ვერ დაივიწყებ
სახლში ვარ ჩემი საყვარელი სიმღერა ,,Eternal love and youth" დინამიკებში ბოლო ხმაზე მაქვს ჩართული და ჩემთვის ვყვები ტექსტს, ვღიღინებ, ზენიტში ვარ , მთლიანად მიპყრობს ეს სიმღერა და სადღაც შორეულ წარსულში მაბრუნებს, არ ვიცი იქ როგორი მე ვარ და არც ის ვიცი იმ მეს მოსწონს თუ არა ეხლა ჩემი საქციელი, ნეტა დაძლია ის შიშები და კომპლექსები რაც ჰქონდა? პასუხი არ მაქვს იმიტომ, რომ არეული ვარ ეს თვეებია, ვფიქრობ ,ვფიქრობ და მერე ისევ მახსენდება, ისევ ვხედავ და თან მძულს ეს მომენტი იმიტომ რომ ისევ მეშინია... კომფორტის ზონას ჩემი სახელის გაგონება მირღვევს, ბუნდოვნად მესმის, ხმაზე ვერ ვცნობ ვინაა, მაგრამ ნაცნობია ვიცი, და თან ძალიან მონატრებული, წამებში ბავშვობაში რომ მაბრუნებს, ზუსტად ის ხმაა მე რომ გიჟივით გარეთ გავრბოდი მის გაგონებაზე.... დაფეთებული, სახლიდან ეზოში ისე გამოვდივარ დინამიკს არ ვრთავ, ხმაც უფრო გამოკვეთილად მესმის, და კი ზუსტად მას ეკუთვნის ეს ხმა ვინც გავიფიქრე -ნინიაააა-ჩემი ეზოს დიდ ლურჯ კარებთან დგას, ისევ ისე როგორც ადრე, ბავშვობაში , განწირული ხმით ყვირის ჩემს სახელს და ჩემი დანახვისას , სახეზე ღიმილი ეკვრის, ბავშვობა მახსენდება მაგრამ რაღაც მაკლია, რაღაც კი არა ვიღაც, მთავარი პერსონაჟი ამ მომენტის, ჩვენი ნიკოლა. -ძლიივს გოგო, ერთი საათია ვყვირივარ!- თითქოს მტუქსავს დათო -ადრე ამას ნიკოლასთან ერთად აკეთებდა , სულ ერთად მეძახდნენ ხოლმე გარეთ გამოდიო, ან დასხდებოდნენ ჩემთან ეზოში და მიყვებოდნენ უბნის ახალ ამბებს,მეც გამალებით ვუსმენდი მათ და ჩემს აზრებსაც ვუზიარებდი, ვსაუბრობდით ყველაფერზე , თითოეულ დეტალზე ჩვენი ცხოვრების და ბოლოს სიცილ-ხარხარით ვაგვირგვინებდით ამ პროცესს. -ვააა დათო, გაგახსენდი?- ვაიგნორებ მის შენიშვნას და ვაგრძნობინებ ჩემს ბრაზზს -მე შენ სულ მახსოვხარ, ნინჩიკ! -გეტყობა როგორც გახსოვარ... -კაი რა ნუ მიბრაზდები, ხო იცი ხან შენ არ გცალია ხან მე , მარა აი იმენა სუ რო მახსოვხარ ეგ იასნაა ეხლა-ტიპიური დათოა რა -შემოდი რა კარებში დგახარ! რა ხდება აბა ? მშვიდობაა? ამ დილაუთენია რომ თვით დათო დადიანი გაჰყვირის ჩემს სახელს მთელ უბანში-ვეცადე სერიოზული ტონი მქონოდა საუბრისას -მშვიდობაა, მშვიდობა , მარა ისეთმა ტიპმა მომწერა შენთვის რომ არ მეთქვა და არ გამეგიჟებინე დილიდანვე , ვერ მოვისვენებდი ხომ იცი არა ნინიკოო-ბავშვობიდან ჩემი ნერვების ჭიაა ეს ბავშვი -ვინაა ეგეთი?-სიცილით ვეუბნები და თან მაგიდასთან მივუძღვები, რომ გემრიელად მოვთავსდეთ და ისე მომიყვეს ყველაფერი -ეჰჰ, აბა რა გითხრა ჩემო ლამზო-ლამაზოს ამ ფორმით იძახის,მაგრამ რატომ ამაზე პასუხი არავინ არ ვიცით-შენმა ტარიელმა მომწერა-მეუბნება სრული სერიოზულობიით -ვინაა ჩემი ტარიელი ბიჭოო? სად ნახე ტარიელისნაირი კაცი ამ თაობაში?-ვკვდები სიცილით და ისე ვეუბნები ამ ყველაფერს -წერეთელს იწუნებ შენ?-ტანში მცრის ამ გვარის გაგონებისას, ვშეშდები, სიცილი სახეზე მახმება და დათოს ლაპარაკი საერთოდ აღარ მესმის მხოლოდ მის გამომეტყველებას და ტუჩემის მოძრაობას ავღიქვამ-ზევსია პირდაპირ ციდან ,მარა ისეთი გულქვაა რო ამ გოგოებს ვაფშე რატო გევასებათ ვერ ვხვდები. ეეე ნინოოო !!-სრული სახელით მარტო მაშინ მომმართავს როცა ბრაზდება, ისე ხედავთ რამდენ ზედმეტსახელსაც მეძახის.- მისმენ საერთოდ რას გელაპარაკებიი? დაეშვი აბა დედამიწაზე-ხელს მიქნევს დათო -ხო გავიგეე-ძლივს ვაბავ სიტყვებს ერთმანეთზე-რაო რა მინდაო? -სამი თვის წინ რომ ჩამოვიდა ინგლისიდან ეგ გეცოდინება, ხოდა მერე რაღაც ჩეპე მოუვიდა ჩემ ერთ ძმაკაცს მაგასთან რა და მე მომიწია მაგათი შერიგება, ისე ეს დებილი ვაკო იყო დამნაშავე მარა ეხლა ხო არ ვაცემინებდი წერეთელს მაგის თავს არა, ხოდა მოკლედ მოვაგვარე რა და მერე ჩვეულებრივად მომიკითხა და ამბები და შენც გიკითხა ნინჩიკ , რას შვებაო? როგორ არისო?...-ჟრუანტელმა დამიარა არადა ამდენი ხანია მგონია რომ დავივიწყე.დათოს ამის მეტი არაფერი აღარ უთქვამს მიხვდა რომ არ მესიამოვნა მისი ხსენება, თემა სხვა საკითხზე გადაიტანა და მეც შევძელი განეიტრალება მარა იმ ღამეს რომ არ მძინებია ეგ ფაქტია. *** მე, ნიკოლა და დათო ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, მე და ნიკოლა ტოლები ვართ დათო ჩვენზე 1 წლით უფროსია და ყოველთვის მშობელივით გვივლიდა ჩვენ ორს.ნიკოლა ეხლა საფრანგეთშია იქ ცოვრობს და არ ვიცით როდის ჩამოვა მარა მასთან კონტაქტს არ ვწყვეტ, მიუხედავად ამისა ჩემთვის ძალიან რთულია მისი არ ყოფნა, დათოს ეს ბოლო პერიოდი ჩემთვის არ სცალია, დიდი ბიჭია და რამე, გოგოები, კლუბები,ქუჩა და ასე შემდეგ. მე არ ვარ ეგეთი ტიპის გოგო, საერთოდ ძალიან ჩაკეტილი ვარ არ მყავს ბევრი მეგობარი, რთულად ვენდობი ადამიანებს და კარიერას ვაქცევ ძალიან დიდ ყურადღებას, ჩემთვის ყოველი მეორე გამვლელი ბიჭი რამეს არ წარმოადგენს,არავის ვახტები და ვცდილობ ნეიტრალური ურთიერთობა მქონდეს ყველასთან. ლუკა წერეთელი, ჩვენს უბანში რომ გადმოვიდა 13 წლის ვიყავი ის 14-ის. ვაღიარებ მაშინვე მომეწონა როგორც კი დავინახე, მაღალი,ლურჯთვალება, წაბლისფერთმიანი, ბიჭი მკაცრი გამომეტყველებით, შემამჩნია თუ არა მაშინვე გამიღიმა, ერთადერთი გულწრფელი ღიმილი რომელიც მისგან მახსოვს ეს იყო,ყოველთვის ისე მიყურებდა თითქოს ბავშვი ვიყავი, არ მესმოდა არაფერი და ვერ ვხვდებოდი, ირონიით მეპყრობოდა მაგრამ ამავდროულად თითოეულ ჩემს ნაბიჯს აკონტროლებდა, ყველაფერი იცოდა ჩემზე, უსიტყვოდ ხვდებოდა ჩემს აზრებს,არავის აძლევდა ჩემთან ზედმეტის უფლებას, მიცავდა კბილებით მაგრამ ჩემგან მალულად აკეთებდა ამ ყველაფერს,ისე რომ მე არ დამენახა მაგრამ ბოლოს მეგრძნო რომ მისი ნამოქმედარი იყო ეს ყოველივე.ყოველ კვირას ტიტები მოჰქონდა ჩემთვის, და მეუბნებოდა ისე გცემ პატივს როგორც დათოო, როცა ის არ არის მე მიგულე შენს გვერდითო, მე კი ეს მწყინდა იმიტომ რომ გონის კეტვამდე ვიყავი მასზე შეყვარებული, იცოდა თან ძალიან კარგად , ყველაფერს ხვდებოდა, მე ხომ ვიცი გამოხატავდა ჩემს მიმართ იმ გრძნობას რასაც მე ვგრძნობდი მის მიმართ, მაგრამ არასდროს არაფერს არ აღიარებდა, 14-ის რომ ვხდებოდი ყელსაბამი მაჩუქა, ისეთი ლამაზი იყო ჭკუაზე არ ვიყავი ,ვარდისფერი ტიტა იყო გამოსახული , არ მოგატყუებთ იმ დღის შემდეგ არც კი მომიხსნია ყელიდან, თითქოს ამით მონიშნა თავისი კვალი ჩემს ცხოვრებაში. ჩემი დაბადების დღის შემდეგ აირია ყველაფერი. ლიზი კიტეიშვილთან, რომ დაიწყო ურთიერთობა მთელი ერთი კვირა ვტიროდი, შემზიზღდა მართლა ოღონდ . ლიზი ჩემი პარალელი იყო, ვერ ვიტანდი ამ გოგოს, ბავშვობიდან მეჯიბრებოდა, ჩემზე რაღაც გესლიან ჭორებს ავრცელებდა ყოველთვის და ვგრძნობდი რომ ჩემი შურდა, არ ვიცი რატომ მარა ეს ლიზი იყო, გოგო რომელიც ყველა ბიჭს კისერზე ეკიდებოდა, მთელი სკოლის ბიჭები მისი ყოფილები იყვნენ.ლუკას და ლიზის ურთიერთობამ ახალი საჭორაო თემა მისცა საზოგადოებას, იძახდნენ ლუკას ეგეთი რა მოუვიდა მაინდამაინც ეს გოგო რომ გადაიკიდაო.ლუკა ნიჭიერი იყო, საოცრად კარგად იცოდა მათემატიკა, ქართული, ისტორია და საერთოდ ყველაფერი მაგრამ სკოლის ბუნტის თავი იყო , სულ ეგ ჩხუბობდა, სულ ეგ არჩევდა საქმეებს და არც არასდროს უზრუნია ნიშნებზე ,მასწავლებლებიც არ აწუხებდნენ ამ თემით, რადგან იცოდნენ მისი შესაძლებლობები, რაც არ უნდა გეკითხა ყველაფერზე პასუხი ჰქონდა და ეს თვისება მაოცებდა მასში. იმ საღამოს როდესაც დავინახე როგორ ჰქონდა ლიზიზე ხელი გადახვეული და როგორ უცინოდა, გული დამეწვა, მოვკვდი შინაგანად,მაშინ ვიგრძენი რომ მე როგორც მშიშარა ბავშვს ისე მიყურებდა, იცით ამაში არც ვამტყუნებ, მე ვერ შევძლებდი მაშინ მისთვის ისეთი ვყოფილიყავი , როგორიც ლიზი იყო, მეშინოდა იმ გრძნობის რასაც მის მიმართ ვგრძნობდი და საერთოდ ბევრჯერ მიფიქრია თუ ოდესმე გამოვუტყდებით ერთმანეთს მერე რა მოხდებათქო? ვთვლიდი რომ იმ ასაკში პატარა ვიყავი იმ ურთიერთობისთვის რაც შეიძლება ჩვენს შორის ყოფილიყო, ზედმეტად არც ვუშვებდი ჩემთან ახლოს, მაგრამ ჩემს გულთან ყველაზე ახლოს იყო, ყველაფერი იცოდა, ყველა ჩემი პრობლემა, აბსულუტურად დეტალებში თითოეული დეტალი ჩემი ცხოვრებიდან.იმ საღამოს თვითონაც დამინახა, როგორი უიმედო თვალებით ვუყურებდი, თითქოს არ შემიმჩნია, მაგრამ შემდეგ სახლში მომაკითხა მთვრალმა -ხო იცი როგორ მიყვარხარ, ხო იცი ეგოისტი ვარ და ვერასდროს ავიტან სხვას შენს გვერდით, აი მაგ აგიზგიზებული თვალებით სხვას რომ შეხედო გავგიჟდები ნინ!-ჩემი სახლის წინ ვიდექით და თანდათან მიახლოვდებოდა -წადი ლუკა! -არ წავალ-კიდევ უფრო მომიახლოვდა -ვერ- ჩემს ყურთან ახლოს დაიჩურჩულა და ხელები ჩემს თმაში შეაცურა -ლიზი დაგინახავს!-ვუთხარი გატეხილი ხმით -ლიზი !-მის სუნთქვას ჩემს სახეზე ვგრძნობ და ვხვდები რომ გონება მებინდება, მაგრამ თავს ძალას ვატან ,რომ შევეწინააღმდეგო , არ მინდა ახლა მის თვალწინ ჩამოიშალოს ჩემი ნაშენები თავმოყვარეობა -მომშორდი! -ხელი ვკარი-არ გაქვს უფლება დილით სხვას ხვევდე ხელს და ეხლა ამას მიკეთებდე. ნუ მეთამაშები! დავიღალე უკვე! არ ვიცი რას აკეთებ, ვერ ვხვდები რა გინდა საერთოდ! როგორც დას ისე გიყურებო მეუბნები, მერე ყვავილები მოგაქვს, თბილად მექცევი, მაშტერებ , არცერთ საპირისპირო სქესს არ მაკარებ რა უფლებით? როგორც დაუცველ ბავშვს ისე აღმიქვავ ხო? მშიშარას, გაუბედავს, და კიდე არ ვიცი საერთოდ რა გიტრიალებს მაგ დედა აფეთქებულ თავში! მერე ლიზისთან იჩითები, გოგოსთან რომელსაც იცი ვერასდროს რომ ვერ ვიტანდი და ისიც კარგად იცი რა დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ! ეხლა აქ დგახარ და რაღაც ამაზრზენობებს აკეთებ, რა გეგონა ეგრევე მკლავებში ჩაგიდნებოდი? რა გგონია რას გავაკეთებ ? არა ლუკა! არა! არ მომწონს ეს ყველაფერი! არ მინდა გაიგე! არა! არ შემიძლია შენი ესეთი ქმედებები ავიტანო! ისედაც საკმარისი იმედგაცრუება მაქვს მამაჩემისგან! და შენ ნუღა აკეთებ რა ამ ყველაფერს! წადი უბრალოდ! - ხვალ ინგლისში მივფრინავ- მეუბნება ისე თითქოს წამების წინ ჩემი ყვირილი არც კი გაუგია.-უბრალოდ მინდა, რომ არ დამივიწყო და მომცე იმის პირობა რომ ზედმეტს არავის არაფერს გააბედინებ.- დავიბენი, გავქვავდი, ყელში მქონდა უკვე მისი თავხედური ქცევები, როგორ ბედავდა საერთოდ? რა უფლებით არ მესმის უბრალოდ -უკვე გაგაბედინე თან ძალიან ზედმეტი! -ნინ! მე ეგ არ მიგულისხმია! იცი რასაც გელაპარაკები! -არ ვიცი! შენი საერთოდ არაფერი არ ვიცი! არ გიცნობ! ყოველ დღე ახალი ხარ ! ახალი ნიღბებით! -ნინ უბრალოდ დამპირდი რომ...- არ დავასრულებინე წინადადება, მაშინვე ვუპასუხე -არა! არაფერს არ დაგპირდები გაიგე! არაფერს დავპირდები ჩამოუყალიბებელ ადამიანს! ადამიანს რომელმაც არ იცის რა უნდა ! და არაფერს დავპირდები ადამიანს რომელიც სათამაშოსავით მექცევა!-უკვე ვსხაოდი და ცრემლებიც ღაპაღუპით მომდიოდა- წადი ლიკასთან! იმას გაუზიარე სად მიდიხარ და რას აპირებ საერთოდ! მე არ მაინტერესებს აღარ შემიძლია უკვე შენი ჩახლართული თამაშები! -ნინ-თვალებში მიყურებდა ვგრძნობდი რომ ვატკინე თან ყველაზე მეტად, მაგრამ მეც მტკიოდა ისე მტკიოდა ჩემი გული ყვიროდა შიგნიდან, ორგანოები აღარ მემორჩილებოდნენ ,მეგონა მთელი სხეული დამეშალა ნაწილებად. -წადი ლუკა- ტირილით ვუთხარი ეს სიტყვები და კარი ცხვირწინ მივუხურე.-ვიცი იქ კიდევ დიდხანს იდგა,მეც დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შევედი სახლში , ოთახში გამოვიკეტე და მერე დაიწყო დეპრესია, ტირილები,სამი თვე მკვდარივით დავდიოდი , ყველგან ვხედავდი, ყველა კუთხეში მელანდებოდა მარ არ იყო. მერე ვბრაზდებოდი რატო მენატრება მეთქი და ასე უსიცოცხლოდ გადავაგორე სამი თვე. მერე მივხვდი რომ უკვე ზედმეტი იყო ჩემი დამოკიდებულება, გადავწყვიტე ყურადღება საერთოდ სხვა რამეზე გადამეტანა, სწავლაში გადავეშვი თავიდან ბოლომდე, არაფერი აღარ მაინტერესებდა, აღარც გარეთ გავდიოდი, აღარც ვიცინოდი , არაფერს ვაკეთებდი უბრალოდ ძალიან ბევრ საქმეს ერთად ვასრულებდი, რომ წამი დრო არ მქონოდა მის გასახსენებლად. ესე გავიდა ორი წელი, 16 წლის ვარ მეთერთმეტე კლასში. დათო მეთორმეტე კლასშია, ნიკოლა და მე კლასელები ვიყავით სანამ ის საფრანგეთში წავიდოდა. მოგეხსენებათ ბევრი მეგობარი არ მყავს და ალბათ იმასაც მიხვდებოდით რომ ჩემი მეგობრების უმეტესი ნაწილი ბიჭები არიან, ორი საუკეთესო დაქალი მყავს ანა და თეკლა, ჩემი კლასელები არიან, ამავდროულად თეკლა და მე ერთ უბანში ვცხოვრობთ. კლასში ყველასთან ნეიტრალური ურთიერთობა მაქვს, განსაკუთრებით ვისთან ვარ ახლოს მაგას მიხვდებოდით. კიდევ ვინ გაგაცნოთ? აა ლაზარე, კლასის ყველაზე დასტოინი ტიპია მარა ჩვენთან ერთდა( ჩემთან და ჩემ გოგონებთან) იმდენს ხალისობს და იმდენს მასხარაობს ვერ ავღწერ, ჩემი საუკეთესო მეგობარია ისიც, დათოსგან და ნიკოლასგან ვერაფრით განვასხვავებ, მასაც ყველაფერს ვუყვები. *** ოთხშაბათი საღამო იყო , მე ისტორიიდან მოვდიოდი, ხო იურიდიულზე ვაპირებ ჩაბარებას და უკვე დავიწყე მომზადება. ლაზარე თავისუფლებაზე შემხვდა და გზა ერთად განვაგრძეთ ჩემი უბნისკენ. გაგაცილებო და ბარემ წაგეჭორავებიო. -დღეს რატო არ იყავი სკოლაში ?-ისე მკითხა თითქოს არ იცოდეს რაც ხდება -დამეზარა უბრალოდ- ვუპასუხე ჩუმად-არადა მთელი ღამე თეთრად მქონდა გათენებული -კარგი- გამიტარა ტყუილი- უკვე უბანს მივუახლოვდით, დაღმართზე ჩავდიოდით რომ მითხრა -ეჰჰჰ, ნინო, ნინოოო დამიწვი ეს პარალელები შენი ტრფიალით, მთელი მეთერთმეტე მეორე კლასი შენ გკითხულობდა გოგო. შოკი ხარ იმენა რა -ლაზარე გეყოფა- გავუღიმე და წინ გავუსწარი -რა მეყოფა გოგო, დღეს ის ანზორა რო შემოვარდა გაცეცხლებული მაჭავარიანი სკოლაში რატო არ არიო ლამის სიფათი გავულამაზე -ვიიინ? რა თქვი რა ქვიაო? ანზორი ვინაა ?-ვკიოდი სიცილისგან და ადგილზე გავჩერდი რომ არ ჩავკეცილიყავი-რა სახელებს იგონებ ხოლმე რა , ლაზო -ვითომ ვერ მიხვდა ვის ვეძახი ანზორას, ანდრია ქალო- ერთმანეთს ქალოთი მივმართავთ, მე და ჩემი გოგოები და ვითომ მაგაზე გვეღადავება ეს ვაჟბატონი- ანდრია გიორგობიანი. არა რა იმ დღეს რო უარი თხლიშე ყველაზე ძერსკობა იყო შენ თავს ვფიცავარ , მადონა მასწიც კი გამოშტერდა , რამ გათქმევინა შენნაირ ახმახ იდიოტებს ვერ ვიტანო- თან მაჯავრებდა როგორ ვესაუბრებოდი ჩემზე ორი თავით მაღალს, მე კიდე ბოლო ხმაზე ვიცინოდი-კაი გოგო დაწყნარდი შეიყარა მთელი უბანი- მეუბნება ღიმილით- გეკადრება მაჭავარიანს ეგეთი საქციელი ?-ისევ მიღიმის -აღარ გააცდინო თორე მთელი სკოლა შენზე დარდით კვდება -ოო კაი რა ლაზარე არ არის ეგრე ნუ იცი ხოლმე გადაზედმეტებები -რა ქენი აბა ისტორიაზე, გადავლახდეთ ნაპალეონის პერიოდი? -რა დროს ნაპოლეონია, ჯერ ერთი თვეა დავიწყე სწავლა -ხო კაი, ხო იცი ისტორიის გარტყმაში არ ვარ -ვიცი ლაზო ვიცი- ვუცინი მე -რა ხდება შენთან , კიდე გიგზავნიან მერვე კლასელი ბავშვები სასიყვარულო წერილებს?-ისევ ვიცინი, ეს რომ მახსენდება , საყვარელი ბავშვები ლაზარეზე არიან შეყვარებულები -გაჩუმდი ნინო, რამხელა ხმაზე იძახი!-იცინის თვითონაც- ბავშვი არ ყოფილხარ გოგო? -არა კი ვყოფილვარ მარა...-სიცილი მიტყდება ისევ. უკვე ჩემის სახლთან ახლოს ვართ და ინსტიქტურად სიცილისგან რომ არ წავქცეულიყავი ტროტუარზე ჩამოვჯექი, ჩანთა მოვიხსენი და გვერდით დავიდე. -ის დათუნია რომ გაჩუქა შეინახე თუ გადააგდე?-ისევ ვიცინი -ნინო გეყოფა თქო!-ბრაზდება და თან სიგარეტს უკიდებს -კაი ლაზო კაი, ხმას აღარ ამოვიღებ. აუ მოდი ჩამოჯექი რა შენც , იმდენი ვიცინე, ახლა ნამდვილად ვერ ავდგები -დარწმუნებული ხარ , რომ აქ გინდა დაჯდომა?-მეკითხება და თან მე არ მიყურებს, ჩემს უკან იხედება, მე არ გამიხედია რატო არ ვიცი, ალბათ ვიგრძენი რომ რაღაც ხდებოდა -აუ ლაზარე , ეხლა არ მითხრა რომ უკან ციცო ბებო ზის ან ვინმე მსგავსი თორე გავრეკავ!-ეს ქალი ყველაფერს ისე ავრცელებს როგორც თვითონ უნდა ბავშვობიდან არ მიყვარს , სულ ორპირია, პირში გიცინის და ზურგს უკან გლანძღავს. რომ გავიფიქრე, რო ყველაფერი დაინახა და გაიგო რაც მე და ლაზომ ვილაპარაკეთ, 100%იანი ვიცოდი რომ ხვალ მთელი უბანი ილაპარაკებდა შუა ღამეს მაჭავარიანი შეყვარებულთან ერთად იცინოდაო, არადა ლაზარე ჩემი მეგობარია, მარა ვინ მოგისმენდა. არ ვიცი რატო მადარდებს მათი აზრი, მარა ბებიაჩემი რო გადაირევა მსგავს ამბავზე ეგ ზუსტად ვიცი. მე კიდე არ მაწყობს დაძაბული სიტუაცია.- ლაზარემ პასუხი არ გამცა - აუუუ, ხო შეიძლება დათომ ერთხელ ეგ ქალიც ცემოს რაა!-მთელი სერიოზულობით ვთქვი ეს ყველაფერი და ფეხზე წამოვდექი, ჩანთას ხელი დავავლე და მოსაცმელს ვისწორებდი, ორი ჩემთვის ყველაზე ნაცნობი და დაუვიწყარი ადამიანის ჩაცინების ხმა რომ გავიგე, ანუ მისმენდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, ერთი დათო იყო მარა მეორე ის იყო , ვიზეც ვოცნებობდი, რომ არ ყოფილიყო, ვოცნებობდი მომჩვენებოდა, მილიონ ადამიანში ვიცნობდი მის ამ ბოხ დაგუდულ ხმას ,მაგრამ ეხლა მინდოდა რომ ჩემი ფიქრები არ გამართლებულიყო,მივხვდი რომ ადგილზე გაშეშებულივით ვიდექი, ლაზარეს ვყურებდი და ცოცხალი თავით არ ვიხედებოდი უკან. ცრემლი ვიგრძენი ლოყაზე, სწრაფად მოვიწმინდე და ლაზოს შევხედე -აქ არის?-ვიკითხე ჩურჩულით ისე რომ არავის გაეგო, თან ვეცადე ჩემი აფორიაქება არ შემემჩნია -კი, აქ არის ნინ, და თვალს არ გაშორებს რაც აქ ვართ.-მითხრა და შეუმჩნევლად გამიღიმა, ამით დამამშვიდა და მანიშნა რომ დავწყნარებულიყავი -კარგი, შენ მიდი ბიჭებთან , მე სახლში წავალ გთხოვ მეჩქარება- უკან ისევ არ ვიხედებოდი ლაზარეს რობოტივით ვუმეორებდი ამ წინადადებას და ჩემს ჩანთას ვეჭიდებოდი ხელით. -ნინია დაწყნარდი, ყველაფერი კარგადაა ხო იცი არა, მიდი წადი სახლში, გიყურებ აქედან, რო დალაგდები მომწერე კარგი?- მითხრა ლაზომ -ხო, ხო კარგი.-ვუთხარი მეც და ისე შევბრუნდი, გზა გავაგრძელე, სწრაფად მივდიოდი, არ ვიცი მეგონა რომ გამომეკიდებოდნენ თუ რა მარა შესახვევში ვუხვევდი თვალი, რომ მოვკარი როგორ აპირებდა დათო ჩემი სახელის დაძახებას და გამოყოლას და როგორ გააჩერა ის ლუკამ, არ წაყვეო ტუჩების მოძრაობით მივხვდი რაც უთხრა, მათ გარდა კიდევ ბევრი ბიჭები იდგნენ, ჩვენი უბნელები იყვნენ მგონი , ვერ დავინახე კარგად მაგრამ ეგრეთწოდებული ,,ბირჟა" რომ იყო მაგას მივხვდი. შეცვლილია , გაზრდილია, უფრო სიმპატიურია, კაცია უკვე, ისევ ისეთი მზერა აქვს ისევ ისეთი მწველი. მხრები მეწვოდა სახლში შემოსულს , ცრემლები მცვიოდა, ვიცოდი სახლში მარტო ბებო რომ იყო და კარის დაკეტვისთანავე ხმამაღლა ავტირდი. ჩავიკეცე და ღრმად ვსუნთქავდი, ბებო რომ მოვიდა თავზე მეფერებოდა , დაწყნარდიო მეუბნებოდა, მივხვდი, რომ მას უკვე ნანახი ყავდა ლუკა, უსიტყვოდ გამიგო ბებომ , ახლაც და მაშინაც, 2 წლის წინ როცა ვუთხარი რომ მიყვარდა, როცა გული გადავუშალე და ყველაფერი მოვუყევი, მაშინაც ჩემს გვერდით იყო და ახლაც გულში მიკრავს და იზიარებს ჩემს ტკივილს. ოჯახში ყველაზე ახლოს ბებოსთან ვარ, ყველაფერს ვუყვები და რჩევებსაც მას ვთხოვ. დედაჩემი საზღვარგარეთ არის და ესე რომ ვთქვათ ბებო ითავსებს მის როლს. მაგრამ დედა ძალიან მიყვარს , მისი მადლიერი ვარ , რომ შეძლო და ესეთი აღმზარდა მამაჩემის ხელში. 4 წელია რაც საქართველოში არ არის დედა , და მეც ოთხი წელია ყოველ ღამე ველოდები მის დაბრუნებას. ძილის წინ მის ბალიშს ვეხუტები და ისე ვიძინებ, რომ მისი სუნი ოდნავ მაინც შევიგრძნო. მამაჩემი საერთოდ არ მიცნობს, ყოველთვის თავის სტიქიაშია , სვავს, ერთობა... ჩემთვის მამობა არასდროს გაუწევია, დედას სულ ეჩხუბებოდა, მე მშიშარას მეძახდა და მეუბნებოდა ვერაფერს მიაღწევ ამ ცხოვრებაშიო. მოკლედ მამას მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს ზიზღის გარდა. ეს ორი წელია საერთოდ არ გამოჩენილა, სოფელშია და იქ უვლის თავის თავს და აგრძელებს მომაბეზრებელ ცხოვრებას. მე ბებო და ბაბუა ვართ თბილისში და მინდა გითხრათ ძალიან ბედნიერად ვცხოვრობთ. მე ბებოს სახელი მქვია, ნინო, სახლში ნინიას მეძახიან და დანარჩენი ზედმეტსახელებიც იცით უკვე. ბაბუას გიორგი ქვია, უმაგრესი კაცია , ძალიან მიყვარს, და მასაც ვეჭორავები ხოლმე სხვადასხვა თემებზე. პოლიტიკაზე კი ვხოცავთ ერთმანეთს მაგრამ ეგ არაუშავს. იმ ღამით ბებოს ოთახში დავიძინე, არაფერზე აღარ მიფიქრია, ნინოზე ჩახუტებულს მალევე ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.