ყველანი გადასული იყვნენ უკვე, დაფანტულები, უკან არც არავის მოუხედავს, მგონი. მეც გადაძრომას ვაპირებდი უკვე და წამადგა თავზე ეს სერგო. არც არავინ მობრუნდებოდა, ძლივს თავს უშველეს, ვის ადარდებდა გაგიჟებული სერგო, მთელს სკოლას რომ ესმოდა მისი ღრიალი?! მგონია, რომ მორჩა. მარტო ვარ. უშუალოდ ფაქტზე წამასწრო, რით გინდა იმართლო თავი? ვერაფრით. დამთავრებული მგონია ჩემი ამბავი... უკვე ვფიქრობ, რომელ სკოლა-პანსიონში გამგზავნიან მშობლები, - ხმით ჩაეცინა და განაგრძო შემდეგ. - შენი აბუნტებული იქნებაო მთელი კლასი, მიმათრევდა თავისი კაბინეტისკენ ჩხუბ-ჩხუბით. იმ კაბინეტისკენ, ფიტულებს რომ გვგონია აგროვებს, და ვხედავ, ყვირილით მორბის საშკა... მორბის გულამოვარდნილი და ისეთი განწირული ხმით ყვირის, ჩემ გარეშე არ დასაჯოთო, შეიძრა მთელი სკოლა.
- რაო? - ცრემლიანი სიცილი წასკდა ვაჩეს.
- მერე ამიხსნა, ვაჩემ მასწავლაო ასე. თუ დაინახე მეგობარს ჩაგრავენ, არასდროს დატოვოო მარტო, - ჩაეღიმა ონისეს პატარა საშკას გახსენებაზე, თავის ძმას რომ ბაძავდა ყოველთვის. - სამშვიდობოს გადასული, უკან მობრუნდა ჩემ გამო... საკუთარი სიცოცხლეც მანდო თითქოს, ისეთი თავგანწირვით ამომიდგა გვერდით დასასჯელად გამეტებულს. ორივემ ვიცოდით მაშინ, არ აგვცდებოდა ის ჯოხი, კარადის თავზე დამტვერვას რომ არ აცდიდა სერგო. დავინახე მაშინ... ის დავინახე, იშვიათად სხვის თვალებში რომ დამინახავს დღემდე.
- რა დაინახე...
- თავგანწირვის სილამაზე დავინახე მე მაშინ, ვაჩე, - მოაწვა ცრემლი მასაც. - სანამ შორიდან არ დაინახავ, ვერასდროს გაიგებ, რა ლამაზად ჩანს თვალებიდან წამოსული გამბედაობა, თურმე... მასწავლაო უფროსმა ძმამ, მეგობარს რომ უნდა ენდო და ანდო ყველაზე ძვირფასიო, მითხრა მერე. თავისი თავი მანდო მაშინ და მე, როგორ არ უნდა მენდო ჩემთვის ძვირფასი?
- გადარეული... გადარეული ბავშვი... რა გააკეთა. ახ, რა გააკეთა! - გმინავდა, როგორც სასიკვდილოდ დაჭრილი ცხოველი.
- ასეთი გადარეული ბავშვებისგან ბევრად მტკივნეული ყოფილა ღალატი, თურმე. იცი, როგორი რამე იყო ჩემთვის ეგ? დავუშვი, რომ მე დავტოვე გოგო საფრთხეში... წარმოვიდგინე, რომ მე გავაკეთე, იმდენად ჩემიანი იყო მაშინ საშკა, ერთმანეთის საქციელებით რომ ვზომავდით ადამიანობას, - მძიმედ ამოიოხრა ონისემ. - შენ იმაზე მეტი ასწავლე, ვიდრე ევალებოდა კარგ ძმას.
- კარგი, რა... - ჩაიქნია ხელი დამცინავი ღიმილით. - ჩემი შეცდომაა. ყველა მისი არის ჩემიც.
- დაიჯერე, ისეა, როგორც გეუბნები. რაღაც დროის მერე, მხოლოდ ჩვენ ვაგებთ პასუხს ჩვენ მიერ დაშვებულ შეცდომებზე და არა გამზრდელი, რომელმაც ყველანაირი საფუძველი შექმნა, ვყოფილიყავით ღირსეული. მერე... მერე უბრალოდ არჩევანს აკეთებ.
- ბოდიში მაქვს მოსახდელი... დამსახურებული, - გაახსენა ის დღე, სამარცხვინო ლაქად რომ ექცა ძმის სულის დაცვა. - ხელი რომ არ შემომიბრუნე, ეგეც ბევრს მეტყველებს შენზე, იცოდე, ესეც.
- წაქცეულს არ უნდა დაარტყაო, ეგეც შენმა ძმამ გააჟღერა ერთ დღეს, - ხმით გაეცინა ონისეს იმ დღის გახსენებაზე.
- რაო?
- სკოლის ეზოში რაღაც გარჩევა იყო, არც მახსოვს, არ ჩავრეულვარ... პატარა ბავშვები იყვნენ, რაღაც ზედმეტად სასაცილოები, - გაეცინა ისევ. - ერთი ტიპი წააქციეს, შედგნენ და დარტყმას აპირებდნენ, შენი ძმა რომ ადგა და ჩაუხტა შუაში... დაუწყო მორალის კითხვა, წაქცეულს როგორ უნდა დაარტყაო, სად დაინახეთო ეგეთი რამე... მერე აუხსნა, ზურგიდან რომ არ შეიძლება მიპარვა. დიდოსტატიდან მოუყვანა მაგალითი, ახალი ნასწავლი გვქონდა მაშინ, ეგრე, ზურგიდან რომ დაარტყეს კვეტარის ციხეს, არ არისო კაცური საქციელი.
- მერე, მერე... - სიმსუბუქე შემოეპარა სულ ოდნავ ვაჩეს ღიმილს.
- მერე ამას შედგნენ.
- რაო?
- ერთი-ორმა ისე შემოსცხო, ტვინის შერყევით იწვა ორი კვირა, - ხმით ჩაეცინა დგვარელს. - არ გახსოვს?
- მოიცა, რომელი... ველოსიპედიდან რომ გადმოვარდა? - სპაზმური ხველა აუტყდა გაოგნებულ ვაჩეს.
- ხო, აბა, იმას ხო არ იტყოდა, მეშვიდე კლასელებმა გამიგდესო წიხლქვეშ.
- კაი?
- ხო, ვაჩე, ხო, - დაარტყა მხარზე ხელი გამამხნევებლად და გაუღიმა მკრთალად.
- ვახ... - მძიმედ გადააქნია თავი ვაჩემ. - როგორ მინდა სულ ასეთი ამბები ვისმინო ჩემს ძმაზე, მაგრამ ერთმა „ისეთმა“ გადამიწონა ყველა „ასეთი.“ დაუკარგა ყველა აზრი ყველა სიკეთეს.
ერთიანად დამძიმებული შევიდა სახლში ვაჩე.
სულ ოდნავ გამოუკეთა განწყობა ბავშვობის წლების გახსენებამ.
ბედნიერი ყოფილა მაშინ, არ აფასებდა თუმცა.

ონისემაც დააპირა ოთახში შესვლა, მაგრამ შეაჩერა უჩვეულო შრიალის ხმამ.
აივნის ამოზნექილი კუთხიდან ფეხაკრეფით გამოვიდა სიცივისგან ერთიანად გალურჯებული ქეთუთა, მოჩვენებას რომ დამსგავსებოდა თეთრ მაისურში გახვეული.

- რა ვერ მორჩით ამდენ ხანს, გავიყინე, სხვათაშორის! - საღამოს სუსხისგან აკაწკაწებული ამოუდგა გვერდით გაოგნებულს და წარბშეკრულმა უსაყვედურა ისე, რომ არაფრად ჩაუგდია უხერხულ სიტუაციაში თავის ამოყოფა.
- შენ ყველაფერი გაიგე, ხო? - ჰკითხა უცერემონიოდ, რატომღაც არ გაჰკვირვებია მისგან.
- სიტყვა-სიტყვით, - არც უფიქრია დამალვა. - მაგრამ არ მინდოდა.
- ხო?
- მოსმენა არ მინდოდა, მაგრამ იმდენად საინტერესოდ ყვებოდი, ჩამითრია, ხომ გესმის... - უხერხულად ააბაკუნა ფეხები და მიეტმასნა კიდევ უფრო. - შეგიძლია მოსაცმელი მათხოვო?.. შენით ვერ უნდა მიხვდე?
- ოხ, ქეთუთა! - გადააქნია თავი ღიმილით და გაიხადა ქურთუკი. - ჩაგაცვა?
- მგონი მკლავები მიმეყინა! ვეღარ ვგრძნობ, ონისე! თქვენმა ცრემლმაც ვერ გამათბო, არადა გულიც ამიჩუყდებოდა, გაყინული რომ არ მქონოდა ეგეც...
- მოდი, მოდი, - თბილმა ღიმილმა გაუხსნა სახე და შემოაცვა თხელი ქურთუკი გაყინულს.
- პირველი მე ვიდექი აქ, ჩემი ბრალი არ არის! - დაიწუწუნა შერცხვენილმა და ხარბად შეისუნთქა ქურთუკზე შეტოვებული სასიამოვნო სურნელი.
- ენის გასატეხებში შენ არ მავარჯიშებდი ექვსი საათი? ახლა ვყვებოდი ხო საინტერესოდ? - წარბები აწკიპა დგვარელმა.
- რა გინდა მერე, გისწავლია... აბა, გავიმეოროთ, „მადლობა თავდადებულ მასწავლებელს, მეტი კონკრეტიკისთვის, ქეთუთა დადვაძე!“ მიდი, გაიმეორე, გიყურებ... კარგი ხო, ნუ იბღვირები! აშკარა პროგრესი დავინახე და შევჩერდი...
- ხომ, იცი...
- ვიცი, ვიცი, - არ დააცადა დასრულება.
- რა იცი, აბა? - გაეცინა ონისეს.
- ზოგადად ყველაფერი, მაგრამ ამ ამბავს არავის ვეტყვი, დამშვიდდი! - ხელი დამამშვიდებლად მოუთათუნა მხარზე. - საიდუმლოს შენახვა ჩემი, როგორც პერსპექტიული აგენტის, მებრძოლის, მოჭადრაკის, მოფარიკავის, უბრალოდ ლამაზი ქალისა და ასე შემდეგ, ძალიან რომ არ დავიღალო, აქვე გავწყვეტ, მთავარი ღირსებაა!
- აუჰ!
- იცი, რატომ? - ჩაეკითხა ინტერესით.
- რატომ?
- მალე მავიწყდება...
- ვუჩივით მეხსიერებას, აგენტო, მებრძოლო და ასე შემდეგ?
- უბრალოდ ლამაზი ქალი და მოფარიკავე რომ გამოგრჩა, არ დაგისრულდება მშვიდობიანად! - წინ გადაეღობა მოღიმარს.
- მოიცა, ის როგორ იყო? ვერ ვიტან ნარცისებსო, ხო? - გაუხსენა დილის საუბრები. - მეც არ მეხატებიან გულზე ნარცისი გოგოები... აი, რაღაცნაირად არ უხდებათ, რა. ქაჯები ხო საერთოდ... უჰ, ვერ ვიტან! გოგო რომ ხარ და თან ქაჯი... რა კომბინაციაა! - დასცინოდა ბავშვურად გაწითლებულს.
- გეყოფა, უკვე!
- რა გგონია აბა, შენ მლანძღო და მე ვუსმინო? ეგრე არ გამოვა, ქეთუთა, თანასწორობის მომხრე ვარ... ყველაფერში. - თქვა და ჩაეღიმა შესამჩნევად.
- გრძნობები გაგაჩნია შენ, საერთოდ? - დაუღრინა და გამოგლიჯა ხელი.
- კი, მშია ხოლმე...
- არც მიკვირს... ეგ არის შენი მაქსიმუმი!
- აა, შენ ჩემს მაქსიმუმზე გაქვს პრეტენზია, ქეთუთა? - ცბიერი ღიმილით მიუახლოვდა.
- ნუ მიახლოვდები!
- ნუ მეჯიუტები! - მიუახლოვდა მაინც.
- მინდა და გეჯიუტები, თან შენ ხომ არ მოგწონს ეგეთი გოგოები... ხომ ვერ იტან, მაინც!
- ვაიმე, როგორ ეწყინა... - გაუცინა შემრიგებლურად და დააჩერდა ზემოდან. - დამიმახსოვრე?
- მომშორდი, უმადურო!
- კარგი, მორჩი... - მოიქცია მკლავებს შორის მოაჯირზე მიყრდნობილი. - დაგავიწყდება ეს ამბავი თუ არავის ეტყვი?
- ეს არ დამავიწყდება, მაგრამ მაინც არავის ვეტყვი... ჩემს თავსაც კი, - უჩურჩულა შეთქმულივით.
- ხო, არავის უთხრა, - გაეცინა მის მონდომებაზე.
- როგორ არის ნენე?
- რთულად გადაიტანა, - ოდნავ გაუცივდა ხმა ონისეს.
- ხომ დროზე მოვიდა ნოდო? - ჩაეკითხა ფრთხილად.
- მეგობრის ღალატი გადაიტანა რთულად, - მოექუფრა სახე კიდევ უფრო.
- ხო...
- შენ... შენ როგორ მოიქცეოდი? - ჰკითხა წუთიერი დუმილის შემდეგ.
- მე, ალბათ, არასწორად, - თვალებგაბრწყინებულმა ამოხედა შეფიქრიანებულს.
- ანუ? - ჩაეკითხა ანცად მოღიმარს.
- მუცელს გამოვფატრავდი იმ არ*კაცს! - შემოჰკრა ხელები ერთმანეთს. - მერე დავანაწევრებდი... არა, ჯერ ვაწამებდი ცოცხლად, მერე... მოიცა, დავფიქრდე... რას ვუზამდი, იცი?! ოთახში ჩავკეტავდი... არა, ეგ არ მინდა... აუჰ, ის რომელ ფილმში იყო?! ა, ხო... დიდ, მჭრელ დანას ავიღებდი და გამოვფატრავდი!
- ველური! - თვალები გაუფართოვდა დგვარელს. - მოიცა... მართლა?
- ვიტო კორლეონემ რომ გამოფატრა დედის მკვლელი, ხომ გახსოვს?
- მახსოვს.
- ეგრე, რა, - აიქნია ხელი და მიეყრდნო მოაჯირს.
- დარწმუნებული ხარ?
- არა.
- კიდევ კარგი! - შვებით ამოისუნთქა ონისემ.
- შეგეშინდა? - გამარჯვებული ღიმილით გადახედა მასთან ძალიან ახლოს მდგომს.
- ცოტათი.
- კარგია... - ჩაეცინა მზაკვრულად ქეთუთას.
- ოჰ, რატომ?
- შოთამ იცი რა თქვა, რუსთაველმა?
- რაო, შოთამ? - გაეცინა ონისესაც.
- „შიში შეიქმს სიყვარულსაო!“ - უჩვეულო სითბოთი გაუღიმა და შევიდა ოთახში მის ქურთუკთან ერთად.
დატოვა მარტო.
გააყოლა მიმავალს არეული მზერა.
ჩაეცინა.
მიუხვდა.


* * *

ის ღამეც ისე მიილია, სიმშვიდის ხმები ისმოდა მხოლოდ.
მთელი ღამე თეთრად გაათენა ვაჩემ, არ ეკარებოდა ძილი არცერთი წამით და არ შორდებოდა მის ფანჯრებს მეზობლად გადმოსული ტასოც, უხასიათობა რომ შეემჩნია სტუმრისთვის და ყველასგან უჩუმრად ართობდა სხვადასხვა ხრიკებით. ჯერ თავისი გახსნილი საქმე მოუყვა დაწვრილებით, სიამაყით რომ მოსდო მთელს სოფელს, თუ როგორ გამოიჭირა გირგვლიანების ცხენის ქურდი, სინამდვილეში მათი მეზობლის, გვარად აბდელანების სიძე რომ აღმოჩნდა სამეგრელოდან. იჩემებდა ტასო, წითელი ფეხსაცმელებით ვიცანიო კაცი, მაგრამ ჩემს თვალს არაფერი ეპარებაო, ზოგადად. ეღიმებოდა ვაჩეს ჟღალთმიანის მონდომებაზე და ახსენდებოდა ნინაც, თავისი ყოფილი, მარტოობისთვის რომ გაიმეტა ძმის მკვლელობით შეშლილი. რამდენჯერ ყოფილა უგუნებოდ ვაჩე და არცერთი უგუნებობა არ გადაუტანია ნინასთან ერთად.
განსხვავება იყო ესეც,
როცა ჭირსა და ლხინში, მხოლოდ ლხინი რჩება ხოლმე.

ძლივსძლივობით გათენდა მეორე დილაც.
მზის ამოსვლასთან ერთად დაბარებულივით გამოჩნდა ჯიშკართან მეორე მანქანაც.
თანმიმდევრობით გადმოლაგდნენ დათუნა, დიტო და ნოდო.
ისეთი ნაომარი სახე ჰქონდათ სამივეს, შეეჭვდნენ, მართლა ხომ არ უნახავთო გზად რეზი ჭკუასელი.

- რა ხდება? სად ხართ ამდენ ხანს? - ძლივს ამოიღო ხმა სოფამ.
- რა სახე გაქვთ? - გაკვირვებით ჩაეცინა გიორგის, აივნის ძგიდეს მიყრდნობილი რომ აკვირდებოდა კიბეზე ერთმანეთის მიყოლებით ამომავალ ბიჭებს, აქედან ერთი რომ იყო მხოლოდ კმაყოფილი და იმასაც არ არგებდნენ ბედნიერებას.
- ამ გენიოსს ჰკითხე! - თავიდან მოაწვა ბრაზი დათუნას და გაიშვირა ხელი დიტოსკენ.
- რა შუაში ვარ მე? - აყვირდა დიტო. - ზეთი რომ ჰქონდა მანქანას შესაცვლელი, არ უნდა გცოდნოდა, ბიჭო?
- მოიცა, მოიცა! მანქანა გაგიფუჭდათ? - აფხუკუნდა ქეთუთა. - ხომ ვთქვი, რაღაც ასტრალური მიზეზი ექნებათ-მეთქი!
- ხუთი საათი ვიყავით წალენჯიხაში გაკვეხებული! - ამოიქშინა დათუნამ და დაუღრინა ჩხაიძეს. - ეს რომ დავსვი საჭესთან, მეტის ღირსი ვარ!
- რა ხდება აქ? - ხმა ამოიღო ნოდომ, სიცოცხლის ნიშანწყალი რომ არ ეტყობოდა გადაღლილ სახეზე და თვალებით ვაჩესკენ ანიშნა შეკრებილებს. როგორც ჩანს, მხოლოდ მას შეემჩნია მოშორებით მშვიდად მჯდომი ფარჯიანი, თვალს რომ არ უსწორებდა არცერთს.
- ო, აქ რომ ხდება... - ჩაეცინა გულზეხელდაკრეფილ დგვარელს.
- ე, ცოცხლები რატომ ხართ? - წამოიყვირა ახალი აღმოჩენით აღშფოთებულმა დიტომ და გაიშვირა თითი გაუნძრევლად მჯდომი ვაჩესკენ. - მოიცა, ეს სუნთქავს და რამე? - გვერდულად უჩურჩულა ონისეს.
- შედი, რა! - ხელი ჰკრა მსუბუქად დათუნამ. - მომიყევით რა ხდება, დროზე, სანამ დავაკალი ეს ცოცხლად!
- მთელი გზაა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვარ, მე ამას უკან აღარ გავყვები! ეს ნორმან ბეიტსი, ეს! - დუდღუნებდა ჩხაიძე.
- მადლობა თქვი, უკან თუ წაგიყვანე! - დაუღრინა დათუნამ. - ვინმე გოგო მიპოვეთ სასწრაფოდ, დაიტოვოს, ჩაისიძოს, ამის სახე აღარ შემეჩეხოს აღმოსავლეთ საქართველოში!
- აღარ მორჩებით? - წყრომით გადმოხედა ნოდომ ორივეს. - თქვენი სულელური კამათი აინტერესებს ახლა ვინმეს?! მთელი გზა ტვინი ამხადეს და აქაც არ ჩერდებიან, ბიჭო, ვინ არიან ესენი!
- ვა, ნოდომ შეკლასა! - ხელი გადახვია დიტომ. - გიორგი, მოდი, გაიცანი „სტრანნი“ ნოდარა, ახლობლები ნოდარ თუთაშხიას ვეძახით ხოლმე!
- სანამ დაერჭობი იმ ნაძვის გვერდით, დადუმდი! - მოიშორა ხელი სწრაფი მოძრაობით ნოდომ.
- სოფა, შენ მაინც მიშველე, გოგო! შენ მაინც დამანახე სითბო და სიყვარული, ორი დღეა ბულინგის მსხვერპლი ვარ... აღარ შემიძლია! - წუწუნით მივარდა სოფას და გადაეხვია თვალებგაფართოვებულს. - შენი ტირანი და დამცინებს, ხო იცი. შემიფარე შენი ფრთის ქვეშ მე, სნეული და ეული!
- რამე დალიეთ? - ჯერ გულზე მიწვენილ დიტოს დახედა სოფამ, შემდეგ დათუნას და ნოდოს. - რა სჭირს?
- წალენჯიხური ესპრესოს ოვერდოზი აქვს, - ჩაიქრიქრილა ნოდომ. - ვეუბნებოდი, არ დალიო მეოთხე ჭიქა-მეთქი და არ დაიჯერა. ახია, დიტექს! ბრაზილიურ მარცვლებზე დაიკერა და შერჩა მეგრული აჯიკა.
- უშაქრო იყო, შაქარიც არ ჰქონდათ... გული მაქვს აჩქარებული, წნევა გამიზომეთ, რა! - სულს ღაფავდა დიტო. - კორსიზი არ გაქვთ, ქალებო?
- ათოსი, პართოსი და არამისი, ოღონდ არამისი წაქცევიათ გზაში, - დამცინავად ჩაეცინა ქეთუთას.
- რაღა დიუმა, ქეთუთა... ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი, - აუბა მხარი ონისემ. - ეს ფრიდონი ცოტა ფინთი გყავთ ისე, შესაცვლელია.
- ნახე, ნახე, როგორ გადაუყვანია თავის ჭკუაზე! ასეა, რა... ეს ხართ ქალები. ხო უმწეოები და რაღაც... არა, არ დაიჯეროთ, მამრებო, მითია! ერთს გაგიღიმებენ და მორჩა, დამთავრდა! - ქაქანებდა დიტო და მოკრძალებულად უღიმოდა წნევის აპარატით მდგომ ლილიკოს. - ონისეც თუ დამაღალატებდა, რა მეგონა! ასეა... სიყვარულიიი, სიყვარულიიი, - წაიღიღინა უნიჭოდ და დამანჭა სახე, ხელის გაბუჟება რომ იგრძნო. - მგონი მაღალი მაქვს, ხელი გამებერა! ვაიმე, ოთმოცდაათს ჩამოშორდა?! ქალბატონო ლილი, არაფერი დამიმალოთ!

შესამჩნევად ჩაეღიმა ონისეს ქეთუთას გამოქცეული მზერაზე, უსიტყვოდ რომ ეუბნებოდა ყველა ვერაღიარებულს.
- არ მეზარებოდეს ხელების სისხლში გასვრა, მივახრჩობდი! - დუდღუნებდა აწითლებული ქეთუთა.
- რა თქვა ტყუილი? - თვითკმაყოფილი ღიმილით ამოუდგა გვერდით ონისე და უჩურჩულა ისე, არავის რომ არ გაეგო.
- შენც მიყვები, ბოროტო კაცო! - მიუგდო უკმეხად და შევარდა მეორე ოთახში.
- რა რა და ბოროტო კაცო?! - ჩაიფხუკუნა დგვარელმა და წამოეწია უდარდელი ნაბიჯებით. - დაგიმახსოვრებ ყველა არასწორ ეპითეტს, იცოდე!
- რა ვთქვი არასწორი?!
- შეგეძლო გეთქვა, სიმპათიურო... ჭკვიანო, უძლეველო, მზის სადარო, უნაკლო, ბერძენო ღმერთკაცო...
- დეგენერატო! - დაამატა კმაყოფილი ღიმილით.
- ინანებ, ქეთუ, - ღიმილით გადააქნია თავი და დატოვა მარტო დროებით გამარჯვებული.

სანამ გამოტოვებულ ამბებს უყვებოდნენ დაწვრილებით, ლილიკოს მოესწრო დაღლილი სტუმრებისთვის მოკრძალებული სუფრის გაშლა. იცოდა ქალმა, მოლხენის დრო არ იყო ახლა. მასაც ხომ გამოეცადა, არა? მანაც ხომ იცოდა, რას ნიშნავს გყავდეს უღირსი, მაგრამ ძვირფასი - შენი გაზრდილი. ედარდებოდა განსაკუთრებით ვაჩე და არ აკლებდა ყურადღებას მუდამ შეფიქრიანებულსა და მოქუფრულს.

- ისე, რა მაგარ დროს ჩამოვედით, ჰა? სუფრაზე პირდაპირ! - ბედნიერი იყო დიტო, დამშეული პირველი რომ მისჯდომოდა სუფრას და გაევსო თეფში სხვადასხვა კერძებით.
- ვისი ბრალია, მერე, ვისი? შენ ხმას ნუ იღებ საერთოდ, ნუ მენახები! - დაბარებულივით ისმოდა დათუნას ყვირილი დიტოს ყოველი პირის გაღებაზე.
- მე რა ვიცოდი შენ თუ ფინთი ბორბლები გქონდა!
- აბა ზეთიო? - გაკვირვებით ჩაეცინა ონისეს.
- წალენჯიხიდან რომ გამოვდიოდით, რაღაც ორმოში ჩახტა და ბორბალი გახეთქა ამ დეგენერატმა! - აუხსნა დათუნამ და ბასრი მზერით გადახედა პირგამოტენილს.
- ღმერთო! - დაქანცულ გმინვას ამოაყოლა დიტომ. - წალენჯიხის მერს მიმართეთ, ბატონო დავით! მე რა შუაში ვარ?! ორმოებით რომ არის გატენილი ქალაქი, ჩემი ბრალია?! შუა გზაზე ორმოს რომ არ ამოავსებ, არა, მითხარი, ვისი ბრალია?!
- თვალები ყველგან რომ გქონდა გზის გარდა, იმის! - აყვა დათუნას ნოდოც.
- ეს რომ წამოვიყვანე, ეს... ეს! ამის ბრალია ყველაფერი! - ხელს იშვერდა დიტოსკენ დათუნა.
- ყველაფერს მე რატო მაწმენდთ, თქვენი ჩვარი ვარ, ბიჭო?! - წამოხტა აღშფოთებული დიტო.
- გაჩუმდი, ჩაიდუმე ენა! შენ მერე მოგივლი! - დაუცაცხანა დათუნამ და ონისესკენ მიაბრუნა თავი. უსიტყვოდ აგრძნობინა, სალაპარაკო რომ ჰქონდა მასთან.


* * *

სახლის უკან, შეფერადებულ ეზოში გამოვიდნენ ონისე, ნოდო და დათუნა.
მიხვდა ონისე, ყველაფერი იცოდა უფროსმა დადვაძემ.

- გზაში ნოდომ მითხრა, - მძიმედ წამოიწყო დათუნამ. - მითხრა, რაც მოხდა თქვენს შორის.
- ჰო... - ამოიოხრა დგვარელმა და მიაწვდინა მზერა აღმართულ მწვერვალს. - ვაპირებდი მეთქვა შენთვის, მაგრამ დასრულებული იყო უკვე თქმის მიზეზი. აღარ ჩავთვალე საჭიროდ, გაეგო კიდევ ვინმეს - ჩვენ გარდა, მაგრამ ვიცი, შენც ისევე პატიოსნად ატარებ ამ ამბავს, როგორც დიტომ და ნოდომ მოიტანეს აქამდე. მათზე ნუ გაბრაზდები... დასაფასებელია, რაც გააკეთეს. სანდო ბიჭები არიან, - ჩაეღიმა ონისეს და ამჯერად მათ გაუსწორა თვალი. - გარდაცვლილი საშკასთვის კი არა, ცოცხალისთვის არ მიმიყენებია ჩრდილი... მაქვს ამის მიზეზიც, დათუნა.
- მესმის... - სუსტად ჩაეღიმა მასაც. - ჩემი ოჯახის გარდა, არავის ბრალია ის, რაც სოფას დაემართა. არც იყავი ვალდებული - გეთქვა, მაგრამ მადლობა, რომ იფიქრე მასზე.
- ჯაჭვურია, ხო იცი? - სევდიანად ჩაეცინა ონისეს. - ნოდომ ჩემს ნენეზე იფიქრა, მაშინ, როცა შეეძლო არ ეფიქრა. მის გარდა, იცი, რამდენი იყო იქ? იცი, რამდენმა დაინახა, რომ გოგოს აწუხებდნენ? თუნდაც უცნობს, რა მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს... იფიქრა რომელიმემ? არა, დათუნა. არავინ. მან კიდე, უცნობი ისე გადაარჩინა, ერთხელ არ დაფიქრებულა.
- აღარ გვინდა... - ეუხერხულა ნოდოს, დამნაშავედ რომ გრძნობდა თავს, მაინც. - ბოლომდე მაინც ვერ შევასრულე მოცემული სიტყვა, მაგრამ ჭკუიდან გადავედი... რთული ყოფილა, როცა აქამდე არნათქვამ სათქმელს მალავ... დათუნა რომ არ ყოფილიყო დათუნა, ხელუხლებლად დაიმარხებოდა ეგ ამბავი ჩემთან ერთად, იცოდე ესეც, ონისე.
- ღირსეული ძმა ჰყავს საშკას, - ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის ონისემ, მაგრამ გაიგეს მათაც. - არ იმსახურებს, თითი გაიშვირონ მისკენ.
- უნდა მიექცია ყურადღება, - მოერია ბრაზი ნოდოს, რაზეც ღიმილი ვერ შეიკავა დგვარელმა.
- არ არის ეგრე მარტივად, ნოდო. შენ რომ იცოდე, როგორ გაზრდილს შეუძლია უკანასკნელის ჩადენა, აღარ იფიქრებდი ეგრე.
- მართალია ეგ ამბავი? - მიუხვდა დაფარულ ქვეტექსტს ნოდო და თავის მსუბუქი მოძრაობით ანიშნა ჭონიაშვილების სახლისკენ.
- დაუჯერებელი ამბებიც მართლა ხდება ხოლმე. ასეა, საკუთარ ტყავზე რომ გამოვცდით, მერე ვხვდებით, შესაძლებელი რომ არის ეგეც, - მწარედ ჩაეღიმა ონისეს.

კიდევ გააგრძელებდნენ საუბარს, ხეებს იქით, ნაცნობი მოთქმა-გოდებისთვის რომ არ მოეკრათ ყური. ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრნენ იმ ადგილისკენ, საიდანაც ისმოდა ჩოჩქოლი.

- რა ხდება? - სწრაფად მიუახლოვდა ონისე ბერდია ვეზდენს, ტრიალ მინდორში რომ იდგა მარტოდმარტო კაცი.
- მიშველეთ! - გულისგამაწვრილებლად ღრიალებდა ცხენზე ამხედრებული დიტო. - როგორ გავაჩერო? სად არის ტორმუზი?
- ისეთი თავდაჯერებული შემოხტა, მეგონა იცოდა ჯირითი, - გაკვირვებულმა გადმოხედა ბერდიამ ბიჭებს, ფერი რომ აღარ ედოთ სახეზე.
- ცხენზე რა უნდა ამას? - გაოგნდა დათუნა.
- ძალიან მთხოვა, შვილო... ვიციო, დაიჩემა, - უხერხულად აზიდა მხრები კაცმა.
- აააა! სეზამ, გაჩერდიი! თუ გაიღე! ჩამომსვით! - რვა გაოგნებული თვალი უყურება, როგორ ათრევდა მოღრიალე დიტოს მეშხე.
- ვაიმე?! - სიმწრით ეცინებოდა დათუნას.
- მერაბა, გაჩერდი-მეთქი, ბიჭო, დამელეწა გვერდები!
- მეშხე ჰქვია, შვილო! - წყრომით გასძახა ბერდიამ.
- ბატონო ბერდია... იქნებ ჩამოვიყავოთ, როგორღაც... ავიდა უშბაზე, - უხერხულად ჩაახველა სახედაცვარულმა ნოდომ, სიცილის თავიც რომ აღარ ჰქონდა უკვე.
- მონღოლების შემოსევა ასეთი წარმომიდგენია, - ფხუკუნებდა დგვარელი. - ნახე, ნახე, რა ტრიუკებს აკეთებს!
- თან რომ იძახის, ნაპოლეონი ვარო... ეს აჭრილი კაცი, ეს! - ნერვიულობისგან ფერი არ ედო სახეზე დათუნას, მაგრამ ვერ იკავებდა სიცილს.
- ეჰ, კარგი ბიჭი იყო... - უღონოდ ამოიოხრა ხელჩაქნეულმა ბერდიამ. შეაშრათ სიმწრის ღიმილი ბიჭებს სახეზე.
- რა? - ამოილუღლუღა ნოდომ. - იყო?! რას ნიშნავს, იყო?
- ბატონო, ბერდია... ნერვებს კი მიშლის, მაგრამ... - კეფაზე შემოიწყო ხელები დათუნამ და მოჭუტული თვალებით ამოხედა დიტოს ჯაყჯაყს.
- ვხუმრობ, ბიჭებო... - უდარდელად ჩაეცინა კაცს.
- აბა, სვანებმა ხუმრობა არ იციანო? - დუდღუნით ჰკითხა ნოდომ დგვარელს.
- გაჩუმდი, არ გაგიგოს, - ხელი გაჰკრა მსუბუქად.
- მართალია, ისედაც არ მაკლია შარი, ზემო სვანეთი არ დავიმატო სამტროდ!
- ჩამომხსენით! - განწირული ყვიროდა დიტო.
- ფაფარზე ნუ ექაჩები, შვილო, გადაირევა ეგრე უფრო! - გასძახა ბერდიამ.
- ააძრო ცხენს სკალპი! - ფხუკუნებდა ნოდო.
- ცხენების უფლებადამცველთა ორგანიზაცია არ უყურებს, კიდევ კარგი. გადავრჩენილვართ, მეგობრებო! - ჩაიდუდღუნა დათუნამ.
- გასროკავდნენ, ბიჭო, - ხელით მოიჩრდილა მზე ნოდომ. - ბატონო ბერდია, ჩამოვსვათ, რა..
- გადარეულ ცხენთან მისვლა სახიფათოა, შვილო... თავისით უნდა დაწყნარდეს, თორემ უარესი მოხდება.
- რა ხდება აქ? - თავზე დაადგათ დოინჯშემოყრილი ქეთუთა. - ვინ ყვირის ასე საზარლად?!
- ცხენმა დიტო გაიტაცა! - აუხსა ონისემ.
- უი, ეგ ყვიროდა ეგრე? აჩის მიწისძვრა ეგონა და კარში ჩაეკირა, ძლივს გამოვაცალეთ.
- გული მერევა! - ისმოდა შიგადაშიგ დიტოს ღრიალი.
- ვაიმე, ჩამოვსვათ, რა... - შეწუხდა ქეთუთა.
- მიდი, ქეთუთა, ჩამოსვი, - დამცინავად ჩამოხედა დგვარელმა.
- მე ცხენზე ჯირითი ვიცი, სხვათაშორის! - ამაყად მოიღერა ყელი. - დათუნა, რატომ დასვით? ცხენი მულტფილმში ჰყავს მარტო ნანახი, ისიც ზღვის...
- მთელი გზა იუთუბზე უყურებდა ინდოელების ტუტორიალებს, - აუხსნა სიტუაცია ნოდომ.
- ჭკუასელი რომ მოვა, ეს მიუშვით ცხენით, გადაუვლის! - თვალმოჭუტული აკვირდებოდა დიტოს ქეთუთა. - უხ... ეს ეტკინებოდა.
- გზაზე დავაყენოთ, რა... ყვავებს რომ აფრთხობენ ბოსტანში, ხო იცი? - იცინოდა დათუნა.
- ქე... თუ... თა! - სვენებ-სვენებით ყვიროდა დიტო.
- ეს ცხენი თავისით არ გაჩერდება? - ინტერსით გადმოხედა ნოდომ ქეთუთას.
- სანამ არ გადმოაგდებს, არა, - ჩაიქნია ხელი უიმედოდ. - გადმოხტი, დიტო!
- აააა! - ისმოდა ყრუ ყვირილი.
- გადმოხტი, დაგიჭერთ! - შეაგულიანა ონისემ.
- თავი ჰაერში ასწიე, კიდე დარტყმა უნდა მაგას? - აყვა დათუნაც.
- ბატონო ბერდია... - იწურებოდა ნოდო. - ჩამოვსვათ, იქნებ.
- ხო, ჩამოვიტანოთ, რა. არ არი ცუდი ბიჭი, - თხოვნით ახედა დგვარელმაც.
- არაფერიც! ღირსია! ბატონო ბერდია, ესეც შემოსვით მერე... - გვერდით ამოუდგა კაცს დათუნა და ნოდოსკენ ანიშნა თავით. - ჰინდის ენაზე რომ ისწავლა ჯირითი, მეტის ღირსია! მთელი გზა ტვინი გამომილაყა დამტვრეული ინგლისურით! ან იმათმა რა იციან, ცხენი, ბიჭო, სად უნახავთ!
- ეგ რა არის, აქლემიც ეგრე აქვს ნასწავლი და სადმე არ გადაეყაროს, ვდარდობ, - ჩაიქნია ხელი ნოდომ.
- მი... შვე... ლეთ!
- ოდესმე ხომ დაიღლება ეს ცხენიც? - დაიღალა დიტოს საცოდაობით ონისეც.
- კაი, ნუ იცინით... ვუშველოთ, რა! ცოდოა, ბიჭო, ნახე, რას გავს... თავიდან იქნება ეს ასაწყობი, დაიშალა ნაწილებად... - შეეცოდა ნოდოს.
- ცხენიც, - ეცინებოდა ონისეს.
- რა ხდება აქ? - წაადგათ თავზე გაოგნებული ტასოც. - მეშხე? რას უშვება თქვენი მეგობარი ჩემს ცხენს?!
- ოპა! - ჩაახველა ნოდომ.
- ტასო, შენ მაინც უშველო იქნებ, - თხოვნით მიმართა ონისემ. - დაილეწა, უყურე.
- სარგებელს ვნახავ რამეს? - გადმოხედა ბიჭებს მოჭუტული თვალებით.
ონისემ ეჭვის თვალით ჯერ დიტოს გადახედა, შემდეგ ტასოს.
- ვერაფერს.
- მაშინ მეზარება.
- ბოროტო!
- გადმოხტეს, რატომ ალეწინებს თავს? - გაეცინა ტასოს.
- უარესად არ დაილეწება ეგრე? - ჩაეკითხა ნოდო.
- ამაზე მეტი რა უნდა დაემართოს, ნახე, რას გავს, - დასცინოდა მოჯაყჯაყეს.
- გადმოხტი, დიტო! - შესძახეს ერთხმად.
- ვხ...ტე...ბი!
დაიყვირა ბოლოჯერ და გაისმა ბრაგვანის ხმაც.
ცხენმა მძიმედ ამოისუნთქა.


* * *

ისე საზარლად მოსაღამოვდა, ცაც კი ატყობინებდათ მოსალოდნელ საფრთხეს.
გალურჯებულ ცას ნახშირისფერი რომ დაედო, თავი შეახსენა ყველას შეკრების მიზეზმა, მაგრამ ჯიუტად არ იშლებოდნენ ლამაზად განათებული ეზოდან.
თბილი ყვითელი სინათლე, სიფაქიზით რომ ედებოდა მუქ სიმწვანეში ჩაკარგულ ბალახს, იმ დაკარგულ სიმშვიდეს სძენდა აღელვებულებს, დიდი ხნის წინ რომ გამოსცლოდათ ხელიდან.
ოთახებში შეყუჟვა აუშლიდათ საღერღილს, იცოდნენ ეს.

აივანზე იდგა ქეთუთა.
ხელისგულივით გადაშლილიყო უზარმაზარი ეზო.
ონისეს ქურთუკში გახვეული, ჩაფიქრებული შეჰყურებდა შეკრებილებს და ეცინებოდა შიგადაშიგ, დალურჯებული დიტოს სიმწრის გმინვა რომ სწვდებოდა სმენას, ნოდოს რომ ევედრებოდა ზურგის კუნთების მასაჟის გაკეთებას. სასწაულებრივად გადაურჩა ჩხაიძე მოტეხილობას, მაგრამ ისეთი დაბეგვილი იყო, ხუმრობის თავიც აღარ ჰქონდა ერთ ადგილზე მიყუდებულს.

კიბეები ღიღინით ჩაიარა და თვალები გადმოსცვივდა ლამის, დგვარელთან მდგომი უცნობი რომ შეამჩნია.
- სოფა, მოდი აქ! - ძლიერად დაქაჩა მკლავზე დას, ჩაის ჭიქით ხელში რომ იჯდა სიმშვიდეში.
- რა? - აღმოხდა დაბნეულს.
- ვინ არის ეს გოგო? - ჰკითხა თვალებდაქაჩულმა და გვერდით ამოიყენა უჩუმრად. - ჩუმად მითხარი, ოღონდ.
- ვინ?
- ის... - გაიშვირა თითი დგვარელის გვერდით მდგომი ქერათმიანისკენ, ღიმილის დროს მთელი სახეც რომ უნათოდა. - ნუ აკვირდები ეგრე, შეგამჩნევს!
- რატომ ინტერესები, შენ? - ეშმაკურად ჩაეღიმა სოფას.
- მეცნობა ძალიან და მაინტერესებს! - ჩაიფრუტუნა ირონიულად. - ამოღერღე!
- ჯერ მითხარი, რატომ გაინტერესებს! - ინტრიგნულად გადმოხედა აღელვებულს. - რატომ აღელდი, ქეთუთა? რას მიმალავ? უფრო სწორად, რამდენს?
- იმდენს, რამდენსაც შენ, სოფიკო! - დაისისინა ცინიკურად და შეუტია შემდეგ. - შენ, მე მგონი, აკლიმატიზაციამ გაწყინა! სუფთა ჰაერზე გაგეხსნა მაინცდამაინც დახშული ტვინის უჯრედები?! რა იყო, სისხლი შეგიცვალეს და დაგავიწყდა ნათესაური კოდი? მშობლის შემდეგ, ყველაზე ახლობელი დედმამიშვილი რომ არის, არ იცი, ეგ, შე მოღალატე?!
- ნუ ღრიალებ, ისმის... - დაუქაჩა თვალები და ააფარა პირზე ხელი.
- თქვი!
- მეზობელია ალბათ, რა გინდა შენ?
- ასეთი ლამაზი მეზობელი?!
- შენ ვერ ხარ, ხო?! - გაკვირვებით ჩაეცინა სოფას.
- რატომ იცნობს ის?
- გაგიკვირდება და, აზრების კითხვა არ ვიცი... ან რა დროს ეს არის? გავიწყდება რა სიტუაციაში ვართ?!
- ოჰ, კარგი ერთი! - ჩაიფრუტუნა ირონიულად. - შენ თუ გავიწყდება, მე რომ დამავიწყდეს, რა, არ შეიძლება?
- რას ბოდავ, ქეთუთა!
- შენ გგონია ვერ ვამჩნევ თქვენს თვალებით კონტაქტს? - სასაცილოდ აწკიპა წარბები.
- რა კონტაქტს! - ალმური მოედო სახეზე სოფას. - საიდან მოიტანე?!
- ოხ, საიდან მოვიტანე, თურმე... ისე შესციცინებ თვალებში, გეგონება, დღე-დღეზე ბავშვს ელოდებით!
- გოგო! - დაუცაცხანა და განერვიულებულმა შეიცურა თმაში ხელი.
- მეტიც და უარესიც თუ გინდა, ისიც ეგრე გიყურებს! - დაიკრიფა ხელები გულზე თვითკმაყოფილმა. - რომ ჩამოდგებით და უყურებთ ერთმანეთს, დრო კი არ ჩერდება, გენიოსო! გხედავთ, გაკვირდებით...
- ჰა? - აღმოხდა გულაჩქარებულს.
- ოჰ, გაუკვირდა გოგოს... ვითომ არ იცის... - აჯავრებდა შერცხვენილს. - მე კი არა, მთელმა სოფელმა იცის მგონი, მაგრად რომ დაგერხა, შე საწყალო! ალბათ, გიორგის ბებია-ბაბუაც ამჩნევს... ხედავენ შენში სარძლოს. კი, კი, ასეა. დარწმუნებული ვარ. ლილიც ისე გაკვირდებოდა, რომ...
- კაი? - ღულღულებდა პარალიზებული. შეაშრა სახეზე პირვანდელი ღიმილიც.
- კი, ძალიან აშკარაა... დაიწვით, რა. დამთავრებული ამბავია!
- გიორგი... რა იცი, რომ ისიც? ჰა? ქეთუთა? რას ამჩნევ... დარწმუნებული ხარ, რომ იმასაც? - თითებს იმტვრევდა ნერვიულობისგან სოფა.
- აი, საერთოდ არ მიკვირს, იმ მანიაკმა რომ მოგაგნო! - ხელები გულზე გადაიჯვარედინა ჩაფიქრებულმა ქეთუთამ.
- რა? რატომ?
- შენს მიჯნურს თავისი გრძნობაც ვერ დაუმალავს და გოგოს დამალავდა? - ჩაიფხუკუნა და გამჭოლი მზერით შეათვალიერა ქერათმიანი.
- გოგო! ნუ დასცინი! - იწყინა სოფამ.
- აა, უკვე პირად წყენად ვიღებთ და რამე? შემოგიაროთ ოჯახს, სულ სახლში ხართ?
- მოგკლავ! როდის გაბოროტდი ასე ძალიან?!
- კარმა, ძვირფასო! მე ყველაფერს ვხედავ, მე ყველაფერს ვამჩნევ!
- წესიერად მოიქეცი, იცოდე! - გამაფრთხილებლად დაუქნია საჩვენებელი თითი.
- უწესო შენ ხარ თუ კაია! უჟუჟუნებს თვალებს ბიჭს! რაო, რას გეუბნება მისი მზერა? მიყვარხარო? - დასცინოდა უჩვეულოდ გამხიარულებული.
- ბავშვობაშიც ასეთი არაადამიანი იყავი, არ მიკვირს, მაგრამ რამე ისეთი არ გააკეთო, იცოდე!
- ისეთი, როგორი? - აზიდა წარბები ინტერესით.
- თავი რომ მომჭრა დასავლეთ საქართველოში!
- მაშინ ისე მითხარი ვინ არის ეს გოგო, ცხოვრებაში არასდროს რომ არ წამომაძახო, შევთანხმდით? - შემრიგებლური გაუხდა ტონი.
- არ ვიცი, ადამიანო! მიდი და გაარკვიე! - აატრიალა თვალები მობეზრებულმა.
- ჩაგახრჩობ შდუგრაში, აქვეა მაინც!
- ასეთი ლექსიკონით ბიჭმა მინიმუმ თავის შველის სამი გზა დააგენერიროს გონებაში, არათუ სამომავლო გეგმები, - ჩაუკრა თვალი ნიშნისმოგებით და დატოვა მარტო.
- გამეცალე! - დაუღრინა გაღიზიანებულმა და გამოზომილი ნაბიჯებით მიუახლოვდა მოსაუბრეებს. - გამარჯობა! ბოდიში ხელს რომ გიშლით, მაგრამ ონისეს ეძახიან.
- ვინ მეძახის? - გაკვირვებით აზიდა წარბები დგვარელმა.
- ჭკუასელი გამოვიდაო კონტაქტზე, - დაბალი ხმითა და შენიღბული აღშფოთებით გაანდო საიდუმლო.
- რა? - ფერი დაეკარგა კაცს.
- ხო, ხო.
- წავედი.
- წადი, წადი, - მოწკურა თვალები და ღიმილიანი მზერა გააყოლა მიმავალს. - შენ რა გქვია?
- ლიზა, - გაუღიმა ქერათმიანმა. - შენ?
- ქეთუთა. იცნობ ონისეს? - მსუბუქად დაუქნია მანაც თავი. - კარგი ბიჭია, ხო?
- კი?! - გაუკვირდა მოულოდნელი კითხვა.
- უჰ, შენ ცოლი უნდა ნახო, ისეთი გოგოა! - წამოიძახა ყალბი აღფრთოვანებით.
- ცოლი ჰყავს? - გაუკვირდა კიდევ უფრო. - არ უხსენებია.
- ორი შვილი, - დაამატა ღიმილით.
- მართლა?
- ბიჭი და გოგო.
- უი, რას ამბობ...
- ძაღლიც.
- ჰო?
- ჰო, დობერმანი, - იგონებდა არსაიდან მოტანილ ტყუილებს.
- კარგია, - მკრთალად გაუღიმა გოგონამ.
- ნამდვილად. ძალიან უყვარს ოჯახი, - დამაჯერებლად დაუქნია თავი.
- ძალიან კარგი.
- შენ არ გყავს ქმარი? - ჩაეკითხა ინტერესით.
- არა.
- რატომ მერე?
- რა ვიცი, - ჩაეცინა უხერხულად.
- არც შეყვარებული?
- არა.
- უცნაურია! ლამაზი გოგო ხარ, არ შეიძლება ეგრე! - ხელკავი გამოსდო ქერათმიანს. - აქაური ხარ?
- ჩამოვდივარ ხოლმე, სტუმრად. ლილის ადგილი აღარ ჰქონდა და ვეზდენების სახლში დამაბინავა.
- არა, მაინც, საოცარია, როგორ არ გყავს შეყვარებული? - შედგა ადგილზე ქეთუთა.
- შენ გყავს? - ხმით გაეცინა ლიზას მის მონდომებაზე. - მგონია, რომ ბებიაჩემის მოგზავნილი ხარ.
- ნუ, ახლა, იცი, როგორ არის ეს საქმე? ყოლის შანსი არის, მაგრამ არ ვჩქარობ, რა! ვაკვირდები, ვწონი...
- ჰო... მე ღირსეულს ველოდები! არა... კი არ ველოდები, ნუ, რომ გამოჩნდება, ხომ გესმის, - აიჩეჩა მხრები ლიზამ.
- უღირსი და ქმარი რად გინდა, აბა?! - შეიცხადა ქეთუთამ.
- არც ისეთი მინდა, როგორიც არის ყველა.
- ოჰ, მაინც როგორი? - ჩაეკითხა ინტერესით. აქამდე ფიქრობდა, ერთი იყო განსაკუთრებული და ისიც ჩემიაო, მაგრამ დღევანდელმა შემთხვევამ შეუბრკოლა დადებითი ფიქრები.
- ღამის სამზე რომ მოვიდეს სახლთან და ყველა შეწუხებულმა მეზობელმა დამირეკოს, ჩადი, თორემ აღარ შეგვიძლიაო, - გაეცინა თავის ნათქვამზე და მოახლოებულ ონისეს გადახედა ეშმაკური ღიმილით. - ონისე, რა კარგი გოგოა ქეთუთა!
ფამილიარულ ტონზე ყურები დაცქვიტა ქეთუთამ და გაკვირვებით გადახედა ჯერ ეშმაკურად მოღიმარ ლიზას, შემდეგ დოინჯშემოყრილ ონისეს, ტყუილში რომ ჰყავდა უკვე გამოჭერილი.
- კი, ძალიან კარგი გოგოა, ქეთუთა! - სიმწრით გამოსცრა მისი სახელი. - მომატყუე, ხო?
- მე?! - გულზე მიიდო ხელი ქეთუთამ. - არა?!
- დამცინა გიორგიმ!
- რატო, კაცო? - შეიცხადა გაკვირვებულმა.
- ჭკუასელი რომ ვუხსენე!
- ონისე, შეიძლება შენ დაგცინა უბრალოდ... რა? არ ხარ დასაცინი მასალა? - გაიშტერა თავი ქეთუთამ. - ნუ... ვიხუმრე, უბრალოდ! რა არის?!
- მე შენ გაჩვენებ! - დაემუქრა დაბალი ხმით და მიუბრუნდა ლიზას. - რაო, რას ამბობდი, ლიზაკო?
„ლიზაკო?“
ფერები ეცვალა ქეთუთას.
თვალებმოწკურულმა შეათვალიერა ორივე.
ვინ ეძახისო ლიზაკოს, ორი წუთის გაცნობილ მეზობელს, ფიქრობდა განერვიულებული.
- რატომ არ მითხარი ცოლი და ორი შვილი რომ გყავდა? - წყრომით გადახედა გოგონამ ონისეს.
- რაო? - გაეცინა კაცს.
მიწა გამისკდესო, ნატრობდა ქეთუთა, ხელისგულებიც რომ გაოფლიანებოდა უკვე.
- ძაღლიც გყოლია!
- ჰა?
- და ოჯახიც ძალიან გყავრებია! - ამატებდა იმავე ტონით.
- ხო კარგად ხარ, ლიზა? - ღიმილით დაჰყურებდა ზემოდან ონისე.
ისეთი სითბო იგრძნობოდა, სახე აეწვა ქეთუთას.
ჩემთვის რატომ არ მოუმართავსო ასე არასდროს, მოეშალა ნერვები კიდევ უფრო.
ცოტაც და ტირილს დაიწყებდა.
- მე წავალ! - უჩუმრად გაპარვას აპირებდა, ლიზას ხმამ რომ შეაჩერა.
- ხო, ქეთუთამ მითხრა, ცოლ-შვილი რომ გყოლია... და ძაღლიც, თან დობერმანი! - ჩაუშვა ღიმილით.
- ქეთუთა! - გაკვირვებული მიუბრუნდა გასაქცევად მომზადებულს ონისე. - მოდი, აქ.
- ვიხუმრე უბრალოდ, რა გჭირთ? - გაიოცა უდანაშაულოდ.
- რა ხუმრობაა ეს?
- სასაცილო... ოდნავ შავი, - მტრულად გადახედა ლიზას, სიცილს ძლივს რომ იკავებდა.
- არ გამაცნობ ქეთუთას, ონისე?
- არა, რა საჭიროა! - არ დააცადა პასუხი კაცს. - მეჩქარება მე!
- მოდი, აქ! - დაექაჩა მკლავზე და ამოიყენა გვერდით. - მოგხედავ მე შენ. - დაამატა დაბალი ხმით.
- აუჰ! კაი, ერთი!
- კარგი, უთხარი ახლა ვინ ვარ! - გაუბრაზდა ლიზა.
- ლიზა ოცხელი, გიორგის დეიდაშვილი. ქეთუთა დადვაძე, გიორგის სოფას და, - გააცნო ერთმანეთი უცერემონიოდ. ლამის ყბა ჩამოუვარდა ქეთუთას, ჭკუაში რომ აჯობეს.
გულიც დასწყდა ოდნავ, „გიორგის სოფას დის“ სტატუსი რომ ჰქონდა მხოლოდ, მაგრამ არ შეიმჩნია.
- აჰა... - ჩაილაპარაკა მზაკვრულად.
- აჰა! - გაუცინა ლიზამ. - სასიამოვნოა, ქეთუთა. შენი დაც გავიცანი, ძალიან კარგი გოგოა!
სიბრაზისგან თმა ყალყზე დაუდგა ქეთუთას, როცა აღმოაჩინა, რომ საკუთარმა დამ გაწირა.
- ჰო? კარგი გოგოა, კი, - სიმწრით გამოსცრა და გააშვებინა ხელი ონისეს. - მე წავალ. სასიამოვნოა, ლიზა!
თავქუდმოგლეჯილი გავარდა სახლისკენ.
ერთი სული ჰქონდა სოფა ენახა და შური ეძია იმ ტყუილზე, საკუთარი თავის მასხრად აგდების ფასად რომ დაუჯინა საკუთარმა სისხლმა. ნამდვილად გადაუსხესო სისხლი, ბუტბუტებდა თავისთვის და მიიწევდა სახლისკენ. სწრაფი ნაბიჯით წამოეწია ონისეც ქალს, სიბრაზისგან ლამის ბოლი რომ ასვლოდა თავზე.
- ვინმემ გაგაბრაზა? - უცოდველი სახე მიიღო ონისემ და შეაჩერა მიმავალი.
- არა! - გამოგლიჯა ხელი ისევ. - ვის უნდა გავებრაზებინე? იყო რამე გასაბრაზებელი?!
- მე რომ გამაბრაზე ძალიან?
- ცივი წყალი დალიე!
- უხეშო!
- შემეშვი!
- კარგი, ნუ განრისხდი... ნახე, ჭექა-ქუხილის ხმაც გადაფარე... მოდი აქ, - დაექაჩა მკლავზე გაჯიუტებულს.
- რა გინდა, ონისე?
- რომ მითხრა, რატომ ბრაზობ, - ფრთხილად ჩამოუსვა ხელი სახეზე ჩამოყრილ თმაზე.
- გიორგის სოფას და ვარ მე, ხო? - ამოუშვა მაინც ხინჯად ჩარჩენილი სიტყვები და მიაპყრო იმედგაცრუებული მზერა.
- ნათესაურ კავშირს ვერსად გავექცევით. რა, არ ხარ სოფას და? ნაშვილები ხარ, ქეთუთა? - ყალბი აღშფოთებით გადმოხედა და გაეცინა, სიბრაზისგან ცეცხლწაკიდებული რომ დახვდა.
- მომშორდი, გამეცალე, თვალით აღარ დამენახო!
- უჰ... კარგი, მოიცა. შენ რა ველური ყოფილხარ! - ღიმილით აკავებდა გაცოფებულს. - მომისმინე, ქეთუ.
- ქეთუ არა, სოფას და, - წაისისინა გაღიზიანებულმა.
- დღეს კარი ღია დატოვე, ხო? - მიეფერა ცერა თითით სახეზე და აკოცა ძალიან ნაზად იმ ადგილას, წამის წინ ურცხვად რომ დაატარებდა ხელს. - თუ არ დატოვებ, ყველას გავაღვიძებ, იცოდე!


* * *

ჭექა-ქუხილი აზანზარებდა იმ საღამოს მაზერს.
ამინდიც გრძნობდა, რომ დაიღვრებოდა სისხლი და აპირებდა წვიმის გამოშვებას ლაქების გადასაწმენდად.

მცირეხნიანი დუმილი დაარღვია ბოლოს კარის ჭრიალის ხმამ.
შემოვიდა გიორგი ოთახში.
სახე ჰქონდა ისეთი, აშკარა იყო ყველაფერი.
ვაჩეს ჩახედა თვალებში პირველად.
მიხვდა ისიც უთქმელად, გადააქნია სიმწრით თავი და მძიმედ წამოდგა ფეხზე.

- რა ხდება? - არეული მზერით გადახედა სოფამ ჯერ გიორგის, შემდეგ დანარჩენებს.
დაიძაბა ყველა.
არავინ იღებდა ხმას.
- რა ხდება, გიორგი?! - წამოდგა ფეხზე სოფა და მიუახლოვდა.
ჰაერიც დაიძაბა პატარა ოთახში.
ჩამოიხუთა თითქოს.
- არაფერი, - უპასუხა მშრალად და აარიდა მზერა.
- გამოჩნდა? - აუკანაკალდა ხმა ქალს.
- სახლში იქნებით და ფეხს არ გამოადგამთ გარეთ, - გამაფრთხილებლად ჩააშტერდა თვალებში ცრემლმორეულს. - არ გაბედო, სოფა! სულ რომ ქვეყანა ჩამოიქცეს, გარეთ არ გამოხვიდე, გესმის?!
- ნუ მომთხოვ იმას, რასაც არ გავაკეთებ!
- ჩაგკეტო გინდა?!
- რას მეუბნები, ხვდები? - სიმწრით გაეცინა სოფას.
- შენ ვერ ხვდები, მე რას გეუბნები! - გაუმკაცრდა ხმა. პირველად დაეტყო ანერვიულება მშვიდ სახეზე. პირველად მოაწვა სისხლი ასე ძალიან საფეთქლებში. ნაცნობი შეგრძნება ჭამდა გიორგის.
გაუხსნესო თითქოს ყველა ჭრილობა, შეხორცებადაწყებული.
შეეშინდა დაკარგვის.
კიდევ ერთხელ.
- ვიღაც შეშლილი მოდის და არავინ იცის რას მოიმოქმედებს! ამ დროს მე სახლში უნდა ვიჯდე მშვიდად? გააფრინე, ხო? თქვენს ამოხოცვასაც ხომ არ ვუყურო ფანჯრიდან?!
- აუხსენი... დათუნა, აუხსენი, - მავედრებელი მზერით გადახედა დათუნას და აქცია ზურგი ქალს. ფანჯრის რაფას ჩამოეყრდნო ხელისგულებით.
- ახლა ამის ახსნა რომ დავიწყო, ყვირილი მომიწევს. ონისე, აუხსენი, რა, - ამოიხვნეშა დათუნამ.
- შენი იქ გამოსვლა, მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერს ისე გადაწყვეტს, რომ საუბრის შანსი აღარ დარჩება, - მშვიდი მზერა გაუსწორა ონისემ ფერდაკარგულს. - ერთად ვნახეთ, ვინც არის. ისიც იცი, რისი გაკეთება შეუძლია. არავინ არავის მოკლავს, თუ შენ იქ არ იქნები.
- ონისე, ჩემი მოკვლა მაშინაც შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა! - მკაცრად გააპროტესტა და ჩუმი მზერა გააპარა გიორგისკენ, თვალს რომ არ აშორებდა ხედს ფანჯრიდან. თითქოს არაფერი იყო იმ მომენტში უფრო საინტერესო მისთვის.
- ვერ გააკეთა! ნუ გავიწყდება, რომ შენ გამო ჩამოვიდა აქ, თორემ ვაჩე იქაც ჰყავდა, - ფეხზე წამოდგა ონისეც და მიეყრდნო კარის ძგიდეს. - შენ აინტერესებ ჭკუასელს და არა ჩვენ. გესმის, სოფა?
- რატომ არ გესმით ჩემი? - მწარე სასოწარკვეთა შეეპარა ხმაში სოფას. - მაიძულებთ, რომ მშვიდად ვიჯდე სახლში მაშინ, როცა ვიღაც ჩემს მოსაკლავად არის ჩამოსული და ღმერთმა იცის, თქვენ რას დაგიშავებთ?! არარეალურს ითხოვთ, იცი?!
- გოგო, რატო გადაგებინდება ხოლმე გონება? - უმტყუნა ნერვებმა დათუნას. - რა გინდა, რას ითხოვ, ავდგეთ და ძღვენად მივართვათ შენი თავი?! აჰა, რეზი, მაშინ რომ ვერ მოახვედრე ტყვია, ახლა აქ არის და აბა შენ იცი-მეთქი, ეგეც ხომ არ ვუთხრათ?! შენ აინტერესებო გეუბნებიან, შენ და არა მე ან სხვა, რატომ არ გესმის?!
- დააყენე ჩემს ადგილას შენი თავი, დათუნა! - დაიძაბა სოფაც. მიხვდა, რომ მართლები იყვნენ, მაგრამ საკუთარი თავი ერჩივნა მკვდარი, ვიდრე რომელიმე მათგანი - მის გამო.
- რომ დავაყენეთ და რომ მივხვდით, რა სჯობს, იმას გეუბნებით, სოფა!
- სოფა, ეგ კაცი ვისი მტერიც არის რეალურად, ხომ იცი? - მიუახლოვდა ვაჩე ქალს და ჩახედა ამღვრეულ თვალებში. - ხომ იცი, რომ ყველაფრის თავი და თავი ჩემი ოჯახია? მითხარი, ხომ ასეა?! შენ ხომ იცი, რატომ და როგორ?.. ჩემი მტერია, გესმის? ჩემი და არა შენი. შენ რომ ხელი დაგადო, ეგ შენი პრობლემა არაა. მე თუ მოვკვდები, არც ეგ იქნება შენი ბრალი, გესმის?
- ნუ ამბობ! - გასცრა შიშით სიკვდილის ხსენებაზე.
- შენს ადგილას შეიძლება ნებისმიერი გოგო ყოფილიყო. ნებისმიერი, ვინც იქნებოდა საშკას გვერდით. ის თუ შეშლილია, იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე დანაშაული მიგიძღვის. შენ თუ გერჩის, ისიც მხოლოდ ჩემი ძმის გამო და არა შენი დანაშაულის. მომეცი უფლება, მშვიდად მოვთხოვო პასუხი, კარგი? მოიქეცი ისე, როგორც გეუბნებიან, - უჩვეულოდ მშვიდი იყო იმ წამს ვაჩე. გადამდები იყო მისი სიმშვიდე დანარჩენებისთვის.
- გავგიჟდები! - სიმწრით ამოიოხრა ატირებულმა და მძიმედ დაეხეთქა სკამზე.
- არავინ მოკვდება, - გაუსწორა იმედიანი მზერა ბოლოჯერ და ამოუდგა ფანჯარასთან მდგომ გიორგის, მადლიერი მზერით რომ გადმოხედა წამიერად. - აქ მოდის? - ჰკითხა მძიმედ.
- მოდის.
- არ მინდა მათი გარევა, - თავით ანიშნა მათ ზურგს უკან შეკრებილებისკენ. - ხომ გესმის, ვინც არის... რამე ისე რომ გააკეთოს, მერე... არა, რა. არ გამოვიდნენ, უთხარი. არ არის ის საქმე, ამდენი რომ გაერიოს.
- შენ დააკავებ ამათ? - სუსტად ჩაეცინა გიორგის.
- აქ რატომ მოდის, გააფრინა? - თავი წამოყო სავარძელში ჩაწოლილმა დიტომ.
- თავიც დაურტყამს ამას! - ჩაიფრუტუნა ნოდომ. - არ იცი, ვისთან მოდის აქ?
- სოფა?!
- დადუმდი!
- იმ საბედისწერო ჩამოვარდნის მერე, ცოტა გვიან მოდის სიგნალები ჩემთან, რა გამოვტოვე?
- გვაცადე, რა! - დაუქაჩა თვალები დოლიძემ.
- ოხ! რა დროს წავიქციე თავი?! - ვერ ისვენებდა სავარძელში გაჩხერილი. - ნეკნები არ მტკიოდეს, ვაჩვენებდი მე მაგას!
- ბიჭო, მგონი სპეციალურად გადმოვარდა იქედან, - ფხუკუნით გადახედა ნოდომ დათუნას.
- ე, მესმის, ბიჭო!
- მომისმინე, მარიო ჩიმარო... - საქმიანად მოუბრუნდა ნოდო. - ქეთუთას და სოფას გაყვები ისე, რომ არც გააპროტესტებ.
- აუ, არა, რა! - აწუწუნდა დიტო.
- სოფა და ქეთუთა ვეზდენებში იქნებიან, - მოაშორა თვალი ფანჯარას გიორგიმ და შემობრუნდა მათკენ. - ლიზა და ტასოც იქ არიან. იმედია ზღუდეების აშენება არ დამჭირდება შენს გასაკავებლად, - წარბაწეულმა გადახედა ბოლოს სოფას.
- გიორგი... - წამოიწყო სოფამ.
- სოფა! - წარბები შეკრა გიორგიმ. ზუსტად ის სიცივე წამოვიდა იმ წამს მისგან, როგორც მაშინ, პირველად, მანქანაში ჩაჯდომისას რომ იგრძნო ქალმა. აერია მზერა სოფას. ჩასწყდა გული ძალიან.
- თქვენც დარჩით, - ხმა ამოიღო ვაჩემ და გიორგის გადახედა, დამეხმარეო, ანიშნა მზერით.
- ბატონო? - ირონიულად ჩაიფრუტუნა ონისემ.
- უკაცრავად, მაგრამ აქ ჩაის დასალევად არ ჩამოვსულვარ! - წამოიჭრა ფეხზე აჩი. - მეც მოვიდივარ, არ მაინტერესებს!
- არა, მე კი ჩამოვსულვარ, მაგრამ მეც მინდა ჭკუასელის ნახვა! - წამოიძახა დიტომ და ძლივსძლივობით წამოიწია სავარძლიდან. - ვახ, მგონი ნეკნი შემერჭო...
- შენ სად მოდიხარ, სტეიკის ხორცივით ხარ დაბეგვილი, იქაც მე უნდა გათრიო?! - აიჭრა ნოდო.
- დიტოც ვეზდენებში, - მკაცრად გადახედა დათუნამ და წამოდგა ისიც ფეხზე.
- ეე, რატომ? მკვდარი კი არ ვარ, გალახული ვარ! შებეჟილი, ცოტა!
- ბიჭო, ფეხზე ვერ დადიხარ! - აყვირდა დათუნა. - შენც სოფა ხარ, თუ რატომ მახსნევინებ ელემენტარულს?
- ყავარჯენი არ გვაქვს რამე? შავი, პრიალა, გთხოვთ! თურქი ბაბუის პონტში რომ ვიყო რა, გამოვალ, მოვაყომარებ!
- დიტო-მეთქი! - მოეშალა ნერვები ნოდოს.
- ამის გამო ჩამოვედი, კაი რა! მეც მინდა! წამიყვანეთ, ხმას არ ამოვიღებ! იქვე დავდგები, რა! მერე როდისღა წავალ მე ასეთ „სტრელკაზე?“, ვახ... სტადიონის მერე არ ვყოფილვარ, ბიჭო, ასეთ სერიოზულ გარჩევაზე, თან იტალიიდან გამოწერილი რეიბანები მაქვს წამოღებული! - წუწუნებდა იმედგაცრუებული ჩხაიძე და ამკობდა მრავალფეროვანი სიტყვებით მეშხეს.
- დოღს რომ აწყობდი, მაშინ გეფიქრა, - ჩაეცინა ონისეს.
- ის მერაბა იყო ფინთი ცხენი, მე რა შუაში ვარ!
- მეშხე, - შეუსწორა დგვარელმა.
- რა მნიშვნელობა აქვს?! უხ, იმ ინდოელს რა ვუთხარი, ერთი ფეხი ჰაერში გააჩერეო რომ მასწავლა! გამომედო მერე უნაგირზე! მაგათი სათვისტომო თუ არ დავშალო დიდი დიღმიდან, მე არ ვიყო დიტო ჩხაიძე! - მოთქვამდა დიტო.
- დაასრულე? - მობეზრებით ჩამოხედა სავარძელში გართხმულს ნოდომ.
- კაი, ჯანდაბას, დავრჩები, მაგრამ რამე გადაიღეთ, რა.
- რა გადავიღოთ, ბიჭო, გაგიჟდი? - სიმწრით გაეცინა დოლიძეს.
- ვიდეო, ფოტო, რამე, მასალა მჭირდება!
- რად გინდა?!
- ჩემს თავს დავაფოტოშოპებ!
- შერყეული! - ჩაიქნია ხელი დათუნამ.
- გოგოებო, აბა მომკიდეთ ხელი! - კმაყოფილი მზერით გადმოხედა სოფას და ქეთუთას.
- ვაიმე, ესეც ჩემი სათრევია! - თვალები აატრიალა ქეთუთამ.
- ხელისგულზე სატარებელი კი ვარ, მაგრამ ახლა უნდა დაგეყრდნო, რა, ქეთუ.
- მომისმინე... რომ დაწვე და გვამივით გაგათრიო, ვერა? - იატაკისკენ ანიშნა ქეთუთამ.
- ესეც წაიყვანეთ, ჩაანოკაუტებს იმ საწყალს, - მხარე იცვალა დიტომ და მავედრებელი მზერით გადმოხედა სოფას. თვალებით სთხოვდა, ნუ დამტოვებო შენი დის იმედად.
- არ მინდა, რომ თქვენც იქ იყოთ, - მშვიდი მზერით გადმოხედა ვაჩემ ბიჭებს.
- და რას აპირებთ, ორნი დახვდებით ვიღაც მანიაკს? - წარბები შეყარა დგვარელმა. - ხომ არ გავიწყდებათ, რომ მეც შუაში ვარ?!
- არც კი გაიფიქროთ, - ბრაზისგან აუელვარდა თვალები დათუნას. - არც განიხილება.
- ვიღაც უნდა დარჩეს, - გააქნია თავი გიორგიმ, ჯიუტად რომ აიგნორებდა სოფას თვალებს.
ყველას უყურებდა, მას არა.
- უნდა წამოვიდე, მეც ბევრი მაქვს გასარკვევი, მეც მაქვს კითხვები, გამორიცხულია, ეგრე, გიორგი! - გაუმკაცრდა ხმა დგვარელსაც.
- ვინ დარჩება? - წვერზე ჩამოისვა ხელი გიორგიმ.
- ჟღენტთან საკონტაქტოდ მინიმუმ ერთი უნდა დარჩეს, - დაეთანხმა ვაჩეც.
- დიტო ხომ რჩება? - ჩხაიძისკენ ანიშნა მზერით ონისემ.
- რისი თავი აქვს ამას? - ჩაეცინა დათუნას.
- ჯერ ერთი, ტრავმირებული ვარ და ამ დროს ადამიანის დამცირება მინიმუმ „არასპრავედლივია.“
- გადადე ეგ ქურდული ლექსიკონი დიტო, რჩები შენ მაინც, - ჩაიფხუკუნა ნოდომ.
- უხ, რა დროს დამრჩა კასტეტი!
- რომელიც არ გაქვს...
- რეზი ჭკუასელის ნომერი დამიმესიჯეთ!
- რად გინდა? - გაუკვირდა დათუნას.
- უნდა მივწერო, ერთი-ორი ამასაც შემოარტყას, - ნოდოსკენ ანიშნა თავით.
- ნარტყამზე დარტყმის სიმწარე არ გამოგაცდევინო, ფრთხილად იყავი! - ჩაუკრა თვალი ნიშნისმოგებით.
- აჩი დარჩება, - გადაჭრით ჩაილაპარაკა ვაჩემ.
- თქვენ ხო არ აფრენთ? - აყვირდა ბერიძე. - რას ქვია, დავრჩები?
- ჟღენტს უნდა ეკონტაქტო, აჩი... იმაზე დიდ საქმეს გააკეთებ, ვიდრე იმასთან ყოფნით ჩვენგან რომელიმე, დამიჯერე. გაფრთხილებული მყავს ოთარი, უტაც ელაპარაკა დღეს დილით. იცის, რომ დამჭირდება მისი დახმარება, მზად იქნება. შენ უნდა დაურეკო დროულად და გააგებინო ამბავი.
- ახლა რატომ არ ურეკავთ?
- მთელი მესტია რომ ფეხზე დავაყენო, მიხვდება. არ არის სულელი ეგ ტიპი. ერთი მანქანაც რომ შენიშნოს, დამთავრებულია ჩათვალე.
- და მე რა უნდა ვქნა? - წარბები აზიდა აჩიმ.
- სახლის უკან, მოშორებით, ერთ ადგილას იჭერს მხოლოდ ინტერნეტი. იცი შენ ეგ ადგილი, აჩი. როგორც კი დაინახავ მოვიდა, კოორდინატები უნდა გადაუგზავნო ჟღენტს.
- დიტოს ჩააბარეთ ეგ საქმე!
- ეს რისი გამკეთებელია, შეხედე, ფერი არ ადევს სახეზე! ვერც დადის ნორმალურად! - მოერია ბრაზი ონისეს.
- რამე გამაკეთებინეთ, ბიჭო! - აყვირდა დიტო.
- მანქანას გაგაკეთებინებ თბილისში, კაი? - მშვიდად გადმოხედა დათუნამ.
- აჰა, მაინც მე შემაწერა!
- ბიჭო! შენი გაფუჭებულია!- აყვირდა დადვაძე.
- ქეთუ, ჩემს ყავას ხომ გამიკეთებ? - მავედრებელი მზერით გადახედა დიტომ ქეთუთას.
- შხამსაც ჩაგიყრი!
- მიჯნურს გიკლავენ და მე მკლავ, გოგო?
- შემეშვი! - მისუსტებული ხმით ჩაილაპარაკა და ჩახარა თავი.
ცუდს უგრძნობდა გული.
მოარიდა თვალი ონისეს, ჯიუტად რომ არ აშორებდა მზერას.

დანებდა ბოლოს აჩიც. აღარ ჰქონდა აზრი შეწინააღმდეგებას.
იცოდა, რომ აქ უფრო საჭირო იყო, მაგრამ არ ეთმობოდა მაინც.
რა გარანტია ჰქონდა, რომ ცოცხალს დატოვებდა რომელიმეს?
რა გარანტია ჰქონდა, რომ კაცი, რომელმაც ხელის აუკანკალებლად გაისროლა ხუთი ტყვია, იგივეს არ გაიმეორებდა?
არ არსებობდა გარანტია.
შიშმა აიტანა აჩი.
მეგობრების დაკარგვის შიში ჩაუდგა თვალებში.

გაიკრიფნენ ბოლოს ოთახიდან.
სოფა დარჩა მხოლოდ გიორგისთან ერთად.
- გელოდებიან ვეზდენებში, უკანა კარით გადადით, ბერდია ქვემოთაა, - ჩაილაპარაკა უემოციოდ ნახევრად შეღებულ კარში ჩახერგილმა და დაამატა ბოლოს. - მშვიდად იყავი, - მოავლო დამთბარი მზერა ბოლოჯერ.
- ხომ გახსოვს, რაც გითხარი მაშინ... ყველგან ხალხის სიტყვა რომ დაგყვება, ყველგან მათი მზერა... ამას ნუ გამიკეთებ, გიორგი, - ამოიტირა და მიუახლოვდა მძიმე ნაბიჯებით.
- ამ სიტყვებს მიტოვებ მხოლოდ? - მაცდურად ჩაეღიმა კაცს.
- კიდევ ელოდები რამეს? - ინტერესით აღსავსე მზერა შეანათა მოღიმარს.
- რამე საინტერესოს... ღირებულს. გაქვს რამე ეგეთი? - არ აშორებდა თვალს. ნელ-ნელა უწითლდებოდა ფერმკრთალი ლოყები სოფას.
- შეიძლება მქონდეს... მერე, რომ ჩაივლის, გამახსენდეს, იქნებ.
- კარგი პასუხია, მომწონს, - ხმით ჩაეცინა გიორგის. - დავბრუნდები და ვერ გაექცევი.
- დაბრუნდი და არც ვეცდები.
- ვითომ? - ეჭვით აზიდა წარბები და მიეყრდნო ხელით კარის ჩარჩოს.
- არ გჯერა? - იმავე ტონით ჰკითხა მანაც და მიეყრდნო ჩარჩოს.
- დამაჯერებ? - მიუახლოვდა უფრო.
- როგორ?
- ეგ შენზეა, სოფა. რამე ისეთი უნდა მითხრა, რომ დავიჯერო, - არ აშორებდა თვალს მის თვალებს, ცრემლის მიუხედავად, ახლადამოწვერილი მზის სხივივით რომ ბრწყინავდნენ.
- სიტყვები გჭირდება დასაჯერებლად?
- მოსმენა მხოლოდ - შენგან. - შეეხო ტუჩებით თვალის გასწვრივ.
- კარგი, - ჩაილაპარაკა ჩამწყდარი ხმით და სწრაფი მოძრაობით გაძვრა მის ხელსა და კარის ჩარჩოს შორის. ჩაეღიმა გიორგის.

დიდხანს ფიქრობდა ვეზდენების სახლში გამომწყვდეული სოფა, როდის მოვიდნენ აქამდე.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს ერთხელ.


* * *

ვაჩე ფარჯიანის ნაცვლად, გიორგი ჭონიაშვილის ტელეფონში გაისმა ის ხმა, მაშინ, სასაფლაოზე, მთელი ცხოვრება რომ ამოუყირავა ფარჯიანების უფროს ვაჟს.
ფაქტი იყო, გიორგისაც იცნობდა ჭკუასელი, რადგან მასთან და ვაჩესთან დაჟინებით მოისურვა შეხვედრა.
იქნებ, განზრახ მოაწყო ასე, ორივე ერთად რომ შეეკრიბა.
ვერავინ ხვდებოდა, რა მიზანი ამოძრავებდა რეალურად კაცს, მაგრამ აშკარა იყო ისიც, გამწარება უნდოდა ყველა იმ ადამიანის, მის უბედურებას რომ აბრალებდა გადაუმოწმებლად.

მიიკლაკნებოდა იასამნისფერი ელვა ნახშირისფერ ცაზე და ანათებდა ჩაბნელებულ ეზოს.
იარაღი ამოიღო ვაჩემ და გადასატენად წაღებული ხელი შეაჩერა ჰაერში.
ახსოვდა მამის პირობა.
ორივე;
არავინ მოგკლას.
არავინ მოკლა.
მაგრამ აშკარა იყო ისიც, უიარაღოდ ვერ შეასრულებდა პირველს.

- სად არის? - იკითხა თუ არა ონისემ, დაბარებულივით გაჩერდა ფარებანთებული მანქანა მათ მოპირდაპირე მხარეს.
სხეული დაეჭიმა ვაჩეს.
კისრის ტკაცუნის ხმა ექოსავით გაისმა ტრიალ მინდორში.
ხმაურით გაიღო მანქანის კარი.

- ასე ხვდებით სტუმარს? იარაღით ხელში? - ყალბი ღიმილით გადმოვიდა მანქანიდან საშუალო სიმაღლის, წვერმოშვებული კაცი, ჭკუასელი რეზი. - დგვარელო, შენ რა მოუშორებელი ჭირი ხარ? აქაც ჩამომაკითხე?.. ბიჭებო, რამდენი შეკრებილხართ, არადა მე მხოლოდ ორი დავპატიჟე... რა საჭირო იყო ზედმეტი ხალხი? ხომ ხედავთ, მარტო ვარ? შეშინდით ძალიან?
- ისეთ კაცს, რომელსაც ხუთი ტყვიის გამეტება შეუძლია, რთულად დაეჯერება თავისი სიტყვა, არა, რეზი? - გაისმა გიორგის აუღელვებელი ხმაც.
- ახ, კარგი, რა! მეექვსესაც ვაპირებდი! - ამაზრზენად გაეცინა ჭკუასელს. - მეექვსე დამრჩა ობლად შენი წყალობით, დგვარელო! კარგი... კარგი, ნუ შფოთავ, ვაჩე, დაგიკმაყოფილებ ინტერესს! იცით, აქ რატომ ხართ?.. ვაჩეს მინდა ჩამოვუმსხვრიო ძმის კერპი! თქვენც დატკბით, ჩემთან ერთად, მეგობრებო! ახლა უკეთ გაიგებს, ვინ გაზარდა... ვინ ეამაყებოდა... ვის დამარხვაზე იტირა პირველად... - ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა ძმამოკლულს, შეშლილს რომ ემსგავსებოდა მის თითოეულ სიტყვაზე. - მართლა გგონია, რომ მოსაკლავად დაგიბარე? ცდები, ფარჯიანო, დღეს არ ვაპირებ შენს მოკვლას, დღეს - არა! გიორგისთან ერთად მინდოდა მოსულიყავი, მინდოდა ერთ გუნდში მენახეთ, ორივემ რომ დაინახოთ, რა კაცებიც ხართ! .. მოაშორე, ვაჩე, ეგ იარაღი, თორემ ისე გავისვრი, როგორც მაშინ... ხუთჯერ. არ დამენანები, როგორც შენი ნაბი*ვარი ძმა არ დამენანა!
- ხომ ხედავ, აქ ვართ... მიდი, ილაპარაკე, რეზი. ამოიღე ბოლომდე, რა გახრჩობს ასე ძალიან. ვისაუბროთ ცივილურად, თუ მაინც და მაინც სისხლის დაღვრა გინდა? - არ აცადა პასუხის გაცემა ვაჩეს გიორგიმ.
- ისე ცივილურად, როგორც მამიდაშვილს აპატიე საცოლე? ციხეში რომ გამოგკეტა ოთხი წლით, ეგეც ხომ აპატიე? - გამაღიზიანებლად ჩაეცინა რეზის. - შენ რა კაცი ხარ, გიორგი! საყვარელ ქალს ასე იცავ? ეგაა შენი ღირსება? კაცობა?
- მოგვიყევი, შენ როგორ იცავ, ჭკუასელო რეზი! - წარბიც არ შეტოკებია გიორგის. იცოდა, მის გამოწვევას ცდილობდა. ესმოდა მანიპულატორების ენა. ოთხწლიანმა ციხემ და რეზისნაირებმა გაიტანეს თავისი და ასწავლეს მოთმინება.
- ხუთი ტყვიით, საცოდავებო! - ხმით გაეცინა კაცს. - ხუთი ტყვიით ვიცავ ჩემს ღირსებას, ჩემს კაცობას... კაცობას რომ დაიცავ, ქალიც დაცული გეყოლება, გესმის?
- ექიმს გაესინჯე, რევაზ, - დამცინავად ამოხედა დგვარელმა და მიუახლოვდა უფრო. - სანამ კაცობის, მეობის და ადამიანობის საფუძვლებს გაგვირჩევ, იქნებ, მოგვახსენო ის, რაზეც შეგვკრიბე?
- სად არის... შენი დამპალი ძმის საცოლე სად არის, ვაჩე? გამოვიდეს... ისიც მოვიდეს, დაუძახეთ... მინდა მანაც გაიგოს, ვის მიჰყვებოდა ცოლად. რა კაცი აირჩია ქმრად, არ უნდა იცოდეს?! - დაიყვირა ისეთი ხმით, ვეზდენების სახლამდეც რომ მიაღწევდა მისი სიტყვები.
- ნუ ბედავ, ნუ ახსენებ მის სახელს, თორემ აქვე დაგამთავრებ, საცოდავო! - გამხეცებული მიეჭრა დათუნა. - იცი, ოდნავ მაინც იაზრებ, ვისას ეხები? ვის უმიზნებ იარაღს?
- ოხ, დათუნა, დათუნა... შენც პატარა კაცი ყოფილხარ, დადვაძე, არადა იმედიანად შემოგყურებდი... სარფიანად ათხოვებდი ბიძაშვილს, ხო? ბოდიშს გიხდით დადვაძეებს, ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, - დამცინავად შეათვალიერა გამხეცებული დათუნა, ნოდოს ხელი რომ აკავებდა მკვლელობის ჩასადენად.
- ყველა სიტყვას განანებ, რეზი. ყველა სიტყვას სათითაოდ ვიმახსოვრებ, იცოდე! - გამოსცრა დათუნამ და გააშვებინა ხელი ნოდოს. - ჩემს ბიძაშვილს კიდევ ახსენებ და ხუთივე ტყვიას დაგაჭედებ შუბლში!
- საქმეც ეგაა დათუნა, რომ არცერთს შეგიძლიათ ეგ, - ხმით გაეცინა რეზის. - ნამდვილი კაცები თავიანთ სიტყვას ასრულებენ კიდეც, საცოდავებო.
- ნამდვილი კაცები უდანაშაულო ქალებს არ იმეტებენ ტყვიისთვის, რევაზ, - გადაუდგა წინ ონისე.
- შენმა დამპალმა ძმამ, ხომ იცი, რაც გააკეთა, ვაჩე? - სხარტად მიაბრუნა თავი ფარჯიანისკენ, ისე, თითქოს არც არსებულიყო ონისეს სიტყვები და გაუსწორა შეშლილი თვალები თამამად. - მეგობრად მივიჩნევდი შენს ძმას, შენს დამპალ ძმას! გინდა მოგიყვე, გინდა მათაც ვუთხრა, რა გააკეთა? იცით, თქვენ? იცით, რა კაცი გაზარდა?
- შენ რით განსხვავდები მისგან, რეზი? - მშვიდი იყო გიორგი. - მიდი, ამოუშვი ბოლომდე. აღიარე, რაც გააკეთე. მასზე უკეთესი ხომ ხარ? ჰოდა, აღიარე შენი უკეთესობა, მიდი, გისმენთ.
- იმის გამბედაობაც არ გეყო, ჩემამდე მოსულიყავი, ჩემთან მოსულიყავი! - აღრიალდა აქამდე ჩუმად მყოფი ვაჩე. - ჩემთვის გეთქვა, რაც გააკეთა! ჩემთვის მოგეთხოვა პასუხი! მიდი, აღიარე, ხუთი ტყვიისთვის რომ არ დაგენანა, შე ავადმყოფო!
- ჩემი და გაა*პატიურა, ჩემი და! - აღრიალდა, როგორც შეშლილი. - თავისი მეგობრის და! ეგ კაცი იყო შენი ძმა, ვაჩე ფარჯიანო! ძმაკაცად მივიღე! ჩემს სახლში შემოვუშვი, ჩემს მშობლებთან მივუშვი და ჩემს დას დაადგა თვალი! ისე უნდა ჩამეცხრილა, ისე უნდა მომეკლა, ვერ ეცნო დედამისს მისი დამპალი სახე! ისე უნდა გამომეყენებინა მისი საცოლე, როგორც გამოიყენა ჩემი!
- შე ახ*არო! მოდი აქ, აქ მოდი, გაგატყავებ! - კისერს იზელდა ორივე ხელით აგონიაში ჩავარდნილი და მიიწევდა მისკენ გამხეცებული. ვერ აიტანა ვერცერთი დამსახურებული თუ დაუმსახურებელი სიტყვა თავის დამნაშავეზე. ვერ აიტანა გამწარებული დედის ხსნება მკვლელის პირიდან.
- ისე ჩამოგშლით, ისე გაგანადგურებთ, როგორც ჩემი ოჯახი გათელა შენმა გაზრდილმა, შენმა სატანა ძმამ! ჯერ ახლა ვიწყებ... ახლა! - წაისისინა ჭკუასელმა და გადატენა იარაღი მკვირცხლად.
- აქვე დაასრულებ დაწყებულს, რევაზ, აქვე! - გადაუდგა წინ გიორგი. - კიდევ ერთხელ სიტყვა საცოლეს ახსენებ და მაგ სიტყვას გაჭმევ, ჭკუასელო!
- შენი თავი არ შეგებრალა, კაცს რომ კლავდი, შე უღმერთო? - გადააქნია თავი ონისემ, ერთი ხელით შეშლილ ვაჩეს რომ ამაგრებდა. - იმის კაცობაც არ გეყო, შენ, რეზი, ღირსეულად მოგეგვარებინა ეგ საქმე... გოგოს მოკლვას აპირებდი, ცხოველო? რას მოიგებდი მერე ამით? უფრო ღირსეული გამოჩნდებოდი? ვის თვალში? სარკის წინ?
- თავი შეყვარა! თავი შეყვარა ჩემს დას და რა გაუკეთა! - იღრიალა შეშლილმა. - რა გაუკეთა, იცი, შენ? იცი, მისი სახე რომ ვერ ვიცანი?! მისი დალურჯებული სახე, რომ ვერ ვიცანი?! როგორ მეზიზღებით! ყველა ფარჯიანი მეზიზღებით, ყველას გაგისწორდებით! რა ეგონა შენს დამპალ ძმას, ჩემთან ძმაკაცობით ისარგებლებდა? წამალზე ხომ შემომეჩვია კარგად! დაც მომინდომა ბოლოს! უხ თქვენი! ძმად მივიღე, ძმად მივიღე ეგ ნაგავი!
თავში უროსავით ურტყამდნენ სიტყვები ვაჩეს.
შებარბაცდა.
გულზე მიიჭირა ხელი მაგრად.
გაუსკდებოდა ეგონა.
გაოგნებული იყვნენ დათუნა და ნოდო, პირველად რომ გაეგოთ საშკას მკვლელობის მიზეზი.
- ძმებს წამალს არ აჩვევენ! - მოუჭრა მკაცრად გიორგიმ.
- რომელ კაცობაზე გაქვს პრეტენზია, ძმაკაცს წამალს რომ ტენიდი, იმაზე?! შენ რა იცი ამის მერე, ან ძმაკაცობა, ან კაცობა! - ხმა ამოიღო დგვარელმაც. შეეცოდა ვაჩე. შეეცოდა იმ სიმართლისთვის, იმდენად მწარე რომ იყო, თავადაც რომ სწვდებოდა მისი ძალა.
- ნუ მიბედავ! ნუ მიბედავ, დგვარელო! ჯერ ჩემი კაცობაა... ჯერ ჩემი!
- იარაღი დაწიე და მოიქეცი ერთხელ ისე, როგორც შეეფერება კაცს! - დაუღრიალა ონისემ.
- აქეთ მასწავლით ჭკუას? არ გრცვენიათ, ბიჭო?! - სიმწრით გაეცინა ჭკუასელს. - თქვენ მასწავლით როგორ დავიცვა ჩემი ღირსება? თქვენ? - ზიზღით დაუმარცვლა ბოლო სიტყვა.
- შეგრცხვება... ახლა არა, მაგრამ მოვა შენთანაც... მოვა ნამუსი, ახლა რომ დაგიკარგავს და ვერ გიპოვია. მოვა და მოგეკითხება ერთიანად! ახლა შურისძიება გაძინებს და გაღვიძებს, გსიამოვნებს... მერე ეგეც რომ აღარ შეგრჩება, ისე, როგორც მეგობარი არ შეგრჩა, ყველა მიზანი დაგეკარგება სუნთქვის, რეზი. ყველა გზა მოგეჭრება და მერე მიხვდები, რამდენი შეგეშალა საკუთარ თავთან და მერე სხვასთან... ასე იქნება. დამიჯერე, რომ იქნება. - დაუდგა იარაღიანს პირისპირ გიორგი. - მამიდაშვილი მიხსენე... ზურა მიხსენე, ხო? რა გგონია შენ, რეზი, რა გგონია, მისნაირებს, შენნაირებს რომ გვანან, ჩემნაირების პატიება სჭირდებათ? საკუთარ თავს სთხოვე, რომ გაპატიოს! ღმერთს შეევედრე, რომ გაპატიოს! მერე მიდი ჩემნაირებთან პატიების სათხოვნელად და დაჩოქილმა სთხოვე, მოგიტევოს, ხომ გესმის კარგად?!
- რა გგონია, რა გგონია შენ... რას მიაღწევ ამ საუბრით? მე ჩემი ყველა სიცოცხლე ამის ნაბი*ვარის მასხრად ასაგდებად მინდა!
სიტყვის დასრულება არ აცადა, გამხეცებული რომ მივარდა ვაჩე. საყელოში სწვდა ცინიკურად მოღიმარს, შეშლილს რომ მიუგავდა თვალები.
- შენ გგონია ჩემს ძმაზე უკეთესი ხარ? შემომხედე, შემომხედე და მიპასუხე, რითი სჯობიხარ შენ ჩემს უღირსს ძმას?!
- მეგობრის დას არ ვუყურებ მე, ვაჩე! უკვე უკეთესი ვარ შენს გაზრდილზე, ხედავ?! რატომ არ ასწავლე ოჯახის წევრზე არ შეეტოვებინა მზერა? რატომ არ ასწავლე, ჰა?! იქნებ, ეგეთი ხარ შენ თვითონ და იმიტომ?!
- მკვლელი ხარ! მკვლელი! ფსკერი! შენზე უკეთესია ყველა არაკაცი დღეს! - ჩაჭიდებული ხელი ძლიერად ჰკრა და შეუშვა ხელი.
- შენ რატო დგახარ ჩუმად, ონისე? რატომ არ ეუბნები, რა გაგიფუჭა ამის ნაბი*ვარმა?
- ჩაიგდე ენა, რეზი, იმაზე ნუ ილაპარაკებ, რაც შენ არ გეხება! - სისხლი მოაწვა სახეზე დგვარელს.
- რა ქვია შენს ბიძაშვილს? გამახსენე... ჩეჩეს დას, რა ჰქვია? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს სახელს... ბავშვი იყო მაშინ, ხო? - აგრძელებდა მათ გამოწვევას კაცი.
- სიტყვას დაძრავ და აქვე მოგიგრეხ კისერს! - გაგიჟებული მიუბრუნდა ონისე ჭკუასელს.
- მე გეტყვი, რა გააკეთა... მე გეტყვი! მეგობრებთან გასართობად წასულ გოგოს რა გაუკეთა! ვუთხრა, ონისე? იქნებ გინდა, შენ უთხრა? - იღიმოდა ამაზრზენად.
- ენა ჩაიგდე-მეთქი, თორემ ამოგაძრობ, ჭკუასელო!
- გაუ*ატიურება დაუპირეს, ხო? მერე, როგორ იყო? აჰ, მიატოვა... მარტო დატოვა, ხო? ხო ასე იყო, ონისე?! აბა, რა გეგონა, გოგო რომ დაუყენე გვერდით, რა გეგონა, რას გააკეთებდა საშკა ფარჯიანი, ეგ უღმერთო, ეგ არაკაცი!
- მოკეტე! - გაებზარა ხმა ვაჩეს. შეშლილი თვალებით ახედა ცინიკურად მოღიმარს.
- როგორი სასაცილოები ხართ... როგორი არარაობები... მორალს მიკითხავთ და ოჯახში გყავთ მთავარი არა*აცები. ჩემი უკვირთ, ჩემი ტყვია აოცებთ და თვითონ... რაებს პატიობთ?
- სხვისი არაკაცობა შენსას არ ამართლებს, რეზი, ნუ გექნება იმედი, უკეთესი გამოჩნდები! - გაყინული მზერით ამოხედა ონისემ მოღიმარ ჭკუასელს, ცინიკური ღიმილით რომ აგიჟებდა კიდევ უფრო ვაჩეს.
მკვდარს ჰგავდა ვაჩე.
დაეკარგა ადამიანის სახე ბოლომდე.
- აი, რისი ნახვა მინდოდა! შენს მკვდარ სახეს, შენი შეშლილი სახე მერჩივნა, ფარჯიანო! უხ, როგორი სანახაობაა?! - იცინოდა რეზი და არ აშორებდა თვალებს ვაჩეს.

დროულად დარეკა აჩიმ ოთარ ჟღენტთან.
აშკარაა, კაცს ისე უნდოდა საქმის გახსნა, მთელი მესტია დააყენა ფეხზე. ბეჩოს სოფლის პოლიცია არ იყო საკმარისი, მესტიიდანაც ჩამოიყვანა ხალხი.
ისე უცებ გაჩნდნენ იმ ადგილას, გააზრება ვერც მოასწრეს შეკრებილებმა.
მიხვდა გიორგი, აჩის ხელი ერია, სახლიდან მოშორებით რომ სცემდა ბოლთას და ძვრებოდა კანიდან, დროულად რომ გასულიყო კონტაქტზე.
სირენების ხმა გაისმა თუ არა, სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ბერიძე სახლისკენ.

- სხვას არც ველოდი თქვენგან... - ცინიკურად ჩაეღიმა ჭკუასელს და გადააქნია თავი დანანებით. - პოლიციაში დარეკვაა თქვენი კაცობა, ეგ ხართ. ეგ კაცები ხართ, თქვენ! ერთს მამიდაშვილი უკლავს საცოლეს, მეორეს ძმა ჰყავს არა*აცი... მაინც გავისტუმრე, მაინც მიიღო, რაც დაიმსახურა! ონისე, ასე იქცევიან კაცები, გესმის? ასე იცავენ დის ღირსებას, ასე იცავენ თავიანთ კაცობას! შენ რა გააკეთე? პირი ამოიკერე? ჩეჩეს შეგეშინდა? შეგეშინდა, რომ იმას გააკეთებდა, შენი რომ არცერთ ცხოვრებაში არ გეყოფოდა გამბედაობა? პატარა კაცები ხართ! თქვენი კაცობა ვერ დაგიცავთ, სხვას როგორ... როგორ! - გამოსცრა ზიზღით.
- ჯერ რომ სიყვარული ყოფილიყო, მერე ადამიანობა და ბოლოს კაცობა, იქნებ ღირსეულად გამოსულიყავი ამ საქმიდან, რეზი, - მწარედ გაჰკრა გულზე გიორგის სიტყვებმა ჭკუასელს, მაგრამ არ შეიმჩნია, სიამაყით წაიგრძელა კისერი.
- ვაჩე, მთხოვე და გაგიშვებ შენს ძმასთან, გინდა? გინდა, ვაჩე? - იცინოდა შეშლილივით. - ოხ, მის გოგოსთან გართობა ვერ მოვასწარი! არაუშავს... იქნება. ეგეც იქნება, ასე უყურადღებოდ არ დამრჩებით, შვილი მეზრდება... კაცი მეზრდება, მე თუ ვერა, ის მოგხედავთ!
- რაო? ვისით გავერთობიო, რა თქვი? - დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა გიორგი, სახეზე ცეცხლისფერი რომ დასდებოდა. - გაიმეორე, რა თქვი? მიდი, რატომ არ იმეორებ, რეზი?
- გავერთობი! გავერთობი მისით! ზუსტად ისე, როგორც ის გაერთო ჩემს დასთან! - ღრიალებდა კაცი. - არ მომიახლოვდეთ! რომელიმემ მოახლოება არ გაბედოთ, თორემ ყველა ტყვიას დაგაცლით ისე, რომ ხელიც არ ამიკანკალდება! მე დასაკარგი არაფერი მაქვს, ჩემთვის სულერთია ერთ მკვდარს მეორე დაემატება თუ მესამე! ყველას გაგისტუმრებთ, ყველას მოგიღებთ ბოლოს!
- შეწყვიტე, რეზი... საკმარისია უკვე. რა არ გაკმაყოფილებს? კიდევ რას ითხოვ? ხომ იძიე შური, რატომ ვერ ჩაიშოშმინე აყეფებული „კაცობა?“ - წინ გადაუდგა ვაჩეს ონისე.
- მინდა ვაჩემ მთხოვოს, რომ ვესროლო... ვაჩე, მთხოვე! - გააღრჭიალა კბილები რეზიმ.
- შეშლილია, - თავი გადააქნია დათუნამ. - ავადმყოფი ხარ, იცი? შეშლილი!
- ვარ! - დაიღრიალა გამწარებულმა. - იცი, როდის მერე შევიშალე?! ჩემი და რომ ვნახე გამოყენებული, მიგდებული, დალურჯებული!

პოლიციის მანქანების შუქებმა გაანათა ჩაბნელებული სოფელი. ალყაში მოექციათ მთელი სახლი. გადმოცვივდნენ მანქანებიდან იარაღშემართულები, მაგრამ ვერ იჭრებოდნენ ეზოში, გადატენილი იარაღით იდგა რეზი და არ აშორებდა ვაჩეს სამიზნეს.

ცალი თვალით გადმოხედა პოლიციელებს ჭკუასელმა და ჩაეცინა.
- ახლა რაღა შემიშლის ხელს, რომ არ გავისროლო? რა დამაკავებს, ვაჩე? - გაეცინა კაცს.
წამიერად დახედა თავის იარაღს ვაჩემ.
არ იყო გადატენილი.
„რომ არ მოკლა,
რომ არ მოგკლას...“
რთულია აირჩიო საუკეთესო.
პირველი აირჩია მაინც.
გაუსწორა თვალი ჭკუასელს.
ერთი დაახამხამა და ყველაფერი გაქრა.

ჭექა-ქუხილის შემაძრწუნებელ ხმას დაბარებულივით მოჰყვა იარაღის გასროლაც.
შეიჭრნენ ეზოში ფორმიანები.
გამოცვივდნენ ვეზდენების სახლიდან ოჯახის წევრები.
ქეთუთა მორბოდა პირველი.
გიჟივით შევარდა აჩი ეზოში.
ადამიანის ფერი არ ედო სახეზე ბერიძეს.

- ონისე! - ერთდროულად გაისმა ერთადერთი სახელი.
წამოვიდა წვიმა.
წვიმდა კოკისპირულად.
გადარეცხაო თითქოს ყველა ცოდვა.
აღარ დატოვა სისხლის კვალი ჩალისფერ ბალახზე.

- სასწრაფო, დროზე! - იღრიალა აჩიმ და დაემხო დაჭრილ მამიდაშვილს. აკანკალებულ ხელებში მოიქცია თავი. - ონისე! ბიჭო... ახლა... ახლა არ გაბედო რამე, იცოდე! მოგკლავ, გესმის? ჩემი ხელით მოგკლავ, თვალები არ დახუჭო, გესმის?! თვალებს დახუჭავ და ისე გცემ, ისე გცემ, ბავშვობაში რომ არ მიცემიხარ! უკანა გზაზე შენ უნდა წამიყვანო, ხო გაიგე? შენ და შენმა შვეიცარიელმა ცოლმა უნდა იჩხუბოთ მთელი გზა, ხო გესმის?! ნიმესილზე არ უნდა გამიჩეროთ, ენა არ უნდა გააჩეროთ, თავი უნდა ამხადოთ, ხო გაიგე?!
- დამჭრა, ბიჭო? - სვენებ-სვენებით ამოაყოლა სიცილს დგვარელმა.
- შე დეგენერატო ბავშვო, ნერვიულობის ჯირკვლებიც ამოგაცალეს გლანდებთან ერთად?! - ღრიალებდა აჩი.
- ნუ დამტირი, ბიჭო, სიკვდილი მაინც მაცადე სიმშვიდეში!
- მომეცით იარაღი, მომეცით, დროზე! ჩემი ხელით მოვკლავ ამ დეგენერატს!
- აჩი? - მისუსტებულ ხმაზე გული მოეწურა ბერიძეს.
- ჰო, ონო... გინდა, რამე? მითხარი, გტკივა? გაწუხებს? გზაშია უკვე სასწრაფო!
- ბიჭო, რაღაც უნდა გითხრა... - სიმწრით მოეხუჭა თვალები ონისეს.
- მიდი, ონო, - აუწყლიანდა თვალები აჩის.
- მე იმ ცხოვრებას რა ვუთხარი, სიკვდილის წინაც შენს სახეს რომ უნდა ვუყურო!
- მომეცით ნაჯახი! - ყვიროდა აჩი, მაგრამ არ უშვებდა ხელს.
დაეცვარა შუბლი ონისეს.
ეხუჭებოდა თვალები ოდნავ.

პარალიზებული იდგა ვაჩე.
მოეკვეთა მუხლები.
ჩაიკეცა იმ კაცის გვერდით, მისი სიცოცხლე რომ არჩია თავისას.
გაგიჟებულმა ჩარგო თავი ხელებში.
- არა... არა, არა! მოგკლავ... მოგკლავ, რეზი, მოგკლავ! - ღრიალებდა ბოლო ხმაზე და ურტყამდა ხელს ძლიერად მიწას. წამოვარდა ფეხზე და გაგიჟებული მიეჭრა ამაზრზენად მოცინარს, ბორკილებს რომ ადებდნენ ხელებზე.
- გაგანადგურებ, ყველა სუნთქვას გაწყევლინებ, იცოდე! რაც საშკასთვის ვერ მოგთხოვე, ერთიანად მოგთხოვ, ჭკუასელო! სიკვდილს განატრებ! - ღრიალებდა ძარღვებდაბერილი და არ უშვებდა ხელს მის საყელოს. ანჯღრევდა და ვერ ართმევდნენ მის თავს პოლიციელებიც.
- გაუშვი... საკმარისია, მორჩი. ნუ მიუჯდები გვერდით არაკ*აცს! - ყვიროდა გიორგიც, მაგრამ ვერ აგებინებდა ერთიანად წაშლილს ვერცერთ სიტყვას.
- უნდა მოვკლა! უნდა მოვკლა, ეს ნაბი*ვარი! - მხეცს ჰგავდა ვაჩე.
- ჩემი მეექვსე იყო! მეექვსეც მიზანში! - კბილები გააღრჭიალა და ჩააშტერდა სისხლიან თვალებში, ადამიანის მოკვლაც რომ შეეძლოთ იმ წამს. მიზანს მიაღწიაო თითქოს ჭკუასელმა, კმაყოფილი იყო შედეგით. თავისიანად აქცია თითქოს ვაჩეც.
- ეს მინდოდა... ასეთი უნდა მენახე! შენი რეალური სახე უნდა მენახა, ყველას კაცი რომ ეგონე... ყველას საამაყო რომ ეგონე... არაფრით განსხვავდები ჩემნაირებისგან! უარესიც ხარ, ვაჩე ფარჯიანო! - ზარივით ჩაესმოდა ლიბრგადაკრულს ჭკუასელის ამაზრზენი სიცილი. გამოჰგლიჯეს ხელიდან ძლივსძლივობით და ჩატენეს მანქანაში.
შებარბაცდა.
გულშეღონებული ჩამოეყრდნო ღობეს და ვერ გაბედა მიებრუნებინა თავი უკან.
ვერ გაბედა კიდევ ერთხელ ენახა... ძმის ტოლი.
ახსენდებოდა თავისი დაფლეთილი ძმა.
ჯერ კიდევ თბილი იყო მაშინ.
ტიროდა ვაჩე.
დაკარგულ ღმერთს ევედრებოდა გადაერჩინა ის, თავისი არასწორი ძმის სხეულსაც რომ გადაუდგებოდა წინ, რომ ჰქონოდა შანსი.
დავიწყებული ლოცვა გაიხსენა პირველად.
ბუტბუტებდა და მთელი ძალით იჭერდა ხელს გულზე.

- ონისე! - ყვირილით მიეჭრა ქეთუთა, წამებში რომ დაეფარა მანძილი ვეზდენების სახლიდან აქამდე. - არ გაბედო... არ გაბედო სიკვდილი, ონისე დგვარელო! - აკანკალებული ხმით დაიჩურჩულა და აცახცახებული ხელით შეეხო სახეზე.
- სამოთხეში ვარ? - სუსტ ჩაცინებას ამოაყოლა სიტყვები. - სისხლი უნდა დამეღვარა მაინც და მაინც?
- ნუ ლაპარაკობ! - ცრემლად იღვრებოდა ისიც.
- მოვკვდე, აბა?
- იდიოტო! - ტიროდა ქეთუთა და არ უშვებდა ხელს - მისას.
- ასე დამიტირებ, მერეც? - იღიმოდა კმაყოფილი. ისე, თითქოს სიკვდილს ყველა ებრძოდა ახლა, მის გარდა.
- ნუ ამბობ... გეხვეწები, ნუ ამბობ... არა, ხო? ხო, არა? მითხარი, რა. გტკივა? ძალიან გტკივა? - გაბზარვოდა ხმა ქეთუთას.
- კარგად ვარ, ქეთუ, კარგად.
- ნუ მამშვიდებ! გტკივა, ხო? - არ უშვებდა ხელს.
უთბობდა თითქოს.
ჰგავდა იმ მზეს, მწვერვალს რომ უბედავდა გადნობას.
სიცივე არ შეეპაროსო, მოექცია ორივე ხელში - მისი.
ცხარე ცრემლით ტიროდა ქეთუთა იმ საღამოს, აივნის კარი რომ უნდა დაეტოვებინა ღია.
- გოგო! - იცინოდა სიმწრით და იჭერდა ხელს ძლიერად მუცელზე.
ოფლად ეღვრებოდა მთელი სახე.
ეწვოდა იმდენად, რომ ემანჭებოდა სახე, მაგრამ არ უნდოდა შეემჩნია. არ უნდოდა შეეშინებინა კიდევ უფრო.
- მაჩვენეთ, სწრაფად, - ჩაიმუხლა ლიზა, ცრემლიანი ჰქონდა სახე.
- ლიზაკო, შენ რა გატირებს, გოგო? ქვა ავატირე, არ მჯერა! პირველად ნახე დაჭრილი ადამიანი? მაგათ კერავ დღე და ღამე!
აკანკალებული ხელით გადაუხსნა მაისური და დააწვა მაგრად, რომ შეეკავებინა სისხლი.
- ჩემო მოფარიკავე და ასე შემდეგ, მედიცინა რატომ არ ისწავლე? - მოაბრუნა თავი ქეთუთასგენ ონისემ. - გვჭირდება, ოჯახს! ორი შვილი და დობერმანი, ხო? მაწყობს, კარგია.
- ახლაც რომ არ ჩერდება, ახლაც რომ არ ისვენებს! - იღიმოდა ცრემლიანი და ევედრებოდა ღმერთს, მოეხდინა სასწაული.
- ღმერთმა არ ქნას, გოგო!

არ დააყოვნა სასწრაფომ.
რეკორდულ დროში მოვიდნენ და გადაიყვანეს მესტიის საავადმყოფოში.
გახევებული იდგა ვაჩე.
ისიც ვერ მოიფიქრა, მანქანაში ჩამჯდარიყო.
არ აშორებდა თვალს ერთ წერტილს.
ამოუდგა გვერდით სოფა, საავადმყოფოში წასასვლელად რომ ელოდებოდა დათუნას.

- ხომ გითხარი, გადაეფარებოდა-მეთქი, - აწყლიანებული თვალები გაუშტერა სახეწაშლილს.
- მეშინია, სოფა, - აკანკალებული ხმით დაიჩურჩულა ვაჩემ.
- კარგად იქნება. გადარჩება. ვიცი, რომ ასე იქნება.
- ღმერთო, გევედრები, - ჩურჩულებდა თავისთვის და სცდიოდა ცრემლები.
- გვიყურებს... არ დაუშვებს, ხომ იცი, - გაუღიმა გამამხნევებლად. სჯეროდა თვითონაც თავისი სიტყვებისთვის.
- ხო? - იმედიანად ჩაეკითხა. პატარა ბავშვს ჰგავდა იმ წამს ვაჩე.
- აუცილებლად!
- რომ ვერ... რომ ვერ, სოფა. თავი უნდა მოვიკლა!
- მორჩი... საკმარისია უკვე თვითგვემა. წამოდი, წავიდეთ, - დაექაჩა მკლავზე და წაიყვანა მანქანისკენ. ერთიანად დაპატარავებულიყო ის კაცი, მაშინ, მის სახლში, სინათლესაც რომ ფარავდა თავისი დიდი სხეულით.

შეშლილს ჰგავდა გიორგი. მაშინაც არ ყოფილა ასეთი სასტიკი, მამიდაშვილი რომ ჩააბარა საკუთარი ხელით სამართალდამცავებს. გამწარებულმა დასცხო ხელი საჭეს და სთხოვა ღმერთს, არ მიეტოვებინა. შეევედრა ღმერთს, არ წაერთმია.
აუცილებლად იზრუნებდა, რომ ვეღარასდროს ეგრძნო თავისუფლების გემო ჭკუასელს.

* * *

ორ საათზე მეტი იყო გასული, ექიმი რომ გამოვიდა საოპერაციოდან.
გაუსუფთავეს ჭრილობა.
არ ემუქრებაო საფრთხე სიცოცხლეს.
ამოისუნთქეს.
პირველი დიდი ამოსუნთქვა იყო ამ ორ საათში, საუკუნეს რომ დამსგავსებოდა ხანგრძლივობით.

მისავათებული ისხდნენ მოსაცდელში, სიმწრით რომ შემოგლიჯა საავადმყოფოს კარი ჩეჩე დგვარელმა და მიიქცია ყველას ყურადღება.
მოდიოდა ძლიერი ნაბიჯებითა და ისეთი მზერით, კარგს რომ არ უქადდა არავის.
ფეხდაფეხ მოჰყვებოდა ოქროსფერთმიანიც.
შორიდან იცნო ქეთუთამ ნენე დგვარელი, ბავშვობის ფოტოს შემდეგ დიდად რომ არც შეცვლილიყო.

- ვინ ჯანდაბაა-მეთქი ეს რეზი ჭკუასელი?! - მივარდა გაგიჟებული ჩეჩე აჩის. - ჩემი ხელით მოვკლავ, მაგ არა*აცს!
- ასე მალე რანაირად? - გაუკვირდა კედელთან ჩაკეცილს და წამოდგა ფეხზე. - ერთი საათის წინ დაგირეკე.
- გადმოვფრინდით ნატახტარიდან, - აუხსნა ნენემ და დამფრთხალი მზერა მოატარა მოშორებით მსხდომთ. ვაჩე ფარჯიანი რომ დაინახა იქვე, კუთხესთან, აერია მზერა. სამძიმარიც ვერ უთხრა მაშინ, ძმას რომ ასაფლავებდა.
- არ გამოსულა ექიმი? - კედლებს აწყდებოდა ჩეჩე.
- სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო, - ამოიხვნეშა გულდამშვიდებულმა აჩიმ, იმ მომენტშიც რომ გრძნობდა მუხლების ცახცახს.
- კიდევ კარგი... აიყვანეს ის? - ბრაზი მოაწვა სახეზე დგვარელს.
- აიყვანეს.
- მომიყევი დროზე, რა მოხდა. საერთოდ რა თემებში ხართ, მე რატომ არ ვიცი? მაგაზე ცალკე მოგხედავთ თქვენ ორს, მაცადეთ! ვის გაუბედეთ ამდენის დამალვა, ბიჭო, ჰა?! დაგადუღებთ ორივეს!
- აუ, მერე გამტისკე რა, თუ ძმა ხარ, ახლა არ მაქ არაფრის თავი, - ნერვიულობისგან ფერი აღარ ედო სახეზე აჩის.
- სულს გავაძრობ, ვინ არის ეგ ჭკუასელი? ძვალს არ დავუტოვებ ჯანსაღს, მაგ საცოდავს! ვის ეტაკებოდა, რომ ეტაკებოდა, არ უნდა გაეკითხა ჯერ?! - მთელს საავადმყოფოს ესმოდა ჩეჩეს ღრიალი.
- კაი, ბიჭო, მაცადე ცოტახანი, მასუნთქეთ მშვიდად... აღარ შემიძლია ამდენი სისხლი! - გადახვია ხელი და წაიყვანა იქითკენ, სადაც ისხდნენ დანარჩენები.

ყველანი მისცვივდნენ ჩეჩეს.
ფეხზე წამოდგა გიორგიც და ჩამოართვა ხელი თვეების უნახავს.
მხოლოდ ერთი იდგა გაყინული სახით და არ იძვროდა ადგილიდან.
ლიზა ოცხელი იყო ის ერთი, გიორგის მამიდაშვილი.
ჩეჩე დგვარელზე ბავშვობიდან შეყვარებული.
იმ დღიდან უყვარდა ლიზას ჩეჩე, გიორგისთან რომ ნახა სახლში პირველად, ონისესთან და აჩისთან ერთად.
უყვარდა თავისთვის მანამ, სანამ არ შეუმჩნია ზედმეტი ყურადღებისგან განებივრებულმა მორიგი მზერა.
გამოიჭირა ჩეჩემ ლიზა და აწვალებდა დიდხანს.
მოსწონდა მასაც, მაგრამ არ აღიარებდა არასდროს.
აკვირდებოდა შორიდან.
ელოდა იმ დღეს, განსაკუთრებული რომ შეიძლება დარქმეოდა მათთვის.
ხანგრძლივი, დამკვირვებლური მზერით მოათვალიერა ლიზას სახე და ჩაუკრა თვალი, მისკენ გამოპარებული წამიერი მზერა რომ გამოიჭირა ისევ.
აარიდა მზერა ლიზამ.
ისევ.
მიუახლოვდა ჯიბეებში ხელჩაწყობილი და ამოუდგა გვერდით კედელთან მდგომს, ტელეფონს რომ ჩასჩერებოდა ყალბი ინტერესით.
- შენ არ უნდა მომესალმო? - უჩურჩულა ყურთან ახლოს და ჩაეღიმა, როცა შეამჩნია, ამდენი წლის შემდეგაც რომ შეეფაკლა ღაწვები ლიზას.
დარწმუნდაო თითქოს იმაში, რაშიც გადარწმუნება ესიკვდილებოდა ჩეჩეს.
- სალამი! - თავის სწრაფი მოძრაობით ჩამოიშალა თმა სახეზე და აარიდა მზერაც. შესამჩნევად გაეღიმა ჩეჩეს. იშვიათი სანახაობა იყო მუდამ საჩხუბრად მომზადებულის გულწრფელი ღიმილი.
- აღარ გიყვარვარ, ლიზაკო? - მაცდური გაუხდა ტონი.
- როდის მიყვარდი, ჩეჩე? - ყალბი ინტერესით აზიდა წარბები და გამოკვეთა მისი სახელიც.
- არ გინდა ახლა... არ გიხდება ტყუილები. მე შენში გულწრფელობა მომეწონა, პირველად.
- კაი? - დამცინავად ამოხედა მასზე მაღალს. - როდის მერე?
- სულ. არ იცოდი? - მიბაძა მანაც და მიეყრდნო კედელს მხრით.
- ძალიან შესაფერისი დრო აგირჩევია ამ უმიზნო საუბრისთვის, - ცინიკურად ჩაეღიმა ლიზას.
- რატომ უმიზნო? იქნებ, რა მიზნებიც მაქვს, - ცბიერმა ღიმილმა გაუნათა სახე უფროს დგვარელს.
- ჩემთან ვერ გადაიკვეთება შენი მიზნები, ჩეჩე! - ისეთი მზერით ამოხედა მოღიმარს, სამუდამოდ დაამახსოვრა თავისი ჭაობისფერი თვალები.
- მაგასაც ვნახავთ, ლიზაკო! - ჩაუკრა თვალი და მოშორდა დროებით. - გნახავ! - გამოსძახა მიმავალმა.

მოშორებით ისხდნენ ნოდო და დიტო.
დიტოს წუწუნი ექოდ ისმოდა შენობაში.

- დიტო, ნუ ამხადე თავი! - გიჟს ჰგავდა ნოდო.
- ბარემ მეც გამსინჯონ, რამე არ მქონდეს ჩალეწილი!
- აქამდე ვერ თქვი?
- ორი დღეა რომ ვზმუი, ვერ უნდა მიხვდეთ? - წყრომით გადმოხედა ნოდოს.
- დააწვინონ ესეც, რა. ტვინზე გადაუღონ, - შეევედრა გვერდით მჯდომ სოფას.
- არ მაქვს შერყევა!
- შერყევა როგორ გექნება, შერყეული ხარ დაბადებიდან. გასწორდა ბიჭო, იქნებ?!
- ო, შემეშვი, რა! - აიქნია ხელი მობეზრებულმა.
- კაი, მართლა, ბარემ აქ ვართ, შევარდი გადაიღე, ცოდვად არ დაგვედო!
- არა... ვერ შევალ, - დაიმორცხვა დიტო.
- ეს რაღაც ახალია... გეშინია, დიტექს? - ხმით ჩაეცინა ნოდოს.
- არა, რა მეშინია... არ მინდა, რა, - აიჩეჩა მხრები.
- რა არ გინდა, თავი ამხადე წეღან!
- ო, არა, რა.
- კაი, თქვი, არ დაგცინებ, ჯანდაბას!
- არაფერი.
- თქვი, ამირან! - გაჰკრა მხარი თავჩაქინდრულს.
- გოგოა იქ...
- მერე? - გაეცინა ნოდოს.
- ვერ ვეტყვი, რა, - დამორცხვილმა გადააქნია თავი.
- რას? - აწკიპა წარბები ნოდომ.
- არაჯენტლმენურია...
- ამოთქვი!
- აი, როგორ ვუთხრა ახლა იმ სვან ექთანს, ცხენიდან გადმოვვარდი-მეთქი?
- ვახ, ბიჭო! - სიწრით ეცინებოდა ნოდოს.
- მთელი სვანეთი მასხრად ამიგდებს, გესმის?
- კაი, მოკვდი, მაშინ!
- ო, ნუ მთარსავ!
- შედი და გადაიღე-მეთქი, გეუბნები! უთხარი, დოღში მივიღე მონაწილეობა და დამეჯახნენ-თქო. ვერ უნდა მოიფიქრო შენით?
- ე, რა კაი აზრია! სოფა, წამომყევი, რა, - ახალი პლანეტა აღმოაჩინაო თითქოს, სიცოცხლეს მიეცა აზრი თავიდან. წამოხტა ბედნიერი და დაეყრდნო გულშეღონებულ სოფას.
- გინდა რაღაც ისეთი გითხრა, რაც ძალიან არ გესიამოვნება? - ჩამოუდგა წინ ტასო ანცი ღიმილით.
- შენ ის გოგო არ ხარ, ცხენი რომ არჩიე ჩემს თავს?! - შეყარა წარბები დაბოღმილმა.
- გახლავარ! მეშხე ჰქვია მაგ ცხენს და შენი ბრალია! თუ არ იცოდი ჯირითი, რატომ შემოხტი? - დაუქაჩა თვალები ტასომ. იცოდა სვანების ამბავი დიტომ და ჩაიქნია ხელი უღონოდ, აღარ სჭირდებოდა დამატებითი პრობლემები.
- გათხოვილია, - უჩურჩულა დაბალი ხმით.
- ე, შენ რა იცი? - აღმოხდა სასოწარკვეთილს და ჩაეხეთქა ისევ სკამზე.
- ბრმა ხარ? - აზიდა წარბები ჟღალმა.
- რატომ?
- შენხელა კალიცო უკეთია!
- სად დაუნახე? - აყვირდა გულმოკლული. - მე ხო ბედი არ მაქვს! წამოდით, გამსინჯეთ! უთხარით, ცხენმა რომ მათრია!
- ნოდო, მოდი, - გამოსძახა დათუნამ.
ფეხზე წამოდგა ნოდო.
თავის დაკვრით მიესალმა ჩეჩეს და წამიერად შეხედა ნენეს.
დაემშვენებინა კიდევ უფრო წლებს.
თვალწინ დაუდგა ის დღე.
მისი შეშინებული თვალები.
მისი ლამაზი სახე.
მადლიერი სიტყვები.
არ მოუშორებია თვალი ნენეს.
უხილავი ძაფები გაიბაო თითქოს.
უყურებდა ისიც მიმავალს მანამ, სანამ ექთანი არ გამოვიდა.

*

სულაც არ იყო გასაკვირი, პაციენტის მოსანახულებლად ორი ადამიანის შესვლა ისე რომ გაიგეს, როგორც აწყობდათ.
იმდენ ადამიანს მოეყარა თავი პალატაში, ექთნის ადგილი აღარ დარჩა და გაგიჟებული იმუქრებოდა ისიც, დავრეკავო ექიმთან, თუმცა ვერაფერს გახდა. აზრი არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას.

ვალდებულება იგრძნო გიორგიმ.
ადამიანური ვალდებულება ვაჩეს წინაშე.
პირველად მოუნდა ასე ძალიან, ენუგეშებინა ადამიანი.

- ჩემმა მამიდაშვილმა, ზურამ, ხუთი წლის წინ ის ქალი მოკლა, რომელიც მე მიყვარდა, - მოულოდენლად წამოიწყო საუბარი გიორგიმ და მიიქცია ყველას ყურადღება. - ჩემი საცოლე მოკლა კაცმა, რომელსაც ბაბუაჩემი ასწავლიდა ადამიანად ყოფნას. შენ იცი, ვინ არის ბაბუაჩემი, ვაჩე. ის კაცია, სტუმრად მოსულ მტერს ტყვიას რომ არ დაახვედრებს კარში და მიიღებს ისე, როგორც შეეფერება მოყვარეს. ამ კაცის აღზრდილმა მოკლა ქალი, ვაჩე. მე ამით მხოლოდ იმას გეუბნები, რომ ხშირად ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება.

სმენად იქცა ყველა.
სახე აეწვა სოფას.
ახლა მოისმინა იმ ამბის გაგრძელება, ტასომ რომ ვერ მოასწრო დასრულება.
თავში უროსავით ურტყამდა ერთადერთი წინადადება: „მამიდაშვილმა მოუკლა საცოლე.“

- მოიძულე შენი მამიდაშვილი, გიორგი? - ხრიალს ამოაყოლა სიტყვები ვაჩემ და მოარიდა ყველას მზერა.
- შენი გაზრდილის, შენს გვერდით გაზრდილის, თუნდაც უკანასკნელის, ისეთის, როგორიც არის ზურა, ბოლომდე მოძულება შეუძლებელია, იცი? შენი თავი უფრო გეწვის, ვიდრე ის, ამიტომ გეუბნები ახლა ამას... მეღიმება, მე რომ ვარიგებ სხვა ჩემნაირს ჭკუას, მაგრამ იცი, ვაჩე, რა მასწავლა განსაკუთრებით ამ მეხუთე წელმა? ადამიანის გულში სიძულვილის ადგილი არ არის. მე ვერასდროს ვაპატიებ ზურას, ვერასდროს შევხედავ, ვერასდროს ვიქნები მისთვის ის, ვინც ვიყავი, ხომ გესმის. მკვდარია ჩემთვის, მაგრამ მაინც, ვუსურვებ ის სიმშვიდე იპოვოს, აყეფებული ნამუსი რომ დაუშოშმინოს იმდენად მაინც, ღამე დაძინება რომ შეძლოს მშვიდად, მაგრამ ასეთ სიცოცხლეს მკვდარი იყო სჯობს, ზოგჯერ.
- ჩემსას არავინ მოუკლავს, მაგრამ... სხვისი ხომ გააუბედურა? თან ერთი კი არა... ღმერთო! რამდენი გამომრჩა... რამდენი! - გაქრობა ინატრა ვაჩემ. ვეღარ უძლებდა ამდენ თვალს ერთად.
- რომ გავიგე, ჩემი მამიდაშვილი იყო მკვლელი... პირველი ფიქრი ეგ იყო ჩემი. რამდენი გამოგრჩა, გიორგი... რამდენი, - სიმწრით ჩაეღიმა კაცს. - მე გავლილი მაქვს ის გზა, რასაც ჰქვია უღირსი დედმამიშვილი... ძმაზე ნაკლები არ იყო ჩემთვის. ვიცი, რამხელა ტვირთია... ვიცი, ჩემი შეცდომაც იყო. ბევრი შემეშლებოდა მეც, ბევრიც გამომრჩებოდა... უფრო ყურადღებიანი რომ ვყოფილიყავი, ასე არ მოხდებოდა, ალბათ. მე ნაფიქრი მაქვს იმ ყველაფერზე, რა ფიქრებიც შენთან მოვა ამ დღის შემდეგ. მე ყოველდღე გავდივარ იმ გზას, რომელიც შენ უნდა გაიარო ახლა. ვიცი, რამხელა ტვირთია გყავდეს უღირსი.
- ქალის გაუ*ატიურება, გიორგი... - თავადაც ძლივს გაიგო სიჩუმეში დაკარგული სიტყვები.
- რა? - მცირეხნიანი დუმილის შემდეგ გაისმა ნენეს გაკვირვებული ხმა. - საშკამ?
- საშკამ, ნენე, - მოარიდა თვალი იმ გოგოს, მის ძმასთან რომ იყო ყველაზე მართალი.
- ვინ?!
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? - კუშტად გადმოხედა გულზეხელდაკრეფილმა ჩეჩემ დას.
- აქვს! - წარბები შეკრა ნენემაც. - ვინ არის?
- რეზი ჭკუასელის და, არ ვიცი, ვინაა. ამბობს, რომ სცემა და გააუ*ატიურა, - მძიმედ ამოიოხრა ვაჩემ.
- ტყუილია! - ექოდ გაისმა ნენეს მჭექარე ხმა.
ადგილზე შედგა ყველა.
ონისეს აპარატის ხმა ისმოდა მხოლოდ სამარისებურ სიჩუმეში.
- რას ნიშნავს, ტყუილია? - აუცახცახდა მხრები ვაჩეს.
- შენ საიდან იცი? - წარბაწეული დააჩერდა დას ჩეჩე.
- ეგ როგორ დაიჯერე? - არაფრად ჩაუგდია ძმის სიმკაცრე, მიუბრუნდა ვაჩეს პირდაპირ.
- რას ამბობ, ნენე? - გაუტყდა ხმა ვაჩეს.
- ნენე? - გაკვრივებით აზიდა წარბები ონისემ.
- ყველაფერი, მაგრამ ეგ არა, ონისე! - მტკიცე იყო ნენე.
- დარწმუნებული ხარ? - ჩაეკითხა დაბალი ხმით.
- რა თქმა უნდა!

ვაჩეს გულისცემის ხმა ისმოდა მხოლოდ.


ნაწილი მეხუთე

„რატომ ვემალებით იმ მზეს,
ჰორიზონტიდან რომ გვიმზერს“

მდუმარე ტალღები ენარცხებოდა სუნთქვაშეკრული პალატის კედლებს.
დაუდგრომელი ქარიშხალი ამოვარდაო თითქოს ზაფხულის თბილ საღამოს და წალეკა ყველა სიმშვიდე - სიმწრით შეგროვებული.
წვიმის წვეთები ისრებივით ერჭობოდნენ გაშლილი ფანჯრების მინებს და ახშობდნენ იმ კაცის გაორმაგებულ პულსაციას, სასტიკად რომ მოუკლეს უდანაშაულო ძმა და მის შეძულებას სთხოვდნენ ყოველ წამს ისე, თითქოს დაუწერელი კანონი ყოფილიყოს დამნაშავის გულიდან ამოგდება. ყელში ებჯინებოდა აჩქარებული გულის ბაგაბუგი ვაჩე ფარჯიანს და ზურგით ეყრდნობოდა გაყინულ კედელს, რომ არ დაეკარგა წონასწორობა. სისხლისფრად ქცეულიყო ჭაობისფერი თვალები, ზედმეტად ბევრიც რომ ენახათ უკვე.

არავინ აშორებდა თვალს ფანჯარასთან მდგომ ნენე დგვარელს, სუნთქვაც რომ გახშირებოდა ჩახუთულ ოთახში იმ ძალის მოსაკრებად, მზერის გასწორებასა და რეალობასთან შენარცხებას რომ სჭირდება ხოლმე და იმაზე მწარეც რომ არის სინამდვილეში, ვიდრე იმ უკანასკნელ შუა დღეს დაფლეთილი გულისთვის მიწის დაყრა იყო.

- ნენე, დაგვდებ პატივს და ამოიღებ ხმას? - მოთმინების ფიალა აევსო ძარღვებდაჭიმებულ ჩეჩეს, ჯერ უმცროსი დის, შემდეგ ონისეს თვალებში რომ ეძებდა პასუხებს და არ უსწორებდა ისიც ჯიუტად.
- ვნახე, - ექოსავით გაისმა გაუბედავი ხმა.
- ვინ ნახე? - დაეძაბა ხმა ონისესაც. ხმას არ იღებდა ვაჩე.
- საშკა ვნახე, სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, - ისეთი რაღაც მითხრა...
- რა... რა გითხრა, ნენე? - ცივ კედელზე მიყრდნობილი თავი მძიმედ წამოსწია და გატეხილი ხმით დაიჩურჩულა ყველა უბედურებას მიჩვეულმა კაცმა, აღარაფერი რომ აღარ აოცებდა ამქვეყნად უკვე.
- გადავარჩინე გოგო სიკვდილს, მაგრამ დამაგვიანდაო მაინც. ვერ ვუშველეო ბოლომდე, დარდობდა ძალიან, - გაუბუჟდა გაყინული ხელები ნენეს. აუკანკალდა ხმა ოდნავ, რადგან ვერ იპოვა მის თავში ის გამბედაობა, რომ ეთქვა საშკას სიტყვები; „ვერ ვუშველე ისე, როგორც გიშველა შენ ნოდომ.“ გაცრეცილი, გადარეცხილი თვალებით ახედა პალატის ბოლოში მდგომ ნოდოს, კედელს მიყრდნობილი თვალს რომ არ აშორებდა ისიც. სწრაფ მზერაში გაცვალეს ის, რაც ენახათ მხოლოდ მათ და არავის სხვას.
- მოიცა... რა გამოდის, რომ... - თმაზე ხელი გადაისვა დაბნეულმა დათუნამ, ყველა აქამდე ნათქვამი სიტყვის სიმწარე რომ ეგრძნო უკვე ერთიანად.
- გვიან მივიდა, გვიან შეამჩნია... ვერ მიუსწრო, მაგრამ დღეს ჭკუასელის და ცოცხალი რომ არის, საშკათი არის, - მორიდების, პატიების, დაგვიანების და მაინც, სიამაყის ყველა ნოტი იგრძნობოდა ნენეს ერთ გამოხედვაში. დააჯილდოვა ვაჩე იმ მზერით, ყველაზე მეტად რომ სჭირდებოდა ახლა, როგორც ღირსებაშელახულ, ნამსხვრევებად ქცეულ უფროს ძმას.
- ახლა მოიცა! - ხელით ანიშნა ჩეჩემ დათუნას, ჯერ მე მაცადეო. წარბშეკრულმა ეჭვნარევი მზერით გადმოხედა დას და ხელისგულებით ჩამოეყრდნო ონისეს საწოლს. - შენ რატომ გითხრა, ნენე?
- რა მნიშვნელობა აქვს, ჩეჩე?! - წყრომით გაუსწორა თვალი ძმას.
- რომ გეკითხები, ესე იგი, აქვს!
- გეყოფათ! - ჩაერია ონისე, უჩვეულოდ რომ დასძაბვოდა მზერა მუდამ დამშვიდებულს.
- აქამდე რატომ არ თქვი?! - არაფრად ჩაუგდია ონისეს სიტყვა, არ შორდებოდა გამომცდელი ტონი უფროს დგვარელს, დაახლოებით რომ ხვდებოდა, რაღაც ისეთს რომ უმალავდნენ, მის მოთმინებას ბოლო წვეთამდე რომ გამოსცდიდა.
- რა უნდა მეთქვა, ან როდის? - შეკრა წარბები ნენემ. - წარმოდგენაც არ მქონდა ამ თემის ირგვლივ თუ ტრიალებდა ყველაფერი. ვერც კი ვიფიქრებდი, კარგი საქმე თუ შემოუბრუნდებოდა საპირისპიროდ! ან რა ვალდებული ვარ, სიტყვა-სიტყვით მოვყვე ყველაფერი, რაც ჩემმა მეგობარმა მითხრა?! - გულის შეტევას ჰგავდა ნენეს პირიდან ამოსული ის ერთადერთი სიტყვა, სტატუსს რომ უსაზღვრავდა საშკა ფარჯიანს ნენე დგვარელის ცხოვრებაში.
აემღვრა მზერა ვაჩეს.
აემღვრა ისე, როგორც ნაწვიმარზე დატოვებულ გუბეს სჩვევია ფეხის ჩადგმის შემდეგ.
- აჰ, მეგობარმა?! - უნდობლად გადააქნია თავი ჩეჩემ და ჩაეცინა ცინიკურად. - თუ მეხსიერება არ მღალატობს, ექვსი წელია გამარჯობაც არ გითქვამთ ერთმანეთისთვის მეგობრებს, არა? როდის მერე გიშლიდა შენ ეგ გულს, ნენე?!
- რა დროს ეს არის? ან რატომ აქვს შენთვის ამდენად დიდი მნიშვნელობა? მნიშვნელოვანი იცი რა არის ახლა, ჩეჩე? - სიბრაზისგან აუთრთოლდა ხმა უმცროს დგვარელს, გაგიჟებული ჩეჩეს გამო დამნაშავედაც რომ გრძნობდა თავს ვაჩეს წინაშე. - უსამართლოდ მოკლული ადამიანი! შეცდომით მოკლული ადამიანი არის მნიშვნელოვანი ახლა, ჩეჩე, და ის ხალხი, ვინც ამის უკან დგას!
- ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იცი რა არის, ნენე? - კონტრასტულად დამშვიდებული ხმით დაუხვდა გულზეხელდაკრეფილი ჩეჩე სიბრაზისგან სახეაწითლებულ დას. სიმწარეშეპარულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და მიუახლოვდა გამოზომილი ნაბიჯებით. - თვალებში რომ მიყურებ და ვერ მიყურებ. აი, ეგ, ნენე.
- ჩეჩე... მერე! - წამოიწია საწოლზე ონისე, როცა იგრძნო, ჩეჩესთან ვერავინ ვერაფერს გახდებოდა. მზერით ანიშნა, აგიხსნიო მერე, თუმცა იცოდა, ვერ დაამშვიდებდა ბიძაშვილს ასე მარტივად.
- ამიხსნი, ონისე. ბევრი დაგიგროვდა ასახსნელი, - ბასრი მზერა ჯერ ონისეზე, შემდეგ აჩიზე გადაიტანა და ხმაურიანად გავიდა პალატიდან.
- გადარეული! - ჩაიფრუტუნა აჩიმ და ამოიოხრა შემდეგ დაღლილმა. - გილოცავთ, ჯეკპოტი დაგვეცა, სანათესავოც შარში ვართ! ეჰ, ამ ცხოვრებას რა ვუთხარი, გენეტიკას რა ვუთხარი... მოგიწვები მალე გვერდით, სახსრები მკარნახობს... ბოლოს რომ გადაირია, ხომ გახსოვს? ქალბატონო ექთანო, ზუსტად ასეთი პალატა გაქვთ, ხომ? ხედით უშბისკენ. კვება სამჯერადი?
- აჩი! - აატრიალა თვალები ონისემ და მზერით ანიშნა აცანცარებულს ვაჩესკენ, სუნთქვა რომ ჰქონდა შეკრული მოსმენილისგან.
- ნენე... - ახლა გამოფხიზლდაო თითქოს ვაჩე, ამოიხრიალა სუსტად. - რას ამბობ, იცი, ნენე? - მწარე ღიმილი გაუკრთა სისხლისფრად შეღებილ სახეზე.
- მხოლოდ იმას, რაც ვიცი დანამდვილებით. არ მომატყუებდა. ტყუილი ის ერთადერთი იყო მისთვის, რასაც არასდროს იკადრებდა. უდანაშაულო არის შენი ძმა, ვაჩე, - აეწვა თვალები უმცროს დგვარელს.
- უდანაშაულო... - ტკივილიანად ჩაეცინა ვაჩეს. - უდანაშაულო არის ჩემი ძმა, ნენე?
- არის, - სული დაუკაწრაო თითქოს ვაჩეს სიტყვებმა სიცივისა და ნერვიულობისგან მობუზულს. - მეტიც, მართალი არის შენი ძმა. სწორი. ძალიან სწორია იმ კაცის წინაშე, მადლობის ნაცვლად, ტყვია რომ გაიმეტა მისთვის.
- შენთან?
- ჩემთან? - კაცის გამყინავმა ტონმა აურია მზერა ნენეს. დამფრთხალმა გადახედა ონისეს. მანაც თავის სუსტი დაქნევით მიახვედრა, იცისო ყველაფერი.
- შენთან არის უდანაშაულო ჩემი ძმა, ნენე? - თავადაც ეტკინა საკუთარი სიტყვები ვაჩეს.
- ერთხელ ყველას ეშლება, ვაჩე. ერთხელ ყველაზე უშეცდომოსაც ეშლება, მჯერა ამის. ერთხელ მეც შემეშლება და ძალიან მეტკინება, უპატიებელი რომ იყოს იმ „ერთხელ,“ - ხმა ჩაიწმინდა კაცის სიტყვებით აფორიაქებულმა და ნელა მოშორდა ფანჯარას. - ჩემგან სუფთად წავიდა, იცოდე ესეც.
- აპატიე?
- ვაპატიე.
- გთხოვა? - ყელში გრძნობდა მოწოლილ გორგალს, არ გატყდა მაინც.
- ერთხელ და ბევრჯერ, - ჩაეღიმა სევდიანად. ზუსტად ისეთი სიხარულნარევი სევდით, როცა ვერ ელევიან დასავიწყებლად მომზადებულ ძვირფას მოგონებას. - ყველა გულწრფელად.
- მართლა?
- მეც შემეშალა მასთან.
- შენ?
- ვერ დავემშვიდობე, - დაუბინდა სიმწვანეში ჩაკარგული თვალები მარილიანმა სითხემ. - ვერ გავაცილე უკანასკნელად ჩემი ბავშვობა.
დაუქნია თავი სუსტად.
ჩახარა ცრემლიანი თვალები ვაჩემ და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან.
ბევრი სიტყვა ითქვა უსიტყვობაში.
ბევრი ემოცია აირეკლა იმ საღამოს მისმა თვალებმა.

- მდაჰ... ისეთი საქმე გახსნა ნენემ, ჟღენტი კომაში ჩავარდება, - აღმოხდა კარის სახელურზე ჩამოყრდნობილ აჩის.
- ან ხელი დააფარა ვიღაცას, ან შეტენეს, - ჩაილაპარაკა ნოდომ და უკანასკნელად შეავლო თვალი ნენეს. შესამჩნევი იყო ეს თვალის შევლებაც ყველასთვის.
- შეტენეს, - დარწმუნებით დააქნია თავი დათუნამ. - გავიდეთ უკვე, ბევრი ხალხია.
- ნენე, დარჩი, - წასასვლელად მომზადებული მოაბრუნა ონისეს სიტყვებმა.
- შენც უნდა მეჩხუბო? - დაუდგა პირისპირ ბიძაშვილს და ხელის მსუბუქი მოძრაობით გადაიყარა სახეზე ჩამოყრილი თმა უკან.
- მე უნდა გკითხო, - გაუსწორა მანაც ბასრი მზერა. - რატომ არაფერი მითხარი?
- საშკას ხსენებაზე არაადეკვატური რომ ხდებოდი, დაგავიწყდა? თუ გაგახსენო ბოლოს მისი ხსენება როგორ დასრულდა? - ირონიულად ჩაეცინა ნენეს.
- უნდა გეთქვა, მაინც, - მოარიდა მზერა. - უნდა მცოდნოდა, შენთან მოსვლა რომ გაბედა.
- სცემდი?
- საცემი იყო ეგ ბავშვობიდან, მაგრამ როდის მიცემია? - სასაცილოდ აზიდა წარბები ნენეს უკმეხ ტონზე.
- ბოდიში მომიხადა, ონისე. ბოდიში. ისეთი იყო... ისეთი. თვალებში ეტყობოდა, როგორ უნდოდა შენგანაც მოესმინა ის პასუხი, რომელიც მოისმინა ჩემგან. შენგანაც ელოდა ადამიანურ გაგებას, იცი? ალბათ, შენგან უფრო მეტად, ვიდრე ჩემგან.
- რომელ გაგებას, გოგო? შენი თავი ვანდე. შენი უსაფრთხოება ვანდე რამდენიმე საათით და ეგეც ვერ გააკეთა! ჩემთვის კი არა, შენთვის ვერ გააკეთა, ნენე! რომელ პატიებას ითხოვთ ჩემგან? - ბრაზმა აურია სახე ონისეს. - ან რას ელოდა ჩემგან, მე უნდა მივსულიყავი მასთან და მეთქვა, არა უშავს, საშკა, მერე რა, რა მოხდა, ვის არ შეშლია, ხო?
- შენამდე არ მოუშვი, ონისე, - ჩახარა თვალები ნენემ. აემღრვა მზერა.
- მოშვება სჭირდებოდა, ნენე? - მწარედ ჩაეცინა დგვარელს. - მისვლა გინდოდეს და ვერ მიდიოდე, ნენე? დამნაშავე იყო, გამოსწორება გინდოდეს და ხელს გიშლიდეს რამე? არ არის ეგრე, ნენე... არ არის ეგრე, როგორც შენ უყურებ ცხოვრებას. ვერავინ გადაგიდგება, როცა გინდა. თუ მართლა გინდა, ვერაფერი დაგაკავებს. ექვსი წელი ზედმეტად ბევრი ხომ არ არის სიმხდალის დასამარცხებლად?
- მთავარია როგორ და არა როდის, ონისე. როგორ მიდიხარ, ამას აქვს მნიშვნელობა, ზოგჯერ და არა როდის. ერთხელ მოვიდა და ისე, რომ საკმარისი იყო გადაეწონა ყველა ვერ მოსვლა, ონო, - წარსულის ლანდებსა და აწმყოს აჩრდილებს ერთდროულად ებრძოდა ნენე.
- ექვსი წელი, ნენე. ექვსი წელი და არცერთი სიმართლე მისკენ, გესმის? - წამოიწია საწოლზე ონისე. ხელისგულებიც კი დაეცვარა იმდენად ახრჩობდა საშკას სიმხდალე. რომ გეკითხათ, რომელი უფრო უპატიებელი იყო მისთვის, დაუფიქრებლად აირჩევდა მეორეს - ვერგაბედილ მოსვლას.
- არ იყო ფხიზელი... - ხავსს ეჭიდებოდა ნენე. მწარედ ხვდებოდა ყოველი დამასხურებული სიტყვა.
- ამართლებს? - დამცინავად აზიდა წარბები.
- არ ვამბობ, რომ ამართლებს, მაგრამ შეიძლება გაგება. არავინ ვართ დაზღვეული ისეთი დაუფიქრებელი ქმედებებისგან, მთელი ცხოვრება სანანებელი რომ შეიძლება გაგვიხდეს მერე. შენ რომ გადაგედგა ნაბიჯი მისკენ, შენ რომ ყოლოდი გვერდით, იქნებ...
- გაჩერდი, გოგო! შენ რომ რამე დაგმართნოდა, შენც რომ ისე დაგესრულებინა, როგორც ჭკუასელის დამ, ნოდო რომ არ ყოფილიყო იქ და არ გადაერჩინე, მერე? მიპასუხე ნენე, მერე? იცი, რომ თავი უნდა მომეკლა მერე? როგორ უნდა მეცხოვრა შენი ცოდვით, გოგო?
- შენი ხელიც მწარე იყო მისთვის... ბავშვობის მეგობრისთვის. დააშავა, მაგრამ შენი იყო მაინც, ონისე. შენიანი იყო. აუცილებელია სისხლით ნათესავი იყოს, რომ აპატიო? - გაუტყდა ხმა ნენეს. ვერაფერი მოუხერხა იმ გორგალს, ყელს რომ აწვებოდა ძლიერად.
- ჩემი ხელი მწარე კი არა, დამსახურებული იყო, ნენე! - მოექუფრა სახე დგვარელს. - როცა გეშლება... როცა ძალიან გეშლება. როცა ისე გეშლება, როგორც გიორგის მამიდაშვილს შეეშალა, ამ დროს პატიება არ მოდის ჰაერიდან, ნენე. მონანიება სჭირდება ყველაფერს. მე მხოლოდ მაშინ ვაპატიებდი საშკას, რომ მოსულიყო ჩემთან. მეც უნდა მენახა ის თვალები, შენ რომ მელაპარაკები ახლა, გესმის? მე რომ ის დამენახა, რაც შენ დაინახე, ვაპატიებდი მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ახლა იმ გოგოს სიტუაციაში არ ხარ, ნენე. შენ რომ ის ტკივილი აგეტანა, რაც იმ გოგომ... ვიქნებოდი, ალბათ, მეც ის შეშლილი რეზი ჭკუასელი! გიფიქრია ერთხელ მაინც, როგორი რთული შეიძლება იყოს ასეთ დროს დაიჭირო საკუთარი თავი? მე მიფიქრია, ნენე. იმ წამიდან მიფიქრია, შენი ამბავი რომ გავიგე. ფასი ეკარგება იმ შენს ადამიანობასაც, როცა იმ ადამიანის ტანჯვას უყურებ, საკუთარ თავზე მეტად რომ გიყვარს. შენ რომ მენახე ისეთი ცოცხალ-მკვდარი, როგორიც ნახა ჭკუასელმა თავისი და, წარმოდგენაც არ მინდა, რას გავაკეთებდი... მეშინია წარმოდგენა, ნენე. ცოტა იქნებოდა მაგ წარმოდგენაში ადამიანური და არ მეამაყება ეს.
- ჭკუასელს ამართლებ? - გულწრფელი გაკვირვება დაეტყო ნენეს ხმას. ონისე მისთვის ყოველთვის ის ხაზი იყო, ჰუმანურობასა და სამართლიანობას შორის რომ გადიოდა.
- მე რომ ჭკუასელი ვყოფილიყავი და შენ - მე, ონისე დგვარელი, არ უნდა გაგემართლებინე. მკვლელობას გამართლება არ აქვს. არ შეიძლება ჰქონდეს. მკვლელს ტაშის დამკვრელი არ სჭირდება. ისეთ მკვლელს, როგორიც არის რეზი ჭკუასელი, მხოლოდ საკუთარი თავი ამართლებს, ისიც მხოლოდ მკვლელობამდე, ნენე, მერე უკვე აღარ.
- კანონი იმისთვის არსებობს, რომ დამნაშავე დასაჯოს. არც შენ, არც მე და არც ის ჭკუასელი რეზი არ არის ის, ვინც განაჩენი უნდა გამოუტანოს სხვას! თუნდაც საშკას გაკეთებული ყოფილიყო, არ ჰქონდა უფლება... - სული შეეხუთა ნენეს. გამოაღო ოდნავ ფანჯარა და შემოუშვა ოთახში შემოდგომის სუსხიანი ჰაერი.
- მარტივია, როცა სიტუაციას ერთი პერსპექტივით აფასებ, ნენე? - მშვიდი და მომთხოვნი ჰქონდა ტონი დგვარელს.
- ვერ ვხვდები, რა გინდა, ონისე, - გაღიზიანებული მობრუნდა მისკენ ნენე.
- როცა სხვის ადგილას დააყენებ თავს, მიხვდები, რაც მე მინდა, იმას.
- დავაყენე ჭკუასელის ადგილას და გეუბნები, რომ მაინც არ გავხდებოდი მკვლელი!
- ვერ დააყენე სათანადოდ, თორემ ოდნავ გამართლებასაც მოუძებნიდი შენს თავს, ჭკუასელი რეზის ადგილას დაყენებულს, - მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა კოპებშეკრულს. - შენიანისგან უფრო მტკივნეულია ღალატი, უფრო უპატიებელი, უფრო მძიმე და სასტიკი. შენ თუ მოახერხებ და იმ შენიანს ცოცხალს დატოვებ, როგორც გიორგიმ - ზურა, აზრი დაგრჩება შენც, როგორც ადამიანს. მე არ გეუბნები იმას, ნენე, რომ რეზის რაიმე გამართლება აქვს, მე გეუბნები იმას, რომ შენ - რეზის, რაღაც გამართლება გაქვს.
- იცი, რა მითხრა საშკამ? - დამაფიქრებელი დუმილი დაარღვია ქალმა.
- რა გითხრა, საშკამ, ნენე, - უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ონისეს. ისეთმა, კარგად დავიწყებულის შეხსენებას რომ სჩვევია.
- იქ რომ მივედი... ის გოგო რომ დავინახე, შენ გხედავდიო ყველგან. მეგონა ამდენი წლის ოცნება ამიხდა და დრო დაბრუნდაო უკან. ის დრო დაბრუნდა, შენი თავი რომ ჩამაბარა ონისემ, მე რომ ვერ მოგიფრთხილდიო, - ჩამოსდიოდა ლამაზი ცრემლები გაყინულ სახეზე. - ის გოგო რომ დავინახე, ეგოისტურად გამიხარდა, ნოდო დოლიძე რომ არ იდგაო მის გვერდით. მადლობა ვუთხარი ღმერთს, რომ მოვუსწარი, რომ უნდა გადამერჩინა მე და არავის - სხვას. შვებას ეძებდა ყველგან, გესმის, ონისე?.. ცოცხალი იყოს ნეტავ. აქ იყოს, ნეტავ. იმ დროსაც დავუბრუნებდი უკან, მე რომ დავბრობდი მის ოთახში, მე რომ ვურევდი ყველაფერს, მე რომ ვუშლიდი ნერვებს... რომ არ ვასვენებდი, ყველგან რომ დავყვებოდი. მტკივა, ონისე. ექვსი წელია მტკივა და ახლა კიდევ უფრო მეტკინება. წინასწარ რომ იცოდე, რა ელოდება ადამიანს, ასეთი სასტიკი ხომ აღარ იქნები, არა? რომ მცოდნოდა, ასეთი რამ მოხდებოდა, მე მივიდოდი მასთან. რომ მცოდნოდა, მე არ მოვშორდებოდი გვერდიდან, მხოლოდ ის მცოდნოდა, რომ ნანობდა და არასდროს მოვიშორებდი...
- ის რომ მოსულიყო შენთან, ნენე? მაინც და მაინც უნდა გადაერჩინა ვინმე, რომ მიმხვდარიყო, რამდენი შეეშლა? შეიძლება ყველასთან მართალი იყოს... შეიძლება ჩემთანაც მართალია, მაგრამ შენთან არა, ნენე. არ უნდა შეშლოდა შენთან ასე ძალიან, მაგრამ საკმარისია ისიც, რისი გაკეთებაც მოასწრო შენთვის. ვხედავ და ვაფასებ. კიდევ უფრო, ვიდრე ბავშვობაში, - მიხვდა ონისე, იგრძნო სადღაც გულის ძალიან სიღრმეში, რომ შეეძლო ყოფილიყო უკეთესი. ალბათ, დამნაშავესთან უფრო მოგეთხოვება იყო იმაზე უკეთესი, ვიდრე შენი ტოლისა და სწორის წინაშეო, შემოუძვრა ფიქრი წამიერად.
- მაინც როგორი რამეა, არა? - მიბრუნდა ფანჯრისკენ ნენე.
- რა?
- ადამიანმა ამდენი წელი სუფთად იცხოვრე, ერთხელ შეგეშალა და ყველა სისუფთავე გადარეცხა იმ ერთმა შეშლილმა, - მწარედ ჩაეღიმა ნენეს.
- იცი, რა არის, ნენე? - გაუსწორა მანაც თვალი ღამის სხივებში გახვეულ ცას.
- რა?
- მთელი ცხოვრება ისე უნდა იცხოვრო, სხვასთან კი არა, საკუთარ თავთან არ შეგეშალოს პირველად. იცი, რატომ?
- რატომ?
- სხვასთან აუცილებლად შეგეშლება, ერთხელ კი არა, ბევრჯერ. სხვა აუცილებლად იფიქრებს, რომ შეგეშალა მაშინ, როცა არ შეგშლია, როცა არ გინდოდა შეგშლოდა. შენს თავთან მართალი უნდა დაუხვდე იმ სხვასთანდაშვებულ შეცდომას. შენი თავი უნდა იყოს შენი ალიბი, შენი უდანაშაულობის გარანტი. თვალის გასწორება უნდა შეგეძლოს იმ შეცდომისთვის და ამას იცი, როდის შეძლებ?
- როცა შენც გექნება შენი სიმართლე? - მობრუნდა მისკენ ნენე და აქცია ზურგი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.
- ჰო, ნენე, - დაუქნია მანად მსუბუქად თავი.
- ჩეჩესთან?
- ხომ შეცდომაა? ხომ იცი შენც, მეც და სხვებმაც, რომ შეცდომაა? მაგრამ ამ შეცდომაში რომ გვაქვს ჩვენი სიმართლე, ეს არის მთავარი. მე ჩეჩესთან დამნაშავედ იმ წამიდან მივიჩნევ თავს, სულ პირველად, შენი წასვლა რომ დავუმალე, მაგრამ ის ამბები რომ არ დამემალა, უფრო დიდი დანაშაული დამედებოდა მხრებზე.
- გაიგებს, ხო? - ჩაეცინა ნენეს.
- გაიგებს.
- ახ! - გადააქნია თავი უღიმღამოდ. - არ მაქვს თავი და ნერვები, შემეშვით! არ შემიძლია, რა...
- კაი, ნუ მოთქვამ წინასწარ, შენ მაინც არაფერს გეტყვის, - მშვიდად გაეცინა ონისეს.
- დიდი შეღავათია! - ჩაიფრუტუნა ნენემ და მძიმედ ჩაეშვა საწოლის გვერდით მდგომ სავარძელში. - მინიმუმ ორი თვე ხმას არ გამცემს. თან მინიმუმ! შეიძლება ორი წელი იყოს ეგ მინიმუმ, გააჩნია რა ფორმით ეტყვი... ვერ ვიტან, როცა ჩემზე გაბრაზებულია. არ შემიძლია, ონო. სუნამო რომ გავუტხე და დავუმალე, ხო გახსოვს?
- მწარედ, - ხმით გაეცინა.
- მე უფრო მწარედ!
- როგორ თუ დამიმალე, ნენე! მე შენგან ამის ღირსი ვარ? ეგეთი ძმა ვარ, ნენე, ჩემი რომ გეშინოდეს?! - მიბაძა ჩეჩეს ღრიალს სიცილით. - ვახ, კაი დღე იყო... მშვიდი, ლაღი, ფონად იადონის არა და ჩეჩეს ღრიალი... უკეთესს ვერ ინატრებდი.
- არა, რა... გასახიზნი ვარ, - ამოიწუწუნა ზმუილით.
- ნუ ზუზუნებ, ნუ გადაფარე აპარატის ხმა! მე და აჩიმ ვიკითხოთ, რომ მოგვაყრის მიწას. სასაფლაო კენჭებით მომირთე, ხო გაიგე? თეთრი კენჭები მომწონს, ნენე, იწერ თუ იმახსოვრებ?
- მზარავს, მთრუგანვს ეგეთი იუმორი, შეწყვიტე! - ზიზღით დაებრიცა ტუჩები ნენეს. - აჩის რაღაც ერჩის? იცოდა რამე?
- იდეაში არაფერს, მაგრამ მასზე ადრე რომ გაიგო, არ დატოვებს ეგრე მშვიდობიანად.
- ერთი შეშლილი მოევლინა ამ ქვეყანას და ისიც ჩემი ძმაა, - მძიმედ ამოიოხრა ნენემ და გადააგდო თავი სავარძლის უკან.
- წუწუნი! - დაუქაჩა თვალები ონისემ. - ხალხი გვისმენს, ხალხი გვკითხულობს, დგვარელებში განხეთქილებააო, უნდა აფიქრებინო? გვარი არ გაპატიებს, რაჭა არ გაპატიებს!
- ოჰ, მოხვედი ფერზე და იუმორზე? ერთი ის მითხარი, რა ურთიერთობაში იმყოფები შენ აქ? რას მიმალავ, ონისე დგვარელო?! - წამოადგა თავზე ეშმაკური ღიმილით.
- თუ ვის? - შეუსწორა თვითკმაყოფილი გამომეტყველებით.
- აუჰ, ეგრეა საქმე?!
- დიახაც, ოღონდ ჯერ არ იცის, - ჩაეღიმა კმაყოფილს.
- რას ნიშნავს არ იცის?
- აი, რასაც, რა.
- ცალმხრივად გიყვარს? - თვალები გაუფართოვდა ნენეს. - შენ და ცალმხრივად, ონო? აპოკალიფსი და რამე?
- ცალმხრივი და დგვარელი ერთად აღარ ახსენო, ნენე, გვარი არ გაპატიებს, რაჭა არ გაპ...
- შეწყვიტე! - აატრიალა თვალები მობეზრებულად.
- ენას ნუ მიტლიკინებ, გოგო! ენა ნუ შემაჩვიე!
- ლამაზი გოგოა, თან რაღაცნაირად ისეთი, შენ რომ შეგეფერება... ენერგეტიკა გაქვთ ერთნაირი.
- სად მოასწარი ენერგეტიკის დანახვა, გრძნეულო ცაგარელო? - ეჭვით ამოხედა თავზე წამომდგარს, უჩვეულოდ ჩაფიქრებული რომ აწყობდა იმ რუკას, ასე ძალიან რომ ეზარებოდა ონისეს.
- ზოდიაქოთი რა არის? აი, ვგრძნობ, რომ ტყუპებია... დერეფანში ჯერ ისე მშვიდად იჯდა, არანაირი აღელვება არ ეტყობოდა, მერე დიტომ გული შეუწუხა და მთელი საავადმყოფო ფეხზე დავდექით, კომიდან გამოვიდნენ პაციენტები, - ჩაიფხუკუნა ნენემ. - არა, ეგ იქნება, ზუსტად ვიცი! დაბადების თვე, რიცხვი, წელი და საათი გამიგე, რა. რუკა უნდა აგიწყოთ, - ტაში შემოკრა მოუთმენლად. - სხვათა შორის, საკმაოდ დამაინტრიგებელი ხასიათი აქვს, ონისე. რაღაცნაირი იდუმალი. თან როგორი ბრაზიანია, სვანია ეგეც? შენი ექთანი რომ არ გვიშვებდა, აკადემიურად გაასწორა მიწასთან!
- შენ, ნენე, თავი რამეს ხომ არ მიარტყი? - ეჭვით ამოხედა ბიძაშვილს. - პალატის გარეთ დატოვე ცაგარელი და ვარსკვლავები-მეთქი, არ ვთქვი ხმამაღლა და გასაგებად?
- უიმე, იმასაც არ სჯერა? - ჩაიქნია ხელი იმედგაცრუებულმა.
- მადლობა ღმერთს, არა, - შვებით ამოისუნთქა ონისემ.
- შენ რა იცი, ერთი! - დოინჯი შემოიყარა ნენემ.
- შევამჩნევდი, ნენე, რა კითხვაა?! შენი წყალობით ცაგარელებს ყველგან ვცნობ, დეტექტორი მაქვს თვალებში! თვალებს რომ თავი დავანებოთ, რომ მიახლოვდებიან, სიცივე მიდგება მუხლებში! ჩემი ქეთუთა ეგეთი არ არის... - ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი და გამოკვეთა ის ერთი სიტყვა, მისიანს რომ ხდიდა ქალს.
- ოჰ, ნაკლები არ გეკადრებოდა შენ! - აიბზუა ცხვირი.
- დიახაც! ონისე ვარ დგვარელი, ნაკლები და ცოტა რა მოსატანია ჩემს დიდებულებასთან.
- ცოტა ეგეც ვერ არის ალბათ, შენ რომ შემოგხედა.
- გოგო!
- ნარცისი და თავხედი რომ ხარ, იცის?
- იცის, აბა, არ იცის?
- და მაინც კიო? - ეჭვით აზიდა წარბები.
- გოგო, ნენე, აქ სულ სხვა ამბავია, ვერ გაიგებ შენ, პატარა ხარ. სხვა დონეზე წყდება ეგეთი ამბები.
- შენს მინდა შეაჩვევ, თუ როგორ არი? - ხმით დასცინა ნენემ.
- უი, შე ცოდო, კიდე კითხულობ იმ გულდამწვარი ქალების ნოველებს? რაო, რას ამბობენ, მაფიის ბოსი ჩამოვა და დაგიხვრეტსო კოჭებს? - ირონიულად გაეცინა ონისეს.
- აღარ და შემეშვი!
- შენ თუ გგონია შენი მზერები ვერ შევამჩნიე დღეს, ძალიან ცდები, ნენე, ჩემო ბიძაშვილო! - ჩაუკრა თვალი გაღიზიანებულს.
- რა მზერები? - აწრიალდა ნენე ერთ ადგილას.
- მარტო შენი არა თან! გოგო, არ შეგრცხვათ მაინც?! ამდენი ხალხი ვიყავით, ამდენი დიდებული პიროვნება ერთ ოთახში... არ ვიცი, არ ვიცი, რა ახალგაზრდობა მოდის. მორიდება, რიდი, კრძალვა, ცახცახი, არაფერი?!
- რა გინდა!
- მუცელში დამჭრეს, თვალებში კი არა! - დაუბრიალა თვალები და ოსტატურად დამალა მოღალატე ღიმილი.
- ო, გეჩვენება რაღაცები, შემეშვი! ზედმეტი ნარკოზის ბრალიაო, ლიზა ამბობდა.
- ვისურვებდი მეჩვენებოდეს!
- დაიწყე შენც ჩეჩეს ფილოსოფიის გადმონთხევა? მიბაძე ბიძაშვილს?
- ღმერთმა დამიფაროს, ეგ შეშლილი!
- აბა, რა გინდა? რამე რომც იყოს, რა? არ შეიძლება? - ინტერესით მოწკურა თვალები.
- აა, უშვებ, რომ შეიძლება იყოს და თავს იზღვევ ახლა? როდის დაჭკვიანდი შენ? რამდენი წლის ხარ შემახსენე? - ყალბი ინტერესით გადმოხედა ბიძაშვილს.
- იმდენის აღარ, შენს საქმეებს მე რომ მაკეთებინებდი ვითომდა ფულის სანაცვლოდ. გადამგდებო! ჩემი ვალი გაქვს, პლუს პროცენტებიც დარიცხული!
- ნუ, რა გაიხსენა... ბიძაშვილისთვის ფულის გადახდა რა საკადრებელია? - იმედგაცრუებულმა გადააქნია თავი. - როგორი კაპიტალისტი ხარ, ნენე. ასე გაგზარდეთ?
- შენი გატეხილი ვაზა მე რომ დამაბრალე? - აენთო ბრაზით უმცროსი.
- გოგო, მეზარებოდა ჩხუბის მოსმენა. გეჩხუბა შენ ვინმე?
- ავტორიტეტი დამიგდე ბიცოლაჩემის თვალში, გესმის?
- ვაზაზე მეტად უყვარხარ, დამშვიდდი, - გაუცინა შემრიგებლურად და აუბურდა თმა კიდევ უფრო.
- არასწორი კაცი ხარ, მაინც, ონისე დგვარელო! - დაიბუზღუნა გამოჭერილმა.
- ჰო, არასწორი ვარ... სწორი კაცი ახლა მივიდოდა ჩეჩესთან და ეტყოდა, შენი პატარა და საეჭვო მზერებს აპარებს ერთი ტიპისკენო... ჰა, მივიდე, გინდა?
- შენ სად უნდა მიხვიდე, ფეხზეც ვერ დგები, - დასცინა საწოლზე გართხმულს.
- სუსტი ხარ, ნენე. იუმორში სისუსტე იცი შენ, რას ნიშნავს? არც უნდა იცოდე, მაგის ქვემოთ სიცარიელეა, ნენე. მაგის ქვემოთ აღარაფერია. მაგის ქვემოთ ეშმაკი დგას ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბთან. ბევრი უნდა იმეცადინო, თავი რომ არ მოგვჭრა დგვარელებს, ხო გესმის?
- რომ არ ვიცოდე ვის ხელში ვარ გაზრდილი, ეჭვი შემეპარებოდა ტყვიის მდებარეობასთან დაკავშირებით, - წაისისინა და წამოდგა ფეხზე.
- პითონის ენა აქვს, იცოცხლე! ანაკონდა!
- ჩაგაკლა მანდ?! სად არის შენი შეყვარებული?
- გავაბრაზე და შემორიგებას ელოდება.
- როდის მოასწარი? - აწკიპა წარბები ინტერესით.
- როცა დამჭერს... ეწყინა მგონი, - ამოიოხრა უღონოდ.
- აჰა, ტყუპებია-მეთქი, ხომ ვთქვი! - კმაყოფილი იყო ნენე თავისი აღმოჩენით.
- გაჩუმდი ცოტა ხანი, მომასვენე!
- მე იცი რა მგონია, ონისე? - წამოიწყო მცირეხნიანი დუმილის შემდეგ.
- რაო, აბა, ჩემო შერლოკ ჰოლმსის ბინის „ხაზეიკავ“.
- ვიღაც ძალიან ჭკვიანი დგას ამ ამბის უკან. იმედია, არ გგონიათ, რომ ყველაფერი შემთხვევით და პრიმიტიულად მოხდა. აშკარაა, რომ რაღაც გეგმას მიჰყვებოდა ჭკუასელი, - უჩვეულოდ სერიოზული გაუხდა ტონი ნენეს.
- ვიღაცამ მარიონეტივით დაიხვია და ის გააკეთებინა, რაც თვითონ აწყობდა, - ღრმად ამოისუნთქა ონისემ. - ჭკუასელმა უნდა აღიაროს, ვისგან გაიგო ეგ ამბავი.
- და რომ თქვას, ჩემმა დამ თქვაო? არ არის საკმარისი მტკიცებულება ომის წამოსაწყებად? - წარბები აზიდა ნენემ.
- ერთხელ მაინც რომ მოგესმინა, რა აზრები აწუხებს, ეგ კითხვა აღარ გაგიჩნდებოდა, ნენე, - ჩაეცინა ონისეს. - ქალის სიტყვას ეგ არ დაიჯერებს. ვიღაც კაცი დგას მის უკან.
- არ დაიჯერებს რას ნიშნავს? - გაუკვირდა ნენეს.
- პირველად გაიგე ეგეთი ფენომენი კაცი ქალის სიტყვას რომ არ ენდობა? ცოტა გვყავს ეგეთი? - გაეცინა ონისეს.
- საზიზღრებო! - უღონოდ გადააქნია თავი და მიეყრდნო ფანჯრის რაფას. - ონისე?
- ახლა რაღა გინდა?
- რაღაც უნდა გკითხო, - შეპარვით წამოიწყო ნენემ.
- გისმენ.
- ოღონდ არავის უთხრა, კაი?
- მოკალი ვინმე? - გადმოხედა უცნაურად დასერიოზულებულსა და დამორცხვილს.
- არა და ისე ნუ იზამ, შენ იყო ის ერთი!
- ახლა ბრუტალურმა სისხლმა იყივლა? - ჩაეცინა უმწეო მუქარაზე. - კაი, მიდი.
- ისე, მართლა რომ მომეკლა, იტყოდი? - ეჭვით მოწკურა თვალები.
- შეიძლება. გააჩნია ვინ და რატომ, - იდაყვს ჩამოეყრდნო ჭრილობისგან სახედამანჭული.
- კაი?
- იტყვი? - აატრიალა თვალები ონისემ.
- ვიტყვი, ჰო... ცოტა მერიდება, - აიჩეჩა მხრები და შებრუნდა ფანჯრისკენ მზერის ასარიდებლად.
- შენ და მორიდება, ნენე? - ხმით გაეცინა ონისეს.
- ნუ, ცოტა დელიკატური საკითხია, ხომ გესმის... არ უყვარს აჩქარება და ღლიცინი! - ბასრი მზერით გადმოხედა და გადაიყარა თმები უკან.
- თქვი.
- ხომ არ დამცინებ? - შეამზადა მოსალოდნელი საფრთხისთვის.
- პასუხი რომ შევცვალო შეიძლება?
- რაზე?
- წინა კითხვაზე არას ვიტყვი და ამაზე კის, კაი?
- ოხ!
- კაი, თქვი, არ დაგცინებ, არ მაქვს სიცილის თავი, - ჩაიქნია ხელი დანებებულმა.
- ჯერ დაიფიცე! - საჩვენებელი თითი დაუქნია გამაფრთხილებლად.
- გეფიცები, აჰა!
- დაიფიცე-მეთქი!
- შენს თავს გეფიცები.
- არ არის საკმარისი.
- ჩემი ბიძაშვილი კი ხარ, მაგრამ დეფეტქების აღიარება არ მერიდება, ხომ იცი, ნენე... გიჟი ხარ, გოგო? - გააქნია თავი შემფასებლურად. - არა, კითხვის ნიშანი ზედმეტი იყო, მართალია.
- კიდევ ვინმე დაიფიცე!
- ქეთუთას თავს გეფიცები, - სხვანაირად ჩაეღიმა საკუთარ სიტყვებზე.
- ხომ იცი, რომ დამცინო, მოვუყვები ქეთუთას მისი თავი რომ დაიფიცე! ვერ აწყობილს დაგინგრევ, ონისე, არ დაგინდობ, იცოდე, - გამარჯვებული ღიმილით მიუახლოვდა ისე, როგორც მსხვერპლს.
- ეშმაკი ხარ, კუდიანი, პითონი.
- ვიცი, ვიცი, - მოუთათუნა მხარზე ხელი.
- თქვი, შევწუხდი!
- კაი... ვიტყვი... ოღონდ...
- გავიგე, ადამიანო, გავიგე! ვეცდები არ დაგცინო, ვეცდები არავის ვუთხრა... კიდე რას ვეცადო?
- ნოდოზეა... - ჩუმად ჩაილაპარაკა და აპარატის მილის წვალება დაიწყო.
- ვახ... მერე? - წამოიწია ინტერესით.
- ნოდოზე მაქვს კითხვა, - დაიდაბლა ხმა კიდევ უფრო.
- სერიოზულია რამე? რამე ხომ არ გითხრა? - დაიძაბა ონისე.
- რა უნდა ეთქვა?
- რა ვიცი, ისე უყურებდი... ნენე?
- ხო?
- მაგ მილს ხელს თუ არ გაუშვებ, მინიმუმ ვეღარ დაგცინებ, - თვალებით ანიშნა, გამოეცალეო დროზე.
- უი... - გაუშვა ხელი სწრაფად და ჩამოუჯდა საწოლთან. - რა გინდა, ერთხელ შევხედე ადამიანს. სულ ეგ უნდა მახსენო?
- სულ არა, ზოგჯერ შეიძლება. ერთხელ არა, სამჯერ. დაგითვალე ყველა!
- კაი, კაი, ნუ აკრიფე!
- მკითხე აბა, ნოდოზე, - ინტერესით ამოხედა ბიძაშვილს.
- ისა... ხომ არ იცი, დაბადების დღე როდის აქვს? - ონისეს ხალათის წვალება განაგრძო ნენემ.
- რად გინდა? - გაკვირვება დაეტყო ონისეს.
- ისა...
- არა?! - გაოგნებულმა წამოიყვირა ისე, თითქოს ურთულესი ამოცანა ამოხსნა.
- რა? - შეკრა წარბები ნენემ.
- არა?! ნენე, არა?! ნოდო, დაიმალე... ცაგარელი გადამალეთ. ასტროლოგიური საიტები გათიშეთ. ინტერნეტის კაბელები გადაჭერით. აბასთუმანი ჩახერგეთ. იწყებს...


*

მთის სიცივე ძვალ-რბილში განსაკუთრებით ატანდა იმ საღამოს.
ისე მწარედ ეხეთქებოდა იმ კაცის სხეულს, როგორც ის სიტყვები, მის ძმას უდანაშაულოს რომ ხდიდა.
უსამართლობამ ჩაუწვა ორგანიზმი გზააბნეულს, აურია თავგზა კიდევ უფრო.

- როგორ ფიქრობ, გიორგი, რა სჯობს, გყავდეს დამნაშავე და მკვდარი თუ უდანაშაულო და მკვდარი? - უსიცოცხლოდ ჩაეცინა საავადმყოფოს სახურავზე მდგომს. შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო ორივე ხელი და იდგა ისე, თითქოს იყო მაყურებელი.
- დამნაშავე და ცოცხალიც არ არის მარტივი სათრევი, ვაჩე, - დაუდგა გვერდით გიორგი და გაუსწორა მზერა ღამის სხივებში გახვეულ ცას. - არც მკვდარი იქნებოდა.
- რომელი უფრო მარტივია? - გადმოხედა გვერდულად.
- სიმარტივეს ეძებ შენ, ვაჩე? - არ მოუშორებია თვალი ვარსკვლავებისთვის, ესაუბრებაო თითქოს მათ. - მე შემიძლია გითხრა, რომელი უფრო საამაყოა.
- ბავშვი მომიკლეს... უდანაშაულო ბავშვი ჩამიდეს მიწაში. მხოლოდ სიკვდილია ის, რაც გააკეთეს? მართალი ძმა მანანებინეს მე, გიორგი. ტალახი ესროლეს მის დაფლეთილ გულს... ვის მოვთხოვო პასუხი, ეგეც არ ვიცი, - ემოციებიც გამოეცალა ხელიდან, სიმწრის ღიმილი უკრთებოდა გაყინულ სახეზე. ეყრდნობოდა სახურავის მოაჯირს ისე, თითქოს ყოფილიყო მყარი კედელი მისთვის. - როგორ მოვიქცე?
- იამაყე.
- ვიამაყო?
- იამაყე შენი მკვდრით, ღირსეული რომ ყოფილა თურმე, - გაუსწორა მზერა მანაც.
- ცოცხალი მინდა, - ორ სიტყვაში ჩაატია ყოველ წამს ნაგრძნობი და ვერნათქვამი ტკივილი.
- ცოცხალი მინდა, - ჩურჩულით გაიმეორა მისი სიტყვები ისე, რომ არ მოუშორებია ამღვრეული თვალები ცისთვის. ანათებდნენ ვარსკვლავები მზის სხივების დარად.
- დამნაშავე ყოფილიყო, ცოცხალი ოღონდ. რა იქნებოდა...
- ფასი არ ექნებოდა.
- არც ახლა აქვს.
- ერთხელ მკითხეს, ღირსეული სიკვდილი გირჩევნია თუ უღირსი სიცოცხლეო, - გაიხსენა სოფასთან პირველი დიალოგი გიორგიმ და ჩაეღიმა შესამჩნევად. დაჰკრავდა მის ღიმილს ოდნავი სითბოც. - მე გეკითხები შენ, ვაჩე, და მიპასუხე, რომელი გინდა იყო, ღირსეული მკვდარი თუ უღირსი ცოცხალი?
- რა აზრი აქვს, - გააქნია თავი და აარიდა მზერა კიდევ ერთხელ. გაექცა იმ პასუხს, თავადაც რომ ანდომებდა ძმის ადგილას ყოფნას.
- შემოვაბრუნოთ კითხვა. როგორ ფიქრობ, შენს ძმას რომელი ენდომებოდა? - გამჭოლი მზერით შეათვალიერა ერთიანად დაჭიმული. იცოდა პასუხი გიორგიმ.
- სიცოცხლე ენდომებოდა, - უსუსური, მატყუარა გაუხდა ვაჩეს ხმა.
- როცა გააზრებულ რისკზე მიდიხარ, სასწორზე დებ საკუთარ სიცოცხლესაც. საკუთარი თავი დადო საშკამაც. შენ ვერ ხედავ, ვაჩე, თორემ, შენზე პატარა კი არა, შენი ტოლია თავისი გამბედაობით. ისე მოიქცა, როგორც შენ მოიქცეოდი. ისე მოკვდა, როგორც შენ მოკვდებოდი მის ადგილას რომ ყოფილიყავი. ყოველთვის შურდაო, ასე არ თქვეს? თავისი უფროსი ძმის შურდაო უმცროსს, გათანაბრება უნდოდაო ყოველთვის. ბედნიერი იქნება ახლა, ზუსტად შენნაირი რომ არის და კიდევ უფრო მეტიც, ალბათ, არა?
- არაფრის გამო... არაფრის გამო, გიორგი.
- არაფრის გამო ხდებიან ადამიანები გმირები, აბა, როდის აქვს მტრობას აზრი? არაფრის გამო იწყება ომები, აბა, მიწა რა მიზეზია?
- სხვა ამბავია... - გააქნია თავი ვაჩემ და ჩაეჭიდა მოაჯირს ძლიერად.
- ყველა ნაადრევი სიკვდილი არაფრის გამოა, იცი, შენ, ვაჩე? - გამამხნევებლად, უფრო მეტად, თავისი მუხტის გადასაცემად მსუბუქად დაჰკრა ხელი გაყინულ მხარზე. - ტორმუზის ნაცვლად გაზს რომ დააჭერ და ორ წამში აღარ იქნები, ესეც ხომ არაფრის გამოა? დასახრჩობად გამეტებულს წყლიდან რომ ამოიყვან, მაგრამ ფეხს ვეღარ გაამოძრავებ, ესეც ხომ არაფრის გამოა? გინდა, უარესი გითხრა? - გადმოხედა თვალებში აკიაფებული ინტერესით და იდაყვებით ჩამოეყრდნო მოაჯირს. - უდანაშაულოს ხიდიდან რომ გადააგდებ და ყველაზე სასტიკი სიკვდილისთვის გაიმეტებ თითქოსდა წონასწორობის აღსადგენად, თითქოსდა შენი სიცარიელის ამოსავსებად, ესეც ხომ არაფრის გამოა, ვაჩე? შეიძლება ჰქონდეს სიკვდილს, შეიძლება ჰქონდეს დანაშაულს „გამო?“
- როგორ მოვიქცე... როგორ... როგორ, - იშენდა თავში ხელებს.
- იამაყე-მეთქი, ვაჩე! მინიმუმ შენს ხუთ თაობას ეყოფა თავიანთი ადამიანობის გასაზომად შენი ძმა, შენ გეამაყებოდეს, პირველად, მთავარია. შენით უნდა ისწავლონ შენი ძმა, რომ არ აცადეს ჰქონოდა უფრო ღირსეული ცხოვრებაც, მაგრამ ხომ იცი, მთავარია „როგორ“ და არა „როდის“, - იყო გამხნევება, თანადგომა, სხვისი ტკივილის გაზიარებაც და კიდევ ბევრად მეტიც, ადამიანად მობრუნების საამაყო მცდელობაც. - ჭკუასელის სიცოცხლე, თუნდაც ას წლამდე მიტანებული, ახლოსაც ვერ მივა იმ კაცთან, სხვის სიცოცხლეს რომ შესწირა თავი.
- მასში რომ შევიტანე ყველაზე დიდი ეჭვი და არა ჭკუასელის სიტყვებში, ამას რა მოვუხერხო, გიორგი? ყველამ შეიტანა ეჭვი, ვისაც ვუთხარი, იცი? ყველამ. პირველი იყო უტა, გადაჭრით რომ მიმტკიცებდა, არ გააკეთებდაო. ონისემაც კი ძნელად დაიჯერა, გიორგი... ონისემაც კი! მე? მე პირდაპირ. მითხრა და დავიჯერე, - გაუტყდა ხმა თავჩაქინდრულს. - უდანაშაულოს უნდა ვტიროდე და ჩემს თავს ვტირი, საკუთარ გაზრდილს რომ არ ვენდე. საკუთარ თავს არ ვენდე, საკუთარ ძმას არ დავუჯერე. კითხვაც არ დამისვამს, თვალიც არ გამისწორებია მისთვის... ოდნავადაც არ, გიორგი... ზურგი ვაქციე იმ საღამოს, ჭკუასელმა რომ დამირეკა. მაჯობა. იცი, სად მაჯობა? მის ადგილას მე რომ ვყოფილიყავი... ახ, ნეტავ, მე ვყოფილიყავი... არასდროს დაუშვებდა თვითონ... არასდროს შეიტანდა ჩემში ეჭვს. არასდროს ენდობოდა იმ სიტყვებს, ჩემს კაცობას რომ გადაუსვამდა ხაზს. მიცნობდა. მე არ ვიცნობდი... ვიცი, ასე იქნებოდა.
- ნუ იქნები იმაში ასე დარწმუნებული, რაც საკუთარი თვალით არ გინახავს, - გაუცივდა მზერა გიორგის და დაუდგა თვალწინ ის დღე, საკუთარი ბედი რომ გადაუწყვიტა მისდა მოულოდნელად. - მიშა არაბიძემ კარში რომ შემომახვედრა სიტყვები, შენი საცოლე შენმა მამიდაშვილმა მოკლაო, იმ მამიდაშვილმა, ძმობის მაგივრობას რომ წევდაო, იცი, პირველი რა გავიფიქრე?! არა, არ გააკეთებდა-მეთქი. მთელს სამყაროში შევიტანე ეჭვი და მასში არა. იცი, მერე, ვის გაუკეთებია? ხომ იცი, ვისაც... ჩემს მამიდაშვილს. იმ კაცს, ეჭვი რომ არ ვაკადრე... ასეც ხდება ხოლმე. თვალდახუჭული საკუთარ თავსაც არ უნდა ენდო, წესია ასეთი. ახლა რომ იტყვი, არასდროს გავაკეთებო, დადგება დრო და უღალატებ შენს სიტყვას. მოგიწევს, რომ უღალატო. ყველაფერს ვერ გათვლი, ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ. არის რაღაცები, როცა გაკეთება სჯობს - არ გაკეთებას. არასდროს შევიყვარებ-მეთქი, ხუთი წლის წინ დავუდე ჩემს თავს პირობა...
- შეგიყვარდა? - გაკვირვება და აღტაცება ერთდროულად გაერია ვაჩეს ხმას.
- არავის უთხრა, - იმ ნდობის სხივი გაკრთა თითქოს მათ შორის, დიდი მეგობრობის დასაწყისი რომ უნდა ყოფილიყო წესით.
- ახ! ჩემი რძალი შეგიყვარდა, გიორგი? - ეშმაკურმა ღიმილმა გაუნათა სახე ფარჯიანს.
- სარძლო! - შეუსწორა ისე, თითქოს საერთოდ არ ჰქონოდა აღელვებული მზერა.
- მომიტევეთ... არაფერი აკლდა რძლობამდე.
- მაღიზიანებ ახლა თუ რას შვრები? - გამაფრთხილებლად აზიდა წარბები გიორგიმ.
- კარგი, დამშვიდდი, არავის ვეტყვი. იცის იმან? - თავით ანიშნა შენობაში დატოვებული სოფასკენ.
- არა და ვერც გაიგებს.
- უკაცრავად?
- ასეა საჭირო, ჯერ.
- რა გათვლებში ხარ? - ხმით ჩაეცინა და ზურგით მიეყრდნო მოაჯირს. - რატომ უმალავ?
- ომი რომ მძვინვარებს დაგავიწყდა?
- მოიცა, რა... ეს თუ ომია. ეს არის დუელი, - ფეხი ფეხზე გადაიდო ვაჩემ. გულზეხელდაკრეფილს, მოაჯირზე ზურგით მიყრდნობილს ისეთი მშვიდი მზერა ჰქონდა, თითქოს ონისესგან ისესხა რთულ მომენტებში მაყურებლის როლის მორგების ტექნიკა.
- ახლა დაიწყება ომი, ახლა.
- ნუ გეშინია, ფრთხილად ვიქნები, ვეღარ გადამეფარებით, - გაეცინა ისევ სიმშვიდით.
- იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, - უსიამოვნოდ გაუცივდა ხმა გიორგის.
- მოიცა, რა. მე რომ მიხსნი სიყვარულს, წადი, გოგო გაახარე! - ყალბი მობეზრებით აატრიალა თვალები ვაჩემ, გულიც რომ აჩქარებოდა იმ თანადგომაზე, რომელსაც სრულიად უცნობი ადამიანები იჩენდნენ მისთვის. - ბედნიერი უნდა იყოს სოფა, გიორგი.
- რას უმიზნებ ახლა შენ, რის შემოპარებას ცდილობ? - ეშმაკური ღიმილითა და მზერით ანიშნა გიორგიმ, ყველაფერი ვიციო, ისედაც.
- ბატონო? - ხმა ჩაიწმინდა ვაჩემ.
- რა გგონია, ვერ ვამჩნევ შენს ფანჯრებთან ტასოს ანარეკლს? რაო, რას გეუბნება?
- არ არის ეგრე... - პატარა ბავშვივით დაიბნა და დაიმორცხვა ვაჩე.
- ეს ის არ არის, რაც მე მგონია? - აზიდა წარბები და გვერდულად გადმოხედა გიორგიმ. - მომითხრე აბა, შენ რა გგონია.
- ჰო, ჰო... არ არის ეგრე, რა. ვმეგობრობთ... არაფერი ისეთი. არაფერი ხდება, საშკას გეფიცები. არაფერი ზედმეტი. ის ამბავი მომიყვა, ცხენის ქურდი რომ დაიჭირა და მე მთხოვდა, დამაჭერინეო მკვლელი. გეგმა ჰქონდა ეგეთი, როგორ უნდა დაეჭირა ჭკუასელი უსისხლოდ.
- ასეთი სიმხდალე, ვაჩე? იმ ქართველს არ გამოუჩენია, ირანელს რომ უთხრა, არ ჰყავსო მეზარბაზნეები ერეკლე მეფეს, - სარკასტული ღიმილით გადააქნია თავი გიორგიმ.
- არაფერი ხდება და მოგატყუო?
- არც მოხდება?
- რა? - ყალბი გაკვირვებით აზიდა წარბები ვაჩემ.
- დებ პირობას, რომ ასე გაგრძელდება? - თითქოს განზრახ არ წყვეტდა კაცი ვაჩეს წამებას.
- არასდროს თქვა არასდროსო, შენ არ ამბობდი? - გაუმეორა თავისივე ნათქვამი სიტყვები და ჩაეღიმა კმაყოფილს. ლამაზი ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხესთან. დავიწყებოდა ის ღიმილი მის მუდამ მოქუფრულ სახესაც.
- ჰო, გამოგიყენებია საშენოდ.
- არა.
- რა არა?
- არ ვდებ პირობას.
- განმიმარტე, - გულზე დაიკრიფა ხელები და ჩამოუდგა გვერდით. - უშვებ, რომ რამე მოხდება?
- სოფა რომ წამოიყვანე, დაუშვი? - შეუბრუნა კითხვა.
- აჰ, ასეა საქმე? - ჩაეცინა მრავალმნიშვნელოვნად.
- არ ვიცი, შეიძლება ასეც იყოს... მე ჯერ კიდევ იქ ვარ, ჩემი ძმა დამნაშავე რომ მეგონა. ახლა იწყება ყველაფერი, იცი?
- ჭკუასელის დაზე გვჭირდება ინფორმაცია, - შეცვალა თემა დროულად.
- ჭკუასელის დას რომ სცოდნოდა რამე, ხელს დაადებდა საშკას? ჩემს დას უყვარდაო, ვერ გაიგე, რა თქვა? - ინტერესით აზიდა წარბები ვაჩემ.
- წესი ნომერი პირველი, არასდროს! არაფერი! გამორიცხო! - გამოკვეთილად გაუმეორა ყოველი სიტყვა და ჩაფიქრებულმა ჩამოისვა დაბალ წვერზე ხელი. - გამორიცხავ, რომ დააშინეს? არც ის იქნება გამორიცხული, ძლიერი ტრავმის შემდეგ არ ახსოვდეს დამნაშავის სახე, ან შესაძლოა, რომ გამოფხიზლდა, პირველი შენი ძმა დაინახა და იფიქრა, რომ მისი გაკეთებული იყო. გამორიცხავ?
- ან სულაც შური იძია... სამაგიერო გადაუხადა საშკას. ცალმხრივად უყვარდაო ჩემს დას, ამბობდა ის ავადმყოფი! იქნებ, ერთად დაგეგმეს? - აეშალა ფიქრები ვაჩეს.
- ბევრი დაშვება შეიძლება გაკეთდეს, მთავარია ის რას იტყვის, მაგრამ, მე თუ მკითხავ, ეგ ჭკუასელი ის კაცი არაა, ქალის სიტყვას ბრმად ენდოს. რაღაც სხვა ამბავი მგონია მანდ.
- უტას უნდა დავურეკო, გაიგებს ვინ არის, სად არის... სხვა ძალა ტრიალებს, ვგრძნობ.
- თუ სხვა ძალაა, მაშინ აწყობდათ საშკას სიკვდილი. ხელიც სხვას გაასვრევინეს, - რამდენიმე ნაბიჯი გადადგა გიორგიმ და სწრაფადვე მობრუნდა ისევ მისკენ. ისე, თითქოს ყველაფერს მიხვდა. - შენ რას გააკეთებდი იმ კაცის ადგილას, გოგოს გაუ*ატიურებას რომ გედავებოდნენ?
- არ ვიცი... სადაც გოგოს გავაუ*ატიურებდი, იქ, ალბათ, ყველაფერს თავის გადასარჩენად, - დაბნეულმა შეიცურა დაბალ თმაში ხელი.
- ზუსტად, - დააქნია თავი კმაყოფილმა.
- როგორ? - დაძაბული წამოიწია წინ ვაჩე.
- ერთს ფარად გამოიყენებდი, მეორედ ხმლად, - მშვიდი, ჩუმი ინტონაციით წამორთქვა გიორგიმ და მიუახლოვდა უფრო.
- მოიცა...
- ჰო, ვაჩე, ჰო.
- ანუ, რას ამბობ... ორივე მოატყუეს? - ამოცანას ხსნისო თითქოს, დაებნა ყველა აზრი ერთიანად.
- საშკა - ფარი, ჭკუასელი - ხმალი.
- არა? - ნერვულ სიცილს ამოაყოლა გაჭირვებით ერთადერთი სიტყვა. - გიორგი...
- იდეალური ტაქტიკაა სუფთად გამოსასვლელად, - აიჩეჩა მხრები და შებრუნდა ისევ შენობისკენ. - დაურეკე უტას.
- ახ, ჯანდაბა!


*

- გაგაბრაზა ვინმემ? - თავზე წამოადგა საავადმყოფოს ეზოში მჯდომ ლიზას, გაცხარებული რომ საუბრობდა ტელეფონზე და დაახეთქა შემდეგ გაღიზიანებულმა. - ამჯერად ვისთან მაქვს საქმე?
- ბატონო? - წარბები აზიდა ლიზამ. - შენ რატომ უნდა გქონდეს ვინმე ჩემთან დაკავშირებულთან საქმე, ჩეჩე?
- რა არი, ლიზა, მიკრძალავ? - ცალყბად ჩაეცინა და ჩამოუჯდა ხის სკამზე, ძალიან ახლოს მასთან.
- ლოგიკურია, რომ კი, გიკრძალავ, ჩეჩე.
- სხვა რამე ამიკრძალე, - ჩაუკრა თვალი და მზერა ხელებში ათამაშებულ ტელეფონზე გადაიტანა. - ვინ არის? მითხარი, სანამ გავიგებ. ხო იცი, რომ გავიგებ?
- არ არის შენი საქმე-მეთქი, ბევრჯერ გავიმეორო?!
- შეგიძლია გაიმეორო, მე არ ვიღლები, - აიჩეჩა მხრები უდარდელად და მიუახლოვდა უფრო. - ნუ გეშინია, არავის ცემას ვაპირებ. შენ თუ რამეს ვერ აგებინებ, მე გავაგებინებ.
- აუჰ! - გაეცინა დამცინავად. - როგორი ხერხებით გააგებინებ შენ იმას, რასაც მე ვერ, ჩეჩე?!
- ეგ მე ვიცი, - ესიამოვნოა მისი ღიმილიც. გადაედო მასაც.
- არ ვარ დაინტერესებული!
- მოიცა, მოიცა, - ხელით შეაჩერა და ჩაუხერგა გზა გასაქცევად მომზადებულს. - ის როგორ იყო? ის რომ გიყვარდა ვითომ, რა ერქვა? შენი კლასელი, კაკი, ხო? მათემატიკის დავალებას რომ უწერდი! - ყალბი ღიმილით გადააქნია თავი ჩეჩემ.
- შენ ეგ საიდან იცი? - აერია სახე ლიზას.
- ვინ დაელაპარაკა, შენი აზრით? - აზიდა წარბები ცინიკურად.
- რაო? - წამოიყვირა გაოგნებულმა. - რას ნიშნავს დაელაპარაკე?
- აი, რასაც.
- აფრენ? რა უფლებით?! ვინ გთხოვა! - გამოგლიჯა ხელი გაღიზიანებულმა. - ჩემს ნაცვლად რა უფლებით იღებ შენ გადაწყვეტილებებს?!
- რატო, რა არ მოგეწონა. გაწუხებდა ადამიანი, - უდანაშაულო ღიმილით ამოხედა ქვემოდან.
- შენ მაწუხებ ახლა და რას იზამ? - ალმური მოედო სიბრაზისგან ლიზას.
- უფრო მეტად შეგაწუხებ, - თქვა და ცბიერი ღიმილით დაამატა. - მოდი, დაჯექი, რატომ გარბიხარ?
- არ მინდა შენთან საუბარი!
- მაგრად გამიბრაზებიხარ, ხო? - შესამჩნევად ჩაეღიმა ჩეჩეს.
- არ არი შენი ბრალი, - გასაკვირი სიმშვიდით გადმოხედა რამდენიმე წამის შემდეგ.
- ხო?
- უბრალოდ, ჯერ არ არსებობს კაცი, რომელიც ჩემს ფიქრებს წამოყვება... რა შენი ბრალია, ჩეჩე, - უდარდელად აიჩეჩა მხრები ლიზამ და მსუბუქი მოძრაობით გადაიყარა ხორბლისფერი თმა ზურგსუკან.
- ბატონო? - სპაზმური ხველა აუვარდა ჩეჩეს.
- მე რომ მომეწონე,ბავშვი ვიყავი მაშინ... ვერ მივხვდი, ხომ გესმის... მერე რომ გავიზარდე, გაგიცანი, მივხვდი, რომ ვერ გამიქაჩავდი. შენ რა გეგონა, აბა, შენმა გულგრილობამ ამაღებინა ხელი? არა, ჩეჩე... - თვითკმაყოფილი ღიმილით დააჩერდა ზემოდან და დამამშვიდებლად მოუთათუნა ხელი მხარზე.
- რაო? - დაიბნა ჩეჩე.
- ეგრეა. არ იფიქრო, რომ გაბრაზებული ვარ. არა, პირიქით, მადლობაც მაქვს სათქმელი, დროულად ამეხილა თვალები შენი წყალობით... უბრალოდ მაშინ იმდენს მოვწონდი... შენ - არა. დამაინტერესე, ხომ ხვდები. ეგრე ხდება ხოლმე, ის მოგვწონს, ვისაც ჩვენ - არ.
- ლიზა, შეწყვიტე, სანამ გადავფსიხდი, თორე მერე... მერე, ხო იცი, რაც მოხდება! - ავად წაისისინა და წამოიჭრა ფეხზე შეურაცხყოფილი.
- რა არის, ჩეჩე? რა შევწყვიტო? - ანცი ღიმილი დასთამაშებდა ნათელ სახეზე ქალს.
- ვის მოსწონდი ერთი?!
- ბევრი იყო. ყველა ჩამოვთვალო?
- დაიწყე, გისმენ! - ხელები გადაიჯვარედინა და მტრული მზერა შეავლო მოღიმარს.
- რა საჭიროა? - ოსტატურად გაიკვირვა ლიზამ.
- რომ გეუბნები, არის. ის... ის რომელი იყო? სკოლის ეზოში, კედელზე, შენი სახელი რომ დაწერა პულივიზატორით? გამახსენე რა ერქვა, მაგ უდღეურს!
- ნუ მახსენებ! შენ რატომ იცი ეგ? - ღაწვები შეეფაკლა იმ სამარცხვინო დღის გახსენებაზე, ყურადღების ეპიცენტრში რომ ამოყო თავი მასზე უიმედოდ შეყვარებული სკოლელის გამო.
- გინდა ახლა ის მეორეც გაგახსენო? რა ერქვა იმ კოჭლ ფეხბურთელს, იმ... იმ მანჩესტერის ფანს... რას შვრება, კომაშია კიდე? ხელოვნურ სუნთქვაზეა თავისი უდღეური კლუბივით?
- გეყოფა!
- მაგას გამარჯობა როგორ უთხარი, გოგო, ეგ მოგყვებოდა ფიქრებში და მე ვერ, ხო? მე? მე, ჩეჩე დგვარელი ვერ, ლიზა, და ეგ მეცხრე დივიზიონის ზამენის ფეხბურთელი კი, ხო? - ცოფებს ყრიდა ჩეჩე დგვარელი, ბოლთას სცემდა დაცარიელებულ ეზოში.
- ჯერ ერთი, ზამენის ფეხბურთელი არ იყო... - მკაცრად შეუსწორა ლიზამ.
- თორე ისე რას ამბობ, გოლს გოლზე უშვებდა! ისე თამაშობდნენ, მშობელი კი არა, მსაჯი სიცხეს იწევდა, თამაშზე რო არ მოსულიყო. ეგ, ეგ... ეგ მანჩესტერის ფანი, ეგ! რას გელაპარაკებოდა, რა ფიქრებში მოგყვებოდა ერთი, მითხარი. ჰქონდა ფიქრები?
- ფიქრებში რომ წამომყოლოდა, აქ იქნებოდა ახლა! - გულზე დაიკრიფა ხელები ლიზამ.
- აი, ეგღა მაკლია, მაგის სიფათი მეყურებინა აქ! კი, აი, ზუსტად, შენს გვერდით დავაყენებდი, - დამცინავად შეათვალიერა კოპებშეკრული.
- შენ რა პრობლემა გაქვს? ზედმეტად ბევრს ხომ არ იღებ საკუთარ თავზე?!
- ხო, ვიღებ და ავიღებ კიდეც!
- რატომ-მეთქი, რატომ!
- არა, როგორ მაკადრა... როგორ მაკადრა მე, ჩეჩე დგვარელს, რაო? ფიქრებში ვერო? მე? აჰ, ლიზა! ვერა, ხო? - ჩუმი ბუტბუტით დადიოდა სკამის ირგვლივ და მკაცრ მზერას არ აშორებდა უდარდელად მდგომ ქერათმიანს.
- კარგად ხარ? - გულწრფელად შეწუხდა ლიზა.
- გადასარევად!
- მოიცა, მეჩვენება თუ აწითლდი? - ჩუმი ფხუკუნი გაერია სერიოზულ ტონს.
- მანჩესტერის ფანებზე მფოთლავს, ლიზა. მაყრის. გესმის? მაგას რომ წერდი, მაგას ვერ მოვინელებ მე, ლიზა. ბარსელონას ფანი ყოფილიყო, პიკეზე ყოფილიყო შეყვარებული... ოღონდ ეგ არა, გოგო!
- გაცნობიდან სამ საათში, ლივერპულზე რომ იხუმრა, მანდ დაასრულა. დაბადების დღეს მილოცავს ადამიანი წელიწადში ერთხელ და რა ვუთხრა, მანჩესტერის ფანებისგან არ ვიღებო? საერთოდ, შენ საიდან იცი ეგ ამბავი?!
- აა, ლივერპულზეც იხუმრა? ეგ დღესვეა საცემი!
- ხუთი წლის წინ იყო ეგ ამბავი, ჩეჩე, - აატრიალა თვალები ლიზამ.
- მერე? აქვს მნიშვნელობა როდის იყო? ხო იყო? ხო იკადრა! მანჩესტერის ფანი რომ მაგას ერთხელ იკადრებ, ეგ სულ საცემია მერე, არ იცი? კანონია ეგეთი, ცხოვრებისეული! - ვერ ისვენებდა ჩეჩე.
- წავედი მე!
- მოიცადე, - გააჩერა კიდევ ერთხელ შენობისკენ მიმავალი.
- ახლა რაღა გინდა?!
- ფიქრებში ვერო, ეგრე თქვი, ხო? - გადაამოწმა მისივე სიტყვები.
- მერე?
- არ შეგრცხვება?
- რისი? - წარბები აზიდა ლიზამ.
- ვისი! - გაუსწორა მონდომებით.
- კაი, ვისი?
- ჩემი!
- შენი რატომ უნდა შემრცხვეს? - დამცინავად ამოხედა კმაყოფილად მოღიმარს.
- რომ დაგიმტკიცო, შენს ყველა ფიქრს მოყვები!
- მოყვები? - ინტერესმა გაუნათა სახე ქალს.
- ყველას.
- როგორ?
- ის ბავშვი რომ გაამტყუნეს მაშინ, - მზერით აგრძნობინა, ვისზეც ამბობდა.
- რომელი? - ჰკითხა მოუთმენლად.
მიხვდა, ვინც. არ დაიჯერა.
- შენს მეზობლად ცხოვრობდა. ახალი ოჯახი იყო, ქირით. შენს მეზობელს ეზოში დატოვებული საფულე მოპარა.
- მერე? - უსიამოვნოდ გასცრა იმ საღამოს გახსენებაზე.
- არაფერი დააკლდებოდა იმ შენს მეზობელს იმ საფულის მოპარვით, ხო ასე იყო?
- და?
- ყველამ გაამტყუნა, ხო? - თითქოს განზრახ უსვამდა იმ კითხვებს, სწორ პასუხამდე რომ მიიყვანდა ბოლოს.
- მე არაფერი მითქვამს, - გააქნია თავი სუსტად. გაახსენდა ის საღამო, მეზობლებმა ერთხმად რომ დაურეკეს ბინის მეპატრონეს და სასწრაფო გამოსახლება მოითხოვეს მდგმურების.
- იმიტომ, რომ შენ არ ფიქრობდი ეგრე, - სიამაყით ჩაეღიმა ჩეჩეს.
- შენ საიდან იცი, მე რას ვფიქრობდი, ჩეჩე?!
- ხომ გითხარი, ყველას მოვყვები-მეთქი... არ გაამტყუნე იმიტომ, რომ ერთადერთი იყავი, ვინც ამ ბიჭის სხვა მხარის დანახვა შეძლო.
- მაინც?
- მართალი მხარის. არავის შეებრალა მაშინ ეგ ბიჭი. შენ კი არ შეგებრალა, გაუგე. იცი, რას იფიქრებდი პირველად? - უახლოვდებოდა აცახცახებულს.
- რას, - ჩაუწყდა ხმა ოდნავ და დაიხია იმდენივე ნაბიჯით უკან, რამდენითაც მიუახლოვდა ჩეჩე.
- იქნებ, როგორ გაუჭირდა, საკუთარი ადამიანობა რომ დადო სასწორზე. იცოდა კი, რომ გადაწონიდა ის თავისი საქციელი? იქნებ, არ იცოდა? რომ სცოდნოდა, იქნებ არც გაეკეთებინა... სისუფთავეს აირჩევდაო, იფიქრებდა მაშინ ის ლიზა, მე რომ შევუყვარდი, - ღიმილით უახლოვდებოდა მაინც. აბალანსებდნენ ერთმანეთის ნაბიჯებს.
- ჩეჩე...
- მე რომ გიყვარდი, გეგონა ვინმემ მითხრა.
- გითხრა აჩიმ! - გააპროტესტა მკაცრად.
- არაფერი უთქვამს აჩის. მე შენს ყველა ფიქრს მოვყვები პირველივე წამიდან. ახლა წადი. სიცივეა.


*

მეორე დილით, ყველაფერი მშვიდობით რომ უნდა დასრულებულიყო და გაეწერათ პაციენტი სახლში, ნაცნობმა ყვირილმა შეძრა საავადმყოფოს კედლები.
ერთმანეთს გაოცებულმა გადახედეს ონისემ, დათუნამ და ნოდომ.
სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდნენ პალატიდან და იმ ხმას გაჰყვნენ, ყველა შესაძლო ენაზე რომ აძაგებდა იმ ვიღაცას ან რაღაცას, ვისგანაც მოხვდა ძალიან მწარედ.

- რა ხდება, რა ყვირილია? - სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ ბიჭებს ფეხდაფეხ მიჰყვა აჩიც.
- მოიცა, დიტოს ხმაა? - გაოგნებულმა გადახედა დათუნამ ნოდოს.
- ეს თუ ახლა დიტოა, ჩავაკლავ იქვე! - ამოიოხრა მობეზრებულმა და მალევე შეამჩნია საკაცეზე გაწოლილი დიტო, ტასოს რომ ევედრებოდა იმ არსების წამებით მოკვლას, სასიკვდილოდ რომ დაენანა თვითონ.
- რა ხდება? - სწრაფად მიეჭრა დათუნა ტასოს და გაოცებულმა დახედა დიტოს.
- ააა, მომკლა! მომკლა ამ ცხოველმა! - ღმუოდა დიტო. - ახლა მართლა ვკვდები, ბიჭებო!
- დიტო? რა გჭირს, ბიჭო? - ენა ვერ მოატრიალა პირში აჩიმ, იმდენად საზარლად ყვიროდა ტკივილისგან გაგიჟებული ჩხაიძე. - მართლა კვდები, ბიჭო?
- ვკვდები, აჩიკო, ვკვდები! - ამოიკვნესა ტკივილთან ერთად. - ვახ, ფერდი... ნაღველი. მიშველეთ. თირკმელიც არის მგონი, გულიც მტკივა... ვერ ვხვდები სად მტკივა, ხალხო, ყველაფერი მტკივა!
- რა დაემართა? - თვალები შუბლზე აუვიდა ნოდოს. - შენ ბიჭო სახლში არ გაგიშვი? რა გინდა აქ? რა დაემართა, ტასო, შენ მაინც თქვი, ზმუილის რეჟიმზეა ეს!
- აუჰ! არ იკითხო, - ჩაიქნია ხელი ტასომ. - საუდმა გაიტანა.
- ვინ? ვინაა საუდი? - გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს.
- არაბეთიდან არის ვინმე? - დააჩერდა ზემოდან დათუნა. - ახლო აღმოსავლეთი გადაგვკიდე, დიტო ჩხაიძე? რის იმედად? იცი, რამდენი არიან?!
- ვის დაეტაკე, ბიჭო, არ გამაფრენინო ახლა! აუჰ, ახლა ამის „სტრელკაზე“ უნდა ვირბინო კიდე? - მოეშალა ნერვები ნოდოს.
- „ვზროსლი“ იყო ვინმე? - ჩაერია აჩიც.
- მეზობელთან გადაგვკიდე, შე სამარცხვინო? - დააჩერდა მეორე მხრიდან ნოდოც.
- მაცადეთ, ავხსნა... - დაიკვნესა დიტომ. - ერთ თვეში ვერონაში მივდიოდი ჩელენტანოს კონცერტზე, ასე სად წავიდე, ბიჭო? დაბეგვილი ვარ! ვახ, რა იტალია „გავმაზე!“
- რა დროს ჩელენტანოა, შე ავადმყოფო, ვინ არის საუდი?! ძაან გცემა? - მსუბუქად წამოარტყა თავში ხელი გაღიზიანებულმა დათუნამ.
- ნარტყამზე მი... მიმატებ? გაეთრიე, და-თუნა დადვაძე, შე არას... არასწორო! არასპრავედლივი ხელი... ვახ, მეწვის... ჩემგან არავის შერჩენია, ბი-ჭო! - სვენებ-სვენებით დაიღმუვლა დიტომ. - აა, დაუძახეთ, ექიმს, გავედი მარილზე!
- ეს ძაან ნაცემი არ იქნება, ლაპარაკის თავი მაინც აქვს, - უინტერესოდ ჩაიქნია ხელი აჩიმ და შემფასებლურად შეათვალირა. - არა, კაი დაბეგვილი არი, ისე. დიტო, ახლა თითს დაგადებ მუხლზე და მითხარი თუ გტკივა... ო, კაი... კაი, ნუ ყვირი, აჰა, ავიღე! კაი, მორჩი! ვსო. აღარ მიდევს, ბიჭო, ხელი, რა გაკივლებს! აჰა, ავიღე-მეთქი, ვერ ხედავ?! კაი, ბოდიში, სირცხვილია...
- იმედია ნორმალური მიზეზი მაინც გაქვს, დიტო ჩხაიძე! სისხლს ნუ ააღებინებ ამ ხალხს, ვერ ხედავ, რანაირები არიან? - დაუქაჩა თვალები ნოდომ, ყველა სვანი მკაცრი მზერით რომ აკვირდებოდათ შეკრებილებს მიმღებში.
- ტასო, შენ მაინც გვითხარი ვისთან იჩხუბა, შეხედე, რას გავს... - დასერიოზულდა დათუნა. მიხვდა, აღარ იყო სასაცილოდ საქმე. - ასე ვინ გაიმეტა, კაცო! ვის ეჩხუბა ასეთს, არ გამაგიჟოთ! ბევრი იყვნენ?
- გარეთ რომ გამოვედი, განწირული ყვიროდა ქშა, ქშა, გადი ძაღლოო! - ხელები გულზე დაიკრიფა ტასომ და წყრომით გადახედა დიტოს.
- ძაღლი დაუძახე, ბიჭო? გამოშტერდი? ვახ, დამთავრებულია ჩვენი ამბავი, გადაგვკიდა ზემო სვანეთიც! - ნერვიულად ამოიხვნეშა ნოდომ.
- არ იყო ეგრე, არა! ქშა-მეთქი, ერთხელ ვუთხარი. ძაღლო კი არა, გადი-მეთქი, ცხოველო! აა, კუდუსუნი! ექიმი! მიშველეთ!
- ხმას ნუ იღებ, შენი ბრალი იყო! - დაუბრიალა თვალები ტასომ. - რომ დაეტაკე, ვის დაეტაკე, იცი, მაინც?
- რა გააკეთა? რა გააკეთე, ბიჭო? - თვალები გაუფართოვდა დათუნას. - ვის დაეტაკე, შე დეგენერატო, არ შემარყიო! ტასო, პირდაპირ მითხარი, ვის გადაგვკიდა! ვინმე ისეთია? შეგვარცხვინა, ხო?
- არ იყო ჩემი ბრალი, არა! რატომ არ გჯერათ?
- ძალიან კარგად დავინახე ფანჯრიდან, თმაზე რომ ექაჩებოდი! რა გგონია, მოგითმენდა? - კოპები შეკრა ტასომ.
- რაო? - წამოიყვირა დათუნამ.
- ვის ექაჩებოდი თმაზე, ბიჭო? - გაეცინა აჩის.
- გააფრინე, დიტო? ვიღაცას თმაზე დაქაჩე? - გაოგნდა ნოდოც.
- თან როგორ, „ჩოლკებს“ უყენებდა! - ჩაუშვა ტასომ.
- რას აკეთებდა? - ჩუმ ფხუკუნს ამოაყოლა აჩიმ.
- ბატონო? - წარბები აწკიპა ნოდომ.
- ხო, „ჩოლკები“ დაუყენა იმ საწყალს! ვინ მოგცა უფლება? - გაცხარდა ტასო კიდევ უფრო. - ღირსი იყავი შემეტოვებინე!
- რას ქვია ვინ მომცა უფლება! ბანძად ჰქონდა და შევუსწორე, რა იყო აქ გასაბრაზებელი?! - წამოიყვირა შეურაცხყოფილმა დიტომ და დაამატა ბოლოს. - „ჩოლკები“ კი არა, წინამო, ტასიკ!
- გააფრინე? - წარუმატებელი სიმშვიდით ამოიქშინა ნოდომ.
- ბიჭო, გვერდულად ჰქონდა აკორტნილი, როგორ გამეტარებინა!
- ხომ მიიჟეჟე მერე კარგად, - ხელი შემოჰკრა აჩიმ და არ დააყოვნა დიტოს განწირულმა ზმუილმაც.
- მეტკი... ნა, ცხოვე..ლო! ტოტო კუტუნიოს გავდა ისე... წინამო ჰქონდა ჰაერში.
- ხმას ნუ იღებ! - დაუქაჩა თვალები დათუნამ.
- გტკიოდეს! ეტკინა იმასაც! - ნიშნისმოგებით გადმოხედა ტასომ.
- ძაან გცემა? - შეეცოდა მაინც ნოდოს.
- შემოარტყა ერთი-ორი, დამსახურებულად! - აუხსნა ტასომ.
- აუჰ! ვინაა ამიხსენით! რომ დაგვიბაროს, მერე რას ვშვრებით, ვიცით? რით გიშველო მერე, დიტო ჩხაიძე, რა ვუთხრა, რა პასუხი გავცე იმ ხალხს, ჩოლკებს უყენებდა ჩემი დეგენერატი ძმაკაცი და გასალახი არაა-თქო?
- ტასო, ვინაა, რა გვარია, რა ხალხია საერთოდ, - საქმიანი იმიჯი მიიღო დათუნამ.
- რა ხალხი.... - დაიკვნესა დიტომ. - მარჯვენა მენჯი აღარ მაქ, ექიმს დაუძახეთ, ღმერთო, რა მინდოდა... ამას ასე არ დავტოვებ, მე არ ვიყო დიტო ჩხაიძე „აბაროტი“ თუ არ ავიღო!
- შენ სულ გააფრინე? კაცს თმაზე ეფერებოდი და კიდე აქეთ ხარ დიდ გულზე? - დაუცაცხანა დათუნამ.
- რა კაცს... ლადო ექიმო, დაგვერხმარეთ რა, დაჟეჟილია... - მალევე შეამჩნია ტასომ ნაცნობი ექიმი.
- რა დაემართა? - სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა შუა ხნის კაცი პაციენტს და ძვლები შეუთვალიერა. - მოტეხილობა არ არის.
- რა ძვალი მიძლებს! - გადააქნია თავი დიტომ.
- მე დაგაცლი სათითაოდ, მაცადე! - გამაფრთხილებლად დაუქნია საჩვენებელი თითი ნოდომ.
- სად მიიღო დარტყმა? - ინტერესით გადმოხედა ექიმმა ტასოს, რადგან ყველაზე კომპეტენტური ჩანდა მოცემულ საკითხში.
- უპასუხე, სად დაგარტყა, - გაჰკრა მხარი ტასომ.
- კუდუსუნი მტკივა, ლადო ექიმო, - დაიკნავლა საცოდავად დიტომ. - ხერხემალი მეწვის, მეშველება რამე?!
- გადავუღოთ აუცილებლად, - საქმიანად გადმოხედა ლადომ ტასოს.
- გადამიღეთ რა, არაფერი გამოგეპაროთ!
- გეკადრებათ? როგორი სახის დარტყმა მიიღეთ?
- ჩლიქი მოხვდა, - აუხსნა ტასომ.
- ჩლიქი? - გაკვირვებით გადახედა ნოდომ დათუნას. - ეგრე ეძახიან?
- ბიჭო, ხო, გამიგია... ამათ სხვა ლექსიკონი აქვთ, - უჩურჩულა მანაც.
- ძლიერად? - განაგრძო კითხვების დასმა ექიმმა.
- უჰ, ძალიან!
- კარგი, მანანა, გადავუღოთ რა, მოამზადე აპარატი. წავიდეთ.
- ბეწვზე გადარჩა! - გააყოლა თვალი ტასომ მიმავალს.
- მოსული ტიპია? - ამოუდგა გვერდით დათუნა.
- ორასამდე კილო იქნება... მეტიც, - ჩაფიქრდა ტასო.
- აუჰ, დავღუპულვართ და ეგაა! - სიმწრით გადააქნია თავი ნოდომ, ბოლთას რომ სცემდა უიმედოდ დერეფანში.
- კაი, არა უშავს, მაინც დაკვლას უპირებდა ბაბუაჩემი, - დაამშვიდა აღელვებული ბიჭები ტასომ.
- ვის, კაცო? - გაუფართოვდა თვალები დათუნას.
- მოიცა, დააშავა რამე? - ვერ გამოერკვა ნოდო.
- ბიჭო, ბრუტალური ხალხი რო იყვნენ ვიცოდი, მაგრამ ასეთი? კაცის დაკვლა? - უჩურჩულა დაბნეულმა დათუნამ ნოდოს.
- ხო, აღარ იწველებოდა, - აიჩეჩა მხრები ტასომ.
- ბატონო? - გაკვირვებით აზიდა წარბები ნოდომ.
- მოიცა, ტასო... რაზე ამბობ? - ჩაეკითხა დათუნა.
- საუდზე.
- ვინ საუდზე?
- ჩვენი ძროხა, საუდი ჰქვია, - მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა ტასომ.
- ჰა?
- მოიცა, ძროხას უვარცხნიდა ჩოლკებს? - აფხუკუნდა აჩი.
- ჰო, ანა ვინტურს უნდა დაგამსგავსოო, ეუბნებოდა, - გაეცინა ტასოსაც. - ფანჯრიდან დავინახე თმაზე რომ ექაჩებოდა!
- რომ ვამბობ, არ არის ეს ადამიანი ჯანსაღი-მეთქი, დაიჯერეთ!
- ფუი! - შეიკურთხა ნოდომ.
- ისა... საუდი რატომ ჰქვია? - დაინტერესდა აჩი.
- სევდას ნიშნავს. სევდიანი ძროხაა... მე დავარქვი, ხო მაგარია?! - აღფრთოვანებული მზერით გადმოხედა ტასომ ბიჭებს.
- ანუ იაზრებ სევდიან ძროხას რა უქნა, იმან ჩლიქი რომ ამოარტყა? - გაოგნებულმა გადააქნია თავი დათუნამ.


*

შუა დღით დაბრუნდნენ სახლში.
მთელი გზა თავი ხელებში ჩაერგო ვაჩეს.
უხმოდ უთანაგრძნობდნენ კაცს, რომელსაც თავზე ჩამოენგრა სამყარო, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებოდა, რეალობა ბევრად უკეთესი იყო - გასააზრებლად ამდენადვე რთული.
ეზოსთან გაჩერდა თუ არა მანქანა, ქარიშხლის სისწრაფით გამოვარდა ეზოში ნერვიულად მოსიარულე ქეთუთა და გამოგლიჯა კარი.

- ყველა ცოცხალია? - დამკვირვებლური მზერა მოატარა მანქანას და უკან მჯდომ დგვარელს რომ წააწყდა, შვებით ამოისუნთქა, თუმცა ოსტატურად დაფარა შინაგანი ღელვა. - უიმე, შენც?
- როგორ გაუხარდა! - ყალბი აღტაცებით წამოიძახა ონისემ, მაინც რომ მიუხვდა აღელვებას და ფრთხილი მოძრაობით გადმოვიდა მანქანიდან. - არ ჩამეხუტები?
- რატომ? - დოინჯშემოყრილი ჩამოუდგა წინ და პომპეზურად გადაიყარა სწორი, ჩალისფერი თმა უკან.
- გადარჩენა არ უნდა მომილოცო? - მიუხვდა ისიც და გაუღიმა ისე, როგორც უღიმიან ხოლმე იმ ერთადერთს.
- ვინ გექაჩებოდა, რომ მირბოდი? დატეულიყავი სახლში თუ არ გქონდა რაინდობის თავი! - ჩაიქირქილა გათამამებულმა და აიბზუა ცხვირი.
- ნახე, როგორ იფასებს თავს, არადა პირველი ჭაღარა მაშინ გაუჩნდა, შენ რომ დაგჭრეს, - სიცილით გადმოყო თავი უკანა ფანჯრიდან დიტომ.
- დიტო, ჩადუმდი, თორემ შეგსვამ ცხენზე და ზედ დაგიმატებ მთელს საჩლიქოსნეთს! - დაუბრიალა თვალები ქეთუთამ.
- ბოროტი! - სწრაფადვე შეყო თავი უკან და გადმოყო რამდენიმე წამის შემდეგ ისევ. - ვინმე გადმომიყვანს ახლა აქედან? დიდხანს გელოდოთ? სად არის ნოდარი?! ნოდარ დოლიძე, ამიტაცებ ხელში დღეს თუ ვაღამებ აქ?
- რატო სალაპარაკო ღრუს არ დაუზიანებს ვინმე! - ჩხუბ-ჩხუბით გამოგლიჯა მანქანის კარი ნოდომ. - ჩადუმდი, ნუ მესმის შენი ხმა ოცდაოთხი საათი, შემერყა აურა!
- ვერ ეღირსებით, მკვდარიც ვილაპარაკებ!
- ჰო, არ დაგვასვენო!
- ახლა მოიცა... მე შენზე ერთი თვით პატარა ვარ, ნოდო!
- მერე?
- რა მერე, კაკ მინიმუმ, ჩემზე ერთი თვით ადრე მოკვდები! - ძლივს-ძლივობით გადმოიტანა დაბეგვილი ტანი მანქანიდან და ჩამოეკიდა კისერზე.
- შე ავადმყოფო, ახლა ხელი თუ გაგიშვი, გაჩვენებ ვინ მოკვდება ერთი თვით ადრე! - დაუქაჩა თვალები და წაათრია სახლისკენ. - არა, დიტო, ამ ტემპით, დიდხანს ვერ გაქაჩავ!
- ხეს მიარტყი ხელი, სანამ მოგაგლიჯე! თვალი არ მეცეს, ისედაც ნაცემი ვარ!
- ნაცემი ხარ, კი.
- კაი, ნუ გამომფიტე! ენერგია აღარ მაქვს...
- გამოფიტული გაქვს ტვინი, დიტო ჩხაიძე!
- მთელი გზა ტვინი წაიღეს, - უიმედოდ გააყოლა თვალი ონისემ დიტოს და ნოდოს. - ამათ როგორ უძლებთ?
- შენ როგორ გიძლებენ, ეგ იკითხე ჯერ!
- ბოროტი გოგო ხარ, ქეთუთა! - ჩაეხუტა მაინც გაძალიანებულს. - მომენატრე. შენც, ხო?
- თავში დაგჭრეს? - ეჭვით შეუთვალიერა თმა.
- სიხარულსაც აგრესიით გამოხატავ, შენ?
- რა შემატყვე სიხარულის? - დაუქაჩა თვალები გაღიზიანებულმა.
- გული გაქვს აჩქარებული, - უჩურჩულა ყურთან ახლოს და ჩაასრიალა ხელი მაჯასთან. - პულსიც გაგექცა ასტრალში, მაგრამ ვერ გიშველის... მე უფრო გაბრაზებული ვარ.
- უკაცრავად? - აღშფოთდა ქეთუთა.
- არცერთხელ რომ არ მნახე, გაპატიებ გგონია?
- იმსახურებდი?
- არა?! - ამოხედა ქვემოდან და შეათვალიერა კიდევ უფრო.
- არა!
- ზუსტად იცი?
- ძალიან ზუსტად!
- კარგი... - მოშორდა ნელი ნაბიჯებით და ცბიერი ტონით დაამატა. - ვიმახსოვრებ. ბევრი მაქვს დამახსოვრებული, არ გეშინია?
- არაფრის, არასდროს!
- კარი ღია დატოვე.
- იოცნებე! - ჩაიფრუტუნა დამცინავად.
- ხომ იცი, რომ მაინც შემოვალ? - გადმოხედა გვერდულად.
- არ გაბედო!
- ნაკერები გამეხსნება და შენი ბრალი იქნება, ქეთუთა.
- დაეტიე შენს ოთახში, არ გელაპარაკები, ვერ ხედავ?! - მიყვებოდა ფეხდაფეხ სახლისკენ მშვიდი ნაბიჯებით მიმავალს.
- ანუ არ მელაპარაკები.
- დიახაც, არა!
- და რატომ? მიზეზიც რომ მითხრა? - აზიდა წარბები ინტერესით.
- ვერა.
- რატომ? - გაეცინა მის გაჯიუტებულ ტონზე.
- გაბრაზებული ვარ და არ მინდა შენთან საუბარი, შესაბამისად მიზეზსაც არ გეტყვი იმიტომ, რომ არ მინდა შენთან კომუნიკაციის დამყარება, გასაგებად ავხსენი? - გადაიჯვარედინა გულზე ხელები და მკაცრი მზერა შეავლო მოღიმარს. - და ნუ იღიმი, როცა გაბრაზებული ვარ!
- როგორ შემოგირიგო?
- მე მეკითხები?
- მე ვიცი, როგორც, შენგან მაინტერესებს უბრალოდ.
- არ გეტყვი. შენ ისიც არ იცი, მე რატომ ვარ გაბრაზებული.
- შენ გგონია, რომ არ ვიცი, თორემ იდეალურად ვიცი, ქეთუთა, - ჩაუკრა თვალი და ფრთხილი ნაბიჯებით აიარა რამდენიმე კიბე.
- რატომ, აბა?
- გითხრა?
- რა უნდა მითხრა, რაც არ იცი, ის? - ჩაიფხუკუნა თავისივე ნათქვამზე.
- გეტყვი და შეგრცხვება.
- თქვი, მიდი, გელოდები.
- კაი... ვიტ...
- აი, ხომ ხედავ, ვერ ამბობ, - საზეიმოდ შემოჰკრა ხელები ერთმანეთს.
- დამაცდი?
- მიდი, გიყურებ.
- ჯერ ის მითხარი, ზოდიაქოთი რა ხარ.
- რა?
- მიდი, მიდი.
- რაში გაინტერესებს?
- მე არ მაინტერესებს, რაღაც უნდა გადავამოწმო.
- გააფრინე? მართლა თავში მოგხვდა?
- მითხარი, სანამ დავგუგლე, - ამოაძვრინა ჯიბიდან ტელეფონი.
- ტყუპები, მერე?
- აჰა... - გაეღიმა კმაყოფილს.
- რად გინდა?
- გუშინ ნენე იყო ჩემთან.
- მერე?
- ჩემი ბიძაშვილი ნენე, ხომ იცი? იცი.
- ხო, მერე? - სიმწრით ინარჩუნებდა სიმშვიდეს.
- შენზე ვუთხარი, - აგრძელებდა ისიც მის წამებას.
- რა უთხარი?! - აერია სახე ქეთუთას.
- ნუ, რაღაც ვუთხარი და მერე ვკითხე.
- რა?!
- როგორი გოგოა-მეთქი, მაინტერესებდა მისი აზრი.
- რატომ?!
- ეგრევე ხვდება ხოლმე, არის თუ არა ოჯახში შემოსაშვები, - ხმით გაეცინა ონისეს.
- ბატონო? - შეურაცხყოფილმა მიიდო გულზე ხელი. - როგორ?!
- ხო, შენი რძალი უნდა გახდეს და შემიფასე-მეთქი!
- უკაცრავად?
- რა იყო, წინააღმდეგი ხარ? - დააჩერდა ზემოდან.
- აბა, არ ვარ?! რა რძალი? ვერ ხარ?
- ჩემი შეყვარებულია-მეთქი, ვუთხარი.
- რა? - წამოიკივლა გაოგნებულმა.
- ხო. ლიზასაც ვუთხარი. დედაჩემმა დამირეკა დღეს, მასაც მოეწონე.
- ჰა? - ჩაუვარდა ენა აქამდე თამამად გაქაფულს.
- შორისდებულებით რატო მელაპარაკები, ქეთუთა, რა გჭირს? - ყალბი გაოცებით მიუახლოვდა ადგილზე გახევებულს.
- მომეცი იარაღი! უნდა დაგჭრა! - გამოსცრა გაღიზიანებულმა.
- შენგან არ გამიკვირდება, მაგრამ იცი რა არის, ქეთუთა? აზრი არ აქვს. ყველამ იცის უკვე, - მოფლირტავე ღიმილით ჩამოუდგა გვერდით და გადახვია ხელი.
- ხელი! - თვალებდაქაჩულმა მოიშორა ხელი და გაიქცა გულამოვარდნილი.
სიცილით მიჰყვა ფეხდაფეხ ისიც.

გული დაუმშვიდდა სოფას, ორივეს რომ მოჰკრა თვალი.
გული აუჩქარდა ისევ, გიორგის მზერა რომ შეეჩეხა მისას.

*

არასდროს ეგონა ვაჩეს, ძმის დამარხვაზე უფრო თუ ეტკინებოდა რამე, მაგრამ უსამართლო ტყვია ყოფილა უფრო მძიმე, თურმე. უნდობლობა ყოფილა უფრო მწარე.
გულშეღონებული იჯდა ეზოში მარტო.
დილით, გამთენიისას აპირებდა თბილისში დაბრუნებას.
ბევრი პრობლემა ელოდა იქაც.
მშობლების თვალები ელოდა ვაჩეს.
როგორ უნდა აეხსნა მათთვის ის, რაც ჯერ თვითონაც ვერ გაეაზრებინა?
როგორ ჩაეხედა იმედგაცრუებულ თვალებში? როგორ მოეკლა მშობლები ცოცხლად?
როგორ აეხსნა, რატომ მოუკლეს შვილი... მართალი შვილი.
რაზე ეფიქრა, რაზე ედარდა, ვეღარ გაეგო სიბნელეში მჯდომს.

ფოთლების ჩხარუნს მოჰყვა ნაბიჯების ხმა და მალევე დაუჯდა გვერდით ტასო.

- კარგად ხარ? - ჰკითხა ფრთხილად ტასომ.
- ვარ, - ჩაილაპარაკა ისე, რომ არ აუწევია ჩაქინდრული თავი.
- მატყუებ?
- ჰო, - მკრთალად ჩაეღიმა ვაჩეს.
- ლამაზი ფერის თვალები გაქვს, - მცირეხნიანი დუმილის შემდეგ ტასოს ჩვეულებრივმა ტონმა გაუხსნა სახე ფარჯიანს. ხმით გაეცინა მოულოდნელ და დაუმსახურებელ კომპლიმენტზე და გადააქნია თავი ღიმილით. - რა გაცინებს? - განრისხდა ტასო.
- ნამდვილად შესაფერისი დრო შეარჩიე კომპლიმენტისთვის... - ეღიმებოდა ისევ.
- კომპლიმენტი არ იყო!
- აბა, რა იყო?! - გააჯავრა გაბუსხული.
- ფაქტი აღვნიშნე, ფაქტებს არ სჭირდებათ შესაფერისი დრო!
- ფაქტებს მადლობაც არ სჭირდება, არ დაელოდო, მაშინ! - ნიშნისმოგებით გადმოხედა და ჩაეღიმა ისევ.
- საერთოდაც, იმიტომ არ მითქვამს, რომ მადლობა გეთქვა.
- გული გამიხარე?
- გიხარებს რამე? - ეჭვით აზიდა წარბები ტასომ და დამცინავად შეათვალიერა კაცი.
- მიხარებს...
- არ მჯერა!
- რატომ? - ჩაეცინა კაცს.
- შენს ასაკში ნერვიულობა და სიხარული რომ არ შეიძლება, არ იცი?
- ოხ, ანასტასია! - გაეცინა ვაჩეს. პირველად გულწრფელად, ამდენი ხნის შემდეგ. შეათვალიერა სიბნელეში კიდევ ერთხელ. თმა უნათებდა მხოლოდ ცეცხლისფრად უკუნით ბნელში.
- მიდიხარ? - ჩასწყდა გული ოდნავ ტასოს. შეეჩვია მის წვალებას, მოიწყენდა მის გარეშეც.
- მივიდვარ.
- მეც მივდივარ თბილისში, - გადაიყარა თმა ზურგსუკან.
- ხომ არ გაგიყოლო? - ამოხედა მოჭუტული თვალებით. - მაქვს თავისუფალი ადგილი, მაგრამ რამდენად მიღირს, ეგ არ ვიცი...
- რა მჭირს შენი გასაყოლი? - შემართა წარბები საჩხუბრად.
- რამდენი წლის ხარ?
- დავუშვათ ოცდასამის, მერე?
- ახლა ასაკი მოიმატე, ხო? - ცალყბად ჩაეღიმა კაცს.
- არა! - ამოიყვირა გამოჭერილმა.
- მითხარი, მითხარი, რამდენის ხარ? - იცინოდა ვაჩე. გადაავიწყა მასთან საუბარმა ყველა პრობლემა.
ნანატრ სიმშვიდეს ემსგავსებოდა ეს გოგო მისთვის.
- ახლა ვხდები ოცდასამის, სამი თვე არც იქეთ, არც აქეთ!
- მატყუარა ხარ მაინც! - უჩქმიტა ლოყაზე მსუბუქად და ჩამოატარა ხელი რბილ კანზე. - უი, გაგიწითლდა, თუ გაწითლდი?
- სენსიტიური კანი მაქვს და ნუ მეხები! - დაუბღვირა, თუმცა ესიამოვნა გრილი თითების შეხება მხურვალე კანზე. - გავიგე, რაც მოხდა.
- გამიკვირდებოდა, რომ არ გაგეგო, - ჩაეცინა ფარჯიანს.
- ნუ დამცინი, მაკომპლექსებს!
- არ დაგცინი.
- იცინოდი!
- კარგი, - შემრიგებლური გაუხდა ტონი.
- უკეთ არ ხარ? - ჰკითხა და დამკვირვებლური მზერა მოავლო მის სახეს. - არ ხარ.
- რატომ უნდა ვიყო უკეთ? - გულწრფელად გაუკვირდა ვაჩეს,
- როგორ თუ რატომ? როგორი ძმა გყოლია... ეგ რომ არ გაგეგო, ეგ რომ არ გცოდნოდა... გიფიქრია?
- არა, ტასო, არ მიფიქრია.
- შეცდომაა, თუ არ გიფიქრია. ძალიან საამაყოა, იცი? - აღტაცება გაერია სევდიან ხმას.
- ვერ მეამაყება. არ მეამაყება, რომ ჩემი პატარა ძმა, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, ცივ მიწაში ლპება, - ჩაუქრა ის თვალები, წუთის წინ, ღიმილსაც რომ ირეკლავდნენ თამამად.
- დანაშაული რომ არ აქვს, არც ეგ გეამაყება, ვაჩე?!
- არ მინდა ამ თემაზე, ტასო, - გადაჭრით ჩაილაპარაკა და უკუნით ბნელს მიმართა მზერა.
- ბავშვი ვიყავი მაშინ, - დაბალი ხმით წამოიწყო ტასომ. - მაგრამ არც იმდენად, რომ არ მახსოვდეს რა მოხდა იმ დღეს. კორპუსში ვცხოვრობდით. დიდი ეზო გვქონდა. მეზობლად ცხოვრობდა ერთი ქალი, შვილი ჰყავდა ძალიან კარგი. საზღვარგარეთ იყო ის ბიჭი. ცუდად გამხდარა. იმედი გვქონდა ყველას, მაგრამ მძიმედ იყო, ვიცოდით ესეც. ზაფხული იყო, აგვისტო. ეზოში ვიყავი მაშინ, სამზარეულოს ფანჯარასთან მდგომი დედაჩემის აცრემლიანებული თვალები რომ დავინახე. დაურეკეს, გარდაიცვალაო ის ბიჭი. იმ ადგილას შეიკრიბა ყველა მეზობელი, საიდანაც მე დავინახე ცრემლიანი თვალები. ბჭობდნენ ვის უნდა ეთქვა სიმართლე ამ ქალისთვის. სახლებში ავიდნენ, ეზოში რომ არ შეხვედროდნენ ეკლესიიდან მომავალ ქალს. ჩემი სამზარეულოს ფანჯრიდან, მთელს ეზოს რომ გადმოჰყურებდა, გადმოვიხედე და დავინახე ქალი - დედა, ჭრელი კაბა ეცვა, ხალისიანი თავსაფარი ეხურა. როგორი დასანახი იყო... სახლისკენ მიდიოდა. არ იცოდა მაშინ, სახლში შესვლის შემდეგ, აღარასდროს რომ აღარ ჩაიცვამდა ჭრელს. იქნებ, რომ სცოდნოდა, აღარც შესულიყო იმ სახლში... იმ დღეს ბოლოჯერ ვნახე ის ქალი ჭრელ სამოსში. არცერთი დღე არ ყოფილა იმ დღის შემდეგ ისეთი, შავებში ჩაფლული რომ არ ყოფილიყო ის სიჭრელეს შეჩვეული ქალი... სახლში ახალი შესული იქნებოდა, ამბის სათქმელად რომ წავიდნენ. ჩემი სახლიდან ხუთი სადარბაზოს გამოტოვებით ცხოვრობდა, სულ ბოლოს და მაინც, ჩემი სახლის ყველა ოთახს ესმოდა მისი განწირული კივილი. შეიძრა ყველა კედელი... მე მას შემდეგ მეშინია სიკვდილის, ნაადრევის განსაკუთრებით. მეშინია იმ ქალის ტკივილის გამოცდის, იმ ქალის შვილების ტკივილს, ძმის ამბავი რომ გაიგეს. მინახავს, იმდენად ცხადად მინახავს, გამოცდას ჰგავდა ესეც, მაგრამ ლამაზი დასანახი რა იყო, იცი? ხო, აი, ამდენ უბედურ კადრში, ერთადერთი სილამაზე იმ ქალის თვალები იყო, სახლში მოსვენებულ შვილს რომ უყურებდა. ისეთი ამაყი იყო. ისეთი ბედნიერი. მკვდარი ჰყავდა სახლში, მაგრამ ბედნიერი იყო მისით. იცი, რატომ? იცოდა, რამდენი წელიც იცოცხლა, იმდენჯერ მართალი იყო თავისი გაზრდილი. წარმოიდგინე, როგორია... მუცლით ატარა, გააჩინა, გაზარდა, სკოლაში პირველად წაიყვანა, დამოუკიდებლობას აზიარა და აღარ ჰყავდა... სწორად იცხოვრა იმ ბიჭმა, ცუდად მოექცნენ ძალიან. მოკლეს. ისეთმა ხალხმა უღალატა, თავის სიცოცხლეს რომ არ დაიშურებდა ეს მათთვის. ასეც ხდება ხოლმე... შემთხვევითობასაც ეწირებიან კარგი ადამიანები, მაგრამ კვალს ტოვებენ ყოველთვის, მაგრამ იცი, რა არის უცნაური ამ ამბავში? მე ვიცნობდი პირადად. ხშირად მინახავს ჩემთან სახლში. როცა ცოცხალი იყო, არასდროს მიფიქრია, რომ რაიმე კვალს დატოვებდა ეს კაცი ოდესმე ჩემში. კარგი კაცი იყო, მაგრამ როცა მოკლეს, როცა ის ყველაფერი ვნახე... დარჩა, გესმის? ჩემში, ერთ უბრალო ადამიანში, ბავშვში დარჩა იმდენად, რომ დღემდე, ამდენი წლის შემდეგ, ისევ ჩემშია. წარმოიდგინე, მის დისშვილებში როგორ დარჩება... მის შვილში. რასაც ვერ შეცვლი, იმას ყოველთვის უნდა უპოვო გაგრძელება, ვაჩე. ისეთი გაგრძელება უნდა იპოვო, შვებაც რომ მოგგვაროს, ხომ გესმის.
- ანასტასია... - მძიმედ ამოილაპარაკა ერთადერთი სიტყვა.
- არ დაემალო იმ მზეს, ჰორიზონტიდან რომ გიმზერს... იფიქრე, ამაზე, - ხმით ჩაეცინა ტასოს, ბოლოჯერ გაუღიმა ისე, არასდროს რომ წაიშლებოდა მისი მეხსიერებიდან და წამოდგა ფეხზე. - ნახვამდის, ვაჩე.
- ტასო, - შეაჩერა მიმავალი.
- რა არის, ვაჩე?
- ნახვამდის, ტასო, - გაუღიმა მანაც ბოლოჯერ.
ბევრი უთხრა იმ თვალებმა იმ საღამოს, უკუნითშიც რომ ანათებდნენ მადლიერებითა და სიყვარულით სავსე.

გაუშვა.


*

- შენ მოდი აქ, - ხელით გააჩერა ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალი. - სად მიიპარები? - მასსა და კედელს შორის მოიქცია აღელვებული სოფას სხეული გიორგიმ.
- მე? - გაიკვირვა ისე, თითქოს გაპარვა არც ჰქონია მიზნად.
- არ მიიპარებოდი ახლა? - დამცინავად აზიდა წარბები გიორგიმ.
- საიდან მოიტანე?
- თავს მარიდებ... რატომ, სოფა? რისი გეშინია? - რბილად წარმოთქვა მისი სახელი და ჩაეჭიდა ძლიერად, რომ არ გაჰქცეოდა.
- რა სისულელეა. რისი უნდა მეშინოდეს, გიორგი? - სუნთქვა შეეკრა ზედმეტი სიახლოვისგან სოფას. - გაიწიე.
- რას გაურბიხარ, არ მეტყვი?
- გიორგი... - დაიწუწუნა და ჩაეჭიდა მის ხელს. - გამატარე, მეჩქარება.
- მე დავბრუნდი, - აგრძელებდა ისე, თითქოს არც ესმოდა სოფას წუწუნი.
- მერე?
- არაფერი გაქვს სათქმელი?
- არა? - დააბნია კიდევ უფრო მისმა დაჟინებულმა მზერამ.
- სად გაქრა შენი თავდაჯერებულობა, სოფია? - მოიმწყვდია კუთხესთან.
- გამატარე-მეთქი, თორემ ყველას გავაგებინებ!
- რატომ?
- გამატარე, გიორგი, - აუთრთოლდა ხმა სოფას.
- არა. ვერა, - გადააქნია თავი და კმაყოფილს ჩაეღიმა, ის რეაქცია რომ დაუჭირა, იმ დღის შემდეგ რომ უმალავდა ოსტატურად. - არ მიმჩნევ, სოფა?
- რა გინდა, გიორგი?
- აღსარება, - ხელით დაეყრდნო კარის ჩარჩოს.
- თავი მტკივა, უნდა დავიძინო!
- დაგაძინო?
- გეყოფა უკვე, - შეკრა წარბები გაღიზიანებულმა.
- კაი, წამოდი, დაგალევინებ წამალს, - ისე, რომ ხელი არ გაუშვია, სამზარეულოსკენ წაიყვანა ნელი ნაბიჯებით.
- მიშველის?
- გაკოცებ და მოგირჩება! - ხმით ჩაეცინა ქალის დაქაჩულ თვალებზე. - კაი, კაი, ვიხუმრე!
- საშინლად, იცი?!
- მოსწონთ ხოლმე... მოსწონდათ, - შეასწორა სხვანაირი ღიმილით. ისეთით, აქამდე რომ არ ენახა არასდროს.
- აღარ იხუმრო! - დაძაბულობის განეიტრალება სცადა და ჩამოეყრდნო სამზარეულოს მაგიდას. - აბა, წამალი? რა არის ეს, რა წამალია? რას მასმევ? რეცეპტი სად არის? რომელი ქვეყნის წარმოებაა?
- სოფა, - ჩაახველა გამაფრთხილებლად. - დალიე.
- კაი, ამ ერთხელ... არ მაქვს წინააღმდეგობის თავი, - ჩაიქნია ხელი.
- ახლა მითხარი, რას გაურბიხარ. აღიარე, მიდი, სოფა, გელოდები, - ჩუმი, ეშმაკური ღიმილით აგრძნობინა, რომ იცოდა უთქმელად, მაგრამ უნდოდა მოესმინა მისგან.
- არაფერს გავურბივარ!
- იქნებ იმ პასუხის, რაც უნდა დაგეხვედრებინა ჩემთვის? - ცბიერი ღიმილით უახლოვდებოდა მხრებში გაშლილი.
- არა! - დამფრთხალმა, ყალბი სიმკაცრით ამოილაპარაკა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ოთახისკენ. ჩაეცინა გიორგის.
- გაიქეცი... გაიქეცი, მაგრამ ნუ დაემალები, ხო? - დააწია სიტყვები ოთახისკენ მიმავალს, ჯერ რომ არ იცოდა, სულ ტყუილად რომ გარბოდა იმ კაცის ოთახიდან, პირველივე დღიდან რომ მიისაკუთრა.


*

- თქვენ ეს ყველაფერი იცოდით და არაფერს ამბობდით? - სახეალეწილმა გადახედა დიტოს და ნოდოს სოფამ. - ახლა შემთხვევით რომ არ გამეგო, რა მოხდა ნენეს და საშკას შორის, თქვენ არაფერს მეტყოდით, ხო? - იმედგაცრუებით ჩაეცინა სოფას.
ხმას არ იღებდა არცერთი.
დამნაშავედ ჩახარა თავი ნოდომ, ვერ უსწორებდა თვალს სოფას.
ქალს, რომლის გამოც გააკეთებდა ყველაფერს, ოღონდ ყოფილიყო ბედნიერი.
- ქორწილამდე ვაპირებდი თქმას და იცოდნენ კიდეც. ჩემი სათქმელი იყო ეგ ამბავი, სოფა, ამიტომ ნუ გაუბრაზდები, - მათ ნაცვლად ამოიღო ხმა ონისემ. - გასაბრაზებელი მაშინ იქნებოდა, შენი ქორწილი რომ დაეშვათ შენს მეგობრებს იმ სიმართლის შემდეგ, რომლის დამალვაც მე ვთხოვე. მიზეზი მქონდა, სოფა... დღემდე არ იცის ჩეჩემ და ნუ გავაგებინებთ, ხო? ცოტახნით მაინც, თუ სიმშვიდე გვინდა.
- დიტო... ნოდო, - სიმწრით გააქნია თავი სოფამ. - უნდა გეთქვათ. უნდა მცოდნოდა თქვენგან. თქვენგან უნდა მცოდნოდა მე, გესმით? თქვენ არაფერი იცოდით ჩემი და საშკას რეალური ურთიერთობის შესახებ... და მაინც არაფერი თქვით. ჩემი ბავშვობის მეგობრები ხართ!
- სოფა... - თავის მართლება სცადა დიტომ, თუმცა მიხვდა, ცხელ გულზე აზრი არ ჰქონდა და გაჩუმება არჩია.
- როცა ნებისმიერად არ აღიქვამ, არც გაქვს უფლება გაბრაზების, - სოფასკენ გადახარა თავი მის გვერდით მდჯომმა გიორგიმ და ისე უჩურჩულა, არავის რომ არ გაეგო მათ გარდა. გაახსენა მათი საუბარი, როცა უარყო სოფამ, რომ არავინ ჰყავდა ისეთი, ვინც დაეხმარებოდა. ერთი წინადადებით დაანახა გიორგიმ, რომ შეცდომას უშვებდა. გააზრებაში დაეხმარა უფრო.
- ვბრაზობ, მაინც, - ჩაილაპარაკა დაბალი ხმით და წამოდგა ფეხზე.

- უტამ დარეკა, - ოთახში შემოვიდა ვაჩე და ფეხდაფეხ მოჰყვა ჩეჩე ლიზასთან ერთად. - კესო ჭკუასელი იმ დღის შემდეგ არ ჩანს, რაც ჩემმა ძმამ გადაარჩინა. არავინ იცის, სად არის.
- როგორ? - დაიძაბა ონისე.
- აი, ასე. არ ჩანს. არავინ იცის, სად გაქრა.
- რას ვაპირებთ? - წამოდგა ფეხზე გიორგიც. - არის კიდე რამე?
- ერთი საინტერესო დეტალი გაარკვია უტამ, - ღრმად ამოისუნთქა ვაჩემ. - იმ დღეს, ჩემს ძმასთან ერთად, კლუბში მალხაზ მაცაბერიძის უფროსი შვილი, ცოტნე ყოფილა.
- მოიცა, მოიცა, - ჩაერია ჩეჩე. - ცოტნე მაცაბერიძე?
- იცნობ?
- ეგ დეტალი არ არის, ვაჩე. ეგ ამბავია უკვე, - გაეცინა ჩეჩეს. დაბნეულმა გადმოხედეს მოღიმარს.
- ანუ? - დაიძაბა ვაჩეც.
- ანუ, იმ სახელით არ სარგებლობს ეგ შენი ცოტნე, მით უმეტეს, მალხაზ მაცაბერიძის შვილი, უმნიშვნელო დეტალი რომ იყოს მისი იქ ყოფნა, გესმის, ახლა?
- გასაგებია, - ავად ჩაეღიმა ვაჩეს.
- ცოტნე მაცაბერიძე სამჯერ იყო ეჭვმიტანილი სხვადასხვა ქალის შევიწროვების საკითხთან დაკავშირებით, - განუმარტა სხვებსაც და მძიმედ ჩაეშვა დივანზე, ლიზას გვერდით.
- მერე?
- რა მერე, მალხაზის შვილია. მალხაზი იცი ვინ არის? მთავრობის კაცი, - დამცინავად ჩაეცინა ჩეჩეს და გადახედა დაბნეული სახით მსხდომ ბიჭებს. - ჰა, ამოიხსნა ამოცანა თქვენკენ, თუ ვწვალობთ კიდე?
- გვაცდი? - დაიზუზუნა დათუნამ.
- ლიზა, ესენი რაღაც საეჭვოდ, ხო? არა, ამჩნევ? - შეუმჩნევლად უჩურჩულა ლიზას და თვალებით ანიშნა ნოდოსკენ, თვალს რომ არ აშორებდა ნენეს.
- რას? - გაიშტერა თავი ლიზამ, აქამდეც რომ შეემჩნია მრავალჯერ.
- რანაირად უყურებს ჩემს დას! - დაეძაბა ხმა ჩეჩეს.
- რანაირად?
- აი, როგორც მე შენ და შენ - მე.
- ნუ მითამამდები შენ, რა გითხარი! - დამფრთხალმა გადმოხედა ძალიან ახლოს მჯდომს. - ჩაიწიე, ნუ მიახლოვდები.
- გაუშვი ახლა შენებურები? - ამოიოხრა შეღონებულმა.
- მგონი აფრენ და გეჩვენება უკვე რაღაცები, მათ შორის ჩემი მზერაც! - გამოსცრა აფორიაქებულმა.
- არაფერი არ მეჩვენება მე! იმას დავაცდი ცოტახანს, არ მცალია ჯერ... მივხედავ მერე, - თავის მსუბუქი მოძრაობით ანიშნა ნენესკენ.
- არაფერი უთხრა!
- ოჰ, გამოუჩნდა დამცველი!
- სირცხვილია!
- ეგრე რომ მეჩურჩულები, ჰგონიათ, რომ სიყვარულს მიხსნი, იცი?
- მომშორდი!
- შენ არ მშორდები, რა გავაკეთო... შენ შემომივარდი ოჯახში!
- ოხ! - წამოდგა ფეხზე გაღიზიანებული.
კიდევ გააგრძელებდა ჩეჩე და არ დაიღლებოდა არასდროს, რომ არა ტელეფონის ვიბრაცია.
უცხო ნომერი იყო.
წამოდგა ფეხზე.

- ჩეჩე, ხო? - გაისმა უცნობი ხმა.
- მერე?
- ფარჯიანს გადაეცი, იქ ნუ იქექება, სადაც მისი ადგილი არაა.
- შენ რომელი ხარ, ჯერ ის მითხარი და მერე გადავწყვეტ, ვის რა ვუთხრა, - ავად ჩაეცინა ჩეჩეს.
- მე ის ვარ, ვინც გაფრთხილებთ, - გამაფრთხილებელ ტონს თან მოჰყვა გათიშული ზარის წრიპინი.
გაწყდა ზარი.
სწრაფი ნაბიჯებით შემოვარდა ოთახში აჩი.
წაშლილი ჰქონდა სახე.

- ჭკუასელი მოუკლავთ, - თქვა თუ არა, დაბარებულივით გაისმა ავტომატის გულისწამღები ზუზუნის ხმა.

დაფარა იმ საღამოს უჩვეულოდ გამკრთალი სიჩუმის სხივი.


ნაწილი მეექვსე


„ამ სამოთხეში, მე ვარ სხვა ომებში
ვნების ტალღები მოგვდგომია კართან“


ავდრისფერი დასდებოდა ცას იმ სხივებშეპარულ დღეს, შუა ღამის ტყვიების წვიმის შემდეგ რომ დამდგარიყო.
ჰაერიც შიშით აეცახცახებინა ხანგრძლივად დატოვებულ ბუღს.
ამდენი ხნის შემდეგ, შედრკა პირველად უშბა.
ჰაერში უმისამართოდ გახსნილმა ცეცხლმა დაურღვია უშფოთველი მდუმარება მტრობადავიწყებულ მწვერვალს.
ტყვიების ზუზუნმა გამოაფხიზლაო თითქოს ღრმად მძინარე დარაჯი და განგაშის ნიშნად დააჭყეტინაო თვალები.
გაიღვიძა სოფელმაც.
ფეხზე დადგა ძილბურნაში მყოფი მაზერი, გადაჩვეული რომ იყო წარსულში მრავალჯერ გაგონილ ხმაურს.
ვერავინ დაინახა, ვერავინ მიხვდა საიდან გაჩნდა და როგორ აორთქლდა ის მინებდაბურული მანქანა, ჭკუასელი რეზი რომ მართავდა იმ საბედისწერო საღამოს, უდანაშაულო ადამიანის სისხლი სამუდამოდ რომ დააჩნია წვიმისგან მრავალჯერ გადარეცხილ ასფალტს.

*

- მაგათ რა ჰგონიათ, ეგრე გაგვაჩერებენ? - ავისმომასწავებელი ღიმილი გაუკრთა დაძაბულ სახეზე დათუნას, უკანასკნელი საათების განმავლობაში ბოლთას რომ სცემდა იმ მრგვალი მაგიდის ირგვლივ, სულ პირველად რომ მიიპატიჟეს მასპიძლებმა სტუმრები.
- ზუსტად ეგ ჰგონიათ, რომ გაგაჩერებენ. პირდაპირ მოვიდნენ და დაგარტყეს იქ, სადაც ქალებიც არიან, - უჩვეულო სიმშვიდით წამოდგა ფეხზე ჩეჩე და ისე გასწორდა მხრებში, თითქოს ყველაზე საშინელის ჩასადენად ემზადებაო.
- სწორია, - თავის მსუბუქი დაკვრით დაეთანხმა აქამდე ჩუმად მდგომი გიორგი. - ძალის დემონსტრირება იყო, აქ ვართო, გაგვფართხილეს. არაფერს მოვერიდებითო, იგულისხმეს.
- ჭკუასელიც ზუსტად იმავე დროს რომ მოკლეს, ხვდები, შენ, რა ხდება? - გაკვირვებით ჩაეცინა ნოდოს. - გაფრთხილებაც არის და გაფრთხილებაც. ასეთი მასშტაბი მაშინ არ დამიშვია, პირველად რომ გავიგე, ფარჯიანი დაადგაო დგვარელს მოსაკლავად.
- ვინ არის, კაცო, ეს მაცაბერიძე, დამალაპარაკეთ, გამოვიდეს კონტაქტზე, თუ ეგეთი მაგარი ტიპია! ეგრე შორიდან მეც მაქვს კასტეტი! - ჩაერია სავარძელში ჩასვენებული დიტო. - შევუსევ მთელს საჩლიქოსნეთს!
- ცხენზე ამხედრდი და ისე, ნაპოლეონ, - ჩაიფხუკუნა ქეთუთამ და ჩამოუჯდა სავარძლის სახელურზე. - შესევას აპირებ, ხო?
- მერე?
- ისე შეუსიე, შენ რომ არ დაგინახონ, - ცბიერი ღიმილით ჩამოხედა ზემოდან. - ჩლიქოსნებმა, დიტუ...
- გადი, გადი, მომშორდი, ნუ მიყურებ, ნუ მაღიზიანებ! ჰო, მართლა, რომ ჩამომიჯექი აქ, წადი და იმ ექიმბაშის კრემი გამიმზადე, შესაზელი მაქვს მეექვსე მალაზე!
- ორი საათის წინ დაგვცხრილეს და ეს მეექვსე მალის კრემზე ფიქრობს, - ფრატუნით წამოდგა ქეთუთა და დაამატა ბურტყუნით. - ან ეს მეექვსე მალა საიდან მოიტანა.
- მე თუ არ ვიფიქრე ჩემს მეექვსე მალაზე, დავრჩები კვაზიმოდო ეს შველივით და ტანკივით ბიჭი! - დააწია სიტყვები მიმავალს.
- ხარ, ისედაც, - დამცინავად ჩაუკრა თვალი ნოდომ.
- ესმერალდა იყოს და დაე, ვიყო! - ამოიოხრა გულდაწყვეტილმა. - ამ სოფელში ყველამ გულის სწორი, მიჯნური და სამიჯნურე ობიექტი იპოვა, მე - ცხენი და ძროხა. რას ვაკეთებ არასწორად... მომეცი, ღმერთო, ოდნავი ნიშანი, რა იქნება, ჰა?!
- ნიშანი სად მოგცა, იცი? - ჩამოუჯდა გვერდით ნოდო. - ცხენიდან რომ გადმოგაგდო და შენ მაინც ძროხის „ჩოლკების“ დასავარცხნად წახვედი, აი, მაშინ, დიტექს!
- რას შვრები ახლა შენ, მეექვსე მალაზე მაყრი მარილს? - გადახედა გაღიზიანებულმა.
- გტკივა?
- გულს სტკივა, მალას არ სიამოვნებს!
- არც ჩემს ხერხემალს სიამოვნებს შენი თრევა დილა-საღამოს და ვინმე რომ ჩამენაცვლოთ, არა? დათუნა, შენიც არის ეს, მე მგონი! - სიტყვას მოაყოლა თავისი სადარდებელი ნოდომ და ხვნეშით წამოდგა. - მეც უნდა შევიზილო ერთი ის კრემი!
- თქვენ ამ ჟანგიან მამრებთან ერთად აპირებთ რამეს? - ეჭვნარევი მზერით გადმოხედა ტასომ შეკრებილებს. - გაგიჭირდებათ, მგონი... რა? არა?
- მოიცა, მოიცა! ახლა მოიცა... ახლა მე მიმიშვით! ახლა მე მაცადეთ! ახლა მე მომიტანეთ ის ავტომატი! რა გაკადრეს, დიტო ჩხაიძე, შე ყველასგან უარყოფილო და სნეულო?! ვინ არის, გოგო, ჟანგიანი! - მკვდრისფერი დაედო შეურაცხყოფილ დიტოს. - მე მაკადრა? მე? ნოდო, კაი, ჩემზე ერთი თვით უფროსია, მაგრამ ტასო... მე?
- ქეთუთა, ოცდაათი წვეთი კორვალოლიც გამოაყოლე, დიტო კომაში ჩაგვივარდა, - გასძახა ხერხემლის კრემითა და ხელთათმანებით აღჭურვილ ქეთუთას. - აი, დიტო, მოვიდა შენი მაცაბერიძე, ახლა ძალიან აგეწვება!
- უხ, შენ რა ხარ! უხ, შენ ვინ ყოფილხარ, მაგრამ მაგას მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, ცხენიდან გადმოხტიო, რომ მასწავლე! - ქაქანებდა დიტო. - ქეთუთა, გთხოვ, ნაზად შემაზილე, ნუ გამაძრობ ტყავს, ისედაც ცალი ფეხი სამარეში მაქვს ამათი სოფლის მეურნეობის გადამკიდე!
- ეს კრემი ენაზეც რომ წავუსვათ? - მობეზრებით გადმოხედა სკამის მკლავებს ჩამოყრდნობილმა დათუნამ.
- მეორე ოთახში წამოიყვანე, ნოდო, აქ ვერ წავუსვამ, - მისცა დავალება არხეინად მოცინარს.
- უხ, კიდე მე?! ქეთუთა, შენც მღუპავ, გოგო? კაი, კაი, წამოდი, წამოეთრიე, ადექი!
- ნუ მიმარბენინებ, ბიჭო, ის კი არა ვარ... უდიერად ნუ მეპყრობი-მეთქი, რა გითხარი!
- როგორ, როგორ?
- უდიერად, უწიგნურო!
- შე საწყალო!
- საწყალი ვარ, აბა რა ვარ, თქვენ რომ გიძლებთ, სუყველას!
- ჰოდა დაეგდე აქ, მარტო და ხმა არ გავიგო შენი! - კმაყოფილმა დაახეთქა დივანზე.
- კარგი, დამტოვეთ პაციენტთან მარტო! - საქმიანად დაიკაპიწა მკლავები ქეთუთამ და მოხსნა კრემს თავსახური. - ნუ დამირღვევთ სიმშვიდეს, ეს ძალიან რთული ოპერაციაა, მეგობრებო, მობილიზება მჭირდება! ნოდო, მოდი აქ და დამიზილე საფეთქლები, ახლა დაიღვრება სისხლი, ახლა გაჟღერდება ყველა ცოდვა აქამდე ჩადენილი, ახლა გაიხსნება სამოთხის და ჯოჯოხეთის წყალგამყოფი ხიდი!
- შენც გადმოვარდი, გოგო, იმ ცხენიდან? - ეჭვით გადმოხედა ნოდომ.
- დამიზილე-მეთქი, საფეთქლები! - დაუმარცვლა გაღიზიანებულმა. - შენ კიდე, აიწიე ეგ მაისური! ახ, ნახე, რას აკეთებს... დიტო, ჩემო შერყეულო მეგობარო, რომ გამიშიშვლდი სურამელაშვილივით, ხერხემალი დამანახე-მეთქი, შებრუნდი!
- მტკივა, ვა! - დაიწუწუნა წართმეული ხმით.
- რა გტკივა, ჯერ არ დამიწყია! - დაუქაჩა თვალები.
- წინასწარ გეუბნები, ყვირილში რომ არ დაიფანტოს ბგერები!
- ბოდიში, ქეთუთა, მაგრამ მე ამის ნერვები არ მაქვს, ლიზა, მოდი, დაუზილე საფეთქლები, მორალურად არ ვარ მზად ამის შემაძრწუნებელი ყვირილის მოსასმენად!
- რატომ უნდა იყვიროს? - გაკვირვებით გაეცინა ლიზას. - კრემია, რა მოხდა? ნუ, ცოტათი დაგწიწკნის, მაგრამ ეგ არაფერი, ამხელა ტანკივით კაცი ხარ, თუ როგორ თქვი?
- ხო, რა, ოღონდ ის ტანკი, სათამაშო, - დამაჯერებლად ჩაახველა ნოდომ. - მე წავედი!
- რა ხდება? - ოთახში შემოვიდა ნენე. კართან მისული ნოდო ისეთი სახით მობრუნდა, თითქოს ორი წამის წინ გაქცევას არ აპირებდა.
- რა არი ნოდო, დაგრჩა რამე? - ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ლიზამ.
- დამრჩა! - დაუქაჩა თვალები მოფხუკუნეს.
- რა დაგრჩა, აბა?
- აჰ... მე... სიტყვა დამრჩა... ხო, სიტყვა! ახლა დიტო რომ იტყვის, უპასუხოდ დავტოვებ, გგონიათ? - თმაში ხელი შეიცურა ნოდომ და თვითკმაყოფილი ღიმილით გადმოხედა გვერდით მდგომ ნენეს, ყველაფერს იმაზე კარგად რომ მიმხვდარიყო, ვიდრე ოთახში შეკრებილები.
- წაქცეულს თავს ესხმი? - წარბები აზიდა ნენემ. პირველი სიტყვიერი დიალოგი იყო ექვსი წლის შემდეგ.
- ამტანი ბიჭია, ორ ჩლიქოსანს შეერკინა, - გადმოხედა გვერდულად და იმდენი ხნით, დიტოს სასოწარკვეთილი ზმუილი რომ არა, უხერხულ მზერას არცერთი იქ შეკრებილი რომ არ მოაშორებდა.
- ამ კრემს რომ ვისვამ, თავი ჯოჯოხეთის ქვაბში მგონია! აა, მიხურს! ნოდო, შენ რომ ჩაგასხამ ყურში ამ კრემს და დაგიდუღებ სმენის აპარატს, მერე მეტლიკინე! - დაუცაცხანა ეშმაკური ღიმილით. - მნახე, ხო წაქცეული არწივი? მაცადე, ავდგები! ჩემი დროც მოვა, ეგრე არ დავტოვებ ამ ამბავს!
- შენს ხმას თუ ვერ გავიგებ, მადლობასაც გეტყვი, დიტექს, - ჩაუკრა თვალი და წასვლამდე კიდევ ერთხელ შეათვალიერა სუსხიანი შემოდგომის მიუხედავად, თხლად ჩაცმული, ოქროსფერთმიანი ქალი - თავისი გადარჩენილი და იქნებ, თავისი გადამრჩენელიც.
- გამეცალე, ნოდო დოლიძე, თორე...
- დიტო კივის, მაცაბერიძე არ გეგონოთ, - დასრულება არ აცადა, ისე მოიხურა კარი მეორე ოთახში გასულმა. - რა ხდება?
- თბილისში უნდა დავბრუნდე, აზრი აღარ აქვს, - ღრმა ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები ვაჩემ, მომხდარის შემდეგ ყველაზე მეტად რომ ედარდებოდა იმ ხალხის ბედი, მის გამო იარაღსაც რომ არ შეუშინდნენ. იგრძნო პასუხისმგებლობა. უფრო დიდი, ვიდრე საკუთარი ძმის სულისა და ოჯახის დაცვა იყო.
- ყველა დავბრუნდებით, - გადაჭრით ჩაილაპარაკა გიორგიმ.
- მერე ესენი? - მზერით ანიშნა აჩიმ გოგონებისკენ. - რამდენად უსაფრთხო იქნება ამხელა გზა? ან იქ, საერთოდ... ვინმემ იცის, რა შეიძლება მოხდეს? სადაც მთელი სოფელი აიღეს, იქ აღარაფერი დააკავებთ.
- საფრთხე თავისი ფეხით ყველაზე მიუდგომელ ადგილას რომ გესტუმრება, აჩი, სადაც იქ, მერე ყველგან, ხომ იცი.
- ბიჭო, არ მესმის, რა! აქ გაგიჟებული მამაჩემი ვერ მპოულობდა, - გაოგნებული დადიოდა წინ და უკან ბერიძე. - მანქანა რომ დავლეწე და მთელი თბილისი აიღო, წითელი ცირკულარით რომ მეძებდა და მაინც ვერ მიპოვა, გახსოვს?
- მე იცი რა მახსოვს, აჩიკო? - დამცინავი ღიმილით გადმოხედა გიორგიმ. - სახლში რომ დაბრუნდი და ერთი თვე პროფილაქტიკიდან ცხვირი არ გამოგაყოფინა, აი, ეგ.
- კაი ახლა!
- თავისი ხელით რომ გააკეთებინა დალეწილი მანქანა და ბორბლები გასძვრა, მაგას უხსენებ? - წამოადგათ თავზე ონისე. - დიღმიდან მცხეთამდე ვერ მივიდა, ეს საწყალი.
- ე, ბიჭო, ცოტა წესიერად! ტყვიას ვცემ ახლა პატივს და არაფერს გეტყვი! - დაუქაჩა თვალები ბიძაშვილს.
- შენ რამდენჯერ გითხარი, რისი თავიც არ გაქვს, არც ეცადო-მეთქი, ჰა?
- ყველამ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა! ყველამ, აი, სულ ყველამ, მასშტაბურად! ტასო, წადი, მეზობლებს დაუძახე, იმათმაც გაიგონ, ანდა იყავი, არ წახვიდე, გადაეცი უბრალოდ... ჩაიწერე, სიტყვა-სიტყვით, მარცვალ-მარცვალ და ისე გადაეცი, ხო გესმის, ხო იწერ?! ეს ფეხზე დადგება და დავულეწავ ყველა ძვალს სათითაოდ! ჭრილობა შეხორცდება და მეორე დაემატება, აგერ მე, აგერ თქვენ! - წინ და უკან დადიოდა შეურაცხყოფილი აჩი.
- სულ ყველას? - დამცინავად ჩაეკითხა ონისე.
- დაგიტოვებ ცოტას, გინდა?
- დამშვიდდებით, თქვენ? - წარბშეკრულმა გადმოხედა ჩეჩემ ბიძაშვილსა და მამიდაშვილს. - რა დღეში ხართ, ბაგა-ბაღი?
- კაი, გავისუსეთ, ჩეჩე მამიკო განრისხდა! - ჩამოეყრდნო ონისეს მხარს აჩი.
- გაჩერდი, ბიჭო, დღეს რაღაც შემაშფოთებლად მდუმარეა.
- სიმშვიდეს ჰგავს ქარიშხლის წინ, ხო?
- აი... აი, ზუსტად.
- მესმის და ფეხზე ვდგები, აჩი, - გამაფრთხილებლად აზიდა წარბები ჩეჩემ.
- აჩიო... შენები კი არ ესმის! რა უხეირო ნეპოტიზმსაც ჩაუყარე საფუძველი, გინდა, მოვახსენო მამიდაშენს? - წამოადგა თავზე დოინჯშემოყრილი და გადმოხედა ბოლოს მოღიმარ ონისეს. - ან შენ რა გაცინებს? შენს ნაცვლადაც მე უნდა მომხვდეს, ხო?! დაჭრილია, როგორ ეკადრება... დგვარელია, როგორ ვაკადრებთ...
- მოხვდება მაგასაც, ჯერ არ იცის, აჩიკო, თორე, მოხვდება, - კმაყოფილი ღიმილით გადმოხედა ჩეჩემ.
- ჰო? ეგრეა საქმე? - ჩაეღიმა ონისესაც სხვანაირად.
ხანგრძლივმა დუმილმა ახადა თითქოს ფარდა მტვერდადებულ უთქმელ სიტყვებს და გააჟღერა ყველა - აქამდე ვერნათქვამი.

- ჩავალ ერთი და გავარკვევ, ვინ არიან, საიდან არიან, ჩემი ნომერიც რომ გაუგიათ, სად ჰგონიათ თავი, - მცირეხნიანი დუმილის შემდეგ ფეხზე წამოდგა ჩეჩე. გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს ონისემ და აჩიმ.
ეს სიმშვიდე რაღაც ახალიაო, ჩუმად ჩაიფხუკუნა ბერიძემ.
- მარტო არაფერს გაარკვევ, ჩეჩე. არ არის ეგ ის ამბავი, ერთი კაცის სიტყვამ რომ გაჭრას, თუნდაც ღმერთი იყოს, ის ერთი კაცი, - გამაფრთხილებელი ტონით წამოიწყო ვაჩემ. - ვერ ხედავ, რას აკეთებენ? საიდან მოგვიდგნენ? ამის იქეთ აღარაფერია, ჩათვალე. აღარც შენი ადამიანობა, აღარც შენი სიტყვა და კაცობა. აქ უკვე თავის გადარჩენის ინსტინქტია მხოლოდ... ყველაზე უკადრებელს რომ გაკადრებინებს, ის ინსტინქტი, ჩეჩე, ოღონდ გადარჩე, ოღონდ გამოძვრე... ხომ ხედავ შენც, რომ ყველაფერზე არის წამსვლელი მაცაბერიძე. ყველას ამოგვხოცავს, ოღონდ თავისი ნაბი*ვარი გადაარჩინოს ციხეს!
- და თქვენ აპირებთ ეგეთ კაცთან დიალოგს? - დამცინავი, მწარე ღიმილი გაუკრთა აქამდე ჩუმად მჯდომ სოფას სახეზე. - რას ეტყვი შენ მაგ კაცს, ვაჩე, როცა შეხვდები? - მიზანში მოარტყაო თითქოს, გაურკვეველი მზერით ამოხედა კაცმა.
- სოფა! - უხეშად გააწყვეტინა დათუნამ. მზერით ანიშნა, არ არისო ამის დრო, მაგრამ არაფრად ჩაუგდია სოფას ბიძაშვილის სიტყვა, თვალებანთებული, გაღიზიანებული წამოდგა ფეხზე და პირისპირ დაუდგა ვაჩეს.
- მიხვედი, მასთან ხარ... რას გააკეთებ, მოკლავ? - გამომცდელ, დაჟინებულ მზერას არ აშორებდა კაცს.
- ჩემს მისვლამდე თვითონ რომ მოდის, მაშინ რას ვშვრებით, სოფა? - იმავე მზერით გადმოხედა მანაც და წამოდგა ფეხზე. - გადატენილი იარაღით რომ მოდის და ისვრის დაუნანებლად, მაშინ როგორ არის სწორი და ადამიანური? თვითონ მოვიდა. იარაღით მოვიდა. სიბნელეში გაისროლა. ვინმეს რომ მოხვედროდა მისი ტყვია, მაშინ, სოფა?
- მე გეკითხები, რას გააკეთებ - შენ.
- შენ რის გაკეთებას მთავაზობ? - ჩაეცინა უნდობლად. - ხომ არ ვაპატიო?
- მოგკლავს თუ მოკლავ? - ისეთი ბრაზით აცეცებდა თვალებს სოფა, მხოლოდ მონატრებული მზერის ძებნისას რომ იცის ხოლმე გამომჟღავნება.
ეძებდა იმ თვალებს, იმ დღის შემდეგ რომ არიდებდა მზერას, მეზობლების მითქმა-მოთქმას რომ მოჰკრა ყური, ძალიან უყვარდაო გიორგის თავისი საცოლე - მარიამი. იმდენად ძალიან, აღარაც უფიქრიაო არავისზე. ასე ხელშეუხებელი დაიმარხებაო მისი სიყვარულიც, გამოუტანეს, იმ დღეს, მეზობლებმა განაჩენი. ვერ აიტანა თითქოს. შიშითა და ბრაზით უელავდა თვალები მოსმენილის შემდეგ და იმეტებდა საკუთარ თავს დასასჯელად, როცა არცერთ მზერას ახვედრებდა - მისას.
ხვდებოდა ისიც.
ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე.
იკითხებოდა გადარეცხილი მელნიდან ყველა უარის მიზეზი.
ახლაც, წამის მეასედში გადააწყდა თავისი ცეცხლისფერით გიორგის თაფლისფერებს. ჩამუქებოდნენ, როგორც ყველა ვერაღიარებული სიტყვის მსმენელი ღამე.
სწრაფი მზერა გადაატარა კაცმა ემოციებგაყინულ ქალს და აარიდა გაბრაზებულმა თითქოს.
ყველაფერსმიმხვდარი, სჯისო, იფიქრებდი.
- არ ამიკანკალდება ხელი, - ჯიუტად გაუსწორა თვალები მისას. - ჩემი ძმის გამო, ჩემი ოჯახის, იმ ადამიანების, რომლებსაც მშვიდად ძილის საშუალებას არ აძლევს, სოფა! არც იმ ქალების გამო, ლაჩარი მამამისის მფარველობით რომ უნგრევს ცხოვრებას! ეგეთ კაცს სამარეც ვერ ასწორებს, იცი, შენ, ეგ?! ეგეთ ლაჩარს, ეგეთ საცოდავს, სიკვდილიც ვერ გამოასწორებს!
- ხო? - უყურებდა, მაგრამ არ უყურებდა მას.
- რა დამაკავებს?! - სუსტი, ეჭვიანი ღიმილი გაუკრთა ვაჩეს ალმოდებულ სახეზე. - ჩემნაირ კაცს რამე დააკავებს, როგორ ფიქრობ, შენ?
- ეგეთად გახდომას აპირებ?
- ეგეთ კაცს ყველა მკვლელი სჯობს, სოფა! - ბრაზით აევსო თვალები მასაც.
- შენი სიცოცხლის სასწორზე დადებას აპირებ?
- მთავარია „როგორ“ და არა „როდის“, ასე მასწავლეს, - უცნაური ღიმილით გააქნია თავი ვაჩემ და გადახედა გიორგის, ფანჯრიდან რომ უყურებდა სუსტად განათებულ ეზოს ისე, თითქოს ამაზე საინტერესო არაფერი არსებობდა იმ წამს.
- კარგი, შევაბრუნებ კითხვას. შენი ადამიანობის სასწორზე დადებას აპირებ, ვაჩე?! - სუნთქვაც შეეკრა საკუთარ კითხვაზე სოფას. - თუ ძალიან გადაიხრები, იცოდე, გაუფასურდება ყველა „როგორ“.
- ჰო?
- ტოლობის ნიშნის დასმას აპირებ, შენ, ვაჩე ფარჯიანი, რეზი ჭკუასელთან? - გამომცდელი გაუხდა ტონი. - დასვი!
- ვიღაც მოვიდა, - დაბარებულივით გაისმა გიორგის ხმა.
კარისკენ გაიხედა ყველამ.
გავიდა გარეთ მასპინძელი, ფეხდაფეხ მიჰყვა ვაჩეც, მხოლოდ ჩამქრალი მზერა რომ დაეტოვებინა პასუხად იმედგაცრუებული ქალისთვის.

ჩაქრა მანქანის ფარები.
სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდა მათკენ უტა მაისაშვილი.

- უტა? - თვალებს ვერ დაუჯერა ვაჩემ, დაუპატიჟებელ სტუმარში დიდი ხნის უნახავი მეგობარი რომ ამოიცნო. არ დააყოვნა შიშმაც ყველაზე უარესის ფიქრში. - აქ რას აკეთებ? მშვიდობაა?
- შემოდი, უტა, - სახლისკენ გაუძღვა სტუმარს გიორგი.
- ორი საათის წინ დაგვცხრილეს და უკვე აქ ხარ? - სიმწრით ჩაეცინა ვაჩეს. - რა არი, იგრძენი, ბიჭო?
- იცით, რა ხდება ქალაქში? - უჩვეულოდ დასერიოზულებულიყო უტა, დაძაბულ გამომეტყველებაზეც შეატყო ვაჩემ, საქმე იმაზე რთულად რომ იყო რეალურად, ვიდრე წარმოედგინათ. - ფეხზე დააყენა მაცაბერიძემ!
- როგორ? - დაიძაბა ონისე.
- ზედმეტად ბევრი გაუგია, როგორც ჩანს. იმაზე ბევრი, ვიდრე ვვარაუდობდი. არ გაჩერდება ეგ ასე მარტივად, - ხელები გაასავსავა ჰაერში უტამ და ბასრი მზერა მოატარა მეგობარს. - მანამ არ გაჩერდება, სანამ შენ არ გაჩერდები, ვაჩე.
- მოიცა, მოიცა, რას ნიშნავს, ზედმეტად ბევრი გაუგია? - ჩაერია ჩეჩე.
- იცის თქვენი შეხმატკბილების ამბავი, - ცალყბად ჩაეღიმა უტას. - იცის, ონისე რომ გადაუდგა ვაჩეს. ისიც იცის, რა გითხრათ ჭკუასელმა იმ ღამეს და ის უფრო კარგად, რა უპასუხეთ თქვენ. აბა, გამოიცანით, ვინ მოკლა ჭკუასელი?.. ახ, არა, ამერია, ჯერ ის გამოიცანით, ვისი კაცი იყო ჭკუასელი?
- ასე... ასე როგორ? რა ხალხი ჰყავს ასეთი! - ყველანაირი შემართება დაეკარგა აჩის. - ციხეში მოკვლა კიდე მესმის, მაგრამ რა ციხე... დაკითხვამდეც არ მისულა! ასე, როგორ...
- ეგაა საქმე, ზუსტად. სასამართლომდე, ციხემდე, რომ კაცს მოკლავ... - შენი, ჩემი და ნებისმიერის გაგორება შეუძლია მაქსიმუმ სამ წამში, ისე, რომ ეჭვი ვერავინ აიღოს მასზე. რა გგონიათ, არ შეეძლო მთელი სახლი გადაეწვა? დაუმტკიცებდა ვინმე? ისე დაგცხრილავდათ ყველას, ვერცერთი კვალი გავიდოდა მასზე, მაგრამ არა, ეგ მოსწონს ზუსტად... საკუთარი ძალის დემონსტრირება მოსწონს მალხაზ მაცაბერიძეს, - ზიზღით აეპრიხა ტუჩის კუთხეები უტას. - სერიოზული ზურგი ჰყავს... იმდენად სერიოზული, რომ ეგრე უბრალოდ ვერ ადგები და ვერ დაარტყამ, ვაჩე, ხომ იაზრებ შენც.
- ვერა, მაის, ვერ ვიაზრებ, - სასოწარკვეთილი სიცილი წასკდა ვაჩეს. კედელთან მდგომი, დახვრეტაზეც არ იტყოდა უარს, იმდენად უსუსურად გრძნობდა თავს. - არც მინდა, რომ გავიაზრო. რა ჰგონია, ასე უბრალოდ ადგება, ძმას მომიკლავს თავისი ნაბი*ვრის გამო, ძმის მკვლელს ჩემამდე გაასხმევინებს ტვინს, ღამის ხუთზე გადაგვცხრილავს და პასუხს არავინ მოსთხოვს? არა, უტა, არ არის ეგრე, როგორც გგონია. მე გაჩერებას არ ვაპირებ, არც არაფერი მაქვს დასაკარგი!
- მაცაბერიძეს ვერ შეეხები ვაჩე, თუ სიცოცხლე გინდა... თუ უმიზნო სიკვდილი არ გინდა, ვერ შეეხები! - დაუმარცვლა ბოლო სიტყვები გაღიზიანებულმა უტამ. - მე ხომ არ გეუბნები, რომ უპასუხოდ დატოვო. მე გეუბნები, რომ მოიცადო! ვერ ხედავ, რა გააკეთა? პირდაპირ შენობაში გაასხმევინეს ტვინი ჭკუასელს და თან როდის, მთელი პროკურატურა რომ უპირებდა დაკითხვას! რა დააკავებს ეგეთ კაცს? შენ? რითი? ეგეთ კაცს არც სიტყვა ადარდებს, არც...
- შვილი ხომ ადარდებს? - წარბიც არ გატოკებია ვაჩეს, როცა ამბობდა ყველაზე უარესს.
- არც გაბედო! - სიმწრით გააქნია თავი უტამ. - არც გაიფიქრო, იცოდე!
- დაგაგვიანდა უტა, გავიფიქრე უკვე.
- ხოდა იმაზეც იფიქრე ბევრი, ჯერ ჩემთან რომ მოგიწევს მოსვლა, - ყბა დაეჭიმა მაისაშვილს, არ აშორებდა თვალს თავის ბავშვობას, ნელ-ნელა რომ კარგავდა ადამიანობის ნიშანწყალს. არ დაუშვებდა, ზუსტად იცოდა, რომ არ დაუშვებდა.
- მოიცა, ასე როგორ... ასე, უბრალოდ? - ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო დათუნა. - ყველაფერი მესმის, ყველაფერი გავიგე, მაგრამ სამოცი პოლიციელის თვალწინ კაცი ისე როგორ მოკლა, ვერავინ ვერაფერი რომ ვერ გაიგო?
- ახ, კარგი, რა! ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავის აწყობს ხმის ამოღება. ქვეყანა ჩალით არის გადახურული დიდი ხანია, დათუნა, - ცინიკური ღიმილით გადააქნია თავი უტამ. - ყველგან ჰყავს ხალხი. ჩათვალე, ყველაფერზე მიუწვდება ხელი. როგორც კი ბაზა გატეხა სანდრომ და ჩანაწერი ამოიღო, იმწამსვე გაიგო, ხვდები ხო, ეგ კაცი სად არის? არ რჩება არაფერი შეუმჩნეველი. სწორ კვალზე რომ გავედით, ადგა და პირდაპირ დაგვარტყა. მიხვდა. მზად იყო. ეგ არის მისი გაფრთხილება.
- რას ფიქრობ, როგორი მიდგომა სჯობს? - ინტერესით დაეკითხა გიორგი.
- აქედან ვერაფერს ვიზამთ, იცი, შენც. ქალაქში უნდა დაბრუნდეთ. სანდრო და ლუკა დაგვეხმარებიან, მაგრამ იცი, როგორი საქმეა? ცეცხლზე მოგვიწევს ნავთის დასხმა და საკმაოდ მაღალია იმის შანსიც, რომ ჩვენც დავიწვათ. ეგეთ ტიპთან დატაკება და უმსხვერპლოდ გამოსვლა... არ ვიცი, არ ვიცი, რთული იქნება, - უიმედოდ გააქნია თავი უტამ.
- ეს ცოტნე, იცი შენ, უტა?
- ერთი ჩვეულებრივი შაბლონური ამბავია ცოტნე მაცაბერიძე, - ხმით ჩაეცინა მაისაშვილს. - საცოდავი ტიპია, მამიკოს კალთას ამოფარებული, როგორც ხდება ხოლმე... თვითონ ცოტნეს გოგოების შევიწროვების მეტი ფუნქცია არ აქვს ცხოვრებაში, ეგრე იყო ბავშვობიდან, მაგრამ ფულიანი მამიკო მფარველობს და ყველა შეცდომას პატიობს არა იმიტომ, რომ მასზე გიჟდება... სულ სხვა ამბავია აქ. რეპუტაციას უფრთხილდება მაცაბერიძე, საკუთარ თავზე მეტად უვლის სახელს.
- და ეს მალხაზი?
- მთავრობის კაცია, მაგრამ კონკრეტულად ერთი ტიპი მფარველობს, ხომ იცი, ბენეფიტურია ყველაფერი, - ჩაეღიმა უტას. - მაცაბერიძის სიმამრი, რომელიც რეალურად ერთი ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური პენსიონერია, ფლობს ტოტალიზატორის უმსხვილეს ბიზნეს... არ გეუცნაურებათ?
- მოიცა... როგორ? - ინტერესით წამოიწია გიორგი.
- სიმამრის სახელზე არის გაფორმებული ის ბიზნესი, რომლის მოგების ოთხმოცდაათ პროცენტს... გამოიცანით ვინ იღებს? - თითები მაგიდაზე აათამაშა უტამ. - შალვა კერესელიძე.
- პრემიერ-მინისტრი? - აღმოხდა გაოგნებულ აჩის. - პრე-მიერი?
- არ არსებობს! - ხმით გაეცინა დათუნას.
- ეგ არის, მეგობრებო, ეგ, - ეცინებოდა უტას. გაახსენდა თავისი თავი, პირველად რომ მოისმინა სანდროსგან იგივე ინფორმაცია. - ამბავი რომ გასკდეს, ქვეყნის მთავარი ტოტალიზატორი პრემიერ-მინისტრს ეკუთვნისო, წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოჰყვეს?
- ეგ ამბავი რომ ვერ გასკდება, ხომ იცი, შენც, - უარის ნიშნად გააქნია თავი ვაჩემ.
- რა თქმა უნდა. ეგ ამბავი რომ გასკდეს, მესამე კაცამდე მისვლას ვერ მოასწრებს, ისე გაგვიხვრეტენ შუბლს, - უდარდელად გაეცინა უტას.
- მე მაქვს იდეა, - წამოიყვირა სავარძელში აქამდე ჩუმად ჩასვენებულმა დიტომ. - უხ, თან რა იდეა, მაცაბერიძეს დაერხა პირდაპირი მნიშვნელობით! აღიარებავერმოსწრებული გენიოსი ვარ, აბა, მისმისნეთ!
- შენ რა იდეა გაქვს? - უნდობლად აზიდა წარბები დათუნამ.
- სადღაც წავიკითხე... სადღაც! ვერ ვიხსენებ - სად, მაგრამ ზუსტად ვიცი, ასიანი, ასპროცენტიანი ამბავია!
- იტყვი?
- მოკლედ, - ღრმად ჩაისუნთქა დიტომ. - ერთ მოხუცს ჰყავდა შავარდენი... თავს ევლებოდა ეს კაცი ამ კარგად გაწვრთნილ შავარდენს; უვლიდა, აჭმევდა, მიწას თხრიდა მისთვის ჭიები რომ შეეგროვებინა...
- ქეთუთა, რა უქენი? - თვალებდაჭყეტილმა გადმოხედა ნოდომ. - მშვიდობაა?
- მე - არაფერი, - დაბნეულმა აიჩეჩა მხრები ქეთუთამ. - ექიმბაშის გვერდითი ეფექტია, ვითომ?
- მოკლედ, ყველაფერს აკეთებდა ეს კაცი... - მხატვრულ თხრობას აგრძელებდა დიტო.
- მერე, მერე? - მოუთმენლად ჰკითხე აჩიმ.
- მაცდი? - შეურაცხყოფილმა აზიდა წარბები.
- რა დროს შავარდენი და ჭიებია, დიტო? - ლამის ჭკუიდან გადავიდა დათუნა.
- დამასრულებინებ?
- კაი, აცადეთ, - ჩააშოშმინა გაღიზიანებული მსმენელები გიორგიმ, თავადაც ვერ იკავებდა ღიმილს.
- ფრთა დაიზიანა ამ შავარდენმა, დაუძლურდა, ვეღარ იყენებდა ეს კაცი თავის საქმეში და იფიქრა, ტყუილად რატომ უნდა ვაჭამო, რაში მჭირდება, ზარალის მეტი არაფერი მოაქვსო. არც მოვკლავ, არც თავს დავიზარალებ და ცოტ-ცოტას ვაჭმევ, სხვა შავარდენებმა რომ არ იფიქრონ, მისი მოკვლა მინდაო... ჰა, მიხვდით? - აღტაცებული მზერით გადახედა გაურკვევლობაში მყოფებს და დაამატა შემდეგ იმედგაცრუებულმა. - ვერა?
- რას, მოხუცმა კაცმა ჩიტს რომ ამოხადა სული შიმშილით? - თვალები აატრიალა ნოდომ.
- რა საზოგადოებაში მიწევს არსებობა!
- შენი ტოლი საზოგადოება სახლის უკან გელოდება - ბოსელში, - ჩაუკრა თვალი დოლიძემ. - და გვერდით კიდე, მეზობლად, ერთი კაი ცხენი ჰყოლიათ...
- ბიჭო, ბიჭო! თქვენ გამოცდები როგორ ჩააბარეთ? - გააქნია თავი დანანებით და წამოიწია. - ყური მიგდეთ, ახლა! ვახ, როგორი ნაპოლეონური ვარ, რაღაც ბონაპარტისეული! კარგი, მომისმინეთ, სრული სერიოზულობით ვამბობ, თუ ამ მაცაბერიძეს ვინმე ზურგს უმაგრებს მხოლოდ იმიტომ, რომ მისგან სარგებელი მიიღოს, მაშინ რა უნდა ვქნათ ჩვენ? აბა, ვინ გამოიცნობს? რა თქმა უნდა, ვერავინ, ამიტომ მე გეტყვით, ეგო და ამბიციები ერთდროულად რომ არ დაგივარდეთ ამ უმძიმეს ჟამს! ესე იგი, ჩვენ ამ სარგებლის მიღების გზა უნდა გადავკეტოთ!
- როგორ?
- ნოდო, მადლობა ყურადღებიანი მსმენლის აქტიურობისთვის, მაგრამ მაცადე, და ვიტყვი! - დაუქაჩა თვალები თხრობის ეშხში შესულმა. - ესე იგი, თუ ყველაფერს ისე მოვაწყობთ, რომ პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ყომარბაზი შალვა კერესელიძე იფიქრებს, რომ მისმა პარტნიორმა დააღალატა, კერძოდ, მისი საიდუმლო ისეთ ხალხთან გაამჟღავნა, რომლებთანაც პირი უნდა ამოეკერა და პლუს ამას, შემოსავლებშიც დიდი გარღვევა დახვდება, მაშინ...
- მაშინ ეს შალვა ხელს აღარ დააფარებს, - გააგრძელა ჩაფიქრებულმა უტამ.
- იფიქრებს ესეც, რაში მჭირდება, რაში მარგია, ზარალის მეტი არაფერი მოაქვს...
- ეგ კარგი, გენიოსო, მაგრამ როგორ გგონია შენ, მაცაბერიძე იმდენად სულელია, რომ შალვას არ ჩაიყოლებს თავისი კომპრომატებით და პლუს ამას, შალვას არ ეცოდინება, იმას თუ გააქრობს, თვითონაც რომ გაქრება? - ნიშნისმოგებით გადმოხედა ნოდომ.
- ხო, მაგაზე აღარ მიფიქრია... - უხერხულად აიწურა დიტო. - ყველაფერი მე უნდა მოგიფიქროთ, კაცო? თქვენც გაარყიეთ ტვინი, რისთვის გაქვთ! ყველაფერზე მე როგორ ვიფიქრებ, ტრავმირებული ვარ!
- ისე უნდა მივიდეს ეგ ინფორმაცია შალვამდე, რომ მაცაბერიძემ ვერაფერი გაიგოს, - ჩაფიქრებულმა ჩამოისვა დაბალ წვერზე ხელი გიორგიმ.
- ექნება ვითომ აზრი? - ეჭვით გადმოხედა უტამ.
- პრემიერ-მინისტრია, - გაეცინა გიორგის.
- ეგეც არის. სად პრემიერ-მინისტრის ბერკეტი და სად უბრალო ბიზნესმენის, რომელსაც ყველა ზურგს აქცევს, როცა პრემიერი თითს გაატკაცუნებს, - დაეთანხმა უტა. - ან რა გგონიათ, ეგ ინფორმაცია მთავრობაში არ იციან? ყველამ ყველაფერი იცის, ისიც იციან, ეგ ბიზნესი შალვასი რომ არის, უბრალოდ კანონის და ხალხის დასაბრმავებელი პაიკია მაცაბერიძე თავის ოჯახთან ერთად და მაშინ მოიშორებენ, როცა ამის საჭიროება დადგება.
- დარწმუნებული ვარ, ისეთი გაქექილია ჩვენი პრემიერი, ბებერი შავარდენის მოშორება არ გაუჭირდება, - გაეცინა ნოდოს. - ყოჩაღ, დიტო, კიდე გადმოვარდი ხოლმე!
- ე, დავაი, ბიჭო! - აუქნია ხელი გაბეზრებულმა.
- „თბილისელებს“ კითხულობდი მეგონა, ეზიარე მხატვრულებსაც?
- არა, ნოდო, ერთი თუთაშხია მეყოფა! - წაისისინა ცინიკურად.
- ერთი თუთაშხია რომ ყოფნის ადამიანს სწორად ცხოვრებისთვის, არ იცი, შენ?
- მერე მუშნი რატო გამოხვედი შენ, ზარანდია?
- გავიცინოთ?
- გვეცინება?
- ჩაჩუმდებით? - ჩაერია წარბშეკრული დათუნა.
- ეგ ცოტნე ვინ არის, მაჩვენე ერთი, ქუჩაში რომ შემხვდეს, არ უნდა ვიცოდე? - სიმწრით ჩაეცინა ვაჩეს და ჩააჩერდა უტას გახსნილ ტელეფონს. - ვახ, ეს არის?
- მეც მაჩვენე, აბა, - ტელეფონში ჩაიხედა დიტომაც. - ნოდო, მოდი... მოდი და მითხარი, რომ...
- რა ხდება? - გვერდით ჩამოუდგა მზერადაძაბული ნოდოც. - ეს... მოიცა, ახლა მოიცა!
- იცნობთ? - გაუკვირდა ვაჩეს.
- ახ! ეს... ეს, - ენა დაება გაფითრებულ დიტოს. დამფრთხალმა გადახედა ადგილზე გაყინულ ნოდოს, თვალს რომ არ აშორებდა ეკრანს. თქვიო რამე, გაჰკრა მხარი, როცა ჩეჩეს მზერას გადააწყდა.
- ნენეს დაუძახე, რა, - მავედრებელი მზერით ამოხედა ნოდომ ონისეს.
- რა ხდება? - ჩააჩერდა ისიც ტელეფონს. - ვინ არის ეს ტიპი? ნენე რა შუაშ... არა? - დასრულებული არ ჰქონდა, ყველაფერს რომ მიხვდა დგვარელი. სიმწრის სიცილი წასკდა ფერდაკარგულს.
- რა ხდება ამიხსნით? - მოთმინებას ებღაუჭებოდა ჩეჩე. - რა შუაშია ნენე?
- რა ხდება? - გაკვირვებული წავიდა მათკენ ნენე.
- შეხედე და მითხარი, რომ უბრალოდ ჰგავს, - ნელა, ფაქიზად, ისე, თითქოს დამსხვრევისგან უნდაო მისი გადარჩენა, თვალებში ჩახედა ნოდომ ნენეს და გაუწოდა ტელეფონი.
მზერით აგრძნობინა ყველაფერი, რისი თქმაც სურდა სიტყვებით, მაგრამ ვერცერთხელ უთხრა.
ამოხედა ნენემ.
მოურიდებლად გაუსწორა თვალი მისას - პირველად.
ნახევარი წამიც საუკუნეს უდრიდა მაშინ, როცა იმ ნდობის სხივები იბმებოდა მათ შორის, წლებიც რომ სჭირდება ხოლმე.
- ეს... ეს ის არის, ვინც ჭკუასელის და?.. - არეული, უფრო მეტად ამღვრეული მზერით ჩახედა ფერდაკარგულ ნოდოს. თავი დაუკრა მანაც თანხმობის ნიშნად. - ნოდო...
- ეს არის, ეს არის, ამის დედაც! - სიმწრით გააქნია თავი დოლიძემ.
- სამამდე არ დამათვლევინო, ონისე დგავრელო, თორე ჰაერში აგწევთ! - ძარღვები ისე დაეჭიმა ჩეჩე დგვარელს, დასკდომას ლამობსო თითქოს. ყველაფერს მიხვდა ისედაც, მოსმენა უნდოდა მისგან.
- ვახ... ჯანდაბა... - ერთი ამოიოხრა ონისემ, კედელს მიეყრდნო ზურგით.
- რა სიმწრით შეგროვებული სიმშვიდე, - დანანებით გააქნია თავი აჩიმ. - რა სიმწრით შეკოწიწებული მდუმარება...
- აჩი! - დაუბრიალა თვალები ჩეჩემ, დადუმება არჩია მანაც.
- არის რაღაც, რაც უნდა იცოდე, - წამოიწყო მცირეხნიანი დუმილის შემდეგ ონისემ. - აქამდეც უნდა გცოდნოდა, ალბათ, მაგრამ იყო გაჩუმების მიზეზებიც - გააჩნია საიდან შეხედავ.
- ჰო? გისმენ, აბა, - ავისმომასწავებლად დაიკრიფა ხელები გულზე ჩეჩემ.
- მოკლედ... - მძიმედ ამოისუნთქა ონისემ. - ექვსი წლის წინ, ისე მოხდა, რომ...
- რომ, რა? - აწვალებდა, უფრო - აწამებდა.
- ნენეს საფრთხე შეექმნა.
- ჰო, ნენე? - უნდობლად გადახედა კარში ჩახერგილ დას. არ შორდებოდა გამომცდელი, დამცინავი ტონი. - მერე, მერე?
- საშკასთან ერთად იყო, კლუბში.
- ექვსი წლის წინ, კლუბში იყავი, ნენე? - არ მოუშორებია მზერა დისთვის.
- ერთი მთვრალი ტიპი აეკიდა... ნოდომ გადაარჩინა მანამ, სანამ... - მძიმედ გადააგორა ნერწყვი სასულეში ონისემ, ნენეზე მეტადაც რომ ემძიმებოდა იმ ამბის გახსენება, დღემდე რომ დაჰყვებოდა კოშმარულ სიზმრად.
- სანამ? - კისრის ტკაცუნის ხმა გაისმა დაძაბულ სიჩუმეში.
- სანამ რამეს დაუშავებდა.
- აჰა, - თავი დააქნია ჩეჩემ და სუსტად ჩაეცინა.
გაკვირვებულმა გადახედა ნოდომ ონისეს, არანაკლებ გაოცებული დაუხვდა ისიც. ყველა ემოციას ელოდა ბიძაშვილისგან უჩვეულო სიმშვიდის გარდა.
- მე საშკას ჩავაბარე, მაგრამ ისე მოხდა, რომ... - სცადა ახსნა მოეძებნა, მაგრამ გააწყვეტინა ჩეჩემ.
- შენ გაუშვი კლუბში, როცა მე არ ვუშვებდი, ხო ასე იყო?
- ჰო.
- თექვსმეტი წლის ბავშვი რომ გაუშვი, მაგაზე ცალკე ვილაპარაკებთ, რაღა აზრი აქვს, მაგრამ მაინც... თუმცა, ერთი დეტალი აკლია ამ ამბავს, - ავად ჩაეღიმა ჩეჩეს.
- როგორ? - დაიბნა ონისე.
- ერთი დეტალი ვერ გათვალეთ ბიძაშვილებმა.
- რა დეტალი?
- ყველაფერი რომ მეცოდინებოდა, - ცინიკური ღიმილით გადმოხედა ჯერ ონისეს, შემდეგ ნენეს.
- ბატონო? - სახე აერია ნენეს. - როგორ?
- სამწუხაროა, საშკამ რომ დაგასწროთ, - უცერემონიოდ ჩაილაპარაკა და ვაჩეს გაუსწორა მზერა. საჭიროდ ჩათვალა თითქოს, პირველს გაეგო საკუთარი ძმის კარგი ქცევა. - ჩემთან მოვიდა. ყველაფერი მითხრა.

გული შეუტოკდა ვაჩეს.

ყველა დაფარულს აჩენდა უეცრად ამოვარდნილი ქარი,
ჩადგომაც რომ იცოდა ზოგჯერ,
მაგრამ ამოვარდებოდა შემდეგ იმაზე ძლიერად, ვიდრე ყოველი წინა.
ყველა გაურკვევლობას ჰფენდა ნათელს ამოვარდნილ ქარში გზადაგზა ამოწვერილი მზე, თავის სხივებს რომ არ იშურებდა გაყინული სხეულების გასათბობად.

მზერა აემღვრა ვაჩეს,
როცა ყველა ვერჯობნაში აჯობა საკუთარმა გაზრდილმა.

- რო... როდის? - პირი გამოუშრა ნენეს, ხელით დაეყრდნო მაგიდას ანერვიულებული.
- ექვსი წლის წინ, - ბასრი მზერა გაუსწორა დას.
- ყველაფერი გითხრა?
- მითხრა, რაც მოხდა. რა არი, ნენე, რა სახე გაქვს, კიდე რამე ხო არ იყო სათქმელი?
- ყველაფერი გითხრა და ცოცხალი დატოვე? - ეჭვით აზიდა წარბები ონისემ.
- ის კი, შენ რა მოგიხერხო, ის მითხარი ახლა, - იმავე მზერით ამოხედა ბიძაშვილს ჩეჩემ.
- ახ, ჩეჩე! - თავი გააქნია აჩიმ. - ოდნავ პროგნოზირებადი რომ იყო, არც არავინ დამალავდა, ხომ იცი.
- დამნაშავემ თუ იპოვა გამბედაობა ჩემამდე მოსასვლელად, ბიძაშვილს არ უნდა გასჭირვებოდა, არა? - ცინიკური გაუხდა ტონი უფროს დგვარელს. - ვერ დამაჯერებს, შემეშინდაო.
- ჩემს ბიძაშვილს რომ არ უნდა დაეღუპა თავი ჩემი შეცდომის გამო, ამის - კი, შემეშინდა, ჩეჩე, მაგრამ გითხარი უკვე, გააჩნია საიდან შეხედავ-მეთქი, - ხმა გაუცივდა ონისესაც.
- საშკა იყო შენთან? - ვერ დაიჯერაო თითქოს, დარწმუნება მოუნდა კიდევ, ძმის ხსენებაზე სიამაყის სხივები რომ ჩასდგომოდა მუდამ სინანულიან თვალებს.
- მაშინ ვიფიქრე, ვაჩე გამოუშვებდა, უფროსმა ძმამ ურჩია მოსვლა-მეთქი, მაგრამ აღიარა ბოლოს, არაფერი იცისო, - ჩაეცინა იმ დღის გახსენებაზე, თავჩაქინდრული საშკას აღსარებას რომ ისმენდა. - მთხოვა, არავისთვის მეთქვა და მეც ველოდებოდი, როდის შეაწუხებდა ჩემს დეგენერატ ბიძაშვილს ნამუსი და ამოიღებდა ხმას, მადლობა მაინც რომ გადამეხადა ნოდოსთვის, მაგრამ არა... პირი ამოიკერა! - წყრომით გადახედა ონისეს. - მაგრამ ერთი რაღაც მაინც მომატყუა შენმა ძმამ, ვაჩე.
- რა? - აერია მზერა ვაჩეს.
- ჯანხოთელის კლუბში კამერები რომ არ არის, მე თვითონაც ვიცოდი, მაგრამ იცი, სად მომატყუა შენმა ძმამ, ვაჩე? არ ვიცითო, ვინ არის, არავის დაუნახავსო, რომ მომახსენა... - სიმწარეშერეული ღიმილი სუსტად გაუკრთა ჩეჩეს, როცა მიხვდა, რატომ მოატყუა საშკამ იმ დღეს. - იცოდა, მიწიდან ამოვთხრიდი. იცოდა, ვერ გადამირჩებოდა ცოტნე მაცაბერიძე... მომატყუა, ხედავ, შენ?
- საშკა, საშკა, - მწარედ, დანანებით გააქნია თავი. - ვინ ხარ... ვინ ხარ, საშკა. უკანასკნელი კაცი მეგონე... მე ვყოფილვარ, თურმე, - საკუთარ თავს უთხრაო თითქოს, გატეხილი ხმით დაიჩურჩულა ვაჩემ.
ქარიშხლის დროს მოვარდნილი ტალღისოდენა ბრაზი შეამოაწვა დაფლეთილ გულს.
დაუფიქრებლად გადაწვავდა სამყაროს იმ ერთის გამო, იმაზე ღირსეული რომ ყოფილა, ვიდრე თავისი დატოვებული ნაკვალევი თურმე.

- ნოდო... მადლობა, - მსუბუქად დაუკრა თავი და მკაცრი, მაგრამ მადლიერებით აღსავსე მზერა გაუსწორა ჩეჩემ დოლიძეს. მიახვედრა, ვამჩნევო ყველა შენს მზერას და არ იფიქრო, ეგრე მარტივად რომ გამოძვრეო. სუსტი ღიმილი გაუკრთა ნოდოს, სიტყვა-სიტყვით რომ ამოიკითხა ყველა ჯერ არდამსახურებული მუქარა. - რაც შეეხება ცოტნე მაცაბერიძეს, - ავად წაისისინა დგვარელმა. - ტვინს გავასხმევინებ, მაგ საცოდავს! უკანასკნელი ვიქნები, ვისაც დაინახავს!
- არ გაბედო! - ხმა აუთრთოლდა ნენეს.
- არ გავბედო? - წარბები აზიდა ჩეჩემ. - შევეწირები და არ გავახარებ, არ ვაცოცხლებ მაგ საცოდავს! რა ჰგონია, ეგრე შერჩება ყველა გოგოზე დადებული ხელი? ყველა თითს დავამტვრევ, წარმოსახვაშიც რომ გაბედა, შეხება შეეძლო შენზე!
- აი, რატომ არ გეუბნებოდი, - უცერემონიოდ ამოიოხრა ონისემ.
- შენი ხმა ნუ მესმის მომდევნო ოცდაოთხი საათი, ონისე დგვარელო! - დაისისინა გაღიზიანებულმა.
- არ არის საჭირო ადამიანი მოკლა იმისთვის, რომ მოკლა, ჩეჩე!
- ნუ გამომცდი, ონისე, თორე დაასწრებ მაცაბერიძეს! - უხეშად გაჰკრა მხარი და ზურგი აქცია ფანჯარასთან მდგომმა შეკრებილებს. - ხელები არ შერჩება, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე!
- მოვკლავ... მოვკლავ, - ჩუმად ბუტბუტებდა ვაჩე. უბრუნდებოდა ის არაადამიანური სახე, სულ პირველად, თავისი ძმის ამბის გაგებისას რომ შემოუჩნდა. - ხომ ხედავთ, ვინც არის. ხომ ხედავთ, რა კაცია. ამას როგორ ვაპატიო... როგორ შევარჩინო ჩემი ძმის სისხლი! ღამე მშვიდად როგორ დავიძინო, როცა ვიცი, სუნთქავს, ეგ ნაბი*ვარი! სადღაც აგდია და სუნთქავს, ეგ ღორი!
ფეხზე წამოდგა ვაჩე.
გასწორდა, მხრებში გაიშალა, თითქოს გადაწყვეტილი ჰქონდა უკვე როგორ მოიქცეოდა.
დაუბრუნდა ფერდაკარგულ, გაცრეცილ სახეს შურისძიების სხივი.
შეიშალა სოფა.
- შემევედრება... მაგრამ არა, - კისერი გაატკაცუნა ჩეჩემ.
გაოგნებული უსმენდა ხელებაკანკალებული ქალი ორივეს.
იმედი ჰქონდა, ვინმე ამოიღებდა ხმას, მაგრამ არცერთი არღვევდა იმ მდუმარებას, ასეც რომ უნდა ყოფილიყო თითქოს.
გაგიჟდა სოფა.
გააგიჟა იმ იდეამ, რომლის განხორციელებასაც აპირებდნენ.
ასეთი გაგიჟებული სახე ვაჩეს მაშინ არ ჰქონია, ჩემთან რომ მოვიდაო, გაიფიქრა ათრთოლებულმა.
თავადაც ვერ გაიაზრა, ისეთი სისწრაფით წამოხტა ფეხზე.
- გააფრინეთ, ხო?! ჭკუიდან შეიშალეთ? ჭკუასელი რომ მოკლეს, ხომ არ დაგავიწყდათ? იმავე დღეს რომ დაგვცხრილეს, ეგეც ხომ გახსოვთ? - ხმა ვერ დაიმორჩილა სოფამ, გაგიჟებულ თვალებს არ აშორებდა არცერთს.
- რატომ ყვირი, სოფა? - წარბები შეკრა დათუნამ.
- რატომ ვყვირი? რას გეგმავთ... ხვდებით? ოდნავ მაინც იაზრებთ, სად აპირებთ შესვლას?
- ხმას რომ ძალიან უწევ, თუ ხვდები, სოფა? - უცერემონიოდ ჰკითხა გულზეხელდაკრეფილმა გიორგიმ, ნახევარწამიანი გამოხედვითაც რომ უწრიალებდა აფორიაქებულ ქალს სულს.
უარესად შეიშალა სოფა.
- ტყვიის ხმა არ გაუგია არავის, ამან შეყარა სოფელი, - გააკანტურა თავი დიტომ.
- დაუნანებლად მოკლა ყველა, ვინც წინ გადაეღობა... რომელიმე იაზრებთ? - აწყლინებული, ჩამქრალი თვალებით გადახედა ყველას. - ისე გეგმავთ ყველაფერს, თითქოს ძალიან მარტივი... ძალიან მარტივი იყოს ადამიანის მოკვლა! ორი ადამიანი მოიშორეს... ღმერთმა იცის, რამდენი გაამწარეს, რამდენი გააუბედურეს! ის საწყალი გოგო, წარმოდგენაც არ მინდა... თქვენ? თქვენ რას აპირებთ? იგივეს?
- სოფა, ურევ ახლა ძალიან! - წყრომით გადმოხედა დათუნამ ბიძაშვილს.
- რას ვურევ, დათუნა! - წაერთვა ხმა ქალს.
მოარიდა თვალი გიორგის.
ისე მოარიდა, აღარასდროს რომ არ დაენახა.
ვერ აიტანა მისი სიმკაცრეშერეული, გამკიცხავი მზერა.
- აქეთ გვიტევს ეგ მაცაბერიძე... დაგვცხრილა კაცმა! ადგა და გაისროლა, აი ასე... რა ვქნათ? დაველოდოთ სათითაოდ როდის მოგვიშორებს?! შორიდან ვუყუროთ, როგორ აუბედურებს უდანაშაულო ხალხს?!
- შეეშვით... - სიმწრით დაიჩურჩულა და მომუშტა ხელები იმდენად ძლიერად, ხორცის წვაც კი იგრძნო.
- განერვიულებული ხარ და გეძინება, დაისვენე, სოფა, - შემრიგებლური გაუხდა ტონი უფროს დადვაძეს.
- ეს ამბავი კარგად არ დასრულდება, დათუნა. მშვიდობით ვერ დასრულდება, თუ შეყვებით!
- თუ არ შევყვებით, უარესად დასრულდება, - გაუსწორა თვალი გიორგიმ.
აარიდა სოფამ.
- შეყევით, კარგი. იყოს ისე, როგორც დაგეგმეთ. გემარტივებათ, როგორც ჩანს, დანაკარგები... - უკმეხად მიუგდო უკანასკნელი სიტყვები და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მეორე სართულისკენ.
ხელით გააჩერა გიორგიმ დათუნა, სოფას ოთახში რომ აპირებდა ასვლას.
ნელი ნაბიჯებით აუყვა კიბეს.
მიათრევდა აცახცახებულ სხეულს ქალი.
ეწვოდა ყველა ძვალი ტყვიების ჭექა-ქუხილით გამოღვიძებულს, შემცივნებულს, ემოციაგაყინულს.
ფეხდაფეხ მიჰყვებოდა გიორგი.
გარბოდა სოფა.
წამოეწია მაინც კართან.
- სოფა, - ხელით შეაჩერა გაჯიუტებული.
უდიერად დაჰყროდა აწითლებულ, შეშლილ სახეზე თმა.
ცეცხლისფერი სხივი შეპარვოდა ჩაწითლებულ თვალებს.
- რა გინდა! - ხელის გამოხსნა სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
დაიჭირა გიორგიმ უფრო ძლიერად.
- როგორ იქცევი? - გულწრფელად გაუკვირდა კაცს, არასდროს ენახა ასეთი.
- როგორ ვიქცევი, გიორგი?! - თავადაც გააოცა საკუთარმა აგრესიამ.
- ისე, როგორც არ მოიქცეოდა სოფა.
- შენ რა იცი! შენ რა იცი, როგორ მოიქცეოდა სოფა. იცნობ? - ბრაზით ამოხედა ღიმილშეპარულს, ავისმომასწავებლად რომ უელავდნენ თვალები.
- ვიცნობ. იცი, როგორ? - ჩაეცინა მის რეაქციაზე გიორგის.
ისე რომ ხელი არ გაუშვია, საძინებლის კარი შეაღო და შეიყვანა ისიც, წინააღმდეგობითა და ემოციებით გადაღლილი.
- როგორ, - დამცინავმა ღიმილმა აუპრიხა ტუჩის კუთხეები ქალს, იმდენად ახლოს რომ იდგა მასთან, სუნთქვაც რომ ეკვროდა უკვე.
- იმდენად, რომ ვხვდები, ისტერიკა ალაპარაკებს ახლა, - რბილად წარმოთქვა და სულ ოდნავ, ისე რომ ზედმეტად არც შეხებია, ჩამოყრილი თმები გადაუწია უკან, ტყვეობიდან იხსნაო თითქოს მისი თვალები.
- გიკვირს ჩემი რეაქცია?
- არა.
- მეშინია... მეშინია, ჯანდაბა, მეშინია, ასეთი რთულია გაგება, რომ მეშინია?! - ხმაგატეხილმა, შეიცურა სახეზე აკანკალებული თითები და ჩანასახშივე გააქრო ცრემლების კვალი.
- არა.
- მეშინია დაკარგვის... მეშინია სიკვდილის, გიორგი. მეშინია, რომ კიდევ მოკვდება ჩემს მკლავებში ვინმე. მეშინია, რომ ვერ ვუშველი... დაიცლება სისხლისგან, ჩემს ხელებში დალევს სულს... მეშინია, რომ აღარ იქნება... მასთან მომინდება და აღარ იქნება... დამავიწყდება... სმენას დავძაბავ და ვეღარ გავიხსენებ მის ხმას... ცხოვრება გაგრძელდება... ტყუილად გაქრება, გესმის? რა გავაკეთო, როგორ შევწირო ყველა, ვინც მიყვარს ვიღაც ავადმყოფს, ვიღაც მანიაკს?! მითხრი... ყველა ფილმს ხომ არ აქვს კარგი დასასრული? ხომ არ აქვს? - არ აშორებდა ამღვრეულ, მავედრებელ თვალებს კაცს. იფიქრებდი, შველას სთხოვსო თითქოს.
- არ აქვს.
- ხალხს ხომ უყვარს ეგეთი ფილმები?
- უყვარს, - ნელა დაუქნია თავი. დაეთანხმა ისე, როგორც მზურნველმა მშობლებმა იციან ხოლმე განერვიულებული ბავშვის დამშვიდება.
- ხალხს ხომ უყვარს სხვისი უბედურება? მითხარი... ხომ უყვართ ადამიანებს მასზე საუბარი... მის ტრაგედიაზე, მის ტანჯვაზე... ხომ უყვართ დადანაშაულება...

იდგა ოთახში.
ორივე ხელით ეყრდნობოდა გიორგის მკლავებს.
იდგა იმ პატარა ოთახში, სულ პირველად რომ მიისაკუთრა და უნდა გამომშვიდობებოდა ახლა.

- ასეა, - დაეთანხმა დაბალი ხმით.
- ჩემი ცხოვრებაც მაქეთკენ მიდის, გიორგი... არ მინდა, გთხოვ, არ მინდა. მასწავლე როგორ შევაჩერო, არ მინდა! არ მიოცნებია მე ასეთ ცხოვრებაზე, ყოველ წამს ვიღაცის სიკვდილს რომ უნდა ველოდე! არავის სიკვდილი მინდა, გიორგი, ამდენად რთულია?... არ მინდა ვინმე სხვის უბედურებაში მადანაშაულებდეს, როცა მე თვითონ არ მდომებია ეს, ასეთი რთულია?!
- შენ თუ იმაზე ღელავ, რომ ხალხი შენ დაგადანაშაულებს, ძალიან ტყუილად, სოფა.
- არ გესმის... - ამოიტირა საწყლად, არ ესიამოვნა მისი სიტყვები. - რა გგონია, ეგოისტი ვარ და მხოლოდ ის მადარდებს, სხვისი სისხლი მე არ დამბრალდეს? მე მინდა, რომ არ დაიღვაროს ეგ სისხლი, გიორგი! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აჩი, ონისე, შენ ამ ამბაში ჩემ გამო ხართ... ონისე დაჭრეს, ვაჩე ადამიანის მოკვლაზე ისე საუბრობს, ვითომ არაფერი... თქვენ რას ითხოვთ? დამშვიდდი, სოფა, არაფერია... არ ინერვიულო... მარტივია?
- თუ დააკვირდები, მიხვდები, რომ ყველაფერი ისე გადაიკვეთა, შენ გამო კი არა, რეალურად ყველა ამ ამბავში ვყოფილვართ და დღეს გაგვიგია, - სუსტად ჩაეცინა გიორგის. - ჩეჩე ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდა, მაინც მივიდოდა ხმა... ჩეჩეს თავისი სიტყვა აქვს სათქმელი და არ მოისვენებს, სანამ არ იტყვის. რა გგონია, მე ან ონისე კაცს მოვაკვლევინებთ მაგ შეშლილს? ნოდოც ისე გაერია, არაფერ შუაში ყოფილხარ შენ, ამიტომ ისეთ რამეზე ნუ ინერვიულებ, რისი მოხდენის ალბათობაც ძალიან მცირეა, ხო? შენი სანერვიულო შენვე გამოიგონე ახლა, ხომ იცი ეს... ისეთ რამეზე, რაც არ მომხდარა, არ უნდა ინერვიულო, სოფა, გესმის ჩემი?.. ხო, არის შანსი, რომ მოხდეს, რატომაც არა... ცხოვრებაა და არავინაა დაზღვეული არცერთი უბედურებისგან, მაგრამ სანამ არ მოხდება, შენ რომ ნერვიულობ, მითხარი, რა შეიცვლება? შეაჩერებ? ვერა, ხო? დღევანდელი მოცემულობით იცხოვრე, სოფა. დღეს ყველაფერი კარგადაა. დღეს ყველა ცოცხალია. ხვალ ყველა ცოცხალი იქნება, ხო ასეა? - ეფერებოდა გრძელ, სწორ თმაზე. უმშვიდებდა პატარა ბავშვივით აძგერებულ გულს, ისეთი სისწრაფით რომ უცემდა, წუთი-წუთზე გაუსკდებდაო თითქოს.
- ალბათობა ხომ მაინც არის?
- ალბათობას თუ დავეყრდნობით, უცხო პლანეტელებიც არსებობენ... რა, არა? - ეშმაკური ღიმილით დააჩერდა ცრემლისგან დაბინდულ თვალებს.
- მატყუებ... არ მომწონს, რომ მატყუებ!
- როდის მოგატყუე? - გაკვირვებით ჩაეცინა კაცს.
- ახლა მატყუებ!
- მე სულ მართალი ვარ, სოფა, როცა რაღაცას გეუბნები, მაგრამ ახლა ვარ ყველაზე მართალი და შეგიძლია გამოიყენო საშენოდ, - ცბიერ მზერას არ აშორებდა აბრეშუმივით ნაზ სახეს.
ეფერებოდა თითებით, სწავლობდა ყველა ნაკვთს, აკვირდებოდა ყველა დეტალს. განსაკუთრებით ლამაზი მოეჩვენა ის პატარა ხალი, მარცხენა თვალის ჭრილთან რომ ჰქონდა ქალს.
- ვაჩეს კლავდა... ონისე დაიჭრა... რის იმედს მაძლევ, გიორგი? - ვეღარ სუნთქავდა სოფა, უარესად ურევდა თავგზას კაცი.
- გინდა, გიპასუხო?
- გეკითხები და მიპასუხე!
- მე ჩემთან ყოფნის იმედს გაძლევ, სოფა, - უჩურჩულა ყურთან ახლოს, საიდუმლოს უმხელსო თითქოს.
- მოგკლავს... - აემღვრა მზერა კიდევ უფრო.
- მე? ვინ, გოგო! - ხმით გაეცინა გიორგის.
- მოგკლავს ის... ის მაცაბერიძე. შენც მოგკლავს, ყველას მოიშორებს... მთავრობის კაციაო, ვერ გაიგე, რა თქვა? ყველაფერი მისკენაა. ყველა ძალა მისკენაა.... ღმერთო, - ბუტბუტებდა არეული და ვერაფერს უხერხებდა ზღვისოდენა ცრემლებს, ჩანჩქერივით რომ ჩამოსდიოდა გაცრეცილ სახეზე.
- შენი სადარდებელი არ არის ეგ, სოფია.
- ვისია, მითხარი... ვისია. ჩემ გამო ხარ აქ, ხვდები? ყველაფერი ჩემით დაიწყო.... ჩემ გამო გემუქრება საფრთხე!
- აჰ, კიდე დაიწყო... - ღრმად ამოისუნთქა გიორგიმ. - ნერვიულობ, შენ?
- არ უნდა ვნერვიულობდე?!
- გააჩნია რატომ, - გამომცდელი გაუხდა ტონი. არსად უშვებდა მკლავებში მოქცეულს.
- რა გგონია შენ, რატომ?! - აზიდა წარბები მისი უტიფრობით გაღიზიანებულმა.
- შენ უნდა მიპასუხო ეგ, სოფა. იმიტომ, რომ მე ვარ თუ იმიტომ, რომ...
- არ აქვს მნიშვნელობა! - არ დაასრულებინა, თავის გადარჩენა სცადა სოფამ.
- კარგი, კარგი, - დაუქნია თავი და შეუშვა ხელები.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან.
- სად ... სად მიდიხარ? - დამფრთხალი მზერით ამოხედა ქალმა.
- რა მნიშვნელობა აქვს?
- გთხოვ... არ გინდა. არ გინდა, რა.
- მაგალითად, რა არ მინდა? - მიუახლოვდა ნელი, გამოზომილი ნაბიჯებით, ისე თითქოს მსხვერპლს ეპარებაო მტაცებელი ცხოველი, ქვემოდან უყურებდა აბრჭყვიალებული თვალებით. ფრთხილად ჩამოატარა ხელი სახეს და ნაზად შეეხო შეფერადებულ ღაწვებს. - მე რომ ბევრი რამე მინდა, სოფა?
- მაინც? - ამოაყოლა ჩურჩულს.
- გაჩვენო? - მზაკვრულად ასწია წარბები.
- რა უნდა მაჩვენო?
- ის, რაც მინდა, - თავხედი ღიმილი არ შორდებოდა თვითკმაყოფილ გამომეტყველებას.
- წადი...
- გვიანია... ძალიან გვიანი, - დანანებით გააქნია თავი.
- რისთვის? - შიში ჩაუდგა თვალებში, ყველა ამოიკითხა გიორგიმ.
- რა გეგონა, რაზე ფიქრობდი... რომ მიახლოვდებოდი, ჩემკენ რომ მოდიოდი. ხომ იცოდი, სადაც ვიყავი... ხომ იცოდი, რა ომებში ვიყავი... ხომ იცოდი, სოფა, რომ მარტივი არ იქნებოდა... ხომ მოხვედი მაინც. ახლა რომ გეშინია, მაშინ რატომ არ შეგეშინდა, სოფა?
- გიორგი... - სისუსტე იგრძნო მუხლებში, საწოლზე ჩამოჯდა ფეხმორთხმით.
- რაო, სოფია? - ჩაიმუხლა მის საწოლთან და გაუთანაბრდა. - მიდი, მითხარი, გისმენ.
- გაიწიე...
- სინათლე რომ მოგქონდა, რატომ არ შეგეშინდა? სიბნელეში რომ მოდიოდი, რატომ ერთხელ არ მიიხედე უკან? - რბილ, დამყოლ ტონში ახვევდა იმ ქარიშხალგამოვლილ სიტყვებს, ტკივილის მიყენებაც რომ შეეძლოთ ადრესატისთვის.
- მეშინია... - საწყლად ჩაღუნა თავი, ვეღარ გაბედა მზერის გასწორება შერცხვენილმა.
- თუ გინდა რომ წავიდე, თუ შენ მართლა გინდა, რომ დასრულდეს... ხომ იცი, რომ ასეც იქნება. მითხარი, გინდა?
- გიორგი... - აუკანკალდა ხმა.
- მითხარი, - შეეხო ტუჩებით შევარდისფერებულ ღაწვებს. - გელოდები.
- არ გინდა...
- რატომ აღარ მიყურებ?
- რა? - ინსტინქტურად ამოსწია თავი.
- რა მოისმინე ეგეთი, რა გაიგე, რა გითხრეს, ერთხელაც რომ აღარ მისწორებ თვალს. მითხარი, რისი გეშინია.
- საიდან მოიტანე? - არადამაჯერებლად გაიკვირვა სოფამ.
მიუხვდა.
ცივად ჩაეღიმა თავჩაქინდრულს და წამოდგა ფეხზე. გასაგებიაო, ესღა ჩაილაპარაკა იმდენად ჩუმად, საკუთარ თავს გაუმეორაო თითქოს.
- რა არის გასაგები?! - წამოეწია სოფა. - რას ნიშნავს?
- შეგიძლია არ მითხრა.
- რა?
- ყველაფერს ამბობ უთქმელად. ვიცი, რაც გაწუხებს, - გაუღიმა გამამხნევებლად.
აგიჟებდა სოფას მისი ღიმილი მაშინ, როცა არ იმსახურებდა.
- რ..რა მაწუხებს?
- უნდობლობა გაწუხებს, სოფა. - არ მენდობი და ესაა მიზეზი, ხომ ასეა?
ხმა არ ამოუღია სოფას.
დუმილი თანხმობის ნიშანიაო, თავის თავს გაუმეორა გიორგიმ.
- სიტყვებს თუ ელოდები, დაპირებებს, რომ აღარ ვიფიქრებ მასზე... რომ აღარ გამახსენდება, რომ არ ვინანებ, რომ არ მეტკინება... ეგრე არ იქნება, სოფა. ვერ იქნება, ძალიანაც რომ ვეცადო, - არც გატყუებ, არც გაძლევ იმ დაპირებებს, ჩემს თავთანაც რომ არ შემისრულებია ჯერ...
- შენ ვერ შეიყვარებ სხვას, - არ აუწევია თავი, დამნაშავედ ჩაილაპარაკა სოფამ. - გიყვარს ის ერთი და აღარ არის სხვისი ადგილი შენთან.
- აღარც ის ერთი არის, სოფა, - მწარედ ჩაეღიმა გიორგის. - შენ რომ საშკა გყვარებოდა ისე, როგორც საცოლეს საქმრო... დაივიწყებდი ოდესმე?
უპასუხოდ დატოვა.
უჭირდა მის ადგილას წარმოედგინა თავი,
მაგრამ იცოდა, თუ არ წარმოიდგენდა, ვერასდროს შეძლებდა გაგებას.

- დრო რომ გადის... - დანაშაულის გრძნობას ამოაყოლა დამნაშავე ამოსუნთქვა გიორგიმ. - სიყვარული ფორმებს იცვლის... დრო რომ გადის უმისობაში, სხვანაირად გიყვარდება ის ერთი, ის მონატრებული... ხორციელი სიყვარული ქრება, იცი? არც უარსებიაო თითქოს, ისე ქრება... სული გიყვარდება მისი, სულს სცემ პატივს, მის სულს უფრთხილდები, იმიტომ, რომ იცი, აღარ არსებობს მისი ხორცი... პირველად რომ დავინახე, მივედი და ვუთხარი, ცოლად უნდა მოგიყვანო-მეთქი. არ ვიცნობდი, არასდროს მენახა, მაგრამ მივედი და ვუთხარი... იცი, რატომ? პირველად მომინდა მაშინ, გამეცნო ისე, არავინ რომ არ იცნობდა სხვა. სხვანაირი იყო... ისეთი თვალები ჰქონდა, მისი გაცნობა მომინდა, სოფა... ვერ მოვასწარი... სანამ გავიცანი, მანამ ... ასეა. პირდაპირ არ გეუბნები, მაგრამ შენ ხომ ხვდები, რისი თქმაც მინდა, არა? დანაშაულის გრძნობა არ მასვენებს მე, სოფა... მე რომ არ გავეცანი, ახლა ბედნიერი იქნებოდა სხვასთან... ცოცხალი იქნებოდა, მე რომ არა... როგორ გინდა, ამასთან ერთად იცხოვრო და თან მშვიდად გეძინოს? როგორ გინდა, მის ძმას ჩახედო თვალებში და არ გეტკინოს?.. როგორ გინდა, დაივიწყო და ბედნიერმა იცხოვრო? - მძიმედ გააქნია თავი, ზურგით დაუდგა დაზაფრულს. - ყველაფერი ისე რომ არ მომხდარიყო, როგორც მოხდა, შეიძლება ჩემი საცოლე ცოლი რომ გახდებოდა, ყოფილი ყოფილიყო ახლა... ძალიან ცუდად ჟღერს, ხო? შეურაცხმყოფელადაც, იქნებ... - ხმით ჩაეცინა გიორგის იმ სიტყვებზე, ყოველ ღამით რომ უძვრებოდა გონებაში და ეჩურჩულებოდა „რა იქნებოდა, თუ...“ - იცი, ეს ფიქრი როდის შემომიჩნდა? სამზარეულოში რომ იჯექი ჩემთან... ჩუმად რომ მათვალიერებდი... მაშინ დავფიქრდი პირველად, რა მოხდება, თუ... მაშინ შემრცხვა პირველად, როგორ შეიძლება მომხდარიყო ასეთი რამ... არ დაგიმალავ, არ მომეწონა. არ მესიამოვნა. საკუთარი თავი შემებრალა მხოლოდ, მკვდარიც რომ მჯობდა, იცი?
- არ არის საჭირო... - უხერხულად აიწურა სოფა.
- სხვისი აზრების მოსმენა გირჩევნია? - ჩაეცინა გიორგის.
არ დაასრულებინა წინადადება და მიუახლოვდა ისევ.
- მე მარიამი სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება, სოფა. მეყვარება, როგორც ადამიანი... როგორც გარდაცვლილი... როგორც ჩემ გამო გარდაცვლილი... ვერ დაგპირდები, რომ მის საფლავზე არ ავალ, მაგრამ შემიძლია დაგპირდე, რომ ერთადერთი ქალი, რომელიც იარსებებს...
- არ დაასრულო, გიორგი. არ დაასრულო მანამ, სანამ დარწმუნებული არ იქნები, - სახე აერია სოფას, ნაბიჯი გადადგა უკან.
- აი, ეს ძალა აქვთ სიტყვებს და მაინც სიტყვებს ითხოვენ ხოლმე... უნდობლობას იწვევენ ყოველთვის. ამიტომ მირჩევნია ქმედებები, ამიტომ მირჩევნია დაგანახო, ვიდრე გითხრა.
- გიორგი... უნდა წახვიდე, - ერთიანად დაეშალა ხმა, როცა პირისპირ დაუდგა.

ჩახედა ამღვრეულ თვალებში, იმაზე მეტს რომ ამბობდნენ, ვიდრე სიტყვებს შეეძლოთ ეთქვათ.
არცერთი უარი იყო იმ წამს მის თვალებში,
ამიტომ მიუახლოვდა ნელა.
პირველად შეეხო მაშინ და აკოცა ძალიან ნაზად.
უკანასკნელადაც, იქნებ.
- ჰო? - მიეფერა ცრემლიან თვალებს და ფრთხილად შეეხო იმ ხალს, ვარსკვლავივით რომ ანათებდა თვალთან ახლოს.

დაუქნია თავი სუსტად.
უკანასკნელი ძალით ამაგრებდა ცრემლებს..

- იყოს ისე, როგორც შენს კარგად ყოფნას სჭირდება.

არ ვიქნებიო კარგად, უნდოდა ეთქვა,
ვერ ამოიღო ხმა.

მძიმე ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან და თან გაიყოლა იმ ქალის ჩუმი ცრემლებიც, ვეღარასდროს რომ ვერ შეძლებდა მის დავიწყებას.
მანამ არ შესულა უკან, სანამ ძალიან ღრმად არ ჩაეძინა ტირილით გადაღლილს.
ყველა ცრემლის მომსწრე გახდა კართან მდგომი გიორგი.
დახედა ბოლოს მშვიდად მძინარეს.
ვეღარ გაბედა შეხება,
ჩამოართვესო თითქოს.

დატოვა მარტო სიბნელის სხივებში გახვეული თავის პატარა ოთახში,
ბავშვობის წლებს რომ ახსენებდა მუდამ სვანეთში გახიზნულ გიორგის.


*
კარის ჩარჩოს მიყრდნობილი აკვირდებოდა როგორ ალაგებდა ჩემოდანს ქეთუთა.
ისეთი ინტერესით კეცავდა ტანსაცმელებს, თითქოს ამაზე საინტერესო არაფერი არსებობდა დედამიწაზე.
არცერთი წამით უყურებდა კაცს, უამრავი ჩახველების შემდეგ, მაინც შეუმჩნეველი რომ ყოფილიყო მისთვის.

- როდემდე ვარ იგნორის რეჟიმში? - ინტერესით აზიდა წარბები გულზეხელდაკრეფილმა ონისემ, ნახევარი ტანით კარადას რომ ეყრდნობოდა.
- სამუდამოდ! - თავისთვის ჩაიბურტყუნა ქეთუთამ ისე, რომ არ მოუშორებია თვალი აკურატულად დაკაცილი ტანსაცმლის განლაგებისთვის.
- რატომ, გოგო, რატომ!
- იმიტომ და მორჩა! - გადაჭრით ჩაილაპარაკა და ხმაურით დახურა კარადის კარი. - კიდევ დიდხანს უნდა ისუნთქო ჩემი ჰაერი?
- შენი ჰაერი რა წესია, ვითომ?
- დროებით ჩემია და გაბრაძანდი აქედან!
- ოჰ, როგორი მკაცრი ბრძანდებით, ქეთევან... შევშინდი, ძალიან! - ნელი, აუღელვებელი ნაბიჯებით დაიძრა ოთახის სიღრმისკენ და თვითკმაყოფილი ღიმილით დაეხეთქა საწოლზე.
- ნუ გამომცდი, ონისე! - გამაფრთხილებლად აუქნია სავარცხელი.
- რას ვშვრებით, ვმალავთ ურთიერთობას? - თავქვეშ ამოიოდო ხელები და დამკვირვებლური მზერით შეათვალიერა ქალი, თვალებდაქაჩული რომ უყურებდა თავის თეთრეულში უდარდელად გახვეულს.
- რომელ ურთიერთობას, დეგენერატო!
- მოდი აქ და გაჩვენებ, - ხელი დაარტყა საწოლზე იდაყვჩამოყრდნობილმა.
- მოვალ და მაგ ნაკერებს დაგაცლი სათითაოდ! აეგდე, ნუ დამიკუჭე თეთრეული!
- ჯერ სად ხარ... - მზაკვრულად ჩაეცინა დგვარელს.
- შენ რაღაც ცუდად იცინი, ონისე დგვარელო, და ცუდად დაგიმთავრდება, იცოდე!
- გოგო, რა დაგემართა! - ამოიწუწუნა საწყლად. - როდემდე უნდა იეჭვიანო ვაჩეზე?
- აფრენ, ხო? - დოინჯშემოყრილი მიუახლოვდა უდარდელად გადაწოლილს.
- შენ გამოც გადავეფარები ტყვიას, რა გჭირს, რა დაგემართა, ქეთუთა... - ყალბი აღშფოთებით აზიდა წარბები.
- აი, მაგ „ც-ს“ გამო, მე ვიქნები, ვინც დაგიმიზნებს და არ ააცილებს, იცოდე!
- კაი? - ჩაეცინა მისი მუქარით გამხიარულებულს. - სროლაც იცი, შენ?
- ტყვიის სროლაში საქართველოს ჩემპიონი ვარ, არ იცოდი? - გაკვირვებით ჩაეცინა ქეთუთას. - ევროპაზეც გავიდოდი, მაგრამ დამეზარა... სხვა ინტერესები გამომიჩნდა.
- ბატონო? - უხერხულად ჩაახველა ონისემ. - ჩემპიონი რაში, უკაცრავად?
- ტყვიის სროლაში-მეთქი!
- სათამაშო იარაღით, ხო? არა, არა... წყლის თოფი, ხო?
- გინდა მოვიტანო ჩემი სათამაშო იარაღი და გაჩვენო როგორც ვიცი დამიზნება? - ცბიერი ღიმილით ჩამოუდგა ხველაავარდნილს. - იქნები ჩემი მანეკენი, ონისე?
- ქეთუთა, იცი, რა არი? ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ მზად არ ვარ სერიოზული ურთიერთობებისთვის, შენ უკეთესს იმსახურებ, ხო ხვდები... - ყალბი სერიოზულობით გაუსწორა თვალი.
- რაო, შეგეშინდა? ჰაჰ! აი, ეს ხართ... ეს ხართ კაცები! ძლიერი ქალების გეშინიათ, ეგო გივარდებათ, მაგრამ რა დაგივარდებათ, რაც არ გაქვთ... - გამარჯვებული ღიმილით ჩაიქნია ხელი ქეთუთამ.
- ვის? რას ქვია შემეშინდა? ვისი? - წამოიწია აღშფოთებული. - ვის? მე, ონისე დგვარელს, შემეშინდა? ჰაჰ, გამეცინა... სასაცილოა ძალიან... ან ეს რა ხართ კაცები რას ნიშნავს, რა წინადადებაა, რა სიტყვაა, საიდან აითვისე, ვინ გასწავლა?
- კაი, კაი, ნუ ავარდი... - დამამშვიდებლად გაუღიმა დამარცხებულს. - ვის არ შეშინებია, რა მოხდა, მესმის...
- არ აგყვები ახლა, არ მინდა, თორე... - ჩაიფრუტუნა უდარდელად. - ნუ გამომიწვევ, ნუ გააღვიძებ ჩემში დაუნდობელს!
- დაუნდობელ ბოკვერს? - ჩაიქირქილა დამცინავად.
- შენ, ახლა... - გამაფრთხილებლად გადააქნია თავი დგვარელმა.
- რა, მე ახლა?
- მიიღებ საკადრის პასუხს და მერე არ დამიწყო, არ გაგიფრთხილებივარო!
- ნუ მაცინებ, ძალიან გთხოვ!
- ეგრე, ხო?
- რავი, ხო.
- კაი... კაი!
- კაი! - აიჩეჩა მხრები უდარდელად.
- მე შენ გაჩვენებ, როგორ უნდა დაცინვა! - ხელით დაქაჩა საწოლთან მდგომი და ხმაურიანად დაახეთქა მის გვერდით, საწოლზე. - ნუ მოძრაობ, გამეხსნება ნაკერი და შენი თეთრეული დაისვრება, ჩემი კი არა!
- გამიშვი, გცემ! - სუსტად ურტყამდა ხელებს მხარზე. - ხო არ გტკივა? - ინტერესით წამოსწია თავი. ჩაეღიმა ონისეს.
- ველური... ბოლოჯერ გეკითხები, მშორდები?
- კი, თბილისში მივდივარ და ოთხას ორმოცდაათი კილომეტრით გშორდები! - დაიწრიპინა მის ქვემოთ მოქცეულმა. - მძიმე ხარ, დეგენერატო, აეთრიე, ვეღარ ვსუნთქავ!
- მეც მოვდივარ და შენ ვის მანქანაში ჯდები, უკაცრავად? - ორივე ხელით ჰყავდა გულზე აკრული და არ აძლევდა მოშორების საშუალებას.
- ჩემი ბიძაშვილის, - ამაყად მოიღერა ყელი და წამოსწია თავი. - პრობლემა გაქვს?
- მაქვს!
- ბრძანეთ, ვეცდებით განვიხილოთ, მაგრამ არ გიპასუხებთ!
- ჩემი შეყვარებული ჩემს გვერდით უნდა იჯდეს, ქეთუთა!
- იჯდეს, მერე!
- დათუნასთან არ დაგინახო!
- რაღაც არ მახსენდება შენი შეყვარებული ვიყო! - ჩაიფრუტუნა დამცინავად.
- გოგო, ჩემი დაგარქვი და ცოტა დასტოინად! - ხმით დასცინა ონისემ.
- ააა, გაეთრიე! ფუ! - აკივლდა ქეთუთა. - თავში მოგხვდა შენ ეგ ტყვია, რაებს იძახი, არ გრცხვენია?! ასეთი რამე... ასეთი რამე იცი, შენ, ლადუკა დუნდუამ რომ მაკადრა, რა ვუქენი?! გოგოსკენ არ გაუხედავს მას შემდეგ, მაგ საცოდავს!
- კაი, ნუ გამოიძახე ავსულები, მშვიდად, წყნარად, ქეთუ! - დამამშვიდებლად უსვამდა თავზე ხელს. - ვინ არი, გოგო, ლადუკა დუნდუა?
- ქურდული მენტალიტეტის მეათე კლასამდე პატიოსნად მატარებელი... მერე დოსტოევსკის მოკიდა ხელი და შეეშვა ზვეზდოჩკებს, ახლა ფილოსოფიის აკადემიაში კითხულობს ლექციებს ადამიანის რაობაზე, ხო, მაგარია?
- აუ, ძაან! - თვალები აატრიალა ონისემ. - კიდე უყვარხარ, ლადექსას?
- მას შემდეგ, რაც მასწავლებლის მაგიდაზე დატოვებული „დანაშაული და სასჯელი“ ჩავათხლიშე, აღარ ამოუწევია თავი წიგნიდან და არა მგონია, - აიჩეჩა მხრები უდანაშაულოდ.
- მე მგონი, მოძალადე ხარ, იცი?
- ახლა იცი რატო არ გცემ? - ამოხედა ინტერესით.
- იმიტომ რომ გიყვარვარ? ვიცი, ვიცი...
- არაფერიც! ის ძლივს გაკერილი ჭრილობა რომ არ გაგეხსნას და ჩემი გასაკერი არ გახდე! - განაგრძო ხელ-ფეხის უღონო მოძრაობა. - გამიშვი ხელი სანამ დროა!
- ნუ მოძრაობ, თორე მართლა გაიხსნება!
- გამიშვი მაშინ!
- მთხოვე და კი, - არ შორდებოდა თვითკმაყოფილი ტონი.
- არასდროს!
- ველური ბავშვი... რა შესაყვარებელი ეს იყო! - თავისთვის ჩაიბურტყუნა ონისემ.
- ჰა? - წამის მეასედში წამოსწია თავი. - რა თქვი?
- არაფერი, რა გინდა?
- რა თქვი ახლა?
- არაფერი არ მითქვამს! - გაკვირვებით აიჩეჩა მხრები.
- რაღაც გავიგე!
- იქნებ უბრალოდ შიზოფრენია გაქვს? - ჰკითხა სრული სერიოზულობით თვალებდაქაჩულს და არ დააყოვნა მწარე მიჯლუგუნმაც.
- ბიჭო!
- მშვიდად რომ დამადო გულზე თავი სამწამნახევრით, შეგიძლია? - ჩაეკითხა ინტერესით ონისე.
- არა, - თავი გააქნია ქეთუთამ.
- მე რომ ყველაფერს ვიმახსოვრებ, ხო იცი ეგ? ხო გამოსცადე? ხო ნახე?
- მერე, მერე...
- დედაჩემს ვეტყვი! - დაემუქრა მოღიმარს.
- ოჰ, რას ეტყვი, - ინტერესით აზიდა წარბები ქეთუთამ.
- ცუდად რომ გიდედამთილოს, - კმაყოფილმა გაუღიმა და აუბურდა კიდევ უფრო თმა.
- შენმა ცოლმა იკითხოს! - უკმეხად მიუგდო და კიდევ ერთხელ სცადა წამოდგომა, მაგრამ სულ ტყუილად.
- რა ვიცი, ვეკითხები და მაიგნორებს, თან მიზეზსაც არ მეუბნება!
- გეყოს! აღარ არის სასაცილო, - დაუბღვირა გაღიზიანებულმა.
- უხ, კაი ერთი!
- შენი აზრით, რა მოხდება? - დანებდა ბოლოს, ამოხედა ქვემოდან მცირეხნიანი დუმილის შემდეგ.
- არაფერი არ მოხდება.
- ვერ მამშვიდებ!
- კარგი, მაშინ მოხდება, - ამოიოხრა დაღლილმა.
- მადლობა, გული მაქვს მშვიდად! - გაუღიმა სარკასტულად.
- არ გაქვს... აგჩქარებია, - აკოცა ძალიან ნაზად.
- გეყოფა!
- არ მეყოფა, - ამოიწუწუნა მის კისერში თავჩარგულმა.
- რამე გჭირს? - ეჭვით აზიდა წარბები ქეთუთამ.
- კი.
- რა?
- შენ, - უპასუხა ისე, რომ არ აუწევია თავი.
- კარგი რა, სულ როგორ დამცინი!
- ეგ შენ გგონია ეგრე, თორე...
დაუკოცნა მთელი სახე.

- ააა, აქ რა ხდება! უსირცხვილოებო! ბავშვებიც არიან, რა დღეში ხართ! ნოდო, დახუჭე თვალები, არ შეიძლება შენთვის ასეთები! ნელა, ბიჭო, არ დამაგდო, მეეშვიდე მალაც არ მომამტვირო! - ქაქანებდა ნოდოს მხარზე ჩამოკიდებული, ტრადიციულ ღამის შემოვლაზე ქეთუთას კართან ჩახერგილი დიტო ჩხაიძე, რომლის ყვირილმაც, იმ ღამით, მეორედ შეძრა მაზერი.


* * *

რთულად გათენდა ის ღამე,
ტყვიების ბუღი რომ დაეტოვებინა სუსტად ამოწვერილი მზისთვის.

თვალებდასიებულმა გაიღვიძა სოფამ.
გამოფხიზლებაც ვერ მოასწრო, ისე ჩასვა დათუნამ მანქანაში.
მაზერის გზაზე გაიაზარა მხოლოდ, სამუდამოდ რომ შორდებოდა იმ ადგილს, სახლიც რომ ჩაენაცვლებინა მისთვის.
დაბურული ფანჯრიდან აცეცებდა თვალებს, ოღონდ დაენახა ის ერთი, მაგრამ დგვარელების მანქანა მოჰყვებოდათ მხოლოდ.
გიორგი და აჩი მოგვიანებით ჩამოვლენო, გზაში სასხვათაშორისოდ ახსენა დათუნამ.
ვეღარ გაბედა კითხვების დასმა,
საკუთარ თავს ჩამოართვა ამის უფლება, წინა საღამოს.
მანქანის მინას მიადო თავი.
ითვლიდა ხეებს.
აკვირდებოდა სახლებს.
ვერ შორდებოდა იმ მხარეს,
მისდაუნებურად რომ მიესაკუთრებინა უკვე.

- ვითომ ადგილები არ იყო სხვაგან, აქ რომ ჩაგვყარე ყველა? - ბუზღუნებდა დიტოს გვერდით ჩაჭეჭყილი ქეთუთა. - ხომ ხედავ, ვერ ვეტევით! დიტო, გაწიე ფეხი, ისედაც ჩამეკეტა ფილტვები!
- ხმა! - სარკიდან გადმოხედა დათუნამ.
- აუფ, ჩაერთო... - აატრიალა თვალები მობეზრებით.
- გოგო, შენი ბიძაშვილი რომ ვარ, რატო მიგავიწყდა?
- დგვარელებთან იყო ადგილი, რას მორბოდი აქეთ? - მოეშალა ნერვები დიტოს. - მე მჭირდება მოფრთხილება და იმის ნაცვლად თავს მევლებოდე, გაიწიეო მეუბნები?
- დათუნამ ჩამკუჭა აქ, იმან მოგიაროს!
- ვუაიმე, არ ჩაგსვა ონისესთან მანქანაში? - ფხუკუნებდა დიტო. - იმიტომ ყრი ცოფებს დილიდან? რა იყო გოგო, სად გაგექცევა, შენი არაა? ხამო!
- დიტო, სანამ კოშმარულ ჩლიქოსნად მოგევლინე, ხმა არ ამოიღო! - წარბაწეული დააჩერდა ზემოდან. - ჯერ ერთი, სადაც მინდა იქ ჩავჯდები და ვერავინ ამიკრძალავს. მერე მეორეც, არ ვართ ერთად, საიდან მოიტანე?!
- აბა, გუშინ ის რა... - პირი გააღო თუ არა წინა საღამოს გასახსენებლად, იდაყვი გაჰკრა ძლიერად ქეთუთამ.
- მოძალადე! - დაიკვნესა დიტომ, სიმწრის ცრემლებს რომ ყრიდა თვალებიდან. - რა ხელი გაქვს, შე ძიუდოისტო, შე ტალახაძე, ამომივარდა ლავიწი!
- ჰოდა, სანამ ენას ამოგაძრობ, მანამ გააჩერე!
- რა დღეში ხართ? - დაქანცულმა გადმოხედა ნოდომ ორივეს. - ცოტახნით რომ დაიძინოთ და დაგვასვენოთ, ვერა?
- შეგვიწუხდა თავადი, როგორ ეკადრება... რა იყო, დოლიძე, რა დღეში გაქვს ნერვები?
- არა, რა... ამასთან? ამასთან აზრი არ აქვს, - ჩაიქნია ხელი ნოდომ, მიხვდა აზრი არ ჰქონდა დიტოსთან პოლემიკაში შესვლას.
- ოჰ, მიხვდა... ცოტა კი შეგაგვიანდა, ერთი ოცი წლით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ნოდარ, შე თუთაშხია!
- სურამში რომ დაგაგდებ ჰამაკებთან, მერე ეძებე ოკრიბის ავტობუსი, შე ცოდო! - დაუბრიალა თვალები ქეთუთასა და სოფას შუაში ჩაკვეხებულს, ორივეს რომ ავიწროვებდა და ვერ ისვენებდა მაინც.
- მე არაფერს გეტყვი! - გულზე დაიკრიფა ხელები ბოროტი ღიმილით.
- კაი ერთი, - ჩაიფრუტუნა დამცინავად.
- მე - არაფერს, ნოდო. ერთი ტიპი ისეთს გეტყვის მერე, დრო რომ მოვა, ჩემს პასუხსაც მის პასუხში ჩავაქსოვ... - ეშმაკურად აზიდა წარბები თვითკმაყოფილმა და მზერით ანიშნა ის, რაც არავის თვალებს გამოჰპარვია ჯერ კიდევ საავადმყოფოში ყოფნის დროს.


- გიორგი მირეკავს, - მცირეხნიანი უხერხული დუმილის შემდეგ ზარზეიმით გამოაცხადა არხეინად გადაწოლილმა დიტომ, ქეთუთას მუჯლუგუნებს თავისას რომ ახვედრებდა. - ჰორსმენი გისმენთ... რა კითხვებია, გიუშ, ძაან სმუზად გადავლახეთ რიკოთი... ა, ნუ ვცანცარებ?.. კაი, მითხარი, აბა, რა გინდა, ეცადე იყო ლაკონიური... კი, მწყობრში ვართ, საჭესთან ნოდო ზის, მე არ დამსვეს. მეც კარგად ვმგზავრობ.. აა, ჩემი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა არ გაინტერესებს?.. აბა, ვისი? - ეჭვნარევად მოჭუტული თვალებით გადმოხედა დიტომ სმენადაძაბულ სოფას, გულიც რომ შეფრთხიალებოდა იმაზე ფიქრით, ჩემი ამბის გასაგებად დარეკაო გიორგიმ. - აჰ, ზოგადად ამბობ? ზოგადად კარგად ვართ, კი, - განსაკუთრებით გამოკვეთა ის ერთი სიტყვა, მთელი ორგანიზმი რომ ჩაუწვა იმედგაცრუებულ ქალს, სიმწრის ცრემლებს ძლივსღა რომ იკავებდა.


*

„ჩვენ ვგავართ ფოთლებს, მოულოდნელ ქარიშხალში“


*

თითქმის ერთი კვირა იყო გასული მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დასრულდა სვანური თავგადასავლები.
განერვიულებული, სახეწაშლილი დადიოდა დათუნა და ხვდებოდა სოფაც, არაფერი ჰქონდათ ხელჩასაჭიდი.
ვერ უახლოვდებოდნენ იმ კაცს, თითქოს მთელი სამყაროც რომ აღემართა დამცავ ზღუდედ.
ხელს ვერ ადებდნენ კაცს, რომლის სურვილებსაც შეეწირა მრავალი.
სამყაროც ასე არისო მოწყობილი, ფიქრობდა საკუთარ ოთახში შეკეტილი სოფა, ყველა ის დანაშაული ეპატიებაო გავლენიანს, რომლის მეოთხედიც არ აპატიებენო ადამიანს.
ზედმეტ კითხვას ვერ სვამდა სოფა,
პასუხები აშინებდა უფრო, ვიდრე ხმის ამოღება, დაკარგულიც რომ ჰქონოდა უამრავი უძილო ღამის შემდეგ.

გზააბნეულივით დაიოდა ქეთუთა სახლის ერთი ნაწილიდან - მეორემდე მას შემდეგ, რაც არცერთი ზარი შესულა მის ტელეფონზე.
სიბრაზისგან ცეცხლი ეკიდებოდა, როგორ თუ პირველ ნაბიჯს არ დგამსო დგვარელი.
გაჯიუტდა კიდევ უფრო.


მძიმე ნაბიჯებით აიარა ნოდომ სოფას ოთახამდე მისასვლელი კიბეები.

- შეიძლება? - მსუბუქ კაკუნს პასუხიც მალევე მოჰყვა, შემოდიო, გამოსძახა სოფამ. - რაღაც მინდა, რომ გითხრა, - ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი ნოდომ.
- მშვიდობაა? - დაძაბული წამოდგა საწოლიდან სოფა.
- მშვიდობაა, ალბათ, - ჩაეცინა უხერხულად. - სვანეთიდან ისე წამოვედით, ვეღარ მოვასწარი შენთან საუბარი. მივხვდი, რომ გეწყინა... არ იმჩნევდი, მაგრამ... გიცნობ, რა, სოფა. წყენა კიდე უფრო ცუდია, ვიდრე გაბრაზება... გაბრაზება მერჩივნა, მაგრამ გეწყინა... არ მინდა, რომ ღალატად აღიქვა ჩემი და დიტოს ნაბიჯი, თითქოს არ გვადარდებდი, ხომ გესმის... არ არის ეგრე, რა. ორი თვის განმავლობაში დღე არ გასულა, შენზე რომ არ მეფიქრა... მეც და დიტოსაც. - ჩაახველა, ჩაიწმინდა ხმა ანერვიულებულმა, მზერასაც რომ არ უსწორებდა მის პირისპირ მდგომს. - ალბათ, ნამდვილი მეგობარი იმწამსვე მოვიდოდა შენთან და არ წავიდოდა მანამ, სანამ არ გაგაგებინებდა სიმართლეს, მაგრამ ვერ გადავახტი ონისეს... უფრო მეტად იმ გოგოს, ნენეს. შემეცოდა, ჩვიდმეტის იყო მაშინ... მაგ ასაკში, ხომ იცი, იფიქრებდა, სამყარო ჩამომექცაო თავზე.. ჩემი ნათქვამით რომ გამსკდარიყო ეგ ამბავი, იმაზე დიდი ომი დაიწყებოდა, ვიდრე გამოვიარეთ ახლა... შენც ხო მოისმინე ჩეჩეს რეაქცია... არ იფიქრო, რომ თავს ვიმართლებ, უბრალოდ მინდა ჩემი მხარეც დაგანახო... ხომ გესმის?

მოაგონდა სოფას გიორგის ბაბუის სიტყვები.
სხვას რომ დაუნახო სიმართლე,
შენ უნდა დადგეო მის ადგილას.
უნდა გამოიხედო მისი ფანჯრიდან,
უნდა დაინახო ის ხედი, ხშირად რომ იჩრდილება აღმართულ კორპუსებში.
ჩაეღიმა სოფას.
რას იზამდა თვითონ?..

- რომ არ მცოდნოდა, ონისე აპირებდა ამ საქმის მოგვარებს, გეტყოდი აუცილებლად, ხომ იცი... მისი სათქმელი იყო, ვიდრე ჩემი. მისი ამბავი იყო ეგ, სოფა, ეს მინდა რომ დაგანახო, მხოლოდ...
უსიტყვოდ გადაეხვია ნოდოს, იმაზე მართალიც რომ ეჩვენა იმ წამს, ვიდრე ყველა დანარჩენი - ერთად აღებული.
- მადლობა ნოდო, ამდენად სწორი რომ ხარ ბავშვობიდან, ამდენად კარგი... არასდროს შეგშლია არავისთან, ჩემთან კი არა!
- კაი, რა! - გული გაუჩერდა ნოდოს.
- არ ამიტირდე ახლა! - დასცინა გულაჩუყებულს. - მეც უნდა მენდო ხოლმე, ეს მეწყინა, უფრო...
- მაპატიე?
- საბოდიშო არაფერია... მეც მაქვს ჩემი შეცდომები ამ ამბავში. ინსტინქტებით ვქმოქმედებთ, როცა აღარ გვრჩება სხვა გზა... ასეა, - დამამშვიდებლად გაუღიმა და ჩამოჯდა საწოლზე მასთან ერთად.
- გიყვარს ის? - ჰკითხა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, ხველა აუვარდა სოფას.
- ვინ? ვინ მიყავრს? - დაიბნა, როგორც გამოჭერილი.
- გიორგი, - სუსტად ჩაეღიმა ნოდოს.
- რა?.. რატომ? არა... რა სისულელეა. საიდან მოიტანე?
- აჰა, ანუ გიყვარს, - თავი გადააქნია ნოდომ.
- არა-მეთქი, ნოდო! - წარბები შეკრა სოფამ. - საიდან მოიტანე ეს სისულელე?!
- ჩამოვიდა ქალაქში, - ალმაცერად გადმოხედა მისი სიტყვებით აწრიალებულს. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, უყვარსო, ნამდვილად.
- რა? - სასხვათაშორისოდ იკითხა.
- ჰო, დღეს დილით დაბრუნებულა.
- შენ საიდან? - წამოწითლდა სახეზე.
- აბა, არ მიყვარსო? - ეშმაკურად აზიდა წარბები, შემფასებლურად უფრო.
- გეყოფა, ნოდარ დოლიძე! - დაუცაცხანა გამხიარულებულს.
- ვიცი, რა.
- ჩამოვიდა და ჩამოვიდეს, მე რა?!
- კარგი კაცია გიორგი.
- არის. მერე? - აიჩეჩა მხრები გაღიზიანებულმა.
- არაფერი, ნუ მეჩხუბები...
- არ ვჩხუბობ, მშვიდად ვარ... - არ შესცვლია ტონი.
- კი, ხო? - ჩაეცინა ნოდოს.
- კარგი, ხო! - ჩამოყარა მხრები სოფამ.
- აღიარებ ანუ!
- არა!.. - წამოიყვირა და სწრაფად წამოდგა ფეხზე.
- ისე უყურებდით იქ ერთმანეთს, მივხვდი.
- რა? როგორ? როგორ ვუყურებდით? - ჭარხლისფერი დაედო სახეზე ქალს.
- შეყვარებულად, - ნიკაპზე ჩამოისვა ხელი ნოდომ, თავის გონებაშიც რომ ხარშავდა ამ კითხვის პასუხს.
- არა!
- მეც კი შევამჩნიე, სოფა, რას მიმტკიცებ ახლა? - ხმით ჩაეცინა დოლიძეს და წამოდგა ისიც ფეხზე.
- კიდევ? კიდევ ვინმემ შეამჩნია? - წინ და უკან დადიოდა ანერვიულებული.
- კი, დიტო ქორწილისთვის სიმღერებს არჩევს, - სასხვათაშორისოდ აიჩეჩა მხრები ნოდომ.
- დავიღუპე!
- დიტომ რომ იცის, ქალაქმაც იცის, სოფა! - მძიმედ ამოიოხრა ნოდომ და ამოაძვრინა ჯიბიდან ტელეფონი.
- პირი ამოიკეროს, თორე ამოვუკერავ!
- გვიანია... - მოაბრუნა ეკრანი მისკენ.

დიტო ჩხაიძის ინსტაგრამ სთორი დაემშვენებინა სამი საათის წინ დადებულ სოფასა და გიორგი ჩუმად გადაღებულ ფოტოს წარწერით; „სვანეთის მერცხლები“

- რაო? - წამოიკივლა სოფამ. - რა დეგენერატია, მიშველეთ, მოვკლავ! მოიცა... მეორე „სთორიზე“ შენ ხარ?
- არა! - სპაზმური ხველა აუვარდა ნოდოს და აართვა ტელეფონი ხელიდან.
- მაჩვენე!
- გადი! ნუ მიახლოვდები! სოფა... არ ნახო, შეეშვი, ნუ მტკენ!
- მაჩვენე-მეთქი! - არაფრად ჩაუგდია მისი გოდება, მაინც ჩაიჭყიტა ტელეფონში.

მარტოდმარტო იდგა ნოდო გიორგის სახლის იმ ხესთან, დიტოს რომ უპირებდა მის გვერდით ჩაბეტონებას. ფოტოს ამშვენებდა წარწერა; „ქუჩაში დადის მარტოხელა მგელი”, რომელსაც ფონად მიჰყვებოდა სიმღერის ტექსტიც; „I’m so lonely broken angel”

- მიშველეთ! - კიოდა სოფა. - არ არის ჯანმრთელი, ღმერთო! თან რამდენი გამომწერი ჰყავს, დავიღუპეთ, ნოდო! ქუჩაში აღარ გამოგვესვლება!
- მაცადე... შენ არ მაფასებ, სოფა, სათანადოდ! დამაცადე! - ავისმომასწავებლად ჩაეცინა ნოდოს. - ახლა ნახე! ახლა მიყურე! ახლა ეზიარე კლასიკას!
- რას დებ, რა არის ეს?
- მაცადე, მაცადე! - თვითკმაყოფილი ღიმილი არ შორდებოდა დოლიძეს.

დაიდო თუ არა ღამის ქოთანზე მჯდომი ხუთი წლის დიტო ჩხაიძის ფოტო, არ დააყოვნა ზარმაც.

- ფოტო აიღე, ნოდო დოლიძე, აგიჩეხავ ნაწლავებს! - გამწარებული ყვიროდა მეორე მხრიდან დიტო.
- ნუ ღრიალებ, ჩაგიწყდება იოგები, თან სხვა ფოტოებიც მაქვს... დღეს დილით გავიარე ბებიაშენთან, ციცომ დაგიდო ჩათვალე, - კმაყოფილი ქირქილებდა ნოდო.
- თქვე მოღალატეებო, თქვე ცხოვრებისეულად არასწორებო! აბაროტს აგიღებთ, მიყურეთ!
- ნუ კივი-მეთქი, არ შეიძლება შენთვის... მეექვსე მალის ამბავია, ხო გესმის.
- თაგი მაინც მოხსენი ბიჭო, ოცი კაცი გადმოვიდა უკვე, აქედან ცხრამეტი მდედრობითია, ვიტირებ!
- იტირე, იტირე... იქვითინე... გიხდება ქვითინი, დიტექს!

იღიმოდა ნოდო ისე, როგორც ბრძოლაში დამარცხებული და ომში გამარჯვებული.


* * *

ჩაბნელებულ კორპუსთან იდგა ჩეჩე დგვარელი.
ერთი კვირა იყო გასული მას შემდეგ, რაც თვალით არ ენახვებოდა ლიზა და არ ნებდებოდა ისიც.
მაცაბერიძის საქმით ჭკუიდან გადასული, ერთადერთ შვებას იმ კორპუსთან უშედეგო დგომით გრძნობდა, მასზე ბავშვობიდან შეყვარებული რომ ცხოვრობდა, თუმცა გაჯიუტებულიყო ისიც.

- ჩამოდი... რა, - მისალმების გარეშე წამოიწყო ჩეჩემ და დაამატა ბოლოს თხოვნისმაგვარიც.
- აქ რას აკეთებ? - წარბები შეკრა ფანჯარასთან მდგომმა ლიზამ, მშვენივრად რომ ხედავდა მანქანაზე ზურგით მიყრდნობილს.
- შენი ნახვა მინდა, ლიზა...
- მე არ მინდა! - უპასუხა უკმეხად.
- ჩამოდი, ნუ მახვეწნინებ, რა გჭირს?
- გააფრინე შენ, ხო? - დოინჯშემოყრილი უყურებდა ზემოდან კაცს, წამითაც რომ არ ეცვლებოდა გამომეტყველება. ისევ ისეთი უტიფარი იყო, როგორც მაშინ, როცა პირველად შეხვდა.
- რატო? - გაუკვირდა გულწრფელად.
- რას ნიშნავს, რატომ! იცი, რომელი საათია? იცი, ბებიაჩემი რომ გაგიჟდება? - დაბალ ხმაზე დაუცაცხანა ლიზამ.
- გოგო, ხო არ გიტაცებ, ჩამოდი და ადი ისევ!
- არ ხარ სანდო... - დაიჩურჩულა ისევ.
- კაი? - იწყინა ჩეჩემ.
- რა იყო, გეწყინა? - ირონიულად ჩაეღიმა ლიზას.
- ეგოზე მომხვდა, ოდნავ, მაგრამ არ დაიწია, - აიჩეჩა მხრები უდარდელად. - ჩამოხვალ?
- რა თქმა უნდა, არა და არანაირად!
- ანუ არ ჩამოხვალ? - აზიდა წარბები ინტერესით.
- ანუ არ!
- შეგრცხვება, იცოდე.
- შენ არ გრცხვენია და მე რისი? - უდარდელად ჩაეცინა ქალს.
- კაი.

გაუთიშა თუ არა, იმავე წამს გაისმა მისი სახელი იმდენად ხმამაღლა, რომ მთელმა კორპუსმა ინტერესით შეაღეს ჩარაზული ფანჯრები.

მეგაფონით ხელში იდგა ჩეჩე.

- „ლიზა ოცხელი, ვიმეორებ, ლი-ზა ოცხელი, ჩამოვიდეს სასწრაფო წესით!“ - იცინოდა დგვარელი.
- ვაიმე... ვაიმე... გააფრინა, გაგიჟდა, - სიმწრის ცრემლებს ყრიდა თვალებიდან ლიზა. - ღმერთო, ახლა მიშველე და მერე...
- ლიზა, ჩამოდი! - გაისმა ისევ და ზარიც შევიდა ლიზას ტელეფონზე.
- თუ არ ჩამოხვალ, ყველას გავაგებინებ, შეყვარებული რომ გყავს და მერე ნახე შერცხვენა... სხვა გზა არ დამიტოვე, ლიზაკო, რა გიყო, რა მოგიხერხო...ერთი კვირაა დომინოს თამაშს მაყურებინებ, მეც ხო ადამიანი ვარ, მეც ხო მაქვს ფსიქიკა?
- შენ ავადმყოფი ხარ, ჩეჩე, იცი? არსადაც არ ჩამოვალ! რა გგონია, ეგეთ მუქარაზე ავვარდები?! - სიბრაზისგან ხმას ვერ აკონტროლებდა ლიზა. უხეშად გადასწია ფარდა, თითქოს გააქრობდა იმას, რაც კორპუსის ეზოში ხდებოდა.
- ანუ მაინც არა, ხო? - ჩაეკითხა ინტერესით.
- რა თქმა უნდა, არა! თვალით არ დამენახო!
- კაი...
იყო პასუხი და გაწყვეტილი ზარის ხმაც.
მომდევნო ოცი წუთის განმავლობაში ისეთ სიწყნარეში გაეხვია ღამის კორპუსი, თითქოს არც არსებულიყო ის ხმაური, თითქმის ყველა მეზობელი რომ შეეგება თავიანთი ფანჯრიდან.
ღამის სამის წუთები იყო უკვე, კარზე რომ გაისმა ზარის ხმა.
ფერები გადაუვიდა სახეზე ლიზას.
ძალა გამოეცალა ფეხებიდან, კაროს ხმას ბებიამისის კარზე მოკაკუნებაც რომ მოჰყვა, რა ხდება ხომ არ იციო, რომ ეკითხებოდა.
- ა... არ ვიცი? - დაიბნა საწყლად. - ვინ არის?
- გულიკო, მშვიდობაა? - კარი გააღო ქალმა.
- დედა, რა ბიჭი ყოფილა ჩვენი ლიზაკოს შეყვარებული! - ზარზეიმით შემოიჭრა ტორნადოს მსგავსი - მეზობელი გულიკო.
- ვინო? - დაბნეულმა გადახედა შვილიშვილს ქალმა.
- რრ.. რა? - საწყლად ამოიბუტბუტა ლიზამ.
- სიურპრიზის გაკეთება სდომებია, რა წარმოსადგენი... რა საუბარი, რა გარეგნობა! - აღფრთოვანებული მიიწევდა ოთახის სიღრმისკენ ქალი.
- ლიზა? - ეჭვით გადმოხედა შვილიშვილს. - რა ხდება, ამიხსნი?
- არაფერი ვიცი!
- როგორ არ იცი, დედი, გეძახდა ის ბიჭი და არ გამოიხედე. მომღერლები ჰყოლია მოყვანილი, შენთვის უნდა ემღერათ თურმე... კაკო მეძახდა წეღან... ხო იცი შენ, კაკო ბაბუა?
- როგორ არ ვიცი, - მოაგონდა იმწამსვე მუდამ დომინოს მოთამაშე კაცი, ცნობილი, როგორც ვეტერანი ფეხბურთელი, წარმატებულიც რომ გახდებოდა, რომ არა „უპატრონო ქვეყანა.“
- ასე მითხრა, დგვარელების ბიჭიაო, ხედავ, შენ? - ქაქანებდა გულიკო.
- რომელი დგვარელის, გულიკო?
- რატი დგვარელის, ფეხბურთელი რომ იყო, ხო იცი, შენ. ლიზაკო, დედი, თუ არ ჩახვალ და არ ნახავ იმ ბიჭს, მაწყენინებ იცოდე, - თითი აუქნია გამაფრთხილებლად და რბილად ჩაეშვა სავარძელში.
- სად უნდა ჩავიდეს, გულიკო, ამ შუა ღამეს, ხომ კარგად ხარ? - გაუწყრა მეზობელს ქალი.
- ვუყუროთ, გოგო, ფანჯრიდან, რა პრობლემაა, - ჩაეცინა გამხიარულებულს, მუდამ სხვის ცხოვრებაზე რომ ეჭირა თვალი.
- ლიზა, რა ხდება, ამიხსენი ახლავე! - დაძაბული მზერით გადმოხედა ქალმა შვილიშვილს.
- მე... მე... არ ვიცი, რა ხდება, - ლამის ტირილი დაეწყო ლიზას, პატარა ბავშვივით რომ დაეყენებინათ კუთხესთან.
- ვინ არის ის ბიჭი?
თვალებით ანიშნა ლიზამ, ნუ მისვამო ბევრ კითხვას. იცოდა, პასუხების გასაგებად იყო ამოსული ქვედა მეზობელი ღამის სამ საათზე.
- გადასარევი ბიჭი... წარმოსადეგი, რა სალამი, რა გამარჯობა! - ამატებდა და ამატებდა საქებარ სიტყვებს გულიკო.
- გადასარევმა ბიჭმა არ იცის, შუა ღამეს რომ არ უნდა შეაწუხოს ახალგაზრდა ქალი? - წარბები შეკრა ქალმა.
- სიყვარულმა არ იცის დრო, ჩემო კარგო! ჩემმა თაზომ ქორწილში რომ მნახა, მაშინ მოვწონებივარ, თურმე... არავისთვის უთქვამს, არავისთვის უკითხავს რამე, სიყვარულსო მალვა უნდაო, ასე მითხრა მერე...
- მაგრად დაიმალა, კი... რაღა გულიკო და რაღა ნახევარი თბილისი, - ჩაიბურტყუნა ლიზამ თავისთვის.
- ჰოდა, მაშინ მეორე სართულზე ვცხოვრობდი, პლეხანოვზე, მამაჩემი მილიციაში მუშაობდა, თითზე იხვევდა ყველას, მისი სიტყვა აზანზარებდა დედამიწას... ხოდა, რას მოვაყოლე? აჰ, აჰ! სიყვარულს! მაკითხავდა ჩუმ-ჩუმად, მოჰქონდა ყვავილები... არაფერი უკადრებია, ჩემს თაზოს, მე მიხარებდა გულს... ასეთია სიყვარული, - შეყვარებული ღიმილით იხსენებდა ქალი წარსულს.
- უჰ, იმიტო არ გიღალატა? - აგრძელებდა ბრაზმორეულ ბუტბუტს გულზეხელდაკრეფილი ლიზა.
- რაო, რას ამბობ ლიზაკო? - ინტერესით წამოიწია ქალი.
- აა..არაფერი... ისე, ჩემთვის, რაღაც...
- ადექი ახლა და ჩადი, თორემ არ წავალ, იცოდე! - ტუქსავდა პატარა ბავშვივით გულიკო.
ბებიას გახედა ლიზამ, მიშველეო.
- გულიკო, სად უნდა გავუშვა ბავშვი, ამის თავი რომ მომტაცოს ვინმემ?! - წყრომით გადახედა მეზობელს.
- არ არის კაცო დრო? ამის ხნის რომ ვიყავი, ჩემი ლაშიკო ბაღისთვის მყავდა მომზადებული, სოსიკოზე ვიყავი ორსულად, - ხელები გაშალა ქალმა.
- ოხ, ჩეჩე დგვარელო, ყელს გამოგჭრი, - ბურტყუნებდა ლიზა.
- ხოდა, რას ვამბობდი? აჰ, გამახსენდა, გამახსენდა... ორსულად ვიყავი მე ამის ხნისას, თანაც პირველზე კი არა, მეორეზე, აბა?! დროა უკვე, ხო იცი, რა უთქვამთ ძველებს, დაგვიანებულიო, მარტო სიკვდილი ვარგაო, გესმის, შენ? - უშნოდ გაეცინა ქალს. დაემანჭა ტუჩის კუთხეები ლიზას, მიხვდა, ფეხს არ მოიცვლიდა ეს ქალი მანამ, სანამ არ ჩავიდოდა ქვემოთ.
ვერ უშველა ბებიამ.
- ქალბატონო გულიკო... - შერიგებლური ტონით წამოიწყო ლიზამ.
- ორი ბიჭი არ მყავდეს, მე შენ გაჩვენებდი წუნიაობას! - დაუცაცხანა ქალმა. - ასეთი ბიჭის გაშვება შეიძლება ხელიდან? მოყვანილი ჰყავს-მეთქი მომღერალი, გაგვიხარე სამეზობლოს გული! არ გახსოვს, შენს პატარაობაში, კონცერტებს რომ აწყობდით და მღეროდით უნიჭოდ? მომღერალი ჰყავს კაცს მოყვანილი, გესმის?
- ვინ მომღერალი, დავაკლავ, მოვკლავ, ვაწამებ, დავამიწებ!
- ეს დგვარელი, ჩვენი გიორგის მეგობარი ხომ არ არის, ბებო? მეცნობა ძალიან, - ინტერესით გადმოხედა ქალმა.
- არის!
- გიორგის გარეშე მაინც არ უნდა მოსულიყო, რას იფიქრებენ მეზობლები, - თავი გააქნია ქალმა.
- მოგვწონს მეზობლებს, - გამოეპასუხა გულიკო.
- აჰ, ამას და კაკოს თუ მოსწონთ, მე რა საჭირო ვარ, - დუდღუნებდა თავისთვის ლიზა.
- ისეთი მოწიწებით მთხოვა, ისეთი ზრდილობით, ისეთი შოკოლადები ამოაყოლა ხელს, სულ იტალიურები... სასწაული ბიჭია, როგორი გაზრდილი, როგორი მოწესრიგებული... იცოდა შენც რომ იყავი სახლში და არ შეგაწუხა, არ ამოვიდა, მორიდებულია ძალიან. ლიზას გახარება უნდოდა, მაგრამ იწუნებს მგონი ჩვენი გოგო? - ეშმაკურად გადმოხედა ლიზას.
- არავის ვიწუნებ!
- ჩადი, გელოდება მთელი კორპუსი, არ ვიძინებთ, ხომ ხედავ! - ფეხები ააბაკუნა ქალმა.
- ბებო... - მავედრებელი მზერით გადახედა ქალს.
- თხუთმეტ წუთში უკან თუ ამოხვალ, ჩადი, - იცოდა ქალმა, ღამის გათევა მოუწევდა გულიკოსთან ერთად.
- თხუთმეტი წუთი რა არის გოგო, კაცს ამხელა გზა გამოუვლია!
- დიდი გზის გამოვლა ერთი თვალის მოკვრისთვისაც ღირს, გულიკო, თუკი გიყვარს! - მკაცრად ჩაილაპარაკა ქალმა და გაუშვა შვილიშვილი მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავზე მეტად ენდობოდა გიორგის.

ჩხუბითა და დუდღუნით ჩაიარა კიბეები ლიზამ.
დანა პირს არ უხსნიდა გააფთრებულს, უამრავი ეპითეტით რომ ამკობდა და ერთი სულიც რომ ჰქონდა, ადგილზე მოეკლა და დაეცხრილა ჩეჩე დგვარელი.
სადარბაზოდან გამოსულს, ჩეჩესთან ერთად გიტარით შეიარაღებული დიტოც რომ მიეგება, ლამის დროის უკან დაბრუნება ინატრა.
მის გამოსვლას დაბარებულივით მოჰყვა სიმის ჩამოკვრა.

- ბოდიში, ამეკიდა, - უხერხულად შეიშმუშნა ჩეჩე და მზერით ანიშნა ამღერებული დიტოსკენ, ოდნავ შემთვრალიც რომ ყოფილიყო.
- მი კანტარეეეე.... ბათუმს ქათქათას, ზურმუხტს მშვენებას... ლიზა, ლიზა... ჩეჩეს უყავრს ლიზა! - უნიჭოდ მღეროდა გიტარაშემართული დიტო.
- აბა, მომღერალიო? - გადასძახა მეხუთე სართულიდან მეზობელმა მეზობელს.
- ეს არის მომღერალი? - გადმოსძახა მეოთხემ მეხუთეს.
- ვინ ბედავს ჩემი სმენის დაწუნებას? - განრისხდა დიტო და უმატა ხმას.
- ჩეჩე, გააჩერე... გააჩერე, სანამ გადამასახლეს...
- კაი, რა მოხდა... სახლის პრობლემა კი არ მაქვს, გადაგასახლონ, - უდარდელად აიჩეჩა მხრები ჩეჩემ.
- მოგკლავ, დაგმარხავ!

* * *


ჯარივით ჩამწკრივებულ საფლავებს, ერთიანობაც ისეთივე ჰქონდათო, როგორც მეომრებს, იფიქრებდი, თუკი კარგად დააკვირდებოდი ღამის საათებში უცნაური სხივით მოელვარე სასაფლაოს.

მთვარი მათი მზეაო თითქოს, ისეთი მონდომებით გაეხვია თავის კალთაში ათასგზის დაფლეთილი გულები.

არასდროს ეგონა ვაჩეს, ძმასთან მისასვლელად გამბედაობა თუ დასჭირდებოდა ოდესმე.
ასეც ყოფილა თურმე.
დიდხანს ეძებდა ძალას,
ვერ პოულობდა მაინც.
რთული ყოფილა დამნაშავედ ყოფნაო, ფიქრობდა დიდხანს.
მაინც მივიდა.
ფეხებმა წაიყვანეს თავისით,
უკან რჩებოდა იქ მისულს.

ქალის ლანდმა აურია მზერა.

- ვინ ხარ? - შეაკრთო კაცის ხმამ საფლავთან მჯდომი, ცრემლისგან რომ გადარეცხვოდა სახე.
დამფრთხალმა ამოხედა სასაფლაოს კარს ხელებით ჩამოყრდნობილს.
- კესო... კესო ჭკუასელი, - გაუბედავად ჩაილაპარაკა ახალგაზრდა ქალმა, თავისთვის - უფრო.
წარბები აზიდა ვაჩემ.
ყველას ელოდა ალბათ, მის გარდა.

- შენმა ძმამ ძმა მომიკლა, იცი, კესო? - დამცინავი, ტკივილიანი, ნატანჯი ღიმილი გაუკრთა ვაჩეს, ბრაზი გადმოანთხიაო თითქოს, მაგრამ შეებრალა ისიც.
შეებრალა უფრო, როცა დამნაშავედ ჩაღუნა თავი.
- რას აკეთებ აქ? - ოდნავ შეარბილა ტონი.
- მასთან მოვედი, - არ აუწევია თავი, ჩუმად ჩაილაპარაკა კესომ. - საშკასთან.
- და რატომ? - ინტერესით აზიდა წარბები ვაჩემ.
ხვდებოდა მიზეზს, მოსმენა უნდოდა მისგან.
- არ ვიცი... - ტირილით გააქნია თავი.
იცოდა.
თვითონაც იცოდა, რომ იცოდა, მაგრამ შერცხვა იმ გრძნობის, საბოლოოდ რომ შეიწირა ის, ვინც უყვარდა.

ნელი ნაბიჯებით შევიდა ვაჩე.
ჩამოუჯდა გვერდით, მარმარილოს სკამზე.
უსიტყვოდ შეჰყურებდნენ სურათს,
სურათად რომ დარჩებოდა ყოველთვის ერთ დროს მოღიმარი კაცი.

- ყოველთვის მქონდა შიში, რომ დავკარგავდი იმას, ვინც მიყვარს... - მცირეხნიანი დუმილი დაარღვია ქალის გატეხილმა ხმამ. - იცი, ახლა რა მენატრება?
- რა.. - ინერტულად იკითხა ვაჩემ, თვალი არ მოუშორებია სურათისთვის.
მზერით უხდისო თითქოს ყველა ბოდიშს.
- ის შიში მენატრება, მთელი ცხოვრება აჩრდილივით რომ დამყვებოდა მე, ვაჩე...
- როგორ? - ვერ მიხვდა ვაჩე.
- როცა კარგავ, მაშინ ხვდები, რომ დაკარგვის შიშში ყოფილა ცხოვრება სასიამოვნო... ეგ შიში რომ არის შენთან, ბედნიერი ხარ მაშინ, იცი?.. ეგ შიში რომ ქრება, სიცარიელეა უკვე. აღარაფერია, ჩათვალე... ყველა დავკარგე, ვინც მიყვარდა. ის კაცი მოკლეს ჩემ გამო, მე რომ მიყვარდა. იმ კაცის ხელით, რომელიც მე მიყვარდა. არცერთი არ არის დღეს... და ჩემი შიშიც აღარ არის ჩემთან. როგორ მძიმედ მეჩვენებოდა შიშში ცხოვრება, როგორი მსუბუქი ყოფილა თურმე, არ ვიცოდი...
- რა უნდა ვქნა, კესო... - უნებურად აღმოხდა ვაჩეს.
- ისე დასაჯე ისიც, როგორც ჩემი ძმა, - იმედიანი თვალებით გადმოხედა გვერდით მჯდომს.
პირველად გაუსწორა მზერა.
- მე არ მომიკლავს შენი ძმა, კესო.
- ვიცი, - გაეღიმა ქალს.
- შეწყალებას მთხოვ? - წარბები აზიდა ვაჩემ.
- ისე გააკეთე, შენ რომ გეძინოს მშვიდად, - შურისძიების ცეცხლი რომ ჩაქრება, გიფიქრია იმაზე, მერე რა იქნება?
- მიფიქრია, - ჩაილაპარაკა თავისთვის.
- არასდროს მოიშორო ამაზე ფიქრი. არც მაშინ, როცა მას შეხვდები. მაშინ უფრო - არ.
- იმ კაცმა... შენ.. შენ - დაებნა მზერა ვაჩეს.
- ჰო, მე. იმ კაცმა, მე, - მწარე ღიმილმა გადაურბინა კესოს.
- როგორ გამოხვედი... - გაფიქრებამაც შეზარა ვაჩეს.
- გამოვედი? - თავის თავს დასცინაო თითქოს, ხმით ჩაეღიმა ქალს. - მე ჯერ კიდევ იქ ვარ, ვაჩე. ჩემთან, იმ დროში, მხოლოდ მე ვიტანჯები და არავინ სხვა. ცოცხალია შენი ძმაც და ჩემიც. ჩემსას არავინ მოუკლავს, შენსას ცოლი მოჰყავს... მე ვიტანჯები, მტკივა, სიკვდილი მინდა... მე ღმერთს იმას არ ვთხოვდი ვაჩე, ნეტავ ყველა ისე დაიტანჯოს, როგორ მე ვიტანჯები-მეთქი. ერთხელაც არ მითქვამს, რაღა მაინცდამაინც მე, რატომ მე და არა სხვა... მაშინ, პირველად, ჩემი ძმის თვალები რომ ვნახე, ერთადერთი, რისი გაფიქრებაც მოვასწარი, მე და არავინ სხვა-მეთქი. ვიცოდი, არ დასრულდებოდა მხოლოდ ჩემი ტანჯვით და შენც ხედავ შედეგს... შეიწირა ყველა, უდანაშაულოც და დამნაშავეც.
- დაგემუქრა მაცაბერიძე? - დაეჭიმა სხეული ვაჩეს... ვეღარ უძლებდა იმ თვალებს, ტკივილის მეტი არაფერი რომ არ ენახათ.
- ჩემამდე არავინ მოსულა, - უარის ნიშნად გააქნია თავი კესომ.
- აქამდე რატომ არ გამოჩნდი?
- ვაჩე, - ჩაეცინა ქალს. - დუშეთში, ბებიაჩემის სახლში გამომკეტა რეზიმ. არაფერი ვიცოდი, არც ის, ვის შეხვდა. ერთხელაც არ უკითხავს, ვინ იყო ის კაცი. მოვიდა და მითხრა, ყველაფერი ვიციო. მორჩა. აი, რა იცოდა სინამდვილეში... - მზერით ანიშნა საშკაზე. - ვდარდობ.
- რაზე?
- ისე წავიდა, სიმართლის გაგება ვერ მოასწრო... იქნებ უთხრეს... იქნებ გაიგო... ვეჭიდები ამ აზრს. მოასწრო?
- რა მნიშვნელობა აქვს? - გულწრფელად გაუკვირდა ვაჩეს.
- როგორ არ აქვს, - დარდიანად ამოხედა კესომ. - სინანულს ყველაზე დიდი აზრი, სიკვდილის წინ აქვს. აი, მანდაც თუ არ მოინანიე, აღარ გქონია აზრი.
- მოცემულობას ვერ შეცვლის, - მსუბუქად აიჩეჩა მხრები ვაჩემ.
- სულს, მხოლოდ.
- ჩემი ძმა ისევ მისი ხელით იქნება მოკლული, კესო!
- იცი, სინანულს რა შეუძლია? - ფრთხილად დაეკითხა ქალი.
- გისმენ.
- სინანული შენს დანაშაულს ვერ გააკეთილშობილებს, ვერც დროს დააბრუნებს უკან, ვერაფერს შეცვლის და ვერაფერს შეუცვლის იმ კაცს, რომელსაც ტკივილი მიაყენე. აქ სულ სხვა ამბავია... სინანული შენს დანაშაულს კი არა, შენ გაკეთილშობილებს.
- და მე გეკითხები შენ, კესო, რა შეუცვლებოდა ბოლო წამს მონანიებულში? - დამცინავად აეპრიხა ტუჩის კუთხე ვაჩეს.
- სიკვდილის დროს ადამიანი ყველაფერზე ასწრებს ფიქრს... განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც უყვარს, ხომ ასეა?
- სავარაუდოდ, ასეა. მერე?
- მინდა, ჩემი ძმის ბოლო ფიქრი უდანაშაულო საშკა ყოფილიყო. საშკა - მისი მეგობარი, მისი მოკლული, - უხმოდ ჩაეღიმა ქალს.
ის სუსტი იმედი გაუკრთა კუპრივით შავ თვალებში,
უიმედობაში რომ იჩენს მხოლოდ თავს.
- ამბობენ, სიყვარულს გამართლება სჭირდებაო, მაგრამ სიკვდილზე არავინ ფიქრობს. როგორ ფიქრობ, რატომ? - ფეხზე წამოდგა კესო.
სუსტი, შავებში შემოსილი სხეული მოძრაობდა ქარის მიმართულებით.
- როგორ? - დაიბნა ვაჩე.
- სიყვარულს გამართლება არ სჭირდება, სიკვდილში უნდა გაგიმართლოს ადამიანს, ვაჩე. შენს ძმას გაუმართლა, ჩემსას - არა.



ნაწილი მეშვიდე


„მე გაჩუქებ სიყვარულით სავსე გულს...“


თბილისი

შეღებულ ფანჯრებს მკრთალად ეცემოდა მზის სხივი.
ავდრისფერი ღრუბლები გადაეყარა ხანგრძლივი წვიმის შემდეგ დილის ვარსკვლავივით სუსტად ამოწვერილ მზეს.
უმისობას მიჩვეულ ხალხს ახსენებსო თავს თითქოს, ისე მოულოდნელად გაიელვა ცისარტყელაში ჩამალულმა.
აყვარებსო - უფრო,
როცა შვიდ ფერში გახვეულმა სხივმა შეაღწია ღიად დატოვებულ ფანჯარაში.

დავიწყებული მზე,
ანათებდა სუსტად იმ დღეს,
აუჩქარებელი ნაბიჯებით რომ მიუყვებოდა ნაცნობ კორიდორს მოულოდნელი სტუმარი.

ადგილზე გაიყინა კიბეზე ჩამომავალი სოფა, როცა მისაღებში კაცის მაღალ სხეულს მოჰკრა თვალი.

- გიორგი? - სახე აერია ქალს. - შენ, აქ... რას აკეთებ? როდის ჩამოხვედი?

მშვიდი მზერითა და ჩუმი ღიმილით მიბრუნდა მისკენ,
მონატრებულისკენ.
გაუსწორა მზერა ახალგაღვიძებულს, რეალობის შეგრძნება ჯერ კიდევ რომ არ ჰქონდა დაბრუნებული.

- სოფა, სოფა... - ნაცნობი ხმა დაბარებულივით გაისმა მაშინ, იმ ოთახში, პირველად რომ შეხვდა მას. - არ იცი, ხო? - სუსტი ღიმილით გააქნია თავი გიორგიმ.

არ აშორებდა თაფლისფერ თვალებს მის წინ მდგომ ქალს, ჯიუტად რომ უმტკიცებდა, არაფერს ვგრძნობო შენ მიმართ.
ყველა სიტყვას რომ აუფასურდებდა იმ წამს, იმ ქალის მზერა, ყველა მონატრებას რომ ინახავდა მისი ერთი გამოხედვაც.

- რ..ა? - დაიბნა უფრო. გონება გაეთიშაო თითქოს, ვერც წინ გადადგა ნაბიჯი, ვერც უკან. აცახცახებული ხელით ჩამოეყრდნო კიბის მოაჯირს.
რამდენჯერ წარმოედგინა მასთან შეხვედრა იმ საღამოს შემდეგ, თუმცა ვერცერთ წარმოდგენაში ვერ იფიქრებდა ამდენად სპონტანურად თუ მოხდებოდა ეს, თანაც სად... საკუთარ სახლში.
იქ, სადაც შეხვდა პირველად.
იქ, სადაც გაუსწორა თვალი პირველად.
იქ, საიდანაც დაიწყო ყველაფერი.

- როდის ჩამოვედი, არ იცი, სოფია? - ალმაცერად ამოხედა ქვემოდან და პროვოკაციულად გამოკვეთა მისი სახელი ისე, როგორც სჩვეოდა ხოლმე. აღიზიანებდა მასთან შეხვედრით დაბნეულს.
- არა!
- ახ, როგორ გიყვარს, როცა მატყუებ, - დანანებით გააქნია თავი.
თვითკმაყოფილმა ღიმილმა გაუნათა მუდამ მოქუფრული სახე, სხვანაირ სილაღეს რომ იტევდა ის ერთი ღიმილიც.
ჯერ არნანახი სილაღე იყო, ბორკილების მოხსნას რომ სდევს მხოლოდ თან.
გაკვირვებით ამოხედა ქალმა, მზერით აგრძნობინა, შეავმჩნიეო ის, რისი შემჩნევის უფლებაც მის გარდა არც არავის ჰქონდა, თუმცა შემჩნევა უნდოდა ამასაც.
ჩაეცინა კაცს.

- როდის მოგატყუე? - ბრაზით აენთო თვალები სოფას და მიუახლოვდა კაცის დამცინავი ტონით გათამამებული.
დაუდგა წინ წარბშეკრული, გულზეხელდაკრეფილი.
ეღიმებოდა გიორგის.
ამის ნახვა უნდოდა,
ამაზე ფიქრობდა,
როცა მოდიოდა გაუფრთხილებლად.
- ასე, ორი კვირის წინ?.. რამდენი დღე გავიდა, გეცოდინება შენ, უფრო ზუსტად, - ფრთხილად გადაუწია სახეზე ჩამოყრილი თმა. იმდენად ფრთხილად, არც შეხებიაო თითქოს. - როგორც ვხედავ, კიდევ არ აპირებ გატყდომას, ხო?
- სასურველი პასუხი ვერ მიიღე, გიორგი? - დამცინავად ჩაეღიმა ბრაზმორეულ ქალს და უხეშად ჩამოიყარა გადაწეული თმა უკან. - რთულია, როცა უარს გეუბნებიან?
- აჰ, ნუთუ? - ხმით გაეცინა მისი რეაქციით გამხიარულებულს. - შენთვის არავის უთქვამს და ბოროტად იყენებ? გვამცირებ უარყოფილებს, სოფია? შენ მე კეთილი გოგო მგონიხარ...
- რამ გაგამხიარულა ასე ძალიან? - გაკვირვებით ამოხედა მასზე მაღალს, არცერთი წამით რომ არ ეცვლებოდა ის ეშმაკური ღიმილი, ჭკუიდან რომ გადაჰყავდა სოფა.
- შენ მამხიარულებ, ყოველთვის, - მონატრებული მზერით დაჰყურებდა ზემოდან ქალს, რომლის არცერთი სიტყვა არ სჭირდებოდა რეალურად, ოღონდ ჰქონოდა ასეთი მზერა.
- შენ... რაღაც არ მომწონხარ! - გაკვირვებით ჩაიფრუტუნა სოფამ და ერთი ნაბიჯით მოშორდა ზედმეტად ახლოს მდგომს.
- აა, ანუ აღიარებ, რომ ადრე მოგწონდი? - დამცინავად ჩაეცინა გულზეხელდაკრეფილს და ნახევარი ტანით მიეყრდნო კედელს.
- არა!
- როგორ არა, ახლა აღიარე!
- შენი ხასიათი ვიგულისხმე და ნუ იქმნი ილუზიებს, ძალიან გთხოვ! საერთოდ... რა გჭირს?! შემეშვი! ვერც იაზრებ მგონი, რა ხდება ირგვლივ! აჰ, არა, არა, შენ ხო მიჩვეული ხარ... - მოზღვავებული ემოციებისგან სუნთქვაშეკრული გაუაზრებლად ისროდა სიტყვებს ისე, რომ არც უფიქრდებოდა რომელიმეს შინაარსს.
- რას ვარ მიჩვეული, სოფა? - ინტერესით აზიდა წარბები კაცმა.
- რა გინდა, გიორგი? - ამოიქშინა კამათით დაღლილმა. - არ მაქვს შენი ირონიის თავი!
- რაღაც ძალიან დაბნეული ხარ, სოფა, რა გჭირს? - მიდიოდა მისკენ ცბიერი ნაბიჯებით.
- ნუ მიახლოვდები!
- რატომ?
- არ მსიამოვნებს!
- ვითომ? - ეშმაკურად ასწია წარბები.
ერთი მზერით გაახსენა ის მომენტი, არც არასდროს რომ არ დავიწყებია იმ წუთის შემდეგ.
შესამჩნევად წამოწითლდა სახეზე. თავადაც იგრძნო ალმოდებული ლოყების სიმხურვალე, განგაშის ზარივით რომ ჩაჰყვიროდა გონებაში, დროულად უშველეო თავს.
გვიანი იყო.
ვეღარ უშველიდა იმ თავს, დაკარგულიც რომ ჰქონდა უკვე.
ჭკუიდან გადაჰყავდა ამ კაცის გულწრფელობასა და ირონიას ერთდროულად.
მხოლოდ მას შეეძლო ყოფილიყო ამდენად ღია და ამდენად დახურული.
ამდენად ახლოს და ამდენად შორს.

- საკმარისია, უკვე! ნუ სარგებლობ... - დაიჩურჩულა წართმეული ხმით და უღონოდ ჩამოყარა მკლავები.
- რითი ვსარგებლობ? - გულწრფელად გაეღიმა კაცს. - შენით?
არ ამოუღია ხმა სოფას.
- შენით ვსარგებლობ, მე? - გაუმეორა იმავე ტონით. - ეგრე ფიქრობ, სოფია?
- არ მითქვამს ეგ! - ბრაზით დააკვესა თვალები ქალმა.
- კარგი... - აიჩეჩა მხრები სასხვათაშორისოდ. - ეგრე თუ არ გითქვამს... კარგი, სოფა, გასაგებია ყველაფერი.
- სხვა რამე ვიგულისხმე, - დამნაშავედ ჩახარა თავი, ვეღარ გამოასწორა დაშვებული. - ახ... კარგი, კარგი, ჯანდაბა!.. იყოს ისე, როგორც გინდა, როგორც გაწყობს! მითხარი ახლა, რას აკეთებ აქ?
- საქმე მაქვს, - დამცინავად გადმოხედა არეულს, პირველად რომ ხედავდა ასეთ მდგომარეობაში. - არ შეიძლება?
- ვისთან?
- შენთანაც მინდოდა მქონოდა, მაგრამ გადავიფიქრე, - მაინც გაეპარა მონატრებული ღიმილი, შესამჩნევიც რომ იყო იმ დაკვირვებული თვალისთვის, შემჩნევა რომ არ უნდოდა, მაგრამ ამჩნევდა მაინც.
- მითხარი, რა ხდება!
- რას მივიღებ სანაცვლოდ?
- აფრენ, ხო?
- დავუშვათ, მერე?
- გიორგი!
- სო-ფი-ა? - დააჩერდა ზემოდან ინტერესით და დაამატა ბოლოს ღიმილით. - რა გინდა, სოფა?
- შენ რა გინდა, ეგ მაინტერესებს მე! რა არ გასვენებს? - გაუმეორა იმავე ტონით და გაუსწორა ამღვრეული მზერა ჯიუტად.
- რა არ მასვენებს? - ავად ჩაეცინა კაცს და ფეხდაფეხ მიჰყვა უკუსვლით მიმავალს, კედელსა და კაცის მკლავებს შორის რომ აღმოჩნდა ბოლოს, როგორც გალიაში გამომწყვდეული საბრალო ფრინველი. - შენ! - გამოსცრა გაღიზიანებულმა. - შენ არ მასვენებ დანახვის წამიდან, იცი?! შენ შემომიჩნდი, შენ დამიკარგე ყველა სიმშვიდე, შენ მაფიქრებ, შენ მადარდებ, შ-ე-ნ, სოფია, შენ! იცი? შენ და შენი უარი! შენ და შენი შიში! შენ და შენი უნდობლობა! გიკვირს, ხო? გიკვირს, ვინ არ მასვენებს?! - იმდენად მშვიდად წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას, თითქოს არცერთი სიტყვა ეხებაო მათ.
ძალა გამოეცალა სოფას.
ფეხებში ისეთი სისუსტე იგრძნო, მაშინაც რომ არ უგრძნია, სამყარომ რომ გადაწყვიტა, მიწა გაეხეთქა მისთვის და შიგ ჩაეტანა ყველა ბედნიერება, რაც კი ოდესმე განუცდია.
ფერი დაეკარგა სიმართლესთან პირისპირ მდგომს.
ძალა წაერთვა აღიარებასთან,
ნანატრ, რეალობადქცეულ სიტყვებთან შეჯახებულს,
ყოველ ღამე რომ უოცნებია მას შემდეგ, რაც პირველად შეამჩნია ის, ვინც არ უნდა შეემჩნია.

- შენ ხარ, ვინც არ მასვენებს... მხოლოდ შენ! - დაიჩურჩულა უკანასკნელად და მოშორდა სუნთქვაშეკრულს, ემოციებისგან კანკალს რომ აეტანა. - ხომ გინდოდა პასუხი. კმაყოფილი ხარ? მითხარი... შენ გაქვს პასუხი? რა არ გასვენებს, გაქვს ამაზე პასუხი?

გაუსწორა არეული, უფრო მეტად ამღვრეული მზერა, პირი დააღო რაღაცის სათქმელად, თუმცა მალევე გაისმა ნაცნობი ყვირილი დერეფნიდან.

- ხალხნო! ალო! ერთი, ერთი, ორი! ს.ო.ს! სად ხართ? - ოთახში შემოვარდა აქოშინებული ნოდო.
ციებიანივით მოსწყდა ადგილს სოფა.
საიმედოდ ჩამოიყრა თმა სახეზე,
არავის რომ არ შეემჩნია ის,
რასაც არავის დაანახებდა.
- რა ხდება? - საკუთარმა ჩამწყდარმა ხმამ თავადვე გააოცა ქალი. მივარდა ხველაავარდნილ ნოდოს, სკამს რომ ეძებდა ჩამოსაჯდომად. - რა გჭირს, რა დაგემართა?
- შენი ძაღლი... ისა, შენი ჩაპა, თუ რაც ქვია, ბრიუს ლი, ჯანდაბა, ჯეკა, - ძლივს ითქვამდა სულს. - წყალი... მომაწოდე! გული... გული გამიჩერდა!
- რა ჩაპა, ნოდო! დორტმუნდი ჰქვია! - გაუწყრა სოფა და მიაწოდა წყლით სავსე ჭიქა მისავათებულს. - რა იყო, შეგაშინა?
- რა დორტმუნდი? - გაკვირვებით აზიდა წარბები გიორგიმ. - ვინ მოიფიქრა?
- მე დავარქვი, რა ხდება? - დოინჯშემოყრილი ჩამოუდგა პირისპირ. ცალი თვალი ნოდოსკენ გააპარა, თვალებდაწვრილებული რომ აკვირდებოდა ორივეს და თან ხელს ინიავებდა დაცვარულ სახეზე.
- აუჰ, კაი?! - გულწრფელად შეწუხდა გიორგი.
- რა არ მოგწონს? - წარბები აზიდა სოფამ.
- ძაღლს დორტმუნდს რომ დაარქმევ...
- უკავრავად? რა პრობლემა გაქვს?!
- სიმართლე გითხრა, სერიოზული პრობლემა გამოიკვეთა ამ მომენტში, - ხელები ჯიბეებში ჩაიწყო გიორგიმ და ზურგი აქცია საჩხუბრად მომზადებულს. - არა, არა... სერიოზული რა მოსატანია, უსერიოზულესია!
- გეუბნები, შენ რაღაც არ მომწონხარ დღეს! - ხელები გულზე დაიკრიფა გაგულისებულმა. - აკლიმატიზაციის ბრალია, ვითომ?!
- მომისმინე, ბავშვს სახელს შენ არ არქმევ, - გამაფრთხილებლად გადმოხედა კაცმა.
- ბატონო? - სპაზმური ხველა აუტყდა სიწითლეშეპარულ ქალს, ლამის კვამლიც რომ ასვლოდა ახურებული ყურებიდან.
- ისა... - ხმის ამოღება დააპირა ნოდომ. - ეს ჩაპ...
- აბა, რა დორტმუნდი, სოფა? ვინ არქმევს კანე კორსოს დორტმუნდს? საერთოდ ძაღლების უფლებათა დამცველმა თუ იცის, ეგ რომ იკადრე?
- დორტმუნდიდან ჩამოვიყვანეთ! - გაღიზიანებისგან ჭარხლისფერი დაედო სოფას. - იცი, საერთოდ რა გზა გამოიარა აქამდე რომ ჩამოსულიყო?! იცი, რა წარსული აქვს?! იცი, რა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ამ სახელს?!
- მოკლედ, ეგ ძაღლი... - გაგრძელება სცადა დოლიძემ, სკამზე გადაწოლილს ორი ჭიქა წყლის ჩაცლაც რომ მოესწრო გონზე მოსასვლელად.
- ახ, კრეატივი, არ იკითხო, - ჩაიფრუტუნა დამცინავად გიორგიმ. - აი, რა დორტმუნდი და რა შავი კანე კორსო...
- მოიცა, მოიცა, დორტმუნდი კი არა, რა ბავშვიო, რა თქვი?! - ახლა გაიაზრაო თოთქოს, ბრაზით აენთო თვალები სოფას.
- ხო, რა იყო? - უდარდელად აიჩეჩა მხრები გიორგიმ.
- გააფრინე?
- არ გინდა?
- მერე შენ რა შუაში ხარ?
- მოიცა, აბა ვინ? - წარბები შეკრა კაცმა.
- უკაცრავად, მაგრამ ეგ ბერლინი... - ფეხზე წამოდგა ნოდო.
- დორტმუნდი ჰქვია! - თვალები დაუქაჩა სოფამ.
- რა მნიშვნელობა აქვს! - აყვირდა ნოდო. - მოკლედ, ეგ ძაღლი...
- სოფა, ვინ-მეთქი, გეკითხები, - ხელის აწევით ჩააჩუმა გიორგიმ ნოდო და ფეხდაფეხ მიჰყვა ოთახის ბოლოსკენ მიმავალს.
- შენ რა საერთო გაქვს ჩემი შვილის სახელთან და მით უმეტეს, შვილთან?! - მოუბრუნდა განრისხებული.
- მე მექნება, თუ მექნება, აბა, ვის უნდა ჰქონდეს?
- ახლა უნდა გავიცინო?! - სიმწრით აღმოხდა კაცის პირისპირ მდგომს. - ძალიან ცუდად ხუმრობ და იცოდე...
- და რა არის სასაცილო?
- კი, ხო?
- მათქმევინებთ?! - მაშველი რგოლივით ჩადგა მათ შორის დოლიძე. - თეთრი დროშა, ალამი, მანდილი, ალო, აქ ვართ!
- აღარ იხუმრო შენ! - საჩვენებელი თითი აუფრიალა სოფამ გიორგის, დამცინავ ღიმილით რომ დასჩერებოდა ზემოდან.
- ვინ ხუმრობს მერე?
- ანუ, ხალხო, ეს ოჯახურები ცალკე, რა... - გაბეზრებულმა გადმოხედა ორივეს დოინჯშემოყრილმა ნოდომ. - ნახე, ახლა, თუ მისმენს რომელიმე!
- მით უმეტეს, ნუ ამბობ! ნუ ხუმრობ, ნუ აკეთებ, თორემ!
- ვა, მაშინებ, სოფია? - იცინოდა გიორგი. - ეს რაღაც ახალია... გამოუშვი, აბა, ვნახოთ, რა შეუძლია, - სიცილით ანიშნა ნოდოს, გაეშვა ხელი ბრაზისგან აზვირთული ქალისთვის.
- შენ ახლა მე დამცინი, გიორგი ჭონიაშვილო?!
- ასე ბოლოს მაშინ ვიგრძენი თავი, ბაღის მერე მეზობელთან რომ დამტოვეს და იმათმა თავზე დამამხეს სახლი და კორპუსი, რა გჭირთ, ე! თქვენ მე ცივილური ხალხი მგონიხართ და ეს მეორე მსოფლიო ომი სად აითვისეთ? თქვენ უფრო ცივი ომი და ქენდი ქრაში! სოფა... რატო გამოხვედი მწყობრიდან, თავს გვჭრი, გოგო? ეს გასწავლეთ, ეს გამეცადინეთ? სად არის გრაციოზულობა და კონკიას ქოში? - სულ გადაავიწყდა თავისი პრობლემა ნოდოს, მთელი ძალებით ჩაერთო „ოჯახური“ პრობლემის გადაწყვეტაში.
- აჰა, აყვა ესეც! - ხელი გააშვებინა ბარიკადივით აღმართულ კაცს. - შენ რაღა გინდა დილის ათ საათზე, ნოდო დოლიძე?! შენ მაინც რატო მიშლ...
- მოიცა.. ახ, ის, ვაი, შენი ჩაპა! - წამოიყვირა გონზე მოსულმა. - ჯანდაბა!
- რა ხდება? - ინტერესით გადმოხედა გიორგიმ.
- რა და, დიტოს გაეკიდა ეგ კაციჭამია ოცი წუთის წინ და რავი, გეტყოდით უშველეთ, სანამ დაგლიჯა-მეთქი, მაგრამ... ძვლებს მაინც მივუსწროთ, გავაპატიოსნოთ, ვახ! რა ხალხი ხართ, ბიჭო, სულ გადამავიწყეთ ის საწყალი!
- როგორ? - კარისკენ წავიდა სოფა. - სად არის?
- აშვებული რატომ გყავთ ეგ დინოზავრი დილის ათზე, მეტყვის ვინმე?! - ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ეზოსკენ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალს.
- და თქვენ რა გინდათ დილის ათზე აქ, მეტყვის ვინმე?!
- გოგო, რა დროს ეგაა, დაგლიჯა იმან!
- მოიცა, შენ? - სიცილით ამოუდგა გვერდით გიორგი.
- ბიჭო, იმის თავი შევატოვე, მაინც "დაბრაკულია", - აიჩეჩა მხრები სასხვათაშორისოდ.
- არა, ლოგიკა არის, კი, - ჩაეცინა კაცს.

გავიდნენ თუ არა სახლის უკან, სიმწვანეში ჩაფლულ ეზოში, არ დააყოვნა დიტოს განწირულმა ყვირილმაც, ჯერ კიდევ მთელს მაზერს რომ დაატყო თავისი კვალი და ახლა არც თბილისისთვის იშურებდა თავისი იოგების მაქსიმალური შესაძლებლობების გაცნობას.
- მომშორდი, მომშორდი, შენი! იცი, რას გიზამ, ლეკვო? კატლეტს გავაკეთებ შენგან, მომაშორე დორბლი! უხ, შენი! იცი, საერთოდ, ვის ძვალს ეხები?! დიტო ვარ, ჩხაიძე, შე ლოქო!
- სადაა? - გაკვრივებულმა მოათვალიერა ნოდომ ეზო. - ხმა აშკარად ისმის. შეჭამა, კაცო, უკვე?
- ბებია, შვილიშვილი და დიტო რომ ამოვიყვანოთ მუცლიდან, თუ გამიკვირდეს! - უდარდელად ჩაეცინა სიტუაციით გამხიარულებულ გიორგის და ხელით მოიჩრდილა, დიტოს კვალს რომ მიეგნო.
- ბიჭო, ეგ ისეთია, პითონმა რომ გადაყლაპოს, მაინც ილაპარაკებს!
- პითონს დაღლის და მაინც ამოაყვანინებს თავს!
- ბაზარი არაა, პითონმა „ახრინეწო!“ - ჩაეცინა ნოდოს.
- ყველაფერი მესმის სიტყვა-სიტყვით, ნოდო დოლიძე, და ჩაიწყვიტე ხმა! - დაიკივლა დიტომ.
- იქ არის, - მოულოდნელად წამოიყვირა სოფამ.

ააყოლეს მზერა მის ხელს.

ტყემლის სუსტ ტოტზე იყო შემოხვეული დიტო და იგერიებდა მისი ფეხით მოთამაშე ძაღლს, შარვლის ტოტს რომ ჩაბღაუჭებოდა ისე, როგორც პატარა ბავშვი საყვარელ სათამაშოს.
- მიშველეთ! ჩამომხსენით! ფუ... გადი, ჯეკა! ლედი, ჩაპა, ძაღლო, აშმალახა!
- ნუ აყენებ ჩემს ძაღლს შეურაცხყოფას, დიტო ჩხაიძე, თორე პედიგრის ნაცვლად დავუყრი შენს თავს! - ამოხედა დოინჯშემოყრილმა სოფამ ჰაერში ჩამოკიდებულს. - დორტმუნდ, მოდი აქ! რა გაყვირებს, შენ კიდე, გეთამაშება, ვერ ხედავ?
- ხო, ხო! ადამიანის ძვლის დაღრღნა ახალი თამაშია, ხო, სოფა, სამაგიდო! - ყვიროდა ლამის კენწეროში აბობღებული. - მო-მა-შო-რე, ეს გარეული ღორი, სოფა დადვაძე, თორე წავაჭრი თავს და მერე არ დამიწყო რაღაცები! ჩემი ლევისის ჯინსი ხო გადორბლა და გაჯეგა, მგონი გახია კიდეც, ვერ ვხედავ, სტრესისგან თვალებში მაქვს ჩამობნელებული, მიშველეთ, გული მიმდის!
- ხეზე რამ აგიყვანა? - გაკვირვებულმა ამოხედა ნოდომ. - ბიჭო, ცხოვრებაში „გარაჟზე“ არ ასულხარ, მუხლს ვერ გადავიტყავებო, მანდ რამ აგიყვანა!
- გაჭირვება მანახე და საქართველოს დროშასაც ავაფრიალებ რაიხსტაგზე არა და, ბურჯ-ხალიფაზე!
- რომელი მელიტონ ქანთარია შენ ხარ, შე ცოდო, ტყემლის ხეზე ხარ გაჭედილი და ლეკვის გეშინია, - არხეინად გაეცინა ნოდოს.
- შენ არ იყავი, თავქუდმოგლეჯილი რომ გაიქეცი და შემატოვე ეს მონსტრი, შე მოღალატე, შე ლავრენტი ბერია, შე მუშნი ზარანდია, ჩამოვალ მე ქვემოთ, დამაცადე!
- კი არ გავიქეცი, წამოვედი, კაცო... ეგრე დავდივარ მე, ცოტა სწრაფი ნაბიჯებით, ეს გაქცევა რა სათქმელია, რა საკადრებელია საერთოდ... - უხერხულად ჩაახველა ნოდომ.
- რა ხდება, რა ამბავია? ვინ ყვირის? - გამოვარდა სახლიდან დათუნა.
- ძაღლი კი არა, მონსტრია! მომაშორეთ, გაიტანეთ, გავატყავებ, მე მითქვამს, მე გამიფრთხილებიხართ, იცოდეთ!
- ეს შენი ხროტინი თუ არ დავდო ყველა სოციალურ ქსელში, მე არ ვიყო ნოდო დოლიძე! - ჩართული კამერით იდგა ხესთან ნოდო. - აბა, დიტო, გაგვიღიმე, კოცნა გამოგვიგზავნე! მიდი, დიტექს, ნუ გაქვს შემაშფოთებლად შემზარავი სახე, სად გაქრა შენი თავდაჯერებულობა?! მიდი, დაგვანახე შენს გამომწერებს!
- შე თავხედო, შე უტიფარო, ვის უბედავ! თავი თუ არ მოგჭრა ქვეყნის მასშტაბით და დაგბრაკო აზიის ყველა სავიზო ქვეყანაში, აგერ მე, აგერ თქვენ! - გალურჯებული ყვიროდა დიტო.
- უჰ, სიტყვები, ცარიელი, - წაიღიღინა ნოდომ და ბოლო კადრიც დააფიქსირა, ფეხი რომ ჩამოუცურდა მეორე ტოტზე გადასვლისას ჩხაიძეს.
- კაი, ბიჭო, ცოდოა, - მხარი გაჰკრა გიორგიმ.
- მოიცა, რა ცოდო, შემარგეთ, მთელი ბავშვობა სისხლი გამიშრო და გამაჭაღარავა რვა წლის ასაკში! შენ არ იცი, თორე, ამას ისეთი ცოდვები ადევს იმ მობრაკულ მხრებზე, მთელი ცხოვრება რომ დავცინო, მაინც არ ეყოფა! - ჩაეცინა დოლიძეს.
- სად არის ჩეჩე, სად არის დგვარელი! მოიყვანეთ, სალაპარაკო მაქვს! მოვიდეს, უნდა ვეძმაკაცო! მოვიდეს, რაღაც უნდა ვუთხრა, რაღაც უნდა გავუმხილო! უნდა იცოდეს, რას უმალავენ! რა ტყუილშიც აცხოვრებენ! მერე ნახეთ, უხ, მერე ნახეთ, თქვენ! ამის თავი თუ არ დავადუღებინო, ამის თავი თუ არ ვაცემინო! ამის თავი თუ არ შევაჭმევინო მთელს საკანეკორსეთს, მე არ ვიყო დიტო ჩხაიძე! - ჩამწყდარი ხმით ხაოდა ტოტზე შემოხვეული. - გაეთრიე, შე ლოქო! მომაშორეთ, ხალხო, ეს დეგენერატი ცხოველი, სანამ წავაწყვიტე ეს გასიებული თავი!
- მიგაყოლებ ზედ! - დაუცაცხანა სოფამ. - დორი, დორი... მოდი აქ, მოდი, შეეშვი, სულელია ეს, - ეფერებოდა საკუთარი მიზნით შეპყრობილ ძაღლს, არაფრის დიდებით რომ არ ეშვებოდა დიტოს შარვლის ტოტს.
- ფუ, ფუ, ძაღლს რო დორი ჰქვია! - სახე დამანჭა დიტომ.
- რა უნდა ამას ხეზე? - გაოგნებული იყო ახალგაღვიძებული დათუნა. ჯერ ხესთან მდგომ ბიჭებს გადმოხედა გაკვირვებულმა, ბოლოს მთავარ ობიექტს. - ბიჭო, ნორმალური ხარ შენ?
- შენ რაღა რა გინდა? - ჩამოსძახა დოინჯშემოყრილმა.
- არა, მეც მაგარ კითხვას ვსვამ, რა უნდა ამასთან რაიმე სახის „ნორმას,“ - ამოიოხრა გულშეღონებულმა დათუნამ. - მეგონა მაცაბერიძე დაგვადგა, რა გავყვირებს, შე დეგენერატო, გაიღვიძა მთელმა სამეზობლომ, დარეკეს პოლიციაში!
- დარეკონ! მაგათმა მაინც მიშველონ, მაგათმა მაინც მომაშორონ ეს მხეცი, თქვე მოძალადეებო! არაადამიანებო! კორუმპირებულებო! ფულზე გაყიდულებო!
- აქციაში აგერია, დიტექს, ეგ მერე, საღამოს, რუსთაველზე, ნუ იღლი იოგებს, იქაც უნდა იყვირო, - გასძახა ნოდომ.
- ჩამოეთრიე, ბიჭო, მანდ არ ამომიყვანო! - აყვირდა დათუნა.
- ახალი მიზანი გამიჩნდა ცხოვრებაში, - გულზე ხელი მიიჭირა ყვირილით დაქანცულმა დიტომ. - აქედან რომ ჩამოვეხეტები ცოცხალი და ღმერთის წყალობით საღ-სალამათ-უვნებელი, ჯერ შენს დეგენერატ ძაღლს დავარჭობ დიაზეპამს, მერე ჩემს ინდოელ მეზობლებს, მთელი ღამე რომ რუტუნებენ კოჭლი ინგლისურით! მესმოდეს მაინც, რამე, უხ, მაგათი! და მერე! მერე, მიმიშვით, პუტინი უნდა მოვკლა ევთანაზიით! დააბით-მეთქი, ეგ ძაღლი, თორე გამკეთებელი ვარ! - სვენებ-სვენებით ლუღლუღებდა ტოტზე გადაწოლილი.
- ლეკვს ეჯიბრები, შე ცოდო? დაგაძინებ სამუდამოდ, ჩამოეთრიე ქვემოთ! - ამოსძახა ქვემოდან დათუნამ.
- აჰა, რაც პატრონი, ის ძაღლი! „ეზოში ყველა ავია,“ მიაწერე ჭიშკარზე!
- ჩამოდი, ჩამოდი, დაგადუღებ, შე საწყალო!
- მართალია რომ ამბობენ, კვიცი გვარზე ხტისო! - ქაქანებდა ტყემლის ხეზე გაჭედილი ჩხაიძე.
- დაგაკლავ, დიტო ჩხაიძე! - აყვირდა დათუნაც.
- გაიტანე ეს ძაღლი, სანამ მივყიდე ჩინელებს და გააკეთეს ამისგან შაურმა! - არ დააკლო დიტომ.
- ჩამოდი, ბიჭო, აქ ვდგავართ ოთხი კაცი და არავის ერჩის, ვერ ხედავ? - სიტუაციის განმუხტვა სცადა გიორგიმ.
- არ მჯერა, მე ამის პირფერობის! - ზიზღით ჩამოხედა თვალებანთებულ ძაღლს. - შეხედე, რა თვალებით იყურება, გატყუებთ სუყველას, ვერ ხედავთ? რამ დაგაბრმავათ, ხალხო?!
- ამან გააფრინა, ხო? - გაოგნებულმა გადმოიხედა დათუნამ.
- ახალი ამბავი! - ჩაიფრუტუნა ნოდომ.
- ბიჭო... - მცირეხნიანი დუმილის შემდეგ წამოიწყო დიტომ.
- ახლა რაღა გინდა?!
- ჩამოვიდოდი, მაგრამ...
- რა მაგრამ, ჩამოდი დროზე! - აყვირდა დათუნა. - ათასი საქმე გვაქვს, რა დროს ეს არის, ბიჭო!
- ვერ ჩამოვდივარ... - დაიკნავლა საწყლად.

წამიერი დუმილის შემდეგ, ფხუკუნით გადახედეს ერთმანეთს შეკრებილებმა.
საფეთქლები დაიზილა დათუნამ, არ აყვირდე, ოღონდ ახლა არ აყვირდეო, ამშვიდებდა თავს.
ერთი ამოიქშინა ნოდომ და უიმედოდ ჩაიქნია ხელი, უკეთესის მოლოდინი მაინც არ მქონდაო, ჩაიბურტყუნა თავისთვის.

- მიშველეთ, რა!
- არ მაინტერესებს, გადმოხტი, ახლავე! - სიმწრით შეკოწიწებულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა უფროსი დადვაძე.
- აუ, ვერა, რა... კუდუსუნი კიდე მტკივა, რა გადმოვხტე, სად გადმოვხტე, ვინ აგებს მერე პასუხს ჩემს მენჯ-ბარძაყ-ხერხემალზე?! ამომეწურა დაზღვევა! და საერთოდაც, მეექვსე მალა მაქვს ტრავმირებული, დაგავიწყდა ამისმა ჩლიქოსანმა რომ მათრია? - თავით ანიშნა მოფხუკუნე გიორგიზე, აშკარად ყველაზე მეტად რომ ართობდა არსებული სიტუაცია.
- დიტო, ატრ/კებ უკვე!
- კიბე მომიტანე, დათუნა!
- კიბეს არა, წითელ ხალიჩას დაგიგებ კიდე! როგორც ახვედი, ისე ჩამოეთრიე, სამ წამში! ვითვლი, იცოდე!
- ბიჭო, გამწარებულზე ავედი, ვერ ჩამოვალ... - წუწუნებდა ტოტებს შორის გაჩხერილი.
- რა ვქნათ? - ერთმანეთს გადახედეს ნოდომ და დათუნამ.
- ადი და ჩამოიყვანე, - მხრები აიჩეჩა სოფამ.
- სად ავიდე, გოგო, გააფრინე? - დაექაჩა თვალები დათუნას.
- ა, ხო, შენც ვეღარ ჩამოხვალ უკან, - ირონიულად წაისისინა სოფამ.
- ვა, კაი იყო, სოფ! - მხარზე დაეყრდნო მოცინარი ნოდო.
- ნეტა, შენ რა გაცინებს, ამოიღებ ხეს ფესვიანად, იქ რომ ახვიდე, - კმაყოფილი ღიმილით გადმოხედა გვერდით მდგომს, წამის მეასედში რომ შეეცვალა გამომეტყველება.
- დედა, რამ გაამწარა ეს გოგო, ა?! - ბურტყუნით გააქნია თავი ნოდომ.
- მე ვიცი, - ჩაეღიმა გიორგის და გვერდით ამოუდგა ქალს. - ჩემზეც ხომ არ დაამატებდი რამეს, თუ აღარ დაგრჩა მარაგში ზედმეტი შხამი?
- არ გეყო? - გადმოხედა წარბაწეულმა. - კიდე გინდა?
- გააჩნია - რა.
- გამეცალე!
- არასდროს, - თვალი ჩაუკრა და მიუბრუნდა დათუნას, რჩევას რომ ეკითხებოდა მათი ამჟამინდელი პრობლემის მიწაზე ჩამოსაზიდად.
- გიორგი, მითხარი, რა ვქნა, რა ვუყო, ამიფეთქდა თავი! - ამოიქშინა გამწარებულმა.
- ბიჭო, გეტყოდი დატოვე-მეთქი, მაგრამ ტვინს წაიღებს, ხო? - ნიკაპზე ხელი ჩამოისვა ჩაფიქრებულმა.
- შენც, ბრუტუს? - დაიყვირა შეურაცხყოფილმა დიტომ. - შენც ჩამეცი დანა?! ვისაც არ ეზარებოდა, მე ხო ჩამცა, მაგრამ, მოიცა! ყველაფერი მახსოვს, ყველაფერი ვიცი! თქვენ თუ არ აგიღოთ აბაროტი, მე არ...
- ჩაიწყვიტე ხმა!
- უხ, ნოდო დოლიძე, უხ, ჩამოვალ მე აქედან! ახლა თუ ვერა, ოდესმე ხო მაინც ჩამოვალ!
მუქარა დასრულებული არ ჰქონდა, დაბურულმინებიანი მანქანა რომ შემოვიდა დადვაძეების ეზოში.
სწრაფადვე გადმოვიდნენ ონისე, აჩი და ჩეჩე.
უკან მოჰყვებოდათ ნენე დგვარელი.
თვალი ვერ მოსწყვიტა მსუბუქი ნაბიჯებით მომავალ ქალს ნოდომ, იმ მომენტში ხეზე გაჭედილი დიტოც რომ აღარ ადარდებდა და არც მთავარი მტერი - მალხაზ მაცაბერიძე.
ინტერესიანი მზერით წამოვიდნენ ტყემლის ხის გარშემო შემოკრებილებისკენ სტუმრები.

- გამარჯობა, - ღიმილით მოავლო ყველას თვალი ნენემ და განსაკუთრებით იმ ერთს, მონუსხული რომ შეჰყურებდა დანახვის წამიდან. - რა ხდება?
- დიტო გაიჭედა ხეზე, - მარტივად ახნსა სიტუაცია სოფამ და თავით ანიშნა დაზარალებულისკენ, ტყემლის ფოთლებს რომ წყვეტდა ნერვიულობისგან.
- ჯერ ერთი, კი არ გავიჭედე... არა, კაი, კაი, გავიჭედე, არ მაქვს თქვენი თავი! - დანებდა დიტო.
- ჰა? - ჩაეცინა აჩის და აიხედა ზემოთ.
- აუ, აუ, დიტო! - გადააქნია თავი ონისემ.
- რა გინდა!
- რა დროს ბალი და ტყემალია, ბიჭო, ჯაჭვლიანები მოდიან, - ამოსძახა ჩეჩემ და ტელეფონს დახედა საათის შესამოწმებლად. - წუთი წუთზე აქ იქნებიან, ჩამოდი ქვემოთ, გააკეთეს უკვე საქმე!
- მოიცა, უკვე? - ინტერესით გადმოხედა დაძაბულმა დათუნამ.
- სანდრომ დამირეკა დილით, ყველაფერი მოაგვარეს, - ჩაერია გიორგი.

მიხვდა სოფა გიორგის მოსვლის მიზეზს.
მიხვდა და მწარედ გაჰკრა გულზე იმ ეჭვმა, არც არასდროს რომ არ ტოვებდა იმ დღის შემდეგ, რაც პირველად მოისმინა ის, რაც არასდროს უნდა მოესმინა სხვისგან.
ერთადერთი, ვისი აზრიც უნდა გაეგო, მის წინ იდგა ახლა, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა აკვიატებულ შიშს, ყოველ წამს რომ უძვრებოდა გონებაში, როგორც პარაზიტი ჭია.
მხრებჩამოყრილი იდგა და არ აშორებდა თვალს კაცს, მრავალჯერ რომ დაიჭირა მისი პირდაპირი და ირიბი მზერაც.

- ჩემ გარეშე რამე არ დაიწყოთ, თორე მაცაბერიძის თიმში გადავალ!
- ხიდან ვერ ჩამოსულხარ, თიმში გადახვალ კი არა, - დამცინავად აზიდა წარბები ონისემ. - ქეთუთა სად არის?
გადავსებულ ეზოშიც იგრძნო სიცარიელე იმ ერთის დანაკლისის გამო.
ინტერესით მოატარა თვალები ეზოს დგვარელმა და ბოლოს სოფას გადმოხედა პასუხის გასაგებად.
მხრები აიჩეჩა სოფამ, არ ვიციო, გააქნია თავი.
თვალი გაახილა თუ არა, პირველი ვინც დაიანახა, ის იყო, ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა თავის სახლში.

- გოგო, მომაშირე-მეთქი შენი მონსტრი, სანამ გადმოვფრინდი აქედან! - დაიღმუვლა ძაღლის ყეფით გულშეღონებულმა ჩხაიძემ.
- დორტმუნდი ჰქვია-მეთქი, რამდენჯერ გავიმეორო?!
- ის დორტმუნდი, თერთმეტი წლის მერე ძლივს რომ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში?
- ამოგაძრობ ენას!
- ბიჭო, ევაკუატორი რომ მოვიყვანოთ და ამოვთხაროთ? - ინტერესით გადმოხედა აჩიმ დათუნას.
- უხ, აჩი ბერიძე! აყევი ხო ამათ? შენ მე სერიოზული კაცი მეგო...ე, ვაჩე, შენ მაინც მიშველე, ყველამ დამი.კიდა, ბიჭო! ესენი ყოფილან... არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, ეპითეტი არ მყოფნის, სულხან-საბას სიტყვის კონა არ მყოფნის! - ჩამოსძახა ეზოში ახლადშემოსულ ფარჯიანს, გაკვირვებული მზერით რომ მიიწევდა მათკენ.
- რა უნდა ამას ხეზე? - გაეცინა ვაჩეს.
- აძვრა და ვეღარ ჩამოდის, - აუხსნა სიტუაცია ნოდომ.
- საგვარეულო დროშასავით ფრიალებ, დიტექს, - თვალი ჩაუკრა ჩეჩემ.
- ნახატივით არის, ბიჭო, - აფხუკუნდა ნოდო. - „ჯვაროსნების შესვლა იერუსალიმში,“ რაღაც ეგეთ ვიდზეა.
- ჰა, დიტექს, „სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი?“
- მანდ არ ჩამომიყვანოთ!
- შენა და, მარგალიტა რა უყავი?
- ბიჭო, ამას უფრო ფაუნა! - მხარი გაჰკრა ჩეჩეს ნოდომ.
- ვა, დიტო, „კაკრას, ტყემალზე ზიხარ.“
- ტყემალზე მე კი არა... - ავისმომასწავებლად გაწელა ბოლო სიტყვა დიტომ და ეშმაკურად ანთებული თვალებით გადმოხედა უფროს დგვარელს. - ჩეჩე, მერე გამახსენე, რაღაც უნდა მოგიყვე!
- ხო? რა ხდება? - ინტერესით ამოხედა ჩეჩემ.
- არაფერი არ ხდება, ბოდავს რაღაცას! - სახე დაეჭიმა ნოდოს და თვალებით მოძებნა ნენე, სანამ დროა, გაიყვანეო შენი ძმა, ანიშნა.
- არის რაღაც, რაც უნდა იცოდე! - ენას არ აჩერებდა დიტო. - ვიღაცაზე! უფრო სწორად... ვიღაცებზე... უფრო უფრო სწორად, ვიღაც ორზე!
სპაზმური ხველა აუტყდა ნოდოს.
- ამჯერად რა გამოვტოვე? - ავად ჩაეცინა ჩეჩეს.
- უმნიშვნელოვანესი ნიუსი გამაზე, მაგრამ ხო იცი, მეგობრობა... მე რომ შენი მეგობარი ვარ, ჩეჩე... ხო ხვდები, ხო წვდები?!
- ჰო, არა?
- რა ხდება? - საუბარში ჩაერია ნენე, ნოდოს ხველას დასასრული რომ არ გამოუჩნდა.
- არაფერი, ნენე... რაღაც ამბავი არ იცის შენმა ძმამ და მერე უნდა მოვუყვე, - შეთქმულივით დაიჩურჩულა ჩხაიძემ.
- ჰო? რა არ იცის? - ინტერესით დააკვესა თვალები უმცროსმა დგვარელმა.
- მომიტანე კიბე და გეტყვი შენც, - თვალებით ანიშნა, მხოლოდ გაცვლაზე წამოგყვებიო.
- მოუტანეთ კიბე ადამიანს, ცოდოა!
- მოუტანეთ, ხო, მოუტანეთ... - აჰყვა ნოდოც.
- მადლობა, ნენე. გავითვალისწინებ რა შენს გულისხმიერებას... შენსას - არა, ნოდარ! - თვალი ჩაუკრა იმედიანად და დაამატა ბოლოს დოლიძის მისამართით.
- მოდი, დავტოვოთ და სახლში შევიდეთ, - საკუთარი იდეით კმაყოფილმა გადმოხედა შეკრებილებს ონისემ, თვალებით სულ სხვას რომ ეძებდა და არც არავის გამოპარვია მისი ინტერესი. - რა?.. გავიყინე, ბიჭო, როდემდე ვიდგეთ?
- აუ, ხო, ყავა მინდა მაგრად, - მხრები აიჩეჩა დათუნამ. - სოფ, გამიკეთე, რა. თქვენც ხო დალევთ?
- არ დამტოვოთ, რა წესია! - ყვიროდა გამწარებული ჩხაიძე.
- კაი, ბიჭო, ცოდოა, - შეეცოდა გიორგის. - კიბე არ გაქვთ? ბიჭო, დათუნა, ჩამოიყვანე, რა.
- ვინ არის ცოდო, გამიშრო სისხლი! იჯდეს მანდ, კვერცხი დადოს, აქ რო არი, რას მიკეთებს!
- სად მიდიხართ? გააფრინეთ? ჩამომხსენით, დროზე! მომიტანე კიბე, დათუნა დადვაძე, თორე ჩამოგკიდებ ფეხებით!
- სად ვიპოვო კიბე, ბიჭო, ჩამოდი, როგორც ახვედი! - მწყობრიდან გამოვიდა დათუნა. - გადმოხტი, შენ კიდე, მეტი რა უნდა დაგემართოს, ყველაფერი გჭირს უკვე!
- მოვიდნენ ჯაჭვლიანები და რას ვშვრებით, აქ ვიდგეთ? - წამოვიდა მათკენ ჩეჩე.
- ჩამოვალ და მოგხედავთ სათითაოდ, თქვე არასწორებო!
- ჯერ ჩამოდი და მერე ვილაპარაკოთ, - გაეცინა დათუნას. - კაი, კაი, გამოვუშვებ ქეთუთას, გიშველის, ნუ შეყარე ნახევარი თბილისი!

სახლში შევიდნენ ახლადმოსულ სტუმრებთან ერთად.

დადვაძეების მისაღებში ისხდნენ სტუმარ-მასპინძლები.
სანდრო და ლუკა ჯაჭვლიანებს დაესრულებინათ თავიანთი საქმე და გადამწყვეტ სიტყვას ელოდნენ მათგან, თუმცა დამაფიქრებელ სიჩუმეში ვერცერთი ბედავდა ხმის ამოღებას.
ბორგავდა ვაჩე.
კედლიდან - კედელს აწყდებოდა ფიქრებარეული.
იცოდნენ, ყველაზე მთავარი ახლა იწყებოდა.
ხვდებოდნენ, სიჩუმის დარღვევის შემდეგ იმაზე ბევრად უარესთან მოუწევდათ შეჯახება, ვიდრე აქამდე, როდესმე...

- ჩვენ - ჩვენი საქმე გავაკეთეთ, დანარჩენი თქვენზეა, - მძიმედ წამოიწყო ლუკამ და ხელებით დაეყრდნო სკამის საზურგეს. - გამთენიისას გადავაგზავნეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო.
- ასე მარტივად... როგორ? - გაკვირვება ვერ დამალა ვაჩემ.
- მარტივად? - გაეცინა ლუკას. - გააჩნია, საიდან შეხედავ სიმარტივეს.
- არანაირი წინააღმდეგობა? არაფერი ისეთი, რაც ხელს შეგიშლიდათ? - გულწრფელად გაუკვირდა დათუნასაც.
- ყველაზე რთული, ნებისმიერ ამბავში, სუსტი წერტილის ძებნაა... სუსტი წერტილები ყველას აქვს, თვით „ყველაზე“ პრემიერსაც კი, არათუ მაცაბერიძის მსგავს ადამიანებს. აი, მაგათ ყველაზე ბევრი აქვთ, - მხიარულად ჩაიცინა ლუკამ. - ისეთი წერტილები აქვთ მრავლად, ერთი დარტყმა რომ ჰყოფნით სამყაროს თავზე ჩამოსაქცევად, ხომ გესმით. მთავარია იპოვო. აი, თუ იპოვი, მერე... მერე ყველაფერი მარტივია, მეგობრებო, - შესაშურად მშვიდი იყო უმცროსი ჯაჭვლიანი. - მეც არ მჯეროდა, მაშინ, ზვიად მესხის ჩასაძირად ყველაზე ხილულ, ყველაზე მარტივად შესამჩნევ წერტილს რომ ვიყენებდით, მაგრამ ეგრეა... ის, რაც ხილულია, ის, რაც მარტივად ხელმისაწვდომია, უფრო მოულოდნელია.
- როგორ? - ფეხზე წამოდგა დაბნეული დათუნა. ღიმილით გააქნია თავი ლუკამ.
- როცა გეუბნება, მიდი, გიყურებ, ნახე რა მარტივია, შეეხე, გამოიყენე... შენ, არ გამოიყენებ. რატომ? იმიტომ, რომ მარტივია. იმიტომ, რომ შენ გარდა სხვაც ხედავს, მაგრამ არ იყენებს იმიტომ, რომ იცის, შენც ხედავ... ერთხელ, კითხვა შემხვდა ისეთი, რომლის პასუხიც იქვე ეწერა. რა გგონია, პასუხი დავინახე და გამიხარდა?.. არა, - დამცინავი ღიმილით გააქნია თავი ლუკამ. - საკუთარ თავში შევიტანე ეჭვი პირველად. საკუთარი თავი დავარწმუნე, ამდენად მარტივი არ იქნება, ამას ყველაზე სულელიც ხომ დაწერს-მეთქი. სირთულეებისკენ წავედი. ისეთ პასუხს ვეძებდი, ყველაზე რთული რომ იქნებოდა გასახსენებლად. მეგონა, მაგათ ლოგიკას მივყვებოდი, მაგრამ, იცი, ბოლოს ვინ აღმოჩნდა სულელი?.. ჰო, მე. იქვე ეწერა პასუხი, სხვა დავწერე მე. ეგრეა საქმეც. არ უყვარს გართულება. ყველაფერი მარტივი გენიალური არ არის, მაგრამ ყველაფერი მარტივი შეგიძლია გამოიყენო, როგორც ერთ-ერთი გზა, გენიალურობამდე მისასვლელი... თუ ხედავ, რომ გაძრომა მარტივია, უნდა გაძვრე, ეგეთია წესი. ჩვენთან, ჩვენს საქმეში მით უმეტეს.
- მოიცა, მოიცა, რა გამოვტოვე?! რა გაძვრე, სად გაძვრე? - შემოიჭრა მისაღებში აქოშინებული დიტო. - წყა... წყალი!
- ფინანსები ფურცელი იქ არის გადაგზავნილი, სადაც საჭიროა, - მოკლედ აუხსნა სანდრომ. - მოხსნიან. ისე მოხსნიან, რომ...
- უფრო გასაგებად რომ ავხსნათ... ხეზე ვიყავი, მაინც, გაჭედილი, რავი! - ბრაზით აენთო თვალები ჩხაიძეს, მაინც რომ არ გაითვალისწინეს მისი თხოვნა. - დამალევინეთ ეს წყალი, შემიწუხდა გული!
- ტოტალიზატორის მოგების ოთხმოცდაათი პროცენტი ვისაც შესდიოდა, ხომ იცი ეგ?
- დიახ, ბატონ ყომარბაზ პრემიერს, მერე?
- მერე, გადავქექეთ, გადმოვქექეთ და საინტერესო ინფორმაციას წავაწყდით, - კმაყოფილებით გაეღიმა სანდროს. - რეალურად იმაზე ბევრად ნაკლები ირიცხებოდა ბატონი პრემიერის ანგარიშზე, ვიდრე კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.
- როგორ? ასე... უბრალოდ? - დაიბნა დიტო.
- როგორც ჩანს, თვალდახუჭული ენდობოდა შალვა მალხაზს და ბევრი რამ გამორჩა... - მხრები აიჩეჩა ლუკამ. - თუმცა, ნდობას რომ თავი დავანებოთ, მაინც არ არის გასაკვირი, რომ გამორჩა. მით უმეტეს, ბუღალტერიც საქმეში იქნებოდა.
- ფული მოუტეხა?
- მერედა რამდენი, - დაუსტვინა სანდრომ.
- ხო? - წარბები აზიდა გიორგიმ.
- სამასი ათასი ქრება ყოველ თვე ანაგრიშიდან ისე, რომ აზრზე ვერ მოდის შალვა კერესელიძე... ხო მაგარია? თვით პრემიერს რომ ატყუებ... - უდარდელად ჩაეცინა უმცროს ჯაჭვლიანს.
- მოიცა, ანუ შალვას ბუღალტერიც საქმეშია? - დააზუსტა დიტომ და თვალი მოავლო დანარჩენებს. - რა?.. მართალია, ეს ინფორმაცია არაფერს მაძლევს, მაგრამ კითხვა ხომ უნდა დავსვა!
- ბონუსად ოცი ათასს რომ მოგიგდებს თვეში, შენც საქმეში იქნები, დეტექს, - გაეცინა ნოდოს.
- რა ფული შესდით, აზრზე ხართ?
- მინიმუმ იმდენი, რომ სამასი ათასის გაქრობას ვერც გრძნობს კერესელიძე, - ჩაეცინა ლუკას. - ახლა იგრძნობს, ახლა აენთება წითელი მაცაბერიძის სკამს, მაგრამ ეგ როგორ მოხდება, არავინ იცის.
- და რატომ ვართ დარწმუნებული, რომ კერესელიძეს არ შეეშინდება? - ლოგიკური კითხვა დასვა აჩიმ. - უამრავი კომპრომატი ექნება მაცაბერიძეს, არ ჩანს სულელი კაცი.
- ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა, იცი, რას ნიშნავს, აჩი? - უცერემონიოდ ჩაეშვა სავარძელში ლუკა. - ეს ნიშნავს, რომ მე თქვენზე, ყველაზე, ნებისმიერ სულიერზე ამ ქვეყანაში, მაღლა ვარ და შენი სიტყვა, თუ მე არ მომწონს ეს, არის ჩალა. ხვდები?
- მაცაბერიძეს სულ რომ მთელი ქვეყანა დაუდგეს მის წინააღმდეგ, თვითონაც იცის, რომ წაგებული აქვს. ვისთან-ვისთან და, პრემიერთან, ნამდვილად, - დაეთანხმა სანდროც.
- მოლოდინის რეჟიმში ვართ, ანუ? - ფეხზე წამოდგა მოუთმენლად გიორგი.
- ეგრეა. მთავარი პასუხია, მაგრამ იცოდეთ, სასიამოვნო არ იქნება ეგ პასუხი, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ყველას, - გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა სანდრომ.
- სოფა... არანაირი სახლიდან გასვლა, - ნაცნობმა შიშმა სახე აურია შოთა დადვაძეს.
- კიდევ რას მიბრძანებთ? - ბრაზი მოაწვა სოფას.
- სოფა, რა დროს ჯიუტობაა, გავედით მგონი საქმის ბოლოში! - გაუწყრა აკო ძმისშვილს.
- აცადეთ, ჯერ თუ არ გაჭედა, ისე არ შეუძლია, - წაისისინა დათუნამ. - შენი და სად დაბოდიალებს?

დაბარებული ქარიშხალივით ზუსტად იმ დროს შემოჭრა ოთახში ქეთუთა დადვაძე, როცა კარისკენ მიდიოდა ონისე დგვარელი.
პირისპირ მდგომს უკმეხად აუარა გვერდი და თან შემოიტანა ის ქაოსი, დაძაბულობაში ჩაძირულებს რომ აკლდათ.

- ისეთი ამბავი გავიგე, დასხედით!
- რა ხდება? - ფეხზე წამოდგა დათუნა.
- დასხედით-მეთქი! - დაექაჩა თვალები ქეთუთას. - კაი, კაი, იდექი, უიმე, ყველაფერი უნდა გამიფუჭოს ამ ბიჭმა!.. მოკლედ! თქვენ იცოდით, რომ მაცაბერიძეს მეორე შვილიც ჰყავს? - მოჭუტული თვალებით გადმოხედა თითოეულ მათგანს და სულ ბოლოს კართან მდგომ დგვარელს, თვალს რომ არ აშორებდა ცხვირაბზუებულ ქალს.
- ის ცოტნე და კიდე ერთი? - დაუსტვინა დიტომ. - ბიჭო, რაღა ესენი გამრავლდნენ ინკუბატორით!
- ძალიან ცოტამ იცის, უმცროსი ბიჭი რომ ჰყავს! - საქმიანად დაიკრიფა ხელები გულზე ქეთუთამ. - იმდენად ცოტამ, რომ მედიასაც კი გამოეპარა.
- გოგო, სადაც შენ იცი, იქ ანუ ყველამ იცის, - უნდობლად ჩაეცინა ნოდოს.
- მე კიდევ ბევრი რამ ვიცი, ნოდარ, - ჩაახველა გამაფრთხილებლად ქეთუთამ. - მაგალითად, გუშინ, კოსტავაზე...
ფერი დაკარგა ნოდომ.
უხერხულად შეიშმუშნა ნენე, როცა მიხვდა, რაშიც იყო საქმე.
სხარტი მზერით მოათვალიერა ჩეჩემ გალურჯებამდე მისული წყვილი და ეშმაკურად მოღიმარი უმცროსი დადვაძე, ავისმომასწავებლად რომ უელავდა თვალები. ეჭვით გადახედა ადგილზე აწრიალებულ დიტოსაც, ქეთუთას რომ აგულიანებდა მზერით.
გამაფრთხილებლად გააქნია თავი, მძიმედ წამოდგა ფეხზე და შესაშური სიმშვიდით თავად გამოიჩინა კითხვის დასმის ინიციატივა.

- ვინ არის?
- თეზი მაცაბერიძე!
- ვინო? - წამოიყვირა დიტომ. - იქეთ დორტმუნდი, აქეთ თეზი... რა საზოგადოებაში ვტრიალებ ბოლო სამი საათია!
- შენ საიდან გაიგე? - წარბები აზიდა ონისემ.
- რა მნიშვნელობა აქვს?! - დოინჯი შემოიყარა ქეთუთამ და ბასრი მზერით გადახედა დგვარელს.
- აქვს!
- თეიმურაზ მაცაბერიძის შვილიშვილია ანუ, - საუბარში ჩაერთო აკოც. - ვიცი ბაბუამისი, ბევრი მსმენია მასზე. არ არის ისეთი კაცი, ოჯახში ყველა მალხაზის მსგავსი რომ ჰყავდეს...
- მეორე ცოლისგან ჰყავს, მაგრამ უცნაური ტიპიაო ამბობენ, - დაამატა ქეთუთამ და მოხერხებულად გადაიყარა თმა ონისეს მიმართულებით.
- რაო, რაო რას ამბობენ? - ირონიული ღიმილით დაიძრა მისკენ დგვარელი.
- არასდროს ჩნდება ოჯახთან ერთად! - არ შეიმჩნია კაცის ტონი, ზურგი აქცია მომავალს.
- მიზეზი?
- არავინ იცის. უცხოეთში სწავლობდა, უფრო დედის ოჯახთან ერთად ჩნდება, ვიდრე მაცაბერიძეებთან, მაგრამ შესაძლოა მამის საქმეები არ მოსწონს და არ აქვს კონტაქტი!
- ეგ არავინ იცის, - გააქნია თავი დათუნამ.
- ჰოდა, უნდა გავიგოთ!
- და რაში გამოვიყენოთ? - წარბები აზიდა ინტერესით დიტომ.
- შენ თავიდან რომ გადმოვარდე, ვერა, შავარდენ? აშკარად დაბეგვილი უკეთესად ფუნქციონირებ, - დამცინავად ჩაიქირქილა ქეთუთამ.
- ე! - წამოხტა ფეხზე შეურაცხყოფილი.
- ნებისმიერ ვარიანტში მომგებიანია ამ ტიპთან დაკავშირება, რა იცით, რა ხდება და რა გაიგოთ შიდა სამზარეულოზე!
- მართალია, - თავი დააქნია ჩეჩემ. - იცის თუ არ იცის მამამისის საქმეები, ახლა ყველანაირი ვარიანტი გვჭირდება გამოსაყენებლად, მით უმეტეს, არ ვიცით, როგორ და სად დაგვარტყამს ის ფსიქოპათი!
- და შენ საიდან გაიგე ეგ კულუარული ინფორმაცია? - წარბები აზიდა ეჭვნარევად ნოდომ.
- ლადუკა დუნდუა ვნახე დღეს აგროჰაბში და მითხრა, - საკუთარი დებიუტით კმაყოფილი ჩამოჯდა დივანზე ქეთუთა და მზერა აარიდა დგვარელს.
- მოიცა, რომელი ლადუკა, დოსტოევსკით რომ ადინე სისხლი? - გაოგნდა ჩხაიძე.
- შენც გახსოვს?
- რა დამავიწყებს, სამი კვირა მაგის თავს კერავდნენ!
- რა გინდა, მაგ ნაკერის მერე შეიცვალა და დადგა სწორ გზაზე... დღეს დამპატიჟა პრუსტის წიგნის განხილვაზე აკადემიაში, - პროვოკაციულად ჩაილაპარაკა და საკუთარი ფრჩხილები შეათვალიერა ქეთუთამ.
- ბატონო? - ჩაახველა ონისემ.
- რა? - გამომწვევად აზიდა წარბები ქეთუთამ, იცოდა ზედმეტს ვერაფერს ეტყოდა ოჯახის თვალწინ.
- რა პრუსტი, რა პრუსტი!
- მშვენიერი მწერალია, არ მოგწონს? - ჩაეკითხა ყალბი ინტერესით.
- არა!
- წამოდი შენც, გინდა? - აგრძელებდა მზერით თამაშს ქეთუთა, ავად ეღიმებოდა ონისეს.
დაგიმახსოვრეო, უთხრა ერთი გამოხედვით.
- და რაო ამ ლადუკამ ბოლოს და ბოლოს? - ნერვები მოეშალა დათუნას.
- მეცნობოდა მაცაბერიძეების გვარი... ვერ ვიხსნებდი საიდან და ლადუკას ვკითხე, ხომ გახსოვს, სკოლის მთავარი ჭორბიუროს, შოკა მაღლაფერიძის დაქალი იყო, ჰოდა გამახსენა, - ჩაილაპარაკა სასხვათაშორისოდ ქეთუთამ. - ჩვენთან ერთად დადიოდა ეს თეზი იარაღის გაკვეთილებზე!
- რაო? - თავი წამოსწია ვაჩემ. - მოიცა, იარაღის გაკვეთილებზე საშკაც დადიოდა...
- დიახ, დიახ! საინტერესო დამთხვევაა, არა? - ჩაეცინა ქეთუთას. - ეს თეზი, მგონი, სულ რამდენჯერმე იყო, მერე სხვა ქვეყანაში გადაიყვანეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ძალიან საინტერესოა... ფაქტია, რომ ქალაქი კარგად არ იცნობს, მაგრამ ლადუკას რას გამოაპარებ, დუნდუას და შოკას კიდე, მაღლაფერიძეს!
- ახლა ტვინი ამიფეთქდება! - ამოიწუწუნა დათუნამ. - ეს თეზი ქალაქშია?
- აქ ბრძანდება და ჩემი აზრით, არც არაფერი იცის მამამისის და მისი ძმის საქმეებზე!
- სოფა, ყავა გამიკეთე, თორე თავი გამისკდება! - თხოვნით გადახედა გამეხებული სახით მჯდომ სოფას დათუნამ.
- აუ, მეც, გთხოვთ! - აყვა დიტოც. - რა?! ტრავმირებული ვარ, არ ვიმსახურებ? ტყის თხილით, რა, სოფ...
- კიდევ უნდა ვინმეს? - მოავლო მზერა ოთახში მყოფებს.
- მეც გამიკეთებ? - უცნაური მზერით ამოხედა გიორგიმ.
- გავაკეთებ!
- დარიშხანსაც დაგიმატებს, - ჩუმად გადაულაპარაკა დიტომ.
- ხო, არა?
- კი, ბიჭო, არი გამკეთებელი!
- დიტო ჩხაიძე! - დაუქაჩა თვალები სოფამ და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა სამზარეულოსკენ.

ყავის აპარატთან იდგა, გიორგი რომ შემოვიდა ოთახში.
ნელი, ფრთხილი მოძრაობით მიბრუნდა მისკენ, უფრო და უფრო რომ ამცირებდა მანძილს - მასთან მისასვლელს.
სხეული გაეყინა სოფას.
მარტივი მოძრაობით ჩამოიყარა ჩალისფერი თმა სახეზე.
დაამალინა ყველა ის ემოცია, ათასფრად რომ ფეთქავდნენ მის შემოდგომისფერ თვალებში.
გაუსწორა ბოლოს გატეხილი მზერა სამზარეულოს მაგიდასთან ზურგით მიყრდნობილს და დაიჩურჩულა ისე, თითქოს საიდუმლოს უმხელსო თავისსავე თავს.

- თექვსმეტი დღის წინ.
- როგორ?
- თექვსმეტი დღის წინ-მეთქი.

მიუხვდა.
რამდენი დღე გავიდა, გეცოდინებაო უფრო ზუსტად, დამცინავად ჰკითხა დილით, მასთან მარტო დარჩენილს.
ჩაეღიმა მკრთალად,
სევდიანად - უფრო.

- შენი ბრალია, - ხმაურით დადო ჭიქა მაგიდაზე ქალმა,
საკუთარი გრძნობებით შეთამამებულმა,
საკუთარი დუმილით გადაღლილმა.
- ჰო? - მოჭუტული თვალებით გადმოხედა. - რაო, აბა?
- შენ თვითონ მომიჭერი ყველა გზა შენამდე მოსასვლელი, - უპასუხა ისე, რომ არ მოუშორებია თვალი მომუშავე აპარატისთვის, ნელი მოძრაობით რომ ღვრიდა ჭიქაში ოქროსფერ სითხეს.
უყურებდა ისე, თითქოს არ არსებობდა სამყაროში სხვა - უფრო საინტერესო რამე.
უყურებდა ისე, თითქოს არ სურდა ჰქონოდა სამყაროში სხვა - უფრო საინტერესო რამე.

- აჰ... - აღმოხდა ჩუმი ღიმილით.
- იცინი? - კუშტად ამოხედა სოფამ.
- სად გაქრა მერე შენი სითამამე? - არ შესცვლია გამომეტყველება კაცს.
ეღიმებოდა ისევ.
- რა შუაშია, გიორგი?
- ერთმა სიტყვამ დაგახევინა უკან? - არ აშორებდა გამომცდელ მზერას დახლზე დაყრდნობილს, გაყინული თითებიც რომ უკანკალებდა ნერვიულობისგან და აღარ იცოდა, სად წაეღო.
- ერთი სიტყვა ყველა ქმედებას უდრის ზოგჯერ, - ჩაილაპარაკა ჩამწყდარი ხმით და ხმაურით დადო მეორე ჭიქაც მაგიდაზე.
- სოფა, - ჩაეღიმა გიორგის. - როგორ გიყვარს, როცა არაფერს ეჭიდები. პირველივე წამიდან ისე გამირბიხარ, შენი ყველა შიში თქმის გარეშე ჩანს, იცი?
- მე არაფრის მეშინია, გიორგი! - უნდოდა ყოფილიყო მტკიცე, მაგრამ დააღალატა თავისივე ხმამ, გაბზარულ ციხესიმაგრეს რომ ჰგავდა.
ანერვიულებულმა გადაიწია თმა ყურსუკან.
მაჯებით შეაკავა ზღვისოდენა ცრემლები.
- გეშინია.
- მაინც რისი? - აარიდა მზერა.
ვეღარ იყო ისეთი მტკიცე, როგორც დასაწყისში.
- ჩემი გეშინია... ჩემთან მოსვლის გეშინია. პირველი ნაბიჯის გადადგმის გეშინია, სოფა. უარყოფის, უარის გეშინია და ყველაფერს აკეთებ, რომ გაიქცე. გარბიხარ და გაქცევასაც ნანობ, სოფა.
- სისულელეა... არ არის ეგრე.
გადასწია ფარდა.
გამოაღო ჩარაზული ფანჯარა ჰაერის შემოსაშვებად.
უყურებდა გიორგი მისგან ზურგით, ფანჯარასთან მდგომ ქალს,
და მაინც, როგორი ლამაზი იყო ეს ქალი.

- შენამდე მიშვებ და თან არ მიშვებ, - ამოიოხრა დაღლილმა. - ახლა მეუბნები, რომ ჩემმა ერთმა სიტყვამ მოგიჭრა გზა... რამდენი სიტყვა იყო იმ ერთის შემდეგ?.. და შენ მაინც იმ ერთს ეჭიდები?
- დავკარგე...
- ნდობა? - არ დაასრულებინა, უნდობლად ჩაეცინა კაცს.
- რწმენა, საკუთარი თავის, გიორგი. მე არ... მე არ შემიძლია ვინმე ისეთი მოვუშვა, ვისაც ვერ დავეყრდნობი, ვის გრძნობებშიც...
- ეჭვი შეგეპარება? - ბასრი იყო ერთადერთი სიტყვა.
ყველა იარაღზე ბასრი და ყველა მიყენებულ ჭრილობაზე მწარე.
- ჰო... - ჩაილაპარაკა უხმოდ.
- მოგეცი საბაბი? - ყბები დაეჭიმა კაცს.
ხმა არ ამოუღია სოფას.
- მითხარი, მოგეცი საბაბი? - გაუმეორა იმავე ტონით.
- შენ არა.
- მაგრამ...
- ისეთი აღტაცებით საუბრობენ შენზე... შენს წარსულზე... ისეთი ტკივილითა და მოწიწებით, პატივისცემით... - ანერვიულებული ხლართავდა თითებს ერთმანეთში.
- ანუ ისევ იქ ვართ, საიდანაც დავიწყეთ? - მწარე ღიმილი გაუკრთა ემოციებისგან დაცლილ სახეზე კაცს. - ისევ ის არ გასვენებს, ხო? ისევ იმის ახსნა მიწევს, რაც მეგონა, რომ გასაგებად ავხსენი? არა.. მესმის... იყოს ეგრე... მესმის, რომ გეშინია იმ კაცის ნდობა, რომელსაც საცოლე...
- არ არის ასე! - არ დაასრულებინა, წამოიყვირა საკუთარი თავით განადგურებულმა. - არ ვფიქრობ... არ მგონია, ეგრე...
- აბა, როგორ არის? - საოცრად მშვიდი იყო გიორგი.
მშვიდი და ტკივილიანი.
- იცი, რისი მეშინია ყველაზე მეტად?
- გისმენ, - მოთმინებით ამოხედა თვალებამღვრეულს.
მისი ცრემლები ეჯავრებოდა ყველაზე მეტად,
მისი ცრემლები ეზარებოდა სხვა ყველაფერზე მეტად,
და მაინც, როგორ უხდებოდა ეს ცრემლებიც.
- ჩაფიქრებულს რომ გკითხო, რაზე ფიქრობ და მიპასუხო „არაფერზე.“
- როგორ? - გაკვირვებით, სიმწრით ჩაეცინა კაცს.
- გკითხო და მიპასუხო „შენზე,“ „ჩვენზე,“ „ამინდზე“ და აქედან არცერთი იყოს შენი ფიქრი... შენი ყველა ფიქრი სინანულში რომ იყოს, გიორგი. მეშინია, რომ თუ დაიწყებ, შეიძლება ინანო, შეიძლება მიხვდე, რომ არასწორია, რომ გაწუხებს ჩემი არსებობა, რომ არ ვარ იმდენად საკმარისი, ამხელა ნაბიჯის გადადგმად რომ ღირდეს. მეშინია, რომ დიდხანს ვერ გასტანს ის, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობ. მეშინია, რომ მიყვარხარ და გული მეტკინება. მეშინია, არა ხალხის ხმების, არა მათი აზრების, არამედ შენი, შენი ფიქრების... ყოველ საღამო რომ დამიმალავ, იმ ფიქრების, გიორგი... მეშინია, რომ ისეთ ქალს დავემსგავსები, უკიდურესი სინანულის დროს რომ ბოროტდებიან. მეშინია, რომ შენს თავს ვერ მოერევი. მეშინია, რომ უკან მოვიხედავ და ვიტყვი, ნეტავ დავფიქრებულიყავი... არ მინდა, შენთან არ მინდა ეს... ყველასთან შეიძლება და შენთან არა... შენთან არ უნდა მოხდეს ეს... შენ იმდენად კარგი ხარ, იმდენად სწორი ყველასთან, და იმდენად ცუდი, იმდენად არასწორი შეიძლება გახდე ჩემთან... არ მინდა, რომ ასეთი გნახო, ასეთი ნახო შენი თავი, - გულიდან სწყდებოდა ყოველი სიტყვა და იცლებოდა მისი სხეული ისე, როგორც მდინარე, ძლიერი გვალვის დროს. - მეშინია, რომ ჩემკენ გადმოდგამ ნაბიჯს და მე ისეთი არ აღმოვჩნდები, შენი ნაბიჯი რომ გაამყაროსს. იმედგაცრუების მეშინია მე, გიორგი, პირველად, და მერე სხვა დანარჩენის. შენ რომ გამიცრუო იმედი, მე რომ - შენ, არ ვიცი, რომელი უფრო მეტკინება, მაგრამ ვიცი, რომ იმაზე მეტად, ვიდრე გუშინ ღამე მტკიოდა ჩემს ოთახში ჩაკეტილს უშენობა...
- ის გაშინებს, რისი პასუხიც არ გაქვს, სოფა? - ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ისე ამოილაპარაკა ფერდაკარგულმა, ერთი წამითაც ვერ გაუსწორა მზერა ცრემლებად დაღვრლის. - მე რომ ახლა დაგპირდე, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გიოცნებია-მეთქი და ეგრე არ აღმოჩნდეს, ამაზე მეტად რაიმე გატკენს გულს? არა... არა, სოფა. მაგრამ რომ გითხრა... ახლა, ამ მომენტში, გესიამოვნება, დაგაიმედებს, ნაბიჯს ჩემკენ გადმოგადგმევინებს, არა? - მწარე ღიმილით გააქნია თავი. - და მე შენ რას გეუბნები, არა? ყველაფერი დროს მივანდოთ-მეთქი... გპირდები, არ მოგწონს. არ გპრიდები, ეგეც არ მოგწონს, სოფა. იცი, რა არის პრობლემა? შიშში ცხოვრება. ყველაფერი არმომხდარი გაშინებს და ყველაფერი გაუკეთებელი გტკენს. ვერ წყვეტ, რომელი გირჩევნია, გარისკო და გეტკინოს, თუ არ გარისკო და გადაუდგმელი ნაბიჯი გეტკინოს, ეს არის პრობლემა, სოფა, და არა ის, რაც შენ გგონია.
- არ არის... - ყრუდ გაისმა სუსტი ხმა.
- აბა, როგორ არის-მეთქი, გეკითხები, - გაურკვეველი მზერით ამოხედა კაცმა. - ჩემს ნაცვლად საუბრობ, იცი? ჩემს არასდროს ნათქვამ სიტყვებს ისე ამბობ, თითქოს ოდესმე გამეფიქროს მაინც, სოფა. შენ არც საკუთარ თავს ენდობი და არც მე, მაგრამ არ გადანაშაულებ, იცი? მართლა. მესმის შენი. მესმის იმდენად, რამდენადაც შემიძლია შენი ფანჯრიდან გადავიხედო. ის ხედები დავინახო, მე რომ აგიკრძალე მაშინ, სულ პირველად, არ გინდა, არ გადაიხედო, მაინც ვერაფერს დაინახავ-მეთქი, მაგრამ იმაზე მეტი რომ გქონდა დანახული უკვე, ვიდრე მეგონა, რომ ამდენი რამე არსებობდა ჩემში, - სითბოთი ჩაეღიმა კაცს და დაამატა ბოლოს. - აღარ მოვალ შენთან.
- რა? - მხოლოდ ბოლო სიტყვა აღიქვაო თითქოს, სწრაფად ამოსწია ჩაქინდრული თავი.
- აღარ მოვალ.
- მიდიხარ?
- მივდივარ.
- გას.. გასაგებია.. - ჩაილაპარაკა ისე, რომ არ მოუშორებია თვალი იატაკის ფილებისთვის.
- შენს ნაბიჯს დაველოდები.
- რა?
- შენ მოდი ჩემთან, მე აღარ მოვალ.
- როგორ?
- მოდი, როცა მიხვდები, რომ შეგიძლია. მოდი, თუ დაძლევ იმ შიშებს, საკუთარ თავს რომ გართმევს. გეტყოდი დაგეხმარები-მეთქი, გეტყოდი, ერთად დავძლიოთ-მეთქი, მაგრამ არა. დიდი გოგო ხარ იმისთვის, რომ შენი თავისთვის სიკეთის მოტანა შეძლო. შენი მოტანილი უფრო ესიმოვნება, უფრო გაუხარდება. დამოუკიდებლობა უფრო მოეწონება. არის რაღაცები, რაც მარტომ უნდა შეძლო. მარტომ უნდა გადალახო... გაუკეთე ეს შენს თავს, სოფა, - გაუღიმა ისე, თითქოს იყო უკანასკნელი. - თუ მოხვალ, იცოდე, რომ არანაირი „მაგრამ“ არ იარსებებს. თუ მოხვალ, არც ერთი „არაფერზე“ არ იარსებებს. იცოდე, რომ შენი „არაფერზე“, შენი „ამინდზე“ ისევე მეტკინება, როგორც შენ - ჩემი. არ ვიგრძნობ მე თავს კარგად, თუ შენი პასუხი იქნება ეჭვით გატენილი... არა, სოფ, არა.

კარისკენ წასული, მობრუნდა მისკენ.

- თექვსმეტი დღე და ცამეტი საათი.
- რა? - გაურკვეველი მზერით ამოხედა მოღიმარს.
- შენი ჯერია.

მაინც გაეპარა მკრთალი, თითქოსდა შეუმჩნეველი ღიმილი,
იმედსაც რომ აძლევდა და უფრო მეტად ძალასაც,
რომ გადაედგა ნაბიჯი საკუთარ თავთან დასაბრუნებლად.
ორივემ იცოდა, აღარ იქნებოდა მეტი მობრუნება.
ორივემ იცოდა, ერთის ჯერი იყო მხოლოდ.

გავიდა თუ არა გიორგი, მტაცებელივით შემოვარდა ოთახში ქეთუთა.

- სულელი ხარ, ამხელა გოგო!
- რა... რა გინდა? - დაბნეულმა, უფრო გაოგნებულმა წამოსწია თავი.
- სვანეთის გზაზე ორმოში რომ ჩაგვყარა ნოდომ, მაგ დროს ასხლეტილი ქვა შენ მოგხვდა თავში, თუ ორსულობის დროს ნინოს მამალი რომ გამოეკიდა, მაშინ დაგიწყდა ეგ ნეირონები?
- რა გინდა?!
- მე კი არა, შენ რა გინდა! ამხელა გოგო რა თექვსმეტი წლის თინეიჯერი დერპინასავით იქცევი, არ გრცხვენია?! - ვერ იშოშმინებდა ბრაზს უმცროსი.
- რასავით?
- არა, რა, აზრი არ აქვს! ჩამოყალიბებული, საბუთიანი სულელია! - ჩაიქნია ხელი უიმედოდ და მიაჭირა ხელი ყავის აპარატს.
- გააფრინე? - აზრზე ვერ მოვიდა სოფა.
- მე არა, შენ - კი!
- შენ, რა... მოიცა! გვისმენდი?! - წამოიყვირა შერცხვენილმა.
- არა, მაგრამ სიტყვა-სიტყვით, წერტილ-მძიმით, ამოსუნთქვა-ჩასუნთქვით, ცრემლ-ცრემლ მოვისმინე... შენი საცოდავი მოთქმა-გოდება და სიმართლე გითხრა, მთელი ბავშვობის კერპი, რომელიც შენზე მქონდა დაშენებული და მთელი ბავშვობის ფსონი, რომელსაც შენზე ვდებდი დათუნასთან, თვალწინ ჩამომემსხვრა! ძალიან რთული საყურებელი იყო, ნუღარ გამახსენებ! აღარ მინდა ჩემმა სათუთმა ყურებმა კიდევ მოისმინოს ასეთი... ასეთი... კრახი?! არც ვიცი, რა დავარქვა!
- რა კერპი, რა ფსონი, გააფრინე?! და საერთოდ, რა გინდოდა აქ! - ხმაურით დაჯდა და მოისვა გვერდით მოქაქანე და.
- ოთხას ორმოცი წუთი ყავას რომ ასხამდი აპარატიდან, რომლის ჩამოსხმასაც გაწიე-გამოწიე ორწუთ-ნახევარი სჭირდება, და ამასობაში, მზე რომ დასავლეთიდან ამოვიდა და აღმოსავლეთიდან ჩავიდა, ზღვრები რომ დაშრა და მთები ქარმა წაიღო, შეიტანეს შენს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებში ეჭვი და გამომგზავნეს შესამოწმებლად! რა?! გიკვირს?!
- ქეთუთა! - თვალები დაექაჩა გაოგნებისგან სოფას.
- მოკლედ, აქეთ მომავალი, ტანით ვგრძნობდი, რომ საქმე იმაზე ცუდად დამხვდებოდა, ვიდრე ტყემლის ხეზე გაჭედილი დიტოს სულიერ-მენტალურ-ფიზიკური კონდიცია, მაგრამ რომელი უფრო უარესი იყო, მიჭირს არჩევანი გავაკეთო!
- ქეთუთა, არ მაქვს შენი თავი, - მობეზრებულმა აატრიალა თვალები სოფამ და გაამზადა ჭიქები სტუმრებთან გასატანად.
- ვისი გაქვს, საერთოდ?! მომისმინე ახლა ყურადღებით და მოიწმინდე ეგ გვარისთვის შეუფერებელი ცრემლები! წაგვლეკე! ადიდდა ვერეს ხეობა! და დადე ეგ ცრემლიანი ყავის ჭიქები, იფიქრებენ მარილი ჩაგვიყარაო! - ხელით დააბრუნა თავის ადგილას სოფა. - ამხელა მთასავით კაცი რომ გეუბნება მიყვარხარო და შენც რომ გიყვარს, რა ორი წლის ბავშვივით მოგიღია პირი და ტირი?!
- რა გინდა, დამანებე თავი, ადამიანო!
- აჰა, დაიწყო ისევ ზმუილი, - ამოიოხრა გულშეღონებულმა. - რა ვიცი, კარგად უჟუჟუნებდი იქ თვალებს?
- რას შვრებოდი?
- აი, რასაც!
- რა ხდება? - უხერხულად შემოვიდა ოთახში ნენე. - მშვიდობაა?
- რა უნდა ჩვენთან მშვიდობას, ნენე. კრიტიკულად მძიმე სიტუაციაა, - ჩაიქნია ხელი ქეთუთამ და გამკიცხავი თავის ქნევით გადახედა სოფას. - ჰკითხე ქალბატონს!
- სოფა, ტირი? - შეშფოთებული ჩამოჯდა მის გვერდით ნენე.
- აჰ, არ მიაქციო ყურადღება, ხახვს ჭრიდა! - გამოსცრა გამწარებულმა. - უიმე, ტირის, ხო.
- რატომ?
- რამდენიმე მიზეზი არსებობს, მაგრამ სათავეში მაინც ერთი დგას, - წამოდგა ფეხზე პომპეზურად და საზეიმოდ გამოაცხადა. - იმიტომ, რომ სულელია!
- ქეთუთა, გეყოფა! - დაუქაჩა თვალები სოფამ.
- რა მეყოფა, სად მეყოფა, ახლა დავიწყე! აყვანილი მაინც იყო, ვიფიქრებდი სხვისმა სისხლმა დაიყივლა-მეთქი, მაგრამ არა! შენ არ გრცხვენია? რას ეუბნები ბაბუაჩვენს, რას ეუბნები სპირიდონ დადვაძეს?!
- ნენე, წაიყვანე, რა! უთხარი, წავიდეს, გამეცალოს! ნუ მენახება, ნუ მაგონებს ხმას! - ზუზუნებდა სოფა.
- კაი, მოიცა, რა ხდება გამარკვიეთ, - დაიბნა ნენე.
- გაარკვიე, მიდი, ხო ხარ მაგარი გოგო? მიდი, არ მაქვს შენი ნერვები!
- გიორგი იყო აქ, - ამოიბუტბუტა ბოლოს.
- ხო, ვიცი, შევამჩნიეთ, - ჩაეცინა ნენეს.
- რა?
- რომ გამოვიდა... ისეთი სახე ჰქონდა.
- რა... რა სახე? - მიწისფერი დაედო სოფას.
- ამ... კრიტიკულად მძიმე, - დაამატა მცირეხნიანი ფიქრის შემდეგ. - კი, მძიმე.
- მოკლედ, იმ ბიჭს უყვარს. ამასაც, ხო ხედავ, რა გამოთაყვანებული სახე აქვს, ფაქტია, რომ ამასაც! მაგრამ ეშინია, თურმე, გოგოს, - მაინც ვერ გააჩერა ენა ქეთუთამ.
- რისი?
- იმედგაცრუებისო და კიდე რაღაცები იბოდიალა, აღარ ვუსმენდი ბოლოს, - ჩაიქნია ხელი.
- მაცდი? - ბრაზით აენთო თვალები სოფას.
- არა!
- დედას ვეტყვი!
- რაც გაცადე, ხო აფრქვიე სიბრძნეები, არისტოტელე!
- ლოგიკურია, - დების კამათში მაშველი რგოლივით ჩაერთო ნენე. - ლოგიკურია, რომ გეშინია.
- ხო, არა?
- ყველას ეშინია, სოფა, - გაუღიმა დამამშვიდებლად. - ისეთი თემაა, ისეთი საფრთხილო... რთულია რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს მაშინ, როცა გოგოდ იბადები, - მწარედ ჩაეღიმა ნენეს.
შეახსენა თავი იმ მოგონებამ, ერთ პატარა ნაპერწკალს რომ ჰგავდა - დამანგრეველ ხანძრამდე გაჩენილს.
თვალწინ გადაურბინა იმ მწარე დღეებმა, საიდანაც დაიწყო ყველაფერი.
საიდანაც მოვიდნენ აქამდე.
დღემდე.

- მე არ მეშინია, ეგღა მაკლია, იქეთ ეშინოდეს! - უდერდელად აიჩეჩა მხრები ქეთუთამ.
- მოდი, შევთანხმდეთ, რომ შენ ადამიანი არ ხარ! - ნიშნისმოგებით გადმოხედა სოფამ დას.
- „იიი, დედას ვეტყვი,“ - გააჯავრა სასაცილოდ და წამოდგა ფეხზე. - მეც ვეტყვი დედას, სიძე რომ ჰყავდა სახლში და მისმა ქალიშვილმა გააქცია.
- სახლის უკან დაგმარხავ და ვერავინ გიპოვის!
- ა, გამოვაჩინეთ რეალური სახე?
- რა ხდება? - გაოგნებული შემოვიდა ოთახში ნოდო.
- ნენეს კვალს დაადექი, ნოდარ, შე ცუციკა? ჰო, აბა, იქ რას გაბედავდი, ჩეჩესთან... - ცინიკური ღიმილით გადახედა გამეხებულ ნოდოს ქეთუთამ.
- გოგო! - დაუქაჩა თვალები დოლიძემ. - თქვენი ყვირილი მთელს სახლში ისმის!
- ქეთუთა, დაგმარხავ-მეთქი! - ფეხზე წამოდგა სოფა.
- ვინ არის ცუციკა! ვინ არის, გოგო, ცუციკა! - გვერდით ამოუდგა ნოდო.
- კუთხეში მომიმწყვდიეთ და მაბულინგებთ უმცირესობაში მყოფს? რა არის, განსხვავებული აზრის გეშინიათ?!
- მართალი იყო დიტო, - ღიმილით დააქნია თავი ნოდომ.
- მაინც რაში? - სარკასტულად აწკიპა წარბები ქეთუთამ.
- აი, რაც თქვა, ზუსტად თქვა!
- რა თქვა, მაინც, - ეცინებოდა უმცროსს.
- შენზე თქვა რაღაც, - სასხვათაშორისოდ აიჩეჩა მხრები ნოდომ და ნენეს გვერდით ჩამოჯდა. - შენ ამათ არ უსმინო, რამე არ გადმოგედოს, არ დავიღუპოთ!
- რა თქვა-მეთქი!
- არ გეტყვი!
- წავალ და ყველას ვეტყვი ყველაფერს!
- მერე ნენეს როგორ ჩახედავ თვალებში?
- ისე ვიტყვი, მარტო შენ რომ ვერ გამოიხედო თვალებში, - გაუცინა კმაყოფილმა.
- ვაიმე, წამოდით, მართლა იტყვის! - ამოიოხრა ნოდომ. - არ დამსვათ, არ მომასვენოთ ორი წუთი, ხო, როგორმე! შარო საიდან მოდიხარო, იჯექი, რა, შენთვის ჩუმად, წყნარად, ვინ გაძალებს, ვინ გექაჩება!

- ჩეჩე, რა დროს ფეხბურთია? - კედლებზე გადიოდა ონისე.
- რა ხდება? - ინტერესით იკითხა ოთახში დაბრუნებულმა ნოდომ, ქეთუთას რომ ჩაბღაუჭებოდა ცალი ხელით.
- რას ქვია? ნაკრები თამაშობს, რას მეუბნები შენ, ბიჭო! სულ რომ სამყაროს ბედი წყდებოდეს, ცხრიდან თორმეტამდე ჩემ გარეშე გადაწყვიტეთ. მაგას გამოვტოვებ? შანსი არ არი!
- სად იშოვე ბილეთი, შე... შე! - სიმწრის ცრემლებს ყლაპავდა დიტო. - ოცი ათასიდან ათი მყავდა წიომნად ჩამოშორებული და გამომაგდო მაგ არასწორმა, მაგ.. მაგ... მაგ მასონების საიტმა! უხ, მაგათი, რა აწყობილი რიგი... რა ოქროსავით ბილეთი...
- ოპერატიული უნდა იყო, დიტექს, ზოგადად, ცხოვრებაში, - თვითკმაყოფილი ღიმილი არ შორდებოდა ჩეჩეს და ორ ბილეთს გამომწვევად ათამაშებდა ხელში.
- წამიყვანე, არ გინდა? - მკლავზე ჩამოეკიდა დიტო. - ხურდა არ მინდა, ერთი ბილეთი, რა... ერთი საცოდავი ბილეთი... წამიყვანე და რაც გინდა მთხოვე!
- არ გეშინია მერე? - ზემოდან დააჩერდა გულხელდაკრეფილი.
- რისი? - ჩაეკითხა ინტერესით.
- უფრო - ვისი.
- ჰო, ვისი, ვისი!
- ლიზასი, ბიჭო! - ჩაეცინა ჩეჩეს. - შეგაბრუნებს რენტგენზე, დიტექს... დავპირდი უკვე და გამორიცხულია! რას შვრები ახლა, ძლივს აწყობილს მინგრევ? აი, ჩათვალე, ეგ ისეთი თემაა, ლიზა თამაშზე რომ ვერ მოხვდეს, ბიჭო... არ ვიცი, როგორ აგიხსნა. აუხსენით, რა.
- გადმორეკავს „ორი გვამი მჭირდებაო“, დაახლოებით ასეთი, ხო? - დაეხმარა აჩი.
- აი, აი, ზუსტად!
- კაი, რა... გთხოვ! მიმიშვი, მე ვთხოვ ლიზას, ჯიგარია ეგ, ჯიგრულ პონტში, რა, გამიგებს! თან მე რო სერენადა ვუმღერე?
- „ბათუმს ქათქათას“ სერენადა როდის მერე გახდა გამახსენე ერთი, დათუნა, მომჭრა საბურთალოს მასშტაბით თავი, - ინტერესით გადახედა დივანზე გადაწოლილს, დიტოს კონცერტით ტვინი რომ ჰქონდა ახდილი.
- რა მნიშვნელობა აქვს, მე ხო ვუმღერე! - დაექაჩა თვალები შეურაცხყოფილ ჩხაიძეს. - მიკარგავ? მე რო ეგრე ვუმღეროდე ყველას, ჰეეჰ...
- რა გინდა, რატო მინგრევ სიმწრით აშენებულ ურთიერთობას! მოშორდი! - დაუცაცხანა ტკიპასავით აკრულს, ვერანაირი ძალით რომ ვერ იშორებდა.
- შემაპარე მაინც, შე არასწორო!
- მომაშორე, ნოდო, თორე ვერ დავამთავრებთ ამ დღეს მშვიდობით, - მავედრებელი მზერით გადახედა ტელეფონში ჩამძვრალ დოლიძეს, ნენეს რომ წერდა შეშფოთებული, ჩეჩეს რიგის ნომრები გადაამოწმე, მატჩის მომენტში ნუ დამღუპავო.
- შურის და ჩხუბის დრო დღეს არ არი, დიტო, გამოდი აქეთ... დღეს ყველა ქართველი უნდა გაერთიანდეს... მაცაბერიძის გარდა, ხო გაიგე? - თავზე წამოადგა ჯიბეებში ხელჩაწყობილი დათუნა. - გამოდი, გამოეცალე, სანამ დროა, ვერ გამოგაცლით მერე.
- შეენ-თან, შენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გე-ში-ნია, ვის ვუმღერო, ვის! - ღიღინ-ღიღინით ყრიდა ცოფებს ჩხაიძე.
- წაიყვანე, რა! თუ მიდიხარ, წაიყვანე, - მიხვდა ონისე, ვერ გაუძლებდნენ შეურაცხად დიტოს მომდევნო ოთხი საათი და დარჩენილი ცხოვრება.
- მომაშვილეთ, ბარემ! ამის გარეშე ვერ მინახავს ლიზა... წამოდი, ხო, წამოდი... გადაგაძვრენ ჭიშკარზე... ხო გაეტევი?
- თავით გავიტან, ბიჭო! აბა, წავიდა! აბა, გავიდა მატარებელი! გაიღიმე... პატარაა! შენს ქორწილში ისეთ ვაგონს გავაკეთებ, ჩეჩე, ისეთს, მთელს ნაკრებს ჩავაბამ, ვაფშე!
- ლიზა, არ დამშორდე... - გულში ლოცულობდა მანქანისკენ მიმავალი ჩეჩე.
- მოიცა, მოვდივართ ჩვენც, - ფეხდაფეხ მიჰყვა ონისე და აჩი.

ისე დატოვა დადვაძეების სახლი ონისე დგვარელმა, ერთხელ არ გაუხედავს ქეთუთასკენ, ბრაზისგან გაბერილი რომ იდგა კარში.

- ბიჭო, მაშინ გეჩხუბებოდა მაინც, დღეს რა შემაშფოთებლად მდუმარეა, - სიცილით გაჰკრა მხარი აჩიმ ბიძაშვილს და თავით ანიშნა ქეთუთასკენ, შესაშური მოთმინებით რომ იტანდა კართან ჩამომდგარი ნოდოსგან უმოწყალო დაცინვას.

მხიარულად ჩაეცინა დგვარელს, ისე, თითქოს ზუსტად იცოდა, რა გაგრძელებაც მოჰყვებოდა მის მდუმარებას და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ჯაჭვლიანების მანქანისკენ დასამშვიდობებლად.

- ვიტო სად არის? - მანქანის ფანჯარას დაეყრდნო გიორგი.
- დარბის, - გაეცინა სანდროს. - მამა ხდება, ჭკუაზე არაა!
- ჰო? - ჩაეღიმა კაცს.
- დაჩიმ ბავშვს დავტოვებ მოუნათლავს და ათრიოს ეგ ცოდვა, თუ არ შერცხვებაო, - გაახსენდა ლუკას სხირტლაძის დანაბარები.
- აქ ისეთი ამბებია, ხომ ხედავ შენც.
- მე ვხედავ, სხრიტლაძეს გააგებინე ეგ, შუა ომშიც სუფრას რომ შლის. ასე ორ კვირაში ჩელენტანო ჩამოჰყავს, იქეთ მაჩაიძეები დაპატიჟა. საბა ხო იცი შენ, მაჩაიძე? ჯორჯო არმანის მაღაზიას ხსნის ვაკეში და იტალიის ელჩთან ერთად მოდის ვერონაში, წარმოიდგინე, გიჟს ჰგავს დაჩი. რაო, ბიჭო, რა ჰქვიაო იმ ელჩს?- სიცილით მიუბრუნდა ძმას ლუკა.
- მაჩაიძემ არ გაგიგოს, დაჩის არ გააგონო, შე პლებე, თუ როგორ ამბობს? - ჩაიფხუკუნა სანდრომ. - მასიმილიანო დ’ანტუონო მობრძანდება!
- მოკლედ, რა, როგორც არი! რომ არ ჩამოხვიდეთ და თქვენი თვალით არ ნახოთ ჩელენტანოს, ელჩის, მაჩაიძის და სხირტლაძის კვარტეტი, ისეთი გამწარებულია, დაგკლავთ იმ ცხვარივით, ორი წელია რომ დაათრევს თბილისი-ვერონას გზაზე.
- ბიჭო, მართლა ისე ემზადება, ლამის თხრილში ჩაყრილი ბაყაყები აამღეროს დირიჟორთან ერთად, - ეცინებოდა სანდროს.
- ჩელენტანო? ვინმემ ჩელენტანო ახსენა?! - იკივლა დიტომ. - სად, როდის, როგორ! უკაცრავად, შემოჭრისთვის...
- აი, დიტექსა მომყავს, - ღიმილით გადახედა გიორგიმ აცეკვებულ დიტოს, ჩელენტანოს კონცერტის ბილეთების გაუქმება რომ მოუწია ჩლიქოსნებთან ზედმეტად ახლო კონტაქტის გამო.
- დიტო, წამოეთრიე, დამთავრდა თამაში! - გადმოსძახა მანქანიდან გამწარებულმა ჩეჩემ.
- მოვდივარ, ხო, მაცადე, ისეთ საქმეს ვჩარხავ, სასწაულს!
- გაგჩარხავ მე შენ, წამოდი დროზე!
- წავედი, თორე დამტოვებს თამაშის გარეშე, - აუქნია ხელი ბიჭებს და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა დგვარელის მანქანისკენ. - აბა, ყველა ვერონაში!.. გიუშ, აქა ვარ, დღეცა და ღამეცა! ჯასთ დააზვანოკე!.. ბიჭო, ჩეჩე, ჩელენტანო არ გევასება?... კაი, რა თვალებით მიყურებ, რა ვიკითხე ასეთი!
- ჩადუმდები? - სარკიდან გადმოხედა და გაიყვანა მანქანა დადვაძეების ეზოდან. - ახლა მთელი გზა თავი უნდა ამხადოს, ხო? - ჰკითხა თავის თავს და არ დააყოვნა დიტოს ვოკაურმა შესაძლებლობებმაც.
- თბილისს ქათქათააას, თუ შეგიყვარაა!
- ბათუმია ეგ, უნიჭო, და ჩადუმდი, ლიზას მეზობლებს ახსოვხარ კიდე, - დაუცაცხანა გვერდით მჯდომს.
- თბილისია, ჩემი თბილისი, ჩემი სახლი, ფუძე, ჩემი ჰაერი.... არ არი ჩემი ეს მთა, უხ, როგორ მომენატრა გამონაბოლქვის საამო სურნელი! - თავი გადაყო ფანჯრიდან და ხარბად შეისუნთქა არცთუ სასიამოვნო სურნელი. - ჩეჩე...
- ახლა რაღა გინდა?
- მრგვალ ბაღთან შემატარე რა, საქმე მაქვს რაღაც.
- რა საქმე?
- აი, რაღაც, რა, - უხერხულად ჩაახველა დიტომ.
- თქვი, თორე გავაგრძელე გზა!
- ბიჭო... კასტეტი გამოვიწერე რა, და ჩამოსულა, ახლა მომწერეს.
- რა კასტეტი, გააფრინე, შენ? - გაეცინა ჩეჩეს.
- იტალიიდან გამოვიწერე თან, მაგარი იაფში ჩავარდა. ანტიკვარია და რამე, ეგეთი ჰქონია სულ პირველ მაფიის ბოსს! - გაიჯგიმა ამაყად და ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან.
- ვახ, ვიღაც იტალიელმა ფრანჩესკამ დაგაგოიმა, შე ცოდო? - ცალი თვალით გადმოხედა „გამყიდველის“ ვინაობას ჩეჩემ.
- ეე, ფრანჩესკა და ფრიდა კალო შენკენ მოიკითხე! ნაღდია-მეთქი, რას მასწავლი! აუქციონზე ვიყიდე!
- არ იყო მაგ დროს კასტეტები, - ეცინებოდა ჩეჩეს.
- შემატარე!
- რამდენი გადაიხადე?
- რაღაცა ევრო, რა მნიშვნელობა აქვს!
- გაყიდე, ბიჭო, თირკმელი?.. სად გქონდა სხვისთვის მისაცემი თირკმელი, შე ცოდო?
- ის ბილეთები დავაბრუნე, ვერონასი, სად წავიდოდი ასე! - ღმუოდა დიტო.
- აი, რას ნიშნავს რაციონალური აზროვნება... აი, რას ნიშნავს კვანტური ფიზიკის ცოდნა! ყოჩაღ, დიტო... ვერონას ბილეთი დააბრუნა და ანტიკვარი კასტეტი იყიდა. უხ, რა გონება, რა ჭკუა!
- „ზატო“ ვერონაში მივდივარ ორ კვირაში! - კამათში გამარჯვებულივით წაიგრძელა კისერი ჩხაიძემ. - თან სად! კახეთში! სად კახური ღვინო, შოთის პური, გუდის ყველი, კეთილი გული და სად ის იტალიური წყალი და მაგათი ამჟავებული სახეები!
- რად გინდა ეგ კასტეტი, უნდა გაწყვიტო ჩლიქოსნები?
- შენ ახლა!
- აა, თუ ჯერ იპოდრომზე აპირებ შევლას?
- გაჩერდი, ჩეჩე დგვარელო, შეაპაუზე, თორე აბაროტები ჩემი სტიქიაა!
- გადადი უკან! - გადმოხედა მობეზრებული სახით და ლიზას კორპუსთან გააჩერა მანქანა.
- ე, რატო?
- დროულად!
- ყველას ვეტყვი შეყვარებულის გამო უკან რომ გადააგდე ძმაკაცი! - ბრაზით ცქმუტავდა ჩხაიძე. - უხ... ასეა, რა! ეს გოგოები აშტერებენ ყველას!
- ბიჭო!
- კაი, რა იყო, ვიხუმრე, ნუ აღიზიანებ იოგებს!


*

ერთხმად აძგერდა ყველა ქართველის გული მაშინ,
როცა მეორდებოდა ისტორია.

*

- პარაკალოო, ბიჭო, შემაგინა ახლა ამან? - მკლავზე დაქაჩა საბერძნეთის ფანებში ჩაკვეხებულმა დიტომ ჩეჩეს. - სად ჩამაყენე, ჩეჩე დგვარელო, რომელიმე კამერამ არ დამაფიქსიროს, თავი არ მომჭრა საქვეყნოდ! სად ვთქვა... სად გავამხილო...
- არ იყო სხვაგან ადგილები და აყევი მაგათ, არ გაგიგონ ბერძნებისკენ რომ არ ხარ, - გადმოსძახა საქართველოს გულშემატკივართა რიგებიდან დგვარელმა გამწვანებამდე მისულ დიტოს.
- უხ თქვენი... უხ თქვენი! პა რა კა ლო! უხ თქვენი... რა არი ეს პარაკალო, გამაგებინეთ, ვინმემ! - ზმუოდა დიტო და კასტეტთან ერთად გამოწერილ ლაზერს ანათებდა მინდორზე ბერძნების ფეხის ასარევად. - აა, ეგრე, აგერია თავგზა, ძმაკაც? ძაან კაი, ჯერ სად ხარ!

- ჩეჩე, დაიჭერენ, რას აკეთებს, შეხედე, - ლაზერით მოთამაშე დიტოსკენ გაახედა ლიზამ.
- ვახ, დიტო, - გაწევა სცადა მისკენ. - ან... დაიჭირონ, აცადე, - დაამშვიდა აღელვებული შეყვარებული.

- არ არი, ბატონო ... სახელი შემახსენეთ? თქვენი ეს ფეხბურთი, წადით, დარგეთ ზეთისხილი, რას დაიჩემეთ? ფეტა, ძაძიკი, იოგურტი, ესა ისა... - ექაქანებოდა ერთ-ერთ ასაკოვან ბერძენს დიტო. - მიდი, ახლა, გადარეკე შენებთან, უთხარი დაგვნებდნენ, ეგრე სჯობს, რა, ჩემი ძმა, ნუ გადამიფსიხებ იმ კაცს... ქართველებს რო თავი დავანებოთ, იტალიაში ჩასვლა არ გინდათ? იცით, რა დიასპორა გვყავს? სად ნაპოლი, სად თქვენი კრეტა!... თქვენა და, რამდენი მთიულური აჭამეთ ამათ, სუმიოსტებივით რომ დააფრიალებენ ჩვენებს, ჰა? უნდა ამოგიღოთ ეგ ხინკლის წვენი პიპეტკით, მაცადეთ! ვის უბედავთ, ბიჭო, ეგრე უხეშად თამაშს! გავაღვიძო ჩემში აგრესიული ბომბარდირი?

მთელი ტაიმის განმავლობაში გამოკვეთილად ისმოდა „დინამო არენაზე“ დიტოს განწირული ყვირილი:
- მიშველეთ, ვაგებთ? გადამასხით თავზე ნავთი და გამსპიჩკეთ, ასე მაინც მივიქციო ამათი ყურადღება! მზად ვარ, შევეწირო! გადამისვით ძაძიკის სოუსი! ... არა ვარ კარგად, წნევა გამიზომეთ!... ამათ რომ ჰკითხო, ერთი რელიგია გვაქ, ვინ არიან ეს იაღოველები, ა?! ... შემიშვით ორი წუთი, შემიშვით, დავატეხავ ფეხებს!
- ია სუ, პოს ისე? - ღიმილით წამოადგა თავზე ბერძენი ქალი.
- ოჩენ ხარაშო!

- ბიჭო, ჩეჩე, - ადგილს ვერ პოულობდა ჩხაიძე, გადაიწია ბოლოს საქართველოს ფანების მოაჯირისკენ და გადასძახა ჩეჩეს, ნერვიულობისგან თმა რომ გათეთრებოდა პირველი ტაიმის ბოლოს. - ესენი ახლა რო ჩამმღერიან ყურში, გარეთ გასვლა არ უნდათ? - ეჭვით მოათვალიერა თავზე წამომდგარი ლურჯდროშიანი გულშემატკივრები და დაიწრიპინა ყალბი შემართებით. - პა რა კა ლო, პა რა კა ლო! უხ თქვენი...

- აბა, წავიდა, საქართველოს ნაკრებს გაუ-მარ... გაუ-მარ...ჯოს!... ჰო, ჰო, მიდი, ნაკრებს გაუმარ-ჯოს! ბერძნებს რა? ... ჰო, ჰო, ეგ არი, მიდი, აბა, რაო, რაო ბერძნებს? კაი, კაი, რუსებს, რა?! - დირიჟორივით იდგა დიტო ხუთ ბერძენს შორის.
- დიტო, გამოეთრიე, თარჯიმანი ჰყავთ! - თვალები დაუქაჩა ჩეჩემ.
- ბიჭო, მე კი გამოვალ, მარა... - თავით ანიშნა გაურკვეველი მიმართულებით.
- რა? - დაიბნა ჩეჩე.
- ლიზა, ჩეჩე...
- ლიზაც რო არი, ახლა გაიგე?
- ლიზა-მეთქი, ჩეჩე...
- რა?
- ორი ბერძენი ბავშვი ჰყავს დათრეული, მიხედე, დავიღუპეთ... გაპუტა!
- არა, წარმოგიდგენიათ თქვენ? ვინ არიან ამ ბავშვების მშობლები, სოციალურ სამსახურში დარეკეთ, სოცმუშაკი გამოიძახეთ! - ჩხუბ-ჩხუბით მოდიოდა ლიზა. - ამათ ვაჩვენებ მე, საბერძნეთი განძი, საქართველო ბანძი როგორ უნდა!
- უხ, ჩემი პატრიოტი! - სიამაყით აესვო გული ჩეჩეს.
- მე არ ვარ შენი პატრიოტი? - თავი გამოყო ბერძნების ტრიბუნიდან დიტომ.
- ხმა ჩაიწყვიტე!
- პარაკალო!

- ბოლო პენალტია, გესმის, შენ? ბერძენო კაცო, მომისმინე, ახლა თუ გავიტანეთ, ტრუპი ხარ, ხო გესმის? ბოლოა, ბოლო! დამთავრებულია თქვენი საქმე, თქვენი ევროპა! გამოდით, ვაფშე, მაგ ევროკავშირიდან და შეგვიშვით ჩვენ! რა გინდათ, ჰა? ფეხბურთს თქვენ ვერ იგებთ და ხინკალს თქვენ ვერ ინელებთ! საერთოდაც, ეგრე უხეშად თამაში რა ევროპულია? თქვენადა ბარტერზე რომ ვითანამშრომლოთ, არ გინდათ? ჩვენ რუსეთს გითმობთ, თქვენ ევროპაში შეგვიშვით? არ ესმის ახლა ამას რას ველაპარაკები? - ბრაზით მოიხედა გარშემო და შეშფოთებულმა წამოიყვირა, ნაცნობ სხეულს რომ მოჰკრა თვალი. - ნოდარ დოლიძე, აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! ნენე?! აუ, რა ბოლო პენალტზე გავიტრუპეთ?!

და ბოლოს,
როცა ისტორიული გამარჯვების სიხარული აღწევდა კანიდან,
როცა ყველა ქართველის გული ერთი სიხარულით ძგერდა,
ერთდროულად შევიდა ზარი ჩეჩეს და ნოდოს ტელეფონზე.

- მაცაბერიძე გამოჩნდა!


* * *

მოსვენება ჰქონდა დაკარგული მას შემდეგ, რაც გაიხურა დგვარელმა სახლის კარი.
ხან ბაღში გავიდა, ხანაც თავის ოთახში.
ბოლოს სამზარეულოშიც ჩამოდგა ახალი ამბების გასაგებად - ვერცერთმა შეაღწია მის გონებაში.
ბოლოს - თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
გარბოდა ისე, თითქოს დიდი უბედურება დგასო მის უკან.
მირბოდა ისე, თოთქოს იცოდა, გადაარჩენდა ის ერთი.
დაფიქრების საშუალებაც არ მისცა გონებას, ქარიშხალივით შეიჭრა სხვის სადარბაზოში.
უსწრაფესად აიარა კიბეები.
შეშლილი ბრახუნი ატეხა იმ კარზე, მეორედ რომ ითმენდა ნაცნობი ქალისგან მსგავს მოპყრობას.
არ გაჩერდა მანამ, სანამ არ გააღო იმან, ვისთვისაც მოვიდა.

- გამარჯობა, ონისე დგვარელი მიყვარს და ხომ არ იცით, სად ცხოვრობს? - უჰაერობისგან სუნთქვაშეკრულს დავიწყებოდა სუნთქვაც.
დაბნეული გამომეტყველება კმაყოფილმა ღიმილმა შეუცვალა კარის ძგიდეზე მიყრდნობილ დგვარელს.
- მეორე სადარბაზოში იკითხეთ, გოგონა, - კარის მიხურვას აპირებდა, ქეთუთას ალეწილ სახეს რომ მოჰკრა თვალი.
ვეღარ გაუძლო გულმა.
ფართოდ გააღო კარი და სიცილით დაიჭირა წასასვლელად მომზადებული.
ჩახუტებული ჰყავდა მანამ, სანამ არ დაუცხრა შეურაცხმყოფელი ბრაზი.
იცოდა, სარისკო იყო ხელის გაშვება.

- გთხოვ, სახეში არ გინდა, - ჩვეული გამომეტყველებით გადმოხედა და გაუკავა ორივე ხელი, სახიფათო მანევრი რომ არ შეესრულებინა.
- დეგენერატი ხარ, იცი?
- დიახ, ქალბატონო, მითხრეს, მრავალჯერ.
- ხო, არა?!
- ქეთუთა დადვაძეც აქ ცხოვრობს, არ იცით, გოგონა? - ისე, რომ ხელი არ გაუშვია, ფეხით მიხურა კარი და მასთან ერთად წავიდა ოთახისკენ.
- ჰო? - ჩაეკითხა ყალბი გაკვირვებით. - როდის გადმოვიდა?
- დღეს დილით... ოღონდ ჯერ მაგრად მაიგნორა, მერე „ლადუკა“ დუნდუაზე ბანძად მაეჭვიანა და მერე, სულ ბოლოს, გამწვანებულმა მიყურა, სანამ მისი სახლიდან არ წავედი. ხომ არ გაგახსენდათ?
- ფრაგმენტულად.
- ეგ არაფერი, მთავარია ჩემამდე მოსასვლელი გზა არ დაგავიწყდათ!
- სამაგიეროდ შენ დაგავიწყდა, თანაც ორი კვირაა! - ირონიულად წაისისინა ქეთუთამ და გააშვებინა მაინც ხელი.
- შენ გელოდებოდი მე!
- ვითომ, რატომ?
- გოგო, სულ შენ მიშლი ნერვებს და ერთხელ მეც რომ... არა? ვერა?
- არა! ვერა! - უკმეხად მიუგდო და აუარა გვერდი კაცს, თვითკმაყოფილ გამომეტყველებას რომ ვერ იშორებდა სახიდან.

გააღო ორივე ფანჯარა.

ხის, ძველებური ორნამენტებით მორთული დარაბები,
ვინ იცის, რამდენი ადამიანის ისტორიას ინახავდა.

- რა ლამაზი ხედია შენი ფანჯრიდან, ონისე! - აღტაცება ვერ დამალა ფანჯარასთან მდგომმა. - რატომ არ ვიცოდი?
- გადაბინდული გაქვს თვალები, ვერაფერს ხედავ ჩემ გარდა, რას შეამჩნევდი, ქეთუთა? - დაუდგა გვერდით და ნახევარი ტანით მიეყრდნო რაფას.
- ოხ!
- რაო? - აკოცა თავზე და გაიხედა მასთან ერთად მათი სახლის ფანჯრიდან.
- ზოგჯერ ლამაზი სიტყვებიც მითხარი, კაი?
- კვირაში ერთხელ, შაბათობით, - უპასუხა მცირეხნიანი ფიქრის შემდეგ.
- აუტანელი! - ჩაიფრუტუნა და გაღიზიანებულმა აუქნია ხელი.

ჩაეხუტა მაინც.

- არასდროს დამავიწყდება, - თბილი ღიმილით დააჩერდა ზემოდან დგვარელი.
- რა? - სახე გაებადრა სასიამოვნო სიტყვების მოლოდინში კაცის მკლავებში მოქცეულ ქეთუთას.
- შენი სახე, ჩემს კართან რომ იდექი.
- ნუ ფხუკუნებ!
- ნუ მირტყამ!
- წესიერად მომეპყარი!
- გოგო!
- უკვე დაიწყე?
- მე კი არა, შენ დაიწყე! შეირგე ეს ჰერკულესივით...
- უიმე!
- შენ ახლა მე დამცინი?
- ჰერკულესი არა, ფილოქტეტე, - დამცინავად ჩაიქირქილა ქეთუთამ.
- გოგო, შენ ახლა მე იმ მსუქან კენტავრს მადარებ? შე ჰადესო, მოდი აქ! რა გინდა შენ მთაწმინდაზე, შენ უნდა იხარშებოდე... მაცადე, ტელეფონი რეკავს! მოგხედავ!
- ნუ ყვირი, რას იფიქრებენ მეზობლები! - დაუქაჩა თვალები შერცხვენილმა და დახურა ორივე ფანჯარა.

- ჯანდაბა... სტრელკაზე გავდივართ ოჯახი! - ტელეფონი გათიშა თუ არა, სწრაფად წავიდა საძინებლისკენ.
- რაო? - ფეხდაფეხ მიჰყვა ქეთუთაც.
- გიორგიმ დარეკა, მაცაბერიძის ამბავია.
- უკვე? - გულწრფელად გაუკვირდა ქალს.
- იმუშავა, როგორც ჩანს, - ავად ჩაეცინა ონისეს და სწრაფად გადაიცვა ტანზე მაისური.
- კიდე უნდა დაგჭრან?! - სასოწარკვეთილმა ამოიოხრა ქეთუთამ.
- ნუ გეშინია, გოგო, კიდე თუ დავიჭრები, შენ გამო მარტო! - გაუღიმა დამამშვიდებლად და აუჩეჩა ის ჩალისფერი თმა, მთელი სახლი რომ აევსო გაზაფხულის სურნელით.
- ხო? ხო?
- აბა?
- მომისმინე...
- გისმენ, ყურადღებით, ოღონდ მალე, თორე აგვწიეს ჰაერში!
- ფრთხილად იყავი, ხო?
- გოგო, ძლივს შენი ფეხით მოხვედი, თავს მოვაკვლევინებ მაგას? ვერ მოესწრები!
- ნუ ბოდავ რაღაცას, მეშინია, ონისე... - აწუწუნდა პატარა ბავშვივით და ტკიპასავით მიეკრო კართან მდგომს.
- აბა, უშიშარიო, ესაო, ისაო, მატყუებდი, ხო? ვიცოდი, რომ ლომის ტყავში შემძვრალი წრუწუნა იყავი!
- ნუ დამცინი!
- არ დაგცინი, ჩემო ფერია, - გაუღიმა შემრიგებლურად.
- რა ფერია, გააფრინე? - აყვირდა ქეთუთა.
- კარგი, ჩემო ბეტეერო!
- ონისე დგვარელო!
- გოგო, ნუ კივი, დარეკავს მეზობელი პოლიციაში და მკვლელობასთან ერთად ძალადობაც მე შემეტენება, ხო ვიცი!
- ეგღა მაკლია!
- ოჯახში ერთადერთი მოძალადე შენ არ იყო, ხო?
- ნუ მითამამდები შენ!
- არ არი დრო?
- ბიჭო!
- შემარგე რა, შემარგე, ყოველდღე კი არ მაკითხავს დადვაძეების სამეფო გვარდიის წარმომადგენელი სახლში ფლეშმობით!
- აუ, რას გცეემ!
- ჯერ არ შემომიშვია, უკვე კუნთებზე იყურება! აი, სად დაგერხა ონისე დგვარელო...
- ნაცემს ხო არ გაგიშვებ სტელკაზე, მოხვალ შენ სახლში! - საჩვენებლი თითი აუფრიალა მოცინარს.
- დღეს დედასთან ვრჩები...
- ჩმორიკა!
- გოგო, ნუ გამოცდი ჩემს მასკულინობას, თორე... - გამაფრთხილებლად აზიდა წარბები დგვარელმა.
- არ წახვიდე! - აწუწუნდა მაინც.
- ისე, ცოტა გაბრაზებული ვარ, - დასერიოზულდა ონისე.
- რატო?
- გოგო, გული რატო არ დამინთე აივნის ქვემოთ? ამხელა სახლში რომ გიშვებ, ერთი გულის ღირსი არ ვარ?!
- დეგენერატო, გამეცალე! - მოეშალა ნერვები სატირლად მომზადებულს.
- რატო ბრაზდები?
- მიყვარდები...
- კიდე უფრო?
- ჩალურჯებული თვალით რომ წახვიდე უფრო მამაკაცური იქნები მგონი, ხო?
- აბა, ახლა!


*

დანაშაულია დუმილი მაშინ,
როცა შენი ხმაა გადამწყვეტი.


*

მიიკლაკნებოდა იასამნისფერი ელვა გაცრეცილ ცაზე.
შემაძრწუნებლად დადუმებულიყო ბუნება,
ქარიშხალს უქადდა მისი გუმბათის ქვეშ მოქცეულებს.

ბორბლების ღრჭიალით გაჩერდა გიორგი ჭონიაშვილის მანქანა ფარჯიანების სახლთან.
წამებში გაჩნდნენ მანქანასთან ვაჩე და უტა, შევიდა თუ არა ზარი ტელეფონზე.

ფანჯრიდან ანიშნა გიორგიმ, ჩასხედითო.

- ეცადე მშვიდად მიიღო ის, რასაც გეტყვი, - დაძაბული მზერით გადმოხედა უკან მსხდომებს.
- რა მოხდა? - დაიძაბა ვაჩეც.
- ანასტასიას დაშინება სცადეს, - ფერი არ ედო სახეზე გიორგის.
- რა? - ენა ჩაუვარდა თითქოს, მეტყველების უნარი წაერთვა ფარჯიანს. - რა..რამე დაუშავეს? როგორ? მითხარი, ხო არაფერი, გიორგი!
- არაფერი. გასაკვირია, მაგრამ არაფერი სერიოზული... - ცივად ჩაილაპარაკა გიორგიმ, საკუთარ თავს ვერ პატიობდა შესაძლო საფრთხის მასშტაბებს.
- როგორ? რანაირად? - ენა ძლივს ამოიდგა უტამ. - ყველაზე ნაკლებად... ყველაზე ნაკლებად ვისაც ველოდით, არა?
- როგორც ჩანს! - მწარედ ჩაეღიმა გიორგის. - ყველასთან ვიფიქრებდი, მაგრამ ტასოსთან... ტასოსთან ვერანაირ საფრთხეს ვერ დავუშვებდი. ნახე, რა სწორად გათვალეს? იაზრებ? ყველაფერი იციან, ყველაფერს ხვდებიან, ეგ მაგიჟებს, ეგ მაცოფებს!
- როგორ არის? რა გითხრა? - მიწისფერი ედო სახეზე ვაჩეს.
აკანკალებული ხელით ჩამოსწია ფანჯარა.
ყელში უჭერდა ბრაზი.
შემოუშვა ცივი ჰაერი აზრზე მოსასვლელად.
- განერვიულებულმა დამირეკა, არ შეხვდეთო.
- მოიცა, როგორ? - დაიბნა უტა.
- მისამართი უთხრეს, სადაც უნდა შევხვდეთ დღეს საღამოს.
- და თუ არ...
- იცი, რაც, - დასრულება არ აცადა მაისაშვილს, მზერით გასცა პასუხი.
- არ მივდივართ? - ადგილს ვერ პოულობდა ფარჯიანი.
- სად, სასაკლაოზე? ახლავე, ვაჩე! - ცინიკური ღიმილით გააქნია თავი გიორგიმ.
- და სხვა გეგმა გვაქვს?! ვერ ხედავ რა დონეზე ვართ? ყველა საფრთხეშია ირგვლივ! კიდე აქეთ იმუქრებიან, ბიჭო, იმის მერე, რაც გააკეთეს! ვინ არიან ეს უსისხლოები, ეს უღმერთოები, ჩემი ხელით მოვკლავ, მაგ ნაბი*ვრებს!
- არავის მოკლავ-მეთქი, ვაჩე! - გამაფრთხილებლად გადმოხედა ბრაზისგან ერთიანად აწითლებულს და დაამატა ბოლოს მშვიდად. - გეგმა მაქვს.
- რა გეგმა? - ინტერესით გადმოხედა უტამ.
- უნდა დავრეკო.

*

ერთდროულად გაჩერდა რამდენიმე მანქანა მალხაზ მაცაბერიძის მდიდრულად მოწყობილ, უშველებელ ეზოში.
ყველანი აქ იყვნენ.
ყველანი მზად იყვნენ.

ყველა წერტილში იდგა დაცვა.
ყველა წერტილი ჰქონდათ გათვლილი წინასწარ.

- ოხ, რამდენი ხართ, მაინც, - დამცინავმა ღიმილმა აუპრიხა ტუჩის კუთხეები დაბალი ტანის, შეჭაღარავებულ კაცს, ნელი, გამოზომილი ნაბიჯებით რომ უახლოვდებოდა მოწვეულ სტუმრებს. - მე მხოლოდ რამდენიმე დავპატიჟე და თქვენ ყველანი მოხვედით?! აჰ, არა უშავს, ყველასთვის მაქვს საკმარისი წამალი, - ღიმილიანი მზერა მოავლო კბილებამდე შეიარაღებულ დაცვის წევრებს მალხაზ მაცაბერიძემ.
- რა არ გასვენებთ, მაინც, ბატონო მალხაზ? - მშვიდი, გაწონასწორებული ნაბიჯებით დაიძრა კაცისკენ გიორგი და ამოუდგა გვერდით. - რა პრობლემა გაქვთ ასეთი, თქვენი დაღვრილი სისხლის კვალი გაქრობას რომ ვეღარ ასწრებს?
- აჰ! - ცბიერი ღიმილით გააქნია თავი კაცმა და სახლში შეუძღვა სტუმრებს.

- ეს ახლა სახლში გვეპატიჟება? - ჩუმად გადაულაპარაკა აჩიმ არანაკლებ გაკვირვებულ ნოდოს.
- მე მაინც მგონია, ასფალტზე სისხლის მოწმენდა ეზარება, - უდარდელად ჩაიცინა დიტომ და ჯიბეში აათამაშა იტალიური კასტეტი, სულ პირველი მაფიის ბოსის კუთვნილება რომ ბრალდებოდა.

- იცით, აქ რატომ ხართ? - ოთახის ცენტრში მდგომი მობრუნდა მათკენ და ხელში შეათამაშა ნახევრად სავსე ვისკის ჭიქა. - მინდა გავიგო...
- იქნებ, კროსვორდში გაიჭედა და დახმარება უნდა, - ჩუმი ფხუკუნით გაჰკრა მხარი მის გვერდით მდგომ კაცს დიტომ, ნოდო რომ ეგონა და დაცვა რომ აღმოჩნდა რეალურად. - პრასწი, ბრატ, შენთვის არ მინდოდა.

- ახ, აი, ცოტნეც შემოგვიერთდა! სად ხარ, მამა, ამდენ ხანს, ნახე, როგორი სტუმრები გვყავს სახლში! - ცინიკური ღიმილით შეეგება ოთახში შემოსულ შვილს მალხაზი.
- რა ხდება აქ? - გაკვირვებული მზერა მოავლო შეკრებილებს ცოტნემ.
- ჯერ არაფერი, შვილო. ჯერ, არაფერი, - დამამშვიდებლად დაუყვავა მამამ და ამაზრზენი ღიმილით განაგრძო საუბარი. - ამათ უმადლოდე, ცოტნე, ოცი წლის შრომა თავზე რომ ჩამომენგრა. ამათ უმადლოდე, ნანგრევებში რომ ვართ, ოჯახი, შვილო, მაგრამ ნუ გაიხარებთ წინასწარ... ნუ იზეიმებთ. რა გეგონათ, მაინც... რას ფიქრობდით... მართლა მაინტერესებს, რა გიდევთ თავში! გეგონათ ჩუმად მომეპარებოდით, საათივით აწყობილ საქმეს ამირევდით და საპასუხო დარტყმას არ მიიღებდით? დავიჯერო, ასეთი სულელები ხართ?
- ამას ვინ ამბობს, - ხმით ჩაეცინა ჩეჩეს. - კაცი, რომელიც თავის ნაბი*ვარ შვილს ხელს აფარებს?
- ხმა ჩაიგდე! - დაიყვირა მწყობრიდან გამოსულმა.
გვერდით ამოიყენა ცოტნე.
გასცრეცვოდა ფერმკრთალი სახე უფროს ვაჟს.

- შენმა ნაბი*ვარმა გოგო გააუპატიურა და შენ, შ-ე-ნ, მალხაზ მაცაბერიძე, ყველაფერი ისე შეკერე, ჩემს ძმას, ჩემს ჩაცხრილულ ძმას ააკარი უკანასკნელი ნაბი*ვრის სტატუსი და გგონია, შენ ახლა ფიქრობ, რომ ეგ ყველაფერი შეგრჩება? რა გგონია, ლაჩარო, ეს ხალხი რომ დამიყენე, ამათი შემეშინდება? შენ გგონია, მე იმ ხუთი ტყვიის მერე, ვინმეს ტყვია შემაშინებს, ვინმეს ტყვია შემაკავებს, შე უღმერთო?! ეგეც არ იკმარე, გოგოსთან მიხვედი! გოგო დააშინე, ჩემამდე მოსასვლელად?! - შეშლილს ჰგავდა ვაჩე ფარჯიანი და მაინც, არანორმალურ, დაჭრილი ცხოველის ღრიალს ანაცვლებდა გასაოცრად მშვიდი ტონი. - რომელს მოგთხოვოთ ჩემი ძმის სისხლი? მითხარით, თამამად, მამას თუ შვილს? რომელს არ გასვენებდათ, რომელს გახრჩობდათ უდანაშაულო კაცის სუნთქვა?! შენ, ცოტნე? - ნელი, ცბიერი ნაბიჯებით უახლოვდებოდა კაცს.
- რას ბოდავს! - არეული მზერით გადახედა ცოტნემ ჯერ ვაჩეს, შემდეგ მალხაზს.
მამის თვალებს ეძებდა პასუხებს,
ვერ პოულობდა ვერცერთს.
არაფერი იკითხებოდა იმ კაცის თვალებში,
დიდი ხნის წინ რომ დაჰკარგვოდათ სინათლე.

- იქნებ შენ, მალხაზ! მიდი, აღიარეთ, არ გყოფნით გამბედაობა? იმ საწყალი გოგოს ძმას რომ აკვლევინებდი ჩემსას, მაშინ ხომ გქონდათ! იმ საწყალი გოგოს ძმას რომ ატყუებდით, თვალებში ნაცარს რომ აყრიდით, რომ აგიჟებდით, ჭკუიდან რომ გადაგყავდათ, მაშინ ხომ გეყოთ კაცობა! მთავარი დამნაშავე, მთავარი არა*აცი მის წინ იდგა და შენ, ცოტნე, შენ, ასეთ კაცს აგიჟებდი? შენ ასეთ კაცს ყველაზე მართალს აკვლევინებდი?! ღმერთის არ გეშინოდა, ცოტნე, ამას რომ აკეთებდი?
- შეწყვიტე! - სიმწრით გააღრჭიალა კბილები უფროსმა მაცაბერიძემ.
ხელით ჩამოიშორა მიახლოვებული, გამძვინვარებულ მხეცს რომ დამსგავსებოდა.
- რა შევწყვიტო, შე ნაბი*ვარო, ახლა ვიწყებ! - ავად ჩაეცინა ვაჩეს და ანთებული მზერით გადახედა ცოტნეს. - ხმა ამოიღე! შენი ხმა გამაგონე, შენი დანაშაული აღიარე, შე არაკა/ცო! ერთი ის მითხარი, ჩემი ძმის მკვლელობა რომ დაუკვეთე, მშვიდად გეძინა იმ ღამეს, ცოტნე? ბედნიერმა გაიღვიძე დილით, ფარჯიანების გლოვა რომ აზანზარებდა ქალაქს?! გოგოს რომ სცემდი, გოგოს რომ აუპა*იურებდი, გსიამოვნებდა?! ხმა ამოიღე-მეთქი, ნაგავო!
- მე... მე არავინ მომიკლავს, რას ბოდავ, სრულ ჭკუაზე ხარ, ფარჯიანო?! შენ სულ გააფრინე საშკას მერე?! - ბრაზით აენთო თვალები ცოტნეს. - რა ხდება, რა ცირკი მოაწყვეთ ჩემს სახლში?! მალხაზ, ამიხსენი რა ხდება, რას ითხოვენ ჩვენგან!

ერთმანეთს უცნაური მზერით გადახედეს ჩეჩემ და ონისემ.
მზერით შეთანხმდნენ თითქოს იმ დეტალზე, აქამდე არცერთს რომ არ მოსვლია აზრად.
ღრმად ამოიოხრა ონისემ და წინ გადადგა ერთი ნაბიჯი.
- შენ ამბობ, რომ საშკა ფარჯიანის მკველობაში არანაირი წვლილი არ მიგიძღვის? - საქმიანად წამოიწყო დგვარელმა და მზერა გაუსწორა ცოტნეს.
- არა, რა თქმა უნდა! - წარბი არ შეუხრია მაცაბერიძეს.
- რეზი ჭკუასელზე რას მეტყვი?
- ციხეში მოკლეს!
- ჩემს დაზე რას იტყვი შენ, ცოტნე მაცაბერიძე?
სუნთქვა შეეკრა ცოტნეს ჩეჩე დგვარელის სიტყვებზე.
ძრძოლამ დაუარა იმ დღის გახსენებაზე,
ყველაზე დიდ სირცხვილად რომ ჰქონდა ქცეული.
- ბევრს საუბრობთ, ძალიან ბევრს საუბრობთ, ბიჭებო, - ისე, რომ შვილის პასუხს არ დალოდებია, მოუთმენლად გაატკაცუნა კისერი უფროსმა მაცაბერიძემ. ნელი მოძრაობით დააბრუნა ჭიქა მაგიდაზე და დაცვას ანიშნა, გააკეთეთო თქვენი საქმე.

გააზრება ვერ მოასწრეს, ისე აღმოჩნდნენ შეიარაღებულთა ალყაში.

- მოიცა, მოიცა, ძალიან ჩქარობთ, მალხაზ, - გასაოცრად მშვიდი იყო გიორგი. - თქვენს ადგილას, ცოტას დავფიქრდებოდი...
- როგორ? - დამცინავი ღიმილით მიბრუნდა მისკენ კაცი.
- დავფიქრდებოდი-მეთქი, - გაუმეორა აუღელვებლად.
- მაინც, რაზე? - ხმით ჩაეცინა კაცს.
- ვინმე ისეთი ხომ არ მისმენს... ვინმე ისეთი, - ეშმაკურად შეუტოკდა წარბი გიორგის.
- მაინც? - არ ესიამოვნა.
სხარტი მზერა მოავლო სახლს.
- ის, ვისი აზრიც ძალიან გაშინებთ. ძალიან გადარდებთ. იქნებ იმაზე მეტადაც, ვიდრე პირველი შვილის, - იღიმოდა გიორგი.
- სიკვდილის წინ ბოდავ, ჭონიაშვილო? თავის დროზე უნდა მოეკალი მესხს, ამდენ პრობლემას არ შემიქმნიდი, - ამოიოხრა კაცმა.

დაბარებულივით გაისმა ნაბიჯების ხმა.
ზედმეტი სუნთქვა შესამჩნევად იგრძნობოდა ხალხით სავსე ოთახში.
ყველას შეეკრა თითქოს,
ერთის ისმოდა მხოლოდ.

- მართალია, რაც მოვისმინე, მამა?! - ლოდივით მძიმე იყო ნანატრი შვილის პირიდან ამოსული სიტყვები.
- თეზი? - ბრინჯივით დაიბნა მალხაზი, გაგიჟებულ თვალებს არ აშორებდა შვილს.
- მალხაზ!
- შენ აქ რა გინდა, შვილო! თქვენ... თქვენ მოიყვანეთ, არა? თქვე ძაღლისშვილებო! მოკალით, ესროლეთ, ახლავე! - ღრიალებდა სახეაშლილი კაცი.
კმაყოფილი იღიმოდა გიორგი.
ამუშავდა თავისი გეგმა.

- თქვენ მოკალით საშკა ფარჯიანი?! - არ ჩამორჩა უმცროსი ვაჟი, სიმართლის მარწუხები რომ უჭერდა მთელი არსებით. - რა უქენით... რა ჩაიდინეთ! ყველაფერი მითხარი, მალხაზ, თორემ ჩემი ხელით მოგკლავთ ორივეს!
- ამათ უსმენ... ამათ უჯერებ და მე არა, შენს მამას არა, შვილო?!
- ჩემი ყურით მოვისმინე! ჩემი ყურით მოვისმინე შენი სიტყვები, როგორ მიბედავთ! - გაგიჟებული ყვიორდა თეზი, რომელსაც თავზე ჩამოექცა ამდენი წლის ნაშენები სიმართლე.
- ცოტნე, მიხედე შენს ძმას! მიხედე!
- საკმარისია, - დაიღრიალა მწყობრიდან გამოსულმა ცოტნემ. - რატომ დაიბარე ესენი აქ?! რას აკეთებ, თუ ხვდები, მალხაზ!
- მამაშენმა და შენმა ძმამ ჯერ ჩემი ძმა მოკლეს ჭკუასელის ხელით, მერე ჭკუასელსაც გაასხმევინეს ტვინი! შენმა დამპალმა ძმამ ჭკუასელის და გააუ*ატიურა, იცი, შენ, თეზი?! იცი, ვინ სცემა, ვინ გააუ*ატიურა კესო ჭკუასელი? - ღრიალებდა ვაჩე.
სახე აეშალა ცოტნე მაცაბერიძეს.
ისტერიკულად აქნევდა თავს და ეძებდა მამას...
ეძებდა კაცს,
ბავშვობის ავტორიტეტს,
რომ ეთქვა,
რომ დაეცვა შვილის ღირსება.

- რა?! რა გააკეთე ცოტნე?! - შეიშალა თეზი.
სამყაროს თავზე ჩამოქცევას ჰგავდა სხვისი პირიდან გამტყუნებული ძმა.
- სისულელეა, არ დაუჯერო, არ დაუჯერო, თეზი! მე კესოს... ხომ იცი, რომ მე მას... არასდროს არაფერს დავუშავებდი? - კისერს იზელდა ორივე ხელით და ბუტბუტებდა არეული. - მიყვარდა, ხომ იცი... შენ ხომ იცი... შენ ხო ყველაზე კარგად იცი, თეზი!
- ცოტნე, რა გააკეთე, ცოტნე! - შეშლილ მზერას არ აშორებდა ძმას უმცროსი.
- გეფიცები, შენს სიცოცხლეს გეფიცები, თეზი, მე არაფერი!
- ლაჩარო, გამოეთრიე, ესროლე, ესროლე ამ ნაბიჭვარს! - ყვიროდა ძარღვებდაჭიმული მალხაზი. - მე თქვენ გაჩვენებთ, მე მაცადეთ!
- რა დაუშავე კესოს, რა გაუკეთე, მითხარი, ახლავე მითხარი! - ცოტნეს ღრიალი ცას სწვდებოდა.
- რა გეგონა, შე საცოდავო, რას ფიქრობდი ჭკუასელების ნაბი*ვარს რომ იყვარებდი! ცოლად მოიყვანდი, რძლად მივიღებდი?! - ბოლომდე აეშალა კაცს სახე.
ერთიანად გაწითლებულს არ ეტყობოდა ადამიანობის ნატამალი.
- რა გაუკეთე! - ყვიროდა მწყობრიდან გამოსული. - რა დაუშავე, ახლავე მითხარი, ახლავე, მალხაზ, თორე... თორემ, ხომ იცი, ხომ იცი შენ თვითონ!
- მიხედეს ბიჭებმა! - გაეღიმა გულიანად კაცს. - ხომ არ გაბრაზდი, შვილო?!
- შე ნაბი.ჭვარო! არ გაცოცხლებ, მალხაზ მაცაბერიძე! - გაგიჟებული მივარდა მამას.
- მე თქვენ გაჩვენებთ, როგორ უნდა ჩემთან გადამტერება! მე თქვენ გაჩვენებთ, როგორ უნდა ჩემი გამასხარავება! შვილები ამიმხედრეთ, არა?! კერესელიძესთან საქმე გამიფუჭეთ გგონია?! იდიოტებო, კრეტინებო, მე თუ ჩავიძირები, უკან ჩამომყვება ეგ თქვენი პრემიერი! რა გგონიათ, ანგელოზია?! რა გგონიათ, კერესელიძეს შერჩება ჩემი ნულზე დაყვანა?! ვერ ეღირსებით! - ღრიალებდა ჭკუიდან გადასული და დაუყვირა ბოლოს დაცვას. - ესროლეთ-მეთქი, თქვე კრეტინებო!

ტყვიების წვიმა აზანზარებდა სახლს.
ჰაერში ისროდნენ გამეტებით,
ოღონდ არ ესროლათ ადამიანებისთვის.

- დადე იარაღი, მალხაზ! - ყვიროდნენ ხმებში ძმები.
- თქვენც ზედ მიგაყოლებთ, უვარგისებო! უმაქნისებო! საკუთარი მამა უარყავით, საკუთარი მარჩენალი მოიძულეთ?! ვიღაც კახ.პის გამო მამის წინააღმდეგ წახვედი, ცოტნე?! მე შენ გაჩვენებ, როგორ უნდა მამასთან მოქცევა! - მკვირცხლად გადატენა იარაღი უფროსმა.
გავეშებული დაიძრა შვილისკენ მამა.
- მალხაზ! - მხრებში სწვდა თეზი გამხეცებულს.
ორივე ხელით ჩაეჭიდა იარაღშემართულს.
ჭკუიდან გადასული იქნევდნენ ხელებს.

არავინ იცოდა მაშინ,
როგორ დასრულდებოდა ის ბრძოლა,
რომლის დასასრულიც გადაწყვეტილი იყო დიდი ხნის წინ.

გაისმა საზარელი ხმა.
ადამიანის სიკვდილის ხმა.

მკვდარზე დამხობილი შვილის ხმა.
მკვდარი მამის შვილის ხმა.

ტიროდნენ ძმები საკუთარ ბედს.
ბედს, რომელშიც იდგნენ არასწორ მხარეს.


- მოვკალი? მე... მე მოვკალი? - გატეხილი, განადგურებული ბუტბუტი ანგრევდა სახლს. - ადამიანი მოვკალი, ცოტნე?! კაცი მოვკალი, ცოტნე?!
- გამოდი... აქეთ გამოდი... - მხრებში სწვდა უმცროს ძმას ცოტნე. - არავინ. არავინ მოგიკლავს! შენ არ მოგიკლავს, თეზი... მომისმინე, მომისმინე, ბიჭო! ასწიე თავი! თავისი ტყვია მოხვდა. ჩვენკენ დამიზნებული ტყვია მოხვდა, გესმის, შენ?! შვილებისკენ დამიზნებული მოხვდა, გესმის?! მიყურე, თეზი. მიყურე! ჩემი შეცდომაა... ჩემი შეცდომაა თეზი, ჩემი არაკაცობის ბრალია. მაპატიე, თეზი. აპატიე შენს ძმას, თეზი!

უყურებდა ცრემლად დაღვრილ ძმებს ვაჩე.
ცოცხალი ძმებს,
ერთი რომ მართალი იყო და მეორე - ნაკლებად.

თავის ოჯახშიც ხომ ასე იყო...
თავისი მართალი აღარ ჰყავდა ვაჩეს,
თვითონ იყო - ნაკლებად.


- მიწიდან ამოვთხრი კერესელიძეს! გავამწარებ, არ ვაცოცხლებ! რა დაგვმართეს, ცოტნე... რა გაგვიკეთეს, ცოტნე... - ტიროდა თეზი.
არცერთი წამით უყურებდა სიცოცხლედალეულ მამას.
ტიროდა ყველა,
არა გარდაცვლილს.

- შვილი ჰყავს... გოგო ჰყავს!
- ბიჭო, შენ სულ გაააფრინე?! არ გაბედო, თორე ჩემი ხელით დაგაჭედებ ტყვიას, იცოდე! - ამის თქმაღა მოასწრო ცოტნემ, ყველა მხრიდან შემოცვივდნენ სამართალდამცავები, მეზობლებს დიდი ხნის წინ რომ გამოეძახებინათ ცეცხლის ალში გახვეული სახლის გადასარჩენად.

- მაგათი ბრალია... მაგათი ბრალია ყველაფერი, - დაიჩურჩულა გაბოროტებულმა და ბოლოჯერ შეავლო თვალი კაცს... მამას.
ყვირილით წამოადგნენ თავზე პოლიციელები მკვდართან დამხობილებს.
შეიმშრალა ყველა ცრემლი ცოტნემ და სწრაფად წამოდგა ფეხზე.

- მე მოვკალი, - წინ გადაეღობა უფროსი უმცროსს.
- გამოდი, აქეთ გამოდი, - ქურთუკზე ჩაეჭიდა თეზი ერთადერთ ძმას.
- მაცადე, თეზი. ახლა მე მაცადე. ახლა მე უნდა ვიყო შენი ძმა, - შუბლი მიადო შუბლზე და უთხრა ისე, რომ არავის გაეგო სხვას. - მაპატიე, ყველაფერი მაპატიე! შენს ძმას არ დაემსგავსო! - უთხრა უკანასკნელად.

გაიყვანეს.
წამებში აორთქლდა ყველაფერი ის,
ქარიშხლის ტალღას რომ დაეტოვებინა დაცარიელებულ სახლში.

მანქანისკენ წაიყვანეს თეზი.
ადამიანს აღარ ჰგავდა ახალგაზრდა ბიჭი.
ერთ დღეში ჩამოექცა თავზე სამყარო,
ერთ დღეში გაუფასურდა ყველაზე ძვირფასი - მამა,
ერთ დღეში შემოაკვდა ის,
ვინც ეგონა ყველაზე სუფთა.

- მთელი ცხოვრება რომ შევწირო, მაინც არ გავახარებ, - სიმწრით აღმოხდა თეზის. - ცოტნე... ცოტნეს რაც გაუკეთეს. მე რა გამიკეთეს. არ გავახარებ კერესელიძეს, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები!
- სისტემას სამი კაცი რომ ანგრევდეს, რას ფიქრობ, ამდენი ნაადრევი საფლავი იქნებოდა კუკიაზე? - მანქანის უკანა კარი გააღო ჩეჩემ. - მთავარი დამნაშავე მამაშენია, თეზი. არ დაგავიწყდეს ეგ, სანამ სხვას მოსთხოვ პასუხს.
- ისეთი არაფერი გააკეთო, შენი სიმართლე შენზე ღრმად რომ დაიმარხოს, თეზი. არ ღირს, დამიჯერე. მე დამიჯერე, შემომხედე, ვინ გეუბნება ამას... ჩემი ძმა ჯერ კიდევ არ გაციებულა საფლავში, - გვერდით მიუჯდა ვაჩე.
- ადამიანი მოვკალი მე, ვაჩე... მამა მოვკალი. კაცი მოვკალი. არ*კაცი იყო, მაგრამ ჩემი ხელით მოკვდა... ჩემი ხელით, ვაჩე, - საკუთარი თავი ზარავდა თეზის.
- ბევრის სიცოცხლე გადაარჩინე, შენი ძმა გადაარჩინე!
- დაიჭერენ... ღმერთმა იცის, რამდენი ხნით ჩასვამენ! მამა მოვკალი, ძმა ციხეში გავუშვი... ღმერთო, დამცინი?! - სიმწრის სიცილი წასკდა კაცს.
- აცადე, იყოს კაცი. აცადე, ისწავლოს, როგორია იყო ადამიანი. აცადე, პირველად მიიღოს სწორი გადაწყვეტილება! დამიჯერე, შვება იქნება მისთვის. ეგრეა საჭირო, თეზი... რაღაც კარგისთვის, რაღაც უნდა გაიღო მსხვერპლად... აცადე, ხო? მალე გამოუშვებენ, საკუთარ ტყვიას ემსხვერპლა მამაშენი! თქვენკენ დამიზნებულ ტყვიას, თეზი! - განსაკუთრებით გამოკვეთა უკანასკნელი სიტყვები ვაჩემ.
- კესო მიყვარდაო, გაიგე, რა თქვა? - გაოგნებული იყო აჩი.
- უყვარდა, ვიცოდი, რომ უყვარდა. ჯანდაბა! - ღმუოდა თეზი. - ჯანდაბა, მალხაზ მაცაბერიძე! კერესელიძეები რომ არა! ისინი შეუჩნდნენ, იმათმა დააკარგვინეს თავი, იმათმა გამოაცელეს ხელიდან ის ერთი ბეწო ადამიანობა! ყველაფერი აგვირიეს... ოჯახი დამინგრიეს...
- რა არის მაგათი ბრალი, თეზი, მამაშენი ნაბი*ვარი რომ იყო, ეგ?! აზრზე მოდი, ბიჭო! - ნერვები მოეშალა ჩეჩეს.
- აცადე, შოკშია და ემოციები ალაპარაკებს, მოვა მალე აზრზე! - მხარი გაჰკრა აჩიმ.
- სიკვდილი შვებაა ზოგჯერ, როცა უყურებ რას ემსგავსება ადამიანი, როცა სხვას ღუპავს. ასე შეხედე. ასე უფრო სწორია, ხო გესმის? - გვერდით ამოუდგა ონისე. - დამშვიდდი, თავი ხელში აიყვანე, შენი ძმა მალე დაბრუნდება და ისე არ ქნა, შენმა არაკა*ობამ წყალში ჩაყაროს მისი მსხვერპლი.
- ფრთხილად იყავი, თეზი. ვისაც ებრძვი, იმას არ დაემსგავსო, - ესღა უთხრა გიორგიმ, დროებით დატოვა მარტო.

დიდი ხანი არ იყო გასული, ჩოჩქოლი რომ ატყდა ეზოდან.

- კიდე ჩაგარტყა ის ტაფა? მოდი, აქ! - ყრუდ ისმოდა ანასტასია ვეზდენის მჭექარე ხმა.
- მოიცა, მოიცა... - დაუჯერებლად გააქნია თავი დიტომ. - მეჩვენება, თუ...
გაოგნებულებმა მიაბრუნეს თავი.
ტაფააღმართულ ანასტასიას მიჰყავდა ერთ-ერთი დაცვის წევრი პოლიციისკენ.

- ანასტასია ვეზდენო, აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - თვალები დაექაჩა გიორგის.
- გამოგყევით, - მხრები აიჩეჩა ტასომ.
- რა ქენი?! - თვალებს ვერ დაუჯერა ვაჩემ, სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან.
- ჩუმად გამოგყევით.
- თან რომ არ მალავს! - ჩაიფხუკუნა დიტომ.
- აზრი? - ჩაიქნია ხელი ტასომ.
- სად იყავი ამდენი ხანი?
- იქვე ვიდექი, დაცვის უკან.
- რა გინდა აქ? - ცეცხლს აფრქვევდა ვაჩე თვალებიდან.
- კაცს ხომ არ მოგაკვლევინებდით, აბა?!

მხარზე გადაიდო ტაფა და კმაყოფილი სახით დაიძრა მანქანისკენ ტასო.

* * *

- შემეშვი, ისედაც სტრესით გაჯერებული ცხოვრება მაქვს, - მობეზრებულმა აუქნია ხელი „ალ-ქაიდას“ წევრივით გამოწყობილ ნოდოს.
- რა ხდება? - ჩაერია დათუნა და ინტერესით დააჩერდა დივანზე გადაწოლილ ჩხაიძეს, დანა პირს რომ არ უხსნიდა. - რატომ მოთქვამს ეს?
- რთული სიტუაციაა, - ნიკაპზე ხელი ჩამოისვა ნოდომ. - ამის პირს თუ ვნახავდი ამოკერილს, რას ვიფიქრებდი...
- ხოდა, რა სჭირს-მეთქი, გეკითხები.
- ბიჭო, იტალიური კასტეტი დაეკარგა და განცდებშია, - აუხსნა სიტუაცია ნოდომ და გვერდულად გადმოხედა ჯიბეებში ხელჩაწყობილ დადვაძეს, ინტერესით რომ დაჰყურებდა ზემოდან ფერდაკარგულ დიტოს.
- კი არ დავკარგე, მომ-პა-რეს! - გაავებული წამოხტა ფეხზე დიტო და წამნახევარში ჩაესვენა ისევ.
- ის ჩინური კასტეტი, კაცო? - დამცინავად აზიდა წარბები ახლადშემოსულმა ჩეჩემ.
- ვინ არი ჩინური? რა არი ჩინური? - წამოხტა ისევ.
- ჰო, ჰო, ეგ, - გადმოსძახა ნოდომ ისე, რომ არც გაუხედავს შეურაცხყოფილი დაზარალებულისკენ.
- დავადუღებ! - ჩაესვენა ისევ ღონემიხდილი.
- ეს რა არის? - გაოგნებულმა დააჩერდა ცარცით მოხაზულ ადგილს დათუნა.
- აქ ვნახე ბოლოს! - ამოიკნავლა საცოდავად.
- და კურდღლის ფორმა რატომ აქვს? - ამოხედა ეჭვნარევი მზერით.
- შევყევი ხატვას, რა იყო, შენ კიდე!
- გაგეფერადებინა ბარემ!
- მაცდით არსებობას?!
- დიტექს, თუ იპოვი, მათხოვრე რა, ეგ კასტეტი, - მიუჯდა გვერდით ჩეჩე.
- რად გინდა?
- ერთ ტიპს უნდა მოვუგვარო, რა.
- ვის? რა ხდება? რატომ? როდის? როგორ? - ჩიტივით წამოფრინდა ფეხზე დიტო.
- ჩემს დას აეკიდა.
- რა? - სპაზმური ხველა აუტყდა ნოდოს.
- ჰო, ვიღაც პიჟონი, არაფერი ისეთი, - უდარდელად გადაწვა დივანზე დგავრელი.
- მოიცა, ვინაა? - დაინტერესდა დათუნაც.
- თავყბას რომ გავუერთიანებ, გაგაცნობთ მერე.
- აეკიდა... ეს აეკიდა რას ნიშნავს? ანუ? აეკიდა? გაეკიდა? - ვერ ისვენებდა დოლიძე.
- ხო, აეკიდა. დასდევს და ეპრანჭება, - ბასრი მზერით გადახედა ზედმეტად დაინტერესებულს.
- ვინ არის?
- რატო ინტერესდები შენ? - ირონიულად გამოკვეთა ბოლო სიტყვა ჩეჩემ.
- რას ქვია?
- ხო, უპასუხე ერთი, რატო ინტერესდები შენ! - აყვა თამაშში დიტოც.
- ისე, უბრალოდ, რა? არ შეიძლება? - უხერხულად ჩაახველა ნოდომ და წამოდგა ფეხზე.
- იცი, რა არ შეიძლება?
- რა, აბა?
- საქართველო-საბერძნეთის მატჩზე რომ ვიგებ, ჩემს დას შეყვარებული ჰყავს, აი ეგ, ნოდარ! - ფეხზე წამოდგა ჩეჩეც.
- ოპა! - წაიღიღინა დათუნამ და მხარზე ხელი დაჰკრა ჩხაიძეს.
- აბა, გავედით...
- კი, კი... გავედით, ხო, დიტექს?
- ჰო, რა. გავიდეთ.
- კაი, მიდი, მოვდივარ.
- ჯერ შენ გადი.
- არა, მიდი, გიყურებ.
არ აშორებდნენ ერთმანეთის პირისპირ მდგომებს მზერას.
- ფსონს ვდებ მარჯვენა თვალში დაარტყამს, - გადაუჩურჩულა დიტომ დათუნას.
- რა იცი?
- ცაციაა!
- კაი?
- გინდა აზარტი მივცეთ? - ეშმაკურად აენთო თვალები ჩხაიძეს.
- კიდე უარესი?
- ბიჭო, ხო...
- დავაი, როლექსის საათს ჩამოვდივარ, - გაუხარდა დათუნასაც.
- ბიჭო, შენ მაგ საათს ჩამოდი და ჩეჩეს მე ვთხოვ, ორივეში დაარტყას.
- ო, მიდი რა, შე ჩეთერო! - მოეშალა ნერვები დადვაძეს.
- რა ხდება? - ოთახში შემოვიდა ლიზა.
- ლიზა, შენი შეყვარებული ძალიან აგრესიულია, იცი? - გვერდულად გადმოხედა ნოდომ ლიზას.
- ვინ? - გაიკვირვა ოსტატურად.
- აი, ეს! - თავით ანიშნა მის წინ ბარიკადივით აღმართულისკენ.
- არ არის ეგ ჩემი შეყვარებული!
- აბა, ვინ ვარ? რატო მაგიჟებ? - ელვის სისწრაფით შემობრუნდა მისკენ ჩეჩე.
- დაგშორდი!
- როდის? - გაოგნებისგან სახე აერია დგვარელს.
- დღეს დილით!
- რატო, გოგო, რატო!
- შენ ხარ გულიკოს რჩეული, ჩემი არა! - მხრები აიჩეჩა უდარდელად ლიზამ და ოთახიდან გავიდა.
- აუ, ლიზა, რას გიზამ!
- მიდი, მიდი, გაყევი, თავს არ აუტეხოს რამე, - შეაგულიანა ნოდომ და შვებით ამოისუნთქა, მართლა რომ დააპირა გასვლა.
- შენ მერე მოგხედავ! - დაუქაჩა თვალები და ფეხდაფეხ მიჰყვა სწრაფი ნაბიჯებით მიმავალს.

- გოგო, გულიკოს მთელი იტალია იმისთვის ჩავუზიდე, მისი რჩეული რომ ვიყო და შენ დამშორდე?
- რაღა გულიკოს ჩაუზიდე მერე, ამოგეზიდა ჩემთან! - ხელები გულზე დაიკრიფა ლიზამ.
- აა, ეგრეა საქმე? ეჭვიანობ, ლიზაკო? ვისზე გოგო, გულიკოზე? - ირონიულად ჩაეცინა ჩეჩეს.
- ნუ ღადაობ უაზროდ! ერთხელაც იქნება და წაგისწრებ მისი ქმარი...
- ფუ, გოგო, რას ამბობ... რა წამისწრებს, სად წამისწრებს, ღმერთმა დამიფაროს!
- აი, ნახავ!
- მე შენ რა გითხარი?
- რა მითხარი?
- ქორწილისთვის კაბა აარჩიე-მეთქი, რა გგონია, შენ დაგელოდები? წავალ გულიკოს მოვიყვან! დროზე, სამამდე ვითვლი, კაბის ფოტო დაიდოს! არ ამაყვირო, არ ამაფსიხო!
- შე საწყალო! - ირონიულად ჩაიქირქილა ლიზამ.
- არ ვხუმრობ, არ მეცინება! - წარბშეკრულმა ჩაუხერგა გზა.
- მომშორდი!
- გერმანიაში მივდივართ საქართველო-პორტუგალიაზე!
- ეგრე დაგეწყო მერე, რა ქორწილით და კაბებით უვლი! - გაეცინა ლიზას.
- უხ, შენ რა ხარ!


* * *

უნივერსიტეტის კიბესთან იდგა ვაჩე ფარჯიანი და მოუსვენრად ათამაშებდა ხელში მანქანის გასაღებს.


- აქ ვისთან ხარ?
- რომ გითხრა, შენთან-მეთქი? - მოჭუტული თვალებით აათვალიერა ქალი.
- რატომ ხარ აქ? - მოიხსნა მზის სათვალე ტასომ.
- მადლობის სათქმელად.
- რისთვის?
- აი, რომ მითხარი ლამაზი თვალები გაქვსო, ხო გახსოვს? მადლობა, რა, - კმაყოფილმა ღიმილმა გაუხსნა სახე ვაჩეს.
- არაფრის, - გზის გაგრძელება დააპირა ტასომ.
- კაი, კაი მოიცა, ნუ გარბიხარ... სხვა რამისთვის ვარ, ვიხუმრე!
- რა ხდება?
- მოიცა, გაბრაზებული ხარ? - გაკვირვება დაეტყო ფარჯიანის ხმას.
- არა.
- აბა, რატომ აღარ მეჩხუბები?
- ნახვამდის.
მიხვდა ვაჩე.
ხმით ჩაეცინა კაცს.
- აჰ, რაში ყოფილა საქმე! - წამოეწია მიმავალს.
- რაში, აბა?
- დამშვიდობება გეწყინა...
- არა!
- კი, კი... გეწყინა. მოვინანიო მინდა, შეიძლება? - იღიმოდა ისე, როგორც არასდროს არავისთან.
- დაგაგვიანდა, - გამომეტყველება არ შესცვლია ტასოს.
- წამოდი, მერწვი ვჭამოთ, - ეშმაკური მზერით გადახედა გაჯიუტებულს.
- რა?
- ხო გიყვარს?
- შენ საიდან ეგ? - გაკვირვება ვერ დამალა ტასომ.
- ლილიკოს ვკითხე.
- მოიცა, რა კითხე ლილიკოს?! - წამოიყვირა შეშფოთებულმა.
- რომელი საჭმელი უყვარს-მეთქი ტასოს, - უდარდელად აიჩეჩა მხრები ვაჩემ.
- ჰა?! გააფრინე?
- რატომ?
- ვინ ეკითხება გოგოს ბებიას, რომელი საჭმელი უყვარს?
- მე, - გასწორდა მხრებში ამაყად. - წამოხვალ?
- გააჩნია.
- რას?
- როგორი მერწვია.
- საუკეთესო.
- ნამდვილად?
- ასი პროცენტით! - გადაჭრით ჩაილაპარაკა ვაჩემ და კმაყოფილს ჩაეღიმა თავის ჩანაფიქრზე.
- მაშინ... კარგი... - აიჩეჩა მხრები სასხვათაშორისოდ.

მანქანა ფარჯიანების სახლის წინ რომ გააჩერა, დამფრთხალმა გადახედა ვაჩეს.

- მოიცა... სად ვართ? - აღმოხდა სასოწარკვეთილს.
- სახლში.
- მერწვი?
- დედაჩემის გაკეთებული მერწვია საუკეთესო, - ჩაეღიმა ვაჩეს.
- რა?!
- სვანია, არ გეგონოს არ იცოდეს, - სიამაყის ნოტები გაერია ფარჯიანის ხმას.
- რა? - წამოიყვირა შეშფოთებულმა. - დედაშენთან მომიყვანე? გააფრინე?!
- რატომ დედაჩემთან? მამაჩემიც სახლშია, ბებიაჩემიც... წესით ბიძაჩემიც.
- რა?!
- ლაპარაკი დაგავიწყდა? არადა სხარტი პასუხები გქონდა... სვანეთის ჰაერის ბრალია ვითომ? - ეცინებოდა კაცს.
- ვაჩე... - დამფრთხალმა გადმოხედა მცირეხიანი დუმილის შემდეგ.
- ხო?
- რატომ მომიყვანე შენს ოჯახთან?
- უნდა გიცნობდნენ.
- რატომ?
- ჩემს შეყვარებულს მარტო მე რომ ვიცნობ, რაღაცნაირად მეუხერხულება.
- ვაჩე! - ამოიგმინა გატანჯულმა ტასომ.
- ჰო-მეთქი.
- მეშინია, - თვალი აარიდა მოღიმარს.
- შენ? არ არსებობს!
- არსებობს.
- გოგო, ყურით მოათრევდი მაცაბერიძის დაცვას და მაშინ არ შეგშინებია, ახლა რა გაშინებს? - ხმით იცინოდა ვაჩე.
- არ ვიცი... - ხმა წაერთვა ტასოს.
- წამოდი, გელოდებიან, მარტო ნუ შემიშვებ, თორე მთელი ცხოვრება დამცინებენ... მართლა. მართლა დამცინებენ ტასო!

ღია ფანჯარასთან იდგა შვილმკვდარი დედა,
უყურებდა და იღიმოდა,
თავისი ცოცხალის ბედნიერებით.


* * *

და მერე,
როცა ცხოვრება მწყობრში ჩადგა,
როცა თავისუფლად განაგრძეს სუნთქვა,
უშველებელი სუფრა გაიშალა კახეთის ულამაზეს სოფელ ვერონაში.
ერთმანეთში ირეოდნენ უცნობ-ნაცნობი სტუმრები,
ერთხმად ძგერდა ყველა ქართველის გული,
როცა ერთი სიხარულით იყო გაერთიანებული.

“სუზანას“ ჰანგები სასიამოვნოდ იღვრებოდა შემოდგომისფერ ეზოში,
მღეროდა ადრიანო ჩელენტანო,
ბექებში იდგა ჩხეიძე დალი.
არც ლენა გოთუა დავიწყებიათ მასპინძლებს,
მიიწვიეს ქალი,
ამჯერად მარტოხელა.

იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს, სიამაყით დაატარებდნენ სუფრებს შორის და აცნობდნენ ქართველების ძირძველ ტრადიციას - კიტრითა და ტარხუნის ლიმონათით სირბილს.

ბრწყინავდა ჯორჯო არმანის სამოსში საბა მაჩაიძე.
გამწარებული ექაქანებოდა და უხსნიდა ცხელი კუჭმაჭის რაობას პომპეზურად გამოწყობილ დაჩი სხირტლაძეს.

- მე შენ რა გაგაფრთხილე?
- რა? - ენა ჩაუვარდა აქამდე უდარდელად მოცინარ დაჩის.
- შენა და, იცი საერთოდ კუჭმაჭი რა არი? - დასამაგრებელს ჰგავდა საბა.
- ვიცი, აბა, არ ვიცი? - მკლავები დაიკაპიწა შეურაცხყოფილმა სხირტლაძემ.
- რა, აბა! აცადეთ, არ უკარნახოთ! იწვალოს! ეწამოს!
- რა უნდა, მიშველე! - თხოვნით გადახედა სალომეს, საბას მეუღლეს, შენ მაინც მიშველე, შენ მაინც გამომაძვრინეო.
გააქნია თავი ქალმა, დამშორდებაო, ანიშნა მზერით
- დაჩი, ახლა ყურადღებით მომისმინე... მომისმინე, თორე გაგაგრძელებინებ! კუჭმაჭი არის ერის მონაპოვარი, იგებ, მომყვები? კუჭმაჭი ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ეს არის..
- იუნესკოსი?
- დამაცადე... გითხარი, გაგაგრძელებინებ-მეთქი! - დაუქაჩა თვალები საბამ. - საქართველოსი ჯერ, იუნესკო ვერ ჩაწვდა ბოლომდე! იცი, რატო?
- რატო?
- სულ ცივი ხვდებათ, ბიჭო!
- კუჭმაჭი?
- ხო, იაზრებ? - ტყავიდან ძვრებოდა საბა. - იაზრებ, რა დონის სირცხვილია, რა დონის თავხედობაა, რა დონის ანტიპატრიოტიზმია, შენი ქვეყნის მონაპოვარს, შენი ქვეყნის სადროშო კერძს, შენი ქვეყნის გერბს არა და მეორეს, შენი ქვეყნის ტურისტულ ატრაქციას ცივს ახვედრებდე სტუმარს?
- მერე, მერე? - ინტერესში ჩავარდა დაჩი.
- მერე არ გრცხვენია?
- რისი, კაცო!
- რა უნდა კუჭმაჭის თეფშს ხაჭაპურის ქვემოთ, რა! შენ ახლა იცი, ეგ კუჭმაჭი რას განიცდის? შენ ახლა იცი, ეგ კუჭმაჭი დეჰიდრატაციით რომ იტანჯება და კარგავს თავის ცხიმოვნებას და გემოვნურ თვისებებს? ხო ხართ ღირსი, გამოგაშროთ კაცმა ოცდაოთხი-შვიდზე და არ გამოგაყოფინოთ თავი კაჭრეთის საუნადან? - ყვიროდა კუჭმაჭის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ღირსეული წარმომადგენელი - მაჩაიძე საბა.
- შემთხვევით დადეს, კაცო, ვინ იკადრებდა მაგას განზრახ!
- და რამდენი ბოროტია ამქვეყანაზე?! - დანანებით გააქნია თავი საბამ. - რა დონის შეურაცხყოფაა, რა დონის აბუჩად აგდებაა! ესაა ქართველებმა ერთიანობა ვიცითო?! სად წაიღეთ, სად გააქრეთ საქართველო-საბერძნეთის მატჩში ჩადებული ჩემი ცხრანახევარი ჩახუტება!
- ვის ჩაეხუტე ცხრანახევარჯერ? - ინტერესით ამოუდგა გვერდით დიტო.
- ნაკრების ექიმს, ბერძენ ფანთა კოლონას, ბილეთების გადამყიდველს, მსაჯის ასისტენტს, კიდე... ვინ იყო კიდე, სალომე, შემახსენე, დამიდექი გვერდით! - დაუცაცხანა ცოლს.
- დედაჩემსაც ხო ჩაეხუტე! - წაეშველა დათვლაში სალომე.
- ეგ ნახევარში უნდა გამეყვანა, სალომე! რა არის ეს, რა წესია, რა ცოლობაა!
- ყველაფერს ვეტყვი!
- უთხარი მერე, პედიგრი და ვეტერინარი მე არ მჭირდება, შენმა პუდელმა იკითხოს, - ჩაიფრუტუნა საბამ და მხარი გაჰკრა დაჩის, დროზე ჩატეხეო ხაჭაპურის თეფში მაგიდიდან.
- გადაწიეთ ხაჭაპური, გამოაჩინეთ კუჭმაჭი! - გასძახა სუფრის ხალხს დაჩიმ.
- გააცხელონ უთხარი! - დაამატა თვალების ბრიალით. - კუჭმაჭი წამით არ უნდა ცივდებოდეს, დაიმახსოვრე! თქვენც დაიმახსოვრეთ, ბიჭებო! ეს ვისაც ეშლება, იმას კაცობაშიც ეშლება, იმას ყველაფერში ეშლება! მე... მე რო მიყურებთ, შრამი მაქვს იცი, რამხელა? შენა და, დაჭრილი თუ ყოფილხარ? - ხელი გადახვია შემთვრალ დიტოს საბამ.
- ტყვიით?
- ჰო, აბა!
- ბიჭო, აი, ტყვიით არა რა, კაია? - ამოხედა ინტერესით.
- რაღაც პონტში, რა! პოსტნატყვიარმა იცის ხოლმე შეხსენება, მარა შენ ხო იცი, ვის დავუხვრიტე კოჭები, ამას რო მარტყამდნენ?
- რას ქვია! მთელმა ქალაქმა არ იცის თუ?
- ჰო, რა! შენა და, დაჩი, ის ცხვარი ჯერ გაკრიჭე და მერე დაკალი, თუ პირდაპირ?
- რა მნიშვნელობა აქვს? - გაკვირვებით აიჩეჩა მხრები სხირტლაძემ.
- რას ქვია! - აყვირდა საბა.
- ჰა?
- დაჩი სხირტლაძე, ჩაქაფულში გაუკრეჭავი ჩამილაგე? - ვერ ამაგრებდნენ საბას.


ლიზა, ჩეჩე და ნოდო იდგნენ ერთად, უკუსვლით რომ მიეჭრა გაოგნებული დიტო.

- ეს ის გოგო არაა? - თვალებს ვერ უჯერებდა დიტო. - ვაიმე, ეგაა? ნოდო, გამოიხედე! ნოდარ, დაგეფსო თვალები?!
- ვინ გოგო, რა გინდა, მოცილდი აქედან!
- ის ექიმი, სვანეთიდან, - თავით ანიშნა მოშორებით მდგომი გოგოსკენ, ღიმილით რომ სვამდა სასმელს მეგობრებთან ერთად.
- აქ რა უნდა? - გაუკვირდა ნოდოსაც.
- ეს ის ექიმი არაა? კატერინა, ხო? - გაახსენდა ლიზას.
- ვაიმე, ეგაა, ხო? - ადგილს ვერ პოულობდა დიტო. - ლიზა, შენს თვალებს ვენდობი! მართალია ჩეჩეს მერე... ცოტა ეჭვ...
- რაო, რაო? - გადმოხედა აქამდე ჩუმად მდგომმა დგვარელმა და მძიმედ გადახვია ხელი მხარზე. - რა მინდაო, რას იძახის?
- ვენდობი ლიზას-მეთქი, ვენდობი, ვე! ვე! კაი, კაი... გამიშვი, ვსო!
- ხო, ხო, დიტექს. ეგრე. კაია.
- და შენ რა გიხარია? - ეჭვით გადმოხედა ნოდომ.
- ე, რა გინდა!
- გათხოვილიაო, არ გითხრა ტასომ?
- აუ, რატო გამახსენე ახლა ეგ! - მხრები ჩამოყარა დიტომ.
- საიდან მოიტანეთ? - გაეცინა ლიზას.
- რა?
- საიდან მოიტანეთ-მეთქი, - იცინოდა ქალი.
- აბა, არაა?
- არა!
- დარწმუნებული ხარ? - თმები ყალყზე დაუდგა ჩხაიძეს.
- ონისეს ექიმი ხუმრობდა, ისე იცის საქმე, მესტიაში უნდა გავათხოვოთო. კატო კვიციანია, თუ სწორად მახსოვს.
- მოიცა... მოიცა... ახლა მოიცა! - თვალები აენთო დიტოს. - ახლა მე მაცადეთ, ახლა მე მიყურეთ! ხედავ, შენ? ხედავ, როგორ მომატყუა და გამაცუცურაკა?! მაცადეთ! მიმიშვით! - ბურტყუნით მიიწევდა სცენისკენ ჩხაიძე.
- რა უნდა, რას აპირებს? - მხარი გაჰკრა ნოდოს ლიზამ.
- ეჰ, ლიზა, ეჰ... - თავი გააქნია დანანებით დოლიძემ და მზერა გადაიტანა მიკროფოთან ჩამომდგარისკენ.
- ანასტასია ვეზდენი გამოცხადდეს სცენასთან! ვიმეორებ, ანასტასია ვეზდ...
- რა ხდება? - შეშფოთებულმა გადმოხედა ქეთუთას ტასომ.
- არ ვიცი, - აიჩეჩა მხრები.
- მგონი, ცოდვებმა გიწია, ტას, - თვალი ჩაუკრა დგვარელმა. - ადი, თორე გადაგვდგამს!
- ვაჩე, მომაშორე შენი მეგობარი!
- ვიმეორებ, ანასტასია ვეზდენი გამოცხადდეს სცენასთან სასწრაფო წესით!
- ხო გითხარი, ტაფა სახლში არ დაგრჩეს-მეთქი! - თვალი ჩაუკრა ვაჩემ ტასოს, თმის ფერი რომ დასდებოდა სახეზე.
- ნუ დამცინი! მიშველე!
- შეურაცხადია, რა გიშველო, - ჩაეცინა ვაჩეს და წავიდა სცენისკენ.


მთელი საღამო ძველ მეგობრებთან ერთად გაატარა გიორგიმ.
გადმოიხედავდა ხოლმე აქეთ, მზერით ამოწმებდა, ხომ არ გამოჩნდაო ის ერთი დაპატიჟებული, სიის თავშიც რომ იყო და არადა არ ჩანდა.

არ მოვიდა.

არც აპირებდა ალბათ მოსვლას.

მარტო მდგომი ქეთუთასკენ წავიდა ბოლოს მოსვენებადაკარგული.
ინტერესის ჭია ღრღნიდა.
არც არავინ ახსენებდა.
არც არავინ იმჩნევდა.
ეცლებოდა მოთმინება ხელიდან.

იღიმოდა ქალი.
უფრო ფართოდ გაეღიმა, მისკენ მიმავალ გიორგის რომ მოჰკრა თვალი.

- არ მოდის? - პირდაპირ ჰკითხა მოღიმარს, წინასწარ რომ იცოდა, რა კითხვებიც ტრიალებდა მის გონებაში.
- არ არის აქეთ, - ღიმილით გააქნია თავი უმცროსმა დადვაძემ.
- ხო? - მოუსვენრად ჩაახველა კაცმა.
ისე, თითქოს არც ადარდებდა.
ისე, თითქოს არ სურდა დასტყობოდა ის ღელვა, მთელი საღამო რომ უკარგავდა მოსვენებას.
- აჰა...
- სად არის, მაინც? - ჰკითხა სასხვათაშორისოდ და მოარიდა მზერა.
ტყუილად ცდილობდა,
გაშიფრული იყო.
- ამ... დასვენება გადაწყვიტა, - ხმით ჩაეღიმა ქეთუთას.
- აჰ! დასვენება... ხო! - ჩაიფრუტუნა ირონიულად და სცენაზე მდგომი დიტოსკენ წავიდა, ვერანაირი ძალით რომ ვერ ჩამოჰყავდათ ვაჩეს და ნოდოს.


სცენიდან ჩამოქვეითებული და ქართულ ესტრადაში დაბლოკილი დიტო ჩხაიძე მანამ არ მოეშვა აჩის, სანამ დალი ჩხეიძემდე მიყვანას არ დასთანხმდა.

- ნოდო, მოდი აქ, დამიდექი გვერდით, სერიოზული საქმე იჩარხება! - შეთქმულივით ამოიყენა გვერდით დოლიძე.
- რა ხდება?
- აჩი მიმყავს დალის გასაცნობად!
- რა? - თვალები ბუდიდან გადმოსცვივდა ნოდოს. - სიცხე გაქვს, შე საწყალო?!
- ცოდო არაა? - აგრძელებდა თავისას დიტო.
- ვინ, ბიჭო?
- ჩვენი აჩიკო, - თავით ანიშნა სასმელების ბართან მდგომი აჩისკენ. - შეხედე, რა მარტოსულია, რა საწყალია, რა საბრალოა... ნახე, ლეკვივით არის. უნდა ვუშველოთ, რა!
- და რატომ არის ლეკვივით, დალის რომ არ იცნობს, ჩხეიძეს? - ეჭვით გადმოხედა და შუბლზე ხელი მიადო დიტოს.
- არა, ბიჭო, მარტო რომ არის... რას ვერ ხვდები! კაი, კაი, შენს ენაზე გეტყვი! მარტო რომ არის, ანუ! მიჯნური და სატრფიალო ობიექტი რომ არ ჰყავს! მიხვდი?! შეიგნე?! მოვიდა?!
- მერე დალისთან რატო მიგყავს, შე დეგენერატო!
- აუ, აზრზე არ ხარ, რა! მაცადე! - აუქნია ხელი მობეზრებულად და წაიყვანა მათი ქიმიის მასწავლებლისკენ, რეალურად მუსიკას რომ ასწავლიდა, ვიდრე მენდელეევის პერიოდულ სისტემას.

- ქალბატონო დალი, როგორ გიკითხოთ? ნახე, ვინ მოგიყვანეთ! - სადღესასწაული განწყობით დააცხრა თავს სუფრასთან მჯდომ ქალს ჩხაიძე და ხელით მისწია მისკენ ნოდო. - მოიცა, გადი შენ, აჩი სადაა, აჩი მომიყვანე!
- ნუ მჩქმეტ, თორე თავს წაგაცლი! - გამოსცრა სიმწრით ნოდომ.
- ბიჭებო, როგორ მომენატრეთ! - წამოხტა ფეხზე ქალი.
- ჩვენც, ქალბატონო დალი, - ყალბი ღიმილით შეეგება ნოდო.
- ეს ჩემი შვილიშვილია, ნუცა, - გააცნო სიამის ტყუპებივით დაყუდებულებს თავისი შვილიშვილი, საუცხოო გარეგნობის ნუცა, მთელი ცხოვრება რომ ახსენებდნენ ხუთი წლის ასაკში ნოდოს ხმის გამო როგორ ატირდა.
- სასიამოვნოა, ნუცა... - უხერხულად ჩაახველა ნოდომ.
- იცი, ნუცა... აჩის, ჩვენს მეგობარს, ჩვენს ძალიან მაგარ მეგობარს, ჩვენს მარტოხელა მეგობარს, ჩვენს... მოკლედ, ძალიან უყვარს სუპი... - ხმა ამოიდგა დიტომაც და მზერით ანიშნა მათკენ მომავალი აჩისკენ.
- ბიჭო, სირცხვილია, ცოტა წიომნად, ეე, დაგეტყო მაგრად! - დაუქაჩა თვალები ნოდომ.
- საქმე ასე იჩარხება, მაცადე, ნოდარ, შე თუთაშხია!

*

- დიტო არ გინახავთ? - თავზე წამოადგა შეკრებილებს ნოდო, როცა ერთი საათის შემდეგაც არ გამოჩნდა ჩხაიძე.
- არა, რა ხდება? - ფეხზე წამოდგა ნენე.
- იმ გოგოსთან მივიდა და აღარ ჩანს, - ანერვიულებულმა მოავლო თვალი გარემოს დოლიძემ.
- კაი, აქვე იქნება, - უდარდელად აიჩეჩა მხრები ვაჩემ და სკამზე გადაწვა. - ვახ, რა მთვრალი ვარ!
- ბიჭო, მართლა აღარ ჩანს! - ნერვიულობა დაეტყო ნოდოს ხმას.
- უარი უთხრა და თავი მოიკლა, ვითომ? - ეჭვით ამოიხედა აჩიმ.
- ან აკეცეს და დაკეცეს ჩვენი დიტექსა, - გაეცინა ონისეს და ხელი გადახვია ქეთუთას. - მოძალადე ქალებს მიაქვთ ქვეყანა, ასე არ არის, ჩემო ფერია?
- სახლში დაგელაპარაკები! - დაუბრიალა თვალები ქალმა.
- უნდა დამკეცო შენც?
- ბარემ აქ ვართ და გაგატან ალაზანს!
- უხ, ჩემი ბეტეერი! - აკოცა თავზე და მოახურა თავისი ქურთუკი შემცივნებულს.
- დაურეკე? - ჰკითხა ჩეჩემ.
- არ იღებს!
- კატოც აღარ ჩანს, ხო? - დამკვირვებლური მზერა მოატარა გარემოს ლიზამ.
- მოიცა, მირეკავს! - წამოიყვირა ნოდომ და ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო. - სად ჯანდაბაში ხარ, დიტო ჩხაიძე?
- აუ, ნოდო... - საცოდავად დაიკნავლა მეორე მხრიდან დიტომ.
- ამჯერად რა ჩაიდინე?
- მე არაფერი, გეფიცები!
- კაი, რა ხდება, თქვი, მალე!
- ბიჭო, ეს კატო ხო იცი...
- მერე?
- ხოდა, ხო მივედი...
- მერე, მერე! - აყვირდა ნოდო.
- ანუ, რომ მივედი, გავეცანი და რამე, კი არა და, გავახსენე რა, რო მე ის, აი დოღში და რამე, ხო გახსოვს...
- ამოთქვი!
- ხოდა, ვეუბნები რა, ამ კატოს, რო მე ის ძაან მაგარი ტიპი ვარ, ცხენმა რომ უმ..უმუხთლაო, რა. ხო ხვდები.
- სახეს დაგინაყავ!
- მომიტაცა, მგონი. არავის უთხრ...
- დიტო მოიტაცეს? - წამოიყვირეს ერთხმად.
- ფუ შენი! - შეიკურთხა გამწარებულმა და დაახეთქა ტელეფონი.


მოგვიანებით გაირკვა, რომ გადასხმაზე მიჰყავდა კატო კვიციანს მთვრალი დიტო ჩხაიძე.


- ბიჭო, საბა, მომისმინე... ეს არი ვერონა, ეს არი ურთიერთობა... - ხელიხელ გადახვეული მიუყვებოდნენ ეზოს მთვრალი სხირტლაძე და მაჩაიძე.



*

„შენი ფანჯრიდან მზე,
სულ სხვანაირი ჩანს“


*

სვანეთი


ნისლისფერ მაზერს გადმოჰყურებდა მთვარე მაშინ,
როცა მანქანის ფარების შუქმა გაანათა სიბნელეში ჩაკარგული ეზო.

მკრთალი სინათლე გამოდიოდა სამზარეულოს ღია ფანჯრიდან.
გაკვირვებულმა მოავლო სახლს თვალი გიორგიმ და სწრაფი ნაბიჯებით აუყვა შემინულ აივანზე ამავალ კიბეს.

ვიღაცას ღია დაეტოვებინათ ფანჯრები.

ფრთხილად შეაღო კარი.

ფანჯარასთან ახლოს დაედგა ვიღაცას სავარძელი და კომფორტულად მოთავსებულიყო შიგ.

უყურებდა უშბას.

უშბა უყურებდა თეთნულდს.

- დაგაგვიანდა, იცი?

მდუმარედ შეჰყურებდა კაცი მოღიმარ ქალს.

- ვინმე სხვას ხომ არ ელოდი? - ინტერესით აზიდა წარბები ქალმა და სხარტად წამოდგა ფეხზე.
გაკვირვებულ მზერას ვერაფერს უხერხებდა გიორგი,
თითქოს როლები გაეცვალათ.

- მე მოვედი, - დაუდგა პირისპირ კარში უძრავად ჩახერგილს.
- ვხედავ, - სუსტი ღიმილი გაეპარა კაცს.
- კარგი სოფელია, ვრჩები...
- ჰო? - ეშმაკურმა ღიმილმა გაუხსნა სახე გიორგის. - ვისთან რჩები, მერე?
- ლილიმ ნება დამრთო.
- რაო, ლილიმ? - ფრთხილად შეეხო სახეზე.
რეალურიაო, გაიფიქრა თავისთვის.
- სულ დარჩიო, ასე მითხრა.
- ნუთუ?
- წინააღმდეგი ხარ? - ინტერესით აზიდა წარბები ქალმა.
- კიდე რაო ლილიმ? - ხელით ეხებოდა და ვერ ელეოდა თავის ნანატრ სიზმარს.
- მანამ უნდა ჩახვიდე, სანამ ჩემი სულელი შვილიშვილი ჩამოვაო, - კმაყოფილებით აევსო ტონი ქალს.
- ლილი ასე არ იტყოდა, უკვე მატყუებ, - იღიმოდა ისიც.
- არ გატყუებ... ასე მითხრა.
- და შენც ჩამოხვედი?
- ორი კვირაა აქ ვარ...
- კიდევ რამდენი ხნით აპირებდი, - ღიმილით შეათვალიერა სახლის ფორმაში გამოწყობილი.
- სანამ არ ჩამოხვიდოდი!
- ცოლთან ერთად რომ ჩამოვსულიყავი, მერე?
- არ მომწონს შენი და იუმორის დამეგობრების ამბავი, იცი?
- მე შენ მომწონხარ!

ოცნებით იყო სავსე მისი გამოხედვა.

და მერე,
დიდი ხნის შემდეგ,
როცა უშბას გადაჰყურებდა ორი სხეული
თავიანთი სახლის ფანჯრიდან,
მარტივად შეთანხმდნენ ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე;

- მე მგონია, დასასრული ყოველთვის ბედნიერი უნდა იყოს.
- და თუ არ არის?
- მაშინ არ ყოფილა დასასრული.
- გაგრძელებაც ექნება?
- აუცილებლად.



დასასრული.



№1 სტუმარი სტუმარი Sophio

უღმერთოდ მიყვარხარ ❤️❤️❤️
უუუუძალიანმაგრესია???? სასწაული ????????????????

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ეს ისტორია არი უკვე უზარმაზარი ცის კაბადონზე მოკაშკაშე ვარსკვლავი ✨❤️
მინდა რო ეგ შენი ცა მოჭედილი იყოს ასეთი ლამაზ-ლამაზი, კეთილი და თბილი ამბებით რომლებიც სულ გაანათებენ და შენ სათქმელ სიტყვებს ჩვენამდე მოიტანენ!
არასდროს შეწყვიტო - კაშკაში!
შენი ფანჯარა არი ხმამაღალი განაცხადი, იმედის შესახებ - იქ, სადაც გგონია რომ ბოროტი იმარჯვებს, საკმარისია სულ მცირედი რწმენა რომ მზემ ჰორიზონტიდან ამოიჭყიტოს და გაგათბოს!
მინდა რო ეგ სითბო სულ ატარო!
უკარგესი გოგო ხარ!
ვიტო იცინის, მაიკლს უხარია ჩვენ წამო ცხვარი დავკლათ ????❤️

 


№3  offline წევრი duchi_duchi

ლურჯი ვარსკვლავი და შენი ფანჯრიდან ისტორიები რომლებსაც კიდევ დავუბრუნდები და წავიკითხავ.
საბა მაჩაიძე კანდელაკის ისტორიაშიც არის გადარეული ენა გატლეკილი მაჩაიძე მასწავლებლის შვილი რომ უყვარს,კოლა ასლანიკაშვილის ნახევარ ძმა და ეს ის საბა მაჩაიძეა თუ მომეჩვენა?

 


№4  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

"უყურებდა უშბას.

უშბა უყურებდა თეთნულდს."
ახხხ, ისეთი ლამაზი იყო ეს სანახაობა ჩემს გონებაში წარმოდგენილი, შენი დაწერილი და ჩაფიქრებული, ბოლოს ფანჯრიდან დანახული!
ყველა მიყვარს ამ ისტორიაში თავისებურად, მაგრამ გიორგი!!! გიორგის ბედნიერებას ველოდი და ვეძებდი პირველი სიტყვიდან დაწყებული ყველა სიტყვაში სანამ დასასრულამდე არ ჩავედი და გული დამიმშვიდდა. ♥

ხომ მოჩანს, ბატონო გიორგი, შენი ფანჯრიდან ლურჯი ვარსკვლავები??? ;)))

ბატონმა დიტომ მაინც მოახერხა და გადაიფორმა ეს ისტორია თავის სახელზე რაა :დ!!!

 


№5  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი Sophio
უღმერთოდ მიყვარხარ ❤️❤️❤️
უუუუძალიანმაგრესია???? სასწაული ????????????????

ვერ წარმოიდგენ, ისე მიხარია!!!! <3

Gossipy girl
ეს ისტორია არი უკვე უზარმაზარი ცის კაბადონზე მოკაშკაშე ვარსკვლავი ✨❤️
მინდა რო ეგ შენი ცა მოჭედილი იყოს ასეთი ლამაზ-ლამაზი, კეთილი და თბილი ამბებით რომლებიც სულ გაანათებენ და შენ სათქმელ სიტყვებს ჩვენამდე მოიტანენ!
არასდროს შეწყვიტო - კაშკაში!
შენი ფანჯარა არი ხმამაღალი განაცხადი, იმედის შესახებ - იქ, სადაც გგონია რომ ბოროტი იმარჯვებს, საკმარისია სულ მცირედი რწმენა რომ მზემ ჰორიზონტიდან ამოიჭყიტოს და გაგათბოს!
მინდა რო ეგ სითბო სულ ატარო!
უკარგესი გოგო ხარ!
ვიტო იცინის, მაიკლს უხარია ჩვენ წამო ცხვარი დავკლათ ????❤️

შენ ხარ ჩემი ჰაიდელბერგცემენტი, ჩემი ვიტო და ჩემი იტალიური კასტეტის მფლობელი პირველი მაფიის ბოსი, რომ აზანზარებდა მთელს სიცილია-სარდინიას, მერე ფრანჩესკასთან რომ დარჩა ის კასტეტი და გაუყიდა იმან!
მადლობა არ იქნება საკმარისი ყველაფრისთვის, ამიტომ გაპუტეთ ცხვარი, მოვდივართ!!!
<33333333333

duchi_duchi
ლურჯი ვარსკვლავი და შენი ფანჯრიდან ისტორიები რომლებსაც კიდევ დავუბრუნდები და წავიკითხავ.
საბა მაჩაიძე კანდელაკის ისტორიაშიც არის გადარეული ენა გატლეკილი მაჩაიძე მასწავლებლის შვილი რომ უყვარს,კოლა ასლანიკაშვილის ნახევარ ძმა და ეს ის საბა მაჩაიძეა თუ მომეჩვენა?

ძალიან მიხარია!

არ მოგეჩვენათ, საბა მაჩაიძე არის ლიზას პერსონაჟი, რომელიც ვიშვილე მშობლის თანხმობით :დ <3

nestandarejan
"უყურებდა უშბას.

უშბა უყურებდა თეთნულდს."
ახხხ, ისეთი ლამაზი იყო ეს სანახაობა ჩემს გონებაში წარმოდგენილი, შენი დაწერილი და ჩაფიქრებული, ბოლოს ფანჯრიდან დანახული!
ყველა მიყვარს ამ ისტორიაში თავისებურად, მაგრამ გიორგი!!! გიორგის ბედნიერებას ველოდი და ვეძებდი პირველი სიტყვიდან დაწყებული ყველა სიტყვაში სანამ დასასრულამდე არ ჩავედი და გული დამიმშვიდდა. ♥

ხომ მოჩანს, ბატონო გიორგი, შენი ფანჯრიდან ლურჯი ვარსკვლავები??? ;)))

ბატონმა დიტომ მაინც მოახერხა და გადაიფორმა ეს ისტორია თავის სახელზე რაა :დ!!!

ჩემო ტაპასია,
მიხარია რომ აქ ბრძანდებით!
და მიხარია, რომ მოგეწონათ!
გთხოვთ გამოცხადდეთ სცენასთან... სასწრაფოდ...
<333333 ლავიუ

 


№6 სტუმარი ნანამია

აუუუ... უკონკურენტოა... მომეწონა ძალიან , ძალიან...რა კარგი ქენი მთლიანად რომ ატვირთე... ყველა, ყველა მიყვარს ,მაგრამ დიტოს და ნოდოს დუეტზე ვგიჟდები...დღე გამიფერადეს... არაჩვეულებრივი ხარ... მადლობა... ჩვენ მკითხველებს გვიყვარს კარგი დასასრულებიიიი...

 


№7 სტუმარი სტუმარი ხათუნა

უძალიანესად კარგია. მადლობა ავტორს. მიყვარს გიორგი და ვიცინოდი დიტოზე- უსაყვარლესია.

 


№8  offline წევრი ელენე (ნენე)

მარგო, როგორც ყოველთვის, ახლაც გაღიმებულმა დავასრულე კითხვა... საუკეთესო პერსონაჟები გყავდა... შემიყვარდა ყველა.

ვისურვებდი ბოლო თავი უფრო ვრცელი ყოფილიყო, უფრო ბევრი გამეგო ჩეჩესა და ლიზაზე, თეზისა და ცოტნესე, თუმცა ყველაფრის ერთ ისტორიაში ჩატევე შეუძლებელია, ეს ვიცი. ასე რომ იფიქრე შემდეგებზეც...

გიორგისა და სოფის განსაკუთრებით ვბალეშიკობდი. უკიდურესად სენსიტიური თემა იყო და მიხარია, რომ ასე ლამაზად და "სწორად" დაასრულე.

ამ ისტორიაში ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი გაქვს გადმოცემული ძალიან მართებულად და ნამდვილად. პერსონაჟებიც ისეთი იყო, ავსებდნენე ერთმანეთს. მთელს ისტორიაში, იუმორშიც, ურთიერთობებშიც, ჩხუბშიც და სულ, სულ ყველაფერში, ვგრძნობდი ქართულ სულისკვეთებას, ქართულ გაგებას და მიხარებს მე ეს.

საუბარი რომ გავაგრძელო, დიდხანს ვერ მოვრჩები. ამიტომ მოკლედ გეტყვი, კიდევ მინდა ასეთი ამბების წაკითხვა! კიდევ მინდა ამდენი სიცილი!

მადლობა! წარმატებები!

 


№9  offline წევრი Margo Tokyo

ნანამია
აუუუ... უკონკურენტოა... მომეწონა ძალიან , ძალიან...რა კარგი ქენი მთლიანად რომ ატვირთე... ყველა, ყველა მიყვარს ,მაგრამ დიტოს და ნოდოს დუეტზე ვგიჟდები...დღე გამიფერადეს... არაჩვეულებრივი ხარ... მადლობა... ჩვენ მკითხველებს გვიყვარს კარგი დასასრულებიიიი...

ძალიან მიხარია! მადლობა, რომ გამიზიარე ემოციები<333
დიტო და ნოდო საუკეთესო დუეტია და მეც ძალიან მიყვარს კარგი დასასრულები:დ <3

სტუმარი ხათუნა
უძალიანესად კარგია. მადლობა ავტორს. მიყვარს გიორგი და ვიცინოდი დიტოზე- უსაყვარლესია.

მადლობა დიდი!!<3

ელენე (ნენე)
მარგო, როგორც ყოველთვის, ახლაც გაღიმებულმა დავასრულე კითხვა... საუკეთესო პერსონაჟები გყავდა... შემიყვარდა ყველა.

ვისურვებდი ბოლო თავი უფრო ვრცელი ყოფილიყო, უფრო ბევრი გამეგო ჩეჩესა და ლიზაზე, თეზისა და ცოტნესე, თუმცა ყველაფრის ერთ ისტორიაში ჩატევე შეუძლებელია, ეს ვიცი. ასე რომ იფიქრე შემდეგებზეც...

გიორგისა და სოფის განსაკუთრებით ვბალეშიკობდი. უკიდურესად სენსიტიური თემა იყო და მიხარია, რომ ასე ლამაზად და "სწორად" დაასრულე.

ამ ისტორიაში ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი გაქვს გადმოცემული ძალიან მართებულად და ნამდვილად. პერსონაჟებიც ისეთი იყო, ავსებდნენე ერთმანეთს. მთელს ისტორიაში, იუმორშიც, ურთიერთობებშიც, ჩხუბშიც და სულ, სულ ყველაფერში, ვგრძნობდი ქართულ სულისკვეთებას, ქართულ გაგებას და მიხარებს მე ეს.

საუბარი რომ გავაგრძელო, დიდხანს ვერ მოვრჩები. ამიტომ მოკლედ გეტყვი, კიდევ მინდა ასეთი ამბების წაკითხვა! კიდევ მინდა ამდენი სიცილი!

მადლობა! წარმატებები!

ელენე, მიყვარს შენი კომენტარების კითხვა. ყოველთვის ლამაზად გადმოსცემ სათქმელს და დიდი მადლობა, რომ არ გეზარება ხოლმე<3

თეზის და ცოტნეს ამბავს შეიძლება ჰქონდეს გაგრძელება და ამიტომ აღარ განვავრცე... სხვებსაც არ გამოვრიცხავ...

მიხარია, რომ იმ სენსიტიური თემის სისწორეც დაინახე და ყველაფერი, რაც მინდოდა, რომ მეთქვა.
დიდი მადლობა!!! ????????????

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

მარგო რა კარგი გოგო ხარ შენ. რამდენი ხანი ველოდებოდი და ისეთი იყო ი გემრიელი ლუკმა რო იქნება ბოლოსთვის მოტოვებული. ხმით ვიცინოდი ტყემლის ტოტზე შემოხვეულ დიტოზე. ჩემმა შვილმა არასდროს გამცინებია წიგნის კითხვის დროსო... ემოციები ირეოდა ერთმანეთში... ველოდები ასეთ დახვეწილ და გამართულ გაგრძელებას...❤️

 


№11 სტუმარი Ნინა

Ახალი აღმოჩენა ხარ ამ საიტის, მჯერა რომ კიდევ ბევრჯერ იტყვი შენ სათქმელს, წერის საუკეთესო მანერა გაქვს, იმას აღარ ვამბობ რაზე და როგორ წერ, მინდა ძალიან დიდი და ბევრი Წარმატება გისურვო, აუცილებლად ველოდები შემდეგს ❤️❤️❤️

 


№12  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ნინო
მარგო რა კარგი გოგო ხარ შენ. რამდენი ხანი ველოდებოდი და ისეთი იყო ი გემრიელი ლუკმა რო იქნება ბოლოსთვის მოტოვებული. ხმით ვიცინოდი ტყემლის ტოტზე შემოხვეულ დიტოზე. ჩემმა შვილმა არასდროს გამცინებია წიგნის კითხვის დროსო... ემოციები ირეოდა ერთმანეთში... ველოდები ასეთ დახვეწილ და გამართულ გაგრძელებას...❤️

ძალიან მიხარია რომ მოლოდინი გაგიმართლათ! დიდი მადლობა ემოციების გაზიარებისთვის ❤️❤️❤️❤️

Ნინა
Ახალი აღმოჩენა ხარ ამ საიტის, მჯერა რომ კიდევ ბევრჯერ იტყვი შენ სათქმელს, წერის საუკეთესო მანერა გაქვს, იმას აღარ ვამბობ რაზე და როგორ წერ, მინდა ძალიან დიდი და ბევრი Წარმატება გისურვო, აუცილებლად ველოდები შემდეგს ❤️❤️❤️

როგორი სიტყვებია... ძალიან დიდი მადლობა!!!!!❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი ირო

ეს ისტორიაა ცამდე ცას იქით ურთიერთობებზე,ეს ისტორიაა ადამიანური ურთიერთობების და ზღვარზე გავლი რასაც ბეწვის ხიდს ვეძახით. რე ამდენი რამე მ უი ნდა დავწერო მაგრამ ჯერ კიდევ ემოციის ქვეშ ვარ,ყველა დიალოგი,ყველა ურთიერთობა გამოხედვა,საქციელი,იუმორი სევდა,დარდი და ბოლოს სიყვარული ეს არის ზე ისტორია.

 


№14  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ირო
ეს ისტორიაა ცამდე ცას იქით ურთიერთობებზე,ეს ისტორიაა ადამიანური ურთიერთობების და ზღვარზე გავლი რასაც ბეწვის ხიდს ვეძახით. რე ამდენი რამე მ უი ნდა დავწერო მაგრამ ჯერ კიდევ ემოციის ქვეშ ვარ,ყველა დიალოგი,ყველა ურთიერთობა გამოხედვა,საქციელი,იუმორი სევდა,დარდი და ბოლოს სიყვარული ეს არის ზე ისტორია.

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის!! heart_eyes <3 <3

 


№15 სტუმარი სტუმარი მარიამი

ეს იყო საოცრება ❤️ მადლობაა❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი maco maco

თავიდან ჩემი სოფელი მიხაროდა რომ ვკითულობდი ბოლოს ჩემი გვარიც დავინახეე ალბათ მეც ვიქნები სადმე ახლოს :):) მადლობა მადლობა რომ ასეთი ისტორიით დაგვხუნძლე

 


№17  offline წევრი Anu_shki

ძალიან თბილი ისტორია იყო, იმდენი ვიცინე, ზოგჯერ ვიტირე ❤️ ემოციების ზღვა იყო ❤️ წარმოუდგენლად გამიხარდა საბააა, არ ველოდი ❤️❤️❤️❤️❤️ დაააა ოფიციალურად ვითხოვ ისტორიას თეზიზე ❤️❤️❤️❤️❤️

 


№18  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი მარიამი
ეს იყო საოცრება ❤️ მადლობაა❤️❤️

ძალიან მიხარია!! მადლობა თქვენ <3
სტუმარი maco maco
თავიდან ჩემი სოფელი მიხაროდა რომ ვკითულობდი ბოლოს ჩემი გვარიც დავინახეე ალბათ მეც ვიქნები სადმე ახლოს :):) მადლობა მადლობა რომ ასეთი ისტორიით დაგვხუნძლე

მიყვარს თქვენი სოფელი <3 მადლობა დიდი!!
Anu_shki
ძალიან თბილი ისტორია იყო, იმდენი ვიცინე, ზოგჯერ ვიტირე ❤️ ემოციების ზღვა იყო ❤️ წარმოუდგენლად გამიხარდა საბააა, არ ველოდი ❤️❤️❤️❤️❤️ დაააა ოფიციალურად ვითხოვ ისტორიას თეზიზე ❤️❤️❤️❤️❤️

ძალიან, ძალიან მიხარია!! მადლობა, რომ გამიზიარე <3 <3
შეიძლება იყოს კიდეც...

 


№19 სტუმარი მკითხველი

შენიშნებს ხომ არ მიწყენთ?
აი, რას ვერ ვხვდები იცი, სამკვდრო-სასიცოცხლო ამბების დროს ვინმეს თუ შეუძლია უაზროდ ხუმრობა? თემიდან თემაზე გადასვლა და ღლიცინი. მერე, ამდენი წყვილი, შეყვარებული გოგონები, ვითომ გრძნობებს რომ მალავენ და ბიჭები, ყველაფერს რომ ხვდებიან. სამ დღეში ან მაქსიმუმ ერთ კვირაში რომ ხვდებიან რომ უყვართ, ეგ ცალკე თემაა. და უკაცრავად, მაგრამ უაზროდ გაწელილი დიალოგები. ასეთი რაღაცეები უკარგავს ისტორია მნიშვნელობას. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შეგიძლიათ, არც გაითვალისწინოთ რათქმაუნდა.

 


№20  offline წევრი Margo Tokyo

მკითხველი
შენიშნებს ხომ არ მიწყენთ?
აი, რას ვერ ვხვდები იცი, სამკვდრო-სასიცოცხლო ამბების დროს ვინმეს თუ შეუძლია უაზროდ ხუმრობა? თემიდან თემაზე გადასვლა და ღლიცინი. მერე, ამდენი წყვილი, შეყვარებული გოგონები, ვითომ გრძნობებს რომ მალავენ და ბიჭები, ყველაფერს რომ ხვდებიან. სამ დღეში ან მაქსიმუმ ერთ კვირაში რომ ხვდებიან რომ უყვართ, ეგ ცალკე თემაა. და უკაცრავად, მაგრამ უაზროდ გაწელილი დიალოგები. ასეთი რაღაცეები უკარგავს ისტორია მნიშვნელობას. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შეგიძლიათ, არც გაითვალისწინოთ რათქმაუნდა.

გათვალისწინება გამიჭირდება, მთელი იდენტობა; იუმორი, სიყვარული, დიალოგები დამიწუნეთ და მძიმეები კი მექნება სწორად :დ (ვხუმრობ, არ მიწყინოთ.)

მე პირადად, რაღაც ძალიან მძიმე მოვლენის განეიტრალება მიყვარს ე.წ "ღლიცინით" და ჩემთვის იუმორით, რაც, ზოგადად, ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია, რომ უფრო გაამარტივოს, შეამსუბუქოს.

ის ღირებულებები და მესიჯები, რაც ამ ისტორიაში ჩავდე ძირითადად დიალოგების სახით, ჩემთვის მნიშვნელოვანია და ვერ დაგაძალებთ, თქვენთვისაც ასე იყოს, შესაბამისად, თქვენი არ მოწონებაც მიღებულია.
ყველას ყველაფერი ვერ მოეწონება და მესმის ეს, მით უმეტეს, მეც არ ვწერ მასისთვის, თუმცა კრიტიკაც აუცილებელია. სადღაც, ოდესღაც, თუ რამეს დავწერ, გავითვალისწინებ.

 


№21 სტუმარი მთვარო სვანი

უუუჰ რა კარგი იყო.ვინერვიულე ვიცინე და ვისიამოვნე.მადლობა შენ

 


№22  offline წევრი Margo Tokyo

მთვარო სვანი
უუუჰ რა კარგი იყო.ვინერვიულე ვიცინე და ვისიამოვნე.მადლობა შენ

მიხარია <3 <3 მადლობა!

 


№23  offline წევრი Lavanda^^

საოცარი ხარ!
მადლობა ამ თავდავიწყებისთვის!
ამ ისტორიის ყველა ნაწილი მიყვარს!
დავმუნჯდი!

 


№24  offline წევრი TamoTi

რა კარგი იყოო❤️❤️ სრულად რომ დაიდო მაშინ გავხსენი ბრაუზერში და ვერ მოვემზადე წასაკითხად❤️❤️ვიცოდი რაღაც საოცრება რომ იქნებოდა და განსაკუთრებულ მომენტს ველოდი თითქოს❤️საოცრება იყო მართლა,რამდენი ვიცინე ეგ ხომ საერთოდ ცალკე თემაა❤️❤️ერთ ერთი ჩემი ფავორიტი ისტორიაა❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent