Haunting Adeline თავი 9-10
მე მკვლელობა ჩამიდენია. ცივსისხლიანი. უმოწყალო. მომიკლავს კაცები, რომლებსაც ეშმაკის სხვადასხვა სახე ქონდათ მორგებული. მომიკლავს ბავშვებზე მოძალადეები, უდანაშაულოთა მკვლელები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს ლანდებად აქცევდნენ და ყოველთვის მქონდა მიზეზი. მაგრამ არასდროს მომიკლავს შურისგან დღემდე… არჩიბალდ ტალავერრას ტუჩები ჩემს გოგოზეა და მის შარვალში თითები აქვს ჩასრიალებული. ეხება. თითებს უსრიალებს. უყურებს და ისეთ სიტყვებს ეუბნება, ისეთ ბინძურს, რომ ლოყები ნაზად უწითლდება. იმ წამსვე გადავწყვიტე, რომ დღეს საღამოს ეს კაცი აღარ იცოცხლებს. დიდი ნებისყოფა დამჭირდა, რომ იმ კლუბში არ შევსულიყავი და არ გამომეგლიჯა ადელაინი სხვისი ხელებიდან. იმიტომ კი არა, რომ სხვა კაცი მის დაპატრონებას ცდილობდა. იმიტომ, რომ არჩიბალდ ტალავერრა ნამდვილი ფსიქოპათია. ადამიანი, რომელმაც ყოფილი ცოლი არაერთხელ სისხლში ამოსვარა.. სიკვდილამდე სცემდა. მერე, როცა ქალმა გაბედა და გაშორდა, მას ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცია. დღემდე ფსიქიატრიულში წევს ქალი. და სანამ ის საავადმყოფოს კედლებში საკუთარი თავის აწყობას ცდილობს, არჩიბალდი ღამეებს კლუბებში ატარებს და ყოველდღე ახალ ქალს არჩევს „გასართობად“. ბოლო ინფორმაციით, არც ეგ „გართობა“ ყოფილა სასიამოვნო. მისგან ქალები სისხლ ჩაქცევებით და გახეთქილი ტუჩით გამოდიან. ასეთ კაცს სიკვდილი უნდა და ჩემთვის პატივია, რომ ეგ საქმე ჩემს ტყვიას ერგება. არც ისკაცია და არც დიდ ბოროტებაში გარეული, მაგრამ მაინც ღირს. ის და მისი ოჯახის დანაშაულები დიდი თამაშის ნაწილად არასდროს ჩამიტვლია. პატარა დამნაშავეები არიან, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სიეტლის მაფიოზები არიან. მაგრამ, როცა ქალაქში დინოზავრები დადიან, ტალავერრასნაირი ჭიანჭველებისთვის დრო არ გრჩება. და მაინც… დღეს არ გაუვა. დღეს გზაზე გადამეღობა. დღეს ჩემს ქალს შეეხო. დღესვე გადაიხდის. ამის შემდეგ ვერაფერი შეაჩერებს ადის, რომ პოლიციას არ უთხრას, რომ სტალკერი ჰყავს. მიუხეედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულება გავაქრე — მისი შეტყობინებებიც კი. და თუ ტალავერრების ყურამდე მიაღწევს ხმა, რომ მათი ოჯახის მემკვიდრე მოკლეს, ადის ბრალს აუცილებლად დასდებენ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი მტერი ჰყავს იმ ოჯახს — ყველაფერს გაანადგურებენ, რაც კი გზაზე გადაეღობებათ.ამიტომ, დღეს ღამით სიეტლს ამ მავნებლებისგან გავწმენდ. რათა ისევ დავუბრუნდე მთავარ მიზანს: ადელაინის დასაკუთრებას და პედოფილების ბუდეების განადგურებას. კისერს ხმაურით ვატკაცუნებ და პირდაპირ კარისკენ მივდივარ. მუჭს მთელი ძალით ვურტყამ. კარზე კი არა — ზიზღზე, ბრაზზე, წყენაზე. რაც უნდოდა ეთქვა ჩემში დაგროვილ მრისხანებას — ახლა მოხვდა ამ კარს. ზუსტად ისე, როგორც იმ პატარა ბიჭუნას დროს, შიშველი რომ გამოიჭრა აქედან, მარტო ერთი წინდით, თან ადის, რომ ლანძღავდა.მხოლოდ იმის გამო გადამირჩა მაშინ, რომ ადიმ თვითონ გააგდო.მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ენა არ მოვაჭერი. მისი ენა, რომელიც იმ ღამით ადელაინზე ასე ბინძურად ლაპარაკობდა, ახლა მიტოვებულია ერთ წყლიან კონტეინერში. ადის არაფერი გაუგია — ბიჭი ქალაქიდან გავაგდე და მკაცრად ავუკრძალე მასთან კონტაქტი. ვბრუნდები და აივანის ჩრდილში ვიმალები. ვიცნობ არჩისნაირებს. გმირობას მოინდომებს. პირველი გამოვარდება. სწორედ ეგეთი ტიპები „მგლად“ მიგაჩნია საკუთარ თავს და სარკეში, რომ იყურებიან, ბებერ ბებიასაც ვერ დაამარცხებენ. სინამდვილეში კი პატარა მელაა. ბოღმით და ნარკოტიკებით ანთებული. ზუსტად ამ დროს, კარი გამოაღო. —გამოდი, არამზადა! ვიცი, აქ ხარ! — ღრიალებს და იარაღს იქნევს. მოდი, არჩი. გელოდები. დგას ზღურბლზე და გრძნობს შიშს. გრძნობს რაღაცას — რაც ჩრდილში არის და უყურებს. მაგრამ რამდენიმე წამში მუხლები კანკალს უწყებს. და მოხრილი ჩამოდის კიბეებზე. თავს აქეთ იქეთ აქნევს — ჩემი სახე დაინახა. ვარდი მაქვს პირში. წითელი. ეკლშემოჭრილი. ღეროთი კბილებს შორის. ღიმილს ვჩუქნი — ნადირის. შეუბრალებელის. და სანამ რამეს მოიფიქრებდა — მივვარდი. მკლავზე ვწვდი, თავსი უკან მოვუქციე, პირი ხელით დავუფარე და მისი ზურგი ჩემს გულმკერდზე მივიკარი. თითების ტრიალით ვწევ დანას. მუცელში ორჯერ. არა სასიკვდილოდ — ჯერ არა. კაცი იკრუნჩხება, მაგრამ ხმა ვერ ამოსდის. შოკი ყელში უქრობს ხმას. არ ელოდა, რაც დაემართება, მაგრამ ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მხოლოდ სასწავლო გაკვეთილია. სანამ რეალობაა დაეწევა და ყვირილს დაიწყებს, ვასწრებ — ძალით ვწევ ჩემსკენ და ვურტყავ კეფაში. ყველაფერი ათი წამის ამბავია. ერთი ბგერაც არ ამოსვლია. ხელით ვწვდი, რომ არ დაეცეს და ლამის სახით არ დაასკდეს ჭუჭყიან, სველ მიწას. სისხლი ღვარად მოსდევს. უნდა შევუჩერო — თუ არ მინდა, ძალიან მალე სისხლისგან დაიცალოს. მაგრამ ჯერ… ვარდი პირში მაქვს — ღერო კბილებს შორის. ნელა ვიღებ, ფურცლებს ვხრი და სისხლში ვაწობ. მისი ჭრილობიდან გამოსულ, მუქ წითელ სისხლში. ვერ მივცემ უფლებას ჩემს პატარა თაგუნიას, იფიქროს, რომ სხვის შეხებას ფასი არ აქვს. ყოველ შეცდომას შედეგი მოჰყვება. თვითონვე გაიგებს, რას ნიშნავს ჩემი სიტყვები — მე ცარიელ მუქარებს არ ვისვრი. მის უგონო სხეულს აივნის კართან ვაყუდებ და თავად სახლში ავდივარ. ვარდს ვდებ ზღურბლზე — ესაა ჩემი გაფრთხილება. ჩემი რისხვა. მეტი არ მინდა. შემდეგ ისევ მისკენ მივდივარ, მისი სხეული მხარზე მოვიგდე და ტყეში შევედი. იქ, სადაც ჩემი მუსტანგია დამალული. სანამ პოლიცია მოვა, მე უკვე წასული ვიქნები. სისხლის კვალი გზამდე მიიყვანს. იქ — საბურავების ნაკვალევი. შეიძლება კვალისმიხედვით დაადგინონ მანქანის მარკა ან მოდელი. მაგრამ ეგ ყველაფერი მალე გაქრება. ყველა კვალს გავაქრობ. ყველაფერი წაიშლება. სამართალდამცავებს წარმოდგენაც არ ექნებათ, საით გაიხედონ. და არჩის ოჯახი? ისინი იფიქრობენ, რომ მტრები დაეწივნენ. არც ცდებიან. უბრალოდ ვერასდროს გამოიცნობენ, რომ მათ წინ მე დავდგები — დანით ხელში. *** – გამიშვი, შე .... ! – ღრიალებს. – იცი მაინც, ვინ ვარ? იცი, ვის ოჯახს ეხები? ჯერ კიდევ ენას ატარტალებს. ორწამიანი ამბავია, სანამ პირი სამკერვალო მავთულით არ დაეკერება. ვუთხარი კიდეც, და იმ წამს ხარხარით მიპასუხა — ისეთით, როგორიც მტაცებელს აქვს, როცა სისხლის სუნი ეცემა. მუშტს პირდაპირ სახეში ვურტყავ, თან ისე ვმართავ მანქანას. ხმადაბლა იგინება, მაგრამ მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. მისი ხმა უკვე ისეთივე ფერწასულია, როგორც სისხლი, რომელიც ენიდან ჩამოსდის. ლამაზი ბიჭი დიდი ხანია აღარაა. და ეს მხოლოდ დასაწყისია. შესაფერისი დასასრული ელოდება. ის შეეხო ჩემს გოგოს. ენით და თითებით უკონტროლოდ ეხებოდა სხეულზე გოგოს, რომელიც მხოლოდ ჩემი უნდა იყოს. და ასეთ შეცდომებს ფასი აქვს. გონზე მოსვლა მგზავრობის დაწყებიდან ხუთ წუთში მოახერხა. ჭრილობებზე მისი დახეული პერანგის ნახევები მაქვს მჭიდროდ გადაჭერილი – დროს ვაჭიანურებ, სანამ სახლში მივაღწევთ. ხელი-ფეხი გაკოჭილი აქვს, საკმაოდ პროფესიონალურად. გამოცდილება არ მაკლია. და იმ წამიდან, რაც თვალები გაახილა, ერთნაირად აფრქვევს ბანალურ მუქარებს – როგორც ტყვიებს. მხოლოდ ამას ვერ ხვდება, რომ მისი სიტყვები ქარში გაფანტული ქაღალდია. ვერფერს დამაკლებს. – სერიოზულად, შენ ამას ერთი მულის გამო აკეთებ? ჰაჰ… ჰო, კარგი ხმა აქვს, პორნოსთვის იდეალური, და ის ლამაზი მუ*ელიც ისეთი ვიწრო, მაგრამ მაგისნაირი რამდენს იპოვი, ძმაო. ათასნაირი მყავს მსგავსი ნა*მარი... ღიმილი მიმეყინა. სწრაფად ვაპირებდი, მაგრამ ახლა იცოდეთ, ეს კაცი ყველაზე ნელა მოკვდება კაცობრიობის ისტორიაში. ისე არ ეყო შეურაცხყოფად, რაც ენაზე მოადგა. რეალურად რომ წარმოიდგინა,ვერც ხვდება, ვინ არის ადი —რომ მასნაირი არ ყოფილა აქამდე არავინ, ერთადერთია მის სახეობაშიდა არც იქნება. განსაკუთრებული ქალია. სწორედ ამ ფიქრებში ვუხვევ იმ პატარა გზაზე, რომელიც ჩემი საწყობისკენ მიდის. გარედან ჩვეულებრივი შენობაა — კამერების მწარმოებელი ქარხნის ყოფილი შენობა. როგორც კი გაკოტრდნენ, იაფად ვიყიდე. მერე კი ასობით ათასი ჩავდე შიგნით. ახლა აქ ნემსის ჩაგდება არცერთ კამერას არ გამოეპარება. მთავარი სართული — ჩემი საცხოვრებელი. მეორე — ჩემი ცენტრი. ტექნიკა, რაც კი ოდესმე აკრძალულა და კომპიუტერების არმია, რომლითაც ვამტკიცებ, ვინც ვარ. ქვედა სართული კი… იქ მივდივართ ახლა. იქ მiდიან პედოფილები. იქ მიდიან და იქიდან აღარ ბრუნდებიან. და არც არჩი დაბრუნდება. ქვემოთ, სარდაფში, პირდაპირ მისასვლელად ავტოფარეხი მაქვს აშენებული. როცა მხრებზე გიწევს მოიგდო ორ მეტრზე მაღალი ....ქუდა,გჭირდება ასეთი „შეუმჩნეველი შემოსასვლელი“. მამაკაცი ვარ, დიდი და ძლიერიც, მაგრამ ზუსტად ისეთივე შანსი მაქვს წელში გავტყდე, როგორც ნებისმიერ ნაგავს. გარაჟის კარი დავხურე, მანქანა ჩავაქრე და სალონში შევტრიალდი. რა დავინახე? ნუ, ჩვეულებრივ გამტაცებლობებს უფრო ორგანიზებულად ვეკიდები — გვამები საბარგულში მიდის, რომ მანქანა არ დამესვაროს. მაგრამ ასეთ დროს უკვე ვეღარ გავითვალისწინე პირდაპირ უკანა სავარძელზე მივაგდე. სისხლში არის გაწურული — დასუფთავება ნამდვილი ტკივილი იქნება. ქიმწმენდის ბიჭი არაფერს მეკითხება, იმდენს ვუხდი, მაგრამ ამდენ სისხლზე თვალი როგორ უნდა დაახუჭოს, ზედმეტ კითხვებს დასვამს. და ზედმეტი კითხვების დამსმელები კვდებიან. – ორი გზა გაქვს – მარტივი და რთული. ან კარგი პატარა ძუკნა იქნები და მარტივად გადმოხვალ და გაჩუმდები, ან შენს ერთი დარტყმით გაგთიშავ და გადმოგათრევ. პირი გააღო გინების დასაწყებად და პირველი მარცვლის ამოთქმამდე ვუთავაზე ცხვირში ისეთი მუშტი, რომ ძვლის ნამტვრევის ხმა გავიგე. სისხლი წამებში წამოუვიდა. გადააფურთხა კიდეც და კბილი ამოუვარდა. სალონიდან გადავედი, კარი გამოვაღე. ისევ ტიტინებდა, მაგრამ მალევე ჩაიკარგა ხმა, როცა ყელში ვწვდი და გარეთ გამოვათრიე. ფეხები და ხელები ჯერ კიდევ შეკრული ჰქონდა, ასე რომ მის სხეულს თითოეულ კუთხეს და საფეხურს ცხვირით აღიქვამდა. წარმოიდგინე თევზი, რომელსაც კაუჭზე აცვამენ – ასეთად იქცა. სახეზე სიკვდილის წინა პანიკა ეხატება – იმ სახეს, რაც მაშინ გაქვს, როცა იცი, რომ სული ერთ ნაბიჯზეა სხეულიდან გასული. ტანზე სუფთად ჩავაცვი, საოპერაციო მაგიდისთვის. კვანძები გონივრულად შევხსენი – ისე, რომ პარალელურად შევძლო ახალი ქამრებით მჭიდროდ მიბმა, რათა მოძრაობის საშუალება არ ჰქონდეს. გვერდით რომ ჩაიხედა, მეორე მაგიდაზე ფერნანდო იწვა – მკვდარი. სისხლისგან დაცლილი. მაშინვე ძარღვები დაეჭიმა. კარგია. ფერნანდო მაიკლმა ჩამომიტანა, იმ ღამით, როცა ადი და მისი დაქალი კლუბში წავიდნენ. მე კი უკან გავყევი – დავჯექი ჩემს ბუნაგში და კამერებით ვუყურებდი, როგორ უღირსად ეხებოდნენ ეგოისტი მამრები ქონიანი ხელებით ადის საჯდომზე. მთელი მოთმინება დამჭირდა,რაც კი გამაჩნდა, რომ კლუბში არ შევვარდნილიყავიდა არ დამეხოცა ისინი და ადი არ გამეტაცებინა. ამის მაგივრად ფერნანდოს დავუბრუნდი და გამოკითხვა გავაგრძელე. სანამ დავინახე, როგორ წაიყვანა არჩიმ ადი ზემოთ… ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი წამების მეთოდები უფრო სისხლიანი გახდებოდა. ფერნანდოსგან ყველაფერი მივიღე, რაც მჭირდებოდა — როგორ იტაცებენ გოგოებს, მათი სახელები. აღმოჩნდა, რომ ის ტიპი ოჰაიოშია, და მის მისახედად სხვა ჯგუფს მივანდობ. — შენ ვაფშე ნორმალური ხარ, შე სირო?— ცრის არჩი, ხმაში შიშიც აქვს და ზიზღიც. ფერნანდოს სახე უკვე დასიებას იწყებს. მხრები ავიჩეჩე. არაფერს ვგრძნობ. — დღეს ბევრი გვამი მაქვს გასაქრობი. ერთად მირჩევნია, ნაკლებად დამღლელია. — შეხედე, რაც არ უნდა გაეკეთებინა ჩემს ოჯახს, მოდი ვილაპარაკოთ… შევთანხმდეთ…“— იწყებს არჩი, მაგრამ მისი ლაპარაკი ჩალეწილი კბილების და გატეხილი ცხვირის გამო უკვე სხვანაირად ჟღერს. ტუჩები გადახეთქილი და დასიებული აქვს — თითქოს ბოქსის რინგზე ვიღაცამ ხელებშეკრული გაუშვა და ისე აბრძოლა. — შენს ოჯახთან კავშირი არ მქონია,— მშვიდად ვპასუხობ. — სანამ შენ არ გამოჩნდი. ისევ გაჩუმდა. გაშტერებული მიყურებს. ვხედავ, ტვინი უჭერს — აცნობიერებს, რომ ტალავერრების მტერი არ ვარ. — მაშ, რატომ, ბო*ო? იმ გოგოს გამო“ — უკვე ისტერიკაში გადადის. მისკენ ვიხრები, რომ ჩემი სახე კარგად დაინახოს — ნაწიბურები, რომელზეც ხალხი თვალს მარიდებს, და მზერა, რომელიც ადამიანს კანს უფატრავს. — გოგოს თვითონ ვუნდოდი, ჩემი ბრალი არაა, რომ შენ გოგოს შენ არ უნდიხარ. ვჯდები. არ ვაპირებ, ამ ფარჩაკს რამე ავუხსნა. მაინც ვერ გაიგებს იმ შავი ვნების არსს, რაც ჩემში ზის. და არც მინდა რომ გაიგოს. მან არ იცის, მაგრამ როცა საბოლოოდ წარვუდგენ ჩემს თავს ადელაინ რაილის... მას შემდეგ ვერავისზე იფიქრებს. შიგნიდან ავაგიზგიზებ. ყოველი სუნთქვა მისი სხეულის შიგნით გაჩაღებულ ცეცხლს გააღვივებს. ჟანგბადივით მივალ, რომ ნელ-ნელა იწვოდეს — გრძნობებით, შიშით, და სურვილით სავსე. იმდენად მშიერი და დაუნდობელი ვიქნები, რომ მას შემდეგ რაც გამოვჩნდები ერთადერთი, რაც ფიქრი, რაც მის თავში იტრიალებს — იქნება ის თუ, როგორ შემიშვას კიდევ უფრო ღრმად მასში. თავდაპირველად შიში ექნება. მაგრამ შიში აენთება. შიში გახდება ბენზინი, და მე ბედნიერი სიამოვნებით ჩავაქრობ ცეცხლს, როცა ძალიან ახლოს მოვა ალთან. ჩემს გვერდით უჟანგავი ლითონის უჯრა დევს — ინსტრუმენტებით. მხედველობის მოშორების გარეშე ხელს ვწევ და პირველივე ნივთს ვიღებ. ვიღებ ბასრ სახრახნისს. სპეციალურად წამებისათვის დამზადებული. საერთოდ, არმიაში ხშირად იყენებენ მაგას — საზოგადოებას წარმოდგენაც არ აქვს, რა ჯოჯოხეთს უწყობს მთავრობა მტერს… თანაც ოფიციალურად, უსისხლოდ. საზოგადოება სულელებისგან ნამდვილად არ შედგება, მაგრამ ღმერთმა იცის, ვერაფერს ხვდებიან, რამდენად ამორალურია ჩვენი მთავრობა. მერე წააწყდა ჩემს სახალისო სათამაშოს — მისი თვალები ისე ავიდა შუბლზე, თითქოს შიგნით საკუთარ სიკვდილს დაინახა. —ამისთვის ჯერ არ მიმიმართავს,— ვეუბნები, როცა სახრახნისებს ვატრიალებ —მაგრად ეტკინება. ორჯერ. პირველად რომ შევარჭობ, და მერე, როცა გამოვაძრობ. დაველოდე წამით. ისეთი წითელია სახეზე. —ძმაო, მოდი ვილაპარაკოთ, რა... იმ გოგოს გამო უნდა მომკლა? იცი, ჩემი ოჯახი რას გიზამს შენ? ან მას? წარბსვწევ . —შენ მართლა გეგონა, მარტო შენ მოგკლავდი? სახეზე ფერი ეცვლება. ყელში ძარღვები ენთება. სიტყვები ღრიალივით გადმოაფრქვია —იმ გოგოს გამო? მე რა ვიცოდი შენი იყო?! ვერც კი მოვ*ყანი— მეტი აღარ დავაცადე. ხრახნეტი პირდაპირ მუცელში შევასრიალე. გადმომხედა — ღია პირით, შოკით გაყინული. წამით იდუმალ სიჩუმეში ვართ. მერე სისხლიანი ხველა ეწყება. თვალებში ყველაფერია. შიში, ბრაზი, სინანული. ხუთივე მწვანე სტადია: უარყოფა, მოლაპარაკება, ბრაზი, დეპრესია... და ბოლოს — დათმობა. ვეღარ ვითმენ. ვიხრები მისკენ და კბილებში ვცრი: —ერთ რამეს გაიგებ შენც და ყველა ც, ვინც მისკენ ერთხელ მაინც ამოიხედავს — არავინ არ არის უსაფრთხოდ, როცა საქმე მას ეხება. თუ მხოლოდ ჩაისუნთქავ იმ ჰაერს, რაც მის გვერდით იარსებებს — შენ მოკვდები. —გიჟი ხარ,— ღრიალებს. სისხლი მოედინება ტუჩებიდან. მის მუცელზე ხრახნეტი ისევ ანათებს. მშვიდად ვიღებ ხელს და ხრახნეტს ვწვდი. ბნელ ფონზე მისი კივილი მეტალისგან გამოსული ჭრაჭუნის ხმას ერთვის. გამწარებული ვთხრი შიგნით ისევ. არ მეყოფა. არა იმ განცდის შემდეგ, რაც მის სახეზე დავინახე, როცა ის მიიკრო... ჩემი გოგო. როცა მისი თითები ადის შიგნით იყო. როცა ჩემი გოგო… ამ ნაბიჭვრის გამო კვნესოდა. —მისი კვალი შენს სხეულიდან უნდა ამოვგლიჯო,— ვეუბნები, ტკივილისგან გონს ვერ მოდის. შემდეგ ღრმად ვსუნთქავ და საკუთარ თავს ვახსენებ — ადი ჯერ არ მიცნობს. ჯერ არ იცის, რა არის ნამდვილი საჭიროება. მაგრამ მალე გაიგებს. და რომ გაიგებს? შეძულდება ის საჭიროება, რასაც ჩემს მიმართ იგრძნობს. შეებრძოლება მას. დაუწყებს ძებნას რაიმეს, რაც ასე აგრძნობინებს თავს. მას ვერასდროს იპოვის. და მეც ამის უფლებას არ მივცემ. კისერს ვატკაცუნებ და ღრმად ვისუნთქავ, რომ თავის გაწონასწორება მოვახერხო. ბრაზი მომერია. მე რეაქტიული ადამიანი არ ვარ. მაგრამ უკვე შევეგუე იმას, რომ ჩემი პატარა თაგვი ისეთ გრძნობებს მიღვიძებს, რომლებიც აქამდე არ ვიცოდი თუ მქონდა. —რამდენ ქალს ავნე, არჩი? – ვეკითხები, ტუჩებს ვილოკავ და ნელა ვუვლი გარს, სანამ მისი ხედვის არედან არ გავქრები. ეს დასუსტებულებისთვის განკუთვნილი ზეწოლის მეთოდია. ისინი ვერ იტანენ ამ მომენტს — როცა ვიკარგები მათ მიღმა. თავიანთი წარმოსახვითი შიშების ხელში ვტოვებ. და როცა წინ ვუბრუნდები, ოდნავ ეშვებათ, მხრები ერხევათ — იმედით, რომ გადავიფიქრე. მერე ისევ ვიწყებ წრეზე სიარულს. სწორედ ეს არის წამების მეთოდი. არა დარტყმა, არამედ მოლოდინი დარტყმისა. უცნაურობა კი ისაა, რომ ზოგჯერ მოლოდინი უფრო სატანჯველია, ვიდრე თვითონ ტკივილი. —არ დამიძახო არჩი, – ხრინწიანი, ყელში გაჩხერილი სიბრაზით ხრიალებს, როცა მის უკან ჩუმად ვდგავარ. დაჭიმულია. —თავი არ ამარიდო, არჩი,– ვუმეორებ, სახელე დარტყმით, დაჟინებით, პირდაპირ თვალებში. ფრთხალად იღრინება, მაგრამ პასუხი არ აქვს. მას დედამისი არჩის ეძახდა. სიცოცხლის ბოლომდე. ის კი ათი წლის იყო, როცა დედა მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. მამამ მაგ დროს თავი დაკარგა და ნარკოტიკების გაყიდვა დაიწყო. სამკურნალო გადასახადები, სამგლოვიარო ხარჯები… ყველაფერი ერთბაშად. არჩი ცივ და დაუნდობელ ადამიანად გაზარდა. დედის სიკვდილის შემდეგ მისი სახელი აკრძალულად იქცა. ვისაც ერთხელ მაინც წამოსცდებოდა — დანას უყრიდა. საუკეთესო მეგობარსაც კი გაუყარა — მაქსს. მაქსმა თვითონ მოუყვა ჯეის იმ ბარში, სადაც ხანდახან დადის. —არ მაიძულო კითხვა გავიმეორო,“ – ვეუბნები დაბალი ხმით, რომ იგრძნოს — აქ სიტყვები მთავრდება. —ვერ ვიხსენებ, – გაღიზიანებული ხვნეშით ყვირის. – რამდენიმეს, ალბათ. რა მნიშვნელობა აქვს? —შენს ყოფილ ცოლზე წავიკითხე. – მის უაზრო შეკითხვას ყურადღებას არ ვაქცევ. —შენ ეგ ქალი ისე სცემე, საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, სახე აღარ უჩანდა. თქვენს სახლში ნაპოვნი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ თავზე ტეკილას ბოთლი დაამტვრიე და მერე ამავე მინის ნამტვრევით გაჩეხე. მთელი სხეული მოტეხილობებით და სისხლჩაქცევებით ჰქონდა სავსე. სიკვდილს ძლივს გადაურჩა. არჩი ცხვირს იწმენდს, უმცირესი სინანულის გარეშე. მისი თვალები ცივია, უდარდელი. ნარცისობის ყველა კლასიკური სიმპტომი: —მღალატობდა, – ბავშვივით გამობურცული ტუჩებით წუწუნებს. როგორც პატარა, რომელსაც ტორტი არ მიუტანეს დაბადების დღეზე. —შენ ხომ თვითონ უღალატე მას პირველმა? – ვეკითხები, ხმას დაბლა ვწევ. —მაგას არ აქვს მნიშვნელობა, – წიკვინებს. – ცოლი იყო და ფულს მე ვაკეთებდი. სტრიპტიზიორის ყიდვა მომინდა ერთი ღამით და ვისი რა საქმეა? ის ხომ მხოლოდ სახლში იჯდა, ზედმეტი კილოგრამებით და ჩემს ფულს ფლანგავდა. შემდეგ ვეკითხები: —ადისაც ავნებდი? ის ახველებს, თითქოს სიცილით. —გავჟ...ვდი ისე, როგორც მე მიყვარს. რამდენიმე ლურჯი ლაქა რომ დარჩენოდა – დიდი ამბავი. ეგეთი ქალებს ეგ მოწონთ. მაგათ უხარიათ, როცა უხეშად ექცევი. ღრმად ჩამჯდარი ბრაზი ისევ მუცელში მხვდება და ძლივს ვიკავებ თავს, რომ ახლა და აქვე არ ჩავასო ეს სახრახნისი მის თვალში. არჩის ინსტრუქციაც რომ ჰქონოდა ხელში, მაინც ვერასდროს მოახერხებდა სწორად უხეშ სექსს. რადგან მან არ იცოდა ზღვარი ტკივილსა და სიამოვნებას შორის – ის ადგილი, სადაც ქალი ბეწვზე გადის, კვნესის და კბილს იკვნეტს იმიტომ, რომ იმდენად ტკბილია ეს ნატკენი შეგრძნება, რომ მეტი უნდა. ის კი არჩევანს არ აძლევს – უბრალოდ სტკენს. მისი ქალები დადიან გალურჯებული, სისხლისნები და გაწამებული. და თვითონ? მიდის კმაყოფილი ღიმილით, თითქოს ორგაზმის მიღწევა ქალისთვის მხოლოდ მისი წყალობით გახდა შესაძლებელი. —ადის არ ავნებდი,– მშვიდად ვამბობ. უბრალოდ ვამოწმებ, მაგრამ ჯერ არ შეუწყვიტავს თავის როლის თამაში – ამაყის. ცხვირს იწმენდს და იღრინება: —ჯერ უნდა მოდუნდეს ქალი. რაც მასთან მელოდა… – ენას გადაისვამს, ტუჩებს ილოკავს, უსიამოვნოდ, სუსტად. – მისი ტირილი ისეთი ლამაზი ექნებოდა… სიმღერასავით. ნეტავ მომესმინა.“ თავი ისევ ოდნავ ვუქნიე. ვიღებ მის პასუხს. იმიტომ რომ ის ზუსტად მიმიყვანს იქამდე, რაც მისთვის მოვამზადე. და ახლა მეც მისივე მეთოდით ვაპირებ წამებას – მტკივნეულად, დაუნდობლად, სისხლამდე. მისი ღრიალი იქნება სიმღერა, რომელიც მე დავწერ. და სანამ შიგნიდან არ გავანადგურებ – ვერ გააცნობიერებს, რა სისულელე ჩაიდინა, როცა ადელაინ რეილის გაეკარა. თავი 10 მანიპულატორი — გაიგე რამე? — ვეკითხები შფოთვით და ოფლის გამო სველ ტელეფონს ხელში ძლივს ვიჭერ. არჩი რაც ჩემს სახლთან გაუჩინარდა, იმ მომენტიდან მოსვენება დავკარგე. — ვერავინ ვერ პოულობს, — მპასუხობს დაია ტელეფონში. მას შემდეგ, რაც ყველაფერი მოვუყევი წინა ღამით მომხდარის შესახებ, თვითონაც აქტიურად დაიწყო ძიება — პოლიციას არასდროს ელოდებოდა საქმის გასახსნელად. მაგრამ დიდად ვერაფერი იპოვა არჩის ცნობილ მტრებს უთვალთვალებდა — კამერები, ტელეფონები, ლეპტოპები, მანქანის ჯიპიესები... და რასაც ველოდით, ზუსტად ის აღმოჩნდა — მისი გაუჩინარება მათთან კავშირში არაა. ყოველ შემთხვევაში, რაც ჩვენ ვიპოვეთ, იმის მიხედვით. ეს ჩემი აჩრდილი იყო. და იმის გათვალისწინებით, რომ არ ვიცით, ვინ არის ის — არჩის პოვნა ფაქტობრივად შეუძლებელია. — არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ხდება... პრაქტიკულად მე მოვკალი ეგ კაცი, — ვამბობ, როცა ცრემლები თვალში მადგება. — მიყვარხარ, მაგრამ უნდა გითხრა — მგონი ეგ იმაზე ცუდი არ არის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, — მპასუხობს დავა, — იცოდე, ეგ ტიპი ნამდვილად გატკენდა. რაც ყოფილ ცოლს გაუკეთა... ვერ გადმოგცემ. საშინელებაა. კარგი ადამიანი ნამდვილად არ იყო. არცერთი მათგანი არ იყო კარგი...— ჩერდება. არც მჭირდება დასრულება, ვიცი, რომ ლუკზე ფიქრობს. მითხრა, მაგრად გავატარეთ ღამეო, მაგრამ იმ წამიდან, რაც გაიგო არჩის შესახებ, გაუჩინარდა. თქვა, ვინც ასეთ კაცთან მეგობრობს, არც ისაა წესიერი. და მართალიცაა. ვერ შევედავები. ღრმად ვსუნთქავ. — ვიცი. მართალი ხარ. უბრალოდ არ მომწონს ის ფაქტი, რომ ისც დაზარალდა — შეიძლება მოკლულიც იქნა. მერჩივნა, მისი ათასი მტრიდან ერთ-ერთს გაესწორებინა ანგარიში,— ვამბობ. — ჰო, ეგ უკეთესი სცენარი იქნებოდა,— მიპასუხებს ფრთხილად. — ყველაზე კარგი იქნებოდა, რომ გიჟური სექსით გამეტარებინა ღამე, მრავალჯერ მქონოდა ორგაზმი და მერე გამეგზავნა თავის გზაზე — მშვიდობიანად და კმაყოფილი,“ — ვუმატებ, სასოწარკვეთილი სიცილით. — ჰო, ეგ იქნებოდა იდეალური. მაგრამ ეგ არ იქნებოდა ის, რაც სინამდვილეში მოხდებოდა. ამ კაცის ისტორით... ეგ კაცი აგრესიული იყო, ადი,— ამბობს საბოლოოდ. —ჰო, როგორც ჩანს, ჩემი სტალკერიც აგრესიულია, — ვამბობ ჩაფიქრებული. —ვიცი, ზუსტად ამიტომ გიყიდე უსაფრთხოების სისტემა. მანიაკთა მსხვერპლების სტატისტიკას ვერ დაამატებ თავს — ისედაც საკმარისად ხარ შიგნით. თუ მოკვდები, მეც მოგეწევი და ეგ სულ არ მინდა — ზედმეტად მიყვარს ჩემი სხეული. ღმერთმა ძალიან კარგი მარგუნა ამ ცხოვრებაში,— პასუხობს დაია, დრამატულად, როგორც ყოველთვის. თვალებს ვატრიალებ. მითუმეტეს იმიტომ, რომ საერთოდ არ არის მორწმუნე. —კარგი, უბრალოდ გადამომიგზავნე თანხა და გადაგიხდი, — ვეთანხმები. იდეა, რომ სახლში კამერები მექნება, ცოტა დამამშვიდებელია. ყოველ შემთხვევაში, ვიგრძნობ, რომ ვიღაც როცა ჩემს ზურგს უკან დაძრწის, შემიძლია მაინც ვხედავდე. —მოგვიანებით გამოგივლი და დავაყენებ, — მპასუხობს. ეს იქნება პირველი რაღაც ამ ბოლო თვეში, რაც ცოტა მაინც მომცემს უსაფრთხოების შეგრძნებას. თუნდაც ილუზიურს. *** სწორედ იმ მომენტში დავამთავრე თავის წერა, როცა ფოსტის სატვირთოს ხმა გავიგე. ფოსტალიონი ნორმალური ტიპია. დიდხანს არ ჩერდება ხოლმე, მაგრამ ხშირად შეშინებული თვალებით იყურება გარშემო. ბოლო ჯერზე როცა ვკითხე, რატომ იყურება ასე. მითხრა, აქ რაღაც ბოროტება მოხდაო. და იმის შემდეგ რაც წუხელ კართან კაცი აორთქლდა, ვიტყოდი, რომ არა ერთი, არამედ რამდენიმე ბოროტება მოხდა ამ სახლში. კარს ვაღებ ზუსტად მაშინ, როცა რვა უზარმაზარი ყუთი გადმოქონდა. უნდა მოვაწერო ხელი და გავაგზავნო მკითხველებთან. როცა მორჩა, კაცი უკვე ღრმად ქოშინებდა, ოფლი ღაპაღუპით მოსდიოდა, მოყავისფრო სახიდან. – მადლობა, პედრო. ბოდიში ამდენი ყუთისთვის, – ვეუბნები უხერხულად ხელის ქნევით. ისიც ხელს მიქნევს და მაშინვე კეტავს კარს. ღრმად ვსუნთქავ და ყუთებს თვალს ვავლებ. დედას გეფიცებით, მთელი დღე მიმიწევს ამის შეთრევა სახლში. ფეხი გადამიბრუნდა რაღაც მძიმე საგანზე. დაბლა ვიხედები და ვხედავ პატარა, თავდახურულ ყუთს. არავითარი ეტიკეტი არ აქვს. ე.ი. ეს პედრომ არ მომიტანა. გული მუხლებში ჩამივარდა. შიშის ზარი მირტყამს პირდაპირ მუცელში. არ ვიცი რატომ, მაგრამ თვალები ტყისკენ გამექცა. თითქოს მართლა ველოდები, რომ ვინმე იქ დგას და მიყურებდეს. რა თქმა უნდა, არავინ ჩანს. ღრმად ჩავისუნთქე და ყუთი ავიღე და ლამის ხელიდან გამივარდა, როცა ქვეშ სისხლის ლაქა შევნიშნე. – ოჰ, დედა შე**ცი. დედა შე**ეცი, ამის *****. ღმერთო, გთხოვ, ნუ გამიმწარებ ამ ლამაზ კვირა დილას. ნუ გამხდი ამის მოწმეს, რასაც ვეჭვობ, რომ ვიპოვი, – ვლუღლუღებ ჩახლეჩილი ხმით, როცა სისხლის წვეთი მეწვეთება ფეხზე. ხელები მიკანკალებს. ყუთს ისევ ძირს ვდებ და უბრალოდ პანიკაში ვვარდები. სისხლი უკვე ფეხზე მაქვს. ვიცოდი, რომ ხელები სისხლში გავისვარე ამ მანიაკის წყალობით, მაგრამ ახლა უკვე სისხლიანი ხელებიც მაქვს? აღარ შემიძლია ეს ყველაფერი. ვერ ვიაზრებ რას ვაკეთებ. უბრალოდ ფეხით ვხდი თავს. ხელები. მოჭრილი ხელებია ყუთში. ზუსტად ისე, როგორც ვვარაუდობდი. – ოჰ, დედამ**ტ**ვი. დედას შ**ეცი ამ ყველაფერს. მაშინვე ვბრუნდები უკან და შევედინსახლში. ტელეფონს ვეძებ, რომ დაიას დავურეკო. ზუსტად ორ ზარზე პასუხობს. – უკვე გამოვდივარ, ორ სააათში... – დაია. – რა მოხდა? – მკვეთრად მკითხა. – ხელი. და კიდევ ხელი. ორი. ყუთში. ჩემი კარის ზღურბლზე. დაიამ დაიწყევლა, მაგრამ პანიკა ყრუდ მიმღერს ყურში. – არ გაბედო არაფერი. დამიცადე. აიღე ორი ჭიქა არაყი და დამელოდე სანამ მოვალ, – მკაცრად მიბრძანა. თავი დავუქნიე. ვერ ხედავს, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს მეორედაც რომ დავუქნიო და მერე ისე გავუთიშო ხმაც არ ამოვიღო. ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც მკარნახობს. ვიღებ ორ ჭიქა არაყს, რომ დამიმშვიდდეს ნერვები. ღრმად ვსუნთქავ. ნელა. სანამ გული ცოტათი არ დამიწყნარდება. იმ იდიოტმა მართლა გააკეთა. მომიტანა არჩის ხელები. საკუთარ თავსაც ვეუბნებოდი, რომ ის არ მატყუებდა, მაგრამ, არ ვიცი... ბოლომდე მაინც არ მჯეროდა. – ახვარი, – ჩავილაპარაკე და თავი დაბლა ჩამოვუშვი. ოცი წუთის შემდეგ დაია უკვე აქ იყო. მანქანა ჭრიალით შემოვარდა ეზოში და საბურავების ღრიალით გაჩერდა. კარი ისეთი ძალით მიხურა, ლამის ფანჯარაც ჩამოაგდო. სანამ კარამდე მივედი, ის უკვე პირდაპირ იმ საშინელ ყუთს მიშტერებოდა. – ეს ტიპი ფსიქოპატია, სუფთა ფსიქიატრიული შემთხვევაა, – გამოაფრქვია, როცა ყუთს დახედა და ახლოს მიიტანა სახე. – უეჭველი არჩის ხელებია. ის იდიოტური ვარსკვლავის ტატუც თითზე აქვს. თვალები დავაფახურე. როგორ იცის ეს დეტალები, ვერ ვხვდები, მაგრამ ახლა იმდენად შოკში ვარ, ვერ ვსვავ კითხვას. – აქ წერილი დევს, – დაიჩურჩულა და სისხლიანი ქაღალდი ამოიღო. ფრთხილად გაშალა და ორი წამის მერე ღრმად ამოიოხრა, მომაწოდა. ყოყმანით ვუწოდებ ხელს და მივწვდი იმ კუთხეში, სადაც სისხლი არ იყო. წაკითხვაც კი მიჭირს. მაგრამ ბოლოს მაინც ვხედავ სიტყვებს: „მოვითმენ გაპატიებ და არ დაგსჯი პოლიციაში შეტანილ ყოველი მიმართვისთვის, მაგრამ ამ ერთხელ. არ მინდა ისინიც დავაზიანო, პატარა თაგუნია.“ რა სერიოზულად? უნდა დამსაჯოს? შენ ხელები გამომიგზავნე კართან და გგონია დასჯა ჯერ კიდევ წინ არის, შე შიზოფრენიკო? – ეს გიჟი აპირებს პოლიციელი მოკლას? – ვსივდები სიბრაზით. დაია მძიმედ ყლაპავს ნერწყვს და ისევ ხელებს უყურებს. – გირჩევ, ამჯერად მოუსმინო, – ჩურჩულებს. მეც ვუყურებ. უკვე იმ დასკვნამდე მივედი რომ – ეს კაცი მართლაც საშიშია. ძალიან საშიში. მინდა, რომ პოლიციამ მიხედოს, მაგრამ ორი პრობლემაა. პირველი – მე არანაირი იმედი არ მაქვს, რომ პოლიცია მაგას დაიჭერს. და მეორე – არ მინდა, კიდევ ვინმე ჩემს გამო მოკვდეს. ვერ ავიტან ამას. – არ ვიცი, რას ვაკეთებ, დაია... – ვჩურჩულებ, ხმა მიკანკალებს. დაია ყუთს დებს და მაშინვე მეხვევა. მაგრად მიკრავს მკერდზე. – მეგობარი უნდა მოვიდეს, კამერები და სიგნალიზაცია დააყენოს. – ჩუმად ამბობს. – ჩვეულებრივ, გეტყოდი, მაინც დარეკე პოლიციაში. მაგრამ ახლა არა, ეჭვი მეპარება, რომ ეს რამეს უშველის. შენ იცი, რაც ვფიქრობ პოლიციაზე, მაგრამ მართლა არ მჯერა, რომ დაგეხმარებიან. კავშირები მაქვს. შეიძლება პირადი დაცვა დავიქირავოთ. სანამ აზრს დაამთავრებს, თავს ვაქნევ. – დაცვაც, რომ მოკლას? – ვამბობ ჩუმად. თვალებს ატრიალებს. – ვიღაც ქუჩის ტიპს კი არ ვგულისხმობ, ადი. ეს ტიპი გაწვრთნილ მკვლელზე უარესია. – შეიძლება, – ვეთანხმები მკრთალად. – მაგრამ ჯერ ვერაფერზე ვფიქრობ. დაცვამ რომ მდიოს ყველგან, თავი უნიჭო პრინცესა მეგონება. კბილებს ვაჭერ ერთმანეთზე, სიბრაზით ვიბერები. დამატებით კიდურივით მეჩვენება ეგ იდეა. და ორივე შემთხვევაში ეს ხდება: ერთი ჩემთანაა, რომ დამიცვას, მეორე კი... არ ვიცი. დამაზიანოს? შემიყვაროს? როგორც არ უნდა იყოს, არც ერთი არ მინდა. – როგორ ფიქრობ, არჩი მკვდარია? – ვეკითხები ხმის კანკალით დაია ტუჩებს ჭმუხნის. – არ ვიცი. შესაძლებელია, ნამდვილად. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ უბრალოდ ხელები მოაჭრა და გაუშვა, როგორც გაფრთხილება. სანამ არჩი ან გამოჩნდება… ან არა, ვერაფერს ვიტყვით. თავს ვუკრავ. – დაცვაზე ვიფიქროთ მერე. ჯერ ვნახოთ, როგორ იმუშავებს ეს სიგნალიზაცია. – კარგი. ამასობაში, მე ამ ხელებს მოვაშორებ აქედან. ერთ საათში დავბრუნდები, და მერე ვემზადებით დასალევად.. თვალები მიშტერდება. – დაია, არ მინდა მოგიწიოს ამის გაკეთება. საკმარისად საშინელებაა ისედაც, და არ მინდა შენ… მისი სახის სერიოზულობა მაჩუმებს. სიტყვები ყელში მიჩერდება. – უფრო საშინელებს ვხედავ ყოველდღე, ადი. შედი სახლში. მალე მოვალ. ნერწყვს ვყლაპავ, თავს ვუქნევ და კარისკენ ვბრუნდები. სანამ შევალ, ერთხელ კიდევ ვახედავ ჩემს მეგობარს, რომელსაც სისხლიანი ყუთი მიაქვს. ვფიქრობ, ჯანდაბა, ასეთ რამეს თუ ყოველ დღე ხედავს, ნეტავ რას აკეთებს ეს ქალი?.. *** –ყველანი მკვდრები არიან. – ეს სიტყვები, როგორც ბომბი, ისე აფეთქდა ჩემს ყურთან. –რა? –არჩის მთელი ოჯახი მკვდარია. მამამისი, ორი ძმა, ბიძა და ორი ბიძაშვილი. დეტალები არ ვიცით, ყველაფერი საშინლად სუფთადაა გაკეთებული. არანაირი მოწმე. არანაირი კვალი. არაფერი. –ღმერთო ჩემო… გგონია, ეს ჩემი სტალკერია? ის ღრმად ოხრავს და მეც კი ვიცი, რომ თითებს ათამაშებს. –ძალიან სერიოზული საქმეა, მაგრამ გამორიცხული არ არის. ამბობენ, რომ როცა შენ პოლიციას მიმართე და არჩი დაკარგულად გამოცხადდა, კონორმა სერიოზული ბრალდებები დაიწყო მათი მტრების მიმართ. პოლიციას ჰგონია, რომ ისინი იყვნენ, მაგრამ რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ვერავის დააბრალებენ. თვალებს ვხუჭავ. საფეთქლებში ბაგაბუგი მეწყება. –ანუ არჩი მართლა მოკლა. –ალბათ,– იძახის ფრთხილად. – თუ არჩი სახლში დაბრუნდა, ის აუცილებლად იტყოდა, ვინ დაუშავა ეს. და კონორი მტრებს არ დააბრალებდა. ასე რომ, ძალიან სავარაუდოა, რომ კონორის ბრალდებები გახდა მიზეზი, რატომაც ოჯახი ამოხოცეს. ფიქრებში ვარ ჩაფლული. იმდენი ემოცია მიტრიალებს თავში, რომ ვერ ვხვდები, რას ვგრძნობ. შოკში ვარ იმისგან, რომ ჩემმა აჩრდილმა ვიღაც მოკლა. მაგრამ ის კაცი ბოროტი იყო. ეს მაინც არ ნიშნავს, რომ უნდა მომწონდეს, ხომ? მართალი რომ გითხრა, მგონი არჩი იმის გამო მოკლა, რომ შემეხო და არა იმის გამო, რაც ჩაუდენია. –დაია, ცოტა უხერხულია ასე რომ ვამბობ, მაგრამ რაღაცნაირად შვება ვიგრძენი. არჩის ოჯახი ვეღარ მომეკარება. ეგოისტურად ჟღერს, ვიცი. –აბა, მაშინ ორივე ეგოისტი ძუკნები ვართ, რადგან მე ძალიან მიხარია, – სიხარულით მიცხადებს. ცხვირი ამეწია ამ განწყობაზე. –ტალავერრასები საშინელი ხალხი იყვნენ. არჩი ერთადერთი არ იყო, ვისაც ბნელი წარსული ჰქონდა. კონორს სექსუალური ძალადობის ბრალდებები ჰქონდა წაყენებული, ხოლო მამამისს ისეთი ბინძური საქმეები ეწერა, რომ გვერდით სუნთქვა არ მოგინდებოდა. თავს ვუქნევ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მხედავს. –არ ვიტირებ მათ სიკვდილზე, – ვჩურჩულებ. ტელეფონი გავთიშეთ, ორივეს საქმე გვქონდა. მაგრამ ჩემი ფიქრები ისევ იქ მიდის. მართალია, არ ვწუხვარ ტალავერრასების ბედზე, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ იმ აზრზე, რომ, ალბათ, ჩემი აჩრდილი იყო მათი ჯალათი. გავიდა ერთი კვირა, რაც არჩი გაუჩინარდა და ჯერაც არაფერი. ანუ, შეიძლება აქვეა, უბრალოდ თავს აღარ მაჩვენებს. დაიას მეგობარმა ახალი სიგნალიზაციის სისტემა დამიყენა და საკუთარ თავზე ვბრაზდები, იმდენჯერ გადავამოწმე კამერები. მაინც იმედი მაქვს, რომ უსაფრთხოების სისტემა აიძულებს უკან დაიხიოს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რამდენად სულელური გადაწყვეტილებები მაქვს მიღებული ცხოვრებაში—და მენდეთ, ბევრი ასეთი მქონია—იმდენად სულელი ნამდვილად არ ვარ, რომ მჯეროდეს, მალე აქ არ გაჩნდება. გავიჭიმე, ზურგში ტკივილი მიფეთქავს, მაგრამ ვაგრძელებ წერის მცდელობას. ახალ ფენტეზს ვწერ—გოგოზე, რომელიც მონობიდან გარბის, და ვადაც სულ მალე იწურება. სწორედ იმ დროს, როცა კლავიატურაზე თითებს ვაბრუნებ, ზედა სართულზე რაღაც ჭრიალი მაფრთხობს. გული ყელში ამომივარდა. ვდუმვარ. ვუსმენ. რამდენიმე წამით არაფერი ისმის, მხოლოდ ბუხრის ზუზუნი და წვიმის ჩუმი წკაპაწკუპი ფანჯარაზე. და მერე... ისევ ჭრიალი. ზუსტად ჩემს ზემოთ. სუნთქვაშეკრული ვდგები. სკამი საშინელი ხმით ჭრაჭუნებს. თვალები ვჭყიტე. დეტექტივად არ გამოვდგები აშკარად. ვეღარ ვითმენ. მიდის დრო. ვუახლოვდები უჯრას, ვხსნი და დიდი დანა ამომაქვს. ეს უკვე ყოველდღიური რუტინა გახდა ჩემთვის. დანა ხელში და აჩრდილთან შეხვედრის მოლოდინი. უკვე მოსაწყენიც კი არის. არ ვფიქრობ იმაზე, რასაც ვაკეთებ. თითქმის ცოცვით მივდივარ კიბისკენ, მოხვეულ მოაჯირს ვუვლი გარშემო და ჩუმად ავდივარ ზემოთ. წამით გავიფიქრე, როგორ ერქმეოდა იმ საშინელებათა ფილმს, რომელიც ჩემს ცხოვრებაზე გადაიღებდნენ. დერეფნისკენ მივდივარ, ღია ოთახებში ვიხედები, დანა წინ მაქვს გაწვდილი. დერეფანი გრძელი და განიერია, ხუთი საძინებლით ზედა სართულზე. როგორც კი ერთ ცარიელ ოთახიდან გამოვდივარ, რაღაც მსუბუქი ბაგა-ბუგი მესმის. ხმა ჩემი ოთახიდან მოდის. შეკავებული სუნთქვით, ფრთხილად მივდივარ დერეფნის ბოლოსკენ, ფეხის წვერებზე ვიარე. გამიკვირდა, როგორ უმკლავდებიან ბალერინები ამას. ჩემი საძინებლის კარი დახურულია. ადრენალინი სისხლში ისე შემოდის, თითქოს ვენაში პირდაპირ ჰეროინს ვისხამ. ცხადად მახსოვს—დახურული არ იყო. ვდგავარ კართან და ვუყურებ, თითქოს მას სახე ამოუვა და გამაფრთხილებს, რა იმალება შიგნით. სულ არ მაწყენდა ეგეთი რამ. რადგან უცნობთან შეხვედრა ყველაზე საშიშია. არ იცოდე, რა გელის—ეს გიჩქარებს გულს, გიჭერს ფილტვებს. თვალები ფართოდ გამეხილა. რეალობა უცებ მხვდება სახეში—შეიძლება ის ავადმყოფი ახლა ჩემს საცვლებ აფათურებს ხელებს. ბრაზის ცუნამი შემომქანდა, და სანამ ჩავუფიქრდები შედეგებს, კარი შევგლიჯე. არავინ არის. გაცოფებული დავიწყე ოთახის ჩხრეკა—ყოველი კუთხე მოვათვალიერე, მერე აივანზე გავვარდი. არც იქაა არავინ. გული სწრაფად მიცემს. ოთახში ვიყურები, ვეძებ ადგილს, სადაც ვინმე შესაძლოა იმალებოდა. თვალები ჩემს საწოლზე ჩერდება და უკან ვბრუნდები. საწოლის ქვეშ, იატაკზე, ჯიჯის დღიურია გადაშლილი. ეს იყო ის ბგერა, რაც გავიგონე, მაგრამ როგორ, ჯანდაბა, ჩამოვარდა? საწოლის გვერდით, ტუმბოზე, ისევ დევს ის დღიური, რასაც ვკითხულობდი. დანარჩენი ორი ჯიჯის დღიური საგულდაგულოდ ჩავდე კომოდში—მაშინ როგორ აღმოჩნდა ერთ-ერთი იატაკზე? სათვალავზე კიდევ ერთხელ მოვავლე ოთახს თვალი, მერე მივედი დღიურთან, ავიღე და გადაშლილი დავტოვე. თვალები სწრაფად გადავავლე გვერდს და ერთ ფრაზაზე შემეყინა მზერა... თარიღების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ის ბოლო დღიურია, რომელიც ჯიჯიმ სიკვდილამდე დაწერა. სამი დღიური ორ წელს მოიცავს, ჯიჯი 1946 წლის 20 მაისს გარდაიცვალა. დღიური გადაშლილი იყო ჩანაწერზე, რომელიც მის მკვლელობამდე ორი დღით ადრე, 18 მაისსაა გაკეთებულა. შიშზე საუბრობს, მაგრამ არ ამბობს, ვისი ეშინოდა. აშკარად რაღაცის—ან ვიღაცის—ძალიან ეშინოდა. გული ხმამაღლა მიძგერს, როცა მის ნაჩქარევად დაწერილ სიტყვებს ვკითხულობ. ამბობს, რომ ვიღაც დასდევს. აშინებს. მაგრამ ვინ? ყველაფერი იფერფლება გონებაში, გარშემო არაფერი მადარდებს. საწოლის კიდეზე ვჯდები და პირველ გვერდს ვუბრუნდები. ჩანაწერებიდან ჩანაწერამდე მისი სტილი სულ უფრო იჭრება—შიში შემოიჭრება. სანამ გავიაზრებ, უკვე ფურცელ-ფურცელ ვექაჩები დღიურს, რომ გავიგო რაღაც, რასაც მკვლელის შესახებ მეტყოდა. და ბოლოს გვერდზე მხოლოდ სამი სიტყვა მხვდება: "ის მოვიდა ჩემთვის." არც კოცნის კვალია ტუჩსაცხით, როგორც მანამდე უყვარდა ხოლმე. მხოლოდ ეს ოთხი შემზარავი სიტყვაა. გვერდს ვაბრუნებ, იქნებ რამე გაგრძელება იყოს. სასოწარკვეთილი ვეძებ. არაფერია. მაგრამ რაღაც უცნაურს ვამჩნევ. შუაში, გახეული ფურცლის კუთხე ჩანს. თითს ნაზად ვუსვამ. ფურცელი ამოგლეჯილია დღიურიდან. ნეტავ ისეთი რამ დაწერა, რაც არავის უნდა გაეგო? ეს სამივე წიგნი სავსეა ვნებით, ღალატით, სექსით. და უფრო მეტად—შეყვარებული ქალის გულით, რომელიც მის სტალკერს ეთაყვანებოდა. წინ ვიყურები, მაგრამ რეალურად ვერაფერს ვხედავ. დედა რომ წავიდა, იმ იმედით წავიდა, რომ მის რჩევას გავითვალისწინებდი და პარსონს მანორს დავტოვებდი. მაგრამ როგორც კი კარი გაიხურა და მის უკან შანელის გულისამრევი სუნი დარჩა, მე გადავწყვიტე, რომ არსად წავსულიყავი. ნეტავ ბებოს მართლა ჰქონდა ეს არაჯანსაღი მიჯაჭვულობა სახლზე? ალბათ. მაგრამ თუ ამ სახლს მისთვის ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა, არ მაქვს უფლება, ხელი ავიღო მასზე—მაშინაც კი თუ ეს იმას ნიშნავს, რომ მეც უკვე არაჯანსაღად ვარ. და ახლა ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მტკიცდება. ეს წიგნი იატაკზე ვერ მოხვდებოდა უბრალოდ ასე. მაგრამ მაინც იქ აღმოჩნდა. არ ვიცი, ბებოს ხელი ურევია, თუ ჯიჯის… მაგრამ ვიღაცას მინდა, რომ ეს ჩანაწერები წავიკითხო. ნეტავ მკვლელის პოვნას მთხოვენ? ღმერთო, იმ წლებში, როცა ტექნოლოგია ჯერ კიდევ ლამპის შუქით მუშაობდა, როგორ უნდა გაერკვიათ, ვინ მოკლა ჯიჯი? მისი მკვლელი საერთოდ ცოცხალია ახლა? შეიძლება არც აქვს მნიშვნელობა, ცოცხალია თუ არა. შეიძლება ჯიჯი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ სიმართლე გამომჟღავნდეს. რომ იმ კაცმა—ცოცხალმა თუ მკვდარმა—რომელმაც სიცოცხლე წაართვა, პასუხი აგოს. აკანკალებული სუნთქვა მივუშვი. თითები იმ სამ სიტყვას მოვუსვი, რომლებიც კანის ქვეშ მიძვრებიან: "ის მოვიდა ჩემთვის." *** –განმიმარტავ, რატომ მაძალებ, პოლიციის ბაზაში შევიჭრა და შენი ბებიის მკვლელის ფოტოსურათები ვნახო? – მეკითხება დაია გვერდით, თითი მაუსზე გაუნძრევლად უგდია. შევცქერი, ისე მინდა ხელით ჩავაჭირო თითზე და თვითონ დავაწვე იმ წყეულ ღილაკს. როგორც კი აწვება, ჯიჯის ჩანაწერები ჩნდება. –ხომ გითხარი, – ვოხრავ. –მოკლული იყო. მგონია, რომ ვიცი, ვინ გააკეთა ეს, მაგრამ… უბრალოდ, მის სახელს ვერ ვიხსენებ. მხოლოდ ის ვიცი, რომ დასდევდა. დაია აბრიალებს თვალებს, მაგრამ ბოლოს მაინც ნებდება. მაუსს აკლიკებს – ბოლოსდაბოლოს – და ჯიჯის საქმის ფოტოებს გვაჩვენებს. საკმაოდ შემაძრწუნებელია. ჯიჯი საწოლში იპოვეს, ყელი ჰქონდა გამოჭრილი და მაჯაზე სიგარეტის კვალი ჩანდა. მკვლელი ვერ იპოვეს – უტყვი მტკიცებულებების გამო. ეჭვი მიიტანეს პირველებზე, ვინც ადგილზე მივიდა – ამბობდნენ, რომ . მტკიცებულებები დაიკარგა ან დაისვარა. ბევრი თითის ქნევა, არც ერთი პასუხისმგებელი. დაია სურათებს ფურცლავს, თითოეული მეტად შემაძრწუნებელია. მჭიდრო კადრი მის გამოჭრილ ყელზე. დამწვარი კანი მაჯაზე. ჯიჯის სახე – გაყინული შიშში, თვალებით კამერისკენ მიპყრობილი. და მისი ტუჩსაცხი ლოყაზე. ღრმად ვყლაპავ ნერწყვს. ფოტო მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ ნახატს, რომელიც სეიფის ფოტოებიდან მახსოვს—ღიმილიანი, სიცოცხლით სავსე, ცეცხლოვანი ქალი. ახლა კი შეშინებული, გაყინული გვამი. ვინც მოკლა… საშინლად დააფრთხო. დღიურების მიხედვით, მისი სტალკერი არ აშინებდა. პირიქით— ამშვიდებდა კიდეც. ვეცდები, ეს ფიქრი თავიდან მოვიშორო. აშკარაა, რომ შეპყრობილი იყო. და სიკვდილამდე რამდენიმე ჩანაწერიდან ჩანს, რომ უკვე ერთმანეთს ვერ უგებდნენ – ჯიჯის ქმართან ურთიერთობის შურდა. მისი შეპყრობილობა… საბედისწერო აღმოჩნდა. დაია შემდეგ პოლიციის ანგარიშებზე გადადის. არა მხოლოდ საჯარო ჩანაწერებზე, არამედ კონფიდენციალურ დოკუმენტებზე გამოძიებიდან. ტექნიკურად, საქმე ისევ ღიაა. უბრალოდ – მვიწყებული. ყველაფერს გულდასმით ვკითხულობთ, მაგრამ ბოლოს ერთადერთი, რასაც ვიგებთ, სიკვდილის დროა. და ის, რომ ჯიჯი ბოლომდე ებრძოდა. ბაბუაჩემი, ჯონი, მაშინვე გამორიცხეს, რადგან მას რამდენიმე ადამიანი იმ დროს მაღაზიაში ხედავდა. ტუჩს ვიკვნეტ. ცუდად ვგრძნობ თავს ამ ფიქრით, მაგრამ ვეღარ ვჩერდები. ნეტავ თანამზრახველი ხომ არ იყო? თავს ვაქნევ. არა. შეუძლებელია. ბაბუას ჯიჯიი უყვარდა—მიუხედავად იმისა რომ ქორწინება დიდი ხნის წინ დაენგრათ. ეს სტალკერი უნდა ყოფილიყო. ყველაზე ლოგიკური პასუხია. ჯიჯი ენდო. ვიღაცამ მოახერხა, რომ თავი დაცულად აგრძნობიინა. და მერე… მოკლა. –სადღაც იმ ამოგლეჯილ გვერდში უნდა იმალებოდეს პასუხი, – ვჩურჩულებ, იმედგაცრუებით გაჯერებული. –შეიძლება მკვლელმა ამოგლიჯა, – დაია და რუტინულად სქროლავს ფოტოებს. ტუჩები გამებზარა ფიქრისგან, მერე თავს ვაქნევ. –არა, აზრი არ აქვს. რომ ამოეჭრათ რაღაც ფურცელი, ყველა დღიურს გააქრობდნენ. ყველა ბინძურია. სტალკერის შესახებ წერს და იმაზე, როგორ უთვალთვალებდა და თუ ეს მკვლელი არ იყო სტალკერი, თავისუფლად შეიძლებოდა რონალდოზე გადაებრალებინათ. ვინც არ უნდა ყოფილიყო, მათ ეს წიგნები არ უნახავთ. თავად ჯიჯიმ ამოიღო ის ფურცელი, სანამ დამალავდა. დაია თავს მიქნევს. –მართალი ხარ. იმ ამოჭრილ ფურცელზე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ეწეროს, მაგრამ იმედებს ვერ დავამყარებთ მხოლოდ მაგაზე. –უნდა გავარკვიოთ, ვინ არის რონალდო,– ვამბობ ბოლოს. დაია თავს მიქნევს, სახეზე დაღლილობა აღბეჭდვია. არც მე ვარ ნაკლებად გადაქანცული ამ ფიქრით. –არ გვაქვს დამაკავშირებელი წერტილი. გვარი არ უხსენებია. გარეგნობაც ძლივს-ძლივობით. –ხელზე ნაიარევი ჰქონდა,– ვამბობ, მახსოვს როგორ აღწერდა ჯიჯი დღიურში. –და ოქროს ბეჭედი ეკეთა. –სოციალურ სტატუსზე, სამუშაოზე, ან რამე მსგავსზე ხომ არ დაუწერია? რამე, რაც იმისკენ მიგვიყვანს, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო? ტუჩებს ვკუმავ. –კიდევ უნდა გადავიკითხო. მახსოვს, ამბობდა, რაღაც საშიშში იყო გარეული, მაგრამ ჯერ ყველაფერი წაკითხული არ მაქვს. დაია თავს მიქნევს და ღრმად სუნთქავს. –მანამ, სანამ რონალდოს ან იმ დაკარგულ გვერდს არ ვიპოვით, ასე გავჩერდებით.– ვკვნესი და მხრები მივარდება. –ის გვერდი შეიძლება საერთოდ ვერც გადარჩა... ან სადმეაა, ღმერთმა იცის, სად. დაია მიყურებს, თვალებში თანაგრძნობა უტრიალებს. –სხვადასხვა გზას მოვსინჯავთ. ახლა უკვე მეც იმდენად ვარ ჩართული, როგორც შენ.– გულწრფელად ვუღიმი მადლიერების ნიშნად და ისევ დანაშაულის ადგილას გადაღებულ ფოტოებს ვუყურებ. ეჭვგარეშეა, რომ ეს გატაცებით ჩადენილი მკვლელობა იყო — და თუ რამე ვიცი, სტალკერები თავიანთ აკვიატებებს ხშირად ავადმყოფური ვნებით ეკიდებიან. *** ვიწევი წელში, კივილი ყელთან მაქვს გაჭედილი. კანი ოფლით მაქვს დაფარული, თმა კი ლოყებზე, ყელზე და ზურგზე მიმეკრო. ვერ ვიხსენებ, რა მესიზმრა. მაგრამ რაღაცამ გამომაღვიძა. გული გამალებით მიცემს, დაძაბულ თვალებს ბნელი ოთახისკენ ვაპარებ. მხოლოდ მთვარის მკრთალი შუქი აღწევს აივნის კარებიდან. ავეჯი ჩრდილებს აჩენს იატაკზე — ფიგურებს, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობენ. იატაკი ჭრაჭუნებს — მარჯვენა მხრიდან, ჩემს საძინებელის კარის მიღმა. თავი წამში მიტრიალდება იმ მიმართულებით და ვსუნთქავ ხრინწიანად. კეფაზე თმა ყალყზე მიდგება, როგორც შეშინებული ძაღლის ბეწვი. სუნთქვას ვიკავებ, რომ არ გავბედო ხმის ამოღება — იქნებ ისევ გავიგონო ხმა. ყველაფერი გაჩუმდა. ზედმეტად. ზეწარს გიჟივით ვეკვრები, გული ყელში მაქვს ამოსული. ვიღაცაა კართან. მაგრამ როგორ? როგორ, ჯანდაბა, გადმოიჭრა სიგნალიზაციაზე? კიდევ ერთი ჭრაჭუნი. და ახლა უკვე მძიმე ნაბიჯები. ნელი, ზუსტი, მიზანმიმართული. ნელა ვსრიალდები საწოლიდან და ფრთხილად ვიხევ უკან, სანამ ზურგი ცივ ქვის კედელს არ მიეჯახება. პირში ჰაერი მიშრება. ვცდილობ არ ამოვისუნთქო ხმამაღლა, მაგრამ მკერდი მიცახცახებს. ნაბიჯები სულ უფრო ახლოს მოდის. ვერ ვირხევი ადგილიდან. ქვას ვემსგავსები. კართან ჩერდება. გიჟივით ვცდილობ თვალებით ოთახშიც, რამე იარაღის მსგავსი ვიპოვო. თვალი მხვდება ხრახნისზე, რომელიც ვანიტის სკამის აწყობის შემდეგ დაუდევრად მივაგდე საწოლის კიდესთან. ახლა კი იმედის ბოლო კვანძად მეჩვენება — შესაძლოა ერთადერთად, რაც დღეს ცოცხალს დამტოვებს. გაინძერი, ედი. ეს დედამო***ნ*ლი, გაინძერი! თითქოს სხეული მემორჩილება — ვვარდები ხრახნისთან, ხელს ვავლებ, და ვუყურებ კარის სახელურს. მშვიდად მივუახლოვდი კედელს და ზედ ვეწებები. კარს რომ გახსნის, თავს დავესხმები. იმედია, სანამ მიხვდება, რაც ხდება, ხელს ყელში წავავლებ. გულაჩქარებული ველოდები. კარის სახელური არ ირხევა, მაგრამ ძვალამდე ვგრძნობ — იქ ვიღაცაა. ელიან, რომ მე გავაღო? გადარეულები არიან, თუ ასე ფიქრობენ. ალბათ მართლა გადარეულია ის, ვინც სახლში შემოიჭრა და ჩემს საძინებელთან დგას. გადის წუთი — უსასრულო და მძიმედ გაწელილი. და მერე… კიდევ ერთი ჭრაჭუნი. ნაბიჯები სცილდება. უფრო და უფრო შორს, სანამ საბოლოოდ აღარ მესმის. ყურები მეგუბება — ზუსტად ისე, როგორც ველოდი, კარის დახურვის წკაპუნი მესმის. ოდნავი ხმა, მაგრამ ჩემს მდუმარე სახლში გუგუნივით ჟღერს. მყისიერად ვაღებ საძინებლის კარს და გზას ვჭრი მოპირდაპირე ოთახისკენ, სადაც ფანჯრები გზის მხარეს იყურება. მიწაზე ვწვები, ფარდებს ფრთხილად ვწევ და ველოდები — ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს ხმა, აივნის კიბეებიდან გამოსული უნდა გამოჩნდეს. გრძნობა მაქვს, თითქოს საუკუნე გავიდა, მაგრამ რეალურად რამდენიმე წამი იქნება გასული, როცა უკვე ვხედავ მოძრაობას. ყელში ხრინწიანი კვნესა ამომდის, როცა დიდი სხეული ნელა დაეშვა კიბეებზე და გაემართა ჩემი გზისკენ. საშინლად მაღალია, მაგრამ არა მოუქნელი. სამოსიდანაც კი ჩანს, რომ მის სხეულში მხოლოდ სისწრაფე და ძალა ბუდობს. გამხდარია, მაგრამ ძლიერად აწყობილი. ჰუდი სხეულზე ეკვრის და მკვეთრად გამოხატავს მის განიერ მხრებს, ძლიერ მკლავებს და ვიწრო წელს. ღმერთო, ალბათ, შეძლებს წამშიგამსრისოს, ერთი ხელით სახის დაფარვაც კი შეძლია. ან ყელზე შემომაჭდოს. მატკენს? სიამოვნებას მომანიჭებს? ჩემი აჩრდილი — უნდა რომ მატკინოს, თუ შემიყვაროს? მოძრაობას წყვეტს. ზურგით დგას ჩემსკენ, მაგრამ ვგრძნობ — იცის, რომ ვუყურებ. ისევე, როგორც მე ვიცოდი, რომ კართან იყო. ფარდის ჩრდილში შევიმალე, თვალს კი მაინც ვერ ვაშორებ. გული ისევ გამალებით მიცემს, ოღონდ ამჯერად შიშისგან კი არა — რაღაც სხვა მიზეზით. რაღაც მასში იმდენად ძლიერია, რომ მინდა ფანჯარას მთელი სახე მივაწებო. მინდა დავინახო — დავინახო ის კაცი, ვინც სახლში იპარება, ყვავილებს მიტოვებს… და ყველა იმ კაცს სასტიკად უსწორდება, ვინც მეხება. ხელი სახელურზე ჰქონდა? უნდა შემოსულიყო? რამ შეაჩერა? თითქოს ჩემი ფიქრები ესმის — ოდნავ გადახარა თავი. დიდი სიფრთხილით ვუყურებ, როგორ ატრიალებს ნელ-ნელა თავს გვერდით. მერე ოდნავ წევს ზემოთ და მთვარის შუქი მის გამოკვეთილ ყბა და ფართო ტუჩები ანათებს. კედელს ვეკრობი, უფრო ღრმად ვიმალები ჩრდილში. არ უნდა შემეძლოს მისი დანახვა. არც მას — ჩემი. მაგრამ მაინც ვგრძნობ მის მზერას — როგორც პატარა დანების შეხებას კანზე, რომელიც მერე სხეულში ღრმად შედის. და მერე… იღიმის. ოდნავ, ცბიერად. სუნთქვა მეკვრის. ფილტვები თითქოს ცეცხლით ივსება. — შენთვის ეს ყველაფერი სახალისოა, იდიოტო? ვერ ვასწრებ ფიქრს, მოქმედებას… ის უბრალოდ ტრიალდება და მიდის. მშვიდად, აუჩქარებლად უჩინარდება ხეებში — თითქოს არაფერზე არ ღელავს. წერილი 18 სექტემბერი 1944 ის დაბრუნდა, რონალდო დაბრუნდა. დალურჯებული იყო, მის მშვენიერ სახეზე ჭრილობა იყო, ისე გამიხარდა მისი დანახვა, შემოვვეხვიე და მას შემდეგ შევამჩნიე მისი ტკივილი. დალურჯებები მის კანს აფერადებდა. ლამის ვიტირე, როცა ასე დავინახე. არ მითხრა რაც დაემართა და ვფიქრობ ჩვენს შორის დისტანცია გაჩნდა ამ განშორებით, რადგან მეც მოვატყუე სხვა კაცის შესახებ, რომელიც ჩემი ქმარი არ იყო. არ ვნანობ, მრცხვენია, მაგრამ არ ვნანობ. ფაქტი ისაა, რომ ამის გაკეთება ისევ მინდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.