შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომკიდე ხელი - თავი მეშვიდე


15-06-2024, 13:42
ნანახია 560

ტელეფონის ზარის მჭექარე ხმამ ოთახი გამოავსო და ფიქრში მთვლემარე სწრაფად გამომაფხიზლა.
დავხედე. გუგა რეკავდა. დანაპირები გამახსენდა.
-ალიო...
-მერი, როგორა ხარ?
-რა ვიცი, ნორმალურად. შენ?
-მეც. ვიცი, რასაც ფიქრობ, მათემატიკისათვის არ გირეკავ, ამოვხსენი უკვე.
ცოტა არ იყოს, შვება ვიგრძენი, რადგან საკმაოდ მაწუხებდა ერთფეროვნების შეცვლისა და ჩარჩოების გარღვევის სურვი-ლით გამოწვეული თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.
-ააა, კარგი. აბა, რა ხდება?
-ისე დაგირეკე.
აშკარად მივხვდი, რომ მატყუებდა.
-რა თქვი? ვერ გავიგონე,- ტყუილითვე ვუპასუხე.
-რა და...
-კამერა ჩართე რა!
-რატომ?
-ისე, დამენახე,- აქაც ვიცრუე.
იმაში დასარწმუნებლად, რომ მატყუებდა, მისი თვალე- ბისათვის თვალის მოკვრა მჭირდებოდა, ამას კი ვიდეოკამერის ჩართვის გარეშე ნამდვილად ვერ მოვახერხებდი.
და აი გუგას გრძელი ქერა თმა და თაფლისფერი თვალებიც გამოჩნდა, რომელთა საშუალებით საკუთარ მოსაზრებას საკუ- თარ თავსვე დავუდასტურებდი.
-ჰოდა რას ამბობდი?..
-რას და იმას, რომ უბრალოდ, მოსაკითხად დაგირეკე.
-ააა...- თითქოს დავიჯერე.
არ მეგონა მის ოთახში ასეთი სიბნელე თუ იქნებოდა. ამიტომაც არ მქონია გათვლილი, სიბნელეში როგორ დავკვირ- ვებოდი მისი თვალის გუგებს. გუგას გუგებს!მდგომარეობის გამოსასწორებლად „გეგმა B-ს“ შემუშავება დამჭირდა, რაც საკუთარ სახლში სინათლის ანთებას მოითხოვდა.
-ერთი წამით...-მივუგე და ოთახი გავაჩახჩახე.
და მოხდა ის, რასაც ასე ველოდი: ოთახში მომატებული სინათლე ჩემს კამერაზეც აისახა, რამაც გუგას ეკრანზე სინათ- ლის მომატება გამოიწვია. შედეგად, სიბნელეში ეკრანიდან წამო- სული სხივები პირდაპირ მისი სახისაკენ გაემართნენ და თვა- ლებში აირეკლენ. თვალებში არეკლილმა სინათლის სხივებმა კი ხილვადი გახადა გუგას თვალის გუგების ზომა, რასაც უნდა ეთამაშა გადამწყვეტი როლი ჩემი აზრის დამტკიცებაში.
გუგები შევიწროვდა, რამაც ავტომატურად გამოგზავნა მესიჯი: „მე ვტყუი.“
-მატყუებ,- მივახალე. სინათლეც არგამითიშავს, რათა პასუ- ხის მოსმენისას ერთხელ კიდევ დავკვირვებოდი, თუ რამდენად შევიწროვდებოდნენ.
-რაა? რას გატყუებ? სულაც არა!- გაიოცა. და კიდევ ერთხელ გასცა თავისი თავი.
-მითხარი, რისი თქმაც გინდოდა.
-არაფრის თქმა არ... ჰო კაი!- დამნებდა,-დღეს უცნაურად იქცეოდი სკოლაში და რამე ხდება?
-არა. უკვე მოხდა. უბრალოდ თავს უცნაურად ვგრძნობ იმის გამო,რომ...
-ჰოო...ვხვდები.
-და კიდევ ყელში ამომივიდა ყველა და ყველაფერი!..
დადუმდა.
-აი უკვე მახრჩობს ეს სულელური და გამაღიზიანებელი დღეები!.. აღარ ვიცი რა გავაკეთო! ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ და მაინც ერთ ადგილზე ვტრიალებ! უსუსური ვარ! უმწეო!
-არ ხარ.
-როგორ არა! მიუხედავად იმისა, რომ უამრავი იდეა მაქვს, როგორ შევცვალო საკუთარი ცხოვრება, ვერცერთს ვერ ვამხელ... საკუთარ თავსაც კი ვერ ვუმხელ, გესმის?! მეშინია თუ მრცხვენია, თუ... არ ვიცი რა!
-მესმის...
-არა, არ გესმის!
-როგორ არა...
-ერთადერთი რაღაც მინდა...
-რა?
-სრულწლოვნება.
-რატომ?
-იმიტომ, რომ უფლება და ნება მექნებოდა იმისა, ის შემეს-
წავლა და მეკეთებინა, რაც თავისუფლებას მომანიჭებდა...
-დამოუკიდებლობა გინდა?
-ჰო! თან ძალიან!.. პროფესიაზე როდესაც ვიწყებ საუბარს, ყველა მაჩუმებს იმ ფრაზით, რომ ჯერ დრო არაა ამაზე ფიქრისათვის. მე-19 საუკუნეში ხომ არ ვცხოვრობთ! ყელში ამომივიდა!-ამომასხა.
-მესმის... ყველას ჰგონია, რომ, როგორც ადრე, საბჭოთა პერიოდში ან სადღაც მე-19 საუკუნეში, პროფესიის არჩევა 16-17 წლის ასაკშია მიღებული და იქამდე ყველა ღლაპია.
-გეთანხმები! იქამდე ისე გვაგრძნობინებენ თავს, თითქოს ჩამოუყალიბებელი ტვინი გვაქვს...
-ეგრეა...
-არავის ესმის ჩემი... საკუთარ დედასაც კი!- ის-ის იყო თვალები ამიწყლიანდა, რომ უემოციობა გამახსენდა და შინა- განად უმალ დავმშვიდდი.
-არაუშავს... მე თვითონ ვიზამ ყველაფერს.-დამშვიდე-ბულმა განვაგრძე.
-რას იზამ?
-ცხოვრებას შევიცვლი.
-როგორ?
-ვისწავლი როგორც.
-რა გინდა?
-საკუთარი პროფესია.
-ჯერ რომ ვერ აირჩევ?
-ვცდი მაინც.
-და რა გინდა, კი მაგრამ?
-არ ვიცი. ან ვინმეს დაველოდები, ან თავად გავაკეთებ რამეს.
-იცი რა, ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს.
-რატომ?
-ამ ახალი კლასელის გამო. მგონია, რომ სხვანაირად უნდა ვესაუბრო, სხვანაირად უნდა მოვეპყრა, მივუდგე.
- საკუთარ თავზე გამოვცადე, რომ არ ღირს. უფრო ღი- ზიანდება.
-როდის?
-დღეს, სკოლიდან წამოსვლისას.
-დახმარება შესთავაზე?-მიმიხვდა.
-ჰო. და ისეთი პასუხი გამცა!.. თუმცა სიმართლე გითხრა, ველოდებოდი. და არც ზედმეტად მინერვიულია.
-რაო, რა გითხრა?
-რაო და ესაო, ისაო, არაფერში არ მჭირდებიო და თავი დამანებეო.
-უიმე...
-ერთი რა, მაგაზე მე არ ვიღელვო!..
-ისე, ცოტა ზედმეტია მგონი.
-აღარ გამცე ხმაო, შენი ჯინსის ზურგჩანთა აიღე და მოუსვიო.
-ეე, რა იცის, როგორი ზურგჩანთა გაქვს?!
-მე რა ვიცი, კი გამიკვირდა ისე. კარგი რა, როგორც უნდა ისე მოქცეულა, სულ არ მაღელვებს.
-ჰოდა, ძალიანაც კარგი. კარგი აბა... თუ რამე დაგჭირდეს, მითხარი, არ მოგერიდოს.
-რა უნდა დამჭირდეს?..
-რა ვიცი, მადლობა მაინც შეგეძლო რომ გეთქვა.
-მადლობა.
-ნახვამდის!
-დროებით!..
ზარიც დასრულდა.
ცოტა გულზე მომეშვა.
დავფიქრდი. უნებურად დილით განვითარებული მოვ- ლენები მიტრიალებდა თავში და ახალი თანაკლასელის ქცევის ახსნას ვეძებდი. ვიცოდი, ვერასოდეს გავიგებდი, მის ადგილას ყოფნა რამხელა სულიერ ტკივილსა და ემოციურ წნეხს ნიშნავდა, რადგან თავად სამყაროს ხუთი გრძნობით აღქმა შემეძლო. არ მესმოდა, რას გულისხმობდა მუდმივი ნისლი, რომელსაც ვერცერთი სინათლის წყარო ვერ ფანტავს და დაუსრულებლად გრძელდება სიბნელეში ხელების უმწეოდ ცეცება, თვალების ფშვნეტა და სიმწრისაგან ფრჩხილებით მაგიდის კაწვრა, რადგან ყველაფერი ამაოებაა.
მხოლოდ მოგონება და მეტი არაფერი.
ტკივილი და უიმედობა.
თუმცა დაუსრულებელი არც ესაა...
და იქნებ არის?
არ ვიცი. ვერაფერს ვიტყვი.
თვალები დავხუჭე და ხელები მაგრად მივიჭირე, ქუთუ- თოებს მიღმა სინათლის არცერთ სხივს რომ არ შეეღწია.
წამით უსასრულობა შევიგრძენი.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ თავს მის ადგილას ვგრძნობდი.
მისგან განსხვავებით, მე არ მეშინოდა. არ მეშინოდა იმის, რომ თვალების გახელისა და ქუთუთოების აწევის შემდგომ კვლავ სიცარიელეში აღმოვჩნდებოდი. ვიცოდი, რომ ყველაფერს წამში მოეღებოდა ბოლო. ესეც მისაგან განსხვავებით.
ხელები სწრაფად მოვიშორე და ელექტროსინათლეს დახურული ქუთუთოების მიღმა შემოჭრის ნება მივეცი. მოვდუნდი. დახურული ქუთუთოები სინათლის შემოსვლისას ნარინჯისფრად შეღებილიყვნენ და ნოემბრის ცივ საღამოში ერთიანად მითბობდნენ სულს.
კვლავ მყუდროება გამეფდა ჩემს პაწია ბინაში.
ქარი თბილისის თავზე დათარეშობდა და ზამთრის განწყობა შემოჰქონდა მის ქუჩათა ბინადრების სულებში. ეს ქარი მხოლოდ თბილისს ეკუთვნოდა. მხოლოდ ის იყო ასეთი ცივი და ამავდროულად თბილი ისევე, როგორც მკაცრი ზამთარი, ზოგს გულს რომ უხარებდა, ზოგს კი სევდას მოჰგვრიდა.
დაღამდა.
მე კვლავ თბილ ჩაის ვწრუპავდი და მუხლებზე შემოდებულ ბავშვობის ტკბილი მოგონებებით სავსე ალბომს ვფურცლავდი.
გაწვიმდა.
საღამო ტკივილსაც ინახავდა და შვებასაც. სიამოვნებას მანი- ჭებდა და ამავდროულად გულს მირევდა ყოველი გასული წამი, რომელიც ფუჭად იხარჯებოდა ძველის გახსენებასა და ლიმონიანი ჩაის სმაში. ფიქრი, ფიქრი და გაუთავებელი ფიქრი ამ წუთებს სიღრმესა და იდუმალებას მატებდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ყველასათვის მიუწვდომელი და ამოუცნობი იყო. ზოგჯერ თავადაც არ ვიცოდი, რას, რისთვის ან რატომ ვივლებდი გონებაში.
იმ საღამოს მხოლოდ მე არ ვიჯექი ასე.
თბილისის მყუდრო სახლებში კიდევ იჯდა ვიღაც მსგავსი ფიქრებით.
-„ხვალინდელი დილაც გათენდება.“-გავიფიქრე და აუღელ- ვებლად გავაგრძელე ჩაის სმა მეორე დღის მოლოდინში. თითქოს ალღო მკარნახობდა, რაღაცას ჩემი ცხოვრება უნდა შეეცვალა.
მას უნდა დავლოდებოდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent