შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - ორმაგი თამაში (თავი 7)


4-10-2024, 14:35
ავტორი ერკე
ნანახია 1 288

-თავს როგორ გრძნობ მია? - მის ოთახში ლამაზად ჩაცმული ქალბატონი შემოდის, წითლებში გამოწყობილი, თეძოები მაღლა აუწევია და მაღალ ქუსლიანები ჩაუცვამს.
-კარგად თეო შენ? ვაა, რა მიმზიდველად გამოიყურები, უნდა გააოცო დღეს მამაკაცები არა?
-ხო გოგო, ხო იცი დღეს ჩემი ძმის ცოლის დაბადების დღე რომაა და მაგარ რესტორანში იხდის. გახსოვს ხომ? და ასე მოდიხარ?
-რაოო... - ძლივს გასაგონად ამოთქვა მიამ.
-რა? აღარ გახსოვდა? - თეოს თვალები უფართოვდება და ნაწყენი ხმით საუბრობს.
-როგორ არ მახსოვდა... თუმცა არ გავმზადებულვარ. პირდაპირ ასე წამოვალ, ჩემი მოსაწონი ბიჭი ჯერ ხომ იცი არც დაბადებულა რომ ლამაზად გამოვეწყო.
-აი ასე რომ ლაპარაკობ მაგიჟებს! - თეო უახლოვდება მიას და მკლავში ხელს სტაცებს. მისი კაბინეტის ფანჯრიდან აყუდებს და თვალების ფართოდ გახელას სთხოვს. - კარგად დააკვირდი ამ ხალხს, შეხედე მათ, ისინიც დარწმუნებულნი არიან რომ ცხოვრებაში ბევრი არაფერი ექნებათ, ზოგი უბრალოდ ცხოვრობს, მიყვება თავის სტანდარტებს და ზოგს კი უდიდესი ოცნებები გააჩნია. ორივე მართალია, თუმცა ერთი განსხვავებით. ადამიანები მიზნის გარეშე ყოველთვის მოსაწყენები არიან, ხოლო ადამიანებს დიდი მიზნებით უფრო მეტი ინტერესით ეცნობიან, მეტი ინტერესით ცდილობენ მათთან დაახლოებას და ეს ყველაფერი არაა, უფრო საინტერესოა მასთან კომუნიკაციაც კი.
-მე რა უინტერესო ვარ? ამის თქმას ცდილობ?
-კი! - მოკლედ მოუჭრა თეომ და თითებით ტუჩები გაუწელა. - უნდა გაიღიმო და თავდაჯერებული იყო ყველაფერში. ამიტომ ლამაზად ჩაიცვამ და აუცილებლად ასე გამოპრანჭული წამოხვალ რესტორანში, იქნებ რომელიმე ბიჭი შენც ააგდო და მეც.
-ხომ იცი არ მაინტერესებს, მაგრამ კარგი, შენ რადგან მთხოვ რამეს ვიზამ. გავალ შესვენებაზე და რამეს ავარჩევ. - ფანჯარას შორდება მია და კვლავ კომპიუტერს უჯდება. - მანამდე ეს ანგარიშები მაქვს მოსაწესრიგებელი, თორემ დიმიტრი მარტიაშვილს ვერ გადავურჩები.
-არ გამაფრენინო იცოდე! - თითით გააფრთხილა თეომ და კაბინეტი დატოვა.
-გადამრევს ეს გოგო. როგორ ძალიან უნდა ვინმესთან შეწყვილებული მიხილოს. არ გამოვა არა! კაცები ჩემგან შორს... ღმერთო მაშორე კაცები. არ მჭირდებიან, ყველაფერს თავადაც გავუმკლავდები, მარტო.
საქმეში ჩაფლულმა დრო ისე გავიდა ვერც კი მიხვდა. უკვე ხუთი ხდებოდა, ერთ საათში ისედაც ამთავრებდა და რომ მოვრჩები მერე გავალო. ისეთი რამე უნდა ავარჩიო ყველას თვალები ზედ დარჩეს, თუმცა ვერავინ ეღირსება მია აბულაძესო, ამ ფიქრებში პიჯაკიც მოიცვა და კაბინეტიდან გავიდა. იმდენად ძლიერად სწამდა საკუთარი თავის რომ არავინ დასჭირდებოდა ცხოვრების ბოლომდე, ყველა კაცს ცივად და გულგრილად იშორებდა, გარდა საკუთარი უფროსისა, რომელთანაც თვალთმაქცობა და ცოტა შელამაზებულად საუბარი უწევდა. პარკინგზე თავის ვერცხლისფერ ჯიპში ჩაჯდა და მანქანა გამოიყვანა. წამდაუწუმ ურეკავდნენ, ხან მისი დაქალები, ხან დიმიტრი, რომელსაც გარკვეული საბუთების ადგილსამყოფელი აინტერესებდა და შიგადაშიგ თეო, რომ დარწმუნებულიყო ნამდვილად მოდიოდა თუ არა.
-მოვდივარ თეო, რა შემჭამე. ულამაზესი კაბა ვიყიდე, ხასხასა, წითელი და ამით წარვდგები პირდაპირ. დამიჯერე ყველას შოკში ჩაგაგდებთ, - სარკის წინ ტუჩ საცხს ისვამდა და პარალელურად ცდილობდა თავის მერანი კარგად გაეჭენებინა. - უკვე მანდ ხარ? იკრიბებიან მამაკაცები? შენ ნამდვილად შეგიძლია დაიწყო მათი გულის დაპყრობა, მე ნუ დამელოდები კარგი? გთხოვ, ოღონდ ეცადე ერთად სამი კაცი არ წაიყვანო, კარგად მახსოვს ამას წინ ორ კაცთან ერთად როგორ გაიღვიძე და გადასარ...
-მია... მია... - დიქტოფონში თეოს შეშინებული ხმა ისმოდა. - მია... სად ხარ გოგო?
უეცრად მანქანა მოსრიალდა, საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და ფეხით მოსიარულეთა გზაზე შევარდა. თეოს მხოლოდ მიას კივილი ესმოდა. მუხრუჭსაც ვერ მისწვდა, რომ ავტომობილი გაეჩერებინა და უეცრად ძლიერი ბიძგი იგრძნო. გონება დაებინდა, თვალები მყისვე დახუჭა, თითქოს სამყარო მისი მთლიანად ინგრეოდა და უეცრად გადმოვიდა ავტომობილიდან. თვალებს არ უჯერებდა, თუმცა ხედავდა მისი ავტომობილის ბორბლებქვეშ როგორ იწვა მაწანწალა და სისხლში ამოსვრილიყო.
სცადა ეკივლა თუმცა ხმა არ ამოსდიოდა. სცადა დახმარებისთვის მოეხმო, ხმას ვერ იღებდა. ტელეფონის ძებნა დაიწყო მანქანაში, თუმცა სად გადავარდნოდა არც იცოდა.
-სას... სასწ... ას თორმეტში დარეკეთ. - იკივლა საბოლოოდ. - დამეხმარეთ.
გაშეშებული იდგა და გამკივანი ქალის ხმას უსმენდა.
„ეს რა ჩავიდინე.“
თითქოს კიცხავდა საკუთარ თავს. გრძნობებს ვერ იმორჩილებდა და ხელები სავსებით უკანკალებდა.
„ნუთუ კაცი მოვკალი?“
მიმღებში ჩამოჯდებოდა და გულისყურით აკვირდებოდა ყველაფერს. ელოდებოდა ექიმს, რომელიც სასწრაფოდ გამოიძახეს ოპერაციაზე. როგორც უთხრეს არ გადაუვლია ავტომობილით, თუმცა ისე კი დაეჯახა რომ საფეთქელი კედელს ძლიერ მიარტყა და უამრავი სისხლი დაკარგა.
„უნდა გადარჩეს. იქნებ გადარჩეს და ყველაფერს გავაკეთებ. ღმერთო გადაარჩინე.“
ექიმის გამოსვლამ, მასთან საუბარმა, მისმა მწარე დიაგნოზმა ბუნდოვნად გაიქროლა გონებაში. წამის შემდეგ რომ გეკითხათ მისთვის რა უთხრეს ვერ გაიხსენებდა, თუმცა კარგად დაფიქრდა მის დანაშაულზე, მის სასტიკ ქმედებაზე, რასაც ლამის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვა და სხვა არაფერი ახსოვდა ამის მეტი. ავტომობილზე დაჯდომაც კი არ სურდა და ტაქსით დაბრუნდა სახლში და ყოველდღე აკითხავდა უცნობ ადამიანს რათა მისი მდგომარეობა გაერკვია.
-ექიმო, მალე მოვა გონს?
-ამას დანამდვილებით ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ამ ადამიანის მდგომარეობა მალე დასტაბილურდება, ამის იმედი ვიქონიოთ. - ხელები ჯიბეებში ჩაიყო და სრულიად უემოციოდ, თითქოს ეს ყველაფერი მას არ ეხებოდეს ისე საუბრობდა.
-იმედია ყველაფერი კარგად იქნება. მე მზად ვარ პასუხისმგებლობით მოვეკიდო ჩემს საქციელს და გამოვისყიდო ჩემი დანაშაული. მარტო ის მინდა რომ გონს მოვიდეს და ბოდიში მოვუხადო.
ექიმი მხრებს იჩეჩავს და გარეთ გადის.
მაშინ უკვე დარწმუნებული იყო მია რომ მას, რაც არ უნდა მომხდარიყო შინ თავისთან წაიყვანდა. უეცრად მის ჩაცმულობას რომ მოჰკრა თვალი მაწანწალას ჰგავდა და ვინაიდან თუ აღმოჩნდებოდა რომ არავინ ჰყავდა, ვერავინ უპატრონებდა მასზე თავად იზრუნებდა.
„ღმერთო... ამას ისიც დაემატა რომ არაფერი ახსოვს... არც საკუთარი სახელი... რა თქმა უნდა გამიჭირდება რამის გაკეთება, თუმცა ყველანაირად ვეცდები მზრუნველობა არ მოვაკლო, იქნებ ნელ-ნელა ყველაფერიც გაახსენდეს.“
წამით გონებაში საშინელმა აზრმაც გაუელვა, თუმცა მაშინვე უკუაგდო. ფიქრობდა რადგან არაფერი ახსოვს, იქნებ ისე გამოვძვრე აქედან ვერც გამიხსენოსო, თუმცა სახეში შემოირტყა ხელი, ესე ნამდვილად არ შეიძლებაო და კვლავ პალატაში შევიდა მასთან.
-როგორ ხარ საყვარელო?
-ისევ ისე, როგორც გუშინ. - გაიღიმა მამაკაცმა და გოგონას ხელზე ეამბორა.
-გახსოვარ ხო? თუ გუშინდელიც დაგავიწყდა? - სცადა გახუმრება მიამ.
-ეგეთი ამნეზიაც არსებობს? ყოველი დღე რომ იშლებოდეს გონებიდან და ყოველდღე ახლიდან ცხოვრობდე...
-შესაძლოა, რატომაც არა?
-ისე, ალბათ რამდენ ადამიანზე იქნებოდა კარგი მსგავსი ამნეზია. არა მია?
-რას გულისხმობ?
-იმას რომ ზოგ ადამიანს, ვინც ძლიერ იტანჯება რაიმე სენით, ავადმყოფობით ან ახლობლის დაკარგვით გამოწვეული ძლიერი ტრავმა აქვს, მისთვის შვება იქნება ყოველდღე დაავიწყდეს წინა დღე. უეცრად თუ მიხვდებოდა, ან ვინმე ეტყოდა და ისე გაიგებდა საკუთარ ავადმყოფობაზე, ან იმაზე რაც ძლიერ ტანჯავდა, მაქსიმუმ ის ერთი დღე დატანჯულიყო, შემდეგ კი დავიწყნოდა. მეორე დღეს კი ყველაფერი ახლიდან დაიწყებოდა, თუმცა ასე ყოველ დილით მაინც ბედნიერი გაიღვიძებდა.
-რაღაც ლოგიკა არის შენს ნათქვამში, თუმცა შენ ნამდვილად გინდა ყოველდღე ასეთი სილამაზე დაგავიწყდეს? - საკუთარ თავზე ანიშნა ყმაწვილს.
-ოო, რას ამბობ. დამავიწყდებოდი და ახლიდან გამახსენებდი თავს რაც ძლიერ სიხარულს გამოიწვევდა ყოველდღე ჩემში.
-აჰა! უყურე შენ! რაებზე ფიქრობ თურმე.
-არაფერი მახსოვს, თუმცა მეც მამაკაცი ვარ. - გაეღიმა მას და მიას საყვარელ გამოხედვას დააკვირდა.
-ხო, მამაკაცი ხარ! - დაეთანხმა გოგონა. - მზად ხარ ფეხზე ადგომისთვის?
-შენ თუ იტყვი...
-სახლში წასვლის დროა... ექიმებმა შენი თავი მე ჩამაბარეს და ტაქსი დაბლა გვიცდის უკვე.
-შენი მანქანა?
მიას სახე ეცვალა. დანაღვლიანდა და ჰორიზონტს გახედა. თითქოს წარსულ ფიქრებმა ტრავმა განუახლეს.
-იმ დღის მერე ჩემს მანქანაზე არ დავმჯდარვარ. კორპუსის წინ მყავს გაჩერებული და ვეღარ ვბედავ ვმართო.
-შენც არანაკლები ტრავმა მიიღე. მაპატიე.
-ეს მე მაპატიე. - გაოგნდა მია. - დაჯექი ეტლზე და წავედით.
-გპირდები მია, რომ როცა ფულს ვიშოვი რისი გადახდაც მოგიწიათ ჩემთვის აუცილებლად დაგიბრუნებ.
-არაფერი გადამიხდია.
-რას ამბობ!
-ხო ასე, ყველაფერი კლინიკამ დაფარა.
-ვაჰ, რა საინტერესოა.
-ალბათ მაწანწალა რომ ეგონე სწორედ ამიტომ.
-ყველაფერს ჰქონია თავისი დადებითი. - გაიღიმა ნიკომ და უეცრად ამ საუბარში კლინიკაში შემომსვლელმა გვერდი გაჰკრა მიას.
-მეგობარო, მეგობარო, წინ არ იყურებით?! - შეუღრინა ეტლიდან ბიჭმა და სწორედ მაშინ გაოგნებულმა შეხედა მამაკაცმა.
-ნიკო?
-უკაცრავად?
როგორც აღმოჩნდა ლაშამ იცნო ნიკო. ესაუბრებოდა მას და ძლიერ უხაროდა მისი დანახვა, თან მით უფრო რომ ძლიერ ეფექტს ქმნიდა ნიკოს სიტყვები მის ცხოვრებაზე და ამას ვერ ივიწყებდა. მია კი გონებაში ხარშავდა თავის ნებისმიერ ქმედებას და იმასაც ფიქრობდა თუ რა მოხდებოდა რეალურად რომ არ ედარდა ამ ადამიანზე, მიეტოვებინა და საკუთარი გზით წასულიყო? მაშინაც შეძლებდნენ მის ხელახლა ნახვას ლაშა, ანდრე და მისი მეგობრები? ერთად ატარებდნენ დროს, ბავშვის საოცარ ღიმილს უყურებდნენ და ეამაყებოდა ლაშას რომ ნიკოც მის გვერდით იყო. რასაკვირველია, დარდობდა იმაზე რომ არაფერი ახსოვდა, მაგრამ დარწმუნებული იყო ღმერთი არ მიატოვებდა ამ საოცარ ადამიანს და გვერდში დაუდგებოდა, მისი ამნეზია კი მხოლოდ მცირე ხანს გაგრძელდებოდა.
-მალე ყველაფერს გაიხსენებ დამერწმუნე.
-მადლობა ლაშ, ბედნიერ მამობას გისურვებ შენს საყვარელ გოგოსთან ერთად. შენს თაიასთან. ძალიან ლამაზი გოგო გყავს და ეს რა ანგელოზი გაიზრდება!
-გენაცვალე, ნიკო! - მაგრად ჩამოართვა ხელი ლაშამ და ანდრემაც ხელი მხარზე დაადო.
-მალე წამოდექი მაგ ეტლიდან რომ ჩვენებურად კარგად მოვილხინოთ გესმის?
-აუცილებლად! - თავი დაუკრა ნიკომ.
მიას სავსებით ეუცხოებოდა საკუთარი მდგომარეობა. ნიკოც, თუ მას მართლა ასე ერქვა, დააბინავა, ოთახი მოუწყო და ძილის წინ ფიქრობდა იმაზე თუ რა სიტუაციაში ამოყო თავი. საკუთარ თავზე ეცინებოდა, უყურებდა მამაკაცს, ვინც ლამის იყო სიცოცხლეს გამოასალმა, უყურებდა მის ღიმილს და საოცრებად ეჩვენებოდა. სამსახურშიც პირველად ერთი კვირის შემდეგ წავიდა, თეოსაც ბოდიში მოუხადა რადგან ვერ მივიდა რესტორანში და თეომ ყველაფერი გაუგო. ყოველ შესაძლებლობაზე მის კაბინეტში იყო და სიახლეებს იგებდა ნიკოზე.
-როგორ გრძნობ თავს მასთან?
-არ ვიცი თეო, უცხო გრძნობაა ჩემთვის, აქამდე რომ არ მიგრძვნია. სუნთქვა მეკვრის...
-გაქცევას ცდილობ...
-მინდა რომ ჩამეხუტოს, ჩავიკრა გულში...
-მგონი შეგიყვარდა.
-რა?
-რაც გესმის.
-არაა, გამორიცხულია, უბრალოდ თანაგრძნობას განვიცდი ალბათ, რადგანაც დავეჯახე.
-გეუბნები, შეგიყვარდა-თქო.
-მასე შენ გგონია...
-დნები მის ყურებისას?
-არა.
-გინდა რომ თბილად გიყურებდეს? სხვა ქალებს რომ უყურებს გრძნობ როგორ ბრაზდები?
-არა...არა.... არა და არა!
-დამიჯერე მია, სჯობს ახლავე აღიარო რადგან მერე გვიან იქნება, როცა საქმე საქმეზე მიდგება.
-რაო? რას იძახი. ვერ ვხვდები რას გულისხმობ, აქამდე არც ნაკოცნი არ მაქვს ბიჭისთვის და არც ჩაგორებული ვარ საწოლში. არ მაინტერესებს მსგავსი ტრიპაჩობები და ჩემთვის მსურს წყნარად ყოფნა.
-თუმცა ხვდები რომ თავისით ხდება ყველაფერი?
-თავისით რა ხდება?
-თუნდაც ის რომ გიზიდავს...
-მაგ სიტყვის მეშინია, ნუ ამბობ გთხოვ. - თავს უემოციოდ იჭერდა მია, თუმცა თეო ატყობდა რომ ასე დიდ ხანს ვერ გააგრძელებდა. უსიმპათიურესი ახალგაზრდა ჰყავდა სახლში მოსავლელად, რომელსაც არაფერი ახსოვდა და რომელიც გულგრილი არ იყო მის მიმართ.
-თავიდან ამოიგდე მსგავსი ფიქრები. სიყვარული არაა საშიში რამ მია, სიყვარული ნეტარებაში გამყოფებს და ამ ნეტარებას საოცრად აღიქვამ შემდგომ. მე შემომხედე... აბა ჩემი მდგომარეობაა ნორმალური? არც ჩემია... მიმზიდველ კაცებს დავდევ, მარად გართობა მწადია და ასე გამყავს დრო, ასე ვცდილობ საინტერესოდ ვიცხოვრო, თუმცა სიყვარული არ მწვევია, არავინ ცდილობს ჩემთან დაახლოებას, არავინ მეპატიჟება პაემანზე, არ მამკობს ულამაზესი სიტყვებით და საჩუქრებს არ მჩუქნიან. არავინ კარგავს თავს ჩემი დანახვისას, ეს ყველაფერი მაკლია და განა კარგია? ქალი სიყვარულისთვისაა შექმნილი მია... დაიხსომე ეს.
-სიყვარული მხოლოდ იმედგაცრუებული ქალების მოგონილი სიტყვაა, ვისაც თავიანთი თავის დაკარგვა სურს, ჩაფლობა რომანტიზმში და ეს საოცრად მიაჩნიათ.
-ნუთუ?
-დიახ!
-მალე იგრძნობ...
თავიდან მოიშორა თეოს ორაზროვანი წინადადებები, თუმცა ყოველ საღამოს საკუთარ თავს ვერ უმკლავდებოდა. ეჭვები შეაქვს საკუთარ ქმედებებსა თუ აზრებში და ფიქრები აღტყინებულ პათოსად ევლინება ძილის წინ. და როდესაც უეცრად მისი ბაგეები შეეხო ნიკოსას უცნაური შეგრძნება დაეუფლა. თითქოს ფილმში იყო და მთელ ტანში ჟრუანტელი უვლიდა... თითქოს უეცარ გრიგალში მოჰყვა და მოკლე თეთრი კაბა ზევით უფარფატებდა. თავად ცდილობდა გაესწორებინა, ჩამოეწია, თუმცა ვერაფრით ახერხებდა კაბის ქვევით დაძლევას, ქარი ზევით უწეწავდა კაბასაც და მთელ სხეულზე თმებსაც.
გაქცევას ლამობდა შორს. აღარ იცოდა როგორ ჩაეხედა თვალებში მამაკაცისთვის, რომელიც მისთვის სულ ერთი არ იყო. უმალ დადნებოდა მისი თვალების, მისი ღიმილის ხილვისას, აქამდე ეს შეგრძნება უცხო იყო მისთვის და ვერ გაეგო რა უნდა ეპასუხა მამაკაცისთვის, ვისაც მისი ბაგეები ანდო.
-დაძლევ ყველაფერს, მჯერა შენი. - თეომ კვლავ შეაბიჯა მის კაბინეტში და არ ანებებდა თავს.
-რა მაქვს დასაძლევი, თეო, შემეშვი რა.
-საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტები, ყველაფერს გააუარესებ.
სახლში მისულს არაფერი დახვდება მაცივარში და ფურცელზე შეტყობინებას დაუტოვებს ნიკოს. გულის სიღრმეში შვებაც იგრძნო რომ არ დახვდა, თუმცა სახლიდან გასულს მარკეტიდან საღამოს დაღლილს დაბრუნებულს დაინახავს მას და ფიქრები კიდევ უფრო ერევა. ბინაში მისვლას არ ჩქარობს, მარკეტში სხვადასხვა სექციას მილიონჯერ ათვალიერებს, თითქოს ვერ გადაუწყვეტია რამე კიდევ აიღოს თუ არა. გრძნობს თუ ახლა დაინახავს კვლავ ნიკოს თავს ვეღარ შეიკავებს. თუმცა როდემდე ყოფილიყო გარეთ. სასწრაფოდ იხდის სალაროსთან პროდუქციის ღირებულებას და ბინისკენ მიიწევს.
თან ფიქრობს: „ნეტავ რას აკეთებს ნიკო? თუ მელოდება? იმედია დაწვა და უკვე ძინავს... არ ვიცი რა უნდა ვუთხრა, საერთოდ არ ვიცი რაზე ვისაუბრებთ ამის შემდეგ. ვგრძნობ თავს ვერაფერს მოვუხერხებ და მის წინაშე უსუსური ვიქნები. რამდენი ხანი გავიდა? ერთი კვირა? ერთ კვირაზე ცოტა მეტია რაც ჩემთანაა და ჩემი ტუჩებიც მისკენ მიიწევენ... აღარ შემიძლია... ვეღარ ვიკავებ თავს... თითქოს თავისით მიილტვის მთელი ჩემი სხეული მისკენ.“
კარებს აღებს და აშკარად ამ ფიქრებშივე მყოფ თვალებს აწყდება. გაშტერებულს, გაშეშებულს. მისალმება სურს, თუმცა ხმა არ ამოსდის, საუბარს ცდილობს და ვერ ლაპარაკობს.
-მია... - მხოლოდ ამას ამბობს ნიკოც და თვალებით ეალერსება.




***
ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ხმას ვერ იღებდნენ. ძლივს მისასალმებელი სიტყვები უთხრეს და მაშინვე ერთმანეთს მოერიდნენ, თითქოს რაღაც განსაკუთრებულმა მუხტმა გაუარა ტანში ორივეს და ამის თავის ასარიდებლად უნდა დამალვოდნენ ერთმანეთს. თუმცა ვერაფრით ვერ აარიდეს იმ გრძნობებს თავი, რასაც ფიქრი იწვევდა, რასაც მზერა იწვევდა და საბოლოოდ მათი მზერა კვლავ ერთმანეთს შეხვდა.
-იცოდე, ბოდიში მაქ მოსახდელი და მაპატიე. - დაიწყო საუბარი ნიკომ, თან ისე ჩქარა საუბრობდა სანამ მია რამეს იტყოდა იქამდე მოესწრო ყველაფერი. - არ უნდა მეკოცნა, შევცდი... მაპატიე...
-რა? - გაოგნებული შეჰყურებს მია და ფიქრობს ეს სად მოვხვდი, როგორ დავალაგო აზრებიო. - არაფერია, ნუ ღელავ. ყურადღების გადატანა გვჭირდება, გინდა ფილმში წავიდეთ?
-ფილმშიო? - თვალები აუთამაშდა ინსტიქტურად ყმაწვილს და თავი დაუკრა.
-ხო, თან იქნებ გარეთ გასვლამ რამე მაინც გაგახსენოს.
-თანახმა ვარ.
-ხვალ გადის კარგი ფილმი, გუშინ ვათვალიერებდი „იჩქარე შეიყვარო“, ამბობენ კარგი ფილმიაო და მინდა ვნახო. შენ ნანახი ხომ არ გაქვს?
-არა.
-ჰაჰ. - გაეცინა მიას. - თუმცა რას გეკითხები, ეგ საიდანღა გეხსომება.
-მართალია. - მოკლე პასუხებს სცემდა ყმაწვილი მიას, თითქოს მოჯადოვებულიყო და გოგონას თვალს ვერ აცილებდა. მასზე ფიქრობდა მთელი ღამეც, როდესაც საკუთარ საწოლში, თავის ოთახში იწვა და ძილს ვერ ახერხებდა. წრიალში გადიოდა წუთები, საათები, თითქოს ძილისა ეშინოდა, იმ ადამიანს ჰგავდა სიზმრებს რომ უფრთხის და ფიქრობს სიზმრებში ძილის აგონიის მსგავსი რამ ელოდა. სურდა წამოხტომა მიასთან გავარდნა და მთელი ენერგიის მაშინვე დაცლა, თუმცა ბავშვურად ფიქრობდა, თავს იკავებდა და დროის მიმდინარეობას ელოდა.
უეცრად წაიღო ფიქრებმა, გონება დაძაბა თუკი შეეძლო რამის გახსენება... იხსენებდა ლაშას, ანდრეს და მათ მესამე მეგობრის სახელს უკვე ვეღარ იხსენებდა, თუმცა ცდილობდა გაეხსენებინა. ექიმთან მისვლისა ერიდებოდა, მიასთვისაც ამის თხოვნა, რადგან ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცა ხვდებოდა ყველაფერი მალ-მალე ავიწყდებოდა და ეს აშინებდა.
„თოკიჩა“ - საბოლოოდ შეძლო გახსენება, თუმცა ახლა მათ სხვა ნაცნობებს იხსენებდა. ლაშას მეუღლეს რა ერქვა? ნათია... ნია... თუ მაია... აღარ ახსოვდა, თუმცა ამაზე დიდად არც ფიქრობდა. აგონიაში ჩავარდნილი ოფლში ცურავდა და ცოტა ხნით წამოჯდა. აღარ იცოდა რას უმზადებდა გემი, რომელიც არსაით მიდიოდა, ზღვაში დაკარგულს ძალისმიერი კანონებით ვერას ხდებოდა და ფიქრი სტანჯავდა.
„ვაიდა ცოლი მყავდეს... თუმცა აბა როგორ შეიძლება. ვაიდა შვილი მყავდეს... თუმცა გამომაგდეს სახლიდან და მას მერე ქუჩაში ვწანწალებდი. ასეთ ცოლ-შვილს არც ვუნდივარ გამოდის და არც დავუბრუნდები მათ... მათი ცხოვრება ჩემთან დასრულდა მე ახალი ცხოვრება დავიწყე, პირდაპირი მნიშვნელობით ახალი... ახალი ფურცლიდან, საერთოდ ცარიელი ფურცლიდან.“
ფიქრებისგან გადაღლილს, ტომარასავით რომ დასწოლია მეტად ვეღარ უძლებდა. მალევე მოთენთა, თავი გადაუვარდა და საწოლზე მკვდარივით დაეცა. მართალია მისი ფიქრები მხოლოდ მიას უკავშირდებოდა, მისი ოცნებები მხოლოდ მიასთან მიიწევდნენ და სიზმარშიც შესაძლოა იგი ენახა, თუმცა სიზმარს მოგვიანებით გაიხსენებს ნიკო, დილით, როდესაც ადგება გახსენებას შეეცდება და ამ საინტერესო სიზმარს ზედმიწევნით ზუსტად გთავაზობთ:
მიაბიჯებდა ნიკო მდიდრულ სასახლეში, და დარბაზში აქეთ-იქიდან აყვავებულ ქოთნის ლამაზ ყვავილებს ეალერსებოდა, ხელით ეფერებოდა. ზოგთან მივიდოდა დაყნოსავდა და საამო სურნელის შეგრძნობისთანავე გადაეშვებოდა სადღაც შორს, ფანტაზიებში, ფიქრებში. სასახლის კედლები გაწყობილი იყო ლამაზად მოპირკეთებული მდიდრული კაფელითა, ხოლო იატაკი ლამაზად მორთული ჩუქურთმებით იყო დაფარული. კიბეები გრანიტის თუ მარმარილოს რიკულებითა და მოაჯირებით აუყვებოდა მეორე სართულს, სადაც უმშვენიერესი ლედი იდგა.
-ღმერთო ჩემო... - გაოგნდა ნიკო. - ელეონორა... რა მშვენივრად გამოიყურებით ჩემო დედოფალო.
-რა საყვარელი ხარ როცა გჭირდება ნიკო.
-როცა მჭირდება? - უმშვენიერესი წითელი კაბა ეცვა ქალბატონს, ოქროსფერი ჩუქურთმებით გამოყვანილი. თანაბრად უბზინავდა სახე, კისერზე ოქროს ყელსაბამი მოუჩანდა, ასევე ოქროს უძვირფასესი, ლალის თვლიანი ბეჭედი და ოქროსივე სამაჯური, მისი გველივით მორკალული კიდეებით და ლამაზად დახვეული ხელზე. ქალის ნაკვთები კი ისე საოცრად გამოსჭვიოდა რომ თვალს ვერ მოწყვეტდით. სილამაზის ხეივანში გადარგულ ყვავილს ჰგავდა, სამოთხის ვაშლს, მაცდუნებლად რომ შექმნეს. ბოლომდე ჩამოსვლა არ აცადა ნიკომ და კიბის შუაში შეხვდა ქალბატონს, მიეჭრა, თავი დაუკრა და მისი ხელი აიღო. მარცხენა მხარეს მთელ სიგრძეზე კედლის ნაცვლად სარკე იყო. ამ სარკეში მისი სილუეტიც დაინახა, შარვალ-კოსტუმში რომ გამოწყობილიყო, ასევე ოქროს საქორწინო ბეჭედი რომ ლაპლაპებდა სინათლეზე და სათვალე, რომელიც პიჯაკის ჯიბეში დაებინავებინა და მისი მცირე ნაწილი მოჩანდა მხოლოდ. - ეს კომპლიმენტია თუ?
-კომპლიმენტია, კომპლიმენტი... - გაეცინა ქალბატონს, - ჩემო შტერო კაცო.
-მეფეო. - შეუსწორა ნიკომ და გაიღიმა.
-ოჰ...
-დედოფალს მხოლოდ მეფე ეკადრება გვერდით. ასე არ არის? და თუ შენი ღირსი ოდნავადაც არ ვყოფილვარ მაშასადამე არც გამომყვებოდით ცოლად და ძაღლადაც არ ჩააგდებდით ასეთ მამაკაცს.
-რა გათვლებია, გენაცვალე. - მოესიყვარულა ხელით გოგონა და ერთად დაეშვნენ კიბეზე. გაიარეს დიდი დერეფანი, უზადოდ დიდ კარიბჭეს გასცდნენ და ეზოში გავიდნენ, სადაც თავიანთი მძღოლი ელოდებოდათ. ეზოც მორთული იყო ათასნაირი ყვავილებით, გაშენებული იყო მთლიანი ბაღი, სემირამიდას ბაღი ეგონებოდა მის უნახავს და ერთ მხარეს რამდენიმე მანქანა ჩაემწკრივებინა, შავი ლამბორჯინი იწონებდა თავს პირველი, ნიკოს უსაყვარლესი ავტომობილი, რომელსაც იშვიათად იყენებდა და მხოლოდ სიჩქარეზე ორიენტირებულ გზებზე თუ გადიოდა, ავტობანზე უყვარდა მისით სიარული, ძალზედ სწრაფი იყო თუმცა სალონში ვერაფრით იგრძნობდი რომ სწრაფად მიჰქროდი, იმდენად დაცურავდა გზებზე. მის გვერდით წითელი, ხასხასა ფერის ლექსუსი ეყენა, რომელსაც უფრო ხშირად იყენებდა და არ უფრთხოდა მისით მოძრაობას ქალაქშიც, თუმცა ძირითადად მაინც ნაცრისფერი მერსედესით დაინახავდით ხშირად, განსაკუთრებულ შემთხვევებისთვის კი მის ორ ულამაზეს ავტომობილს, თავიანთი დანიშნულება ჰქონდა.
ამჟამად არც ერთი ზემოთ ხსენებული ავტომობილით არ მიდიოდა ერთობ შესანიშნავ ღონისძიებაზე, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო მისი მომავლის ბედი. ავტომობილში ჩაჯდომისას კი სასახლიდან ხმა მოესმა.
-მამა, მამა... - გარეთ პატარა ბავშვი გამოვიდა, დაახლოებით ათი წლის თუ იქნებოდა, თუმცა დიდი კაცივით გამოიყურებოდა უკვე, ასაკთან შეუფერებლად მაღალი ტანის, ჩაფსკვნილი, ქერა თმიანი ყმაწვილი.
-ხო, ჩემო ვაჟკაცო... - გადმოვიდა ნიკო და ბიჭს ჩაეხუტა. - რა ხდება, მანანამ ხომ არ შეგაშინა? - გაეღიმა და ბიჭს უცაბედად შეხედა.
-არა, მამა. აღარ მინდა ძიძა, უკვე დიდი ვარ, შეიძლება შენი ლექსუსით გავისეირნო?
-ოჰ, დიდი ხარ? ანდრე, ჩემო ბიჭო... არასდროს იცი რა დაგჭირდება ცხოვრებაში და დამიჯერე, შვილო, არასდროს თქვა, თუნდაც სხვასთან რომ საკმარისად დიდი ხარ რამის გასააზრებლად.
-მამაა!
-მომისმინე, ჩემო ბიჭო. - გულში მაგრად ჩაიკრა შვილი. მანქანიდან ელეონორა აჩქარებდა, თუმცა ნიკოს არ აინტერესებდა იქ დროზე მივიდოდნენ თუ დააგვიანებდნენ, მთავარი მისთვის მისი შვილი იყო რომ მას ყველაფერი სწორად გაეგო და გაეაზრებინა. - არასდროს მეც კი არ ვარ მზად ყველაფრისთვის. მანანა შენი ძიძა კი არაა ჩემო ბიჭო, მასე ნუ ეძახი, მცველი აგიყვანეთ, ფარული ჯაშუში, რომ დაგიცვას მათგან ვინც შენთვის რამის დაშავებას დააპირებს.
-თავის დაცვა ვიცი. - კოპები შეკრა ბიჭმა.
-კიდევ გიმეორებ, არასდროს ხარ მზად მომავალი მოვლენებისთვის. შესაძლოა ფიქრობდე რომ მზად ხარ, ყველაფერი შეგიძლია, დაუმარცხებელი ხარ, მაგრამ ყველაფერს ბოლომდე ვერ გათვლი და დიდი უბედურება სწორედ მანდ იწყება... როცა გგონია რომ ყველაფრისთვის მზად ხარ.
-შენ მზად ხარ ყველაფრისთვის მამა? - ჰკითხა ბავშვმა და თავი მორცხვად ჩაღუნა.
-არა, შვილო. რამდენიც არ უნდა ვივარჯიშო, დავიდო კუნთები, ვისწავლო საბრძოლო ხელოვნება, რამდენიც არ უნდა ვიკითხო, განათლება მივიღო, შესაძლოა ისეთი რამ დამატყდეს თავს რაც ვერ გავიაზრო და სავსებით ძირს დამცეს.
-მაინც?
-მაგალითად, თავში აგური დამეცეს, ხომ შეიძლება? - გაეხუმრა ბიჭს და ბავშვმა გაიცინა.
-კი.
-ან, მომიტაცონ. უეცრად ამაფეთქონ. წინასწარ დავგეგმავთ?
-ვერა. - მოიღუშა ბიჭი.
-რაებს ელაპარაკები ნიკ, წამოდი თუ მოდიხარ, და ბავშვს ნუ სტრესავ ისედაც არ აქვს დალხენილი ცხოვრება თანაკლასელების გამო.
-რატომ? - შვილს ხელი ხელს მოჰკიდა და კარგად დაუგდო ყური.
-შენ გამო დამცინიან.
-რას ჰქვია დაგცინიან? - გაოგნებული უყურებს ნიკო შვილს და გული გამალებით უცემს, ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს უნდა ვიღაცას წაავლოს ხელი და ჭკუა ასწავლოს, თუმცა ასევე ხვდება რომ ბავშვმა თავად თუ არ მოაგვარა თავისი პრობლემები შემდგომშიც გაუჭირდება საზოგადოებასთან თანაარსებობა.
-მეუბნებიან რომ გაუძღომელი ვარ, შენსავით. ფულზე დახამებულს და რავიცი კიდე რას...
-მომისმინე, ჩემო პატარა ბი...
-დიდი ვარ!
-ჩემო დიდო ბიჭო.. - იღიმის. - ყველას როდი უნდა აუყვე თავიანთ ხეიბარ აზრებში. შეგიძლია მოუსმინო მათ, გაიღიმო და შენი საქმე განაგრძო, რადგან მათ ვერასდროს დაანახვებ გულში რა გიდევს, ვერასდროს აჩვენებ რას გრძნობ, როდესაც ისინი ამას გეუბნებიან. შეგიძლია ყურადღება არ მიაქციო, ან დაელაპარაკო მათ ამ თემაზე.
-ნიკო! - უყვირის ელეონორა მანქანიდან.
-კარგი ჰო, მოვდივარ!
-ვაგვიანებთ!
-ვიცი, თუმცა ჩემ ბიჭთან საუბარი მირჩევნია ყველაფერს... ჩემო ფუნთუშა... - ეალერსება თავის მეუღლეს და ბაგეზე ეამბორება. - და შენთან ჩემო ელეონორა...
ოფლში გაწურულს ეღვიძება და აქეთ-იქით იყურება. აკვირდება მის წინ დაკიდებულ უზარმაზარ პორტრეტს, რომელიც აქამდე არ შეუმჩნევია. ნახატზე მიაა, მისი სახის ნაკვთები ისე ლამაზადაა გამოყვანილი, ღაჟღაჟა ლოყები, მუქი მოვარდისფრო შუბლი, გრძელი კისერი და ლამაზად მოყვანილი მხრები.
-საუცხოო ქალია... - ჩაილაპარაკებს თავისთვის და სიზმრის დეტალების გახსენებას ცდილობს. - საუცხოო ქალია...





პ.ს.
ძალიან გალოდინეთ არა? სიმართლე გითხრათ ყოველდღე ვცდილობ რამის დაწერას, მაგრამ ხანდახან ჩემი დატვირთული დღის გამო არ გამოდის. მოგიყვებით და თავადაც განსაჯეთ. ერთ სამსახურში რომ დილის 9 დან საღამოს თერთმეტის ნახევრამდე ვმუშაობ, ხშირად მეორეში გადაბმა მიწევს ღამის 12 დან დილის რვამდე, ან პირიქით. დილის რვამდე რომ ვმუშაობ ერთგან მეორეში ვარ ცხრიდან თერთმეტის ნახევრამდე. ახლა ღამის 4 მდე ძილისგან დავიწყებული ეგრევე ბალიშს მივეცემი ხოლმე და როდესაც მცირე დრო მაინც გამომიჩნდება ერთი საათი ოცდაათი წუთი მაშინ ვწერ რომ სულ მთლად არ დაგივიწყოთ.
მაპატიეთ და შემდეგ თავს ვეცდები არ გავწელო. თუმცა ვერ დაგპირდებით. ძლიერ მიყვარს წერა, სიამოვნებით მარტო დავწერდი და არაფერს გავაკეთებდი ასეთი ცხოვრება აქაც რომ შეიძლებოდეს მწერლებისთვის, როგორც ეს საზღვარგარეთაა, საკუთარი აგენტებით და რამე.
და სტივენ კინგივით წელიწადში 7-8 წიგნს მაინც ახალს გამოვცემდი. წარმოიდგინეთ. ახლა როგორი დოზით თითო საათს რომ ვუთმობ ისე ვწერ და მაინც ვახერხებ თქვენამდე მოვიტანო და როდესაც მთელი დრო საწერად მექნებოდა გადაქცეული რამდენი დაიწერებოდა. იიიფ... ამაზე ვოცნებობ... მთელი დღე თუ არა დღეში 4 საათს მაინც წერას რომ დავუთმობდი და დღეში 10 გვერდი მაინც დაიწერებოდა თვეში ერთი წიგნი მზად მექნებოდა, ზუსტად!
ერთ საათში ვახერხებ 3-4 გვერდის წერას და 4 -5 საათში რა იქნებოდა! მთავარია მუზა, და წერის სურვილი, როდესაც ვიწყებ ფიქრის დრო აღარ მრჩება... მაშინათვე დინებას მიჰყვება ფიქრები, დინებას მიჰყვება ყოველივე...
მოკლედ მადლობა ლოდინისთვის და შემდეგში შევხვდებით...
ამ ისტორიას რომ დავამთავრებ, შემდეგ ისტორიებს საკუთარ ბლოგზე განვათავსებ ჩემი სახელით მარტივად რომ მოძებნით, აქ შესაძლოა აღარც დავდო, ან შესაძლოა აღარც კი დავდო და ვფიქრობ გამოცემაზე ვიფიქრო. რას იტყვით?

მომავალი ისტორიის თემა ჯერ-ჯერობით ომია... თუ იქამდე არ გადავიფიქრე. ომით განადგურებული თაობა, ახალგაზრდობა. და ომის სისასტიკით შერყეული საზოგადოების ფსიქიკა. ეს თემა რამდენი ხანია გულს მიწვავს და ვნახოთ რა გამოვა. მადლობა ყურადღებისთვის.
მივიღებ რჩევებს და შეფასებებს კომენტარების სახით heart_eyes



№1  offline წევრი EllaTriss

ესეც თავისებურად კარგი თავი იყო, საჭირო რაღაც შემდეგისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც ქუულ ფინალს ველოდები და დარწმუნებული ვარ არც ტყუილად. ))
შემდეგზეც და იმის შემდეგზეც აქ ვარ, თუნდაც ბლოგზე. წიგნად გამოცემაც მთლად ძალზედ კარგი იდეაა, მთავარია მოხერხდეს. <
ისე კი, ზუსტად ვიცი იმსახურებ.
მერე იქნებ სამომავლოდ წიგნის პრეზენტაციაზეც შემოვირბინო :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent