შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - ორმაგი თამაში (თავი 8)


12-10-2024, 17:57
ავტორი ერკე
ნანახია 3 245

თავი 8

ავარიის დღე
-ნათიი, როგორ ხარ? სად დაიკარგე, ამდენი ხანი რომ აღარ ჩანხარ. - ქუჩაში დოინჯ გაყრილი ქალბატონი უბნის „ბირჟას“ უახლოვდება და ძლივს ამოისუნთქებს, როდესაც წამით შესვენებას გადაწყვეტს.
-აბა რავა ვიქნები, ჩემო ეთუნა. ვერაა კაი ამბები ჩემსკენ...
-რას ამბობ, რა ხდება? აბა ყველაფერი მოგვიყევი და თავიდან დაიწყე.
-რაღა რას ვამბობ ნინ, შენც ხომ იცი რომ ბინის ამბავი მაწუხებდა, ბანკში რომ მქონდა ჩადებული, ახლა ბანკი გვაწვება და გასაყიდად გააქვს ჩვენი ბინა, მოკლედ ყელამდე პრობლემებში, თან ჩემი ქმარიც ფეხზე ვერ დგება იმ ამბის მერე, რაც ჩვენი ერთადერთი შვილი ჩავაწვინეთ და დავმარხეთ, ჩვენი საბრალო ლევანი.
-ჰო, ნათ... ეგ ამბავი არ გაგვახსენო. საშინელი ტრაგედიაა მშობლისთვის შვილის... - აღარ დაასრულა ნინომ და სცადა თავის ხელში აყვანა. ემოციური ქალი იყო ნინო ახვლედიანი, სხვის ტკივილსაც ისევე განიცდიდა როგორც საკუთარს და გულთან საკმაოდ ახლოს მიჰქონდა, ამიტომ ნაადრევად გაჭაღარავებული ოცდათხუთმეტი წლის ქალბატონი ძლივს იკავებდა ახლაც ცრემლებს, რომლებიც ისე მოსწოლოდა, თითქოს ხახვის ჭრის პროცესში ყოფილიყოს.
-ისე სხვა ბანკს რომ მიმართო, რომ ცოტა წელში გაგმართოს, ან შენ დაასწრო ბინის გაყიდვა, გადაიხადო ვალი და რამე პატარა იყიდო, ცოტა რაც გეყოფათ შენ და შენს მეუღლეს.
-რჩევის მადა გაგეხსნა ეთერ? - შესძახა ნინომ გვერდიდან.
-ჰო, გოგო. - ჩაილაპარაკა მან და გაეღიმა, თუმცაღა დანაშაულის შეგრძნებაში გადაეზარდა, თითქოს არასწორი ქმედება იყო. თითქოს ახლა ისე უყურებდნენ გოგოები რა ენაღვლება მას დალხენილი ცხოვრება აქვს, ჩვენ გვკითხეო. - დღესდღეობით ჩემო ნათი, საკუთარ სიცოცხლეს არავინ უფრთხილდება, არავინ!
-გიჟებივით დაქრიან, არა დაჯო? - ჩაეკითხა ნინო გვერდით მჯდომ ჟღალთმიან ქალბატონს. - მგონი აქაობას არ ხარ რაღაც, სად დაქრიხარ ქალბატონო.
-სად... რა? - გონს მოვიდა დარეჯანიც, ინსპირაცია კი ნათიას თეძოებმა მისცა გვერდით რომ შემოუსკუპდა და განგებ მიჰკრა გვერდი.
-დარეჯან... დარეჯან!
-გამოფხიზლდები?
-ჩემი ოცნების ფაეტონებში ვზივარ. ჩემი სიცოცხლის უზადო ყვავილს ვგავარ. - ფიქრებში წასული ვერაფერს ამჩნევდა.
-პოეტობაც დაუწყია. ჰეი, როდის აქეთ გახდი პოეტი? - ჰკითხა ნინომ.
-დარეჯან. - კვლავ მისცხო გვერდი ნათიამ გონს მოსაყვანად.
-ჰო. - უცებ წამოენთო კვლავ მისი თვალები, უეცრად გაჩერდა, შორეულ სივრცეში გაიხედა, მაგრამ კვლავ გოგოებს დაუბრუნდა მზერით. - რა ხდება?
-სად ხარ?
-აქ არ ვარ?
-არა, არ ხარ. - ნათიამ ხმა შეიცვალა, ცოტა სასაცილოდ თქვა და თან ხელები ზევით ასწია. - სადღაც იმ ქვეყანას ხარ.
-ბოდიში. - მოიბოდიშა დარეჯანმა. - რამე მითხარით? ჩავფიქრდი.
-როგორ ქაჯივით დაქრიანო. მანქანებზე. - დააკონკრეტა ეთერმა.
-დაქრიან, დაქრიან... ვითარცა ლურჯა ცხენები. აჰ... ხო, მართალია, - კვლავ დასჭირდა ნათიასგან შველა გამოსაფხიზლებლად. - თავს არ უფრთხილდებიან და ამდენი უბედური შემთხვევა სწორედ ამის ბრალია.
-ეს გოგო, მგონი შეყვარებულია. - დაასკვნა ეთერმა. - ისე დაფრინავს, სადღაც...
-შეყვარებული ხარ დაჯო? - გაიმეორა ნინომ და თვალებში ჩააცქერდა.
-ჰა...? ჯერ არა.
-რას ქვია ჯერ არა.
-იმას რომ ჯერ არა.
-აბა როდის, ყურებიდანაც ლამის სიყვარულის შადრევნები გადმოგდის. - ქალბატონებმა გაიცინეს და ყველამ ერთი მიმართულებით გაიხედა.
-ცხოვრებაა ცოტა რთული, თუმცა სჯობს გეჭიროს რული. - ჩაილაპარაკა კვლავ თავისთვის.
-მოდი ამ ბუნდოვან განცხადებებს თავი დაანებე, კარგი? - ყელში ამოუვიდა ნინოს და კვლავ შეანჯღრია უკვე ზრდასრული, ახლად სწავლადამთავრებული, 27 წლის გოგონა.
-არის ერთი ბიჭი. - დაიწყო მან, - თუმცა ვიცი რომ ჯერ ვერ ვიქნებით ერთად... ერთმანეთი გვიყვარს კი... ძალიან გვიყვარს. მაგრამ მამამისია წინააღმდეგი.
-რაო? მამას ვინ კითხავს, კაცი არ გიყვარს?
-კი კაცია. - ჩაეღიმა.
-აბა?! მამის ჭკუაზე დადის? - ალმაცერად შეხედა ნინომ.
-მოიცათ იქნებ რა აწუხებს მართლა იმ ბიჭს და ვერ ეუბნება მამას, ან იქნებ საკმარისი გამბედაობა არ აქვს, იქნებ ჯერ კიდევ შარვალში ისველებს, ხომ უნდა გავუგოთ რა გჭირთ ხალხო?
-დამცინი არა ეთერ? მადლობა. - ნაწყენმა გახედა.
-არა, შვილო, რას დაგცინი. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, იქნებ როგორ უნდა შენი სიყვარულის მოპოვება და ოჯახში აქვს გარკვეული პრობლემები, ან თავის საშარდე სისტემასთან. რას გაიგებ.
-გეყო!
-კარგი.
-ვსო, აღარ გელაპარაკებით, შემეშვით. თავიდან მომწყდით! - გაბრაზდა და გზაზე გადასვლა სცადა, რომ მათგან მოშორებოდა. ამ დროს მომავალი ავტომობილის სიგნალი ვერც კი გაიგონა, თუმცა როგორც კი დაინახა თავის მყუდრო ნაჭუჭში შეძვრა, ხელები აიფარა და სიკვდილის მოახლოებას დაელოდა.
მძღოლმა სცადა საჭის დამორჩილება, გვერდით მკვეთრად მიატრიალა, მოუხვია და ჩიხში შევარდა. თუმცა ზუსტად იმ მომენტში თავის გზაზე ხელგაწვდილი მამაკაცი იდგა, დახეული ტანისამოსით და სახე მთლიანად ჩამოსტიროდა. სრულიად არა სამანქანო გზაზე მოუწია შესვლა და დამუხრუჭება ძალზედ გაუჭირდა, რომ ავტომობილი ბარიკადებს დაეჯახა, მკვეთრად მოუხვია და უკანა მხარე ძლიერად დაარტყა ყმაწვილს, რომელიც თავისთვის იდგა ქუჩაში. იგი ძალზედ შორს გაისროლა შეჯახების ძალამ და თავით მყარ ბეტონს შეეჯახა.

* * *

-ნიკო დღეს მუშაობ ხო? - ჰკითხა მიამ და სარკის წინ ლამაზდებოდა.
-მმმ..
-ნიკო, - დაუცაცხანა კიდევ ერთხელ. - არ დგები?
-მმმ ჰა?
-მუშაობ-თქო? - კვლავ გაუმეორა კითხვა, თუმცა ნიკო ადგილიდან არ იძროდა. - რვის ნახევარია ხომ უნდა გაემზადო ბიჭო!
მიუახლოვდა რომ ხელით შეხებოდა და ცოტა შეენჯღრია. ძლიერი მამაკაცი იყო ნიკო, არ ეტყობოდა საერთოდ რომ ქუჩაში ცხოვრობდა და ქუჩაში ეძინა. ნავარჯიშებს ჰგავდა იგი, ძლიერი ემოციურადაც და ფიზიკურადაც ვერ იქნებოდა ვერანაირად ქუჩის მსხვერპლი, თუმცა ყველაფერს თავისი მიზეზი და ყველაფერს თავისი აზრი აქვს. მია ჩაფიქრებული შესცქეროდა ყმაწვილს და ცდილობდა მის გაღვიძებას, თან ფიქრობდა იმ დროს, იმ მომენტში იმ ქალს რომ არ გადმოეჭრა გზა, იმ მომენტში ზუსტად იქ რომ არ მდგარიყო ნიკო, ვერასდროს შეამჩნევდა მას და ვერასდროს შეხვდებოდნენ ერთმანეთს. თავის თავს ვერ უტყდებოდა რომ მის მკლავებში დნებოდა.
-ნიკო!
-გავიგე ჰო! - ძილ-ბურანიდან ვერ გამოფხიზლებულმა, ჯერ კიდევ ძილში გასცა პასუხი, თუმცა მია კვლავ არ ნებდებოდა.
-ადექი რომ შენი გაყვანაც მოვასწრო, ათ საათზე მეც სამსახურში უნდა ვიყო.
-მესმის, ყველაფერი მესმის. ცოტაც მაცადე, კარგ სიზმ...
-სიზმრისთვის გცალია? - გაცხარდა მია და სახეში მაგრად შემოარტყა. შემორტყმისთანავე გაახილა თვალი ნიკომ, მიამ კი ხელები სახეზე აიფარა სირცხვილისგან. - მაპატიე. - უეცრად თავი დამნაშავედ იგრძნო.
-გპატიობ. - გაეღიმა ნიკოს. - თუმცა ერთი პირობით...
-გისმენ.
-ამ საღამოს იყოს კინო და ამბები. ცხოვრებას რომ ველოდოთ, როდის მოგვცემს ამის საშუალებას დიდ ხანს მოგვიწევს ცდა. სჯობს ჩვენით ვქმნათ გასაკეთებელი. - სახეზე უცებ წყალი შეისხა, მოწესრიგებას და ჩაცმას შეუდგა. - და ვალსაც გადაგიხდი გპირდები.
-რა ვალს?
-ყველაფრის. იმის რომ შემიფარე და შენთან მაცხოვრებ, იმის რომ სამსახურიც კი მიშოვე და იმ დახეული ტანისამოსით რომ არ მივსულიყავი ორ ორი წყვილი შარვალი და მაისურები მიყიდე, ამ ვალს ვერაფრით გადავიხდი ალბათ, თუმცა გპირდები ვეცდები, სიცოცხლის ბოლომდე შენი მოვალე ვიქნები.
-რა სისულელეა, რა ვალი, ყველაფერი რიგზეა. - ყურზე მოუთათუნა ხელი მიამ და ნიკოს გააჟრჟოლა. იწვოდა მიას ვნებით, თუმცა ვერაფერს ამბობდა.
-არა, გამორიცხულია, ასე ნუ ამბობ. მამაკაცი ვარ და ასე უსუსურად რომ ვგრძნობ თავს მერიდება.
-მამაკაცი ხარ? - გაეცინა მიას.
-კი. - სერიოზული იყო საკმაოდ ნიკო. არ ეხუმრებოდა ამ საკითხზე და მიაც დასერიოზულდა.
-კარგი, წავიდეთ. სამსახურში დაგტოვებ და მერე რამენაირად გამაგებინე როდის მოგაკითხო... ან მოიცა... სადღაც უნდა მქონდეს ძველი ტელეფონიც, მართალია უკვე ჯართშია ჩასაბარებელი, მაგრამ დროებით გამოგადგება. გზად ნომერს გიყიდი და დარეკვას მაინც შევძლებ შენთან. - კომოდის უჯრებში იქექებოდა მია და თან ისე საუბრობდა, ეძებდა მობილურს, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ გამოცვალა, მას შემდეგ რაც ცხოვრება ახლიდან დაიწყო. თავად ტელეფონი კი ისეთ ადგილას ჩადო, სადაც არასდროს შეაწუხებდა და არ მოხვდებოდა თვალს, თუმცა მაინც გადასაგდებად ვერ გაიმეტა. მაქსიმალისტი იყო მია, ძველი ჯართის და ჯაბახანის დატოვება არ სჩვეოდა, თუმცა ტექნიკას როცა ეხებოდა საქმე, ტექნიკა მაინც მისი გულში ჩამწვდომი აქსესუარი იყო, რასაც ასე უბრალოდ ვერ გაიმეტებდა, თუმცა ამავ დროს დიდი წარსულის მატარებელი იყო, დანახვა უმძიმდა, თუმცა ნიკომ ყველაფერი შეცვალა. გადაავიწყა ყველაფერი ცუდი და ახლიდან, ნამდვილად ახლიდან დაიწყო ცხოვრება, რაც ნიკო მის ცხოვრებაში გაჩნდა.
-აჰა! - აწია ხელი და მობილური გამოაჩინა. - ვიპოვე.
-სად დაგიმალავს კი მაგრამ... - გაეცინა ნიკოს.
-გრძელია ამბავია. ერთ დროს შესაძლოა მოგიყვე კიდეც, შესაძლოა არა.
-რამე სერიოზულია?
-კი, თუმცა უკვე აღარ. ყველაფერი წარსულშია. ვიჩქაროთ, თორემ შენც დააგვიანებ და მეც, გინდა რომ პირველ დღესვე გამოგაგდონ? - ხელი კვლავ პირთან მიიფარა და გაეცინა მიას.
-არა, არ მინდა. სამსახური მჭირდება და საბას ვენაცვალე. ისე იცი ბიჭებიც იკრიბებიან მომდევნო კვირაში კვლავ და მთხოვეს ძალიან გაგვიხარდება შენც თუ წამოხვალ და მიასაც წამოიყვანო. რას იტყვი?
-ოოო, ვნახოთ, ვნახოთ.
-მე უკვე დავთანხმდი. - კუშტად შეკრა წარბი ნიკომ და მანქანაში ჩასხდნენ.
-მაშინ სხვა რა გზა მაქვს. - დასთანხმდა მია და გაეღიმა.
ცოტა ხნით მდუმარედ მართავდა მია ავტომობილს. ჯერ ნომრის საყიდლად შეჩერდნენ, შემდეგ კი კვლავ განაგრძეს გზა. დელისზე ბენზინ გასამართ სადგურთან შეჩერდნენ და მია ჰაეროვანი კოცნით დაემშვიდობა ყმაწვილს. ნიკომაც გაიმეორა იგივე და თავი ნამდვილ ოჯახის წევრად იგრძნო. აქამდე არც კი იცოდა თუ ჰყავდა საერთოდ ოჯახი და რას ნიშნავდა ის სიზმარი, რომელიც ამას წინ ესიზმრა. გონებიდან ვერ იგდებდა მისი ცოლი ელეონორას სახებას და მისი ვაჟკაცისასაც, რომელსაც საკმაოდ ჭკვიანურ რჩევებს აძლევდა. შეშინდა, ვაიდა ეს გონების გამოძახილი იყო, რეებს სჩადი, სად ხარ, შენს ცოლ-შვილს ენატრებიო, მაგრამ ვერაფერს იხსენებდა კონკრეტულს, რაც დაეხმარებოდა გზის გაგნებაში.
-ბიჭებს სალამი! - მიესალმა ძველ სმენას, ოთახში გამოცვლაც მოასწრო როცა საბა და ლადო კი ამის შემდეგ მოვიდნენ, ლადოს ცოტა დააგვიანდა კიდეც, თუმცა მენეჯერს არაფერი უთქვამს მისთვის, როგორც საბამ აუხსნა ორ სამსახურში მუშაობს, იქაც ღამეს ათევს და აქაც ღამეს ათევს, ან სახლში ვუშვებთ ხოლმე საღამოსო.
-გასაგებია, საბ... აბა რა, თუმცა უნდა გთხოვოთ ბიჭებო, რომ დღეს იქნებ მე წავიდე სახლში ადრე, მეგობარ გოგოს მინდა სიურპრიზი გავუკეთო და ყავაზე დავპატიჟო, მოკლედ რომანტიკულ გარემოში მინდა ბედნიერად გავატარებინო დრო, ხო ხვდებით. ლადო ძმა, მეგობარო, ხომ არ განაწყენდები, შეძლებ, გაუმკლავდები?
-აბა რა ძმაო... როცა ასეთი თემაა, რას არ შევძლებ. მიდი მიაწექი ძმა.
-მიაა? - ჰკითხა საბამ და თვალი ჩაუკრა.
-ხო, როგორ მიხვდი? - გაეცინა ნიკოს.
-რა მიხვედრა მაგას უნდა, სად უნდა გაგეცნო ახლა სხვა გოგო. - მხარზე დაჰკრა ხელი. - აბა შენ იცი ძმა, მიდი ჩაუპაჭუნე და ეგაა. - თვალი ჩაუკრა საბამ.
-არა, მხოლოდ მადლობის გადახდა და დროის ერთად გატარება გვსურს, მეტი არაფერი. ახლა კი მოდი საქმეც მასწავლეთ რომ შეგიმსუბუქდეთ სამუშაო და ორ კაცს არ მოგიწიოთ მარტო საწვავის გაყიდვა.
-შენ გაიხარე ძმაო.
ცხოვრების კურიოზებს თუ გადავხედავთ ნიკოსას, შესაძლოა ყველაზე მეტი იმ დღეს გადახდომოდა, ვიდრე მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც მისი გონება ახალ ოჯახს და ახალ მეგობრებს გადმოერთო. ცდილობდა აეთვისებინა რასაც ასწავლიდნენ და მაქსიმალურად ზუსტად შეესრულებინა თავისი მოვალეობა. ცდილობდა გაემხნევებინა მეგობრები, საბას დახმარებოდა რომ მოსაწევზე აღარ ეფიქრა და სადაც სიგარეტით ხელში წაასწრებდა იქვე სტაცებდა ხელს და უნადგურებდა ხოლმე. ეუბნებოდა ფიქრი ყოველთვის სასწორია ჩვენი ცხოვრების რაობის, უნდა იფიქრო კარგზე და ყველაფერი გათანაბრდებაო, თუმცა საბა თითქოს არც უსმენდა მეორე ხანში კვლავ ცდილობდა რომ თავისი ნატვრა, სურვილი და ოცნება შეესრულებინა. ლადოს რომ დაინახავდა სიგარეტით ხელში ხან მას სთხოვდა და აქეთ-იქით იყურებოდა ხომ არ მხედავს ის დემონიო რომ არ წამართვასო. მაინც გვიანი იყო, ისე მიეპარებოდა ნიკო ვერც ამჩნევდა და ვერ ისრულებდა საწადელს.
-ნიკო, გეყოფა რა! - ეუბნებოდა საბა, თითქმის მუდარით.
-რატომ საბ? თავად არ მითხარი სიგარეტის დანებებას ვაპირებო? ხოდა სიტყვას შესრულება უნდა.
-ვიცი ვთქვი, მაგრამ...
-ფიქრები აწონასწორებს მეგობარო ამ სამყაროს. თუ გინდა სამყაროსგან რაიმე კარგი, უნდა შეგეძლოს მასზე ფიქრი ისე რომ სულში ჩამწვდომად მიესალბუნოს ეს ბუნებას. ხვდები? - ეუბნებოდა საბას და მერე თავადაც უკვირდა საიდან ასეთი მჭერმეტყველებაო. თავის თავს ეკითხებოდა ვინ იყო წინა ცხოვრებაში, ფილოსოფოსი თუ ისტორიკოსი? ქართული ენის მემატიანე თუ მწერალი? ვერ იგონებდა ვერაფერს...
ყოველდღე ახალ-ახალი ნომერი მოჰქონდა ჟურნალი მიას და საკუთარ თავს, საკუთარ ფოტო სურათს ეძებდა. თუკი ვინმე ეძებდა მას რომ სცოდნოდა, მაგრამ არაფერი ჩანდა.
-ვცდილობ, თუმცა მწეველი კაცის ცხოვრება მარტივი არაა...
-არც არავის ცხოვრებაა მარტივი. ასე თავის გამართლება ყოველთვის შეიძლება, ვინც რამის მისატოვებლად ცდილობს თავის მოთოკვას, იტყვის არაა ჩემი ცხოვრება მარტივიო და კვლავ განაგრძობს იგივეს კეთებას, ისე რომ არც კი ეცდება რაიმეს შეცვლას. ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი.
-კი, მაგრამ ამდენი საიდან იცი...
-არც მე ვიცი. წინა ცხოვრებაში ალბათ ფილოსოფოსი ჰეგელი ან კანტი ვიყავი. - გაეღიმა ნიკოს და მოძმეს დააკვირდა. - ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ იქნებ არც უნდა ვეცადო გავიხსენო... იქნებ ისეთი საშინელი ცხოვრება მქონდა სჯობს არაფერი გამახსენდეს. ყოველდღე სიახლის მოლოდინში ვფურცლავ ჟურნალ-გაზეთებს, ინტერნეტ სივრცეს, მაგრამ არავინ მეძებს, იქნებ არც მყოლია არავინ.
-ცოტა დავიგრუზე ძმაო, მაპატიე რომ ვერ ვიკავებ თავს. ამ წამიდან მართლა აღარ გავეკარები გპირდები. - ამოიღო სიგარეტით სავსე კოლოფი, ძირს დააგდო და ნიკოს თვალწინ დაადგა ფეხი, შემდეგ კიდევ, და კიდევ უფრო ძლიერად დაარტყა რათა ეგრძნობინებინა მისთვის რომ დასასრულისთვის მზად იყო. - მინდა უკეთესი ცხოვრება მქონდეს და ამ ბინძურ რამეს უარს აუცილებლად ვეტყვი... ყოველთვის, როდესაც მომინდება მისი გამოყენება თვალწინ შენ დამიდგები, რომ ამ სიტყვებს მეუბნები და დამიჯერე, აღარ მომესურვება ეს.
-გენაცვალე. - მხარზე დაადო ხელი მეგობრულად, თუმცა არ დასცალდათ და ავტომობილის სიგნალი გაუჩერებლად გუგუნებდა. - საქმეს მივხედოთ და ჩვენი სიყვარულობანა მერე განვაგრძოთ.
ლადო კი მიუხედავად ოჯახისა, ცოლისა და სამი შვილისა, ქალებზე ერთი ათად გიჟდებოდა. განსაკუთრებულად გამოხატავდა რეაქციებს მათ დანახვისას და ირგვლივ მყოფთ, მენეჯერსაც კი აიყოლიებდა ხოლმე.
-შეხედე დავით რა ქალი მოდის, მოაქვს მთელი დედამიწა მკერდით ისეთი ქალია. ისე მივდგებოდი როგორც ქარბორბალა, გრიგალი. შეხე, შეხე. საბა შენ რას უზამდი ამ ღვთაებას აბა?
-ეგ მხოლოდ ჩვენი საიდუმლო იქნებოდა. - გაეღიმა საბას და რძისფერი თვალები მოჭუტა.
-ნაჭყებია! - ვითომ განრისხებული მენეჯერის ხმა მკაფიოდ ჟღერდა.
-გისმენ უფროსო. - მის წინ მაშინვე წარსდგა ლადო და სამხედრო სალამი მისცა.
-შემახსენე რას უნდა აკეთებდეს ოპერატორი დღის განმავლობაში?
-უნდა ასხამდეს სერ...
-საქმეს მიხედე. ბევრი ლაქ-ლაქის გარეშე.
-გასაგებია სერ.
-გაიარა?
-ვინ სერ?
-ბიჯო შემოწმებამ ჩაგვიარა, მეც რომ დავენახე თქვენთან სიცილ-ხორხოცში, ხო ჩაგვხსნიდა სუყველას.
-შენ გაიხარე უფროსო, გული არ გამისკდა რამ გადარია-თქო! - ნაჭყებიამ შვებით ამოისუნთქა და გადაეხვია მენეჯერს. ნიკოს თვალით ძალიან კარგი კაცი იყო დავითი, თანამშრომლებს თავისუფლებას არ უზღუდავდა და არც შუალედს იცავდა უფროს-უმცროსობის, რაც უფრო ამართლებდა და საქმეს უფრო მონდომებით ასრულებდნენ. ყველაფერსაც ეუბნებოდნენ დავითს, რაც აერეოდათ, რაც შეცდომა მოუვიდოდათ, რადგან არ ეშინოდათ იმის რომ დაისჯებოდნენ. პირიქით, დავითი გადახედავდა მათ, მეორედ აღარ გაიმეოროთო, ეტყოდა და შესძახებდა.
-აბა საქმეს მიხედეთ!
ნიკო გრძნობდა რომ კარგ გუნდში, საოცარ ადამიანებთან ერთად მოხვდა და მისი ცხოვრება გამართლებას არ ჰგავდა. ათას მიზეზს უძებნიდა საკუთარ ამნეზიას, იმასაც ფიქრობდა რომ უფალს ასე სურდა რათა უკეთესი ცხოვრება მოეცა ჩემთვის და ძველი განსაცდელები დამევიწყებინა. გრძნობდა ყველაფერი საუკეთესო უნდა მომხდარიყო ახლა და არც ერთი წამით არ უნდა ენანა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორე. და თუკი რაიმე გაახსენდებოდა, რაც არ უნდა მწარე ან ტკბილი იქნებოდა ის ამ ცხოვრებას რაც უფალმა სწორედ მისთვის შექმნა არ უარყოფდა. სამყაროს უცნაურობა ხშირად ხიბლავდა, აკვირდებოდა ყველა ცვლილებას, ადამიანებს აკვირდებოდა, ასევე მათაც ვინც ახლა იწყებდა ცხოვრებას, ვინც ჯერ ისეთი პატარა იყო ხელში აყვანილი მოჰყავდათ მშობლებს და წარმოიდგენდა როგორი ცხოვრება შესაძლოა ჰქონოდა მას. თავის გონებაში სახელსაც უძებნიდა და თუკი მეორედ წააწყდებოდა მას გაიხსენებდა იმ სახელით რომელიც ჩაუთქვა, გაიღიმებდა და გზას განაგრძობდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ყველა გამვლელი, ვინც კი ქუჩაში ხვდებოდა, ან სამსახურში, ვინც შემოივლიდა საწვავის ჩასასხმელად. ყველას არათუ დაზეპირებული ტერმინებით ესაუბრებოდა, არამედ გაუღიმებდა, მშვიდობიან დღეს უსურვებდა და გულით დალოცავდა მათ. სწავლობდა, ითვისებდა და იმდენად ძლიერი იყო სწავლის სურვილი, ყოველი მანქანის შემოსვლისას პირველი წამოხტებოდა ხოლმე და არ აცდიდა მეგობრებს მოვალეობის შესრულებას. ლადოს მოსწონდა კიდეც, ისვენებდა და ცოტას ზეზეულად წაუძინებდა კიდეც წინა დღის დაღლილი. ყოველ სიგნალზე თავს წამოყოფდა, თუმცა კვლავ აგრძელებდა როდესაც ნიკოს ხედავდა მანქანასთან. საბა, როგორც ცვლის უფროსი მაინც თვალს ადევნებდა არაფერი შეშლოდა და ეხმარებოდა. თან სულ მის სიტყვებზე ფიქრობდა.
ნიკომ თითქმის ყველა ახლოს გაიცნო, ვისაც ემსახურებოდა, ყველას პოზიტიურ განწყობაზე აყენებდა და მეორედაც რომ შემოდიოდნენ იმ დღეს კვლავ ნიკოს ეძახდნენ. ლადო როდესაც ფხიზლად იყო ქალებისკენ ეჭირა თვალი და ახალისებდა მისი კომენტარები. გიჟდებოდა ყველა დიდ მკერდიან ლამაზმანზე. რასაკვირველია ნიკოს თავისი აზრი ჰქონდა იმის შესახებ როგორ უნდა იქცეოდეს ცოლ-შვილიანი მამაკაცი, თუმცა ლადოს საქმეში არ ერეოდა, რადგან იმდენად ახლოს არ იყო მასთან ჯერ. თუმცა როდესაც ნაჭყებია მასაც აიძულებდა იგივე ეფიქრა ყოველთვის იცოდა რა ეპასუხა მისთვის და ამით იმ მომენტში საუბარი წყდებოდა ამ თემაზე. მხოლოდ მცირე ხნით და როგორც კი ახალი სამიზნე გამოჩნდებოდა ყველაფერი ახლიდან იწყებოდა.
-მოგესალმებით! - მიესალმა მორიგ მომხმარებელს. ხასხასა წითელი მუსტანგი სვეტის წინ გაჩერდა და საკმაოდ სოლიდურად ჩაცმულმა ორმოციოდე წლის მამაკაცმა თავი გადმოყო ავტომობილიდან.
-გაუმარჯოს. პრემიუმით გამივსე გენაცვალე. - დააყოლა და მანქანიდან გადმოვიდა.
-როგორ ბრძანდებით?
-ისე როგორც ყველა. - უცნაურად გასცა პასუხი უცნობმა.
-როგორც ყველა? არა მეგობარო, რაღაც გეშლებათ, თქვენ ავტომობილს შეხედეთ, თქვენ ჩაცმულობას, ალბათ ულამაზესი სახლის პატრონიც იქნებით და ამბობთ როგორც ყველაო?
-დიახ, როგორც ყველა. არ მიმაჩნია თავი რაიმე განსაკუთრებულად. მერე რა რომ ეს ავტომობილი მყავს.
-ღმერთმა ყველაფერი საუკეთესო მოგცეთ! - გულწრფელად უსურვა ნიკომ უცნობს და სვეტს შეხედა.
-გაიხარე, შენი ამბავი მომიყევი, რატომ ხარ აქ?
-მე?
-ჰო.
-მმმ... რავი რა გითხრათ, რით დავიწყო.
-თავიდან. - უკვირდა ნიკოს რატომ ინტერესდება ეს მამაკაცი მისი ცხოვრების დეტალებითო, თუმცა მუსტანგიც უკვე მერამდენედ გაჩნდა მის წინ და საიდანღაც რატომღაც აგონდებოდა თითქოს, ან შესაძლოა მხოლოდ დეჟავიუს შეგრძნება ჰქონდა.
-იქიდან დავიწყებ მაშინ რაც მახსოვს. ავარია. საავადმყოფო, მის წინ აღარაფერი მახსოვს და ერთ უსაყვარლეს გოგოსთან გავიღვიძე, ვინც ჯერ დამეჯახა, თუმცა მერე გადამარჩინა და სახლში შემიძღვა. მას შემდეგ უსაზღვროდ ბედნიერი ვარ და ვცდილობ რამით მეც მივანიჭო ბედნიერება ამიტომ დღეს უნდა მივცე ყველაფერი რაც სურს.
-ძლიერ გაუმართლა მას შენ რომ ჰყავხარ. გულწრფელად.
-მადლობა. ის ერთადერთი ქალია ასე ვფიქრობ, ვინც რამედ მიღირს. ჩემი ცხოვრება განახლდა და ძლიერად მსურს მისი გაბედნიერება, თუმცა ამას ვერ ვეუბნები. მიჭირს გამოტყდომა, არ ვიცი რას ფიქრობს და ვერც ვერასდროს გავიგებ ალბათ.
-აი აქ ცდები. არ უნდა უთხრა ეგ ყველაფერი. - დაიწყო უცნობმა. - უნდა აგრძნობინო.
-გასაგებია, მადლობთ სერ.
-სერ არა, გიორგი.
-მადლობთ გიორგი. დიდი მადლობა. - სვეტს შეხედეს და ჩასხმა დიდი ხანია დასრულებული იყო. ისე გაერთნენ საუბარში და ერთმანეთისთვის დარდის გაზიარებაში... კვლავ ბევრი ისაუბრეს იმაზე თუ როგორ უნდა გადარჩენილიყვნენ ცხოვრებაში, როგორ უნდა მიეღწიათ სასურველ მიზანს და როგორ შეეცვალათ სამყარო... ნიკო ეუბნებოდა სამყაროს შეცვლა საკუთარი თავის შეცვლით იწყებაო, გიორგი კი თითქმის იგივეს სხვა ინტერპრეტაციით ამბობდა, სამყარო არ შეიცვლება არასდროს, ის იგივე დარჩება, მთავარია შენ გინდოდეს ის შეცვალო და შენ გარშემო ყველაფერი შეიცვლებაო. საბა და ლადო მათ გაყრას ვერ ბედავდნენ, ძმებივით იდგნენ და საუბრობდნენ თითქმის ნახევარი საათი, ბოლოს მაინც მოვიდა გონს ნიკო. - ორას ოცდა თექვსმეტი ლარია გიორგი. რით გადაიხდით?
-ნაღდი. ერთი წუთით. - საფულე ამოიღო გიორგიმ და რამდენიმე ას ლარიანი. თვლა დაიწყო, თუმცა ბოლოს შეწყვიტა და თანხა ნიკოს გაუწოდა. - ეს შენ გამომართვი და შენი ოცნების ქალი გააბედნიერე.
-ფულით როდი იყიდი ბედნიერებას გიო...
-არ მითქვამს იყიდი-თქო... დაიტოვე, არ გამოგართმევ უკან.
-აიღე, აიღე-მეთქი. - ნიკო არ ცხრებოდა.
-არა! ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ შეგიძლია შექმნა იგი. ახლა ყველაზე მეტად გჭირდება და აუცილებლად გამოიყენე.
ნიკო პირღია დარჩა როდესაც გიორგი წავიდა. ათი წუთი მაინც გაჰყურებდა იმ გზას საითაც გაუხვია და საოცრად გაკვირვებული, განცვიფრებული მზერა ძლივს მოადუნა.
-რა მოხდა ნიკო? - საბამ სხვა ვერაფრის თქმა მოახერხა მეგობრის დასამშვიდებლად.
-არ ვიცი, ჯერ კიდევ ვერ ვხვდები რა მოხდა.
თანხა დაითვალა და რვა ას ლარიანი რომ აღმოაჩნდა ხელთ უფრო გაშრა.
-მეგობრებო, ამ დროს რა ხდება. გავინაწილოთ ძმურად ისე ვერ ავიღებ ამას...
-არა! - შეაწყვეტინა საბამ. - შენ გადმოგცა იმ ჯენტლმენმა, შენ დაიმსახურე და შენ უნდა გქონდეს.
-ვაპირებდი თქვენთვის მეთხოვა ფული დაბრუნების პირობით რომ დღეს წამეყვანა ფილმში მია, მაგრამ...
-ხედავ?
-შენ თუ ხედავ საბა? - დაუბრუნა კითხვა კვლავ. - რას ვიძახდი სამყაროზე და მისი ფიქრებით წარმოშობილ განსხეულებებზე. ეს არ არის ცრუ... და ფიქრით უნდა დაიწყო ყველაფერი. ფიქრი წარმოშობს სურვილებს, სურვილები კი სამყაროს გულში იხატება და სამყარო თავად ცდილობს ისე ტრიალს რომ ეს სურვილები აგიხდეს.
გაოგნებულები იყვნენ საბა და ლადო, გაოგნებული იყო ნიკო, თუმცა რაღაც მაინც არ ასვენებდა და გონება ისე უტრიალებდა თითქოს მისი გონება ცდილობდა გაეხსენებინა რაიმე, მაგრამ კვლავ შავი ბუნდოვანი წარმონაქმნები ხვდებოდა წინ. უცნაურად დაიწყო შავ ბნელ ლაბირინთებში ბოდიალი მისმა გონებამ ამ უცხო ადამიანის, გიორგის გამოჩენისას უფრო კი მისი მანქანის დანახვისას., მაგრამ ზედმეტად არ გადაიღალა თავი, ფიქრობდა ტყუილად ვფიქრობ ამდენს და სჯობს იმას მივყვე რასაც ვაპირებო და ყველაფერი იდეალური უნდა გაეკეთებინა. ბილეთები ფილმის მიას ჰქონდა ნაყიდი, მიას მიყავდა იმ ადგილზე და გაარკვია სად მდებარეობდა ეს კინოთეატრი, სადაც მანქანაში ისხდებოდნენ და ისე შეძლებდნენ გარეთ დიდ ეკრანზე ყურებას. ამის შემდეგ თავად უნდა ემოქმედა და ერთ ადგილას დარეკა, რომლის ნომერიც გაზეთში ნახა, მაგიდა დაჯავშნა და ზუსტად დაუბარა ყველაფერი რაც უნდა შეესრულებინათ. იცოდა გოგონას გული უნდა მოეგო და მოიგებდა კიდეც.
ამასობაში მიას მანქანაც გამოჩნდა, შორიდანვე იცნო ნიკომ და ბიჭებს მადლობა გადაუხადა.
-დიდი მადლობა ბიჭებო, თქვენთან ვალში ვარ და შევხვდებით შემდეგ სმენას. ბედნიერად. - დაემშვიდობა მათ და მია გადაკოცნა. - სალამი!
-აბა როგორ ჩაიარა დღემ?
-იდეალურად! თუ არ ჩავთვლით მთელი დღე საბას დევნას რომ სიგარეტი არ მოეწია. - გაეცინა მიას. ნიკოს უხაროდა რომ გოგონას ღიმილი მოჰგვარა და ბედნიერების შეგრძნება კიდევ უფრო მოჰმატებოდა. საკუთარ ეგოს ემადლიერებოდა, უძლიერდებოდა შეგრძნება რომ ყველაფერი გამოუვიდოდა და საიდანღაც, რაღაც არაფრიდან სჯეროდა რომ მია მისი უნდა გამხდარიყო. ფეხებზე ეკიდა სიზმარი, ფეხებზე ეკიდა წარსული, რადგანაც აქამდე მოაკითხავდნენ ან ძებნას დაუწყებდნენ ვინმე რომ ჰყოლოდა და ეს ბედისწერის ამოძახილად მიაჩნდა. ბედისწერამ თავად მომიყვანა მიამდეო და ზუსტად ამ ფიქრებით გადაკვეთეს გზა და გაემართნენ თავიანთი ოცნებებისკენ.
-გშია?
-არა ვჭამე, მოპირდაპირე მხარეს არ იცი რა მაგარ რამეებს აკეთებენ, აჭარული გავსინჯე უმაგრესი იყო. შენ ხომ არ გშია? შეგვიძლია მივბრუნდეთ და გაგასინჯო. - თვალი ჩაუკრა ნიკომ.
-ჯობია იქ შევუკვეთოთ თუ რამე... თორემ ფილმი დაიწყება მალე.
-არის ბოს.
-ხოდა ეგრე. - გაეღიმა მიას.
-ხოდა ეგრე ბოს. - გაიმეორა და გააჯავრა ნიკომ რაზეც საკადრისი პასუხი მიიღო, ჩარტყმა თავში. ნიკო ბედნიერი იყო ამ ყველაფრისგან. არასდროს ყოფილა ასეთი ბედნიერი, ან არ ახსოვს, რომ ბედნიერი იყო... თუმცა მისთვის ახლა აწმყოს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, ძალიან დიდი მნიშვნელობა.
-ცოტა გავიკითხ-გამოვიკითხე, საკმაოდ ცრემლიანი ფილმიაო და ხომ არ შეგვეცვალა?
-არა იყოს. მომწონს სევდიანი ფილმები, გოგონა რო აცრემლებული თავს ჩაგიდებს ხელებში. მმმ... მომწონს. - მცირე ხნის პაუზის შემდეგ მიას შეხედა. - ეს ხმამაღლა ვთქვი?
-ჩემი შტერი. - ღიმილს ჰგვრიდა ნიკოს ხუმრობანი თუ სისულელეები და ყმაწვილს კიდევ უფრო ახალისებდა ეს. მიას დაჩემებამ კი ჟრუანტელი მოჰგვარა.
-შენი საყვარელი წიგნი? - უეცრად ჰკითხა ნიკომ.
-ბევრი მაქვს.
-ერთი მითხარი.
-იდიოტი.
-იდიოტი? - გაოგნდა ნიკო.
-წიგნს ჰქვია ბიჭო. - ახარხარდა მია რეაქციისამებრ.
-აჰა, გასაგებია.
-მართლა არაფერი გახსოვს?
-მაინც?
-არც წიგნები, რა გაქვს წაკითხული, ფილმები.
-არა.
-საინტერესოა.
-ჩემი ცხოვრების იმდენი წელი, რამდენისაც ვარ ქარსაა გატანებული და მხოლოდ ბოლო თვეები მახსოვს. საავადმყოფოდან აქამდე.
-ოდნავადაც არ გაგახსენდა? შენი წარსული... შენი ოჯახი...
-არა. რაღაც ბუნდოვანი მოგონებები კი არა, თითქოს რაღაც ბუნდოვანი შეგრძნებები მაქვს, თუმცა არა.
-ვფიქრობ ნაცნობ გარემოში გჭირდება ყოფნა, მაგრამ სადაა ეს ნაცნობი გარემო.
-მოდი ამას გეტყვი, დაივიწყე ამაზე ფიქრი. დაივიწყე მცდელობა რომ რამე გამახსენო, ასეც ძალიან კარგად ვარ.
-აი მოვედით. მეც ბედნიერი ვარ რომ შენ მყავხარ და გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში.
-არაფრის. - გაუღიმა ნიკომ და ავტომობილი საშუალო მანძილზე გააჩერეს, საიდანაც ყველაფერი კარგად გამოჩნდებოდა.

---
ვფიქრობ მომენტით ტკბობა ეს არ არის საჩემო და მე მხოლოდ ბედნიერების წინაპირობანი მახალისებენ. და ეს ბედნიერება კი წერის პროცესით სიამოვნების მიღებაა. ვგრძნობ როგორ მევსება ფილტვები იმ საოცარი ლაღი ცდუნებისეული ფანტაზიით, რასაც რეალურ სამყაროში გადმოვყავარ. დიახ, ეს გაქცევის მცდელობა არაა სამყაროდან, არამედ რაღაც ახლის ჩემი სამყაროდან თქვენს სამყაროში გადმოსატანად ვიბრძვი და ძალზედ მინდა რომ ეს გამომივიდეს.
დარწმუნებული ვარ გამომივა.
მე არ მაქვს სხვა პასუხი, არც ვიტყვი რომ სიყვარული ატრიალებს დედამიწას-თქო, სიყვარული უფრო მეტად ღირებულ ფასეულობებს შეიცავს და ჩემთვის ის ზეაღმატებულ ფასეულობებად ყალიბდება.
ვიმედოვნებ იპოვით ბინას ჩემს სამყაროში.
კეთილი იყოს - თქვენი მობრძანება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent