შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ დაივიწყებ (2)


10-11-2024, 23:28
ავტორი ლინო
ნანახია 634

***
ლუკას ისე ესიამოვნა ნინიას დანახვა,მაგრამ ისე ეტკინა ნინის ხასიათის ცვლილება, გული დაეწვა ატირებული რომ დაინახა, მაგრამ არ შეუმჩნევია ეს ხომ ლუკაა წერეთელი.
-რა არ გავყვე , ვერ ხედავ გოგო ტიროდა!-განრისხებული იყო დათო
-შეეშვი, უარესად გაბრაზდება რომ გაყვე-წყნარად უპასუხა ლუკამ
-მაგის თავს ვფიცავარ, კიდე რამე რომ აწყენინო არ ვიცი რას გიზავ ხო გაიგე? სანამ წახვიდოდი, რა სირობაც გააკეთე ეგ არ გეყო? ჰა, ბიჭო ? გოგო სამი თვე ცოცხალ მკვდარივით დადიოდა. ჩამოყალიბდი მაგ შენ ვუნდერკინდ ტვინში რა გინდა ნინიასგან ბოლო-ბოლო! ეგოისტივით ნუ იქცევი და ნუ ანადგურებ! ჩემი გაზრდილია ტო, ჩემ ხელში გაიზარდა , მაგის გამო იცი რეებს ვაკეთებ? ყველას ვჭამ ვინც ოდნავ აწუხებს და შენ რას უკეთებ ბიჭო? ატირებ ტო? ჩემ ნინიას ატირებ ბიჭო ?ერთადერთ მთავარ მზეს დედაჩემის მერე ამ ცხოვრებაში! და არ მყავს და ძალიან კარგად იცი ნინია რას ნიშნავს ჩემთვის , ხოდა კეთილი ინებე და მაგრა გაუფრთხილდი თორე ორი მეტრის რადიუსზეც კი არ მოგცემ გაკარების უფლებას ხო გესმის!
-ვიცი დათო, მაგარი .... ბიჭივით რო მოვიქეცი სანამ წავიდოდი, ვიცი ძაან კარგად და შენ არ იცი პროსტა რამდენს ვფიქრობდი მაგ დღეზე. მეზობლის გოგოა ბებიაჩემი კარგადაა ბებიამისთან და მიტყდებოდა მაშინ რომ მიყვარდა, არ ვიცი ეგრე სირულად რატო ვფიქრობდი, ისიც მიტყდებოდა რო შენი ის მეგობარი შემიყვარდა რომელიც დის ადგილს იკავებს შენთვის , ვერ აგიხსნი უბრალოდ რას ვგრძნობდი და ვგრძნობ ნინის მიმართ! მაგის თავს ვფიცავ ყველა ცრემლი ასმაგად მეტკინა, იცი რა რთულია ეხლა ესე ვიჯდე და ვუყურო როგორ მეცლება ხელიდან. მარა ჯერ უნდა დავალაგო ყველაფერი, ძაან კარგად იცი რო ამ ჯოჯოხეთში ვერ ჩავითრევ! ამ მამაჩემის ნარკოდილერობა ვაფშე მზარავს , უნდა დავალაგო ყველაფერი მამაჩემი უნდა მოვსპოთ და გიორგობიანიც უნდა მოვსვათ თავის ადგილზე თორე ნინიას რამე რო დაუშავოს არ ვაცოცხლებ დათუშ.
-მოვაგვარებთ ყველაფერს.-ჩაილაპარაკა დათომ
-ანუ გიორგობიანი შუამავალია?-ხმა ამოიღო ლაზარემ
-ხო, ეგ და მამაჩემი რაღაცას ჩალიჩობენ ერთად. უნდა გავარკვიო ყველაფერი დეტალებში. მაგიტომ მჭირდებოდა ეს ლიზიც , გიორგობიანი მაგის მამიდაშვილია. გავარკვიე რაც მინდოდა და მეტს ვერაფერს მივიღებთ მაგ გოგოსგან. მოკლედ მამაჩემის პირველი კომპანია გიორგობიანზე არის გაფორმებული. მაგ კომპანიით ჩალიჩობენ ნარკოტიკს , მარა ეხლა ფაქტი გვინდა ისეთი , რომ ვუჩივლოთ და მერე დაიჭირონ. ხოდა მაგიტომ ვთანამშრომლობ პოლიციასთან, ყველაფერი იციან.
-დავლაგდებით როგორმე-დაამშვიდა ძმაკაცები ლაზარემ

***
სკოლაში მივდივარ, საერთოდ არ ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ ვიცი იქ იქნება და შეიძლება ნახვა მომიწიოს... ხო ერთ სკოლაში ვსწავლობთ. ლუკა დათოს კლასელია , რომ არ მოგატყუოთ მათი ურთიერთობა დიდად არ მესმის, არც ძალიან ახლო ძმაკაცები არიან მაგრამ არც ერთმანეთს არ ტოვებენ გასაჭირში. უფრო ვფიქრობ რომ თავიანთ დამოკიდებულებებს ერთმანეთისადმი არ გამოხატავენ.
შევაბიჯე თუ არა სკოლის შენობაში, მაშინვე მისმა სუნმა მოიცავ ჩემი ორგანიზმი, გავიჟღინთე მისი ცივი, მძაფრი და ამავდროულად თბილი სუნით რაღაც იმედიანი რომ იგრძნობა ამ არომატში. დამაჟრიალა და მესიამოვნა ეს შეგრძნება მაგრამ მალევე გამოვერკვიე გონს. დერეფანს თვალი მოვავლე სადმე ხომ არ დგას თქო, არსად არ იყო ჩემდა საბედნიეროდ. პირდაპირ კლასში ავედი, მესამე სართულზე მეორე ოთახში შევედი და ჩემი ადგილი დავიკავე.ანი და თეკლა უკვე კლასში იყვნენ, დამინახეს თუ არა მოცვივდნენ და ყველაფრის მოყოლა მომთხოვეს
-არა რა ვერ გავიგე რას ჩალიჩობს- გაბრაზდა ანი
-წერეთელია რა , დალაგდება და ახსნის ყველაფერს, თავიდანვე გონი რო ეკეტება ნინიაზე ეგ მთელმა უბანმა იცის, მე ეჭვი არ მეპარება ლუკას გრძნობებში ნინ, და შენში მითუმეტეს-თეკლა ყოველთვის ცდილობს რომ დაიცვას ლუკა, მისი მამიდაშვილია ბოლოსდაბოლოს და ძალიან კარგად იცნობს მას.( ხო დამავიწყდა მეთქვა ლუკას დედა და თეკლას მამა და-ძმანი არიან , ლუკას მშობლები ერთმანეთს რომ გაშორდნენ მაშინ გადმოვიდნენ ლუკა და თინა დეიდა (ლუკას დედა) ჩვენს უბანში, შემდეგ მოგეხსენებათ ინგლისში წავიდნენ და ეხლა როგორც ვიცი მხოლოდ ლუკა ჩამოვიდა, თინა დეიდა იქ დარჩა.) მისი სიტყვები მაიმედებს მაგრამ არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ისევ გაურკვევლობა დაიწყო. შემოაღო ჩემი ცხოვრების კარი მეორედ და ისევ თავდაყირა დამიყენა ყველაფერი.
- მამამისთან იჩხუბა იმ დღეს , მაგიტომ ამოვიდა ჩვენთან უბანში და საერთოდ წამოვედი მაგ სახლიდანო ესე იძახის , თაბუკაშვილზე აღარ დავბრუნდებიო, ხოდა ნანა ბებომ (ლუკას და თეკლას ბებო) უთხრა აქ დარჩიო , ამიტომ ხშირად შეხვდები ხოლმე ნინ და მოემზადე მაგისთვის-თვალს მიკრავს თეკლა.
-დღეს სპორტი მაგათ კლასთან გვაქვს გაერთიანებული-თქვა ანამ-საშინლად არ მინდოდა მისი ნახვა მარა ვიცოდი რო ვერ გავექცეოდი
-გადავიტან რამენაირად-თავი დავიმშვიდე.
მესამე გაკვეთილი გვქონდა ,სპორტი. ეზოში ვიყავით, სტადიონთან. გოგოები სკამზე ვისხედით და ვსაუბრობდით. შიგადაშიგ სტადიონისკენ ვაპარებდი თვალს ,მაინტერესებდა აქ იყო თუ არა, მაგრამ ვერ დავინახე ვერსად.
-ვის ეძებ ნინი?-უცებ უკნიდან ლაზარეს ხმა გავიგე, ავხედე და მის გვერდით ისიც იდგა, ისევ ისე ამაყად როგორც ადრე.დავიბენი
-დათოს-მოვატყუე, მისთვის არც შემიხედავს მხოლოდ ლაზარეს ვუყურებდი.
-დათო წეღან არ ნახე?-მისი ბოხი ხმაც გაისმა ანუ აქამდე თვითონ მაკვირდებოდა, სხეულში გამცრა, ეხლა გავაცნობიერე რომ სისხლის ყივილამდე მომენატრა , შევხედე და როგორც სჩვევია ტუჩის კუთხეში ჩატეხილი ღიმილით მიყურებდა, ამით მანიშნა ხო იცი მე ვერ მომატყუებო.
-ხო ვნახე, მარა ეხლა რაღაც მაინტერესებდა და ვეძებ.რამე პრობლემაა?-მზერა არ მომიშორებია მისთვის და ზუსტად ვიცოდი ყველაფერს კითხულობდა ჩემს თვალებში, ბრაზს , მონატრებას და იმ გადამალულ სიყვარულსაც კი მე რომ ასე ძალიან მეშინოდა.
- არა, უბრალოდ არ მიყვარს როცა მატყუებ-მეუბნება და ისევ იცინის
-მე საერთოდ არ მაინტერესებს შენ რა გიყვარს და რა არა!-ვუთხარი მკაცრად და გავაანალიზე რომ მარტო მე და ის ვიყავით, ლაზარემ კი დაგვტოვა, ამიტომ მეც წამოსვლა დავაპირე მისმა ირონიულმა ხმამ რომ გამაჩერა
-ჩემი პირობა არ დაგირღვევია- თვალი ჩამიკრა. საშინლად გავბრაზდი მაგრამ ამავდროულად მესიამოვნა მისი ეს ჟესტი,შევბრუნდი და დამცინავი ტონით ვუპასუხე
-მე შენ არაფერს არ დაგპირებივარ, წერეთელი!-საშინლად არ უყვარდა გვარით რომ მივმართავდი და რათქმაუნდა მე ამით ვსარგებლობდი.
-მაგრამ პირობა მაინც შემისრულე, მაჭავარიანი!-ახლა უკვე ღიად მიღიმოდა, მაინც ხო მოგიგეო მიმახვედრასავით და თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა
-არ ვიცი, შეგისრულე?-მოდი ცოტა ნერვები მოვუშალოთ. თვალები დააწვრილა და ისე დამაკვირდა, ბრაზდებოდა ვხვდებოდი
-ჩემი წყაროებიდან გამომდინარე არაფერი დაგირღვევია-ცდილობს, რომ ნერვები მოთოკოს და ისე მიპასუხოს
-იქნებ ცდებიან შენი წყაროები?-ახლა მე ვუღიმი , რომ უფრო გავამწარო
-ისევ ისეთი თვალებით რომ მიყურებ, ისევ ისე რომ იბნევი ჩემს დანახვაზე, ისევ ყველაგან რომ მეძებ და ამ ორი წლის განმავლობაში არცერთი ბიჭი რომ არ მიგიკარებია ორი მეტრის რადიუსზეც კი - თანდათან ნაბიჯებს ადგამს ჩემსკენ და მეც ვცდილობ უკან დავიხიო, მაგრამ ლუკა არ ჩერდება-ეს ინფორმაციაც მცდარია ნინ?-ამდენი ხნის მერე პირველად გავიგე ჩემი სახელი მისგან, ისევ დამაჟრიალა, უბრალოდ წამში ჩაიღვარა სითბო ჩემს ორგანიზმში, ისე მესიამოვნა მისი საუბარი, ისე მინდოდა ჩავხუტებოდი და საერთოდ დამევიწყებინა ყველაფერი წამით მაინც, მაგრამ არა ვერ შევძელი,ვერ გადავახტი საკუთარ თავს და თავმოყვარეობას,ხელით ვანიშნე სიარული შეეწყვიტა და ისიც მაშინვე გაჩერდა, მიცნობდა, იცოდა რომ პრინციპული ვიყავი, იცოდა რო არასდროს ვუღალატებდი ჩემს დადგენილ წესებს და საზღვრებს ამიტომ გაჩერდა , გამიგო, კიდევ ერთხელ მაგრძნობინა რომ ერთადერთი იყო ამ სამყაროში.დიდხანი ვუყურებდი ცრემლიანი თვალებით, თვითონაც არ მაშორებდა მზერას, თითქოს მაგრძნობინებდა , ყველაფერს მალე აგიხსნიო, ყველაფერი დალაგდებაო,ახლა მისი თვალები გიზგიზებდნენ ჩემი სიყვარულით, ვხვდებოდი ამას , პირველად მივხვდი რომ ლუკამ მისი გრძნობები ნათლად გამოამჟღავნა და აღარ დამალა , თვალებით მითხრა ყველაფერი, თითოეული წერტილი მეწვოდა სადაც მიყურებდა, მთლიანად დამათვალიერა, თითქოს ახლიდან შემისწავლიდა,მიყურებდა და მზერით პატიებასაც მთხოვდა ყველაფრისთვის, თითოეული დაღვრილი ცრემლისთვის.თეკლას ხმამ გამომარკვია სიტუაციიდან.
-ნინია წამოდი ზარი დაირეკა!-ლუკა ხმას არ იღებდა , მე მზერა მოვაშორე, ზურგი ვაქციე და ნაბიჯი გადავდგი თუ არა მაშინვე მოსწვდა ჩემს ყურთა სმენას მისი ხმა
-გიხდება ეგ ყელსაბამი! არასდროს არ მოიხსნა-ვიგრძენი რომ იღიმოდა- მეც გამეღიმა, აღარ შევბრუნებულვარ გზა განვაგრძე, ყელსაბამს დავხედე,დიახ სწორედ იმას მან რომ მაჩუქა და ზუსტად მაშინ გადავწყვიტე რომ უბრალოდ მე მეკუთვნოდა ეს ადამიანი, მთლიანად ჩემი იყო და მეც მისი ვიყავი უკლებლივ ყველაფრით...

***
-კამერა ჩამირთე ნიკოლა!-ვუყვირი მე
-ახლავე ნინჩიკ!
-აუ როგორ მომენატრე რა!-ვწუწუნებ მე
-მეც ჩემო ლამაზო!
-რას შვები ?-ვეკითხები მე
-რავი არაფერს, ნინ იგივენაირად არის ყველაფერი, ახალი არაფერი ხდება აქეთ, მარა გავიგე თბილისს წერეთელი დაუბრუნდაო-მეუბნება გახარებული
-ხო ჩამოვიდა... და ისევ ამრია ნიკოლა, აღარ ვიცი რა სჭირს, ვერ ვხვდები რა უნდა
-ყველაფერი კარგად იქნება, ნინ არ ინერვიულო, უბრალოდ დაუჯერე რასაც გეტყვის კარგი? არ შეეწინააღმდეგო არაფერში, იცის მაგან რასაც აკეთებს!-მითხრა ნიკოლამ
-შენც მაგის მხარეს ხარ ხო?-ამოვიტირესავით ,ისე ვთქვი თითქოს მე არ ვგრძნობდე გულში რომ მართალია, მაგრამ ვიცი რომ რაღაცას მიმალავს. ნიკოლას სიტყვებმა კი უფრო დმარწმუნა ამ ყველაფერში.
-რას მიმალავთ?-ვეკითხები ისევ მე
-არ მესმის ნინი, წავედი ეხლა დაგირეკავ მერე!-დამაიგნორა, ვითომ ვერ გაიგო რა ვუთხარი, არა რაღაცას მიმალავენ და აუცილებლად გავიგებ ყველაფერს!
საღამო იყო უკვე, ჩემი ოთახის ფანჯარასთან ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი, მაგრამ გონებით სხვაგან ვიყავი, გარეთ ვიყურებოდი, ჩემი ოთახიდან თითქმის მთელი უბანი მოჩანდა იმ ადილს მივაშტერდი სადაც ორი წლის მერე პირველად ვნახე, ვიყურებოდი როდესაც ჩემი თვალთახედვის არემ გიორგობიანის სხეული დალანდა, მას ლუკას ჩრდილიც მოჰყვა და წამში სმენად ვიქეცი, ფანჯარა ჩუმად გამოვაღე
-მამაჩემმა გამოგგზავნა?-იცინის ლუკა და სიგარეტს უკიდებს
-ზედმეტად ინტერესდები, წერეთელი! ნუ ერევი ჩვენს საქმეებში! დააყენე!-უყვიროდა გიორგობიანი
-კიდე მე დავაყენო , ბიჭო ? ბარიგასავით რო იქცევი მაგას რა ვუყოთ ანდროოო?-ყურებს არ ვუჯერებდი, არც თვალებს
-ნუ ცდილობ რაღაცეების გარკვევას, ნუ მაიძულებ ის გავაკეთო რაც დამავალეს!-ეუბნებოდა გიორგობიანი
-რა დაგავალეს ანდრიკო? ნარკოტიკი გადაუშვი თურქეთშიო? წერეთელს მოაკეტინეო? ის არ უთხარი ბავშვობიდან რო ვერაფერს მიბედავ?-წყნარად ესაუბრებოდა ლუკა
-ნუ მაიძულებ მეთქი ლუკა!-იყვირა გიორგობიანმა და დანა გაშალა,ამ წამს უბრალოდ არ ვიცი რა დამემართა, როგორ ჩამოვხტი ფანჯრის რაფიდან და როგორ გავჩნდი მათ გვერდში წამებში არ ვიცი. ორივე მე მიყურებდა , გიორგობიანი იცინოდა და ლუკა თითქოს შოკში იყო
-შენი სუსტი წერტილიც მოვიდა, წერეთელი! შენ რო აღარ იქნები იქნებ ჩემიც გახდეს რა ვიცით აბა- იცინოდა გიორგობიანი
-ნინიას ნუ ახსენებ საერთოდ! ამ საქმესთან არაფერ შუაშია! და ნუ გარევ!-უთხრა ლუკამ
-შენ რომ უყვარხარ, მაგით უვე გარეულია ეგ ხო იცი წერეთელი!-ჩემკენ დაიწყო სიარული გიორგობიანმა
-არ მიეკარო! არ გაბედო მიახლოება შე სირო! - ჭექა-ქუხილივით გაისმა ლუკას ხმა- ნინ შედი სახლში სასწრაფოდ!-მე შემომხედა
-ლუკა არა! არ შემიძლია- ვგრძნობდი რომ ხმა გამიტყდა, თვალებს არ ვაშორებდი ჩემს საყვარელ ადამიანს
-ეჰ ვიწვი თქვენი სიყვარულით-დაგვცინოდა ანდრია და თან ჩემკენ მოიწევდა
- არ მომეკარო! ნუ მოდიხარ!-უკან გავიწიე მე , და იქვე დაგდებული ქვაც ხელში ავიღე, არ ვიცი რას ვაკეთებდი, ძალიან მეშინოდა
-ნინ წადი სახლში თქო!-მითხრა ლუკამ ისევ
-არა ლუკა! არ შემიძლია! აქ არ დაგტოვებ! მეშინია-შევხედე მე, აცრემლიანებულმა
-ნუ გეშინია, ყელაფერი კარგად იქნება, მიდი პატარავ, ადი სახლში გთხოვ!-გამომხედა მისი კამკამა ლურჯი თვალებით
თავი გავაქნიე უარის ნიშნად და ცრემლები მოვიწმინდე, ქვას ხელი ძლიერად მოვუჭირე და გიორგობიანს მივუბრუნდი, არ ჩერდებოდა ჩემკენ მოდიოდა
-მაგ დონემდე დაეშვი რომ ქალს შეეხები შე ყ***?-უყვირა ლუკამ- მოდი აბა რისი გაქვს? მოდი ჩემთან რას მივლი? გააკეთე რაც დაგავალეს? გეყოფა კაცობა მაგისთვის? მკვლელი უნდა გახდე? და მერე იამაყებ მაგით? ჰაა, ბიჭო? პასუხი გამეცი! და გამოაჯვი აქეთ! ნინიას მოშორდი თორე არ გაცოცხლებ ხო გაიგე? აღარ გაბედო ნაბიჯის გადადგმა მისკენ!-გიორგობიანი მაშინვე გაჩერდა და ლუკასკენ შებრუნდა დანით ხელში
-ვნახავთ ვინ ვეღარ იცოცხლებს!-აღმოხდა ანდრიას და მაშინვე დანა გაუყარა ლუკას მუცლის არეში
-არა არა ! ლუკაააა! -განწირული ვყვიროდი და გიორგობიანს უკან ავედევნე, მაგრამ ვერ მოვასწარი უკვე სისხლიანი ჰქონდა ხელები, ლუკას სისხლში ჰქონდა გასვრილი, შოკირებული ვიყურებოდი, ვერ ვიჯერებდი მომხდარს, ცრემლები მცვიოდა, ბოლო ხმაზე ვკიოდი, ვწიოდი , ვტიროდი სრული ისტერიკა მქონდა-მოშორდი! არ გაეკარო! აღარ გაბედო მეტჯერ რამე დაუშავო! არასდროს არ გაპატიებ! არასდროს ხო გესმის გიორგობიანი? ხო კარგად გესმის რასაც გელაპარაკები? ხოდა სიცოცხლის ბოლომდე დაიმახსოვრე ! ძალიან კარგად იცოდე! მეზიზღები, მძულხარ, გულს მირევ უბრალოდ!-ვუყვიროდი და ბოლოს ბუნდოვნად მახსოვს რომ ქვაც ვესროლე, შემდეგ უბრალოდ გაიქცა და უკან აღარც მოუხედავს. წამშივე ლუკასთან მივვარდი, ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, ხელი შევაშველე, ცრემლიანი თვალებით მიყურებდა, მეც მტკიოდა მასთან ერთად , ყველაზე მეტად მიყვარდა და უბრალოდ რო წარმოვიდგინე მის გარეშე ეს სამყარო შემძულდა ჩემი თავი და ყველა საერთოდ.
-არ გაბედო , არ გაბედო ჩემი დატოვება! არც კი გაიფიქრო რომ მაგის უფლება გაქვს ხო გესმის?-ველაპარაკებოდი რომ გონება არ დაეკარგა
-სისხლისგან იცლები, სახლში შეგიყვან, მარტო ვარ და თან 112-ში დავრეკავ
-არა ნინ, არ დარეკო
-აბა რა ვქნა ? ხო არ გაგიჟდი? გიყურო როგორ მაკვდები ხელებში?
-არ დარეკო მეთქი! და მორჩა! პირველადი დახმარება გამიწიე უბრალოდ, დანარჩენს მე მივხედავ!-აღარ შევეწინააღმდეგე აზრი არ ქონდა
სახლში შევიყვანე, კიბეებზე ძლივს ავიყვანე, დავაწვინე და დაფეთებულმა პირველადი დახმარების ყუთის ძებნა დავიწყე, ლუკა ჭრილობას აწვებოდა რომ სისხლი შეეჩერებინა, როგორც იქნა ვიპოვე ყუთი და მისაღებში დაბრუნებულს თვალებდახუჭული ლუკა რომ დამხვდა გული გამისკდა
-ლუკააა!-ვიყვირე ბოლო ხმაზე
-ნუ გეშინია ,აქ ვარ ჯერ - გამიცინა
-ვიპოვე ყუთი, კაი მორჩა ეხლა რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, უბრალოდ თვალები არ დახუჭო რა -ვეწუწუნებოდი მე და თან თავს ვიმშვიდებდი, იმ მომენტში ისეთი დაუმორჩილებელი იყო ჩემი ხმა ვერ აღვწერ უბრალოდ
-დათოს მაინც დავურეკავ გეხვეწები რა- ვევედრებოდი მე
-ნუ გეშინია ნი, არ ვაპირებ შენს დატოვებას, დათოს ხვალ დავურეკოთ-თითქოს დამამშვიდა ამ სიტყვებით
ჭრილობიდან ხელი ავაწევინე მაისური გავხადე, ისეთი ათლეტური იყო, ვგიჟდებოდი მის სხეულზე, პრესზე თითოეულ დეტალზე, ალბათ რამოდენიმე წუთი უბრალოდ შტერი გოგოსავით ვუყურებდი, ჩემი დაბნეულობა ვეცადე გამეფანტა, თითქოს თვალი მოვარიდე მარა მაინც ვიგრძენი მისი ჩატეხილი ტუჩის კუთხე, ამასაც მიმიხვდა- დეგენერატი!-გავიფიქრე ჩემთვის. ჭრილობა არც ისეთი ღრმა იყო როგორიც მეგონა, დავუმუშავე ყველანაირად ,თან ცრემლები მომდიოდა, თავს ვერ ვიკავებდი უბრალოდ, ვსლუკუნებდი და ისე ვუმუშავებდი ჭრილობას, არეული ვიყავი ,ვერაფერზე ვფიქრობდი, არც ის ვიცოდი სწორედ ვიქცეოდი თუ არა , სისხლდენა ოდნავ შევაჩერე და ლუკას გავხედე, ვატყობდი უკვე გონება ებინდებოდა, სახეზე ხელი მომკიდა თავი ამაწევინა ცრემლები მომწმინდა, შუბლზე ფრთხილად შემახო ტუჩები და ყურთან მიჩურჩულა
-შეიძლება გონება დავკარგო და არ შეგეშინდეს, შენ ხო ყველაზე მაგარი გოგო ხარ , ამასაც გაუმკლავდები, მადლობა ნინ ყველაფრისთვის!-თვალებზე მაკოცა ,მერე ლოყაზე, მერე ყელს ჩაუყვა და ბოლოს ისევ შუბლზე შემახო გავარვარებული ტუჩები, ვკანკალებდი , ვერ ვმოძრაობდი უბრალოდ თვალებში ვუყურებდი, ჩემი ორგანიზმი ყვიროდა, თითოეული წერტილი ჩემი სხეულის კიოდა რომ ახლა ამ წუთას მხოლოდ ის მინდოდა, მხოლოდ მისი კარგად ყოფნა, მეტი არაფერი.
-დამპირდი რომ აუცილებლად გაიღვიძებ- არ ვიცი როგორ გაიგო, რა ვუთხარი , ისეთი სუსტი ხმა ამოვუშვი ჩემი თავის მეთვითონ გამიკვირდა
-შენ ხო შემისრულე პირობა ხოდა მეც შეგისრულებ! არ ინერვიულო!-ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, ისევ ღიმილით დამაჯილდოვა და მალევე დახუჭა თვალები.
ჭრილობა გავუკერე შევუხვიე და მის გვერდით სავარძელზე მოვთავსდი , მომხდარი გავაანალიზე, გადავხარშე, ვიცოდი რომ ამაზე საუბარი მოგვიწევდა და თითქოს მოვემზადე კიდეც. მთელი ღამე ვყარაულობდი სუნთქავდა თუ არა, ვუყურებდი და ვერ ვტკბებოდი მისი შესწავლით. ის ღამეც თეთრად გავათენე ისევ ლუკაზე ფიქრებში...



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

შემდეგს როდის დადებთ? ძალიან სასიამოვნო წასაკითხია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent