შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - ორმაგი თამაში (თავი 1)


17-08-2024, 22:56
ავტორი ერკე
ნანახია 1 066

რაღაც ახლის ცდა მინდოდა და ვნახოთ როგორ გაამართლებს. ახალი მიმდინარეობის, ცოტა უცხო ჩემთვის. არც გადავამლაშებ და არც ფანტასტიკის ელემენტები შეერევა, მხოლოდ ამჟამინდელი ცხოვრების ცოტა არეული ქმედება. აბა ვნახოთ როგორ შეიყვარებთ. მადლობა ყურადღებისთვის.


ორმაგი თამაში
ავტორი: ერკე მიდასი


„მე ყოველთვის მჯეროდა ნანახი სასწაულების, თუმცა ეს მხოლოდ სიზმარი მეგონა.“

შუა ქუჩაში, ახალგაზრდა ყმაწვილი ცდილობდა მოაჯირებს დაყრდნობოდა, თითქოსდა სამყარო ფეხქვეშ ეცლებოდა და ბარბაცით ცდილობდა იმ სასიცოცხლო ძალების დაწევას, რაც მისთვის შეუძლებელი იყო. დაძონძილ სამოსში, ძლივს მოარული ყმაწვილი გაჭირვებით ახერხებდა ფეხზე დგომას და წონასწორობის შენარჩუნებას ამაოდ ცდილობდა, რათა არ დაცემულიყო. რეალობისთვის თვალის გასწორება უჭირდა, უცქერდა გამვლელებს, ხედავდა როგორ აღიქვამდნენ ისინი, როგორ ეცლებოდნენ და დისტანციას იჭერდნენ მისგან აქაოდა, გამაცალეთ ეს ბინძური პირუტყვი აქედან, ვინ არის, საიდან მოდისო. სახეს მანჭავდნენ და ზოგიერთი ხელითაც კი იშორებდა.
-ეჰეჰეეიი... - დაიძახა როგორც შეეძლო.
-ეჰეჰეეიი... - აუწია ხმას. რუსთაველის გამზირზე რუდუნებით მოძრაობდა და საკუთარი თავის დამორჩილების მცდელობაში რკალისებურად მოძრაობდა. ცხოვრება მისთვის სასიკვდილო იარაღად ქცეულიყო. შიში იმისა რომ რაიმე დაემართებოდა სრულიად გაქრობოდა. აღარ ადარდებდა მის წინ ტყვიასაც რომ ჩაექროლა, არც უზადოდ გათამაშებული სიყვარულის სცენა ააღელვებდა. ყველაფერი მისთვის ქარს წარეტაცა და დაბრუნებას აღარ ლამობდა. - დამეხმარეთ. - ლუღლუღებდა, თუმცა არავინ უსმენდა. ყველა გარს უვლიდა ყმაწვილს და მისი ბედი გადაეწყვიტათ. იქვე რომც გართხმულიყო, დაცემულიყო და ფეხები გაეფშიკა ისინი ზედაც არ შეხედავდნენ. მეტროს მიუახლოვდა, ცოტა შეისვენა და გაჭირვებით დაეშვა ძირს. მუხლებზე დადგა, სახით ქვებისკენ დაიხარა და უფალს ევედრებოდა დახმარებას.
-მაპატიე უფალო, მაპატიე უფალო, თუკი რამ შევცოდე, მაპატიე უფალო და მომეც დახმარება შენ ესოდენ რომ მჭირდება. მაპატიე, საშინელი ქცევებისთვის რისთვისაც ვიმკი ამ ყველაფერს და გთხოვ, დამაპურე, გთხოვ, მომეც ძალა წამოვდგე ფეხზე.
-მეგობარო, მეგობარო... კარგად ხარ? - სასწრაფოდ სცადა მისი წამოყენება უცნობმა მამაკაცმა, რომელსაც თვალებში სიკეთის სხივი უკიაფებდა. მას არ აინტერესებდა მისი სიბინძურე, მას მხოლოდ ის ადარდებდა რომ დახმარებოდა ადამიანს, ვინც გასაჭირში დაინახა. - მომეხმარეთ. - შეუძახა მეგობრებს, ვისთანაც საუბრობდა ცოტა ხნის წინ და გვერდით ამოიყენა. ერთად წამოაყენეს ბიჭი და სკამზე ჩამოსვეს. - როგორ ხარ?
-მადლობა ძია, დიდი მადლობა... - დაიბნა ყმაწვილი და თავისი ჭუჭყში ამოვლებული მწვანე ზედით თვალიდან ცრემლი მოიწმინდა. - ღმერთს ვთხოვდი დახმარებას და აი, თქვენც გამოჩნდით. მადლობა.
-აღარ იტყვი როგორ ხარ? - ჩაიდუდღუნა შეწუხებულმა მეგობარმა, რომელსაც დააძალეს ამ ბიჭისთვის ხელის მოკიდება და უკვე ფიქრობდა, როგორც კი სახლში მივალ სპირტით და საპნით კარგად გავიწმენდ და დავიბან ხელებს, ან თუნდაც მთლიანად მივიღებ შხაპს, ვაიდა სად შემეხოო.
-უკეთ... - ენის ბორძიკით გასცა პასუხი და კვლავ ლამის გონება დაებინდა.
-გშია?
-დიახ. - თავი დაუქნია სიხარულით ბიჭმა და სიცოცხლის ხალისი მაშინვე შეეტყო თვალებში.
-რა გქვია?
-ნიკო.
-მე ანდრე ვარ. - ხელი გაუწოდა და ერთმანეთს ჩამოართვეს. - სასიამოვნოა შენი გაცნობა. მოდი წავიდეთ, რამე გემრიელზე დაგვეწვიე. ერთად ვაპირებდით ბიჭები სახინკლეში შესვლას. გიყვარს ხინკალი?
ნიკომ კვლავ თავი დაუქნია სიხარულით. ხელები გაშალა და ანდრეს ძლიერად ჩაეხუტა.
-ჩახუტება მერე იყოს, ჯერ ჩვენც გვშია და სასწრაფოდ წავიდეთ კარგი?
-კარგი.
-წამო ლაშ, წავედით. - გახედა მარცხნივ მდგომ მხარბეჭიან მამაკაცს. - თოკიჩ ფული ხომ ისევ შენ გაქვს?
-აბა რა! ფულის ნდობა თქვენთვის შეიძლება? მაშინვე ჩარიცხავთ და სლოტებში დაურახუნებთ. ფული უნდა იყოს ჩემთან. - გაიჯგიმა და საყელო გაისწორა, დიდი ვინმე ვარო.
-აბა ბიჯოს, შენ ხარ ანგელოზი! - გასძახა ლაშამ.
-ზუსტად! რომ მიადგები მარკეტებში ამ გაზიანებს და მარად ვერ ეშვები, ეგ უკეთესია?
-აზარტულ თამაშებს მაინც სჯობს... - განაწყენდა თოკიჩა და მუშტები შეკრა.
-ოო, ოო, ოოო, მუშტები არ გვინდა, მუშტი-კრივის გასამართად არ მოვსულვართ. მარტო არ ვართ ხომ არ დაგავიწყდა?
-დამშვიდდი თორნიკე, დამშვიდდი-მეთქი. - საკუთარ თავს განრისხებით ამშვიდებდა და თავის ხელში აყვანას ცდილობდა.
-ჰალკია იმენა. - დაიძახა ანდრემ და ბიჭებმა გადაიხარხარეს. გაეცინა ნიკოსაც, ყოველშემთხვევაში სცადა მაინც, რადგან მის სიცილს გაღიმებასაც კი ვერ ვუწოდებდით იმდენად არათანაბრად და სუსტად იცინოდა. ხმა არც კი ამოსდიოდა და ხრიოკ ადგილას ჟეშტის რახუნის ხმას ჰგავდა.
კვლავ ამოუდგნენ თოკიჩა და ანდრე ბიჭს და სვენებ-სვენებით, ხინკლის სახლში შეიყვანეს. ფეხის გულები ეწვოდა ნიკოს, იმდენად დაღლილი და გასავათებული ჩანდა, რომ ბიჭებმა არც კი ჰკითხეს მის შესახებ და პირდაპირ ხინკლის მოლოდინში ჯერ წვენებს მიადგნენ. ნიკოსაც შესთავაზეს და ჭიქა გაუწვდინა.
-ჩვენ გაგვიმარჯოს. - თქვა ანდრემ და წვენის ჭიქა მიუშვირა ძმაკაცებს. - ახლა მამაჩემი მხედავდეს, საფლავში გადატრიალდებოდა. - გაეცინა და მიჭახუნების შემდეგ ერთიანად გადაკრა და თითქოს არაყს სვამსო ისეთი სახე მიიღო, ჭიქა მაგიდას დაარტყა და ლოყები შეაბრდღვიალა.
-გაგვიმარჯოს. - დალია თოკიჩამ.
-ჩვენი ცხოვრების მიზანს და ამ ცხოვრების სასწაულს გაუმარჯოს, რის წყალობითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ კი არ ვარსებობთ, არამედ ვცხოვრობთ და შევიგრძნობთ ყოველ წამს.
-გენაცვალე. - ნიკომაც აუწია ჭიქა და მოიყუდა. ცივი სასმელი ესიამოვნა. კუჭი ცოტა დაუამდა და გაიღიმა. ჩვეულებრივი კაცის ღიმილი კარგად ენახათ და იცოდნენ ბიჭებმა, თუმცა ნიკოს ღიმილს რომ უყურებდნენ, ტრაგედიით სავსე გამომეტყველება არ შორდებოდა და ღიმილშიც იკითხებოდა მისი ტკივილი. - სიყვარულში არ გამიმართლა, ბიჭებო, ბედნიერებაც არ მწვევია და ოდნავი სიხარულიც არ მიგრძვნია მთელი ოცდახუთი წლის განმავლობაში და მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ბედნიერებისთვის, რაც დღეს მომანიჭეთ.
-ხინკალიც მოვიდა... - ლაშა უკვე თავს ვეღარ იკავებდა და დანა-ჩანგალი მოიმარჯვა. ნიკოს არ შეუმჩნევია, თუმცა მეგობრებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ და ერთი-ორი სიტყვა მაინც უთხრეს ხუმრობით. ლაშა მიჩვეული იყო უკვე და რეაქციაც აღარ ჰქონია. ეღიმებოდა მათზე, რომ ვერ გასცდნენ ამ ფაქტზე ხუმრობას და დაცინვას, შემდეგ დონეზე ვერ გადავიდნენ და თავად ეუბნებოდა ხოლმე ასე ალპების დაპყრობა გაგიჭირდებათ ბიჭებოო.
ნამდვილად ასე იყო. ლაშას გადმოსახედიდანაც არა მხოლოდ. ადამიანს შეეძლო მრავალფეროვანი ყოფილიყო მისი საუბარი, ქმედება, შეეძლო მუდამ განვითარებისკენ მიეცა საკუთარი თავისთვის ბიძგი, თუმცა ერთი და იგივეს გამეორება ადამიანს აფიქრებინებდა რომ წინსვლის ნაცვლად უკან დახევის გზა ჰქონდა არჩეული, თითქოს მყინვარწვერიდან მაღლა და მაღლა კი არა, დაბლა ეშვებოდა თავით. ცხადი იყო მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო და მათ შორის ერთი ახალი წევრი იყო, რომლის არაფერიც არ იცოდნენ, თუმცა თავს არც ერთი არ გრძნობდა უხერხულად ნიკოს გამო. თოკიც აჰყვა და მოდუნდა, ლაშა ლაღი პიროვნება იყო და ყველაფრის გაწონასწორებული ქმედება უყვარდა, ხოლო ანდრე საოცრად დინჯი, ყველაფრის მცოდნე და ჭკვიანი კაცი იყო. ლაშასა და თოკოზე ჭკვიანიც კი. ხშირად აზრს სასიყვარულო, პოლიტიკურ თუ სხვა უფრო მაღალფარდოვან საკითხებში, ანდრე ცდილობდა მეგობრებისთვის სათანადო პასუხი გაეცა, დინჯად დაიდებდა თითებს ნიკაპზე და ნელი საუბრის ტემბრით თან რომ ფიქრს ასწრებდა, უყვებოდა მათ თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.
-მეგობრებო, მოდით სტუმარს ვაცადოთ ჩვენზე მეტად მოშიებული იქნება და ის იკავებს თავს და ლაშა, შენ ცოტა ხნით თავის შეკავება არ უნდა გაგიჭირდეს, სახლიდან მოდიხარ სადაც შენი ცოლი უთუოდ გაგიტენიდა კუჭს სათანადოდ. ხო მართლა, რას შვრება მაია, როგორ არის?
-არაუშავს რა, ძაან გაიწელა ეს ბავშვის თემა და ეს ცოტა ანერვიულებს.
-რას ამბობენ ექიმები?
-ზოგი რას, ზოგი რას...
-მაინც? ამოღერღე. - არ მოეშვა ანდრე.
-ერთი ეუბნება რომ უნაყოფო ხარო, მეორე ეუბნება რომ შესაძლებელიაო სწორ ვითარებაშიო, მესამე კი ხმას არ იღებს საერთოდ.
-ვახ... რისი ბრალიაო არ ამბობენ?
-ყველაფერი შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი, ბაქტერიები, თავად მაიკოს ორგანიზმში მომხდარი ცვლილებები, ბავშვობაში გადატანილი ტრავმები და სხვა. ამას ვარკვევთ.
-იცი ნიკო, ძმა, - დაიწყო საუბარი ანდრემ და უკვე გვარიანად დაპურებულმა, თვალებიდან ძლივს რომ გამოიხედა ანდრეს გახედა. - ლაშას მეჯვარე ვარ, და ბავშვის ნათლიაც ძალიან მინდა ვიყო, თუმცა ჯერ სამწუხაროდ არ გამოგვდის. უამრავი პრობლემა აქვს ჩემს ბიჭს. ჯერ ცოლი ძლივს მოიყვანა, იტანჯებოდნენ ეს თბილისში, ის იმერეთში, მხოლოდ მიმოწერით ან ვიდეო ზარით თუ ახერხებდნენ კონტაქტს იქამდე სანამ სერიოზულად წავიდოდა ყველაფერი. ახლა როდესაც ცოლად გაჰყვა და დიდი სიხარული მოგვანიჭა ამით ყველას ბავშვი არ უჩნდებათ. პირველ რიგში ვიტყოდი რომ ფულია დამნაშავე და მხოლოდ ფული, თუმცა არავინ მიჯერებს.
-კარგი რა... - შეაწყვეტინა ლაშამ თუმც ანდრემ მაშინვე აღმართა ხელი და გააჩუმა.
-ზუსტად რომ ფულია დამნაშავე! უფრო სწორედ უფულობა! კარგი ექიმის აყვანა ძვირი ჯდება, მკურნალობაც, რომ ნორმალურად გავიგოთ რა ხდება და ყველაფერი მოგვარდეს.
-მოგვარდება. არაფერია მოუგვარებელი და ნათლულს იყოლიებ, ნუ ღელავ.
-ამაზე კი არ ვღელავ, ძმა. შენზე ვღელავ. არ მინდა იტანჯებოდე და ბედნიერი მინდა იყო.
-ბედნიერი ვარ თქვენით.
-მე კი თქვენით, რაზეა საუბარი. - თვალი ჩაუკრა ანდრემ.
-უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ. - საუბარში ნიკო ჩაერთო. - ამ ცხოვრების ბევრი თუ არა რაღაც მეც გამეგება. მიუხედავად ჩემი ასაკისა დამერწმუნება ძალიან ბევრი მინახავს, ბევრი გამიგია და ალბათ ბევრ ბრძენზე ბრძენიც კი ვარ, - სიამაყით განაცხადა თუმცა თავმდაბლობის ჟესტიც ერია მის მიმიკებში. - ბევრი სიმწარე მინახავს, ბევრი სისასტიკე, მინახავს როგორ ღუპავდა დედა შვილს და როგორ აგდებდა ოჯახიდან. მინახავს დაქვრივებული ვაჟკაცი, რომელზეც იძახდნენ მეუღლეს ბოლომდე უერთგულებსო, თუმცა ორ კვირაში უკვე ახალ კახპეპსა და ნაშებთან ხედავდნენ. ამას არაფერი საერთო აქვს თქვენ ამბავთან, მაგრამ ვამბობ, რომ ამ ცხოვრების სიამენი კი არა, სიმწარენი უფრო მეტი მაქვს ნანახი-თქო. ზოგადად შევძელი გამეგო სამყაროზე, მას ჩვენი კარგად ესმის, ყველაფერს ისმენს და თუკი მისი არ გჯერა, ბოლომდე აიგნორებ, საკადრის პასუხსაც გიბრუნებს, ხოლო როცა გულით გწამს, გულით სთხოვ, მაშინვე თუ არა, გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად გადაეყრები მას, ან აგიხდება რასაც ნატრობდი. მე თქვენი თავი ვითხოვე და როგორც ხედავთ აქ ხართ.
-კი, ნამდვილად გეთანხმები, ჩემო მეგობარო. - მხარზე ხელი დაარტყა გვერდით მჯდომმა ანდრემ და მათ მოპირდაპირედ მსხდომთ შეხედა. - ბიჭებო დაშლის დროა არა? ჩემს ძმასთან ვარ გასაქცევი, შეხვედრის საათს თუ ვერ მივუსწარი ხომ იცით აღარ მაჩვენებენ. ნიკო... - მიუბრუნდა ახალგაცნობილს. - სასიამოვნო იყო შენი გაცნობა... ვიმედოვნებ კარგად დანაყრდი, შეგიძლია დარჩე და გააგრძელო, ჩვენ წავალთ, ხოლო ანგარიშსწორებაზე არ იფიქრო, გადახდილია.
-უღრმესი მადლობა, ბიჭებო. - აღტყინებული შესციცინებდა მათ ბიჭი, რომელიც ეს-ესაა შენიშნეს. - ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ამას არ დაგივიწყებთ.
-სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხე, მთავარი ესაა, ჩემო ძმაო... ეცადე ცხოვრებას სხვა თვალით შეხედო და მეორედ რომ გნახავ ნორმალურ ადგილას შევხვდეთ.
ნიკოს გაეღიმა ანდრეს სიტყვებზე და თავი თავაზიანად დაუკრა. ბიჭებმა დაწესებულება დატოვეს და დატოვეს ნიკო საკუთარ თავთან, საკუთარ ფიქრებთან. რამდენიმე ცალსაც მოვერევიო, გადმოიღო და როდესაც დაასრულა თვითონაც დატოვა იქაურობა. მიაბიჯებდა მრუდე ნაბიჯებით, კოჭლობდა. რამდენიმე ასეული ნაბიჯი გაიარა, გაცდა გამზირს და დაბლა დაეშვა მოსახვევში. ნელ-ნელა ნაბიჯს უმატა, აღარ კოჭლობდა და წელში გაიმართა. ნაბიჯებიც აღარ ჰქონდა დამრეცი და მრუდე. უკვე ჯენტლმენივით მიაბიჯებდა და როდესაც მოიტოვა ხალხმრავალი ადგილი და პარკინგისკენ დაიძრა, კარგად მიიხედ-მოიხედა იქამდე სანამ გასაღებს ამოიღებდა და თავის ლექსუსს მოიხმობდა. ხასხასა წითელი ფერის ავტომობილი განათდა და სიგნალებით ამცნო ადგილსამყოფელი.
-მოდი მერანო, გავაჭენოთ. - თქვა სიცარიელეში ნიკომ და ავტომობილში ჩაჯდა. დაბურული შუშების მიღმა თვალი სივრცეს მოავლო. დარწმუნდა რომ არავინ იყო ირგვლივ და გაზის პედალს ფეხი დაადგა.



* * *

ჭრიალის საზარელი ხმის გაგონების შემდეგ ნაცნობი სახე გამოჩნდა. ერთმანეთს გაუღიმეს და ეს გაღიმება დიდი სევდის მატარებელი ჩანდა. ეს გაღიმება ძლიერი ტკივილის მომტანი უფრო იყო და კარგად ხვდებოდნენ ძმები და უსიტყვოდ ესმოდათ ამ ღიმილის. ნატანჯი სახეები ერთმანეთს კარგად უგებდნენ. მაგრად გადაეხვია ანდრე თავის ძმას და სიცხადით იგრძნო როგორ დასუსტებულიყო იგი, როგორ მოდუნებოდა სხეული და შეიგრძნო რარიგ აღარ დარჩენოდა ძალა ამ ცხოვრების გაგრძელების. თითქოსდა გაქცევა სურდა. გული სტკიოდა ამ ყველაფრის შეგრძნობით, თუმცა არ ეჩვენებოდა. სულ არ იყო მარტივი რვა წელი სახლიდან შორს, რვა წელი ტყვეობაში ჩავარდნილი, იმედდაკარგული და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი არაფრის მოლოდინის მქონე. იდეალური ცხოვრებიდან უეცრად მოსწყვიტეს ოჯახს და სამუდამოდ წაშალეს მისი ღიმილი სახიდან.
ძლიერ მიხუტებულან ერთმანეთს და ვეღარც შორდებოდნენ.
-ძმაო... ანდრე... - ცრემლნარევი ხმით დაიწყო მან და გული ძლიერ შეუქანდა.
-მათე... როგორ მომენატრე. - ხმა აუკანკალდა ანდრეს.
-ჩამოჯექი, როგორ ხარ მომიყევი?
-ძველებურად. როგორ უნდა ვიყო, ძმაო.
-ისევ ისე უდარდელად ცხოვრობ არა? - გაეღიმა მათეს და სკამზე უკეთ მოთავსება სცადა.
-აბა როგორ ფიქრობ, მე... მე ვინ გამომყვება ცოლად? - ისეთი სახე მიიღო მათეს მაშინვე გაეცინა და ეს იყო ის პატარა დეტალი, ადრე რომ ამშვენებდა და საოცრად ენატრებოდა ანდრეს.
-შენ მოინდომე, ძმაო და ყველაფერი გამოვა, რატომ ამბობ ასე?
-არა... ოჯახი საჩემო საქმე არაა.
-ჩემი ცოლ-შვილი? ვიცი მესმის უამრავი საქმეა და ვეღარ იცლის ჩემს მოსანახულებლად.
-მართამ ახალი სამსახური დაიწყო, სკოლაში ქართულს ასწავლის და სხვათაშორის ძლიერ მოსწონს. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან ხიბლავს და დღე არაა შენს ფოტოს ჩახუტებულმა ცრემლიანად არ დაიძინოს. შენი ბიჭი კი უკვე მეშვიდე კლასშია და უკვე კაცია ძმაო.
-მაგრად ჩაეხუტე და აკოცე ჩემს ნაცვლად მართას და ალეს. მათი სითბო მომენატრა ამ კედლებიდან კი მხოლოდ სიცივე ჟონავს. გეფიცები სიკვდილს ვნატრობ...
-აბა ახლა გაჩერდი!
-მშვიდად...
-შენ დამშვიდდი გიჯობს. ოჯახი გყავს და ისინი გელოდებიან. შენს გამოყვანას ვეცდებით, ძმაო. შენი შტერი ადვოკატისგან არაფერი ისმის, მგონი საერთოდ ქვეყნიდანაც გაიქცა თორე იქვე მივაკლავდი მაგ ნაბი ჭვარს.
-ტყვია ყველას იქ დაეწევა სადაც საჭიროა. - მეტისმეტი სერიოზული ხმით თქვა მათემ და თვალი ერთ წერტილს გაუშტერა.
-ნამდვილად. მოიცა, ციხეში დაბრძენდი თუ მეჩვენება? - ხუმრობა სცადა კვლავ ანდრემ და ძმისკენ გადაიხარა რომ გამოეფხიზლებინა.
-შესაძლოა.
-სხვა?
-რა სხვა?
-ხომ ხარ კარგად, ვინმე ხომ არ გაბრაზებს?
-არა, არა... ყველაფერი რიგზეა. მართას გადაეცი რომ ძალიან მიყვარს და ცრემლი არ დაანახოს შვილს, უკვე იმ ასაკშია ყველაფერს ხედავს და ყველაფერს აკვირდება. პატარა იყო მაშინ როცა დავტოვე და შესაძლოა არც ახსოვს, თუმცა სამაგიეროდ ახლა არაფერი გამოეპარება და შვილზე იზრუნოს. მაპატიოს... რომ...
-კარგი რას ამბობ, ძმაო... რას ქვია გაპატიოს. ყველას გვესმის, რა შენი ბრალია იმ შენი დედანატირები ბიზნეს პარტნიორის დანაშაული შენც რომ მოგაწერეს. ფულის გათეთრება და მკვლელობა? ეს შენში არ ზის... ამას დავამტკიცებთ გპირდები, ფაქტები თავისას იტყვის, კიდევ სხვა ადვოკატს მოვძებნი, იმედი მაქვს ვინმე გამოჩნდება ვინც ამ საქმის ბოლომდე დასრულებას შეძლ...
-ტყუილად მაიმედებ ჩემო ძმაო. ბავშვივით გამოგდის, მაგრამ მიხარია რომ ცდილობ ჩემს გამხნევებას. ვერავინ დაამტკიცებს... ვინ დამიჯერებს? ერთადერთი ადამიანი, ვინც ფულის გათეთრებაში და მსგავს უკანონო ქმედებებში იყო დამნაშავე უეცრად მოკლეს გაურკვეველ ვითარებაში, ზედ კი ჩემი თითის ანაბეჭდები აქვს, ზუსტად იმ საღამოს ვიჩხუბეთ და რამდენჯერმე დავარტყი, სახეზე ჩალურჯებები ნამდვილად ჩემი ნახელავია თუმცა ვერ ხედავ რომ აფექტის მდგომარეობაში მკვლელობასაც აღარ მედავებიან, არამედ განზრახ მკვლელობაზე მიდგა საქმე.
-იმედს ნუ დაგარკავ... შენი პარტნიორი, რა ერქვა?
-ლევანი...
-ხო, ლევანი მე თუ მკითხავ ღირსიც იყო მსგავსი მოპყრობის და შენც რომ ჩაგედინა გაგიგებდი, მაგრამ... - მცირე პაუზა გააკეთა ანდრემ, ძმას თბილი მზერა ესროლა და განაგრძო. - მაგრამ არაკანონიერი გზისკენ ვინც უხვევს მას მხოლოდ პარტნიორი კი არა უამრავი მტერი ეყოლებოდა, ვისაც მისი სიკვდილი სარგებელს მოუტანდა. ვინმეს ვალს არ დაუბრუნებდა, ან ისე გააღიზიანებდა, ვიღაც-ვიღაცების შანტაჟსაც არ მოერიდებოდა და დამიჯერე უამრავს აწყობდა მისი სიკვდილი.
-ნეტა მოსამართლეც შენსავით ფიქრობდეს. - გაიღიმა მათემ და ხელები გადაიჯვარედინა, სკამის ზურგს მიეყრდნო და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო.
-იმედს ნუ დაკ...
-დრო ამოიწურა. - ამ დროს საზარელი ტონით ნათქვამი მეთვალყურის სიტყვები აწყვეტინებთ საუბარს და მათე ოთახიდან გაჰყავთ.
-ჩამიკოცნე მართა და ალე, ძმაო... ალეს უთხარი რომ ძლიერი იყოს, მამაშენი ძალამ მოიყვანა აქამდეო და ეს იცოდეს რომ გმირი მამა ჰყავს.
-აუცილებლად, ჩემო ძმაო. აუცილებლად. - დარდიანად გასძახა მათეს და თვალი გააყოლა როგორ გაჰყავდათ ძალით. - ეჰ, ჩემო საყვარელო, ცხოვრება ყველაზე სასტიკად იმათ ექცევა, ვინც ამას არ იმსახურებს და ბევრი ჩათლახი და ვიგინდარა კი ყელამდე ფულში ბანაობს და ბედნიერებას ფულით ყიდულობს.
დაწესებულებიდან გამოსულს ტელეფონის ზარი შემოესმა.
-გისმენთ. - არც დაუხედავს ვინ რეკავდა ისე უპასუხა ანდრემ და ტელეფონი ყურთან მიიტანა.
-სასწრაფოდ შემხვდი... სასწრაფოდ! - ლაშას აღტყინებული საუბარი არ გამოჰპარვია ანდრეს.
-რა ხდება?
-ტელეფონი აგიფეთქე, სად იყავი ამდენ ხანს?
-ჩემ ძმასთან ვიყავი ციხეში, მშვიდობა გაქვს?
-არა. არ არის მშვიდობა, ეს რა ხდება ვერ აგიწერ... მალე უბანში მოდი, თოკოსაც დავურეკავ. მიდი რა ძმურში, დასალევს მე ვიკისრებ.
-კარგი, კარგი... მოვდივარ.
როგორც კი შეძლო უმალ უბანში გაჩნდა, თუმცა გზაში ფიქრები არ ასვენებდნენ.
„როგორი ხმა ჰქონდა? აღტაცებული, სიხარულით სავსე თუ პირიქით? არა... აშკარად რაღაც სასიხარულო ამბის გასაგებად გვიბარებს, თან დასალევს კისრულობს, საწყენ ამბავზე ვინ იკისრებდა ასე სიხარულით დასალევს? აფორიაქებული ხმა ჰქონდა? ნეტავ მაია ორსულადაა? თუ რა უნდა გვახაროს. უკვე ვეღარ ვითმენ. ეს საოცარი ამბავი თუ მართლა ისაა რაც მე მგონია და რაც მინდა მთელ მსოფლიოს უნდა ვახარო ჩვენი ბედნიერება. მინდა ბედნიერებისგან ვიღრიალო მთელ ხმაზე და ყველამ გაიზიაროს ჩემი და ლაშიკოს, ჩვენი საძმაკაცოს ამბავი.“
მანქანიდან გადმოვიდა ანდრე და პატარა მყუდრო მოწყობილ ადგილისკენ დაიძრა, სადაც იკრიბებოდნენ ბიჭები და სვამდნენ. გადახურული პატარა ადგილი, თორმეტიოდე კაცი თუ დაეტეოდა, სკამებითა და შუაში ჩადგმული ხის მაგიდა. წვიმისასაც რომ ყველაზე მყუდრო ადგილი იყო და რომანტიკულად ღუმელთან მსხდომებს კი არა, ერთმანეთთან ახლოს ყოფნით რომ ტკბილად შეეძლოთ დროის გატარება. რასაკვირველია უბნის ლოთები და ბომჟებიც შეიკრიბებოდნენ ხშირად, გლდანში ამის მეტს რას ნახავდი, თუმცა ძირითადად მათი საერთო ადგილი იყო და ყოველთვის ცდილობდნენ თავიანთ მეგობრებს შეერთებოდნენ.
როგორც კი მივიდა თოკიჩა და ლაშა უკვე იქ იყვნენ, ასევე სხვებიც საბა, ლეო და ბაჩოც ელოდნენ ახალი ამბის გაგებას, რომლებიც უკვე იქ დაუხვდნენ. საბა დიდი მხარბეჭიანი ტიპი იყო, ერთი შეხედვით რომ გეგონებოდათ ყველაფერს ერთი დარტყმით დალეწავდა და მისთვის წინაღობა რომ არ არსებობდა. ანდრეს პირველი დაუხვდა და გულითადად გადაეხვია. არ არსებობდა რაიმე რასაც თავის საახლობლოს გამო არ გააკეთებდა, რათა ისინი ყოფილიყვნენ საუკეთესოდ. ლეო დაბალი კაცი იყო, დაკუნთული და სახის განსხვავებული ყვრიმალებით გამოირჩეოდა ყველასგან. ხშირად ხდებოდა მისი სიმაღლე მასხრად აგდების საგანი ბავშვობაში, ახლაც მეგობრები ხშირად ხალისობდნენ, თუმცა როდესაც ზღვარს გადააბიჯებდნენ და არ სიამოვნებდა მუშტებს იღერებდა აბა რომელიმე დამეჭიდეთ ვინა გგონივართო. საყვარელი ადამიანი იყო, თუმცა ურთიერთობაში არ უმართლებდა. რამდენიმე გოგოსთან ერთად ცდილობდა ურთიერთობის გაბმას და ამან შედეგად ორი განქორწინება და ოთხი შვილი მოუტანა. ახლა მარტო იყო და უწევდა საკუთარ შვილებზე ზრუნვა, თუმცა შორიდან, ერთი მეუღლე აჭარაში გახიზნულიყო, მეორე ქუთაისში და მათი ნახვა ხშირად ვერ უხერხდებოდა. ლევანზე გულიან ადამიანს ძნელად თუ შეხვდებოდით. როგორც იტყვიან მეგობრებისთვის გულს ამოიღებდა და წინ დაუდებდა მათ. როდესაც ლაშას სჭირდებოდა ფინანსური დახმარება საკუთარი ავტომობილი გაყიდა, რაც გააჩნდა ოქრო ვერცხლი ლომბარდებში გაიქნია და ეს მხოლოდ იმიტომ რომ მათთვის ძვირფასი წყვილის ბედნიერების მოზიარე გამხდარიყო. ცხოვრების სხვაგვარად ესმოდა. გაიღე და მოგეცემაო მუდამ ამბობდა. სწამდა რომ გასაჭირში ყველას იმით უნდა დახმარებოდა რაც გააჩნდა და არ არსებობდა რაიმე შემაფერხებელი რამ მისთვის. საბასავით ასევე შეეძლო ტყვიასაც კი გადაფარებოდა მისთვის ძვირფასი ადამიანისთვის და წამითაც არ დაახამხამებდა თვალს. სიკვდილის წინ კი სიხარულით დაიბარებდა, რომ ერთმანეთი ჰყვარებოდათ და მარტივად გაეშვათ. ბაჩო ერთი ჩვეულებრივი აღნაგობის, სუსტი და გალეული კაცი იყო, უყვარდა ადამიანები და ცხოველებს ერიდებოდა. ყველაზე დიდი ცხოველები მიყვარს მეტი რა შევიყვაროო, ხშირად ხუმრობით ამბობდა და ცდილობდა საძმოში სიხალისე შეეტანა. ხუმარა კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, გულში კი ვინ უწყოდა რა ქარბორბალა უტრიალებდა.
-რა ხდება, სიმონ, რას გამომაქციე საპყრობილიდან? - გახალისდა ანდრე და სცადა იმ ტკივილის დაფარვა, რაც ცოტა ხნის წინ ძმასთან შეხვედრამ მოუტანა. გულში იკლავდა და არავის უზიარებდა.
-აუუ, არ ვიცი როგორ გითხრათ. შოკში ვარ... და მინდა ყველას დასალევზე გაგიმასპინძლდეთ. ახლავე გადავალ მარკეტში და...
-სად გადახვალ მოიცა, ჯერ თქვი. - საბამ ცალი ხელით დაიჭირა და შემოატრიალა მარტივად. - შეგვკრიბე აქ და ახლა მიდიხარ? არ გამოვა.
-კარგი, ყველაფერს გეტყვით. გეხსომებოდათ ალბათ როგორ ვწვალობდით მე და ჩემი მეუღლე რაიმე სახის დაფინანსება მიგვეღო რომ მკურნალობაზე ჩაწერილიყო. საერთოდაც გინეკოლოგი და დიეტოლოგი ერთად თანხმდებოდნენ რომ მკურნალობა შესაძლოა მაიას კი არა მე მჭირდებოდა თუმცა ამდენი საშუალება მოგეხსენებათ არ მქონდა. იმ ბიჭს რა ერქვა? ამას წინ რომ შევხვდით?
-ნიკოზე ამბობ? - ჩაერთო ანდრე.
-ხო, მის სიტყვებზე ბევრს ვფიქრობდი რაც სამყაროზე თქვა. ერთი კვირაც არაა გასული მას შემდეგ, მეც ვცდილობდი მაქსიმალურად მეწამა სამყაროსი დამეჯერებინა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და აჰა, ისე აგიხდეს ყველაფერი. დღეს დილით დამირეკეს კლინიკიდან, მაიას გინეკოლოგს ვესაუბრე და ასე მითხრა რომ მაიას ისტორია განთავსებული ჰქონდა ისეთ ვებგვერდებზე სადაც უცნობი ინვესტორები თუ დამფინანსებლები ნახულობდნენ და სურვილს გამოთქვამდნენ დაფინანსებისთვის. მაიას ერთი ასეთი ინვესტორი გამოუჩნდა და იმდენი გადმოურიცხავს რომ მარტო მაიას კი არა ჩემს კვლევაზეც ეყოფა და ყველაფერს საბოლოოდ გავიგებთ რა არის ამ ყოველივეს მიზეზი.
-ღმერთოოო!!! - იღრიალა ანდრემ. - გაიგეთ?!! - შუა გზაზე დადგა და ასძახა მაღლა. - რაღაც არსებობს ხალხოო!! ღმერთოო!!
-კაი, ბიჭო, სირცხვილია. რას აკეთებ? - შეჩერება სცადა ლაშამ, თუმცა ხელი გააშვებინა მაშინვე და კვლავ განაგრძო მთელ ხმაზე ღრიალი ანდრემ. ისეთ ემოციურ მდგომარეობაში იყო ახლა მხოლოდ ღრიალით თუ დაცლიდა მისგან წამოსულ სიხარულის, აღტყინების საოცარ სიგიჟეს.
-ღმერთო!! ღმერთო!!! ეს რა საოცარი ამბები ხდება. უფალო!
-კაი გეყო, ტო. - თოკიმ პირზე ხელის აფარება სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
-დღეს ციხეში ისეთ სტრესულ გარემოში ვიყავი მთლიანად შემძრა ჩემი ძმის ხილვამ და მასთან საუბარმა, თუმცა ამან ყველაფერი გადაწონა ჩემო ლაშა. სულ ყველაფერი! გილოცავ ძმაო. ასე გახარებული მენახე სულ და ბედნიერი.
-მოდი შე ოხერო მოგილოცოთ. - გულში ჩაიკრეს ლეომ და საბამ და გვერდით ბაჩოც ამოუდგა მხარზე ხელი დაჰკრა და მიულოცა.
-გილოცავ ცხოველ, გილოცავ. საოცარი კაცი ხარ ძმაო და ამას იმსახურებ.
-მინიმუმ ერთი კვირა გადაბმულად უნდა ვსვათ. - იხუმრა ანდრემ. - ეს რა მესმის, ხედავ? ყოველთვის შეიძლება რაღაც ცუდი დასაწყისი, კარგ დასასრულად იქცეს. ყოველთვის შესაძლებელია ზარალი ახალ შესაძლებლობად, ხოლო მარცხი გამარჯვებად გადაიქცეს.
-ერთი კვირა? გაგიჟდი? - სული ჩაეხუთა ლაშას და განზე გაიწია. არ იყო მსმელი კაცი, დალევა არ უყვარდა, თუმცა მეგობრებთან ბოლომდე იდგა სადღეგრძელოებსაც კარგს ამბობდა და საბოლოო ჯამში მის ამ ნაკლს თუ სწორ გადაწყვეტილებას პატიობდნენ.
-კაი, , ხომ იცი ხუმრობს. - დაამშვიდა საბამ. - მოწევ?
-ახლა შენ.
საბას გაეცინა.
-დალევა და მოწევა შენი სტილი არაა ვიცი. თუმცა ნეტა იცოდე რა სიამოვნებას კარგავ ამ ღვთიურ სასმელზე ზემოქმედების ქვეშ ერთს რომ გაუკიდებ და მოქაჩავ. რა ნეტარებაა იცი? პირდაპირ კვამლი ყელში რომ გეღიტინება და... ორაზროვნად გიღიმის შიგნიდან.
-მიღიმის?
-ხო ეს ისე, მხატრულად. აბა პოეტი აქ ჩვენში მარტო შენ ხომ არ იქნები?
-გასაგებია, მეიცა და კიდე რას აღიმებ ხოლმე შენებურად?
-რავი, ბევრი რამის გაღიმება შეიძლება... მარა ყველაზე დიდი ნეტარება მაინც ქალის მკერდს რომ ჩაავლებ ხელს და ისე ათამაშებ როგორც გინდა, აი ესაა ჩემო ძმაო.
-შენზე კარგად მომეხსენება ეგ ჩემო საბა. ქალებს ხომ არ დაგავიწყდა ჯერ კიდევ რომელი ასაკიდან ვაღიმებდი?
-ოო, მაგას რა დაგვავიწყებს, - ჩაერთო ლეო მათ საუბარში და ორივეს ხელი გაუყარა აქაოდა შესარიგებლად. – თორმეტი წლისა უკვე შენი საქმე კარგად იცოდი. ის გახსოვს? გოგონა ზოლიანი ჯემპრით, როგორ თქვი ის მალე ჩემი გახდებაო და შენც მაშინვე სკოლის მერხზე მჯდომს რომ მიაჭერი. გაფიცებ რა უთხარი მაშინ ისეთი რომ გამოსაშვებ საღამომდე არ გელაპარაკებოდა?
-ეგ საიდუმლოა. - ტუჩთან მიიტანა თითი ლაშამ და თვალებით რაღაც ანიშნა ბიჭებს. - ახლა სხვა დროა, მაგას ნუ გამახსენებინებთ.
-ოო, მიდიი! - ერთხმად შესძახეს ბიჭებმა.
-კარგი ხო, - ჩამოჯდა და დიდ ხანს ფიქრობდა, დაეწყო თუ არ დაეწყო, ბოლოს მაინც გადაწყვიტა, - კარგი, - შარვლის ტოტები გაისწორა, სახე დამანჭა, შორეულ წარსულში გადაეშვა თითქოსდა იქიდან მთელი ტომარა ოქროს წამოღებას აპირებსო და მეგობრებს შეხედა. - მაშინ ის დრო იყო სიცანცარისა და სილაღის, ბავშვობა სისხლში რომ გვქონდა და არაფრისა გვეშინოდა. ცხოვრება მიედინებოდა თანაბრად და მის სისასტიკეს კი ვერ ვამჩნევდით. მეშინოდა იმ მომენტის და ფეხებიც კი მიცახცახებდა თქვენი ამ ახირების შესრულება რომ მიწევდა, თუმცა კი რის ლაშა ვიქნებოდი თავი მაგარ ბიჭად რომ არ მომეჩვენებინა თქვენთვის. გამოგხედეთ, თითქოს ყველაფერი კარგად იყო და განახებდით სეირს და სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგოსკენ მივდიოდი. მივედი თუ არა ჯერ დავიბენი, ვფიქრობდი უკან გამობრუნებას, მაგრამ დიდის ამბით იყავით ქანდარაზე ჩამომსხდარნი და ყველაფერს აკვირდებოდით, რამე გამოგრჩებოდათ? მივედი და ხმა როგორც კი ამოვიღე, იმის ნაცვლად რომ საუბარი სავსებით ნორმალურად დამეწყო, როგორც ყველა სხვა გოგოსთან გავშრი, სიტყვები თავისით ამომდიოდა და გზას მისკენ იკვალავდნენ. ვეუბნებოდი როგორ მიყვარდა, ვეუბნებოდი რომ მისი მსგავსი არავინ მენახა ჩემს სიცოცხლეში და ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ კლასში, ვეუბნებოდი რომ საოცარი სახელი ჰქონდა, სილამაზე ყოველთვის შიგნიდან მოსდგამს ადამიანს და შენც შინაგანად საოცრად გამოიყურები-თქო. არ ვიცი მაშინ რა იფიქრა, რომ შემომარტყა და დამტოვა, თქვენთან წაგებული თავანი კი მისი დაყოლიება შეხვედრაზე სადმე ვერ შევასრულე. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა როგორც ჩვენ გვინდოდა არა ძმებო? დღეს ის ქალბატონი ჩემი ცოლია და მალე შვილიც გვეყოლება.
-აი ეს იყო ნამდვილად მაგარი დასასრული, ნამდვილად. - ანდრემ საბას წამოარტყა. - რას ეუბნებოდი რომ გაეცნო ჰა, მისი ცხოვრება როგორც წარიმართა სწორედ ამ მოვლენის დამსახურებაა. ზუსტად იმ უარის შემდეგ გახდა ქალების მტარვალი. როგორც მწეველი კაცი სიგარეტის მთელ შეკვრას, დღეში ისე რომ იცვლიდა ქალებს. საბოლოოდ კი ერთ უბადრუკ ცხოვრებისგან თავის დასაღწევად კვლავ შეხვდა ამ მოვლენებიდან ათი წლის შემდეგ ულამაზეს გოგოს, რომელმაც ბავშვობის იარები განუახლა.
-აბა, აბა. - დამცინავად გააწყვეტინა საბამ. - სუ ჩემი ბრა....
-ერთი წუთით... - გააწყვეტინა ანდრემ და ტელეფონს უპასუხა. - დიახ, გისმენთ... დიახ, ანდრე მგალობლიშვილი... დიახ... კი, მათე ჩემი ძმაა, ვინ ბრძანდებით?... რა?... საიდან... როგორ... - ყელში ბურთი გაეჩხირა მგალობლიშვილს და ხმას ძლივს იღებდა. სიტყვებსაც ძლივს ამოთქვამდა რომ მოსაუბრეს არ ჰგონებოდა ყურმილი დამიკიდესო და უაზროდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ იმეორებდა სიტყვებს. - რა?... მომისმინეთ ესე იგი... დიახ... დიახ... აუცილებლად... მადლობა.
სახეგაფითრებულ ანდრეს დუმილით შესცქეროდნენ მეგობრები. ელოდნენ როდის ამოიღებდა ხმას, მაგრამ საუბარს არ აპირებდა. თითქოს მისი გონება სულ სხვაგან დაჰქროდა და ვერაფერს ვერ აღიქვამდა სხვას. რამდენი არ ეძახეს, რამდენი არ შეანჯღრიეს, თუმცა უშედეგოდ, ნახევარ საათზე მეტი ასეთ მდგომარეობაში რაღაცაზე ჩაფიქრებული მხოლოდ მარცვლებს თუ ამოთქვამდა, ბგერებს, ხმოვნებს და სხვას არაფერს.
-აჰ, - მორიგი შეტევა. ლაშას სულ გადავიწყებოდა თავისი სასიხარულო ამბავი, ისე დარდობდა თავის მეგობარზე.
-სასწრაფო გამოვიძახოთ თუ რა ვქნათ?
-არა, დაიცათ. ეიფორიაშია ვიცი რაცაა ეს. - უთხრა ბიჭებს ბაჩომ და ტელეფონი გამოართვა ლაშას, რომელიც ას თორმეტში დარეკვას ცდილობდა. - მალე გადაუვლის და გვეტყვის ყველაფერს. ჩამოჯექით.
მართლაც ბაჩოს სიტყვებიდან ხუთ წუთში ნელ-ნელა გონზე მოდიოდა. ცხოვრება რომ ჩაუქროლებს წამიერად კაცს, სწორედ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა ვერ გაეგოთ სასიხარულო ამბავი გაიგო თუ პირიქით. ყველაფერზე ფიქრობდნენ ბიჭები, ვაიდა მათეს რამე ხომ არ დაემართაო.
-ლაშა... - დაიწყო ანდრემ და ხელი კარგად მოჰკიდა მას, რადგან ჯერ კიდევ ფეხზე ვერ იდგა.
-გისმენთ ანდრე, ყველანი აქ ვართ შენთან, და მერწმუნე ყველაფერი კარგად იქნება. რაც არ უნდა გაგეგო ყველაფერს გადავლახავთ გესმის?
ანდრე თავს უქნევს.
-ლაშა, იმ სიტყვებზე ვფიქრობდი, ნიკომ რომ თქვა ცხოვრებაზე.
-რა მოხდა?
-ადვოკატმა დამირეკა, იმ ადვოკატმა ვისთანაც სახსრები არ მყოფნიდა რომ მივსულიყავი. გაზეთში წავაწყდი სტატიას და დავინტერესდიო, ამ საქმის მოგება შეიძლება და მე უფასოდ დაგეხმარებით, თქვენ ძმას მალე დავიხსნით ციხიდანო.
-ერიჰააა!!!! - შესძახა ლეომ და თავი მოიქავა. - ეს ამბავი მართლა აღნიშვნის ღირსია!
-როგორ დაემთხვა არ გიკვირთ? საერთოდ არ გიკვირთ? - არ ეშვებოდა ბიჭებს ანდრე. - ჯერ ლაშას პრობლემა მოგვარდა, რომელიც ამდენი ხანია ვერ მოეგვარებინა, ახლა ჩემი. საინტერესო დამთხვევაა და ეს ყველაფერი იმის მერე რაც ნიკოს სიტყვებისა ვიწამეთ. მინდა მადლობა გადავუხადო, იქნებ კიდევ შეგვხვდეს სადმე, ვინ იცის?
-დაიკიდე, ძმა, მთავარია ყველაფერი სასიკეთოდ შემოგვიტრიალდა უბანში და ეს ძალიან მაგარია. ღმერთი დაგეხმარათ ფარულად ისე რომ ვერც გაიაზრეთ. ძალიან კარგია, მიხარია თქვენი ამბავი ბიჭებო და გულით ვნატრობ თქვენნაირი ადამიანები ყველას ჰყავდეს გვერდში. - ლეოს გული აუჩუყდა და საბას გაეღიმა. ბაჩომ ცას ახედა და ჩუმად, ისე რომ არავის არაფერი გაუგონია და დაუნახავს, მადლობა უფალს გადაუხადა. მხოლოდ თოკო იდგა ჩუმად, არც ხმას იღებდა და თავისთვის რაღაცას თითებით ხატავდა მაგიდაზე. თითქოს ვერც იაზრა რა მოხდა, მაგრამ ყველაფერი კარგად გაიგო, ჩარევა არ სურდა, უხაროდა მაგრამ თავისებური ტიპი იყო, გულში თავისთვის უხაროდა და გამოხატვა იმდენად არ ეხერხებოდა. მასზე ბედნიერი შეიძლება არც არავინ იყო ამ უეცრად დატრიალებული ორი სასიხარულო ამბით, თუმცა არ ამჟღავნებდა. ცხოვრება ყველას თავისებურად ასაჩუქრებს, ზოგს გადმოცემის ნიჭით, ზოგს კი დიდი სიხარულის, თითქოსდა ორივე ერთად არ ემეტებოდა არავისთვის.
ლაშა, ანდრე სიხარულით ხტუნავდნენ, ბაჩო და ლეო ხელ-ფეხს იქნევდნენ და ყვიროდნენ, საბა ხან ერთს წამოუთაქებდა თავში ხან მეორეს და ღრიალებდა. თორნიკე მათგან გარიყული იჯდა და საკუთარ გრძნობებს არავის უზიარებდა.
-და მაინც როგორ მოხდა არა? როგორ დაეწყო ყველაფერი?
-საათივით. - განაცხადა ანდრემ და თვალები მზეს გაუსწორა.



№1 სტუმარი Елка

Далиан саинтересоа момцонс мадлоба

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

Елка
Далиан саинтересоа момцонс мадлоба

ვიმედოვნებ რომ მომავალშიც შეაფასებ მომდევნო თავებს და უფრო დიდი მოლოდინით აივსებით სანამ შემდეგ თავს დავდებ kissing_heart მადლობა.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent