თამაში წესებით -2-
წარმოუდგენელია, მეორე დილას 6 საათზე გამეღვიძა, ოფისიდან არც თუ ისე შორს ვცხოვრობდი, მაგრამ პროფილაქტიკაში უნდა გამევლო და მანქანა წამომეყვანა. საბურავი შეუცვალეს და ის ისევ მზად იყო ჩემი დილის მონოლოგების მოსასმენად. უკვე 1 საათში პროფილაქტიკაში ვიდექი და შეცვლილ საბურავს ვამოწმებდი. ოფისში ძალიან ადრე მომიწევს მისვლა , ჰოდა კარგი, მეტი დრო ყავის დასალევად... არც კი ვიცი, როგორ მაგრამ მთელი გზა ვფიქრობდი გუშინდელზე, კადრებივით მახსენდებოდა ყველაფერი და ლოყებზე ვხურდი. როგორ უნდა მოვიქცე? დღეს ისეთ ჯოჯოხეთს დამახვედრებს , სამსახურიდან წასვლას მაიძულებს. როგორ მოვიქცე ? ვინმემ თუ გაიგო ყველაფერს დავკარგავ, კარიერას, სამსახურს, მომავალს. იტყვიან, რომ კარიერას ლოგინით იწყობს ... მე, რომელმაც არა ერთი წელი დავკარგე სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ცოდნის დასაგროვებლად. რას იტყვიან? იქნებ უკვე იციან? იქნებ დამიანემ თქვა სადმე, ვინმემ დაგვინახა? ვამჩნევდი, რომ რაც უფრო ვუახლოვდებოდი ოფისს ჩემში ნერვიულობა მატულობდა. მანქანა ავტოფარეხში შევიყვანე, იქნებ აჯობებს აქ ვიჯდე, სანამ სხვა თანამშრომლები არ მოვლენ, რომ რომელიმეს მზერამ მაინც დამანახოს რეალობა ან ჩემი რეალური სახე... რამდენიმე წუთი სუნთქვაშეკრული ვიჯექი, მინები ჩამოვწიე, რომ როგორმე სიცივეს გამოვეფხიზლებინე. ერთადერთი ვინც უნდა ინერვიულოს ეს დამიანეა, ასეთი ბიზნესის პატრონი და როგორი მექალთანე. სულ რომ ვუჩივლო ან განცხადება დავუდო მაგიდაზე დარწმუნებული ვარ ყველაფერს იზამს და გამაჩუმებს, ალბათ თავის სახლსაც კი გადმომიფორმებს. ჰო, ნამდვილად, მას მეტად აქვს სანერვიულო, ვიდრე მე. ამაყად გავაღე მანქანის კარი და ლიფტისკენ გავეშურე. ჩემს ნაბიჯებში ისმოდა შიში, ცოტათი დაბნეულობა, მაგრამ ასფალტზე მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი და ჩემი ვალენტინოს ახალი ფეხსაცმელი თავისთავად მეტ თავდაჯერებულობას მმატებდა. ჯანდაბამდეც გზა გქონიათ, ბატონო დამიანე. ლიფტი მე-18 სართულიდან ეშვებოდა, ასეთ დროს ალბათ დამლაგებლები ალაგებენ. დღეს იმაზე უკეთესად გამოვიყურები ვიდრე გუშინ, ტანზე მომდგარი შარვალი და ზღვასავით ცისფერი აბრეშუმის პერანგი ჩემს გაღიავებულ თმებს განსაკუთრებულად უხდებოდა, მაგრამ მგონი ყველაფერი სახის ფერშია. სახე უფრო ცოცხალი და მეტყველი მქონდა, გამოძინებული, მგონი ნასიამოვნებიც, არ ვიცი , რაღაცნაირად გამარჯვებული და წელში გასწორებული ვიყავი. ლიფტი ჩემს სართულზე გაჩერდა. ჰოლში ისევ ვალენტინოს ხმები ისმის, მეღიმება, წამით წარმოვიდგინე რომ მთელი ჰოლი და მთელი სართული მე მეკუთვნის. ჩემს ოთახში შევედი, პალტო ჩამოვკიდე, ჩანთა მივაგდე და ღრმად ამოვისუნთქე, ჰო, დამიანე, ისევ სუნთქვის გაკვეთილებით იწყება ჩემი დილა, ნეტავი შენი დილა რითი დაიწყო... ჩამეცინა. ოთახი დალაგებული დამხვდა, ნაკუწებად დაშლილი სტატისტიკა ვიღაცას უბრალოდ ერთად მიუწყვია, იატაკზე ფურცლებიც აღარ ყრია , მაგიდაზე დაუდია. რა თქმა უნდა, ეს ჩემზე გაბრაზებული და განსაცდელის ჟამს მიტოვებული ჩემი უფროსი ვერანაირად ვერ იქნება. ფანჯრიდან გავიხედე, დღეს შესანიშნავი ამინდია, ღრუბელი, წვიმას აპირებს, ქარიც ქრის, იდეალურია, სამსახურიდან წამოსვლის ამინდია. დღეს თუ გამაგდებენ გული არ დამწყდება... ყავის აპარატი სამწუხაროდ ქვედა სართულზეა, ყავის დასალევად ქვედა სართულზე ყოველთვის კიბით ჩავდივარ, მგონი ოფისში ერთადერთი ვარ, ვინც ავარიულ კიბეს იყენებს. ამ კიბის ბრალია ალბათ გუშინ ზუსტად რომ ჩემს საჯდომზე ედო დამიანეს ხელები... რა გვაცინებს... ... ყავის აპარატი ჩავრთე და ღიღინით მივუდგი ჩემი ჭიქა... - როგორ მიხარია, რომ ცხოვრებაში პირველად გაქვთ საქმე ბოლომდე მიყვანილი, მირა ,- შევხტი და ზურგიც მომენტალურად ამიხურდა. რას ელოდებოდი აბა? არ მოვიდოდა დღეს? ასე მალე და თან ასე ადრე ნამდვილად არ მეგონა... ჩემი სახელი წინადადების ბოლოს ისევ ძახილის ნიშანივით ისმოდა. შევტრიალდი, ამჯერად ლურჯი პოლოს მაისურით იდგა, მკერდი და პრესი მცირე მოძრაობის დროს უფრო მკვეთრად უჩანდა. ეს მაისური მახსოვს, არაერთხელ ეცვა აქამდეც, მაგრამ დღეს რაღაც უფრო მიმზიდველი ჩანდა. - თქვენ, როგორც ჩანს, ცუდად გეძინათ, თუ საერთოდ არ გეძინათ, გატეხილი ჩანხართ, იქნებ ყავამ გაგაღვიძოთ, ბატონო დამიანე ,- საიდან ასეთი თავდაჯერებულობა, ნაჭრის მომდგარ შარვალზე გაოფლიანებული ხელისგულები შეუმჩნევლად შევიწმინდე და ყავით სავსე ჭიქა დავიჭირე. - ასე ადრე შენს ნახვას არ ველოდებოდი, მეგონა გუშინდელი ღამე... საღ აზრს და პუნქტუალურობას წაგართმევდა,- აშკარად თამაშის ხასიათზე ჩანდა, წარბი აწია და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, მხარი კი კედელს მიადო, პირდაპირ აპოლონი იდგა ჩემს წინ, მზერა მხრებიდან ქამარზე გადავიტანე და მივხვდი, რომ მზად ვიყავი აქვე ის ქამარი ფანჯრიდან მესროლა და... თავი ხელში აიყვანე, მირა. - ნუუუ, ბატონო დამიანე, ყველას არ გვჭირდება მთელი ღამე ძალების აღსადგენად,- სარკაზმი თავისით მოწყდა ჩემს ბაგეს, გთხოვ მირა, ნა*ირალა და ნაბი*ვარი აღარ დაუძახო,- მიირთვით ყავა, ის თქვენს გონებაში ჩარჩენილ ილუზიებს გააქრობს. ,- სწრაფად მივახალე და კიბისკენ დავიძარი. გთხოვ, დემონო, დარჩი იქ სადაც ხარ, იმიტომ რომ შენი სურნ.... დამეწია, მკლავებში ისე მომქაჩა ცოტაც და ყავა პირდაპირ მკერდზე გადამესხმოდა. - მირა,- არანაირი ემოცია ,- მგონი ჯობია დილა თავიდან დავიწყოთ, რას იტყვი ,- ავარიულ კიბეებზე ვიდექით, როდესაც გავაანალიზე, რომ ისევ ისე ახლოს ვარ მასთან, როგორც გუშინ. მუქი ფერის თვალები და ჩაშავებული თვალის უპეები დღეს მეტად მაიძულებდნენ თითებით შემესწავლა ისინი. აბურდული თმა, ცოტათი წამოზრდილი წვერი. შავი თვალები უფრო ახლოს და ახლოს მოდიოდნენ. - რატომ მაგიჟებ? ,- ამ კიბეებზე მისი ხმის გაგონება კიდევ ერთი უჩვეულო დასაწყისი იყო. ეს ტემბრი, ამ ხმის გაგონება ყურებს ყველაზე ლამაზი მელოდიასავით წყუროდათ. მე მას ვაგიჟებ ? - მე,- ვცდილობ ეს ჩემი დაბნეული თავი როგორღაც ხელში ავიყვანო , მისი სუნამო ცხვირში მიღუტუნებს და ტვინს დანებებას აიძულებს, ასეთი როგორ არის , ლამაზი ,- მე უბრალოდ ყავის გასაკეთებლად ჩამოვედი,- ყავის ჭიქაზე მიკრულ ჩემს გავარვარებულ თითებს მისი შეენაცვლა და კიბეზე დადო. - როდის აქედან აკეთებ ყავას თითქმის მთლიანად ჩახსნილი პერანგით, აქამდე არასდროს არ მინახავს, - ო ღმერთო, პერანგის ღილი ისევ შეიხსნა და თეთრი მაქმანებიანი ნაჭერი ჩანს, რომელიც თითქმის ვერც კი ფარავს სავსე მკერდს. იმის გაფიქრება, რომ ის ჩემს მკერდზე ფიქრობდა სიამოვნებას რატომ მიათმაგებს. - როდედან უყურებთ თანამშრომლებს მკერდზე, ბატონო დამიანე ,- ცოტათი შეკრთა, ყურადღება ისევ ჩემს თვალებზე გადაიტანა, თითქოს რაღაცის პასუხს ეძებდა. იცით რომელ თვალებს უყურებდა? გამყიდველ თვალებს, რომლებიც ეხვეწებოდნენ რომ მას ჩემთვის ეკოცნა. - შენ განსაკუთრებულად ნიჭიერი თანამშრომელი გამოდექი ,- ვერც გავიაზრე ისე აღმოვჩნდი კედელზე აკრული. მისი კოცნა რომ მეგრძნო, თავი წინ გავწიე და ვაიძულე, რომ ეკოცნა. ღმერთო, არასდროს მჯეროდა, რომ კოცნა ასეთი ცამდე სასიამოვნო შეიძლება ყოფილიყო. უხეში და მომთხოვნი იყო, უხეშად შემომიცურა ენა და მაიძულებდა ავყოლოდი. პერანგი მთლიანად შემიხსნა და ხელები მოშიშვლებულ წელზე შემიცურა, ლიფის შესაკრავი გაგლიჯა და ხელები მკერდზე მომიჭირა, ბაგეებიდან ისეთი უჩვეულო კვნესა აღმომხდა, რომ მისი ღიმილი თვალდახუჭულმაც ვიგრძენი. ტუჩებიდან მკერდზე გადაინაცვლა, მკბენდა მკოცნიდა და ეს ყველაფერი უკვე რაღაც ჟინის დაკმაყოფილებაზე გადავიდა. - გაიხადე ,- ჩემი ხმა უფრო და უფრო მომთხოვნი გახდა და 2 წუთის წინ შეთვალიერებულ ქამარს ხელები ჩავავლე. ცოტაც და ის ჩემში იყო. დამიანეს ხელებს ყველგან ვგრძნობდი, მარტივად განმათავისუფლა ამ შარვლისგან და თეთრ საცვლებში მისი თითები ვიგრძენი. მეტი მინდოდა, იმაზე მეტი ვიდრე აკეთებდა. ხელები უხეშად მოვიშორე და შარვალი გავხადე. - მეგონა გუშინდელი დღე პირიქით დაგამშვიდებდა , ხომ არ გაგაფუჭე ,- დამცინავი ხმა.. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა მისი ტუჩები ჩემი ტუჩებით გავაჩუმე. რა ... ჯანდაბა.. მჭირს... არანაირი კარიერა აღარ მაინტერესებდა, გზაში შეთხზული ტექსტებიც გადამავიწყდა, როდესაც ის ისევ ჩემში ვიგრძენი ჩემი სახელიც არ მახსოვდა. უხეში, ხეპრე და მესაკუთრე ზუსტად ასეთი იყო. დღეს ვგრძნობდი, რომ ნებისმიერ მის მოძრაობას კულმინაციამდე მივყავდი. - ეს მგონი მე გაგაფუჭე, ბატონო დამიანე ,- მისი სახისგან განთავისუფლებული, სრულიად მთელ რეალობას მოწყვეტილი ძლივს წარმოვთქვი. კიბეები, სამსახური, ჩემი უფროსი, ძირს დაგდებული გაგლეჯილი საცვალი . ტემპს აუჩქარა და თავი ჩემს კისერში ჩარგო. - ცოტაც, უფრო სწრაფად,- ზურგზე ჩავაფრინდი მაგრამ ჩემი დაკარგული ხმა, დამიანეს ხმამაღალმა სუნთქვამ და ღრმა ბიძგებმა გადაფარეს, ჩემი სახელი უფრო და უფრო ხშირად მესმოდა. არ არსებობს, როდესაც თვალების გახელა შევძელი ის უკვე ქამარს იკრავდა. მან გაა*ავა, პირდაპირ ჩემში.. ვცდილობდი რომ სუნთქვა დამერეგულირებინა, აწეწილი თმა ხელით გავისწორე და სახეზე მოვისვი, თვალებს ვერ ვუჯერებდი, მან ჩაიცვა, ჩემი კიბეზე დადებული ყავის ფინჯანი აიღო და გასასვლელისკენ გავიდა. - ჰო ისე, ყავისთვისაც მადლობა, ცუდია რომ შაქრითაა, შემდეგში უშაქრო გააკეთეთ, მირა ,- მირა, მირა, მირა .. ამდენჯერ ჩემი სახელი მისი პირიდან არ გამიგია. . როგორი ნაბი*ვარი ნარცისია. საპირფარეშოში ალბათ ორმოც წუთზე მეტი გავატარე, სარკეში ვიყურებოდი და დაღლილი, გადათელილი სახე, ჩავარდნილი თვალები და ეს დაუოკებელი ჟინი ერთმანეთში ირეოდა, ჩამოღვენთილი ტუში, მთელ სახეზე განაწილებული ტუჩსაცხი, აბურდული თმები... სანამ არ დავრწმუნდი, რომ სახეზე მისი აღარანაირი კვალი არ მეტყობა, იქამდე საპირფარეშოდან არ გამოვსულვარ. კიდევ კარგი, რომ კონტრაცეპტივებზე ვარ, ან რაზე ფიქრობდა, . ჩემს თანამშრომლებს სათითაოდ მივესალმე, ძალით გავუღიმე და ჩემს ოთახში შევედი. . ყველა ჩემი ფიქრი ამ წამის შემდეგ სრულდება სიტყვა „ ნაბი*ვარით“. სტატისტიკა პდფ ფაილად გავაგზავნე და ცც- ში ყველა პარტნიორი ჩავსვი, ნაბი*ვარი, ეიჩართან ერთად დამიანესთვის დამატებითი პერსონალი შევარჩიე, ნარცისი . სხვა საბროკერო კომპანიების პოლიტიკაზე პრეზენტაცია გავაერთიანე, იდიოტი . ჩანიშნულ მითინგზე 5 წუთი დავაგვიანე, ფუ შენი, . როგორც კი საათს დავხედე იმ წამსვე ფეხზე წამოვხტი და ფაილებით დატვირთული დამიანეს კარისკენ მივაშურე, უკვე დაიწყო შეხვედრა და დიდი ალბათობით დამტოვებს გარეთ. ერთადერთი რასაც ყველაზე მეტად ვერ იტანს დაგვიანებაა. კარზე ფრთხილად დავაკაკუნე. არ არსებობს, გარეთ დამტოვებს. ის ის იყო, რომ გაბრაზებული ქუსლებზე უკან ვტრიალდებოდი, რომ მისი მკაცრი ხმა გაისმა. - მობრძანდით ,- კარი ნელა გავაღე და მიმოვიხედე, მის გარდა ოთახში არავინ არ იყო. ისევ ტელეფონზე საუბრობდა, პოლოს ეს მაისური განსაკუთრებით იდეალურად აზის, ჰაერი მისი სუნამოს სუნით დამუხტულია. . უბრალოდ ამათვალიერა და ხელით მანიშნა, რომ დოკუმენტები დამედო. მისი ოთახიდან ყველაფერი უფრო ლამაზად ჩანდა, ნეტა რამდენთან ჰქონია სე*სი აქამდე, აქ, ამ ოთახში. არასდროს გამიგია აქ რომელიმე გოგო ან თანამშრომელი 5 წუთზე მეტხანს დაეტოვებინოს. იქნებ 5-5 წუთში ასწრებდა? თავი უარის ნიშნად უკმაყოფილოდ გავაქნიე და დავაფიქსირე, რომ პირდაპირ თვალებში მიყურებს. საუბრობს, ესაუბრება კლიენტს, ცდილობს დეტალებში დაარწმუნოს და კომპანიის ძლიერი მხარეები ჩამოუთვალოს, მაგრამ თვალებით მე მჭამს. სკამზე მის წინ დავჯექი, აშკარად საერთოდ არ სურდა რომ მანდ დავმჯდარიყავი, რადგან თვალები ააბრიალა და მკერდზე ჩააცოცა. მაგიდაზე მისკენ გადავიხარე და თითქმის მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ვუთხარი : - ჰოო, - თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე,- ლიფი ვერ მეცმევა უფროსო, კიბეებზე ვიღაცამ გამიგლიჯა , როგორი სამწუხაროა, რომ ჩემს მკერდს ვეღარაფერი ვერ დამალავს ,- თვალები გაუფართოვდა ,როდესაც ღილების შეხსნა დავიწყე. ნელ-ნელა ყველა ღილი შევიხსენი და სკამის საზურგეზე გადავწექი. ხელი თმაში შევიცურე და წინ გადმოყრილი თმები მხრებზე გადავიყარე, თითქმის პირღია მიყურებდა და მხოლოდ „ჰო“ , „მესმის“ , „შევეცდებით“ ამას იმეორებდა. ხელები მკერდზე ავისრიალე, ნელი მოძრაობებით ვეფერებოდი ჩემ თავს, მისი სახე მაშინ გატყდა, როდესაც მარჯვენა ხელი შარვალში ჩავიცურე და თავი უნებურად უკან გადამივარდა. ის, რაც დილიდან მოსვენებას არ მაძლევდა, მინდოდა რომ მის თვალწინ მიმეღო. როდესაც თავი ავწიე ჩემი უფროსი აღარ საუბრობდა ტელეფონზე, ღრმად სუნთქავდა და ისეთი ინტერესით მიყურებდა, თითქოს ჩემს შესწავლას ცდილობდა. ჩემს ღრმა სუნთქვას მისი სუნთქვაც აჰყვა, ტემპს ავუჩქარე და ძალიან მალევე მივაღწიე კულმინაციას, ჩემს ამოსუნთქვას, თითქოს მისი ამოსუნთქვაც მოყვა , შუბლზე ხელი დაიდო და უსიტყვოდ წამოდგა. სანამ მანძილს დაფარავდა და ჩემამდე მოვიდოდა ელვის სისწრაფით წამოვხტი, ღილები შევიკარი და ოთახიდან გავვარდი. . შეხვედრა გადაიდო, დამიანე ოთახიდან გავარდა, როგორც განრიგში ვნახე დღეს რესტორანში ერთ-ერთ კლიენტთან უნდა ესადილა, შეხვედრა ფინანსისტებთან 17:30 ზე გადაიდო. ოფისიდან როგორც კი გავიდა ამოვისუნთქე. მაშინვე ჩავედი ლეისთან და ფინჯანი ყავა მოვიმზადე. ლეის პირადი ცხოვრების განხილვის და შემდეგ ოცწუთიანი დუმილის მერე უცებ მეკითხება: - როგორ მიდის საქმეები, უკვე აარჩიე ვინ იქნება შენი მენტორი? ,- მენტორი, ფუ შენი, სულ დამავიწყდა, რომ უნდა მომემზადებინა კვლევა პროფესორისთვის. მე ამ კომპანიაში ძალიან კარგი რეკომენდაციით მოვხვდი და ამ რეკომენდაციის ფარგლებში მუშაობიდან 6 თვეში უნდა წარმომედგინა კვლევა კომპანიაზე, შემეფასებინა ბიზნესის სტრატეგიები, მმართველი გუნდი.. მმართველი.. უფროსი.. შემეფასებინა 10 ბალიანი სისტემით მისი კოცნა, თვალები და სუნი... - მირა, მე უკვე დავიწყე და ძალიან რთულია, 2 თვეც არ დარჩა და შენ კიდევ მენტორიც არ გყავს,- თვალები ამიბრიალა და რეალობას დამაბრუნა. ! მინდოდა მეკივლა და მეყვირა, რომ თქვენი უფროსი ერთი დიდი იყო. ეს რომ ამ კვლევაში დამეწერა არ შეიძლებოდა? - ჰო, ვიცი, იქნებ ნინას ვთხოვო, როგორც ერთ-ერთი წარმომადგენელი , მას დავიხმარებ ,- დიდი შუშებიდან ვიყურებოდი ქუჩაში, მგონი მის მანქანას ველოდებოდი, როდის გამოჩნდებოდა და როდის დავინახავდი, რომ ოფისის დიდი ბრუნდება. - რომელ ნინას, დეკრეტში როა და დღეს თუ ხვალ ბავშვს ელოდება? ,- ჩაიცინა ლეიმ . - ფუ შენი,- საათს დავხედე და წამოვხტი ,- ბოდიში უნდა დავბრუნდე. - ეშმაკი ბრუნდება ოფისში? ,- დამცინავად მომაძახა მან და მშვიდად განაგრძო ყავის სმა. - უარესი , უარესი, უარესი, უარესი, კლიენტი დავკარგე ,- კიბეებით ავირბინე სართული და ჩემს ოთახში შევვარდი. ასეც ვიცოდი, 10 გამოტოვებული ზარი და 9 უფროსისგან. არა, არა, არა. ოღონდ ეს უფროსი კი არ იყო, ს მამა რეკავდა. ის კლიენტი ვინც მე მებარა იყო დევიდ კერინგტონი. დევიდ კერინგტონი, მის სახელს და გვარს ლოცვასავით ვიმეორებ და ვლოცულობ, რომ ტელეფონზე მიპასუხოს. ეს ის დევიდ კერინგტონია, რომელსაც ყველა ფირმა ეძებდა, ინვესტორი , რომლის ერთ ინვესტიციას შეეძლო ორ თვეში მთელი წლიური გეგმა შეესრულებინა და თუკი რამე არასტაბილურობას იგრძნობდა ის მომენტალურად ეთიშებოდა თამაშს და ფირმაც იძირებოდა... და ამ 10 გამოტოვებული ზარიდან , 1 ზუსტად რომ დევიდ კერინგტონის იყო და 9 დამიანეს მამის, რომელსაც მოლაპარაკების შედეგი აინტერესებდა. დამიანეს მამა არ იყო ქვეყანაში, ვერც ინტერნეტით შეძლო ამის მოგვარება, ამიტომ ეს ყველაფერი გადმომებარა მე. მე რამდენიმე კვირის წინ გავაგზავნე კომპანიის დოკუმენტები და დღეს გვქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რადგან შეხვედრა 34 წუთის წინ ინვესტორის გარეშე დაიწყო... ოთახში ნერვიულად დავიწყე სიარული, იქამდე ვფიქრობდი, სანამ ჩემ ტელეფონზე ისევ არ გაისმა ზარი. დამიანე იყო. - გისმენთ ,- უკვე ხმაზეც მეტყობოდა, რომ ცოტაც და ვიტირებდი ნერვიულობისგან. დამიანეს ხმა ისეთივე ცივი იყო, როგორც ყოველთვის. - მანქანაში გელოდები, ჩემს მაგიდაზე ფაილი დევს, წამოიღე და 2 წუთში შესასვლელთან გაჩნდი , გასაგებია ? ,- ამის გაგონება და მის ოთახში შევარდნა ერთი იყო. - რომელი ფაილი, შავი თუ მოშავო ,- დაბნეულმა ვკითხე და ორივე ფაილი დავიჭირე. - შავსა და მოშავოს შორის რა განსხვავებას ხედავ ? ,- მისი ტონი უკვე დამცინავი გახდა, მაგრამ მე ახურებული სახით და კატასტროფულად გაფუჭებული საქმით თანახმა ვიყავი ყველანაირ დაცინვაზე. - ერთზე კალამი დევს ? ,- სხვა არც არაფრით არ განსხვავდებოდა ეს ორი ფაილი. - კალამი რომელზეც არ დევს ის აიღე, და ღმერთო მირა უმორჩილესად გთხოვ კიბით არ ჩამოხვიდე, მალე ,- ჩემი სახელი და სიტყვა „მალე“ მელოდიასავით ჟღერდა, საშინელებათა ფილმებში რომ მელოდია იწყება ზუსტად ისე. ჩანთას და მოსაცმელს ხელი მოვკიდე და უკვე რამდენიმე წუთში მის მანქანაში ვიჯექი. გულამოვარდნილი, მუხლებზე კალამიც მედო და ფაილიც და ჩემი გულიც. - რაღაცა უნდა გითხრა ,- ანერვიულებულმა დავიწყე ტუჩების კვნეტა და სიჩუმე დავარღვიე. - ოღონდ არ მითხრა, რომ დაორსულდი და გაჩენა გინდა,- ეს მისი იუმორია, თუ რატომ იღიმის. - არა, მე კერინგტონთან შეხვედრა გამოვტოვე ,- ისე სწრაფად მივახალე კერინგტონიშეხვედრაგამოტოვება ზუსტად ერთი სიტყვა გახდა. ამ მომენტში მანქანა წითელზე გააჩერა და მისმა მზერამ ისევ დამწვა. შეწუხებული ვუყურებდი თვალებში და ვცდილობდი რომ რამე წამეკითხა, გაბრაზება, იმედგაცრუება, დაცინვა, რამე, რომელიმე ემოცია, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი. - მირა , ეს ,- ჩემი სახელი უკვე ძახილის ნიშანიც ვერ იყო, არც სახელი ,- ცუდი გოგო ხარ, ამის გამო ხომ იცი რაც მოხდება ,- მშვიდი ტონით განაგრძო საუბარი და თავი ჩემკენ გადმოხარა. - მე,მე არ ვიცი, როგორ მომივიდა, კალენდარში დღეისთვის არც მქონდა ჩანიშნული, არ ვიცი თავს არ ვიმართლებ, ძალიან ვწუხვარ ,- ყველაფერი ისე მივაყარე თითქოს ჩემი ბოლო სიტყვები იყოს. ჩაეცინა, ჩაეცინა და ეს არ მელანდება. საჭიდან ხელი ჩემს სახესთან მოიტანა და ჩურჩულით მითხრა: - მთავარია შენი ასეთი დაბნეულობა ახლა მაგ სი*თან არ შეიმჩნიო, რადგან ჯერ არ დაგვიგვიანია შეხვედრაზე, მაგრამ თუ ისევ გააგრძელებ ამდენ ლაპარაკს, დიდი ალბათობით კერინგტონს მოუწევს ერთი საათი დაგველოდოს ,- მისი ვანილივით ტკბილი ტუჩები ჩემს ტუჩებზე ვიგრძენი, მაკოცა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა. დავდუმდი. - თან მაინცდამაინც დღეს დილიდან იქცევი ცუდად, მითხარი ჩემს მოთმინებას ცდი? ,- ეს ბიჭი როდედან იღიმის ? გაზს ჩააჭირა და მანქანა დიდ მაგისტრალზე გავიდა, სალონში ისე დაცხა, რომ მინდოდა ფანჯრიდან თავი მთლიანად ქარს გამეტანა, იქნებ როგორმე ეს სიმხურვალე ნოემბრის სიცივეს ჩაეკლა. ხმა აღარ ამომიღია, ვუყურებდი როგორ დაყავდა, ვაკვირდებოდი მის პროფილს, კისერს, დაკუნთულ მხრებს, მანქანის სალონი და ამ მამაკაცის სტილი ზუსტად ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები. დროდადრო ოფლიან ხელისგულს შარვალზე თუ შევიწმენდდი, თორე მთელი გზა სიცოცხლის არანაირ ნიშანწყალი არ მეტყობოდა. მის სუნამოში ვბანაობდი და არც კი ვიცი რა ქონდა ამ ნაბი**ვარს ჩაფიქრებული. მძულდა, მძულდა, რომ დღეს გადამარჩინა. პ.ს 2015 წლიდან ჩემი პირველი ახალი ისტორიაა. ძალიან მიხარია აქ დაბრუნება, ძალიან მომენატრეთ, თითქოს ჩემი დაკარგული მე დავიბრუნე. ყველანაირად ვცდილობ,რომ ლამაზი, სასიამოვნოდ წასაკითხი და საინტერესო გამოვიდეს. შეიძლება ბევრისთვის ცოტათი უხეში ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ ჯერ ესაა რისი გაზიარებაც მინდა თქვენთვის. მიხარია, რომ ყოველ ახალ ნახვაზე გული ისე მიფრიალებს,თან როცა წარმოვიდგენ როგორ კითხულობთ რაღაც მადლიერების გრძნობა იღვიძებს. დიდი მადლობა ამ ემოციების დაბრუნებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.