შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში წესებით -1-


3-11-2024, 20:37
ავტორი ^paradise^
ნანახია 1 601

ოფისის კარს ვაღებ და ხმაურით ავრბივარ კიბეებზე. გზადაგზა მჭიდროდ მომდგარ ლურჯ კაბას ვისწორებ.
- ჯანდაბა, ისევ ვაგვიანებ, ამ კვირაში უკვე ზედიზედ სამი დღეა ვაგვიანებ, გამაგდებს, აუცილებლად გამაგდებს სამსახურიდან.
ჩანთაში ჩაკარგულ ბეიჯს ძლივს ვპოულობ და ლიფტს ვიძახებ. ამდენი სირბილისგან გაოფლილ შუბლს ხელისგულებით ვიმშრალებ და ისტერიულად ვისწორებ დაშლილ გრძელ კულულებს. ლიფტი მე-18 სართულზე როგორც იქნა ჩერდება. დერეფანში უკვე ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა ექოსავით ისმის, თითქოს კი არ დავდივარ, ვცდილობ რომ მსხვერპლს გავექცე, იმ მონადირეს, ოფისის საუკეთესო ოთახში რომ ზის და გველივით იგესლება, ლომივით ამაყად დადის და მთელი ფლორა და ფაუნა მის მფლობელობაშია. ცოტაც მოითმინე მირა, ცოტაც და აუცილებლად სხვა შტატში გადახვალ. სულ ცოტაც, თვალები აწ უკვე დამშვიდებულმა დავხუჭე და ვეცადე ღრმად მესუნთქა.
- უჩვეულო სტარტია , დღეს შეხვედრაზე ჩვენს პარტნიორებს გავახსენებ, რომ ზოგჯერ სუნთქვითი გაკვეთილები ციფრებზე და მოგებაზე მნიშვნელოვანია, მირა ,- დამიანეს გაბრაზებული ხმა ჩემს ზურგსუკან გაისმა. ოღონდ ეს არა...
- ყველაფერი მალევე მექნება მზად, დიდი ბოდიში, უბრალოდ დილით მანქანას საბურავი გაუსკდა, საკმაოდ დიდი ხანია არ შემიცვლია, არც ვიცი ხელოსნებს დავუტოვე და როგორც მითხრეს.... ,- სიტყვები თავისი უინტერესო და ცივი თვალებით გამაწყვეტინა, არაფერი არ უთქვამს თუმცა თავი მაინც დამცირებულად მაგრძნობინა. ჩემს კაბინეტთან მდგომი უჩვეულო დუმილის შემდეგ მკაცრად შეტრიალდა. თავისი კაბინეტის კარი გააღო და მეგონა უნდა გაუინარებულიყო, რომ ისევ ჩემკენ შემობრუნდა.
- დღეს 1 საათს აანაზღაურებთ, და იქნებ მართლაც გამიკეთოთ პრეზენტაცია ჰელნიკს ლოჯისტიკზე, და კიდევ, დღევანდელი დღის განრიგი სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ მიდევს მაგიდაზე,- მისი ხმა უფრო მეტად ზემოქმედებს ჩემზე, ვიდრე ის შავი ბურუსივით მუქი თვალები, ჯობდა ისევ ჩუმად ვმდგარიყავით და გვეყურა მტრული სახით ერთმანეთისთვის ...
- გასაგებია, ყველაფერი ახლავე მექნება მზად, კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ ,- ჩემს ხმაში უკვე უკმაყოფილება იზრდება, არა იმიტომ რომ ბევრს მთხოვს, არა, ურალოდ მის მიმართ ფარული აგრესია მაქვს, ის იმდენად ნაბი*ვარია, რომ მინდა სახეში სილაც გავაწნა, ამის სანაცვლოდ კი უბრალოდ ვუღიმი. დამიანეს შავი თვალები რატომღაც თავხედურად მათვალიერებს, მისი მზერა ჩემს მოკლე მომდგარ კაბაზე და ფეხებზე გაჩერდა.
- დიახ, თუ შეიძლება მითინგზე ამ გახეული კოლგოტით არ შემობრძანდეთ და ერთი რძიანი ყავა , უშაქრო ,- ეს ბოლო იყო, სანამ მე ჩემს ბარძაყთან გახეულ კოლგოტს ვათვალიერებდი, დამიანე სინათლის სიჩქარით შებრუნდა თავის კაბინეტში. ჰოო ყავა, ყავა და ყავა ... მხოლოდ ყავა მიშველის, ნეტავ მჯეროდეს მაინც ...
საპირფარეშოს კარს ვკეტავ და ჩემს დაძეძგილ კოლგოტს ვიხდი. ნეტავი დღეს რა რიცხვია, მგონი ცამეტი უნდა იყოს, თარსი ყველაზე თარსი დღეა ცხოვრებაში, ცამეტი ნოემბერი და ორშაბათი .
- ბატონს სურს რძიანი ,- წარბაწეული შევდივარ სამზარეულოში.
- მოხვედი ? მეგონა დღეს უკვე გაგაგდებდა, 1 საათის განმავლობაში სამჯერ შემომივარდა და შენ გეძებდა,- ერთი რაც მახარებს ის არის, რომ ამ სამსახურში ბავშვობის მეგობარი მყავს.
- ჰო, შემოსული არ ვიყავი რომ ავიკენწლე, შენგან რა უნდოდა ? ,- თაროდან ორი ჭიქა ჩამოვიღე და წყალი დავადგი, ლეი წამოხტა და ყავის ფინჯნით ხელში ჩემთან უფრო ახლოს მოიწა, თითქოს რამე საიდუმლო უნდა გაემხილა.
- ასეთი შიშველი რატომ ხარ,- ჯერ ფეხებზე დამხედა , ნამდვილად მოკლე, მუქი ლურჯი კაბა თეთრ ფეხებზე უფრო საშინლად მოჩანდა,- რა უნდოდა და დღის განრიგი, რა თქმა უნდა, მე საიდან უნდა მქონოდა მისი განრიგი, მგონი ამ სამსახურით შეპყრობილია.
- არა, თავისი სტატუსით არის შეპყრობილი , სამსახურით მარტო მე,- ღრმად ამოვისუნთქე და ცხელი ფინჯნები ხელში დავიჭირე,- ლეი ახლა რომ არ დავბრუნდე მართლა მომკლავს... ,- არც დამამთავრებინა, ყავა ინტერესით მოსვა და ხელი ამიქნია.


კარზე ფრთხილად და ნაზად დავაკაკუნე, პასუხმა დააყოვნა და უფრო თამამად შევაბიჯე. დამიანე ტელეფონზე საუბრობს. ოთახს ფანჯრებიდან შემოსული ბუნებრივი სინათლე ანათებს, ქალაქის პანორამა კედელივით იშლება მის ზურგს უკან. ეს კაბინეტი ყოველთვის თითქოს რაღის ზღვარზე დგომას მაგონებდა — თითქოს სადღაც მნიშვნელოვანამდე ერთი ნაბიჯი გაშორებს. ეს "მნიშვნელოვანი" ზოგჯერ საციცოცხლოდ საშიშია, მისტიური, აკრძალული და ძალიან სასიამოვნო. მის მაგიდაზე ფაილი დავდე, ფინჯანიც გვერდით, ზუსტად ისე, როგორც წესია. უკან ვბრუნდები, მაგრამ სანამ კარს ხმაურით დავუბრუნდები, უცნაური კაკუნის ხმა მიწვდება. ჩემი ყურადღების მისაქცევად უხეშად აკაკუნებდა მის მეტალის კალამს დიდ მაგიდაზე. ამის გააზრებაზე გავბრაზდი და წარბაწეული შემოვტრიალდი. როგორი თავხედია...
- დიახ, ამაზე ხვალ ვისაუბრებთ, რამდენად გვეყოფა პროექტისთვის ეს ფინანსები კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომ უმჯობესია დეტალურად ფინანსისტებთან ერთად ვიმსჯელოთ ,- ხმა ისეთივე მკაცრი ჰქონდა, როგორც შავი თვალები, ცხვირი და სახის თლილი ნაკვთები, ახლადმოპარსული წვერი და ეს საშინლად მიმზიდველი კოსტუმი, ვერც გეტყვით რა ფერის იყო, ასეთი ფერის ნაჭერი მგონი არც მინახავს, არც შავი და არც ლურჯი. მისი ვიზუალი და მისი პიროვნება იმდენად განსხვავებული იყო, რომ სწორი ემოციების დაჭერა და ჩემს გრძნობებში ჩამოყალიბება ყოველთვის მიჭირდა. მინდოდა რომ მის მიმართ აგრესია და სიძულვილი სიცოცხლის ბოლომდე გამყოლოდა, მაგრამ სულ რამდენიმე წამი გრძელდებოდა. სავარაუდოდ ჩემი უკმაყოფილო სახის დანახვის გამო ნელა წამოდგა სატიტულო სავარძლიდან და ნელი, თავდაჯერებული მიხვრა-მოხვრით მომიახლოვდა. საუბარი ისე უეცრად დაასრულა, რომ ვერც გავაანალიზე თუ აღარც საუბრობდა.
- მე არამხოლოდ დღის განრიგი გთხოვეთ მირა, როგორც მახსოვს, მასზე უფრო მნიშვნელოვანი რამ დაგაბარეთ, ის რაც პირდაპირ თქვენს პროფესიას, გამოცდილებას და მოვალეობას ეხება , თუ ვცდები ,- სიტყვებს შორის პაუზებს იღებდა და უფრო ახლოს მოდიოდა. როგორც კი მისი სუნამოს სუნი მომწვდა, ლოყებზე ძალაუნებურად წვა ვიგრძენი. ოთახში გამოკეტილი უსუსური ცხოველი ვიყავი, ის კი ჩემს დასაჭერად მზა ფოცხვერი იყო. მის თვალებში ვიკარგებოდი, როდესაც მისი ტუჩების მოძრაობით ჩემი სახელი ამოვიკითხე ,- მირა,- რეალობაში დავბრუნდი.
- ჰო, მე დღის განმავლობაში შევძლებ,- ხმა თანდათან მიწყდებოდა, როდესაც მან თითები ჩემს მხრებზე გადმოყრილ თმას შეახო, დავიბენი. თითქმის არ მეხებოდა, მაგრამ გარშემო ყველაფერს ცეცხლი ეკიდა.
- რა თქმა უნდა, – მისი ტონი მკაცრი და პროფესიონალური რჩებოდა, მაგრამ ამჯერად უფრო მიმწოლი იყო. – თუმცა თქვენ ჯერ არ გაქვთ სრულად მომზადებული მასალა. უკვე კვირაზე მეტია, სამუშაო პროცესში არანაირი პროგრესი არ იგრძნობა. უნდა ვიფიქრო, რომ თქვენი ყურადღება უკვე სხვაგან გადადის?
მისი ხმა აღარ იყო მხოლოდ შენიშვნის ტონი – იყო გამოუთქმელი გაფრთხილება. ჩემს შიგნით კი ერთდროულად ორი სიგნალი ჩაერთო: გაფრთხილების ზარი და სურვილი ვუპასუხო, მაგრამ გონივრულად. ვცდილობ თავი შევიკავო და მზერა გავუსწორე.

– არასდროს მიმიცია ჩემი თავისთვის რამის მიმართ უყურადღებობის უფლება, ეს თქვენც კარგად იცით, ურბალოდ არის ადამიანური მომენტები, ზოგჯერ ნორმალური ადამიანის ცხოვრებაში ხდება ვარდნები, დროებითი და სრულიად ბუნებრივი, თუმცა თქვენ ,- წინადადების დასრულება მინდოდა, მაგრამ თავი შევიკავე. მისი მზერა ოდნავ შეირხა - უკმაყოფილო გაბრაზება ინტერესმა შეცვალა, ისევ ღიმილმა გადაურბინა და თავი მარჯვნივ გადახარა. ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს კითხვებზე პასუხს ჩემს სხეულზე ეძებდა. იმავე წამს, ჩემკენ წამოსული ტემპერატურა თითქოს შეიცვალა — ჰაერი მეტისმეტად მძიმედ შეიჭრა ფილტვებში.
- თუმცა მე, დაასრულე მირა ,- შავი თვალები დააწვრილა და კიდევ უფრო ახლოს მომიახლოვდა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ რაღაც ჩვენს შორის უხილავი ზღვარი, ფარდა , ბეტონის კედელი ყველაფერი დაინგრა და იმის და მიუხედავად, რომ ფიზიკურად არ შემხებია, მისი ახლოს ყოფნა ჩემი სხეულის ყველა უჯრედზე მოქმედებდა.
- თუმცა თქვენ ადამიანური პრობლემებისგან შორს ხართ ,- ჩემი ხმა ოთახში ძლივს გაისმა, მაგრამ თუკი გაიგონა მიხვდებოდა რომ ეს ჩურჩული ჩემში ყველანაირი თავდაჯერებულობის ნაზავი იყო. ძლივს აღიარებული სიმართლესავით ისმოდა ჩემი ხმა. მეჩვენება თუ მის სახეზე ირონიული ღიმილი დავინახე, წარბები დასტურის ნიშნად აქაჩა.

- გირჩევდით სამომავლოდ ჩემი პიროვნების გაანალიზების ნაცვლად, თქვენი საქმე აკეთოთ , შესაძლოა მეორე უფრო კარგად გამოგდიოდეთ ,- ადგილიდან ამოვარდნილი ქარიშხალივით მომწყდა და თავის სკამს დაუბრუნდა,- და ჰო, დღევანდელი მითინგი გააუქმე ,- თავი მაგიდაზე მიმოფენილ ფურცლებში ჩარგო.
- როგორ თუ გადავდო, ამ მითინგისთვის რამდენი დრო დავხარჯეთ, ასე როგორ, ამ შეხვედრისთვის ყველაფერი მზად მაქვს ,- უკვე უფრო მეტად ვბრაზდებოდი ამ არაადამიანზე, მისი მაგიდისკენ ხმაურით გავიწიე, ის ისევ არ ყოფდა ფურცლებიდან თავს.
- მომწონს ზოგჯერ თქვენს საქმეში მონდომებას რომ იჩენთ ,- ფურცლების შრიალი ჩემს ღრმა სუნთქვას ფარავდა.
- მე , ბატონო დამიანე, აქ ჩემი შრომით მოვხვდი, რადგან პრეზენტაცია არ დევს თქვენს არეულ მაგიდაზე, არ ნიშნავს რომ არაფერი სასარგებლო არ გამიკეთებია თქვენთვის და თქვენი კომპანიისთვის,- მის მაგიდაზე დადებულმა ჩემმა ხელმა მისი ყურადღება მიიქცია და სკამზე გასწორდა. როგორც იქნა, ისევ მე მიყურებდა, სრული ინტერესით და იმავე ირონიული გამომეტყველებით.
- ჩემთვის სამწუხაროდ სასარგებლო არაფერი გაგიკეთებიათ, მირა ,- მხოლოდ ახლა გავაანალიზე რომ მის მაგიდას მთელი სხეულით დავეყრდენი და ჩემს უფროსს თავისსავე კაბინეტში თავზე ვადექი. დამიანეს მზერა ჩემს სავსე მკერდზე შეჩერდა და სკამის საზურგეზე უფრო მოხერხებულად გადაწვდა, ირონიამ სახეზე დამცინავი ღიმილი შეცვალა .
- რას აკეთებ, მირა ,- ახლა კი უკვე საბოლოოდ ვიგრძენი რომ ჩვენს შორის ყველანაირი ზღვარი მოიშალა. დაბნეულმა კაბა გავისწორე და ოთახი სასწრაფოდ დავტოვე.

იდიოტი, როგორი თავმოყვარე იდიოტია, კარები მოვიხურე და ჩემს მაგიდასთან დავჯექი. ფურცლები ეყარა, მითითებები, კომპიუტერზე აკრული დავალებები , ამოვიხვნეშე, ამ ყველაფრის მოგვარებას დღეს სულ რომ 3 საათი დავრჩე დრო მაინც არ ეყოფა.
მთელი დღე ვიჯექი და ვმუშაობდი, ლანჩზე გასვლაც კი ვერ გავბედე , რაც ჩემს კაბინეტში შევედი იქიდან მოყოლებული ოთახიდან მხოლოდ ქსეროქსის მანქანის ხმები გამოდიოდა . უნდა მომემზადებინა პრეზენტაცია სპონსორებისთვის, ამეწყო მომავალი ერთი კვირის განრიგი, ჩამომერეკა ჩვენი პარტნიორებისთვის, გამომეყო დრო ახალი კადრის ასაყვანად და შემედგინა წლიური სტატისტიკა, დამეგეგმა რეკლამა და დამექირავებინა ახალი პიარ კამპანია და სტაფი, რადგან წინა დაქირავებულმა გოგონამ დამიანეს თავისი საბროკერო კომპანიის რეკლამაში მისი ტახტზე დაჯდომა და მოგებული საქმეების ფრიალი შესთავაზა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საბოლოოდ ლიზას ცრემლები , ჩემი მხრიდან დამზადებული დამამშვიდებელი ჩაიები და დამიანეს ოფისის კარის ხმაურიანი დაკეტვა მოყვა. უტაქტო და ხეპრე, დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ ვერასდროს, ვერასდროს ვერ გაუგებს და მასთან ვერ ითანამშრომლებს. ტელეფონის ხმამ მალევე დამაბრუნა იმ წყეულ მე-18 სართულზე , ეკრანზე ლეის ფოტოს დანახვამ ცოტა გამაღიმა.
- რატომ გადაიდო დღეს შეხვედრა? ჩვენი ფინანსისტები მთელი 1 თვე ემზადებოდნენ დღევანდელი დღისთვის, მეღადავება ეგ ? თავი ვინ ჰგონია და ის მომავალი პარტნიორები ? რომ გადაიფიქრონ ,- აშკარად ვგრძობდი როგორ დარბოდა ლეი თავის კაბინეტში.
- მგონი ჩემი კაბის და უკოლგოტო ფეხების გამო გადაიდო, არ ვარ დარწმუნებული დამცინა თუ ... ,- სკამის ზურგზე გადავწექი, რაც მომწონდა ამ ოფისში ჩემი პანორამული ხედი იყო, ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე და ცივი, გაციებული ყავა მოვსვი.
- არ ამომიყვანოს ზემოთ, გაგიჟებულები ვართ აქ, მთელი თვის განრიგის არევა გვიწევს და ეს ყველაფერი მარტო იმიტომ, რომ შენს ფეხებს არ უყუროს ? ,- უკვე ისტერიული მოწევა სიცილში გადადიოდა.
- ჰო,- ამდენ საათიანი დუმილის შემდეგ, როგორც იქნა პირველად გამეცინა ,- აშკარად ფეტიში აქვს, დღეს იმდენად უცნაურად იქცევა, რომ მგონი პირდაპირ ჯოჯოხეთში მოვხვდი და იქაც ჩემი უფროსი ესაა. ალბათ პირადი ცხოვრება განულებული აქვს, მალე იმასაც დამავალებს, აქ ვინმე ესკორიტის გოგონა ან ოფისის გოგნა ამოვუყვანო და განმარტოების 3 წუთი მივცე ,- გულიანად გადავიხარხარე, ვიღაცამ მაინც შეძლო დღეს ჩემი გულიანად გაცინება. ჩემი ბედნიერება სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა რომ ზურგსუკან დამიანეს ხმა გავიგონე, ტელეფონი მაგიდაზე ელვის სისწრაფით დავახეთქე და სკამზე გავსწორდი, ის იდგა... დემონი, ნეტავ ყველაფერი გაიგონა თუ... და ო, ღმერთო, ის ჰაერში აწეულ ჩემს ფეხებს უყურებდა? სახეზე ყველა ფერმა გადამირბინა, თვალებგაფართოებული ვუყურებ და ვცდილობ არ გავტყდე და არ შევიმჩნიო. შემოდის.. ოთახში შემოდის.. პანიკა იწევს, თავი მარჯვნივ გადაწია და ძირსს დაყრილ ფურცლებს თვალები გააყოლა. დუმს, ანუ რატომ დუმს ?
- მე, მე, მე... ,- არც ვიცოდი რა წინადადებით გამეგრძელებინა ,- თითქმის მოვრჩი,- ფეხზე წამოვვარდი და სტატისტიკა, ლამაზად აკინძული სტატისტიკა ავიღე, საჩველებლად მისკენ გავიწიე.
- ესეიგი მთელი დღე მხოლოდ ჩემზე არ ჭორაობთ, მირა ,- ჩემი სახელის გაგონებაზე უფრო მეტად შევკრთი , არც შეხედა ფურცლებს, ხელიდან გამომგლიჯა და მაგიდაზე ისროლა, ექოსავით გაისმა მათი დახეთქების ხმა, ზურგს უკან ვიგრძენი როგორ დაიშალა ჩემი საგულდაგულოდ აკინძული სტატისტიკა... სახეზე პანიკურმა ღიმილმა გადამირბინა. დამიანეს თვალებში ბრაზი მატულობდა, რამე უნდა მეთქვა..
- არა, მე მე არასდროს არ , მე არ მიჭორავია თქვენზე ,- თვალებით მის ზურგსუკან განგაშის სიგნალს ვეძებდი , თითქოს ოთახიდან გაქცევის ყველა გზას და გეგმას ვიხსენებდი, მაგრამ ასეთ ცივ ცეცხლს და ხანძარს ის, კედელზე მიკრული ღილაკი, ვერ ჩააქრობს. ჩემკენ დაიძრა და ინსტინქტურად ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
- გეშინია? იქნებ ის, ესკორტის გოგონა შენ გინდა რომ გახდე,- დავიღუპე.. მხოლოდ ეს სიტყვა მიტრიალებდა თავში...
- უკაცრავად? ,- ასეთი სუსტი ხმა არასდროს არ მქონია, ჩვენს შორის დისტანცია წამის მეასედში დაფარა და ნიკაპზე თავისი ახურებული ხელი ჩამავლო, უნებურად ჩემი სახე მის სახესთან აღმოჩნდა, ლოყებზე, ტუჩებზე ვგრძნობდი მის სუნთქვას.
- შენ მართლა გგონია, რომ ის დედამოტ*ული მითინგი შენი, აი, ამ ფეხების გამო გადავდე ? ,- მარცხენა ხელი ფეხზე დამადო და ნელა თეძომდე აასრიალა, თავისთავად კაბაც ამეწა და კაბასთან ერთად წნევაც, პულსიც და მგონი არ ვსუნთქავ. ვგრძნობ ცივი ნიავი როგორ ედება ჩემს აბრეშუმის თეთრ საცვალს და ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ თვითნებურად ბაგებიდან ჩუმი კვნესა აღმომხდა.
- არა, ეს უბრალო ხუმრობა იყო,- ასეთ სიტუაციაში როდესაც ხარ, თავის გამართლება ყოველთვის სუსტი ჩანს. ისევ უკან, უკან დავიხიე, მაგრამ ჩემსავე მაგიდას შევასკდი, დამიანეც გამომყვა, ნიკაპიდან ხელი ჩემს კისერზე ჩამოაცურა, თითქოს მოსალოდნელი დავარდნიდან დამიცვა და კისერზე მომიჭირა. ჰაერი დაიმუხტა, ვინმეს რომ იმწამსვე ასანთი აენთო დარწმუნებული ვარ ყველანი ავფეთქდებოდით, მაგრამ როგორი სამწუხაროა, რომ ასეთ დროს ოფისში მარტო ჩვენ ვიყავით.
- ხუმრობა? ,- ჩემს ყურთან გაიმეორა და ჰაერი შეისუნთქა.
- ჰო, არც არასდროს მჯეროდა რომ თქვენ ხუმრობა იცოდით და გესმოდათ, მაგრამ ცუდი ჰომ არაფერი არ მითქვამს,- კარიერას უკვე დავემშვიდობე, ამიტომ დასაკარგიც არაღაფერი მქონდა, მისი სუნამოს სუნი მხუთავი აირივით მოქმედებდა ჩემზე. თავი ინერციით მარჯვნივ გადავწიე, მისი ტუჩები ჩემს კისერთან ახლოს მივუშვი. არა, არ მკოცნიდა, ის უბრალოდ სუნთქავდა და მისი ცხელი სუნთქვა ათას კოცნაზე უკეთესი იყო.
- იქნებ ხუმრობაზე უკეთესად ქალების ხმ*რება გამომდიოდა მირა, არასდროს გიფიქრიათ ამაზე ? ,- ხელი საჯდომზე მომიჭირა და კაბა აწია, კისერზე მის ცხელ სუნთქვას ათჯერ ცხელი კოცნა შეენაცვლა. ბაგეებიდან გაურკვეველი ბგერები აღმომხდა. ერთ კოცნას მეორე მოჰყვა, მისი ხელები ნელ-ნელა მაშიშვლებდნენ და აბრეშუმის საცვალი ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შესაკრავებთან ჩაცურდა.
- მირა ,- უკან მაგიდას დავეყრდენი და თვალებში ჩავხედე . მზერა ცივი ჰქონდა, თუმცა ცხოველური ჟინი იმ სიცივეს ნელ-ნელა ერეოდა. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და თავისი კოსტუმი ჩემს უკან სადღაც მოისროლა. მიყურებდა, ფეხებიდან იწყებდა თვალიერებას დ თან თეთრ პერანგს შარვლის უბიდან ათავისუფლებდა, თვალებით რამდენჯერაც გამხადა, იმდენჯერ წამომახურა.
- მირა ,- თითქოს უნდოდა რომ მეპასუხა, მაგრამ მე მხოლოდ მისი თითების მოძრაობას ვადევნებდი თვალს.
- მოგწონს? ,- დუმილი ისევ მან დაარღვია და შარვლის ელვა შეიხსნა. ღმერთო, ჩემთან სე*სით დაკავებას აპირებს ? ნელ-ნელა ვუბრუნდებოდი რეალობას.
- შებრუნდი,- მისი ხმის ტემბრი ისევ დამძიმდა, გაცივდა და მეც დავემორჩილე. ცეცხლივით ცხელი ხელი საჯდომზე ვიგრძენი, თმები ცალი ხელით ამიწია და შიშველ კისერზე მაკოცა. მაწვალებდა, თითქოს რაღაცას ელოდებოდა, უხეშად ჩამავლო მკლავებში ხელი და ისევ მისკენ მომაბრუნა.
- მთხოვე ,- ტუჩებთან იმდენად ახლოს იყო, რამე რომ მეთქვა პირდაპირ მის ტუჩებზე აღმოვჩნებოდი.
- რა გინდათ რომ გთხოვოთ? ,- მკერდი უკვე ამდენი ემოციებისგან ისე ადიოდა და ჩადიოდა, რომ თითოეულ სიტყვას 100 გულისცემა ერთვოდა.
- მთხოვე რომ გაგ*იმო ,- ხელები მუცელთან ჩაასრიალა, კიდევ და უფრო ქვემოთ... მოძრაობდა ნელა, თითქოს მცდიდა, შედიოდა და თან ჩემი სული მიქონდა, ხელებით მაგიდას დავეყრდენი.
- მირა, სანამ არ მთხოვ ,- მეორე ხელით სავსე მკერდი დაიჭირა და ნაჭრის ლიფში გაუჩინარდა. ვხვდებოდი, რომ სულ ოდნავ სწრაფი მოძრაობა და მის ხელში გავა*ავებდი. მინდოდა, ყველაფერზე და ყველაზე მეტად მინდოდა მეგრძნო ის , მხოლოდ ის და მხოლოდ ჩემში. ხელები ოდნავ შეხსნილ დაკუნთულ ტორსზე ავასრიალე და კისერზე მოვუჭირე, ტუჩებით მისი ტუჩები ვიპოვე და ყველაფერი აფეთქდა...
- არა, მირა მითხარი როგორ გინდივარ, როგორ ფიქრობდი ჩემზე, მითხარი რომ ცუდი გოგო ხარ ,- სველი კოცნა და ჩემი ტუჩები უხეშად მოიშორა და კისერზე ხელი მომიჭირა, თითქოს თავს იცავდა.
- რატომ მეთამაშები,- უკვე ცოტათი გაღიზიანებულმა ისევ მისკენ გავიწიე და ახლოს მოვიზიდე, ფეხები გავითავისუფლე და მაგდაზე გადავიწიე,- მინდა რომ აქვე.. ,- არც იყო წინადადების დამთავრება საჭირო, იმდენად მალე ვიგრძენი ის ჩემში, მოძრაობდა უხეშად, მომთხოვნად და თავიდან ნელა და ღრმად...
- გსიამოვნებს რომ ფანჯრებთან შენივე მაგიდაზე გჟ**მავენ? ,- ხელით სახე უხეშად დამიჭირა და მაიძულა ფანჯრიდან უფრო კარგად შემეთვალიერებინა ქუჩა. დასტურის ნიშნად თვალებში ჩავხედე და მომთხოვნად ვაკოცე. ტემპს აუჩქარა და სულ ცოტაც, სულ ცოტაც და მთელ სართულზე ჩემი ხმა გაისმოდა..
- მიპასუხე, რომ შენს უფროსთან სექსზე ბევრჯერ გიფიქრია,- მისი ხმა ისეთი უცხო და უცნაური იყო, თვალების გახელა მომიწია რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი სად ვიყავი, რა პოზაში ვიყავი და რას ვაკეთებდით.
- აქამდე არასდროს ,- ძლივს ვეცადე ორი სიტყვა ერთად შემეკრა და სუსტი მაგრამ მწარე დარტყმა საჯდომზე ვიგრძენი. ტემპს უფრო მეტად აუჩქარა და კომფორტულად ჩემსავე მაგიდაზე გადამაწვინა.
- მატყუარა ხარ ,- მხოლოდ ეს თქვა და ჩემი ქვედა ტუჩი მოიქცია, მეგონა რომ მჭამდა, ცოცხლად. მწარე კბენას ისეთი ტკბილი კოცნა ანაცვლებდა, რომ გონებას უფრო მეტად მიკარგავდა. ჩემი ხელები მის თმებში , მის ოდნავ გაოფლილ სახეზე და ტუჩებზე გაურკვეველად მოგზაურობდნენ. ფეხები წელზე შემოვაწყვე და სულ ცოტაც, იმდენად ახლოს ვიყავი რომ მეგონა აქვე დავკარგავდი გონებას, მთელ სართულზე ჩემი კვნესა ისმოდა, ღმერთო, რა კარგია რომ მარტონი ვართ. ტემპს უკლო, ნელ-ნელა გაჩერდა და მის სახეზე კმაყოფილი ღიმილი დავინახე.
- კარგი გოგო ,- ჩემი სხეულიდან გამოსვლა და ჩემი გონზე მოსვლა ერთ წამში მოხდა. თვალებში ვუყურებდი, თითქოს ვეძებდი მის თვალებში სინანულს, სირცხვილს, მოწონებას, რამეს, ოღონდ ასეთ სიცარიელეს არა... ოღონდ ამ სიცივეს არა..
- ახლა კი მინდა, რომ მუხლებზე დადგე და მადლობა გადამიხადო ,- წამომაყენა და ხელი ჩამკიდა, ჩემს სკამზე დაჯდა. უკვე ჩემს პირში მის გემოს ვგრძნობდი, როდესაც სიტუაციამ ჩემს ტვინამდე მოაღწია, ქვემოდან ვუყურებდი მის ნავარჯიშებ მკერდს, დიდ კისერს და სკამზე გადაგდებულ თავს, ნასიამოვნებ სახეს და წამოვხტი.
- ნაბ**ვარი ხარ,- ცხოვრებაში პირველად გავბედე და პირში ვუთხარი ის, რასაც ვერავინ ვერასდროს ვერ უბედავდა და რაც ყველაზე სასიამოვნო სიმართლე იყო. უცებ ვტაცე ხელი ჩანთას, ჩემს საცვალს, მოსაცმელს და ოთახიდან გავვარდი. ვლოცულობდი, რომ ლიფტს იქამდე მოესწრო სანამ ის გამოვიდოდა, ან საერთოდ გამოვიდოდა რო? მე მას ნაბ**ვარი ვუწოდე, ჩემში სიამოვნებამ, ბედნიერებამ და შიშმა ერთად იფეთქა და სახე გამინათდა. ის ჩემს ოთახში ჩახდილი და დაუკმაყოფილებელი დავტოვე. მგონი ჯობს, რომ დღესვე ჩემითვე წავიდე სამსახურიდან. პირველ სართულამდე მეგონა მთელი საუკუნე ჩავდიოდი. ცივმა სუსხმა უფრო მეტად გამომაფხიზლა, ტაქსს ხელი დავუქნიე და ჯერ კიდევ მოძრავ ავტომობილში ჩავხტი. ისე ამოვისუნთქე, თითქოს მკვლელს გამოვექეცი, ძლივს დავიხსენი თავი. მეის დამცირებული დავტოვე, ჩემი გამარჯვებით კმაყოფილმა ფანჯრიდან ჩემს სართულს ავხედე.
ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, აქედან ხომ ჩემი კაქტუსიც და დიდი ქსეროქსის მანქანაც კარგად ჩანს.
ჯანდაბა... თუკი ხვალ ყველაზე ცნობილი გავიღვიძე, მომიწევს ქალაქიც დავტოვო....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent