შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსული წარსულში II (თავი V)


გუშინ, 19:55
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 583

ჩხიკვაძეების სახლი მათ მეზობლად იყო ,მაგრამ წლების განმავლობაში ჰქონდათ დაკეტილი. შემდეგ დიანაც გადაცხოვრდა გიორგისთან და მათთან ურთიერთობაც რა თქმა უნდა აღარ ჰქონდა.
უფროსი ჩხიკვაძის ცოლი პედიატრი იყო და რამდენჯერმე მოხვდა ტყუპებით მის განყოფილებაში . მათი ბავშვებიც იგივე ბაღში დადიოდნენ და არ გაჰკვირვებია დაბადების დღის წვეულებაზე რომ აღმოჩნდა ახმაურებულ ეზოში. ირგვლივ უამრავი ბავშვი და დედა იყო ,საგანგებოდ მოერთოთ ეზო . იუბილარი გოგონა ყურადრების ცენტრში იყო
_მე მივუტან საჩუქარს რა _ სანიმ მავედრებელი თვალებით ახედა და არ გამოჰპარვია კესანეს სიცილი
_გაგიტეხავს ცხვირს შენ უჩაკო
_რატომ უნდა გაუტეხოს ცხვირი უჩამ?აბა კარგი ბავშვები არიანო?
_ელენიკო მოსწონს და აბა რას იზამს მისი ძმა?
_ნუ ხარ ჩამშვები
_უჩა კარგი ბიჭია ,არაფერს იტყვის ელენიკოსაც თუ მოსწონხარ. მთავარია ბუამ არ გაიგოს_ იესეს ხმა რომ გაიგო და დაინახა როგორ ჩაიმუხლა ბავშვების წინ სიტყვა დაკარგა
_ბუა ვინ არის?ელენიკოს და უჩას მამა?
_არა ვაჟა ჯიგარია ... ბუა ბიძამისია , ლუკა
_არადა ძალიან ლამაზი თვალები აქვს ... მომწონს მე _ კესანემ ამოთქვა და მოიწყინა თითქოს _ ყურებს დააჭრის სანიკოს?
_ნწ , ელენიკოსაც თუ მოსწონს მე ჩაგიწყობ საქმეს
_და თუ არ მოსწონს?
_მაშინ უნდა დაივიწყოს და სხვა გოგო მოეწონება მერე
_შენ როდის გაქვს იესე დაბ. დღე?
_მე ახალ წელს
_ეგ როდისაა? აღარ მახსოვს
_პირველ იანვარს ... ბევრ ფოიერვერკს რომ გაუშვებენ ცაში მაშინ იქნება ჩემი დაბადების დღე
_შენც სულ ბევრი სტუმრები გყავს ?
_არა ... არ ავღნიშნავ დაბადების დღეს მე ახალ წელს ავღნიშნავ
_მე მოგილოცავ ... ხო გამახსენებ დედა როდის იქნება ახალი წელი? _ კაცს ხელზე ჩამოეკიდა და ტიტინი განაგრძო. შემდეგ უკან მიმავალ დიანას ახედა
_შეგახსენებ ... აი დე გამომართვი და მიუტანე _ სანის მისცა ქაღალდის ყუთი და მასპინძლებს მიესალმა
_მიხარია რომ მოხვედით
_ბავშვებს ძალიან გაუხარდათ რომ დაგვპატიჟეთ... აქ თუ გადმოხვედით არ ვიცოდი თორემ დაგპატიჟებდით ჩემთან სოფო
_დაბადების დღის აღსანიშნად გამოვიყენეთ ეზო თორემ ჩვენ ცალკე ვართ. ლუკა სულ ბათუმშია და იშვიათად ვართ აქ ,განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში _ქალთან საუბარში ისე გაერთო ვერ დაინახა სად გაქრა იესე.
ბავშვებთან და დედებთან ატარებდა დროს. ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. დასვენებას მონატრებულ ქალებთანაც საინტერესოდ წარიმართა საუბარი,ბავშვებზე,სამსახურებზე,ქმრებზე წუწუნი და ჭორაობა ნაცნობებზე. ტიპიური ქალური საუბრები . საღამომდე დრო ისე გავიდა ვერც გაიაზრა. სტუმრების უმრავლესობა წავიდა იესე კი ისევ
არ ჩანდა . ეზოში არ იყო,ძმებს სახლში შეჰყვა. იქ კიდევ იყვნენ კაცები ,ხმა გამოდიოდა მეორე სართულიდან. აივანზე მოსაწევად გამოსული რამდენიმე ნაცნობი სახეც დაინახა და ბოლოს ისე მოხდა რომ მათ გვერდით სუფრასთან აღმოჩნდა. თითქმის ყველას იცნობდა ზოგს ბიზნეს სექტორიდან ზოგსაც დამნაშავეთა რიგებიდან,როგორც ბიჭი ჩადუნელის შვილი . ყველანი წამოიშალნენ დიანას დანახვისას,ზოგი თავის დაკვრით მიესალმა ,შედარებით ახლობლები ჩაეხუტნენ, ასაკით უფროსებმა კი ხელზე აკოცეს
_დღითიდღე მშვენიერდები
_გმადლობთ ... არ შემოგეჭრებით ,დედებთან გადავინაცვლებ
_როგორ გეკადრება ,დაბრძანდი ... იმდენი ხანია არ გვქონია შენთან შეხვედრის ბედნიერება და ასეთ ოჯახურ გარემოში საუბრის _ გურამი ბიჭის მეგობარი იყო, ვერ შეეწინააღმდეგენოდა თავხედობა იქნებოდა და თანაც პრობლემა არ ჰქონდა მათთან ყოფნის . სოფომ დატოვა,ბავშვებთან ჩავალო თქვა და გაეცალა მისთვის უცნობ,არასასურველ საზოგადოებას. ის კი უმცროსი ჩხიკვაძის გამოწეული სკამის დამსახურებით პირდაპირ იესე მინდელის გვერდით აღმოჩნდა. თითებშორის კრიალოსანს რომ ატრიალებდა და შიგადაშიგ თეთრ ღვინოს წრუპავდა
_დეიდა ციცო როგორ არის ... ბავშვები დიდები არიან ალბათ უკვე_მთელი ოჯახი გაახსენდა და მოიკითხა
_მე ვიცი? ინგლისში გადასახლდნენ და ბავშვებს ათასში ერთხელ ვნახულობთ მე და ციცო... შენ მაგარი გოგო ხარ აქ რომ დარჩი და არ წახვედი იმ ამბების მერე მითუმეტეს. შენ ადგილას ყველა წავიდოდა
_გასაქცევი ჩემ ოჯახს არაფერი ჩაუდენია ... ბიჭის შვილების რეპუტაციას ვერცერთი ჭორი შებღალავს
_საშინელი ამბავი მოხდა ... ღმერთმა შეუნდოს და მისი ცოდვით დამძიმებულსაც შეუმსუბუქოს ტვირთი _ სუფრის ბოლოსკენ იჯდა კოტე ხალვაში რომლის სისასტიკეზე ამბები ლეგენდებად დადიოდა ,მისი წრიდანაც კი ერიდებოდნენ იცოდნენ უკან არ დაიხევდა
_ეკას შესანდობი არაფერი ჰქონდა ... დამნაშავეს კი ვერაფერი შეუმსუბუქებს იმ სისხლს რაც აქვს ხელებზე ,კოტიკო _ ისე წარმოთქვა მისი სახელი თითქოს პატარა ბიჭს მიმართავდა. იესე ვერ ცნობდა ამ ქალს,მას ისეთი სუსტი ჰყავდა ნანახი,იმდენად უძლური ხელის გაშვების ეშინოდა სხვებთან ძუ ლომს ემსგავსებოდა რომელსაც არ ჰქონდა ბარიერი,ნებისმიერზე თავდასხმა შეეძლო_ ბევრს ნამდვილად ჰყავს გვერდით მოღალატე ცოლი , ისეთებს ტიტეს გზაზე რომ დგანან და კიდევ უფრო მაღლაც ,მაგრამ ვერ ბედავენ მოკლან და ყველა მოკლული ქალი თავისი ცოლისნაირი სულმდაბალი ჰგონია ,ყველა მკვლელ კაცს ადიდებენ იმიტომ რომ ჰგონიათ მათზე მაგრები არიან _ ისეთი ირონიული იყო, ისე უყურებდა გადაფითრებულ კაცს სხვებიც დადუმებულები ისხდნენ . ყველამ იცოდა ზუსტად მას რომ ანიშნებდა და იფეთქა კიდეც
_შენ რას მანიშნებ გოგო ... შენი ბ.ზი დის ნამუსს შენ გაწმენდ? საწყალი მამაშენი ერთი ბიჭი ვერ გააკეთა და ორ ქალს დაუტოვა ყველაფერი. შენი ბარიგა ქმარი მოიკითხე სანამ ვინმეს ცოდვებზე ილაპარაკებ და ქედმაღლურად გადმოხედავ. იმ კაცის დედას შვ.ცი კიდე ვისაც ცოლი რქებს ადგამს და არ გამოფატრავს ისე როგორც ტიტემ აჩეხა შენი ეკაკო
_კოტე ! _ რამდენიმემ ერთდროულად გადახედა,ძირითადად მასზე უფროსებმა,სხვები ვერ უბედავდნენ სიტყვის შებრუნებას
_რა კოტე რა ... ქალს რო ატლიკინებ ამდენს
_გამახარა თქვენმა ნახვამ...განქორწინების შემდეგ დავუბრუნდი უბანს და გადაცხოვრებას აღარ ვაპირებ. ჩემი სახლის კარი მამას მეგობრებისთვის ისევ ღიაა და ზუსტად ვიცი მეც ისევ მიმიღებთ თქვენს ოჯახებში _ იესეს დაჭიმულ ხელებს უყურებდა და უნდოდა გაეჩერებინა,იცოდა მას არ ჰქონდა ძალა და გამოცდილება ხალვაშთან დაპირისპირებაში_ კოტიკო შენ კი მომიკითხე შენი მეგობარი , რიჟა... შენ საყვარელ ცოლ_შვილს ისე უვლის როცა შენ სხვების საქმეებს არჩევ ,თითქოს მისი იყოს . ვაფასებ თქვენნაირ მეგობრებს _ ასეთი ქალი იყო, როცა საქმე ოჯახს ეხებოდა კონტროლს კარგავდა და შიშის შეგრძნებაც უქრებოდა
_რას მეუბნები შე _ ფეხზე მდგომ დიანასკენ დაიძრა ის იყო მკლავში უნდა ჩაევლო მათ შორის იესე რომ აღიმართა კედელივით სხვებიც წამოიშალნენ,მაგრამ მინდელმა ყველას დაასწრო. უკნიდან ხედავდა
მის დაჭიმულ მხრებს და ყელზე გამობერილ ძარღვებს
_ნაბიჯი არ გადმოდგა და ბოდიში მოუხადე აწეული ხმისთვის , ყველა სიტყვისთვის _ არ უყვირია, გასაგიჟებლად მბრძანებლური ჰქონდა ტონი
_სოსო ... აქ არ გინდა
_აქ ზუსტად არ უნდოდა ტლიკინი წარსულზე და იმ ამბავზე რაც მხოლოდ გარდაცვლილმა იცის. მკვდარი დის სახელს რომ ეხები და კაცობაზე გაქვს პრეტენზია თან სხვის სახლში. პატივისცემა არ იცი რა არის ... მოუხადე ბოდიში !
_ბოდიშს ბ.ზებს არ ვუხდი არ იცი შენ ?თუმცა შენ რა იცი ერთი უბრალო არიფი ხარ რომელიც ცოლმა ქორბუდა ირმად სანამ არ გადააქცია იქამდე ვერ გაუგო და სანამ სახლში არ დაადგა იქამდე ვერ დაბრიდა. რა იყო ქალს მონატრებული ხარ კიდევ?ორი წელია გამოხვედი ვერ აინაზღაურე და ჩადუნელის დონეს ეთამაშები ? ახლა რა გგონია თუ იტიპებ მოგცემს? _ იქამდე თავს იკავებდა, ჩხიკვაძეების სახლს სცემდა პატივს და იქ მყოფ სხვა ადამიანებს მერე კი ისე დაებინდა გონება დიანას მკლავზე ჩავლებულმა ხელმაც ვერ გააჩერა. კოტე ხალვაშს ალბათ ბავშვობის შემდეგ არ მოხვედრია იმდენი რაც იესე მინდელისგან მოხვდა . მინდელი რომ მოაშორეს სისხლს აფურთხებდა ,გატეხილი ცხვირიდან შეუჩერებლად მოდიოდა ალისფერი ბლანტი სითხე . ტკივილისგან გამწარებული,დამცირებული იმუქრებოდა და ყველამ იცოდა იქ მტრად გადაკიდებულ ორ მხარეს უყურებდა. იესე კეფაზე რომ დააწვა და დიანას წინ თავი დაახრევინა იქ უკვე გასროლილი ტყვიის სუნიც იგრძნეს იმათ ვინც ხალვაშის ხასიათზე იცოდა
_ბოდიში მოუხადე!
_გაიყვანეთ ... მიხედეთ _ დიანას მღელვარებისგან გული მისდიოდა და მაინც იქ მათ წინ დაცემას ვერ დაუშვებდა. არც პირველად ხედავდა მსგავს ამბავს და არც უკანასკნელად მის გამო რომ ჩხუბობდნენ,მაგრამ ეს ყველაფერი თინეიჯერობის წლებს გაატანა

_გიჟი ხარ შვილო? რა თავი გტკოდა ... მაგას ასეთი მყრალი ენა აქვს
_სიგიჟე ის მგონია ქალს კაცების თვალწინ რომ აყენებენ შეურაცხყოფას .იმ ქალს, რომელიც გარდაცვლილი მეგობრის შვილია და ჩუმად უსმენ მაგ მყრალ ლაპარაკს და ელოდები უპასუხოდ დატოვოს თითქოს მართალია ყველა შეურაცხმყოფელი სიტყვა რაც უთხრეს _ ცეცხლი არ ქრებოდა იესეს თვალებში და ამბობდა იმას რასაც ფიქრობდა . ჭაღარამ ხარხარი რომ დაიწყო ყურადღება აღარ მიუქცევია. არ ადარდებდა მათი წესები და კანონები
_ხერხაძე თბილისშია? _ ერთადერთი კაცი იცოდა ვინც მინდელზე გაგიჟებულ ხალვაშს გააჩერებდა. იესეს ახლოს არ ეკარებოდა მათ დასანახად დამშვიდდიო ისიც არ უთქვამს _ ნუ მიყურებ ასე შალვა... მომეცი ნომერი
_შენ დაელაპარაკები გაბეს? ერთმა არიფმა კაცმა სისხლი ადინა და აპატიოს ახლა_თქო? ქურდზე აწეული ხელი ეპატიება?
_რა სასაცილოები ხართ ეგ რომ ქურდის სახელით დადის... ქურდი კი არა მკვლელია , ავადმყოფი გიჟი
_შენ გადარიე გოგო და ნუ მასწავლი ახლა შენ თავს ... სკოლაში რა იყავი ის დარჩი. შეაგდებ ბომბს და მერე ტკბები როგორ ხოცავენ ერთმანეთს
_რა ვუთხარი ტყუილი...ყველამ თავის ბ.ზ ცოლს მიხედოს ,სახლიდან წათრეული ბორდელის კახპებთან სანამ ერთობა მის ცოლს ძმაკაცი უმშვიდებს. ყველამ რომ იცით და არაფერს ეუბნებით რიჟა გეცოდებათ თუ რა ხდება? იესე მოკლას და ვუყურო?ვალში ვარ ამ კაცთან უკვე მესამედ და შენ მე ნუ მასწავლი რა ვქნა და ვის რა ვუთხრა _ ჩუმად ელაპარაკებოდა ყოფილ კლასელს , იესეს ესმოდა მისი სიტყვები ახლოს იდგა , მაგრამ სხვებმა არ იცოდნენ როგორ ცრიდა კბილებსშორის ჩადუნელი სათქმელს
_მე დავურეკავ... ქალი ხარ გოგო ნუ გავიწყდება
_ბოდიშის მოხდას არ მოთხოვს დიანა_თქო თქმა არ დაგავიწყდეს...
_გოგას ურეკავ? აი რა გინდოდა
_ეკას არავინ დააბრალოს ღალატი_თქო როდის ვთქვი მე. ეკა რომ მასეთი სულმდაბალი ქალი ყოფილიყო ხომ იცით ყველამ მე ხმას არ ამოვიღებდი და ნამუსს არ გავუწმენდდი. ტიტეს ჩავალპობდი ციხეში,მაგრამ მის გასამართლებლად არაფერს ვიტყოდი. არ ყოფილა ჩემი და ის ქალი ქმარს რომ ღალატობს და მერე გვერდით უწვება _ იესეს იქ ყოფნა არ გაუთვალისწინებია. გაცეცხლებული იყო . მერე კარისკენ წასულ მინდელსს მიუბრუნდა _ ჩემთან წამოდი
_დიანა , თქვენ რაღაც ვერ გაიგეთ ... მე არ მჭირდება ხელის დაფარება და სხადნიაკების გამართვა. თავად ვაგებ პასუხს ჩემ აწეულ ხელზე ყოველთვის _ ისე მიმართავდა თითქოს მის ყველა უჯრედს არ იცნობდა
_ფუჭი იქნება ჩემი დაცვა თუ მოგკლავს. მისი ხელიდან არ უნდა დაიღვაროს შენი ერთი წვეთი სისხლიც. ამ ღამით ჩემ სახლში დარჩები !
_არ იზამს დიანა ... შენ არ იცნობ იესეს . ეს კაცი არ გავს შენ ვისაც გვიცნობ _ჩხიკვაძემ უთხრა,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია
_ან დარჩები და ამ ღამესვე მოგვარდება ან ინასთან და სესილიასთან მივა ეს ამბავი _ იესეს უყურებდა თვალებში მერე იქ მყოფებს დაემშვიდობა და პირველი გავიდა .

ბავშვების ახლოს ყოფნას რომ ივიწყებდა გაბრაზების დროს ეს უღრღნიდა მუდამ სულს,მაგრამ სხვაგვარად საკუთარ თავს დაკარგავდა. ეკას სულს შეურაცხყოფდა თუ გაჩუმდებოდა და დააცდიდა მასზე ასე საუბარს.
_წავედით ბავშვებო_ სანი და ელენე გვერდი გვერდ ისხდნენ . ისეთი საყვარელი იყო სანი,გოგოს თმებს რომ ეთამაშებოდა თავისი პატარა თითებით წამით ყველაფერი გადაავიწყდა
_ცოტა ხნით არ შეიძლება?
_გვიანია უკვე დე. გპირდები სხვა დროს ისევ ვნახავთ ელენას... ჩვენთან დავპატიჟოთ
_მართლა ?მოიყვანთ სოფო დეიდა?
_მოვიყვან ძვირფასო
_კარგააად_ ლოყაზე აკოცა უცებ გოგოს და დატოვა აწითლებული. კესანე მთელი გზა ხითხითებდა. სოფოს გასვლამდე მოუბოდიშა ,აშკარა იყო ქალს წარმოდგენაა არ ჰქონდა რა მოხდა ზემოთ ზუსტად.
_დროებით
_ჩემ სახლში შესატყუებლად უფრო მარტივი გზაც შეგეძლო გეპოვნა _ ჭიშკართან მისულს დაეწია და ჩუმად უთხრა
_ზედმეტად კარგ ხასიათზე ხარ ხალვაშის მოსისხლე მტრად გადაქცეული
_რა მარტივია შენ ირგვლივ შარში გახვევა... ჩვეულებრივი მოკვდავების ცხოვრება უფრო მსუბუქია
_მეგონა მეტის მოთმენა შეგეძლო
_ვერ ნახე რამდენხანს ვუსმინე და არ დავამხე მაგიდა თავზე? ხელს დაგაკარებდა და მოვკლავდი !
_ასეთი ხარ? შეგიძლია ყველა სცემო?
_ყველა არ ,მხოლოდ ერთეული ნაბიჭვრები
_რას ჩურჩულებთ დედაა?_ბავშვებმა ქვემოდან ამოხედეს. კესანე ისევ ხელზე ჩაებღაუჭა იესეს და წარბები შეკრა
_თითები როდის იტკინე ? დედა მალამო წავუსვათ თორემ ცოდოა _ თითებს უჭერდა და სულს უბერავდა _ არა გეტკინება ნუ გეშინია
_არ მტკივა კესო ... არ მტკივა _ ბავშვის თითები საკუთარზე რომ იგრძნო ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა

იმ სახლში ვერ დარჩებოდა. ერთი წუთითაც ვერ ისუნთქებდა. არ შეიძლებოდა მათთვის საფრთხე შეექმნა. ბავშვები ისე იყვნენ დაღლილები, როგორც კი მოწესრიგნენ და საღამურები ჩაიცვეს მაშინვე მიეძინათ .
_ყავას მოგიდუღებ... გამოგვაფხიზლებს _ სამზარეულოში ჩავიდა და იესეც უკან მიჰყვა
_აქვე ვიქნები ... თვითონ მოვაგვარებ. არ ინერვიულო შენ . რამე თუ მოხდება თავს წამითაც ნუ იგრძნობ დამნაშავედ _ მარტო რომ მოიხელთა მისი სახე ხელებსშორის მოიქცია და ზემოდან დააჩერდა _მისმენ რას ვამბობ? ვჭედავ როგორიც ხარ და არც იფიქრო რომ არ უნდა გეპასუხა ,რომ რადგან ქალი ხარ და ისინი ისინი ვინც არიან უნდა უსიტყვოდ დაგეტოვებინა ... მითხარი რომ მშვიდად იქნები და არ ჩაერევი
_სიგიჟემდე მინდა რაღაც
_რა ... რა გინდა მითხარი
_კოცნა მინდოდა ყველა წამს ... კაცებს შორის კაცი რომ ხარ და ვერ მალავ ამ სულს ეგ ისე მიზიდავს _ თითები მის თითებს შეახო და მერე აკოცა . უბრალოდ შეხებას გეგმავდა და ვერ გათვალა მომძლავრებული ემოციებით ერთ ნაზ კოცნას რომ არ იკმარებდა მინდელი. ისე აღმოჩნდა სამზარეულოს მაგიდაზე მჯდომი , შიშველი ფეხებით მინდელის სხეულზე შემოხვეული ,სურვილს დამონებული . ბოლომდე გააშიშვლებდა კარზე ზარის ხმა რომ არ გაეგოთ და სუნთქვაარეულები არ მოშორებოდნენ ერთმანეთს
_ვინ არის ამ დროს
_გოგა იქნება ... _ღრმად სუნთქავდა და არეული მზერით უყურებდა სხეულზე აკრულს _ წავედი ,გავუღებ სანამ თვითონ გააღო _ თმაზე გადაისვა ხელი, კაბის მკლავი გაასწორა და ოთახიდან გაუჩინარდა. რამდენიმე წამს ერთ ადგილას იდგა , შემდეგ დალაგდა და სასტუმრო ოთახისკენ დაიძრა. დიანას უკვე მიეღო იესესთვის უცნობი სტუმარი
_გოგო სად გადაეყრები ხოლმე ამდენ გიჟს...აი რა გინდოდა ან მაგათთან სუფრაზე წამომჯდარს ან იმ დასაბმელ გიჟს რას ელაპარაკებოდი. გიჟს რომ არ უნდა აყვე არ იცი ამხელა ქალმა?
_აუუ გოგაა ნუ მტუქსავ პატარა ბავშვივით ...
_ისეთები გითქვამს შენთვის ჯერ ვერ მოიცლის. თვალს რომ გაახელს ჯერ რიჟას და თავის ცოლს დაერევა მერე თუ არ გაიქცა ქვეყნიდან იპოვნის ჩვენს სოსოს ... გამარჯობა
_გამარჯობა
_გაიცანი იესე მინდელი ეს კი ჩემი სული და გული გოგა გვიჩიანი
_სასიამოვნოა პირადად გაცნობა ... ისეთი მარჯვენა გქონია სასარგებლოა შენნაირი კაცის ახლობლად მოკიდება _ გოგა ყურადღებით ათვალიერებდა ორივეს. თითქოს დისტანციით რომ იდგნენ უცნობებივით და მათ შორის უხილავი ძაფი იყო
_ჩემთვისაც სასიამოვნოა...რადგან მოხვედით დინას დატოვება შემიძლია. მარტო აღარ იქნება ,მე კი დაცვა არ მჭირდება
_არადა გჭირდება...სერიოზულ შარში ხარ ძმაჯან . ვიცი მე შენ რა ცხოვრებით გაქვს ნაცხოვრები და ახლა ვერ წარმოგიდგენია იმ ახვარს თუ უკან დახევა არ შეუძლია. არც ის იცი რას იზამს მე კიდევ ვიცნობ კარგად და ვიცი . მაგის ცემა იმდენს უნდოდა ,იმდენის სურვილი აასრულე არ გაგწირავენ ,მაგრამ ეს ღამე პირადად მე მაჩუქე. დიანა ჩემი ნათლულია რომ იცოდე , ასე უბრალოდ ამ სახლში მომსვლელი კაცი არ ვარ მე და არც ესაა ის ქალი ერთ ზედმეტ სიტყვას იმსახურებდეს. შენ დაიცავი ჩემ მაგივრად ,მე რომ გავიგებდი იქ მომხდარს მე უნდა გამეკეთებინა იგივე და ახლა მე მომეცი უფლება მოვაგვარო _დიანა უსმენდა და მის ამდენ ახსნა _განმარტებას და ნებართვის აღებას ვერ იჯერებდა. შემდეგ ისე გადმოხედა მიხვდა ყველაფერი იცოდა_ გული მიგრძნობს ხშირად შევხვდებით და დავიწყოთ მეგობრობით
_არ ვარ მიჩვეული ვინმე აგვარებდეს ჩემ ნაცვლად ან ამბობდეს ჩემ სათქმელს ... იყოს ისე როგორც ამბობთ ,დაგელოდებით და არ გადავაბიჯებ თქვენ სახელს ,მაგრამ ამ სახლში ვერ დავრჩები... ჩხიკვაძეებთან გადავალ
_რა სჭირს ამ სახლს? აქ დიანას ქმარს ერთი დღე არ უცხოვრია,ჩადუნელისაა მთლიანად და წმინდაა ამ სახლის ყველა კედელი. ამ სახლს ისეთები მიუღია და დაუამებია ჭრილიბები ,შენც გასუნთქებს როგორმე . დინას და ბავშვებს გიტოვებ _ გოგა აზრის შემცვლელი არ იყო. დინას შუბლზე აკოცა და კაცის სუნის შეგრძნებისას ჩაეცინა _ ბავშვობაში არ გიყვარდა ფერება და ჩახუტებები... შეიცვალე დინაკო?_ ჩურჩულით უთხრა და წავიდა.
_ნათლიაც როგორი გყავს _ ერთ ადგილას იდგა სოსო და მერე დივანზე ჩამოჯდა _ იცის ჩვენ შორის რაც მოხდა?
_არ მითქვამს ,მაგრამ იცის... ძირითადად ყველაფერი იცის
_ამ სახლს კამერები აქვს ან რამე დაცვის სისტემა?
_კი ... იარაღიც მაქვს სახლში და აქ რომ ვერ შემოვა ხალვაში იმიტომ გმასპინძლობ და არა იმიტომ რატომაც მინდა

ბავშვებს დახედა,მოეფერა მძინარეებს და ოთახის კარი გამოხურა ისევ.
სახლიდან ღვინის ბოთლი და ჭიქები გამოიტანა და მეორე სართულის უკანა აივანზე დასხდნენ
_შენც გიღალატა საყვარელმა მეუღლემ თუ რა გახდა განქორწინების მიზეზი ... რა ვერ აპატიე _არ სვამდა ,ეწეოდა და შეზარხოშებულ დინას უყურებდა
_მიღალატა ,კი _ ჭიქა ბოლომდე დაცალა და გაეცინა
_ალბათ ბევრჯერ თორემ ამდენი წელი როგორმე შემოგირიგებდა თუ მაშინვე სკანდალით არ განქორწინდი
_ორსულად ვიყავი რომ შევუსწარი... იქამდეც საშინელი ურთიერთობა გვქონდა ,მაგრამ ის გასული ორი წელი ვერ ვაპატიე უფრო ვიდრე ღალატი ... ის დრო რასაც მაკეთებინებდა და როგორც მანიპულირებდა , როგორ დამაჯერა რომ მე ვიყავი არასასურველი ქალი და ჩემ გამო ჰქონდა პრობლემა
_რაღაც ვერ გავიგე ... შენ ოდესმე არასასურველი როგორ უნდა ყოფილიყავი. ასეთთან ვისთან გიღალატა თუ უბრალოდ ბ.ზებისკენ ჰქონდა მიდრეკილება და ჩვეულებრივი გოგო ვერ აკმაყოფილებდა
_გოგო არ ... ბიჭთან შევუსწარი _ ისევ გაეცინა სოსოს სასმელი რომ გადასცდა და ხველა აუტყდა. მისკენ გადაიხარა და ზურგზე დაარტყა ხელი _ წარმოიდგინე მე რომ სექსოლოგთან მატარა გაკვეთილებზე როგორ აღვაგზნოთ ქმარი , როგორ უნდა გვქონდეს სრულყოფილი ს.ქსი და მერე ბოლოს ხელოვნური განაყოფიერება გავიკეთეთ ის უბრალოდ გეი იყო და პრობლემა ჩემში კი არ იყო . ბისექსუალობა ვერ გამოსდიოდა უდიდესი ძალისხმევის მიუხედავადაც ... საზიზღრობა ის კი არ იყო რომ ვუყურებდი როგორ ჟ.მავდა სხვა კაცი ჩემ ქმრადწოდებულს ,გულისამრევი იყო ის ყველაფერი რაც მე გამიკეთებია მისთვის. როგორ არ მოვკალი არ ვიცი...ორსულად რომ არ ვყოფილიყავი მოვკლავდი და მერე მამაჩემის მკვლელ ძმაკაცებს გავაქრობინებდი,მაგრამ მშობიარობამდე ბრაზიც გამინელდა. ბავშვებზე გადავერთე , სამი მყავდა საზრუნავი და მისი დამპალი სისხლით ვერ დავიმძიმებდი სულს ... ჩემი სექსუალური გამოცდილება გაინტერესებს ? არ ცდება ჩემ გეი ქმარს ... უბრალოდ მე სექსოლოგის რჩევები ჯერ კიდევ მაქვს გონებაში
_მეღადავები თუ რას აკეთებ ...
_არ გავს გეის ხო? საკუთარი თვალით რომ არ მენახა ვერც მე დავიჯერებდი,პრობლემა ის კი არ იყო რომ მღალატობდა და თან კაცებთან მე რომ მეთამაშებოდა სიმართლეს არ გამიმხელდა არასდროს და მე სულ საკუთარ თავს დავიდანაშაულებდი _სავარძელზე გადაწვა,შიშველი ფეხები წინ გაშალა და დალევა განაგრძო. ისეთი ლამაზი იყო,იმდენად მიმზიდველი და მომხიბლავი თვალს ვერ წყვეტდდა მინდელი _ გულისამრევია ,საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი დიდხანს მერე უბრალოდ მივხვდი რომ ნორმალური იყო ჩემი თავდაუზოგავი ქცევა . მინდოდა ნორმალური ოჯახი მქონოდა და ვცდილობდი ყველაფერს ყოველთვის . მჭირდება თორემ მამამისს რომ ვაჩვენო ის ვიდეო მოკლავს მაგ საცოდავს და სულ ერთი ნაბიჯით ვიძიებ შურს ,მაგრამ მე ბოროტი ქალი არ ვარ...
_თუ არ გინდა შენ შვილებს წინ დახვდეთ ჭორები მამაზე. მას რომ გაანადგურებ ბავშვებიც დაზარალდებიან ბოლოს . შენ ამაზე ფიქრობდი ამდენი წელი
_ჩემთვის სულერთი იყო ... ერთ სახლში ვცხოვრობდით მხოლოდ . ბავშვებზე მთლიანად გადართულს უქმრობა ნამდვილად არ მაწუხებდა.
_მე ციხეში ვიყავი და შენ შენი ციხე შექმენი ?
_გაინტერესებს შენამდე რატომ არ ვიპოვნე კაცი ? მეც არ ვიცი ... ასე მოხდა და იმ დღეს რა გადამიტრიალდა გონებაში ვერ გეტყვი. სინანულის განცდა უბრალოდ ვერ მექნება ,ამორალური არაფერი ჩამიდენია
_და მაინცადამაინც მკვლელთან აღმოჩნდი... კაცების არჩევა არ გეხერხება
_მე შენგან საფრთხე არ მემუქრება
_დარწმუნებული ხარ ?
_ღალატი არ მჩვევია და ერთადაც არ ვართ შენ ღირსებას მე რომ წარმოვადგენდე
_ჩემზე ბევრად კარგ კაცს იპოვნი , კრიმინალური წარსული ,მძიმე ტვირთი და უდიდესი ოჯახი რომ არ ჰყავდეს თან . უფრო სიმპათიურსაც,მშვიდსაც და ახალგაზრდასაც
_მე თუ მაინცადამაინც შენთან მინდა ? შენ რა გაბრკოლებს ,შენ რა გიღობავს გზას ამ წამს ახლოს რომ არ მოდიხარ და ებრძვი სურვილებს.
_მე საკუთარი თავი მაბრკოლებს ... არ მემეტები ჩემთვის და ზუსტად ვიცი თუ დროულად არ მოგშორდები ვეღარასდროს გაგიშვებ
_იქნებ მინდა რომ არ გამიშვა
_საყრდენად და ცხოვრების მეგზურად მე არ გამოგადგები. მე ისეთი დანგრეული მაქვს ცხოვრება ,სხვისი ცხოვრების საძირკველი ვერ ვიქნები
_ხომ ელოდი ჩემ დათრობას რომ დაგეტოვებინე , სხვის სახლში სუნთქვა გეკვრის
_მთვრალი ხარ და მარტოს ვერ დაგტოვებ
_მშვიდად იყავი , მე არავინ შემეხება და გოგამ შენი საქმეც მოაგვარა _შეტყობინება რომ მიიღო წამით ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,თვალები დახუჭა და მერე მოშორებით მჯდომ მინდელს გაუსწორა _ წავალ და დავიძინებ _ ბოთლთან ერთად წამოდგა და მოზომილი ნაბიჯებით დაიძრა საძინებლისკენ _ აღარც შენთან მოვიქცევი ქუჩის ქალივით იქეთ რომ ედევნება კაცს _მისკენ დაიხარა და ჩუმად განაგრძო საუბარი _ წერტილს ვუსვამ ჩვენ შორის არსებულ ამ ქიმიურ ბმებს და გიწვდი მეგობრობის ხელს _ მტევანი მისკენ გასწია და დაელოდა _ხელს გიწვდი გულს ხომ არა ,რატომ ყოყმანობ
_გული მინდა და მთლიანად შენ _ თითები ჯერ მტევანზე შემოხვია მერე ჩახუტებული ჰაერში ასწია და მთვრალი კოცნა მიიღო ისევ _ფხიზელზეც ვცადოთ ხვალ დილიდან ...
_ასაკი გაქვს... უნდა მოგიფრთხილდე _კოცნებსშორის თქვა და ტანსაცმლის მოშორება დაიწყო_ არაფერი დაგმართო ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების დროს
_საოცარი ვინმე ხარ ... _ ქალის ყელში თავჩარგულმა ჩაილაპარაკა და გაეღიმა ზემოდან რომ მოექცა _ჩემი თითქმის ყველას ეშინია და შენ ... შენ
_მარტო მე მეფერები და იმიტომ
_სხვებსაც მოვეფერო ასე ?_ თითებს ქალის საჯდომიდან ზურგზე დაატარებდა ,კოცნიდა და ჩუმად ამბობდა ნაწყვეტ სიტყვებს
_არც იფიქრო ...
_თავისუფალ ურთიერთობებს არ ვირჩევთ?
_არა ! _ კოცნით გააჩუმა და საერთო რიტმში განაგრძო მოძრაობა . თავი უკან გადასწია , კაცის თითების შეხებას გრძნობდა მკერდზე,წელზე და შემდეგ მის შიშველ სხეულზე აკრულს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა თითქოს ღრუბლებში დაცურავდა. თვალების გახელისას მის დანისლულ ცისფერ სფეროებში ჩაიძირა . სიამოვნების ტალღები ერთ წერტილად შეიკრნენ და შემდეგ ნაწილებად დაიშალნენ _ არავითარი თავისუფალი ურთიერთობა. ან მხოლოდ ჩემთან იქნები ან არასდროს იქნები ჩემთან_სუნთქვას ძლივს ახერხებდა რომ უთხრა და მის სხეულზე კომფორტულად მოთავსდდა _ ტყუილები მძულს და ახლავე გავერკვეთ . თუ მრავალფეროვან ურთიერთობებს ეძებ ამდენწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენ არ
_ჩემ სათქმელს მეუბნები...თითქოს ტვინში მყავხარ და ჩემ ნაცვლად საუბრობ . განქორწინებული ქალის სტატუსით შეგიძლია ახალი ცხოვრების დაწყება ... ჩემთან ყოფნა შეგაფერხებს და მე ვერ ავიტან თან სხვებს ხვდებოდე,პაემნებზე დადიოდე და ღამით ჩემთან იწვე.
_მეორედ ქორწინებას საერთოდ არ ვაპირებ და მეზიზღება პაემნებზე სიარული,ფლირტის მოყვარულიც კი არ ვარ ... სამი ბავშვი და უთვალავი საქმე მაქვს საიმისოდ შენ გარდა რომ კიდევ ვინმეს დავუთმო დრო _ თითები ისევ ეხებოდა ზურგზე და თვალები ეხუჭებოდა _დაქანცული ვარ ,ყველაფრით... მეძინება
_დაიძინე _ ჩახუტებულს თავზე აკოცა და დიდხანს უყურებდა მძინარეს. თავად კი თვალი არ მოუხუჭავს

გაღვიძებულს მინდელი არ დაუხვდა და ვერ გაიგო ისეთი უცნაური გრძნობა გაუჩნდა ბრაზობდა,ეწყინა თუ რა ხდებოდა ვერ ახსნა . ბედნიერებისგან მთელი არსება რომ გაუნათდდა ფურცელზე შავი ფანქრით დახატული საკუთარი სხეულის დანახვისას ეს იყო მხოლოდ აშკარა და მკაფიო გრძნობა. სიამოვნების განცდა მის გვერდით
_სად წახვედი ? _დაურეკა , არც დაფიქრებულა ისე და პასუხს არ დაელოდა ისე დაუსვა მეორე შეკითხვა _ხატვა როდის ისწავლე თუ თვითნაბადი ნიჭია
_ციხეში ყველაფერს ისწავლის და გაიხსენებს კაცი ...
_სად ხარ ?
_ბათუმში ,გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა. გოგა ნამდვილი ნათლიაა ,ჩხიკვაძეებს აღფრთოვანება ვერ ჩავუქრე ისე მოუგვარებია
_უამრავ კანდიდატს შორის რჩეულია
_რა საინტერესოა ჩემზეც იგივეს იტყვი ?
_ფაქტები ამბობენ სიტყვებზე მეტს... წარმატებულ დღეს გისურვებ.

ბავშვების ოთახში შეიხედა, მოეფერა მძინარებს და შემდეგ საუზმის მომზადებას შეუდგა. დაჩის შეტყობინება გაუგზავნა,მოიკითხა და მშვიდი დღე უსურვა საპასუხოდ კი ფანჯრიდან დანახული ხედის ფოტო მიიღო . ეზოში ზურგით მდგომი სალომეც ჩანდა
_მშვიდიცაა და ბედნიერიც აქაური დღეები

დაჩის მანქანით წავიდნენ თუშეთში. იცოდა სალომე რომ დაინახავდა გაოცდებოდა და ელოდა მისი გაფართოებული თვალების დანახვას. ეღიმებოდა მატილდას შეწუხებულ სახეზე იოანეს და ინას მზერები როგორც კი გადაიკვეთებოდა მაშინვე ეგოისტური ეჭვიანობა ერთვებოდა ,ცნობდა შენგელიას ხასიათს.
_ზუსტად სად მივდივართ ვიცით?
_მივწერ და გავარკვევ _საოცარი ხედი იშლებოდა მათ წინ . მანქანიდან გადავიდა და იქვე შეჩერდა მატილდა უკვე ფოტოაპარატ მომარჯვებული აფიქსირებდა ყველა მომენტს მათ შორის ქუჩაში ბავშვებთან ერთად მიმავალი სალომე ჭედია. თავზე შემოხვეული თავსაფრიდან ჩამოშლილი წითელი დალალებით , ციმციმა თვალებით და ხმამაღალი სიცილით. პატარა ლოყებწითელა გოგოს ტიტინს რომ უსმენდა და თვალებდაწვრილებული იცინოდა. ისიც პატარას მსგავსად რამდენჯერმე დატრიალდა და შემდეგ დაღმართზე დაშვებულებს გამოედევნა
_ფრთხილად ... ფრთხილად
_ყბა არ ჩამოგივარდეს _ ხელი მიარტყა მატილდამ და გამოაფხიზლა_ ძიება არ დაგვჭირდა აქვე ბრძანდება _ხმამაღლა თქვა და მისკენ დაიძრა _სტაფილოოო ... დაგვპატიჟე და მოვედით ,იმედია შუა გზაში არ დაგვტოვებ
_მატილდა ,გამარჯობა _ სული ძლივს მოითქვა,ისევ იცინოდა სანამ გოგოებს მოეხვია და მანქანა დაინახა , მანქანასთან მდგომი დაჩი რომ დალანდა ზუსტად ისეთი რეაქცია ჰქონდა როგორსაც ჩადუნელი ელოდა
_რა გააკეთე მატილდა ?
_არაფერი ... გაიცანი ჩვენი მძღოლი დაჩი . ჩემ ბედოვლათს მანქანა დაემტვრა და მან წამოგვიყვანა. იმედია ერთ საწოლს მისთვისაც იპოვნი
_კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა თუშეთში. ჩემი სახლი მაღლაა... დავჯდები და ერთად წავიდეთ _ იოანეს მოეხვია და დაჩის არც გაკარებია ისე დაჯდა უკან სავარძელზე გოგონების გვერდით. ბოლოს ქვით ნაშენებ სახლთან გაჩერდნენ
_მობრძანდით _ პირველი გადავიდა და სტუმრებს გაუძღვა
_ამ სამოთხეში რომ დადიოდი ყოველ ზაფხულს იმიტომ ხარ ალბათ უფრთო ანგელოზი _ მატილდა იმდენად იყო მოხიბლული ჯერ მთელი გზა ხომ ფოტოებს და ვიდეოებს იღებდა. დრონი აფრინა და ჭკუაზე აღარ იყო ახლა კი სახლმაც ისეთი განწყობა შეუქმნა თავადაც დატკბა .
_დაგიტოვებ დაზამთრებამდე თუ გინდა ... ბებო რომ გაგიცნობს მაშინვე შეუყვარდები
_ვითომ რატომ შევუყვარდები
_უყვარს შენნაირი ძლიერი და ენერგიული ქალები _მათ დიალოგს გაოგნებულები უყურებდნენ ბიჭები ინა კი ღიმილიანი სახით მიჰყვებოდათ უკან
_ბებოო გაიცანი ჩემი მეგობრები ...
_თინათინი ...
_სასიამოვნოა
_კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ ოჯახში ... როგორი კარგები ხართ ყველანი _ სათითაოდ ყველას მოეხვია,სახელები გაიგო და დაჩის მოეჩვენა თითქოს მასზე ყველაზე დიდხანს შეაჩერა მზერა . ვერ წარმოიდგენდა რომ სალომეს შეიძლებოდა ოჯახისწევრებისთვის ეთქვა საკუთარ გრძნობებზე და კოცნაზე? კოცნაზე ხომ მითუმეტეს არავის ეტყოდა. როგორ იქნებოდა მისი ამ სახლში დარჩენა,იქ სადაც სალომე დაიძინებდა . ისე როგორც ექსკურსიაზე ან ჯგუფური დასვენებების დროს ბაკურიანში რომ დადიოდნენ რამდენიმე დღით . ახლოს ზედმეტად არ მივიდოდა,რა თქმა უნდა თავს მაქსიმალურად შეიკავებდა და ზღვარს იქ ყოფნის დროს არ გადაკვეთდდა. ქალმა დაანაწილა სტუმრები ოთახებში. დაჩი პატარა ოთახში შეიყვანა სადაც ერთსაწოლიანი ლოგინი იდგა , კარადა და ფანჯარა რომელიც ხის აივანის მხარეს იყო და იქედან მთელი სოფლის ხედი ჩანდა
_იოანე ხომ არ შევუშვათ აქ ... ის არ არის შეჩვეული პატარა ოთახებს _ ჩურჩულით უთხრა ქალს . ეწყინა ,ნუთუ ასე ცუდად მიცნობსო გაიფიქრა გვიან მიხვდა რატომაც არ უნდოდა მისი იქ ყოფნა. ზუსტად გვერდით ოთახში თავად ქალბატონ სალომეს საძინებელი გახლდათ.
_ჩამოდით ვისადილოთ დაღლილები იქნებით ამხელა გზის გამოვლის შემდეგ ... ხინკალს ჩავყრი
_ჩვენც მოგეხმარებით რაა
_მე გადავიღებ _ ჩანთა მიაგდო და ქალს აედევნა . იოანეს კი უნდოდა ენახა როგორ მოახვევდა ინა ხინკალს . დაჩის არ უნდოდა შეემჩნია,მაგრამ კარგად გაიგო როგორ თქვა ქალმა სულ სალომედ ნამზადია და თქვენც გასწავლითო .
_ასე კარგად როგორ გამოგდის... მე ორჯერ ვცადე და არ გამომივიდა. მამიდაც ვერ აკეთებს მთლად კარგად და სულ მინდოდა პროფესიონალისგან მესწავლა _ინამ თავსაფარი მოირგო და ქალის გვერდით დადგა
_სალომემ კვერცხის გატეხვაც არ იცოდა ხინკალს რომ ახვევდა თავისი პაწაწინა ხელებით . რამდენი წლის ხარ იმ ფოტოზე ბებო?
_ხუთი ...
_ხუთი წლის ახვევდი ხინკალს?
_ვთამაშობდი უბრალოდ ... მაგრამ იმ დროიდან ვსწვალობ და გასაკვირი არაა რომ გამომივიდა
_დიდი კულინარი არ ეგონო ხალხს... ისიც თქვი სხვა არაფრის კეთება რო. არ იცი _ ჩაუშვა ბებომ და ერთხმად გამოიწვია ყველას სიცილი
_ბებოო როგორ არ ვიცი
_მისი მეგრელი ბებია გიჟს გავდა ღომის და საცივის გაკეთება ძლივს ვასწავლეო
_ხაჭაპურიც მასწავლა და ელარჯიც... მეგრელი ბებია სხვა განზომილებაა . რა გაგათხოვებსო მეუბნება , საჭმლის კეთება რომ არ გეცოდინება ქალსო ..სალომე ბებო რესტორანში საჭმელს არ ჭამს საოცრება თუ არ მოხდა არ მოსწონს არავის მომზადებული _ წამში ახვევდა და მაგიდის ერთ კუთხეში ალაგებდა თინა კი თუჯის ქვაბში ყრიდა
_მე რატომ არ გამომდიის _ ინა აწუწუნა
_გამოგდის აბა რა არის ეს ...ძალიან ნუკი ინერვიულებ. ყველაფერი რაც ხელით მზადებას საჭიროებს გამეორება უნდა. რაც უფრო მეტჯერ გააკეთებ მით უფრო უკეთ გამოგივა მთავარია მცდელობა არ უნდა დააკლო
_პირველი დღე თუშეთში და თუშური ხინკლის მასტერკლასი _ მატილდა ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა. ისე დადგა ფანჯრიდან ხედიც ჩანდა და ოთახში ქალებიც
_ლუდს ხომ დალევთ ... ჩვენებურია
_დავლევთ
_მიდი ბები მეზობლებს გადასძახე. გადმოვიდნენ ისინიც . მონატრებული ექნებათ ჩვენებური ხინკალი _ სუფრა მზად იყო ქალმა სალომეს პატარა დეიდაშვილი რომ გაგზავნა სადღაც .
_ ლუდი ძალიან მიყვარს ფეხბურთის ყურების დროს , მაგრამ ახლა გამონაკლისს დავუშვებ და უფეხბურთოდ დავლევ _ მატილდას ფოტოაპარატი ყელზე ჰქონდა ჩამოკიდებული რაღაც კადრს აფიქსირებდა კარში მდგომი თორნიკე ილდანი რომ დაინახა. წამში განიცადა ტრანსფორმაცია. მთელი ბავშვობის სიყვარული ედგა წინ ,სიზმრებიდან გაუქრობელი ბიჭი ჩადუნელს და შენგელიას რომ მიესალმა ხელის ჩამორთმევით. ინა გაიცნო ხელზე მსუბუქი კოცნითა და ჩვეული ,ძველებური თვალების ციმციმით. ისევ ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა,ძველებურზე მეტად მოღრუბლული ჩანდა. ისევ შავები ეცვა და იმაზე მეტად მომხიბვლელი იყო ვიდრე წლების წინ. ადრე თუ თავგადაპარსული დადიოდა ახლა მოზრდილი ჰქონდა თმა ,წვერიც და კიდევ უფრო მეტად ღრმა ზღვისფერი ჩანდა მუქი თმის ფონზე მისი თვალები
_მანანა ხომ ? იოანეს პატარა და _ მას ეუბნებოდა?მანანას და იოანეს პატარა დას მას უწოდებდა? ნამდვილად მას უყურებდა
_მატილდა... მატილდა მქვია და თქვენ ? _ ძლივს ამოთქვა , მაგრამ წარბის აწევა მაინც შეძლო _ ვერ გაგიხსენეთ
_ვერც გამიხსენებდი ,სულ პატარა იყავი მე რომ საქართველოდან წავედი _ ისე ჩაიცინა მატილდა დაიფიცებდა რომ მიუხვდა ,რომ მატილდამ ზუსტად იცოდა მისი სახელიც გვარიც, მისამართიც, ოჯახისწევრების სიაც,ჩადენილი დანაშუალებიც,მოხდილი სასჯელიც. სხვებს თუ მოეხვია,აკოცა და გაუღიმა მატილდას ოდნავადაც არ მიუახლოვდა ,მხოლოდ მზერით ეკონტაქტებოდა მერე კი მაგიდის ერთ ბოლოში დაჯდა და სხვა თანმხლებ ბიჭებთან ერთად დაიწყო ხინკლის დაგემოვნება
_სალომეს მომზადებულია ხომ ? _ რამდენიმე რომ მიირთვა შემდეგ თქვა და ლუდის ჭიქა აიღო_ ბავშვობაში უკეთესს ამზადებდი...
_გახსოვს დასცინოდი ამ ხინკალს ვისაც აჭმევ ყველას შეუყვარდები, ჯადოსნურიაო _ ბიჭებმა გაიცინეს. ყველა მხიარულად იყო მხოლოდ დაჩის და მატილდას არ უხსნიდა დანა კბილს. სუფრაზე ხინკლის გარდა სხვა კერძებიც გაჩნდნენ,ლუდის გვერდით არაყიც გამოჩნდა და ლამის მთელი სოფლის გოგო ბიჭებმა მოიყარეს თავი მაგიდასთან. ყველა გაიცნეს,არცერთის სახელი ახსოვდა ნორმალურად. გადაიღე სამახსოვრო ფოტოო რომ უთხრა იოანემ მისი დახრჩობა მოუნდა. როდის იყო ასე დაკვეთით იღებდა და თან გოგონებთან მოლიცლიცე თორნიკე რად უნდოდა თავის ფოტოაპარატში აღბეჭდილი. ყველასთან ისე კონტაქტობდა ვერ გაიგებდი რა უნდოდა . თან რომ შეგეშინდებოდა და თან რომ გესაყვარლებოდა ერთდროულად მატილდას სრული გაორება დაეწყო.
_აქ რა ჯანდაბა უნდა... გამიჩალიჩე ხომ? ვერ მითხარი ჩემი მეზობელია და მთელ ზაფხულს ერთად ვატარებდით ულამაზეს თუშეთში იმიტომ მოვწონვარ და დამსდევს თაიგულებითო? _ სალომეს შეუტია როგორც კი მოიხელთა. კბილებსშორის ცრიდა სიტყვებს და კარგად შემთვრალს ბოლი ასდიოდა
_მეგონა ყველაფერი იცოდი მასზე
_უკაცრავად აგარაკები სად ჰქონდა არ ვიცოდი მე არ ვყოფილვარ მისი მეგობრების წრეში. ისე მითხრა პატარა იყავიო თითქოს შენ იყავი დიდი...
_მეტი აღარ დალიო თორემ დღესვე დაიწვები
_დაგწვავ მე შენ კუდიანო
_სალიტაა _ მისი ხმა რომ გაიგო ადგილზე შეხტა . მოშორებით იდგა სიგარეტი მოექცია ტუჩრბშორის და მშვიდად ეწეოდა . გოგონას დაუძახა და თან ხელით ანიშნა ჩემთან მოდიო . მიახლოებულს ლოყაზე რომ მოეფერა და თავზე აკოცა გაღიმებულმა მატილდას ორივეს დახრჩობის სურვილი გაუჩნდა
_შენ მოკლავ თუ მე მოგიკლა შენი სტაფილო _ დაჩისთან მივარდა და მაგიდასთან მჯდომს ჩასჩურჩულა
_დამშვიდდი ,თორემ ყველაფერი სახეზე გაწერია
_მანანა დამიძახა გაიგონე ?_ ცოტაც და იტირებდა
_დარწმუნებული ვარ განგებ
_არ ვახსოვარ... უბრალოდ მიხვდა იოანეს და რომ ვარ
_არ მჯერა რომ შენ ვინმეს გამო ხარ ამ მდგომარეობაში და საერთოდ შეიძლება ასე
_შენ არ გიყვარს სალომე !
_ვინ თქვა რომ მიყვარს ან შენ როდის აღიარე რომ რაც გჭირს სიყვარულია _ჩურჩულებდა მატილდას ყურთან , ლოყაზე მოეფერა და თმაზე გადაუსვა ხელი. იმ დროს აკოცა თავზე ზუსტად თორნიკე რომ დაუბრუნდა მაგიდას.
საღამო იყო უკვე ყველანი რომ მიმოიფანტნენ. სუფრა ერთად აალაგეს . ვერ ისვენებდა,მზის ჩასვლა უნდოდა ენახა ყველაზე მაღალი წერტილიდან .

აივანზე იდგა ეზოში მჯდომი თინა და თორნიკე რომ დაინახა. სახლთან ახლოს იყვნენ და კარგად ესმოდა მათი საუბარი. ფოტოც კი გადაუღო იმდენად საინტერესო სანახავები იყვნენ
_რამდენი წლის ხდები თინათე შემახსენე ?_ თორნიკემ უთხრა ქალს ,რომელიც მის გვერდით იჯდა და განსაკუთრებულად მონატრებულს ეფერებოდა
_შენ რამდენის გახსოვარ _ წაეკეკლუცა წამსვე
_მე ?მე 50 წლის მახსოვხარ თინათე... ახლა წესით 51 წლის უნდა ხდებოდე ხომ ? _ დანაოჭებულ ხელზე აკოცა ქალს და ლოყა დაადო ხელის ზურგზე _ თუ 52
_შენ რომ დაიბადე და თოფი გაისროლა მამაშენმა 50 წლის მაშინ ვიყავი . მუქი მუქი ლურჯი თვალები გქონდა და გრძელი შავი თმა . ისე ხმამაღლა ტიროდი მთელ სოფელს ესმოდა ხმა პირველად მე აგიყვანე ,პირველად მე შეგახვიე და პირველად მე გაბანავე . ისეთი ლამაზი იყავი , გაზრდილი დაიბადე მაშინვე _ ისეთი თბილი ჰქონდა ხმა ქალს,ყველა სიტყვით ეფერებოდა ბიჭს _ მამაშენსაც მე ვუთხარი ბიჭის მამა ხარ_თქო...
_ეგ არ უთქვამს... აქ იყო მაშინ ?
_შენ დედაშენის მკლავებში ტიროდი,სამყაროს აცნობებდი მე დავიბადეო და მამაშენი ჩემ წინ დამხობილი ტიროდა. ისიც ასე მიკოცნიდა ხელებს . მაშინ 20 წლისაც არ იყო
_ვინ ტიროდა ბექნუ ? შანსი არაა!
_4.5 კგ დაიბადე , სოფელში შემოხიზნული დედაშენი ქალაქში ვერ მიჰყავდა . აქ უფრო უსაფრთხოდ იყვნენ ,იცოდა მთელი თუშეთი დაიცავდა ,მხოლოდ მშობიარობას უნდა ჩაევლო მშვიდად. მაშინ სამშობიაროში ვმუშაობდი , კაცი გამომიგზავნა, რომელმაც მისი წერილი მომიტანა. მთხოვდა შვებულება ამეღო და სოფელში წამივსულიყავი . ბოლო ერთი თვე მე ვიყავი დედაშენის გვერდით ,მხოლოდ მე ვიცოდი ბექნუ რომ თუშეთში იყო . ტკივილებიოს დაწყებიდან 8 საათის მერე გაჩნდი და ის რვა საათი ბექნუ. მუხლებზე მდგომი ლოცულობდა. თავი იქამდე არ აუწევია სანამ შენი ტირილის ხმა არ გაიგო . ვინც რა უნდა თქვას მე ვიცი მამაშენი რა კაციცაა ... ვიცი როგორც უყვარს დედაშენი . რომ გამოვედი პირველი მარიამი იკითხა , ბიჭია თუ გოგოო ეგ კი არ უკითხავს მარიამი ხომ მყავს თინაო
_ახლა რატომ მიყვები თინათე... რატომ იცი სულ ჩემი სულის აჭრა
_არ შეიძლება მამას მტრად გადაეკიდო, რამდენიც არ უნდა შეეშალოს არ შეიძლება შვილო...შენ ვერ იქნები მშვიდად მამაშენს რომ აწყენინებ
_თვითონ ხომ არის მშვიდად თავისნაირი და იმაზე უარესი რომ გამხადა? შვილი მყავდეს და ციხისთვის ვამზადებდე? იმას ვეტყვი ჩათვალე შენი სახლიაო ?რომ შეხვალ იცოდე ისე უნდა მოერგო იქაურობას თითქოს სახლია და შენ ხარ უფროსიო? ვინ აჩვევს შვილს შიმშილს და ტკივილს. ვინ ეუბნება მზად უნდა იყო ყველაფრისთვისო. ვინ ეუბნება ტყვია არ დაიმსახურო თორემ მე არ დაგიცავო. ჩემ დას ნორმალურად ვერ ვხვდები,აქ ვერ მომყავს... იცი როგორი ლამაზია ? როგორ მეშინია ვინმემ არ გაიგოს ვინც არის და ჩვენს ნაცვლად მას არ ატკინონ? თინათე იმ კაცის სისხლი როგორ აქვს იმ ანგელოზს გამაგებინე...ისეთია , სული მეხუთება რომ ვეხუტები ,რომ ვუყვარვართ ,რომ ვეიმედები. ჩემზე რომ გიჟდება და ვეამაყები ,ყველაზე მაგარი რომ ვგონივარ ვიხრჩობი _ნასვამი იყო ,მაგრამ სასმელი არ ალაპარაკებდა. ქალს ენდობოდა,ქალს უმხელდა სულის ტკივილს და რა იცოდა აივნის იატაკზე მჯდომი მატილდა თუ უსმენდა და თავიდან იყვარებდა.
_მამაშენს არ უნდოდა ასეთი ცხოვრება ჰქონოდა...ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად მოხდა ის უბრალოდ ცდილობდა გადარჩენილიყო
_ყოფილიყო მუდამ მართალი და ებრძოლა სიმართლისთვის რომ არასდროს ყოფილიყო კაცობაში ჩაჭრილი ... კაცმა ცოლ_შვილი ვერ გააბედნიერა , დედაჩემი ატირა ყველაზე მეტი როცა სხვის ცოლ_შვილს თავზე ევლებოდა. იმდენჯერ წასულა ვიღაც პატიმრის,გარდაცვლილი ძმაკაცის შვილის დაბადების დღის საჩუქარზე ან საავადმყოფოში მოსანახულებლად,წამლის საყიდლად ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად მაშინ როცა ჩემ დაბადებისდღეს როდის იყო სახლში არ მახსოვს.მე რომ ავად ვიყავი დედაჩემი მარტო იყო და ვიღაცებს მოჰქონდათ წამლები,პროდუქტი,ფული . დედაჩემი ხვდებოდა ,სახლში იღებდა ,მასპინძლობდა მისნაირებს...იცი პირველად ვინ დავჭერი თინათე? მაგის ერთ_ერთი ძმაკაცი რომ მოვიდა ვითომ მამაჩემის სახელით ფულის გადმოსაცემად სინამდვილეში კი დედაჩემზე შეყვარებული ნაბ.ჭვარი. ჩემ ამაყ დედას ,ჩემ დედას ეფლირტავებოდა ჩვენ სახლში ,დედაჩემის შევიწროებას ცდილობდა. ჩემი ატმის ყვავილივით ნაზ და ფაქიზ დედას უყურებდა ავხორცი მზერით და რაღაცებს თავაზობდა ,მამაჩემზე ამბობდა ციხეში იქნება კიდევ 15 წელი ,იქ მოკლავენ და მე სასახლეში გაცხოვრებო,დედოფლად გადაგაქცევ შენ ოღონდ შემიყვარეო. ფრანგულიდან მოსულს ტირილამდე მისული დედაჩემი რომ დავინახე და მისი სიტყვები მოვისმინე ბექნუზე უარესი გავხდი. მისი ნაჩუქარი უნიკალური დანა მედო ჯიბეში,ისე უბრალოდ დამქონდა როგორც მამის საჩუქარი ... ყველაზე მეტად რა მაშინებს თინათე იცი? არასდროს მინანია არცერთხელ მოქნეული ხელი და არცერთი წვეთი დაღვრილი სისხლი . გახსოვს ციხიდან რომ დაგირეკე და მოგილოცე დაბადების დღე მთხოვე ღმერთს დაუახლოვდიო, მისგან შორს ნუ ხარ ლოცვა გაიხსენეო დედაშენი რომ გასწავლიდა ბავშვობაშიო ... ეკლესიაში რომ მივდიოდი მხოლოდ მიცვალებილების მოსახსენიებელ ლოცვას ვკითხულობდი,სანთელს ვანთებდი მათთვის და ცოცხლებისთვის. ჩემთვის ვერ ,ჩემი სულისთვის ვერ . არ ვიქნები გულწრფელი გესმის? როგორ ვთქვა მაპატიე ღმერთო_თქო როცა არ ვნანობ და ყველა იმსახურებდა? შენ იცი თინათე ?იცი მე რისთვის დამიჭირეს იქ?
_ვიცი ... ვიცი ჩემო ბიჭო და მტკივა მაგ ცოდვას რომ მიათრევს შენი სული
_ყველა ამბობს მტრები იყვნენო, ფული ვერ გაინაწილესო, საქმე ვერ გაიყვესო , ილდანს უნდოდა ყველაფრის მართვაო. ისე დავაწერდი ყველაფერს თითს არ დავაკარებდი ,მაგრამ მახრჩობდა რომ სუნთქავდა ... რომ ჩავმარხე კიარ დავმძიმდი ამოვისუნთქე იცი რატომ ? მისი გაუპატიურებული ბავშვები მყავდა ნანახი , პატარა გოგოები ,ჩემი თებეას ტოლი და მასზე პატარები ჰყავდა ისე როგორც კატები და ძაღლები ჰყავთ სახლში გასართობად. იცოდნენ და ასეთ კაცს ემორჩილებოდნენ,თურმე იცოდნენ და ასეთ კაცს ემსახურებოდნენ . ბავშვები ვნახე საავადმყოფომდე რომ ძლივს მიიყვანეს,შეშლილი ბავშვები,ფსიქიატრები რომ ვერ წაუშლიდნენ იმ ღორის კვალს ტვინიდან. ის სილურჯეები და ფიზიკური ტკივილი გაუვლიდათ,მაგრამ მეხსიერებას რა წაუშლიდათ. უნდა ეცოცხლა და გაეგრძელებინა გართობა?ჰობი ჰქონდა ასეთი , როგორც მე ფეხბურთის ყურება და თამაში მიყვარდა ერთ დროს იმას ისე მოსწონდა პატარა გოგოების გაუბედურება. ციხეში უნდა ჩამესვა ? მე არ უნდა დამედო ცოდვა თინათე? იცი ციხეში ფული როგორ მოქმედებს?თან იქ ,რუსულ ციხეში...დაჯდებოდა გრილ ოთახში,ტელეფონით,ტელევიზორის წინ . შეჭამდა ,შესვამდა და იქაც მიიღებდა ძღვნად გოგოებს იმათგან ვინც ვალში იყო მასთან
_ ღმერთო ... ღმერთო როგორ არიან შენი გაჩენილი შვილები ასეთები. ღმერთო როგორ უშვებ მასეთების სუნთქვას
_მეც სულ ეგ მიკვირს ... როგორ ტკენს ბავშვებს და როგორ აცხოვრებს ფუფუნებაში მასეთებს
_ ისევ წახვალ ? უკან დაბრუნდები?
_არა ... დავიღალე . ზოგჯერ მგონია 32 კი არა 92 წლის ვარ . ციხემდეც ვიცოდი რომ იმ ქვეყანაში არ იყო ჩემი ადგილი ,მაგრამ მამაჩემს ვჭირდებოდი .
_თვითონ სად არის ახლა
_იტალიაში ცხოვრობს ...
_რას აკეთებს
_არაფერს . გავაფრთხილე სანამ ციხიდან გამოვალ თუ ყველაფერს არ შეეშვები და წესიერ საქმეს არ დაიწყებ სისხლში ჩაგახრჩობ_თქო
_და დაიჯერა რომ მოკლავდი ? _ ხმა წაერთვა ქალს
_არა _ ჩაიცინა ,ბნელოდა უკვე ,მაგრამ დაინახა როგორ ჩაეღიმა_ დაიჯერა რომ მე მნახავდა მკვდარს . არ ვხვდებოდი ციხეში , არ მინახავს 10 წელია ,მხოლოდ ტელეფონით ვსაუბრობდით
_შენ მართლა გიფიქრია მაგაზე ?
_არა , მაგრამ ის არ მიცნობს . არ იცის დედაჩემს რომ არ ვატკენ ასე
_მხოლოდ ამიტომ შვილო?მხოლოდ მაგიტომ ?
_დავიღალე ჩემო თინათე ...
_ოხ ჩემო ბიჭო ,ოხ ჩემო ძვირფასო ბიჭო რა დამართე იმ ბავშვს აქ რომ დარბოდა ფეხშიშველი , უუნაგირო ცხენებზე გადაწოლილს რომ ეძინა და მინდვრის ყვავილებს გვახვედრებდა ყოველ დილით მაგიდაზე . ტყიდან ნანადირევის ნაცვლად დაჭრილი ,ხაფანგში გაბმული ან ნადირისგან გადარჩენილი ცხოველები რომ მოჰყავდა და სანამ ფეხზე არ დააყენებდა იქამდე ევლებოდა თავს. იმ ბავშვს ფეხმოტეხილ შველთან ერთად რომ ტიროდა და გულში იკრავდა, დაკვლას უპირებენო ჩემთან რომ მოიყვანა გადასარჩენად
_უდანაშაულო იყო და იმიტომ ,უცოდველი იყო და იმიტომ ... ის რატომ არ გაგახსენდა მგელი რომ მოვკალი , ცხვრის ფარას ჩასაფრებულმა
_მე ის ბიჭი მიყვარდა ყველაზე მეტად კურდღლის ხორხს რომ არ ჭამდა და ობლად დარჩენილი შვლის ნუკრთან ერთად შეეძლო ტირილი
_ასეთი აღარ გიყვარვარ თინათე ? შენც მონსტრი გგონივარ და ნანობ რომ დედაჩემს დაეხმარე ჩემ ამქვეყნად მოვლინებაში? შენც გგონია რომ ურჩხული ვარ და ეშმაკზე უარესი ?
_ვინ დაგჭრა მაგ სიტყვებით
_ჩემმა თებეამ ... ჩემ მეგობრებს რომ არ გავაცანი და მისი ვითომ ფარული შეყვარებული დავაფრთხე
_დააფრთხე თუ ცემე
_თითი არ დამიკარებია... უბრალოდ სახლში დავხვდი და ვუთხარი თებეას ძმა ვარ , ყელს გამოგჭრი თუ შენ გამო ოდესმე მოიწყენს_თქო და მას მერე ახლოს არ გაკარებია. ტიპი ისეთი საცოდავი იყო ყველგან დაბლოკა გოგო ,რომელსაც იქამდე სიყვარულს ეფიცებოდა...საცოდავი ჭიაყელა
_შენ არავინ მოგეწონება მის გვერდით
_მომეწონება ის ვინც მეტყვის შენ გადენ ცხვირიდან სისხლს კიდევ რომ იტიროს შენ გამო თებეამო ... რომ მაჩვენებს უყვარს და საკუთარ თავზე მეტად დაიცავს ჩემ გოგოს,ვინც არ უნდა იყოს მივიღებ უმცროს ძმად და გავუკეთებ ყველაფერს. სულ რომ უარაფრო იყოს ცხოვრებას მივცემ ოღონდ ვიცოდე ჩემ თებეას გააბედნიერებს...
_გაბრაზებული იყო და იმიტომ გითხრა ცუდი სიტყვები... პატარაა ჯერ და არ იცის როგორ გიყვარს . მიხვდება ,დაგინახავს
_რომ დამინახავს დარწმუნდება ,მართლა ეშმაკზე უარესი ვარ
_არ ხარ ... გუშინ გათენებამდე ჩამოხვედი და დილით მაგიდაზე მინდვრის ყვავილები დამხვდა
_წარმოდგენა არ მაქვს ვინ გეპრანჭება ამ ასაკში ... შენი ვახტანგი ხომ არ იყო ,სად არის მართლა . აქ მარტო როგორ გამოგიშვა ეს მშვენიერი ქალი
_რაღაც საქმე აქვთ და ვერ ამოვა ჯერ ... გაგიჟდება რომ გაიგებს აქ ხარ
_ყვავილებს რომ გჩუქნის ვიღაც კაცი მაგაზე გაგიჟდება არ უთხრა თორემ იმ თავის ხმალს ალესავს. გახსოვს სოლომონას რომ გამოეკიდა მთვრალი და ქარქაშიდან ვერ ამოიღო? მეორე დღეს ზეთს რომ ასხამდა და ჯუჯღუნებდა ამის იმედად ვიყავი ჩემ თინათინის მოსატაცებლად რომ მოსულიყვნენო _მატილდას ცრემლებით ჰქონდა ლოყები დასველებული და იხრჩობოდა უცებ რომ გამოანათა თავისი სიცილით. ხმამაღლა იცინოდნენ ორივენი, თინას თორნიკეს მკერდზე ჰქონდა თავი მიდებული. გულზე აკოცა ,ასე მოეჩვენა მატილდას _მაგრად მომენატრა ... ხომ ყველაზე სანდო და მაგარი კაცია თან რომ ბავშვივით გულწრფელი, გულჩვილი და მხიარული. ზღაპრული გმირებივით იყავით ორივე ჩემთვის ... ცხენზე დაძინებულს ვახო რომ ჩამომიყვანდა მეღვიძებოდა,მაგრამ მიყვარდა თავზე რომ გადამისვამდა ხელს და მშვიდად იძინეო მეტყოდა. არასდროს მქონია მშვიდი და ღრმა ძილი ,არც მაშინ 7 წლის ასაკში და არც მერე ... ვახტანგი ბავშვებს ეჩხუბებოდა დროულად დაიძინეთო და მამაჩემი მასწავლიდა როგორ არ უნდა დამეძინა ,როგორ უნდა მეფხიზლა სულ და მზად ვყოფილიყავი სახლში რომ შემოვარდნილიყო ვინმე . ვახტანგი სულ რაღაც სასაცილო ამბავს გვიყვებოდა ბავშვებს , ჩვენც ერთმანეთზე ხმამაღლა ვიცინოდით... მერე სიცილს გადავეჩვიე . არასერიოზულია პატარა ბავშვივით ხარხარიო ბექნუმ. პატარა ბიჭი ხარო? 14 წლის ასაკში მეუბნებოდა... მერე მეხვერწებოდა გაიცინე სულ მგლოვიარესავით რომ დადიხარო. შენ და ვახტანგი ხართ იმ ცოტა ადამიანს შორის ვინც ანათებს ჩემ მოგონებებს და ვის გამოც მიხარია აქ ყოფნა _ ხელი მოხვია ქალს,ჭაღარა თმაზე აკოცა და თვალები დახუჭა _ ვიცი ვახო რატომაც არ არის აქ ... ჩემ გულს მივცემ თუ დასჭირდება და უფლებას არ მივცემ დაგტოვოს _ დიდი ხნის მერე უთხრა. თითქმის ჩურჩულით და ისე შეუმშრალა ლოყებზე ჩამოცურებული ცრემლები მისთვის სახეზე არ შეუხედავს
_შენ იყავი ხომ ... შენ გადაიხადე ოპერაციის ფული მაშინ . ვიკითხეთ ჩვენ და დაფინანსება არ ჰქონდა სახელმწიფოს , ისრაელში ვინ დადიოდა მაშინ
_შენ ხომ იცი მე ტყუილი მართალი ადამიანისთვის ცხოვრებაში არ მითქვამს და შენთან მითუმეტეს... ნუ მკითხავ იმას რაზე პასუხსაც მნიშვნელობა არ აქვს. შენ არ შეგეშინდეს ,არ იფიქრო სისხლიანი ფული იყო ... მაქვს ისეთი საქმეები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ჩემია და არაფერი აკავშირებს დანაშაულთან . დედას გეფიცები თინათე ერთი თეთრი არ ყოფილა ვინმეზე წართმეული... შენ ყველაფერი ხომ არ გჯერა რასაც ჩემზე ყვებიან თინათე
_მე შენ რომ გჯერა ისიც ვიცი როგორაა სინამდვილეში... სულ რომ დამიბრმავდეს თვალები შენ სუფთა გულს მაინც დავინახავ მე
_შენ ისევ ისე ძალიან გყვარებივარ,ჩემო თინათე
_შენ არ შეგეშინდეს იცოდე , რომ ინანებ გახსოვდეს მე სულ ვლოცულობ შენი სულისთვის და ჩემ ლოცვას მოუსმენს ღმერთი
_გინდა გული გამისკდეს თინათე ? რას მეუბნები , ჩემთვის ღმერთი რამ შეგაწუხებინა
_კიდევ იქნება ვინმე ჩემ გარდა შენ რომ დაგინახავს და შენთვის ილოცებს და თან გაგაღმერთებს
_სულ გამოუსწორებელი რომანტიკოსი იყავი, 80 წლის ხდები და ისევ ისეთი ხარ ვახტანგი რომ გვიყვებოდა
_სიზმრებს ხედავ თუ ისევ ვერ
_ვერ ვასწრებ სიზმრის ნახვას ...
_სიზმარში რომ ნახავ ქალს იცოდე ის ქალი არ დაკარგო და მისთვის გაიხსენე როგორი ცხოვრება გინდოდა შენ შენი თავისთვის
_თუ ღმერთი გწამს თინათინ თითქმის ამდენი წელი ვიჯექი რად მინდა სახლში ის ქალი მე რომ სიზმარში ვნახავ ... არ მიიღებ შენ მასეთ აღვირახსნილ ქალს რძლად
_ეს ტუტუცობენი ვახტანგის ნასწავლებია სულ ხო?
_თვითნაბადი ნიჭია თორემ მარტო სწავლა რას მიშველიდა მე
_კი კი ნიჭიერი ხარ ჩემმა მზემ
_თინააა... რა გაჩუქო დაბადების დღეზე ? დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი ,აღარ ვიცი რა გაგახარებს
_წელს არ მოესწრება და მომდევნო წელს ბავშვით მინდა მოხვიდე ჩემთან ან ორსული ცოლით
_არ გეწყინოს მაგრამ მეეჭვება იქამდე დარჩე აქაურ სამყაროში სანამ მე ცოლს შევირთავ და თან ბავშვი მეყოლება... არ გეწყინოს უკვდავება არ არსებობს ადამიენებშიო თორემ შენთვის დავითრევდი, გეფიცები
_ჯოხით რომ მოგდევდი ეგ თუ გახსოვს შენ ყმაწვილო
_ვარჯიშობდი უბრალოდ თორემ ერთხელ არ მომხვედრია ის ჯოხი
_იცილებდი და იმიტომ
_შენ არ მიმიზნებდი თინათე და იმიტომ ... მითხარი მართლა რა გაჩუქო თორემ იცოდე ერთ ჩემოდან ფულს მოგიტან ყველას თვალწინ და გადაგრევ
_თუ გგონია უარს გეტყვი ან რას მეტრაბახები ვითომ . ასე მეუბნები დიდი ბიჭი ვარ უკვე და ბევრი ფული მაქვსო?
_ფული როდის არ მქონდა თინა?
_გქონდა კი, ათას ადგილას მუშაობდი და არაფერს თაკილობდი. როგორ არ გექნებოდა , მწყემსებთან ერთად გეძინა ღია ცის ქვეშ და ლამის დაგგლიჯა მგელმა შენც ცხვრებთან ერთად. ნუ გამახსენებინებ ახლა ყველა შენ მაიმუნობას
_საიდუმლოების სკივრი ხარ თინა რა... რა კარგია ჩემი მტრები რომ არ გიცნობენ თორემ ხომ დავიღუპებოდი
_საიდუმლოებები კი არა შენი სიკარგეები დამაქვს მე გულით და გონებით... შენ რომ დაივიწყე ისეთი ამბები ახსოვს ჩემ ბებერ ტვინს
_დაივიწყე თინათე,დაივიწყე ეგ ბიჭი თორემ ერთ დღეს ის რომ ნახო ვინც ახლა ვარ გული გაგისკდება იმედგაცრუებისგან... შედი სახლში სიცივეა უკვე და ძილის დროცაა _ წამოდგა, ლოყაზე აკოცა და მერე სახლებს შორის მიმავალ ბილიკს გაუყვა . სიგარეტის ნათება ჩანდა სიბნელეში , სილუეტს ნორმალურად ვერ არჩევდა მატილდა. სულ მთლად გაყინულმა გაიაზრა რომ შუაღამე იყო უკვე და თავის საძინებელში შევიდა. ფანჯარაზე ჩამოფარებული სქელი ფარდა გადასწია ,არ უყვარდა სიბნელე და ერჩივნა დილიდან მზის სითბო ეგრძნო. ეუცნაურა ხელის გაწვდენაზე მდგომი სახლი რომ დაინახა,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. იმდენად ჩუმი ჩანდა და ისეთი ჩაბნელებული იფიქრა იქ არავინ ცხოვრიბსო . მოსმენილი ინფორმაციით და ემოციებით დამძიმებული წაამსვე გაითიშა როგორც კი თავი დადო ბალიშზე და იქამდე არ გაუღვიძია სანამ მზის სხივები არ დაენათა სახეზე. თითქოს კიდევ წვავდა რაღაც, ვიღაც უყურებდა და თვალს არ აშორებდა. ზანტად წამოდგა , ფანჯრიდან გაიხედა და ისევ ვერაფერი დაინახა მეზობელი სახლის ქვის კედლების გარდა .

გელით♡



№1  offline წევრი დარინა

როგორ მომნატრებია ამდენი წყვილის ისტორიის წაკითხვა სხვანაირი ემოციები მოიტანააა ის ძველი ტკბილი დრო მახსენდებაა, მიხარია მარიამ ისევ რომ წერ, ყველა წყვილი მომწონს და მიყვარს ადრე ალბათ ძველ მეს იესე და თორნიკე მოეწონებოდა ახლა დაჩი მიყვარს ყველაზე მეტად ვითომ გამოვსწორდიი :დდდ ხო კაი იოანესკენეც გამირბის სულ ცოტაზე თვალებიი

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
როგორ მომნატრებია ამდენი წყვილის ისტორიის წაკითხვა სხვანაირი ემოციები მოიტანააა ის ძველი ტკბილი დრო მახსენდებაა, მიხარია მარიამ ისევ რომ წერ, ყველა წყვილი მომწონს და მიყვარს ადრე ალბათ ძველ მეს იესე და თორნიკე მოეწონებოდა ახლა დაჩი მიყვარს ყველაზე მეტად ვითომ გამოვსწორდიი :დდდ ხო კაი იოანესკენეც გამირბის სულ ცოტაზე თვალებიი

იოანეა მაგათი საშუალო თან რომ ჭკვიანია განათლებული და თან მოჩხუბარი :დ
მე მგონია შენი მაინც თორნიკეა ,ვერ გაექცევი შენ მიზიდულობებს
დაჩი დედას სიყვარულია ჩემი უწესიერესობა კაცი ♥︎
მიხარიხარ სულ რომ არ მტოვებ და მომყვები

 


№3  offline წევრი Etuna_9391

საოცრება ხარ ავტორო❤️????მატილდა და თორნიკე????????

 


№4  offline წევრი penguin

ვეღარ ჩამოვყალიბდი ვინ უფრო მიყვარს????როგორც ყველა ეს თავიც რომ სასწაული იყო მაგას თქმა არც უნდა❣️ახალი პერსონაჟის გამოჩენაც გამიხარდა????ახლა მთავარია ყველა ბედნიერი იყოს და არავინ მოკვდეს????????

 


ღმერთოო ასე ერთმანეთზე უკეთესები როგორ არიან ყველა,გადავირევი....ღმერთო როგორ მიყვარს თითოეული მათგანი...საიცრებაააააა.

 


№6 სტუმარი სტუმარი თეა

ახლა ის დროა ისევ და ისეევ ჩვენ რომ უნდა გელოდოთ ????❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი თეო

სასწაული თავი იყო,არ მინდოდა დასრულება .თორნიკე❤️

 


№8 სტუმარი Maria

რომ სრულდება მერე ვიაზრებ რამხელა ემოციებში ვარ კითხვის დროს♥️♥️ დაველოდები გაგრძელებას,მთელი გულით♥️

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

Etuna_9391
საოცრება ხარ ავტორო❤️????მატილდა და თორნიკე????????

მიხარია ეს წყვილი რომ მოგწონთ ♡♡♡

penguin
ვეღარ ჩამოვყალიბდი ვინ უფრო მიყვარს????როგორც ყველა ეს თავიც რომ სასწაული იყო მაგას თქმა არც უნდა❣️ახალი პერსონაჟის გამოჩენაც გამიხარდა????ახლა მთავარია ყველა ბედნიერი იყოს და არავინ მოკვდეს????????

მე არავის ვკლავ ისტორიებში
ჩემი სტილი არაა დრამატული დასასრულები
♡♡♡♡

ოქტომბრის`ეული
ღმერთოო ასე ერთმანეთზე უკეთესები როგორ არიან ყველა,გადავირევი....ღმერთო როგორ მიყვარს თითოეული მათგანი...საიცრებაააააა.

მადლობა თქვენ ♡♡♡

სტუმარი თეა
ახლა ის დროა ისევ და ისეევ ჩვენ რომ უნდა გელოდოთ ????❤️❤️

ნუ ცოტა ხანს უნდა მელოდოთ კი ♥︎

სტუმარი თეო
სასწაული თავი იყო,არ მინდოდა დასრულება .თორნიკე❤️

მადლობა ♡♡♡♡ მიხარია ასე რომ მოგეწონათ

Maria
რომ სრულდება მერე ვიაზრებ რამხელა ემოციებში ვარ კითხვის დროს♥️♥️ დაველოდები გაგრძელებას,მთელი გულით♥️

♡♡ ♡ჩემი მთავარი მიზანიც ესაა წერის დროს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent