თვალები გეტყვის ( III თავი)
-ადექი ონისე შენ არ მოუკვდი შენს ბებიას!-დილას ქოქოლამ რომ გამაღვიძა და არა იმ მშვიდმა ნოტებმა, სიზმარში რომ დანარნარებდა, ძლივს გავახილე თვალი. საათი რომ დილის ექვსს აჩვენებდა,ამაზე ჯერ თვალები გადმომცვივდა და მერე ლამის ცხარე ცრემლებით ავტირდი. ინას უკვე ცეცხლი აეგიზგიზებია და სათლში პურის ფქვილს ისეთი გამეტებით ურაზუნებდა ხელისგულს, მე ხომ მეტკინა აგერ წარმოდგენაზე გვერდები და ის როგორ გრძნობდა თავს, ვინ იცის. სხვა თუარაფერი, სიმწრით ამოვიდოდა. -ღმერთო, ახლა ვხვდები ილარიონი რატომ იყო ხოლმე სულ ნირწამხდარი დილაუთენია.-წამოვხტი ერთი ამოსუნთქვით ლოგინიდან და გავარდი ფეჩთან. ბებიამ წამიყრუა ოსტატურად, როგორც ეხერხებოდა ხოლმე,სიმართლის გაგებისას. ინას წინა დღით ხელით ნარეცხი,ფეჩზე გაცხელებული უთოთი გატკივინებული შაარვალი მივაფიცხე გასათბობად და კალენდარს ავხედე ძლივს გახელილი თვალით. 25 დეკემბრის გამთენიუსხანი იყო და მივხვდი,რატომ იწყებდა დროზე ადრე ინა ფუსფუსს და რატომ ცემდა ცომს გულმოდგინედ. -უფალი ღმერთი და ილარიონი ერთ დღეს რომ გაჩნდა,მარტო მაგის ხათრით უნდა დაგეცლია იმ კაცისთვის ბედნიერი ცხოვრება.-მეგონა ამასაც გამიტარებდა, მაგრამ, რომ შწმიბრუნდა და დიდი ხის კოვზი მოიმარჯვა,მერე მართლა ამეწვა გვერდები, რომ წარმოვიდგინე როგორ გადამცხებდა ნეკნებზე. -სულ ეგ ხართ კაცები! უმადურები და ქალის დაუფასებლები! მე რომ მოვლილი მყავდა ბაბუაშენი და ნაფერები,ისე კაცი არ დადიოდა ყურეში!-გაცხარებულმა მომიგო და ამიარა გვერდი აწეული ცხვირით. -ინა,შენ სხვის კაცებსაც ათვალიერებდი?!ნუ გადამრევ ამ სისხამ დილით!-შევიცხადე მთელი ოსტატურობით და საპასუხოდ ნაჯახმომარჯვებული გამზრდელი რომ მივიღე,მაშინ მართლა ჩამიარა მთელმა სიცოცხლემ თვალწინ. -მკლავენ ხალხოო!-შემოვცხე ღრიალი და ისე გავიქეცი შუა თოვლში, არც შარვალი მეცვა და არც მაისური. სიცილიაგან თუ გაციებისგან სანამ ხველა არ ამიტყდა, მანამ დავრბოდი და ვდგამდი შოუს. ინა იდგა კარში, ნაჯახით და ჯერ თუ გაოცებულ-გაბრაზსბული ჰქონდა სახე, მერე ისე აკისკისდა, მე ხომ ისედაც მოსაბრუნებელი ვიყავი,ისე გავიყინე და ბებია მართლა ვერ დავაწყნარე. -შემოდი გასაზრდელო და დამიკალი ქათამი, სანამ წაგაწყვიტე თავი!-ძლივს მოაბრუნა ენა. -მე ქათამის დამკვლავი არ ვარ ინა,ტყუილად მეჩალიჩები.-კანკალით შევედი სახლში და ვაქნიე თავი რაც შემეძლო,ამოვიცვი გაყინულ კანზე ის ჯინსის შარვალიც და მივეფიცხე წითელ თუჯს. -აბა დოუძახებ გოგიას! -მაგის სახელს ნუ მიხსენებ-წამოვხტი ხელმეორედ,მაგრამ,სირბილის თავი აღარ მქონდა, ვქოშინებდი ილარიონივით. მომეშვა ცოტახნით ბებია. სანამ ვყვინთაობდი სამფეხზე, მანამ ინამ ხის მოწნული კალათი გაავსო პატარა სანოვაგით და იმ ციმციმ ამოსულ ცომს მიუბრუნდა. რვას აჩვენებდა უკვე საათი. ძლივს გათენდა და მე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელ დღეს უკვე გაევლო. რადგან მხოლოდ ცეცხლის,დღის და სანთლის შუქი გვანათებდა, გარე სამყაროსაც მთლიანად ვიყავი მოწყვეტილი და დამჯდარი ტექნიკით ხასიათგაფუჭებულს აღარ ვიცოდი რაღა მექნა. -რამე არ გაკლია ნენა?!გაგეგზავნები ნუნუსთან.-გავხედე ბოლოს საცრის თვალებით. აღარ მციოდა,მაგრამ,დანაკლისის განცდა მაინც არ გამიქრა სხეულიდან და მივხვდი,რა მჭირდებოდა ახლა წყალზე უფრო მეტად.. რომ ჩაეღიმა ბებოს,ეს კანით ვიგრძენი ,თორემ ისევ უკმეხად მპასუხობდა დილანდელი სპექტაკლის შემდეგ. -ყველაფერი მაქვს. -ფქვილი არ გაკლია?! -არა! -ზეთი? -არ მჭირდება. -სანთელი ან ნავთი? -ნავთს შენ დაგაცლი თუარ მომეშვები!-დააწყდა ის ბოლო ნერვიც. -ყავა არ გინდა ნენა?-სულ მთლად დავიღვენთე იმ ბჟუტავი სანთელივით. -ფიტავსთქო სახსრებს,არ გითხარი? -ვინც შენ მაგი მოგასმენია და დაგაჯერა,ის ვერ გაიხარებს ჩემი ცოდვით, თუ უკვე არაა გასული გზამართალს!-ხელები სამართალის მძებნელივით მაღლა ავაბყარი და ავძახე ღმერთს საშველად. არ მიშვებნა ინა მეზობლად და მე მარტო ეგ მინდოდა. ერთი პატარა მიზეზი. -პაპრიკა გაქვს ინა?-ბოლოს რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, მივეტუზე და ჩავხედე ქვაბში. ვიგრძენი მისი განწყობით თუარ მოვეშვებოდი შხამს მოურევდა იქ ბაჟის ნაცვლად. -მაქვს!-ისე გამოცრა მეც გამაცინა. -შენ ისეთი თავშენახული ყოფილხარ ნენა კაი გოგოც გეყოლება სადმე განჯინაში გადამალული,დავუწყო ძებნა?-გამეცინა და ბებიაც რომ ავიყოლე ბოლობოლო, დავუკოცნე თან ის შეყრილი წარბები და საქმისგან აწითლებული ლოყები. -შენ ნენა მიზეზი ვერ გიპოვნია მეზობელთან გადასასვლელად და ქალს ნახავ ვითომ დამალულს? -შევეცოდე როგორც გაზრდილი შვილიშვილი თორემ ახლა ისე გაიცინებდა,მართლა რაღა მოაბრუნებდა,მაგრამ,დამინდო მე და თან ისეთი ენერგიით დამმუხტა, სანამ ის ცომს იყვანდა, მე უკვე ჩაცმული ვიყავი სრული ეკიპირებით და გავდიოდი სახლიდან. -რა მიზეზით გადადიხარ ბებია ასე მონდომებული?-კარებში გამომეკიდა ჩქარი ნაბიჯით ინა და გამომიდგა გზაზე. -თოვლის ბაბუა იქნება გადასათოვლი ნენა, იცი რანაირად უყვარს ნანის?-დავდნი პირველი თოვლივით შუა ეზოში. -მაგის მეტი თუარაფერი დაანახე ბებია დაგიწუნებს ნუნუ და ეგაა. -გაზარდე მერე შენ დასაწუნი შვილიშვილი ინაჩკა?!-გავიჯგიმე მთელი თავდაჯერებით. -მე კი ვიცი ბებომ გენაცვალოს რაც გაგზარდე, მაგრამ ქალაქში გონია მარტო თოვლის ხვეტვა გასწავლეს და ე მაგაზე არ შემომედავოს მერე ნუნუ,ეს გოგო იმისთვის კიარ ჩავიბარე,ფიფქების ინჟინერს გადავაბაროო.-კვიმატი ენით წამში მიპოვა საპასუხო ბებიამ და მაქცია საბოლოოდ ზურგი. რომ ვიფიქრე დავამთავრეთთქო,კარებთან დამაწია მაინც. -ნენა! გავხედე. -ნუნუს უთხარი ინას საფენელი ფქვილი შემოაკლდათქო და გამოგატანოს ერთი მუჭი! უკვე ჩვევად გადამექცა მგონი კარიდან-კარამდე გულამოვარდნილი ჩქარი ნაბიჯი. სულიც არ მომითქვამს ისე შევედი ეზოში და იქ მართლა დათოვლილი რომ დამხვდა ნანის სიხარულის მიზეზი. გულმა არ გამაჩერა.. ზუსტად ვიცოდი, როგორ ეწყინებოდა მის თვალებს და, მანამდე ვალამაზებდი გუშინდელ ნამოქმედარს,სანამ ისევ ისე ამაყად არ დადგა ეზოში ზამთთის ხიბლი და ბავშვის ყველაზე დიდი ნატვრა.. რომ მოვიხედე და პარმაღისკენ დავიძარი, მერრ შევამჩნიე კართან რომ იდგა ნანი და ცისკრის ვარსკვლავივით იღიმოდა.. გავიყინე. და თან მთლიანად გავთბი. ისევ თავგანწირვით თოვდა და აღარ ჩანდა ჩვენი არცერთი ნაკვალები კარში.. ვუყურებდი ნანის, ალბათ ახლადგაღვიძებულს, ჭრელი ლამაზი თვალები ნამძინარები ჰქონდა და ყველაზე ლამაზი იყო ახლა. ღაწვები შევარდისფერებოდა და ბროლის ფერი მტევნები ძირს დაეშვა.. თუ კი რამ ფიქრდში ახლა დადიოდა, იქ მხოლოდ ნანი იყო, ზუსტად ასე მომლოდინე და ამდენი სიტყვებით სავსე. თეთრი გარემოს ფობზე, ხის ლამაზი სახლით და ღიმილით გაცისკროვნებული ნახატს გავდა სა არა რეალურ მომენტს. კანი ამეწვა, იმდენი განცდა დამიგროვდა.. ხელები ჯიბეებშიც კი ჩავიყავი მისი ჩახუტების დაუოკებელი სუევილი რომ გამეკონტროლებინა. არადა, მხოლოდ ეს მინდოდა ახლა. უსაშველოდ ახლოდან მენახა მისი მოსაუბრე თვალები.. -ონისე ბებია.-ვინღა დამაცადა მომენტის უკდავყოფა გონებაში. გვერდით ლეღვივით შევსილი ნუნუ რომ ამოუდგა ნანის გვერდით, ვიღაცას თან ცივი წყალიც გადმომასხა გამოსაფხიზლებლად. ორი დომინანტი ხასიათის წრთმანეთში ცვლილებუსგან უკვე მეფიტებოდა მთელი სული. გავუცინე ნუნუკას. არადა,ამწამს მხოლოდ ნანის დაუსრულებელი ყურება მინდოდა სამარადჟამოდ.. -დასაფარებელი ფქვილი მიმაკლდაო ნუნუკა ინამ,ერთი კილო მინდაო-რაც გამახსენდა იმ წამს, ის ვუთხარი სასწრაფოდ. -სულ წახდი ბებია?-კი შეიცხადა საბასუხოდ, მაგრამ, მაინც შებრუნდა და დამტოვა როგორც იყო ისე. მე ისევ ეზოში ვიდექი,მათოვდა, მციოდა, მაგრამ, ნანის თვალები რომ მიყურებდა, აღარაფერს აღარ ჰქონდა აზრი. -არასდროს მინახავს ამაზე მეტად ლამაზი თვალები,ნანი..-არ გამომითქვამს. არც კი სიტყვა არ დაძრულა.. მხოლოდ უხმოდ გადმოვეცი და სიტყვა-სიტყვით რომ დაიჭირა ყველა ბგერა ,მივხვდი, ლოყები შეეფერა და დაიმორცხვა. თვალები ძირსბდახარა და შემდეგ, იმავ წამს ისე ამომხედა, თუ კი რამღა იყო დარჩენილი გარდასატეხი სულში, იმ წამს მოხდა და, თან დასეულდა ყველა ორჭოფობის ხანა. გავიღიმე.. ღიმილი კიარა, ისეთი აღტკინებული ვიყავი ახლა, სახესაც ვერ ვუყრიდი თავს და კი შევრჩი ასეთივე მეორედ გამოსულ ნუნუს. -ონისე!-დამიძახა როგორც სჩანს, მაგრამ, ვერ გავიგონე. თვალი მხოლოდ მისკენ მქონდა მიყინული და იმდენ სათქმელს ვუცვლიდი, სიტყვებიც რომ ვერ დაიტევდა,რომ მეთქვა.. -ონისეთქო!-მხარში იმხელა მუჯლუგუნი მკრა ბებიასტოლამ,გამიჩერა კუნთი და მაგან უფრო მომაფხიზლა. -მკლავ ნუნუკა?-თურმე გვერდშიც ამომდგომოდა და გავხედე როგორც იქნა. წარბები ხომ სიბრაზისგან ჰქონდა შეყრილი ,მაგრამ,სიცილსაც ვერ იკავებდა თან. -შენ რაღა მოგკლავს აწი, კიც დაყრუვდი,კიც დაბრმავდი და აწი მისაწვენი ხარ ილარიონს,მარა სადაა მაშველი!-ინა არ მაკლდა დილას,ნუნუც დამემატა ბონუსად. ერთი გაცინება სულ მირჩევნოდა ყველაფერს, მაგრამ, თან მეშინოდა, მართლა ილარიონს არ მივეწიე ნუნუკას. -მიშველე მერე შენ ,არ ხარ ბებია ჩემი?-მოვისაწ.... თავი, ავიცრემლე თვალები. ვანიშნე ნანისკენ,პარმაღის ხის მოაჯირზე რომ გადმოყრდნობილიყო და უყურებდა უფასო სპეკტაკლს. სულ მთლად გადამერია. -მე რა გიშველო შე სასიკვდილე,გაანძრიე ხელი და გეშველება!-მართლა აბობოქრდა და ვუტუე მერე, დავიხიე უკან. მანამდე ის გაბრაზებული სახე დავუკოცნე და ჩუმად ვუთხარი,ყურში, თითქოს გვისმენდა ვინმე… -მომათხოვე შენი გოგო ნუნუ და გოგიასთან საქმეს მე გაგიჩარხავ,კაცი არ ვიყო!-კი დავიბოხე ხმა,მაგრამ,მაინც ჩქარი ნაბიჯით გავეცალე. იცინოდა ნუნუკა და გული სწრაფი ფეთქვისგან ამოვარდნას მქონდა ლამის. ნანის გავხედე, ლამაზი იყო. ლამაზი კიარა, სასწაულს გავდა. -ნანი!-გავძახე და მთელი ხმით. იცინის ნუნუკა და არ მგონია თუა საერთოდ ეს წამები რეალური. -ნანი!-მინდა ესმოდეს ჩემი და უყვარდეს ჩემი ხმა. ესმის,მაგრამ,მხოლოდ ტუჩებზე მიყურებს და ასე თუ ხვდება. სათქმელი მაქ შემოლეული, მაგრამ, მინდა მხოლოდ ვეძახდე და სულ ასე გამომხედოს, გაბრწყინებული თვალებით. ვბრუნდები. აღარ მიძლებს მეტს გული. სახლში რომ შევდუვარ, იმ ერთ მუჭა ფქვილს ინას ვუყრი დაფაზე,ხაჭაპური რომ გამოეყვანა და ვაბრუნებ ჩემკენ. -რაია ნენა-მიყურებს დამფრთხალი. ვეხუტები და ამყავს ჰაერში. ისე ვატრიალებ,თითქოს ცეროდენა იყოს. ეს მენატრებოდა ყველაზე მეტად და სულმა რომ მისი ადგილი იპოვა სხეულში, როგორციქნა, ამას იმწამს მივხვდი, რომ დავსვი და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე ნენას.. აღარ მითქვამს არაფერი. იმ დილით აღარც ქათამი დამაკვლევინა და გადავრჩით ორი, თავქოჩორა მამალი და გზააბნეული მე. ლოგინზე ჩაცმული წამოწოლილი ხელზე დამაგრებულ ტიტებიან შარფს ვუყურებდი მანამდე, სანამ შუადღეს არ შემიატანა და ამიჭრელდა თვალები. დენი ცოცხალი თავით არ მოდიოდა და გვტანჯავდა ყველას. აღარც მადარდებდა თუ ვინმეს ვედარდებოდი ქალაქში. აქ სანთელი მქონდა, ნავთი, შეშა და ნანი იმისთვის, აღარასდროს მომდომებოდა წასვლა , ანდა, თან წამეყვანა ორი ოჯახი.. მოვალეობებით დატვირთული ყოველდღიურობისგან მოშორებული სული მთელი მისი შეძლებით გათავისუფლებულიყო და იღებდა მის წილ სიმშვიდეს იქამდე,სანამ ნანის თვალები არ აშლიდა დაბმულ აფრებს გულიდან-გულზე მოცურავე ნავიდან. -ონო-ფიქრებიდან ბებიამ მომწყვიტა. კალათში გამოეწყო ყველაფერი,რაც კი ემზადებინა დილიდან და შემოედო პატარა მაგიდაზე.. გამეღიმა.. არც დასჭირდა თქმა.. თუ საფლავამდე ვერ ავიტანდი, ეკლესიაში მაინც დავტოვებდი და დავუმშვიდებდი ნენას აფორიაქებულ გულს. ჩავიცვი. თოვლი მეტრა მაინც იქნებოდა და არ გამოდგებოდა ქალაქის ფეხსაცმელები. ილარიონისეული მაღალყელიანი ჩექმები გამომიტანა ბოლოს ბებიამ,სულ რომ არ ეცვა არაასდროს იმნაირი და აუწყლიანდა თვალები. დიდი სევდის მატარებელი ორი თბილი გულისხელა სფეროები გასვლამდე დავუკოცნე და გავდექი გზაზე. მე რომ სულ საათების ვიყავი, მაშინ დამიჭირა პირველად ბაბუამ ხელში და მის მერე არ ჩამოვუსვივარ მზრუნველი მკლავებიდან.. მე რომ რამე მეტკინებოდა, ბაბუასთან გავრბოდი ჯერ კისრისტეხით,მას რომ შეებერა სული და მერე მუვდიოდით ორივე ბებიასთან, რომ არ წამჩხუბებოდა ნენა უყურადღებობისთვის.. ილარიონი მიდიოდა ხოლმე ცენტრში სულ ფეხით, მეტრამდე თოვლში,ჩემთვის გული რომ გაეხარებინა და ის ეყიდა,რასაც დავუჩემებდი ხოლმე.. ბაბუა შემისვამდა ხოლმე ბეჭებზე და დავდიოდით ყოველდღე აღმა-აღმა იქამდე,სანამ ინა არ გამოგვიდგებოდა წვრილი ეკლის ჯოხით,ბავშვი დამიტიე,სასწავლიაქ გაკვეთილიო. ილომ გამხარდა ის რაც ვარ დღეს და, რომ წავიდა, მას შემდეგ დაიცალა სოფელიც და, ირგვლივ ყველა სახლიც.. ხუთამდე ოჯახიღა თუ იყო შემორჩენილი და, ისინიც აღარ გამოიზამთრებდნენ, ისეთს თოვდა.. გულდაწყვეტილს უნდა ამევლო გვერდი ნუნუს ჭიშკრისთვის, უცებ რომ ძახილმა შემაჩერა და გავხედე ეზოში გამომდგარ ბებიას. -ეკლესიაში მიდიხარ ონო?! თავი დავუკარი მხოლოდ თანხმობად. -გამოგაყოლებ ბებია ნანის,დაანთებს ისიც სანთელს..-შემომავედრა ისე,თითქოს ამწამს გულში ათასფრად არ აშლილიყოს ფრთები.. იქვე ჩამომჯდარი ველოდი მას და, ნეტავ სულ არ მიწევდეს ასე მენახებინა ილარიონისთვის ის,ვისთვისაც ამწამს ცხრა მთასაც გადავივლიდი და მაინც გავაგონებდი ჩემსას.. ისე გამოვიდა,მე ვერც გავიგონე და რომ დამიდგა წინ , უფრო ლამაზი მეჩვენა დილანდელიდან.. ხელი გამომიწოდა.. თხელი, ფიფქივით თეთრი და ვარდივით ნაზი.. მკრთალი და ბროლისფერი.. იმ თითებიდან, იმ კანიდან და საშველად გამოწვდილი მკლავიდან იმდენი სითბო მოდიოდა, ირგვლივ თოვლსაც ალღობდა და ჩემს გულსაც.. -ნანი.-არ ჟღერდა არცერთი სახელი ამაზე უფრო ლამაზად,როცა არ ამბობფი და მხოლოდ კონტურებს გამოთქვამდი ტუჩებით.. გამიღიმა ჭრელთვალამ. რაგინდაო,თბილად მკითხა ფერადი თვალებიდან. მე რომ მინდოდა, იმ გზას ვადექით ზუსტად ეკლესიისკენ, მაგრამ, მანამდე რომ საფეხურები გვქონდა სავლელი, ის უფრო მეტკბილებოდა ახლა ,ვიდრე კენწერო.. ჩავჭიდე ხელი. ავდექი. აღარ გავუშვი და ბაბუისეულ ქურთუკის ჯიბეში ჩავიგე გადაჭდობილი ორი შემცივნებული ხელი. ბეჭით მეხებოდა მკლავზე ნანი და, მარცხენა მხარეს ისე მითბობდა,გულს საალერსოდ ეფინებოდა. გვათოვდა და თოვდა ისე ლამაზად, აქამდე რომ არ მქონდა ჯერ ნანახი.. მივუყვებოდით გზას, ჩვენჩვენი სათხოვარით უფალთან და მაინც, ერთი დიდი გულით.. -ნანი!-თოვლის ბობოქარ ხმაში უკვე დავუძახე.. ვერ გაიგონებდა მაგრამ, იგრძნო ჩემი ხმა.. ამომხედა. თვალები სამყაროს ფერი ჰქონდა. მათში იმდენი რამ იმალებოდა და ჩანდა სააშკარაოდ,ვერ მოვწყდი. პირველად ვუყურებდი ასე ერთ ნაბიჯში და არ წარმომედგინა,თუ კი არსებობდა რამე უფრო ამაზე მრავალფეროვანი. სხვაგვარი და უღმერთოდ მიღმიური.. ხელები ინსტიქტურად გამექცა მისი სახისკენ.. ფითქინა კანზე ფიფქები ადნებოდა და ხელისგულებში ჩამეტია მისი მთელი სახე და ორ სფეროში მოქცეული მთელი სამყარო.. თავს ვერ გავუძელი. იმ თვალებზე ვაკოცე , აშლილი რომ იყო ათასფრად და, ისე აწყლიანებოდა,მეგონა ცრემლები დამასწრებდა ამბორს.. ორივე წილ ცისკამარაზე ჩემი სითბო დავუტოვე და ისევ მათში გავეხვიე.. გული მომიკვდა, მაინც რომ გამოეპარა ის ერთი ცრემლი ლამაზი თვალიფან და ჩამოეკვალა ღაწვებზე.. ხელზე დამადგა ცხელი წვეთი.. მე ხომ ვგრძნობდი, მისი თვალები ხომ მიყვებოდა ამწანს რა ტკიოდა და, რომ ვერაფერს შევუცვლიდი, ამან დამასო გულზე ცის წონა დამღა.. -მესმის მე შენი ნანი..-სული გავუთბე.. გამიგო და გამიღიმა მისებურად.. კანი მეწვოდა უწონო სურვილით, იმ ტუჩებსაც დავპატრონებოდი,რკალად რომ დააწყობდა ხოლმე ღიმილისას, მაგრამ.. ამწამს და ასე მეგონა, მთელი ცხოვრება, მხოლოდ თვალები მეყოფოდა მისი რომ მეარსება.. ___ გულიიიი მაწ გაჩერებულიიი. როგორ მიყვარს ონისე და ჩემი უტყვი ნანი.. მისი ჭრელი თვალები და ლამაზი სამყარო მათში.. მიკვირს და თან მიხარია, ამდენ სითბოს რომ ვუშვებ გულიდან და, იმ ბებიებში ვდებ, ონისეს რომ ქოწოლას აყრიან წამდაუწუმ,მაგრამ,მაინც საკუთარივით უყვართ.. გელით.. მთელი გულით და სულით.. თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.