შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - ორმაგი თამაში (თავი 6)


19-09-2024, 01:48
ავტორი ერკე
ნანახია 1 045

ტუჩები ყველაფერს იმახსოვრებენ. მათ ახსოვთ ყოველი შეხება, ყოველი მოძრაობა. ახსოვთ ყოველი ქმედება. თითქოს აზროვნებაც კი გააჩნიათ, სადაც იწერება ყველაფერი.
ნიკო უაზროდ მწოლიარე თავის საწოლში კედელზე თეთრ წერტილს გაშტერებოდა. ვერ აღიქვამდა ვერაფერს, არ შეეძლო არაფერზე ფიქრი გარდა იმ კოცნისა. კოცნა იყო ყველაზე საოცარი რამ, რაც კი გააჩნდა მას ამ დღეების განმავლობაში. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს აქამდე მსგავსი ურთიერთობა არ ჰქონია არავისთან, თითქოს არავის ჰყვარებია, ან თავად არ ჰყვარებია არავინ. გრძნობდა რომ მარტოსული ცხოვრება გაიარა, შესაძლოა მეხსიერების დაკარგვის გამოც განიცდიდა ამ გრძნობებს, თუმცა შეგრძნება ჰქონდა რომ არასდროს მჯდარა ასე გოგოსთან ერთად და ფილმისთვის არ უყურებია, არასდროს მოუმზადებია თავად ბატი-ბუტი და ალბათ იმ ადამიანების რიცხვსაც მიეკუთვნებოდა ამას სირცხვილად რომ აღიქვამდნენ. გრძნობდა როგორ მიელტვოდა გონება მისკენ, როგორ სურდა მასთან, თუმცა დამსახურებული ლაწანი კი მიიღო სახეში და სიამოვნებითაც. ეშხიანი წვიმის წვეთების ხმა ისმოდა, თავად კი თვალს ვერ აშორებდა ერთ წერტილს და მხოლოდ ერთი ფიქრები უნათებდნენ გონებას.
-მიყვარხარ. - გონებაში ესაუბრებოდა მიას. - ჩემი ცხოვრების არსი ხარ მია.
-მეც მიყვარხარ, ნიკო. - გონებაშივე აღიქვამდა მიას პასუხს და ღიმილით იბადრებოდა.
-მინდა მხოლოდ შენთვის ვიცოცხლო და შენთვის გავიხსენო ვინ ვარ.
-აუცილებლად გაიხსენებ.
-ცხოვრებას ისე არ დავტოვებ, რომ შენ არ შეგიგრძნო ბოლომდე მია.
-ოუ, სიყვარულო, ნუ ჩქარობ. ყველაფერს მოვასწრებთ და მინდა მარად ბედნიერები ვიყოთ.
-მხოლოდ ერთად ვიქნებით ბედნიერები.
-მხოლოდ ჩვენ ორნი.
-მხოლოდ სიყვარულით სავსენი. - ღიმილი ეხატებოდა ნიკოს. ბედნიერად გრძნობდა თავს, პირველად იყო ასეთი ბედნიერი, პირველად გრძნობდა თავის არსში სიყვარულის ხმოვანებას. პირველად შემოეპარა გულში მსგავსი გრძნობა. არასდროს დაუკარგავს თავი, ახლა კი საკუთარი თავის ძიებაში თვალს ვერ უსწორებდა ვერავის, განსაკუთრებით სარკეში ჩახედვა უჭირდა. სარკის მიღმა გარკვეულ ფრაგმენტებს ხედავდა - სისასტიკეს. ულმობელი ადამიანის მზერას აწყდებოდა, ვისაც არ ადარდებდა ადამიანთა ბედი და არ აინტერესებდა არავინ საკუთარი თავის გარდა. გრძნობდა რომ სასტიკი ადამიანი უნდა ყოფილიყო, საიდან მოსდიოდა ეს ფიქრები ვერ ხვდებოდა, თუმცა ფრაგმენტებად დაყოფილ საკუთარ თავს უგრძნობ ადამიანად აღიქვამდა.
როდესაც მასზე ზრუნავდნენ აკვირვებდა, უცხო იყო მისთვის სიტყვა - ზრუნვა. თუმცა როდესაც თავად იღებდა სითბოს საამოდ ეჩვენებოდა, მოსწონდა და გული მასაც უთბებოდა. წრფელად მოსწონდა მიასთან ყოფნა და მის ბაგეებზე ფიქრი ძლიერ აგიჟებდა.
„ვინ უნდა ვყოფილიყავი წინა ცხოვრებაში? მილიონერი თუ უპოვარი? ლაშას ცოლმა მდიდარი ოჯახიდან იყოო, ხოლო ბიჭებმა ძონძებში მნახეს. ვინ იცის, იქნებ ვიყავი კიდეც მდიდარი ოჯახიდან და ერთი ხელის მოსმით გავანიავე ჩემი ქონება... მთლიანად გავკოტრდი და მაშინ მიპოვეს ბიჭებმა, მაშინ დამეჯახა მია. ვეღარ გავიგე, ჯერ დამაჯილდოვეს ულევი ფულით, შემდეგ კი წამართვეს იგი? ნუთუ ასე სასტიკად მომექცნენ? მართალია არცერთ მდგომარეობას არ ვიცნობ ჩემსას, არც ღარიბსა და არც მდიდარს, თუმცა სასტიკია ქმედება, რომელიც ადამიანისთვის რაღაცის წართმევას ემსახურება.“
წამოდგა თუ არა შებარბაცდა. თავი ძლივს დაიჭირა და წინ, კარში გავიდა. სუფთა ჰაერი ჩაყლაპა და საბას შესახვედრად კიბეებზე დაეშვა. მთელი ეს დრო თვალწინ მიას სახე ვერ მოიშორა. ედგა მომღიმარი, თითქოს მას უღიმოდა. დელისზე ერთმანეთს შეხვდნენ და საბამ თავის სამსახურისკენ წაიყვანა. ბიჭები დახვდნენ ფორმებში, ყველას ხელი ჩამოართვა და შემდგომ მთავარ ხელმძღვანელთან შეიყვანა ოთახში, სადაც ისხდნენ ხოლმე ბიჭები და მანქანების შემოსვლას ელოდნენ.
-გამარჯობა! - ჩამოართვა ხელი პოზიტიურად მომზირალმა მამაკაცმა ნიკოს. დიდი ტანის მამაკაცი გახლდათ დავითი, ოცდა თხუთმეტიოდე წლის, ყურებამდე იღიმოდა და ნიკოს შთაბეჭდილება დარჩა, რომ ამ კაცს სხვაგვარი გამომეტყველება არ შეიძლებოდა მიეღო, მარად უნდა ეღიმა. - ნიკო არა?
-დიახ. - გაოგნებული გამომეტყველება მიიღო ნიკომ.
-საბა ბევრს ყვება ხოლმე შენზე, ზოგადად ყველაფერზე, თუმცა რამდენჯერმე დღის მთავარი თემა შენ იყავი ასე რომ უკვე გიცნობ ფაქტობრივად.
-საბა, რას ყვებოდი ხოლმე? - ჩაეძია მეგობარს.
-შენზე რამდენიმე დეტალი, ნუ გეშინია, ახლა გაგიმარტივე საქმე, უკვე გიცნობს ადამიანი, ასე რომ მარტო დაგტოვებთ.
-შემოდი, შენი ავარიის ამბავი ვიცი და ის რომ არაფერი გახსოვს წარსული ცხოვრებიდან. თუმცა, რასაკვირველია, ხარ მოწოდების სიმაღლეზე რომ სამსახური იშოვო და აუცილებლად დაგეხმარები ამაში.
-ვინ იცის, იქნებ კარგიცაა რომ არ მახსოვს. - გაეღიმა ყმაწვილს. - რამდენი საკუთარი წარსულის დავიწყებას ცდილობს, მე კი ჯეკპოტი მოვიგე, ახალი ფურცლიდან ვიწყებ ცხოვრებას. აბა გისმენთ, როდის შემიძლია დავიწყო?
-შეგვიძლია დღეიდანვე, ისეთი არაფერია რომ ვერ აითვისო, მთავარია ისწავლო პისტოლეტის გამოყენება, რითიც ჩაასხამ ბაკში ბენზინს და ეგაა... და რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია ბენზინი და დიზელი არ აურიო ერთმანეთში.
-ხო ეგ თავისთავად. ცხოვრება დამავიწყდა ჩემი, განა მთლიანად ყველაფერი. - გაეღიმა კვლავ და დავითს შეხედა. - მზად ვარ. ზოგადი რაღაცები სამყაროს შესახებ, თუ როგორ მუშაობს იგი მახსოვს, ასევე მახსოვს როგორ უნდა მოვიქცე გოგონასთან, როგორ უნდა ვიყო ადამიანებისთვის სანდომიანი და მისაბაძი. - გარეთ გახედა ბიჭებს, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით შემოსულ მანქანებს საწვავს უსხამდნენ. - მხოლოდ საკუთარი მე დამავიწყდა, თავაზიანობა და სხვა უნარ-ჩვევები კვლავ დარჩა ჩემთან.
-ძალიან კარგი! - ხელი კვლავ გაუწოდა დავითმა. - ახლა მიდი, ბიჭები გაიცანი, საბა დაგეხმარება, გაჩვენებს რა და როგორ ხდება და რამდენიმე დღე პრაქტიკას რომ გაივლი შემდეგ ჩაგსვამთ კიდეც შტატში.
-უღრმესი მადლობა, ბატონო...
-აპ.. აპ...აპ... ბატონოს გარეშე, მხოლოდ დავითი.
-გმადლობთ დავით.
-რა სალაპარაკოა, არა გრცხვენია? საბას ახლობელს დახმარება სჭირდებოდეს და ხელი არ გავუმართო? თან კადრიც გვაკლია ასე რომ გელით.
ოთახიდან გამოვიდა ნიკო და საბასთან მივიდა.
-რა კარგი კაცია ეს თქვენი მენეჯერი.
-კი არა? ნამდვილად, რო გაგიგებს და მართლა გვერდში დაგიდგება ისეთი ადამიანია. რაო?
-გაიცანი ბიჭებიო და საბა გასწავლის ყველაფერსო, რამდენიმე დღე პრაქტიკებზე რომ დავამუღამო და მერე შტატშიც ჩამსვამს.
-გაიცანი, ეს ჩვენი ძმა ლადოა. - ანიშნა მეწყვილეზე საბამ. - ვისთან ერთადაც ფაქტობრივად სარეცელს ვიყოფ. - გაეცინა და კიდევ უფრო გახალისდა, როდესაც ლადოსგან შუა თითი მიიღო პასუხად. - ეს ნიკოა, - ლადოს ანიშნა.
-სასიამოვნოა ჩემო მეგობარო, ლადო. - კიდევ ერთხელ შეახსენა საკუთარი თავი ლადომ და ხელი ძლიერად ჩამოართვა. - გავიგე არაფერი ახსოვსო, მართალია?
-კი სამწუხაროდ მართალია.
-ანუ ისიც არ გახსოვს რამდენ ქალთან ხარ ნამყოფი არა?
-არა. - გაოგნდა ნიკო.
-ეგ ცუდია, თუმცა... - უეცრად შეჩერდა, შემომავალ მანქანასთან საბა გავიდა, ლადოს კი თვალები გაუშტერდა ერთ წერტილში. - ბიჯოს... ბიჯოს... ბიჯოოოოს, შეხედე, რა ქალია! ქალებისადმი ლტოლვა ხომ ისევ დაგრჩა, ეგ ხომ გახსოვს? გემოვნებაც დაგრჩებოდა ისეთი რაც გქონდა, შეხედე რა მკერდი, რა სილამაზეა!
-გეთანხმები...
-და ასე მშრალად? რა სახის მოყვანილობა, როგორი დახვეწილი მკერდი და სხეული აქვს. შეხედე, შეხედე... არც უყურებ ნორმალურად, რას დაინახავ.
-მადლობა, არ მინდა.
-რა?
-ლადოვჩიკ, ყველა შენსავით არ გიჟდება ყოველ მეორე გამვლელ გოგონაზე. დაანებე თავი ადამიანს. - დაბრუნდა საბა სცადა დახმარებოდა ნიკოს.
-შეხედე... ეე, აღარ ჩანს. არადა რა დახატული ქალი იყო არ იცით, თქვენ კი უინტერესოები ხართ რა.
-შენ კი სახლში ცოლ-შვილი გელოდება, მეგობარო და მაინც შენს თვალს ახარებ.
-ოო, არაფერი შავდება იმით რომ ლამაზ ქალს თვალს ვაყოლებ. - ჩაიქნია ხელი ლადომ მათ შემხედვარე და შემომავალ მანქანას გახედა.
-ცოლ-შვილი ჰყავს?
-ძნელი დასაჯერებელია ხო?
-ნამდვილად. პატარა ხამი თინეიჯერივით მოსდიოდა დორბლი. - წყალი ჩამოისხა დისპანსერიდან ჩაცალა და საბას შეხედა. - რთულად აითვისე შენ?
-არა, რთული სულ არ არის. აი წამო ახლა მე და შენ გავიდეთ და ყველაფერს განახებ. მალე ჩვენი მეორე მექალთანეც მოვა, მასაც გაგაცნობ, წესით ათისკენ უნდა მოვიდეს, დამატებაა დღეს. ჩვენს სმენას აკლია კადრი.
-მოგესალმებით. - მიესალმა ნიკო შემოსულ მომხმარებელს. - რას ინებებთ? - ბოლომდე მოუსმინა პასუხს, გულახდილად გაუღიმა, პოზიტივის შენარჩუნება მისი მთავარი ხიბლი იყო რამაც მაშინვე მოხიბლა შემოსული მომხმარებელი და ხალისიანად განაგრძეს ურთიერთობა. საბა შოკირებული უცქერდა როგორ მარტივად გამოსდიოდა ნიკოს ადამიანებთან ურთიერთობა, თითქოს აქამდე კარგად ნაცნობნი იყვნენ და პირველ შემხვედრს არ ესაუბრებოდა, მხოლოდ ტექნიკურ მხარეში დასჭირდა საბას დახმარება, რასაც გულისხმობდა ავტომობილისთვის ბაკის გაღება, საჭირო პისტოლეტის მასში მოთავსება და საწვავის გაშვება. ნასიამოვნებმა დატოვა ადგილი კლიენტმა და მადლობა არ დაიშურა ნიკოსთვის.
-დილა მშვიდობისა! - უკვე თავად მიდიოდა იგი, არ სჭირდებოდა ვინმეს დახმარება, სრული მოტივაციით აღვსილი მიეჭრებოდა მანქანას და პოზიტივს ჩუქნიდა ყველას.
-დილა მშვიდობისა! - მოსაღამოვდა. თუმცა მისი მისალმება არაფრით არ შეცვლილა. ლადოს უკვირდა რაღა დროს დილააო ეუბნებოდა, თუმცა ნიკო თავის სტილს არ კარგავდა, პოზიტივს ნერგავდა შემოსულ მძღოლებში, საბას, ლადოსა და გიორგის კი ლექციასაც უკითხავდა რაოდენ მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო პირველ რიგში მომხმარებლის გაღიმება და მისთვის თავის დამახსოვრება, რათა ნდობა ჩამოყალიბებულიყო ერთმანეთში.
ლადოს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა და მხოლოდ გამვლელ ქალებს ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას. მხარს უბამდა გიორგიც, თუმცა მისი კომპლექსები ამის დამალვის საბაბს აძლევდა. ვინაიდან ოცდაცხრა წლის მამაკაცი სიმაღლით ჯერ კიდევ თოთხმეტი წლისას რომ ჰგავდა ამის ერიდებოდა და ეს ურთიერთობაშიც ემჩნეოდა. თუმცა ქალების დანახვისას მასაც ეცვლებოდა ფერი და მისი მთელი სხეული ყიოდა.
მთელი დღის შრომისა და სწავლის შემდეგ ძალზედ მოიქანცა ნიკო. მისი წასვლის დრო იყო და მეორე დღეს უნდა მოსულიყო, თუმცა ბინაში მისვლა აშინებდა. წინა საღამოს ამბის გახსენებაზე გული ძლიერად უცემდა, მიასგან პასუხი ვერ მიიღო, ვერც ვერბალური და ვერც მოქმედებით ვერ იგრძნო მისგან ამიტომ ძალზედ უჭირდა გამოცხადება და მის წინ დგომა. თითქოს ბავშვივით მოუწევდა თავის დახრა დამნაშავესავით რაზეც ცდილობდა არ ეფიქრა.
გრძნობდა რომ ერთ-ერთი სერიოზული საუბარი მოუწევდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, იმ პერიოდიდანაც რაც არ ახსოვდა.
-დილა მშვიდობისა! - სცადა მხიარულად შეებიჯებინა ბინაში, კარი ღია დახვდა თუმცა მია შინ არ იყო. ოთახებში ეძია, მაგრამ ვერ აღმოაჩინა. მხოლოდ სამზარეულოში მაცივარზე მიკრულ ფურცელს წააწყდა:
„მარკეტში გავედი, პროდუქტი დაგვაკლდა შინ, მალე დავბრუნდები.“
წუთით შვებით ამოისუნთქა, თუმცა იცოდა ვერ გაექცეოდა მიასთან პირისპირ შეხვედრას, მის თვალებში ჩახედვას და საუბარს. ეშინოდა ნიკოს, გული უფრიალებდა და საშინელი რეაქციის მოლოდინი ჰქონდა. შესაძლოა იმ მომენტში შოკირებული იყო და ხმა ვერ ამოიღო, თუმცა ახლა გადახარშვას მოასწრებდა ყველაფრის. მაცივარში ცივი წვენი ეგულებოდა, გამოიღო, დაისხა და ერთიანად მოიყუდა. ცივმა სასიამოვნოდ გაუგრილა ყელი, გული და ცოტათი დაამშვიდა კიდეც, მაგრამ გული ხელით ეჭირა. მისაღებში ტახტზე დაჯდა და თვალი კარისკენ ეჭირა. ისეთი შიშით იყურებოდა, თითქოს როგორც კი შემოვიდოდა მია და დაინახავდა მას, მაშინვე დანას ან რაიმე სახის ბასრ იარაღს ესროდა. ამ ფიქრებში გაეცინა კიდეც, თუმცა მალევე დასერიოზულდა და კვლავ თვალი კარისკენ მიაპყრო.
ჩაფიქრდა, გონების თვალით თავის წარსულს გადახედა, იქნებ რამე გახსენებოდა. თვალები დახუჭა და სცადა გადასულიყო იმ ადგილას, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, როდესაც მია დაეჯახა იმ ზღვარს თუ გადაცილდებოდა. ხაზი გაავლო ფურცელზე თავის ცხოვრებას და ორ ნაწილად დაჰყო. ერთი ის იყო, რომელიც ახსოვდა, მეორეს კი დიდი კითხვის ნიშანი დაურთო.
„მია რომ არა, ვიფიქრებდი მილიონერების საშინაო ომში მოვყევი, ვიღაცას ჩემი მოშორება უნდოდა და ავარია განგებ გაითამაშა-თქო. შესაძლოა დიდ აყალმაყალში მოვყევი, ან ბიზნეს პარტნიორს სურდა ჩემი გადაყენება, შეიძლება თავად მსურდა იგივე და უბრალოდ დამასწრეს-მეთქი მეფიქრა, თუმცა მია ნამდვილად არ ჰგავს მსგავსი ტიპის ადამიანს. ის ამას არ იკადრებდა და არ ჩაიდენდა. - თავისთვის ფიქრს ვერ წყვეტდა ნიკო. - ბიზნეს მაგნატის შვილი თუ ცნობილი არქიტექტორი, იქნებ მწერალი? ვინ ვიყავი... როგორ მინდა ვიცოდე. იქნებ ისეთი ცხოვრება მქონდა უფალმა უკეთესიც ქნა რომ სულ ყველაფერი დამავიწყა. არაფერი ხდება უმიზეზოდ, ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს და ყველაფერს თავისი მიზეზი გააჩნია ამ სამყაროში.“
-ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. - დაადასტურა ხმამაღლა საკუთარი ფიქრები. - თითქოს სამყაროს არ უნდა რომ მახსოვდეს. - წამიერად რაღაც გაუკრთა... მანქანა... - ლექსუსი, საიდან მახსოვს? წითელი ლექსუსი, ნუთუ რაღაც გაელვებაა წარსულიდან? ღმერთო ჩემო...
„ვრწმუნდები ნელ-ნელა რომ მაწანწალა ნამდვილად არ ვიყავი... თუმცა იქნებ უბრალოდ ფილმში მაქვს ნანახი, ან ქუჩაში შემთხვევით და იქიდან მახსოვს.“ - თავადვე ცდილობდა აეხსნა თავისი ფიქრები. ვერ უშვებდა აზრს რომ გონებაში ჩამჯდარი ეს წითელი ფერის ავტომობილი მისი იყო და ყველა მიზეზს ეძებდა იმისას რომ გაემართლებინა ეს უცხო კადრი. არ ჰყოფნიდა ძალა. ვეღარ ფიქრობდა უცხო საგნებზე, თუმცა რამდენიმე კადრი კვლავ ამოუტივტივდა გონებაში.
მას წინ დიდი დერეფანი აქვს გასავლელი. მოოქროვილ ხალიჩაზე დაიარება და დერეფანს მთელ სიგრძეზე სარკე ახლავს. სარკისკენ აპარებს თვალს და ლურჯ შარვალ კოსტუმში გამოწყობილ საკუთარ თავს უყურებს. იღიმის. თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა კი არ იცის რაზე ფიქრობს. როდესაც ბოლომდე გაივლის დერეფანს დიდ დარბაზში აღმოჩნდება, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი. სცენაზე იხმობენ და ისიც კიბეებით დიდ სცენაზე ხვდება, თავსდება დაწნულ სკამზე და მიკროფონს სწვდება.
უეცრად ხმაური ესმის, კარის მიხურვის ხმა აფხიზლებს ნიკოს. კართან მია დგას და მიმზიდველად უყურებს მამაკაცს. ისე საოცრად გამოიყურება ნიკოს თვალის გუგები უფართოვდება და ცრემლთა ნაკადიც თავის გზას პოულობს. ხმის ამოღება სურს, თითქოს თავის მართლება რომ დაიწყოს და პატიების სათხოვნელად მუხლებშიც ჩაუვარდეს გოგონას, თუმცა ხმაც არ ამოსდის. და კვლავ ლექსუსზე ფიქრობს, ისევ ის წითელი მანქანა უდგება თვალწინ და შემდეგ მიას სილამაზისკენაც აპარებს თვალს. ბუნდოვნად ახსოვს ყველა დეტალი, გონებას ძაბავს თუმცა გახსენება ძალიან უჭირს, ამიტომ ცდილობს ნაკლები იფიქროს, რადგან წარსულს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვთ, სწორედ მაშინ გახსენდება, როდესაც საერთოდ არ ფიქრობ მასზე და ახლა ცდილობს ახლანდელ დროზე და ყველაზე მეტად მის წინ მდგარ საოცარ სილამაზეზე იფიქროს.
-მია... - აღმოხდა მხოლოდ მისი სახელი და თავი დარცხვენით დახარა.



პ.ს.
მოგესალმებით. მინდა მადლობა გითხრათ ლოდინისთვის... ვერ გეტყვით როდის შემოგთავაზებთ შემდეგს თუმცა წერის პროცესშია რათა თქვენამდე მოვიდეს. თქვენზე ადრე მე მინდა დაიწეროს ისე მაინტერესებს რა მოხდება :დ ამიტომ მომიტევეთ და დამელოდეთ ^_^ მიყვარხართ!



№1  offline წევრი EllaTriss

გიტევებთ და გელოდებით! :დ ❤️
ნიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობას პროფესიული კუთხით ვუყურებ და მასაც ვუტევებ ასე ,,ნელა" რომ იხსენებს, რა ვქნა.
სამაგიეროდ ის მაინც ვიცი, რაც არ უნდა გაახსენდეს მიას არ დაკარგავს :❤️

 


№2 სტუმარი ნია

რატო აღარ დებთ ახალ ისტორიენს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent