შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლი მთაში (თავი 2)


31-10-2024, 15:24
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 1 230

სახლი მთაში
თავი 2
- ადექი ბაბუა უკვე? - გაუკვირდა მოხუცებულს. - გულიკოს ვუთხარი არ გააღვიძო, გამოიძონოსთქვა და გაგღვიძებია შენით. აბა ჩემი შვილიშვილები, რომ ჩამოდიან შუადღემდე სძინავთ ხოლმე მაგ უკუღმართებს.
- მეც ეგეთი უკუღმართი ვარ - გაიცინა ბიჭმა - მაგრამ ეტყობა აქაური ჰავა მომიხდა.
- ეჰ, ბაბუა ძილით და მხართეძოზე წოლით საქმე, რომ კეთდებოდეს კი ვერავინ მომასწრებდა. წამოვგორდებოდი ტახტზე და გვერდსაც არ შევიცვლიდი მთელი დღე, მარა რა ვუყო ამგენს - საქონელზე ანიშნა მოხუცმა - ამათ მოვლა-პატრონობა უნდათ. გოჭები თუ არ გავზარდე და ქათმები არ ვიყოლიე, რაღა მინდა სოფელში. წავალ მეც ქალაქში და წამოვწვები ტელევიზორთან. მაგრამ სანამ ჯანი მერჩის ბავშვებს რავა ვუღალატებ. რომელი მაღაზიის რძე ჯობია ახლა ჩემი "ობოლას" ან "დეთორას" რძეს. ყველიც ისეთი ამოდის, ცხიმი გასდის სულ. ქალაქში ნაყიდივით რეზინი კი არ არის. წამოდი ბაბუა აქეთ, ახლა იმისთანა საუზმეს გაგიწყობს ჩემი ქალი მიხვდები რასაც ვამბობ.
სულ ორი დღე იყო, რაც ანდრეა ამ ხალხს იცნობდა, მაგრამ თითქოს მისი ცხოვრება შეივსო. საერთოდ უცხო ადამიანებს უნდობლობით ეკიდებოდა ხოლმე, მაგრამ ამ მოხუცმა ცოლ-ქმარმა თავისი უბრალოებით, სიკეთითა და სითბოთი მის გულში შეჭრა პირველივე წუთებიდანვე მოახერეს.
- მოდი ბებია, მოდი - გამოეგება ქალი - ქალაქელები ვიცი დილას ყავას სვამთ, მაგრამ ჩემ ოჯახში ყავა საუზმე არ არის! ჯერ საუზმე და მერე მაგი. ჩემი გურამიც დაეჩვია ბოვშების გადამკიდე, მარა მაინც ვერ გავიგე რა ყრია მაგ ყავაში. ჯილმეხივით შავია და მწარე. აქანე რომ არ გავიშავო ცხოვრება, რომ მოვკვდები მერეც მეყოფა.
- კაი თუ ქალი ხარ, ნუ ბჟუტურობ რაცხას. რძეს თუ სვამ ყველა დილა, იმიტო გადგია ნათელი.
- ვინ ნათელა კაცო, ეგღა მაკლია ნათელას მოსავლელი გავხდე, ამდენი შვილიშვილების პატრონი. ნათელა არა ის მადგია კიდე.
ანდრეა ერთხანს უხმოდ უსმენდა მოხუცებს. ხან სიცილი წასცდებოდა, ხან სევდა ერეოდა, თავს რაღაცნაირად, მაინც ოჯახში გრძნობდა. ეს ის იყო რაც მას არასდროს ქონია და რაც სულ უნდოდა, მაგრამ მის სურვილებზე არაფერი იყო დამოკიდებული. მის ოჯახში ყველას ერთი ცხოვრება ჰქონდა, ცხოვრება ოქროს გალიაში, პირადი ამბიციების გარეშე, ერთი მიმართულებით და ამ მიმართულებას ბიზნეს იმპერია ერქვა. უმწიკვლო რეპუტაცია, ფული და გავლენა, ეს ის იყო, რითაც მთელი მოდგმა ამაყობდა. უფრო სწორედ რისთვისაც მთელი მოდგმა კლავდა პირად ინტერესს, ამბიციას და სურვილებს. ხდებოდა ის ვინც, იმ წუთში იმპერიის განმტკიცებისთვის იყო საჭირო. წინასწარ შერჩეული პროფესიები, თანამდებობები, ქორწინებები... ეს უფრო შუა საუკუნეების ფეოდალიზმს გავდა, ვიდრე თანამედროვე ცივილურ სამყაროს, მაგრამ ფაქტი იყო ამართლებდა და თაობიდან თაობამდე მტკიცდებოდა. სამყაროში სადაც სისუსტე დანაშაულის ტოლფასი იყო, არც ერთი დანაშაული რჩებოდა დაუსჯელი. ანდრეაც ამ სამყაროს შვილი იყო. ისეთივე ღირსეული მემკვიდრე, როგორიც მისი უფროსი ძმა და ბიძაშვილ-მამიდაშვილები. მისთვისაც ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული იყო. ბავშვობიდან ასწავლიდნენ, წვრთნიდნენ, ფოლადს ცეცხლში აწრთობდნენ... აიძულებდნენ გადაწყვეტილებები მიეღო და პასუხისმგებლობა აეღო ამ გადაწყვეტილებებზე. ძალაუფლების შხამს წვეთ-წვეთად აძლევდნენ და ისიც მეტასტაზებივით ედებოდა გონებას, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი აირია. შეუყვარდა. ყველაფერი შესანიშნავად იყო იქამდე, სანამ სკანდალში გაეხვეოდა. მაშინ დადგა პირველად არჩევანის წინაშე, მაშინ გაიაზრა რას ნიშნავდა რეალურად რთული გადაწყვეტილების მიღება, მაშინ გაითავისა პირველად, როგორ ისჯებოდა სინამდვილეში სისუსტის ნებისმიერი გამოვლინება. მაშინ შეეჩეხა რეალური სამყაროს მტაცებლურ ბუნებას, უარყოფას და ღალატს. შეიძულა, შეიძულა ყველა და ყველაფერი, რაც ამ სამყაროსთან იყო კავშირში და იმედგაცრუებული, თინეიჯერი ბიჭუნა გონების რომელიღაც ჯურღმულში ჩაამწყვდია. ანდრეას არ უყვარდა ამ ისტორიის გახსენება და არც იმ ხალხთან კონტაქტი, ვინც ამ ისტორიას ახსენებდა. მაშინ რუსეთში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ამ ამბის შემდეგ ინგლისში გაგზავნეს. უნივერსიტეტი ამერიკაში დაამთავრა, შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდა. სანამ დიდ ბიზნესში ჩაერთვებოდა პრაქტიკა უნდა გაევლო და საქართველო იდეალურ ადგილად მიიჩნია ოჯახის თავკაცმა. წლები გავიდა, მაგრამ ვერც დრომ და ვერც გარემოს ცვლილებამ ვერ უშველა. პირიქით, ყოველი ახალი დღე უმტკიცებდა, რომ მართალი იყო. ადამიანები ნდობას არ იმსახურებდნენ. ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში იცხოვრა, სხვადასხვა კულტურის, რელიგიის და ფასეულობების მქონე ხალთან ერთად და მათ ყველას ერთი საერთო ქონდა, ყველაფერი იყიდებოდა. რასაც ფულით ვერ ყიდულობდა, ყიდულობდა დიდი ფულით. ხოლო, რასაც დიდი ფულით ვერ ყიდულობდა, ყიდულობდა უფრო დიდი ფულით. ამიტომ ღრმად სწამდა, რომ ყველაფრის ყიდვა შეეძლო, რასაც მოისურვებდა. ანგარება - კაცთა მოდგმის ყველაზე დიდ სისუსტედ და მართვის გასაღებად მიაჩნდა. ცინიკოსის მანტია მოესხა და თანაგრძნობა საერთოდ დაევიწყებინა.
- მარტივი ჭეშმარიტებაა, ვინც ყიდულობს თავადაც იყიდება - უთხრა აღმზრდელმა დამშვიდობებისას, როცა მორიგი შეურაცხყოფა ვეღარ გადაყლაპა და წასვლა გადაწყვიტა. - ამ სამყაროში ყველაზე რთული ადამიანად დარჩენაა. იმედი მაქვს შენ მაინც მოახერხებ...
მაშინ ანდრეა პატარა იყო. იმდენად პატარა, რომ არ ესმოდა ამ სიტყვების რეალური არსი. მას უყვარდა ეს ქალი. უყვარდა მასთან დროის გატარება და ძილის წინ მოყოლილი ზღაპრები. არ სურდა წასულიყო, მაგრამ მისი სურვილები არავის გაუთვალისწინებია, მისთვის არავის მოუსმენია. მიეჩვია. მიეჩვია, რომ არავინ უსმენდა და თავადაც შეწყვიტა მოსმენა. მის სამყაროში სიტყვის ფასი სხვაგვარად იზომებოდა, ეს დაინახა, გაითავისა და ნელ-ნელა განუდგა საკუთარ თავს. იმდენად, რომ ბაბუამისიც საკუთარ თავს ხედავდა მასში. ახალგაზრდობაში არა, იმ წუთში, მაგრამ ახალგაზრდა სხეულში.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სურდა მშობლიური მხარის მონახულება, ახსოვდა დიდი ბებია, როგორი შემართებით აღწერდა უკიდაგანო მთებს, ბუნებრივ ქვაბულებს და ყინულივით ცივ მდინარეებს, სადაც ხელით ახერხებდნენ კალმახების დაჭერას. ერთ დღეს, როცა უბრალოდ ხასიათზე ვერ იყო, სახლიდან გამოვიდა, მანქანაში ჩაჯდა და თავადაც ვერ გაიაზრა ისე დაადგა მთებისკენ მიმავალ გზას.
- სად ხარ? - გაისმა მოკლე შეკითხვა ტელეფონში.
- ცოტა ხნით ყველაფრისგან უნდა დავისვენო - გამოუცხადა ბაბუამისის მიერ მიმაგრებულ მარჯვენა ხელს ბიჭმა.
- ახლავე აქ თუ არ გაჩნდები ორივეს პრობლემები შეგვექმნება...
- გადავიტანთ - გაიცინა ანდრეამ - რამდენიმე დღით ქალაქიდან გავდივარ, ეცადე წვრილმანებზე მაინც არ დამირეკო.
- ანუ ჩემგანაც ისვენებ.
- განსაკუთრებით
- თედოს რა ვუთხრა - ღრმა სუნთქვა ამოაყოლა სიტყვებს ირაკლიმ, ის უკვე შინაგანად ემზადებოდა მორიგი პატაკის ჩასაბარებლად. იცოდა ერთ დღეს აუცილებლად შეექმნებოდა პრობლემები ათობით თავგადასავლის დამალვის გამო, მაგრამ იმასაც ხედავდა, როგორ სჭირდებოდა ანდრიას სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, დრო და დრო მაინც.
- მოიფიქრე რამე...
- ვატყობ ჩემი კრეატიულობის დონე მალე ჰოლივუდის სცენარისტებსაც გადაასწრებს.
- თუ ძმა ხარ ისეთი არაფერი თქვა ამაღამვე მთელი ოჯახი აქ გაჩნდეს და არ მინდა არაფერი.
- კარგი, ისეთს მოვიფიქრებ ხვალამდე, რომ გადადონ ჩამოსვლა.
ანდრეას ისევ გაეღიმა, იცოდა ირაკლის იმედი შეიძლებოდა ჰქონოდა.
მათი ურთიერთობა ყოველთვის სტაბილური და კარგი არ ყოფილა. ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, ჯერ კიდევ იქიდან, როცა რუსეთში ცხოვრობდნენ. მაშინ ძირითადად ოჯახურ წვეულებებზე უწევდათ ერთმანეთის ატანა რამდენიმე საათით. განსაკუთრებით იმ მომენტებს ვერ იტანდა, როცა ირაკლის ქება-დიდება უნდა ესმინა შესავალ სიტყვად, თუ როგორ კარგად სწავლობს და რამდენად წინ მიიწევს სპორტში. ის მომენტებიც სძულდა, როცა დედამისი გამუდმებით უმეორებდათ ირაკლი როგორ უნდა გჯობდეთ ორივე ძმასო. თეას თავის მხრივ ანჩაბაძეების სრულყოფილი ოჯახიც სძულდა. სძულდა, რადგან ერთი შეხედვით ბედნიერი და სავსე ოჯახის შთაბეჭდილებას უტოვებდა. ისიც სძულდა ირაკლის დედას, რომ უხდებოდა ის კაბა, რომელსაც თავად ვერასდროს მოირგებდა ასეთ წვეულებებზე, რადგან ოჯახის უფროსი არასდროს მისცემდა უფლებას სხვა რძლებზე უკეთ წარმოეჩინა თავი. ამ ოჯახში ქალის ხმა არავის ესმოდა. ყოველი მათგანი ქმრების ცხოვრებით ცხოვრობდა და რიგითი ჯარისკაცივით იდგა ბატონი თედოს ახალი ბრძანების მოლოდინში. თუმცა ოქროს გალიაში ცხოვრება ისეთი საშინელიც არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა და როგორ დრამატულადაც აღიქვამდა თეა ამ შეკრებებს, დრამატიზმის მიზეზებიდან გამომდინარე. მათთვის ყველა ამ ქვეყნიური ფუფუნება ხელმისაწვდომი იყო და როგორღაც ამ რამდენიმე ვახშამს, ოჯახურ ტრადიციას, თუ მოხუცი კაცის ახირებას ყველა რძალი უმკლავდებოდა. მაგრამ თეამ თავიდანვე აიკვიატა ეს ოჯახი. შეიძლება იმიტომ, ირაკლის ბაბუა გიორგი ანჩაბაძე, თედოსთან იმაზე ახლოს იყო, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი. მათ შესახებ ყველაფერი იცოდა, ისიც კი, რაც თეას არ სურდა ცოდნოდა და მთელი ეს ბრაზი და ბოღმა მათი ოჯახის ქალებზე ამიტომ გადაიტანა. თავად ირაკლის მხოლოდ სპორტზე უყვარდა ლაპარაკი, სურდა ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარიყო. დაუსრულებლად ვარჯიშობდა და ემზადებოდა ამისთვის, მაგრამ არც მის ოცნებას ეწერა ახდენა. თედომ და გიორგიმ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ შვილიშვილები ამერიკაში განაგრძობდნენ სწავლას. წინააღმდეგობას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ ირაკლიც ისევე შეეგუა ბედს, როგორც ანდრეა. რეალურად ერთმანეთიც იქ გაიცნეს და ლევანიც, რომელიც იმ წელს ჩაირიცხა სრული დაფინანსებით.
ამერიკული ცხოვრება არც ერთი მათგანისთვის არ ყოფილა მარტივი. განსხვავებული ურთიერთობები, განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებული ცხოვრების წესი... ლევანს ყველაზე მეტად უჭირდა. სამშობლო ენატრებოდა და გაუთავებლად ამაზე ლაპარაკობდა. სადაც უნდა წასულიყვნენ აუცილებლად იპოვიდა რაღაცას, რაზეც იტყოდა ჩვენ უკეთესი გვაქვს ან ჩვენი ჯობიაო. ბიჭებიც ინტერესით უსმენდნენ ხოლმე, მათ არასდროს დაედგათ ქართულ მიწაზე ფეხი, მაგრამ ორივე მათგანი ამაყობდა წარმოშობით. ირაკლიმ და ლევანმა უფრო მალე მონახეს საერთო ენა, რომელსაც სპორტი ერქვა, თავის დროზე ორივე ძიუდოზე ვარჯიშობდა. ლევანიმ ტრამვა მიიღო და ვეღარ შეძლო გაგრძელება, ირაკლიმ ოჯახი აირჩია. ამდენად ძირითადი სასაუბრო თემა სპორტი გახდა, უყურებდნენ ძველ ჩანაწერებს და ერთად ქომაგობდნენ მიმდინარე ტურნირებზე საყვარელ სპორტსმენებს. ანდრეა უფრო გულჩათხრობილი გახდა. ურთიერთობები უჭირდა. ნდობა დაკარგული ჰქონდა ადამიანების მიმართ და დრო კითხვასა და სწავლაში გაყავდა.
- ამას რა სჭირს - ჰკითხა ერთხელ ლევანმა ირაკლის. - სულ ასეთია?
- კი, - მოკლედ მიუგო ბიჭმა.
- ვუთხრათ იქნებ წამოვიდეს.
- მე თუ ვეტყვი არ წამოვა, შენ სცადე.
ლევანიმ ეჭვის თვალით გადახედა ორივეს, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მათ შორის. ვერც ირაკლი ხვდებოდა რას ერჩოდა ანდრია, მაგრამ დიდად არც აღელვებდა. ვერავის აიძულებ იმეგობროს და არც არის საჭირო. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ორივემ იცოდა, რომ მარტო არ იყვნენ.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ერთად გავიდნენ გასართობად და მალე მოყვა მეორე, მესამე და შემდეგი გასვლებიც. თითქოს გახსნა სჭირდებოდათ, მოშვება, მოდუნება, ის რაც ორ-სამ ჭიქა დასალევს, საუბარს და სასიამოვნო ატმოსფეროს მოაქვს. მერე ყველაფერი თავისთავად დალაგდა. საქართველოში პირველადაც ერთად ჩამოვიდნენ. მაშინ ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტები იყვნენ და ორივე მათგანი მიხვდა სად სურდათ ცხოვრების გაგრძელბა. ისიც იცოდნენ, რომ წინააღმდეგობა დიდი იქნებოდა, მაგრამ ეს ის იყო, რისთვისაც ბრძოლა ღირდა. ერთად აწყობდნენ ხოლმე გეგმებს, რას გააკეთებდნენ დაბრუნების შემდეგ, სად იცხოვრებდნენ, ერთმანეთს იდეებს უზიარებდნენ და მომდევნო არდადეგებზე ჩამოსულებს, კიდევ უფრო გალამაზებული ეჩვენებოდათ უკვე ნაცნობი ადგილები.
ანდრეას სულ უნდოდა რაჭაში წასვლა, მაგრამ რატომღაც ისე ხდებოდა, რომ ვერასდროს ახერხებდა. ახლა კი სპონტანური გადაწყვეტილება მიიღო და გზა ნავიგაციით გაიკვლია. სასტუმროც გუგლში იპოვა. ზაფხული საუკეთესო დროა ესტუმრო მაღალმთიანი რეგიონების. ამაშიც გაუმართლა. სასტუმროდან ხედი უკიდეგანო მთებზე იშლებოდა, ნაძვნარი და ფართოფოთლოვანი ტყეები ცვლიდა ერთმანეთს, სადამდეც თვალი სწვდებოდა და შეიძლება იმას იქითაც. იდეალური ადგილი იყო დასვენებისთვის. სიწყნარე და სიმშვიდე. მაგრამ ყველაზე მეტად ის ახარებდა, რომ იქ არავინ იცნობდა. იქ შეეძლო ყოფილიყო ის ვინც სურდა. როცა თავისუფალი დრო ჰქონდა ან დასვენება სჭირდებოდა უკვე იცოდა სად უნდა წასულიყო სეზონის და მიუხედავად. ყველაზე მეტად შემოდგომა მოეწონა. პასტელის ფერებში გადაწყვეტილი პეიზაჟები ჩაიბეჭდა გონებამ და გასაქანი აღარ მისცა, ასე გადაწყვიტა სახლის ყიდვაც.
სახლი, სახლი... რა იქნებოდა ასეთი პირქუში არ ყოფილიყო. ან ეს სულელური აზრები რას აეკვიატა ამხელა კაცს, თითქოს ისევ 10-12 წლის ბიჭუნა ყოფილიყოს. ხუთი დღე დასჭირდა ეკალ-ბარდებისგან და გამხმარი ხეებისგან ეზოს გაწმენდას და ხუთი დღე დასცინოდა საკუთარ თავს, რამდენსაც ბებერ კუდიანზე გაიფიქრებდა. მაგრამ როცა ჯერი სახლზე მიდგა საერთოდ აღარ ეცინებოდა. თითქოს სხვა თვალით შეხედა ძველ ავეჯს, ხის, რიკულებიან მოაჯირებს, ძველ კიბეებს ჭრაჭუნით, რომ ამცნობდა მთელ სახლს სტუმარი გვყავსო. სურათებიც სხვანაირი მოეჩვენა, თითქოს ორივე მათგანს სევდა შეპარვოდა გამოხედვაში.
- დავისვენოთ ბაბუა და სახლს ხვალ დილიდან მივხედოთ, დასვენებულზე და გამოძინებულზე უკეთესად ფიქრობს გონება. - უთხრა გურამი ბაბუამ და სტუმარს სახლისკენ გაუძღვა.
***
- გამარჯობა - მიესალმა გოგონა ნახევრად შიშველ დაკუნთულ სხეულს მის ეზოში, რომ ასე ურცხვად შემოჭრილიყო და ონკანისთვის შეეშვირა თავი.
- გამარჯობა - საპნის ქაფი ჩამოირეცხა ანდრეამ და როგორც იქნა თვალი გაახილა. მის წინ ის იყო. ქალი ფოტოდან ოღონდ ბევრად უფრო ახალგაზრდა და თან ალბათ საუკუნის შემდეგ. - შენ... შენ... - ენა დაება გაოცებისგან.
- დიახ მე ამ სახლის პატრონი ვარ. - წარბის აწევით უპასუხა გოგონამ დაუპატიჟებელ სტუმარს - სხვა დროს თქვენს ეზოში დაიბანეთ პირი. - მეზობელ ეზოზე მიუთითა გოგონამ, რომელისკენ მიმავალი გზაც წინა საღამოს მოაწესრიგა ანდრეამ გურამი ბაბუასთან ერთად.
- ჩემს ეზოში... - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ბიჭმა და კიდევ ერთხელ შეისხა პირზე ყინულივით ცივი წყალი იმ იმედით, რომ მოჩვენება გაქრებოდა.
- თქვენს ეზოში - დაეთანხმა ისიც.
- ანუ არ ქრები...
- რას ვშვები?
- არაფერი - ჩაილაპარაკა დაბნეულმა - ნამდვილად არ მეჩვენები?
- რა მოწიე ასეთი? - გადაიკისკისა გოგონამ და სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვა. - მართლა მე მარიამი მქვია, თუ ყოველ დილას აქ უნდა გნახო ვიცნობდეთ ერთმანეთს.
- ანდრეა - იქვე მიკიდებული მაისური გადაიცვა ბიჭმა და უკან დაედევნა მიმავალს. - ანუ ეს თქვენი სახლია?
- დიახ.
- დიდი ხანი არ ყოფილხართ აქ.
- ასე გამოვიდა...
- როდის ჩამოხვედით?
- ეს თქვენობითი ფორმა მომაცილე და ადამიანურად ვილაპარაკოთ. მაგას გამოვექეცი ამდენი კილომეტრი და აქაც იგივე...
- კარგი, როგორც გინდა.
- ასე ჯობია...
- მაინც როდის ჩამოხვედი?
- დაახლოებით ნახევარი საათია, ჯერ სახლშიც არ შევსულვარ. - ბარგით დატვირთულ მანქანაზე ანიშნა გოგონამ, რომელიც გადაღმა ჭიშკართან ყავდა დატოვებული - დედამ მითხრა გურამი ბაბუა უყურადღებოდ არ დატოვებდა სახლსო, მაგრამ მგონი შენი დამსახურება უფროა - გაუღიმა გოგონამ და გახსნილ ფანჯრებზე ანიშნა.



№1 სტუმარი სტუმარი მარი

როგორ ჩამითრია ამ ისტორიამ, ძალიან სასიამოვნოდ იკითხება. ანდრეაზე ვგიჟდები. მალე დადეთ რა გაგრძელება. თქვენ გაიხარეთ ჩვენი გახარებისტებისთვის, ძლივს არ დაიდო საინტეტესო ისტორიას

თან რა მომენტზე შეწყდა

 


№2  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი მარი
როგორ ჩამითრია ამ ისტორიამ, ძალიან სასიამოვნოდ იკითხება. ანდრეაზე ვგიჟდები. მალე დადეთ რა გაგრძელება. თქვენ გაიხარეთ ჩვენი გახარებისტებისთვის, ძლივს არ დაიდო საინტეტესო ისტორიას

თან რა მომენტზე შეწყდა

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ისტორია წერის პროცესშია, მაგრამ კვირაში ორო-სამი თავი მაინც დაიდება blush

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

სასწაულად სასიამოვნოა

 


№4  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი ნათია
სასწაულად სასიამოვნოა

დიდი მადლობა blush heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი მანონი

ძალიან საინტერესო ისტორიაა და ძალიან მაგარ მომენტზე შეწყდა????გელოდებით,საყვარელო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent