2006 ( სრულად )
( Maria ph ) *ეძღვნება დედას - ეძღვნება ყველა იმ ქალს რომლებმაც აიტანეს უამრავი ტკივილი,გამოიარეს ჯოჯოხეთი და მაინც დარჩნენ ძლიერ ქალებად. ეძღვნება ყველა იმ ქალს რომელმაც სიბნელის კლანჭებს თავი დააღწია,ტყავი გამოიცვალა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო * _როგორ გაიცანი ?! . _პატარა ვიყავი რომ გავიცანი,მეგობრის დაბადების დღეზე,თხუთმეტი წლის თუ ვიქნებოდი იმ დროს. კარგი ბიჭი ჩანდა,თავიდან განსაკუთრებული არაფერი,ხანდახან თუ დამხვდებოდა კონცერტამდე,წარმატებებიო - მეტყოდა და ისევ მიდიოდა. ხულიგანი იყო ჩვეულებრივი,ცელქი,მოსწონდა ის რომ მე მოვწონდი. მე არ მომწონდა დიმიტრი,არ იყო ცუდი ბიჭი მაგრამ ყველას აქვს მინუსები,არ მომწონდა მისი სამეგობრო წრე,ცხოვრების სტილი,სულ სვამდა,მაგრამ ცოტ - ცოტას. იმ დროს სულ სხვა ბიჭი მომწონდა,ვეკო..ჩემი უბნელი იყო ვეკო,მაღალი სიმპატიური,კეთილი,წესიერი ბიჭი. ისე მაგრად ცეკვავდა,პოპულარული იყო ძალიან. მთელი არსებით სძულდა დიმიტრის ეს ბიჭი,ერთი - ორჯერ მახსოვს იჩხუბეს კიდეც,მაგრამ დიმიტრის ყოველთვის ჰქონდა მეტი ძალა,მეტი არგუმენტი იმისათვის რომ თავი დაეძვრინა და უდანაშაულო ყოფილიყო. მახსოვს ერთხელ მითხრა - “ დაანებე იმ ბიჭს თავი,თორემ მოვკლავ “ . ვიცოდი მართლა იზამდა ასეთ რამეს,ავუხსენი ვეკოს სიტუაცია,აღარ მინდა შენთან ურთიერთობა მეთქი,რა თქმა უნდა არ დაიჯერა,ვინ მიგდია ის დიმიტრი მას რომ უჯერებო. ვეხვეწე და ვემუდარე,თუ ღმერთი გწამს თავი დამანებე - მეთქი. “ლილია,ინანებ…და როცა ინანებ გვიანი იქნება.” ეს მითხრა ბოლოს. მაშინ არ ვიცოდი რას ამბობდა,რას გულისხმობდა.. _მერე?! რა მოხდა დიმიტრისთან ?! _ თვალებ დაჭყეტილი მიყურებდა. _ნოემბრის რომელიღაცა რიცხვი იყო,კონცერტი მქონდა. ყოველი კონცერტის ბოლოს ვეკო მელოდებოდა იმ ყვავილებით მე რომ მომწონდა,ძალიან მსიამოვნებდა,იმ საღამოსაც მეგონა რომ ასე იქნებოდა. სანამ სცენაზე გავიდოდი,მუცელი ამტკივდა,ხელები გამეყინა,თითქოს გამიქვავდა,ვერაფერს ვგრძნობდი,მაგრამ რაღაცნაირად ავიყვანე საკუთარი თავი ხელში და ვაჯობე ჩემს ნერვიულობას,არადა მანამდე მსგავსი რამ არ დამმართნია. არც ისე ცუდად დავუკარი იმ დღეს,დედასაც ძალიან მოეწონა,ნათლიასაც…მაგრამ ვაი იმ დაკვრას და იმ კონცერტს… დავემშვიდობე ამ ჩემს მსმენელს,და უკანა კარიდან ისე გავვარდი ვეკოს სანახავად უკან აღარც მომიხედავს,მეგონა იქ დამხვდებოდა. არც ქურთუკი ჩავიცვი,მხოლოდ გრძელი ძალიან თხელი კაბა მეცვა,სარაფანის მსგავსი. გასუსული მისმენდა. _რა თქმა უნდა არ დამხვდა ვეკო,გაბრაზდა. სამაგიეროდ დიმიტრი და მისი საამაყო საძმაკაცო ატუზული იყვნენ მანქანასთან,მაშინ ძველი შავი ბეემვე ჰყავდა. ხვიჩაც ვიცანი,ჩემი ბავშვობის მეგობარი,გამიკვირდა აქ რა უნდათ მეთქი,არასდროს დამხვედრია დიმიტრი კონცერტის მერე,პირველი შემთხვევა იყო ეს. დავიბენი,თან ძალიან მციოდა,დიმიტრი მომიახლოვდა თავისი ჟაკეტი შემომხვია და გასეირნება შემომთავაზა. სულელი არ ვიყავი,ვიცოდი რასაც აპირებდა,მოვისროლე ძირს მისი ჟაკეტი და კარისკენ რომ მოვბრუნდი,მაშინვე ამაფრიალა ჰაერში,პირზე ხელი ამაფარა და უკანა სავარძელზე სწრაფად დამსვა,თვითონ გვერდით მომიჯდა. შემეშინდა,მერე გავბრაზდი და ხვიჩას ვუკიოდი. ამას რანაირად აჰყევი - მეთქი. დაძაბული ჩანდა თვითონაც,ერთადერთი დიმიტრი იცინოდა,ნასვამი იყო თავისთავად. საჭესთან ვინც იჯდა იმას დაჰკრა ხელი,წავედით რაღას უცდიო და სადღაცას გამაქანა. სულ ხელები ვურტყი,რანაირად ბედავ-მეთქი. თვითონ იცინოდა და იცინოდა,მაგრად მხვევდა ხელებს და მეხუტებოდა. “დღეიდან ჩემი ცოლი ხარ “ კისკისით მითხრა. დავჭყიტე თვალები,ვიფიქრე სულ გამოშტერდა ეს თქო. მაგრამ ისიც ძალიან კარგად ვიცოდი თავისას რომ გაიტანდა,დიმიტრი რისი დიმიტრი იყო. _სად წაგიყვანა ?! _სოფელში,გადაკარგულში სადღაცას. რომ გადმოვედი მანქანიდან,დიდი ორსართულიანი სახლი სულ მორთული დამხვდა,განათებებით,ხომ იცი ყვითელი ლამაზი შუქები რომ არის. _ ხელით ვუხსნიდი. _ჰო,როგორ არ ვიცი. _ გამიღიმა._მრგვალი _სახლში რომ შემიყვანა,სუფრა იყო გაშლილი,უაზროდ - მშრალი,ახალგაზრდული საჭმელები ელაგა სულ,გაზიანი სასმელები და ასეთი მაიმუნობები,თითქმის ყველა ნასვამი იყო,გოგოები მეხვეოდნენ სულ რძალო-რძალოს მეძახდნენ,ვერ მოვიშორე. მერე ფეხზე წამოვდექი,რა ცირკია ეს,რა ხდება მეთქი. ისე შემომხედა დიმიტრიმ,ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე,მეგონა ჩამარტყამდა რამეს. უცებ ისეთი სიცილი ატყდა სუფრაზე,შემრცხვა,დავჯექი ამ სკამზე და თავი აღარც ამიწევია. დიმიტრის ხელი ჰქონდა გადახვეული და სულ ჩემი ცოლი ჩემი ცოლიო გაიძახოდა. საშინლად მინდოდა სახლში,ვეკო მენატრებოდა. არ მყავდა ნანახი კვირაზე მეტი. დედასთან არ მარეკინებდა,ხვიჩა დაურეკავს და აუხსნის სიტუაციასო. კარგა ხანი ხარხარებდნენ,სვავდნენ,მოკლედ რას არ შვებოდნენ. საპირფარეშო მიმასწავლა ერთმა გოგომ,მაგრამ აივანი უნდა გამევლო,ჰოდა ვერანაირად ვერ გავიპარებოდი,თან ისეთი სიცივე იყო რომ რავიცი. დიმიტრის ერთი უსუსური ჟაკეტი ვერ მიშველიდა. _ხვიჩასთვის რომ გეთქვა ?!. _არ გამოვიდოდა,ალბათ მოკლავდა დიმიტრი. ჰოდა ისევ დავბრუნდი სუფრაზე,იღლიცინეს ბევრი,დალიეს..მერე გვიანი იყო უკვე და ოთახებში განაწილდნენ. ისე მინდოდა გაქცევა ისე მინდოდა რომ ერთი სული მქონდა ყველას ჩასძინებოდა,მერე ცოტა რომ გათენდებოდა,თბილ კურტკას ვიპოვნიდი და გამოვიქცეოდი, მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. მე რა თქმა უნდა დიმიტრისთან ოთახში მომიწია ყოფნა. რომ გითხრა საშინლად მთვრალი იყო მეთქი მოგატყუებ. “ _დაწექი,რატო ზიხარ დასჯილი ბავშვივით?! _ იცინოდა,და მერე გვერდით მომიჯდა. ხელი გადამხვია,ლოყაზე მაკოცა,ყელთან უნდა ჩასულიყო,მაგრამ ხელი ვკარი. გავუძალიანდი,ისიც მთვრალი იყო,სიმთვრალეს დავაბრალე,ვეღარ შეიკავა თავი მეთქი. ისე მეშინოდა,იმხელა იყო რომ რავიცი,მეგონა ისეთ რამეს იზავდა რაც მე არ მინდოდა,მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა. ფეხსაცმელი გაიხადა და ლოგინში შეწვა. _დაწექი და დაიძინე,არ გეხები,რა აზრი აქვს,მოგიტაცე,აღარ მიგიღებენ უკან._ამაზე სულ მთლად შევიშალე,გაგიჟებული თვალებით შევხედე. _რა?!. _ჰო,მოგიტაცე…უკან ვინღა მიგიღებს - მეთქი,მოტაცებულის უკან დაბრუნება არ მოსულა. _ თვალი ჩამიკრა. მივხვდი რასაც აპირებდა,აზრი არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას,სუსტი ვიყავი ძალიან ამისთვის. მეშინოდა ყველასი და ყველაფრის. _არ გინდა რა,გთხოვ. _ შევეხვეწე. _ლილია დაწექი ცივა ! _ ძალით დამქაჩა და გვერდით მიმიწვინა. სითბო მესიამოვნა მაგრამ,იმ ადამიანის გვერდით წოლა რომელიც ასე იქცეოდა ნამდვილად არ.” _მერე?! მერე რა მოხდა ?! _ ვერ ითმენდა. _მერე არაფერი,მე ისე მტკიოდა ფეხები და ისეთი დაღლილი ვიყავი რომ,ერთი ამოვიხვნეშე მძიმედ და ჩამეძინა. ხვიჩას ხმამ გამაღვიძა,სხვები წასულან,დილით ადრე,არ ვიცი ასე ათი საათი იქნებოდა,ნანა ჩამოსულა - დედაჩემი. სწრაფად წამოვხტი ფეხზე,დიმიტრის ჯერ ისევ ეძინა,პირველ სართულამდე ელვის სისწრაფით ჩავირბინე და მერე ეზოში გავვარდი. _შვილო ! _ ატირდა ნანა. ხვიჩა გადაეღობა წინ,არსად გამოგატანთ,ხომ იცი-ო. ისე ჰკრა ხელი,ხვიჩამ ძლივს შეიკავა თავი,ძირს რომ არ გაშოტილიყო. ჩავეხუტე ნანიკოს,ნათლიასაც,მეტყობოდა სახეზე ყველაფერი,მეგონა კარგად იცოდა რომ დიმიტრი არ მიყვარდა,მაგრამ ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ისიც,კიბეებზე ჩამოდიოდა უდარდელად. _ოჰ,სიდედრი მოსულა _ იცინოდა,თან ჩვენსკენ მოდიოდა,თითქოს გუშინ ქორწილი გვქონდა და დღეს ნანიკო გვესტუმრა. _დიმიტრი შვილო,რა საქციელია ეს _ მაგრად ვყავდი ჩაბღაუჭებული,ჰოდა იმიტომ გითხარი მეგონა კარგად იცოდა რომ არ მიყვარდა მეთქი….არ დამიჯერა მე,დიმიტრიმ ტყუილი ჩაუკარკლა და მეც ისეთი სახით გამომხედა,კინაღამ დავიჯერე რომ მასთან რაღაც მქონდა. ხომ წარმოგიდგენია ნანიკოს რა დაემართებოდა იქ,გულზე მიიდო ხელი,ვაიმეო,დიმიტრის დაუჯერა გესმის ?!. იმდენი ველაპარაკე,იმდენი ხანი ვუხსნიდი ყველაფერს,არა შვილო,ნუ მატყუებ,ვიცი მიმალავ,იმიტომ რომ გრცხვენიაო. _რა საშინელებაა ! … მაინც არ დაგიჯერა ხომ ?! . _არა,მეორე დღეს ჩამოვედით თბილისში,ყველამ იცოდა უკვე დიმიტრის ცოლი მოჰყავს,პატარა პრინცესა არისო,ასე იძახდნენ. გავუბრაზდი ნანიკოს,არ ველაპარაკებოდი,დიმიტრიმ ისე მოაწონა თავი,იმდენი ქნა იმდენი რომ,ნანიკო გაგიჟებული დარბოდა ჩემი ქორწილის კაბაზე. გავგიჟდი,ისეთი შეცვლილი იყო ნანიკო რომ რავიცი.ბეჭდები გვიყიდა,და ოქროს სამაჯური დიმიტრის. ფილმში მეგონა თავი,რომელიღაც ბანალურ ფილმში. _ქორწილი როგორი იყო ?! _ქორწილს რომ თავი დავანებოთ,ჩვიდმეტი წლის ვიყავი,რა დროს ჩემი გათხოვება იყო,მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი,დიმიტრის ძალიან უხაროდა,კმაყოფილება ეხატა სახეზე. ვეკო მენატრებოდა,ან არ ვიცი…უბრალოდ მასზე ხანდახან ზედმეტად ვფიქრობდი. დედამისისგან გავიგე,სოფელში წასულა მერე,იმ ქალმაც რაღაცნაირად შემომხადა,და ისე ჩამიარა ქუჩაში. ყველანაირად ამოვარდნილი ვიყავი კალაპოტიდან,სიმღერა აღარ შემეძლო,ვერც ვუკრავდი,არასდროს ვიყავი ხასიათზე. _ლილია,ამ ყველაფერს როგორ შეეჩვიე ?! _არ ვიცი,შევეჩვიე,მერე ვიფიქრე იქნებ მართლა ბედნიერი ოჯახი გამოვიდეს ჩვენგან - მეთქი,დიმიტრის სხვანაირად შევხედე,თვეები გადიოდა და გადიოდა,გარბოდა რასაც ქვია. თავიდან ყველაფერი კარგი იყო, აღარ ვფიქრობდი ცუდზე,აღარც ვტიროდი ხშირად,დიმიტრიც აღარ სვამდა,იმდენ რამეს მიკეთებდა რომ მადლობის გარდა ვერაფერს ვეტყოდი,მაგრამ დედამისზე რა გითხრა, საშინელი ქალი იყო,პირველად სტუმრად რომ მოვიდა ჩვენთან,ამრეზით შემომხედა,ვიცოდი არასდროს მოვწონდი,არ ვიცი რა დავუშავე,მართლა არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს ერთხელ მარტო დავრჩი სახლში,დიმიტრი სამსახურში იყო. სამზარეულოში შემოვიდა,თმებში ჩამავლო ხელი,და დიმიტრიზე მითხრა,არც გაბედო და არ გააბრაზო,წითელ ხაზებს არ გადასცდეო. არაფერი ვთქვი,არც დიმიტრის ვუთხარი რამე. საღამოს მოვიდა სახლში,დაღლილი,ნინა იყო დღეს მოსული - მეთქი ერთი ეგ ვუთხარი და მეტი არაფერი. საჭმელი ჭამა,მოწესრიგდა დასაძინებლად,თავზე მაკოცა და დაწვა,განსაკუთრებული არაფერი. ჭურჭელი გავრეცხე,ჩემი შავი გრძელი თმა დავივარცხნე,ლამაზად ჩავიწანი და ქმარს მივუწექი გვერდით. _ძალიან გრძელი თმა გქონდა ?! . _ჰო,წელამდე…ისე მომწონდა,მაქამდეც მივალთ… ჰოდა რომ მივუწექი დიმიტრის,კედლისკენ გადავბრუნდი. ცოტახნის მერე მისი ხელი ვიგრძენი თეძოებზე,ნელ-ნელა წრიულად ათამაშებდა თითებს ჩემს ტანზე,ჰოდა.._ღრმად ამოვისუნთქე. _მივხვდი ლილია,მივხვდი…გააგრძელე._გამიღიმა. _ამის მერე ისეთი კარგი ურთიერთობა გვქონდა მე და დიმიტრის,არასდროს მეგონა რომ რამე შეიცვლებოდა…ტკბილად ვიყავით,ნანიკოსაც უხაროდა ჩვენი ასე ყოფნა,მაგრამ მე მაინც ვბრაზობდი ნანიკოზე…ხომ ხვდები.. არ ვიცი,რაღაცნაირად თავს კარგად ვგრძნობდი,მაგრამ ვაი ამ კარგად ყოფნას. დიმიტრიმ ისევ სმა დაიწყო…მერე აღმოვაჩინე რომ ორსულად ვიყავი თურმე. ისეთი საშინელი თვეები გადავიტანე,სულ გული მერეოდა,დიმიტრი სულ მთვრალი მოდიოდა სახლში,ცალკე ნანა - ცალკე ნანიკო,ათასი საფიქრალი და პლიუს ჩემი საშინელი ორსულობა. ნანიკოს შევეცოდე,გულწრფელად შევეცოდე,მოდიოდა ხოლმე ხშირად,სახლის საქმეებში მეხმარებოდა. მაგრამ დიმიტრი დღემდე მოსწონდა,რომელიც ჩემთვის სრული აბსურდი იყო. მე უკვე ვეღარ ვიტანდი მის სიმთვრალეს,და ცივ გამოხედვას. მახსოვს გვიან ღამით მოვიდა სახლში,მაშინ უკვე თვრამეტი წლის ვიყავი. სამზარეულოში ველოდებოდი,მაგიდაზე ჩამოვდე თავი ლოდინში და ჩამეძინა,ეგრევე წამოვხტი კარის ხმაზე,გამიხარდა რახანც ცოცხალი დაბრუნდა სახლში. “_მოხვედი?! _ ვკითხე თბილად. _ გშია ?! . _გაიწიე რა. _ ხელი მკრა ოდნავ და სამზარეულოში გავიდა. _ კარტოფილი შემიწვი?! _ მკაცრად მკითხა. _კარტოფილი გინდოდა?! _ შემეშინდა ისეთი სახე მიიღო. _ჰო,კარტოფილი მინდოდა ! _ მიყვირა. ძალიან შემეშინდა,ჩემი თავი არ მანაღვლებდა იმ წუთას,პატარაზე ვფიქრობდი,რამე არ ქნას ისეთი რომ რამე დაუშავდეს ამ საწყალ ბავშვს - თქო. ამის გაფიქრება და დარტყმა ერთი იყო,უკან გადავქანდი,ტუჩი გამისკდა და თავი მაცივარს მივარტყი. თავიდან ვერ მივხვდი რა მოხდა,თვითონაც დაიბნა. ფრთხილად ამაყენა,და სისხლს მწმენდდა. შეეშინდა ლაჩარს,ეგონა მოვკვდი ან მოვკვდებოდი. ბავშვს არაფერი მოსვლია საბედნიეროდ,მე ვიყავი სისხლში მოთხვრილი,მოგვიანებით სარკეში რომ ჩავიხედე წარბიც მქონია თურმე გამსკდარი. თავი საშინლად მტკიოდა… სულ მკოცნა და მკოცნა,მაპატიე - თავი ვერ გავაკონტოლეო. მეც დებილმა დავუჯერე,მთვრალია - მეთქი ვიფიქრე და ვაპატიე. დამპირდა - აღარ მოხდება ასეო. _ნაკერები ხომ არ დაგჭირდა?!. _არა..მსგავსი არაფერი. მაგრამ ისევ ასე მოხდა,საშინელი ორსულობა მქონდა. დედა საერთოდ არ მისმენდა,ნუ იგონებ რას ქვია ხელს გარტყავსო. მეგონა ყველაზე მეტად გვერდში დედა დამიდგებოდა მაგრამ პირიქით არ მიჯერებდა,რას მატყუებო… ჰო…ცუდი ორსულობა მქონდა,ჩემი ქმარი ხანდახან დაიკარგებოდა,არ მოდიოდა სახლში. _არ გეხმარებოდა საერთოდ ?! _არა,რა დახმარებაზეა საუბარი,ხანდახან მშიერიც კი ვიყავი. _კი მაგრამ,დედა ასე რატომ მოგექცა?!. _არვიცი,ზოგადად არასდროს გვქონია კარგი ურთიერთობა მე და დედას,იქაც რომ ჩამოვიდა გამიხარდა,მეგონა სახლში წამიყვანდა მაგრამ,ჭორებს აუბა მხარი და მე არ დამიჯერა. _არც დედა გეხმარებოდა?!. _ხანდახან კი,საჭმელი მოჰქონდა…ხანდახან მშიერიც ვიყავი,თან ბავშვზე ვნერვიულობდი. შვიდ ნოემბერს დაიბადა,ულამაზესი,უსაყვარლესი პატარა მარია,მაგრამ ტირილი უყვარდა,აი ასე უმიზეზოდ დაიწყებდა ტირილს და ვერ ვაჩერებდი. ღამეებს ვათენებდი,ხელში მეჭირა სულ,რომ დავჯდებოდი ისევ ტიროდა. ლაქტაცია არ მიჭირდა,საკმაოდ ბევრი რძე მქონდა,მაგრამ მე ვიყავი მშიერი,საკვები მჭირდებოდა ჩემთვის,რომ მერე ბავშვს კარგად ეჭამა… “ _დიმიტრი სახლში საჭმელი აღარ არის._ვუთხარი ერთ საღამოს. _და რა გიყო მერე?! დაურეკე დედაშენს და მოგიტანს. _სულ დედაჩემი ხომ არ მოიტანს,მომეხმარე…ვეღარ ვქაჩავ ამდენს_გამწარებული ვიყავი. ხელი დამარტყა,ძალიან ძლიერად შემომარტყა სახეში ხელი,და იქვე ჩავიკეცე. მარიამ კივილი რომ მორთო და ტირილი დაიწყო,აზრზე მოსვლის შემდეგ ერთად ვტიროდით. დიმიტრიმ გაიჯახუნა კარები და წავიდა… ორი კვირით დაიკარგა და აღარც ვღელავდი მასზე. _ლილია…ვეკო არ გამოჩენილა?!.. _კი,მირეკავდა…მაგრამ მე არ ავიღე…არადა უნდა ამეღო,ძალიან ვნანობ,რომ ამეღო ამით ჩემს შვილს გადავარჩენდი…აღარ მომიწევდა მისი ტარება ექიმიდან-ექიმებში,ნერვოზი ჰქონდა ბავშვს,ანთება,კუჭის პრობლემები. ნაცნობთან დამყავდა,როგორც შემეძლო ისე ვშოულობდი ფულს,ხანდახან დედას ვუტოვებდი ბავშვს და ვმუშაობდი. _რომ წამოიზარდა მაშინ დაემართა ეს ყველაფერი?!... _კი,რომ წამოიზარდა,ექვსი წლის იყო უკვე,დიმიტრი ხელით არ შემხებია ბოლო დარტყმის შემდეგ,მაგრამ მახსოვს ერთხელ მე და მარიას გვეძინა. ღამე მთვრალი მოვიდა სახლში,ბავშვს მიუვარდა,აღვიძებდა,ნახე ახლა როგორ მოვკლავ დედაშენსო….თმაში მწვდა,ლოგინიდან გადმომაგდო და რამოდენიმეჯერ მუცელში დამარტყა. ძლივს ვიკავებდი თავს რომ ბოლო ხმაზე არ მეკივლა და მეტირა,არ მინდოდა ბავშვს შეშინებოდა,მაგრამ ტირილი დაიწყო მარიამ,დიმიტრის მიუვარდა და ხელების რტყმა დაუწყო,ჰოდა დიმიტრიმ სისწრაფეში რომ ვეღარ შეამჩნია ბავშვი,ხელი გაჰკრა და ძირს დააგდო ეს ჩემი პატარა,ტუჩი ჰქონდა გამსკდარი ბავშვს. მაშინ გავმწარდი მახსოვს,ხელში ავიყვანე მარია,სამზარეულოში გავვარდი,გულ გახეთქილი,ყველაზე დიდ დანას დავწვდი და დიმიტრის ვუკიოდი განწირული,არ მოგვეკარო თორემ ახლავე მოგკლავ - თქო. მახსოვს ისეთი სახით გაეცინა,შემეშინდა. მთელ სხეულში დამიარა შიშმა და კანკალი დამეწყო. ისე მინდოდა იმ უბედური სახლიდან გაქცევა იმ წუთას რომ,კარებს დავწვდი,მე და ჩემი შვილი ფეხშიშველები ვიყავით. დიმიტრი აგვეკიდა ისევ,სად გარბიხარო,ბავშვი გამომაგლიჯა ხელიდან…დამიბრუნე თორემ ყელს გამოგჭრი - თქო,ვუკიოდი. _ლილია,მეზობლები?! _ერთი მეზობელი მყავდა,კარგი ქალი,ის მეხმარებოდა ხოლმე. ხმაური რომ გაუგია პოლიცია გამოიძახა,მერე ჩვენთან შემოვიდა შეშლილი სახით,ისე ცუდად ვიყავი რომ ვეღარაფერს ვარჩევდი. ერთადერთი ბავშვის დარდი მქონდა,ისედაც დატანჯულ ბავშვს,რა დღეები გამოვატარე. იმ დროს ვფიქრობდი,რატომ ადრე არ გავეცალე ამ ჯოჯოხეთს მეთქი… პოლიციის ხმაზე სულ მთლად გადაირია,მარიას არ მაძლევდა,მოვკლავო. “ _საკუთარ შვილს როგორ კლავ ცხოველო?!_ვუყვიროდი,ვტიროდი,მთელი სული მეწვოდა და ყველანაირად ვცდილობდი ჩაბჟირებული ბავშვის დაბრუნებას. _მოვკლავ ! გაიწიე მოვკლავ ! _ხელს უჭერდა ყელში. “ ორი ახმახი შემოვარდა სახლში,ძლივს გააკავეს,ბავშვი ავიკარი გულზე მაგრად და ხელს აღარ ვუშვებდი,ვტიროდით ორივე იატაკაზე ჩამომჯდრები,ტუჩგამსკდარი და შეშინებულები. სულ ბოდიშები ვუხადე ჩემს პატარას,ვკოცნე და ვკოცნე. ძლივს მოვასულიერე ბავშვი…დავამშვიდე. _იმ ღამით სად დარჩით?!. _ლალისთან,მეზობელთან…ისეთი ყურადღებიანი ქალია,დღესაც ხშირად მივდივარ მასთან და ვსაუბრობთ ხოლმე. ხანდახან ჩემს მარიასაც თუ დავუტოვებ. ძალიან უყვარს ლალი დეიდა. _დიმიტრი?! დიმიტრი სად არის ახლა?!. _ციხეში…მხოლოდ ეს არ იყო,უამრავი “რაღაც” მოუჩხრიკეს,ამოუღეს - როგორც ამბობენ ხოლმე,კაცი ჰყოლია მოკლული….ჰოდა სამუდამო მიუსაჯეს. დღემდე ვნანობ რატომ არ ვიბრძოლე,რატომ მოხდა ეს ყველაფერი ასე ადვილად,რატომ არ ვიყავი ძლიერი იმისთვის რომ მეთქვა “არა”,და რატომ ვთქვი “კი”. ჩემი შვილი მიხარია მხოლოდ…ეს არის და ეს. საერთოდ არ ჰგავს დიმიტრის,ყოველშემთხვევაში მე ასე ვხედავ. _ლილია ახლა სად ცხოვრობთ?! _მუშაობა დავიწყე,სახლიდან ვმუშაობ,ფილოლოგი ვარ,წიგნებს ან ვთარგმნი ან რედაქტირებას ვუკეთებ. ამით ვირჩენთ თავს მე და მარია. კარგი ხელფასი მაქვს სხვათაშორის…მომწონს. _დაკვრა?! _ხანდახან ვუკრავ,როიალი შევიძინე,მარიამ მთხოვა მეც მასწავლეო და როცა დრო მაქვს ვასწავლი…ძალიან კარგი შვილია,ყველაფერში მეხმარება. _და ვეკო?!.... _ვეკო….. **** _გიხარია ცეკვა?!_ვკითხე მარიას. სკოლაში ცეკვის სტუდია გახსნეს,და მთხოვა შემიყვანეო,უარს როგორ ვეტყოდი,სახლში სულ ცეკვავდა,თავისითაც კი დგამდა რაღაც-რაღაცეებს,ისე კარგად გამოსდიოდა რომ იმ წამსვე გავაქცუნე მასწავლებელთან. _კი დე ძალიან,ნატუკაც ჩემთან ერთად ივლის ხოლმე,იცი რა კარგი გოგოა,ჰო იცი ნატუკა?! _სულ ტიკტიკებდა,ბევრს ლაპარაკობდა,ხანდახან ზედმეტად ბევრსაც კი. _კი ნატუკა კარგი გოგოა _ ვკისკისებთ და სკოლის კარებს ვაღებ. მეც პატარა ბავშვივით მიხარია. სულ სირბილით მიდის ცეკვის ოთახისკენ და კარებს სწრაფად აღებს. _ფრთხილად მარია ! _ ვიცინი და მეც შევდივარ…. ვშეშდები. ვეკო…..ვფიქრობ რომ მეშლება და უბრალოდ ჰგავს. ისეთი შეცვლილი იყო,უფრო ლამაზი,ისევ მაღალი და ტანადი. გამიღიმა. გულზე მივიდე ხელი და ყველაფერი ამიკანკალდა… _გამარჯობა ! _თბილად ჩამოართვა ხელი მარიას და გაუღიმა. ანიშნა მიდი ხაზში დადექიო. ჩემსკენ დაიძრა ნელა,ისეთი თბილი თვალებით მიყურებდა…მე კიდევ ვიდექი ასე გაშეშებული და ვერაფერს ვამბობდი. ჯერ ერთი ხელი მომხვია მერე მეორე…და მაგრად ჩამეხუტა.. უკან გავწიე ოდნავ. გეყოფა მეთქი,ხელით ვანიშნე. სირცხვილი იყო ბავშვებთან. თვალებში ამოვიკითხე ყველაფერი,ნანობდა,მეც ვნანობდი. ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ მეცემა აქვე და მერე მეყვირა შე უსინდისო როგორ მომენატრე - მეთქი. მარიას გავხედე,ხელს მიქნევდა და კისკისებდა მის მეგობართან ერთად. _კარგი წავალ მე,რომელ საათზე მთავრდება ?! _ ძლივს ვიკითხე. _საათ ნახევარში _ იღიმის. _კარგი… _ ჩანთა შევისწორე მხარზე,და კარებამდე მიმაცილა. _შეიძლება მე წამოვიყვანო მარია დღეს?!. _სად?! _ გამიკვირდა. დავიბენი. _სახლში,სახლამდე,სადაც მეტყვი…დაღლილი ჩანხარ. _არა არ შეიძლება…მე მოვაკითხავ და წავიყვან. _ მკაცრად გამომივიდა. _კარგი,როგორც გინდა. _ კარები გამიღო. კარებში რომ გავედი,ცოტახნით შევჩერდი,ჩემს შვილს გავხედე,მერე ვეკოს,და მის თბილ სახეს. _ლამაზია,შენ გგავს. _ გამიღიმა. დასასრული. —-- ბევრი დეტალი მოკლებულია,ვფიქრობ ცოტატი მიფუჩეჩებულია კიდეც,უბრალოდ ამით იმის თქმა მინდოდა რომ,კაცს თუ ერთხელ აპატიებთ ძალადობას,ის აუცილებლად გაიმეორებს იგივეს. გაუმარჯოს ძლიერ ქალებს !!!!! ძალიანაც ნუ ჩამქოლავთ,ვიცი ვიცი არ ვწერ კარგად !!!!! :(( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.