შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა სიზმრიდან - ნაწილი3


გუშინ, 13:32
ავტორი La dolce vita
ნანახია 426

ამავდროულად, ლუკა, თავის კაბინეტში მჯდარი, უეცრად უცნაურმა შეგრძნებამ მოიცვა. თითქოს ჰაერში რაღაც შეიცვალა, რაღაც ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად სრულიად ახალი. მან მისი სიახლოვე იგრძნო, უხილავი ძაფი გაიბა მათ შორის.
კარები შემოაღო და ნელი, თითქოს მოზომილი ნაბიჯებით დაიწყო სვლა. ანა კი, შეშინებული და დაბნეული, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
–ანა, დაწყნარდი, კარგი, ის აქ არ არის, ხომ ხედავ- მისი ხმა კანკალებდა, სიტყვები კი ძლივს ისმოდა მისი ბაგეებიდან, თითქოს ეშინოდა, ხმამაღლა წარმოეთქვა.
ლუკამ, მისი სიახლოვე იგრძნო და აღელვდა – რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ის სადღაც აქვეა? ნუთუ მოვიდა?– დაეჭვებით გაიფიქრა და ფეხზე წამოდგა. გამჭვირვალე მინასთან მივიდა, საიდანაც მთელი ოფისი მისთვის ხელისგულოვით იყო გადაშლილი. დაინახა, როგორ მიაბიჯებდა გოგონა – ზემოდან აკვირდებოდა მას, მისი მზერა მიმართული იყო ანას მოხდენილ ფიგურაზე. ანა ისეთი ლამაზი და უმანკო იყო, რომ ლუკა თვალს ვერ აშორებდა მის სილუეტს, თითქოს სიზმრიდან ამოსული ხატი სინამდვილედ ქცეულიყო.
– რა ლამაზია, იმაზე ლამაზიც კია, ვიდრე ეს ჩემს სიზმრებში იყო. მე გპირდები, რომ აუცილებლად შეგაყვარებ თავს, – ჩაიბუტბუტა ლუკამ, თითქოს ფიცი დადო არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სამყაროსთან.
ანა სამუშაო მაგიდასთან ჩამოჯდა და შეეცადა თავი დაემშვიდებინა. თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ როცა ისინი ისევ გაახილა, მოულოდნელად დაინახა ის, ვისიც ასე ძლიერ ეშინოდა. ლუკას დანახვისას სკამიდან წამოვარდა და დაბნეულმა თვალების ცეცება დაიწყო, თითქოს თავშესაფარს ეძებდა იმ მზერისგან, რომელიც მას მოსვენებას უკარგავდა.
–ჩემი ასე ძალიან რატომ ეშინია?“ – გაიფიქრა ლუკამ, მისი მზერა ანას შიშნარევი თვალებისკენ იყო მიმართული.
ანა დაბნეული იყო, მაგრამ მაინც შიგადაშიგ აპარებდა მისკენ მზერას. რატომ აფორიაქებდა მას ასე ლუკა, არ იცოდა, თუმცა მისი დაჟინებული მზერა, რომელსაც კანზე გრძნობდა, მოსვენებას არ აძლევდა. იქნებ შინაგანად გრძნობდა, რომ მისი გული რაღაცას უკარნახებდა? მაგრამ ჯერ ამას ვერ გაიგებდა, რადგან ყველაფერს თავის დრო ჰქონდა. ერთ მხარეს იყო ადამიანი, რომელსაც თავისი სიზმარში ნანახი გოგო შეუყვარდა და ახლა, როდესაც ის აუხდა, უკან დახევას არ აპირებდა. თუმცა მეორე მხარეს იყო გოგონა, რომელსაც მძიმე წარსული ჰქონდა და იყო რაღაც, რაც უფლებას არ აძლევდა, ბედნიერი ყოფილიყო.
მასთან თანამშრომელი მივიდა.
–გამარჯობა, თქვენ ახალი ხართ ხომ?– იკითხა კაცმა.
– დიახ, მე ანა შერვაშიძე ვარ და თქვენი კომპანიის ახალ სახედ ამიყვანეს. – უპასუხა ანამ, ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
–სასიამოვნოა, ქალბატონო ანა, ბატონს თქვენი ნახვა სურს, – უთხრა მან.
–ესე იგი, ამ კომპანიის მმართველია. ღმერთო, ნეტავ რა უნდა, – გაიფიქრა ანამ და ნერწყვი , მძიმედ გადაყლაპა.
–კარგი, თქვენ წადით და მეც ახლავე მივალ,– მიუგო და ლუკას კაბინეტისკენ გაემართა, ყოველი ნაბიჯი შინაგან ბრძოლას ასახავდა.
კაბინეტის წინ შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს მთელი ჰაერი უნდა ჩაეტეხა ფილტვებში, შემდეგ კი კარებზე მსუბუქად დააკაკუნა.
–შეიძლება?! – იკითხა და კარში შეაბიჯა, მისი ხმა კანკალებდა.
–შემოდი, – მშვიდი, მაგრამ მტკიცე ხმით მიუგო ლუკამ. გოგონა, დაბნეული, აიტუზა კუთხეში და არ იცოდა, რა ექნა.
–ანა, თქვენს რეზიუმეს გადავხედე და მინდა გითხრათ, რომ შთაბეჭდილებას ახდენთ. ლუკას ხმა მშვიდი და ხავერდოვანი იყო, თვალები კი სიყვარულით ჰქონდა სავსე – სიყვარულით, რომელიც მზის სხივებივით ეფინებოდა ანას.
– მართლა? – ძლივს ამოილუღლუღა ანამ, თითქოს გულზე მოეშვა კიდეც მძიმე ლოდი.
–კი, საკმაოდ კარგი მონაცემები გაქვთ. აი, გამომართვი, რეზიუმე,“ – გაუწოდა რეზიუმე, მისი ხელი თითქოს უნებურად შეეხო ანასას თითებს.
–მხოლოდ ამის თქმა გინდოდათ? – გაოცებულმა წამოიძახა ანამ, მისი ხმა უნდობლობას გამოხატავდა.
–ხო, შენ რა გეგონა…– თქვა ლუკამ და ფეხზე წამოდგა, მისი მზერა ანას სახეზე იყო მიპყრობილი. ნელა დაიწყო მისკენ სვლა, თითქოს უხილავი ძალა ექაჩებოდა.
მშვიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა მას და მის წინ შეჩერდა, ანა, მოიბუზა და შეაინებულმა თვალები დახუჭა.
– სხვათაშორის არ ვიკბინები,- მშვიდი ხმით უთხრა და გოგონამაც მაშინვე თვალები გაახილა.- შეიძლება გავიგო, ჩემი ასე რატომ გეშინია?!- გაოგნებულმა კითხრა, რადგან მართლა ვერ გაეგო, რა ემართებოდა ამ გოგოს. დაბნეული იდგა და არ იცოდა რა ეპასუხა,რადგან თავადაც არ იცოდა რა ეთქვა.
– იცით... თქვენი სახე..
– ჩემი სახე?
_ უფროსწორად თქვენი მზერა მაშინებს..
– ახლა, გასაგებია.

– კარგი, თავისუფალი ხარ და ჩემი ნუ გეშინია! – უთხრა ანას და სამუშაო მაგიდას მიუბრუნდა. ანა უკვე კარისკენ მიდიოდა, როცა მისი ხმა ისევ შემოესმა
–ერთი წუთით, მოიცადე!– დაუძახა და გოგონამ გაკვირვებულმა შეხედა.
– ანა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მინდა ჭიქა ყავაზე დაგპატიჟოთ, – ძლივს წარმოთქვა და გოგოს რეაქციას დაელოდა, რომლის სახეზეც დიდი კითხვის ნიშანი იკითხებოდა.
– რაა?! – გაოგნებულმა კითხა.
– უბრალოდ საქმიანი ვიზიტი იქნება, პირადული არაფერი, – შეეცადა გოგოს დამშვიდებას. ანამ არაფერი უპასუხა და ჩუმად წავიდა.
მთელი საღამო მუშაობდა, ამიტომაც ანას სამსახურიდან მოგვიანებით მოუწია გასვლა. გარეთ გასულს საშინელი ამინდი დახვდა – თავსხმა წვიმა მოდიოდა და საშინლად ქუხდა.
– ღმერთო, ახლა რა ვქნა? უკვე ძალიან გვიანია და ტაქსიც არსად ჩანს. ცალკე ეს ამინდი მიშლის ნერვებს! – შეწუხებული სახით წარმოთქვა და იქვე, გზატკეცილზე აცახცახდა. წვიმა, ქარბუქი და ჭექა-ქუხილი ერთმანეთში იყო არეული. რამდენიმე წუთში ანა სულ გალუმპული იყო.
გზაზე გათიშული იდგა და არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ამასობაში მიმავალი მანქანა ისე მიუახლოვდა, ვერც კი შეამჩნია. მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა მანქანის ფარებმა მიანათა და ძლიერად დაუსიგნალა. სულ ცოტაც და უკვე დაარტყამდა კიდეც, მაგრამ მოულოდნელად დანელია გამოჩნდა და ხელის ერთი მოძრაობით გამოიყვანა.
ორივე შეშინებული იყო, განსაკუთრებით ბიჭი, რომლის მზერაშიც შიში და ბრაზი იკითხებოდა. იმ წამს ძალიან შეეშინდა. შეეშინდა, რადგან დაკარგავდა იმ ადამიანს, რომელსაც ამდენი ხანი ეძებდა. თვალებში გაშმაგებით უყურებდა – რა მოხდებოდა, რომ დაეგვიანა და ვერ მიესწრო?
შეშინებული და დაბნეული უმზერდა ანა მის წინ მდგარ ბიჭს. ბოლოს მისგან მოშორებით დადგა.
– სიცოცხლე მოგბეზრდა?! – განერვიულებულმა კითხა. ცოტა მკაცრადაც მოუვიდა, მაგრამ ნერვიულობის ფონზე თავი ვერ გააკონტროლა. როდესაც გოგონას ამღვრეულ თვალებს შეხედა, მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა.
– რატომ მიყვირით… – ჩამწყდარი ხმით უთხრა შეშინებულმა.
– მაპატიე, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ აქ ამ დროს რას აკეთებ? მე რომ არ მომესწრო, წარმოდგენაც არ მინდა, რა დაგემართებოდა.
– სახლში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ტაქსი ვერ დავიჭირე… – ამოილუღლუღა საწყლად.
– და გადაწყვიტე, შუა ტრასაზე დამდგარიყავი? კარგი, დაივიწყე, წამოდი, წაგიყვან. უკვე ძალიან გვიანია და სახლში ვერ მიხვალ.
მანქანაში ჩასხდნენ და ბიჭმა თავისი პიჯაკი გაუწოდა, რომ გათბობილიყო. მთელი გზა გასუსული იჯდა და ხმას არ იღებდა. მინას თავი მიადო და ფიქრებს მიეცა, ლუკა კი შიგადაშიგ გააპარებდა მისკენ მზერას.
– აქ გამიჩერეთ, – წამოიძახა და ბიჭმაც შეაჩერა. – მადლობა, რომ მომაცილეთ, – მიუგო და სწრაფად გადავიდა მანქანიდან.
იქვე, თავისი მეგობარი ელოდებოდა ქოლგით ხელში და სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა მისკენ.

– სად ხარ, გოგო ამდენ ხანს?- ნერვიულად კითხა.
– მაპატიე, ტელეფონი დამიჯდა გვიან მომიწია სამსახურიდან გამოსვლა, ტაქსიც ვერ დავიჭირე, შემგედ ბატონმა ლუკამ მომაცილა სახლამდე. ისიც აქ არის მოიცა.- თქვა და უკან მიბრუნდა, თუმცა ის უკვე იქ აღარ იყო.


...

არ ვაპირებდი გაგრძელებას, მაგრამ რასგან ზოგმა ასე მთხოვა გამეგრძელებინა, მხოლოდ.იმ ადამიამების გამო, ვაგრძელებ საიტზე ატვირთვას.
გამეხარდება, თუ თქვენს შთაბეჭდილებებსავ გამიზიარებთ, რადგან ეს ერთგვარი მოტივაცია იქნება ჩემთვის.



№1 სტუმარი სტუმარი შორენა

გამიხარდება თუ შუაგზაში არ შეწყვეტ წერას.და გაგრძელებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent