შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვიდი ტალღა (1-2-3 ნაწილი )


19-02-2025, 23:23
ავტორი Adelaida
ნანახია 650

მშვიდი ტალღა
მშვიდი სიო უბერავდა ტროტუარზე მდგომი გოგონას ცეცხლისფერ თმებს. მისი გაწეწილი თმის ჰანგები საოცარ მელოდიას ქმნიდა .. იდგა უცნაურად .თავი მაღლა აეწია და ფიქრს მიცემული ვერ ამჩნევდა ირგვლივ ვერავის.
გააჩერე !!! დაიყვირა მანქანაში მჯდომმა ახალგაზრდა მამაკაცმა. კარები გაოცებულმა გააღო ისე რომ ტროტუარზე მდგომი გოგონასთვის თვალი არ მოუშორებია.. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და გაჩერდა, მთლიანი სხეულით გრძნობდა რაღაც არარეალურს.
წყალი რომელიც ესე სწყუროდა მასთან თითქოს ერთი ხელის გაწვდენაზე იყო.. ვერ ბედავდა ხელის შეხებას ეშინოდა, ნუთუ ეს რეალობა იყო... ფიქრი შეწყვიტა ,გოგონას ზურგიდან მიუახლოვდა ,აკანკალებული ხელები ძლიერად შემოხვია .. თვალდახუჭულმა სახე გოგონას თმებში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი. საკუთარ თავსაც კი არ ენდობოდა , რომ ეს ნამდვილად ხდებოდა .. მთელი სხეულით გრძნობდა უცნობ ,მაგრამ საკუთარ მეორე ნახევარს. ხელზე გოგონას თითების შეხება იგრძნო.. ზუსტად ისე როგორც მის სიზმრებში რომელიც უკვე 2 წელია ესიზმრებოდა და მთელი ეს დრო მოსვენებას აკარგინებდა.
-მოხვედი ნოა. . აღელვებული ხმით ჩაიჩურჩულა გოგონამ ისე რომ მისკენ არც კი გაუხედავს .. გელოდებოდი ნუთუ ეს სინამდვილეა ..
ბიჭმა ფრთხილად მოატრიალა გოგონა , ეშინოდა არ გამქრალიყო მაგრამ არა ის აღარ იყო სიზმარი.. თვალებში ჩახედა გოგონას რომელსაც წლების მანძილზე ყოველ ღამე სიზმარში ხედავდა, რომლის გარეშეც უკვე ვეღარ ძლებდა სახეზე აკვირდებოდა ,მისი ყველა ნაკვთი ზედმიწევნით კარგად იცოდა , გაშლილი თმები გადაუწია და ხალს დახედა . ღრმად ამოისუნთქა და გაიღიმა.
-არ გავგიჟებულვარ თურმე.. თათა
-არც მე თურმე ….
იმდენად ყოველდღიურობა გახდა მამაკაცისთვის სიზმრებზე დამოკიდებულება საძილე პრეპარატებსაც კი იღებდა როცა სიგიჟემდე ენატრებოდა ,,უცნობი გოგო”, გააგიჟა ნოა ამ გოგოზე ფიქრმა გულს ვერაფერს უდებდა .. არ იცოდა რა გაეკეთებინა შეუყვარდა ადამიანი რომელსაც მხოლოდ სიზმრებში ხედავდა და არც იცოდა სად უნდა ეძებნა. ის არ იყო მისი ეროვნების .არც კორეელს არც იტალიელს არ ჰგავდა. აზრადაც არ მოსდიოდა რომელ ქვეყანაში შეიძლებოდა ეძებნა … ეხლა კი რეალობაში სასწაულებრივად გამოჩნდა არსაიდან .
-თათა ზუსტად ისეთი ხარ.. აღმოხდა ჯერ კიდევ ბურანში მყოფ მამაკაცს
- შენც .ჩაილაპარაკა გოგონამ და მკერდზე თავი დაადო..
უცნაურმა შეგრძნებებმა დაიპყრო ნოას სხეული… სხეულში წარმოქმნილი ტალღები არანორმალურ სიამოვნებას ანიჭებდა. ვერც წარმოიდგენდა თუ უბრალო ჩახუტებით მსგავსი ემოციის მიღება შეიძლებოდა,ის ხომ უამრავი ქალისთვის ,დედით კორეელი მამით იტალიელი ორივე ქვეყნის არცთუისე ცოტა მანდილოსნებისთვის სასურველი საქმრო გახლდათ. რატომაც არა … მილიონერების რეიტინგშიც საკუთარი ადგილი ჰქონდა დამკვიდრებული… ერთი
სიტყვით მოუხელთებელი კაცი გახლდათ , ,,სიზმრების გოგონამდე” სხვა მიუწვდომელი ქალი არ არსებობდა მის ცხოვრებაში … ამიტომ მხოლოდ არასერიოზული ერთჯერადი ურთიერთობები იზიდავდა .მოსწონდა ,,ნადირობა “ და არ ახსოვდა ქალი,რომელიც უნდოდა და ვერ ,,მიიღო”.
ყველაფერი მძაფრი მოსწონდა მის თითქმის ბნელ გონებას ,სხვანაირად ემოციურ განტვირთვას ვერ ახერხებდა . მას ყველაფერი არაჩვეული იზიდავდა. მის სამყაროში თათა სხივი იყო ,რომელსაც მონადირე ეძებდა და იპოვა. არავინ უწყის რას უქადდა ,,მონადირეს “ მსხვეპრლის ან მსხვერპლს ,,მონადირის” პოვნა.
ცოტამ თუ იცოდა მისი იმ ნაწილის შესახებ რომელსაც ხანდახან დიდი თანხის სანაცვლოდ მალავდა.
**
სახლში დაბრუნებულ თათას დეიდა კართან შემოხვდა… არ გამოჰპარვია დისშვილის სახეზე უცნაური ბედნიერება
— რა ხდება ჩემო მარგალიტო? ყურადღებით დაეკითხა და გაუღიმა
— იცი… მე ის ვნახე ჩაიჩურჩულა და გაიღიმა
—საად? გაოცებისგან სკამზე ჩამოჯდა მართა, იცოდა დისშვილის 2 წლიანი სიზმრის შესახებ,რაც ჩამოვიდა იაპონიაში ,გამუდმებით ერთ ბიჭს ხედავდა სიზმრებში..
—თან ზუსტას ისე როგორც ვხედავ…
მართა გოგონას გადაეხვია და შუბლზე ყოვლი შემთხვევუსთვის ტემპერატურა შეუმოწმა…
-არ მაქვს არა.. გაიღიმა თათამ და ქალს
ლოყაზე აკოცა. -ზუსტად ისეთია ,ქცევებითაც კი თუმცა არის მის მზერაში რაღაც იდუმალი,ამოუხსნელი … ვერ გადმოვცემ …
-ნამდვილად ნახე? ეჭვით საბსე ხმით ჩაეკითხა დეიდა
პასუხის ნიშნად თათამ თავით უცნაური მოძრაობა გააკეთა ფეხზე წამოდგა ,დასვენება მოიმიზეზა და ოთახში შევიდა…
ფანჯრის რაფასთან დადგა გზას გახედა … ის მანქანასთან იდგა და სიგარას აბოლებდა… თითქოს იგრძნო თათას მზერა , ამოხედა და გაიღიმა ხელით რაღაც ანიშნა…
თათას გულმა უჩვეულო ძგერა დაიწყო… უსიტყვოდ მოშორდა ფანჯარას …
-მართა მალე მოვალ ცოტას გავისეირნებ… დაუბარა მართას და სწრაფად გავიდა…
თათა მართას ერთადერთი დისშვილი გახლდათ… თავად მთელი ცხოვრება კარიერას დაუთმო და თათა შვილივით შეიყვარა… ამოტომ სულ ტაციაობა ჰქონდათ დებს გოგონაზე…სასაცილოდ ბუზღუნებდნენ არა ჩემი შვილია არა ჩემიო… ბოლოს შეთანხმდნენ რომ ორივესი იყო და მათი ,,კამათიც” აქ დასრულდა… არცერთს არ სწყვეტდა თათა გულს ორივესთან თანაბარ დროს ატარებდა ხან იაპონიაში იყო ხან საქართველოში . კარგი აღნაგობის წყალობით არ აკლდა სააგენტოებიდან შემოთავაზებები ,თავისუფალ დროს მოდელად მუშაობდა და სხვადასხვა ბრენდია ტანისამოსის წარდგენით იყო დაკავებული.
***
უსიტყვოდ დაეშვა კიბეებზე … ნოა იქვე ელოდა და სექსუალური მზერით სავსე თვალებით უმზერდა… თათა გაწითლდა და სვლა შეაჩერა . მამაკაცის უსიტყვოდ გაწვდილ ხელს საკუთარი ჩაკიდა და თავადაც გაუღიმა… ნოამ მანქნანის კარები გააღო ხელზე ეამბორა და სავარძლისკენ ანიშნა . თავადაც გვერდით ჩაუჯდა და მძღოლს ანიშნა დაძრულიყო… მთელი გზა ხმის ამოუღებლად უმზერდა გოგოს და თმებზე ნაზად ეფერებოდა…
მანქანა ქალაქგარეთ სასიამოვნოდ მოწყობილ მყუდრო გარემოშო გაჩერდა… ნოას მისვლისთანავე პერსონალი ორ ხაზზე განლაგდა და წყვილმა შუაში გაიარა, გავლის დროს ყველა ერთხმად ესალმებოდა …
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო… ქალბატონი… იმეორებდა პერსონალი
თათა გაოცებული უყურებდა პერსონალს და შემდეგ ნოას
-აქ ესეთი წესია უბრალოდ … ჩაულაპარაკა გოგოს და კვლავ გაიღიმა
მათთვის განკუთვნილი მაგიდა გასაოცრად გამოიყურებოდა…. სუფრა კიარა თითქოს მთელი მდელო გაეშენებინა ვიღაც ხვთისნიერს …
-რა ლამაზია … აღმოხდა თათას
-შენ უფრო ლამაზი ხარ თათა … ხელი გაუწოდა და საცეკვაოდ გაიწვია
კაცმა მკერდზე ნაზად მიიკრა ,,სიზმრების გოგო” და მსუბუქად აიტაცა ხელში
-იცი რამდენჯერ მინახავს ეს სიზმრებში? მინდა ყველა სიზმარი რეალობად იქცეს თათა … ჩასჩურჩულა და ლოყაზე ნაზად აკოცა….
****
თათას წარმოუდგენელ ბედნიერებას ანიჭებდა ნოასთან ურთიერთობა… მამაკაცი ყველა ასპექტში მოზომილი და
ძალიან ყურადღებიანი გახლდათ…

ნოასთვისაც რაღაც ახალი ხდებოდა,ახალი შეგრძნებების ფურცელი იყო გადაშლილი ,რიმელიც აქამდე არასდროს განეცადა… ყურადღებით აკვირდებოდა ყველა ემოციას და ტალღას რასაც თათა იწვევდა მასში . პირველად ხდებოდა რაღაც არაორდინალურის გარეშე ახერხებდა ურთიერთობისგან სიამოვნების მიღებას … მოსწონდა ნოას .. ძალიან მოსწონდა ჩვეულებრივ ადამიანად ყოფნა …
—თათა გელოდები გაისმა ნოას თბილი ხმა მობილურში
— მოვდივარ … მოვდივარ … გოგონა ჩქარობდა თან ფეხსაცმელს გზადაგზა იცმევდა … სწრაფად ჩაიცვა და დაეშვა კიბეზე… ტრაადიციულად ნოა კიბის ბოლოს ელოდა …
—თათა მოდი დაგიჭერ … ხელები გაშალა და დაელოდა .. თათამაც ისკუპა საფეხურიდან და ნოას მკლავებში განთავსდა …
—ძალიან ლამაზი ხარ… ჩასჩურჩულა ყურში და ყელზე აკოცა
—შენც ძალიან ლამაზი ხარ სასაცილო ხმით წარმოსთქვა თათამ და ნოას შეხედა,რომელიც სიცილს ვეღარ იკავებდა
-პირველად გავიგე,რომ ლამაზი ვარ … იქნებ სიმპათიური ან მამაკაცური უფრო ვარ თათა…
—ხომ იცი რომ ხარ ,გაწითლდა გოგო
—მაინც რომელი ვარ ? არ ანებებდა ნოა თავს და ეცინებოდა მის ბავშვურად შეფაკლულ ლოყებზე …
—ორივე .. მზერა აარიდა გოგომ
—ბავშვური ხარ … მომწონს რომ …
უცებ კაცმა ფიქრი გააყოლა საკუთარ სიტყვას … -თათა რამდენი წლის ხარ? სიგარას მოუკიდა და სახეზე ყურადღებით შეხედა
-25.. ჩუმად წარმოსთქვა გოგომ ..
-მატყუებ.. სინამდვილეში რამდენის ხარ?
-21… ძლივს გასაგინად წარმოსთქვა თათამ
-ო.ცდა.ერ..თი… გაიმეორა ნოამ. იცი მე რამდენის ვარ? გამჭოლი მზერა მიაპყრო გაწითლებულ თათას
……
-დუმილი თანხმობის ნიშანია თათა..
-ვხვდები, მაგრამ მე.. ჩემთვის სულერთია მაინც არ გეტყობა… ეს რამეს ცვლის? ათრთოლებული ხმით ჩაილაპარაკა გოგომ და ნერვიულად ტუჩები სასაცილოდ მობრიცა …
-ხვდები რომ შენზე საკმაოდ უფროსი ვარ და ეს არაფერს არ ნიშნავს ?
-არა ,მე თავს კარგად ვგრძნობ შენთან ნოა…დაცულად…
-დაცულად… გაიმეორა კაცმა და სახეზე უცნაური გამომეტყველება მიიღო

-შენთვის ცვლის რამეს? შიშით აღსავსე თვალებით შეხედა თათამ და პასუხის მოლოდინში გაირინდა
ვინ იცის იქნებ სხვა დროს შეეცვალა კიდეც… მაგრამ არავის უკითხავს ნოასთვის სურდა თუ არა საერთოდ ერთი ქალის სიყვარული,არათუ 15 წლით უმცროსი გოგოს შეყვარება … თავისით მოვიდა
,,სიზრების გოგო” და თავისით მიიჩვია ეს მოუხელთებელი მამაკაცი , უცნაურად.. პლატონურად… თანაც ჯერ კიდევ უნახავად ნელი ცეცხლით წვავდა ნოას გულს,რომელიც აქამდე ვერავინ დაიპყრო… როგორ შეეძლო მასზე უარის თქმა..
-შენთვის თუ არ ცვლის. ჩემთვისაც არ ცვლის აწითლებულ ლოყებზე თითებით მიეფერა
თათამ გაუღიმა და შვებით ამოისუნთქა.
***
დრო გადიოდა ნოასთან ერთად ყველა დღე დაუვიწყარი გახლდათ თათასთვის… —მოვედიი … მობილურში გაისმა თბილი ხმა
კიბეებზე ღიმილთ ჩაირბინა , ნოა
ისევ კიბის ბოლოს ელოდა… ღიმილით ჩაკიდა ხელი და მანქანისკენ დაიძრა…
-თათა სად გინდა ,რომ წაგიყვანო …
-შენ მოიფიქრე.. შენ უკეთ გამოგდის ნოა
-დარწმუნებული ხარ? ეტყობოდა სახეზე უცნაურად გაუარა რაღაც აზრმა
-ამმ… რა იფიქრე ნოა … მე რაც შენ იფიქრე ის არ მიგულისხმია აწითლდა გოგო
-შენ რა იცი მე რა ვიფიქრე.. გოგოს სახის
დანახვაზე მაღალ ხმაზე სიცილი ვეღარ შეიკავა ნოამ ,თათასკენ გაიწია
-ეგ არა პატარავ… მოვა მაგის დროც ჩასჩურჩულა აწითლებულ გოგოს და კიდევ უფრო მეტად ,,გააფერადა”
თათას ხმა არ ამოუღია გვერდზე გაიხედა და გულში საკუთარ თავს ეჩხუბებოდა
-თათა ნუ ეჩხუბები შენს თავს … ჩაესმა ნოას ხმა… იცი მომწონს… პირველად ვხვდები მორცხ გოგოს … მისი ხელი საკუთარ ტორში მოიქცია და ნაზად მოუჭირა
-სისულელე ვთქვი… შენც დამცინე
-არცისე სისულელე თქვი… ეგეც ხომ იქნება უბრალოდ ცოტა დროში აცდი .. კვლავ გამხიარულდა ნოა
-არ იქნება… გაბრაზებით ჩაილაპარაკა გოგომ და სახე მოექუფრა
-აბა როგორ იქნება ? პი.და.რასტს ვგავარ? ჩამჭრელი კითხვა დაუსვა ნოამ და ყურადღებით შეხედა სახეზე .დაბნეუოი თათა კიდევ უფრო მეტად დაიბნა…
ნოამ მანქანა ერთ-ერთ შენობასთან გააჩერა… თათამ ამოიკითხა
,,დახურული ვიპ აუზი” და ნოას გახედა …
-ნოა აქ… მე არვარ მზად..
-ნუ ნერვიულობ მე ვარ მზად… მანქანის საბარგული გახსბა და ხელში ლამაზად შეფუთული პარკი მიაწოდა… სიტყვის თქმა არ აცადა ხელში აიყვანა …
-მობრძანდით ბატონო ნოა თქვენი აუზი მზადაა ასევე ყველაფერი ზუსტად ისეა
როგორც ბრძანეთ… პერსონალმა თავი დაუკრა და დახურული ოთახისკენ მიაცილა
დაბნეული თათა ხმას ვერ იღებდა… მოულოდნელი იყო მისთვის ნოასთამ ერთად აუზზე … მარტო..: ირგვლივ გაიხედა … გვერდით ჯაკუზი იყო მოთუხთუხე ცხელი წყლით… ყველა მათგანი ვარდის ფურცლებით გახლდათ მორთული… ჯაკუზთან პატარა მაგიდა იდგა ულანაზესად გაფორმებული ხილით და ტკბილეულით… იქვე წითელი ღვინოც დაუდევთ… ირგვლივ მათ გარდა არავინ იყო…
-ჩაიცვი …ჩასჩურჩზულა ნოამ და კაბა თავად შეუხსნა…
თათა გვერდით გავიდა და გამოიცვალა… საოცრად უხდებოდა წითელი ფერის გამჭირვალე საცურაო კოსტიუმი რომელიც კარგად მხოლოდ ძალიან
ეროტიულ ადგილებს ფარავდა… ნოასაც გაეხადა … თათად დანახვაზე სუნთქვა შეეკრა…
-გაჩერდი… უცნაური მზერით შეხედა თათას მკერდს ,კოსტიუმი მხოლოდ კერტებს უფარავდა … მზერა ქვემოთ ჩააყოლა… თათამ უხერხულად დაიხედა და ძირს ელვის სისწრაფით დაიხარა.
-მოდი ჩემთან პატარავ…
გოგო ადგილიდან არ იძვროდა … თან ნერვიულად ფიქრობდა როგორ ვერ შენიშნა თუ კოსტიუმი არაფერს არ უფარავდა…
მამაკაცი ზურგიდან მოეხვია … ნაზად კოცნიდა და მკერდით იჭერდა აღელვებულ თათას..
-დამშვიდდი და მოდუნდი ,არაფერი არ ხდება მხოლოდ აუზზე ვართ .. ხელში აიყვანა ჯაკუზისკენ დაიძრა… თათადთან ერთად ჩავიდა და კალთაში ჩაისვა…
-თათა ვგიჟდები როცა ესე თრთიხარ აღგზნებული ხმით ჩასჩურჩულა კაცმა…ზურგზე აკოცა და მყარად მიიხუტა…
-ნოა უხერხულად ვარ…
-ვიცი და მე ეს მომწონს .. არაფერია მხოლოდ ვსაუბრობთ… მითხარი რამე,რომ გესიზმრებოდი რა ხდებოდა იმ სიზმრებში თათა
-ძირითადად ის მომენტი მესიზმრებოდა პირველად რომ ხელი ჩამკიდე …
-კიდევ რა გესიზმრებოდა?
……..
-ჩემთან იწექი შენს სიზმრებში თათა? სეწსუალური ხმით ყურში ჩასჩურჩულა და გოგოს აჩქარებულ გულისცემას ყური დაუგდო…. ბოკალში უკვე ჩამოსხმული ღვინო აიღო… თითებით ტუჩები ნაზად გაუხსნა და უცნაურად დაასხა წითელი ღვინო… ამღვრეული მზერა გააყოლა წითელ ხაზს რომელიც მკერდზე დაიღვარა… დაიხარა და ენით მკერდის თავს შეეხო და ღვინის წვეთები იგემა… მონუსხული თათა წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებდა… ნოა მოულოდნელად უცნაურად აკანკალდა…
სწრაფად ამოვიდა ჯაკუზიდან და იქვე დადებული ხალათი შემოიცვა…
-თათა მალე დავბრუნდები … ჩაილაპარაკა და გავიდა … გამოსულს თათა ჩაცმული დახვდა… თავადაც უსიტყვოდ ჩაიცვა,კვლავ ხელში აიყვანა
-თათა შენთან თავის შეკავება რთულია… როცა გიყვარს რთულია…. ჩაილაპარაკა მშვიდად .. შენს ქვეყანაში ყოფილხარ ვინმეზე შეყვარებული?
-არა…
-ვინმესთან იწექი?
თათას სახე ბრაზით აევსო… კარგად იცოდა ნოამ ,რომ
თათასთვის ის პირველი იყო ,ეტყობოდა თათას მოცახცახე სხეულს ნოას პირველობა ყველაფერში… რატომ ეკითხებოდა თავადაც არ იცოდა… მაინც აზუსტებდა ალბათ.
-ვერ ავიტან ვინმე სზვა რომ მოგეკაროს..
ვიცი რომ პირველი ვარ ვინც ესე გეფერება… პირველი ვიქნები ვისიც გახდები და ბოლოც მე ვიქნები… სექსუალური ხმით ჩასჩურჩულა უკვე მერამდენედ აწითლებულ გოგოს
-სამაგიეროდ შენ ხარ ბევრ ქალთან ნამყოფი… გაბუსხული ხმით ჩაიჩურჩულა თათამ
-შენნაირთან არა… სიყვარულით არა… გაიღიმა ნოამ და ესიაკოვნა თათას ხმაში გამკრთალი ეჭვიანობის ნოტები
-მე რომ ისეთი არ ვარ… ისეთი არ ვიყო… არ მოგეწონოს და დამტოვო? ამოთქვა გამოუთქმელი შიში
-ყველაფერს გასწავლი პატარავ… შენზე უკეთ თავს ვერავისთან ვგრძნობ და ვიგრძნობ… ზუსტად ისეთი ხარ როგორიც მინდა რომ იყო..
******
ყოველი დღე თათასთან ერთად არაჩვეულებრივი იყო… მამაკაცის სხეული დაეპყრო სიყვარულის ქარ-ცეცხლს. გოგოზე ფიქრის დროს სასიამოვნო შეგრძნებებს განიცდიდა… მხოლოდ ფიქრითაც კი იმაზე მეტ ემოციას იღებდა ვიდრე როდესმს იფიქრებდა….სიყვარულის ძალას მოენუსხა ნოა … იმის გაფიქრებაც კი რომ ეს როდესმე შესაძლოა დასრულებულიყო უცნაურ პანიკაში ვარდებოდა… არასდროს დათმობდა თათას რიმელმაც მსგავსი ძლიერი ემოციის გაკოწვევა შეძლო მასში… ძლიერ აინტერესენდა თავად თათა ყველაზე ფარულ ფიქრებში რას ფიქრობდა მასზე… რას გეგმავდა .. რას უშვებდა ნოასთამ ერთად და რას არა ….მის გარეშე ძილი უჭირდა …გვერდით რაღაც აკლდა…
****

მანქანა თანამედროვე სახლთან გაჩერდა… სახლის პატრონს ეტყობოდა საკმაოდ
გემოვნებიანი ადამიანი იქმებოდა… ყველა დეტალი ფიქრის შედეგად გახლდათ შერჩეული, ისე ერწყმოდა ერთმანეთს თითქოს დეტალ-დეტალ სათუთად იყო ყოველივე ნაგები…
—კეთილი იყოოს… ღიმილით
შემოეგევა სახლის დიასახლისი სტუმრებს და თათას მეგიბრულად ჩაეხუტა
-გაიცანი ეს სოფია.. ჩემი ერთადერთი ქალი მეგობარი… გაიღიმა ნოამაც და თქვადაც გადაეხვია
-თათა… შორიდან გიცნობ .. ნუ არცისე შორიდან .. გაიცინა სოფიმ თავიდან რომ მომიყვა მაშინვე ფსიქოლოგთან ვიფიქრე მიმეყვანა … შემდეგ მომდევნო 2 წელი ყვებოდა და ყურიც შეგეჩვია… ასერო 2 წელია უკვე აქ ხარ და სტუმრად არ აღგიქვამ გადაიკისკისა სოფიმ და ანდრეს ლოყებზე უჩქმიტა
—სოფიიი… არ იცვლებიი გაიცინა კაცმაც
სოფი ერთადერთი იყო ვისაც ნოასთან მსგავსი მოქცევა შეეძლო.. ნოა წლების მანძილზე ცდილობდა ,,აღმოეფხვრა” სოფის ეს ქცევები,შემდეგ კი მიხვდა
აზრი არ ჰქონდა და თავი დაანება ..
-ვაა ვინ მოსულა… გამოეგება საკმაოდ დახვეწილი მამაკაცი სტუმრებს… თათას ხელზე გალანტურად აკოცა და ნოას ხელი ჩამოართვა..
—ჩემი სულთამხუთავი მეუღლე და შენი ,,სულთამხუთავისს” ძმაკაცი .. წარუდგინა შემოსული მამაკაცი თათას და ყველას სიცილი აუტყდა..
დრომ სწრაფად და სასიამოვმოდ ჩაიარა.. თათა აღფრთოვანებული იყო სოფის პოზიტივით… თავს კომფორტულად გრძნობდა თითქოს დიდიხანია იცნობდა…
-ჩვენი წასვლის დროა .. თათას თავი დაუკრა ნოამ მასპინძლებს და თათას ხელი ჩაჰკიდა… -არ მინდა დეიდაშენმა ინერვიულოს უოვე მერამდენედ მოგწერა… ყურში ჩასჩურჩულა გოგოს და ლოყაზე აკოცა…
*****

სოფი თათას საუკეთესო მეგიბრადაც იქცა… თითქმის ყოველ დღეს ერთად ატარებდნენ რამოდენიმე საათს ,რიმელიმე ექსკლუზიურ კაფეში ან სავაჭრო ცენტრში… მიუხრდავად თათას პროტესტისა სოფი მაქსიმალურად აცნობდა და ასწავლიდა მდიდრული ცხოვრების წესს…
-თათ გამოგიარე უკვე .. ჩამოდიი
-გოგო არ უნდა გამაფრთხილო რომ მოდიხარ , იქნებ არ ვარ სახლში ღიმილით ჩაილაპარალა თათამ
-აი ხო ხარ გამიმართლა … წამოდი ერთად დავრელაქსდეთ ჩემს საყვარელ სპა ცენტრში…
თათა უკვე კიბეებზე ჩამორბოდა . მანქანის კარი გააღო .-წავედით ღიმილით ჩაილაპარაკა და სოფის ჩაეხუტა
უმაღლესი დონის სპა სალონი შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.. გარემო საკმაოდ მყუდროდ იყო მოწყობილი… თათამ პერსონალ რაღაც ჰკითხა და თათას ხელით ანიშნა ოთახისკენ
-ეს შენი ოთახია .. ია კი ჩემი .. 1 საათში შევხვდებით ძვირფასო.. განიტვირთე.. თვალი ჩაუკრა და თავის ოთახს მიაშურა
მიუხედავად ახლო ურთოერთიბისა თან რელაქსი თან ჭორაობა … სოფი ყოველთვის ,მარტო “ სერვისით სარგებლობდა..
*****
-ჩემი გოგო სადაა? გახსნა შეტყობინება თათამ და ჩემის წაკითხვაზე სასიამოვნოდ გაეღიმა
-სოფოსთან ერთად სპა სალონში ვარ.. ძალიან სასიამოვნო გარემოა…
…….
პასუხი საკმაოდ დიდხანს არ ისმოდა
თათამ გაოცებულმა დახედა ეკრანს… და შემდეგ კარებს საიდანაც ნოა შემოიჭრა…
-ადექი… უცნაური ტონით წქრმოსთქვა მამაკაცმა და პერსონალს კარისკენ ანიშნა
-რა ხდება .. გაოცებას ვერ ფარავდა თათა და იმწამს გახედა კარებში გასუო პერსონალს,რომელიც საკმაოდ სიმპათიური ბიჭი გახლდათ
-რას აკეთებ ? ცივი ხმით იკითხა აშკარად გაღიზიანებულმა კაცმა და ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა
-მე… იცი ნოა… აწითლდა გოგო და დაიბნა
-რა შენ ? მოგეწონა უცხო კაცის ხელების ფათური ? მოგემართა ჩემთვის და
სიამოვნებით მოგიფათურებდი მეც… წარმოსთქვა მშვიდი ტალღის ხმით ,რიმელიც მალე მღეოვარეში გადაიზრდებოდა
მაინც როგორ ახერხებდა ნოა სიმშვიდის შენარჩუნებას … მზად იყო საშინელებაც კი ჩაედინა … იმის წარმოდგენა რომ თათამ ამით სიამოვნება მიიღო კონტროლს აკარგინებდა ..
-ნოა… მე არ შემიხედავს ქალი მეგონა ამოთქვა დაბალი ხმით და მამაკაცის სახეს შეხედა რომელიც განრისხებად ვერ ფარავდა
-თათა… გეთქვა თუ მასაჟი გინდოდა, მე რატომ არ მომმართე მეც შემეძლო შენთვის მესიამოვნებინა… მკაცრი თვალებით და ხმით შეშინებულ გოგოს უფრო ანერვიულებდა..
-დამიჯერე… არ ვიცოდი და ეს რამეს ნიშმავს ? ის ხომ უბრალოდ აქ მუშაობს და უამრავ ქალს
უკეთებს მასაჟს… მე ხომ არ ვარ პირველი
-შენ არ უნდა გიკეთებდეს .. კვლავ მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა ნოამ და გოგოს მოუახლოვდა დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა …
-როცა ვბრაზობ თავს ვერ ვაკონტროლებ …ჩაიცვი,თორემ მე გაგიკეთებ იცოდე და თან ძალიან ცუდად … უკან დაიხია და ნელი სვლით გავიდა ოთახიდან… თათასთან მომავალ სოფისთან შეჩერდა
-სოფი.. გიკრძალავ თათას აქ წამოყვანას … მრისხანედ ჩაილაპარაკა და გზა გააგრძელა
აღელვებული სოფი თათას დანახვაზე შედარებით დაწყნარდა…
-რამე ხომ არ დაგიშავა ? მაპატიე,ვერ წარმოვიდგენდი თუ ამაზე გაგიბრაზდებოდა დაფიქრებით ჩაილაპარაკა სოფიმ
-არა რა უნდა დაეშავებინა … გარეთ მელოდება ნერვიულად ჩაეხუტა სოფის დაემშვიდობა და კარებისკენ სწრაფი სვლით გავიდა…
-ნოა… მე არ ვიცოდი თუ ესე გაბრაზდებოდი.. გესმის ? მანქანაში ჩაჯდა და ბიჭს დამნაშავესავით გახედა
-აწი გეცოდინება თათა..… ალმოდებული თვალებით შეხედა აწითლებულ გოგოს თმები გაუსწორა და ტუჩებზე თითებით მიეფერა
თათა გაოგნებისგან გაშეშებული იჯდა… მსგავს ნოას პირველად ხედავდა. ნოას ტუჩები მის ყელს შეეხო და ისე ძლიერად აკოცა ნერვიულობისგან მოდუნებული თათა თითქოს სულ მოსწყვიტა საკუთარ სხეულს…
-თათა… არ გაპატიებ იცოდე… სხვა მამაკაცის ხელები რომ კიდევ დავინახო შენზე... სულერთია ჩემს გარდა ის ვინ იქნება… დაგწვავ იცოდე… თვალებში
უცნაური ცეცხლით მომზირალი თითქოს საკუთარ თავს აღარ ჰგავდა.. სწრაფად დაქოქა მანქანა და თათას სახლთან შეჩერდა .. უსიტყვოდ ანიშნა სახლისკენ დაელოდა გოგოდ ასვლას რიმელმაც ტრადიციულად ფანჯრიდან გადმოხედა და გეზი სწრაფად აიღო
*****
კვირაზე მეტი გავიდა … სოფი უცნაურად არ ჩანდა… არც ნოა იღებდა ზედმეტად ხმას… უბრალოდ თათას გარეშე ვერ ძლებდა, მიდოდა მასთან ცოტახნით ეფერებოდა შემდეგ კი მალევე უკან მიდიოდა,ბრაზს ებრძოდა რომელსაც უცნაურად გაედგა მასში ფესვები… მის ტვინს უჭირდა იმ
კადრების დავიწყება როგორ ოსტატურად ეფერებოდა თათას ზურგს და ფეხებს ის ტიპი … იქნებ თათასაც მოეწონა? ეს კითხვა თავს არ ანებებდა და სიყვარულის ეჭვით შეპყრობილი საღად აზროვნების უნარს კარგავდა. თავი ნერვიულად გაიქნია და თან გაეცინა საკუთარ თავზე
—რა დღეში ხარ მოუხელთებელო…მაგრად დაგ.ენ.რა … რაზე ვნერვიულობ… პერსონალზე რომელიც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდა… ვერ ვახერხებ ამის გააზრებას ,ნერვიულად ჩაილაპარაკა და მობილურს დახედა…
-გისმენ … გამოსცრა კბილებში
-მისმინე შე იდიოტო და იყავი ეგრე… გაისმა განერვიულებული სოფის ხმა
-რა გინდა?
-რა მინდა და როდის იყო
ეგეთი შეუგნებელი იყავი და პერსონალზე
ეჭვიანობდი… რას წაწმოვიდგენდი თუ მსგავს უბრალო საკითხზე გაბრაზდებოდი,ეხლა ხომ არ გაგიცანი…რომ მცოდდნოდა წავიყვანდი?
-სოფი.. უკვე ვილაპარაკეთ .. აღარ მინდა თათა სადმე წაიყვანო მე თავად წავიყვან მას სადაც საჭიროა მხოლოდ იქ…
-ნოა გავიგე… ხომ იცი ვერ ვიტან შენთან ჩხუბს… ალბათ მასაც ეჩხუბე …
-კარგად სოფი… რომ გადამივლის შემდეგ დანარჩენი.. მობილური გვერდე გადადო
და სავარძელზე გადაწვა.
***
თათა ნერვიულობდა.. ხვდებოდა ნოა ამ 5 წუთიანი შეხვედრებით ,,სჯიდა”… ანერვიულებდა… არ ჰყოფნიდა უყვარდა ძალიან უყვარდა თათას … თუმცა საყვედურს ვერ ეუბნებოდა … ხვდებოდა მასაც უჭირდა გოგოდ გარეშე გაძლება ,სზვაგვარად ნოას ნება რომ ყოფილიყო ალბათ დიდიხანი კიდევ არ ნახავდა ,თუმცა გული არ უშვებდა ბოლომდე გაეტარებინა ,,სადამსჯელო ღონისძიება” ,აკის გაფიქრებაზე თათას სიცილი აუტყდა და ვერც გააგებინა იმ
წამს შემოსულ დეიდას ესე უცებ რამ გაამხიარულა
***
სოფი ნერვიულად სცემდა ბოლთას და ვისკის ბოთლს თავს არ ანებებდა.. მეუღლის დანახვაზე მეორე ჭიქაც შეავსო და გაუწოდა
-რას ავღნიშნავთ ძვირფასო ? დაძაბული სახით შეხედა და წელზე მოეხვია
-ვნერვიულობ ლიამ… ის უბრალოდ გაგიჟდა თათასთან დარეკვაც კი ამიკრძალა…
-გადაუვლის… პირველადაა შეყვარებული და გაბრაზებული გაიცინა კაცმა და მეუღლეს მხარზე აკოცა
-ჰო… ზუსტად წგ მაფიქრებს ლიამ ,რომ პირველადაა და ის საკუთარ თავს არ ჰგავს… უცნაური სახით ჩაილაპარაკა და მომდევნო ჭიქა დალია…
-პატარავ უკვე საკმაოდ არაფხიზლად გამოიყურები… იქნებ გეყო დალევა და რამე უკეთესი გაგვეკეთებინა … ყურში სექსუალური ხმით ჩასჩურჩულა და სოფის
იქვე კედლისკენ უბიძგა…
ქალმა მამაკაცს გადახედა… დაღლილობისგან ჩასძინებოდა… რთული იყო სოფისნაირი ტემოერამენტიანი ქალის ,,გაძლება “… ჩუმად წამოდგა კვლავ ვისკის ბოთლს მისწვდა …. ჩაფიქრებულმა გადაწყვეტილება შეცვალა და სწრაფად გავიდა …
****
კაკუნის ხმაზე თათამ დეიდას შეხედა…
მანაც მხრები აიჩეჩა … არავის ველიო და კარები გააღო…
-სოფი? რა კარგია გამოჩნდი… მაშინვე ჩაეხუტა ფეხზე ძლივს მდგარ ქალს და იგრძნო ალკოჰოლის სუნი -ხომ კარგად ხარ?
-კარგად ვარ … მომენატრეთ და მოვედი გაიღიმა სოფიმ და იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა
მართამ ყავა მოადუღა… შემდეგ საქმეები მოიმიზეზა,გოგოები მარტო დატოვა და გარეთ გავიდა
-სოფი რა ხდება? ვნერვიულობდი შენზე

სოფიმ თვალები დახუჭა…
-როგორია ნოა … შეგიძლია მითხრა თათა?
-მზრუნველი… თბილი და ძალიან მოზომილი… თუმცა იმ დღის შემდეგ ჯერ კიდევ გაბრაზებული ნერვიულად სცადა გაცინება …
-ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ.: რაც თავი მახსოვს,მახსოვს ნოაც…არასდროა მინახავს ის შეყვარებული… ყოველთვის უბრალოდ ერთობოდა… ყველა ქალმა ,ვინც მასთან ერთად იყო ყოველთვის იცოდა ,რომ ურთიერთობა ერთჯერადი იყო,არ მინახავს ვინმეს გაფრთხილებოდა… შენამდე თათა… სიგარეტს აკანკალებული ხელით მოუკიდა და განაგრძო… ვხედავ შენ მოგეჯაჭვა და შენ განსაკუთრებით არ გაპატიებს პატარა შეცდომასაც კი…
-ვერ მივხვდი სოფი… დაბნეული თათა უსმენდა და ვერ ხვდებოდა სოფის საუბარი საით მიჰყავდა
-შეცდომა ცოტა მკაფიო ნათქვამია ,უბრალოდ პატარა გადახვევასაც კი… არასდროს მინახავს სიყვარულის ქარცეცხლში გახვეული… ეხლა დავინახე და მივხვდი რომ კონტროლს კარგავს… ჩემთვის ეს კარგად ნაცნობი სიტუაციაა,ვიცნობ მისნაირ დამოკიდებულებს… დანანებით წარმოთქვა და სიგარეტს მოუკიდა
-რაზე დამოკიდებულებს ხმაში შიში გაერია თათას

-ნუ დააკარგინებ კონტროლს მას… თათა .
ის ჩვეულებრივი კაცი არაა… თანაც ეხლა ის შეყვარებულია შენზე და არც ჩვეულ მდგომარეობაშია…
-ვერ მივხვდი სოფი… მითხარი თუ რამის თქმა გინდა ,უცნაურად მომზირალი სოფი თითქოს გაშეშდა… თითქოს თავს ებრძოდა…

-თათა... მას როგორც არ უნდა უყვარდე ის ვერ შეძლებს თავისი თამაშების დავიწყებას... გულს გატკენს ჩაილაპარაკა სოფიმ და უცნაური სახე მიიღო
-რა თამაშებზე მიმითითებ სოფ ამიხსენი... ამოუხსნელის ლოდინში გაფითრებული თათა ქალს დაძაბული უსმენდა
-ხომ იცი რა კარგად ვიცნობ მას… ხომ იცი როგორც მიყვარს… უბრალოდ შენც შემიყვარდი… ჯანდაბა დავინახე ,რომ კონტროლს კარგავს უბრალოდ თუ მასთან გადაწყვეტ დარჩენას კარგად მოიქეცი… ისე როგორც მას უნდა…
-სოფი… გაოცებული თათა საკმაოდ დაბნეულად გამოიყურებოდა

-მას სექსუალური თამაშები მოსწონს თათა... როგორხ იქნა წარმოთქვა
-რას ამბობ ? დაიძაბა გოგო
-არასწორი გოგო შეუყვარდა შენი სახით და შენც იგივე შეცდომა არ დაუშვა ,ნუ შეიყვარებ რაც უფრო მეტად უყვარხარ მით უფრო მეტად სასტიკია ის... გესმის? რომ გეუბნები თუ გაიგებს
არ გაითვალისწინებს იმას რომ მისი საუკეთესო მეგობარი ვარ და ალბათ გამაძევებს ქვეყნიდანააც კი...
-სოფი რას მეუბნები .. ის არ ჰგავს ავადმყოფ ადამიანს აბსოლიტურად ნორმალურია ჩვენი ურთიერთობა იქ ზედმეტი არაფერი არ ხდება
-არც ეხლა ხდება ? იმდღის შემდეგ ჩვეულებრივია ?
-თითქმის… მოდის და მალევე მიდის
-შეგიყვარდება და მერე ვერც გაარჩევ ნორმალური იქნება თუ არა,გაიძულებს ისე მოიქცე როგორც მას სურს
-შენ საიდან იცი... დიდხნიანი პაუზის შემდეგ იკითხა თათამ
ქალმა ხმისამოუღებლად გადაიწია მაისური და ზურგზე რაღაცის კვალი აჩვენა...
-ეს რა არის ? აკანკალებული სხმით წარმოსთქვა დაზაფრულმა გოგომ. მან გაგიკეთა?
-მან არა... ჩვენ მხოლოდ საუკეთესო მეგობრები ვართ. ეს კი მისმა ძმაკაცმა,როცა გაღიზიანებული ვერ დავაწყნარე და რაღაც არარეალური წარმოიდგინა. სიყვარულისგან გაბრუებული მეც გავყევი ამ თამაშების ,,ბუდეში” იქ კი ,ნოამ არ იცის თუმცა მე ვნახე ფარდის მეორე მხარეს ისიც თამაშობდა ამ თამაშს ...
-გაგებულს თათას ტვინი ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა. -შენ იქ რას აკეთებდი,როგორ მოხვდი სოფი?
-სიყვარულს ვაკეთებდი თათა… მტკივნეულად ჩაილაპარაკა გოგომ და ატირდა … შემიყვარდა ის ნაგავი უფრო სწორად ეს ნაგავი და გონება ამირია …
-შენი ქმარი? ჩუმად ჩაიჩურჩულა თვალებგაფართოებულმა თათამ
-ხო.. ჩემი ქმარი… როცა კონტროლს კარგავს და თამაშების განწყობაზეა…
-სოფი… მასთან როგორ ჩერდები,ლიამი არ ჰგავს….
-ხო თათა… არ ჰგავს ძირითადად თავს აკონტროლებს … ეს ეჭვიანობის ან საკუთარი თავის ვერ მართვის შედეგი იყო ყოველ ჯერზე… მაშინ როცა კონტროლს კარგავს,ხანდახან სრულიად უმიზეზოდ ის საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის და სხვა მამაკაცია…. ის მზერა დიდიხანია არ მინახავს თყმცა ზუსტად ეს დავინახე ნოაში… შეყვარებული … ეჭვუანი… მესაკუთრე… დაგიმონებს იცოდე … ის ლიამზე მეტად მკაცრია,მე ძირითადად ადად ვახერხებ ლიამის გაკონტროლებას,შენ ამას ვერ შეძლებ ნოასთან
-მას მე ვუყვარვარ და ის ასეთ არაა სოფ... არაფერი ეტყობა მსგავსი … სოფ იქნებ გეშლება ? ჩუმად ჩაიჩურჩულა თათამ
-ნამდვილად არ მეშლება თათა… ერთ-ერთი ლიამის ,,შეტევის დროს” წვეულებაზე წავედით… სოფიმ ღრმად ამოისუნთა…
- დავინახე ნოა მეორე კარს მიღმა
სადაც შემთხვევით შევიხედე როგორ დაარტყა ქალს მათრახი... მისი სახეც დავინახე ის არაამქვეყნიური სახით იყურებოდა... თანაც სიამოვნებას ანიჭებდა ამის კეთება . არ მინდა შენც იგივე გაიარო რაც მე… მე არ მეშლევა ის სახე … ბევრჯერ მინახავს ჩემს ქმარში… შენ ჯერ ეხლა იწყებ ცხოვრებას… წადი სანამ ჩემსავით უგონოდ შეგიყვარდება… წადი შენს ქვეყანაში და გადაირჩინე თავი მისგან გესმის? ის გააკეთე რაც მე ვერ გავაკეთე ატირდა სოფი,ზურგი მოიშიშვლა და თათას მთელი სიცხადით დაანახა ,,სიყვარულის შედეგი”
******
მთელი ღამე ბორგავდა.. ყურებში მხოლოდ სოფის ხმა ჩაესმოდა… გულს ვერაფერს უდებდა შეუძლებელი იყო სიმართლე ყოფილიყო… ჩაიცვა ჩუმად გავიდა სახლიდან და ნოას სახლთან მივიდა… კარები დაცვაკ გაუღო, რომელმაც თავი დაუკრა თათას და სახლამდე მიაცილა.გაუბედავად შევიდა ნოას ოთახში … კაცმა შეხედა მიხვდა რაღაც ტრიალებდა საყვარელი ქალის გულში …
-თათა.. ხომ კარგად ხარ? დაძაბული სახით ჰკითხა გაფითრებულ გოგოს და გულში თბილად ჩაიკრა
-ნოა… სიტყვა ვეღარ გააგრძელა და ატირდა
-ჰო.. დამშვიდდი მითხარი .. თბილად ეფერებოდა თათას თმებს და მისი სურნელის შეგრძნება მოსწონდა…
……..
…..
მამაკაცს ყურში სიტყვა ჩაესმა და უკან გაიწია სავარძელზე ინერციით ჩამოჯდა…
-ვინ გითხრა რომ მოძალადე ვარ? მკაცრი ცივი ხმით იკითხა წინ მჯდომმა მამაკაცმა
თათა მის მზერაში რაღაც ამოუხსნელს ხედავდა ვერ იჯერებდა… თუმცა მის თვალებში უკვე მისთვის ნათლად ჩანდა ,,დამალული სიმართლე “
-რას ფიქრონ თათა.. რა ფიქრებს დაუღლია შენი თავი … მამაკაცმა ზუსტად იცოდა რას ფიქრობდა ის
-სიმართლე მითხარი … აკანკალებულმა მზერისმოუშორებლად წარმოსთქვა ეს ორი სიტყვა,ნოას თვალებში ისეთი უცნაური ცეცხლი ენთო,რომელიც ალბათ ორივეს დაწვას მოახერხებდა

თვალები დახუჭა… თათას ხელი ჩაკიდა.მისი ხელის თრთოლვაზე მიხვდა რა მდგომარეიბაში იყო გოგო…
-გეშინია ჩემი?
ჩუმი პაუზა რომელიც საკმაოდ გაიწელა პასუხზე მეტს ამბობდა …
-თათა…
გოგომ ყურადღებით შეხედა ,ნოამ მზერა გაუსწორა
-მე მიყვარს თამაშები …
-რა თამაშები? თათას ხმაში მუდარის ნოტები ჟღერდა
-სე..ქსუალური თამაშები … მამაკაცმა ღრმად ჩაისუნთქა და გოგოს რეაქციას დააკვირდა ,მას ხმა არ ამოუღია თავი ხელებში ჩარგო და ატირდა
-მაგრამ ,რაც შენ გაგიცანი აღარ მითამაშია… თათას ანერვიულებული სახის დანახვამ გულში რაღაც ჩასწყვიტა -მითხარი რამე … სახე ააწევინა გოგოს .მე მოძალადე არ ვარ, ყველა ქალი რომელსაც ამაში მონაწილეობა მიუღია,საკუთარი ნებით აკეთებდნენ ამას ,მოსწონდათ და იქ არანაირი ძალადობა არ ყოფილა … საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებდნენ გესმის? ხმა რომელიც მშვიდი ტალღასავით ჟღერდა მალე ცუნამში გადაიზრდებოდა,რომელიც წალეკავდა ყველაფერს
-სიამოვნებას ცემით? ხმა გაუშრა თათას
-ეს უბრალოდ თამაშის ნაწილი იყო.. ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა ნოამ
-არ მჯერა… შენთვის, რომ
ნორმაა ჩემთვის საშინელებაა … მე არ შემიძლია ესეთ კაცთან ყოფნა და ესეთი კაცის სიყვარული
-შეგიძლია .. შენ ჩემს იმ ვერსიას არასდროს ნახავ… შენი გამოჩენის შემდეგ მსგავსი სურვილი არ გამჩენია,შენი მოფერების გარდა სხვა რამეზე არ მიფიქრია,არ მიფიქრია შენთვის ტკივილის მოყენებაზე დამიჯერე თათა ყურში ჩასჩურჩულა და ყელში კვლავ ნაზად აკოცა…
-და რომ გაგიჩნდეს ? ეგ ხომ ავადმყოფობაა… ჩუმად ჩაილაპარაკა გოგომ

-გინდა ვიმკურნალო? გამჭოლ მზერას არ აშორებდა მამაკაცი საყვარელ ქალს ,რომლის დაკარგვის წინაშეც რეალურად იდგა
-როგორ უნდა იმკურნალო? ეს ხომ გადახრაა, რომელმაც ნებისმიერ
დროს შეიძლება იჩინოს თავი… ატირდა და გვერდზე გაიხედა

-შენ მე უკვე მმკურნალობ… შენი გამოჩენის შემდეგ არაფერი მომხდარა,ჩემი გონება მხოლოდ შენითაა დაკავებული … მზრუნველი ხმით ჩაილაპარაკა კაცმა
-არ შემიძლია მეშინია.. ეხლა ესეა მაგრამ არ მჯერა, რომ მთელი ცხოვრება ესე იქნება, ერთ დღესაც ჩემგანაც მოითხოვ…
-გაჩუმდი… ხმას აუწია ფერდაკარგულმა ნოამ… არ მოგთხოვ გესმის ? არაფერს არ მოგთხოვ ,შენი მებართვის გარეშე,ზედმეტადაც კი არ გეხები,თუ მაჩერებ ვჩერდები ,თავადაც ვხვდები როდის მომდის ,,ზედმეტი” და თავად ვაკავებ საკუთარ თავს … მინდა კარგად გამიცნო და გაცდი გაგიჟებამდე შემიყვარო. უბრალოდ მენდე და ნუ დამაკარგინებ შენს თავს… ხმასი აღელვებას ვერ ფარავდა ნოა
-არ შემიძლია .. მეზ.ი.ზ.ღე.ბი. ნოა არ მომეკარო… მე უნდა წავიდე შენგან ტკივილით აღსავსე ხმით ჩაილაპარაკ თათამ და წამოდგა
ნოა გაუნძრევლად იჯდა და მზერას არ აშორებდა ათრთოლებულ გოგოს… სწრაფად წამოდგა და გულში ჩაიკრა მისთვის მნოშვნელოვანი შეშინებული არსება…
-გამიშვი ვერ გიტან… სცადა თავის განთავისუფლება თათამ ტიროდა და ნოას მკლავებში მომწყვდეული მოძრაობას ვერ ახერხებდა
-თათა ჩჩჩ..შშშშ… ამშვიდებდა აღელვებულ გოგოს და მთელი სინაზით ეფერებოდა…
- გპირდები … რამდენი თვეა ერთად ვართ მსგავსი რამ გიგრძვნია? ან დაგინახავს რომ მოძალადე ვარ? თუ მოძალადე ვარ მაშინ შენთან როგორ ვაკონტროლებ თავს… მითხარი რომ გაგიშვა გაძლებ ჩემს გარეშე? შეძლებ დღის ისე გატარებას სადაც მე არ ვარ? ეს დღეები 5 წუთით რომ მოვდივარ გეფერები და მივდივარ გყოფნის?
-აღარ მინდა ის 5 წუთიც… უღონოდ ჩაილაპარაკა ალერსით გაბრუებულმა თათამ
-ვიცი რომ არ გყოფნის… აპროტესტებ მაგრამ არ მეუბნები!! მე მინდა გააპროტესტო და მითხრა,რომ არ გყოფნის … ხომ გიყვარვარ… დამაჰიპნოზებელი ხმით ჩურჩულებდა მამაკაცი .სახის ყველა ნაწილს ნაზად,მხურვალე სუნთქვით ეფერებოდა და გრძნობდა როგორ ეხსნებოდა დაძაბულობა მკლავებში ,,ჩაკეტილ” თათას
-ვერ გაძლებ თათა და გაჩერდი იცოდე…. არც მე მოვთხოვ ისეთს არაფერს რაც შენთვის მიუღებელი იქნება .. თუ წახვალ მე ისევ იქ დავბრუნდები და თუ კიდევ ჩავერთე იმ სიბნელეში ,შენც კი ვეღარ შეძლებ ჩემს გამოყვანას გესმის? აღელვებულ გოგოს ნაზად იკრავდა გულში სახეზე სახით ეფერებოდა და გრძნობდა როგორ ნელნელა იღებდა სასურველ ,,ბატონობას”
-მაკოცე თათა .. შენით … თბილი თუმცა მკაცრი მზერით იყო აღსავსე მამაკაცის თვალები … -თათა მანახე შენი სიყვარული ჩასჩურჩულა და თვალებში ჩახედა ,
თათამ ახედა კაცს ,რომელოც მიუხედავად ყველაფრისა , მაინც უჩქარებდა გულს.. რომელსაც ისე ღრმად გაედგა ფესვები მის სხეულში ,რომ ყველა მის შეხებაზე ჟრუანტელი უვლიდა. მამაკაცი გრძმობდა მასში გავლილ თითოეულ ტალღას მონადირის მზერით უმზერდა სასურველ ქალს ,რომელიც მისგან წასვლას ცდილობდა,თითქოს ერთდროულად უყვარდა და ერთდროულად სათამაშოდ იხმობდა…
-თათა გააკეთე… უცნაური ტონით წარმოსთქვა კაცმა და ტუჩებზე თითებით მიეფერა… მეორე ხელით ზურგის ხაზს ჩაუყვა … მისახვედრი იყო კაცს მბრძანებლობა მოსწონდა,ქალთანაც კი რომელსაც ,ჯერ კიდევ გაცნობამდე ,სიზმარში უკვე დიდიხნისწინ ჰქონდა მისი გული დაპყრობილი …

თათამ სიმართლის გარკვევით და წინააღმდეგობით თავისდაუნებურად მიძინებული
მონადირე გააღვიძა… თავადაც ვერ მიხვდა როგორ გააღვიძა თათამ
ის ,თუმცა ნოა ხვდებოდა რომ თამაში დაწყებული იყო საყვარელ ქალთანაც კი…
-თათა დარჩები ჩემთან? ჩასჩურჩულა ყურში და ისევ ოსტატურად განაგრძო ზურგის ხაზზე თითებით თამაში … უნდოდა გოგოს დანებება ენახა და პირველი გამარჯვენა ჩაეთვალა საკუთარი თავის სასარგებლოდ.. თუ გოგო დარჩებოდა მოუხედავად მიღებული ინფორმაციისა ,ცალსახად იმას ნიშნავდა,რომ გარკვეულწილად მზად იყო ნოას თამაშს აჰყოლოდა.. რაც არ უნდა ლამაზად შეეფუთა და ეთქვა მამაკაცს, წესით თათა ყოველთვის დატოვებდა იმის შანსს ,რომ თამაში შესაძლოა მაინც დაწყებულიყო… გოგომ რომ
სიმართლე გაიგო,
ნოასთვის ერთგვარი შვებაც კი იყო …
გაცნობის დღიდან აწუხებდა შიში ,რომ თათა ყველაფეეს გაიგებდა და იმწამსვე მიატივებდა ,თუმცა ეს წინააღმდეგობა მამაკაცისთვის უკვე დაძლეული იყო… ნოას უნდა მიეცა არჩევანის საშუალება და ამაბდროულად მისი გონება ისე აერია რომ ეს არჩევანი მამაკაცის სასარგებლოდ გაკეთებულიყო..
-თათა დარჩები ჩემთან ? მზად ხარ ჩემთან იყო მიუხედავად ჩემი წარსულისა სახეზე ნაზად მიეფერა ,თან დისტანციას ინარჩუნებდა…
-ნოა…. მე უნდა წავიდე არ შემიძლია … მიყვარხარ მაგრამ არ შემიძლია
-ნუ გეშინია … არაფერს დაგიშავებ,შემომხედე მე ვარ …

თათამ შეხედა,გოგოს თვალებში იკითხებოდა შესაძლო დაშორებით გამოწვეული ტკივილი
-მოდი პატარა ,ნუ ებრძვი შენს გრძნობებს… ხმაში კვლავ ,,ბატონის” ტონმა გაიჟღერა და ხელით კვლავ ტუჩებისკენ ანიშნა .
თათა მიუახლოვდა ფეხის წვერებზე აიწია და ტუჩებზე აკოცა
-კიდევ თათა… უფრო ძლიერად ჩაილაპარაკა მამაკაცმა უცნაურად მელოდიური ხმით .თათა მონუსხულივით ასრულებდა მოს მითითებას და უფრო ძლიერად აკოცა…
-კარგი გოგო… ჩაილაპარაკა ღიმილით ნოამ, ბრძანებების მიცემა შეწყვიტა თითქოს თავის თავს დაუბრუნდა ,თათას თავზე ხელი მოჰკიდა და ძლიერად მიიზიდა
-არასდროს გაბედო და არ მიმატოვო თათა… არც გაიფიქრო… ვერასდროს შეძლებ ჩემგან გაქცევას… ყველაფერს გავაკეთებ შენთვის და შენც გააკეთებ ჩემთვის… მკაცრი ხმით ჩასჩურჩულა ,,საკუთარ” ქალს და ცხელი სუნთქვით უმალვე დაეუფლა თათას ტუჩებს… კოცნიდა დიდხანს სანამ გოგომ ხელი არ ჰკრა და დაიყვირა …
-ნოა … გაჩერდი მტკივა აღელვებულ კაცს შეხედა და მის თვალებში აქამდე არნახულ მზერას გადააწყდა… ის საკუთარ თავს არ ჰგავდა… თითქოს ვიღაც სხვა იყო…შემოხეულ ზედას დახედა ,ტუჩიდან სისხლი სდიოდა …
-გამიშვი… შეშინებული ატირდა
ნოა თათას ტირილზე ,,გამოფხიზლდა” … საკუთარ თავს დაბრუნებულმა ნერვიულად შეხედა თათას ტუჩებს … რომელსაც ძლიერი კბენის კვალი ეტყობოდა … მისი ზედა კი…
-თათა … თავადაც შიშით და გაკვირვებით გახედა გოგოს.. ვერ მიხვდა… როდის გააკეთა მსგავსი რამ..
-არ მომეკარო… მართლა ავადმყოფი ხარ სასოწაეკვეთილი ხმით წარმოსთქვა გოგომ და სირბილით გაეცალა იქაურობას…



№1 სტუმარი სტუმარი ტატა

მეორე ისტორიააა მოგყვებიიი და აღკოჩენააა ხარ ჩემთვის არვიციი ვერ ვწყდები შენს ისტორიებს ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️ გთხოვ მალე დადე და ისევ დიდი თავი ავტოროოო♥️♥️♥️

 


№2  offline წევრი Adelaida

სტუმარი ტატა
მეორე ისტორიააა მოგყვებიიი და აღკოჩენააა ხარ ჩემთვის არვიციი ვერ ვწყდები შენს ისტორიებს ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️ გთხოვ მალე დადე და ისევ დიდი თავი ავტოროოო♥️♥️♥️



უდიდესი მადლობა ტატა ❤️მიხარია რომ
კითხულობთ ჩემს ისტორიებს … დიდი სტიმულია ჩემთვის თქვენი კომენტარი ❤️ ვეცდები მალე დავდო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent