ერთხელ სიცოცხლეში (პირველი თავი)
იჯდა კარადაში, გატეხილი კარის ნაპრალიდან მოჩანდა ორი გვამი, მოჩანდა მამის უსულო სხეულთან დახრილი, საძულველი სილუეტი, დაინახა როგორ დააფურთხეს მამამისის მკვდარ სახეს, ცხრა წლის აკოს, მრისხანებისა და ტკივილისგან ძვლები ეწვოდა, სულზე ნაკაწრებად დარჩა, დედის გულ-მკერდზე მოღეღილი სარაფანი. სიმწრის ცრემლებს ყლაპავდა, მთელი სხეული უთრთოდა, მაგრამ ვერ ივიწყებდა მამისთვის მიცემულ პირობას, ვერ გააღებდა კარადის კარს, ვერ დაენახებოდა უსისხლო მკვლელებს. იჯდა კარადაში, სუნთქვაშეკრული, თითქოს იმ გვამებზე მეტად მკვდარი. ყველა უსულო საგანზე მეტად უსულო იყო, პატარა აკაკი ბასილაძე, ლევან ბასილაძის ერთადერთი დანატოვარი, მისი სულის ხსნა და იმედი. ***************************** მანქანის კარი გაიღო, ანალიზა გიგანის კრემისფერი ფეხსაცმლის ქუსლი, ხრაშუნით ჩაერჭო მოხრეშილ მიწას. შემდეგ მთლიანად გამოჩნდა გოგონა. სათვალე შეისწორა და საწყობის კარი შეაღო. -გამარჯობა საყვარელო. -ფუ შე კახპა. -იმიტომ დაგშორდი, რომ გრძელი ენა გქონდა, ახლა კი ისევ მეტლიკინები. დანანებით გადახარა თავი გვერდზე და მამაკაცს გაუსწორა გამყინავი მზერა. -რა გინდა?! -შენთან სექსი რომ არ მიზიდავს გეცოდინება, სხვა ისეთი არაფერი, სულ რაღაც სამი მილიონი. -სულ გაუბერე ხო?! -ასეთი ძუნწი რატომ ხარ?! ხომ შეიძლება, ყოფილ საცოლეს დახმარების ხელი გამომიწოდო და ასე ლამაზად დავიშალოთ?! -არაფერს მოგცემ! ქუსლების კაკუნით მიუახლოვდა, სკამის საზურგეზე მიბმულ მამაკაცს, ყბაში გრძელი ფრჩხილები ჩაავლო და თავი ააწევინა. -რომ შეგეკითხები, უარი მერე მითხარი. შენს პატარა პრინცესას დაურეკავ, ეტყვი მამაჩემისთვის ახეული ფული სად გაქვს, ისიც თავისი ნაზი ხელებით ჩამილაგებს ჩანთაში და კიკვიძის პარკში, პირველივე სკამზე დატოვებს, ეს ყველაფერი მოხდება 3 საათში, თორემ შენს სიფრიფანა ფაიფურის თოჯინას, აგერ შენს გვერდით დავაბამ, სკამზე კიარა საწოლზე და რიგრიგობით გაყურებინებ, როგორ გაერთობიან ჩემი ბიჭები. -შენ სულ გააფრინე?! ასეთი როგორ ხარ?! შიშისგან და მრისხანებისგან, ერთიანად დაიჭიმა მამაკაცი. -მას შემდეგ, რაც მამაჩემის ცხედარს შენი დამპალი ფეხებით შეეხე, მას შემდეგ რაც ჩემი ძმა მუხლებზე დამდგარი გეხვეწებოდა, ჩემთვის თითი არ დაგედო. ახლა კი გააკეთებ რასაც გეტყვი, თორემ იმ კუკლას, ნინია ხომ?! ლამაზი სახელია. თანაგრძნობით შეხედა მამაკაცს და განაგრძო. -გოგონაც საკმაოდ ლამაზია, გაეხარდებათ ბიჭებს საჩუქარი. -ფუ შენი… -რომ დაასრულო, ენას ამოგგლეჯ და აქ უკვე დასრულების გარეშეც მიხვდი, სად წავიღებ. მობილურზე ნომერი აკრიფა და ყურზე მიადო, სკამზე მიბმულ მამაკაცს. -დიტო სად ხარ?! რამდენჯერ დაგირეკე, მოვკვდი ნერვიულობით. ყურმილიდან შეშფოთებული ქალის, ნაზი ხმა ისმოდა. -დამშვიდდი პატარავ, არაფერია, მალე მოვალ. -სად ხარ? -მისმინე ნი, სარდაფში, დიდ ლურჯ ყუთში, შავი ჩანთა მაქვს, მაგ ჩანთას აიღებ და კიკვიძეში ჩახვალ, პირველივე სკამზე დატოვებ და გამობრუნდები. -რას მეუბნები?! -გააკეთე რასაც გთხოვ, ჩანთა არ გახსნა, და სახლში აღარ მიხვიდე, სესილისთან ადი. მეც მალე მოვალ. -მაშინებ დიტო. ხმაში ტირილის ნოტები გაერია. -მიყვარხარ, ჭკვიანად. თვალების მოძრაობით ანიშნა წინ მდგომ გოგონას, რომ ყურმილი დაეკიდა. მანაც აპარატს ცერა თითი დააჭირა და კავშირი გაწყვიტა. -როგორ ანერვიულებ გოგოს, სულ არ გრცხვენია?! -რა გინდა ჩემგან? რაც მთხოვე მიიღებ და დაგვანებე თავი. -არ მიყვარს უსუსური მამაკაცები, ამიტომ ვერ შეგიყვარე შენც. -შური ასე იძიე ხო?! ასე გადამიხადე ყველაფრისთვის. სასოწარკვეთა გამოჰკიოდა კაცის ემოციაშეკავებული ხმიდან. -მისმინე დიტო, მამა მომიკალი, ძმა ზედ დააკალი. მაყურებინე როგორ გევედრებოდა ჩემი ძმა, მუხლებზე დაჩოქილი, ჩემს ოთახში არ ამოსულიყავი, მიკვირს კაცობა რომ გეყო და არ ამოხვედი ისე. -16 წლის ღლაპი იყავი, მეგონა ვერ დამინახე და დაგავიწყდი. ქალებს არ ვებრძვი, შენი ძმის სიკვდილი კიდევ, უდიდესი სიამოვნება იყო. გოგონამ მოზრდილ თმაში ჩაავლო ხელი და სახე მაღლა ააწევინა, შემდეგ სახეში შეაფურთხა და გულ-მკერდზე მიაწვა ფეხით. წვრილმა კუსლმა კუჭის თავზე უსიამოვნო ტკივილი გამოიწვია, თუმცა არა გაუსაძლისი. შემდეგ ბიძგით სკამი გადააბრუნა და მამაკაცს ზემოდან დააჩერდა. -ჩემი ძმის მკვლელობა სიამოვნება იყო ხო?! ახლა იწყება მთავარი სიამოვნება. ფეხსაცმლის წვერი სახეში ამოსცხო და წითელ წვეთებს მზერა აარიდა. -შენი ჯერია, პასუხი აგო. დიმიტრი ლეკიშვილის აღიარება, საკმარისი აღმოჩნდა, სამართალდამცავი ორგანოებისთვის. სკამზე მიბმული ახალგაზრდა მამაკაცი, პოლიციის თანამშრომლებმა გაანთავისუფლეს, თუმცა მალევე დაადეს ხელბორკილი და იმ გზას გაუყენეს, სადაც მისი ადგილი იყო. ღრმად ამოისუნთქა ანალიზამ, თვალებზე ცრემლმორეული უყურებდა, როგორ ჩატენეს, სირენებ აკივლებულ მანქანაში და წაიყვანეს. კიკვიძის პარკში, პირველივე სკამზე ჩამოჯდა. უშაქრო ყავის, მუყაოსგან დამზადებული ფინჯანი ხელებში მოიქცია და ბოლომდე ჩაცალა. შავ ჩანთას ტყავის სახელურებში მოჰკიდა ხელი, ჭიქა ხელებში მოჭმუჭნა, იქვე ბუნკერში ჩააგდო და თავისი ავტომობილისკენ, აუჩქარებლად წავიდა. წვიმის წვეთებს, ცხელ ასფალტზე ორთქლი ასდიოდათ. ზაფხულისთვის უჩვეულო ამინდი იყო. მატოვი ჟეშტისგან დამზადებული, შავი ვოლვოს კარი უხმაუროდ გაიღო. კვლავ კრემისფერი ფეხსაცმლის ქუსლმა იჩინა თავი. სასაფლაოებს შორის მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა და წვრილი ქუსლი, ხშირად მიწაში ერჭობოდა. -ტიტე, როგორი ლამაზი ხარ?! საფლავის ქვაზე დახატულ, თავის ძმას მიეფერა და შუბლზე გადაატარა წვრილი თითები, თითქოს უსწორმასწოროდ ჩამოყრილ კულულებს დაულაგებდა. -დავსაჯე, შენი არ ყოფნისთვის, შენი დაჩოქებისთვის და შენი ცრემლისთვის დავსაჯე. იქაა სადაც უნდა იყოს და ვერ ვსუნთქავ მაინც. შემდეგ მეორე სურათს მიუბრუნდა, ტიტე გიგანის გვერდით, თავმომწონედ ჭაღარა შეპარულ მამაკაცს აჰკროდა ლაღი ღიმილი. -მა, უშენობის ყველა წამს, ზურგზე ტკივილს ვგრძნობ, თითქოს ფრთები მომამტვრიეს და, იმდენად მწარედ დავენარცხე, ვერც კი ვიაზრებ, როგორ მოვახერხე ფეხზე ადგომა. შენი ნაშოვნი ფული, მთლიანად მე მაქვს. ყველა შენს ოცნებას ავასრულებ. გპირდები, შენს ღიმილებში, შენს კეთილ თვალებში ჩამალულ სითბოს, ყველას გავუზიარებ, ვისაც ეს სჭირდება. ვიცი, ახლა მხოლოდ ერთი დამრჩა, სანამ აკაკი ბასილაძესაც იმ რკინის კარის მიღმა არ ვნახავ, მანამ ვერ მოვისვენებ. კვლავ მიეყრდნო ძმის შუბლს, საკუთარი შუბლით და ცრემლებს მისცა უფლება, ჩამოერეცხათ თვალებში ჩამდგარი ტკივილები. ლასლასით წამოდგა ფეხზე. ღონემიხდილი, ფეხშიშველი და თვალებ დასიებული. ვინმეს რომ ენახა, ანალიზა გიგანი ასეთი, სასაცილოდ არ ეყოფოდათ. ****************************** მანქანაში ჯდებოდა, ქალის სილუეტი რომ დალანდა ჭიშკართან. ნელი ნაბიჯით შემოვიდა გოგონა და ქვაფენილს მსუბუქად გაუყვა. -აკაკი ხომ? -დიახ, თქვენ ვინ ბრძანდებით?! თაფლისფერ თვალებში ჩააშტერდა მამაკაცი. -ანალიზა გიგანი. -ტიტე გიგანის და?! -კი. კაცს თვალები გაუნათდა, ყოველთვის ტკიოდა, თავისი მეგობრის სიკვდილი, თუმცა არასდროს გამოუხატავს, თუ რამხელა ტკივილს დაატარებდა მხრებით. -რით შემიძლია დაგეხმაროთ?! სახლში შევიდეთ. ქალი მორჩილად მიჰყვა უკან. მისაღებში დივანზე მიუთითა, გოგონაც ჩამოჯდა და დაელოდა მამაკაცს, რომელიც სამზარეულოში გაუჩინარდა. იქიდან გამოსძახა. -ყავა, თუ ჩაი?! -უშაქრო ჩაი. აკო მალევე დაბრუნდა მისაღებში. ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო, ხოლო ჩაით სავსე ჭურჭელი, ქალს გაუწოდა. -ძალიან დავიბენი, ბოლოს რომ გნახე 13 წლის იყავი, მას შემდეგ არ მინახიხარ. -მოულოდნელად დავბრუნდი, რაც ნიშნობა გავაუქმეთ მე და დიტომ, გეცოდინება ალბათ ეგ ამბავი, თბილისი განიხილავდა. კაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -ხო და წასული ვიყავი მაგ ამბების მერე, ახლა დავბრუნდი, დიტო დაიჭირეს. კმაყოფილი სახე მიიღო გიგანმა. -შენი ხელი ურევია?! -მე დავაჭერინე. მშვიდად განაცხადა ქალმა. -საერთოდ, როგორ უძლებდი მასთან სიახლოვეს? როცა იცოდი რაც ჩაიდინა. -ამ დღეების გამო ავიტანე. გუშინ რომ სახეზე ჰქონდა, ყველა ბოროტება და ცოდვა აკრული, რომ ვერ გაურბოდა სასჯელს, მაგის გამო მიღირდა. მამაკაცს თბილად გაეღიმა და თანაგრძნობით შეხედა მის წინ მჯდომს. -ჩემს სანახავად ტყუილად არ მოხვიდოდი. -კი, მინდა დახმარება გთხოვო. შენ ტიტესთან მეგობრობდი, მე კიდევ აქ აღარავინ მყავს, ვფიქრობ შემიძლია, როგორც ჩემი ძმის მეგობარს, შენ გთხოვო რამე. -ყველაფერს გავაკეთებ, ტიტე იმდენად დიდი ტკივილია ჩემთვის, ვერ შევძელი შემეჩერებინა ეს ყოველივე, ახლა კი მზად ვარ, შენი გვერდში დგომით გამოვისყიდო. ქალმა მრისხანე თვალებით გახედა მამაკაცს, თუმცა მალევე ჩაახშო ბრაზი და ჩუმად დაიწყო. -სამი მილიონი მაქვს. მამას მოპარა დიტომ, უსახლკაროებისთვის სახების ასაშენებელი ფული იყო, თან ბავშვთა სახლებიც ჰქონდა გეგმაში. მინდა ყველა მისი ეს ოცნება, რეალობად ვაქციო. ქალაქს არ ვიცნობ, არც გაჭირვებულებს ვიცნობ და არც ბავშვთა სახლები ვიცი. თუ შეგიძლია დამეხმარე ამ ყველაფრის გაკეთებაში. -როგორც გითხარი, ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ანალიზა, ჩემთან რა გეგმები გაქვს, ეგ უფრო მაინტერესებს. ქალს დაბნეულობის დასაფარად, საით გაეხედა არ იცოდა. -რას გულისხმობ?! ჩამწყდარი ხმით ამოთქვა და კვლავ გაუსწორა მზერა, ბასილაძეს. -ვიცი, რა ინფორმაციაც გაქვს, ტიტეს სიკვდილში მეც მცნობ დამნაშავედ, ჩემი მანქანით იყო მაშინ დიტო, ვიცი, რომ გგონია მეც იქ ვიყავი. რომ შემძლებოდა დიტოს არ გავაჩერებდი ერთი წუთით გარეთ, მაგრამ ამ დრომდე ვინ”კრიშავდა” შენ უკეთ გეცოდინება. -მე ოთახში ვიყავი, არ დამინახავს არავინ. შენ არაფერში გდებ ბრალს. ცრემლმორეულმა გახედა მამაკაცს. -ძალიან კარგად დაინახე ყველაფერი, ოთახიც, იქ მყოფებიც და მანქანაც. -და იქ თუ არ იყავი, ეს საიდან იცი?! ქალის ხმაში, უკვე ღიად იგრძნობოდა, მამაკაცისადმი ზიზღი. -მე ძალიან ბევრი რამე ვიცი, იმდენად ბევრი, რომ ვერ გაწვდები ამოსაცნობად. -რახან ასე ღიად ვსაუბრობთ, მაშინ გეტყვი, შენც დიტოსნაირი მკვლელი ხარ და არ მოვისვენებ, სანამ ციხეში არ გნახავ. რა ზღაპრებიც არ უნდა მომიყვე, ვიცი შენი ხელიც ურევია. მამაკაცს მსუბუქად ჩაეღიმა, ნაზად მიეფერა ქალის გრძელ თმას და თბილი ტონით გააჟღერა. -დიდ შეცდომას დაუშვებ, მე ნუ დამიპირისპირდები. გოგონამ ცხელი ჩაის ფინჯანი აიღო და მის თმაზე მოალერსე ხელს, პირდაპირ გადაავლო. -მეორედ რომ შემეხო, ხელებს მოგამტვრევ. რახან ფარულად დაახლოვება და ისე გაბმა არ გამომივიდა, არ ნიშნავს, რომ ასე დავნებდები. ფეხზე წამოდგა და მშვიდი სახით დახედა მამაკაცს, რომელსაც ხელი გაწითლებოდა. არ იმჩნევდა, თუმცა დამწვრობა, საგრძნობლად სტკიოდა. -დაელოდე შენს სასჯელსაც, გზაშია. ჩაისთვის მადლობა. აუღელვებლად გაემართა კარისკენ და მამაკაცის მწველ მზერას, გმირულად გაუმკლავდა. კარის გახურვა და აკოს ფეხზე წამოჭრა ერთი იყო. ონკანთან მივიდა და ცივი წყლის ჭავლს შეუშვირა დამწვრობა. ეღიმებოდა, მეხსიერებიდან არ უქრებოდა ქალის მზერა და სახე. თითქოს შემოიჭრნენ მის საკუთრებაში და მეტასტაზებივით გავრცელდნენ. -ვინ ხარ გიგანო?! საკუთარ თავს უფრო ჰკითხა და კვლავ მანქანის გასაღებს დაწვდა. -სად ხარ?! მღელვარებით და ბრაზით სავსე ხმა გაისმა მობილურში. -რა ხდება?! მეძინა და თუ შესაბამისი მიზეზი არ გაქვს, რის გამოც გამაღვიძე, მკვდარი ხარ დოლიძე. -სატვირთო დაწვეს, მძღოლი ხეზე ვიპოვეთ მიბმული. აკო ნერვიულად წამოიჭრა ფეხზე, საბანს ხელი აკრა და ოთახის ჩუსტებში გაუყარა ფეხები. -დაურეკე ლადოსაც და გელოდებით. წელს ზემოთ შიშველი გავიდა სამზარეულოში, ყავის აპარატს ხელი დაჰკრა და ცხელმა სითხემაც მალევე გაავსო ფინჯანი. -მძღოლი ხომ კარგადაა?! სახლში მოსულ მეგობრებს კითხვა შეაგება. -კი, ამირანს არაფერი უჭირს, გადმოუყვანიათ მანქანიდან და ხეზე მიუბამთ, შემდეგ კი სატვირთოსთვის ცეცხლი მიუნთიათ, თან სახანძროში და პოლიციაში დაურეკავთ მაშინვე. ნერვიულად მიმოდიოდა იმ წუთას მოსული რეზი და სიტყვის დასრულებისთანავე, სამზარეულოსკენ წავიდა. -ყავა წამოგიღო?! მასთან ერთად მოსულ ლადოს გახედა. -აუ კი ძმურად. -ვინ გვემტერება ასე ღიად?! ან პოლიციაში რატომ დარეკა, თუ საქონლის განადგურება უნდოდა?! კეფაზე ხელი მოისვა ლადომ და დივანზე სადაც უწინ დამჯდარიყო, ახლა ფეხები ასწია და უხეიროდ მიყრილ ბალიშებს მიეყრდნო. -პატარა გოგონა, დიდი ამბიციებით. თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ბასილაძემ და იმ წამს შემოსული რეზის, კითხვის ნიშნებით გაჯერებული მზერა დააიგნორა. -შენ იცი, ვინ შეიძლება იყოს?! -დიდი ეჭვი მაქვს, ანალიზა გიგანის ხელი ურევია, პოლიცია გამოიძახა, ეგონა რამე უკანონო მექნებოდა სატვირთოში და ჩემს თავს დააჭერინებდა. ბიჭებს გაოცება დაეტყოთ სახეზე. -მოიცა, ტიტეს და?! ეგ ხომ ჰოლანდიაში იყო?! თან მაგისი ყოფილი საქმრო დაიჭირეს და ახლა ჩამოვიდა?! რეზი ცდილობდა, კარგად გაეხსენებინა, პატარა გოგონა, რომელიც რამდენიმეჯერ წამოიყვანეს, მაგან და ტიტე გიგანმა სკოლიდან. -კი ეგაა, ის ბუნების სატკივარი მაგან დააჭერინა, მაგრად გააბა, ფაქტები შეაგროვა და პოლიციას ფაქტებთან ერთად, ბეტონის საწყობში, სკამზე მიბმული დაახვედრა. თან ფული აახია. გაკვირვებული სახით ჩაიცინა ლადომ და მდივანზე გაშხლართული სხეული, მალევე წამოსწია ზემოთ. -ოპაა, გოგო ნახე რა “მოხოდილია”?! და შენთან რა უნდა? -ტიტესთან რომ მივიდა დიტო, ხომ გახსოვთ, ჩემი მანქანით იყო, თავისი ხომ გამოწერილი ჰყავდა და ჩამოსვლას ელოდა. ამანაც მანქანა რომ დაინახა, მეც იქ ვეგონე. ისედაც არ მიცნობდა, თქვენ კიდევ ემახსოვრებით, მაგრამ მე და ტიტე გერმანიაში ვიყავით ერთად და იქ გვქონდა კავშირი, საქართველოში არ ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. მან კი მოღალატე მეგობრად შემრაცხა. დაბნეული უსმენდა რეზი, ლადოს კი ყავის ჭიქიდან მთელი სითხე ამოეშრო. -რა იყო ბიჭო, გწყუროდა?! -მოიცა რა. ხელი აუქნია გვერდით მჯდომ დოლიძეს. -და რა იცი ის რომ იქნება?! -აქ იყო, დამემუქრა, ხწლი დამწვა და წავიდა. გაოცებული სახით ჩაშტვინა რეზიმ და აკოს შეხედა. -ოპაა, გოგო ნახეე?! -კარგი გოგოა?! -რა დროს გოგოა ლადო?! წავიდეთ ერთი, ზარალის ანალიზს გავაკეთებ. -ხომ გყავს ხალხი ამისთვის?! -რომელიც ორჯერ მეტ ზარალს დამითვლის და ჩემს გაღლეტვას მოინდომებ ხო?! -ასე თუა, რატომ აჩერებ სამსახურში? -ყველა ასე იზავს მაინც, აზრი არ აქვს, ამიტომ საიდანაც ფულის მოტეხვა შეუძლით, იმას მე გავაკეთებ. -მანიაკია ეს ჩემისა. ხორხოცით წამოდგა რეზი და მკვლელი მზერით გახედა, კვლავ დივანზე გაწოლილ ნაკაშიძეს. -რას მიყურებ?! თქვენ ორნიც შეძლებთ, მაგრად მეძინება. ბალიშს ხელები შემოხვია და გმირულად გაუმკლავდა ბიჭების ბუზღუნს. მალევე გაისმა კარის მიხურვის ხმა და მარტო დარჩენილმა ძილს მისცა თავი. -კიდე კლუბიდან წამოიყვანე?! გვერდულად გახედა აკომ, დოლიძეს. -აუ რანაირად შეუძლია, მართლა ვერ ვიგებ. მთელი ღამე იქაა და დილით ისეთ ჯანზეა, მე მთელი ღამის გამოძინებულს კიდე მჯობია. -ვბერდებით ჯერ, ეგ კიდევ ბავშვია. სიცილით გააკანტურა აკომ თავი და მანქანის კარი გამოხსნა. მალევე მივიდნენ დანიშნულების ადგილზე. -როგორი დაუნდობელი ქალი ხარ?! ანალიზა გიგანის კაბინეტში შესულმა, თავხედურად გამოსწია სკამი და წინ დაუჯდა ლეპტოპში ჩაჩერებულ გოგონას. -რამ შეგაწუხათ ამ დილა ადრიან?! მონიტორისთვის მზერა არ მოურიდებია, ისე დასვა კითხვა. -ჩემი საქონელი გადაწვი, ცოტათი მაინც არ შეგეცოდე?! გოგონამ ახლაღა ამოსწია თავი და ირონიული სახე გაუსწორა, მამაკაცის მზერას. -გეწყინა თუ გეტკინა?! მამაკაცს თვალი თვალში გაუყარა და კმაყოფილი ღიმილი აიკრა სახეზე. -მე არც ერთი, 7-9 ათასის ზარალი ვნახე მხოლოდ, ასეთი იაფფასიანი საქციელებით, მხოლოდ ჩემს გამხიარულებას შეძლებ. -ხო და მხიარულებაში გეცხოვროთ, ბატონო აკაკი. ახლა კი ვმუშაობ და შეგიძლიათ მიბრძანდეთ. -არასწორად იქცევი. ხმა დაუთბა მამაკაცს. -არ ვარ მე დამნაშავე, ტიტე ჩემი მეგობარი იყო, იმდენად მატკინა მისმა ამბავმა, ვერ წარმოიდგენ. ხომ იცნობ ლადოს და რეზის?! ეგენი ჩემი ბავშვობა არიან, მანდვე იყო ტიტეც, ჩვენს გვერდით. უბრალოდ შენ იმდენად არასდროს იყავი საქართველოში, შემდეგ ჩამოხვედი, ეს ამბავი მოხდა და ისევ წახვედი. ვერ შეამჩნევდი ჩვენს ერთად ყოფნას, შენ რომ აქ იყავი, მე და ტრისტო გერმანიაში ვიყავით ერთად, ჩვენ ჩამოვედით, შენ წახვედი. გოგონამ გაშლილი ხელის გული, გამეტებულად დაარტყა მაგიდის ზედაპირს. -შენი მანქანა იყო იქ, გესმის?! შენი წყეული მანქანა. შენმა ძმაკაცმა, აი იმან ახლა რომ ციხის გისოსებს ღრღნის, ჩემს ძმას შუბლში დააჭედა ტყვია, თან სიკვდილამდე დაუბარა, ჩემთან კარგად გაერთობოდა. იქ იყავი, ზურგით იდექი, გხედავდი, არ შემეშლებოდი. ქალის ტკივილნარევმა მრისხანებამ, მამაკაცის გულს რეჩხი უყო. თითქოს ის ტყვია, რაზეც გოგონა საუბრობდა, ახლა თვითონ მოხვდა გულის მხარეს. -მე არ ვარ ის კაცი, ფიცს და გოდებას ვაყრდნობდე ჩემს სიტყვას. იცოდე ლიზა, მე რომ ასე მიდგახარ წინ, ჯერ ღმერთთან და მერე შენი ძმის ხსოვნასთან ხარ არასწორი, გამოიკვლიე ვინ იყო იქ, მე მხოლოდ მანქანა ვათხოვე, არ ვიცოდი რატომ მოდიოდა, მითხრა ერთად გამოვალთო, შემდეგ კი სასოწარკვეთილმა დამირეკა და მითხრა, მკვდრები დამხვდნენ მიშველეო. იქ მოსულს, არსად დამხვდი, სახლში არ იყავი, მხოლოდ გვამები და დიტო იყვნენ. მე რომ მცოდნოდა, აქამდე რომ გამეგო, ამდენი ხანი არ დაგჭირდებოდა მოცდა. გულწრფელობა იკითხებოდა კაცის სახეზე. გოგონას თვალებს ცრემლის ბურუსი გადაჰკვროდა და ურცხვად უნამავდნენ ლამაზ სახეს. -არ მჯერა, მე რომ ეხლა დაგიჯერო, შენ რომ ამ ამბავის სათავეში იყო, როგორც დიტომ თქვა, თავს ვერ ვაპატიებ. ვიცი რომ მეგობრობდით, იმდენჯერ გნახე მასთან, შენს დასამახსოვრებლად მეყო. მაგრამ დიტოც მეგობრობდა, მეტიც, ძმობას ეფიცებოდა და ხომ ხედავ რა გააკეთა?! შენ რითი ხარ გამონაკლისი? როგორ დავიჯერო იქ არ იყავი. უნდა გამოვსულიყავი იმ წყეული ოთახიდან, დაე მეც მოგეკალით, მაგრამ ჩემი ძმის და მამაჩემის მკვლელებს, ხომ ზუსტად დაგინახავდით?! ჯოჯოხეთად მიქციეთ დაძინებაც და გამოღვიძებაც. შენი და დიტოს გარდა, იქ კიდევ ორნი იყვნენ, ალბათ რეზი და ლადო?! ქალმა თითქოს საიდუმლო ამოხსნაო, ისე შეხედა მამაკაცს. -ნამდვილად თქვენ ოთხნი იყავით. ნამდვილად თქვენ წამართვით ისინი. ამ ფულისთვის გიღირდათ?! -შენ არაფერი იცი ლიზა, საერთოდ არაფერი და ნუ აკეთებ არასწორ დასკვნებს. ნაზად მიიწია მამაკაცი გოგონასკენ, სიფრიფანა სხეულმა უკან გადგომა მოინდომა, თუმცა ძლიერმა მკლავებმა, მარწუხებივით მოხვიეს ხელი წელზე და სხეულზე აიკრა ქალი. -მე აქ ვარ, შენთან ერთად ვნახავ იმ სიმართლეს, ასე რომ გაგანადგურა. შენ ოღონდ გეყოფა ჩემთან ბრძოლა, არასწორ ადგილას დგახარ, არასწორ გზას ადგახარ და ისევ შენთვისაა ცუდი. მე 7 ათასი ლარი, არაფრად მიღირს, შენ თუ დამშვიდდები. შუბლზე მიაკრო ტუჩები, ხელის ზურგი ჩამოატარა თმაზე და სევდა ნარევი ღიმილით შეხედა. -თავს გაუფრთხილდი ანალიზა. ნაზი, სიმშვიდენარევი ხმით დაემშვიდობა. კარის მიხურვამ გამოარკვია, გაბრუებული გოგონა. ********************************* -რა სიგიჟეს მეუბნები?! რა ტიტეს მკვლელები ჩვენ ვგონივართ?! ადგილს ვერ პოულობდა რეზი და ოთახში კილომეტრობით მანძილი გაიარა, ერთ ადგილზე სიარულით. -ხო რეზი, რა ვერ გაიგე?! გაღიზიანება აღარ დაუფარავს ლევანს და აკოს ახედა, რომელიც ფანჯრის რაფას მიყრდნობოდა. -რას ვაპირებთ? ახლა ასე უნდა გვსდიოს და ანადგუროს ყველაფერი?! მანიაკია ეგ გოგო? კვლავ აგრძელებდა ბოლთის ცემას დოლიძე. -ვეცდები გავარკვიო რა მოხდა, იქნებ მას შემდეგ მოისვენოს. -შენ ჯერ მამაშენის და დედაშენის საქმეს ადგახარ, ახლა ამდენს როგორ გაწვდები?! -მისი სიმშვიდისთვის, ცოტა ხნით მოიცდის ძველი საქმე. მშვიდად ამოილაპარაკა აკომ. -ისე, გოგო რა მანიაკია აზრზე ხართ?! იცოდა დიტო რა ჩვარიც იყო და დაინიშნა მაგ ტიპზე. ლევანმა აღტაცებით თქვა. -მანიაკი კი არა, იმდენად ძლიერად ატკინეს, ყველაფრისთვის მზად იყო. კვლავ აკოს სევდიანმა ხმამ გააჩუმა ნაკაშიძე. -ასე რატომ ლაპარაკობ?! ქალმა ამხელა ზარალი მოგაყენა, ტვინს გიბურღავს, რეებს გაბრალებს და შენ თითქოს მართალია, ისე მიუდექი. -რას მეუბნები გესმის?! იცი რა ტკივა? იცი როგორია ძვლებიდან ხორცს რომ გათლიან, შენს თვალწინ ყველაზე ძვირფასს რომ კლავენ და გაყურებინებენ?! არ იცი, მაგის შემდეგ, სხვა ვეღარაფერს ხედავ, ყველგან მაგას ხედავ და ყველგან ეგაა. ამიტომ ვიცი, მაგისთვის იმ სამართლის პოვნა, რაც იმათმა ვერ იპოვნეს, ვისი ვალიცაა, სიმშვიდის გარანტიაა. ყველა გზა გამოვლილმა, ყველა ამ ტანჯვა ნახულმა აკაკიმ, კარგად იცოდა ანალიზას ტკივილები, მისი კოშმარები ნანახი ჰქონდა, მისი თვალებით დანახული მკვლელობა, მანაც დაინახა, 11 წლის რომ იყო, მაშინ. ყველაზე მეტად ესმოდა, იმ ქალის, ვინც ამხელა ზიანს აყენებდა. აღარ გაუგრძელებიათ საუბარი, შებინდებული იყო უკვე. ბიჭები გააცილა და საძინებლის ზღურბლზე შედგა, მობილური ამოიღო და აივანს მიაშურა. -გისმენთ. ქალის ნაზმა ხმამ, სიმშვიდის ნოტები მოჰფინა, ფართო აივანს. -მე ვარ. -რა დაგრჩა სათქმელი?! -ნუ დამაფიცებინებ, დედ მამის ძვლებს და ხსოვნას, მე არაფერი ვიცოდი მართლა. -ყველაფერს გავარკვევ. გაბმულმა სიგნალმა ზარის დასრულება ანიშნა. ამოიოხრა მამაკაცმა და სახეზე ორივე ხელი ჩამოისვა. -ბოლოს მომიღებ ანალიზა. თავისივე წარმოთქმულ სახელზე, ნაზმა ღიმილმა გაუპო ბაგე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.