Never US (თამაში "LOVE"_) - 4
გამოძინებული, რომ არ ვყოფილიყავი ალბათ, მზის შუქზე რომელიც, თვალებში მაჭყიტებდა საშინლად გავბრაზდებოდი, ახლა კი კმაყოფილად გავიზმორე და ხვნეშა ამოვუშვი, გვერდი ვიცვალე და სხეულზე კომფორტულად მოვკალათდი. სხეულზე? თვალები ვჭყიტე. ალექსს, რომელსაც უკვე ეღვიძა და ტელეფონში ჩაჩერებოდა, ურცხვად ვეხუტებოდი. სწრაფად მოვშორდი, გვერდით ჩავცოცდი. - სამსახურში არ გაგვიანდება? - მკითხა ისე რომ თავი არ აუწევია. - არა.. - ჩვიბუტბუტე და თვალები დავისრისე გასაღვიძებლად. - არ მუშაობ ? - არ.. კი..- უცბად გადავასწორე. გაეცინა. - მატყუარა. - რატომ არ გამაღვიძე.. რომელი საათია? - ჰმ.. ორი სრულდება. - მჰ... კვლავ გემრიელად გავიზმორე, ასადგომად ვემზადებოდი, უარს კი არ ვიტყოდი საწოლში კოტრიალზე, მაგრამ სხვის სახლში ვარ, თან ჩემი თამარაც მელოდებოდა. - შეგიძლია შეწყვიტო? - ტელეფონი გვერდზე გადადო და ჩემსკენ შემობრუნდა. - რა ? - კვნესა დეა. - გავშეშდი, თვალები მისკენ გავაპარე. - მთელი ღმე არ დამაძინე. ჯერ ხომ მეტუზებოდი, მერე სულ შემავიწროვე. კატასტროფული ძილი იცი. ამ დილიდან კიდევ ისე კვნესი, გეგონება, საოცარი ღამე გქონდა. მე მნახე სიზმრად? - რა სისულელეა, უბრალოდ ვიზმორები... - საბანი რომელიც, მხოლოდ შუატანზე მეფარა, გადავწიე და საწოლზე წამოვჯექი, თუმცა მალევე დამაბრუნეს უკან. ახლა უკვე ზუგრგით ვიყავი და ალექსი ზემოდან დამჩერებოდა. - რას აკეთებ? - რავი, არ გავერთოთ? - უფრო ახლოს გადმოიწია. - თავს გატკენ სან.. - დავემუქრე რომ თავს ავარტყავდი. - შენც გეტკინება,- ხმა დაიდაბლა და ყურთან ჩამჩურჩულა. - კარგი, გეყო. გამიშვი. - ნწ.-მისი ბაგეები ლოყებს დაუყვნენ და ჩემი ტუჩის კუთხეში შეჩერდნენ. - არ გაბედო.- მაინც მაკოცა. ნელა, ნაზად დამაგემოვნა. - რატომ არა ? - იმიტომ რომ, არ გვიყვარს ერთმანეთი... - მე თუ შენ? - ჩემს ბაგეებზე ვიგრძენი, როგორ გაეცინა. - შენ.- თავი გვერდით გავწიე. - და თუ გეტყვი, რომ მიყვარხარ, გვექნება რამე ? - სიტუაციით ღადაობდა. - ღმერთო, როგორი საძაგელი ხარ. არა, იმიტომ რომ არ მინდა. გამიშვი. საქმე, მაქვს. როგორც იქნა, დავეხსენი, საწოლზე წამოვჯექი, ისიც გასწორდა, თვალი ამაყოლა, მკ*რდზე შეაჩერა. იძულებული გავხდი, რომ ხელებით დამეფარა. გაეცინა. - თუ გერიდება, ლიფი უნდა ატარო დეა. - საწოლში ალექს? - წარბაწეულმა შევხედე. - ყველგან დეა. ნუ კარგი, ჩემთან შეგიძლია ყველაფერი გაიხადო. - ჰაჰა, სასაცილოა. არ მინდა და შენთანაც არ გავიხდი. - რა ვიცი, მე, გაგაფრთხილე. ჩემს ფეხქვეშ წამოწვა და ხელები თავ ქვეშ ამოიდო. ზემოდან გადმოვხედე. მოკლედ შეჭრილი, შავი თმები. სქელი წარბები და ხშირი წამწამები, რომელზეც ყველა ქალი ოცნებოდა. ლამაზი მალინისფერი ტუჩები და კარგად გამოკვეთილი სახე. ყავისფერი თვალები, რომლებიც მზის შუქზე ოქროსფერი ხდებოდნენ, შემოდგომას ვადარებდი მათ. ალბათ ამიტომ მომწონდა ყველაზე მეტად ისინი. ისიც ჩუმად მაკვირდებოდა, ნეტავ მასაც ისე აინტერესებდა ჩემი ფიქრები? თუ იმაზე ღრმად ქონდა შეტოპილი ვიდრე მე? ან იქნებ არაფერს ფიქრობდა.. მაგრამ ეხლა ყველაზე მთავარი გასროლის დროა. - ალექს, დედაშენი ავად არაა. - მე, ეს ვთქვი, შევამჩნიე როგორ დაეძაბა სხეული, სიმშვიდე გაქრა მისი სახიდან, გაღიზიანებაც კი იგრძნობოდა მასზე. - ვახ, როგორ გამომიჭირე? თუ საიდან გაიგე? - წარბები შეეჭმუხნა, თუმცა ირონია კვლავ გამოჩნდა მის თვალებში. ასეც ვიცოდი. სინამდვილეში არაფერი ვიცოდი, უბრალოდ ძალიან ბევრი ვიფიქრე, ბოლო დღეების მომხდარი შევაერთე და გადავწყვიტე რომ მეცადა. მან კი პირდაპირ აღიარა. არ მეგონა ასე მალე თუ გამოტყდებოდა... - ახლა რა გინდა ? - ალბათ ახსნა...- თავი დავახარე. - არ ვაპირებ რამე აგიხსნა. - საწოლიდან ადგა შარვლის ჩაცმა დაიწყო. - ვაუ, მართლაც ყ*ე ხარ ალექსანდრე. - გაღიზიანებულად მივაძახე. - და რას ელოდებოდი ამ ყ**სგან დეა? - შემომიბრუნდა. - არაფერს? ჩემი ვარიანტი გაინტერესებს ალექს?! ვინაიდან შენს მშობლებს ლიკა არ მოსწონთ, ჩემი გამოყენება გინდოდა. რაღაც ცუდს გამიჩალიჩებდი, ის რომ კარგი გამოჩენილიყო და მასთან ყოფნის შანსები გაგზრდოდა ასე არაა?! გავარტყი?!- ხმას ავუწიე. - მაგარი ფანტაზია გაქვს დეა. ჩაიცვი, გარეთ გელოდები. - კარი გაიჯახუნა და გავიდა. ვახ.. შენც ჯანდაბაში წასულხარ და ჩემი ფანტაზიაც. საწოლზე გაღიზიანებული გადავწექი და სახეზე ხელები ავიფარე. ვსიო. დავასრულე. სწორი ვიყავი. ძალიანაც კარგი. წამოვდექი. ტანსაცმელი გადავიცვი და საწოლი მივალაგე. კიბეეებზე ჩავირბინე და გარეთ გავედი. სახლში უკვე არავინ ჩანდა, ალბათ ყველანი წავიდნენ, ან არ ვიცი, ჩემი პრობლემა არაა.კარები გამოვხურე და გარეთ გავედი. ალექსს მანქანა გადმოეყვანა და სახლთან მელოდებოდა. მანქანის კარები გამოვაღე და მაისური სიდენიაზე დავუდე. მოიხედა. - კარგად ალექს.- გესლიანად გავუღიმე. კარი გავიჯახუნე და ტროტუარს საპირისპირო მხარეს გავუყევი. ალბათ, იმიტომ რომ, მეშინოდა არ გამომყოლოდა. გამეცინა. ყოველთვის მე მივყვებოდი, ის არასდროს. ხო და დაიკიდე დეა. აღარ გინდა მისი გარემო. შენი ცხოვრება გაქვს. ამ დებილმა კი მილიონჯერ გაჩვენა, რამდენად ჭირდები ან როგორია შენი ადგილი მასთან. ახლაც კი. ისიც სასაცილოა თუ რამდენად მინიმალური იყო ჩვენი კავშირი წლების განმავლობაში. გათენდა დეა, წასვლის დროა. ისევ გავქრეთ ერთმანეთისგან. სიგარეტი ნაგვის ურნაში ჩავაგდე და ავტობუსში ავედი. ** თამარა ჩემგან შორს ცხოვრობდა. ხშირად ვეღარც ვნახულობდი ხოლმე, არა და მთელი ბავშვობა ერთად მოვდივართ.. ეხ, რთულია ზრდასრულთა ცხოვრება. ის დედაა უკვე, მე კიდევ ვმუშაობ. შესაბამისად შეკრებაც გვიჭირს, მაღაზიაში კიტეს სასუსნავები ვუყიდე და პარკის გავლით მათ კორპუსსაც მივადექი. მიყვარდა მასთან მოსვლა. ჩემთვის დასავით იყო. ერთნაირი შეხედულებებით ერთნაირი აზრებით. პიროვნება რომელიც არასდროს გამკიცხავდა, ნუ კარგი, რაღაც გამონაკლისზე შეიძლება თავში წამოერტყა, მაგრამ ხომ ვიცი, რომ ვუყვარდი არა? ჩემთვის გამეცინა და კარზე ზარი დავრეკე. - როგორ ხარ, პაწ? - გადავეხვიე და გულში ჩავიკარი, ტანით ბევრად პატარა იყო. რაზეც სულ წუწუნებდა, მე კი კვლავ ვაგრძელებდი მის სიმაღლეზე ხუმრობას, არა და მეც არ ვიყავი მაღალი. შავი გრძელი თმები, წელამდე წვდებოდა და წამოზრდილი ჩოლკაც თვალებზე ეფარებოდა, რომელიც ცუდი ხასიათის გამო ქონდა შეჭრილი. - მომენატრე.- ლოყაზე მაკოცა და ხელებიც გამიშვა. - კიტე სადაა? - ახლა დავაძინე. ასე რომ კარგად გვიჭორავია.- თვალი ჩამიკრა და პარკი გამომართვა. - თამ, წყალს გადავივლებ რა. - კარგი, პირსახოცს გამოგიტან. - ყავა გააკეთე რა, შოკოლადებია პარკში. - ოქეი.- სამოსი და პირსახოცი გამომიწოდა. აქ რომ გამოვდიოდი, ბოლოს ისე ხდებოდა რომ ღამესაც ვათევდი. მერე ჭკუა ვისწავლე და ჩემი საჭირო ნივთები დავტოვე. ბექაც სულ მეხუმრებოდა "ხომ არ გიშვილოთო", იდეაში მეც არ ვიყავი უარზე. გრილმა წყალმა ხასიათზე მომიყვანა. თმები ჩამოვივარცხნე და სამზარეულოში გადავინაცვლე, სადაც თამარას მაგიდა უკვე გაეშალა და ყავას აკეთებდა. მაცივარი გამოვაღე და ცივი წყალი ჩამოვისხი. - საჭმელს შეჭამ. კარტოფილი შევწვი. - დეგეწვევი დაია, წუა გექნება მადანე.- წავუკუთხურე. - მაქ, მა რაი, დედასია..- ამყვა ჩემი თამარაც. - ვაა,კაია, კაი.. - უკვე მეცინებოდა. - მოი მაშ ვჭამოთ მერე ყავაი დავლიოთ იქანე. - კაი დაიე, დაე ლუარსაბი აღძევდეს ჩემში.- ბოლოს უკვე ორივეს გვეცინებოდა. მასთან ერთად ჭამაც ბედნიერება იყო.ვუკვირდებოდი რამდენად შეიცვალა ეს ქაჯანა გოგო, კიტეს დაბადების მერე, ძალიან მიკვირდა, ერთხანს გიჟი და თავქარიანი ასე მალე როგორ დაჯინდდათქო, მაგრამ, მერე მივხვდი რომ, არაფერიც არ შეცვლილა. და ისევ ისეთი იყო, როგორც ბავშვობაში, უბრალოდ ცოლის და დედის სტატუსით. საიდანაც არც ერთი და არც მეორე ადვილი არაა. დანაყრებულები აივანზე გავედით. მზე კორპუსს მიღმა იმალებოდა უკვე. ასე რომ კომფორტული ადგილი იყო საჭორაოდ. მოვუყევი ფსევდო დედამთილზე, ალექსზე, ჩხუბზე, ტყუილზე, საერთოდ ყველაფერზე რაც კი მოხდა,იმ დღიდან დღემდე. მისმენდა და ყველა ემოციას სახეზე ვკითხულობდი, - მოიცა, რა ქენი?! - ჯერ კიდევ არ მოსულიყო გონს. - ჰო, ასე იყო.. - სკამს მიყეყუდე და ბოლი ამოვუშვი. - მომე უნდა მოვწიო.- ხელი გამოშალა სანთებელისთვის.- შოკში ვარ. მაგარი გაკლიათ ორივეს. ბოლობოლო ვერ გაიგე რატო, ხო? - ნწ.. არც მაინტერესებს. - და შენ.. - მე რა? კარგად ვარ.- ცალი თვალით შევხედე მას. - პროსტა ჯერ კიდევ არ მჯერა. - შენ გგონია მე? - გამეცინა.- იდეაში სხვა რეაქციას მოველოდი. მაგრამ, როგორც ჩანს მართლა გადამიარა... - ხო?- ეჭვის თვალით შემომხედა. - მართლა არაფერი არ მომხდარა? იმაზე მეტი?.. - გოგო! ნუ ფანტაზიორობ რა მაგასთან არ გინდა. - კარგი ხო.. ცოტახანს მოვკეტავ... ჩვენს თემაზე ვისაუბროთ. როდის მივდივართ? - ორ კვირაში გავდივარ შვებულებაში, ალბათ, როგორც გვინდოდა 16 ში გავიდეთ და ასე 25 მდე დავრჩეთ. კიტე ხომ მოგყავს ? - გოგო აბა, სად დავტოვო. ანა იქნება იქით მაგ პერიოდში და კონცერტისთვის დავუტოვებ, კარგად რომ გავერთოთ.- გაიკრიჭა ბედნიერად. - აბა დები რისთვის გვინდა,- გამეცინა მეც. - დედა...- მოგვესმა კიტეს ძახილი. პატარა პრინცს გაღვიძებია.სკამიდან წამოვდექი და ოთახში შევედი. - დეი, როგორ ხარ სიხარულო,- ჩემსკენ გამოქცეული კიტე ხელში ავიყვანე და ღაჟღაჟა ლოყები დავუკოცნე. ისიც არხეინად ხითხითებდა. - მაკოცე აბა. მანაც პატარა ხელები კისერზე შემომხვია. - კიტე შეგჭამ იცოდე,- სიცილით დავემუქრე და კვლავ ჩავკოცნე. - ველა, ველ შემწამ.- ენა გამომიყო. - ხო გადავამოწმოთ? - გვერდებზე მოვუღიტინე და ისიც აკისკისდა. __________ გამარჯობა მკითხველო.როგორ ხართ? მე პირადად, ეს კვირა ძალიან არეული და გადატვირთული მქონდა, ისე რომ მხოლოდ მეძინა და ვმუშაობდი ოფის გარეშე ეგეც არასრულფასოვნად..ამიტომ ვერ მოვახერხე წერის გაგრძელება, ვგონებ ამ კვირაში ამაზე მეტს ვერც დავდებ. ცოტა სურვილიც გამიქრა. მაგრამ ერთი მაინც ხომ უნდა დავასრულო არა ? კიდევ ერთი სიახლე, სასურველი სახელი ავურჩიე -" არასდროს ჩვენ" ან ინგლისურად რომ საყვარლად მეჩვენება "Never US" ავტორი ლუნაM-ი ელოდება თქვენს შეფასებას სასიამოვნო კითხვა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.