შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვიდი ტალღა (ნაწილი 1)


11-02-2025, 21:36
ავტორი Adelaida
ნანახია 588

მშვიდი სიო უბერავდა ტროტუარზე მდგომი გოგონას ცეცხლისფერ თმებს. მისი გაწეწილი თმის ჰანგები საოცარ მელოდიას ქმნიდა .. იდგა უცნაურად .თავი მაღლა აეწია და ფიქრს მიცემული ვერ ამჩნევდა ირგვლივ ვერავის.
გააჩერე !!! დაიყვირა მანქანაში მჯდომმა ახალგაზრდა მამაკაცმა. კარები გაოცებულმა გააღო ისე რომ ტროტუარზე მდგომი გოგონასთვის თვალი არ მოუშორებია.. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და გაჩერდა, მთლიანი სხეულით გრძნობდა რაღაც არარეალურს.
წყალი რომელიც ესე სწყუროდა მასთან თითქოს ერთი ხელის გაწვდენაზე იყო.. ვერ ბედავდა ხელის შეხებას ეშინოდა, ნუთუ ეს რეალობა იყო... ფიქრი შეწყვიტა ,გოგონას ზურგიდან მიუახლოვდა ,აკანკალებული ხელები ძლიერად შემოხვია .. თვალდახუჭულმა სახე გოგონას თმებში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი. საკუთარ თავსაც კი არ ენდობოდა , რომ ეს ნამდვილად ხდებოდა .. მთელი სხეულით გრძნობდა უცნობ ,მაგრამ საკუთარ მეორე ნახევარს.
ხელზე გოგონას თითების შეხება იგრძნო.. ზუსტად ისე როგორც მის სიზმრებში რომელიც უკვე 2 წელია ესიზმრებოდა და მთელი ეს დრო მოსვენებას აკარგინებდა.
-მოხვედი ნოა. . აღელვებული ხმით ჩაიჩურჩულა გოგონამ ისე რომ მისკენ არც კი გაუხედავს .. გელოდებოდი ნუთუ ეს სინამდვილეა ..
ბიჭმა ფრთხილად მოატრიალა გოგონა , ეშინოდა არ გამქრალიყო მაგრამ არა ის აღარ იყო სიზმარი.. თვალებში ჩახედა გოგონას რომელსაც წლების მანძილზე ყოველ ღამე სიზმარში ხედავდა, რომლის გარეშეც უკვე ვეღარ ძლებდა სახეზე აკვირდებოდა ,მისი ყველა ნაკვთი ზედმიწევნით კარგად იცოდა , გაშლილი თმები გადაუწია და ხალს დახედა . ღრმად ამოისუნთქა და გაიღიმა.
-არ გავგიჟებულვარ თურმე.. თათა
-არც მე თურმე ….
იმდენად ყოველდღიურობა გახდა მამაკაცისთვის სიზმრებზე დამოკიდებულება საძილე პრეპარატებსაც კი იღებდა როცა სიგიჟემდე ენატრებოდა ,,უცნობი გოგო”, გააგიჟა ნოა ამ გოგოზე ფიქრმა გულს ვერაფერს უდებდა .. არ იცოდა რა გაეკეთებინა შეუყვარდა ადამიანი რომელსაც მხოლოდ სიზმრებში ხედავდა და არც იცოდა სად უნდა ეძებნა ის არ იყო მისი ეროვნების .არც კორეელს არც იტალიელს არ ჰგავდა. აზრადაც არ მოსდიოდა რომელ ქვეყანაში შეიძლებოდა ეძებნა … ეხლა კი რეალობაში სასწაულებრივად გამოჩნდა არსაიდან .
-თათა ზუსტად ისეთი ხარ.. აღმოხდა ჯერ კიდევ ბურანში მყოფ მამაკაცს
- შენც .ჩაილაპარაკა გოგონამ და მკერდზე თავი დაადო..
უცნაურმა შეგრძნებებმა დაიპყრო ნოას სხეული… სხეულში წარმოქმნილი ტალღები არანორმალურ სიამოვნებას ანიჭებდა. ვერც წარმოიდგენდა თუ უბრალო ჩახუტებით მსგავსი ემოციის მიღება შეიძლებოდა,ის ხომ უამრავი ქალისთვის ,დედით კორეელი მამით იტალიელი ორივე ქვეყნის არცთუისე ცოტა მანდილოსნებისთვის სასურველი საქმრო გახლდათ. რატომაც არა … მილიონერების რეიტინგშიც საკუთარი ადგილი ჰქონდა დამკვიდრებული… ერთი
სიტყვით მოუხელთებელი კაცი გახლდათ , ,,სიზმრების გოგონამდე” სხვა მიუწვდომელი ქალი არ არსებობდა მის ცხოვრებაში … ამიტომ მხოლოდ არასერიოზული ერთჯერადი ურთიერთობები იზიდავდა .მოსწონდა ,,ნადირობა “ და არ ახსოვდა ქალი,რომელიც უნდოდა და ვერ ,,მიიღო”.
ყველაფერი მძაფრი მოსწონდა მის თითქმის ბნელ გონებას ,სხვანაირად ემოციურ განტვირთვას ვერ ახერხებდა . მას ყველაფერი არაჩვეული იზიდავდა. მის სამყაროში თათა სხივი იყო ,რომელსაც მონადირე ეძებდა და იპოვა. არავინ უწყის რას უქადდა ,,მონადირეს “ მსხვეპრლის ან მსხვერპლს ,,მონადირის” პოვნა.
ცოტამ თუ იცოდა მისი იმ ნაწილის შესახებ რომელსაც ხანდახან დიდი თანხის სანაცვლოდ მალავდა.
**
სახლში და დაბრუნებულ თათას დეიდა კართან შემოხვდა… არ გამოჰპარვია დისშვილის სახეზე უცნაური ბედნიერება
— რა ხდება ჩემო მარგალიტო? ყურადღებით დაეკითხა და გაუღიმა
— იცი… მე ის ვნახე ჩაიჩურჩულა და გაიღიმა
—საად? გაოცებისგან სკამზე ჩამოჯდა მართა, იცოდა დისშვილის 2 წლიანი სიზმრის შესახებ,რაც ჩამოვიდა იაპონიაში ,გამუდმებით ერთ ბიჭს ხედავდა სიზმრებში..
—თან ზუსტას ისე როგორც ვხედავ…
მართა გოგონას გადაეხვია და შუბლზე ყოვლი შემთხვევუსთვის ტემპერატურა შეუმოწმა…
-არ მაქვს არა.. გაიღიმა თათამ და ქალს
ლოყაზე აკოცა. -ზუსტად ისეთია ,ქცევებითაც კი თუმცა არის მის მზერაში რაღაც იდუმალი,ამოუხსნელი … ვერ გადმოვცემ …
-ნამდვილად ნახე? ეჭვით საბსე ხმით ჩაეკითხა დეიდა
პასუხის ნიშნად თათამ თავით უცნაური მოძრაობა გააკეთა ფეხზე წამოდგა ,დასვენება მოიმიზეზა და ოთახში შევიდა…
ფანჯრის რაფასთან დადგა გზას გახედა … ის მანქანასთან იდგა და სიგარას აბოლებდა… თითქოს იგრძნო თათას მზერა , ამოხედა და გაიღიმა ხელით რაღაც ანიშნა…
თათას გულმა უჩვეულო ძგერა დაიწყო… უსიტყვოდ მოშორდა ფანჯარას …
-მართა მალე მოვალ ცოტას გავისეირნებ… დაუბარა მართას და სწრაფად გავიდა…
თათა მართას ერთადერთი დისშვილი გახლდათ… თავად მთელი ცხოვრება კარიერას დაუთმო და თათა შვილივით შეიყვარა… ამოტომ სულ ტაციაობა ჰქონდათ დებს გოგონაზე…სასაცილოდ ბუზღუნებდნენ არა ჩემი შვილია არა ჩემიო… ბოლოს შეთანხმდნენ რომ ორივესი იყო და მათი ,,კამათიც” აქ დასრულდა… არცერთს არ სწყვეტდა თათა გულს ორივესთან თანაბარ დროს ატარებდა ხან იაპონიაში იყო ხან საქართველოში . კარგი აღნაგობის წყალობით არ აკლდა სააგენტოებიდან შემოთავაზებები ,თავისუფალ დროს მოდელად მუშაობდა და სხვადასხვა ბრენდია ტანისამოსის წარდგენით იყო დაკავებული.
***
უსიტყვოდ დაეშვა კიბეებზე … ნოა იქვე ელოდა და სექსუალური მზერით სავსე თვალებით უმზერდა… თათა გაწითლდა და სვლა შეაჩერა . მამაკაცის უსიტყვოდ გაწვდილ ხელს საკუთარი ჩაკიდა და თავადაც გაუღიმა… ნოამ მანქნანის კარები გააღო ხელზე ეამბორა და სავარძლისკენ ანიშნა . თავადაც გვერდით ჩაუჯდა და მძღოლს ანიშნა დაძრულიყო… მთელი გზა ხმის ამოუღებლად უმზერდა გოგოს და თმებზე ნაზად ეფერებოდა…
მანქანა ქალაქგარეთ სასიამოვნოდ მოწყობილ მყუდრო გარემოშო გაჩერდა… ნოას მისვლისთანავე პერსონალი ორ ხაზზე განლაგდა და წყვილმა შუაში გაიარა, გავლის დროს ყველა ერთხმად ესალმებოდა …
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო… ქალბატონი… იმეორებდა პერსონალი
თათა გაოცებული უყურებდა პერსონალს და შემდეგ ნოას
-აქ ესეთი წესია უბრალოდ … ჩაულაპარაკა გოგოს და კვლავ გაიღიმა
მათთვის განკუთვნილი მაგიდა გასაოცრად გამოიყურებოდა…. სუფრა კიარა თითქოს მთელი მდელო გაეშენებინა ვიღაც ხვთისნიერს …
-რა ლამაზია … აღმოხდა თათას
-შენ უფრო ლამაზი ხარ თათა … ხელი გაუწოდა და საცეკვაოდ გაიწვია
კაცმა მკერდზე ნაზად მიიკრა ,,სიზმრების გოგო” და მსუბუქად აიტაცა ხელში
-იცი რამდენჯერ მინახავს ეს სიზმრებში? მინდა ყველა სიზმარი რეალობად იქცეს თათა … ჩასჩურჩულა და ლოყაზე ნაზად აკოცა….

***
გამარჯობათ ჩემო
მკითხველებო. თუ დაინტერესდით ისტორიით და გსურთ იმოგზაუროთ ამ
ისტორიასთან ერთად … დამიტოვეთ უკუკავშირი ,რომ მივხვდე ღირს თუ არა ისტორიის გაგრძელება .



№1 სტუმარი სტუმარი ტატა

საინტერესო ჩანს რადგანაც თქვენი პირველი ისტორია ესეთი ემოციური იყო და მე პირადად თქვენს მკითხველად მაქცია. დარწმუნებული ვარ ესეც არანაკლები იქნება . მგონი აქ კიდევ უფრო იქნება ეგრე ვხედავ წინასწარ )))) განაგრძეთ

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

მომწონს თქვენი გვერდი და კარგი იქნება თუ სრულად იქნება ნებუსმიერი ნაწარმოები

 


№3  offline წევრი Adelaida

სტუმარი ტატა
საინტერესო ჩანს რადგანაც თქვენი პირველი ისტორია ესეთი ემოციური იყო და მე პირადად თქვენს მკითხველად მაქცია. დარწმუნებული ვარ ესეც არანაკლები იქნება . მგონი აქ კიდევ უფრო იქნება ეგრე ვხედავ წინასწარ )))) განაგრძეთ


დიდი მადლობა ❤️ მიხარია რომ ხართ ჩემი მკითხველი . მე ზოგადად მიყვარს ემოციური ისტორიები და მიხარია თუ ზუსტად მოვიტანე თქვენამდე ,,გრძნობების მორევში” . ვეცდები ეს უკეთ მოვიტანო ❤️

სტუმარი ქეთი
მომწონს თქვენი გვერდი და კარგი იქნება თუ სრულად იქნება ნებუსმიერი ნაწარმოები


მადლობა ქეთი. თუ ისტორიას 1 ადამიანი მაინც ელოდება ჩემთვის სტიმულია ❤️ დაიდება შემდეგი ნაწილი სადაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება ისტორიის განვითარების ხაზი სად მივყავართ ისტორიას ❤️ მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent