დახურულ კარს მიღმა (სრულად)
თავი 1 ერთ ჩვეულებრივ დღეს, ერთი ჩვეულებრივი გოგონა, ჩვეულებისამებრ ადრიანად გაეშურა სკოლისკენ. ჩვეულ ადგილზე, ჩვეულ დროს ცხელ-ცხელი ფუნთუშები დაახვედრა კონდიტერმა და ჩვეული ღიმილნარევი თბილი მზერით გააცილა. სკოლაც ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. რუხი, სიძველისგან შელახული კედლები, ადგილ-ადგილ დაბზარული მინები, ალაგ-ალაგ ჩამოტეხილი საფეხურები, ასფალტ ავარდნილი გუბეებიანი გზა და წკრიალა ზარი, რომლის ხმაზე ერთიანად მიაწყდა კარს მოსწავლეთა არმია. ჩვეულებრივი მასწავლებლები, ჩვეულებრივი რუტინა, ჩვეულებრივად განვლილი სასწავლო წელი, ერთი არაჩვეულებრივი გადახვევით. დღეს სკოლა მთავრდება! ბოლო ზარი! სამზადისის, დაუსრულებელი სამზადისის, მოლოდინის, გაურკვეველი შიშის, ღელვისა და ისევ სამზადისის შემდეგ, როგორც იქნა დადგა ეს დღეც. თეთრი პერანგები, სამახსოვრო წარწერები, კეთილი სურვილები, დამშვიდობება, ახალი ცხოვრების დასაწყისი, ახალი იმედები, გრძნობა რომ გაიზარდე, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ითავისებ სინამდვილეში რას ნიშნავდეს გაზრდა. მერე ბანკეტი, ქუსლიანი ფეხსაცმელი, თხელი ვარდისფერი კაბა, ცეკვა, ალკოჰოლი, ისევ ცეკვა, ტორტი, ისევ ცეკვა. მხიარულება, ჟრიამული, სიცილ-კისკისი, შეზარხოშებულთა შეძახილები და ისევ სიცილ-კისკისი. დეამ სწორედ იმ დღეს გაიცნო მასზე რამდენიმე წლით უფროსი, ქერა, ცისფერთვალება, ქარიზმატული ჯელტმენი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. მომხიბლელი, ათლეტური აღნაგობის, ახალბედა პოლიციელი, მისი ოცნების პრინცი ალექსანდრე შერვაშიძე იგივე ლექსო. (თავადური წარმოშობით, როგორც ხშირად უსვამდა ხაზს ბებია ეთერი და უსაზღვროდ ამპარტავანი მამა გიორგი შერვაშიძე, თითქოს ბატონ ყმობა საერთოდ არ გადავარდნილიყო საუკუნენახევრის წინ.) 10 წლის შემდეგ ოჯახურ რუტინაში ყოველი დღე ერთმანეთს დაემსგავსა. დეა იდეალური დიასახლისი და 4 შვილის დედა გახდა. ორი ქალიშვილის შემდეგ ტყუპი ვაჟები. დღეები ცვლიდნენ ერთმანეთს და უყურებდა, როგორ იზრდებოდა მისი პატარა ოჯახი. ახალბედა პოლიციელი ბოლო ზარიდან, ახლა უკვე მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. თითქოს დაწინაურებასთან ერთად წარსულს ჩაბარდა შიშით და მოლოდინით სავსე საღამოები, ხიფათით სავსე მორიგეობები, გულის კანკალი და მუდმივი შეგრძნება, რომ შეიძლებოდა რამე ცუდი მოხდეს. არასდროს უთხოვია სამსახური შეეცვალა, პატივს სცემდა მის არჩევანს და მუდმივად მხარს უჭერდა. მთელი ეს წლები მისი შიშები მასთან ერთად, ჩუმად ცხოვრობდნენ და შიგნიდან ჭამდნენ, მაგრამ გამხელას არც ფიქრობდა, საყვარელ ადამიანს საყვარელ საქმეს ვერ დაუშლიდა. ახლა კი ნელ-ნელა ფერები ემატებოდა ცხოვრებას. ამაყობდა ქმრით, მისი მიღწევებით, თავაწეული დადიოდა, ოთხი შვილი, ქვეყნის სამსახურში მყოფი მეუღლე. ბედნიერი ქალი იყო. ბედნიერი და ამაყი. ყველაფერს ასწრებდა, შვილების მოვლას, სახლის საქმეებს, ქმრის სანათესაოს თუ სამეგობროს პატივისცემას, რომელთა სტუმრობებსაც ბოლო არ უჩანდა. მისი შეკრული წარბი არავის ახსოვდა. იღლებოდა, რა თქმა უნდა იღლებოდა, მაგრამ საიდანღაც პოულობდა ძალას თავად ეკეთებინა ყველაფერი. არასდროს მოუნდომებია ძიძა ან დამხმარე. ქმრისთვისაც არასდროს უგრძნობინებია ეს დაღლილობა. მის დაბრუნებამდე არც კი იძინებდა, ელოდებოდა, ყოველ დილით საუზმე ლანგრით შეჰქონდა და წინასწარ გამზადებულ, გაუთოვებულ ფორმას ჩვეულებისამებრ გარდერობის გარე საკეტზე კიდებდა. *** იმ დილით გოგონები სკოლაში წაიყვანა, შემდეგ ტყუპები დატოვა ბაღში. შინ ბრუნდებოდა. გზად ხილბოსტანში შეიარა, შემდეგ მარკეტში, თითქმის ნახევარი გზა გაიარა და შემდეგ გაახსენდა, რომ რაღაც დარჩა საყიდელი, ისევ ხილბოსტანში დაბრუნდა. ბაღიდან სახლამდე უამრავი ხილბოსტანია, მაგრამ ის ყოველთვის იქ ყიდულობდა პროდუქტს სათნო, საშუალო ასაკის ქალბატონთან, ოჯახური მეურნეობით. ხილბოსტანში შევიდა, უკვე ნაყიდი პროდუქტები კართან დააწყო და სანელებლები მოიკითხა. საათს დახედა, დაახლოებით 40 წუთში ელოდა თათბირიდან დაბრუნებულ ქმარს. ლექსოს ის ღამე შინ არ გაუთევია სამსახურის საქმეებიდან გამომდინარე, ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან მაინც უწევდა ღამის გათევა სამსახურში. რა რთული იყო მთელი ის დრო, როცა რიგიანად პასუხიც არ შეეძლო. რამდენჯერ უპასუხოდ გაუთიშავს ზარი, ხან შაბლონს უგზავნიდა, რომ საუბარი არ შეეძლო. ძალიან რთული იყო, ხან დავალებაზე იყო, ხან უფროსი ადგა თავზე. უპასუხო ზარზე საშინლად არაფერი ეჩვენებოდა დეას, ასეთ დროს გული ეწურებოდა, მილიონი შიში იჩენდა თავს და შემდეგ ამ შიშებთან უწევდა ბრძოლა. წარმოიდგენდა რომ ვიღაც არამზადამ ესროლა, შეიძლება დაჭრილიყო ან შეიძლება... ამის გაფიქრებაც არ შეეძლო. და შემდეგ ისევ რეკავდა, რაღაც დროის ინტერვალებით იქამდე სანამ არ გაიგებდა, რომ არაფერი უჭირდა. ნეტავ თვითონ როგორი უფროსია ახლა?! ისიც ასევე უმწარებს ცხოვრებას ახალბედების ცოლებს?! გაეღიმა, რაც მთავარია ყველაფერი უკან დარჩა. გამობრუნდა და ფეხით დაუყვა გზას, პარკები საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა, მაგრამ სუფთა ჰაერი და მზე ესიამოვნა. ახალად ამოწვერილი ბალახის სურნელი მოჰქონდა საიდანღაც ნიავს. სასიამოვნო, რბილი არომატი გაზაფხულის ყვავილებისა და აყვავებული ატმების. შესანიშნავი დილა იდგა, ნათელი და ფერებით სავსე. უკვე ათასჯერ განვლილი გზას მიუყვებოდა, მაგრამ მაინც შეეძლო რაღაც ახალი და მშვენიერი შეემჩნია. თითქოს ფოთლებიც უღიმოდნენ, კენჭებიც და გაზონზე ჩამწკრივებული დეკორატიული ყვავილებიც. გზას უცნაური თვისება აქვს ზოგჯერ ძალიან მოკლდება, ისე გაივლი ვერც კი ამჩნევ სად გაქრა მანძილი. გონს რომ მოეგო უკვე სახლთან იყო. ფანჯრებს ახედა, ეს ფარდები ქორწინების ხუთი წლის თავზე იყიდა, გადასაფარებელიც და ბალიშებიც, შემდეგ იუბილეზე ახალი ბრების ყიდვას აპირებდა, თითქოს მთელ საძინებელს ისტორიით ავსებოდა. ლამაზი, ნათელი ისტორიით, რომელსაც შვილიშვილებს მოუყვებოდა. უკნიდან ნაცნობი ხმა შემოესმა, მოტრიალდა, მზერა ქუჩის გადაღმა მდგომ ავტომობილს გაუსწორა, უცბად რაღაცამ თავიდან ფეხებამდე დაუარა, ცელეფნები ხელიდან დაუცვივდა და იქვე უგონოდ ჩაიკეცა. თავი 2 ალექსანდრე შერვაშიძე მაღალი, ათლეტური აღნაგობის, მუდმივად მოწესრიგებული, განათლებული და შრომისმოყვარე ადამიანი გახლდათ. მიუხედავად გავლენიანი სანათესაოსი ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწია. პოლიციის აკადემია დაამთავრა და შემდეგ უბნის ინსპექტორობიდან დაიწყო კარიერა. წლიდან-წლამდე ელოდა დაწინაურებას და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარი ნიჭისა და თავდადების ხარჯზე გახდა ის ვინც დღეს არის. ქალბატონებში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა იუმორისა და ინტელექტის წყალობით. ცოლის მოყვანას კარიერის აწყობამდე არ გეგმავდა, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით როდის მიდის, როცა საქმე სიყვარულს ეხება. იმ დღეს ბიძაშვილმა დაპატიჟა ბანკეტზე, წასვლა დიდად არ უნდოდა, მაგრამ შერვაშიძეების ორი თაობის რძლებმა თითქოს პირი შეკრეს. დედას და ბებიას წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ვეღარც ბიცოლას გაუტეხა ხათრი. ასე უხალისოდ, ოჯახური მოვალეობის მოხდის მიზნით ამოყო თავი მისი თქმით „საბავშვო ბაღში“ და გადადო მნიშვნელოვანი პაემანი. იმ საღამოს პირველი დანახვისთანავე ამოაყირავა მისი დაგეგმილი ცხოვრება ვარდისფერკაბიანმა ფერიამ. ერთ ღიმილში მოაჯადოვა, ერთ გამოხედვაში აგრძნობინა, რომ ამიერიდან ძველებურად აღარაფერი იქნებოდა. და როცა გაცილებაზე უარი უთხრა, მისი ეგოც საბოლოოდ გამოიყვანა მწყობრიდან. მთელი კვირა ცდილობდა თავიდან ამოეგდო, სამსახურზე კონცენტრირებულიყო, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო ჩნდებოდა სოციალურ ქსელებში ათვალიერებდა. ნომრის და მისამართის გასაგებად სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა. მერე უფრო შორს წავიდა და პირდაპირ სახლში მიაკითხა, როგორც უბნის ინსპექტორმა. ასე გაიცნო მომავალი ცოლის ოჯახი, მშობლები და უფროსი ძმა. უფრო შორსაც წავიდოდა რომ დასჭირვებოდა, მაგრამ დეა დათანხმდა პაემანზე იმ პირობით თუ სახლში აღარასდროს მიაკითხავდა. აქედან დაიწყო მათი თავგადასავალიც. მესენჯერში გათეული ღამეები, სიგიჟეები რომელსაც, პირველი სიყვარული გაკეთებინებს და აღარასდროს მეორდება. მაგალითად მეხუთე სართულზე აივნებიდან აძრომა, ჯილდოდ კოცნის მისაღებად და სხვა მრავალი სისულელე, რომელსაც რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები არ აკეთებენ. ხელის თხოვნაც ასეთი გიჟური იყო, დეა და მისი დაქალი პარკში დააკავეს დამნაშავის დაფარვის ბრალდებით და განყოფილებაში წაიყვანეს. დასაკითხად ცალკ-ცალკე კაბინეტებში შეიყვანეს და დაცდა მოსთხოვეს, შემდეგ დეასთან გამომძიებელი შევიდა, უთხრა რომ ალექსანდრე შერვაშიძე სისხლის სამართლის დამნაშავეა, ძებნაზე იმყოფება და პოლიციისთვის ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო, მასაც პატიმრობა ემუქრებოდა. მეტი დამაჯერებლობისთვის უჯრიდან ფოტოები ამოალაგა სადაც ერთად იყვნენ გადაღებული. დეას ფერი აღარ ედო, დაბნეული იყო, აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, გამომძიებელმა წყალი შესთავაზა და ადვოკატის აყვანა ურჩია. მობილური და ჩანთა დაკავებისას ჩამოართვეს, გამომძიებელმა უთხრა, რომ მისი მშობლები უკვე საქმის კურსში იყვნენ და მალე მივიდოდნენ. ცოტა ხნით ისევ მარტო დატოვა. შემდეგ კიდევ ერთ ახალგაზრდასთან ერთად დაბრუნდა, რომელიც ადვოკატად გააცნო და მარტო დატოვა სასაუბროდ. - „ცოლად უნდა გაყვეთ - ურჩია ადვოკატმა - ასე ბრალდება მოგეხსნებათ, კანონი არ ავალდებულებს ოჯახის წევრებს გათქვან დამნაშავის ადგილსამყოფელი. - არ მჯერა რომ დამნაშავეა... - გაყვებით ცოლად? - დიახ. - თუ დამნაშავეა? - მაინც! - ნამდვილად გიყვართ? - სიცოცხლეზე მეტად...“ ადვოკატი საქმიანი იერით გავიდა კაბინეტიდან გამომძიებლის დასაძახებლად. დეას თავი ხელებში ჩაერგო, უთუოდ რაღაც შეცდომა იქნებოდა ლექსო ცუდს არაფერს გააკეთებდა. თავს ირწმუნებოდა - სიმართლე გაირკვეოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. წუთიც არ იყო გასული, რომ კარი ისევ ჭრიალით გაიღო, დეას თავი არ აუწევია, სანამ ნაცნობი სურნელის სიმკვეთრე არ იგრძნო. - ე.ი. დიახ! - სიცილნარევი ხმა ჩაესმა ზურგს უკან და მისი დანახვით გახარებულს შიში და ბრაზი საერთოდ დაავიწყდა. - ასე როგორ მომექეცი, კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით. - მაპატიე... - შენ ვიცი რომ, გიჟი ხარ მაგრამ ის ხალხი?! მთელი განყოფილება გიჟები ხართ? - სულ ცოტათი - გაეცინა ლექსოს და ბეჭედი ამოიღო კოლოფიდან - პასუხი უკვე მითხარი და ძალაშია... - ამას მომენტით სარგებლობა ქვია! - სხვა გზას არ მიტოვებთ მილედი! წინადადებას უკან ვერ წავიღებ! - ვერც მე გადავალ სიტყვას სერ! - გადაიკისკისა დეამ და ხელი გაუწოდა“. ნიშნობას მთელი ორი თვე საიდუმლოდ ინახავდნენ, მხოლოდ დეამ, ნათიამ და პოლიციის განყოფილებამ იცოდა სიმართლე. ასე გიჟურადვე დაქორწინდნენ. ლექსო მიზანდასახულიც იყო და ჯიუტიც, როცა ოჯახში გამოუცხადეს, რომ გაიგეს მისი „უგვარო“ გოგონათი გატაცების ამბავი და ამ ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ მტკიცედ თქვა რომ ის „უგვარო“ მისი ცოლი გახდებოდა. ასეც მოიქცა, სანამ მისი ოჯახი გეგმებს აწყობდა, როგორ აეცილებინათ თავიდან არასასურველი კავშირი, დეას ოჯახში მივიდა. თქვა რომ ერთმანეთი უყვარდათ და დაქორწინებას აპირებდნენ. ასე უბრალოდ მივიდა და გამოაცხადა, ისე რომ თავად დეაც არ იყო საქმის კურსში. რა თქმა უნდა არ ელოდა, რომ ფიანდაზად გაეგებოდა მთელი ოჯახი და მაშინვე დასთანხმდებოდნენ, მითუმეტეს რომ იცოდა დეას ძმას დიდად არ უყვარდა პოლიციელები, მაგრამ სურდა მართალი ყოფილიყო საკუთარ თავთანაც და მათთანაც (თუმცა ნიშნობის ამბავი მაინც არ გაუმხელია რატომღაც). დეას ტელეფონი ჩამოართვეს და სახლიდან გასვლა აუკრძალეს, ლექსოს კი მასთან მიახლოება. თითქმის მთელი თვე გაგრძელდა კოშკში გამომწყვდეული პრინცესას ისტორია, მთელი უსასრულოდ გრძელი თვე, ეს მათი ექვს თვიანი ურთიერთობის მანძილზე პირველი ყველაზე გრძელვადიანი დაშორება აღმოჩნა და უკანასკნელიც მომდევნო ათი წლის განმავლობაში. ერთადერთი რაც აინტერესებდა მისი აზრი იყო - ოჯახის გამო ხომ არ გადაიფიქრებდა?! ნათია გახდა დამაკავშირებელი რგოლი. ჯვრისწერა თვის ბოლოს დაგეგმეს. დეა უნივერსიტეტში ივლიდა და ბოლო გამოცდიდან გაიპარებოდნენ. გასაპარად მთელი სპეცოპერაციის ჩატარება მოუხდათ. ლექსოს ბოლო დეტალამდე ჰქონდა გათვლილი სამოქმედო გეგმა, მაგრამ ყველა გეგმას აქვს რაღაც ნაკლი. ამ გეგმის ნაკლი კი ქალბატონი ნელი - დეას დედა გახლდათ - რომელმაც მაინც და მაინც ახლა გადაწყვიტა ძველი მეგობრის, დეას ფაკულტეტის დეკანის მონახულება... იმპროვიზება გახდა საჭირო. დაცვის თანამშრომლების დახმარებით ჰოლში პანიკა შექმენს, პოლიციის დახმარება გახდა საჭირო და საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩენილ ნაცნობ სახეზე მეტად რისი დანახვა შეიძლება გაუხარდეს ადამიანს?! ქ-ნ ნელის ეჭვიც არ შეპარვია ვითარების რეალობაში, ქალიშვილს ხელმკლავი გამოსდო და ცხვარივით გაყვა მომავალ სიძეს. ეზოში გამოსულებს სხვა პოლიციელიბი შემოეგებნენ. ქ-ნ ნელი ცოტა ხნით შეაყოვნეს და საშუალება მისცეს დანარჩენებს შეუმჩნევლად დაეტოვებინათ იქაურობა. თავი 3 შერვაშიძეების ოჯახი 10 წლის წინ - ეს ბიჭი დაგვღუპავს! თავს მოგვჭრის! მართლა მოათრევს იმ "უგვაროს"! - ბოლთას სცემდა ეთერ აბაშიძე, შერვაშიძეების უფროსი რძალი, რომელიც მხოლოდ თავად-აზნაურულ წარმომავლობას სცემდა პატივს - დაურეკე შენ ქმარს მოვიდეს! ახლავე აქ გაჩნდეს! - ვურეკავ! - ტელეფონი მოიმარჯვა ანა ბარათაშვილმა, ეთერის საყვარელმა რძალმა და მარჯვენა ხელმა. - გიორგი დავიღუპეთ - მიახალა პირდაპირ ქმარს - ლექსო ვიღაც მდაბიოს ცოლად მოყვანას აპირებს! - დაწყნარდი ქალო და ისე ამიხსენი ახლა რა გეტაკათ შენ და შენ დედამთილს... - ჩვენ გვეტაკა?! - გადაირია ანა - კიდევ ჩვენ გვეტაკა? სულ შენი ბრალია ყველაფერი! შენ გაათავხედე ასე! შენი ბრალია ამდენს რომ ბედავს! ... ანა კიდევ ამბობდა რაღაცას, მაგრამ გიორგის მისთვის აღარ მოუსმენია. ტელეფონი გვერდით გაწია და საუბრის ხმა, რომ მიწყნარდა შემდეგ გათიშა. - გამითიშა, რაც მამა ის შვილი - ვერ მშვიდდებოდა ანა. - კიდევ დაურეკე შვილო, მამაშენსაც დაურეკე, იქნებ ვინმესი დაიჯეროს, ასე როგორ გამოაშტერა იმ უსახურმა. - დავურეკავ, მამასაც დავურეკავ და ბიძია ექვთიმესაც ... - სპირიდონსაც დაურეკე და ამირეჯიბებსაც იქნება გვეშველოს რამე... - ამირეჯიბებს ნუ გავაგებინებთ დედა, იქნება არ დაგვჭირდნენ საერთოდ... - რა დროს ძველი წყენებია შვილო, ოჯახი გვექცევა თავზე! დაურეკე რომ გეუბნები ე.ი. ასეა საჭირო. - ამირეჯიბები ქალბატონი ეთერის გარე ბიძაშვილები და გიორგის პარტნიორები იყვნენ ბიზნესში. ქალბატონი ანასთვის დამამცირებელი იყო, მათი უნაკლო რძლის შემდეგ მათი ოჯახისთვის შეუფერებელი სარძლოს განხილვა და ზევიდან ყურების კიდევ ერთი საბაბის მიცემა, თითქოს ის არ კმაროდა, რომ მისი შვილი აღმა-დაღმა დასდევდა ხულიგნებს იმის ნაცვლად, რომ ნორმალურად ეცხოვრა. *** - ლექსო დედაშენმა დამირეკა... - მივხვდი - გაეცინა ლექსოს, ის კი არა და უფრო ადრე ელოდა განგაშის სიგნალს. - შენ მაინც გამაგებინე რა ხდება. - არაფერი მამა, რომ ჩამოხვალ მერე მოგიყვები. - გართობას არავინ გიშლის, ხო იცი ამაში არ ვერევი, მაგრამ... - მამა! - სიტყვა შეაწყვეტინა ლექსომ - თავადაც ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. ნებართვა არ მითხოვია! - ეს რას ნიშნავს? - იმას რომ თავად გადავწყვეტ, როცა ამის დრო მოვა. - იცოდე... - ჯობია სიტყვა არ დაამთავრო... - ასე როგორ დაემსგავსე დედაშენს! - ეს თითქოს ლანძღვასაც გავდა და სიყვარულსაც, შეიძლება ორივე იყო. გიორგიმ ტელეფონი გათიშა და თბილისში დასაბრუნებელი ბილეთების დაჯავშნა სთხოვა ასისტენტს. 10 წლის შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა როგორია შენი გაზაფხული, ნოსტალგიური, იმედიანი თუ სიყვარულით სავსე. ეს ის დროა, როცა სამყარო სრულად იცვლის ელფერს, ყველა ჩვენგანს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავი ახლიდან შექმნას, ახლიდან შეიყვაროს ან უბრალოდ გამოხატოს ის, ვინც სინამდვილეშია. *** არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი გათიშული, გონს, რომ მოვედი თავს უამრავი ხალხი მეხვია. არ მახსოვს რა მომივიდა, გამორკვევას ვცდილობ, მაგრამ რაც მეტად ვძაბავ გონებას მით უარესი. სასწრაფოს სირენების ხმა მესმის, საპატრულო პოლიციის სირენებიც, ნუთუ ჩემ გამო შეიკრიბა ყველა?! უეცრად გონება ნათდება და ფრაგმენტებად ღდგება ყველაფერი - "დეა დამელოდე, ახლავე მოვალ" - ჩამესმის ლექსოს ხმა. უკან ვბრუნდები ლექსო მანქანას კეტავს, უეცრად საიდანღაც მოტოციკლი ჩნდება, შემდეგ გასროლის ხმა მესმის და ყველაფერი ნისლში იძირება. ვერ ვხვდები კოშმარი მესიზმრება თუ რეალურად მოხდა ყველაფერი. ხალხი ხელს მიშლის გარემოს აღქმაში, სუნთქვა მიჭირს, ისევ პანიკა მიპყრობს. მინდა ვიკითხო რა მოხდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ, მხოლოდ ცრემლები მოდის ნიაღვარივით. ფეხზე წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ ვიღაც ხელს მიშლის. რაღაცას მეუბნებიან, მაგრამ შინაარსი ვერ გამომაქვს. ხალხის ტალღას თავს ვაღწევ და კიდევ ერთ ტალღაში ვხვდები შემდეგ პოლიციელები მხვდებიან, ლექსოს მანქანას ვხედავ, ყველაფერი ბუნდოვანი და გაურკვეველია, ექიმებსაც ვხედავ საკაცეს მიაგორებენ, მაგრამ მეტს ვერაფერს ვამჩნევ, ნაცნობ სახეებს ვხედავ, თუმცა სახელებს ვერ ვიხსენებ, სისხლის ნაკადი მხვდება თვალში, მზერა უნებურად მეყინება და ნელ-ნელა იბინდება. ვცდილობ პოლიციელი მოვიშორო, ისტერიულად ვყვირი და წინააღმდეგობის გაწევას ვცდობ. - ყველაფერი კარგად იქნება - ამბობს ვიღაც ვისაც ვიცი რომ, ვიცნობ მაგრამ ვერც მის სახელს ვიხსენებ - გამოატარეთ ლექსოს ცოლია. პოლიციელი გზას მითმობს, წინ მექანიკურად მივდივარ, შემდეგ ნაბიჯს ვუჩქარებ, არ ვიცი როგორ ვჩნდები საკაცესთან, ნაცნობი სახე მიჭერს, მეტად მიახლოების საშუალებას არ მაძლევს. ექიმები სასწრაფოს მანქანაში ათავსებენ ლექსოს და მანქანა იძვრება. - მე წაგიყვან - მეუბნება ისევ ის ხმა - არ ინერვიულო გადარჩება! ყველაფერი კარგად იქნება! თითქოს მესმის და არც მესმის მისი ხმა. ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი თვალწინ მაქვს. კოშმარი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, ვუარვყოფდი, იმედი მქონდა, რომ რეალობად არასდროს იქცეოდა. ოთხი გამჭოლი ტყვია გულ-მკერდში. ოპერაცია საათები გრძელდება, მთელი განყოფილება აქ არის, სანათესაო და სამეგობრო. ყველას ერთი კითხვა აქვს - რა მოხდა? და მთავარი კითხვა ვინ ესროლა? თავი 4 ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ყველა ლექსოს გაღვიძებას ველოდებით. პოლიციას პირველადი მონაცემები უკვე აქვს. პატარა საქმე ხომ არ არის დღისით, მზისით თანამშრომელს ესროლეს საკუთარი სახლის წინ. ტელევიზიებმაც აიტაცეს ახალი ამბავი. ვცდილობ ყველაფრის საქმის კურსში ვიყო. ჩემთვის ოფიციალურად ჩვენება არავის ჩამოურთმევია, უბრალოდ ლექსოს მეგობრებს მოვუყევი რისი გახსენებაც შევძელი. მოლოდინი ყველაზე რთული რამ არის - დრო ჯოჯოხეთურად იწელება. წამდაუწუმ საათს დავყურებ, თითქოს წამებსაც ვითვლი. ექიმმა თქვა გასაღვიძებლად შეიძლება საათები დასჭირდეს, შეიძლება დღეებიო. მითხრეს რომ აქ ყოფნით ვერაფერს შევცვლიდი და შემეძლო შინ წავსულიყავი. ქ-ნმა ანამაც იგივე მითხრა - შინ წადი და შვილებს მიხედე, აქ საჭირო არ ხარო. მათთვის არაფერს წარმოვადგენ გარდა ჭურჭელისა, რომელმაც მათი შთამომავლობა ატარა მუცლით. - მათი მოსმენა არ ღირს, არც პასუხის გაცემა! - ეს მარტივი ჭეშმარიტება ლექსომ თავიდანვე ამიხსნა. ვფიქრობდი, რომ ცალკე ცხოვრება შეგვიმსუბუქებდა ოჯახური ურთიერთობის სირთულეებს, მაგრამ შევცდი. აქეთ ჩემი ძმა და მამაჩემი, იქით ლექსოს სანათესაო კლანი. ხანდახან მეგონა, რომ ჩემ გასამწარებლად იყრიდნენ თავს ერთად. ანამარიას დაბადების შემდეგ კი საერთოდ შეიშალა ორივე მხარე. თითქოს მე და ლექსო სუროგატი მშობლები ვიყავით ესენი კი ნამდვილი. არავინ გვეკითხებოდა ჩვენ რა გვსურდა. ყველაფერს თავის ჭკუაზე გეგმავდნენ და აკეთებდნენ იქამდე, სანამ ისევ ლექსოს არ ამოუვიდა ყელში და კატეგორიულად აკრძალა საბავშვო ავეჯის ცვლილებები. - დეა მძღოლს ვეტყვი და შინ წაგიყვანს - მითხრა ბატონმა გიორგიმ. - დავრჩები... - დარჩება! - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ქ-ნმა ანამ - მერე ბავშვებს ვინ მიხედავს? - დედაჩემი, ველაპარაკე უკვე... - აჰ, დედამისი მიხედავს თურმე! დედაშენმა ერთი ... - ანა! - შეაწყვეტინა სიტყვა ქმარმა - ახლა ამის დრო არ არის! - წამოდი დეა სანამ გველეშაპმა ისევ დააღო პირი, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ - ჩამჩურჩულა ირაკლიმ და დედამთილზე მანიშნა. ირაკლის არსებობა ერთადერთი შემამსუბუქებელი გარემოებაა ამ ოჯახში. ის ჩემი კლასელია, მართალია სკოლაში დიდად არ ვმეგობრობდით, მაგრამ რაც გავთხოვდი ვითარება შეიცვალა. ის ნამდვილი პრემიერია გველეშაპებისა და ზვიგენების მოგერიების საკითხებში. მართალია მათთან გამკლავება კარგად არც ერთს გამოგვდის, მაგრამ თავის არიდებაში პროფესიონალები გავხდით. დროულად წასვლა ზოგჯერ საუკეთესო გამოსავალია. ახლაც გონივრული იქნება მას გავყვე, მაგრამ ზოგჯერ ადამიანები გონივრული არსებები საერთოდ არ ვართ. განსაკუთრებით მაშინ თუ შეყვარებულები, სასოწარკვეთილები ან გაბრაზებულები ვართ! ახლა კი სამივე ერთად ვარ. - ახლა არა! ოღონდ ახლა არა! - თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობს - ახლა არა! წამოდი, გარეთ გავიდეთ! ბრაზი, ბოღმა და სასოწარკვეთა ერთად მახრჩობს. რაც მთელი ეს წლები ხმა არ ამომიღია თითქოს ახლა ცდილობს ამოხეთქოს, მაგრამ ვჩერდები და მაინც მორჩილად მივყვები ირაკლის. - რამის თქმა გინდა ქალბატონო?! - ისე შემომხედა ქალბატონმა ანამ, თითქოს მიყურებდა და ვერ მხედავდა. ხმას არ ვიღებ ისე ვაგრძელებ გზას. ერთი სიტყვაც რომ ვთქვა, ერთი სიტყვა მაინც, მერე ვეღარაფერი გამაჩერებს. კორიდორი თითქოს ჩემ ჯიბრზე არ სრულდება. ეს არაფრისმთქმელი სახეები, ვერ გაიგებ უხარიათ თუ სწუხან რამეზე. მხოლოდ ეს გულის ამრევი, ცივი და მედიდური მზერა და ჩურჩული, რომელიც ყურს მაინც წვდება. როგორც იქნა კიბეებამდე მივაღწიეთ და ისევ იგივე კითხვები, ესენიღა მაკლდნენ! დაგვიანებული ნათესაობა, მდგომარეობა რომ იციან, მათ აქ ყოფნას აზრი რომ არ აქვს, მაგრამ ეტიკეტი რომ მოითხოვს! ირაკლი ქალბატონ ანასთან ამისამართებთ და თავიდან იცილებს მომდევნო შეკითხვებს. ეზოში გამოვდივართ. კიდევ ერთ ტალღას ვერ გავუძლებ. ირაკლი დაცვას ანიშნებს რეპორტიორები ჩვენამდე არ მოუშვას. - როგორ ხარ დაო? - საიდანღაც ჩემი ძმა და მისი მეგობრები ჩნდებიან. - აქამდე სად იყავი ... - მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად ვგრძნობ რომ, მარტო არ ვარ. პატარა ბავშვივით ვეხუტები. - ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ცოცხალია... *** 10 წლის წინ დეას ოჯახი - რას ნიშნავს ლექსოს გაყვა?! - ვერაფრით ხვდება დეას მამა რა მოხდა უნივერსიტეტში - რა პანიკა ქალო ვის გაატანე ბავშვი?! ნელი დაწვრილებით უყვება ქმარს რა მოხდა. მას ერთი წამითაც არ ეპარება ეჭვი მომხდარის რეალურობაში და ქმარსაც იგივეში არწმუნებს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. დრო გადის, დეა კი არ ჩანს. ტელეფონი უშედეგოდ რეკავს, გამორთვით არ გამოურთავს, ეს უფრო საეჭვო იქნებოდა. თან როცა ტელეფონი გათიშულია ადამიანები ნერვიულობას იწყებენ, როცა არ პასუხობენ მაშინაც ნერვიულობენ, მაგრამ აქ პატარა განსხვავებაა, თან ბრაზობენ და თან ნერვიულობენ. - შენი ბედოვლათი შვილი სადღაა - ასე მოიხსენიებდა ხოლმე ლუკას, დეას ძმას დავითი როცა ბრაზობდა. - შეეშვი იმ ბიჭს ნუ გადავრევთ ახლა. - რა შევეშვა, შენ ნორმალური თუ ხარ! რისთვის ვიდგი წელებზე ფეხი, ერთი უვარგისი და მეორე კიდევ კაცმა არ იცის ვის დასდევს, სად უნდა გამოვყო თავი! - კარგი კაცო კარგი, მაგის დროა ახლა?! - წნევის აპარატი მოიმარჯვა ნელიმ. - ხო, წნევა გაქვს წნევა, წნევა კი არა რა ჩერჩეტიც შენი შვილია, ისეთივე ხარ შენც! - რა გინდა ადამიანო, ჩემი ბრალია რამე?! - აბა ჩემი ბრალია? ბავშვს გაყევი და სახლამდე ვერ მოიყვანე?... *** - ლექსო ჩემებს უნდა ვუთხრა! - ცოტა ხანიც და ეგაა - ლექსოს მაგივრად მიპასუხა საჭესთან მჯდომმა ფორმიანმა მამაკაცმა, რომელსაც მანამდე არ შევხვედრილვარ. ტელეფონი არ ჩერდება, ხან დედა მირეკავს, ხან მამა. წარმოდგენაც არ მინდა რა ხდება ახლა სახლში - მეც განვიცდიდი, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის, მათზე მეტად ჩემი ძმის მეშინია. მისი ფიცხი ხასიათის... როგორ ვფიქრობდი რომ ყველაფერი მარტივად იქნებოდა?! ვიცოდი, რა თქმა უნდა ვიცოდი ინერვიულებდნენ, გაბრაზდებოდნენ, მაგრამ თუ ასეთი რთული იქნებოდა არ მეგონა. თითქმის ორი საათია მივდივართ, ბიჭები ლაზღანდარონენ, ხუმრობენ ხანდახან მეც ვყვები, მაგრამ გულის სიღმეში, ძალიან მეშინია. ყველაფერში ეჭვი მეპარება. უსამართლობად მიმაჩნია მათ, რომ ასე ვექცევი. - ვუპასუხო? - ლექსომ თავი უხმოდ დამიქნია და ბიჭებს უთხრა მუსიკისთვის დაეწიათ. მინდოდა მეპასუხა, მეთქვა რომ არ ენერვიულათ, რომ კარგად ვარ, რომ ვთხოვდებოდი, მაგრამ ვერ შევძელი. ხმა საერთოდ ვერ ამოვიღე, მხოლოდ დედაჩემის ხმა მესმოდა, სად ხარ გოგო, მამაშენი გადარევასაა, სად წახვედი, ასე უნდა... ტელეფონი გავთიშე. ესემესად ავკრიფე ერთი სიტყვა - "ვთხოვდები" და გავაგზავნე. ზარებს ვეღარ ვუმკლავდები, ისედაც შინაგანად რაღაც მღრღნის. ეს ჩემს საქციელს არ გავს, მაგრამ ტელეფონს ვთიშავ. მთავარი სათქმელი ნათქვამი მაქვს - ვთხოვდები. *** - გადადი და ისე მოწიე, გავიგუდე! - ლუკა თავად არ ეწეოდა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ იმდენად იშვიათად ეწეოდა, რომ თითქმის არ ეწეოდა თუ საერთოდ ასეთი ცნება არსებობს. თავისებური ხასიათის ადამიანი იყო, თავისებური მსოფლმხედველებოთ. ერთი შეხედვით ცივი, მტკიცე ხასიათის, მაგრამ მასაც ქონდა სისუსტეები და მათ შორის პირველ ადგილზე მისი ოჯახი იყო. არავის შეეძლო ისე მისი წყობილებიდან გამოყვანა როგორც მათ. განსაკუთრებით დეას თავისი მიამიტური გამოხტომებით. არასდროს ყოფნიდა ნერვები მისთვის დაეღეჭა რა, როგორ და რატომ, მედიატორის ფუნქცია კი ნელის ჰქონდა შეთავსებული და-ძმანს და მამა-შვილებს შორის. ლუკა დეას კარგად იცნობდა, იცოდა რომ ასე მარტივად არ დანებდებოდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მეტი ყურადღება დაეთმო მანამ, სანამ საქართველოს დატოვებდა. დეამ ამ კონტროლის შესახებ არაფერი იცოდა. ვერც წარმოედგინა თუ მუდმივად შეიძლებოდა ვინმეს კუდში ედევნა და მას ვერ შეემჩნია. ლუკა ახლაც ელოდა, როდის გამოვიდოდნენ ნელი და დეა გამოცდიდან. ავტომობილი გზის მეორე მხარეს პარკინგზე გააჩერა. მანქანიდან არ გადმოსულა. მხოლოდ ბავშვობის მეგობარს მიუთითა გადასვლაზე და საზურგეს მიეყრდნო. ციოდა, მაგრამ კამპუსის ეზოში მაინც ბევრ ხალხს მოეყარა თავი. თვითონ უმაღლესი განათლება არ მიუღია, ის კი არა და სკოლაც, ნელიმ და დამრიგებელმა დაამთავრეს მის ნაცვლად. ატესტატის წამოსაღებადაც არ მისულა. მიაჩნდა რომ, ნიშნები ფურცელზე არაფერს ნიშნავდა. თუმცა დეას მუდმივად უკონტროლებდა ამ ნიშნებს. ყოველთვის კურსში იყო სად მიდიოდა, როდის დაბრუნდებოდა, ვისთან მეგობრობდა. შეეძლო მის ცხოვრებაში უცერემონიოდ ჩარეულიყო, ეკარნახა რა უნდა ექნა ან საერთოდ მის მაგივრად გადაეწყვიტა. დეა მიჩვეული იყო, რომ მასთან ათანხმებდა ჩაცმის სტილს, ვარცხნილობას და საერთოდ ყველაფერს. როცა რაღაც განსაკუთრებულად უნდოდა ჯერ დედას სთხოვდა, შემდეგ მამას იყოლიებდა, რომ ერთობლივი ძალით დაერწმუნებინათ, პატარა გადახვევით ყოველდღიური რუტინისგან არაფერი დაშავდებოდა. ლუკას და დავითსაც რაღაცნაირი ურთიერთობა ჰქონდათ. არც მთლად მამა-შვილური, არც მთლად მეგობრული. რაღაცნაირი თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ყველა მას უთანხმებდა რაღაცეებს. მისი თანდასწრებით არავინ კამათობდა, ბოლო სიტყვა მისი იყო, წინააღმდეგობას აზრი არ ქონდა. დავითი ნელის აბრალებდა მის ასეთ ხასიათს. ნელი პირიქით. დეა უბრალოდ შეეგუა რომ, უფროსი ძმა იყო ოჯახში მთავარი. ხანდახან მისი ეშინოდა კიდეც. როცა ბრაზობდა ფიქრობდა, რომ გაიზრდებოდა და მისგან რაც შეიძლება შორს იცხოვრებდა. მაგრამ მეორე წუთში ავიწყდებოდა ბრაზიც, წყენაც და შიშიც. ლუკას ერთ წამში შეეძლო მისი გული მოეგო. ის მუდამ სიურპრიზებით იყო სავსე. კონცერტის ბილეთები მთელი სადაქალოსთვის, პრემიერები, ულიმიტო ბარათები გასართობ ცენტრებში და კიდევ რა აღარ. არავინ იცოდა როგორ აგვარებდა ამ ყველაფერს. მდიდრები არასდროს ყოფილან. არც ღარიბები იყვნენ, მაგრამ ოჯახში მხოლოდ მამა მუშაობდა და მისი ხელფასი რამდენს უნდა ყოფნოდა?! მაშინ ამ საკითხებზე საერთოდ არ ფიქრობდა დეა. მისთვის ეს იყო მოცემულობა და ამ მოცემულობის მიღმა რკინის ფარდა. როცა ლუკას ეკითხებოდა რამეზე საიდანო, ის უბრალოდ იღიმოდა ან იუმორით პასუხობდა. დეამ მის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა. უბრალოდ შინ და გარეთ ყველა პატივს სცემდა და ესეც გადამდებია, მისთვისაც ყველაზე მნიშვენლოვანი მისი სიტყვა იყო, იქამდე სანამ ლექსო არ გამოჩნდა მის ცხოვრებაში. -რაღაც ხდება - მანქანიდან გადმოვიდა ლუკა. უნივერსიტეტის შენობიდან სტუდენტები გამორბოდნენ და იქვე შორიახლოს ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებოდნენ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ლუკამ ტელეფონი მოიმარჯვა დედასთან დასარეკად, როცა საბამ ანიშნა შენები იქით არიანო. - ეს აქ რას აკეთებს?! - თავისთვის ჩაილაპარაკა ლუკამ. - ვინ? - უკან გაედევნა წითელზე მიმავალ მეგობარს საბა. - ის სახლში რომ გამომეცხადა... - ღადაობ?! ლუკას ყურადღება აღარ მიუქცევია საბასთვის, თვალი მოკრა როგორ სხდებოდნენ პოლიციის ავტომობილში დეა და ლექსო. გაანალიზა, რომ ფეხით ვერ დაეწეოდა და ისევ მანქანით დადევნება არჩია. - დაურეკე ნელი დეიდას, გავიგოთ რა ხდება... - ჯერ დავეწიოთ, თავად გვეტყვიან რაც ხდება! ლუკას მეტად აღარაფერი უთქვამს. პოლიციის მანქანას მიყვა, დაინახა როგორ გაჩერდა და მეორე მანქანაში გადასხდნენ დეა, ლექსო და კიდევ ერთი სამოქალაქო ტანსაცმელში. - წერაზეა ეს ! - ჩაილაპარაკა თავისთვის ისე, რომ მათთვის თვალი არ მოუცილებია. *** "ვთხოვდები" - ესემესი გახსნა ნელიმ და თეთრი კაბისა და სიხარულის ნაცვლად, ტრაგედია დაუდგა თვალწინ. როგორ უნდა უთხრას ეს ან ქმარს ან შვილს. მაგრამ ვერ დამალავს. ასეთ რამეს ვერ დამალავს. თავი როგორღაც შეიმაგრა, რომ არ დაცემულიყო. - რა გჭირს ადამიანო რა გითხრა ეგეთი, ფერი აღარ გადევს. ნელიმ ხმის ამოუღებლად გაუწოდა მობილური ქმარს. ნელის ბუნდოვნად ესმოდა გამწარებული ქმრის მუქარა და ლანძღვა-გინება. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რას იზავდა ლუკა, რომ გაიგებდა ამ ამბავს. გული ეკუმშებოდა იმის წარმოდგენაზე, რომ ორივე შვილი შიეძლებოდა ერთ დღეს გაუბედურებოდა. თავი 5 სიკვდილ-სიცოცხლის თამაშები რეალურად ცვლის ადამიანს, თუ უბრალოდ ნიღაბს ხსნის?! *** სირთულეები ოპერაციის დასრულებასთან ერთად არ გამქრალა. ლექსო გადარჩა, დეასთვის მხოლოდ ეს იყო მთავარი. საავადმყოფოს კედლები სარეაბილიტაციო კურსებმა შეცვალეს. ლექსო ხელახლა სწავლობდა ფეხზე დგომას. ინვალიდის სავარძელი რომლითაც დროებით უნდა ესარგებლა შეიძლება სამუდამოც გამხდარიყო. ყველაფერი დროზე და რეაბილიტაციაზე იყო დამოკიდებული. იმედის მომცემ დღეებს სასოწარკვეთა ცვლიდა და პირიქით. ბატონმა გიორგიმ და ქალბატონმა ანამ ააწრიალეს მთელი სამყარო. ამერიკა, ისრაელი, გერმანია, საფრანგეთი... დეასთვის არავის არაფერი უკითხავს ისე გადაწყვიტეს ამერიკა. მათ შორის არც ლექსოს. ერთ საღამოს გამოცხადდა ქ-ნი ანა და შვილს უთხრა: - ისრაელი კარგია, მაგრამ ამერიკას მეტი გამოცდილება აქვს. - კარგი. - დაეთანხმა ლექსოც. სულ ეს იყო. მეტი არაფერზე უსაუბრიათ. ალბათ ფული და გავლენა მართლაც ჯოჯოხეთის უკიდურეს კუნჭულს ანათებს. ერთი კვირა არ დასჭირვებია საჭირო საბუთების გამზადებას და მის ამერიკაში გადაყვანას. დეას არც უფიქრია გაპროტესტება, რომ ქმარს არ მიყვებოდა. მისთვის მთავრი იყო ლექსო ძველ ცხოვრებას დაბრუნებოდა და მის თვალებში სევდის და დეპრესიის ადგილი არ ყოფილიყო, თუმცა გულის სიღრმეში რაღაც შეიცვალა. რა თვითონაც ვერ არქმევდა სახელს, მაგრამ ლექსოს ერთხელ მაინც, რომ ეკითხა ზრდილობის გამო მაინც, მარტივი შეკითხვა დაესვა - შენ რას ფიქრობო - იქნებ ასე არც ყოფილიყო. ლექსოსთვის ინვალიდის ეტლი ნამდვილი სასჯელი იყო და ერთადერთი რაზეც ფიქრობდა მისგან თავის დაღწევა და ფეხზე დადგომა იყო. ფაქტია, რომ ადამიანები ხშირად ვდგავართ რეალობის წინაშე, რომელსაც არ ვიმსახურებთ. დეას მდგომარეობაც სწორედ ასეთი იყო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ არ იცოდა ვისთვის გაეზიარებინა რას გრძნობდა. გამოძიებამ ცხელ კვალზევე დააკავა დამნაშავე. მოტივი დეასთვის უცნობი დარჩა. მისი თანდასწრებით არავინ არაფერს ლაპარაკობდა. თავიდან ცოტა უცნაურად ეჩვენებოდა, მაგრამ მერე ყურადღებას აღარ აქცევდა, მისი პარანოიდი დედამთილი ყველაფერ ცუდს ისედაც მას და მის ოჯახს მიაწერდა, ასე რომ რაღაც მომენტში ელოდებოდა კიდეც, რომ ვინმე გამოჩნდებოდა მათი ოჯახიდან ვინც მის ძმას დააბრალებდა ამ ამბავს. პირდაპირ თუ არა იმას მაინც იტყოდნენ მაგის ხელიც ერევაო. 7 წლის შემდეგ - ადექით, სკოლაში წასვლის დროა, - ტყუპების საძინებელი შეაღო დეამ. - ყავა გაგიკეთე - დიდი ცისფერი თვალები შეანათა შუათანა ქალიშვილმა სამზარეულოში შესულ დედას. - დედას სიცოცხლე - სიყვარულით სავსე მზერით გახედა შვილს და ყავა მოსვა - შენს დას ისევ სძინავს? - არა, უკვე წავიდა. - დღეს ყველანი სკოლიდან პირდაპირ სახლში მოდიხართ. - უთხრა სამზარეულოში შეკრებილ შვილებს. - რა ხდება? - იკითხა ერთ-ერთმა ტყუპისცალმა. - მნიშვნელოვანი ამბავია - ეშმაკურად გაიღიმა დეამ. - მეც სამისთვის სახლში ვიქნები და მერე სადღაც მივდივართ. ახლა კი გაიქეცით, არ დააგვიანოთ. - დე ორი ლარი გაქვს? - გააჩნია რისთვის გჭირდება - გაუღიმა ტყუპისცალს, რომელიც ყოველ დილას ითხოვდა ორ ლარს და სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა რისთვის სჭირდებოდა. - საიდუმლოა - ჩვეულებისამებრ თქვა და მორჩილად დაელოდა ოქროსგულიან მონეტას. - ყველაფერი კარგად იქნება. - უთხრა საკუთარ თავს მარტო დარჩენილმა - მხოლოდ ეს იყო დარჩენილი და ესეც დასრულდა. ბოლო შვიდ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ყველა დაღმართს აღმართი ცვლის. სარკეში თავის თავს გაუღიმა და ფორმა მოირგო. ამ ფორმაში ყველაზე კარგად ითავისებდა განვლილ ცხოვრებას. გზას რომელმაც აქამდე მოიყვანა. გზას, რომელსაც უამრავი ტკივილი ახლდა და ბევრჯერ გახდა უსამართლობის მსხვერპლი, მაგრამ იპოვა ძალა ფარ-ხმალი არ დაეყარა. არა მხოლოდ არ დანებებულიყო, არამედ მისი მსგავსი ადამიანებისთვისაც გამხდარიყო ფარი. მზერა სამხრეებზე აბრჭყვიალებულ ვარსკვლავებზე გადაიტანა. ისევ საკუთარ თავს შეხედა თვალებში და კმაყოფილმა გაიღიმა. - გამარჯობა მე დეა კვარაცხელია ვარ ახლა უკვე პოლიციის მაიორი და ეს ჩემი ისტორიაა. ყველაფერი 7 წლის წინ დაიწყო. მაშინ როცა ჩემი უკვე ყოფილი ქმარი ამერიკაში გაემგზავრა რეაბილიტაციის კურსებისთვის. და თურმე არა მხოლოდ რებილიტაციისთვის. მას სხვა რეაბილიტაციაც სჭირდებოდა. რეაბილიტაცია იმის გამო თუ რისთვის მიიღო ის ოთხი ტყვია, რეაბილიტაცია საკუთარ ოჯახში და რეაბილიტაცია სამსახურში. ახლა კი ყველაფერს თავიდან ბოლომდე მოგიყვებით. თავი 6 ლექსო ამერიკაში ქ-ნ ანასთან ერთად გაემგზავრა. პირველი რამდენიმე კვირა ცარიელი ვიყავი. აბსოლუტურად დაცლილი. ფაქტიურად შებრუნებული დღე-ღამით ვცხოვრობდი. დილას ბავშვები მიმყავდა სკოლასა და ბაღში და მერე ვიძინებდი რამდენიმე საათი. დროის განსხვავება ჩვენსა და ამერიკას შორის სხვაგვარად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევდა. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ დაბრუნების შემდეგ აღარსად გავუშვებდი მარტო. მხოლოდ ნათია იყო ერთადერთი ადამიანი ვინც მოდიოდა და მამხნევებდა, დედაჩემი კი ტვინს მიბურღავდა: - ასე არ შეიძლება შვილო, ამოღამებული გაქვს თვალები. ჩამოვა ის შენი ქმარი და ადამიანი უნდა დახვდე. ნუთუ დედაჩემიც ვეღარ ხედავდა ჩემში ადამიანს?! არა ეს სიგიჟე იყო. მე ისევ ის ვიყავი. ოღონდ ცოტა გამხდარი და ცოტა ჩაშავებული თვალებით. არაფერი განსაკუთრებული. როგორც ყველა დედა ისიც აჭარბებდა. ნათიაც მეუბნებოდა ხოლმე ახლა უძლებ, მაგრამ ეს ღამის თევა ასაკში დაგიჯდება ძვირადო. მაგრამ ამას ისე სხვათაშორის მეუბნებოდა, ისე რომ ცეცხლზე ნავთი არ დაესხა, ან არ ეწყენინებინა ჩემთვის. სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა ლექსოს ამერიკაში ყოფნა, მაგრამ ეს თვეები საუკუნეებად გაიწელა. რაც მთავარია ფეხზე დადგა. მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა და კვლავინდებურად უკიაფებდა თვალებში ის სხივი, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. რომ მეგონა ყველაფერი უკან დარჩა ყველაზე დიდი კოშმარი აეროპორტიდან დაიწყო. იქ ერთი ქალი იყო, რომელიც ქ-ნ ანას ესაუბრებოდა. კარგად არ გამიგია რაზე საუბრობდნენ, მაგრამ არ მესიამოვნა, რომ ჩემი მისვლისთანავე გაჩერდა და აშკარად სხვა თემაზე გადავიდა. იქ კიდევ იყო ვიღაც, ვინც შორიდან ამრეზით მიყურებდა და აშკარად ჩემს გასაგონად თქვა - "რას დამსგავსებია ეს უბედური". გულზე მომხვდა იმდენად, რომ მინდოდა თმებისგან იქვე გამეცალა, მაგრამ თავშეკავება და გაჩუმება ჩვევად მქონდა ქცეული. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომდევნო ორი წელი სიცოცხლეს გამიმწარებდა გონებაში ჩაბეჭდილი ეს სიტყვები. ლექსოს დაბრუნებამ ჩემს ცხოვრებას ხალისი დაუბრუნა. მისი დანახვისთანავე დამავიწყდა ის ქალიც, რომელიც ჩემი მისვლისთანავე გაჩუმდა და ისიც, რომელიღაც ყვავი ჩხიკვის მამიდა ნათესავმა, რომ თქვა "რას დამსგავსებია ეს უბედურიო". ბავშვების სიხარულსაც საზღვარი არ ჰქონდა და არც ლექსოს ბედნიერებას მათი დანახვისას. ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ლექსო სამსახურს დაუბრუნდა, მე - ცხოვრების ჩვეულ გრაფიკს. გამიგია, რომ რუტინული დღეები ბევრისთვის არის დამღლელი და სტრესული, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სტაბილურობის განცდა. განცდა, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო და მეტის ამბიცია არც არასდროს მქონია. ჩემი ცხოვრება ჩემი ქმარი და შვილები იყვნენ და მე ამით ბედნიერი ვიყავი. ჩემს თავს აქ, მათ გვერდით ვხედავდი და არასდროს მდომებია სხვა რამ. მათ შორის არც სწავლის გაგრძელება, ან სამსახური. ჩემთვის თვითრეალიზაცია ჩემი ოჯახი იყო. ის რუტინული დიასახლისის ცხოვრება, რაც ასე ბევრისთვის გახდა მიუღებელი. თანამედროვე ცხოვრებაში ხომ ყოველდღიურად მოუწოდებენ ქალებს გენდერული თანასწორობისა და ფინანსური დამოუკიდებლობისკენ, ჩემთვის ესეც პროპაგანდის ნაწილი იყო, რომელიც ოჯახის ინსტიტუტის ნგრევას ემსახურებოდა. ეჭვიანი არასდროს ვყოფილვარ, ან შეიძლება ვიყავი კიდეც, მაგრამ მას საკუთარ თავზე მეტად ვენდობოდი და ამიტომ არ მიეჭვიანია. არასდროს მიფიქრია, რომ მეც ერთ დღეს სრულიად სხვა რეალობაში გავიღვიძებდი, ისეთში რომელშიც ათასობით ქალი იღვიძებს ჩვენ გარშემო, მაგრამ მათ ვერ ვამჩნევთ. ვერ ვხედავთ რამდენად სტკივათ ან როგორი დამსხვრეულები არიან. მოღუშულები, გაუფერულებულები და დინებას მიყოლილნი. ერთი დღის წინ ვინმეს რომ ეთქვა მსგავსი ბედი გელისო არათუ არ დავიჯერებდი დავცინებდი კიდეც. ყველაზე კოშმარულ ფიქრებშიც კი არ დამიშვია ღალატი. მაშინაც კი როცა ჩემი ყურით მოვისმინე მწარე სიმართლე მეგონა, რომ ცდებოდნენ. გამწარებული დედა იყო ისიც და რაღაცას იგონებდა. მაგრამ, რაც უნდა ვცადოთ ვუარვყოთ რეალობა ის ამით არ იცვლება. ბედის ირონიის ამბავია ესეც. სწორედ მაშინ, როცა ყველაფერი დალაგდა, როცა თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი, ყველაზე ბედნიერი ქალი მეგონა, დღე როცა გავიგე, რომ მეხუთე შვილზე ვიყავი ორსულად კოშმარად მექცა. დაუგეგმავი ორსულობა იყო. რაღაც ცვლილებები კი შევნიშნე, მაგრამ ოთხი შვილის დედას თუ ორსულობა გამომეპარებოდა ვერაფრით ვიფიქრებდი. თურმე ასეც შეიძლება მოხდეს და ორსულობის სტანდარტული ნიშნები მოგვიანებით 4-6 კვირის პერიოდში გამოვლინდეს. გინეკოლოგთან რომ მივედი უკვე ორი თვის ორსული ვიყავი. მოსაცდელში ვიჯექი და სტანდარტულ პროცედურას გავდიოდი, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას ზეპირად ვიცოდი. ყურებამდე გაღიმებული ჩავყურებდი ტელეფონს და ვერ გადაეწყვიტა მიმეწერა, დამერეკა თუ საღამოს მის დაბრუნებას დავლოდებოდი და ისე მეთქვა. ალბათ ყველას გქონიათ ეს შეგრძნება როცა გინდათ ვინმეს სიხარული გაუზიაროთ და ვერ გადაწყვიტეთ პირველი ვინ იქნება. მე ნათიას დავურეკე. ვერ ვიტყვი არ გახარებია მეთქი, მაგრამ იყო რაღაც უცნაური მის ნათქვამში. რომ ჩავეკითხე თითქოს გადააკეთა აზრი, ძლივს წამოზარდე ბავშვები და ისევ იგივე არ გაგიჭირდებაო?! რა თქმა უდნა არა! ამაზე მეტი საჩუქარი რა უნდა იყოს ცხოვრებისგან. კიდევ ერთი პატარა სიცოცხლე შეემატება ჩემს ცხოვრებას. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. იმდენად, რომ არც შემიმჩნევია ჩემს გვერდით როდის დაჯდა ორი ქალბატონი. ერთი უკვე ასაკში შესული, მეორე დაახლოებით ჩემი ტოლი. ტელეფონი გავთიშე და ისევ ეკრანს დავხედე. წლებია უკვე ეკრანის ფონად ოჯახური ფოტო მაქვს. მე, ლექსო, ტყუპები და გოგონები. ნეტავ გოგო ხარ თუ ბიჭი?! ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ჩემს გვერდით მჯდომმა ასაკიანმა ქალბატონმა ტელეფონზე უხეშად მიბიძგა და ცივად მკითხა: - ამ არაკაცის ცოლი ხარ? - დედა! - ახალგაზრდა ქალმა სცადა გაეჩერებინა ასაკიანი ქალბატონი. - უკაცრავად? - დაბნეულობისგან მეტი ვერაფერი ვიკითხე. - ამ არაკაცის ცოლი ხარმეთქი? - გამიმეორა კითხვა ქალბატონმა, რომელსაც ახლა შევამჩნიე, რომ შავი ეცვა. - ჩემი ოჯახის განადგურება არ შეგრჩებათ ღმერთი მაღალია! - დედა - ისევ მხარზე მოქაჩა შვილმა. - სამშობიაროში ვართ, სირცხვილია. - ის არ არის სირცხვილი შენი უდანაშაულო ძმა, რომ ციხეში გაუშვა ამ არაკაცმა თუ ის, რომ მამაშენი ნერვიულობას გადაყვა. ამათ უნდა სცხვენოდეთ და არა მე. იმ დღეს გავიგე, რომ ჩემი ქმრის სწარაფად მზარდი კარიერა საერთოდ არ იყო ღვთის საჩუქარი. ამერიკული გამოთქმაა ასეთი ყველას ყავს თავისი ჩონჩხი კარადაში. საავადმყოფოდან პირდაპირ ნათიასთან წავედი. რა თქმა უნდა დაჯერება არ მინდოდა. როგორი წარმოსადგენია, რომ ჩემმა ქმარმა მხოლოდ იმიტომ გაუშვა ციხეში უდანაშაულო ადამიანი, რომ საყვარელმა სთხოვა. ღმერთო რა სიგიჟეა. რა საყვარელი. ქალის ფსიქოლოგია მაინც რა არის. უდანაშაულო ადამიანი ციხეში მოხვდა და მე მხოლოდ საყვარელი მიტრიალებს თავში. ზუსტად ხუთი წლის წინ, მაშინ როცა ტყუპებზე ვიყავი ორსულად ჩემს ქმარს საყვარელი ყავდა. ნათია უსიტყვოდ უსმენდა ჩემს სასოწარკვეთილ ქვითინს. ზოგჯერ მამხნევებდა, ზოგჯერ მახსენებდა, რომ ჩემს მგომარეობაში ნერვებისთვის აყოლა ბავშვისთვის იქნებოდა საზიანო, მაგრამ არაფერი მესმოდა. იქამდე ვტიროდი ვიდრე ამის ძალა მქონდა. შემდეგ ჩამეძინა. იმ დღეს ბავშვები დედაჩემმა გამოიყვანა სკოლიდან და ლექსოს დაბრუნებამდე დარჩა. მე არც მიფიქრია როგორი დასასრული ექნებოდა იმ დღეს. ნათიამ მიწერა დედაჩემს, რომ მასთან ვიყავი და არ ენერვიულათ. გამოღვიძება უფრო საშინელი აღმოჩნდა ვიდრე განვლილი დღე. გახსენება, რომ ჩემი ცხოვრება აღარასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც მანამდე და უპასუხო შეკითხვა - რატომ?! როგორ გადაწყვეტილებას იღებენ ასეთ დროს თავმოყვარე ქალები?! ალბათ ჩხუბობენ, ყვირიან, ამსხვრევენ ან უსიტყვოდ მიდიან ან უშვებენ საკუთარი ცხოვრებიდან, ან არ ვიცი როგორ გამოხატავენ, მაგრამ არ ეგუებიან, არ რჩებიან, არ პატიობენ იმ იმედით, რომ რაც იყო წარსულში დარჩა და აღარ განმეორდება. არ ვიცი შეიძლება მეორე, მესამე და მეათასე შანსს აძლევენ, როგორც მაგალითად დედაჩემი. მამა იქამდე ღალატობდა სანამ ჩემი ძმა არ წამოიზარდა და ყველას ადგილი არ მიუჩინა ოჯახში. გასაკვირია არა?! ესეც კი ჩემი ძმის მოსაგვარებელი გახდა და ამის მერე მამაჩემს კიდევ შეუძლია ბრტყელ-ბრტყელად საუბარი და მორალის კითხვა. დედაჩემის პირველი რეაქცია ასეთი იყო: - შვილო მაინც და მაინც შენი ძმის ყურამდე ნუ მიიტან ამ ამბავს ისე მოგვარდი შენს ქმართან. - რჩევაც ასეთი უნდა. მე თუ მტკივა არაუშავს, მთავარია ჩემი ძმის ყურამდე არ მივიდეს. მეც არ მინდოდა მის ყურამდე რამე მისულიყო. ის და ლექსო არასდროს ყოფილან ახლოს და იმ ურთიერთობის გაფუჭებაც არ მინდოდა რაც ქონდათ, თუ ამას ურთიერთობა ერქვა. რაც უნდა ყოფილიყო ის მაინც ჩემი ქმარი და ჩემი შვილების მამა იყო. სახლში მეორე დღეს დავბრუნდი. დღემდე არ ვიცი ნათიამ მოახსენა ლექსოს თუ დედაჩემმა, მაგრამ მან უკვე დეტალურად იცოდა წინა დღის ამბავი. საუბარი დიდხანს გაგვიგრძელდა. მე მხოლოდ სიმართლის მოსმენა მინდოდა და დაპირება, რომ მსგავსი არაფერი განმეორდებოდა. იმდენად მიყვარდა, რომ სრულიად ბრმა და ყრუ ვიყავი, ვფიქრობდი თუ ვაპატიებდი მიხვდებოდა რამდენად მიყვარდა და აღარ დაუშვებდა მსგავს შეცდომას. იმდენად მიყვარდა, რომ საკუთარი მე დაკარგული მყავდა და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. ამიტომაც წყალწაღებულივით ჩავეჭიდე ხავსს. ჩემი მშობლების ისტორიას, ნათიას გამოცდილებას ოჯახის არ დანგრევის. კაცია ეპატიებას - მახინჯ პრაქტიკას. იმედს, რომ ყველაფრის მოგვარებას და ურთიერთობის დალაგებას შევძლებდით. ვაპატიე, მაგრამ ჩემში მაინც შეიცვალა რაღაც. არ ვიცი ჰორმონების ბრალია, რომ ასეთი ემოციური და მელანქოლიკი გავხდი თუ სხვა რამის, მაგრამ ხასიათი შემეცვალა. სულ მოწყენლი ვიყავი და იშვიათად მიხაროდა რამე. ხშირად ვფიქრობდი ლექსოს ნაამბობზე. ადამიანი რომელმაც მისი სიცოცხლე კინაღამ შეიწირა თან მძულდა და თან მეცოდებოდა. ლექსო მიმტკიცებდა, რომ ის ქალი მისი საყვარელი არ ყოფილა და მხოლოდ საქმის გახსნისთვის იყო საჭირო მასთან ურთიერთიბა და მეც დავუჯერე, მაგრამ დრო და დრო ეჭვები მაინც მიტევდა. ამ ამბიდან თვეზე მეტი იყო გასული ისევ, რომ შევხვდი იმ დედა შვილს. ისევ კონსულტაციაზე ვიყავი მისული და ლექსოც მახლდა. მხოლოდ რამდენიმე წუთი დააგვიანა სანამ ეზოში მანქანას დააპარკინგებდა. ფეხით სიარული დამეზარა და ცენტრალურ შესასვლელთან დამტოვა. გაყინული ვუყურებდი იმ ქალს და ხელახლა იშვა პირი გულის იარამაც. თვალები ცრემლებით მქონდა დაბინდული, მაგრამ მაინც ვხედავდი როგორ გაიღო კარი და ლექსო და დედა-შვილი პირისპირ აღმოჩნდენენ. მახსოვს, რომ მთელი ხმით უყვიროდა ის ქალი ლექსოს მკვლელს, არაკაცს და კიდევ რას არ ეძახდა, თან წყევლიდა და დასარტმელადაც იწევდა. შვილი და დაცვა ამაოდ ცდილობდა მის გაკავებას. ბოლოს რაც მახსოვს ჰაერი აღარ მყოფნიდა. ვგრძნოდი, როგორ მეცლებოდა ძალა ფეხებში. მუცლის არეში გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობდი. მინდოდა დახმარება მეთხოვა, მაგარამ მხოლოდ გონება კიოდა. სადღაც შორიდან ამ ქალის წყევლა ჩამესმოდა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი, მაგრამ მეგონა, რომ ყველა მისი სიტყვა ახდებოდა. ბოლოს ტკივილმა საბოლოოდ დაბინდა გონება და გონს რომ მოვედი პალატაში ვიწექი. ნარკოტიკებით ვიყავი გაბრუებული. გადასხმის აპარატი მედგა და ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. იმ დღეს ჩემი პატარა ანგელოზი დავკარგე, ასევე გავიგე, რომ ვეღარასდროს შევძლებდი შვილის გაჩენას. - ყველაფერი ჩემი ბრალია - თავს იდანაშაულებდა ლექსო - მაგრამ ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით. მთავრია რომ შენ კარგად ხარ. - დედა, აწი ნერვიულობით ვერაფერს უშველი, ქმარ-შვილს მიხედე და ცხოვრება განაგრძე - ამბობდა დედაჩემი. - კარგი რა ოთხი შვილი გყავს ღმერთს მადლობა უთხარი, ზოგს ერთიც არ ყავს და მაინც აგრძლებს ცხოვრებას. - მამშვიდებდა ნათია. - მეხუთეზე იყო ორსულად?! - შეიცხადა ქ-ნმა ანამ. - ამ საუკუნეში საშვილოსნოს გადანერგვაც კი შეიძლება - მითხრა ჩემმა ძმამ - ჯერ ფეხზე დადექი და მოვაგვარებთ ყველა პრობლემას. თუ გენდომება კიდევ შეძლებ იყოლიო შვილები. იმ ღამეს უცნაური სიზმარი მესიზმრა ერთ მხარეს მე ვიდექი, მეორე მხარეს ლექსო და ბავშვები. გვერდით ჩემი ძმა მედგა. შორიდან პატარა გოგონას ძახილი გავიგონე - დედა, დედა, აქ ვარ, დედა ვერ მხედავ? დავინახე. მამასავით ქერა თმა ჰქონდა და ზღვასავით ლურჯი თვალები. მინდოდა ხელში ამიყვანა და გულში ჩამეკრა. აი ისე როგორც უსაზღვროდ მონატრებულ ადამიანებს ვეხუტებით ხოლმე. ხელი გავუწოდე, მაგრამ რაც უფრო ახლოს მივდიოდი უფრო მშორდებოდა. - წასვლის დროა - შემაჩერა ჩემმა ძმამ - უკვე ძალიან შორს ვართ. უკან მოვიხედე. ლექსო და ბავშვები უკან დარჩენილიყვნენ. - ისინი რატომ არ მოდიან? - გავიკვირვე მე. - ყველაფერს თავისი დრო აქვს - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ლუკამ და მხრებზე მომხვია ხელი - დაბრუნების დროა. ტკივილმა გამომაღვიძა. საწოლი მთლიანად სისხლში იყო. სისხლდენა დამეწყო. რომ არ გამღვიძებოდა ალბათ დილას გარდაცვლილს ნახავდნენ შერვაშიძეების რძალს და მერე სად უნდა გამოეყოთ თავი სირცხვილით. თავი 7 დაცემის ეპოქა, მალევე შეცვალა ტკივილის ეპოქამ. საავადმყოფოდან მესამე დღეს გამომწერეს. ფიზიკურად დასუსტებული და სულიერად განადგურებული. ბავშვის დაკარგვამ საერთოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. იმედმა, რომ ყველაფერი დალაგდებოდა ჩვენს ცხოვრებაში მასთან ერთად დამტოვა. ლანდად ვიქეცი. დილას ინერციით ვდგებოდი, რომ ბავშვებისთვის ყურადღება მიმექცია. მთელ დღეებს დივანზე ვატარებდი და იმის თავიც არ მქონდა ჩემი ნაჭამი თეფში გამეტანა საზარეულოში. ყოველ დღე მოდიოდა დედაჩემი, ალაგებდა სახლს და ამზადებდა საჭმელს. ბავშვებსაც ის აქცევდა ყურადღებას. მე თითქოს აღარ ვარსებობდი. სადღაც შორიდან ვუყურებდი, როგორ იზრდებოდნენ ჩემი შვილები. როგორ ზრუნავდა დედაჩემი მათზე და როგორ უხაროდათ ბავშვებს მამა თუ ადრე დაბრუნდებოდა და მათთან სათამაშოდ მოიცლიდა. „- ალბათ ასეთი იქნება მათი ცხოვრება ჩემს შემდეგ“ გავიფიქრე ერთ დღესაც და ამის შემდეგ ხშირად ვფიქრობდი სიკვდილზე. როგორც ქალი ისედაც განადგურებული ვიყავი. შვილის გაჩენაც კი აღარ შემეძლო. ქმარი მაშინაც კი მღალატობდა, როცა თავს სრულფასოვან ქალად ვგრძნობდი და ახალა რა იქნებოდა?! ფიქრები მჭამდნენ. ისევ გამახსენდა ყვავი ჩხიკვის მამიდა აეროპორტიდან და მისი სიტყვები „ რას დამსგავსებია ეს უბედური“. სარკეში ჩავიხედე, იქიდან მართლაც ვიღაც უბედური მიყურებდა. ჩაშავებული უპეებით, ჩაცვენილი ყვრიმალებით და ჩამქრალი თვალებით. პირზე ცივი წყალი შევისხი, ზოგჯერ ეს მშველოდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად არ გაჭრა. აუტანელი სურვილი მქონდა მომკვდარიყავი. აკვიატებული იდეასავით გამიჯდა გონებაში. ათასი გზა მაინც მაქვს წარმოდგენილი თუ როგორ ვკვდები, როგორია პანაშვიდები და დაკრძალვის ცერემონია. რამდენჯერ მყავს გამოტოვებული საკუთარი თავი ღმერთმა იცის, მაგრამ მოქმედებას ვერ ვბედავდი. ჩემი შვილების წარმოდგენაზე ჩემს თავს ვეუბნებოდი: - არა დეა მათ ვერ უღალატებ, მათ სჭირდები. თუმცა ეს მხოლოდ სიტყვები იყო საკუთარი სიმხდალის გადასაფარად. ვერ ვხედავდი, რომ ვინმეს ვჭირდებოდი, ვერ ვგრძნობდი. ერთადერთი ფუნქცია მქონდა და ისიც დავკარგე. თავს ვეღარც ქალად აღვიქვამდი, ვეღარც დედად, ვერც დიასახლისად და ვერც ცოლად. ვინ ვიყავი?! ტვირთი მათ ცხოვრებაში ნაძალადევი ღიმილით და მოკლე-მოკლე ფრაზებით. ასე მიილია თითქმის სამი თვე. დრო მიდიოდა, მაგრამ ჩემთვის არა. რამდენიმე ფრაგმენტი ჰქონდა გონებას ჩაბეჭდილი და თავს ვერ აღწევდა. „რას დამსგავსებია ეს უბედური“, „საყვარელს შეუსრულა თხოვნა“, „საშვილოსნოს გამოფხეკა მოგვიწია, არ ამოგვიკვეთავს, მაგრამ შვილს ვეღარ გააჩენთ“... ყველა ჯერზე ყველა განცდა მეორდებოდა და თავს ვერაფრით ვაღწევდი. ლაპარაკს თითქმის გადავეჩვიე. საკუთარ თავზე და გრძნობებზე კი არა, საერთოდ აღარაფერზე ვლაპარაკობდი. დარდმა დამამუნჯა. თავიდან მაღიზიანებდა ის სიბრალულის გამოვლინება, რასაც ჩემი ოჯახისგან და ლექსოსგან ვგრძნობდი. შემდეგ ამასაც შევეგუე. ხალხთან ვცდილობდი თავი დამეჭირა, გამეღიმა, ისე მოვქცეულიყავი თითქოს ვუმკლავდებოდი სირთულეებს, მაგრამ შინაგანად?! ყოველი ახალი დღე მტკიოდა. ყოველი ახალი დღე მაშორებდა იმ დროს, როცა ბედნიერი ვიყავი. წარსული აწმყოს მართმევდა და მე არაფრის გაკეთება შემეძლო. ყოველ დღე ვკვდებოდი ამ განცდებით და ამ ჯოჯოხეთს დასასრული არ ჰქონდა. მერე ისევ ჩემი ძმა მოვიდა. ჩემთან არა, ლექსოსთან. ცოტა ხანი ისაუბრეს. არ მესმოდა რაზე საუბრობდნენ, მაგრამ ლექსოს სახეზე ვკითხულობდი დიდად აღფრთოვანებული არ იყო საუბრის შინაარსით. მათ ყოველთვის ხანმოკლე საუბრები ჰქონდათ ხოლმე. ლუკა იტყოდა რაღაცას და ლექსო გინდა არ გინდა ეთანხმებოდა. ხანდახან მეგონა, რომ შეგნებულად აკეთებდა ამას. როგორ შეიძლება ადამიანი სულ მართალი იყოს?! ის სწორედ ამას აკეთებდა და ყოველ ჯერზე ლექსოს აიძულებდა დათანხმებოდა მარტივი შეკითხვით - ხომ მართალი ვარ? ზოგჯერ მეც კი მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ სულ მართალი იყო. მეორე უკიდურესობა კი შეკითხვის ის ფორმები იყო კი ან არა, რომ უნდა ეპასუხა. აი სულ ეს იყო მათი ათ წლიანი ურთიერთობა. ხანდახან მეგონა, რომ ერთმანეთი სძულდათ კიდეც. ხანდახან ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ვერ უგებდნენ ერთმანეთს. ლუკა რთული ადამიანი იყო ყოველთვის. ლექსოს რთული პროფესია ჰქონდა. დედამიწაზე მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, რა თქმა უნდა ყველა ვერ გაუგებს ერთმანეთს. ჩემთვის მთავარი იყო არცერთი გადადიოდა ზღვარს. ლუკა ჩვენ ცხოვრებაში არ ერეოდა, ლექსო მისაში. გველის ნაკბენივით შემახსენა თავი მისმა სიტყვებმა - „შენ აკეთებ არჩევანს, შედეგებსაც შენ მოიმკი. ერთი ცხოვრება გაქვს და იმასაც კარგავ“. ეს იმ დღე მითხრა გამოცდიდან, რომ გავიპარე. სტეფანწმინდაში ვიყავით, საჭესთან ვინც იჯდა მასთან ოჯახში მივდიოდით. თითქმის მისულები ვიყავით, რომ უკან მომავალმა მანქანამ გადაგვასწრო და გზა გადაგვიკეტა. ძარღვებში სისხლი მომენტალურად გამეყინა. გულის ცემაც კი გაჩერდა რაღაც მომენტში. მეგონა მოვკვდებოდი. აქამდე თუ ვერ ვხვდებოდი ჩემი ძმის მეშინოდა თუ ხათრი მქონდა, ახლა ზუსტად ვიცოდი, რომ მეშინოდა. ლექსოსთვის ყურადღება არც მიუქცევია, იმ ორს ზევიდან გადახედა და ხელით მანიშნა მოდი აქო. მხოლოდ თვალები კი არა მთელი სხეული აფრქვევდა მრისხანებას. მეგონა, რომ მივახლოვებოდი დავიწვებოდი კიდეც. თითქოს მათი ლაპარაკი იქამდე არ ესმოდა, სანამ ლექსომ ჩემს მაგივრად არ უპასუხა - არ მოვაო. მეგონა ცა და ქვეყანა გაერთიანდებოდა. ლუკამ ზევიდან გადახედა ლექსოს, ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და ლექსომ რეაგირებაც ვერ მოასწრო ისე მოხვდა ლუკას თავი სახეში. არ ვიცი ის დღე როგორ დასრულდებოდა, რომ არა საპატრულო პოლიცია. ლექსოს გატეხილი ცხვირიდან ნიაღვარივით მოედინებოდა სისხლი. საპატრულო ეკიპაჟმა სასწრაფო და დამხმარე ძალა გამოიძახა. ლექსოს რა თქმა უნდა არ უჩივლია, მაგრამ ერთ თვიანი განრიდება მაინც დაუწერეს ჩემს ძმას. მე რა გავაკეთე?! არაფერი. ორ ადამიანს შორის გავიხლიჩე და ისინი საუბრობდნენ ჩემს ნაცვლად. - რა იგულისხმე მაშინ? - ვკითხე დავიმარტოხელე თუ არა. - როცა მითხარი ერთი ცხოვრება გაქვს და იმასაც კარგავო. - ეგ კიდევ გახსოვს? - ისე გადმომხედა, როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე, როცა რამე სისულელეს ვიტყოდი. - მახსოვს... - ჩავილაპარაკე უხალისოდ. - დაივიწყე! ახლა ეს მხოლოდ ხელს შეგიშლის. - ბევრი რამე მახსენდება ხოლმე და ფიქრებს ვერაფერს ვუხერხებ... - წარსული უნდა გაუშვა. - ისეთი ტონით მითხრა თითქოს მეუბნებოდა, რომ ყველა კარი უნდა დამეკეტა და ფანჯარა ამომექოლა. ლუკას ვიზიტიდან რამდენიმე დღეში აიღო ლექსომ შვებულებით რამდენიმე დღე და აბასთუმანში წავედით. პენსიონერული დასვენება არასდროს მიყვარდა, მაგრამ ახლა ეს ჩემთვის მისწრება იყო. სუფთა ჰაერი და სიწყნარე. ადგილი სადაც არავის ვიცნობდი, არავინ მეკითხებოდა პირადი ცხოვრების დეტალებს და რაც მთავარია არავის ვებრალებოდი იმის გამო რაც შემემთხვა. თითქოს გაჩნდა შანსი ცხოვრების ხელახლა დაწყების. თითქოს არა, ეს რეალურადაც იყო შანსი, მაგრამ ლექსომ ამის გამოყენება არ ისურვა. ან რატომ უნდა ესურვებინა. ის მიხვდა რომ, რაც უნდა გაეკეთებინა, სადაც უნდა წასულიყო და რამდენი ხანიც უნდა დარჩენილიყო დასაბრუნებელი გზა ჰქონდა. მას ჩვევად ჰქონდა, როცა ტელეფონზე საუბრობდა ყოველთვის გვერდით გადიოდა. ამ ჩვევას პროფესიულ ეთიკას აბრალებდა. ამიტომ ვერ მიხვდებოდი როდის იყო პირადი ზარი და როდის მართლა სამსახურეობრივი. აბასთუმანშივე შევნიშნე, რომ ზოგიერთ ზარზე განსაკუთრებულად იძაბებოდა. მაგრამ ამბობდა, რომ პრობლემები სამსახურში იყო და მე ამაზე არ უნდა მენერვიულა. კი, პრობლემები სამსახურშიც იყო. ინფორმატორი ქალი, რომლის ჩვენებითაც წლების წინ ის ბიჭი ციხეში გაისტუმრეს (და რომელმაც ოთხი ტყვია ესროლა შემდეგ) ახლა ლექსოს აშანტაჟებდა. მისი მორიგი საყვარელი ნარკოტიკების შენახვისთვის დაუკავებიათ და ლექსოს სთხოვდა სიჩუმის სანაცვლოდ დახმარებას. მას რა თქმა უნდა არაფერი უთქვამს ჩემთვის, არადა შეეძლო მოეყოლა. უფრო სწორედ, რომ მოეყოლა შეძლება ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, რადგან ეს შხამის კიდევ ერთი წვეთი აღმოჩნდა ჩემს ფიალაში. ვერ ვიტყვი, რომ გარემოს შეცვლა დამეხმარა, მაგრამ სახლში დაბრუნება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა, თუმცა ეს სირთულე მხოლოდ ჩემში ცხოვრობდა. აღარ მინდოდა დედაჩემისთვის სანერვიულო დამემატებინა. ლუკა ბოლო დროს უფრო სიტყვა ძვირი გახდა, ვიდრე მანამდე. მეჩვენებოდა, რომ რასაც ამბობდა ყველაფერი ორაზროვნული იყო თუ ლექსო ოთახში იმყოფებოდა. ვფიქრობდი, რომ ისიც ლექსოს აბრალებდა რაც მოხდა და აღარ მინდოდა მეტად დამემძიმებინა ურთიერთობა. ჩემი ქმარი ჯერ კიდევ მიყვარდა და გულს მტკენდა ეს ყველაფერი. რაღაც მომენტში მეც ვაბრალებდი, მაგრამ ეს მხოლოდ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში და მალევე სრულდებოდა. ჩემთვის მისი გაღიმებაც საკმარისი იყო. ერთი თბილი სიტყვა მავიწყებდა განვლილი დღის კოშმარულ ფიქრებს. ყველასთვის გაგრძელდა ცხოვრება. ნათიაც კი ცდილობდა მძიმე თემებზე არ ელაპარაკა. ის ნამდვილი მეგობარი იყო. ადამიანი ვისაც უსიტყვოდ შეეძლო გაეგო ჩემთვის, მაგრამ მასაც ჰქონდა თავისი სისუსტეები. მაგალითად დედაჩემთან მოეყოლა რასაც ვეტყოდი. ამიტომ მასაც აღარ ვუყვებოდი არაფერს. ვერ გავაანალიზე როდის დავრჩი მარტო, როცა ლაპარაკი შევწყვიტე თუ, როცა ხავსს მოვეჭიდე. ახალ წელს ტრადიციულად ლექსოს მშობლების სახლში შევხვდით. ბებია ეთერი უკვე ღრმადმოხუცებული იყო და მეხსიერება ღალატობდა. ზოგჯერ რაღაც ისეთებს ამბობდა, რაც მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო, ზოგჯერ კი იმასაც რაც არ უნდა ეთქვა. იმ დღეს ის თქვა რაც არ უნდა ეთქვა. ლექსოს უთხრა: - ისევ დედაშენმა მოგიგვარა პრობლემა, ეკამ აბორტი გაიკეთაო. მახსოვს ლექსოს გაოგნებული და ამავდროულად გაბრაზებული სახე. ეკა მისი მორიგი საყვარელი აღმოჩნდა ამერიკული არდადეგებიდან. აი თურმე რაზე საუბრობდნენ აეროპორტში ქ-ნი ანა და ის ქალი მაშინვე თვალწინ დამიდგა ის მომენტი. აქედან დაიწყო ჩემი ახალი პათოლოგია, რომელსაც ეჭვიანობა ერქვა. იმის მაგივრად, რომ იმ ყველაფრის მერე, რაც გადავიტანე რაციონალური გადაწყვეტილება მიმეღო, მე ისევ ოჯახის შენარჩუნებაზე ვფიქრობდი. ეკა მისი ექთანი იყო რომელიც, მასთან ცხოვრობდა ამერიკაში ყოფნის პერიოდში. ქ-ნი ანა შვილს როგორ დატოვებდა მორიგე ექთნების იმედზე. ჩასვლისთანავე დაიქირავა გოგო, რომელიც ყურადღებას მიაქცევდა. ბედის კიდევ ერთი ირონია. ქალს, რომელსაც ყოველ დღე ვესაუბრებოდი ღამეებს ჩემს ქმართან ატარებდა და დილით ჩემს მადლობებს ისმენდა. საკუთარი მიამიტობაც მძულდა და ის ქალიც, მაგრამ არა ჩემი ქმარი. კიდევ ერთხელ დავხუჭე თვალი და ცხოვრება გავაგრძელე. მაგრამ ამ ცხოვრებაში გაჩნდა სკანდალები, ეჭვიანობის სცენები და დაუსრულებელი ცრემლები. არასრულფასოვნების კომპლექსმა ჩამითრია. ფსკერზე ისე აღმოვჩნდი გააზრებაც ვერ მოვასწარი. ერთ დროს ლაღი, მხიარული ადამიანი დეპრესიულ, ისტერიულ, ნევროზულ მანიაკად ვიქეცი. თუმცა ეს ყველაფერი არ ტოვებდა ჩვენი სახლის კედლებს. ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან მაინც. ალბათ მაშინ შევცდი პირველი, რომ ვაპატიე, რადგან პირველს მოყვა მეორე, მესამე, მეოთხე და მე ყველა ღალატის შემდეგ ვკვდებოდი, გავნადგურდი მორალურად, ფიზიკურად, მენტალურად... გავნადგურდი როგორც ქალი. მეგონა, რომ ვიყავი უსარგებლო ნივთი. ქალი, რომელიც ქალიც აღარ იყო. ყველაზე უშნო არსება, უინტერესო, არაფრის მაქნისი, რომელიც საყვარელ ადამიანსაც კი აღარ სჭირდებოდა. სიკვდილი მინდოდა, მაგრამ ერთ ღამეს, ერთ მორიგ ღამეს, როდესაც ათასჯერ დავურეკე და ათასჯერ გამითიშა გადავწყვიტე მოვმკვდარიყავი. გადავწყვიტე, რომ ასეთი დედა არც შვილებს სჭირდებოდათ. სააბაზანოში შევედი. სარკიდან ვიღაც უსახური მიყურებდა. გულისამრევად უსახური. უსახური, რომელიც სიცოცხლეს არ იმსახურებდა. აბაზანა წყლით გავავსე, საძილე აბების უშველებელი რაოდენობა დავლიე და წყალში ჩავწექი. მაშინ ლექსომ გადამარჩინა. იყო ათასი პირობა და ათასი ბოდიში. და მეც ისევ არ დავანგრიე ოჯახი. უნდა ითქვას, რომ მთელი ის პერიოდი სამაგალითოდ იქცეოდა, მაგრამ მე, მე აღარ ვიყავი. იმ დღეს მე გადავრჩი, მაგრამ ჩემი რაღაც ნაწილი ვერ გადარჩა. გავიყინე. როცა რეალურად გავიაზრე, რომ ვკვდებოდი სიკვდილი არ მომინდა. ვცდილობდი წყლიდან ამოსულიყავი, მაგრამ სხეულს ვერ ვიმორჩილებდი. გონება გამალებით მუშაობდა, მაგრამ მოტორიკა დარღვეული მქონდა. ვგრძნობდი, როგორ ვიძირებოდი. ვიაზრებდი, რომ ამის შემდეგ ფილტვები წყლით აივსებოდა, იქნებოდა აგონია და შემდეგ სიკვდილიც მოვიდოდა. აგონია რამდენიმე წამს გაგრძელდა. ჩემი არ დაბადებული შვილი ვნახე. ვარდისფერი სიფრიფანა კაბა ეცვა თეთრი და ცისფერი ყვავილებით. მხრებზე ქერა კულულები ეყარა და ცისფერი თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. -დედა არ მოკვდე - მეხვეწებოდა ის და ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა. - გაუძელი თორემ ვეღარასდროს შევხვდებით. მინდოდა მეთქვა არ მოვკვდებითქო, მაგრამ პირი წყლით მქონდა სავსე. მერე სხეულსაც მოვშორდი. აუტანელ სიმსუბუქეს ვგრძნობდი. თავზე დავყურებდი საკუთარ სხეულს და მის უსუსურებაზე ისე ვბრაზობდი თითქოს მე კი არა, ვინმე სხვა ყოფილიყო ჩემს ადგილას. მინდოდა ჩემს გოგონას დავლაპარაკებოდი, მაგრამ ის გაქრა და სიბნელემაც დაისადგურა. თვალი რომ გავახილე სააბაზანოს იატაკზე ვიწექი. ლექსო გვერდით იჯდა. შეშლილი სახე ჰქონდა. შეშინებული. რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ არ მესმოდა. ყურები თითქოს დაცული მქონდა. ვერც ლაპარაკს ვახერხებდი. გულისფიცარიც საშინლად მტკიოდა და ხველების დროს ეს ტკივილიც ასმაგდებოდა. ეს ამბავი რა თქმა უნდა არავის გაუგია ნათიას და დედაჩემის გარდა. იყო მორალის კითხვა ნათიას მხრიდან და დედაჩემის დაუსრულებელი შეგონებები. ლექსო არც ერთ მათგანს არ გაუმტყუნებია. მან კი არ დააშავა, არამედ მე ვიყავი სუსტი და უპასუხისმგებლო დედა - ვის ვუტოვებდი შვილებს. ლექსოს სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან გაიაზრა რამ მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე. მითხრა ამას ჯობდა ჩემთვის გესროლა და ეს არ გადამეტანაო. მას მართლა ვუყვარდი. თავისებურად, მესაკუთრეობრივად, მაგრამ ვუყვარდი. ცხოვრება რომელიც კარს მიღმა ჰქონდა მე არ მეხებოდა. ის მხოლოდ სახლში - ჩემთან და ბავშვებთან იყო ნამდვილი და სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანად მიაჩნდა. მეუბნებოდა, რომ მის ცხოვრებაში ერთადერთი ქალი ვიყავი, რომელიც უყვარდა. ვიცი, რომ ეს ასეც იყო, მაგრამ მაშინ როგორ მიმეტებდა ამდენი ტკივილისთვის?! ამ კითხვაზე ლოგიკური პასუხი არც მე მქონდა და არც მას. დაცემისა და ტკივილის ეპოქა დაფერფვლის ეპოქამ ჩაანაცლა. სადამდე შეიძლება მივიდეს სასოწარკვეთილი ადამიანი?! მხოლოდ ორ რამეს არ აქვს ზღვარი, სიგიჟეს და სასოწარკვეთას. მე სასოწარკვეთილი ვიყავი, ლექსო კი ... არ ვიცი, ამას სახელი არ აქვს. თავი 8 სხვა სხვისა ომსა ბრძენია - ეს გამოთქმა ზუსტად შეესაბამებოდა ჩემს იმ დროინდელ მდგომარეობას. მას შემდეგ, რაც გავჩუმდი და ბედნიერი ოჯახის ნიღაბი მოვირგე, ჩემში არასრულფასოვნების კომპლექსმა ინტერნეტ სივრცეში იპოვა რეალიზაციის საშუალება. თითქმის ყველა დახურულ და ღია ანონიმურ ჯგუფებში ვიყავი და ვიძლეოდი რჩევებს, რომლის გაკეთების გამბედაობა თავად არ მქონდა. ზოგჯერ სიტუაცია იმდენად ნაცნობი იყო, რომ კომენტარებს პირადულად ვიღებდი და აგრესიასაც კი გამოვხატავდი. ფსიქოლოგის დახმარება მჭირდებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა პატრონი არ მყავდა. ერთ დღეს, როცა ბავშვები ბაღში დავტოვე და სახლში ვბრუნდებოდი მამაო დავინახე. დიდად რელიგიური არასდროს ვყოფილვარ. ღმერთის მწამდა, მაგრამ ტაძარში იშვიათად დავდიოდი. უფრო სწორი ნათქვამი იქნებოდა ეკლესიაში მხოლოდ დიდი დღესასწაულების დროს დავდიოდითქო, მაგრამ ასეც არ იყო. მამაოს თავი დავუკარი და ის იყო უნდა გამევლო, რომ თავად მკითხა: - ჩემთან საუბარი ხომ არ გინდოდათ?! - არა მამაო, - ვიუხერხულე შემეყოვნებინა, არა და ვგრძნობდი, რომ საუბარი მინდოდა. - ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს - დამლოცა მამაომ. იმ წუთში რატომღაც მეგონა, რომ მანაც იცოდა ყველაფერი ჩემს შესახებ და ამიტომ მისურვა გამძლეობა. ორჯერ მივიხედე უკან. მამაო თავის გზით მიდიოდა. ორჯერ ვიფიქრე, რომ ეს შემთხვევა დამთხევევა არ იყო და ღმერთმა გამომიგზავნა, მაგრამ რაღაცამ შემბოჭა. გადაწყვეტილება ვერ მივიღე. მესამედ რომ მოვბრუნდი იქამდე ვუყურებდი, სანამ თვალს არ მიეფარა. უცნაური ფიქრები ამეკვიატა. როგორი ქრისტიანიც ვიყავი ზუსტად ისეთი ცხოვრება მქონდა. უცხო თვალისთვის იდეალური, შიგნიდან კი … სასაუბროდაც არ ღირს. ფეხებმა თავისით მიმიყვანეს ტაძრამდე. საკმევლის სუნი ნოსტალგიასავით მოედო სხეულს, სანთლის სუნი კი იმედივით. ნოსტალგია და იმედი, გაურკვეველი გრძნობები ცვლიდა ერთმანეთს. ცრემლები უკონტროლოდ მოდიოდა, არ ვიცოდი რის გამო ვტიროდი. ვერც გაჩერებას ვახერხებდი. თავს უხერხულადაც კი ვგრძნობდი. იმდენად უხერხულად, რომ თავსაბურავი სახეზე ჩამოვიფარე და ხალხს მოვცილდი. მას შემდეგ რაც ვცადე შემეძლო კი რამის თხოვნა უფლისთვის პატიების გარდა?! “ღმერთი მაღალია”- გამახსენდა იმ ქალის სიტყვები საავადმყოფოდან. - ღმერთი მაღალია, მისი იმედი შეიძლება მქონდეს - გავიფიქრე მეც და თითქოს შვება ვიგრძენი. ცრემლდენა რომ შეწყდა და ნორმალურად სუნთქვა შევძელი დავინახე, რომ მთავარანგელოზის ხატთან ვიდექი. მას შევთხოვე დამხმარებოდა. მოეცა მოთმინება, ნათელი გონება და საღი განსჯის უნარი. მაგრამ მაშინ არ ვიცოდი რას ვითხოვდი. საერთოდ როცა მოთმინებას ვითხოვთ რას ვითხოვთ სინამდვილეში, შანსს, რომ ეს მოთმინება გამოვავლინოთ თუ ვთხოვთ, რომ არსებულის დაძლევაში დაგვეხმაროს. ამაზე მანამდე არ დავფიქრებულვარ. ეს სიტყვები ამეკვიატა და რამდენიმე კვირა ყველა ჯერზე, როცა ტაძარს დავინახავდი ან სამრეკლოს ზარის ხმა მესმოდა, პირჯვარს ვიწერდი და ვიმეორებდი - ღმერთო მომეცი მოთმინება, ნათელი გონება და საღი განსჯის უნარითქო. ალბათ ქვეცნობიერმა იცოდა რა მჭირდებოდა და ამიტომ ავიკვიატე ეს სიტყვები. ეკლესიაში სიარული ჩვევად მექცა. ყოველ დღე, როცა სახლში ვბრუნდებოდი შევდიოდი და სანთლებს ვანთებდი. ერთადერთი ლოცვა ვიცოდი - მამაო ჩვენო და ასე ვლოცულობდი. თითქოს ხსნა ვიპოვე. შინაგანად დავმშვიდდი. რაღაცნაირად ვგრძნოდი, რომ მარტო არ ვიყავი. შემდეგ მესანთლე გავიცანი. ასაკოვანი ქალი იყო სათნო სახით, ნათელი, მაგრამ ამავდროულად სევდიანი თვალებით. უსაზღვროდ განათლებული და საინტერესოდ მოსაუბრე. როცა ცოტა ხალხი იყო ტაძარში ან მეორე მესანთლე იყო ეზოში ვისხედით და ვსაუბრობდით. არაფერი პირადული, ზოგად თემებს განვიხილავდით და აზრებს ვუზიარებდით ერთმანეთს. მასთან საუბარს იმდენად მივეჩვიე, რომ თუ ტაძარში არ იყო რაღაცნაირი გრძნობა მიჩნდებოდა, თითქოს მენატრებოდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში ყოველ დღე დავდიოდი და ლოცვებსაც ვესწრებოდი აღსარება ჩაბარებული არ მქონდა. არ ვიყავი მზად. ვუყურებდი როგორ იდგა გრძელი რიგი ზიარების წინ, ვუყურებდი ადამიანებს ცოდვების გრძელი სიებით და ვფიქრობდი - ეს ისეთივე ფარისევლობა იყო, როგორიც ჩემი ქრისტიანობა ტაძარში დაბრუნებამდე. ესეც ერთი მაგალითი იმასა, რომ მზად არ ვიყავი. ტაძარში ვიყავი და განვიკითხავდი. ერთ დღესაც, როცა ეკლესიიდან დავბრუნდი ლექსო სახლში დამხვდა. არ ველოდი. გული რაღაცნაირად შემეკუმშა და გამალებით დაიწყო ძგერა ცუდის მოლოდინში. არც შევმცადრვარ. ღმერთმა შეისმინა ჩემი თხოვნა. მომცა შანსი კიდევ ერთხელ გამომევლინა მოთმინების უნარი. - ჯობია ჩემგან გაიგო - დაიწყო საუბარი. ამ ტექსტის შემდეგ რა შეიძლება, რომ ადამიანმა წარმოიდგინოს?! ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამას არა. აღმოჩნდა, რომ ეკას აბორტი არ გაუკეთებია. ქ-ნი ანა მოატყუეს. ფული, რომელიც ბავშვის მოცილებისთვის და ლექსოს ცხოვრებიდან გაქრობისთვის გადაუხადეს სარფიანად მოიხმარა. ამერიკელთან მოაწერა ხელი და ბავშვი გააჩინა. ლექსოს კიდევ ერთი შვილი ყავდა, რომლის დედა მე არ ვიყავი. მითხრა, რომ ეკა ჩამოსვლას აპირებდა, თავად კი შვილის ნახვას. ბავშვის საწინააღმდეგო არაფერი მქონია მიუხედავად ჩემი კომპლექსებისა. მაგრამ მისი და იმ ქალის ურთიერთობა რა ჩარჩოში უნდა გაგრძელებულიყო?! მადლობა ღმერთს მოთმინების უნართან ერთად ნათელი გონება და საღი განსჯის უნარიც მქონდა. შინაგანი ქარბორბორბალა რაღაცნაირად ჩავახშე და ლექსოს ვუთხარი. - როგორც გინდა ისე მოიქეცი, მაგრამ ჩემს ყურამდე არაფერი მოვიდესთქო. მისი გაოცებული სახე არასდროს დამავიწყდება. მომეჩვენა, რომ იმედგაცრუებული დარჩა. არც სკანდალები, არც ეჭვიანობის სცენები. რაღაც კი ჩამწყდა გულში და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვაც მომიწია, მაგრამ მივხვდი, რომ სულერთი გახდა. რაღაც ერთ წამში გონებამ გაიაზრა, რომ ეს აღარასდროს დასრულდებოდა და გადაწყვიტა შეგუებოდა. კიდევ ერთი სასოწარკვეთილი სიგიჟე. რაზე ვიყავი თანახმა ოფიციალური საყვარელი ყოლოდა თუ მეორე ცოლის არსებობასაც შევეგუებოდი?! ამ დღიდან კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა ჩვენი ცხოვრება. ერთი შეხედვით ყველაფერი ძველებურად იყო. მე ისევ ველოდებოდი მის დაბრუნებას. ისევ ვუუთოვებდი ფორმას და ვახვედრებდი ყავას დილაობით. მაგრამ ის შეიცვალა. აქამდე თუ არ აინტერესებდა სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი ახლა ყველაფერს დეტალურად მეკითხებოდა. ხანდახან ისეთი გრძნობა მქონდა, რომ დაკითხვაზე ვიყავი. აქამდე თუ შეეძლო ზარებზე მთელი დღე არ ეპასუხა ახლა მსაყვედურობდა, რომ არ ვკითხულობდი. დავიბენი. თითქოს როლები გავცვალეთ. მაგრამ მე მისთვის ეჭვიანობის საბაბი არ მიმიცია. თავად შეიცვალა. ჩათვალა, რომ ჩემი ახალი მეგობრები ცუდ გავლენას ახდენდნენ ჩემზე. და იცით ვინ იყვნენ ჩემი ახალი მეგობრები?! მესანთლე ქალი და დამლაგებელი ქალი ბაღიდან, რომელიც იმავე ტაძრის მრევლი აღმოჩნდა. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო. მე ხო ვიცოდი, რომ მათთან არასდროს მისაუბრია ჩემს პრობლემებზე. მაგრამ მას არ სჯეროდა. არ სჯეროდა, რომ ეს იყო ურთიერთობა ურთიერთობისთვის და მეტი არაფერი. არ უნდოდა იმის აღიარება, რომ თავად მიმიყვანა ამ ზომამდე. თავად შემაჩვია ტკივილს. თავად შემაგუა ღალატს. თავად დამარწმუნა, რომ ვუყვარდი და სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანი იყო. თავად მაჩვენა, რომ მნიშვნელობა არ ქონდა რამდენი ქალი ეყოლებოდა ან რამდენი შვილი სხვა ქალისგან, ის მაინც ჩემთან დარჩებოდა. და მეც დავიჯერე, დავრწმუნდი, რომ ნერვიულობით ვერაფერს შევცვლიდი. დავიღალე ცრემლებით და ეჭვიანობის სცენებით. და უბრალოდ გავუშვი. შეგნებულად არა. შინაგანად მოხდა რაღაც. გავიყინე. როგორც ქალმა არსებობა შევწყვიტე და მოცემულობას შევეგუე. მან თავად მასწავლა ასეთი სიყვარული. მაგრამ ამას ვეღარ შეეგუა. ვერ ამიტანა ისეთი როგორადაც მაქცია. ჩვენ ისევ ერთ სახლში ვცხოვრობდით, მაგრამ არა ერთად. ცხოვრების ეს ეტაპი რამდენიმე თვე გაგრძელდა. მაგრამ უფრო მეტი ჯოჯოხეთი იყო ვიდრე განვლილი ორი წელი. ჯოჯოხეთი, რომელსაც ბავშვებიც კი გრძნობდნენ მიუხედავად იმასა, რომ ყველანაირად ვცდილობდით მათ არაფერი შეემჩნიათ. მის ცხოვრბაში ეკას და ბავშვის გამოჩენამაც უარყოფითად იმოქმედა. ეკამ ახალი ურთიერთობა წამოიწყო, რასაც ლექსო ვერ შეეგუა. მისთვის წარმოუდგენელი აღმოჩნდა მისი ვაჟი და დედამისის ახალი ურთიერთობები ერთ კონტექსტში. მაშინ პირველად ვნახე ლექსოს სახე დახურულ კარს მიღმა. გაფრთხილებებმა და მუქარამ, რომ არ გაჭრა მოქმედებაზე გადავიდა. ერთ დღეს სრულიად წაშლილი დაბრუნდა სახლში. ეკლესიიდან ახალი მოსული ვიყავი და სადილს ვამზადებდი ბავშვებისთვის. უკვე მიჩვეული ვიყავი, რომ თუ ადრე ბრუნდებოდა კარგი არაფერი ხდებოდა. შინაგანად მოვემზადე მორიგი დარტყმის მისაღებად, მაგრამ არაფერს ამბობდა უბრალოდ იჯდა და მიყურებდა. - კარგად ხარ? - ვკითხე გულწრფელად შეშფოთებულმა. არაფერი უპასუხია. რაღაცნაირად სევდიანად გაიღიმა. მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად ვიგრძენი, რომ შემეცოდა. არ ვიცოდი რა მოხდა, მაგრამ მისი მდგომარეობა სულს მიფორიაქებოდა. - ყველაფერი კარგად იქნება - ისეთი ტონით თქვა, რომ აშკარად თავადაც არ სჯეროდა მისი ნათქვამის. - რა მოხდა? ისევ არაფერი უპასუხია, უბრალოდ ადგა და ჩამეხუტა. ისეთი თბილი იყო და მეც ისეთი მონატრებული ვიყავი ამ სითბოს, რომ ყველაფერი დამავიწყდა. ჩვენ ისევ ჩვენ ვიყავით თუნდაც იმ წამს და ეს საკმარისი აღმოჩნდა. - ისევ გიყვარვარ? - მკითხა ჩურჩულით - მაინც მიყვარხარ - ჩურჩულითვე ვუპასუხე და უფრო მაგრად ჩავიკარი მკერდში. - ეს საკმარისია? - არ ვიცი… - უნდა წავიდე … - ახლა ვერ გაგიშვებ. - მალე დავბრუნდები - ახლა არა ხანმოკლე, მაგრამ გულწრფელი დიალოგი იყო. ვნებისგან დაცლილი და გრძნობებით სავსე. ემოციებით გაჯერებულული ყოველი სიტყვა და ყოველი შეხება. ყინულის საფარველი სადღაც გაქრა. მე მისთვის ისევ ის ვიყავი და ის ჩემთვის ის იყო. ყოველ შეხებას განსაკუთრებული გრძნობა ახლდა. თითქოს ორივე ჩვენგანი ჩვენს რაღაც ნაწილს ვაყოლებდით თითეულ კოცნას. მსგავსი რამ არასდროს განმიცდია. თითქოს ორივემ ვიცოდით, რომ ეს უკანასკნელად ხდებოდა და ბოლო ამოსუნთქვას ვინაწილებდით. ორივე ვგრძნოდით, რომ დასასრულის დასაწყისი იყო, მაგრამ აღაირება არ გვინდოდა. ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ იმდენი რამ მოხდა არ ვიცოდით გავუძლებდით თუ ვერა. ღირდა კი ყველაფრის თავიდან დაწყება?! - ვცადოთ იქნებ ამჯერად მაინც გამოგვივიდეს - ვუთხარი მას. - ვერ გაგიშვებ - მაშინ შენ წადი - არ შემიძლია - როგორ მოვიქცეთ - გავუძლოთ, შემდეგ დრო გვიჩვენებს. - რომ ვერ გავუძლოთ? - უნდა შევძლოთ, შენს გარეშე ვერ ვიცხოვრებ. - ვერც მე წარმომიდგენია უშენოდ ცხოვრება, მაგრამ ასე ვერ გავაგრძელებთ. - ასე არა, უბრალოდ ერთი დღით ვიცხოვროთ. ყოველი ახალი დღით… - მერე უფრო გვეტკინება… - იცი იმ დღეს რა ვიგრძენი აბაზანაში, რომ დაგინახე? ვიფიქრე, რომ თუ ვერ შევძლებდი გადამერჩინე მეც იგივეს გავაკეთებდი. - მერე ბავშვები... - უპატრონოდ არც შენები დატოვებდნენ და არც ჩემები. - ცოდოები არიან ლექსო უკვე გაიზარდნენ და ყველაფრს ამჩნევენ. - შენ თუ შეძლებ, ყველაფერს შევძლებთ. - შენ? შენ შეძლებ? - შენზეა დამოკიდებული, თუ გამიშვებ დავიკარგები… - მე უკვე დავიკარგე … - გინდა წავიდეთ აქედან? - სად წავიდეთ - არ ვიცი სადმე, სადაც შევძლებთ, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. - ასე მარტივად. უბრალოდ ავდგეთ და წავიდეთ ? - კი, ასე მარტივად. - სამსახურსაც მიატოვებ? - კი. ყველაფერს ჩვენს გარდა. - მეშინია - ამაზე უარესი ვეღარ იქნება - მომიყვები რა მოხდა? - ჯობია არ იცოდე. - თუ შეიძლება, რომ გავიგო ჯობია მომიყვე. - ყველაფერი შეიძლება … - მაშინ მომიყევი. პირველად ვსაუბრობდით მშვიდად და გულწრფელად მთელი იმ დროის განმავლობაში და შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაშიც ეს იყო პირველი. გადავწყვიტეთ ისევ გვეცადა. მაგრამ ამჯერად ყოველგვარი პირობების და მომავლის დაგეგმვის გარეშე. ყოველი ახალი დღე ყოფილიყო პირველიც და უკანასკნელიც. იქამდე მაინც, სანამ ისევ შევძლებდით რელსებზე დადგომას. მართალი ვიყავი, რაც უფრო წელავ მით უფრო რთულდება. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი, როგორც მინიმუმ არაჯანსაღი იყო, მაგრამ მაინც ვერ შეველიე. მაინც მიყვარდა და საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი იქამდე სანამ კიდევ ერთი წითელი ხაზი არ გადაკვეთა. თავი 9 შერვაშიძეების უფროსი რძალი ქ-ნი ეთერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. პანაშვიდებმა ორ დღეს გასტანა, მესამე დღეს დაკრძალვის ცერემონიას მთელი სანათესაო, ბატონი გიორგის და ქ-ნი ანას მთელი სანაცნობო, ლექსოს სამეგობრო და კიდევ ის ხალხი დაესწრო ვისაც გავლენიანი ხალხის წრეებში ხეტიალი უყვართ ხოლმე. სასაფლაოზე ეკაც გამოცხადდა ბავშვთან ერთად. ვერ ვიტყვი, რომ რთული არ იყო. ამაზე ნაფიქრი მქონდა და ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მომიწევდა რეალობასთან პირისპირ დარჩენა, მაგრამ მზად მაინც არ ვიყავი. ბავშვებმაც იცოდნენ, რომ ძმა ყავდათ, მათთვის არ დაგვიმალავს და ჩემდაგასაოცრად ჩვეულებრივად მიიღეს ეს ამბავი. ყველაზე საინტერესო ქ-ნი ანას რეაქცია იყო. ის არც შვილიშვილს აღიარებდა და მზად იყო დედამისიც ნაკუწებად ექცია. ალბათ ასეც მოიქცეოდა, რომ არა ბატონი გიორგი. მას შემდეგ რაც დავქორწინდით ბატონ გიორგის ნეიტრალური პოზიცია ეკავა და მუდმივად იდგა ჩვენს და რძალ-დედამთილს შორის. ახლა ალბათ კიდევ ერთი ობიექტის დაცვა მოუწევდა ცოლისგან. საერთოდ ასეთ დროს ქ-ნი ანა თითქოს გონს მოდიოდა და ჩერდებოდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად კონტროლი დაკარგა. ქმარს თავი დაანება, ჩემს გვერდით მდგარ ლექსოს ყინულივით ცივი მზერა გაუსწორა და სილა გააწნა. - შენ ხომ კაცი არ ხარ - უთხრა ოდნავ გასაგონი ხმით და მის ხმაში იმდენი სიცივე და სიძულვილი იყო მთელ სამყაროს ეყოფოდა. პირველად დავინახე მისი რეალური სახე. მას მართლა სძულდა მთელი სამყარო. საკუთარი თავიც, შვილიც, მეც და ალბათ ქმარიც. ისიც ისეთივე მსხვერპლი იყო ვითრების, როგორც მისი თაობის ასობით ქალი, მაგრამ მან ვერ გაუძლო. გაიყინა, გაბოროტდა, მთელი სამყარო შეიძულა და ძალაუფლების თამაშებში თავის დამკვიდრებით რეალიზდა. ცხადად ვხედავდი, რომ მისი მედიდური გამოხედვის მიღმა ისეთივე დამსხვრეული ქალი იმალებოდა, როგორიც მე ვიყავი. ამის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა. ეკამ ისტერიკა მოაწყო. ლექსო ბ-ნმა გიორგიმ გაიყვანა. ქ-ნმა ანამ დაცვას უბრძანა ეკასთვის ბავშვი დაეტოვებინებინათ და ისე გაეგდოთ. ირაკლიმ გამომიყვანა დარბაზიდან. ის ერთადერთი იყო ჩემი ქმრის მხრიდან ვინც საჭირო დროს ჩნდებოდა ჩემს გვერდით. - როდემდე? - მკითხა მან ეზოში, რომ გამოვედით. - რა როდემდე? - ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა. - როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე. წელიწადია უკვე შეგნებულად გარიდებ თავს, მაგრამ მართლა სადამდე. მივხვდი, რომ მან ყველაფერი იცოდა. თავი უხერხულად ვიგრძენი. ისეთი უხერხულობა დამეუფლა თითქოს შიშველს მხედავდა ვიღაც და მე არაფერი მქონდა, რომ სხეული დამეფარა. ერთია შენთვის გტკიოდეს და მეორეა საჯაროდ გაიტანო შენი ტკივილი. მისთვის არაფერი მიპასუხია ისევ თავად განაგრძო. - ერთმანეთს ბოლომდე გაანადგურებთ. ბავშვები მაინც შეიცოდეთ. ისე ნუ იზავთ, რომ ბოლოს მტრებად მოეკიდოთ ერთმანეთს. - რას გულისხმობ? - ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობდა ის. - ლექსო სრულიად უმართავია. თვითონაც აღარ იცის რას აკეთებს. შენ უნდა გადაწყვიტო თორემ, ის სულ ასე იქნება გახლეჩილი დედამის და შენს შორის. ეკას და შენს შორის. ან მართლა წადით აქედან ან გაუშვი. ბავშვებზე იფიქრე. ჯობია მამისგან შორს იყვნენ უყვარდეთ და პატივს სცემდნენ, ვიდრე ამ ყველაფერს უყურონ. ადრე თუ გვიან ლუკაც გაიგებს და ხო იცი კარგი არაფერი იქნება. ვიცოდი, რომ ირაკლი მართალი იყო. ის ყოველთვის ასეთი იყო. შეეძლო ყველაზე რთული სიმართლე ეთქვა. სკოლაშიც ასე იქცეოდა ხოლმე და ზოგჯერ კონფლიქტებიც ჰქონდა ამის გამო. მაშინ ჩვენ ახლოს არ ვიყავით, მაგრამ ლუკა რამდენჯერმე დაეხმარა და მას შემდეგ თავისებური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. დისტანციური, მაგრამ მაინც ახლო. შეიძლება უფრო ახლოსაც ყოფილიყვნენ ლექსოს ბიძაშვილი, რომ არ ყოფილიყო. ლუკა ამბობდა იშვიათად წესიერი ადამიანია ირაკლიო. ის დღე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე აღმოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. საუბარი დიდხანს არ გაგვიგრძელებია, მაგრამ ლექსოს ყურადღების მიღმა მაინც არ დარჩენილა. დაკრძალვის ცერემონია დასრულდა. ქ-ნმა ანამ ეკას აიძულა ბავშვი დაეტოვებინა. არ ვიცი როგორ, მაგრამ შეძლო. არ მჯეროდა, მაგრამ ფაქტის წინაშე ვიდექი. ვიცოდი, რომ სასამართლოს მიმართა ლექსომ და ბავშვის გაყვანას ვეღარ ახერხებდა ქვეყნიდან მამის თანხმობის გარეშე, მაგრამ ბავშვის დატოვება?! ჩემთვის წარმოუდგენელ ფენომენთან მქონდა საქმე. თუმცა წარმოუდგენელი ისტორიები ამით არ დასრულებულა. ლექსომ ცოტა დალია, მაგრამ მოეკიდა. ბოლო პერიოდში სიმთვრალე გაუფუჭდა. ზოგჯერ თავს საერთოდ ვერ აკონტროლებდა. ისეთ რაღაცეებს ამბობდა და აკეთებდა, რომ მისი მეშინოდა. თითქოს საერთოდ სხვა ადამიანი ხდებოდა. მეორე დღეს ან არაფერი ახსოვდა ან ნაწილობრივ ახერხებდა გახსენებას. ამიტომ ძალიან იშვიათად სვამდა ხოლმე. არ ვიცი იმ დღეს რა გადაუტრიალდა თავში. თავიდან არ მიკარებია სასმელს. მერე რაღაც მოხდა, რაც მხედველობიდან გამომრჩა. ისედაც უხასიათოდ იყო, მაგრამ მერე უფრო მოიღუშა და სასმელსაც მიეძალა. ვიცოდი, რომ ჩემსას არ გაიგებდა, ამიტომ ირაკლის ვანიშნე დამეხმარეთქო. დარბაზში სტუმრები უკვე აღარ იყვნენ. მხოლოდ ოჯახის წევრები და ძალიან ახლობლები. როგორც ქ-ნი ანა იტყოდა ვისთანაც მოსარიდებელი არაფრი იყო. ლექსოს და ირაკლის საუბარი დაეძაბათ. ლექსომ რაღაც ისეთი უთხრა რამაც ირაკლი წყობილებიდან გამოიყვანა და შედეგმაც არ დააყოვნა. სიტყვიერი შეურაცხყოფა მალევე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ლექსომ იარაღზე გაიწია. რომ არა ბატონი გიორგი და ირაკლის მამა არავინ იცის რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, დაცვამაც ივაჟკაცა და ლექსო იქაურობას გაარიდეს. ბოლოს დარბაზში ჩვენ ორი დავრჩით მე და ქ-ნი ანა. არ გვისაუბრია. სასაუბრო აღარაფერი გვქონდა. აღარც გასაყოფი. მე არ ვიცოდი, მაგრამ მან იცოდა, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა. მან გაიმარჯვა, მე ვნებდებოდი. სახლში ქ-ნი ანას მძღოლმა მიმიყვანა. ლექსო დივანზე იჯდა, ხელში არყის ბოთლი ეჭირა. ნაწილებად დაშლილი იარაღი წინ ედო და უაზროდ დაჰყურებდა. ბ-ნი გიორგი სამზარეულოში იყო. თან ყავას ამზადებდა თან ჩხუბებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ლექსოს მისი არ ესმოდა. მას მხოლოდ იმის გაგება სურდა რაზე ვსაუბროდით მე და ირაკლი. ჯერ ჩემი ძმის მოგზავნილად ჩათვალა. შემდეგ ეჭვიანობის სცენები დადგა. რაში გვადანაშაულებდა თვითონაც ვერ იაზრებდა. ორივე გაოგნებულები ვიყავით, მეც და მამამისიც. ეს უკვე მეტის მეტი იყო. ეჭვიანობა საკუთარ ბიძაშვილზე იმის გამო, რომ ორი წუთი ვისაუბრეთ?! ყველაფერს აქვს ზღვარი. უსასრულო მუქარა, გინება და ისევ დასალევი. ჩვენ უბრალოდ ვუსმენდით ამ ყველაფერს და არც ერთი ვფიქრიბდით მის შეჩერებას. სხვა დროს შეიძლება შემშინდებოდა, მაგრამ მაშინ არ შემშინებია. არ ვიცი იმიტომ, რომ მამამისი იყო იქ თუ ვიცოდი არაფერს დამიშავებდა, მაგრამ არ შემშინებია. დედაჩემი ისტერიულად რეკავდა, მაგრამ არ ვპასუხობდი. არ მინდოდა ვინმეს გაეგო რა ხდებოდა ჩემს თავს. უნდოდა ეკითხა ბავშვები როდის მოვიყვანოო, მაგრამ ვიფიქრე, რომ თუ არ მოიყვანდა უკეთესი იქნებოდა და ასეც მივწერე. - მაინც რაზე ლაპარაკობდით? - ჩახვეული კასეტასავით იმეორებდა ლექსო ერთი და იმავეს. - საკმარისია შევბრუნედე, რომ ყველა რაღაცას გეგმავთ ზურგს უკან. - პარანოია დაგეწყო! - თქვა ბ-ნმა გიორგიმ - თავი დაანებე გოგოს. ძეგლი ეკუთვნის შენ რომ გიძლებს. - მამა, მ ა მ ა - მეორე მამა დამარცვლით და ღვარძლით იყო ნათქვამი. თითქოს წლობით ნაგროვები ბოღმა მოყვებოდა. ბატონმა გიორგიმ მანიშნა დაგვტოვეო და მე წამოვედი. ის ღამე დედაჩემთან დავრჩით. დილას ლექსომ მოგვაკითხა. ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყო წინა დღეს. ჩემს მშობლებს ესაუბრა, ბავშვების გამზადებაში დამეხმარა და წამოვედით. რამდენჯერმე გადავუკარი სიტყვა წინა დღეზე, მაგრამ მივხვდი, რომ სახლში მომხდარიდან არაფერი ახსოვდა. ბავშვები სკოლაში დავტოვეთ, მე სახლში დავბრუნდი, ის კი სამსახურში წავიდა. ის ღამე ფაქტიურად თეთრად მქონდა გათენებული. ფიქრებს ვერაფერს ვუხერხებდი. შინაგანი ხმა მთელი ძალით ყვიროდა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. მართლაც ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. მე ვაპატიე ღალატი. ვაპატიე მეორე ღალატი. ვაპატიე მესამე ღალატი. შევეგუე, რომ შვილი დავკარგე. შევეგუე, რომ მას შვილი სხვა ქალისგან ყავდა. გავუძელი შეზღუდებს, გავუძელი დაკითხვებს. საკუთარი მე დავკარგე და მისი ცხოვრებით ვიცხოვრე. მაგრამ სადამდე მიმიყვანა ამან?! სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი გადავლახე და იმ ქვეყნიდან მოვბრუნდი. რისთვის, თუ იმაზე უარესად უნდა ყოფილიყო ყველაფერი ვიდრე მანამდე?! ყველა ჯერზე, როცა ვფიქრობდი, რომ ამაზე უარესი ვეღარ იქნებოდა ყოველთვის ახერხებდა დაენახებინა, რომ უარესზე უარესიც არსებობს. სახლში გადაწყვეტილებით დავბრუნდი. დრო იყო ტაიმ-აუტი აგვეღო და ცალკ-ცალკე ცხოვრება გვეცადა. რთული იყო. რა თქმა უნდა რთული იყო. მაგრამ მეტი აღარ მიფიქრია. იქამდე მივიდა, რომ საკუთარ ბიძაშვილზე იეჭვიანა. თითქოს უკანასკნელი ქალი ვყოფილიყავი ან საკაცეთი გამწყდარიყო. ჯერ ტაძარში წავედი, სანთლები დავანთე და ღმერთს ვთხოვე გამძლება მოეცა. შემდეგ დავბრუნდი. გარდერობიდან მისი ტანსაცმელი გადმოვალაგე და ჩანთაში ჩავულაგე. რთული იყო კიდევ მარტივი ნათქვამია, მაგრამ ვიცოდი, თუ გავჩერდებიდი ვერ შევძლებდი. თუ თავს ფიქრის საშუალებას მივცემდი - გადავიფიქრებდი. მოქმედებაში ყოფნა ტვინს ეხმარებოდა არ ეფიქრა. გადაწყვეტილება მივიღე და უნდა მეცადა. ცივი გონების შენარჩუნება მჭირდებოდა, თუმცა ბევრჯერ დამიბინდა თვალები ცრემლებმა. ბევრჯერ ამიკანკალდა ხელები, მაგრამ არ გავჩერებულვარ. ამასობაში გამოძახებული ხელოსანიც მოვიდა. კარზე საკეტი შევცვალე და ჩალაგებული ნივთები სადარბაზოში გავიტანე. დარეკვა ვერ გავბედე. ვიფიქრე, რომ მისი ხმის გაგონებას შეეძლო ძლივს მიღებული გადაწყვეტილება შეეცვლევინებინა, ამიტომ ესემესი მივწერე. " ასე გაგრძლება აღარ შეიძლება. ერთმანეთს დრო უნდა მივცეთ. შენი ნივთები სადარბაზოში გავიტანე. უკეთესი იქნება თუ ვინმეს გამოგზავნი წასაღებად. ტელეფონს ვთიშავ, რამდენიმე დღე უნდა დავისვენო და ვიფიქრო. შენც გჭირდება დაფიქრება. ვიცი, რომ გუშინდელიდან არაფერი გახსოვს. მამაშენს დაელაპარაკე, ის მოგიყვება. თუ მართლა გინდა, რომ ჩვენგან რამე დარჩეს ეს დრო უნდა მომცე" ესმესი გავგზავნე, ტელეფონი გავთიშე, მაგიდაზე დავტოვე და სახლიდან გამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ არ მიფიქრია ეს საბოლოო გადაწყვეტილება იყო მაინც ძალიან მტკიოდა. სიცარიელის მარწუხები მიჭერდა, ცრემლები მახრჩობდა და ჰაერი არ მყოფნიდა. გონებამ იცოდა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ გული?! გულს მაინც არ სურდა გაეშვა. მთელი დღე პარკში გავატარე. ხალხისგან შორს, ტყის სიღრმეში ვიჯექი და ვტიროდი. სახლში რომ დავბრუნდი კართან ნივთები აღარ დამხვდა. გულის სიღრმეში ალბათ მინდოდა, რომ ჩემთვის არ მოესმინა, მაგრამ ფაქტის წინაშე დამდგარს უფრო მეტად მეტკინა. ტელეფონი ჩავრთე, უამრავი გამოტოვებული ზარი და ესემესი იყო. მისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ჩემი ეს გადაწყვეტილება. შემდეგ იყო ხვეწნაც, იყო მუქარაც, რომ თუ არ შევურიგდებოდი თავს მოიკლავდა. ღამისთენებებიც ფანჯრებთან და კართან დატოვებული ყვავილებიც. ბავშვებისთვის დაბარებული სიტყვები და ჩახუტებები. მტკიოდა, რა თქმა უნდა მტკიოდა. მენატრებოდა, მიყვარდა, მაგრამ მეტი ტკივილის მეშინოდა. მეშინოდა, რომ ისევ გამიცრუვდებოდა იმედი. ისიც თავის მხრივ ფარხმალს არ ყრიდა. ჩემ ძმასაც კი დაურეკა - დაელაპარაკე შემირიგდესო. ლუკამ არაფერი იცოდა არც ჩემი გადაწყვეტილების, არც თვითმკვლელობის მცდელობის და არც ლექსოს სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ. არც მინდოდა სცოდნოდა. ამიტომ ჩემს რძალსაც ავუკრძალე თავის დროზე ამ თემაზე საუბარი. არც სჭირდებოდა აკრძალვა. მან თავად მითხრა: - " შენს შენს ოჯახზე ფიქრობ მე ჩემსაზე. გადაწყვიტე რჩები თუ შორდები. ისე არ გამოვიდეს, რომ შენს ოჯახს ჩემი შეეწიროსო." თავის მხრივ ისიც მართალი იყო. მე თუ ჩემს ქმარს ვაფარებდი ხელს, ის თავისას უფრთხილდებოდა. ისიც იცოდა, რომ ოდესმე აუცილებლად გაიგებდა და ამის გამო პრობლემები არ ასცდებოდა, მაგრამ მაინც გაჩუმება ამჯობინა. გადავწყვიტეთ დრო ყველაფრის მკურნალი იყო. თუმცა სიტუაციას არ ენდო. მაშინ ლუკა იტალიაში ცხოვრობდა. აქ პრობლემები ჰქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან და დროებით გაარიდა თავი. მნიშვნელოვანი არაფერი იყო. საქმე ბიზნესს ეხებოდა და რამდენიმე კრიმინალურ ავტორიტეტთან მოუწია საუბარი. მაგრამ ასეთი საუბრების გამო ხუთ წლიანი ციხეა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ადვოკატები მის გარეშე აგვარებდნენ საქმეს და სწორედ მათი რჩევა იყო გასულიყო ქვეყნიდან. ჩემმა რძალმა ისარგებლა მომენტით. აიღო ბილეთი და მასთან წავიდა. ასე უფრო დიდი შანსი იყო მალე არ დაბრუნებულიყო და ვინმეს არ წამოსცდენოდა მომხდარის შესახებ. ახლაც ჩემმა რძლამა დამირეკა ზუსტად არ ვიცი რაზე ილაპარაკეს, მაგრამ ლექსომ დაურეკა ლუკას და მთელი დღე უხასიათოდ არისო. უკვე ვიცოდი რაც ხდებოდა. ლუკა პირველი ნათიას დაელაპარაკებოდა, შემდეგ დედას და ბოლოს მე. უნდა დამესწრო. ნათიას დამუშავება მოვასწარი, მაგრამ დედას ნერვებმა უმტყუნა და რაღაც წამოსცდა. ის არ უთქვამს რა გავაკეთე, მაგრამ იძულებული გახდა ბავშვის შესახებ ეთქვა. წარმოიდგინეთ ჩემი ძმის რეაქცია, როცა გაიგო, რომ ჩემ ქმარს სხვა ქალისგან ყავდა შვილი და მას სთხოვდა შენი და შემირიგდესო. ჩემთან არ ულაპარაკია, არც კი მიპასუხა ზარებზე. ორსული ცოლი დატოვა, ადვოკატების რჩევები დააიგნორა და იმავე ღამეს სამშობლოში დაბრუნდა. თავი 10 ღალატის პატიება სულგრძელობად მიმაჩნდა. ვფიქრობდი რომ, მიტევება დაანახებდა რამდენად, ძლიერი იყო ჩემი გრძნობა. ოჯახი, რომელშიც გავიზარდე ცოტა სხვანაირი რომ, ყოფილიყო. უნიათო მამა, მაკაცრი ძმა და მხდალი დედა, რომ არ მყოლოდა. რომ შემძლებოდა მათთან გახსნილი ურთიერთობა მქონდა. იქნებ არც გავჩუმებულიყავი. იქნებ ამდენი საშინელება არც გადამეტანა. ან იქნებ მზად ვყოფილიყავი ყველაფრისთვის. ან ასეთი მიამიტი არ ვყოფილიყავი და უფრო ძლიერი ქალად ჩამოვყალიბებულიყავი. მაგრამ ასე არ მოხდა. ბავშვობიდან ვისწავლე გაჩუმება. ვისწავლე, რომ ჩემი ძმის ყურამდე არ უნდა მისულიყო ის, რაც მას გააბრაზებდა. არაფერი უნდა გამეკეთებინა ისეთი, რაც მას არ მოეწონებოდა ან მამა-შვილს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცეოდა. ვისწავლე, რომ ქალი ოჯახში მედიატორის როლს ასრულებდა. ყველაფერს ითმენდა იმის გამო, რომ მორიგი უკმაყოფილების მიზეზი არ გამხდარიყო. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ გოგონები სწორედ ისეთ კაცებს ირჩევენ ცხოვრების მეგზურად, როგორი მამებიც ყავთ. როგორც ჩანს მეც სტანდარტული ფსიქოლოგიის ადამიანი ვარ. ლექსომ ზუსტად იგივე შეცდომები დაუშვა, რაც მამაჩემმა დედაჩემთან ურთიერთობაში. იმ განსხვავებით, რომ სხვა შვილები არ ყავს. და კიდევ იმ განსხავვაებით, რომ დედას არა ერთხელ დაუფარავს სილურჯეები მაკიაჟით. თუმცა მისი ტანჯვა ლუკას გაზრდასთან ერთად დასრულდა. შეიძლება ჩემსასაც ასეთი ბოლო ჰქონდა, მაგრამ შვილები ასე არ უნდა გამემეტებინა. უნდა გამეაზრებინა, რომ დრო იყო საკუთარი კი არა, მათი ცხოვრებით მეცხოვრა. ისეთი გადაწყვეტილებები მიმეღო, რომელიც მათთვის იქნებოდა უკეთესი და უკან მომეტოვებინა საკუთარი განცდები. შეიძლება ახლა არ მოსწონდათ. მამასთან თამაში ერჩიათ დედას მოღუშული სახის ყურებას, მაგრამ ასე სჯობდა. სულ მცირე სახლში სიმშვიდე სუფევდა. ყოველ დღე ვუმეორებდი ამას ჩემს თავს და როგორც შემეძლო ისე ვუმკლავდებოდი გაურკვეველი მომავლის შიშს. ახლა ვხვდები დედამ რატომ არ გადადგა ეს ნაბიჯი. მას უკან დასახევი გზა არ ქონდა. სად უნდა წასულიყო ორი შვილით?! რა უნდა გაეკეთებინა?! არც განათლება ჰქონდა საკმარისი და არც ბავშვების დამტოვებელი ყავდა. იმ დროში რთული იყო განათხოვარის სახელის დარქმევა. იმის შიშით, რომ მეზობელებს არ ეჭორავათ ყველაფერს აკეთებდა, რომ სახლიდან ზედმეტად აწეული ხმა არ გასულიყო. მამაჩემი მიეჩვია უსიტყვო მორჩილებას და იმ ფაქტს, რომ რაც უნდა ექნა პასუხს არავინ მოსთხოვდა. მახსოვს პირველად ლუკამ, რომ აუწია მამასთან ტონს ვიფიქრე სამყაროს აღსასრული დადგებიდა. ამის შემდეგ ნაბიჯი უკან არ ყოფილა. მამა ახალ წესრიგს შეეგუა. მაგრამ ლუკა შეიცვალა. ისედაც სიტყვა ძვირი იყო და მერე საერთოდ შეწყვიტა ლაპარაკი. რასაც ამბობდა ისე იყო. არც განხილვას ექვემდებარებოდა და სიტყვის უკან წაღება საერთოდ გამორიცხული იყო. მხოლოდ ემოციებისგან დაცლილ არგუმენტებს შეეძლოთ გამონაკლისის სახით არსებობა. და ისიც ისე უნდა მიგეწოდებინა, რომ პატივისცემა დაენახა. ყველაზე მეტი გართულება ტყუილზე ჰქონდა. უფრო სწორედ მცდელობაზე ტყუილი მეთქვა, თორემ თუ ვიტყოდი რამეს თითქოს რენტგენიში ატარებდა, იმ წუთში იცოდა სიმართლეს ვამბობდი, ვცრუობდი თუ ბოლომდე არ ვამბობდი სათქმელს. ერთადერთი გზა, თუ მართლა გინდოდა რამე დაგემალა იყო არ დალაპარაკებოდი. ასე დავხელოვნდი საუბრის თავიდან აცილების საკითხში. თუმცა ეს არასწორი იყო. უნდა მესწავლა მასავით აზრის მკაფიოდ დაფიქსირება და მისი დაცვა. მისგან უნდა ამეღო მაგალითი. მეც მესწავლა სიტყვა არა და შემეგრძნო მისი ძალა. ლუკას არ უნდოდა, რომ გვცოდნოდა მოდიოდა, მაგრამ ჩემმა რძალმა მაინც გამაგებინა და აეროპორტში დავხვდი. ჯობდა ისევ მე მომეკრიბა ძალა და იქამდე გვესაუბრა, სანამ ისევ სხვებისგან გაიგებდა სიმართლის ფრაგმენტებს. ვუყურებდი მას და ვფიქრობდი - აი ვის მინდა გავდნენ ჩემი შვილები. ვისგან უნდა აიღონ მაგალითი. როგორ კაცებად უნდა ჩამოყალიბდნენ... მხოლოდ მაშინ გავაანალიზე, რომ სინამდვილეში ის იყო ჩემთვის მამაც და ძმაც. ალბათ ბევრად უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ასეთი მშიშარა, რომ არ ვყოფილიყავი და მეგობარიც ყოფილიყო. მხნეობა უნდა მომეკრიბა და ისე მეთქვა სათქმელი ისედაც გაგიჟებული ადამიანი მთლად არ გამომეყვანა წყობილებიდან. აეროპორტის კაფეშივე დავსხედით. ბოლო პერიოდი ჯოჯოხეთად მქონდა ქცეული, მაგრამ ასეთი მძიმე არც ერთი საუბარი არ ყოფილა. არ ვიცოდი საიდან უნდა დამეწყო ან რა უნდა მეთქვა. ჩემ თავზე ვბრაზობდი. ყველა იმ ამბავზე რის თქმასაც ვერ ვახერხებდი ვიაზრებდი, რომ სწორედ ეს არ უნდა გამეკეთებინა, სწორედ ეს არ უნდა მეთქვა, სწორედ ეს არ უნდა მომეთმინა. ცრემლები და ბოღმა ერთნაირად მაღრჩობდა. ყველაფერის მოყოლა შევძელი გარდა იმისა, რომ ვცადე თავი მომეკლა. საკუთარი უსუსურების შემრცხვა. ლუკა უბრალოდ მისმენდა. არაფერს მეკითხებოდა. ზოგჯერ რაღაცას თუ ბოლომდე არ ვიტყოდი წარბს ზევით წევდა და ისე მიყურებდა თითქოს აზრების წაკითხვა შეეძლო, თუმცა არც სჭირდებოდა წაეკითხა. ასეთი პაუზები ერთი ორ წამს თუ გრძელდებოდა და მერე ისევ ვაგრძელბდი და ზოგჯერ იმასაც კი ვამბობდი რისი თქმაც საერთოდ არ იყო საჭირო. - ანუ გადავწყვიტე - ისე თქვა ვერ მივხვდი კითხვა იყო თუ აზუსტებდა. მაგრამ მივხვდი, რომ ამის შემდეგ უკან დასახევი გზა აღარ უნდა დამეტოვებინა. - გადავწყვიტე. - ვთქვი ხელოვნური დამაჯერებლობით და თავადვე გამეცინა საკუთარ თავზე. - როგორც გადაწყვეტ ყველაფერი ისე იქნება. - დაასრულა საუბარი და მანიშნა წასვლის დროაო. - დედას შენ გაუმკლავდი მე საქმეები მაქვს. - გამორიცხულია. - მოგიწევს. - გაეცინა და ვიღაცას რაღაც ანიშნა. მე მხოლოდ მაშინ შევნიშნე შორიახლოს მსხდომი მისი, რამდენიმე მეგობარი და დაცვის უფროსი. უკვე ვიცოდი, რომ ეს ყველაზე გრძელი ღამე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. რისი გაკეთება შემეძლო?! ლუკა შემეჩერებინა არსად წასულიყო, თუ ლექსოსთვის დამერეკა ჯერ არ შეხვედრიდა?! არც ერთი დამიჯერებდა და არც მეორე. გავაანალიზე, რომ არც ერთ მათგანზე არ მქონდა საკმარისი გავლენა, რამე შემეცვალა და მივხვდი ასე გაგრძელებაც აღარ შეიძლებოდა. აეროპორტიდან საბამ წამომიყვანა. ის ერთადერთი იყო ვინც ლუკას ღრმა ბავშვობიდან შემორჩა. მათ ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში ვერ თანხმდებიდნენ არ მახსოვს უკმაყოფილება ქონოდეთ. უჩხუბიათ კიდეც, პირველად ლუკა, რომ ჩალურჯებული თვალით მოვიდა არ თქვა ვინ დაარტყა. არც ისე იყო მოლაყბე და მაშინ სულ ჩაიგუბა პირში წყალი. მეორე დღეს გავიგეთ, როცა თვითონ საბა ამოვიდა და თქვა: "წუხელი ბევრი დავლიე და სულ ავურიე, რა არაყი იყო ასეთიო. ლუკამ: ვის არ აურევია სიმთვრალეშიო" და ისე გააგრძელეს ვითომც აქ არაფერი მომხდარიყო. მერე რაღაც ჭორებსაც მოკრეს ყური და ნახევარი უბანი გაილახა ამის გამო, მაგრამ თვითონ უფრო დაახლოვდნენ. მერე ოჯახებითაც დავახლოვდით. საბა ფაქტიურად ჩვენთან გადმოცხოვრდა ჩემი გათხოვების შემდეგ და დედაჩემისთვისაც მეორე შვილად იქცა. მე კი, რაც გავთხოვდი ძველ ცხოვრებას გამოვემშვიდობე და ისე გამოვიდა, რომ ხალხსაც. სიყვარული არ გამქრალა, მაგრამ იშვიათი კონტაქტიდან გამომდინარე ურთიერთობა შეიცვალა. უფრო დისტანციური და ზედაპირული გახდა. ახლაც ვიჯექი მანქანაში და არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ან უნდა მეთქვა რამე თუ არა. ალბათ ისიც ამას ფიქრობდა და ვისხედით ასე უენოდ. ერთი სული მქონდა გზა დასრულებულიყო. ყველაზე მძიმე ეს აუტანელი სიჩუმეა. რა იცოდა საბამ ჩემს ცხოვრებაზე?! ან საერთოდ იცოდა რამე თუ ახლა უნდა გაეგო?! საკუთარი ცხოვრების შემრცხვა. შემრცხვა იმის თუ ვინ ვიყავი და ვინ გავხდი. რას იფიქრებდა?! არ მინდოდა, რომ მათ შევცოდებოდი. არ მინდოდა, რომ ვინმეს სინანულით ეთქვა - რა კარგი ბავშვი იყო და როგორ წაუვიდა ცხოვრებაო. ამას ისევ სიჩუმე მერჩივნა. მერჩივნა ისევ მარტო დავრჩენილიყავი ჩემს პრობლემებთან. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა მეფიქრა ამ ღამეს და შემდეგ პერიოდს მშვიდობიანად ჩაევლო. საკუთრი თავის შეცოდების და უდროო დროს გამოღვიძებული ეგოს გამოკვების დრო არ იყო. თუმცა ვინ გაცალა. საბამ მანქანა სახლთან გამიჩერა. დავემშვიდობე და ვთხოვე ლუკა მარტო არ დაეტოვებინა. მართალია ამის თქმა არ სჭირდებოდა, მაგრამ მე მაინც მშვიდად ვიგრძენი თავი, როცა მითხრა ნუ გეშინია ყველაფერი მშვიდობიანად დალაგდებაო. სადარბაზოში შევდიოდი უკვე ესემეს შეტყობინება, რომ მივიღე. ლექსო იყო ტექსტით "ასე უვლი ბავშვებს?!" რამდენი ბოლო წვეთი შეიძლება არსებობდეს?! ყველა ჯერზე სანამ ვიფეთქებ მგონია, რომ ეს არის ბოლო, მაგრამ მგონი არც ამ "ბოლოს" აქვს ბოლო. ჯერ გავიყინე, თვალებს არ ვუჯერებდი. ყველაფერს შეიძლება შეეხო ადამიანი, მაგრამ რაღაც ხომ უნდა დაგრჩეს არა?! ახლა ბავშვებს გადასწვდა! ანუ მე ჩემს ძმას ვერ უნდა დავხვდე აეროპორტში იმის გამო, რომ არ იფიქროს ბავშვებს ვერ ვუვლი?! სიბრაზისგან ხელებიც კი მიკანკალებდა. ვიცოდი, რომ სადღაც იქვე იყო აბა საიდან უნდა სცოდნოდა, რომ სახლში არ ვიყავი. აქეთ იქით ვტრიალებდი და თვალებს უაზროდ ვაცეცებდი, მაგრამ არსად ჩანდა. დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა. საბა უკვე წასული იყო და რაღაცნაირად გულზე მომეშვა, რომ თუ აქ იყო ერთმანეთს მაინც აღარ შეხვდებოდნენ. - საბა, - თითქოს გონება გამინათდა - აი რა იყო ბავშვებს ამოფარებული ტექსტის რეალური მიზეზი. სადაც საკუთარ ბიძაშვილზე მოაწყო ეჭვიანობის სცენები ორ წუთიანი ლაპარაკისთვის, დღისით მზისით ყველას თვალწინ, რატომ უნდა დაეშალა ჭკუას იგივე სხვაზეც გაეკეთებინა?! მეტი მიზეზი რა გინდა შუაღამისას მომიყვანა აგერ კაცმა სახლში. მიდი და ამტკიცე ახლა, რომ ეს ის არ არის რაც მას გონია. ისტერიული სიცილი ამივარდა. ვიჯექი სადარბაზოს შესასვლელში და შეშლილივით ვიცინოდი, იქამდე სანამ ისევ ტირილში არ გადამივიდა და შემდეგ ისევ სიცილმა არ შეცვალა. უკვე აღარ ვიცოდი რა მჭირდა. მგონი ზღვარს გავცდი და სწორედ ეს იყო სიგიჟე. კი, იმ წუთში მე არაფერი მიგავდა ადეკვატური ადამიანის. ალბათ ვინმე ნაცნობს, რომ დავენახე სერიოზულად შეაშფოთებდა ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა, მაგრამ ნაცნობი არ გამოჩენილა და მეზობლები უკვე მიჩვეულები იყვნენ სეირის ყურებას. როდის როდის მოვიკრიბე ძალა და გონება. ისევ დავურეკე ლექსოს, მაგრამ ისევ არ მიპასუხა. დავრწმუნდი, რომ იქ არ იყო, მაგრამ საიდან იცოდა?! ეზოს ისევ უშედეგოდ მოვავლე თვალი. - ალბათ რომელიმე მეზობელი მომიჩინა ჯაშუშად - გავიფიქრე ჩემთვის და სადარბაზოში შევედი. ლიფტი რომ გაიხსნა მივხვდი ვერ შევიდოდი. ჰაერი არ მეყოფოდა. ისედაც ამ ბოლო დროს სულ ცუდად ვიყავი და ახლა ესღა მაკლდა. კიბეებს ფეხით ავუყევი. მეორე და მესამე სართულს შორის ვიყავი, როცა მოპირდაპირე მხარეს მოციმციმე შუქი დავინახე განათების ბოძზე. აი საიდან იცოდა როდის დავბრუნდი. ეზოში დაყენებული შიდა უსაფრთხოების კამერიდან მიყურებდა. მოცლილი ავადმყოფი! ანუ მთელი საღამო, რაც სახლიდან გავედი კამერას უყურებდა როდის დავბრუნდებოდი?! კიდევ კარგი ყველაფერზე წვდომა არ აქვს თორემ ალბათ არაფერი დარჩებოდა ისეთი, რასაც არ გააკონტროლებდა. მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ მიუხედავად იმისა ერთ ჭერქვეშ აღარ ვცხოვრიბდით მას ყველაფრის გაკონტროლება შეეძლო. ვის რას ვწერდი, ვის რას ველაპარაკებოდი ან რას ვგეგმავდი. რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა სახლშიც მქონოდა კამერები და მოსასმენები. მას ხომ არ გაუჭირდებოდა ამის გაკეთება. პროფესიონალები იყვნენ თვალთვალში და მიყურადებაში. პარანოიამ შემიპყრო. ვიგრძენი, რომ არც ერთი სივრცე არ იყო ჩემთვის პირადი. არც რეალური და არც ვირტუალური. არც ერთი საუბარი დაცული. და საერთოდ არაფერი გამაჩნდა პირადი. უკვე შუაღამე იყო. - რა უდნა ვქნა?! - უაზროდ ვეკითხებოდი თავს. ჯერ ლუკას დავურეკე, მერე საბას, მაგრამ არც მათ მიპასუხეს. მივხვდი, რომ გათენებას არ დაელოდნენ. დედაჩემს დავურეკე არ მოვდივართქო და მათი მოძებნა გადავწყვიტე. დედაჩემის ვიშვიშმაც გამაღიზიანა და მისმა რა გვეშველება შვილომაც. არ ამოეღო ხმა და არ ვიქნებოდით არც ერთი ამ დღეში. ვხვდებოდი, რომ ეს ბრაზი საფუძველს მოკლებული და გადაბრალებას წყურვილზე ორიენტირებული იყო, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და მეც მასზე ვიყარე ჯავრი, როგორც ამას მამა აკეთებდა წლების განმავლობაში და მივხვდი რამდენად უსუსური იყო ისიც, როგორც მე ამ წუთში. დედა შემეცოდა. შემეცოდა არა იმის გამო, რომ ამის გადატანა უწევდა, არამედ იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ისე გაატარა საყრდენი არ ყოლია, იქამდე სანამ ლუკა არ გაიზარდა. დრო არ უნდა დამეკარგა. ვგრძნობდი თუ უმოქმედოთ დავჯდებოდი ლოდინი სულ გამაგიჟებდა. ლუკას კარგად ვიცნობდი, ის არავის ენდობოდა. ამიტომ ვფიქრობდი, რომ სადმე ისეთ ტერიტორიაზე შეხვდებოდა, რომელსაც კარგად იცნობდა. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე. ოფისში არ აღმოჩნდნენ. გეზი წყნეთისკენ ავიღეთ. ტაქსის მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი იყო. დამტვრეული ქართულით საუბრობდა. როგორც აღმოჩნდა ინგილო იყო. ქართული ენა შენარჩუნებული ქონდათ, მაგრამ სიტყვები თითქოს სხვანაირად მესმოდა. ყოველ შემთხვევაში თანამედროვე ქართულისგან ძალიან განსხვავდებოდა. სხვა დროს საუბარს არ გავუბამდი და შეიძლება გავღიზიანებულიყავი კიდეც ამდენი შეკითხვებით, მაგრამ ახლა ნერვიულობისგან გაუთავებლად ვლაპარაკობდი. ვგრძნობდი, რომ უადგილო იყო ეს ლაპარაკი, მაგრამ ვერ ვჩუმდებოდი. სახლამდე ისე მივედით ენა არ გამიჩერებია. შუქი შორიდანვე დავინახე და შვებით ამოვისუნთქე. რაც მთავარი იყო ვიპოვე. დანარჩენს როგორმე მოვაგვარებდი. ტაქსი გავისტუმრე და ეზოში შევედი. სიჩუმე იყო. მხოლოდ ჩემი ფიქრები ხმაურობდნენ. მხოლოდ საკუთარი გულისცემა მესმოდა და მეგონა, რომ მხოლოდ მე კი არა, მთელ წყნეთს ესმოდა. ლექსოს მანქანა ეზოში იყო გაჩერებული, მაგრამ თავად არ ჩანდნენ. ლუკას ვერანდაზე თავისი კუთხე ჰქონდა მოწყობილი. მთელი სივრცე ხელისგულივით იშლებოდა, მაგრამ გარედან ვერ დაინახავდი იქ იყო ვინმე თუ არა. ვიფიქრე იქ იქნებოდნენ, მაგრამ შევცვდი მხოლოდ საბა და კიდევ ერთი შუა ხნის მამაკაცი შემრჩა ხელში, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი. ძაღლების ყეფა და ფეხის ხმა შემომესმა. წამოვდექი. უკვე გამთენია იყო. მტრედისფერი, რომ უფერულდება ისეთი დრო. მაგრამ სახეების გარჩევა შეიძლებოდა. ლუკამ დამინახა და წამიერად შეჩერდა. წამიერად ლექსოც გაჩერდა. მივხვდი, რომ არც ერთს არ გახარებია ჩემი იქ დანახვა. ლექსოს განსაკუთრებით, მაგრამ მისი მზერა მე არ მეკუთვნოდა უკან შემოვბრუნდი. გვერდით საბა მედგა. თავი 11 - მოვედი სად ხარ? - ეზოს გამოუყევი. რომ მოხვალ დამინახავ. - როგორც ყოველთვის ახლაც მოკლე საუბრით შემოიფარგლენ. ლექსომ მანქანა დააყენა და ეზოს გაუყვა. სახლის უკან ტყე იყო. ლუკას უყვარდა ასეთი ადგილები. ხალხისგან შორს და ბუნებასთან ახლოს. გადაჭრილ მორზე იჯდა და სიგარეტის კოლოფს ნერვიულად ათამაშებდა. ლექსომ სახლს ჩაუარა. შენიშნა, რომ სახლში ვიღაცეები იყვნენ. არ ესიამოვნა, მაგრამ გზა განაგრძო. ლუკა არავის ენდობოდა. მათ შორის არც მას. ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ მარტო არ იყო. თუმცა ლაპარაკს მათ გარდა არავინ დასწრებია. - აქ რას ვაკეთებთ? - უსიტყვო სალამს უსიტყვოდვე უპასუხა ლექსომ და სივრცეს გახედა. მშვენიერი ღამე იყო, ვეებერთელა მთვარე, ათასობით წვრილ-წვრილი ვარსკვლავი და ნელ-თბილი სიო. ზუსტად ისეთი ღამე, თუ სიცოცხლესთან გამომშვიდობებას ისურვებდი გული არ დაგწყდებოდა, სიმშვიდე სიკვდილის წინაც ვერ ვიპოვეო. ლუკას არაფერი უპასუხია. ისიც სივრცეს გაჰყურებდა. დრო და დრო დაძაბულობისგან ყვრიმალები ეჭიმობოდა და ჩვეულებრივზე ღმად სუნთქავდა. - აეროპორტში დეა ვნახე - თითქოს ამით ყველაფერი ნათქვამი იყო. ლექსომ ღმად ამოისუნთქა. არც მისთვის იყო მარტივი. თითქოს განვლილმა ათმა და შემდეგ ორმა წელმა თვალწინ ჩაურბინა. ის დრო ენატრებოდა, როცა მისი ცხოვრება მშვიდი და სიცოცხლით სავსე იყო. იმ დროის დაბრუნება სურდა, მაგრამ დრო უკან არ ბრუნდება. და არც ადამიანები ხდებიან ისინი ვინც ოდესღაც იყვნენ. - რა გითხრა? - ყველაფერი. - ყველაფერს არ მოგიყვებოდა... - ?! - ეს ჩემი ბოლო შანსია ლუკა დაბრუნება მჭირდება... - დაბრუნება გჭირდება! - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ლუკამ - და მას რა სჭირდება გიფიქრია? - ჩემი ბრალია, რაც უნდა მითხრა მართალი იქნები, მაგრამ მათ გარეშე არ შემიძლია... მათ გარეშე არავინ ვარ... - გადაწყვეტილება მიღებული აქვს - ღრმად ჩაისუნთქა ლუკამ. სცადა მოკლედ მოეჭრა საუბარი და საქმეზე გადასულიყო. - ახლა გაბრაზებულია, მაგრამ გადაუვლის... - გადაუვლის?! რა გადაუვლის ბიჭო! - მოთმინებამ უღალატა მას. - გოგომ ყველაფერი დათმო და რა მიიღო სამაგიეროდ იმედგაცრუების და უარყოფის გარდა?! - გაბრაზებული ხარ და მართალიც ხარ. ორი გოგო მეზრდება, მეც მიფიქრია ამაზე... - მერე?! ლექსომ იარაღი გადატენა და ლუკას წინ დადო. - ჯობია მესროლო და დავამთავროთ. ეს ზუსტად ის არის, რასაც ვიზავდი... - გგონია ამაზე არ მიფიქრია?! - ირონიულად ჩაეღიმა ლუკას და იარაღს ზიზღით დახედა - უბრალოდ ვერ მოვიფიქრე შემდეგ რა უნდა ვუთხრა ბავშვებს... - არც მე ვიცოდი რა უნდა მეთქვა დედას, რომ იკითხავდნენ... ამაზე ახლაც ხშირად ვფიქრობ, იმ დღეს რომ ათი წუთით მაინც დამგვიანებოდა აღარაფერს ექნობოდა აზრი... - ყელში მობჯენილი ბურთი გადაყლაპა ლექსომ. მისთვის ამის გახსენება ისეთივე მძიმე იყო, როგორც იმ წუთში, როცა სასოწარკვეთილი ცდილობდა მის იმქვეყნიდან მობრუნებას. - რას ნიშნავს დედას, რომ იკითხავდნენ?! - ვიფიქრე იცოდი... - რა არ ვიცი! - პირდაპირ იკითხა ლუკამ. შინაგანად უკვე იცოდა რისი მოსმენა მოუწევდა, მაგრამ სადღაც გულის რომელიღაც კუნჭულში მაინც იმედოვნებდა, რომ ცდებოდა. დეა მისი და იყო, მისი პატარა და. და რომლისთვისაც მზად იყო მთები გადაედგა, სამყარო შეეძრა, ყველაფერზე წასულიყო, მაგრამ ვერ დაიცვა. ვერ დაიცვა ცხოვრებისგან. ვერ დაიცვა ტკივილისგან. ვერ დაიცვა ღალატისგან, ვერ დაიცვა შეურაცხყოფისგან, ვერ დაიცვა საკუთარი თავისგანაც და ვის გამო?! ლექსოს ხმა სადღაც შორიდან ჩაესმოდა, თვალთახედვა დაიბურა, მხოლოდ მის სახეს ხედავდა გადღაბნილი შუქების ფონზე. სიტყვების გარჩევას ვეღარ ახერხებდა, მხოლოდ ბგერებისგან გამოწვეულ ვიბრაციას გრძნობდა. სისხლი საფეთქლებში აწვებოდა და ბოლოს გონება საბოლოოდ დაებინდა. ლექსო ხედავდა, როგორ ემღვრეოდა თვალები, როგორ ებერებოდა ვენები კისერსა და საფეთქლებზე, როგორ უთრთოდა მხრები და გულ-მკერდის კუნთები, მაგრამ გაჩერება არც უფიქრია. თითქოს ცეცხლზე ნავთს ასხამდა, თითქოს სურდა, რომ ამ ცეცხლში დამწვარიყო. თითქოს გრძნობდა, რომ ამ ცეცხლს შეეძლო მისი ბედი გადაეწყვიტა და ისიც მზად იყო ამისთვის. პირველ დარტყმას მეორე მოყვა, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე და მერე აღარც დაუთვლია. არც წინააღმდეგობა გაუწევია. პირში სისხლის გულისამრევ გემოს გრძნობდა, მაგრამ საკუთარ თავზე მეტად ერეოდა გული. ლუკა მალევე მოეგო გონს, გასისხლიანებულ მარჯვენას ზიზღით უყურებდა და საკუთარი უსუსურება ყელში უჭერდა. ნუთუ მხოლოდ ეს იყო რაც შეეძლო?! ბრაზი, ბოღმა და კიდევ რა არ ირეოდა მის გონებაში, მაგრამ სასოწარკვეთა მეტი იყო. "- ათი წუთი რომ დამგვიანებოდა აღარაფერს ექნებოდა აზრი" - ისევ ზარივით რეკდა ლექსოს სიტყვები. აქამდე არ განცდილ ტკივილს გრძნობდა, თითქოს გული ათასნაწილად დაიფლითა, შეერთდა და ისევ იფლითებოდა. - მისგან თავი შორს დაიჭირე - გამოსცრა კბილებში და სახლისკენ წავიდა. ლექსომ იცოდა, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ ღირდა. ისიც იცოდა, რომ თუ ვინმეს შეეძლო დეა დაერწმუნებინა ეს ის იყო. თუ მისი ნდობის მოპოვებას შეძლებდა, დეაც შეძლებდა ისევ ეპატიებინა. ციდან ჩამოფრენილი არ იყო. ცხოვრების ავან-ჩავანზე ბევრი იცოდა. ბევრი რამ საკუთარი თვალით ენახა და ბევრიც გაეგო. პოლიციელობა არ არის მარტივი საქმე. ათასი ჯურის კრიმინალთან გიწევს შეხვედრა, ათასობით მოწმესთან თუ ასობით დაზარალებულთან. ყველას თავისი სიმართლე აქვს, ყველას თავისი სიმართლის ან თავისმართლების ვერსია. გადაბრალების, ცრუ ჩვენების თუ ხელის სხვისკენ გაშვერის. ათობით გადაბირებული აგენტი და გაყიდული სულის მქონე ადამიანი თავის კვალს ამჩნევს აზროვნებას. ის იცნობდა ადამინის ფსიქოტიპებს. იცოდა, რომ ლუკა კერკეტი კაკალი იყო, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ცდას ყოველთვის აქვს აზრი. - მომისმინე ლუკა ერთადერთი რაც მჭირდება ისინი არიან! საერთოდ მივატოვებ ყველაფერს და სადმე წავალთ. ყველაფრისგან შორს. დაელაპარაკე გთხოვ. ლუკას არაფერი უპასუხია. ის ჯერ კიდევ იმ ფიქრებში იყო, იმ დროს როცა მის დას ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მან კი არაფერი იცოდა. *** ადამიანების ცნობა არასდროს გამომდიოდა, მაგრამ შეცდომაც არის და შეცდომაც. ჩემ ცხოვრებას აღარ ერქვა არ გამიმართლა ან არასწორი ადამიანი შემიყვარდა. იყო დრო, როცა მართლა გვიყვარდა ერთმანეთი, იყო დრო, როცა ბედნიერები ვიყავით და იყო დრო, როცა მის დასაბრუნებლად ყველაფრის გავაკეთებდი, მაგრამ არა ახლა. ქალებს საოცარი მოთმინების უნარი გვაქვს, ბოლო წუთამდე შეგვიძლია იმედი არ დაკარგოთ. დუმილით ვუპასუხოთ წყენას და დარდს. შეგვიძლია გავიღიმოთ და სითბო გავცეთ მაშინაც კი, როცა გულს ტკივილის მარწუხები წურავს, როცა სულის სიცივე გვაქვს მთელ სხეულში გამჯდარი და ყველა ამოსუნთქვა გვტკივა. თუმცა როდესღაც დგება ის დროც, როცა სიყვარული აღარ კმარა, როცა პატიების ლიმიტი იწურება და მოთმინების ფიალა ივსება. სარკეში ვიხედებით და იქიდან სხვა ადამიანი გვიყურებს. მისი თვალები თითქოს გვეცნობა, მაგრამ არა მზერა. ცივი, ყინულივით ცივი მზერა აქვს და ამ მზერაში მხოლოდ იმის წაკითხვა შეიძლება, რომ ამის შემდეგ ყველაფერი სულერთია. აღარც კითხვები აქვს და აღარც აქამდე დასმულ კითხვებზე აინტერესებს პასუხები. გულგრილი ქალის სიყვარულს ვეღარ დაიბრუნებ, ახლიდან ვეღარ მოხიბლავ, იმედი აღარ აქვს და ზუსტად ეს არის დასასრული. მნიშვნელობა არ აქვს გადაწყვეტილება მიღებულია თუ არა. ერთ ჭერს იზიარებენ თუ არა. ეს უკვე ნიშნავს დასასრულს და ადრე თუ გვიან ამ დასასრულსაც აქვს დასასრული. ჩემი დასასრული იმ მზერაში იყო, რომელიც მე არ მეკუთვნოდა. ეჭვიანობა, ბრაზი და სიძულვილიც კი დავინახე იმ გამოხედვაში თითქოს თავად კი არა, საბა ყოფილიყო დამნაშავე ყველაფერში. ან არ ვიცი, შეიძლება მიზეზი იპოვა რაზეც ბოღმას ანთხევდა. ან შეიძლება ჩემმა გონებამ გააზვიადა. ზუსტად არაფრის თქმა შემიძლია ამის შემდეგ ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები. თავიდანვე ვიცოდი, მათი საუბარი მშვიდად არ ჩაივლიდა. შეიძლება ლუკამაც იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ეს დღე დადგებოდა და ბევრი ქონდა ნაფიქრი ამაზე. იმ წუთში მეგონა, რომ მას ყველა ჩვენგანის ყოველი ნაბიჯის გათვლა შეეძლო. შეიძლება ამიტომაც არ ესაიმოვნა ჩემი იქ დანახვა, მაგრამ ამაზე საუბარი აღარ დაგვცალდა. როგორ შორდებიან ნორმალური წყვილები?! ან როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ წყვილები, რომლებსაც არ შეუძლიათ ყველა ხიდი გადაწვან შვილების გამო?! მშობლების დაშორება ავტომატურად ხომ, არ ნიშნავს შვილებთან დაშორებასაც?! ჩემს წარმოდგენაში დრო შეძლებდა ყველაფერი დაელაგებინა. თავიდან შეიძლება არა, მაგრამ შემდეგ ვფიქრობდი შევძლებდით ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ერთ ჭერქვეშ არ ვიცხოვრებდით, მე ჩემი ცხოვრება მექნებოდა ის კი თავისას განაგრძობდა. ბავშვები ჩემთან იცხოვრებდნენ და უქმე დღეებს მამასთან გაატარებდნენ. დაბადების დღეებს კი ერთად ავღნიშნავდით ზუსტად ისე, როგორც ამერიკულ ფილმებშია ხოლმე. პროპაგანდას წამოვეგე. თავიდანვე უნდა მიმხვდარიყავი, რომ ყველაფრის შემდეგ ჩემი ფილმი რომანტიული კომედია ვერ იქნებოდა. სახლში საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა. მისაღებში ვისხედით მე, ლექსო და ჩემი ძმა. ერთხანს მძიმე სიჩუმე იდგა. ლექსო გახეთქილი ტუჩიდან პერანგის სახელოთი იწმენდდა სისხლს და ჩემი გულგრილობა აოცებდა. მეც მაოცებდა ეს შინაგანი სიმშვიდე და გულგრილობა თითქოს ყველაფერი სულერთი გახდა, ან უფრო ავის წინათგრძნობა მქონდა და ეს არაფრად აღარ მიმაჩნდა. მხოლოდ ლუკა იყო დაძაბული. თითქოს ისიც გრძნობდა, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულდებოდა. საუბარი მოკლე-მოკლე წამოსროლილი ფრაზებით და კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა, რომელიც პასუხად მხოლოდ კის ან არას მოიაზრებდა და უფრო მაფიოზური ფილმების სცენარს გავდა ვიდრე რეალობას. არ ვიცი რამ აიძულა ლექსო ჩემი ძმისთვის მოეყოლა სუიციდის მცდელობაზე, ან რისთვის დასჭირდა მისთვის ამის თქმა, მან მხოლოდ ის მკითხა შენ რატომ არ მითხარიო. რა უდნა მეთქვა?! იმდენად სუსტი და უთავმოყვარეო ვიყავი ვერც ქმარი გავუშვი და ოთხ შვილსაც უპატრონოდ ვტოვებდითქო?! ადამიანებს არ გვიყვარს საკუთარ შეცდომებზე საუბარი. მით უფრო შეცდომებზე, რომლის დავიწყებაც გვინდა. რომელიც გვზარავს და გვაიძულებს რაც შეიძლება შორს გავექცეთ წარსულს. ლუკას გამოხედვაში ხშირად ცვლიდა ბრაზი და სიბრალული ერთმანეთს. მე კი ჩემი თავი აღარ მებრალებოდა. არაფერს ვგრძნობდი და თითქოს ლექსოსთან ერთად ჩემი რაღაც ნაწილიც გავუშვი. ახალ მეზე კი არაფრის თქმა შემეძლო. ის ტკივილში, იმედგაცრუებასა და ღალატში გამოძერწილი ქალი იყო, რომელიც აღარასდროს იცხოვრებდა ილუზიებში. ხომ შეიძლებოდა შეგუებოდა იმ აზრს, რომ დავშორდით და ახლა მაინც მოქცეულიყო ისე, როგორც ნორმალური ადამიანები იქცევიან. ჩემი და საკუთარი თავის გამო თუ არა შვილების გამო მაინც?! არა! მან ესეც ვერ შეძლო და უკანასკნელი იმედიც გამიცრუა სიტყვებით: - იმიტომ აღარ გინდა შერიგება, რომ უკვე იპოვე შემცვლელიო?! - თავით იმ წუთში შემოსულ საბაზე მანიშნა და ისევ ზიზღით აევსო თვალები. უშვერი სიტყვების კორიანტელი ელვის სისწრაფით გადაიზარდა ხელჩართულ ბრძოლაში და გასროლის ხმასთან ერთად შეწყდა. საბა მოწყვეტით დაეცა იატაკზე და მოძრაობა შეწყვიტა. თავი 12 დახურულ სივრცეში გასროლის ხმას განსხვავებული ეფექტი აქვს. როცა ელოდები, თითქოს მზად ხარ და ისე მძაფრად ვერ აღიქვამ, მაგრამ მოულოდნელი გასროლა კიდევ სხვაა. რაღაც მომენტში თითქოს არაფერი გესმის გარდა შუილისა, მერე ნელ-ნელა იწყებს სმენა აღდგენას. ჯერ გვერდით მდგომის ხმაც შორიდან გესმის, შემდეგ საერთოდ ქრება შუილი და გონს მოდიხარ. ეს სულ რამდენიმე წამი გრძელდება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებ ანალიზს რა ხდება. (თუ რა თქმა უნდა შეჩვეული არ ხარ, ან სპეციალური წვრთნა არ გაგივლია). ისტერიულმა კანკალმა ამიტანა. სხეულის არც ერთი ნაწილი აღარ მემორჩილებოდა. ჩემი მეხსიერება გასროლის ხმასთან ერთად შეწყდა. უკანასკნელი კადრი, რაც ჩამრჩა იყო სისხლის გუბე, რომელიც ჩემსკენ მოიწევდა. შოკიდან ვერ გამოვედი, ჩახვეული კასეტასავით იმეორებდა გონება „შენი ბრალია! შენი ბრალია! ყველაფერი შენი ბრალია!“ და ეს ხმა არ ჩერდებოდა. ოთახში ვიყავი, მაგრამ არ ვიყავი. ეს ჩემი ჯოჯოხეთი იყო, ჩემი სასჯელი უსუსურებისთვის, შიშისთვის, სიმხდალისთვის, უთავმოყვარეობისთვის. ყველაფრისთვის, რაც უნდა გამეკეთებინა და არ გავაკეთე. ჩემი დასასრული, რომელსაც უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. ჩემთვის საბა მკვდარი იყო. მაგრამ მისი მკვლელი ლექსო კი არა მე ვიყავი. ვხედავდი, როგორ იწვა იატაკზე უძრავად და სისხლის ნაკადი როგორ მოდიოდა ჩემსკენ. რეალობას მოვწყდი. არ მახსოვს ვინ გამოიძახა სასწრაფო, რამდენ ხანში მოვიდნენ, როგორ აივსო პოლიცილებით სახლი. საერთორ არაფერი მახსოვს იქამდე, სანამ სილა არ გამარტყა ჩემმა ძმამ. თავიდან ვერ მივხვდი რა მომივიდა. გაოგნებული ვუყურებდი, მაგრამ კანკალმა მომენტალურად გადამიარა. - გამოფხიზლდი, ამის დრო არ არის! - მითხრა მან. - ყველაფერი კარგად იქნება! - როგორ? - ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე და ცრემლები წამსკდა. - ნუ გეშინია გადარჩება, ყველაფერი კარგად იქნება! - ცდილობდა ისე ილეპარაკა, რომ შინაგანი მღელვარება არ შემემჩნია - გიორგი გაყვა სასწრაფოს, მე პოლიციაში უნდა წავიდე, შენ სახლში წადი. - სახლში?! - სახლში წადი! სანამ არ გეტყვი არავის დაეკონტაქტები! არავის არაფერს მოუყვები! არც ნათიას, არც დედას, არც პოლიციას! არავის გესმის?! - რაც შეიძლებოდა ჩუმად ლაპარაკობდა. მხრებით ვეჭირე და როცა, პოლიციაზე საუბრობდა თავი ახლოს მოჰქონდა ყურთან. - ლუკა რა ხდება! - არაფერი, ასეა საჭირო! კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე, არავის არაფერს ეუბნები! თუ პოლიცია მოგაწვება ეტყვი, რომ ადვოკატთან ერთად მიხვალ! ახლა ბიჭები მოვლენ და ისინი მოგხედავენ. დანარჩენს მე მოვაგვარებ! - საბა?! - გამოძვრება! საავადმყოფოში არ მიხვიდე! პოლიციით იქნება სავსე, მოერიდე მათთან კონტაქტს! - ამიხსენი რა ხდება. - ამის დრო არ არის! უბრალოდ დამიჯერე და ისე გააკეთე, რასაც გეუბნები. თავი უხმოდ დავუქნიე და ხელები მოვხვიე. ახლა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მეგრძნო, რომ ჩემს გვერდით იყო და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ეზოში მასთან ერთად გამოვედი. გვერდით ორი პოლიციელი მოგვყვებოდა გაუთავებელი, მაგრამ უპასუხო შეკითხვებით. ლუკამ ხელით რაღაც ანიშნათ ბიჭებს და ერთ-ერთი მათგანი დაიძრა, მაგრამ პოლიციამ ეზოში არ შემოუშვა. მეორე მათგანმა კი განაცხადა, რომ ადვოკატი იყო და ორდერის ჩვენების შემდეგ გამოატარეს. - დამნაშავეებივით რატომ გვექცევიან? - ვკითხე ლუკას. რაღაც ისე ვერ იყო ჩემ წარმოდგენაში, როგორც უნდა ყოფილიყო და შიშმა ამიტანა. - დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება - გამიმეორა მან და ჩემი თავი ახლადგამომცხვარ ადვოკატს გადააბარა, რომელსაც ალბათ მაქსიმუმ ორი-სამი წლის უკან თუ ექნებოდა დასრულებული უმაღლესი განათლების მიღება. იმ ფაქტმა, რომ განყოფილებაში არ მივდიოდი და ადვოკატს მივყვებოდი პოლიციის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. ლუკა ერთ-ერთი პოლიციელის მანქანაში ჩაჯდა და ისიც თითქოს მის დაჯდომას ელოდებოდაო მაშინვე დაიძრა. იმ ხუთი ბიჭიდან, რომელიც გარეთ გველოდებოდა, ორი მაშინვე გამოეყო ჯგუფს და უკან მიყვა მათ მანქანას. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, იქ მყოფებიდან არავის ვიცნობდი. მხოლოდ ის ვიცოდი, რაც ჩემმა ძმამ მითხრა, ანუ ხმა არ უნდა ამომეღო არავისთან და მას უნდა დავლოდებოდი. ახლად გამომცხვარმა ადვოკატმა დაახლოებით 50 მეტრის იქით გაჩერებულ მანქანაზე მანიშნა და ჩვენც იქით წავედით. - დეა - მომესმა ლექსოს ხმა უკნიდან. ამ ხმამ საერთოდ გამომაფხიზლა. უამრავი კითხვა გამიჩინა, მაგრამ თავს მოვერიე - ეს აქ რას აკეთებს?! - ჩავილაპარაკე ჩემთვის და გზა განვაგრძე. მისი არც დანახვა მინდოდა და არც ხმის გაგება. - დეა - უფრო ახლოდან გაისმა ხმა და ჩემი თანმხლები პირები მეტად დაიძაბნენ. მისკენ შევბრუნდი. შიში, ბრაზი, აგრესია, სასოწარკვეთა და საერთოდ ყველა ის გრძნობა სადღაც გაქრა, რაც რამდენიმე წუთის წინ ერთმანეთში ირეოდა. სრულმა სიმშვიდემ, სრულმა და აუტანელმა სიმშვიდემ მოიცვა სხეული. - არ გაპატიმრებენ?! - ირონიულ ღიმილს ვერაფერი მოვუხერხე. იმ წუთში თავი ქ-ნი ანას ტყავში წარმოვიდგინე და მეტად გამეცინა - ჰო, რა თქმა უნდა ვინ გაკადრებს ხელბორკილს. ლექსომ ნაბიჯი წინ გადმოდგა, მაგრამ ერთ-ერთი ახალგაზრდა ჩადგა ჩვენ შორის. - არ მინდოდა, მართლა არ მინდოდა ... - ცდილობდა გაეწია ახალგაზრდა გვერდით და ისე დამლაპარაკებოდა. - არ გინდოდა! - ისევ ეს უკონტროლო ირონია - ვიცი, ლექსო ვიცი. შენ არასდროს გაგიხედავს წინ... - პირობას გაძლევ ყველაფერს გავაკეთებ შენი ძმა მალე გამოუშვან. - გამოუშვან?! ჩემი ძმა რა შუაშია?! რა ჯანდაბაზე ლაპარაკობს - მივუბრუნდი ადვოკატს. - ქალბატონო დეა მანქანაში დაბრძანდით, შემდეგ ვისაუბროთ - მითხრა ადვოკატმა და მანქანის კარი გამიღო. - ლუკა რა შუაშია ლექსო - უხეშად მოვიცილე ადვოკატი და ისევ ლექსოს ვეცი მხრებში. - დაუჯერე ადვოკატს, მოგვიანებით მეც მოვალ და აგიხსნი სიტუაციას. - არსად არ მოხვალ! - ცივად გავუშვი ხელი და იქვე მდგომ პოლიციელბსაც ზიზღით მოვავლე თვალი. - და ამის შემდეგ ესენი არიან პოლიციელები?! ყველა მეზიზღებით! - დღეს თავისიუფალი ხარ ლექსო, ჯობია ცოლს მიხედო - უთხრა მოახლოებულმა საშუალო ასაკის მამაკაცმა და მეგობრულად დაკრა მხარზე ხელი. - არ არის საჭირო დავითიჩ, ბიჭები ჯერ კიდევ მუშაობენ და უნდა დაველოდო, დეა მიდის უკვე. - შენც არც პოლიციელი ხარ და არც კაცი, საბას, რომ რამე მოუვიდეს, ან ჩემ ძმას შეტენო ეს ამბავი, გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ. - დაუკრეფავში გადადიხარ! სახლში წადი! რომ დამშვიდდები მერე ვილაპარაკებთ! - აღარაფერი გვაქვს სალაპარაკო! - მივაყოლე მიმავალს და მანქანაში ჩავჯექი. - რომელ განყოფილებაში ყავთ ჩემი ძმა, მასთან წამიყვანეთ! - ვუთხარი მძღოლს და ადვოკატის პროტესტს ყურადღება არ მივაქციე. - რომელ საავადმყოფიში გადაიყვანეს საბა? აქ ყავთ? - ვკითხე ჩემს გვერდით მჯდომ უცნობს. - არა, თბილისში წაიყვანა რეანომობილმა. - გამიგეთ სად არის! - ქალბატონო დეა სწორად გაგვიგეთ, ჩვენც რაც გვითხრეს იმას ვაკეთებთ, სახლში უნდა წაგიყვანოთ... - გასაგებია... - მივხვდი, რომ მათთან ვერაფერს გავაწყობდი და ირაკლის დავურეკე. - ირა მჭირდები - მოხდა რამე? - კი. მართალი იყავი, ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდა. - სახლში ხარ? - არა, მაგრამ მალე ვიქნები, რაც მალე მოხვალ მით უკეთესი... ტელეფონი გავთიშე. ათასი ფიქრი ირეოდა ერთმანეთში, ათასი უპასუხო კითხვა... და ყველაზე მთავარი შეგრძნება, რომ არაფერი შემეძლო და ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. როდის იღებენ ადამიანები ინიციატივას საკუთარ თავზე?! ალბათ მაშინ, როცა სხვა გზა არ რჩებათ. შეცდომა დავუშვი ირაკლის, რომ დავურეკე?! შეიძლება. შეიძლება უნდა დამეჯერებინა ჩემი ძმისთვის და მას დავლოდებოდი. შეიძლება მეტი მოთმინება უნდა გამომეჩინა და მეტად აღარ გამერთილებინა. შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. ალბათ ძველი დეა ნაბიჯსაც არ გადადგამდა უნებართვოდ, მაგრამ იმ დეასთან საერთო აღარაფერი მქონდა! რისთვის დავურეკე ირაკლის?! ქ-ნ ანას და ბ-ნ გიორგის უნდა სცოდნოდათ, რომ არ გავჩერდებოდი, ვერ შეძლებდნენ ლექსოს მშრალად გამოყვანას. უნდა სცოდნოდათ, რომ გაჩუმებას არ ვაპირებდი. უნდა სცოდნოდათ, რომ ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი თუ ჩემ ძმას დააპატიმრებდნენ. - ამ საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხება - განმიმარტა ჩემთვის მოჩენილმა ადვოკატმა - ჩვენებას, რომ მისცემს ადვოკატი გამოიტანს და იმის მიხედვით მისცემ ჩვენებას შენც. - რას ედავებიან. - 223 მუხლით იყო საქმე აღძრული და დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი. - ?! - ძველი ისტორიაა, ქურდულ გარჩევებში მონაწილეობის მიღებას ედავებოდნენ. საქალაქო სასამართლომ 5 წელი მიუსაჯა და ოფიციალურად ძებნაზე იყო გადაცემული... - რა სისულელეა... - დაკავების ოფიციალური მიზეზი ეს არის. - ამას ახლა რატომ ვიგებ?! - რა გითხრათ ქალბატონო... - ახლა რა იქნება?! - ჩემი დავალებაა დაველოდო საქმის მსვლელობას და საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ. - ლექსო რატომ არ დააპატიმრეს? - ასე გადაწყვიტეს... - ვინ გადაწყვიტა? - თქვენმა ძმამ ქალბატონო. მის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. - თქვენ ვერა... უკაცრავად უნდა ვუპასუხო - დავხედე ტელეფონს - მოხვედი ირა? - კი, შლაგბაუმს გამიღებ? - ახლავე. ადვოკატი და სამი ახალგაზრდა, რომელთა სახელებიც კი არ ვიცოდი, მივხვდი ჩვენს მარტო დატოვებას არ აპირებდნენ. გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ რადგან ლუკა ენდობოდა, არც მე მქონდა მოსარიდებელი რამე. - ლექსოს ველაპარაკე, ლუკას ჩვენება გამომიგზავნა. - მაჩვენე. "წუხელ ღამის 2:55 წუთზე დავბრუნდი საქართველოში, დამხვდა ჩემი და დეა კვარაცხელია და ჩემი მეგობარები: საბა მაჭარაშვილი და გიორგი მაცაბერიძე აქვე ავღნიშნავ, რომ მათ არაფერი იცოდნენ იმის თაობაზე, რომ მქონდა საქართველოს საქალაქო სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი დაუსწრებლად და ვიმყოფებოდი ძებნაზე. აეროპორტიდან მე და გიორგი მაცაბერიძე წამოვედით წყნეთში ჩემს კუთვნილ ბინაში მდებარე დაბა წყნეთი ********** , ხოლო ჩემი და დეა კვარაცხელია სახლში წაიყვანა საბა მაჭარაშვილმა. ამის შემდეგ საბა მაჭარაშვილიც ამოვიდა ჩვენთან წყნეთში. მოგახსენებთ, რომ ალექსანდრე შერვაშიძე იგივე ლექსო არის ჩემი სიძე, ჩემი დის დეა კვარაცხელიას კანონიერი მეუღლე. ის, ასევე გახლავთ პოლიციის თანამშრომელი, სწორედ ამიტომ დავურეკე მას კუთვნილ მობილურის ნომერზე 577XXXXXX და ვამცნე ჩამოსვლის შესახებ და ვუთხარი ზემოთ აღნიშნული მისამართი, სადაც ვიმყოფებოდი. კითხვაზე თუ რა იყო ჩემი ჩამოსვლის მიზეზი მოგახსენებთ რომ: ვაპირებდი გამოცხადებას და ჩაბარებას. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ მქონდა დაუსწრებლად მისჯილი. ჩვენ არ დავეთანხმეთ სასჯელს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საქმე იმ მოტივით, რომ დაუსწრებლად მისჯილი საქმეები განხილვას არ ექვემდებარებოდა. ჩემი საქართველოში დაბრუნების მიზეზი იყო ეს და სხვა მოტივი არ მამოძრავებდა. კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ არც ჩემმა დამ და არც სხვებმა გარდა ჩემი სიძისა არ იცოდნენ ჩემი დაბრუნების მიზეზის შესახებ. ჩემი და მოგვიანებით ამოვიდა წყნეთში, რამდენადაც ვიცი ტაქსით. ის შეესწრო ჩვენ საუბარს სადაც ლექსო მიხსნიდა პროცედურას, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ჩემი პოლიციაში გამოცხადების შემდეგ. მან ეს არასწორად გაიგო, რასაც მოყვა უკმაყოფილება ცოლ-ქმარს შორის. ვცადეთ მისთვის აგვეხსნა სიტუაცია, მაგრამ ამაოდ. ჩემს სიძეს და მას აღმოჩნდა, რომ მანამდეც ქონდათ პირადი უთანხმოება, რის შესახებაც ჩემთვის ცნობილი არ ყოფილა. მათი საუბრის დროს გავიგე, უთანხმოების მიზეზიც, რაზეც შეგნებულად არ ვამახვილებ ყურადღებას, რადგან საქმის არსთან კავშირი არ აქვს. ჩვენ შორის სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოყვა სიტყვიერ შეურაცხყოფას საბა მაჭარაშვილის მხრიდან ლექსოს მიმართ, რადგან ის ფიქრობდა, რომ კაცური საქციელი არ იყო სიძის მხრიდან ჩემი დაპატიმრება. აქვე განგიმარტავთ, რომ ლექსოს მხრიდან არ ჰქონია ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას საბა მაჭარაშვილის მიმართ. საუბარი დაიძაბა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა ჩევენ შორის, გიორგი მაცაბერიძე და საბა მაჭარაშვილი გვაშველებდნენ. მე გავიწიე იარაღზე, რომელიც დატენილი აღმოჩნდა და ამ ჭიდაობაში შემთხვევით მოხდა გასროლა, რასაც მოყვა საბა მაჭარაშვილის დაჭრა. მოგახსენებთ, რომ სასწრაფო დახმარება გამოიძახა გიორგი მაცაბერიძემ, ხოლო პირველადი დახმარება საბა მაჭარაშვილს აღმოვუჩინეთ მე და ლექსომ. ჩემი და ამ დროს იმყოფებოდა იმავე ოთახში, მაგრამ მას არ შეეძლო დახმარება გაეწია, რადგან თავად იყო მძიმე მდგომარეიბაში, შექმნილი ემოციური ფონიდან გამომდინარე. მისთვის დახმარების აღმოჩენა სცადა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, მაგრამ მან არც ისინი გაიკარა. საბოლოოდ ისევ მე შევძელი მისი გონზე მოყვანა, რასაც დაადასტურბენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც იმყოფებოდნენ ადგილზე. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ჩემსა და ლექსოს შორის ჯერ სიტყვიერ და შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებას მოყვა შემთხვევითი გასროლა. არც მე და არც ლექსოს მიზნად არ გვქონია ვინმეს დაჭრა ან მოკვლა. კითხვაზე, თუ რატომ გავიწიე იარაღზე მოგახსნებთ რომ: ჩემს მიზანს წარმოადგენდა მისი განიარაღება და კაცური ჩხუბი და არა ვინმეს დაჭრა, მკვლელობა ან მიმალვა. კითხვაზე მქონდა თუ არა მიმალვის სურვილი ან მცდელობა მოგახსნებთ, რომ: არ მქონია. შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ სურვილი არ მქონია. დაველოდე პოლიციის მოსვლას, ვუთხარი ვინ ვიყავი და გამოვყევი განყოფილებაში. ასევე ვითხოვე, რომ ჩემი დის თვალწინ ჩემთვის ხელბორკილები არ დაედოთ. პოლიციის თანამშრომლებმა მისი ემოციური მდგომარეობა გაითვალისწინეს და ჩემთვის ხელბორკილები არ დაუდიათ." თვალებს არ ვუჯერებდი, არ შეიძლებოდა, ეს ჩემი ძმის ჩვენება ყოფილიყო. ანუ, რა გამოდიოდა, რომ ლექსოს პასუხი არ უნდა ეგო?! ასე უნდა შერჩენოდა ყველაფერი?! - მომისმინე დეა, მათ იციან რას აკეთებენ! ცეცხლზე ნავთი აღარ დაასხა. - დამრიგებლური ტონით მითხრა ირაკლიმ. - დაურეკე ლექსოს, ჩემი ძმის ნახვა მინდა, სანამ განყოფილებაშია ვიცი, რომ შეუძლია შემახვედროს! საბას ოპერაცია ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, ჯერ არ ვიცოდით შეძლებნენ მის გადარჩენას თუ ვერა. ოჯახთან დარეკვასაც კი ვერ ვბედავდი. დედაჩემისგან ვიგებდი ამბავს და ყველა ზარზე გული მიკანკალებდა, დედამ კი არ იცოდა, რომ ლუკა დაპატიმრებული იყო და არც ეგ ვიცოდი, როგორ უნდა მეთქვა. ლექსომ რამდენიმე წუთში გადმოურეკა ირაკლის და ამცნო, რომ შეხვედრის მოწყობას შეძლებდა. ადვოკატი მაინც არ ენდო სიტუაციას და განყოფილებაში ჩვენთან ერთად წამოვიდა. განყოფილების შესასვლელში ლექსო დაგვხვდა, ირაკლის რაღაც უთხრა და ისიც მანქანისკენ გაბრუნდა. ტელეფონი ნივთების შენახვისთვის განკუთვნილ პატარა საკანში დამატოვებინეს და მეორე სართულზე კაბინეტისმაგვარ ოთახში შეგვიყვანეს. ლუკა უკვე იქ იყო, ხელბორკილები ისევ არ ედო, მაგიდასთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, ისეთი მშვიდი იყო თითქოს ბავშვობის მეგობარი სიკვდილ-სოცოცხლის გასაყარზე არ ყოლოდა ან ხუთ წლიანი პატიმრობისთვის არ იყო განწირული. ადვოკატს ანიშნა დაგვტოვეო და ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა. - რა ჯანდაბა ხდება - მიღალატა მოთმინებამ. - წყნარად დაო წყნარად - ტუჩებზე ხელი მიიდო და ფეხზე წამოდგა. - დამშვიდდი და ისე ვისაუბროთ. - დავმშვიდდე?! - კი უნდა დამშვიდდე... - მეხუმრები?! - არა, მოდი ჩემთან - ისევ მხრებზე მომხვია ხელი და მკერდში ჩამიკრა. - დაიმახსოვრე, აქ კედლებსაც ყურები აქვს. თავი ხელში აიყვანე და მომისმინე. ადვოკატები მოგცემენ ჩემ ჩვენებას, წაიკითხე და სიტყვა-სიტყვით გაიმეორე. - უკვე წავიკითხე - შეიძლება ახლა ყველა კითხვაზე ვერ გიპასუხო, მაგრამ დამიჯერე ასეა საჭირო. - რა სისულელეს ამბობ, საბას მან ესროლა, ასე არ უნდა შერჩეს. - არავის არაფერი შერჩება დაო, უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს. - რაზე ლაპარაკობ?! - მთავარია გადარჩეს, დანარჩენს შემდეგ მივხედავთ. - ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა, დედა იქაა, მაგრამ მისთვის ჯერ არ მითქვამს შენი ამბავი. - არც უთხრა... - გაგიჟდი?! - არ არის საჭირო, კვირაში ერთხელ დავურეკავ და ეგ იქნება. - და რა ვუთხრა ისე წავიდა ხუთი წუთი ვერ მოიცალა შენს სანახავადთქო?! - მე ვეტყვი, რომ ვერ ვახერხებ ნახვას შენ კი მხარს ამიბავ... - გეფიცები ავადმყოფი ხარ. - ვიცი - გაიცინა, ჩვეულებისამებრ. რა იქნებოდა, რომ თავიდანვე ასეთი ურთიერთობა გვქონოდა?! მისი არ მშინებოდა და შემძლებოდა ყველაფერი გამეზიარებინა?! იქნებ ეს შიში იყო გადამეტებული, რომელსაც დედა უფრო აღვივებდა ფრაზებით: შენმა ძმამ, რომ გაიგოს... ან ლუკას ყურამდე, რომ მივიდეს... ან კიდევ შენს ძმას, ასე როგორ ექცევი, გინდა გადარიო ბიჭი?! პირველად ვგრძნობდი, რომ ჩვენს შორის უხილავი ბარიერი აღარ არსებობდა. - რატომ აფარებ ლექსოს ხელს? - დავუბრუნდი მთავარ საკითხს. - ასეა საჭირო - ვისთვის - ყველასთვის - ?! - ჩემთვის, შენთვის, ბავშვებისთვის... - საბასთვის? - მისთვისაც... - მაშინაც თუ ვერ გადარჩება? - ეს აღარ გაიმეორო! - და მაინც? - მაშინ სხვანაირად მივხედავ. - ციხიდან? - ციხიდან! - როგორ? - ამას შენთვის მნიშვნელობა არ აქვს... - მაშინ აღარ იქნება ჩემი შვილების მამა? - მაშინ უფრო რთული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს... - ახლა რა იქნება? - არაფერი, აქედან პირდაპირ ციხეზე გადამიყვანენ, იქ უკვე დალაგებული მაქვს ყველაფერი, შენ არ ინერვიულო არაფერზე და დედას არ უთხრა. - მამას? - არც მას, თორემ ენაზე არ დააკავდება. - თეოს? - მას უკვე ველაპარაკე, არც ის იტყვის არაფერს ბავშვს იტალიაში გააჩენს და შემდეგ დაბრუნდება. - დაგიგეგმავს ცხოვრება... - ხუთი წელი არაფერს ნიშნავს, იქიდანაც შევძლებ ყურადღება მოგაქციოთ. - თვითონაც არ გჯერა საკუთარი თავის. - ასე გგონია? - მაინც ვერ ვხვდები რატომ. - მიხვდები ბრაზი, რომ გადაგივლის და აზროვნებას დაიწყებ. - ვერაფერს ვერ მივხვდები! ჩემთვის მაგარ ტიპობას არ ნიშნავს სხვისი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება. - ხელის დადება ნიშნავს?! - კი ნიშნავს! - კარგი ჩემი ფაქტორი დაივიწყე და გიორგის და საბას კითხე რას გიპასუხებენ და ისე გავაკეთოთ ყველაფერი. - ასე ერთ თარგზე რანაირად ხართ მოჭრილები... - მომისმინე, არაფერი აურიო ახლა და როგორც გითხარი ისე მოიქეცი. ჩემთვის ეს არაფერი არ არის ამის გამო წელსაც არ დამიმატებენ. დანარჩენი კი დალაგდება, როგორც საჭიროა. - კარგი - დამპირდი! - გპირდები, მაგრამ... - არავითარი მაგრამ! სუსტი კაკუნი გაისმა და ოთახში პოლიციელი შემოვიდა. ლუკამ საუბარი შეწყვიტა და მანიშნა არაფერი თქვაო. - ქ-ნი დეა კვარაცხელია ბრძანდებით ხო? - დააზუსტა შემოსულმა . - დიახ. - მე უფროსი დეტექტივი შოთა რატიანი ვარ - ხელი გამომიწოდა და მეც ძველი მეგობარივით ჩამოვართვი. - ალბათ იცით, რომ აქ მოწევა არ შეილება - ნამწვზე ანიშნა ლუკას. - როგორც ჩანს მისთვის შეიძლება - ვუპასუხე მის მაგივრად. - კიდევ რა გამონაკლისი არსებობს მისთვის? - ალბათ ის, რომ აქ ვარ და ვსაუბრობთ. - რამის თქმა გნებავთ ქალბატონო? ლუკა თვალებით მანიშნებდა გაჩუმდიო, მაგრამ ეს მინიშნებები უფრო ცეცხლზე ნავთის დასხმას გავდა. იმ წუთში ყველა მძულდა, ვინც მეგონა, რომ ძმას მართმევდა. - საუბარში შეგვიშალეთ ხელი! - ხომ არ დაგტოვოთ?! - კარგი იქნებოდა. - ამას გეუბნებოდით ბატონო შოთა - ჩაერია საუბარში ლუკა - თუ არ უნდა, ვერაფერს გააგებინებთ. - ახლა გასაგებია...- მრავალმნიშვნელოვნად თქვა დეტექტივმა და ისე გადახედა ლუკას, რაღაც მომენტში ვიფიქრე შეეცოდა. - რაო რას ეუბნებოდი?! - არაფერს, ქალბატონო არაფერს. ხუთი წუთი გაქვთ და მერე დაკითხვაზე შევიდეს გამომძიებელი ელოდება. - ლუკამ უხმოდ დაუქნია თავი. ხუთი წუთიც და მერე ღმერთმა იცის როდის ვნახავდი. მომენტალურად დავკარგე მთელი ის მხნეობა რაც აქამდე მაყენებდა ფეხზე. - ტირილი არც გაბედო - ისევ მკერდში ჩამიკრა მან. - მეშინია. - საშიში არაფერია დამიჯერე, უბრალოდ ისე მოიქეცი, როგორც გეუბნები. ბავშვებზე იფიქრე, ნუ აფიქრებინებ მათ, რომ მამა იმიტომ წავიდა, რომ დეპრესიული და მოსაწყენი დედა ყავდათ. - რა?! - დამპირდი, რომ ყველაზე მხიარული, ყველზე თბილი, ყველაზე მოსიყვარულე და გამგებიანი დედა ეყოლებათ. მეც ასეთი დეა მენატრება. დამპირდი, რომ ყველაფერს გააკეთებ ამისთვის. და კიდევ დამპირდი, რომ აღარაფერს დამიმალავ ხოლმე კარგი?! - კარგი - ასე არა. სიტყვებით მითხარი. - გპირდები, რომ არაფერს დაგიმალავ. - კიდევ? - კიდევ?! - კიდევ, როგორი დედა ეყოლებათ პატარა ონავრებს? - ყველაზე თბილი, მოსიყვარულე და გამგებიანი. - და მხიარული. - და მხიარული - გავიმეორე მისი სიტყვები გაბზარული ხმით და ყელს მომდგარი ბურთი ძლივს ჩავყლაპე. ბოლო ხუთი წუთიც მიილია და ისევ ფრთხილი კაკუნის ხმა გაისმა. - დროა - თავი შემოყო კარებში ისევ იმ დეტექტივმა. კაბინეტიდან ხელი-ხელ გადახვეულები გამოვედით. თითქოს ერთმანეთს საერთოდ არ ვემშვიდობებიდით. ლექსო და ადვოკატი კორიდორში დაგვხვდნენ. - მოსალოცად გვაქვს საქმე - თქვა ლექსომ - საავადმყოფოდან დარეკეს, კარგად ჩაიარა, გაღვიძებას ელოდებიან. - კარგია, რომ გაიღვიძებს დამალაპარაკე. - გილოცავთ - თქვა უფროსმა დეტექტივმა - ყველას თქვენსავით არ უმართლებს... - გაიხარე ძმაო - მხარზე ხელი დაკრა ლუკამ დეტექტივს - მიდი დეა, დროულად მოვგვარდი და სახლში წადი. - სანამ არ წაგიყვანენ აქ, რომ დავრჩე შეიძლება? - ვეცდები შევათანხმო - თქვა დეტექტივმა - არ არის საჭირო, ჯობია სახლში წავიდეს... - შეგიძლიათ შეათანხმოთ? - დავითიჩს დავურეკავ - უთხრა ლექსომ დეტექტივს - ის მოაგვარებს. როგორ მეთქვა, რომ მისი მოგვარებული არაფერი მჭირდებოდა?! სულაც არა! ის ვალდებული იყო ყველაფერი გაეკეთებინა რაც, შეეძლო და არ შეეძლო. გამომძიბელთან სიტყვა-სიტყვით გავიმეორე ჩემი ძმის ჩვენება. მხოლოდ ერთი კითხვის არიდება ითხოვა ადვოკატმა, რომელიც საქმესთან კავშირში არ იყო, მაგრამ მაინც ვუპასუხე. - იყო კრიმინალური ავტორიტეტი ჩემი ძმა თუ არა?! - ის, ავტორიტეტი იყო ყველასთვის ვინც მას იცნობდა. მნიშვნელობა არ ქონდა პროფესიას და ცხოვრების წესს. იყო კრიმინალი თუ არა?! არა! ის ჩემი ძმა იყო და ჩემთვის ეს იყო მთავარი. მე ვიცოდი, რომ მას არასდროს მოუკლავს, არასდროს დაუყაჩაღებია, არასოდეს დაუჩაგრავს, არასოდეს გაუწირავს სხვა საკუთარი მიზნებისთვის, არასოდეს მოქცეულა უსამართლოდ. ჰქონდა მას ჩვენგან განსხვავებული მსოფლმხედველობა?! ჰქონდა! და თუ განსხვავებული აზროვნება დასჯადია მაშინ ის დამნაშავეა. დამნაშავეა იმაში, რომ სხვაზე არასდროს გაუშვერია ხელი, დამნაშავეა იმაში, რომ უსამართლობაზე არასდროს დაუხუჭავს თვალი, დამნაშავეა იმაში, რომ მის სიტყვას მეტი ფასი აქვს, ვიდრე ნებისმიერ კანონს, რომლის გვერდის ავლაც, თურმე ასე მარტივად შეიძლება! - რას გულისხმობთ?! - საზღვარს ბატონო გამომძიებელო, საზღვარს, თქვა და ჩამოვიდა - დროულად მოვეგე გონს და მივხვდი ის დრო იყო, ენისთვის კბილი დამეჭირა. ის დღე ჩემს ძმასთან ერთად გავატარე. მთელი დღე ვსაუბრობდით. ხან ბავშვობას ვიხსენებდით, ხან იტალიის ამბებს მიყვებოდა, ხან ნერვებს მიშლიდა უკბილო ხუმრობებით. - რაზე შეთანხმდით შენ და ლექსო? - რაზეც არ უნდა გვესაუბრა, მაინც ერთსა და იმავე წერტილს ვუბრუნდებოდი. - თვითონ გეტყვის. - მასთან საუბარს არ ვაპირებ! - არ გამოვა დეა, ოთხი შვილი გყავთ დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოგიწევთ. - და რა უნდა მითხრას, როგორ შერჩა ყველაფერი?! მადლობა, არ მინდა! - კარგი - ჩემს სიახლოვეს არ დავინახო იცოდე, თორემ სულ არ დავინტერესდები თქვენი შეთანხმებებით. - ოკ, ასეც ვეტყვი. - ოკ?! ოკ და მეტი არაფერი?! - კარგი, ნუ ცხარობ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც იტყვი. საღამოს ყველა დოკუმენტი მზად იყო მის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადასაყვანად. არ უნდოდა, რომ გავყოლოდი, მაგრამ ისევ ჩემი გავიტანე. მოლოდინი რთული იყო, დეტექტივის ყველა გამოჩენაზე ვფიქრობდი, რომ ან ახლა იტყოდა გადაყვავსო ან ახლა. გზა კიდევ უფრო რთული. რაც უფრო ვუახლოვდებოდით მით უფრო სევდიანი ხდებოდა. მას არ ეტყობოდა, ცდილობდა არაფერი შეემჩნია და მეც მამხნევებდა, მაგრამ დამშვიდობებაზე რთული არაფერი ყოფილა. რამდენი მძიმე დღე გამივლია ცხოვრებაში?! ამაზე მძიმე მხოლოდ ერთი იყო. დღე როცა შვილი დავკარგე. რკინის დიდ ჭრიალა კართან გავჩერდით. - მისი აქ შეყვანა უკვე ჩვენს ძალებს აღემატება - უთხრა ლუკას უკვე გაშინაურებულმა დეტექტივმა. - არ არის პრობლემა - უკან მომავალ მანქანებზე მანიშნა ლუკამ - გადაჯექი. ერთი წუთი მოგვცეს დასამშვიდობებლად. მერე ხელბორკილი ამოიღო დეტექტივმა - საჭირო არ არის, მაგრამ პროტოკოლით ასე გვაქვს გაწერილი... - თითქოს ბოდიშს იხდიდა ისეთი ტონით თქვა საჭესთან მჯდომმა მეორე დეტექტივმა. - არ არის პრობლემა - გაიმეორა ლუკამ, თითქოს მისთვის მართლა აღარაფერი იყო პრობლემა. ვუყურებდი, როგორ გაიღო ჭიშკარი, მანქანა რკინის გისოსებით დაწნულ გვირაბში შევიდა და კიდევ ერთ კართან გაჩერდა. იქიდან ფორმიანი კაცი გამოვიდა და ჭიშკარი გახსნა. ჯერ ერთი დეტექტივი გადმოვიდა მანქანიდან, საბუთების დასტა აჩვენა ფორმიანს და შემდეგ მეორეს ანიშნა გადმოსულიყო. მერე ჩემი ძმაც გადმოიყვანეს. რამდენიმე მეტრი ფეხით გაიარეს ეზოში, შემდეგ მოკლე კიბეები და ისევ რკინის კარი. ამჯერად უკვე შენობის. ამის შემდეგ მის დანახვას ვეღარ მოვახერხებდი, მაგრამ იქამდე არ წამოვსულვარ იქიდან სანამ დეტექტივები არ წავიდნენ. მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს იქ ყოფნას აზრი არ ქონდა და მომავალ შეხვედრამდე წლები იყო. ამბობენ დიდი სიყვარულიდან დიდ სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო. სიძულვილი გრძნობაა. ე.ი. ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ რას ამბობენ სრულ სიცარიელეზე?! ამაზე რომანტიკული ამბები არ იწერება. სიცარიელეს ხოტბას არავინ ასხავს, რადგან ეს ის არის რისიც ყველაზე მეტად გვეშინია. ის რის მიღმაც აღარაფერია. ცარიელი ჭურჭელი არც ღმერთს უყვარს, სიცარიელე არის ის, სადაც ეშმაკი მივა და დაისადგურებს. უკვე გვიანი ღამე იყო. ტაძრის ეზოში ვიჯექი, კედელთან დანთებულ სანთელს შევცქეროდი და ღმერთს მადლობას ვუხდიდი საბასთვის. ის გადარჩა სხვას აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. გავბედე და საავადმყოფიში მივედი. დედაჩემი ისევ იქ იყო. საბას დედის გვერდით იჯდა. ორივეს გადაღლილი სახე ჰქონდა. მაგრამ რაც მთავარი იყო ცუდი უკან დარჩა. ყველა იქ იყო, ვისაც ბავშვობიდან ვიცნობდი და ვისაც შორიდან ვიცნობდი. - თქვენ წადით - ვუთხარი დედაჩემს - მე დავრჩები. - არა შვილო, სახლში რა მომასვენებს... - უნდა დაისვენოთ, ხვალ ენერგია დაგჭირდებათ, დედა მოკიდე ნინო დეიდას ხელი და წაიყვანე. - მართალი ნინო ბავშვი, ესენი ახალგაზრდები არიან, ჩვენ წავიდეთ თუ რამე დასჭირდებათ დარეკავენ. ხო დარეკავთ შვილო. - კი დედა, თქვენ არ ინერვიულოთ არაფერზე და თუ რამე დაგვჭირდება დაგირეკავთ. - ერთი სული მქონდა წასულიყვნენ. იმ ღამით გადავრჩი, დედას დაკითხვა არ მოუწყვია რა მოხდა და რატომ მოუწია ლუკას ასე უცებ დაბრუნება. შემდეგ რა მოხდა?! - ოჯახის ამბები, ოჯახშივე უნდა დარჩეს - დამირეკა ქ-მა ანამ. - შვილო, ყველაფერი მოგვარდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქმე ხელახლა გადაისინჯოს - მითხრა ბ-მა გიორგიმ. - მაინც ისე გამოვიდა, რომ შენს ოჯახს ჩემი ეწირება - მითხრა ჩემმა ორსულმა რძალმა, მაგრამ ზურგი მაინც არ უქცევია და ბოლომდე მიჭერდა მხარს. (არ ვიცი რანაირად მოხდა ისე, რომ ცოლი ამდენად დაემსგავსა ქმარს, ხანდახან მეგონა, რომ მას კი არა ჩემს ძმას ველაპარაკებოდი). საბა საავადმყოფოდან ერთი კვირის შემდეგ გამოწერეს, ისევ ისეთი უსაქმურია იმ განსხვავებით, რომ ხათრი ვერ გაუტეხა ჩემს ძმას და მისი საქმეები გადაიბარა დროებით რა თქმა უნდა, რომ კითხო გარანტირებულ პენსიას ემსახურება და მეტი არაფერი. დედას ისევ არ გაუგია ლუკას ამბავი, ჩემი ძმისშვილი იტალიაში დაიბადა და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. ახლა ფაქტიურად ერთად ვცხოვრობთ უფრო სწორედ თბილისში მეზობლები ვართ. წყნეთში კი ერთად ვცხოვრიბთ, საკმარისია სამსახურში დარჩენა მომიწიოს ბავშვებს კიდებს ხელს და "დიდ სახლში" მიყავს, შემდეგ კი მათ უკან დაბრუნებაში დარწმუნებას კვირები სჭირდება. ლექსოსთან დაკავშირებით?! დამავიწყდა მომეყოლა. ამ ამბების შემდეგ ჩვენი ურთიერთობა კიდევ მეტად დაიძაბა. იმდენად, რომ მოახლოება ავუკრძალე. ჯერ სიტყვიერად, შემდეგ პატრულის გამოძახება და შემაკავებელი ორდერის დაწერა გახდა საჭირო. არც ამან გაამართლა. ერთ დღეს ეკლესიის ეზოში მორიგი ეჭვიანობის სცენა, რომ მომიწყო და ვიღაც ღვთისნიერს ვინც გამომესარჩლა დაემუქრა: პოლიციელი ვარ და სიცოცხლეს გაგიმწარებო, ვუთხარი შენზე მაგარი პოლიციელი გავხდები, შენზე მეტს შევძლებ და შენგან განსხავვებით ადამიანებს დავეხმარებითქო. მეორე დღესვე მივედი პოლიციის აკადემიაში და განაცხადი შევავსე. ასე დაიწყო ჩემი ახალი ისტორიაც. თვითონ სად არის?! პოლიციიდან წავიდა და ქვეყნიდანაც. რატომ?! არ ვიცი, მხოლოდ ის მითხრა ორივესთვის უკეთესი იქნებაო. ბავშვბთან კონტაქტი არასდროს შეუწყვეტია. მათ დღემდე ცასა და ქვეყანას ურჩევნიათ მამასთან თამაში და დღემდე უკვირთ ერთად რატომ არ ვართ. თუმცა მეტად უკვირთ ერთმანეთს, რომ არ ვლანძღავთ, როგორც მაგალითად ჩვენი მეზობელი მაია ლანძღავს ყოველ დღე ყოფილ ქმარს. ქ-ნი ანა?! ის მე მაბრალებს მისი შვილის გაუბედურებას და დღემდე ვერ მიტანს. ბ-ნი გიორგი?! ვფიქრობ მანაც იქონია გავლენა ლექსოს გადაწყვეტილებაზე ლუკასთან ერთად აქედან წასულიყო. ჰო, კიდევ ბავშვებს ზედმეტად ანებივრებს თანამედროვე სისულელეებით, რომელიც დროის კარგვა უფროა ვიდრე სხვა რამ. ლუკა?! მე პირნათლად ვასრულებ მისთვის მიცემულ ყველა პირობას და ისიც თავის მხრივ მთელი ამ დროის განმავლობაში ახერხებდა უმისობა არ გვეგრძნო. დღეს კი ვფიქრობ სადილზე თუ არა, ვახშამამდე მაინც ჩვენთან იქნება. ჩემი პირადი?! რთულია ერთდროუალდ გქონდეს სამსახური, გყავდეს ოთხი შვილი და გქონდეს ასეთი გამოცდილება. არა! პირადის გარეშეც ბედნიერი ვარ. თუმცა ვინ იცის, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ... დ ა ს ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.