შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში წესებით -3-


4-11-2024, 14:13
ავტორი ^paradise^
ნანახია 1 188

დამიანე
როდესაც მირას პირველად გავხედე, ის ჩემს გვერდით იჯდა და რესტორნის მენიუს საგრძნობლად დიდხანს ათვალიერებდა. მაჯაზე საათი გავისწორე და მისკენ კიდევ ერთხელ გავიხედე, ფანჯრიდან შემოსული შუქი თმებზე ეხებოდა და მაგიდაზე ლამაზ ჩრდილს ქმნიდა. ნეტავ რას ფიქრობს ჩემზე ? როგორ მაინტერესებს მისი თვალებით დავინახო ჩემი თავი, ალბათ ვძულვარ და შურისძიების გეგმას ადგენს... შეიძლება ..
- რას შეუკვეთავ? ,- ინტერესით ამომხედა მირამ , მას ჩემგან განსხვავებით ღია თაფლისფერი, თმასავით ნათელი და წყლიანი თვალები ჰქონდა. რატომ მიბრაზდება?
- ყველაფერი უკვე შეკვეთილია, მოთმინება გაკლია ,- ცოტათი ჩავიცინე და მიმტანს ვანიშნე კოქტეილები მოეტანათ.
- ვერ გავიგე,- როგორი ანერვიულებულია, სასმელი ცოტა სახეზე ფერს მისცემს.
- იქნებ არ არის საჭირო ყველაფერი გესმოდეს , პატარა მირა,- ვერ ვახერხებ ამდენხანს ვუყურო და არ ვაკოცო, მგონი ნელ-ნელა ჭკუიდან ვიშლები. სკამზე უფრო კომფორტულად გავსწორდი. მირასთვის ჯერ კიდევ არ ქონდათ ბოლომდე ჭიქა დადებული, ეგრევედ მოსვა... პირი გაუშრა? ნახევრად ჩაცალა...
- რა ქვია ? ,- ტუჩები გაიტკბარუნა და დღეს პირველად გამიღიმა. რაღაცნაირად სხვანაირი ღიმილი ჰქონდა ,ანერვიულებული, რაზე ნერვიულობ მირა, შეხვედრაზე?
- რას ,- უინტერესოდ ვკითხე, არ მინდა დაინახოს, რომ როგორც ველური და მონადირე ისე ვუყურებ და ყველა მის მოძრაობას ვაფიქსირებ. მისი კანის სუნი ნებისმიერ არომატზე მეტად მიზიდავს... მალე მოეთრეს კერინგტონი... მალე...
- კოქტეილს ,- ჭიქა ისევ ტუჩებთან მიიტანა და კოქტეილის ფერი უკვე ტუჩებზე გადავიდა.
- Inferno Kiss ,- მირამ ჩუმად გაიმეორა სახელი და ლოყები აუხურდა. ჩვენს შორის ისევ მატულობდა ჩუმი დაძაბულობა, რაღაც მუხტს ვგრძნობდი, მისგან მოდიოდა... შორიდან მესმოდა Izzamuzzic - Shootout.
მირამ რესტორნის თვალიერება დაიწყო, ეს ადგილი უფრო მეტად ბარს წააგავდა, ცოტათი ძველებურ სტილში, ნახევრად განათებული დარბაზი, ელეგანტური მიმტანები კიდევ უფრო მშვიდ და სასიამოვნო გარემოს ქმნიდნენ, თითქოს ამ ადგილას ჩვენი ფარული სურვილები იღვიძებდა. ჰაერში სასიამოვნო არომატი მირას კანის არომატს ერწყმოდა. ბოლოს ასე როდის დავკარგე თავი, რა გემართება? სიჩუმე უფრო და უფრო აუტანელი იყო, ყველაზე მეტად კი მისი ტუჩები მძულდა, არც ისე ახლოს იჯდა, მაგრამ მესმოდა როგორ აწკაპუნებდა ტუჩებს და კოქტეილის გემოს თითქოს პირში შლიდა..
- სულ ასეთი აუტანელი ხარ? ვერ ვიტან როდესაც პირს აცმაცუნებენ, მთელ რესტორანს ესმის შენი ხმა,- მოთმინება დავკარგე და ჩემი ემოციები ჩხუბით დავფარე. მირამ ამათვალიერა და ჭიქა ხმაურიანად დადგა მაგიდაზე. საათს დავხედე , ჯერ კიდევ გვქონდა დრო რომ ყველა გეგმა გაგვევლო, მოლაპარაკების სტრატეგია აგვერჩია, მაგრამ ამ გარემოში ახლა ყველაზე მეტად ლაპარაკი არ მინდოდა. მირა წამოდგა და საპირფარეშოსკენ წავიდა. რა გამო*ირებული ხარ, დამიანე. ის თითქოს მაღიზიანებდა, მიდიოდა ნელა და თან თმებს ისწორებდა. ბოლო წვეთი იყო. როგორც მონადირე ისე წამოვდექი და ავედევნე.
- გიჟი ხარ? ,- შეშინებულმა წამოიკივლა, როდესაც კარის ჩაკეტვა არ ვაცადე. უკვე მის წინ ვიდექი, ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე. ვფიქრობდი, შევხებოდი თუ მეყურებინა. რას ვაკეთებ?
- რა გინდა,- უკვე გაბრაზებული ჩემს წინ თითის წვერებზე წამოიწია, უნდოდა რომ მისი ხმა ჩემამდე მოსულიყო და ყურადღება მიეპყრო, რადგან ხედავდა რომ ჩემი თვალები, გონება და მე სრულიად სხვაგან იყვნენ. თითები წელზე შევუცურე და ახლოს მოვიზიდე. ჩემში მომენტალურად იფეთქა სურვილმა, დიდი ალბათობით ეს მირამაც იგრძნო, რადგან ცოტათი დამფრთხალი შარვალზე დამხედა და ისევ გამისწორა სახე.
- შენ იცი რაც მინდა,- ტუჩები მის ცხელ კისერს შევახე და მისი გემო ისეთი განსხვავებული იყო... ვგრძნობდი როგორ დაუარა ჟრუანტელმა, ხელები წელზე შემომხვია. არა, არა არ ჩამეხუტო... მე არ ვარ ის, ვინც უძილო ღამეებს გაგითენებს და ვისაც თავს მხრებზე დაადებ. მისი ხელები უხეშად მივიშორე და კისერზე დავილაგე. მირას რაღაცის თქმა უნდოდა, პირი გააღო . მინდოდა რომ მისი ტუჩები მხოლოდ ჩემი ყოფილიყო, მხოლოდ ის ბგერები გამოეცათ, რისი გაგონებაც მე მსურდა, ენით მისი ენა ვიპოვე , ხელი წელიდან კისერზე ამოვაცურე და ფაფუკი თმები მაჯაზე დავიხვიე. სიამოვნების ბგერები უფრო და უფრო მატულობდა. მისი ხელები ჩემი შარვლის ელვას ეძებდნენ. მე მას ვუნდოდი, ზუსტად ისე როგორც მე ის...
- მთხოვე რომ აქვე გაგ**მო ,- სარკისკენ შევატრიალე, საპირფარეშო ოთახი ისეთი ბნელი იყო, წითელი ფერმკრთალი შუქით განათებული, რატომ გახდა ეს გარემო ასეთი იდეალური. მის თმებს მბჟუტავი ნათურები ახლა უფრო მეტად აწითლებდა, როგორც ტუჩებს და კისერს, მისი მკერდი, ზედმეტი ნაჭრისგან თავისუფალი, სარკიდან უფრო მადიანად მოჩანდა. სარკის წინ ვიდექით, ხელები მუცლიდან კისერზე ავასრიალე და ვაიძულე ეს ყველაფერი ეყურებინა. კარგად დაემახსოვრებინა ვინ ეფერება და როგორ. შეეგრძნო როგორი სასურველი იყო. თავი ჩემს მხარზე დამადო და სიამოვნებისგან მისმა ბაგემ ისევ ის სასიამოვნო ხმა ამოუშვა. რატომ მაკარგინებ ჭკუას ? შენს ხელში რატომ გავხდი დაუკმაყოფილებელი მოზარდი... მხოლოდ მასზე , მის კვნესაზე და მასთან სე*სზე ვფიქრობდი.
- დამიანე ,- მის ხმასაც იმ წყეული კოქტეილის სურნელი ჰქონდა, ცხელი სუნთქვა კისერზე მომედო და ხელები თმებში შემიცურა. ამის გაგონება მსურდა, სასწრაფოდ შევუხსენი პერანგის ღილები, პერანგს მისი და ჩემი შარვალიც მოყვა. მირას გულისცემა მესმოდა... თმები ისევ მაჯაზე დავიხვიე და სახე გავასწორებინე, მინდოდა ეყურებინა როგორ შევდიოდი მასში. სარკიდან მისი თვალები წითლად ანათებდნენ, იქნებ დემონია ... ნამდვილად ეშმაკი ჩემს წინ იდგა და მიტყუებდა. თმაზე მოვქაჩე რომ მის სახეზე კმაყოფილება დამენახა და მასში შევედი.
- უფრო ღრმად ,- სიამოვნებისგან წინ გადაიხარა და თვალები დახუჭა.
- მინდა რომ შენს თავს უყურო ,- სახე ისევ გავასწორებინე, ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და თვალებიდან ცეცხლები ისროლა, ეს იყო რაც გინდოდა ? ტემპს ავუჩქარე და უფრო ახლოს მოვიზიდე.
- არ გაჩერდე, გთხოვ არ გაჩერდე ,- მისი ხელები ჩემს თმებს და სახეს ეძებდნენ, მისი მკერდი ბიძგებს იმეორებდა. მალე მისი კვნესის ხმამ ყველა სხვა მელოდია გადაფარა, ფრჩხილებით კისერს მიკაწრავდა და ვხედავდი როგორ უწითლდებოდა სახე, ვგრძნობდი როგორ ხურდა, ის იწვოდა... მასში დავიკარგე, ტემპს ავუჩქარე და მისი სახელი უნებურად აღმომხდა... სარკეში ვუყურებდი როგორ სიამოვნებდა, სულ ცოტაც .
- მინდა რომ ჩემში .... , დამიანე,- სულ ეს იყო რისი გაგონებაც მჭირდებოდა, რამდენიმე ღრმა ბიძგის შემდეგ გავჩერდი და თვალებში ჩავხედე. ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის გულისცემას, სრულიად ჩემი და თან ასეთი უცხო იყო... მხოლოდ მის თვალებს ვუყურებდი, ვხედავდი როგორ ნელ-ნელა ეპარებოდა სიცივე, დამშვიდდა. უნდა მოვშორდე, მალევე მოვშორდე, მინდოდა იქიდან გავქცეულიყავი, რადგან დღეს თითქოს რაღაც უფრო მეტი ვიგრძენი, ვიდრე უბრალო სე*სი. მე ის მსურდა. ველოდებოდი, რომ მას სე*სის შემდეგ შევიძულებდი, მის ხმას, არომატს ვეღარ ავიტანდი, მაგრამ... წამებში კარის საკეტი გავაღე და ოთახი დავტოვე.
რესტორანში კერინგტონმა შემოაბიჯა, ოდესღაც ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, დღეს კი ჩემი მტერი გახდა. ხელი შესასვლელშივე ჩამოვავრთვი და მაგიდისკენ წავიყვანე. მირა არ გამოდიოდა... მირა... მირა... მის სახელს გონებაში ვიმეორებდი, როდესაც დარბაზში მისი თავდაჯერებული ნაბიჯები გაისმა, ღიმილით მოდიოდა მაგიდისკენ. ასეთი თავაზიანი, თავდაჯერებული ღიმილი მასზე პირველად ვნახე. ის არ იყო გულწრფელი , მაგრამ ეს მხოლოდ მე ვიცოდი. მირას სახე დამშვიდებულიყო, ტუჩზე მოწითალო ტუჩსაცხი ესვა, თმები დავარცხნილი, პერანგიც ახალივით ჩანდა. მე რომ არ ვყოფილიყავი რამდენიმე წუთის წინ მასთან ერთად საპირფარეშოში ვერც დავიჯერებდი, რომ ჩვენ ახლა ერთ-ერთი საუკეთესო სე*სი გვქონდა.
- გამარჯობა ,- მაგიდასთან უკვე მოახლოებული იყო, როდესაც ხელი კერინგტონს ჩამოართვა, ეს ს*რიც თავაზიანად წამოხტა და მირა ინტერესით შეათვალიარა. არა, კერინგტონ, მე ეს შენი მზერა ვიცი. არ გამოვა...
- დამიანე, ეს შენი ულამაზესი მდივანია? ,- ჰო, მას ხომ უნდა გაეგო მირა უბრალოდ დილის მინე*ით და ყავით მეგებებოდა, თუ სინამდვილეში ვიღაც უფრო მეტი იყო.
- ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელია ,- მირას თვალები სულ წამით ჩემსას შეხვდნენ, სახეზე მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა, მაგრამ როდესაც მან ისევ კერინგტონს შეხედა, მალევე გაუქრა.
- შეხვედრა 10 წუთის წინ უნდა დაწყებულიყო, დღეს ისე მოხდა, რომ ორი შეხვედრა გვაქვს დაახლოებით 65 წუთში ,- მირას ხმა ჩემზე მეტად ოფიციალური იყო.
- ოჰ, თუ დრო არ გაქვთ, იქნებ ჯობს რომ ისევ მეილზე მომწეროთ მირა,- კერინგტონის ინტერესი უფრო და უფრო ღვივდებოდა. სკამზე გავსწორდი და ირონიულად ჩავიცინე, რაღაცის თქმას ვაპირებდი, რომ ისევ მირას ხმა გაისმა.
- თქვენ პირველივე დაბრკოლებაზე ასე გარბიხართ, ბატონო დევიდ ? ,- მირას ღიმილი ახლა უფრო თბილი და გულწრფელი იყო. კერინგტონს სათქმელი აღარაფერი დარჩა და სკამზე კომფორტულად გასწორდა. რამდენიმე წუთში მაგიდა ზღვისპროდუქტებით, თეთრი ღვინით და მირას 100 ფურცლიანი პრეზენტაციით აივსო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჩემს ძველ და ნაბი*ვარ ძმაკაცსს ვესაუბრებოდით, მინდოდა მირასთვის უფრო მეტი დრო მიმეცა, მინდოდა რომ თავისი თავი უფრო კარგად წარმოეჩინა, ნამდვილად ვიცოდი როგორი ჩა**თლახი იყო კერიგტონი, კონტრარგუმენტები არასდროს არ ელეოდა, მირა ცდილობდა ყველა მისი ფარულად დასმული საშინელი კითხვები აეცილებინა და მის ემოციებზე ეთამაშა. კერინგტონის თვალები გაკვირვებული ათვალიერებდნენ მირას, ვგრძნობდი, რომ ზოგჯერ მირას იმაზე უფრო მეტ ხანს უმზერდნენ, ვიდრე ეს საერთოდ დაშვებული იყო.
- შენ რას იტყვი დამიანე,- ახლა უკვე კერინგტონმა მე მომმართა, წარმოდგენაც არ მქონდა რას ვიტყოდი, რადგან მაგიდის ქვემოთ მირას ფეხს ვგრძნობდი, მისი ფეხსაცმლის წვერი ყველა კერინგტონის კითხვაზე მე მირტყამდა, თითქოს უნდოდა, რომ რამე მეთქვა, ელოდებოდა როდის ჩავერთვებოდი, მაგრამ ეს მირას დებიუტი იყო, მან უნდა ისწავლოს კერინგტონისნაირ სი*რებთან მოქცევა. მაგრამ იქნებ მან ასეთი მოქცევა ჩემთან ისწავლა ?
- შენ კარგად იცნობ ჩემს პოლიტიკას და რადგან დღემდე ეძებ შესაფერისს საბროკერო ფირმას, ვგონებ ყველა სხვა ჩვენამდე უარით გაისტუმრე, რაღაც ბრილიანტს ეძებ და კარგად იცი, რომ ამ ბრილიანტს ჩვენ ჩემს ფირმაში ვინახავთ, ამიტომ ამდენი თეატრის დრო არ გვაქვს, ან მიიღე წინადადება, რასაც ქალბატონი მირა გთავაზობს ან ... ,- მოგების ნიშნად ვისკის ჭიქა გავუწოდე , მან თავისი ღვინის ჭიქა აწია და მირას ანიშნა, რომ ჩვენთან ერთად დაელია.
- მაშინ, ჩვენს თანამშრომლობას გაუმარჯოს ,- სასმელი ცოტაც და გადამცდებოდა,, რადგან მირას ფეხი ამჯერად უკვე ძალიან მტკივნეულად ვიგრძენი. ასეთი საშინელი ფეხსაცმელი რატომ აცვია, ცოტა უფრო ფრთხილი უნდა ვიყო მასთან, შეიძლება მომკლას... ან უარესი...
- კარგი, არ გვინდა ამდენი სამსახურზე და საქმეზე, ამის დრო დღეიდან სულ გვექნება,- გამხიარულდა კერინგტონი, ჰომ ვამბობ სულ ასეთი გამოს*რებული იყო ,- მირა, თქვენ დაოჯახებული ხართ ? ,- დამცხა, აშკარად ფლირტი უნდოდა, ჩემს თანამშრომელთან, ჩემს თვალწინ , ჩემს..
- არა, სრულიად თავისუფალი ვარ,- სასმელმა დაარტყა, ჩემს გვერდით თვალები გავაპარე და მის ახურებულ სახეს დავაკვირდი, დათვრა? ო , ღმერთო, დათვრა და მტერს უხტება ?
- ძალიან კარგი, ხვალ თქვენი დილა ძალიან სასიამოვნოდ დაიწყება,- წამოდგა, ხელი ჩამომართვა, მირას კი ხელზე აკოცა და მზერა გაუსწორა, სკამს ხელით ჩავეჭიდე , მოვუჭირემ ,- ჰო, დამიანე, სულ მშურდა შენი ნიჭის, ჩემთვის ბრილიანტების არჩევა საუკეთესოდ გამოგდის,- თვალებიდან ცეცხლებს ვყრიდი.
- ჩემი ბრილიანტები მხოლოდ მე მეკუთვნის, შენ უბრალოდ უნდა დააფინანსო ,- დამცინავად გავიწოდე ხელი და მხარზე ნიშნის მოგებით დავადე. კერინგტონმა თავი დამცინავად დამიკრა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა მირა და დაგვემშვიდობა. სი*რი, უკვე ვხედავდი როგორ გადიოდა რესტორნიდან.
- როგორი ბედნიერი ვარ, დამიანე, არ მჯერა , არ მჯერა, კერინგტონი ჩვენია, - მისი ბაგეებიდან ამოსული ეს სახელი უფრო მაიძულებდა რომ ეს სკამი შუაზე გამეგლიჯა. ღრმად ამოვისუნთქე და ფურცლები ერთად ფაილში დავაბრუნე.
- მივდივართ ,- მეც კი მეუცხოვა იმდენად ცივად ვუთხარი, მინდოდა რომ მალევე გავსულიყავით ამ შენობიდან. ჩქარი ნაბიჯებით დამეწია, როდესაც მანქანის კარებს ვაღებდი, ის ისევ რესტორნის შესასვლელთან იდგა და ტელეფონში იყურებოდა.
- რას აკეთებ, ჩაჯექი ,- დავუყვირე, წვიმდა , წვიმდა და ის შესასვლელთან იდგა.
- მე ტაქსით წამოვალ ,- ისევ ტელეფონში ჩაძვრა. ღმერთო, სიბრაზემ უკვე პიკს მიაღწია, ჩვენს შორის მანძილი წამებში დავფარე.
- მე გითხარი, რომ შენ ტაქსით მიდიხარ? მიპასუხე, როდის ვთქვი ეგ? ,- უკვე ხმაში ისეთ სიბრაზეს ვგრძნობდი, მინდოდა როგორმე შემერბილებინა, თვალები ტელეფონიდან აწია და მომაშტერდა, მგონი არც სუნთქავდა, ნაბიჯი უკან გადადგა. არა, ასე ადვილად თავს ვერ დაიძვრენ, ხელი წელზე მოვხვიე და მანქანისკენ მოვქაჩე,- წამოდი, მირა გთხოვ, წვიმს ,- ისევ დაბნეული მიყურებდა, მის თვალებში სიბრაზის და სინანულის მეტს ვერაფერს ვერ ვხედავდი...სინანული, სინანული.. ოღონდ ეს არ უნდა მენახა. მანქანაში ჩაჯდა, პალტოზე დაცემული წვიმის წვეთები ხელით მოიშორა და თმები აიწია.
- რამე არასწორად გავაკეთე? ,- რამდენიმე წუთიანი დუმილი მან დაარღვია, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, როგორ მეპასუხა, რა უნდა მეთქვა მეც ვერ ვხვდებოდი, რატომ გავბრაზდი, რა მემართებოდა,- დამიანე,- ხელი ჩემს საჭეზე ჩაფრენილ ხელს დაადო . წითელზე გავჩერდით, ხელზე დავხედე, თლილი და მოვლილი თითები ჰქონდა, ცოტათი სველი და ცივი.
- არა, ყველაფერი კარგად არის, იმაზე მეტი ილაპარაკე , რა თქმა უნდა, ვიდრე უნდა გელაპარაკა, თუმცა კლიენტი არ დაგვიკარგავს ,- რა სისულელეა, უთხარი რომ ის შეუდარებლად იდეალური იყო. იდეალური იყო მაშინაც, როდესაც სარკიდან მიყურებდა, თავის სხეულს ნელ-ნელა ჩემსას აყოლებდა და თავს კარგავდა. უთხარი შე ყვ*ერო.
- ჰოო, ნამდვილად უნებურად იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე საჭირო იყო ,- ხელები უხეშად მომაშორა და ფანჯრიდან გაიხედა. მანქანა მის სახლთან ჩერდებოდა.
- აქ რა გვინდა, დღეს ხომ შეხვედრა გვაქვს ,- ცოტათი დამფრთხალმა გადმომხედა.
- დღეს შენ დასვენება დაიმსახურე, დანარჩენს მე მივხედავ ,- მანქანა საბოლოოდ მოსახერხებლად გავაჩერე და მისკენ გავიხედე. მგონი ბრაზობდა, რატომ ბრაზობდა, მე ხომ სახლში მივიყვანე... გთხოვ, მირა მომშორდი, არ ვიცი რა მემართება, მინდა რომ გადახვიდე და სახლში შეხვიდე.
- კარგით, მადლობთ ყველაფრისთვის ,- მანქანის კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა. ვუყურებდი როგორ უჩინარდებოდა სადარბაზოში, არც ერთხელ არ გამოუხედავს, ყველაზე მეტად მინდოდა, რომ არც გამოეხედა ჩემკენ. ადგილს მოვწყდი და მალევე ოფისში დავბრუნდი.
ყველა შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, ჩემს კაბინეტში ფანჯარასთან მდგარი ვისკი ჭიქაში დავისხი და პერანგი ცოტათი შევიხსენი. სულს მხუთავდა. ფანჯარა გავაღე, სიცივეს მინდოდა რომ მირას შეხება წაეღო, ვგრძნობდი კისერზე მის ფრჩხილებს და ჩუმად წარმოთქმულ ჩემს სახელს. როდის აქედან ვფიქრობ ერთ ქალზე ამდენ ხანს ? რა მემართება... მაჯაზე მოჭერილი საათი მოვიხსენი და შუშის მაგიდაზე დავაგდე. თვალები დავხუჭე და მისი ღიმილი დავინახე, თავს გიჟივით ვაქნევდი, მინდოდა ამომეგდო გონებიდან, ისევ ისმოდა ის მელოდია, რომელიც დღეს მიას ხმამ გადაფარა. ისმოდა, იმდენად ხმამაღლა, რომ ყველა ჩემს ფიქრს შლიდა და აჩუმებდა. ვგიჟდები მგონი , იქნებ რამე ჯადო მაქვს, რა მემართება. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე... ნაბიჯებიც მერეოდა. ოფისში ამ დროისთის უკვე აღარავინ იყო, ოთახს მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა და ცოტათი მაფხიზლებდა, აწიე და სახლში წაეთრიე, ყველაზე დიდი ნა*ირალა ზუსტად ამ ოფისში იჯდა.


პ.ს ვეცდები მალე შემოგთავაზოთ კიდევ ახალი თავი, ცოტათი ნაბი**ვარ უფროსზე... ჰაჰ



№1 სტუმარი მკითხველი

ძალიან კარგია საინტერესო ცოტა დამიანეს ეჭვიანობებიც მინდა

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

ვაა საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ველი ქორწილს :)

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთა

კარგიაა. ამდენი წლის წლის შემდეგ დაბრუნებას გილოცავთ❤️

 


№4 სტუმარი კი

შემდეგი როდის იქნება?

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

ახალი ცეცხლოვანი თავი გვინდაა

 


№6 სტუმარი სტუმარი სოფი

შემდეგს როდის დადებ?

 


№7  offline მოდერი ^paradise^

მკითხველი
ძალიან კარგია საინტერესო ცოტა დამიანეს ეჭვიანობებიც მინდა

ჰოო, ეჭვიანობები და სცენები ნანდმვილად იქნება, მოემზადეთ ჰაჰა.
სტუმარი ნათია
ვაა საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ველი ქორწილს :)

ქორწილი არ ვიცი, მაგრამ დაველოდოთ... <3 მადლობა
სტუმარი ქეთა
კარგიაა. ამდენი წლის წლის შემდეგ დაბრუნებას გილოცავთ❤️

დიდი მადლობა <3 მეც ძალიან ძალიან მიხარია
კი
შემდეგი როდის იქნება?

დაიდოო.. <3
სტუმარი ნინა
ახალი ცეცხლოვანი თავი გვინდაა

მოდიიის... ჰაჰა
სტუმარი სოფი
შემდეგს როდის დადებ?

დაიდოო.. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent