ვერ დაივიწყებ
ვერც კი გავიაზრე ისე დამათენდა, გახევებული ვიჯექი სავარძელში და თვალს არ ვაშორებდი კედელს, ცრემლები შეუწყვეტლივ წყდებოდა ჩემს გუგებს, გზას იკვლევდნენ ჩემს აწითლებულ ლოყებზე და უტიფრად მეგლისებოდა ტუჩებზე მარილაინი სითხე.ძალიან შეშინებული ვიყავი და ამავდროულად გაბრაზებულიც,გიორგობიანის და ლუკას წუხანდელი საუბრიდან რაღაც აზრები გამომქონდა და ჩემს დასკვნებსაც ვაკეთებდი მაგრამ არ მინდოდა გამართლებულიყო ის რასაც ვფიქრობდი.ვაცნობიერებდი იმას, რომ ნიკოლამაც კი იცოდა ეს ყველაფერი, დათოზე აღარც მაქვს საუბარი, ყველა მიმალავდა რაღაცას და არავინ არაფერს იძახდა.ლუკაზე და ჩემს თავზე კი საშინლად გაბრაზებული ვიყავი, რეებს ხლართავდა ვერ ვიგებდი, თითქოს იმაზეც ვწყრებოდი გუშინ შეხების უფლება რომ მივეცი და წამებში დავანგრიე წლების ნაშენები საზღვრები, თითქოს არ მინდოდა ეს ყველაფერი, მეგონა რომ ისევ მატკენდა, ისევ წავიდოდა სხვა გოგოსთან, ის ხომ ისედაც სულ მტკენს თავისი ქმედებებით. და შემდეგ აუხსნელად მტოვებს, უბრალოდ რაღაც აბსურდ ორ წინადადებას მეტყვის და მეც უსასრულოდ მჯერა მისი. რა ვქნა ამას ვერაფერს ვუხერხებ, არ შემიძლია მასში ეჭვი შევიტანო. ხო ჩემი გრძნობების მეშინია, მგონია რომ ჩემი ლტოლვა მისადმი ყველაზე მეტად მე მაზიანებს.არ მესმის მისი გრძნობების, ვერ ვუგებ უბრალოდ როგორ შეუძლია თან ლიზის მოეფეროს და თან მე გამაკონტროლოს,მზარავს ეს ყველაფერი. თავიდანვე ბაღის მოსწავლესავით ვეტმასნებოდი და ვცდილობდი მისი ყურადღება მიმექცია, გონის კეტვამდე მიყვარდა და ხო ეხლაც მიყვარს მაგრამ, არა არ მივცემ ჩემს გრძნობებს იმის უფლებას რომ ეს ყველაფერი თავიდან გამომატაროს. ყველანაირად გავუწევ წინააღმდეგობას, სანამ სიმართლეს არ გავიგებ. ისევ ვტირივარ, საკუთარ თავს დავსტირი, როგორ შეიძლება ასე უღმერთოდ შეიყვარო ვიღაც მეორე ადამიანი? მისი სურნელი დგას მთელს სახლში და ამის შეგრძნებისას წამიერად დახორკლილი ჩემი სხეული უფრო მაგლიჯავს ნერვებს და კიდევ მრავალი ცრემლი მცვივა თვალებიდა. -ტირიხარ?-მისი უცნაურად ბოხი ხმის გაგონებისას შევხტი,დამბურძგლა, შემეშინდა, ცრემლები მალევე მოვიწმინდე და თავი გავაქნიე, რომ ხმის დამორჩილება მომესწრო -არა-არ გამიხედავს მისკენ ისე მივუგდე პასუხი -შემომხედე-უპასუხოდ დავტოვე, არ გამიხედავს- შემომხედე-მეთქი ნინ!-წამოდგომა სცადა -ნაკერები არ გაგეხსნას -შევხედე ცივად, ღმერთო რა სიმპატიური იყო უნდა გენახათ, გაბუშტული, გამომშრალი ტუჩებით და კამკამა ახლად გამოფხიზლებული თვალებით პირდაპირ მე მიმზერდა. -არ გამეხსნება,რა გატირებდა?-მკითხა და ფრთხილად წამოჯდა თან სახე ემანჭებოდა შევნიშნე -არ ვტიროდი მეთქი ხომ გითხარი არა-გავუმეორე ცოტა მკაცრად -არ მიყვარს როცა მატყუებ -თქო ხო გითხარი უკვე ერთხელ-თანდათან ჩემი სავარძლისკენ იწევდა -არ გტკივა?-ჭრილობაზე ვანიშნე და ვეცადე თემა გადამეტანა -თემა ნუ გადაგაქვს!რაზე ტიროდი ნინ?-ისე სევდიანად და ტკბილად მკითხა ლამის ხელებში ჩავადნი მარა არა -შემეშვი რა ! რაში გაინტერესებს საერთოდ?!- ვუყვირე და წამოვხტი ფეხზე, სამზარეულოსკენ ავიღე გეზი მისმა მაჯაში ჩავლებულმა ხელმა ჩემს ადგილას რომ დამაბრუნა -რას აკეთებ?გამიშვი!- გავუძალიანდი და მზერა გავუსწორე -ჩემ გამო ტიროდი?- წამიერად გავშეშდი ეს რომ მკითხა -უუჰჰ, რამხელა ამბიციები გვაქვს , მეტი დარდი არ მაქვს რა, შენ გამო რატო უნდა ვიტირო? -ვიმართლებდი თავს -ამის დედა შევეცი! ნინია ნუ იცი ეს ვირზე შეჯდომა ხოლმე! რა ქაჯივით იქცევი ეხლა ნეტა შეგახედა შენი თავისთვის!-ხმას აუწია ცოტა -ნუ მიყვირიხარ!ზუსტად ისე ვიქცევი როგორც იმსახურებ!-ვუთხარი მტკიცედ და ხელი გავაშვებინე, მისგან მოშორებით დავდექი -ჯანდაბა, პატარავ...-თავზე ხელი გადაისვა ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო-მეზიზღება ჩემი თავი ასეთ მდგომარეობაში რო გხედავდ და შენ არ მაძლევ ახლოს მოსვლის საშუალებას, არ მიზიარებ შენ ტკივილს და საერთოდ მემალები, გარბიხარ -შენ მიზიარებ რამეს?-ყვირილზე გადავედი-რა უნდა გაგიზიარო? რას ითხოვ ჰაა? რა გინდა ლუკა? შემეშვი რა! მაინდამაინც გინდა დეტალებში მოგიყვე როგორ მანადგურებ შენი ყველა ქმედებით და ამ რაღაც გაურკვეველი თამაშებით? ან შენ რა უნდა გაგიზიარო საერთოდ? რა უფლებით ითხოვ მაგას? რა როლი გიკავია ჩემს ცხოვრებაში მაგას რომ მთხოვ? უნამუსო ხარ რა! -იმაზე დიდი როლი მაქვს შენს ცხოვრებაში ვიდრე ეგ შენ წარმოგიდგენია, ეგ ხო ჩემზე კარგად იცი არა ,ნინ? გუშინდელმა დღემაც არ დაგარწმუნა ხომ? გუშინ მე ვდარდობდი? მე მტკიოდა სხვის მაგივრად? მე გეხვეწებოდი არ დამტოვოთქო?- თანდათან მიახლოვდებოდა- პატარავ, არ არის საჭირო ყველაფერს სახელი ერქვას, ქმედებები ვერ გახვედრებს რა მინდა? თუ ზუსტად მაგის გეშინია რასაც ჩემი საქციელი და შენი გული გკარნახობს? ჩემი გეშინია ხო? ჩემი გაცრუებული იმედის გეშინია , ნინ? ვერ მპატიობ ხო? ვერ აბიჯებ შენს პრინციპებს და დაწერილ კანონებს ? -ერთი ნაბიჯიღა აკლდა და მთლიანად ვიგრძნობდი მის სხეულს-ინსტიქტურად თავს ვუქნევდი ყველაფერზე და ბოლოს ძლივს აღმომხდა -გაჩერდი, გთხოვ ისედაც გუშინაც ზედმეტი მოგივიდა- აწყლიანებული თვალებით შევხედე, მაინც ვერ გავუძელი , ამჯერადაც გამტეხა , ამჯერადაც იპოვა ჩემი სუსტი წერტილები. -შენთან არასდროს! გესმის? შენთან ზედმეტი არასდროს არაფერი არ მომივა!-შუბლი შუბლზე მომადო და ცხვირით ცხვირზე ნაზად მეხებოდა.-ვიცი რომ შენთან არაფრის უფლება არ მაქვს მაგრამ ერთი თხოვნა უნდა შემისრულო კარგი? არასდროს არ გაბედო ამ ლამაზი სახის დასველება მაგ საზიზღარი მარილიანი სითხით ჩემს გამო ხომ გესმის?! არ ვარ მაგ ცრემლების ღირსი ნინ. სად წავიდა ჩემი ჰალკი ნინია, ტო?- ორივეს გაგვეცინა ბავშვობის გახსენებისას, მოგეხსენებათ ტყიური ბავშვი ვიყავი.-ვიცი რო ეგ ყველაზე ძლიერი ნინია , მე დავამსხვრიე , მე გავტეხე და საერთოდ მე ავურიე წარმოდგენები ამ ცხოვრებაზე, ვიცი რო ყველაზე მეტად გატკინე მაგრამ ხომ იცი ამ ყველაფერს ძალიან დიდი და ჩახლართული მიზეზი ახლავს თან.არ ვიცი შევძლებ თუ არა ოდესმე აგიხსნა, და საერთოდ გამოვალ თუ არა ამ ჭაობიდან, მაგის აზრზეც არ ვარ პატარავ ,მაგრამ შენ ყველაზე კარგად უნდა მყავდე ! ყველაზე მაგრად უნდა იყო ! არ დავუშვებ რამე რომ დაგიშავდეს! ყველას გადავწვავ შენი თავიდან ერთი თმის ღერიც რომ ჩამოვარდეს ეგ ხომ იცი, ნინ?! ეგოისტი რომ ვარ ეგეც ხომ იცი არა? ვერ გიშვებ , არ შემიძლია, არც მინდა რომ გაგიშვა და შენც ვერ წახვალ ზუსტად ვიცი.მაგრამ არ გადააბიჯებ შენს თავმოყვარეობას ეგეც ვიცი, ვიცი რომ ჯერ კიდევ რაღაც გულის პატარა კუნჭულში ის წყენა ისევ გაქვს და მინდა რომ ეგეც გაგიქარწყლო. მაგის დროც მოვა, ყველაფერს გაიგებ ოდესმე და მერე ალბათ დავლაგდებით, მაგრამ ეხლა ვერ გეტყვი ნინ, ვერაფერს , არ შემიძლია შენი ამ ჯოჯოხეთში ჩათრევა.ვიცი უამრავი კითხვის ნიშანი გიტრიალებს მაგ პატარა საყვარელ თავში , მაგრამ ვერ გიპასუხებ ვერაფერზე ამიტომ არ მკითხო რა გთხოვ.ზედმეტად არასდროს არ შეგეხები, მაგაში მერწმუნე.შენი თვალებიდან გრამი წინააღმდეგობის ნაპერწკალიც კი რომ ვიგრძნო საერთოდ არ მოგეკარები ხომ იცი ეგ, მაგრამ რა ვქნათ შენი თვალები სხვა რამეს რომ გიზგიზებენ?-ოდნავ გამიღიმა-დამშვიდდი გთხოვ , ეცადე დაივიწყო ყველაფერი, დავლაგდებით ყველა და აგიხსნით სათითაოდ ყველაფერს.-შუბლზე მაკოცა და მაგრად ჩამიხუტა -არ მინდა რომ, ჩემთან ასე ახლოს და ამავდროულად უსსაშველოდ შორს იყო-ამოვილაპარაკე მე- მეშინია ბევრი რამის, ხო მართალი ხარ ყველაფერში რაც თქვი. მე უბრალოდ არ შემიძლია, ლუკა ასე მშვიდად მივიღო ეს ყველაფერი, სანამ არ დალაგდები გთხოვ უბრალოდ შორს დავიჭიროთ ერთმანეთისგან თავი. არ შემიძლია საიდუმლოებები და ჩაფარცხული თემები ხომ იცი არა? -ვიცი, ნინ ვიცი, და ეგრეც იქნება, უბრალოდ ეხლა გაჩუმდი და მომეცი საშუალება მომენტით ვისიამოვნო.-წელზე მომხვია ხელი და თავი ჩემს კისერში ჩარგო, ღრმად სუნთქავდა, თმაზე მეფერებოდა და შემდეგ მთლიანი სახეც დამიკოცნა. ისე ნაზად და შიშით მეხებოდა, ნასიამოვნები გავინაბე მის მკლავებში და საბოლოოდ ერთად ჩაგვეძინა. *** კარზე ზარმა და მერე ძლიერმა ბრახუნმა გამაღვიძა,თვალები შეუმჩნევლად გავახილე, ლუკას უკვე ეღვიძა და როგორც მივხვდი კარი მან გააღო.დათო სახლში ყვირილით შემოვარდა -შიგ ხო არ გაქვს, ? ნინიას რაპონტში დაადექი დაჭრილი, ბიჭო? რა შარში ვართ ხვდებიი? -ნუ ყვირიხარ დათო, ძინავს! - აუ ეხლა ძინავს და გუშინ არ ეძინა ბიჭო სისხლიანი რო გაეჩითეე?- ხმას დაუწია დათომ -აუ აზრზე არ ხარ,რა მოხდა და ნუ მიტრაკებ რა ტყუილა, ბიჭო თვითონ გაიგო ჩხუბის ხმა და გამოვიდა სახლიდან, ვეხვეწე, ვუყვირე სახლში შედი მეთქი მარა მომისმინა? შენი აზრით ნინია დამიჯერებდა მაგ სიტუაციაში? ხო იცი არა რანაირი ჯიუტი ტიპია... -მაგარი დარხეული გვაქვს ხო ხვდები მაგას -ვხვდები.. -მოუყევი ყველაფერი? -არა დათო, მაგას როგორ მოვუყვები, ხო იცი როგორ აინტერესებს ეგეთი რაღაცეები და მერე ზუსტად ვიცი არ გამოვა ამ საქმიდან და მე არ მივცემ უფლებას იმ მონსტრებს ჩაუვარდეს ხელში. -მაგის გამო ურთიერთობა უარესად აგერევათ -აგვერიოს დათო, მისი სიცოცხლის საკითხი წყდება ამ ყველაფრით და გგონია მაგის უფლებას მივცემ? -ორივე შემთხვევაში რომ გულს ტკენ ეგ მაღიზიანებს -მეც მეზიზღება თავი მაგის გამო მარა სხვა გაზა არ არის -ისევ უნდა მიატოვო? -არ ვიცი დათო, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ საშინლად არ მინდა მისი მიტოვება, ვერ შევძლებ ზუსტად ვიცი, გუშინაც დავპირდი დავლაგდებითქო და უნდა მოვაგვარო ეს ამბები ისე რომ მისი დაზარალება არ მომიწიოს. -ცოტახანი უნდა შეწყვიტო ურთიერთობა,საშიშია მაინც არ შეგამჩნიონ ნინისთან. -ვიცი ხო. კაი აღარ გვინდა მაგაზე. გაიღვიძებს და მერე წავიდეთ ჩვენც. -რამე რომ...-დაიწყო დათომ და ლუკამ გააწყვეტინა მას -რამე რომ დაუშაონ ყველას დედასმო*******-გამოსცრა კბილებს შორის ცივად.მერე ნებიჯების მიხედვით მივხვდი, რომ სამზარეულოში შევიდნენ. მაშინვე თვალები გავახილე, ცოტახანი ჭერს მივშტერებოდი და ბოლოს მეც სამზარეულოში შევედი, წყალი დავლიე და ისევ უკან გამოვედი, გაოცებულები მიყურებდნენ, არცერთი არ შევიმჩნიე და სავარძელზე მოვკალათდი.უკან გამომყვნენ და ერთმანეთს ალმაცერად გადახედეს -გვისმენდი ხო?-მკითხა ლუკამ -კი -ვუპასუხე თამამად -ოხ , ნინია ოხ-თქვა დათომ -არ მიდიხართ? ნინო ბებო მოვა მალე სახლში-ვთქვი ცივად მე -გვყრი ნინჩიკ, ტო?-მიღიმოდა დთო-პასუხი არ გავეცი -აუ ეს გაგვებუტა ჩემი-ამოიოხრა დათომ -ყველამ ყველაფერი იცით და არავინ არაფერს არ იძახით!-ვთქვი მე გამწარებულმა -არ არსი შემი საქმე ეგ საკითხები, არ ხარ ეგეთი გოგო და ნუ გაკაპასდები ეხლა-მითხრა დათომ -ააა თურმე არ არის ჩემი საქმე ხო? როდიდან აღარ არის თქვენი პრობლემა ჩემი პრობლემა, ბატონო დავით? -ვერ ხვდები ხო რა პონტში ვიძახი?!-თავზე ჩამოისვა ხელი დათომ-შარში ვერ გაგხვევთ ნინი,არ არის ეს დამალობანას თამაში, ზედმეტად სუფთა ხარ ამ ყველაფრისთვის და არ შეიძლება ეგრე მოქცევა. გაგვიგე რა ჩვენც, ვზრუნავთ შენზე ხო იცი არა. -ხოდა ზუსტად ეგ არ მინდა, სუ თქვენ წყვეტთ ჩემს მაგივრად ყველაფერს, ჩემს ცხოვრებას, რა გამიხარდება, რა მეწყინება, რა უნდა ვიცოდე რა არა, სად უნდა წავიდე, ვის არ უნდა ვეკონტაქტო და ა.შ. თქვენც გაიგეთ რომ ბავშვი არ ვარ რა! და ნუ მექცევით ისე თითქოს თოჯინებით მოთამაშე 5 წლის გოგო ვიყო! -წავიდეთ დათო- ინება ხმის ამოღება ბატონმა წერეთელმა.ჩემი სიტყვები რათქმაუნდა დააიგნორეს. დათოც წამოდგა , მანიშნა მომეხმარე კიბეებზე მარტო ვერ ჩავიყვანო, ხოდა მეც გაბუსხული გვერდით ამოვუდექი ლუკას, ხელი გადამხვია ოდნავ დამეყრდნო, გადახვეული ხელით ჩემს თმის ბოლოებს ეთამაშებოდა, ერთი შევუბღვირე შემეშვი მეთქი მარა ვინ მომისმინა. დათოს მანქანამდე მივედით, მივხვდი რომ ჩემი გადაკოცვნა უნდოდა ორივეს და სწრაფად გავხტი უკან -ნუ გვებუტები მოდი აქ-მითხრა დათომ და თმები ამიჩეჩა, შუბლზე მაკოცა და მანქანაში ჩაჯდა. -მე არ ვიმსახურებ?-მკითხა ლუკამ -არა! -მოდი აქ ნინ-ხელზე დამქაჩა , თავზე მაკოცა ,ხელებით სახეზე მეფერებოდა და ბოლოს კოცნა დამიტოვა ტუჩის კუთხესთან ძალიან ახლოს მაგრამ ტუჩებზე არ შემხებია,ჭკვიანადო მიჩურჩულა ყურთან და ჩაჯდა მანქანაში. -გიორგობიანს არც კი გაეკარები! -მომაძახა ორივემ და საჩხუბრად მომზადებული ბოლო ხმაზე ყვირილს ვაპირებდი, მანქანა უეცრად, რომ მოსწყდა ადგილს და მალევე გაქრა ქუჩის მოსახვევში.-დეგენერატები- გავიფიქრე და სახლში ავბრუნდი, გზაში ვიღაცის მესიჯი დამეწია, გავხენი: ,,არ გთხოვთ, მოვითხოვთ ნინ! ჩაიწერე ჩემი ნომერი და თავს გაუფრთხილდი " პასუხი არ გამიცია , ტელეფონი ჩემს ლოგინზე მივაგდე და ღრმა ძილში გადავეშვი ძალიან დაღლილი ვიყავი. ბოდიშით დაგვიანებისთვის, გამოცდა მქონდა და გადატვირთული ვიყავი. ცოტა მოკლე თავია, ამისთვისაც ბოდიშით. შევეცდები დროულად ავტვირთო შემდეგი თავიც. ისიამოვნეთ. გამიზიარეთ შთაბეჭდილებები, ღირს წერის გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.