წარსული წარსულში II (თავი I)
ჩაისუნთქა და ვეღარ ამოისუნთქა ისე დაამძიმა ჟანგბადმა ,რომელსაც სიმსუბუქე უნდა მოეტანა. სუნთქვა ეძნელებოდა ბოლო 14 წლის განმავლობაში და იმ წამს დაიხრჩო თითქოს _ქმარი გყავს?_ ჯერ კიდევ მის საწოლში მყოფ შიშველ ქალს ძლივს უთხრა ორი სიტყვა და პასუხს დაელოდა _მე ქმრად არ ვთვლი _ სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია ქალმა და მოუკიდა _რა იყო ,გათხოვილ ქალთან აქამდე არ ყოფილხარ?ფრთებს ვერ ვხედავ რაღაც შენ მხრებზე _ თითები აუსვა ზურგზე და კაცს კიდევ უფრო მეტად დაეჭიმა კუნთები . ყელში უჭერდა ცოდვები ,უპატიებელი წარსული _რატომ არ მითხარი _ ინსტიქტურად წაავლო ხელი მტევანზე.ქორწინების ბეჭედი არ ეკეთა არც კვალი ეტყობოდა არათითს _როდის უნდა მეთქვა,მთვრალი ვიყავი მეც ... დამშვიდდი შენი საწოლიდან მის საწოლში წამსვლელი ცოლი არ ვარ _ სიგარეტის მოწევა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული ისე მოიცვა იატაკზე დავარდნილი საკუთარი ლურჯი პერანგი და თმა მაღლა შეიკრა _რატო არ მოგწონს მასთან ჟ.მაობა და აღარ უწვები თუ აღარ უდგება _არ იცოდა ასეთი ლაპარაკი, მაგრამ ახლა რატომ უშვებდა შხამს _ზედმეტს ნუ იფიქრებ ..._"ქმარი" ისევ რეკავდა,არ ჩერდებოდა ,ქალს ხმა ჰქონდა გამორთული ,მაგრამ განათებული ეკრანი არ ქვრებოდა _ჩემი კაბა აქ არის ,მაგრამ ტრუსი? _ ირგვლივ მიმოიხედა ,ბინაში მიმოფანტულ საკუთარ ნივთებს დაეძებდა . ტელეფონის ეკრანი ჩაქრა და მერე ვიდეოქოლით დაიწყო რეკვა _ხომ არის ახლა ღირსი ვუპასუხო , იდიოტი _ თქვა თუ არა და გაიაზრა თუ არა კაცმა მისი სიტყვები წამსვე გაწყდა მოთმინების ძაფი . ისე მიიმწყვდია ქალი კუთხეში ,ისე გააკავა და მოუჭირა თითები ყბაზე გონებადაბინდულმა _როგორ შეგიძლიათ ქმარი გყავდეთ და ასე სინანულგამქრალმა უღალატო ,ასე დაამცირო ... გირეკავს და ვინ იცის იქნებ ჰგონია ცუდად ხარ და შენ აქ ჩემ წინ,სრულიად უცნობი კაცის წინ დასცინი . რანაირად იბადებით ასეთი სულით ბ.ზები _ხელი გამიშვი ... არ ვაპირებ გიპასუხო . მივდივარ და დამივიწყე ,ასე თუ გეწვის კაცობა _შიში გაუკრთა თვალებში,იმ თვალებში საათების წინ ვნების ალი რომ ენთო და იზიდავდა თავისკენ კაცს_თუ არ გამიშვებ ჩემ გონებიდან წაშლას ვერ შეძლებ... ავიწყდებათ ისინი ვისაც ასიამოვნეს და ვერ ივიწყებენ მათ ვისაც ატკინეს .ნუთუ ასეთი ფერი აქვს შენ კაცობა_თავისუფალი ხელი შეახო დაჭიმულ მაჯაზე და კაცის თითებიც წამსვე მოშორდა _გაეთრიე _დაჭრილი ცხოველივით ამოიგმინა მტკივნეული ბრაზით სავსე სიტყვა და ზურგი აქცია ქალს. ესმოდა ნაბიჯების ხმა , მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის წვრილი ქუსლის იატაკზე ჩქარი შეხებისას გამოცემული კაკუნი ,კარის მიხურვა და მერე აუტანელი სიჩუმე . ოთახში დარჩენილი ქალის სურნელი , ტანზე შერჩენილი სიმხურვალე და წამში იქცა ღრიალად მისი ტკივილი. მთელი საწოლი აანგრია , მერე სასმელი მოძებნა და ძლივს გამოფხიზლებული თავიდან დათვრა სინდისის ხმა რომ გაეჩუმებინა. უთვალავ გზას ეძებდა და პოულობდა დანაშაულის შეგრძნების ჩასაქრობად რომ არ დამსგავსებოდა ლოთს ან ნარკომანს ,მაგრამ მაინც სასმელზე მეტად არაფერი უქრობდა ცეცხლს სულს რომ უწვავდა. მარტივი იყო უფრო და ხელმისაწვდომი ქალი კი საკუთარ გონებაში დატრიალებულ ქარიშხალს ებრძოდა. საკუთარ თავს არ ჰგავდა ,ასეთი არ იყო და იმ ღამით რა დაემართა ვერ გაიაზრა. ისედაც უამრავი ომი ჰქონდა და ცხოვრებაში კაცის ჩართვას აღარ აპირებდა მან კი ,იმ აუხსნელი აურის მქონემ ისე მიიზიდა თავი დაკარგა და მერეც დიდხანს გაჰყვა ის შეგრძნება , გაცოცხლებული ქალის , რომელიც თურმე არსებობდა მასში და რომელსაც ჯერ კიდევ არ იცნობდა . ბათუმიდან თბილისში იმ დილასვე წავიდა. დამღლელი იყო გზა ,თვალებიც ეხუჭებოდა უძილობისგან და გავლილი ღამე ცალკე უმძიმებდა გონებას. _სად იყავი ..._ როგორც კი შევიდა სახლში მაშინვე წინ გადაეღობა გაავებული კაცი _სად გაქვს ტელეფონი _როგორ მიბედავ აქ მოსვლას _აღარ უნდა შევრიგდეთ?ჭორაობს უკვე ყველა და რაღა უნდა გაჩუქო რომ მერე შერიგებაზე ისაუბრონ _ვშორდებით... განქორწინება მინდა და მოგიწევს ახალი ქალის პოვნა რომელიც ნიღბად აგეფარება _ასე უტეხად როგორ მიყურებ ... გგონია ყელს არ მოგიგრეხ? მერე ქვრივის ნიღაბს მოვირგებ და გიგლოვებ ჩვენ ბავშვებთან ერთად _კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და იგრძნო სურნელი, რომელიც მისას არ ჰგავდა_ისევ ეწევი? მილახავ იმიჯს ... _რა სასაცილოა ის ქვეყანა შენნაირი რომ ხდება საამაყო... ფუ რა გულისამრევი ხარ _არ გეშინია? მართლა არ გეშინია ?იცი რაც შემიძლია და მაინც? _მეც ვიცი რაც შემიძლია და მხოლოდ მებრალები , შიში არ ვიცი რა არის . მოიფიქრე რამე ამბავი და გადაწყვიტე როდის განვქორწინდებით ოფიციალურად. არ მინდა ფურცელზეც რომ გერქვას ჩემი ქმარი ...გთხოვ ,ამდენი წლის შემდეგ გამოიჩინე ერთხელ კაცობა ყველაფრისთვის რაც მე შენთვის გამიკეთებია და მშვიდობიანად დავიშალოთ _მჭირდება შენნაირი ქალი გვერდით ... ახლა ვერ შევილახავ იმიჯს _ცოლის მოღალატე კაცის იმიჯი არაფერია? _ჩვენი წყვილი მოსწონთ. შევეფერებით ერთმანეთს და ჩვენი ბავშვებიც ულამაზესები არიან _იმდენი ჭორი გაავრცელე ქალებს რომანტიკულად მიაჩნიათ ყველაფერი... ჭკვიანი ხარ ,ვერ დაგიკარგავს ღმერთიც. მე რომ ამირიე ტვინი და ამირჩიე შენი ცოლის სტატუსისთვის მაშინაც ჩანდა ეგ _თითქოს შენ არ გაკმაყოფილებდა ეგ სტატუსი ... არ იცხოვრე უზრუნველად და არ გისრულდებოდა ყველა სურვილი სანამ არ ჩაყავი ცხვირი იქ სადაც არ გესაქმებოდა _ქალი არ ვყოფილვარ არასდროს ... დედა, ცოლის როლის შემსრულებელი, კამერების წინ მომღიმარი, საქმიანი ძლიერი ქალი,შვილი ,დეიდა, მამაჩემის მემკვიდრეობის მცველი ... ყველაფერი გამომივიდა ,ქალობა ვერ ვიგრძენი ისე ვუხვევ სიბერისკენ _ჯერ კიდევ ადრეა ... სიბერემდე. შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ ,უბრალოდ იმდენი გაიარე ,იმდენს აკეთებ გგონია რომ საუკუნე გაწევს მხრებზე ... საყვარელი თუ გინდა გყავდეს,როდის დამიშლია . შენ გაქვს ამოჩემებული ცოლის სტატუსით არ მეყოლება კაციო არ მინდა ისეთი კაცი ვინც იცის რომ ქმარი მყავს და საყვარლობას დაჯერდებაო თორემ მაგ ქალობის სიტკბოს დიდი ხნის წინ შეიგრძნობდი შენ _გულისამრევი ხარ და ვეღარ გიძლებ ...ნუ მაიძულებ საიდუმლოების სკივრს ავხადო ფარდა _არ გამიბედო... მუქარაც კი არ გამიბედო _ასე როგორ დაგილპა სული... თუ თავიდანვე ასეთი იყავი და მე ვერ გიცანი ,მე ვერ _რა იყო ისევ გიყვარვარ და გენანები?_ბოროტი ღიმილი ჰქონდა,ქალს ყელზე შეეხო და მეორე ხელი წელზე შემოხვია. შეზიზღდა მისი შეხება ისე როგორც არასდროს . წინა ღამის შემდეგ ის ?გულისამრევი იყო _მეზიზღება ყველა შენი შეხება და თვითონ შენ... არასდროს მყვარებიხარ და მერე თავი შემაძულე ისე გამიმწარე ჩემი ქალობის ყველა დღე _თითქოს მე მსიამოვნებდა შენთან ყოფნა და შენი ატანა ... მე არ მირევდი თითქოს გულს. როგორი სასაცილო და საცოდავი იყავი რომ ცდილობდი გეცდუნებინე,ჩემ აღგზნებას რომ ცდილობდი ის დრო გინდა გაგახსენო ? _ საზიზღარი იყო , ბოროტი და ამ სიბოროტეს ვერაფერი ამართლებდა ქალის თვალში _მტრად ნუ გადამიკიდებ , ვერავინ მოგერევა ,მხოლოდ მე და მე დაგასრულებ იცოდე ! _მუქარას რომ მიბედავ ცოტათი აღმაგზნებს კიდეც იცი ? _ გადაიხარხარა და უფრო მოუჭირა ყელზე _ ვიღაცის სუნი გაქვს,კაცის...სასიამოვნოა. ვიპოვნო და წაგართვა გინდა? _ ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა _გემრიელია ... ორივე ერთად საინტერესო იქნებით _ ! _შეაფურთხა და მერე კიდევ უფრო ხმამაღლა იცინოდა კაცი სანამ ხელი არ მოუქნია და სახეში არ გაარტყა ბრაზისგან აწითლებულს. ვერცერთმა გათვალა სახლში მარტო რომ არ იყვნენ. საძინებლის მიღმა რომ ვერ დაიმალებოდნენ ისე აღმოჩნდა მათ შორის აღმართული ბიჭი ღრიალით _ხელი არც ასწიო საპასუხოდ თორემ ჩემი ხელით მოგკლავ იცოდე... სიკვდილს ინატრებ _ ახალგაღვიძებული, შორტისამარა იდგა დედობილის ფარად და მამობილს წარბშეუხრელად ემუქრებოდა _აი უმადური... ასე მიხდი იმ ამაგისთვის რაც შენზე მაქვს ? _დაჩი გეყოფა... არ ჩაერიო _დიანა ..._თვალები უელავდა ბიჭს სიმწრისგან _გთხოვ _ნუ მთხოვ... მეორედ იგივეს ვერ გადავიტან . უფლებას ნუ აძლევ შეგეხოს . ხომ დამპირდი _ქალს უყურებდა ამღვრეული, სისხლისფერი თვალებით _ჩემო სულო ... მოვაგვარებ გეფიცები. შენ არ ჩაერიო_ლოყაზე შეახო ხელი და მოეფერა იმ სითბოთი მხოლოდ მისთვის რომ ჰქონდა,მისი სახელი რომ ერქვა _რა საყვარლები ხართ მართლა დედა_შვილი ეგონებით ვიღაცას და არა ბ.ზის და მკვლელის გაგდებული და მისი სახლში შემფარებელი პატალა დეიდა _მოვკლავ ... _ქალს უყურებდა მისი სუსტი ხელები აკავებდნენ ძლიერი კავშირით _გაეთრიე ჩემი სახლიდან ... ადვოკატი გამოგიგზავნის განქორწინების ფურცლებს შეთანხმებით _არ ვარ თანახმა... მომბეზრდით ახლა . შენ მერე დაგელაპარაკები თუ არ გინდა რომ მასთან მქონდეს საქმეე _ მიანიშნა ბიჭზე და წავიდა საამაყო ოჯახის ნიღაბაფარებულები ტკივილის ცეცხლში იწვოდნენ ყველანი ცალ _ცალკე საკუთარი ტკივილებით. _ როგორ არ მაძლევ უფლებას ხელები დავუმტვრიო _შენ ამას გააკეთებ და ვიფიქრებ რომ მე გადამაბიჯე _რამეს დაგიშავებს ... საშიშია. საზიზღარია,რაც უფრო მაღლა ადის იმ თავისი სკამით მით უფრო მეტად საშიში ხდება _მორჩა,ამჯერად აღარ გადავიფიქრებ _ბედნიერი იყავი გთხოვ ,იპოვე შენი ქალური ბედნიერება _გულში ჩაიხუტა დედასავით ტკბილი _შენ რომ რამე დაგემართოს მე რას მიპირებ ან ტყუპებს . არ გეცოდებით ? შენი თავი თუ გემეტება ჩვენ ნუ ... შენც იგივეს ნუ _ჩშშ... არც იფიქრო . მე არ მიცნობ?განა არსებობს სამყაროში ვინმე ჩემზე ძლიერი ? მე დიანა ვარ ჩადუნელი , დედა ვარ ყველა იარაღზე ძლიერი ... სიტყვა შეუძლებელია ჩემთვის არ არსებობს და ჩვენი მინდა ყველაზე წინ დგას _ ბიჭს მაჯაზე აკოცა და მერე ხელისგულზე _ შენ ერთი წუთი არ იფიქრო რომ რაღაც მეტი შეგიძლია და არ აკეთებ. შენ უბრალოდ არ გაეკარო ახლოს იმ კაცს და მე მენდე კარგი ? _მეშინია რომ სწორად ვერ აფასებ,რომ გგონია არ გააკეთებს და მერე რომ გააკეთოს ? იმაზე ცუდი რომ იყოს ვიდრე გგონია ?იმაზე ძლიერი ვიდრე მისი საცოდაობის მიღმა ჩანს მერე დე _ შუბლზე აკოცა ბიჭმა ქალს და ნათქვამ სიტყვითაც მოეფერა _უკან დასახევ გზას არ დავუტოვებ...რომ აწყობდეს ისეთ გარიგებას შევთავაზებ _ბიზნეს მოლაპარაკებად აქცევ ქალბატონო ბიზნესლედი? _დედაშენზე მაგარი ამ საქმეში არავინაა... ვაჭრობაც და მოლაპარაკებაც სისხლში მაქვს ხომ არ გავიწყდება _მახსოვს კი ყველანი შენ გვარში ვაჭრები იყვნენ და ცივილიზაცია მაგათ შექმნეს . შენც მაგ საქმეს აწვები _რა სიტყვაა ვაწვები?მე ვქმნი ბაზარს _და ფლობ ბაზრებს _მერე ცუდია ეგ დაჩი ? არ მოგწონს შენ ? გინდა სხვა რამე ვცადოთ მე და შენ ერთად ? შენ ხომ იცი ყველაფერი რაც ჩემია არის შენი მემკვიდრეობა _ პატარა ვარ ჯერ დიკო ... რა დროს საქმეა,ნუ იცი ხოლმე მთავარი ამბიდან ჩემი ყურადღების გადატანა არამნიშვნელოვან ამბავზე. მე არ მინდა ფული ,ჩემი სიმდიდრე შენ ხარ მარტო და სხვა არაფერი ღირებული მე არ გამაჩნია. მე მარტო შენ მჭირდები და ვერც გიფრთხილდები. ვერ გაშორებ იმ ნაბიჭვარ კაცს _ნუ ამბობ ასე... შენთვის არაფერი დაუშავებია. მეც რომ არ ვშორდებოდე და ვემორჩილებოდე მის სპექტაკლებში მონაწილეობით ვერც მიხვდებოდი როგორია სინამდვილეში _მაგრამ ხომ ვიცით როგორიცაა და შენ არ იმსახურებ გერქვას მისი ქალი _ხომ იცი ,რომ მე არავის ქალი არ ვარ ...მე მხოლოდ _შენ მხოლოდ ჩვენი დედა ხარ . მე ვიცი,მაგრამ სხვებმა იციან? ყველასთვის გიორგი მებონიას ცოლი ხარ ,ყველას გონია რომ შენ საქმეებსაც ის მფარველობს, მდიდარი ქმრით გამდიდრებული ქალი ჰგონიხართ და არ იციან სინამდვილეში რომ პირიქით შანსს არ უშვებდა ხელი შეეშალა,ჩაეძირე და ძალაუფლება წაერთმია შენთვის. _არცაა საჭირო იცოდეს ყველამ...ჩვენ არავის ვემართლებით. ხომ გასწავლე ,უცნობი ხალხის აზრს არ აქვს მნიშვნელობა,მთავარია სიმართლე რომელიც ვიცით ჩვენ და ღმერთმა _მაგ ღმერთმა ისიც იცოდა დედაჩემი პათოლოგ მამაჩემს რომ არ ღალატობდა,მაგრამ ნარკომანმა ,ყომარბაზმა მამაჩემმა დედაჩემს ოცდაცხრაჯერ დაარტყა დანა ჩემ თვალწინ _ახლოდან თუ დააკვირდებოდით დაინახავდით დაჩის ხელებზე იმ დანის კვალს დედისკენ მიმართულს რომ აჩერებდა და მასაც დაუსერა პატარა ხელები. უკვე გაზრდილს, კვალად ეტყობოდა მის დიდ მტევნებს იმ პაწაწინა ბავშვზე მიყენებული იარები. _ცხოვრებას დავთმობდი ოღონდ მცოდნოდა ვინც იყო მამაშენი,ოღონდ დაერეკა და ეთქვა დიკო მიჭირს,ჩამოდი და მომაშორე ამ ცხოველსო...ვერ მომინელებია ჩემი ესპანეთში გატარებული ბედნიერი წლები სანამ ჩემი და უბედურებაში იხრჩობოდა _შენ ვინ გყავს რომ დაურეკო და უთხრა მიშველეო... შენ ვინ თუ არა მე _დაჩი ნუ ... ხომ დაგიმთავრდა გამოცდები. წადი ბიჭებთან ერთად ბათუმში. აღბიშნე დიპლომის აღება და გეფიცები იქ მოგივა ხმა,გიორგი და დიანა განქორწინდნენო _არა ... _გთხოვ ,დამიჯერე მეგობრებთან ერთად წავიდა ჩადუნელების ზღვისპირა აგარაკზე ,მაგრამ ფიქრებით ისევ დინასთან იყო. ბევრი მეგობარი ჰყავდა დაჩის ,იმდენად ბევრს იცნობდა გავლენიანი ოჯახის დამსახურებით,რომ მათ შორის თეთრისა და შავის გარჩევა უჭირდა უკვე. ასაკის მატებასთან ერთად ყველა ავლენდა თავის ბნელ მხარეს,ბავშვობაში კი მარტივია , სიბოროტეც უწყინარი გამოდის მაინც მერე კი,მერე დიდობაში ფართოა გზა ცოდვების დასაგროვებლად. დაჩი რომ უფრთხოდა სულ,სულზე რომ დარდობდა ისე არაფერზე,სულს რონ უფრთხილდებოდა ისე არაფერს. დინამ ასე ასწავლა, ლოცვით ტკივილის დაამება და ლოცვამ ადამიანობამდე მიიყვანა. წმინდანის ცხოვრება არ ჰქონდა, მაგრამ არც უწმინდურებს ჰყვებოდა ცოდვების შეგროვებაში. .......... კლუბში იყვნენ ,მისმა ნასვამებმმა მეგობრებმა ნარკოტიკებიც დაამატეს . მხოლოდ საკუთარ თავს აკონტროლებდა და სხვებს მსუბუქად თუ ურჩევდა, არ უყვარდა მამური რჩევების მიცემა თანატოლებისთვის. აკვირდებოდა ყველას და ენდობოდა თითქმის არავის. _წავიდეთ ... გვიანია უკვე _ მეგობარს მიუახლოვდა გოგოს რომ არ აძლევდა მოსვენებას და მკლავში წვდა _ წამო _დაიცა არ დამიმთავრებია ... წამო გაგიყვანთ . მე თუ არა , დაჩის ხომ ენდობი აკობია ? _არ მჭირდება თქვენი ... მოვა ნიკო _ნიკო? ნიკო აკობიას და ხარ ? _ გოგოს დააჩერდა და წარბები შეკრა_მარტო ხართ? სად არის ნიკო _ ბიჭს ჰკითხა ჩუმად და გაბრუებულ გოგოს ცივად დახედა _სად იქნება ვიღაც წაიყვანა ალბათ ნომერში და ჟ.მ _ბიჭებთან წადი გელოდებიან ... ტაქსი გარეთაა უკვე _ პირზე ააფარა ხელი გათიშულს და მალევე გაუშვა _წავიდე და აკობიას ტკბილი გოგო შენ დაგიტოვო?კიდევ ხომ არ გინდა რამე უფლისწულო? _სიტყვები აკონტროლე და აზრები ... _რომ არ ვაკონტროლო? წადი ნუ ერევი...სხვა იპოვე,ის მე მინდა _გინდა რას ნიშნავს ... ნუ მცდი საბა,წადი სახლში ვიდრე მრთელი ხარ_სანამ კამათობდნენ გოგო წავიდა,არეული ნაბიჯებით ხალხს შერეული ძლივს არჩევდა გამოსახულებებს. გარეთ გასულს საერთოდ გაეთიშა გონება. ციოდა,წვიმაც დაიწყო მალე და ის მაინც ვერ იგრილებდა გაცხელებულ სხეულს. ფიქრები ეწვოდა თავში და მიდიოდა განსაცდელისკენ ,ცეცხლში დასაწვავად საკუთარი ფეხით მიექანებოდა მარტო დარჩენილი პატარა ლიზა აკობია . მეგობარი ვერ დაამშვიდა დაჩიმ . ყურადღება მეორე ძმაკაცზე გადაიტანა შეწუხებული საპირფარეშოში რომ აღებინებდა და სანამ ისიც მოასულიერა , ყველაფრისგან გადაღლილმა დატოვა სულისშემხუთველი სივრცე ფიცით,რომ მათთან ერთად გართობას აღარასდროს დათანხმდებოდა, იქამდე აღმოჩნდა გზაარეული აკობია საბა ჭელიძის კლანჭებში. ეშმაკი ჩაუსახლდა სურვილის სახით სიყვარულის სახელს ამოფარებული , ტვინარეულ ბიჭს და წამლის მოქმედების ქვეშ მყოფი აკობია მის პირისპირ აღმოჩნდა სრულიად მარტო. მიშველეთო მაშინვე წასკდა კივილი , დიდი დრო არ დასჭირვებია მისი გაყინული მზერის მიღმა საფრთხის აღსაქმელად. დაჩიმ ხმა რომ გაიგო ვერ იცნო,არ იყო ლიზა აკობია ის გოგო ვის ხმასაც მილიონში გაარჩევდა , მხოლოდ დაჩი იყო ბიჭი ვინც ნებისმიერი ქალის შველას ეცდებოდა . ბიჭი რომ მოაშორა ხელი ძლიერად კრა და ღმერთის წინაც დაიფიცებდა რომ გაჩერებულიყო მეტად არც შეეხებოდა ,არ უყვარდა ჩადუნელს მუშტებით საქმის გარჩევა ,მაგრამ მასში ჩაბუდებულმა ეშმაკმა დაჩიმდეც მიაღწია _გაეთრიე_მეთქი... თვალით არ დამენახო ! _აქაც გამოყევი ?რა იყო აკობიას დასთანაც წმინდანი გინდა იყო? იმ ნაბიჭვრის შვილია დედაშენს რომ ჟ.მავდა და ვის გამოც მამაშენმა ბ.ზი დედა მოგიკლა ... გინდა გემო გაუსინჯო? აკობიასთან ანგარიშსაც გაასწორებ მამენტ ,მაგრამ მე მე რომ მინდა ამდენი ხანია არ უნდა გამითვალისწინო ბიჭო? _ენა ჩაიგდე _რა გაბრაზებს ტყუილია ? მკვდარი დედაშენის საყვარლის შვილები არიან და იმიტომ ვერ იტანთ ერთმანეთს _მოკეტე _ბ.ზი დედაშენის გამო მამაშენი ციხეში ლპება და შენ იმის ნაცვლად მიაკითხო ,ხელები დაუკოცნო ნამუსის ჩამოწმენდისთვის, შენ წმინდანის როლს თამაშობ _საბა ნუ მცდი ,გაქრი სანამ მრთელი ხარ თორემ ენას ამოგგლეჯ და ხელება დაგამტვრევ იმისთვის რაც გააკეთე _ გოგოს თავისი მოსაცმელი მოაფარა. წვიმდა და სიცივესაც ვერ გრძნობდა თვითონ,მხოლოდ მისი სიშიშვლის დაფარვა უნდოდა _ვინ შენ?ცხოვრებაში არ გიჩხუბია...დედიკოს ბიჭი ხარ ,მიმტევებელი... ყველას ყველაფერს აპატიებ . მიტევებაა შენი ცხოვრების მამოძრავებელი. ამიტომ მოდი შენ წადი და მადროვე გავაგრძელო დაწყებული ვაჩვენოთ აკობიებს როგორ უნდა ნამუსით თამაში _არ მიეკარო _მეთქი _წადი შენი ... _ხელი კრა და მერე წამიერად დაჩისაც დაებინდა აზროვნების უნარი. იქამდე არ იცოდა როგორ ხდებოდა ერთი დარტყმისგან მიღებული სიამოვნება რომ არ გყოფნის და გინდა მანამ სცემო სანამ ხელები არ აგტკივდება. არც ის იცოდა მის ხელებს ასეთი ჩხუბის დროს სიკვდილამდე რომ შეეძლო თანატოლის მიყვანა. გზასაცდენილი სულის გამოსწორების შანსსაც წაართმევდა და საკუთარ სულსაც ჯოჯოხეთისთვის გაიმეტებდა უცნობი კაცი რომ არ გამოჩენილიყო. სრულიად უცნობს რომ არ გაეჩერებინა ყვირილით "მოკლავ " არ ჩაეხუტებინა გულში და არ შეებოჭა მისი სულიდან დახსნილი დემონი _დამშვიდდი ... დამშვიდდი . მორჩა _მოვკალი?მოვკალიი?_დაიხავლა და ძალა გამოეცალა. გოგო გულწასული ეგდო ცივ ბეტონზე და თავზე აწვიმდა,ბიჭს სახე აღარ უჩანდა,თითქოს ძვალ_რბილი ჰქონდა გაერთიანებული _ცოცხალია, მშვიდად ... მშვიდად ბიჭის ნაცვლად დედას ხედავდა ,სისხლის გუბეში და საკუთარის ნაცვლად მამის სისხლიან ხელებს. მის წაშლილ სახეს,წამლის ეფექტმა რომ გაიარა და გაიაზრა რაც ჩაიდინა. საკუთარი ხმა კი არა მისი იყო თითქოს,ტკივილისგან მოიკეცა და ისევ უცნობმა დაიჭირა . მანქანაში იჯდა. აკობიას გულწასული გოგოც გვერდით მიუსვეს საბა ჭელიძე კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს უცნობის მეგობრებმა. _მოწესრიგდით ... _ სააბაზანოში შეიყვანა . წყალი მოუშვა და მერე პირზე თავად შეასხა _გამოფხიზლდი შვილო , არ მომკვდარა . საავადმყოფოში არ წაიყვანენ ,აქ მივხედავთ _აკობია ... აკობია _ ხელები შეიმშრალა და მერე გოგოსკენ წავიდა. ახლოს არ მისულა _ისიც კარგადაა ,დროულად მიხვედი... შიშისგან დაკარგა გონება _თქვენ რა იცით _ვხედავდი ,მაგრამ სანამ მოვედი შენ უკვე სცემდი ... ვის დავურეკო _დედას _ გაუკვირდა კაცს . მსგავსი იქამდე არ გაეგო. ვინ ურეკავდა ასეთ დროს დედას. _ჩამოდი ,მჭირდები ... სასწრაფოდ _ამოილუღლუღა თავდახრილმა და გოგოს სხეულისგან შორს კედელთან დაჯდა. ბიჭთან არც შესულა,თავი არ აუწევია სანამ სახლის კარი არ გაიღო და ქალი არ გამოჩნდა _დაჩი ჩადუნელი უნდა იყოს ... _აქ არის... მობრძანდით _სახლში შეიყვანეს თუ არა მის მზერას გადაეყარა ვისთან შეხვედრასაც არ უშვებდა კოშმარშიც კი ,იმ ღამის შემდეგ არ უნდა გადაყროდა გზად ის კი იქ იდგა მისი დაჩის თავთან და თვალის მოუშორებლად უყურებდა გაოგნებულს _დიანა ... _აქ ვარ , დე _ პაუზის შემდეგ თქვა და ბიჭთან ჩაიმუხლა. მკერდზე მიიკრა,ჩაიხუტა როგორც მაშინ დედის სისხლის სუნით გაჟღენთილი ,ხელებდასერილი . დივანზე მიწოლილი აკობია რომ დალანდა მაშინ დაუმძიმდა სუნთქვა _შენ რა დაჩი ... შენ ხომ არ დაგვღუპე ,დე _ხელი არ გაუშვია ბიჭისთვის ისე დაიჩურჩულა და კაცის ხმა გაიგო _გოგო გადაარჩინა ... ბიჭია ნაცემი . გოგო ფხიზელი არ იყო რაღაც ჰქონდა მიღებული ამიტომ ვერ იღვიძებს ჯერ . ბიჭიც უბრალოდ კარგად ნაცემია, თქვენმა დაჩიმ არ ვიცი ასე მძიმედ რატომ აღიქვა _მადლობა , დე _ კაცისკენ არ გაუხედავს ბიჭს კოცნიდა თავზე და გაყინული ხელებით ფერებას არ წყვეტდდა _სისხლის სუნია ,დიკო _გაივლის ... გაივლის დე _ მაისურის ბოლოებს დაწვდა და როგორც კი გახადა, ბიჭს მაშინვე მოიშორა. კაცმა საკუთარი ზედა რომ მიაწოდა ისევ მხოლოდ მის ხელს დახედა, მადლობაო ჩუმად უთხრა და ნაცნობი სურნელით გაჟღენთილი ნაჭერი გადააცვა ბიჭს _ მორჩა დე გოგოს ტელეფონის ხმა გაისმა . არ ჩერდებოდა,გადაბმულად ურეკავდა ძმა ,რომელსაც დის ძიება უშედეგოდ დაეწყო. მერე კი ბიჭსაც მოაკითხეს. ისე უცებ დაიწყო ყველაფრის დაჩისთვის გადაბრალება ლამის თვითმხილველსაც ეჭვი შეეპარა. გოგოს ბუნდოვნად ახსოვდა ყველაფერი ,დარწმუნებით ვერაფერს ამბობდა. იესე მინდელის სახლში იდგა დიანა ჩადუნელი შვილის წინ ფარად მდგომი ქალი და შეტავას უმკლავდებოდა თავაწეული _შენც კი ვერ გამოურეცხე მამამისის სისხლი ხომ ? ჩემ გოგოსთან რა უნდოდა ... რით ვერ გაიგეთ რომ არ ვყოფილვარ მისი საყვარელი . არ დამიკარებია თითი ,კაცობას გეფიცები_თქო ვუთხარი მამამისსაც და ამ შენ გაზრდილ გველის წიწილსაც . ახლა რა ვქნა დიკო ?მაინცადამაინც ის ვთქვა ეკა კი არა დიკო მიყვარდა სულ და იმიტომ იყო შეუძლებელი ჩემი და ეკას საყვარლობა_თქო? შენ რატომ არ თქვი იმიტომ არ მჯერა ეკას და ლაშას ამბავი მე ვუყვარდი სულ ლაშა აკობიასო _ შვილის ნახვის შემდეგ გაგიჟებულმა კაცმა ყველას თანდასწრებით თქვა საიდუმლო, რომელიც ერთეულებმა იცოდნენ _არ გაბედო ლაშა ... არ გაბედოს ვინმემ დაჩის დადანაშაულება . შენ კი საბა , გაახილე ეგ ცალი თვალი გამისწორე თუ კაცი ხარ და თქვი ჩავისვარე,კაცობაში ჩავიჭერი. დავლიე ,ვყლაპე ჩემი საყვარელი აბები ,მომაწვა ჟინი და აკობიების გოგოს ავეკიდეო. თქვი მეტს აღარ ვიზამო,მოდი დადექი მუხლზე ამ გოგოს წინ და პატიება თხოვე თუ გინდა ცოცხლად დამირჩე თორემ ჩემი დის სულს,ჩემი დაჩის ტკივილს გეფიცები ვინმემ ოდესმე რომ თქვას დაჩი ჩადუნელმა გოგოს შეურაცხყოფა მიაყენაო _რას ეუბნები ... შენ აძალებ ჩემ შვილს შეხედე რას გავს ბავშვი _ამჯერად ბიჭის მამა ალაპარაკდა _ვინ არის ბავშვი... ბავშვია ეს კობა? შენი გატუტუცებული ,გაფუჭებული კაცია, რომელსაც არასდროს აქცევ ყურადღაბას მხოლოდ ფულს უგდებ და არ იცი ამ ფულს რაში ხარჯავ. არ გეყო თავის გასულელება? აქამდე არ ვიცი რა დროს აპატიე და რა დააიგნორე , მაგრამ ჩემთან არ გაგივათ. მე ხომ იცი სანამ ვსუნთქავ დაჩის ტყუილად ხელებს ვერავინ შეაწმენდს. ნუ დამარეკინებ გაგუასთან ,ნუ მაძებნინებ მტკიცებულებებს, ნუ წამაყვანინებ ექსპერტთან თორემ მერე ციხეს განატრებთ მთელ ოჯახს _შენ რა იყო ქმარი იჩითება და უფრო მაღალი ტონით ლაპარაკობ? _სად იყო გიორგი მე რომ თქვენ ორს გიცნობდით და ამ ტონით გელაპარაკებოდით ..._ჩაიცინა დინამ და კაცს ქვემოდან ახედა _ მეხსიერების პრობლემები გაქვს უკვე ჭელიძე? თქვი სიმართლე , გამოიჩინე კაცობა საბა და მერე წადი ტაძარში,სანთელი დაანთე დაჩის სახელზე მადლობა უთხარი ღმერთს მისი ხელით რომ გაგაჩერა და გამოუსწორებელი ცოდვა რომ არ ჩაგადენინა _შენ იყავი... შენ იყავი საბა? _ ყველაზე მეტად ეტკინა დინას კაცის გაკვირვება _ შენ როგორ ... ლიზასთან რა გინდოდა შენ საბა _ აკობიას იმედგაცრუება ეტკინა ქალს. ეწყინა დაჩის დანაშაული რომ დაიჯერა და საბასი გაუკვირდა. ბიჭის დუმილმა აღიარება მოიტანა ,მაგრამ მოწმემაც დაადაასტურა სანახაობით ტკბობის შემდეგ _მინდელმა თქვას სიმართლე... მისი სიტყვის წონა დგას ყველაფერზე მაღლა _ ბოლო იმედს ეჭიდებოდა შვილის წინ მდგომი ჭელიძე. იმ წამს გახედა ქალმაც კარგად ნაცნობ უცნობ მინდელს რომელთანაც ერთი კვირის განმავლობაში მეორედ გადაიკვეთა მისი გზა . ფანჯარასთან იდგა სიგარეტის ღერით ხელში და სულ ორი წინადადება თქვა _შვილები მამებს ყოველთვის არ ემსგავსებიან ... შვილები ემსგავსებიან მათ ვინც მათ აღზრდაში იღებს მონაწილეობას . ეს ბიჭი წყაროს წყალივით სუფთაა ამ საქმეში ,იმდენად სუფთა რომ არაკაცი მეგობრის ჩადენილი ცოდვაც ტკივა ახლა . თავი რომ ვერ შეიკავა და მისი ბინძური სისხლით დაისვარა ხელები, ეგ ტკივა და აჩუმებს ახლა . თურმე მოკლული დედის სისხლი ეწვოდა ასე ქალს წამითაც არ შეუხრია წარბი. მდუმარედ მდგომი ბიჭის თითები იპოვა და მაჯაზე მოუჭირა. გოგო ტკიოდა , თავი რომ ტკიოდა და დაბინდული გონება აგიჟებდა. ის არასწორი ბავშვიც ტკიოდა ბოროტებასთან მორევის შანსი თითქმის რომ არ ჰქონდა და შეეცოდა მთელი არსებით. _ჩემ სახლში არ გამიბედოთ _ არ უყვირია ,მაგრამ გადაფარა მინდელმა აყვირებული მამების ხმა _სხვაგან და სხვისი თანდასწრებით გაარჩიეთ _მადლობა ... მაპატიე ყველა სიტყვა , ჩემი გოგო რომ წარმოვიდგინე ის _ქალის წინ დაპატარავდა აკობია _არც ბოდიში მჭირდება შენგან და არც მადლობა . ყველა დაჩისთვის უნდა გქონდეს მთელი დარჩენილი ცხოვრება და ისიც ინატრე მისნაირი ჰყავდეს გვერდით შენ ქალიშვილს თუ ნატვრას გაუბედავ ღმერთს საერთოდ_უსაშველოდ ამაყი ქალი იყო დიანა ჩადუნელი _შენ ... შენ წინ მუხლებზე დაჩოქილი დგომაც მემსუბუქებოდა რომ არ დაესწრო სხვას _იმედი მაქვს ჩვენი გზები აღარ გადაიკვეთება და მითუმეტეს ჩვენი შვილების ,აღარასდროს ! _ბიჭს გადახედა ძლივსგამოფხიზლებულს ატირებული და რომ ჰყავდა გულზე მიხუტებული_სანამ სხვის გაზრდილს ქვას ესვრი შენ სისხლსა და აღზრდილს ასწავლე როგორ დაიცვას ის ვინც სხვისი დასაცავი გახდა _ბოლომდე გვაჭერ არა? _გრძელი ღამე იყო ... დასრულების დროა ! წავიდბენ აკობიებიც და ჭელიძეებიც , დარჩნენ ჩადუნელები . ქალის წინ იდგა მინდელი ,მისი მეგობრებიც აღარ იყვნენ სახლში , ერთად გაქრა ყველა _ანუ მებონიას ცოლი ხარ ? _ ჭრელ თვალებში უყურებდა ქალს , ათასჯერ სასურველს და მიმზიდველს _ჩემი ნაცნობები გიცნობებ და მე პირველად გხედავთ ... გმადლობთ დახმარებისთვის . იმედი მაქვს ეს ამბავი ამ კედლებში დარჩება ,მიუხედავად იმისა რომ ჩვენ სრულიად უდანაშაულოები ვართ ხომ გესმით ,გოგონაზე იჭორავებენ _არც მიფიქრია . მე არ ვიცნობ თქვენ მეგობრებს ... ჩემი მეგობრები იცნობენ _დაჩი ჩადუნელი ..._ისე არ წავიდა ბიჭი ნორმალურად რომ არ გაცნობოდა _სოსო მინდელი _არაფერს ამბობდა კაცის სახელი დედა შვილისთვის. არ იყო მათი წრიდან _ თქვენთან ვალში ვარ და არასდროს დაგივიწყებთ _არ ვიცი კიდევ შევხვდებით თუ არ , მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ სწორ ადამიანებს _ვინ თქვენ ... მებონიები? _ჩადუნელები ! _ კაცის ირონიულმა ღიმილმა კიდევ ერთხელ ააფორიაქა. სიგიჟემდე უნდოდა უფრო ახლოს ყოფილიყო და მისი ცხელი სურნელი ეგრძნო ,ის შეგრძნება განეცადა რაც მისი შეხებისას ჰქონდა . გარეთ მანქანები დაუხვდა. მარტო იყო მისული ,მძღოლიც კი არ ახლდა და ახლა თავად ბატონი გიორგი ელოდა მანქანაში. გარეთ არ გადმოსულა,მაგრამ ყველამ იცოდა დაბურულ მინებს მიღმა ის რომ იყო. მხოლოდ მათ დააკვირდა ვინც ჩარიეს ჭელიძეებმა და აკობიებმა . შორიდან ცნობდა ჩადუნელი დამნაშავეთა ელიტას რომლის ნაწილადაც მიიჩნია მინდელი. _ მაპატიე ... _მანქანაში რომ ჩასხდნენ ბიჭმა დაიჩურჩულა . თვალები დახუჭული ჰქონდა ცრემლი რომ ჩამოუგორდა ყვრიმალზე და ქალს გული მოუკლა_არ მიფიქრია რომ აქამდე მივიდოდნენ . მე უბრალოდ ჩვეულებრივი ბიჭივით დავაპირე გართობა ... რატომ არ შეუძლიათ იცეკვონ ,მუსიკას მოუსმინონ,ცოტა დალიონ და ისე გაერთონ _შეუძლიათ ,უბრალოდ შენ ვერ იპოვნე ჯერ შენი ადამიანები... ბოდიში აღარ მოიხადო სწორი საქციელებისთვის _პრობლემა შეგიქმენი. გიორგი გაგიჟდება ჭორი თუ გავრცელდება ... იქნებ ჩვენ წინააღმდეგაც მომართოს _აკობია არასდროს იტყვის ტყუილს... არც ჭელიძე. ვიცნობ ,ჩემთან ორივე ვალშია და გიორგიმ რაც არ უნდა ეცადოს თუნდაც თავად გაავრცელოს ჭორები . ჩვენ ხომ ვიცით სიმართლე _იმ კაცს რომ არ მოესწრო მოვკლავდი _ზოგიერთი საცემია_თქო მითქვამს ადრე _მაგრამ უკიდურეს შემთხვევაშიო. რადგან გოგო კარგად იყო უბრალოდ უნდა წამოვსულიყავი ლიზასთან ერთად მე კი მას ავყევი ... როგორ ვემეგობრებოდი ასეთო ბნელი სულის ადამიანს. აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე როგორ ვერ მიტანდა. ისინი ყველანი ბ.ზად თვლიან დედას და მე სულ ბ.ზისა და მკვლელის შვილი ვიქნები ,მაგრამ მეგობრის ნიღაბს ირგებენ იმ გავლენის გამო, რაც შენი დამსახურებით მაქვს,რასაც მებონიას ოჯახისწევრობა მაძლევს . გულისამრევია ეს ყველაფერი და ყველანი ... მშვიდად ცხოვრება მინდა სხვა არაფერი . რომ ვიმუშაო,დაგეხმარო და დედას საფლავზე მისვლა შემეძლოს. მაინცადამაინც ქვეყნიდან უნდა წავიდე? არ მინდა შენი და ტყუპების დატოვება _თუ სხვაგან უფრო მშვიდად ისუნთქებ წადი, ნებისმიერ ქვეყანაში გადაცხოვრდი და დაიწყე თავიდან. დასვენების დროს ჩამოხვალ და ეკას საფლავზე ერთად გავიტანთ ყვავილებს. მე და ტყუპები ხშირად ჩამოვალთ _ვერ ჩამოხვალ დიკო ... მე ხომ ვიცი შენი გრაფიკი. ბავშვებიც ცოდოები არიან ჰაერში . აქაურობა მიყვარს,ეს ენა რომ მესმის და ამ ემოციებს ვგრძნობ ... მაგრამ ეს ხალხი მახრჩობს ყველა ვინაც ჩემი ამბავი იცის _განქორწინება დავიწყე ,საქმე სასამართლოშია _მაშინ აქ რა უნდა _ უკან ადევნებულ მანქანას გახედა ისევ _გვიცავს ... თავისებურად _გგონია ვაღელვებთ? _ჩემ გამო ტყვიას არ გადაეფარება , მაგრამ ვჭირდები და ისეთს არაფერს დამიშავებს _მხოლოდ დაგიყვირებს ხოლმე არა ? ის შენ ... ის გაიძულებდა ? დღეს ის გოგო რომ ვნახე როგორ ფართხალებდა და განწირული კიოდა . დიკო შენ ? მისი ცოლი ხარ და თქვენ საძინებელში არავინ შემოვიდოდა ,ვერავინ გაიგებდა ,ვერავინ გიშველიდა _ამაზე ნუ ფიქრობ ... შენ არასდროს იფიქრო ჩვენ ცოლ_ქმრობაზე . მე დავშორდები და დასრულდება _რა შეთავაზე _რაა ? _შენ რომ დაგთმოს ,რეკლამა რომელსაც ოჯახის დამსახურებით და შენი კარგი ქალობით იკეთებს _მის საიდუმლოს მიწაში ჩავიტან... _მხოლოდ ეგ? _აქამდე ვაშანტაჟებდი და ახლა ხელი მოვაწერე ოფიციალურ შეთანხმებას. თუ ვინმე ჩემგამ გაიგებს ბავშვებზე მეურვეობას ჩამომართმევს _რა თქვი ? დიანა ,იქნებ სხვისგან გავრცელდეს და შენ დაგაბრალოს მერე _არასდროს გაავრცელებს თვითონ ამ ამბავს. ბავშვებს მაინც შეხვდება ,დრო ისედაც არ აქვს . ახლა უფრო მშვიდად იქნება _ვინმე მოკლა? _ვინ გიორგიმ? არაა _აბა ნარკომანია? რამე არალეგალური შემოაქვს? _არაფერი მსგავსი მე არ ვიცი ... მე მხოლოდ ის ვიცი რომ უკვე 32 წლის ვარ და არ მჭირდება ცოლის სტატუსის სიმძიმის დამატება ჩემ ისედაც მძიმე ცხოვრებაში _მჯერა იპოვნი ღირსეულ კაცს ,რომელიც არც აკობიას ემსგავსება და არც მებონიას და არც რომელიმე მსგავს არაკაცს _აკობიას კი არა იმ დროს ყველა ჩემ სკოლელს ეგონა რომ მე ვუყვარდი ... ან მე ან ეკა . ეკა ულამაზესი იყო , მამაშენიც ძალიან სიმპათიური იყო ,აუტანლად ჭკვიანი და _ვიცი ,ვიცი დიკო ... მილიონჯერ გითქვამს რომ მერე ცუდმა წრემ შეაცდინა ,წამალზე შესვა,რომ გონზე არ იყო,რომ გაგიჟდა და იმიტომ მომიკლა დედა _ნუ გძულს ,გთხოვ ... სიძულვილი მძიმეა და მამის ხომ საერთოდ. მერე შენი ის ნაწილიც გძულს, რომელიც მისია _მისი ჩემში არაფერია ...მე მხოლოდ შენი და ეკას გენები მაქვს . მე მას არასდროს დავემსგავსები _ამ შიშის გამო წმინდანივით ვერ იცხოვრებ დაჩი... შენც შეგეშლება ხოლმე _რა ვქნა მოწევა,დალევა,აბების ყლაპვა და ქუჩაში გარჩევები დავიწყო იმიტომ რომ ტატო შონიას შვილი ვარ ? რომ მას ჯერ კიდევ კარგ ტიპად იცნობენ და ციხეშიც მშვიდად ზის?რომ იქედანაც გვიყურებს და მალე გამოვა ? იცი მალე რომ გამოვა? _შენ საიდან _რატომ არ მითხარი ... გეგონა ვერ გავიგებდი? ტატოა შონია ,მასზე ამბები ყველა ქუჩის ბიჭმა იცის და მე ეგეთს მილიონს ვიცნობ ვინც ნარკომან,მკვლელ, კანონიერ ქურდ მამაჩემზე გიჟდება _უნდა მომეკლა მაშინ ... გადაწყვეტილი რომ მქონდა _ ჩუმად თქვა და მერე ღრმად ამოისუნთქა _როდის _რომ დაიჭირეს მაშინ... ცეცხლი რომ მეკიდა . ვიპოვნე კიდეც ვიღაც ,სამუდამო ჰქონდა მისჯილი და სულერთი იყო მისთვის. ფული სჭირდებოდა ოჯახი რომ ერჩინა გარეთ და მამაშენის დამპალ სულსაც მიიბარებდა _მერე ? _მერე შენ შემეცოდე _მე ? _იქნებ ოდესმე მოგნატრებოდა,დაგჭირვებოდა ... ან მე მერე როგორ უნდა გამეზარდე ,რომ მეცოდინებოდა მამაშენი მოვკალი. შურისძიება დამამშვიდებდა კი? დედაშენი ყველა შემთხვევაში მკვდარი იქნებოდა ... პაპაშენს ჩვენ ვყავდით მხოლოდ _პაპამ რომ გთხოვა იმიტომ გაყევი გიორგის ხომ ? _არავინ მიყვარდა,მაშინ სულერთი იყო ვინ იქნებოდა და ის არ ჩანდა ცუდი. არც უშნოა და არც სულელი,ამბიციური,განათლებული... სასურველი სასიძო იყო . მე კი მინდოდა მამაჩემი მშვიდად ყოფილიყო ,იმედი ჰქონოდა რომ მე და შენ სანდო ხელში ვიყავით _და ისე მოკვდა ფიქრობდა,რომ გიორგი იყო კარგი ქმარი _ეჭვიც არ შეჰპარვია _ჩემი ლოცვები თუ არ იკარგება ერთ დღეს აუცილებლად აგიხდება ... იპოვნი შენ წილ სიმშვიდეს,იმ ფრთებს რომ შეგიფარებს , იმ საყრდენს შენ რომ გაგიძლებს ,იმ სხივებს შენ რომ გაგანათებს და იმ სითბოს შენ რომ გაგათბობს . თუ რამ სამართალია ამქვეყნად შენ ბედნიერი უნდა იყო დიკო _შენ ღმერთს ჩემთვის ნუ შეაწუხებ... მე ღმერთმა უკვე მომცა შენი და ტყუპების თავი სითბოდ,სინათლედ და სიყვარულად _ეკას სიყვარული გაუაზრებლად შემომრჩა,ზოგჯერ მგონია მხოლოდ ტკივილი დამრჩა მისი დაკარგვით გამოწვეული ... შენ კი ,შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად ამ სამყაროში _ მისი ხელისკენ დახარა თავი და მტევანზე აკოცა _ასეთი კარგი როგორ ხარ , დე ? _სულ შენი დამსახურებაა ,სხვა არავისი _არა დე , შენ ხარ ასეთი საოცარი ... შენ ხარ ღმერთის მოვლენილი საოცრება ,კეთილშობილება დედამიწაზე და შენ დიკოს უყვარხარ განუსაზღვრელად ............... _რა ჩაიდინეთ არ მომიყვებით ? ამდენი შავი რომ შეიკრიბა ... ჯერ ვიფიქრე დიკოს ყოფილი თაყვანისმცემლების კრებაა_თქო _სახლში რომ შევიდნენ უკან მიჰყვათ გიორგი _ჩემ სახლში რომ ხარ გავიწყდება? გასაღები უნდა შევცვალო საკეტზე? _სანამ ჩემი ოჯახი გქვიათ უნდა ვიცოდე _ნუ ღელავ ჩემი გაზრდილი ბავშვები დანაშაულს არ ჩადიან და შენ ძვირფას სახელს საფრთხე არ ემუქრება. მეტიც შენ თუ არ გააბაზრებ მე არც ვიტყვი რომ განვქორწინდით _ჯერ კიდევ წინაა პროცესი... იქნებ დაგიბრუნდეს ჩემ მიმართ გრძნობები _სასაცილო ხარ ... _ჭელიძის ბიჭი შენი ძმაკაცი არ იყო?ოცდაოთხი საათი ჩვენთან რომ ეგდო არ იცოდი პათოლოგი რომ იყო? თუ შენც გადაყლაპე რამე აბები...უნდა ვიციდე დაჩი,რომ დაგიცვა დროულად _არაფერი მიუღია _სასმელთანაც ფრთხილად იყავი არაფერი ჩაგიყარონ... სერიოზულად ,დაჩი მე უამრავი მტერი მყავს და შენ ჩემ შვილად გიცნობს ყველა _ვიცი,დიდი ხანია ყველაფერს ვუფრთხი და მეტად ფრთხილი ვიქნები დღეიდან _კარგი ... სულ ისტერიკაში ნუ კი გადახვალ. უბრალოდ შენთვის ვამბობ . ჩემზე ცუდი ხალხიც არსებობს სამყაროში . რამე გჭირდებათ ? ხომ არ დაველაპარაკო ჭელიძეს ,ხომ იცით ჩემ წინააღმდეგ არ წავა . მე ყველას თითო ცოდვა ვიცი _თითქოს საამაყო იყოს _დაჩიმ ჩაილაპარაკა ზიზღით და კიდევ ერთხელ გაბრაზდა საკუთარ თავზე გიორგის წინ დამნაშავის პოზიციით რომ აღმოჩნდა _ გააკონტროლე ექიმისგან არ გავრცელდეს ჭორები ..._დიანა როგორც ყოველთვის ცივი გონებით აზროვნებდა _საოპერაციო ყოფილა... გატეხილი ჰქონია ცხვირი და ყვრიმალის ძვალი . ჩხუბი თუ იცოდი საერთოდ არ მეგონა . აღნაგობა კი გაქვს ათლეტური ,მაგრამ რას ვიფიქრებდი. ძიუდოზე რომ დაგვყავდა ალბათ იქ ასწავლეს ასე დარტყმაც _საოპერაციო ? როგორ უძლებდა _გაუკვირდა დაჩისაც,არ ელოდა თუ ამ მდგომარეობამდე ეყოლებოდა მიყვანილი _იქ გაუკეთებია ექიმს გამაყუჩებელი ... თურქეთში გადაიყვანეს . აქ არ უმკურნალებენ და არც გაიგებს ვინმე . იმ გოგოს დაუშავა რამე? _არაფერი ,მხოლოდ შეეშინდა _და ის კაცი ვინ იყო ვინც წაგიყვანათ იქედან ? ვერ გავიგე ... ნაცნობი არაა . ჩხიკვაძეების ძმაკაცი ყოფილა . უმცროსი ძმა ციხიდან სამი წლის წინ გამოვიდა. იცნობ მაგათ ? _მეზობლად ცხოვრობდნენ ... მერე წავიდნენ და ახლა ისევ დაბრუნდნენ მგონი. მე სამეზობლოსთან ძველებური ურთიერთობა არ მაქვს,მამას სამეგობროსთანაც იშვიათად ვკონტაქტობ _მაგათაც ხომ არ უყვარდი _პატარაა _უფროსი ხომაა შენი ასაკის და ასაკსაც რა მნიშვნელობა აქვს შენ ისეთი უბერებელი ხარ 20 წლის გოგოს ჰგავხარ ისევ და მე თუ მკითხავ ახლა უკეთესი ხარ _გულისამრევი ხარ ... _კარგი წავედი თორემ მეშინია ჩემ ლამაზ ცხვირსაც არ მოხვდეს შენი დაჩიკოს მუშტი _ჩაიცინა ,დინას ლოყაზე აკოცა ქალის მზერის მიუხედავად და ისე დატოვა სახლი _თითქოდ ადარდებს... მხოლოდ კომპრომატებს არიგებს _მამაჩემი ბ.ზს ეძახდა ასეთ კაცს და იმასაც როგორ დაუმალა თავისი სახე ეგ მიკვირს მხოლოდ... მაგრამ მაშინ ასეთი არ იყო ფულმა დაახარბა ,მშიშარა გახადა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ახლა ყველაფერზე მიდის. აი ასეთი არ უნდა გახდე არასდროს _ დიანა გვერდით მიუჯდა და თავზე აკოცა _ დაივიწყე ეს დღე. შენ არაფერი ჩაგიდენია ! შენ ხარ ყველაზე კარგი კაცი და მთელი ცხოვრება ამაყი ვარ შენით _ რამდენჯერმე აკოცა,თვითონ დაადო თავი მხარზე და თვალები დახუჭა _ ბიჭის გავხარ ,გეფიცები _ბავშვს დავარქმევ მის სახელს და დაიბადება ისევ ბიჭი ჩადუნელი _ჩუმად უთხრა დიანას და მერე მასთან ერთად გაუყვა საძინებლისკენ გზას. ქალი ტყუპების ოთახში შევიდა თვითონ კი მარტო გამოიკეტა ფიქრებთან ერთად. მეორე დღეს ამბავი მთელმა ქალაქმა იცოდა. გოგოს სახელს არ ამბობდნენ ,მაგრამ დაჩის აქებდნენ და გმირად შერაცხეს . ჩადუნელს ყველაზე ნაკლებად კი ქუჩის ბიჭებთან საერთოს ქონა უნდოდა,მათ შორის ავტორიტეტად გადაქცევის ეშინოდა ყველაზე მეტად ,მაგრამ ვერც მამის და ვერც ბაბუის სახელს ვერ იშორებდა _დაჩ გამო გავიდეთ სადმე ... არ დაიღალე სახლში? კახეთში მაგარი სასტუმრო გაიხსნა ... აუზი ,სიგრილე. ცხენები _კარგი რა იო დამაცადე _ აივანზე მდგომ სავარძელში იჯდა და წიგნს უინტრესოდ დაჰყურებდა _ჩემი და ჩამოვიდა სადმე მინდა წავიყვანო ,მისი მეგობრებიც ... არ მინდა იქ თავგასული ღრეობები ,წყნარად ,მხიარულად . წაამო რა ,მარტოს ვერ გავუძლებ ამდენ ქალს . შენზე უკეთ ვის ესმის ქალების _იოო ,როგორ ხარ?_მოსაუბრეებს დიანა შეუერთდდათ და ბიჭს მოეხვია _გამარჯობა დიანა ,თქვენ როგორ ბრძანდებით? _როდის უნდა შეწყვიტო თქვენობით საუბარი ? _აუ დიკოს ვერ დაგიძახებ და დეიდას ხო ვაფშე... შანსი არაა _უბრალოდ დიანა დამიძახე რა მოხდება...მატილდა ჩამოვიდა ? _კი ,მეგობრებთან ერთადაა სულ . მინდა სადმე გავიყვანი და დაჩის ვეპატიჟებოდი _წადით აუცილებლად... მეც შემოგიერთდდებით შაბათ კვირას ბავშვებთან ერთად. ნომერი დაგვიჯავშნე დაჩი ,კარგი ? _წავიდე ? _ხო ,აბა ? აქ უნდა იყო სულ ? _შენ რას შვები არ მიდიხარ ინგლისში? დავამთავრენ უნივერსიტეტს და მერე წავალო რომ გაიძახდი ...საუკუნეა დაამთავრე. დაბერდი უკვე და ეგაა ,აღიარე რომ არ მიგიღო არცერთმა უნივერსიტეტმა მაშინ და იმიტომ დარჩი _მატილდა დაბრუნდა და მე ახლა სადმე წამსვლელი ვარ? გადავყლაპავ ამ შხამიან კომენტარებს _დაბრუნდა რას ნიშნავს ... უკან აღარ მიდის? _არაა ... დაასრულა სწავლა და აქ დაიწყებს მუშაობას. მერე რამე კურსების პონტში თუ წავა. ონლაინაც ვიმუშავებო რავი მაგის თემებში ვერ ვერკვევი მე. აქ მამა დაპირდა მე გაგიხსნი კომპანიასო. არ ვერევი მის თემებში,არ მაინტერესებს არაფერი იმის გარდა ,რომ აქ მეყოლება და იქ ვიღაც შტერ ინგლისელ ბიჭებს არ ეპრანჭებიან ეგ და თავისი ინაკო _ინაც დაბრუნდა? თურმე რატომ ხარ ასეთი ბედნიერი _ჩაიქირქილა დაჩიმ და გააბრაზა ბიჭი _ხმა ... _ინა რომელია დე? მე ვიცი ? _არა, ჩვენთან არ სწავლობდა ... ფოტომოდელია,უფრო სწორად ხატავდა ეგეც რა ერთად დადიოდნენ დამეგობრდნენ და მერე ისე მოხდა რო ერთად წავიდნენ. ახლა ორივე დიზაინერია სხვადასხვა მხარეს ოღონდ . ინა მინდელი , მამიდას აქვს ატელიე ... უმაგრესი ქალია _მართა მინდელის ძმის შვილზე ამბობ ? _დიახ . იცნობთ მართას? _პირადად არა ,მისი ატელიედან მოჰქონდათ ხოლმე კაბები ჩემთვის საჩუქრად და მის ქმართან მკურნალობდა დედა... შესანიშნავი კაცია. ყველაფერი გააკეთა რაც შეიძლებოდა _ სევდისფერი ღიმილით იღიმოდა დინა _კი ,ეგ ოჯახია _როდის მიდიხართ ? _ხვალ დილით _მანქანას წაიყვან თუ _წავიყვან ... ამათი ყაყანის თავი არ მაქვს _ჩაგილაგო გინდა? _არა ,თვითონ ჩავალაგებ ..._ხელზე აკოცა და მზერით გააცილა ქალი . იომ მოწევა დაიწყო და აივნის მოაჯირს მიეყრდნო. ერთხანს ჩუმად იყვნენ მერე გვერდულად გახედა _მომნატრებია _ვინ _ინა _მამამისი გავიცანი ... მოგკლავს რომ გაიგოს მისი პატარა გოგო გიყვარს _როგორ ... შენ რა გინდოდა მამამისთან _შემთხვევით გადავეყარე _როგორ გადაეყარე შემთხვევით ციხიდან გუშინ გამოსულ კაცს _რაღა გუშინ ... ორი წელია გამოვიდა არა? _ორი წელი ბევრია? გამოვიდა თუ არა ინა წავიდა ... უფრო ამიტო გაჰყვა მატის თორემ არ აპირებდა. რა დამავიწყებს იმ კადრებს ,როგორ ემშვიდობებოდა ძმას და მამიდას . მამამისი იქ არ ყოფილა _დედის მკვლელ მამებს არ ემშვიდობებიან... გაურბიან _შენც გაექცევი ? _მე გადამარჩინა... ალბათ იმიტომ რომ იცის როგორია როცა მკვლელი ხარ _ვინ გადაგარჩინა _რომ არ მოსულიყო და დამხმარებოდა ჭელიძე შემომაკვდებოდა და მერეც გონს ვერ მოვედი . ინას მამამ,სოსო მინდელმა მოაგვარა _რა პატარაა სამყარო... _ბათუმში რა უნდოდა _იქ დაიწყო ბიზნესი . არ ვიცი ზუსტად რა ,ფაქტია რომ არ დაენახოს შვილებს და არ გააღიზიანოს გარბის _ნეტა ჩემიც გააჩერებდა სხვას ? ეტყოდა არ მოკლაო ? _რას აპირებ რომ გამოვა _მთავარია ის არ აპირებდეს ჩემ ნახვას და ჩემთან კონტაქტის სურვილი არ გამიბედოს . მეშინია არ მოვკლა მისი ცუდი საქმეების გამო _იქნებ შეიცვალა _არ გესმის ამბები ? იქედან გამოსული ბიჭები რომ ყვებიან,გამოვა და ბანდა დახვდება აქ _სხვები ლაპარაკობენ მასზე როგორც მამაზე ... _ყველა ილუზიებშია ... დედაჩემი კი ყველას ბ.ზი ჰგონია მის გამო _მინდელმა შეუსწრო ... თავზე დაადგაო თავის სახლში,თავის საწოლში ,თავის ცოლს სხვა კაცთან. მოკლავდა აბა რას იზამდა _მეზიზღება არ მოკლული ადამიანები უფრო რომ უკვირთ ვიდრე მოკლული _აფექტში იყოო დაუმტკიცდა თორემ ორი კაცის მკვლელს ვინ გამოუშვებდა ციხიდან ჯერ _შენ ყველაფერი გაიგე არა? _აქ ამბის გაგება რთული არ არის... ასეთი ამბების მითუმეტეს .მართალია ჩვენ ქალაქში არ მომხდარა ,მაგრამ მაინც _გიყვარს? _შენ? _რა მე _ გაშრა ჩადუნელი ,ჩაეცინა მეგობარს _პატარა ხარ ... _რა შუაშია ,ვერ ვხვდები რა გინდა _ შენც რომ ბედნიერი იყო და ისიც ... ერთად არ გამოგივათ ვიცი ,ამიტომ ცალ_ცალკე მირჩევნია _რატომ მიგყავარ მათთან ერთად _შენ რომ ჩნდები მატილდას ყველა ავიწყდება შენ გარდა და მე მინდა ინაც დაივიწყოს ,დამითმოს ,დამაცადოს _გასაგებია და თუ არ დაველაპარაკები და სალომეს წამოვიყვან? _არც იფიქრო ! _რატომ _მატილდა სალომეს შეიწირავს ,ეზიზღებათ ერთმანეთი და სულ შენი ბრალია _რა შუაში ვარ ... ისე ვიხუმრე თორემ _სულ რომ ხატზე დაიფიცო დობილიაო ჩემ ეგოისტ დას ყველა ეზიზღება ვინც ეცილება მას ვინც მისია _თუ ხვდები რა აფსურდულ რამეს მეუბნები _შენ ხარ იდიოტი,ვერ ხვდები მატილდას ხელში სათამაშო რომ ხდები... ერთობა პატარა ბიჭის გრძნობებით მითუმეტეს შენნაირი ბიჭი რომ მისით არის გატაცებული მის თვითშეფასებას ამაღლებს და ისე არ გაგიშვებს ობობა ქსელში გახვეულ საცოდავ ბუზს _სულ გაგიჟებულხარ... სიცხეში ბევრი იარე?მსგავსი სისულელე არ მობოდო სხვა არავისთან . მე და მატილდა ერთ წინადადებაშიც არ გვახსენო _გამიბრაზდი ?სიმართლემ აგიწვა პატარავ? _გიორგის შორდება დიკო და აღარაა დრო შეწყვიტო ჩემთან მამაშენის ხათრით ძმაკაცობა? _ახლა მოგხვდება ! _რა ?ეგრე არ არი? მამაშენი და გიორგი ერთ გუნდში არიან ,მთელ ოჯახს აიძულებენ იმათ ემეგობრონ ვის მშობლებსაც თვითონ ... ეგ დიდი ხნის გახსნილი ამბავია _შენ თავზე ლაპარაკობ ალბათ _მე ?მე რაში მჭირდება ვინმეს გავლენა... მე ისედაც ჩადუნელი ვარ_გაბრაზდა მატილდას ხსენების და მის გრძნობებზე საუბრის გამო ,იმდენად რომ ატკინა ბიჭს რომელსაც ნამდვილად პატივს სცემდა _ახლოს არ გაეკარო მატილდას ! თავს ნუ ვაიძულებთ კომუნიკაციას დღეიდან _ გაბრაზებულმა, იმედგაცრუებულმა მიახალა და წავიდა. გზად შემხვედრ ლანგრით მიმავალ დინასთან გაჩერდა _ყავა მომქონდა... ხომ გიყვარს ეს ნამცხვარი. სად მიდიხარ? _ მადლობა ყველაფრისთვის ... საუკეთესო ვინმე ხართ ქალბატონო დიანა _რამე მოხდა იო? _ნახვამდის... _არაფერი მითხრა ! _ქალი თავზე რომ დაადგა ჯიუტად დააიგნორა. წიგნის ფურცლებს დაჰყურებდა და თავს ისე იჭერდა თითქოს წამსვე არ ინანა სულთან ახლოს მყოფი მეგობრის დაკარგვა. _არ უნდა დაკარგო ადამიანი ასე მარტივად ... _არ მჭირდება არც თვითონ და არც მისი და _ხოო? მოგენატრა ? _არა ! _როგორც კი გაიაზრებ რომ შეგეშალა მაშინვე მიდი ,მოუბოდიშე,ჩაეხუტე და უთხარი რომ იმ იშვიათ ადამიანებს შორისაა ვისი იმედიც გაქვს _დიანა _იოანეს იმედი მეც მაქვს... სულ ასეთი კაცი იყო . იცის მისი და მოგწინს და მაინც არ _უნდა მოგესმინა რა მითხრა _თვითონაც მოგიბოდიშებს თუ შეეშალა...სიტყვები ზოგჯერ არ გამოხატავენ ნამდვილ აზრს _მე მისთვის არასდროს მითქვამს რომ მომწონს და სხვებმა როგორ იცით მე რა მოწონებით მომწონს მატილდა...რომ მიყვარდეს იმ ოთხ წელს გავაქრობდი და თავს ვაჩვენებდი როგორი კაციც ვარ ,მაგრამ ვიცი რომ ეს არაა ის სიყვარული ოჯახამდე რომ მიმიყვანს და არც მიფიქრია ასე უბრალოდ გამეხარჯა ეს სიტყვა თან ასეთ ახლო ადამიანთან _მეც მიბრაზდები? არავისთან კონტაქტობდი იმდენს რამდენსაც მატილდასთან მითუმეტეს გოგონებთან _იქნებ იმიტომ რომ ვიცოდი პატარა ჩემზე შეყვარებული გოგო არ იყო და ოცნების კოშკებს არ ააგებდა მერე. იმდენ სულელ ბავშვს ჰგონია რომ მოვწონვარ ,ვუყვარვარ თუ მქრაშავს ბეწვის ხიდზს სიარულია მაგათთან კომუნიკაცია. არავის გულის ტკენა , ფიქრებში ყოფნა და აღელვება არ მინდა. მატილდა სულ დიდი იყო,ყველაზე ჭკვიანი და გაწონასწორებული თან მხიარულიც. იმიტომ მქონდა მასთან ის დამოკიდებულება რაც მქონდა ,დიანა _ბევრ გოგოს მოსწონხარ დეე ? აქამდე რომ არ გითქვამს? _ მოეხვია გაბადრული და ლოყაზე აკოცა _ დედას უკიდეგანოდ სიმპათიური და ჭკვიანი ბიჭი ხარ? _თუ ღმერთი გწამს ... რა უნდა მეთქვა. სკოლაში ყველას ვიღაც მოსწონს და მერე უნივერსიტეტშიც... ქალაქელები ავრცელებენ ჭორებს და მთელი უნივერსიტეტიც ქრაშავს იგივე კაი ტიპებს _კიდევ ვინ მოსწონდათ _ყველა კაი ტიპად ცნობილი და შერაცხული _ეგეთები არ დადიან სულ შენ სკოლაში და უნივერსიტეტში? _მერე სკოლის წლები რაში იფლანგება დედა? ერთმანეთის გაჯიბრებაში ,იმის დამტკიცებაში ვინ უფრო ძლიერი,მაგარი ტიპია . საუკუნეები მიდის და ეს მოჩხუბარი ტიპები არ კარგავენ რეიტინგს და წარმომიდგინე ერთი წუთით ეგეთი გოგოს გვერდით იქამდე რომ ჭელიძე მოსწონდა და მერე მე _ახლა ყველამ იცის ჭელიძე რომ სცემე და რა მოხდება ? _უბედურება ... საბას ყველა ძვალი გასწორდება ,მაგრამ მის ტვინს არაფერი ეშველება. ჩათვალე მტერი მყავს იმის გამო რომ ვერ მოვთოკე თავი _ასეთი მარტივია მტრად გადაქცევა?მაშინ გილოცავ ,ახლა აშკარად გამოავლენს სახეს და იქამდე ჩათვალე ჩუმად გემტერებოდა მეგობრის სახელს ამოფარებული _არადა ბავშვობაში როგორი კარგი იყო... მერე რაც მამამისისთვის იმის დამტკიცება დაიწყო რომ არსებობს და გაიხსენოს მისი არსებობა ,ყველაფერი აურია. მეგონა გაუვლიდა,მაგრამ არა... მერე აკობიას როგორ უყურებდა დავინახე, არ აღიარა ,მაგრამ მე ხომ დავინახე . ისიც ვიცოდი მისი შეყვარებული რომ სცემა და ყველა ვინაც სადმე თქვა ლიზა მომწონსო,მე ვიყავი მხოლოდ დარჩენილი და მე ვერაფერს მიბედავდა _შენ?შენ რა შუაში იყავი იმ გოგოსთან ... თქვენ სკოლაში ხომ არ სწავლობს . ხომ არ იცნობდი პირადად _ჭორები დადიოდა ლიზა აკობიას გამო თავს ტყუილად იკლავთ იმას დაჩი ჩადუნელი მოსწონს,მაგათ სისხლის ყივილი აქვთ მგონიო ... მამამისის და დედაჩემის თემაში ამბობდნენ _დედაშენს არასდროს მოსწონდა ლაშა ,გეფიცები ... _მჯერა ,მე შენი ნათქვამი ყველა სიტყვა მჯერა დიანა _ის გოგო მოგწონს ? _არ ვიცნობ ... პატარაა თან ჩვენზე _არც ის გიცნობს და როგორ მოსწონხარ _ჭორი იყო მხოლოდ ,თორემ საიდან უნდა მოვწონდე არ ვიცი. იმ სულელ ბავშვსაც ვუთხარი, რაც გინდა ის ქენიო ისე მითხრა დამიმტკიცა რომ გიჟდებოდა ლიზაზე. ასე იცის ამოკვიატებები,თან უტყდება თქვას რაღაც რომ უნდა თითქოს მაშინვე ვიღაც ეტაკება და წაართმევს _ოთხ ძმაში მესამეა და ალბათ ამიტომ... იქნებ რაც უნდოდა სულ ვიღაც ართმევდა. ამაზე არ გიფიქრია? _ახლა რა გავაკეთო , საბა ჭელიძის ფსიქოლოგი გავხდე? მოკლედ მე არც მატილდა მიყვარს ,არც ლიზა და არც ვინმე სხვა. არ მინდა საერთოდ ჯერ ეს სიყვარულობანა იმდენი საქმე ,გეგმა და პრობლემა მაქვს დინა _მეჭორავე რააა... კიდე ვის მოსწონხარ . არასდროს მიყვებოდი და ახლა მაინც მითხარი _არავის... ვერ გეტყვი . არ შეიძლება _სხვას არავის უთხრა,ბიჭებთანაც არ იჭორაო ,მე მითხარი მხოლოდ _ გვერდიდან ეხუტებოდა,იცინოდა და კოცნიდა _გთხოოოვ დეე _ბევრია _ საყვარლად წამოწითლდა,ეუხერხულებოდა უზომოდ _თანაც მე არცერთი მომწონს _მაგალითად ვინ არ მოგწონს _სალომე ჭედია ... _ლალიკოს გოგო ? მოსწონხარ და არ მოგწონს?ულამაზესიააა დეე , თან როგორი ჭკვიანი. სულ წარჩინებულების დაფაზე არ იყო შენ გვერდით? ტოლს არ გიდებდა ... როგორ ცეკვავს ? ვიდეო რომ ვნახე მეორედ ვუყურე ისეთი ქალურია,ისეთი დახვეწილი . თვალები? თვალები როგორი ფერი აქვს? ჭადრაკში რომ მოგიგო ეგ არ იყო ის ერთადერთი? _ტიროდა რომ აგებდა და დაბადების დღე ქონდა იმ დღეს... ჩემთვის სულერთი იყო და მოვაგებინე . მე ვერავინ მიგებდა იმ ასაკში და რამდენჯერ უნდა გითხრა დიანა? _რომ უყვარხარ და შენ არ გიყვარს არ იტირებს გგონია? _იტირებს კი , იმიტომაა სულელი ... ყველაფერი იცის რასაც ასწავლიან. უამრავი წიგნი წაიკითხა და ეტყობა მხოლოდ რომანებმა მოახდინა შთაბეჭდილება და მოუნდა ჩემნაირი არეული _არეული რატომ ხარ ვითომ? _მამაჩემმა დედაჩემი მოკლა ... ყველაზე არასრულფასოვანი კაცი ვარ შესაყვარებლად და მასთან ოჯახის წარმოსადგენად ის სულელი ბავშვი კი ჩემთან რომ მოდის ძლივს ლაპარაკობს. წითლდება,იმ თავის ჭრელ თვალებს აქეთ_იქით აცეცებს და გამშრალ ტუჩებს ისველებს. მოწამლავს ის თავისი წითელი პომადა ბოლო 5 წელია რომ არ იშორებს და არ იკარებს სხვა ფერს. თითები ეყინება თუ ეოფლება არ ვიცი სულ კაბას ებღაუჭება ,ან ზურგს უკან მიაქვს ... თუ შორს არის თვალს ვერ მოაშორებინებ. არ ვიმჩნევდი თავი უხერხულად რომ არ ეგრძნო ,მაგრამ იდიოტი ხომ არ ვარ _სხვებიც ჭორაობენ? _არა ... იტყვიან და ენას ამოვგლეჯ. თან ვინ გაბედავს თქვას,არ იცი რა ალქაჯია . შარშან იყო მგონი კალანდიას იდიოტი შეყვარებული მაგან დღეში ჩააგდო რომელი ქურდი გაურჩევდა ისე საქმეს. კრიალოსანი აკლდა ხელში . გოგოს შუა ეზოში ეჩხუბებოდა,ხელზე უჭერდა, არცხვენდა ... მეც მინდოდა უკვე ჩარევა , წავედი კიდეც ,მაგრამ ვინ დამაცადა. ქორივით დაეცა თავზე _ ყვებოდა და სახეზე ათასი ემოცია ესახებოდა _ტყუილად მოგწონს რძლად. მასეთი ?მტერს არ ვუსურვებ. დედამთილის რისხვა იქნება ... _მატილდა არ გყვარებია თურმე ნამდვილად ... _ მხოლოდ ეს უთხრა,მხარზე აკოცა და წამოდგა _მოიცა სხვების სახელები არ გაინტერესებს? სალომეს იცნობ და იმიტომ დავიწყე მისით და _სხვები არც მე მაინტერესებს და არც შენ ... შეურიგდი იოს . წადი ხვალ სასტუმროში _ვერ გავიგე ახლა რა _არაფერი ,დე ... იოს შეურიგდი და სხვა ყველაფერს დრო გვიჩვენებს ................. ბიჭი ჩადუნელი ,დიანას და ეკას მამა ავტორიტეტული კაცი იყო დამნაშავეებს შორის . ქურდი არასდროს ყოფილა,მაგრამ ხშირად ეხვეოდა გაუგებრობაში სიმართლის დაცვის გამო. ღვთის მოშიში მისი მეუღლე,ლიანა ჩადუნელი ღვთისმოშიში ქალი იყო და გოგონებსაც ბავშვობიდან ეკლესიურად ზრდიდა. დიანას სული სიმშვიდეს პოულობდა ლოცვის დროს ,არასდროს მოშორებია ტაძრის კედლებსა ეკა კი რომ წამოიზარდა მუდამ ეზარებოდა სახლიდან გასვლა. ოჯახისწევრების გარდაცვალების და უამრავი განსაცდელის შემდეგ კიდევ უფრო მეტად მორწმუნე გახდა,ძალას აძლევდა თითოეული მარხვაში გატარებული დღე ან უბრალოდ ხატების წინ თავდახრილი დგომა. მრევლს არ ეცნობოდა,მის სახეს ბევრი ცნობდა უბანშიც და შემდეგ გიორგის ცნობილობის დამსახურებით ქვეყანაშიც. თავდახრილი შედიოდა ,თავზე მოხვეული თავსაფრით იდგა ხოლმე ერთ ადგილას და მამაოსთან მისვლამდე არც წევდა თავს მაღლა. იმ დღეს კი ეზოში გასულს ნაცნობი ხმა შემოესმა უკან დასახევი გზა არ ჰქონდა,თორემ არც დაენახებოდა მინდელს _დამლოცე მამა ნიკოლოზ _ მისი ხელისკენ დაიხარა ,აშკარად არ ხედავდა პირველად _აბა არ ჩამოვალ ჯერ თბილისშიო? _ისე დალაგდა ყველაფერი რომ ჩამოსვლა მომიხდა... _მივიღეთ შენი გამოგზავნილი შემოწირულობა. ბავშვები ისეთი ბედნიერები იყვნენ,რატომ თვითონაც არ მოხვალ და არ გაიცნობ _რა საჭიროა ... მადლობისთვის ხომ არ გამიკეთებია .ხომ იცით რაც არ ასვენებს ჩემ სულს და რა დანაკლისის ანაზღაურებასაც ვცდილობ უშედეგოდ _ვიცი ,ვიცი ყველაფერი _ჩემი წასვლის დროა... გელოდენიან _ ქალი როგორც კი დაინახა მაშინვე გაჩუმდა _დიანა , მოდი ჩვენთან შვილო ... გაგაცნობთ ერთმანეთს.ერთად დიდ საქმეებს გააკეთებთ,ორივე ქველმოქმედი... _ვიცნობთ მამა ნიკოლოზ ... დროებით _რახან არ იშლი იყოს ისე როგორც გინდა,მაგრამ ხომ იცი ვერსად გაექცევი ღმერთის წადილს ... უფალმა დაგლოცოს შვილო _აღარაფერი უთქვამს მინდელს. დიანას წამით გაუსწორა მზერა და წავიდა. კაცმა თეთრ წვერზე ჩამოისვა ხელი და ღრმად ჩაისუნთქა,თითქოს მისი ტვირთი აწვა მხრებზე. _არ მინდოდა ხელი შემეშალა ... მხოლოდ საუბარი მინდოდა თქვენთან _საიდან იცნობთ _ჩვენ ... ის არის ის კაცი მე რომ _ სახეზე წამოწითლდა. აღსარებაში უკვე ნათქვამის გამეორებაც მოერიდა _დაჩის ის დაეხმარა ,სხვა არაფერი ვიცი ... აქ დადის ? ადრე რატომ არ მინახავს _ჩემი მრევლი არ არის... წლებია ვიცნობ ,სხვა ქალაქში რომ ვმსახურობდი მაშინ გავიცანი . უცნაურია ცხოვრება _ თავისთვის ჩაილაპარაკა და მანქანაში მჯდომს შეხედა იქედან რომ უყურებდა ქალს _რამე ხომ არ შემიძლია მამა ნიკოლოზ... ხომ იცით თუ რაიმე იქნება საჭირო ნებისმიერ დროს _არაფერი შვილო . მხოლოდ დაჩი მოიყვანო იქნებ აქამდე დიდი ხანია არ მოსულა _თვითონ მოვა , რომ იგრძნობს ვეღარ უძლებს ქაოსს მოვა _იმედიანად თქვა და შემდეგ დაემშვიდობა. ........... ღამით სოსო მინდელი დაესიზმრა და არც სჯეროდა ისეთი განწყობით გაიღვიძა. მონატრებისფერი განცდა ჰქონდა,ინტერესს ვერ იმორჩილებდა და ებრძოდა იქამდე სანამ ისევ არ გადაეყარა. გიორგის გვერდით იყო ,მათი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე ცალ_ცალკე ვერ წავიდოდნენ. რესტორანი დახურული ჰქონდათ. ცნობილი ბიზნესმენი მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავდა და ამ წვეულებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის აღმოჩნდა მინდელი , ჩხიკვაძეებთან ერთად არც მეტი არც ნაკლები თავად იუბილარის ძმების მაგიდასთან ისხდნენ და ისე საუბრობდნენ როგორც კარგი ნაცნობები. გიორგი ადრე წავიდა,არ ჩვეოდა ,მაგრამ დაურეკეს და სასწრაფოთ უნდა გავიდეო აცნობა. სულერთი იყო დინასთვის მისი ყოფნა არ ყოფნა,ყელში ჰქონდა ამოსული ყველგან მის გეგმებზე რომ იწყებდნენ საუბარს,მისი საქმეებისგან შორს ყოფნა ერთ სიამოვნებას წატმოადგენდა განქორწინების შემდეგ. აივანზე გასულს წინ დაუხვდა ,ჩაეცინა კაცს მისი მზერის გააზრებისას _მომავალ პირველ ლედის ჩემი მოკრძალებული სალამი ... უკაცრავად ,წინ დიდხანს არ გადაგეღობებით _გვერდით გადგა ,კედელს მიეყრდნო და სიგარეტის მოწევა განაგრძო,თან ტელეფონზე დაურეკეს. საუკუნის წინანდელი მოდელი რომ ამოიღო ჯიბიდან ქალს თვალები გაუფართოვდა _გისმენ... არა ჯერ ვერ .ხვალ ,დილიდან და საღამომდე მოესწრება _ქალი ისევ რომ იდგა და უყურებდა კითხვა დაუსვა როგორც კი სატელეფონო საუბარი დაასრულა _ეს ტელეფონი 2000 წლიდან გამოგაყოლეს? _მე იქ ჩავრჩი ... თქვენ რამე გგნებავთ ქალბატონო მებონია? _მებონია არა,ჩადუნელი ვარ და კი , შენ _რა მე _მინდიხარ ... _დილას სიგარეტთან და ყავასთან ერთად თუ საღამოს ვახშამთან და წითელ ღვინოსთან _ჩაიცინა, თავი გვერდზე გააბრუნა და მოწევა განაგრძო _ ქმრიან ქალებთან ყოფნა გულისამრევია და ქალი გულს არ უნდა გირევდეს,უნდა გასიამოვნებდეს. მე კიდევ თქვენნაირები მეზიზღებიან იმდენად რამდენადაც შეიძლება კაცს ქალი სძულდეს _ ისე თქვა თითქოს მას არ ელაპარაკებოდა,ჩუმად დატოვა და მერე საერთოდ გაქრნენ ისიც და ჩხიკვაძეებიც. მიხვდა რაღაც ხდებოდა ,არეულობა იყო და ამ არეულობას მთავარი ფიგურაც ჰყავდა ცნობილი ხისთავიანის დამსახურებით. გარეთ გადიოდა უკვე დერეფანში რომ შეეჩეხა მთვრალ გაბუნიას _შენი ქმარი სად არის? ჩემთან ერთად ყოფნას ვერ ბედავს ხო? შენ არ გქონდა ჩემი ატანა ,ეჩალიჩე და მაგიტო მომიშორა ხომ? _შენ თანამდებობა დაკარგე შეცდომების გამო მე რა შუაში ვარ ... მივდივარ,გამატარე _სად მიდიხარ გოგო ... რა უთხარი შენ ს.რიკო ქმარს გოგლა მეჩალიჩებოდა ,გამაბრაზა და დედა უტირეო?ჩამძირა... მთელი ტენდერი დამაწერა გოგო თორემ მაგის სავარძელი გაირჭოს _არასწორი ქმნილება ხარ როგორც კაცი,როგორც მეგობარი,როგორც სახელმწიფო მოხელე და როგორც ბიზნესმენიც და თუ ნოლზე ხარ ზუსტად მანდ არის შენი ადგილი _ სიტყვებს მაქსიმალურად ჩუმად ამბობდა. ხელზე მოჭერილი ხელის მოშორება უნდოდა კაცმა სადღაც რომ გაათრია და კუთხეში მიიმწყვდია. ვერავინ ხედავდა,ასე ფიქრობდა რომ ხმაურის ფონზე მის ხმასაც ვერ გაიგონებდნენ _უარი როგორ მითხარი გოგო ... ჭკუას ვკარგავ შენზე. მთელ შენობას გიფორმებდი _რომელიც ისედაც მივიღე,ვიყიდე და მალე ახალ სავაჭრო ცენტს გავხსნი . შენნაირ ღორებთან საქმეს არ ვიჭერ _იმიტომ რომ გათხოვილი ქალი ხარ და ბლა ბლა ბლა იმდენხანს მელაპარაკე მაშინ თითქოს შენ ქმარს არ ჰყავდეს მილიონი საყვარელი . შენ რა გიყვარს ასე გადაუყვარებლად რომ არ ღალატობ. რამდენი ვინმე გეჩალიჩენოდა და რამდენი გადაიყვანე ჭკუიდან _ჩემ პრინციპებზე ვსაუბრობთ ახლა აქ ? გონს მოუხმე და მომაშორე შენი ბინძური ხელები _რომ არ მოგაშორო? ვერავინ გაიგებს...წავიდეთ სადაც შენ იტყვი _მანძილს ნუ ამოკლებ და სახე გასწიე არ დაგასაჭურისო შე საცოდაო ამფიბია _ მკერდზე ხელი ჰკრა და მთვრალს წონასწორობა აურია, მაგრამ არ ელოდა კარისკენ წასულს კიდევ თუ დაიჭერდა. ისე ჩაავლო ხელი თმაში თვალებში დაუბნელდა. ვერ მოზომა ,რომ დაქაჩა ქალს ფეხი გადაუბრუნდა და თავი მაგიდის კიდეს დაარტყა საყვავილეც გადმოვარდა ,ნამსხვრევები ეყარა იატაკზე . ის კი მზერადაბინდული წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებდა. თავბრუსხვევა, კაცის ხელები კაბას რომ ეჯაჯგურებოდა და მერე თავისუფლება ,რომელიც მინდელმა მოგვარა კაცს კეფაზე რომ წაავლო ხელი და თავი კედელს მიარტყმევინა. ცხვირგატეხილს სისხლი ნიაღვარივით მოედინებოდა,ღმუოდა ტკივილისგან _გადი აქედან _არ გინდა... სამუდამოდ გადაგეკიდება. მე _გადი მეთქი _ტყუილად ცდილობ ჩემი ძმა ეგ ისეთი უკარებაა მილიარდი რომ მისცე ერთს არ გაკოცნინებს. დაგვასწრო ყველას იმ ნაბ.ჭვარმა მებონიამ _ხარხარებდა _კამერებია აქ ყველგან... იცოდე მე მაქვს ეს ჩანაწერები უკვე და ცხოვრებაში წინ რომ გადამეღობო,თვალის გასწორება გაბედო და გვერდი არ ამიარო ყველა ნახავს რა კაციც ხარ . გაგანადგურებ დიანა ჩადუნელის სიტყვას გაძლევ _ მინდელს ჩაავლო მკლავში ხელი და წაიყვანა _ თავბრუმეხვევა,წონასწორობას ვერ ვიცავ . არ დამტოვო გემუდარები,მეშინია გამომყვება ან გაიგებენ და ყველა ილაპარაკებს_ხელზე ეყრდნობოდა,თავდახრილი მიდიოდა და მერე მართლა ჩაიკეცა იესეს მკლავებში გონწასული. არ უნდოდა ახლოა ყოფნა და ისევ მკლავებში ჰყავდა მოქცეული , სრულიად უმწეო და დაუცველი . თავისთან წაიყვანა , გზაშივე გაახილა თვალები ,მაგრამ ეტყობოდა როგორ ტკიოდა თავი _რას დაარტყი _არ ვიცი ... შევეჯახე ცუდად კედელს. შემეშინდა და _არ გეტყობოდა მუქარის დროს _არასდროს მეტყობა _და ჩემთან რატომ იტყობ _არ ვიცი... შენი არ მეშინია _ცდები _უნდა მეშინოდეს? _ისე როგორც არავის ამქვეყნად _სახლში წამიყვანე ... მისამართს გეტყვი _ასე მოკრძალებულად ცხოვრობთ? დაცვის გარეშე ... გალავნის და _ჭიშკართან იყვნენ უკვე მინდელმა რომ ახედა ორსართულიან სახლს _ჩემი სახლია ...გიორგი კი სასახლისმაგვარ სახლში ცხოვრობს ,უზარმაზარი ეზოთი და გალავნით _ერთად არ ცხოვრობთ... ამის ხაზგასმას აკეთებ? შეგიძლია სიარული? _მანქანის კარი გაუღო და ხელი გაუწოდა _ვნახოთ ... _ექიმთან არ წახვალ? _ხელი წელზე მოხვია და საყრდენად გადაექცა _გულს არ გირევენ ჩემნაირები? _ზოგადად მებრალებიან დაუძლურებული ადამიანები _მე ვარ დაუძლურებული? _ხელს გაგიშვებ და თვითონ წახვალ _ზემოდან უყურებდა და მისი გაშვება ყველაზე ნაკლებად უნდოდა _იმედი მაქვს ბოლო _ბოლოჯერ შევხვდით? რაღაც მეეჭვება ... _ინსტიქტურად დახარა თავი და შუბლზე აკოცა _ სწორი გზა იპოვნე ,მენანები არასწორი ქალის ცხოვრებისთვის _ჩუმად უთხრა და წასვლის საშუალება მისცა. რა იცოდა დინა ჩადუნელი თუ ყველაზე სწორი ქალი იყო და თან მისთვის დაბადებული . საერთოდ არ ჰქონია გონებაში ოცნება სიყვარულზე ,ვერ უბედავდა ღმერთს . _სახლში ხარ ,ინა?_ქალიშვილს დაურეკა გზიდან ,საოცრად მოუნდა ენახა _არა ... რამე მოხდა?ილოსთან ვარ სასტუმროში ... _ვიცი ... თავს მიხედე ,კარგი ? რამე თუ დაგჭირდება _შენ უკანასკნელი იქნები ვისაც დავურეკავ ... _გაუთიშა და კიდევ ერთხელ უთხრა უარი ოჯახის დაბრუნებაზე. ყველა ჯერზე ტკივილს გრძნობდა ,გულში ხანჯალს უყრიდნენ თითქოს. ღამე არ ეძინა , იჯდა წიგნებს კითხულობდა და სხვების პრობლემებით საზრდოობდა . ახალგაზრდობაში ისეთი მშვიდი ძილი ჰქონდა,ისე ღრმად ეძინა ხოლმე დასცინოდა კიდეც მარტა . ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისეთ რაღაცებს აკეთებდა რაც იქამდე აზრადაც არ მოსვლია. ჩხიკვაძეების რესტორნის წილი საჩუქრად მიიღო და ახლა ამ საჩუქრის ფულს აგროვებდა ,ძმებისთვის რომ დაებრუნებინა . ისე ვერ მოისვენებდა ,მაგრამ საქმის კეთების სურვილი იმდენად დიდი იყო უარიც ვერ უთხრა შეთავაზებაზე ციხეში შეძენილ მეგობრებს. ბევრი იყო ასეთი, წლები გაატარა საკანში და უამრავი ადამიანი შევიდა და გამოვიდა ამ დროის განმავლობაში იმ კედლებში. მტრები არ დაუგროვებია, ნაცნობები და ამბები ბლომად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.