წარსული წარსულში II (მეორე თავი)
დაჩიზე განაწყენებული სიტყვას არ ძრავდა ზედმეტად. მატილდა და მისი ორი ბავშვობის მეგობარი მანქანაში ჰყავდა , მძღოლის ფუნქციას უფრო ითავზებდა ვიდრე კარგი მეგზურის. უმცროს შენგელიას მონატრებული ჰქონდა ქართული ყველაფერი და ჩვეულებრივზე მეტად ემოციურიც ეჩვენა . ინა რომ არ გაჰყვათ ეს კიდევ უფრო მეტად აფიქრებდა, მატილდას ნათქვამი "ბიჭი ჰყავს" წარმოიდგინა რომ სწორედ ამ უკანასკნელთან ერთად მგზავრობდა და დაისვენებდა . იმის წარმოდგენაც ზარავდა ,რომ ინა მის თვალწინ იქნებოდა სხვის გვერდით,სხვაზე შეყვარებული. კითხვის დასმასაც ვერ უბედავდა მატილდას,იცნობდა კარგად და იცოდა ერთი ზედმეტი ნაბიჯიც გამოააშკარავებდა. _მეტი არ მინდა ცუდ ადგილას მიგყავდე ... შენ როგორ დაგაჯავშნინე სასტუმრო ,როგორ ვერ მოვიცალე ამისთვის _ ჯუჯღუნებდა მატილდა რომ გზებს ასწავლიდა და სოფელში კითხულობდნენ მისამართს. _დამშვიდდი ,მოგეწონება ... როგორც აღვწერე ისეთია ისე კი აქამდე უნდა გეფიქრა _დაგტოვებთ და წავალ _ ამოთქვა და ტელეფონში თავჩარგულ გოგოებს გადახედა _მობილურები ხომ არ წავიღო თან რომ წავალ ? ისე ვერ გაერთობით ან რამე ფეშენებელური უნდა გეპოვათ _ინაკოს ძმის სასტუმროა,აქ არის დაბრუნების შემდეგ და ჩვენც სიურპრიზს ვუკეთებთ . რატომ არ ეუბნები მატი? _ლიკუნა კარგი რაა ახლა აჯუჯღუნდება მიკერძოებული ხარო _არა რა მიკერძოებული ,ნამდვილად ულამაზესია იქაურობა. მე რომ გახსნეს მაშინ ვიყავი და დავრჩი შაბათ_კვირას. ნეტავ მეტი სივრცე ჰქონდეთ უფრო ბევრ სტუმარს მიიღებდნენ ,მაგრამ ოჯახური სასტუმროა მაინც და ალბათ ეს ქმნის აურასაც _ნიტას ძალიან უყვარდა სიმშვიდე,სიმწვანე და არც ხუთვარსკვლავიან ადგილებს დაეძებდა. მიუხედავად იმისა რომ მათ შორის ყველაზე მდიდარი მშობლები მას ჰყავდა _შენ დაგიჯერებ... მგონი ისევ ამერია ჩიხი _ ინას ხსენების შემდეგ იქედან რა გააბრუნებდა,მაგრამ ახლა ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა და ნორმალურად ნახავდა. აეროპორტში წამით დანახვა არ იყო საკმარისი მასში ცვლილებების შესამჩნევად. _მოვედიიით _ სამივე ერთდროულად გადავიდა სანამ მანქანას თავისუფალ ადგილას გააჩერებდა და სირბილით გაიქცნენ გამწვანებულ ეზოში მდგომ ინასკენ . ისიც სამკვეს მოეხვია და თავისი ღიმილით გააბრუა იოანე _თავი დაიჭირე რა გჭირს ,ბავშვი ხარ?_ იოანემ საკუთარ თავს უთხრა და განზრახ შეიჩერა ფეხი. ტყუილად ელოდა ინას თვალები ძებნას დამიწყებენო. გოგონებს იქვე მორბენალი პატარა ბიჭუნა გააცნო და ყველანი ერთად შევიდნენ სასტუმროს ცენტრალურ ნაწილში. _გამარჯობა ... _ილო ,გამარჯობა... როგორ ხართ? რა მაგარი ადგილი გამოსულა საბოლოოდ. ყოჩაღ,აღფრთოვანებული ვარ _ შორიდან იცნობდა ილო მინდელს, მისი თბილისში არყოფნის გამო და სკოლაშიც გატარებული წლებიც მეგობრობისთვის არ იყო საკმარისი,მაგრამ ყოველთვის პატივს სცემდნენ ერთმანეთს _ძალიან ვეცადეთ... წაგაღებინებ ჩანთებს. სახლში გვინდოდა დაგვეპატიჟებინეთ,ჩვენთან ,მაგრამ მატილდამ უარი თქვა. კოტეჯში გვირჩევნია ცალ_ცალკეო და ინამ თავად აარჩია ვინ სად შეხვიდოდით _უკვე წავიდნენ საჭორაოდ... აშკარად არ ანაღვლებთ სად დარჩებიან _ილოც მიეხმარა ჩანთების გადაზიდვაში. გოგონებს ერთად ჰქონდათ კოტეჯი ტყის მხარეს , იოანე კი სპეციალურად მეორე ბოლოში დაეტოვებინა ,ტბის ხედით შედარებით პატარა კოტეჯში. ხის სუნი ,სისუფთავე,მინის კედლიდან დანახული ხედი და სიმშვიდე ,რომელიც ყველა ნაბიჯზე იგრძნობოდა _ვისადილოთ და მერე დაათვალიერე თუ დასვენება არ გინდა _არა ,გამოვალ _პირველ სართულზე ... ერთი დარბაზია მხოლოდ ,მარტივად იპოვნი _ ილო როგორც კი გავიდა მაშინვე დაჯდა მოწევა დაიწყო. გიჟივით უცემდა გული იქამდე სანამ ინასთან ახლოს მოხვდებოდა . თვეების წინაც შეხვდნენ, მატილდას რომ ჩააკითხა მოულოდნელად მაინცადამაინც ინას დაბადების დღემდე ორი დღით ადრე და მერე მის გვერდით შეხვდა გოგოს 20 წლის იუბილეს . კლუბში წავიდნენ,იქაც მეგობრების გარემოცვაში იყო სულ და იოანეს ყოფნა არ ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო . უნდოდა ნაბიჯი გადაედგა,მაგრამ ყველა ჯერზე რაღაც ისეთს აკეთებდა ,რომ უკან იხევდა "ჯერ ისევ ბავშვია. ჯერ ისევ გაურკვევლობაშია,ჯერ ვერ გავუგებთ " ყველაფრის არევის შიში ჰქონდა მუდამ, რომ დაიწყებდა ვეღარ დაასრულებდა და არ უნდოდა ორივეს ცხოვრებაც დაენგდია და მატილდასთან მის მეგობრობასაც დამუქრებოდა. _ისეთია როგორსაც წარმოიდგენდი დიზაინზე რომ მუშაობდით?_ იგრძნო ინას კვალი და ისე დარწმუნებით ჰკითხა გოგოს ეჭვი არ შეჰპარვია,მატისგან აქვს ინფორმაციაო _მატილდაც დამეხმარა , რომ ჩამოვედი და დასრულებული ვნახე კიდევ უფრო მომეწონა. იმედია ეს რამდენიმე დღე კომფორტულად მოეწყობი _ ძმისშვილი ჰყავდა კალთაში , თან თმაზე ეფერებოდა და თან აჭმევდა _მიირთვი, გემრიელია ყველაფერი ,არ მოიწამლები _ რატომ დაუტოვა ასეთი განწყობა ვერ მიხვდა, იოანე მის გამო ვერ ყლაპავდა ლუკმას, ბავშვთან სულ სხვანაირს ხედავდა ,მშვიდს,ბედნიერს,ნამდვილს და არც შეუმჩნევია წინ დალაგებული თეფშები . ბავშვმა მოულოდნელად ტირილი დაიწყო ,თავისი ბოთლი უნდოდა წყალი რომ დაელია და ინაც დაიბნა _არ იტირო რა ... არ იტირო მოგიტან. სად წავიდა _ ცალი ხელით ეძებდა მობილურს ძმასთან რომ დაერეკა უცებ რომ აართვა ბავშვი თავთან მდგომმა შენგელიამ _გაბო გინდა მხარზე დაგისვამ და ისე ვიპოვოთ შენი წყალი? _ბავშვსაც სერიოზული ტონით ელაპარაკები?_ მატილდა დაბრუნდა ,იქამდე სააბაზანოში იყვნენ სამივენი და ძლივს ინასთან საუბარი რომ დაიწყო მაგიდას დააუბრუნდნენ _ რა გემრიელობებია... ცნობილ რესტორნებს შეშურდებათ. მხოლოდ ამის გამო ღირს ჩამოსვლა _ბავშვის საწოვარას და წყლის ბოთლს ვიპოვი ... მოვალ მალე _წამოვიდე? _ხო,თორემ იქამდე შორია და ცოდოა_ინას იქაური სახლი არ იცოდა. სადღაც ახლოში რომ იყო მათი საცხოვრებელი ხვდებოდა,მაგრამ საიდან სად მიდიოდნენ ვერ გაიგო. ბავშვი ისევ მხრებზე ჰყავდა შემოსმული ,იმდენს აღარ ტიროდა. იოანეს თავზე ურტყამდა პატარა თითებს და შიგადაშიგ ეხვეოდა კიდეც _აქ იქნები თუ თბილისში ... _თბილისში , მარტას ბიზნესში ჩავერთვები _მეგონა მატილდასთან ერთად დაიწყებდი _მატილდას სხვა გეგმები აქვს ... ხომ არ დაგღალა. საკმაოდ მძიმეა _არა _მალე მივალთ ... მეგონა დაჩიც იქნებოდა. ვწერთ ხოლმე ერთმანეთს და აღარ მომიკითხავს ვფიქრობდი მოვიდოდა _ ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა,მაგრამ დაჩის ხსენებაზე რამ უფრო გაჰკრა გულში ინას რომ წერდა თუ იმან რომ ასე სულელურად ეჩხუბა თავადაც ვერ მიხვდა. სახე რომ მოენგრა ამას გრძნობდა მხოლოდ _არ ისურვა წამოსვლა... _ჩხუბის ამბავი აქამდეც მოვიდა. აკობიას უყვარს დიდი ხანია ,ის სულელი ჭელიძე კიდევ ადრე როგორიც იყო ისეთია ახლაც უბრალოდ დაჩის ყველა თავისნაირი სუფთა გულის ჰგონია . შენ რატომ არ დაარიგებ ,მიკვირს _არ სჭირდება ჩემი დარიგებები...ყველაფერი იცი და თუ ასე შეგტკივა გული შენ ურჩიე ვისთან ღირს კონტაქტი და ვისი შეყვარებულობა _ლიზა პატარაა ჯერ და _არც ისეთი პატარაა რომ ვერ ხვდებოდეს ვინ მოსწონს და ვინ არა_ჩხუბს ჰგავდა უკვე მათი დიალოგი ისეთი გაუხდა ტონი. არადა როგორ გეგმავდა ჩემ მშვიდ და ადამიანურ ნაწილს ვაჩვენებო _მგონი შენ დაჩისაც ეჩხუბე და იმიტომ ხარ ახლა ასეთ ხასიათზე...არადა მატილდა ამბობდა დაჩის გარდა ვერავინ გაუძლებსო. თურმე დაჩიმაც ვერ გაგიძლო _მატილდას და შენ ჩემ გარდა საჭორაო თემა არ გქონდათ ლონდონში? _ძმებზე საუბრის დროს გაახსენდი თორემ ისე გავიდა დრო უშენოდ ,თავიდან დავიბადე ,ბორკილები მომხსნეს და თავისუფლად ვიფრენო მხოლოდ ამას აღნიშნავდა და ასეც იყო უშენოდ _კარგია მაგ ძმების გარეშე ფრენის დროს რომელიმე ნარკოტიკის ლომკით ან ორსული რომ არ დაბრუნდით. შენ მაინც შეყვარებულების დაჯგუფება გეყოლებოდა სხვადასხვა ნიშნის მიხედვით მაღლები და შავთმიანები ცალკე,მაღლები და ქერები ცისფერი თვალებით ცალკე ,მაღლები,გამხდრები და ლურჯთვალა ქერები ცალკე, ჰერცოგები ცალკე,მდიდარი მაღალი,ქერა ჰერცოგები ცალკე_როგორ და როდის გაბრაზდა ასე, ეს ირონია საიდან მოიტანა და ასე როგორ ელაპარაკებოდა ამდენი ხნის უნახავს _ ერთად როგორ გაგვიშვი ... არ შეგეშინდა აიყოლიებს მატილდასაცო?_ შენგელიამ ვერ შეამჩნია როგორ ტკენდა და უფრო ბრაზობდა სულერთი რომ იყო მისთვის _თავისუფლებმა იქნებ უფრო იპოვონ საკუთარი თავი და სურვილები_თქო ვფიქრობდი. აშკარაა მართალი ვიყავი , გაზრდილები დაბრუნდით _უკან დაიხია,მაქსიმალურად თბილი ჰქონდა ხმა ბოლო წინადადების თქმისას,მაგრამ ინასთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. უკვე სდიოდა ჭრილობიდან სისხლი. _შემოდი ... ახლავე ავიღებ და მოვალ _ ინა გავიდა იოანეს ბავშვი ისევ მხრებზე ჰყავდა შემომჯდარი აქეთ_იქით დაატარებდა და სანამ ცხენის ფუნქციას ასრულენდა პატარა მინდელისთვის მოულოდნელად იგრძნო როგორ ჩაეღვარა მთელ ზურგზე თბილი სითხე ,რომელიც მალევე გაცივდა _მოვედი ...რა ხდება ? _არაფერი ... განსაკუთრებული. გაბრიელს პამპერსი არ უკეთია ხო ? _ ბავშვი ჩამოსვა ,ტიროდა ისევ საწოვარაც ჰქონდა,წყლის ბოთლიც და უკვე ახალი პრობლემა გაუჩნდა _არ არსებობს ... _არსებობს _ მისკენ ზურგით შებრუნდა და დასველებული მაისური აჩვენა _გაბრიეელ ძვირფასოო...მამიდას გულო ასეც არ გვაბრაზებს მე და მატის ეს რომ დაემსახურებინა _ჩუმად უთხრა ბავშვს და ხელში აიყვანა _ გამომყევი ასე ვერ გახვალ შენ კოტეჯამდე ... ბავშვს გამოვუცვლი უცებ _ საწოლზე დასვა და სანამ უცვლიდა იქამდე მოეშორებინა იოს მაისური . წელს ზემოთ შიშველი რომ დაუხვა უცებ შებრუნდა თავისი კარადისკენ და დაკეცილი ლურჯი ზედა მიაწოდა _გგონია შენი ტანსაცმელი მომერგება? _ილოსია ,მისი მაცვია ხოლმე... მოგერგება . სააბაზანო აქეთაა,სუფთა პირსახოცი გამომართვი _ თავისივე კარადიდაან მიაწოდა პირსახოციც და სააბაზანოსთან დატოვა. ეცინებოდა და თან ვერ იცინოდა . იოანე კი უკვე გიჟდებოდა ბრაზისგან ყველაფერი უბედურება რომ დაემართა _უბრალოდ ეჩვევა პამპერსით სიარულს და ... _მოდი აღარასდროს გავიხსენოთ ეს ამბავი და გაბრიელსაც არ გავახსენოთ _ ბავშვი ისევ აიყვანა და რამდენჯერმე აკოცა თავზე _ სწორად ჩაგაცვა მამიდა ინამ თუ აურია რამე _მამიდამ იცის რასაც აკეთებს _ნუ გეცინება ... _ძალიან სასაცილო იყავი იმ წამს გააზრებული მომენტით როგორ მიედინებოდა ანდროს შარდი შენ ზურგზე _ითმინა და ბოლოს მაინც სუნთქვის შეკვრამდე იცინოდა_ქორწილში უნდა წამოვაძახო .... აი გაჯგიმული რომ იდგება ცოლის გვერდით და დიდი კაცი იქნება ,მაშინ _ტყუის გაბო,ასეთი ბოროტი არაა ცოლთან შეგარცხვინოს...მე არ დაგასმენ და ვინ დაუჯერებს _ ბავშვს ეფერებოდა,ლოყებს უკოცნიდა _არ ვიცოდი ბავშვები თუ გიყვარდა _ ჩუმად უთხრა რაღაც დროის შემდეგ და მზერა ძლივს მოაშორა _მატილდას მონათხრობს მიღმა დამინახო სჯობს _ვისთვის სჯობს ჩემთვის თუ შენთვის _ არ იყო ინა სულელი ბავშვი მითუმეტეს მაშინ თუ საქმე ბიჭებს ეხებოდა და იოანეს ერთი ზედმეტი სიტყვის დაჭერაც შეეძლო _ორივესთვის _და იოანემ ისევ ისე გაზარდა მანძილი. მხოლოდ ბავშვს ელაპარაკებოდა, ეფერებოდა და ტირილის ნაცვლად უკან გზის გავლისას უკვე მისი კისკისი ისმოდა. ილოსთან საერთო ენის გამონახვა არ იყო რთული იოანესთვის. ინას და მატილდას მეგობრობას და მთელი შენგელიების ოჯახს პატივს სცემდნენ მინდელები . _მიდიხარ თუ რჩები ,იოანე გესმის ?თუ მიდიხარ შუაღამეს ნუ ივლი დედა ინერვიულებს _ მატილდა ჭამის დროსაც უსვამდა კითხვებს,ის კი ზედაც არ უყურებდა . თავატკიებული მათი ჭორაობით ცდილობდა როგორმე არ გაქცეულიყო _ვრჩები ,ასე იოლად ვერ მომიშორებ _ ჩუმად უთხრა და ლოყაზე მოეფერა უმცროს დას _ხვალ საღამოს ეზოში ბენდი დაუკრავს ... დამსვენებლების გარდაც გვეყოლება მსმენელი . ინამ ისეთი რეკლამა გააკეთა არ მოიწყენთ _ გოგონებისთვის თქვა ილომ _ვინ იმღერებს?_დაინტერესდდნენ მაშინვე _საბას მისწერა ქალბატონმა , ელექტრონული მუსიკის ჰანგებზე ავცეკვდებით _იმედია არ გადამირევთ ცხოველებს _ილომ ჩაილაპარაკა ,ინას იდეებით აღფრთოვანებული ისიც არ იყო _სოფელიც გახალისდება . მორჩი პრობლემებზე ფიქრს _ილოს მხარზე ჩამოსდო თავი და ბიჭმა თავზე აკოცა. ისეთი სევდიანი ეჩვენებოდა წამით , თითქოს ინას კი არა ვიღაც სხვა გოგოს ხედავდა . მატილდას ენერგიულობა მასთან ვერც მივიდოდა, არასდროს ჩერდებოდა,მაგრამ წარსული არ ჰქონდათ მინდელებს შენგელიებივით ფერადი და მხიარული. _გამარჯობა... როგორ ხართ _ სესილიას გამოჩენამ ყველა მისკენ მიმართა. გოგონები წამოიშალნენ და ირგვლივ შემოეხვივნენ ორსულს. ისეთი ლამაზი იყო თვითონ და მისკენ მომზირალი ილოს თვალები ამაზე დიდ ბედნიერებაზე ვერ იოცნებებდა კაცი. ინა ისევ მის წინ იჯდა და კალთიდან დედისკენ გაქცეულ ბავშვს უყურებდა. _რატომ არ გამაღვიძე ინა? მეგონა საღამოს ჩამოვიდოდნენ _ისეთი საყვარელი იყო, ვარდისფერი ლოყებით , ახალგაღვიძებული _მეც არ ვიცოდი ზუსტად როდის მოვიდოდნენ და აღარ გაგაღვიძე . ისე ტკბილად გეძინა _გოგოა თუ ბიჭი ? _ბიჭია _ თვალებგაბრწყინებული მოეფერა მუცელს და მერე ილოს დაჭრილ ხორცის ნაჭერს დახედა _არ მინდა ... რაღაც სხვა მინდა _ამას რომ ეუბნება ჩემ ძმას შეუძლია ცაში აფრინდეს არწივის დასაჭერად _ ინამ თითქოს დაქალებს გადაუჩურჩულა არადა მათი სიცილის ხმა ყველამ გაიგო _უსაყვარლესიი ხაარ... იმდენად რომ მეც მომინდა _კაცებიც მსგავსი ხასიათით რომ მოგწონდეს გეყოლებოდა ალბათ უკვე მატილდა _კბილებსშორის გამოსცრა წამსვე და თვალებანთებულმა გადახედა _ სჯობს ჯერ გემოვნება გაიმჯობესო _შენ რომ გემოვნებაზე მეტყვი რამეს... ბიჭი კოპალიანს ხვდებოდი _ჭორების დაჯერება და გავრცელება ჩემი დის ჰობია მხოლოდ თუ ,არ ვარ უნიკალური შეწირული_ ილოს მიმართა და პასუხად ოხვრა რომ მიიღო კიდევ ერთხელ მიხვდა თავისნაირს შეხვდა _ერთ ბედ ქვეშა ვართ იო მე და შენ ამ შემთხვევაში _აბა ჩვენ გვკითხეთ ?როგორია თქვენნაირი ძმების ყოლა. ყველაფერზე აკრძალვა და თვალების ბრიალი რომ გვაქვს . ჯმუხები და უჟმურები _მატილდა უფრო საკუთარ ძმას მიმართავდა . სესილიამ რომ დაიცვა ქმარი _ილო არ არის უჟმური და კარგად დააკვირდი იოანესაც იქნებ ისიც არაა _ პატარა ბავშვივით მიეხუტა ქმარს და მის მუხლებზე მჯდომ ბავშვს თმაზე გადაუსვა ხელი _ დედი შენ არ უნდა დაიძინო ? _ალა _კი ჯერ ვერ ვასწავლეთ _ გაიცინა სესილიამ. ილოს მხარზე ედო თავი ისევ,ერთი მტევანი მის თითებსშორის დაემალა მეორეთი ბავშვს ეფერებოდა მამის მკერდზე მიყრდნობილს გოგონების ჭორაობის ფონზე რომ ეხუჭებოდა თვალები და ბოლოს მიეძინა კიდეც. ინას სუნი უწვავდა ცხვირს. მისი ნაცვამი მაისური ეცვა , უკან დაბრუნება არც შეუთავაზებია ისე გაატარა მთელი დღე გოგონების ნაბიჯებს აყოლილმა. საღამოს ეზოში მდგომ მაგიდებთან ისხდნენ ,მუსიკის ხმა ისმოდა. ერთ კუთხეში ცეცხლიც ენთო ,გრილოდა ტბის პირას. ეზოს განათებების ფონზე ხედავდა ცხენზე მჯდომ ინას და გული ეწურებოდა ისე უნდოდა ჩახუტებოდა და ახლოდან ეგრძნო. გაუაზრებლად დაჯდა პირველივე ცხენზე ,უკან მიჰყვა ტყისკენ წასულ გოგოს და მალევე წამოეწია წვრილ ბილიკზე მიმავალს . ცხოველების ხმა ისმოდა შორიდან , ის კი მდელოზე მიაგელვებდა ულაყს იქამდე სანამ ორივე არ დაიღალნენ. თავი ცხენის ყელთან ჰქონდა ,ნახევდად გადაწოლილი ისვენებდა და თან ცხოველს ეფერებოდა _უუნაგირო ცხენზე ზიხარ ... _შენ გაუხედნავზე _მემორჩილება და გაუხედნავი როგორაა... აგერია ალბათ _დამსვენებლებისთვის არ ჰყავდა მანდ მყოფი ცხენები ილოს . დასრულებული არ აქვს გაწვრთნა _თვითონ უვლის ყველაფერს? _ჩვენთან დაიბადა რამდენიმე და იმიტომ. დანარჩენი უკვე გაწვრთნილი იყიდა . ისეთი მშვიდები, ტურისტებს რომ პრობლემა არ შეუქმნან _ თავი არ აუწევია ისე გადმოსწია ხელი და წითურ ფაშატს თითები შეახო თმაზე. მშვიდად იყო , იოანეს ეჭირა და გვერდით მდგომ ცხენსაც თავის ენაზე ფრუტუნით ელაპარაკებოდა _მგონი ამათ მოსწონთ ერთმანეთი და იმიტომ არ გადმომაგდო ... _ვიცი პროფესიონალი რომ ხარ და რაღაც ჯილდოებიც გაქვს . ყოველ წელს დოღში იღებ მონაწილეობას ,ტყე_ღრე დაწანწალებსო მატილდა ჩიოდა იაკოსთან ყოველთვის. რატომ მიმალავ ? _ ქვემოდან ამოხედა,უჩვეულოდ მშვიდი ხმა ჰქონდა ინას. დაღლილიც კი ეჩვენა _რატომ არ ხარ გოგონებთან ერთად...დალიეს ,ცეკვავენ _მეც დავლიე _ტყუილი არ მითქვამს მე შენ კი ურცხვად მატყუებ _იქნებ იმ დროს დავლიე შენ რომ არ მიყურებდი _ მზერა გაუსწორა და ღამის განათების ფონზეც კარგად დაინახა როგორ ჩაეცინა შენგელიამ _ვერ მოასწრებდი იმ მცირე დროში _რა ხდება იოანე ? გგონია მატილდაზე მართლა მაქვს გავლენა და თან ცუდი გავლენა ? _შენ მატილდას არ იცნობ... მასზე გავლენას მთელი სამყარო ვერ მოახდენს . ვინმემ თუ მისი მანიპულირება შეძლო ის ვიღაც უეჭველად ცოლად შეირთავს ბოლოს _მაშინ რა ხდება ?რას იკვლევ და რა ვერ გამოიკვლიე _მიყვარს სამყაროს ყველა სილამაზის პოვნა და ტკბობა სანახაობით ... _ამიტომ მოგზაურობ სულ ,მთელი საქართველო მოიარე ? _ჯერ არა _ცხენი არ ისვენებდა. ტრიალებდა ,ჭიხვინებდა და უუნაგიროს აღვირის მოშორებაც უნდოდა ასე მოხერხებულად რომ ქაჩავდა თავისკენ შენგელია . _უკან დავბრუნდეთ ... _ ცხენიდან რომ ჩამოქვეითდდა ერთადერთი მიზანი ჰქონდა ,იოანესაც მისთვის მიებაძა და საფრთხის ქვეშ აღარ ყოფილიყო _გაუხედნავი ცხენი ოდესმე გაგიჭენებია ინა ? _ ისე მოულოდნელად გადაიხარა მკლავი წვრილ წელზე შამოხვია და წინ დაისვა გოგომ ხმა ვერ გააკონტროლა . უკვე ზურგიდან ეკვროდა შენგელია , შიშველ ყელზე ეფრქვეოდა ცხელი სუნთქვა _ესაა თავისუფლებაა,გეშინია,მაგრამ არ გაურბიხარ _ ერთი ხელი მუცელზე შემოხვია ,ინა ინსტიქტურად ჩაეჭიდა აღვირზე შემოხვეულ მის თითებს თითქოს მიეხმარებოდა სისხლადუღებული ფაშატის დამორჩილებაში _ილო მოგკლავს თუ გადმოვვარდები... _სხვა ვერაფერი თქვა. ყველა ფიქრი გაეფანტა,ყველა დარდი მოშორდა _ვიცი _ გაეცინა ,მაგრამ არ გაჩერებულა. ფერდებზე მიჰკრა ფეხები ცხენს და კიდევ უფრო ჩქარა გააჭენა. ინას თმების სურნელს გრძნობდა, სახეზე აყრიდა ქარი ურჩ ღერებს . _დღეიდან შეგიძლია ამით ისეირნო...მოეფერე და გიცნობს , არაფერს დაგიშავებს _ შეანელა სვლა და განაგრძო საუბარი . ხელი აღარ ჰქონდა ინას სხეულზე შემოხვეული . ფაშატს ეფერებოდა ყელზე _ჭკვიანი გოგო ხარ, ყოჩაღი ,ლამაზი _ ინას ისე უვლიდა ჟრუანტელი თითქოს მასზე საუბრობდა . უცნაური იყო ეს შეგრძნება,ერთ კაცზე ფიქრები მეორესთან მყოფს რომ გაუქრა და ახლა მთლიანად მისკენ იყო მომართული _ცუდად ვარ _ მოჭარბებულ ადრენალინს ვერ უმკლავდებოდა. თავი შეაბრუნა და მხარზე მიაბჯინა. სახით ეხებოდა ყელზე მერე კი იოანეს ორივე ხელს გრძნობდა სხეულზე _კარგად ხარ ... ეგაა თავისუფლება,მძიმეა და თან მსუბუქი _ ტუჩები რომ შეახო ლოყაზე ინას გული სიმშვიდეს საერთოდ დაემშვიდობა _გული... _დამშვიდდება , მარტო არ ხარ _ მკერდზე მიიბჯინა მისი მტევანი . ინასთან ერთად ჩამოქვეითდდა. ხელში ჰყავდა გოგონა აყვანილი და ისე მიაბიჯებდა მისი საძინებლისკენ. ყველაფრით გადაღლილი აგონიაში იყო , შუაღამეს ოთახს მხოლოდ მთვარის შუქი უნათებდა. მთელ ოთახში მინდელის სუნი იდგა და მერე შენგელიასი შეერია,პატარა სივრცეში გაბატონდა _არ წახვიდე _ მანძილის გაზრდის უფლება არ მისცა _ დავმშვიდდები და მერე _აქ ვარ _ფეხსაცმელი ფრთხილად მოაშორა , პლედი დააფარა და იატაკზე დაჯდა . ინას თითები ეხებოდა თითებზე _როდის გაივლის ? _რამდენიმე წამის შემდეგ ჰკითხამ სულ სხვა რამ აინტერესებდა მას და სულ სხვა ეგონა იოანეს _არ გაივლის ... მოგინდება კიდევ განიცადო _ მაჯაზე აკოცა და წავიდა . ინას ისევ უნდოდა განეცადა მსგავსი რამ? დავიწყება უნდოდა,მარტო ყოფნა და სხვა არაფერი ჰქონდა გეგმაში ახლა კი რა დაემართა,რა სჭირდა. მეორე დღეს ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა. ინაც დაუბრუნდა საწყის წერტილს, გოგონებთან ერთად იყო მთელი დღე. ხალხი მიდიოდა და მოდიოდა,მათ შორის სალომე ჭედია რომ შენიშნა თავის მეგობრებთან ერთად მაშინვე დაჩი გაახსენდა რატომღაც _დაჩი არ მოვა ?_მატილდაც უერთდდებოდა მის ფიქრებს და გაჟღერდა კიდეც კითხვა _თუ მოგენატრა მიწერე და მოვა _იჩხუბეთ? _არა _მეგობრები აღარ ხართ? _შენ ვინ ხარ დაჩისთვის ეგ გაარკვიო სჯობს _იმედია ჩემ გამო არ გაუჭედე ბავშვს _ბავშვი გგონია ისევ? _ბავშვია და იმიტომ _მე არ ვიყავი მის წლის ასაკში ბავშვი...იმდენს მთხოვდი და მავალებდი _შენ მამაჩემი გზრდიდა და იმიტომ _ ჩუმად უთხრა და ზურგი აქცია . აურია სული შენგელიას. მაინც ვერ გაეგო რა აკავშირებდათ ამ ორს ან რა უნდა ექნა დაჩისთან დაკავშირებით. სანამ ეზოში შემოსული მისი მანქანა არ დალანდა შორიდან _დაჩიიი ... აბა არ მოდისო ?მომატყუა იმ საზიზღარმა ბიჭმა ხომ? _ხედით ტკბებოდა მატილდა რომ მოეხვია _როგორ ხარ პატარავ? შენ კიდევ გაზრდილხარ _წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა ხელი და იქვე აკოცა _როგორ ხარ მატილდა? _შესანიშნავად ... ისე გადამღალეს ჩამოსვლის წამიდან აქ ნამდვილი სამოთხეა . ინა ისეთ რეკლამას აკეთებს ტიკტოკზე და ინსტაზე რომ გაივსება აქაურობა ჩვენ წასვლამდე. ხალხის ტევა აღარ არის _ხელი ჩაკიდა და თავის ბარგიანად გაიყოლა _ინაკოო მოდი ,ნახე ვინ მოვიდა _დაჩიი,როგორ ხარ ?_გოგონამ გაუღიმა, მსუბუქად მოეხვია და მერე წარბებშეკრულ იოანეს გადახედა _არ უთქვამთ შენ სასტუმროში თუ მოვდიოდი ... _ჩემი არ არის ... ჩემი ძმის და რძლის სასტუმროა. მე დიზაინი მეკუთვნის . ყველა კოტეჯის ინტერიერი ,ყველა ყვავილი და კენჭი რაც გადაადგილდა ჩემი გემოვნების შედეგია _ამიტომაც არის დისონანსური რაღაცები ამ სამოთხეში _იომ ჩაილაპარაკა მწარედ,მაგრამ მინდელმა კომენტარი არ გააკეთა _ილოო , სად წახვედი ? მოდი სტუმარს დაეხმარე ... _გამარჯობა _გამოჩნდა მთავარი მინდელი . ფოტოებიდან იცნო ბიჭი _გაიცანი დაჩი ჩადუნელი ... ეს კი აქაურობის სული და გული ილო მინდელი _სასიამოვნოა...წარმატებებს გისურვებთ _ჩემთვისაც სასიამოვნოა. მიხარია ინას მეგობრების პირადად გაცნობა... გამომყევით. მარტო იქნებით თუ _მარტო ,მაგრამ ერთი კიდევ მინდა დავჯავშნო. შაბათ _კვირას დედაჩემი და ტყუპები ჩამოვლენ ... _დედათქვენისთვის შესაფერისი ოთახი რამდენად გვაქვს არ ვიცი ,მაგრამ _დედა აქაურობის ხშირი სტუმარი იქნება დარწმუნებული ვარ ხელოვნური ტბის ხედი ჰქონდა ფანჯრიდან დაჩის. სხვადასხვა ფერის იხვები დაცურავდნენ. რამდენიმე ფერადი ნავიც ჩანდა. გოგონები ისხდნენ ერთ_ერთში . დაკვირვებას არც აპირებდა იქამდე სანამ მათ შორის სალომე ჭედია დაინახა . მზისფერი სარაფანი ეცვა,თავზე ლამაზი ქუდი ეფარა, რომელიც იმ წამს მოიშორა და ალისფერი თმის გასწორება დაიწყო . ხმამაღლა იცინოდა და ანათებდა ირგვლივ ყველაფერს _დაჩიკო ამოლაგებას მერეც მოასწრებ ... წამო ცხენებით გავდივართ ტყეში . იცი რამხელა ტერიტორიაა? დრონით ნანახი ვიდეოებში რაც ჩანს ყველაფერი მინდა მოვიარო _დაუკითხავად შეჭრილ მატილდას ხმა რომ გაიგო მზერა მოაშორა ჭედიას _წამოვალ ,ხო ახლავე _ჩემ გოგოებს ხომ ასწავლი ცხენზე ჯდომას ? იოს ყველაფერი ეზარება _მატილდა მე რა პედაგოგი ვარ ?ასწავლე თვითონ ან ასწავლიან აქაურები _ოო ნუ ხარ უჟმური_წარბები შეკრა და ქვემოდან ახედა _რაღაც ცუდ ხასიათზე ხარ _გეჩვენება _არა ,არ მეჩვენება _ორი წელია არ გვინახავს ერთმანეთი ნორმალურად _მერე რა ... ეგრე ყოველ დღე იქამდეც არ ვხვდებოდით ,მაგრამ ხომ გიცნობ . არ მეტყვი რამ დაგასევდიანა ? _ქვემოდან უყურებდა და პასუხს ელოდა. უცებ შებრუნდა მისკენ, ხელები მხრებზე დაალაგა და სალომეც მიუახლოვდათ თავის მეგობრებთან ერთად _არაფერია, გეჩვენება_მეთქი მატილდა _ იქამდე არასდროს გაუღიზიანებია გოგოს ქცევებს იმ წამს კი ვერ აიტანა მისი მოქმედება. წამით არ უნდოდა დაეშვა რომ მატილდას მის მიმართ გრძნობები ჰქონდა და იოანე მართალი იყო. მკლავზე ჩაკიდებული თითებიც კი უცებ მოაშორა და მერე მშვიდად მიესალმა სალომეს სამეგობროს ყველამ სათითაოდ რომ გადაკოცნა და თავად ჭედია დისტანციას ინარჩუნებდა იქამდე სანამ ინსტუქტურად არ მოხვია ხელი წელზე ,ახლოს მიიზიდა და ლოყაზე ნაზად აკოცა _როგორ ხარ პეპი ? _გმადლობ ,კარგად დაჩი ... არ მეგონა ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების გარდაც თუ გიხილავდი სადმე _ ჭორფლები გაუმრავლდა სახეზე თითქოს ისე გაუწითლდა ღაწვები და მზერა მატილდაზე გადაიტანა _იოც არის? _ცხენებს ვერ მოვაშორე ... თქვენც დღეს მოხვედით? _არა ,ორი დღეა აქ ვართ _კახეთის ტური გვაქვს დაგეგმილი ... გავდივართ და მერე ვბრუნდებით _ ერთ_ერთმა მეგობარმა გააცნო გეგმა _რა კარგი იდეაა ... ჩვენც ხომ არ დავიგეგმოთ დაჩიკო ? _არ ვიცი ,მე მოგზაურობისთვის არ წამოვსულვარ. სიმშვიდე მინდოდა. იოანე წაგიყვანს ყველგან სადაც ეტყვი _იოანეს ჯაჯღანის ნერვი რომ არ მაქვს იმიტომ გეუბნები შენ _ნუ დავაყოვნებთ გოგონებს ... _სალომეს გააყოლა მზერა ,რომელიც დამშვიდობების გარეშე გაეცალა . თავისუფალი ცხენი აირჩია და ისე შემოჯდა გოგონებისთვის გაკვეთილის ჩატარება აზრადაც არ გაუვლია. იოანე უნდა ენახა ,შემოერიგებინა გაბრაზებული მეგობარი და შემდეგ ეპოვნა საკუთარი სიმშვიდე ყველასგან შორს მყოფს. _საბოლოოდ მაინც გადაწყვიტე მეგობრობანას თამაშის გაგრძელება ჩემთან თუ აქ რა გინდა _ვიფიქრე დავჭირდები ინასთან_თქო თანაც მისი ძმის ტერიტორიაზე , ჩემნაირი მეგობარი უკვე ერთი დიდი პლიუსია _ დაეწია და გაბრაზებულს გადახედა_ზედმეტი მომივიდა ,ბოლო დროს არ ვარ კარგად და ხომ იცი ასეთი ბევრია _ჩემთვის არ უნდა გეთქვა ... _არ მაპატიებ? _ბავშვი ხარ_თქო გეუბნები და ბრაზდები _და რაც შეეხება მატილდას... _ იმას უფრო მოსწონხარ ვიდრე შენ _მე არ მომწონს როგორც ქალი ,მე უბრალოდ მასთან შემეძლო ყოფნა მშვიდად და ახლა რაღაც სჭირს აშკარად _მოენატრე_თქო გითხარი ... ლონდონში ვის იპოვნიდა შენნაირს _ინასთან რას აპირებ ... წასვლას ისიც არ აპირებს ალბათ ხომ? კურსებზე არ იყო ? _არ მიდის,მაგრამ მახარა ჩემმა დამ ვიღაც ჰყავსო _სერიოზულიაო? _ალბათ _შენ დაელაპარაკე და მერე გაერკვევით ვინ უფრო სერიოზულია _სათადარიგო ვიყო?არ მიცნობ ? _ლამაზია, კომუნიკაბელური და ფლირტიც უყვარს ... ვიღაც სულ ეყოლება და სულ ჰყავდა. არ იცოდე თითქოს _რა მშვიდად ამბობ _უკაცრავად ისეთი გოგო თუ გინდა მხოლოდ შენთან რომ ექნება მიმოწერაც ვინმე სხვა გჭირდება ... _ყოფილებთან შეჭიდებასთან ერთად მიმდინარეებსაც უნდა შევეჯიბრო ... მის ძმასთან და მამასთან დალაპრაკება უფრო მარტივი იქნება ვიდრე ეგ ამბავი _სად არის თვითონ _ვენახებისკენ წავიდაო ილიამ ... მეც იქეთ მივდივარ . შენ რას იზამ _ხელს არ შეგიშლით _სალომეს სამეგობროც აქ ყოფილა _ვიცი _ხუთიდან სამს შენ მოსწონხარ ... აქაც კი არ გიწერია სიმშვიდე _ჩამოვა ხვალ დიკო და დაიფანტებიან ყველანი სადედამთილოს შიშით _ან პირიქით,თავის მოწონებას ეცდებიან _სასაცილოც აღარ არის უკვე და გეყოფა... ინას მიხედე სჯობს _ ცხენს მიმართულება შეუცვალა და სწრაფად გაიჭრა მინდორში. მონატრებული ჰქონდა ეს შეგრძნება,ადრენალინის განცდა ბუნებასთან სიახლოვე და ტკბობა სანახაობით. ......... ვახშმის დროს რესტორნის დარბაზში იყვნენ ყველანი შეკრებილები . ფერადი იყო სივრცე და აქაც შეიმჩნეოდა ინას სიამაყით სავსე თვალები.ყელმოღერებული დადიოდა ,საკუთარი შემოქმედების ნაყოფით ტკბებოდა. მზარეულიც კომპლიმენტებით აავსეს . _გაიცანი ჩემი უსაყვარლესი ძმის ულამაზესი ნახევარი ,გულისსწორი და ცხოვრების მამოძრავებელი სეს'ილია _ დაჩის გააცნო გოგონა რომელიც დანახვის წამსვე ავრცელებდა სილამაზესა და სიმშვიდეს _იმედი მაქვს კარგად დაისვენებთ _ეზოში ძაღლთან ერთად დარბოდა პატარა ოქროსფერთმიანი ბიჭი _ლედიი ... გაბოო _იქვე მინის კედლიდან გამოხედა ორივემ . ძაღლი დაჯდა და უყურებდა პატარა როგორ მივიდა მშობლებთან. ინამ გულში ჩაიკრა მონატრებული და იოანეს მზერაც სრულად გადავიდა ბავშვით ხელში მჯდომ სულ სხვანაირად გაბრწყინებულ გოგონაზე _თვალი მაინც დაახამხამე თორემ დაგწვა ილიამ _ ჩუმად უთხრა დაჩიმ ,მაგრამ რყევა არ ჰქონია _ულამაზესი არ არის? _არის კი და შენი ხისთავიანი ბაბულიკობა გადადე გვერდზე _მე არ ვიქნები მაშინ და ეგ თამაში არ გამოდის წმინდანო? _რას ჭორაობთ თქვენ მანდ...მგონი სანამ არ ვიყავი ერთმანეთი შეგიყვარდათ. არ გინდათ ქამინგაუთი გქონდეთ ბოლოს და ბოლოს? _ მატილდამ გადმოხსდა და გაცოფებულ ძმას მოერიდა ინასთან მიხუტებით _გოგო სანამ უკან დაგაბრუნე სისულელეების ბოდვას მორჩი _ინაკო მიშველე თორემ მომკლავს ეს მე ამ ღამით... არადა რა ვუთხარი ისეთი . დაჩიზე ლამაზს და გამგებს სად იპოვის _დაჩი არ მემეტება იოანეს მსგავსი კაცისთვის ... ძალიან ეგოისტი და ეჭვიანი ჩანს,ბიჭს გაურთულებს დალაგებულ ცხოვრებას _ ინა ისე მშვიდად აყვა და მიანიშნა თან დაჩიმ ღიმილი ვერ შეიკავა _სულ ტყუილად გგონია ძვირფასო ინა ,შენ არ იცი იო როგორი ერთგული და უპრეტენზიოა ,სიყვარულს ითხოვს მხოლოდ და მეტს არაფერს დანარჩენ ყველაფერს მთელი თავდადებით გთავაზობს ...ადამიანს _ ბოლოს დააყოლა. იოანე ამ დროს ღვინოზე გადართული ცდილობდა თავი შეეკავებინა ინას პასუხმა ლამის დაახრჩო _სიყვარულს შენ არ დააკლებ და აბა ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ,გვრიტებო _ თვალი ჩაუკრა დაჩის და მერე იოანეს გაუსწორა მზერა _ არადა მეგონა ბუნებით დომინანტი იყავი ,აი რას ნიშნავს სიყვარული დაჩის უთმობ პოზიციებს ხოლმე არა? _გოგო შენ _ტონი ძლივს დაიმორჩილა აგიჟებდა მისი თამაში _არ ვიცი როგორ მივიყვანე დიალოგი აქამდე , ხუმრობა გვერდით იყოს და ჩემ ძმას გაუმარჯოს თავისი ყველა ქალით და ლავ სთორით ... მოდი და_ძმობის სიყვარული დავლოცოთ დანარჩენი მეორეხარისხოვანია _ეგ შენთვის თორემ ილიას და სესილიას სიყვარული ისეთია მე არც შევადარებ ... _მატის ეჭვიანობა ძმაზეც ვრცელდება _მე ეჭვიანი არ ვიყავი,პირიქით ხელს ვუწყობდი ამათ ერთად ყოფნას ჩემი ძმა იმდენად შენელებული იყო და ისე გვაწამებდა ორივეს _ორსულ სესილიას ლოყაზე აკოცა და მუცელზე მოეფერა _ გული გულს რომ იპოვის დანაშაულია შორს ყოფნა ... ჩვენ ცხოვრებას ბოლოს მაინც სიყვარული ატრიალებს _ბავშვს ხელებს უკოცნიდა, თვითონ აჭმევდა და მერე ყველანი გარინდულები უსმენდნენ როიალთან მჯდომ ილიას. სულის მარწუხებისგან გათავისუფლებულმა მასში მუსიკის ნიჭმა რომ გამოავლინა თავი და სესილიამ საკრავებით აუვსო ერთი ოთახი დაკვრაც დაიწყო. იშვიათად სხვებისთვის,ხშირად სესილიასთვის და ბავშვებისთვის იმ დღეს კი ოჯახის დიდი ნაწილი ჰყავდა გვერდით . _ეცეკვე _ ჩუმად უთხრა ,მაგრამ იოანე არ გატოკებულა _რა ცეკვა ... არ იცი როგორი მოუხერხებელი ვარ ? _აბა უყურე შორიდან როგორ აგახევენ ქალს _ ინასთან ვიღაც უცნობი მივიდა ,გოგონა აშკარად იცნობდა. ჯერ მიესალმა, მოეხვია ,ესაუბრა გაღიმებულმა და მერე მოცეკვავეებს შორის მასთან ერთად აღმოჩნდა. მატილდაც ცეკვავდა, მაგრამ მხოლოდ ღიმილით შეხვდა ,სალომე რომ ვიღაცის მკერდს მიყრდნობილი დაინახა გულში ცხელი ლავა ჩაეღვარა. ჯერ ღვინით სავსე ჭიქა დაცალა ,არადა იქამდე მხოლოდ რამდენიმე ყლუპის დალევას გეგმავდა შემდეგ კი დაუფიქრებლად დაფარა მანძილი ჭედიამდე. მის წვრილ წელს მოაშორა უცნობის თითები და თავად შემოხვია მკლავი _სალომე _დაჩი ? _საქმე მაქვს ... სერიოზულია _ვერ დაიცდის ძმა? ვცეკვავთ ხომ ხედავ _შენი სახელი ?საშინლად ნაცნობი სახე გაქვს და ვერ გაგიხსენე_ გოგო ზურგით მკერდზე აიკრო ,მეორე ხელი თეძოზე მიადო და ფრთხილად მოუჭირა _შაკო ნადარაიას ძმა ვარ , აკა _ნადარაიას? სალიოს მამიდაშვილის შაკოს ძმა _ ჩაეცინა და სალომემ ქვემოდან რომ ამოხედა არ შეიმჩნია სიხარული _ჩემი მამიდაშვილია , გაიცანი დაჩი ჩადუნელი _გრძნობდა როგორ თრთოდა მთელი სხეულით სიახლოვისა და განცდილი უხერხულობის გამო დაჩი კი ეგოისტურად არ შორდებოდა _ვიცი ვინც არის ... ყველამ იცის . მხოლოდ ის არ ვიცი ახლა რა ხდება აქ _კლასელები ვართ ... სალიო და მე რამდენი წელია ვიცნობთ ? რომელ კლასში გადმოდი ჩვენთან? _პირველი კლასიდან ერთად ვართ ,დაჩი _ხოო? _ისე გაიკვირვა არ იცოდა თითქოს _დიახ. რისი თქმა გინდოდა ? _მაინტერესებდა ... შენი მეგობარი ლიკა რომელ კურსზეა ? _პირველი დახურა _დედამისი ლექტორია ხო?თუ მეშლება ... _რას ბოდავდა თავადაც არ იცოდა გოგოს კი ფერები გადასდიოდა სახეზე _კი ,ლექტორია ... შეგიძლია თავად მისწერო _არა იყოს,ხომ იცი არ მიყვარს ზედმეტი მიმოწერები ... გმადლობ ინფორმაციისთვის _ ლოყაზე ურცხვად აკოცა ,ხელი გაუშვა და ბიჭათან მარტო დატოვა . ასე მოქცევა როდის დაიწყო,რა სჭირდა ,ეს რა თავშეუკავებლობა იყო . საკუთარ თავს ვერ ცნობდა. _არ მჯერა _ ეზოში გასულს მატილტა გაჰყვა უკან და მოულოდნელად გადაუჭრა გზა _მოჩვენებად გადაიქეცი მატილდა? რა არ გჯერა? _სალომე მოგწონს? _ხან შენ მომწონხარ ხანაც სალომე ხანაც თეკლა ხანაც ელენე ... რას მოიგონებთ ხოლმე შენ და შენი ძმა . აუცილებელია ვინმეს სიყვარულს ვიბრალებდე? _მე რა შუაში ვარ შვილი ... ეგ ვინ გითხრა ,ენას ამოვაცლი _შენი შვილი არ ვარ და ხომ იცი რომ მომენდომებინა თავსაც მოგანდომებდი ... _ მისკენ დაიხარა და ჩუმად უთხრა _მომანდომებდი კი შეიძლება,მაგრამ ჩვენ არ ვართ ერთმანეთის ადამიანები და ამის მიხვედრისთვის არცერთს გვაკლია გონება ... სალომე ,ის ალქაჯი რა შუაშია შენთან _მეთქი წავედი და შეიყავრე? _რატომ ებრძვი არ გინდა მითხრა?იოანემ აშკარად არ იცის _ მაგან რა იცის საერთოდ _მითხარი _ჯერ მითხარი რა ხდება თქვენს შორის _შორის არაფერი ,ჩვენ თავს და ჩვენ ზემოთ შეიძლება რაღაც წყდებოდეს კიდეც ... არ ვიცი _წლების წინ მე რომ თორნიკე მიყვარდა ის მასთან დარბოდა ყვავილებით და მანქანას დააქროლებდა ყველგან სადაც სალომე იყო _ვინ თორნიკე მატილდა...თორნიკე ილდანი? ახლა რომ ციხეშია ,უბანს უყურებდა 16 წლიდან მგონი ... ეგ თორნიკე მოგწონდა გოგო? თან სალომეს გადაეკიდე მაგის გამო? სალომესთან როდის ქონდა მაგას კვეთა _ ბოლომდე არავისთან აღიარებდა როგორ ყველაფერი იცოფა ჭედიაზე და ახლაც იმაზე მეტ კითხვას სვამდა ვიდრე სჭირდებოდა _იმ ზაფხულს შენ რომ საბერძნეთში ბრძანდებოდი ოჯახთან ერთად გადაცხოვრებული და მერეც . ჭურში გეძინა შვილო? _ვერ ვიჯერებ ... ასეთი გემოვნება გქონია და ხალხს ჰგონია მე მოგწონვარ. ჩემით როგორ დაინტერესდდებით,მე ხომ არავის საქმეში ვერევი და ქურდობასაც არ მივიღებ მამაჩემისგან მემკვიდრეობით _მემკვიდრეობით არ გადადის და ვიღაცა კარმანშიკი კი არ არის _ოჰ ჩვენ ბოდიში ... დღემდე გიყვარს?იოანემ იცის? _მე შენ საიდუმლი გითხარი და შენ იმედია ის კაცი არ ხარ რომ გამყიდო _ისევ გიყვარს მატილდა? _არა ...მაშინაც არ მიყვარდა. უბრალოდ ,ბავშვური გატაცება იყო... _გამოდის სალომესთანაც არაფერი გაქვს გასაყოფი. სალომეს მსგავსი კაცები არ იზიდავდა _შენ იზიდავდი სამაგიეროდ ...ეგ და მაგის წითელი თმების ნათება რომ არა დღეს შეიძლება ჩვენი ბავშვის ნათლია ყოფილიყავი _ვინ ,მეე? _დიახ,შენ ... _ მე რა სანათლიო კაცი ვარ _შენ ხარ აბა სხვა ვინ... შენზე მართალი და სუფთა სულის მე სხვა კაცი არ ვიცი . მე კი უამრავი ადამიანი მინახავს _შენ ძმას უთხარი ეგ და დააჯერე რომ ერთმანეთი არ მოგვწონს...თორემ ერთხელაც ისე ვიჩხუბებთ სამუდამოდ დავივიწყებ ჩვენ მეგობრობას _ეგ არ მოხდება...თქვენი ძმაკაცობის ამბავი ცაშია გადაწყვეტილი _ეგეც მანდ იწერება? _ხო და იმ სტაფილოსთან არ დაგაკავშირებდა ვიცი _სტაფილოს სალომეს ეძახი? _სხვას ვის ... _მეტჯერ არ დაუძახო ,მეწყინება _სერიოზულად? _ხო _აი რამ მოგაწონა ... წითელია ,ჭორფლიანი,ისეთი თეთრია ,ისეთი თეთრია...ეს თმაც არც ოქროსფერია არც აგურისფერი...ისეთი წითელია გეგონება შეღებილი აქვს _მატილდა ,გაწონასწორებულ ქალად გიცნობენ . რა ქცევაა ახლა ეს? _მინდა თვალები აგიხილო _გარეგნობას არ უნდა შეეხო მაშინ , გამორჩეულად ლამაზია ... დახატვა რომ მოგინდება ისეთი _იმედია მისი ნახატებით არ გაქვს სავსე სახლი _არა და მიკვირს აქამდე როგორ არ გამიჩნდა იდეა ... _გცეემ _მატილდა , ნუ დამღლი _აუტანელი ხარ _ასევე _ხელი მოხვია მხარზე და ჩახუტებულს თავზე აკოცა _ ნუ აბრაზებ იოს ,უსაშველოდ ყავხარ მონატრებული და გაგიჟებამდე ნერვიულობდა შენზე შორიდან უყურებდათ სალომე ჭედია და სული ეხუთებოდა მათ შემყურეს. დღე არ ახსოვდა როცა დაჩი ჩადუნელზე არ ფიქრობდა და გონებიდან მის წაშლას არ გეგმავდა. ჯერ ერთ ბაღში იყვნენ,შემდეგ ერთ კლასში და ბოლოს უნივერსიტეშიც . კიდევ კარგი ერთ ფაკულტეტზე არ სწავლობდნენ,მაგრამ მასზე ამბები და თავად მისი სახეც ყველგან იყო ,ვერ შორდებოდა. ............. ........... დიანა ჩადუნელი ოქროს კოვზით დაბადებული ბავშვი იყო ,წარმატებული ოჯახის შვილი შემდეგ ცოლი გახდა კაცის ,რომელსაც იცნობდა მთელი ქვეყანა ,მაგრამ არასდროს ჰქონია ხალხთან კომუნიკაციის კომპლექსი. დაცვის აყვანაზეც არასდროს უფიქრია,მძღოლიც არ ემსახურებოდა თუ გიორგისთან ერთად არ მგზავრობდა და ერთ ჩვეულებრივ ახლადგახსნილ საოჯახო სასტუმროში დარჩენაც ეკომფორტულებოდა. _დიკო გაიცანი აქაური სამოთხის მფლობელები და შემოქმედები ილია და სესილია მინდელები _სასიამოვნოა ... წამოსვლამდე ფოტოები გადმომიგზავნა დაჩიმ ,მაგრამ ნანახმა გადააჭარბა. წარმატებებს გისურვებთ _ გრძნობდა ადამიანებს და განსაკუთრებით დადებითად განეწყო წყვილის მიმართ_ბავშვები უკვე გაიქცნენ _ძიძა არ წამოიყვანე? ცალკეც დავჯავშნე _ ვაპირებდი ,მაგრამ გადავწყვიტე მთელი დრო მათთვის დამეთმო ისედაც სულ რაღაც ორი დღით ვართ... სანი ფრთხილად დე ,ხელი ჩაკიდე კესანეს _ცხენებიაა ნახეეე ... დეეე ის ჭრელიაა _ აღფრთოვანებული იშვერდა პატარა ხელებს _ხო დე ... აქ ბევრი ცხოველია _დაისვენე თუ გინდა,მგზავრობამ არ გადაგღალა ? მარტო ჩამოხვედი თან ამ ენერგო ვამპირებთან ერთად _კარგად გავერთეთ ,ვმღეროდით მთელი გზა _პონიც ყავთ და დავსვათ ... ცხენზე მეშინია _პონის დასჯერდება სანი ? ნახე მაინცადამაინც ულაყისკენ მიიწევს _სულ მიკვირს იმ იდიოტის შვილები როგორ არიან... _დაჩი ! _იმდენი ნაცნობია სიმშვიდე მაინც არ არის ,მაგრამ შენ და ბავშვები რომ ხართ მიხარია _მაინც ვინ არის ... მატილდამ აგაფორიაქა თუ სალომემ _ეშმაკურად უღიმოდა დინა ჩადუნელი _მე არ მითქვამს რომ აქ იყო _დავსტალკე ... შენი კლასელები რომ მყავს დაფოლოვებული არ იცი? _ვერ გავითვალისწინე ოცდამეერთე საუკუნის მიღწევები _თვალები აატრიალა და კესანეს ყვავილები ჩაუმაგრა თმაში _ როგორიი ლამაზიააა _ მისი ტონალობით თქვა და გაიცინა გოგონას კისკისზე _ჩემო სილამაზევ _შავ თმებზე მოეფერა და ლოყაზე აკოცა _ჩემო დაჩიკოო დამსვი თეთრ ცხენზეე _შენი დაჩიკო თეთრ ცხენზე ამხედრებული თავის პრინცესასთან უნდა მივიდეს _და მოიტაცოს? _თუ ძალიან გაჯიუტდდება ,მე წინააღმდეგი არ ვიქნები. ციხე_კოშკსაც ვაჩუქებ _ დინას არ ეწინააღმდეგებოდა, იცოდა უფრო მეტს გააწვალებდა და მეტს ეხუმრებოდა ამ თემაზე . საღამოს რესტორანში ჩადუნელები ერთ მაგიდასთან ისხდნენ. აღფრთოვანებულები აგემოვნებდნენ კერძებს პატარები და დინაც ბედნიერი იყო მათი მადის გამო _გეფიცები აქ გადმოვცხოვრდები თქვენ თუ ასე გემრიელად შეჭამთ სულ _თავდახრილი ჭრიდა ხორცის ნაჭერს ილიას ხმა რომ გაიგო _მოვიდა და ცუდი არაფერი უთხრა...მარტა გაგიჟდება. სიურპრიზი მაქვს და ისიც აქ მინდა იყოსო _ ინას ელაპარაკებოდა აშკარად _უნდა გავუძლო როგორ გამჭორავს ყველა ... ისევ ხომ არ წავიდე ლონდონში . არავინ იცოდა მამაჩემი ციხიდან ახალგამოსული რომ იყო და ვერცერთ თაყვანისმცემელს მიფრთხობდა _ოხ მე შენი თაყვანისმცემლები ... _კბილებსშორის გამოსცრა და სესილია რომ გაუნაწყენდა გაჩუმდა. ჯერ თვით მარიამ მინდელი გამოჩნდა მეუღლესთან ერთად. ოჯახი ერთად შეიკრიბა. ფანჯრიდან უყურებდა მათ ერთობას სანამ ნაცნობი მინდელი არ დაინახა და მზერა არ დაებინდა _სოსოც მოვიდა ... მეგონა არ ჰქონდათ ახლო ურთიერთობა _ინას მამაა? _ძლივს თქვა ორი სიტყვა და საკუთარი უმოქმედობა ინანა. ყველა წუთს როცა მასზე ეფიქრებოდა უნდოდა გამოეძიებია მასზე ყველაფერი და ზედმეტი ინტერესის გამოჩენას ერიდებოდა ყველა ჯერზე . საკუთარ თავთანაც არ აღიარებდა მიზიდულობას რომელიც უკვე აკავშირებდა იესესთან _ხო ,არ იცოდი? _არა ... არ გამირკვევია ვინ იყო _მასთან ვალში ვართ _დაჩის ხმა ესმოდა და ხედავდა მინდელის ემოციებს მარტას რომ უსმენდა და მერე თვალებამღვრეული გულში იკრავდა ქალს,პატარა დას . სიტყვებს ვერ იგებდა, არ იცოდა რა ხდებოდა,მაგრამ გრძნობდა სიხარულისგან იყო სავსე და ვერ იტევდა ემოციებს . თავზე კოცნიდა,ხელებს უკოცნიდა და მერე აკაკისაც მოეხვია . რთული მისახვედრი არ იყო ,მარტას წინ რომ ჩაიმუხლა და მუცელზე მიადო თავი რა სიახლე აცნობეს ოჯახისწევრებმა. _ყველამ იცოდით? _ შვილებს გადახედა და ისევ აკოცა მარტას _შენ ჩემადე არ მოხვედი და ტელეფონით არ მინდოდა მეთქვა თან იმ საუკუნისწინანდელი მობილურით _ყველაფერი ხომ რიგზე აქვს აკაკი? საშიში ხომ არ არის ისევ ... _ყველაფერი რიგზე მაქვს და უარესად არ შემიშინო ქმარი. ძლივს დავითანხმე ისედაც ბავშვზე _ნუ აჭარბებ... უბრალოდ დრო იყო საჭირო და შენ ჯანმრთელობაზე წინ არაფერი დგას _როგორ არ დგას... ჩვენი შვილია და ორივეს გაფრთხილებთ _არ შემშალო ,არაფერი მითხრა ანდერძს რომ ჰგავდეს. შენ უნდა დამიტირო , შენ გარდა მაინც არავის ცრემლი გამყვება _გიტირებ არ იდარდო შენ ... დედას გვერდით ხომ არ დაგაწვინო . აქვეა მაინც _არ დაინანა ქალიშვილმა მწარე სიტყვები _ინა ! _ადროვეთ, ბრაზობს მას შემდეგ რაც დავუფრთხე გამოს.რებული თაყვანისმცემლები _კი არ დააფრთხე შინაბერად მტოვებთ შენ და შენი შვილი _მე თუ ღირსეულ ბიჭზე გავჭედო ,ერთი სიტყვა თუ ვუთხრა ზედმეტად შენ სიცოცხლეს გეფიცები. უბრალოდ დავინახო უყვარხარ და გიყვარს _ხელი ვერ შეახო , ისე დაიხარა და თავზე აკოცა _ არ იყო კარგი ბიჭი ,არ უყვარდი და არც შენ გიყვარდა თორემ ჩემი არ შეეშინდებოდა _უბრალოდ უნდა რომ გიბრაზდებოდეს თორემ დრომ აჩვენა ,არ არსებობს მის ცხოვრებაში ბიჭი ,ჩემ გარდა, რომელსაც ვერ დათმობს და რომელიც სულერთი არ არის _ ილომ პატარა საიდუმლო გაუმხილა მამას და ცოლის თითების ჩუმი ფერება განაგრძო _მომწონს ერთი , მასაც მოვწონვარ და დამიმტკიცე რომ არ ჩაერევი _მაინცადამაინც იმ დროს გამოჩნდა იოანე ,დაგვიანებული რომ უერთდდებოდა მეგობრებს . შენობამდე მისულიც არ იყო , ინამ რომ დაუძახა და მისკენ დაიძრა _ნუ სულელობ ... არავინ მოგწონს _მიყვარს ,მისი ცოლი უნდა გავხდე _არ ქნა ... არ გინდა _მარტას ჩურჩული არ ესმოდა ,იოანემდე მივიდა ხელი ჩაკიდა და მოეხვია _იოო _ ყელში აკოცა , თითები თმაში შეუცურა და კიდევ აკოცა _ არაფერი თქვა საწინააღმდეგო ,გთხოვ _ინა ! _უფროსი მინდელის ხმა ქუხილივით გაისმა . გონებაარეულმა იოანემ წამსვე გაზარდა მანძილი,ხელი ჩაკიდა ფრთხილად გოგოს და კაცისკენ ისე შებრუნდა ნახევრად დაფარა ქალის სხეული _საღამომშვიდობის ... არ ვიცოდი აქ თუ იყავით . ინას ხასიათი ხომ იცით, როგორი ემოციურია _საქმეც იმაშია რომ არ იცის ... არაფერი იცის . როგორც კი გამოვიდა ციხიდან მაშინვე გაგვექცა იმის ნაცვლად რომ ჩვენთვის დაკარგული წლები აენაზღაურებინა. გავეცანით,ბოლოს და ბოლოს სიკვდილსგადარჩენილ მარტასთან გაეტარებინა დრო, რომელიც ამდენი სტრესის გამო გახდა ალბათ ავად . ახლა თავს უფლებას აძლევს და მხოლოდ მაშინ ჩნდება მე რომ პაემანზე მივდივარ _პაემანზე ? პაემანზე როდის იყავი ინა ... ვისთან ერთად _იმდენად ბუნებრივად დაეტყო გაბრაზება გოგომ პასუხი ვერ იპოვა _პირდაპირი მნიშვნელობით არ მიგულისხმია ... _ხელი გაუშვი შვილო ვიცი ახლა რასაც თამაშობს ... ვიცნობ მე მამაშენს. ვიცი ვინც ხარ და მის გამო ამ სპექტაკლში მონაწილეობისთვის _რა სპექტაკლი...არ შეიძლება ნამდვილად მიყვარდეს და ვუყვარდე? _ინამ მეორე ხელიც იმ ხელზე მოხვია იქამდე რომ ჩაბღაუჭებული ჰყავდა ბიჭს და ჩაეხუტა მერე კი მართლა დაკარგა წონასწორობა. _როგორც გითხარით არ ვიცოდი აქ თუ ჩამოხვიდოდით... მოგვიანებით პირადად ვაპირებდი თქვენ ნახვას _რისთვის _რომ მეთქვა ჩემი გრძნობების შესახებ , რაც ინას მიმართ მაქვს...დარწმუნებული ვარ მარტო რომ ვყოფილიყავი მომხვდებოდა კიდეც ,მაგრამ უკან დახევას იქამდე არ ვაპირებ სანამ ინას ჩემზე მეტად არ შეუყვარდება ვინმე სხვა და არ გამოჩნდება ადამიანი ვინც უფრო გააბედნიერებს ვიდრე მე ეს შემიძლია _რა საერთო გაქვთ საერთოდ...რა სიყვარულზე და არ დათმობაზე მელაპარაკები. სად ინა და სად შენ იოანე . თამაშია სიყვარული და ქალის გაბედნიერებაზე საუბარი? _ერთ სკოლაში დავდიოდით წლების წინ ... მაშინ ინა ძალიან პატარა იყო და რა თქმა უნდა ახლოს არ მივსულვარ , შორიდან ვუყურებდი მის ნაბიჯებს. მერე გადავედი და ბოლოს მატილდას დამსახურებით დაბრუნდა ჩემ ცხოვრებაში. ჩემმა დამ თავისი ნაქები ჭკვიანი ,ნიჭიერი პატარა მეგობარი რომ გაგვაცნო და მასში ის , ჩემი გულისაჩქარების მიზეზი დავინახე მას მერე ვიცი , რომ უბრალოდ მისი სილამაზით არ ვარ გატაცებული ... ვერ ვისაუბრებ მის გრძნობებზე , ჯერ ძალიან ადრეა _ინა ისე უჭერდა ფრჩხილების კვალი დაუტოვა მთელ მკლავზე ის კი საუბარს აგრძელებდა და უკვე გრძნობდა გოგოს აჩქარებულ გულისცემას _ახლა რას შვები უფლებას მთხოვ შეხვედრის ... მისი შეყვარებულობის თუ რა _უფლებას არ ვითხოვ, უფლებები მხოლოდ მისგან მჭირდება ... თქვენ ინფორმაციას გაწოდებთ ,როგორც კაცს, რომელსაც ინას ცხოვრება აღელვებს _ინა შენ გიყვარს ეს ბიჭი თუ ამასთანაც ცდები უნდა ჩაატარო _მე რა ცდები... _როგორც იცი ხოლმე,რომ გადაგყავს ჭკუიდან ყველა იმის მოლოდინში როდის და რა გზით გაპათოლოგდება ,წინასწარ რომ იშორებ თავიდან ჩემნაირ პოტენციურ მკვლელს _მშვიდად უთხრა და მზერა არ მოურიდებია შვილის ამღვრეული თვალებისთვის _რა სისულელეა...რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. შენ რა შუაში ხარ ჩემ ურთიერთობებთან ,სწორედ ამას ვამბობ რომ არ გაქვს უფლება ჩაერიო _ინა , შეგეცოდოს უყვარხარ ამ ბიჭს და შენთვის თუ სულერთია ნუ დაიწყებ თამაშს _შენთვის ხომ მე სულ ნანა ვიქნები ...მოღალატე ქალი ,რომელმაც ითამაშა შენი სიყვარულით , სულ გიყენებდა მერე რქები დაგადგა და ბოლოს მოკალი . შენ ბიჭების კი არა ჩემი შიში გაქვს... ხოო,გეშინია ბოლოს მეც არ მოვაკვლევინო თავი ვინმეს _ინა ... _მიყვარს...არ ვიცოდი მაშინ სკოლის დროსაც თუ იყო იმათ რიგებში ვისაც მოვწონდი თორემ მე მაშინ 14 წლის ასაკშიც გულის წასვლამდე მივდიოდი ეზოში რომ დავინახავდი. ყველა მისი კეპი მქონდა დამახსოვრებული , მეორე სართულის ფანჯრიდან ეზოს რომ გადავხედავდი თუ დავინახავდი მაშინვე გავრბოდი გოგონებთან ერთად ... როგორ ვერ მივხვდი რომ მაშინაც მიყურებდა არ ვიცი. პატარა ვიყავი და სხვების ყურადღებით აღტაცებული. ის კიდევ დიდი გოგოებით ერთობოდა ის კი არ იცის მე რომ შენ უფრო გგავარ ხასიათით ვიდრე ნანას და მეტი არ მინდა ახლა მიღალატოს ,დავაკლავ საყვარელს _ ხელები სულ გაყინული ჰქონდა,უკვე საყრდენად ჰყავდა იოანე და რომ არ წაქცეულიყო იმიტომ არ უშვებდა ხელს. ბიჭი უყურებდა როგორ გაწითლდა,ისე ჰგავდა ნამდვილს მისი სიტყვები წამით ეჭვიც შეეპარა _მამაშენს უთხარი ჩემი შვილი რომ გიყვარს...დროულად გაარკვიე . არ მინდა ინა ვინმესთვის არასასურველი რძალი აღმოჩნდეს უცებ _ მხოლოდ ეს თქვა,ხელები ისევ ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი, ნაბიჯი უკან გადადგა და ღრმად ჩაისუნთქა _ ილო,შვილო ვახშმის დრო აღარ მოვიდა ? დავსხდეთ და ავღნიშნოთ ოჯახის ახალი წევრების გამოჩენა _ ახლოს მდგომს ახედა,ზუსტად რომ იცოდა იმ ორის ტყუილ მართალი და სიტყვის ღირსადაც არ ჩათვალა არცერთი. _მადლობა _ მარტო რომ დარჩნენ უცებ შებრუნდა ,ისე დადგა გულზე შუბლი მიაბჯინა და ღრმად ჩაისუნთქა. არ ეყო ჰაერი,ძალა ეცლებოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ცივ წყალს ასხამდნენ _მადლობა , რომ ამყევი... მაპატიე რომ გაგრიე . შენნაირები მოსწონს,გენდობა და თავს დამანებებს _და შენ გინდა თავი რომ დაგანებოს?_ტკიოდა ყველა დანახული ტკივილი და გრძნობა რაც ინას გონებაში ტრიალებდა . გაუბედავად მოხვია მკლავები და თავზე ფრთხილად აკოცა _ ნუ ებრძვი ,ბუნებრივია მამაშენია და გიყვარს ,ნუ ეწინააღმდეგები ამ სიყვარულს პატარა ინა _ ლოყა თავზე ჩამოსდო და უფრო მეტად ჩაიკრა _ისუნთქე ,დალაგდებით შენც და ისიც _ყველაზე თბილი და მზრუნველი იყო ... სულ მეხუტებოდა და მკოცნიდა . 14 წელია არ მომფერებია , რომ გამოვიდა ერთი ღამეც არ დარჩა ჩვენთან. სადღაც წავიდა და ჩემ ბინაში სტუმარივით მოდის,რაღაცებს ტოვებს და მიდის. ზოგჯერ შუაღამეს შემოდიოდა , დილას საუზმე და ყვავილები მხვდებოდა მაგიდაზე. ბავშვობაშიც სულ მჩუქნიდა მინდვრის ყვავილებს... მე წავედი,მის გამო წავყევი მატილდას ისე რომ არ მითქვამს. მოვიდოდა და არ დავხვდებოდი _ტიროდა და ისეთ ემოციებს უზიარებდა დატევა რომ აღარ შეეძლო. ილოსთანაც კი არ ტიროდა ასე , მასაც კი იშვიათად აძლევდა უფლებას ეტარებინა მისი დარდები მხრებით _იქამდე ვეტყვი ,რომ ტყუილია სანამ მამაშენს დაელაპარაკება. არ ვიცოდი თუ იცნობდა _მატილდასთან ერთად წასვლა რომ გადაწყვიტე მაშინ გაიცნო ... აინტერესებდა ვისთან იქნებოდი . შენი თავი ჩაგვაბარა _ფრთხილად გადაუწია სახეზე ჩამოყრილი თმა , ცრემლები შეუმშრალა და თავი ააწევინა _ შევიდეთ ? _მატილდას მე ვეტყვი რომ გაიძულე ტყუილის თქმა ... _არაფერი უთხრა ,მატი არ ერევა ჩემ ცხოვრებაში ... ბავშვი ჩვენ შორის შენ ხარ _ მსუბუქად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა _ გვიყურებს_მოატყუა და კიდევ ერთხელ აკოცა ამჯერად ხელზე _ფრჩხილების კვალი გეტყობა... გაგილურჯდება. როგორ მომიჭერია _გადავიტან _ ისევ გაუღიმა მის ღელვას _როგორი სირცხვილია ,ღმერთო _თითები გადაუსვა მაჯაზე და თვალები დახუჭა _გყავს ვინმე ისეთი ვისიც არ გრცხვენია ? _ ილოსთვის და მარტასთვის ყველაფერი რომ მეთქვა ,ყველა ტკივილი და განცდა კიდევ უფრო მეტად ვატკენდი ორივეს _მე ვიქნები ეგ ადამიანი ... შევთანხმდეთ _რა აზრი აქვს სიტყვებს , შეუძლებელია გამოვიდეს _ერთხელ ხომ უკვე სცადა და არ გამოუვიდა,ვერ შეძლო ბოლომდე მისი დანახვა მან ვისთნაც ცდილობდა ყველა ჭრილობის ჩვენებას _ვცადოთ _შენ სირცხვილის განცდა გქონია? მშობლების გამო,სიღარიბის გამო, შენ გამო რომ შენი ძმა ღამეებს ათენებდა,შენ გამო რომ სულ პატარა გოგო ორი ობოლი ბავშვის აღზრდას უზრუნველყოფდა ... შენ მკვლელის შვილი ყოფილხარ? შენ მოღალატის შვილი ყოფილხარ ? შენზე ჭორები მოუფიქრებიათ და თავაწეულს გაგიგრძელებია სვლა იმ ხალხის წინ ვინც ბ.ზად გრაცხავდა და შენზე საუბრობდა ზურგს უკან? _დედაჩემმა ჩემ გამო ბავშვი გამოლანძღა მე რომ უკვე 13 წლის ვიყავი და ვტიპობდი . დედაჩემი გიჟი დედაა და მე საშინელებები ვუთხარი სახლში რომ მივედით . რომ ატირდა მისი ყველა ცრემლი შემრცხვა . მას მერე სახლში მალე მოდი და დამირეკეო რომ არ მეუბნებოდა ეგეც მრცხვენოდა... კიდევ ვიცოდი ერთ გოგოს ვუყვარდი,ეგონა რომ ვუყვარდი და მე ცუდად რომ მოვექეცი შემრცხვა მერე ,იმდენად შემრცხვა მსგავსი არაკაცობის განცდასთან ბრძოლას ქალი ვერ გამოცდის . შენ რაც მითხარი არაფერი იყო მათგან შენი ქმედებიდან გამომდინარე სირცხვილი და მე სულ უფრო მძიმე დანაშაულებების გამო მრცხვენია ... კიდევ მახსენდება რაღაცები. რა გაცინებს _წარმოვიდგინე იაკო როგორ ეჩხუბება შენ გამო ბავშვს და წარმოდგენაც არ მინდა _მიაკაჩავა გეფიცები ... _მჯერა _ ხმამაღლა გაიცინა,მისკენ მიიწია და ლოყაზე აკოცა _ შევიდეთ ,მშია ... აქ რომ მოვდივარ სულ მშია . დედაჩემი რომ არ გვიკეთებდა საჭმელს მერე ბებო გვიმზადებდა გემრიელობებს. იქ ,იმ სახლში და აქ რომ მოვდივარ დანაყრებულსაც მიჩნდება შიმშილის გრძნობა_კიდევ ერთი საიდუმლო გაუმხილა გზად _როგორ ბრძანდებით _ დაჩი პირველი წამოდგა და თავად მიესალმა სოსოს _გმადლობ,შენ როგორ ხარ დაჩი ? _კარგად ... თქვენ სასტუმროში აღმოვჩნდით დაუგეგმავად _მეც სტუმარი ვარ ... სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ _დინას მსუბუქი თავის დაკვრით მიესალმა.მოღიღინე ბავშვებს გადახედა ,დესერტს რომ აგემოვნებდნენ და გვერდი აუარა მათ მაგიდას. ........ შუაღამემდე ხმაურობდნენ ახალგაზრდები. ტბის პირას ისხდნენ,უკრავდნენ ,მღეროდნენ ,საუბრობდნენ . ყველა ნომერი დაკავებული იყო და უამრავი ადამიანი ირეოდა ირგვლივ. დინამ ბავშვები დააძინა და ლეპტოპთან დაჯდა , საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი . ცხელოდა და კონდიციონერის ჩართვას გარეთ გასვლა ამჯობინა. უკვე სრული სიჩუმე სუფევდა. აივანზე დაჯდა და ბუნების ხმას უსმენდა ,სპეციალურად იმ ღამისთვის წიგნიც აარჩია და კითხვაც დაწყებული ჰქონდა ვიღაც რომ მიუახლოვდა. ნიღაბი ეკეთა , სიბნელეში ფიგურაც ვერ გაარჩია. ორნი იყვნენ. შენობაში იყო უკვე გონს რომ მოვიდა ,ბავშვებისკენ მიდიოდნენ _შენ ქმარს მოკითხვა გადაეცი ... უთხარი ფრთხილად იყოს მუქარებთან დასაკარგი მეტი გაქვს ვიდრე გგონია_თქო_ ზემოდან მოქცეული კაცის ცივ მზერას ხედავდა და უშედეგოდ აგრძელებდა ფართხალს. სკამი წააქცია და დაუსხლტა,ჩხუბის დროს ლამის მთლიანად შემოახიეს პერანგი. ფეხში ჩაავლო მოულოდნდლად უცნობმა და დაიჭირა ისევ _სად გარბიხარ ... როგორი ლამაზი ხარ _ტუჩები შეახო შუშველ მხარზე და პირზე მოუჭირა ისევ. ზურგიდან ეკვროდა პირქვე დამხობილს ,ცრემლებისგან მზერა ჰქონდა უკვე დაბინდული მოულოდნელად რომ მოაშორა ვიღაცამ მძიმე სხეული ველი თქვენს აზრებს ♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.