შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლი მთაში ( თავი 9 (2))


28-11-2024, 04:38
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 1 306

გრძელი დღე იყო. უსასრულოდ გრძელი ისეთი რომ დასრულება არ ეწერა, მაია მთელი დილის განმავლობაში ალაგებდა აზრებს რა უნდა მიეწერა ანდრეასთვის, გურამი ბაბუა და მიშო წიწილებისთვის კრავდნენ დროებით ფიცრულს, თეამ აღარ იცოდა რა მოეხერხებინა ბრაზისთვის, რომელიც ჩარტერულ ფრენას უკავშირდებოდა და ნახევარი დედამიწის შემოვლას გულისხმობდა სახლში დასაბრუნებლად, მაგრამ შვილის სიტყვასაც ვერ გადადიოდა, რადგან ალექსანდრემ თქვა ესე იგი ასე იყო საჭირო. ირაკლი სიცოცხლისთვის იბრძოდა, თედო და გიორგი კაბინეტში შეკეტილიყვნენ და ერთმანეთში განიხილავდნენ რაღაცას, რაც დანარჩენებისთვის უფრო საეჭვოს ხდიდა არსებულ ვითარებას. მათ იცოდნენ მტრებისა და მოკავშირეების შესახებ, მაგრამ სრული სურათის დასანახად ყველა წარსულში გაფანტული ფაზლი უნდა შეკრებილოყო. ალექსანდრე ცოფებს ყრიდა, ანდრეა სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა ვინ იყვნენ ეს ხალხი და მათთან რა აკავშირებდათ. ხალხი, რომლემაც ირაკლის ესროლეს ახლა დათოს და ალეკოს ხვდებოდნენ. მათ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ძმები გავაშელების რძლის ნათესავები იყვნენ და მათგან მეტი ინფორმაცია სჭირდებოდათ.
- წარმოდგენა არ მაქვს ძმაო - თქვა დათომ - ჩავედით სოფელში და ჩვენ სახლში დაგვხვდნენ, ასე არ იყო?! - მიუბრუნდა ძმას. - რამე რომ გვცოდნოდა ჩვენ ძმებს კი არ შევაწუხებდით. - ჩვენს ძმებში ის ხალხი იგულისხმა დათომ ვისაც ანდრეას შეასხებ ინფორმაციის მოსაძიებლად დაუკავშირდა. დათო კიდევ ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი, მაგრამ რაც მეტს ლაპარაკობდა თითქოს უფრო იწურებოდა იმედი. გაღმა ნაპირიდან გადმოსულები ერთმანეთში აფხაზურად საუბრობდნენ ძმებს კი რუსულად ელპარაკებოდნენ. ალეკოს შთაბეჭდილება დარჩა, რომ ერთ ერთ მათგანს ქართული ესმოდა, მაგრამ შეკითხვას ვერ ბედავდა. ხედავდა რომ ამ ხალხს მიზანი ჰქოდა და სანამ თავისას არ მიიღებდნენ არ გაჩერდებოდნენ.
- ესენი აღარ გვჭირდებიან - აფხაზურად უთხრა ერთმა მეორეს მას შემდეგ რაც ტელეფონზე საუბარს მორჩა - მოიშორეთ მოწმეები.
თანამოსაუბრე წამითაც არ დაფიქრებულა, სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა ორი ზუსტი გასროლა გაისმა და კიდევ ორი საკონტროლო გასროლა მოყვა.
აფხაზები მანქანებში გადანაწილდნენ. მათთვისაც გრძელი იყო ეს დღე და კიდევ უფრო გრძელი გზა ჰქონდათ წინ, მაღალმთიანი სოფლისკენ.

***

- რას ფიქრობ თედო - ფიქრებიდან გამოიყვანა გიორგიმ - იქნებ დროა წერტილი დავუსვათ ყველაფერს.
- ხომ იცი რომ არ გამოვა, პირობა მივეცი...
- ერთი თაობა გვეჭირა ეს პირობა, მეორე თაობა გადგა განზე, შვილიშვილებს ვერ შევწირავ თედო... არ ისვენებენ ხო ხედავ ...
- რა გინდა გავაკეთო?!
- სიმართლე უნდა ვუთხრათ...
- არც კი იცი რაზე ლაპარაკობ
- ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს? ირაკლის ესროლეს, ხვალ ან ანდრეა იქნება ან საშკა...
- საკმარისია! - შეაწყვეტინა კაცმა - არაფრის მოსმენა აღარ მინდა ხვალ უკვე აქ იქნებიან და ყველაფერი ჩაწყნარდება.
- ანდრეა და ირაკლი შეიძლება, მაგრამ საშკა დაბრუნებას არ აპირებს.
- რას ნიშნავს დაბრუნებას არ აპირებს?
- თუ არ აპირებდი არაფრის თქმას არ უნდა გაგეშვა...
- სხვა გზა მქონდა?!
- ახლაც არ გვაქვს თედო, მაგრამ არ გინდა სიმართლეს თვალი გაუსწორო.
- წარსული წარსულში უნდა დავტოვოთ...
- ეს იქამდე იყო სანამ გაისროდნენ, ორმოცი წლის შემდეგ თედო გესმის?! ორმოცი წლის შემდეგ...
თედო ისევ კადრებად ხედავდა წარსულს, მაშინ იმ ასაკში იყო რა ასაკშიც ახლა მისი შვილიშვილები არიან. ჯერ კიდევ სოხუმში ცხოვრობდნენ. საბჭოთა დროს ხალხი ერიდებოდა სიმდიდრის გამოჩენას, მაგრამ თანამედროვე გაგებით ოლიგარქები მაინც არსებობდნენ განსხვავებული ცხოვრების წესით და მასებისთვის მიუწვდომელი სიკეთეებით. დახურული საზღვრები ხელს არ უშლიდა ამერიკულ პროდუქციას მიეღწია ასეთ ოლიგარქებამდე. ხშირად დიპლომატიური კორპუსები იყვნენ ისინი ვინც დახლს ქვევით ვაჭრობდა. იმ დროინდელმა ''კაკებემ’’ რა თქმა უნდა ყველაფერი იცოდა, შემთხვევით არ იყო ნათქვამი, რომ კედლებსაც ყურები ჰქონდათ, მაგრამ გარკვეულ შემთხვევვებში თვალს ხუჭავდნენ მსგავს გადაცდომებზე. ყველას თავისი მიზანი ჰქონდა და ამ მიზნისკენ ისწრაფვოდა.
აფხაზეთი რთული რეგიონი იყო. ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში აფხაზეთის მთავრები ცდილობდნენ რუსეთის მფარველობაში შესვლას და ოსმალეთისგან ამ გზით თავის დაღწევას. საქართველო ისედაც იყო რუსეთის სამიზნე და თითეული ასეთი მიმართვა წახალისდებას ჰგავდა. რუსეთის მფარველობას მოყვა აფაზეთის სამთავროს გაუქმება და უშუალო რუსული მმართველობის შემოღება. რუსული მმართველობის შემოღებას კი რუსიფიკატორული პოლიტიკის გატარება. აფხაზეთიდან გადაასახლეს ისლამის მიმდევარი აფხაზები, დაიწო მხარის კოლონიზაცია, შექმნეს აფხაზური დამწერლობა და ქართული ენის განდევნა დაიწყეს. შოვინისტური წრეები კი სისტემატურად აქვეყნებდნენ პრესაში წერილებს, ავრცელებდნენ ჭორებს, თითქოს ქართველები აპირებდნენ აფხაზთა ამოწყვეტას და მათი მამულების მითვისებას.
მეფის რუსეთის დროს საქართველო ჩინებზე გაიყიდა. სისხლში ჩამხვრჩვალი აჯანყებები წარსულში დარჩა. შემდეგ იყო ბრძოლა ყოფითი გადარჩენისთვის, სალაპარაკო ენის შენარჩუნებისთვის, დამწერლობის შენარჩუნებისთვის... შემდეგ ბატონ-ყმობის ეპოქაც დასრულდა და ბოლოს თავად მეფის რუსეთიც, მაგრამ მანამდე იყო ყირიმის ომი, რომლის დროსაც აფხაზეთი ოსმალებმა დაიკავეს და დაზავების შემდეგ დაუბრუნეს რუსეთს, შემდეგ აფხაზეთის აჯანება 1866 წელს და დიდი მუჰაჯირობა 1867 წელს ( მუჰაჯირობა არაბულად: გადასახლება, ემიგრაცია, გაქცევა) კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის ოსმალეთში იძულებით გადასახლების დროს 20.000-ზე მეტ აფხაზს აიძულეს დაეტოვებინა სამშობლო. 1877-78 წლებში კვლავ აიღეს ოსმალებმა აფხაზეთი და ამ ომის დროს დაახლოებით 30.000 აფხაზი მუჰაჯირი გადასახლდა. ომის დასრულების შემდეგ რუსეთის იმპერიამ აფხაზებს სანაპირო ზოლში დასახლება აუკრძალა და იქ იმპერიის სამხედრო და სამოქალაქო მოხელეები დაასახლა.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მთლიანად შეიცვალა ვითარება ამიერკავკასიაში. აფხაზეთი კიდევ ერთხელ იქცა ცხელ წერტილად. ერთ მხარეს ოსმალური დივიზიები, ბოლშევიკური რუსეთი და თეთრგვარდიული რუსეთი იყო მეორე მხარეს საქართველო. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გარდამტეხი დრო დადგა. ეს იყო დრო როცა ქვეყანამ თავი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა და აქედან იწყება აფხაზეთის ავტონომიად გამოცხადების ისტორიაც. (1918 წლის 9 თებერვლის შეთანხმებას ჰქონდა ისტორიული მნიშვნელობა, რადგან ამით საფუძველი ჩაეყარა ავტონომიური აფხაზეთის არსებობას; რომელიც შემდეგ განმტკიცდა დამატებითი ხელშეკრულებებით (1920 წლის ოქტომბერიში აფხაზეთის სახალხო საბჭომ დაამტკიცა „დებულება აფხაზეთის ავტონომიური მართვის შესახებ“) და საქართველოს კონსტიტუციით; აფხაზეთი, როგორც ავტონომიური ერთეული, შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში).
1918 წლის 17 ივნისს გვარდიის მთავარი შტაბის თხოვნით აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა გიორგი მაზნიაშვილი და მასვე დაევალა აფხაზეთის ბანდიტური დაჯგუფებებისგან გაწმენდა. 19 ივნისს ჩავიდა გენერალი სოხუმში და გვარდიის დანაყოფები ჩაიბარა, მათვე შეუერთდა აფხაზთა 300 კაციანი დანაყოფი მათ შორის იყო თედოს ბაბუაც თევდორე გავაშელი. მაზნიაშვილს მათი რეზერვში დატოვება სურდა, მაგრამ თავად მოითხოვეს მოწინავე რაზმად გასვლა და ავანგარდად იქცნენ.
არმიამ ოთხ დღეში შეძლო დაეკავებინა გუდაუთა, სწარაფი იერიშით აიღეს ბზიფის ხიდი და 28 ივნისს გაგრაშიც შევიდნენ. ერთ თვეში ტუაფსეც დაიკავეს და 4 აგვისტოს შემხვედრ ბრძოლაში (ბელორეჩინსკაიასთან) გაანადგურეს კომუნისტ ანტონოვის 4.000 კაციანი დაჯგუფება. ამის მერე ფრონტის ხაზი დასტაბილურდა. კომუნისტები დამარცხდნენ და უკან დაიხიეს რუსეთის სიღმეში. 6 აგვისტოს კი სახალხო გვარდიის ასეულმა მოიგერია თურქეთიდან გადმომსხდარი დესანტი სოფელ მოქვთან. ბრძოლას დასასრული არ უჩანდა. ქართულ არმიას დიდი დანაკარგები არ ქონია ამ დროის განმავლობაში და წარმატებით ართმევდა თავს დასახულ მიზნებს, მაგრამ არც ისეთ დიდ დანაყოფებთან მოსწევია ბრძოლა როგორიც კომუნისტების ე.წ. ‘’ტამანის არმია’’ იყო. 2 სექტემბერს დენიკინის თეთრგვარდიელებისგან დევნილმა ‘’არმიამ“, რომელიც 20.000 ჯარისკაცისგან შედგებოდა მძიმე ბრძოლის შემდეგ უკუაგდო სახალხო გვარდიის და კაზაკთა დანაყოფები და დაიკავა ტუაფსე, მაგრამ მალე დატოვა და ჩრდილო კავკასიაში გადავიდა. 8 სექტემბერს ქართულმა ნაწილებმა მდინარე შახისკენ დაიხიეს, მათ პირდაპირ კი დენიკინის ჯარები განლაგდნენ.
1918 წლის 31 აგვისტოს გვარდიის ნაწილები თბილისიდან დაიძრნენ ტუაფსეს მიმართულებით. გზად მოუწიათ სამეგრელოში მოქმედი კომუნისტური ბანდების განიარაღების ოპერაცია. 10 სექტემბერს სამეგრელოს ოპერაცია დასრულდა. 14 სექტემბერს გვარდიამ უკუაგდო კომუნისტების რაზმი (სოფელ რეპთან). 15-ში სოფელ ბედიასთან გვარდიას ტყვედ ჩაბარდა თურქი მედესანტეების 100 კაციანი რაზმი. 18 სექტემბერს რაზმი შევიდა სოხუმში. ხოლო 20-ში სოჭში გაიმართა სამხედრო საბჭოს სხდომა, რომელმაც მაზნიაშვილის მოხსენება მოისმინა. სახალხო გვარდიის დანაყოფებმა დაიკავეს ფრონტის ხაზი. მშვიდობა მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა.
1919 წლის 7 თებერვალს თეთრგვარდიელები მოულოდნელად გადმოვიდნენ შეტევაზე, ტყვედ აიყვანეს სახალხო გვარდიის 700 კაციანი რაზმი. 10 თებერვალს აიღეს გაგრა და გამაგრდნენ მდინარე ბზიფის ნაპირზე. სახალხო გვარდიის მობილიზებული დანაყოფები დაიძრნენ ახალ მტერთან საომრად. 19 თებერვალს ინგლისელების ჩარევით შედგა მოლაპარაკება და მოწინააღმდეგეები დროებით დარჩნენ დაკავებულ პოზიციებზე. კომუნისტების სწრაფი წინსვლის გამო დენიკინის არმიის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც 17 აპრილს სახალხო გვარდიის დანაყოფები შეტევაზე გადავიდნენ გაგრის მიმართულებით, თბილისის საგანგებო ბატალიონმა მარჯვნიდან დაიწყო შემოვლითი მანევრი მთებში. ინგლისელების პიკეტებმა გაატარეს ქართული დანაყოფები. დღის 2 საათზე გვარდიის მესამე ბატალიონი ბრძოლით შევიდა გაგრაში. მოწინააღმდეგე პანიკურად უკუიქცა, ბოლო მათი დანაყოფი ტყვედ აიყვანა ს. ბაგრატიონ-მუხრანელის ცხენოსანმა რაზმმა ადლერის გადასასვლელთან. (გვარდიას დაეღუპა რამდენიმე ჯარისკაცი, მტერმა მოკლულების სახით დაკარგა 87 ოფიცერი და ჯარისკაცი, ტყვედ ჩავარდა 240. გაგრის ჰოსპიტალში ტყვედ აიყვანეს 25 ოფიცერი და 360 ჯარისკაცი, რომლებიც ავად იყვნენ და ვერ მოახერხეს გაქცევა).
1919 წლის 3 მაისს გვარდიამ დაიწყო დენიკინის მხარეზე მებრძოლი აფხაზეთში მცხოვრები სომხური მოსახლეობის განიარაღების ოპერაცია. 4 მაისს მცირე შეტაკების შემდეგ დაიკავეს მთებში განლაგებული სოფელი აჩმარდა:
(„მთელი მოსახლეობა გაიქცა, მიატოვეს სოფელი და საქონელიც. რა უაზრონი არიან ეს უბედურნი! რისთვის გარბიან? მათთან მაღლა ამართული თეთრი დროშით მოვდიოდით და არ ვერჩოდით, მაგრამ მანამდე ისინი განუწყვეტლივ ესროდნენ ჩვენს ნაწილებს და არ უშვებდნენ თავისთან ჩვენს პარლამენტიორებს“ (ვ. ჯუღელი)).
იმავე დღეს დაიკავეს დიდი სოფელი ქრისტოფოროვო, მოსახლეობის დიდი ნაწილი აქაც გაიქცა, რადგან დენიკის დახმარების იმედი აღარ ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ გვარდიელთა ამ რაზმებში საკმაოდ ბევრი იყო ეთნიკური სომეხი.
1921 წლის 12 თებერვალს რუსეთის და სომხეთის წითელი არმიის ნაწილები თავს დაესხნენ ქართულ ქვედნაყოფებს. მტერმა ბრძოლით უკუაგდო ქართული ფორმირებები და 16 თებერვალს გავიდა მდინარე ხრამთან. 18 თებერვალს ფონიჭალის ბრძოლაში გორის გვარდიის და თბილისის სადარაჯო ბატალიონმა შეძლეს 58-ე ბრიგადის შეჩერება, ხოლო გამთენიისას დასახმარებლად მოსულმა გვარდიის იმერეთის და თბილისის ბატალიონებმა ერთობლივი იერიშით მთლიანად გაანადგურეს მოწინააღმდეგე. გვარდიელებმა 20 თებერვლის ბრძოლაში დაიკავეს კოჯორი და გაწმინდეს სიმაღლეები ტაბახმელის მიმდებარედ, თუმცა მათი ძირითადი მასა იდგა ლილოს ფრონტზე, სადაც მათ შეძლეს 23-24 თებერვალს რუსების ძლიერი შეტევების მოგერიება. 25 თებერვალს უკანდახევის დროს არმიის და გვარდიის ნაწილები დემორალიზდნენ და მათი საკმაოდ დიდი ნაწილი სახლში წავიდა. გვარდიის დარჩენილი ნაწილების მოწესრიგება მხოლოდ 3 მარტისთვის მოხერხდა ხაშურთან, სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს ოსიაურის კონტრშეტევაში, მაგრამ თვითნებურად მიატოვეს წარმატებით დაწყებული ოპერაცია, რამაც მოგების შანსი აღარ დაუტოვა საქართველოს არმიას.
კომუნისტურ წყობას სწრაფი ადაპტაცია სჭირდებოდა, წინაარმდეგობა ისჯებოდა სიკვდილით. მნიშვნელობა არ ჰქონდა წინაარმდეგობა ფიზიკური იყო, იდეოლოგიური თუ მეზობელს მოსწონდა შენი სახლ-კარი. კომუნისტებს მიჰქონდათ ყველაფერი რასაც თვლიდნენ რომ საერთო სარგებლობა შეეძლო მოეტანა და ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით ყველაფერი. მათ არ სჭირდებოდათ განათლებული და მოაზროვნე ხალხი, მათ სჭირდებოდათ მორჩილება და ყველაფერი შეეძლოთ დაუმორჩილებლობად შეერაცხათ. აფხაზეთში წმენდა დაიწყო. თეთრგვარდიელობის ბრალდებით მასობრივად ანადგურებდნენ ეთნიკურ აფხაზებს და გზას უთავისუფლებდნენ სომხებს და ჩრდილოელი ტომების ჩამოსახლებას. თევდორე გავაშელი შემთხვევით გადაურჩა მაშინ დახვრეტას, ის უბრალო კაცი იყო, გულანთებული ქართველი, რომელიც ისტორიის სწორ მხარეს იბრძოდა და დამარცხდა, როგორც მთელი საქართველო. ისიც შეიძლებოდა შეგუებოდა, როგორც ბევრი სხვა, მაგრამ როცა საქმე სამშობლოსთან ერთად რწმენას შეეხო ვერ შეეგუა. ყველაფერს ვერ დათმობდა სულსაც და სამშობლოსაც ვერ წაართმევდნენ. არ იყო ის კაცი ვინც ასე ადვილად შეიცვლიდა პერანგს და ვერც შეიცვალა. ბოლო ამოსუნთქვამდე სწამდა უფლის და ბოლო ამოსუნთქვამდე სჯეროდა დღეს თუ არა ერთ დღეს მაინც შეძლებდა ქვეყანა გამთლიანებას და განთავისუფლებას. დიდი რეპრესიების დროს გადაასახლეს ციმბირში თეთრგვარდიელობის ბრალდებით. ადამიანი რომელიც მათ წინააღმდეგ იბრძოდა თეთრგვარდიელობა დასწამეს, საცირკო სასამართლო მოუწყვეს და გადასახლება მიუსაჯეს. გზაში გარდაიცვალა, ჯანმრთელობამ უმტყუნა, ვერ გაუძლო სიცივეს სულში და სიცივეს სხეულში. წლები ცდილობდა ლიდია მისი ასავალ-დასავლის გარკვევას. გაუჭირდა ორი შვილით დარჩენილ ქალს, საკუთარი სახლის მხოლოდ ორი ოთახი ჰქონდა დარჩენილი სამადლოდ და იქიდანაც გასახლებით დაემუქრნენ კიდევ თუ იკითხავ ქმარსო. გაჩუმდა ლიდია, მაგრამ ამ სიჩუმეს მეტი ხმა ჰქონდა. დაიჩაგრა ქალი, სამსახური მისთვის არ იყო და ელემენტარული განათლების მიღების საშუალება მისი შვილებისთვის. მოხუცი მშობლები და ძმის ოჯახი ეხმარებოდა როგორც შეეძლოთ, მაგრამ მაშინ დალხენილი ცხოვრება არავის ჰქონდა. სახელმწიფოს ფარატინა ქაღალდის გამოგზავნაც დაენანა ოჯახისთვის, რომ გარდაცვალება ეუწყებინა. მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო ლიდიამ რა დაემართა მის ქმარს, როცა ციმბირიდან წერილის მოწერა შეძლო ერთ-ერთმა მათმა თანამებრძოლმა თემურ ანჩაბაძემ (ირაკლის დიდმა ბაბუამ) და კიდევ უფრო გვიან ვინ დაასმინა მისი ქმარი. აქედან დაედო სათავე გავაშელებისა და ანჩაბაძეების მეგობრობასა და მოკავშირეობას. მამები მხარდამხარ იბრძოდნენ, შვილებმა ერთად გადაიტანეს რეპრესირებული მამების შვილობის ტვირთი და კიდევ ჰქონდათ საერთო - მათი ბედის შეცვლაში ერთ ადამიანს ერია ხელი ადგურ ადლეიბას. ადლეიბების ოჯახი არა მხოლოდ პარტიულ ინტერსებს ემსახურებოდა არამედ სეპარატიზმის გაღვივებითაც იყვნენ დაკავებულები და აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ეთნიკური ქართველებისა და საქართველოს მხარეს მებრძოლი აფხაზების დახვრეტა-გადასახლების ორგანიზებაში 30-იან წლებამდე. 30-იან წლებში ლავრენტი ბერიამ აფხაზეთის ''გაქართველების'' პოლიტიკა გაატარა, აფხაზური ენა ქართულით ჩაანაცვლა სკოლებში, აფხაზი მასწავლებლები დაითხოვა და ისევ ქართული ანბანი დააბრუნა, მაგრამ შემდეგ იყო 1937 - პირსისხლიანი წელი სრულიად საქართველოს ისტორიაში. დიდი რეპრესიები დასრულებული არ იყო, რომ სამამულო ომი დაიწყო. სამამულო ომის დროს 1942 წელს აგვისტო-სექტემბერში ბძოლები მიმდინარეობდა აფხაზეთის ჩრდილოეთით, მესამე რაიხის ავიაციამ დაბომბა სოხუმი, არმია კი ცდილობდა კავკასიონის ქედის გადმოლახვას. საერთო მტერმა გააერთიანა მოსახლეობა. დროებით წარსულს ჩაბარდა სეპარატიზმი და ხალხმა მშვიდობიანი თანაცხოვრება დაიწყო. ახლად განვითარებულ კვების მრეწველობაში, ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოში, ელექტროსადგურში თუ ჩაის ფაბრიკებში გვერდიგვერდ მუშაობდა ხალხი და მხოლოდ იშვიათ გამონაკლისად რჩებოდა ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება. თუმცა ყველასთვის არ შეცვლილა ყველაფერი. კომუნიზმის მტრებს და მათ ოჯახებს არ სწყალობდა პარტია. მათთვის პირადი ომი ჯერ კიდევ წინ იყო.



ველი კომენტარებში თქვენს აზრს ისტორიულ გადახვევასთან დაკავშირებით blush



№1 სტუმარი ნანო

მსუბუქი ისტორია იყო თითქოს.დღევანდელმა თავმა მშვენიერი ისტორიული ექსკურსი მოგვცა,რაც ძალიან მომეწონა.ველი გაგრძელებას.

 


№2  offline მოდერი Linda Gavasheli

ნანო
მსუბუქი ისტორია იყო თითქოს.დღევანდელმა თავმა მშვენიერი ისტორიული ექსკურსი მოგვცა,რაც ძალიან მომეწონა.ველი გაგრძელებას.

დიდი მადლობა ???? შემდეგ თავებზე არ მოგიწევთ ასე ლოდინი ???? blush

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან კარგი იყო❤️❤️ გელოდებით❤️❤️

 


№4 სტუმარი ეთული

ეს ისტორია იმას ნიშნავს თუ რატომ დაიჭრა ანდრიას ძმა და ვინ დაჭრა.

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

ხომ არ იცით რატომ აღარ აგრძელებს ფეფო ამირეჯიბი თავის ისტორიებს და როდის დაგვიბრუნდება?6 თვეა ველოდებით. ვინმემ რამე ხომ არ იცით?

 


№6 სტუმარი გუ და

ხალიან კარგი გადახვევა იყო.უფრო ინტერესით ველოდები გაგრძებას ????

 


№7 სტუმარი სტუმარი ნათია

სტუმარი მარი
ხომ არ იცით რატომ აღარ აგრძელებს ფეფო ამირეჯიბი თავის ისტორიებს და როდის დაგვიბრუნდება?6 თვეა ველოდებით. ვინმემ რამე ხომ არ იცით?
..
პირადი პრობლემის გამო დროსბით შეწყვიტა წერა,ჯგუფში თუ ხართ ფეისბუქზე,ნახავდით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent