შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსული წარსულში II (თავი X)


2-07-2025, 07:38
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 232

................
მარტასთან და აკაკისთან ერთად წავიდა ილიასთან. ნანას დაბადების დღე იყო . არასდროს ტოვებდა მარიამ მინდელი ამ დღეს ყვავილების გარეშე ნანას. ბავშვებიც სულ თან დაჰყავდა და ამ წელსაც ერთად მიდიოდნენ სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე. გაბრიელი ინას ჰყავდა ხელში ,ეფერებოდა და ყურადღება მთლიანად მასზე გადაჰქონდა. ყვავილების თაიგული დადო ილიამ საფლავის ქვასთან
_ ნეტავ ცოცხალი იყო და შენი ტვირთი ყველას არ გვამძიმებდეს ... დიდი გოგო ხარ უკვე ,სხვანაირი იქნებოდი ალბათ _ჩუმად ამბობდა სიტყვებს . ინამ ბავშვს ხელი გაუშვა და ისიც დარბოდა აქეთ_იქით.
ისე წამოვიდა არაფერი უთქვამს. ვერ ელაპარაკებოდა ან რა ჰქონდა სათქმელი. არც ახსოვდა დედა,ახსოვდა მხოლოდ ამბავი და მარტა. იქაც სულ მას ეკვროდა , ახლაც თავი მხარზე ჩამოსდო და უყურებდა ილია როგორ აშორებდა წამოსულ პატარა ბალახებს იქაურობას. ყველაფერი ისეთი მოწესრიგებული ჰქონდა თითქოს დარაჯობდა ბალახი როგორც კი ამოყოფდა თავს მიწიდან მაშინვე აშორებდა. ლამაზი იყო ქვაზე გამოსახული ახალგაზრდა ქალი ,მაგრამ ვინ იცის იქნებ ისიც იმდენ ფიქრს და დარდს ატარებდა რამდენსაც ინა ,ისიც ნიღაბაფარებული დაეძებდა თავშესაფარს ,იქნებ სწორი იესე მისთვის არასწორი რომ აღმოჩნდა გვიან მიხვდა ,მაგრამ ვერ შეელია. ინას ყველაზე ნაკლებად უნდოდა ამ ქალს დამსგავსებოდა და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა უფრო მეტად ჰგავდა . მისი შიში იყო ქვაზე გამოსახული ქალი,მისი კოშმარული სიზმარი მომავალი ,რომელშიც თავს დაკარგავდა.
_ ორი ორსული გვყავს უკვე ოჯახში ... რომელს მოგეფეროთ აღარ ვიცი _ ისე თქვა თითქოს დიდი პრობლემის წინაშე იდგა. ბოლოს მაინც მარტას მიეკრო,თავი ფეხებზე დაადო და რამდენჯერმე აკოცა ოდნავ მოზრდილ მუცელზე _ შენ რომ დაიბადები ინა იმდენს მოგეფერება ,ნეტავ იცოდე რამდენს მოგეფერება ... უთხარი გაბრიელ ,მამიდა შეგჭამს_თქო
_ამიდა შეჭამს
_ამიდა ჩაგყლაპავს შენ _ ბავშვი თავის პუფზე იჯდა და ხაჭაპურის ნაჭერს გემრიელად ჭამდა ინა რომ მიეჭრა და ლოყები დაუკოცნა
_მე ორი თვეც არ დამრჩა მშობიარობამდე ,მალე გავაჩენ და პირობა პირობაა ... ჩვენთან უნდა გადმოცხოვრდე ან მომიწევს დედაჩემთან წასვლა
_არავითარი დედაშენი . საერთოდ გავაჩერებ სასტუმროს მუშაობას და მე დაგეხმარები დღისითაც
_რატომღაც მეშინია ... ახლა უფრო მეტად ვიდრე გაბრიელზე და არ ვიცი რა მჭირს
_ყველაფერი რიგზეაო ექიმმა _ ილიას ჰყავდა ჩახუტებული და ისე ეფერებოდა როგორც პატარა გულაჩუყებულ ბავშვს
_თქვენ რჩებით ხომ ? მე უნდა წავიდე ... საღამოს კორპორატიულზე ვარ , მატის სამსახურში იუბილე აქვთ დაარსებიდან მეათე თუ მეთხუთმეტე წელს აღნიშნავენ
_ვრჩებით ,მაგრამ ჩაგიყვან თუ გინდა და მერე გამოვბრუნდები
_იქნებ დარჩე კიდეც თბილისში ,ხვალ დილიდან სამსახურში უნდა იყო _ ქმარს შესციცინებდა თვალებში მარტა და ეს მომენტი განსააკუთრებით უყვარდა ინას,ამ წამს რომ დაინახავდა გული უთბებოდა
_მიყვარხართ ... წავედი მე ტაქსით. აკა ბიძებს შორის ბიძა ხარ _ ყველას აკოცა და შემდეგ მარტო დაბრუნდა დედაქალაქში.
................
მთელი დღე ვერ მოისვენა. უამრავი საქმე გამოიგონა. სამზარეულოში შეფის დამხმარედაც კი შევიდა და პერსონალი გაოგნებული უყურებდა.
ნინას ყველა დაბადების დღე გაახსენდა . საკუთარ თავს ხედავდა როგორ ცდილობდა მის გახარებას. მეგობრებს პატიჟებდა, საჩუქრებს ჩუქნიდა ,ყვავილებს და ბევრ სიყვარულს. ასე გრძნობდა და ხედავდა თვითონ ,მაგრამ ქალი მაინც ავლენდა უკმაყოფილებას ვიღაც სტუმრის გამო ანდაც საერთოდ სუფრის გამზადებისთვის. მაშინ რესტორანში არავინ აღნიშნავდა დაბადების დღეს თორემ იქ წაიყვანდა. ეხმარებოდა სუფრის ალაგებაში,სახლის მოწესრიგებაში და სხვა რა უნდა გაეკეთებინა ვერ ხვდებოდა. ოქროს ბეჭედი აჩუქა და წონა დაუწუნა,უფრო დიდიც შეიძლებოდაო. არც უფიქრია ფულის შესაგროვებლად რამდენს მუშაობდა სოსო. ყვავილების თაიგულის გაკრიტიკებაც კი შეეძლო. ვერ იხსენებდა ოდესმე შეამჩნია თუ არა საწოლში გამოვლენილი უკმაყოფილება. ზოგჯერ გიჟდებოდა ფიქრისგან , ვერ ვხვდებოდი ,არ მოსწონდა საერთოდ ჩემთან ყოფნა,იქნებ მოვალეობის მოხდის მიზნით მაძლევდა უფლებასო ,მაგრამ მისი ინიციატივები ახსენდებოდა ცალკე,ფაქტები რომლებიც უხვად ჰქონდა გონებაში. არასდროს ყოფილა მომაბეზრებლად მომთხოვნი ,პირიქითაც კი ხდებოდა ზოგჯერ ,როცა დაღლილობისგან ძილის გარდა არაფერი უნდოდა და უსაქმურობისგან ენერგიამოზღვავებული ქალი მოსვენებას უკარგავდა. ცუდი ტიპი არასდროს ყოფილა, ახლა თითქოს უკეთესად გამოიყურებოდა ვიდრე თანაცხოვრების ბოლო წლებში,მაგრამ მაინც არ შეეძლო ღალატის სექსუალურ შეუთავსებლობაზე ან ერთფეროვნებაზე გადაბრალება. სასაცილო ის იყო თავად რომ არ ჰყვებოდა არცერთ მეგობარს და არასდროს რომ არ უღალატია მისთვის. დასცინოდნენ კიდეც ძმაკაცები , მაგრამ ასე ესმოდა სიყვარულიც,პატივისცემაც და ოჯახური სიწმინდეც. ერთი სული ჰქონდა ხოლმე ნანას როდის დაინახავდა , ის კი ამ დროს სხვას უღებდა სახლის კარს.
_ჩხიკვაძეებისგან შენობის ყიდვა საბოლოოდ გადავწყვიტე . წილი შენც ხომ არ გაქვს შემთხვევით ... დავეძაბ და ვერ ვიპოვე დროულად რომ მოვაგვაროთ იურიდიული საკითხები _ბინის აივანზე იჯდა , მთვრალი მოსაწევით ხელში და დინა ზემოდან დაჰყურებდა _მობილურზეც ვერ ვუკავშირდები
_დიანა _სახეზე ჩამოისვა ხელი და თავი უკან გადასწია
_ჩხიკვაძეებისაა თუ ძღვენია?_ მაგიდაზე დაჯდა და ერთი ნაფასით შეისუნთქა
_მაგარია და მეტი არ
_სად არიან _ მისკენ მიიწია და ლოყაზე შეეხო _მართლა მეჩქარება...
_არ არიან საქართველოში...არ ვიცი როდის დაბრუნდებიან და არც ის ვიცი ზუსტად სად არიან _ გაწევა სცადა,მაგრამ დინა კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა
_გამოდის ტყუილად ჩამოვედი ? ორი კურდღლიდან ერთი შემრჩი ... მომენატრე მე ,შენ არ ? _ თითებით წვერიან ლოყაზე ეხებოდა ,ტუჩებთან ახლოს ჩურჩულებდა _არ შემომხედავ ?
_უნდა გამოვფხიზლდე , ვიბანაო ... ვმუშაობდი მთელი დღე _ თითები თეძოებზე ჩაავლო , ახლოს მისწია მთელი ტანით და ტუჩები დაუკოცნა, მაგრამ მიზეზს ეძებდა გონება , თავისი წითელი ხაზები ჰქონდა. არ უნდოდა დიანა ჩადუნელთან ასეთი ყოფილიყო , მოუწესრიგებელი და არაფხიზელი ,მაგრამ მოშორებასაც ვერ ახერხებდა. კოცნიდა და მისი ტუჩებიც კი არ ეთმობოდა. თითებსშორის მოიქცია აბრეშუმის ნაჭერი ,კაბა მაღლა ასწია და მოშიშვლებულ ფეხებზე შეეხო მხურვალე ფალანგებით . უკვე ყელს უკოცნიდა ბიკინის სუსტი ბარიერი რომ გადალახა და მგრძნობიარე ზონამდე მიაღწია . ყურთან ესმოდა ჩადუნელის ცხელი სუნთქვა და სიამოვნებისგან წამოსროლილი ბგერები . გონებაში არაფერი იყო დიანას გარდა
_მიყვარს შენი არასიფხიზლე _ თავი მხარზე ჩამოსდო და თვალები დახუჭა
_მართლა ჩხიკვაძეების გამო ჩამოხვედი ? იურისტი შეგხვდებოდა
_რა თქმა უნდა არა ... დღეს რომ გელაპარაკე არ მომეწონა შენი ხმა და გადავწყვიტე რომ გჭირდებოდი _ კაცის სახე ხელებს შორის მოიქცია და ამღვრეულ თვალებში ჩააჩერდა _ბოლოს ორსულობამდე მოვწიე და არც კი მახსოვს ეს შეგრძნება _ გაეცინა და შუბლი შუბლზე მიაყრდნო
_შენი თავი როგორ გამომიგზავნა ღმერთმა...როგორ შეიძლება ნამდვილი იყო _ მის ტუჩებთან დაიჩურჩულა და მთელი გრძნობით დაუკოცნა სხეული.
..................
მარტას წინასწარმეტყველება ახდა.
ქალაქი იმდენად პატარა აღმოჩნდა რომ ვაჩე პირველივე წვეულებაზე გადაეყარა. ახალი თანამშრომლის ამპლუაში იყო ,რომელიც ვარსკვლავივით კაშკაშებდა და რომლის ირგვლივაც ტრიალებდა ყველა. განხილვის საგანი გახლდათ ბატონი . ყველა მასზე საუბრობს ირგვლივო შენგელიამ ახარა
_ესაა ჩვეულებრივი ბიჭი? გენიოსია...მისი ნახაზები გინახავს?
_მდიდარი გენიოსი რომ იყო ჩემთვის არ უთქვამს... დამიმალა, ვაპატიე და მანდ დავუშვი პირველი შეცდომა. თავიდანვე ფულზე მონადირედ აღმიქვა და ბოლომდე ასეთი წარმოდგენა დაიტოვა
_არ ვიცი მე რა ეგონა და რა არ,მაგრამ ვიცი რომ ძალიან მომწონს,საოცარი წყვილი იქნებით. შენს ადგილას დავუბრუნდებოდი ... იეჭვიანა და გადააყოლე ეჭვიანობას
_შენ უბრალოდ გინდა იოანემდე მისასვლელი ყველა გზა გადამიკეტო თორემ კარგად იცი როგორ არ შევეფერებით
_ორი ეგოცენტრული ახალგაზრდა...იოანეს რაც შეეხება თვითონ არ შეგეფერება,ორივე არასტაბილურები ხართ . ნუ სვამ ამდენს თორემ ბოლოს ვაჩეს ლოგინში აღმოჩნდები
_იქნებ ეგ მინდა მეც მერე სასმელს რომ დავაბრალო
_გული ახლაც ისე გიცემს როგორც ადრე ?
_უცხო იყო მაშინ,ყველასგან განსხვავებულად მექცეოდა და ეს იყო საოცარი შეგრძნება
_იტალიაში მოგზაურობისას , რომში გაუგე გემო ვნების ცეცხლის ჩაქრობას და საქართველოში აღარ მოქმედებს?
_იქ გვეძინა მხოლოდ ... პატარა ვიყავი და არ ვიცი მეშინოდა თუ რა ხდებოდა. სულ კოშმარებს ვხედავდი ,ისიც ათენებდა მერე . იქნებ იმიტომ გავავლე ზღვარი ,რომ გამაბრაზა. დამიმალა დედამისი იქ სამუშაოდ კი არ იყო მდიდრულ ვილაზე ცხოვრობდა იტალიელ ქმართან ერთად და ამის ნახვა აღიზიანებდა . მასაც ჰქონდა თავისი ჭრილობები, რომელსაც ჩემთანაც კი არ აღიარებდა... _ ჩუმად თქვა და ისევ ყველაფერი ერთად გაიხსენა გონებამ . დროის გასვლის შემდეგ ისე ხედავდა როგორც მესამე პირი.
ბევრი იცეკვა, დალია,ისაუბრა სხვადასხვა თემაზე და ბოლოდ მაინც მის ობიექტში აღმოჩნდა. აივანზე გავიდა , მოაჯირს მიეყრდნო და ჯიქურ უყურებდა იქამდე სანამ მანაც არ გაუსწორა მზერა . ჩვეული ყოვლისმგრძნობი და დამნახავი თვალები , მისეული ეშმაკი ღიმილი
_ინა , როგორ ხარ ევროპული ცხოვრების შემდეგ ? მოიშორე კომპლექსები და გააქრე სიბნელე გონებიდან ? _ გავიდა, რა თქმა უნდა შეხების შანსიც არ გაუშვა .ნაზად გადაატარა თითები შიშველ მხრებზე ჩახუტებისას . ლოყაზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები და თმა ისე გადაუწია თითქოს ყელშიც უპირებდა კოცნას
_თავად , როგორ ირგებთ ცნობილი არქიტექტორის იმიჯს . პოპულარობა არ მიყვარსო ამბობდი ერთ დროს .
ხალხის ყურადღება დამღლელია , როცა სულ შენზე საუბრობენო თუ ეგ იმიტომ შთამაგონე ფოტოსესიები რომ შემეწყვიტა და მოდელის კარიერაზე უარი მეთქვა
_აღმოჩნდა რომ სწორი ვიყავი და შენი ნამდვილი გატაცება დიზაინია...აუცილებლად უნდა მოვირგო შენი შექმნილი სამოსი. თითქოს მე ვიყავი ინსპირაცია
_ერთი წამითაც არ მიფიქრია შენზე ესკიზების შექმნის დროს
_ხატვაც იმიტომ არ დაიწყე ჩემზე რომ არ გეფიქრა? ამართლებდა ალბათ ,ზოგჯერ _ მთელი თავისი სიდიადით იყო წარდგენილი. დახვეწილი ,ელეგანტური , ხავერდოვანი ხმა, მუდამ მოალერსე თვალები , ღიმილი და კომპლექსის მთავარი ნიუანსი,შეხება მარტივი ,მაგრამ ამაღელვებელი . ინა კი არ იშორებდა მის თითებს არც თმიდან,არც ხელიდან
_გონება გამეხსნა და ერთ დღეს მივხვდი შენზე ბევრი უნდა მეფიქრა_ თვალებში უყურებდა,იწვევდა და საოცრად მოსწონდა ეს თამაში _ უნდა დამენახე რომ მერე წამითაც არ გამხსენებოდი
_პირდაპირ გულში მომხვდა ... იდეალურად ავლებ წითელ ხაზებს შენ გამოგონილ ცხოვრებაში ,ისევ მარიონეტივით ხარ და უხილავი ძაფები დაგატარებენ
_შენ ვერ გამათავისუფლე ... ვიღაც უფრო დიდი მოთმინების უნარით მჭირდება შენსავით რომ არ გადაიწვას . ვიღაც ვინც გამიძლებს და ამიტანს მასთან"გაზავფხულდები"
_ისე იზამ თავიდან ჩამითრევ, როგორც მაშინ
_მაშინ მე ჩაგითრიე ... აქამდე რატომ არასდროს გითქვამს. მე ვყოფილვარ ინიციატორიც და მე დავასრულე,შენ როგორღა დომინანტობდი რა საინტერესოა. ღალატიც მე გაიძულე , ჭკუუიდანაც მე გადაგიყვანე, ტყუილებიც მე გათქმევინე და თვითშეფასებაც მე შეგირყიე იმდენად რომ როცა მე გადაშლილი წიგნივით დავრჩი შენ წინ , შენ ამ დროს ყველაფერს მიმალავდი. მე თუ გაიძულებდი შენ ყოფილხარ მარიონეტი
_მიწვევს პატარა ინა ? შენც ძალიან მოგენატრე ?_ თითები ლოყიდან ყელზე შეუცურა ,იმდენად ახლოს იყო ცოტაც და აკოცებდა ინა კი ამ თამაშის მოგების გარდა არაფერზე ფიქრობდა
_ამდენ ქალთან მყოფს მე,პატარა ,გამოუცდელი, კომპლექსიანი, დათრგუნული გოგო გენატრებოდი? რომელმაც იმდენად დაგღალა თავისი შიშებით და ზღვრებით ,ურთიერთობაშივე უღალატე ... ღმერთო რა საინტერესოა მე შენი მზრუნველობა მომენატრა და შენ ?
_დიდხანს ცდილობდი შენი გამიზნული ჭირვეულობით ჭკუიდან გადაგეყვანე ,მდგომარეობიდან გამოგეყვანე და ერთადერთხელ მიაღწიე მიზანს ... მხოლოდ ერთხელ გადამეკეტა . აფექტში მყოფმა ყველაფერი გითხარი რაც ჩემსავით გაგაგიჟებდა და შენ ახლა გაფუჭებული კასეტასავით აბრუნებ ყველა სიტყვას რაც გითხარი? ასე თუ გეწყინა არ გეტყობოდა ჩხუბის შემდეგ საწოლისკენ მიმავალს ...
_დასასრული ექნებოდა რომელიმე მცდელობისას შენ რომ ჩემზე გავლენა გქონოდა ,მაგრამ ვერასდროს შევძელი შენთან ისე მოდუნება ,რომ გონებას მხოლოდ ვნებაზე ჰქონოდა აქცენტი და შენთვის სიამოვნების მინიჭებით სიამოვნების განცდაზე
_ჩემი დანაშაულია ზედმეტად რომ გიფრთხილდებოდი და ფაიფურის თოჯინასავით ვევლებოდი შენ სულს და გრძნობებს... არც ღალატი იქნებოდა და
_ვერ გათვალე,რომ ერთ დღეს გადაიწვებოდი და მოგბეზრდებოდა ამდენი მზრუნველობა
_მე უბრალოდ გავბრაზდი თორემ დაღლილი და დანებებული არ ვიყავი ... შენი სიმშვიდის პოვნა მინდოდა,მეც მჭირდებოდა რომ მყოლოდი გვერდით მხოლოდ ჩემზე ორიენტირებული და ბედნიერად გვეცხოვრა ერთად. სხვათაშორის უარი მითხარი ჩემთან გადმოსვლაზეც .მამაშენი მოიმიზეზე თორემ შესანიშნავად იცოდი შენთან რომ ვერ დარჩებოდა და წავიდოდა. ისიც იცოდი უარს რომ არ გეტყოდა და მე რომ დაველაპარაკებოდი დავარწმუნებდი,მაგრამ მაინც უარი მითხარი. ისე გამაბრაზე გონება დამიბინდე, ექსპერტი ხარ ნამდვილი ... შენი საყვარელი საქმიანობაა კაცების გაგიჟება .ნიჭი გაქვს ასეთ პატარა ასაკში,მხოლოდ სწორად მიმართვა ისევ არ იცი და იმიტომ ვერ იპოვნე საჭირო კანდიდატი ვინც სრულად დაგემონება
_გინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილო?_ თითები წვერიან ლოყაზე შეახო და იგრძნო მისი რეაქცია _ მონა არ მჭირდებოდა არასდროს. ვეძებდი კაცს, რომელიც შეძლებდა ჩემი გონების სრულად დაკავებას და განათებას. სიგიჟემდე მინდოდა ვინმეს ისე მივნდობოდი ,რომ უფსკრულისკენ მიმავალსაც გავყოლოდი თან. ვისთან თამაშიც არ მენდომებოდა, ვისი ფრთის ქვეშაც მშვიდად დავისვენებდი და საჭირო დროს დავიცავდი ყველაფრისგან
_და გგონია ეგ კაცი მე არ ვარ და ვინმე სხვა არის ? _უკვე ინას კლანჭებში იყო ,ვეღარ შორდებოდა _მომენატრე, შენი ამ გიჟური აურით და ვიცი შენც არავინ გინდა სხვა
_გგონია შენთან იფეთქებს ჩემი გრძნობები და აყვავდება ჩემში მცხოვრები ვნებიანი ქალი ? _ ნაზი,მიმზიდველი ხმით ესაუბრებოდა საპასუხოდ. მართლა უნდოდა ის კოცნა რომელიც წამის მეასედში მიიღო . გრძელი მკლავები შემოჰხვია კაცს ყელზე და კოცნაში აჰყვა . ისევ არ მოვიდა სიმშვიდე და სიამოვნების განცდა,გონება წამითაც არ გაითიშა. მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობდა, ისე როგორც ყველასთან მასთანაც გაჭრა ეშმაკმა ქალმა და ამით კმაყოფილი იღიმოდა ბოლოს _როგორი ხარ , ღმერთის მოვლენილი სასჯელი ჩემთვის და ხომ ვერ გადაგაქციე ძღვნად _ ვერ ელეოდა , სუნთქვაარეული, ხმაშეცვლილი ტუჩებზე დაჰყურებდა _ რა გინდა მითხარი , რას ხარშავ მაგ გონებაში...მემილიონედ გითხრა რომ არ ვფიქრობ იმას რაც გითხარი? შენი მობეზრება შეუძლებელია , შენით დაღლა მხოლოდ შიშველმა შეიძლება ვიგრძნო ისიც წლების შემდეგ . ის ღალატი კი შეცდომა იყო, ჩემი სულელური ნაბიჯი. მატერიალისტი ყველაა ,მეც ვარ და შენც ხარ ,აღიარე რომ ხარ ... არ უნდა მეთქვა ვისაც მეტი ექნება იმას გაჰყვები_თქო , ვიცი მე ვინც ვარ და ჩემნაირი რომ არავინაა. დედაშენი საერთოდ არ უნდა მეხსენებინა , ვიცოდი შენი სუსტი წერტილი იყო და იმ წამს მინდოდა შენც გტკენოდა ისე როგორც მე მატკინე ,განზრახ,დაგეგმილად რომ დარჩი ზუსტად იმ სასტუმროში სადაც ლაშა იყო და ზარზეც არ მიპასუხე...რა უნდა მეფიქრა სხვა ,იმ არანორმალურს ისე მოსწონდი...გახსენებაც ცუდად მხდის. ცხოვრებაში არავისზე მიეჭვიანია და შენ მაჩვენე ,რომ თურმე ეჭვიანობაც შემეძლო_სახეზე ეფერებოდა,თმაზე უსვამდა ხელებს _ერთხელ გაგაბრაზე და როგორ არ უნდა მაპატიო მე თუ შევძელი და გაპატიე
_ვინ თქვა რომ არ გაპატიე ... ღალატი გაპატიე და გაგიგე კიდეც,მას შემდეგ კიდევ რამდენ ხანს ვიყავით ერთად. ისიც მესმოდა რატომ დაიჯერე რომ მეც შემეძლო შენ ზურგს უკან სხვებთან ყოფნა . მართალი იყავი , შენი გამოყენება მომწონდა. შენი ღალატის მერე ეჭვი შეგეპარა, თავიდანვე არ მენდობოდი, იტყუებოდი და გამოცდას მიწყობდი. უთვალავჯერ დავხუჭე თვალი იმიტომ რომ ყველაზე მეტად მომწონდი ვინც კი ოდესმე მყოლია . იმიტომ რომ ნამდვილად კარგი ხარ,განსაკუთრებული და ვიღაცისთვის განუმეორებელიც და იმიტომ რომ ვიცოდი ურთიერთობებში დათმობის გარეშე არაფერი გამოდის. საკუთარ თავმოყვარეობასაც კი გადავაბიჯე შენთან ვაჩე და შენ ისიც ვერ დაიჯერე,რომ მე შენ კი არა არასდროს არავის ვუღალატებ თუ მასთან ურთიერთობაში ვიქნები. შენ შეძელი,ყველას შეუძლია ,მე არ ...იმიტომ რომ ჩემთვის ღალატი მკვლელობაა , ჩემ შემთხვევაში თვითმკვლელობა იქნება და ჩემი სული ვეღარასდროს გადარჩება _ცრემლები ახრჩობდა უკვე ,ყველაფერი ერთად რომ გაახსენდა და მისი მონატრების მოლოდინში სიცარიელე რომ შერჩა , ვერაფერმა რომ ვერ აღუძრა ემოცია ესეც კი ტკენდა და გამქრალი ტკივილიც არ მოსწონდა. ვინც გიყვარს მისგან მოყენებული ჭრილობები არ უფერულდებაო . მას კი უბრალოდ აპატია,გაუგო და ვერ შეიძულა. უბრალოდ მადლიერი იყო იმ ნუგეშისთვის რაც რთულ დროს მიიღო,იმ ტკივილისთვისაც კი, რომელმაც ცხოვრებას სხვა მიმართულება მისცა. საუბარს ასრულებდა უკვე, კიბისკენ დაიძრა და ვაჩეც თან გაჰყვა
_წავიდეთ აქედან ... აქ ნუ დავასრულებთ _ გაყოლაზე არც უფიქრია,მაგრამ იოანე რომ დაინახა ყველაფერი ამოყირავდა. მთვრალ მატილდას გაუღო მანქანის კარი და მობრუნებისას დაინახა ინა . წამით გაიფიქრა ნეტავ ახლა მოვიდეს ,ხელი ჩამკიდოს,ჩამიხუტოს და აქაურობას მომაშოროსო. მთელ სხეულში დაუარა მასთან ყოფნისას განცდილმა სიმშვიდის შეგრძნებამ. ვაჩე მის წინ იდგა , საუბრობდა, დათანხმებას ცდილობდა ,მაგრამ არ ესმოდა. მასთანაც ისეთივე უგულო და უემოციო იყო როგორც ყველა დანარჩენთან. დროს დაემარხა ყველა შეგრძნება ,მხოლოდ თამაშით გამოწვეული ეშმაკუნები დახტოდნენ გონებაში და იოანეს დანახვამ ისინიც გააქრო
_ინა ... წავიდეთ ჩემთან. მხოლოდ მე და შენ ,ძველებურად _მზერა გაუსწორა,მისი სახე ხელებსშორის მოიქცია და ზემოდან დაჰყურებდა. ისევ აკოცებდა თუ არ მოშორდებოდა. იოანეს მანქანა ეზოს ტოვებდა უკვე გვერდზე რომ გააბრუნა თავი და შეხების საშუალება აღარ მისცა
_ დაივიწყე ყველაფერი რაც იყო ... ვის გამოც მოვკვდებოდი და ვის გამოც ვიცოცხლებდი შენ რომ არ ხარ ეს დიდი ხანია ვიცით ორივემ. მიყვარდი,მაგრამ არა იმდენად რამდენადაც გვჭირდება ორივეს
_უნიკალურ ვინმედ დარჩები მთელ ჩემ ცხოვრებაში...ამდენი უარით და ჩემგან წაღებული ამდენი ემოციით
_შემდეგი შეხვედრები უფრო მსუბუქი იქნება ,იმედია ...

ტაქსი გააჩერა,სწრაფად დაჯდა და სავარძელს თავი როგორც კი მიაყრდნო მაშინვე იგრძნო როგორ გამოეცალა ძალა. მძღოლს მისაამართი უკარნახა და ცრემლებმაც იწყეს დენა. ჯერ უხმოდ ტიროდა, სუნთქვას იჭერდა ზედმეტი ყურადღება რომ არ მიექცია ბინაში ასვლისა და კარის მიხურვის შემდეგ მკერდიდან ამოუშვა ტკივილიანი ხმები.
ხშირად მიდიოდა ამ მდგომარეობამდე. ყველფრით გადაღლილი , საკუთარი თავი რომ ახრჩობდა და შეტევა ეწყებოდა. მოხრჩობის შეგრძნება არ უშვებდა, გულზე მძიმე ლოდივით აწვა ტკივილი და ყოველ წამს ეგონა ეს მწველი სიმძიმე მოკლავდა. თავში არეული აზრები,სიბნელეში ნათელი წერტილების ძიების დიდხნიანი მცდელობა და მიზეზის პოვნა . მიზეზი სუნთქვისთვის,არ დანებებისთვის . ფანჯარასთან მდგომი მხოლოდ საკუთარი თავისგან გათავისუფლებაზე ფიქრობდა . იმ დღეს ნანას დაბადების დღე იყო ,საფლავის ქვაზე გამოსახული ქალი ისევ უმზრედა და ისე უღიმოდა თითქოს ეუბნებოდა ,ყველა ნაცნობის ,ყველა ნათესავის ხმით ჩასძახოდა "ჩემნაირი ხარ ,როგორ მგავხარ" .
თითები თავზე ჰქონდა მოჭერილი და სუნთქვას ცდილობდა . ჰაერი არ ჰყოფნიდა ,ვერ ჰყოფნიდა. ბოლოს მობილური იპოვა და ორსული მარტა დაინახა , ილოს პატარა ოჯახი ,იესე თავისი სევდიანი ,სიყვარულისფერი მზერით და სინათლის წერტილები გაჩნდნენ სიბნელეში.
..............
საწოლში იწვნენ ერთმანეთთან ჩახუტებულები , დინას შიშველ მკერდზე ედო თავი და ისევ ეფერებოდა
_მატყუებდი ვიმუშავე,დაღლილი ვარ და გათიშულიო ?
_გამოვფხიზლდი ... შენთან დაშორება სულ უფრო მიძნელდება. მე კიდევ აქ ოქტომბრამდე მომიწევს ყოფნა _ტუჩებს უკოცნიდა ქალი ზემოდან რომ მოექცა
_ნახევარი წელი ბათუმში უნდა იყო ?
_არა ,თბილისში ვაპირებ ახალი საქმის დაწყებას... უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია და არც ნოლიდან დაწყება გამომივა ამ ასაკში . შეფის დამხმარედ რომ ამიყვანონ საერთოდ ვერ გამოვალ სამზარეულოდან
_მზარეული ხარ ?
_ჩემი სფერო ეგ იყო და ეგ არის ... მართვაც , ყველაფრის მოგვარებაც და მზადებაც გამომდის. დიდი ამბიციები არ მქონდა მაშინ ,სულ სხვა სიტუაცია იყო და თან ტყუილი ოცნებები არ მიყვარდა . ილომ სასტუმრო რომ გახსნა ბანკის ვალი ჯერ კიდევ არ დაუფარავს და მალე ორი ბავშვი ეყოლება. ჩემსავით არ უნდა იფიქროს იმაზე როგორ შეინარჩუნოს სტაბილურობა,ახლოს მინდა ვყავდე და იცოდეს რომ შეუძლია მოდუნება, მშვიდად ცოლ_შვილთან ყოფნა და დასვენება. ისე მენატრებოდა დასვენება მის ასაკში და მან ჩემ გამო იმდენი დაღლა გამოიარა. მარტას დედობა უნდა ვნახო და ინა,ინასთან უბრალოდ უნდა ვიყო. აქ ვერ დავრჩები, მხოლოდ ცოტა ხნით
_ილო ამზადებს,ინა ხატავს ... შენი ნიჭი ორივეს ჰქონია _ თავი მინდელის მკერდზე ედო , მისი თითების შეხებას გრძნობდა შიშველ ზურგზე და სიამოვნების განცდა არ ქრებოდა
_ილო ბევრად ჭკვიანი,მშრომელი და კარგი ბიჭია. მის ასაკში მე ასე არ ვიცნობდი ცხოვრებას ... ის ჩემი დამსახურებით დროზე ადრე გაიზარდა და პატარა ასაკშივე იქცა კაცად. ინა ხატვაზე უარს ამბობდა, სკოლაშიც არ ეკარებოდა ფანქრებს. მე ვიცოდი როგორი ნიჭიც ჰქონდა და რომ გამოვედი ის პროგრამა ვიპოვნე. ბავშვობიდან ოცნებობდა ლამაზ კაბებს დავხატავ და იმ კაბებით მოდელები ივლიან სცენაზეო. ტელვიზორში ნახა ჩვენება,მარტაც სულ კერავდა და ხატავდა .
_ჯერ ძალიან პატარაა... წინ აქვს ბევრი წარმატება,ახდენილი ოცნებები და მიზნები
_მისი ცხოვრების დალაგებას ვერ ვახერხებ და ეს შეგრძნება მაგიჟებს

მობილურის ხმამ გააწყვეტინათ საუბარი. სოსოს ურეკავდნენ
_გისმენ ბორიკო _ წამოჯდა და მერე საერთოდ ფანჯრისკენ წავიდა . ეგონა რაღაც თავის ამბავზე მირეკავს ასე გვიანო და არ უნდოდა დიანას მოესმინა
_ჩვენთან ინა იყო ... კორპორატიული თუ რაღაც წვეულება ჰქონდათ
_მერე ?
_ვაკვირდებოდი შენ პონტში რა...ლამაზი გოგოა იმდენი ვინმე ირევა აქ
_პირდაპირ მითხარი ბორიკო რა მოხდა
_ნასვამი იყო და ვაპირებდი წამეყვანა,მერე დამირეკეს გამოვბრუნდი და აღარ დამხვდა. ის ვაჩე იყო აქ , ელაპარაკებოდა და რა ვიცი იცოდე მაინც რა
_კარგი ,გასაგებია _გათიშა და მაშინვე ინასთან დარეკა . არ პასუხობდა,რამდენიმე გადაბმული ზარის შემდეგაც რომ არ უპასუხა სულ მთლად წაეშალა სახე
_რამე პრობლემაა ?
_ინას ვერ ვუკავშირდები... მარტას ვერ დავურეკავ ამ დროს,ვერც აკაკის ორივეს გაეღვიძება . ილოსთან არ წავიდოდა შუაღამეს
_მატილდაც იქნებოდა ... დაველაპარაკები _ შეტყობინება გაუგზავნა გოგოს და დაელოდა პასუხს. მანაც რომ დააგვიანა დაურეკა
_იმედია არ გაგაღვიძე
_გამაღვიძეთ ქალბატონო დიანა,მაგრამ არაუშავს... რა მოხდა?
_კორპორატიულიდან ინა ვინ წაიყვანა იცი?
_ინა ? რატომ დაგაინტერესა ასე მოულოდნელად
_სხვა დროს ვიჭორაოთ ... მითხარი იცი თუ არ
_ვაჩეს გაჰყვა ... შეიძლება შეურიგდა კიდეც და მალე ქორწილში მომიწევს მეჯვარის ამპლუაში ყოფნა. საოცრად კი უხდებიან ერთმანეთს
_კარგი მატი , მადლობა ... ეს საუბარი დაივიწყე კარგი?
_მძინავს და ყველაფერი რაც მოხდა სიზმარია... მატილდას სიტყვები ესმოდა მინდელს და სახეზე გამომეტყველება ეშლებოდა. ინასთან რეკვას ისევ უშედეგოდ აგრძელებდა
_ვინ არის ვაჩე მე არ ვიცი... შენ იცი?_ყოფილი შეყვარებულია .მე რომ გამოვედი მალევე დაშორდნენ
_შენ ჩაერიე და ისე დაშორდნენ?
_არა , მაგრამ ჩემმა წარსულმა გავლენა მოახდინა დარწმუნებული ვარ
_საშიშია მათი ერთად ყოფნა ინასთვის? შემიძლია გავარკვიო სადაა მისი მანქანა ახლა
_არ შეურიგდებოდა ,ვიცი
_რატომ ... არ არის კარგი ბიჭი?
_არის , მაგრამ ინასთვის არა . არ შეურიგდებოდა _ ტელეფონის ეკრანს დაჰყურებდა და მერე უცებ რომ გაიგო ხმა კედელს მიეყრდნო
_ მშვიდობაა მამა ?
_სად ხარ ინა? _ ხმაზე სულ არ ეტყობოდა არც გაბრაზება და არც ნერვიულობა
_ბინაში ვარ ... ვბანაობდი და ხმა გათიშული მქონდა
_მარტო ხარ ?
_დავლიე ,მაგრამ კარგად ვარ ... დავიძინებ ახლა
_ინა ,მა არ ინერვიულო ხო_პაუზის შემდეგ უთხრა,თითქოს ზუსტად ხედავდა ტირილისგან დაწწითლებულ მის თვალებს
_რაზე
_სულ არაფერზე ,კარგი ?
_როდის მნახე ბოლოს ანერვიულებული ... ილო სულ გიჟდება ყველაფერი ფეხებზე გკდიაო
_შენ სიმშვიდეზე მნიშვნელოვანი არავინ და არაფერია ... მითუმეტეს არცერთი კაცი სამყაროში ,სანამ ბიჭი შვილი არ გეყოლება _იატაკზე იჯდა,თავით კედელს ეყრდნობოდა და ისე ელაპარაკებოდა
_დაიძინე იესე, მალე დაგაბერებს ამდენი უძილობა. ნანას დაბადების დღე მივულოცეთ ჩვენ . იმას ცოცხალს არ ადარდებდი და შენ მკვდარი მაინც დაივიწყე . სულ მგონია ისევ გიყვარს და ეგ სიყვარული გახრჩობს უფრო ვიდრე ის გასროლილი ტყვია_ ზედმეტად ხმამაღლა ისმოდა ინას სიტყვები . იმდენად ხმამაღლა,რომ დიანასაც აუწვა გული _კარგად ვარ მე . ილია მართალია ,ერთადერთი კაცი ვის გარეშეც მე ვერ ვიცხოვრებ თვითონაა და სხვა არავინ. მათ შორის არც შენ , არათუ ვიღაც სხვა. ხვალ დაგირეკავ ,გკოცნი
_მიყვარხარ , პეპელა ინა _თავი დახარა და სუნთქვაგაძნელებული იქამდე ეყრდნობოდა მოკეცილ ფეხებს სანამ დიანა არ მიუჯდა გვერდით
_მართლა გიყვარს ?
_ვინ , ქალი რომელიც მოვკალი ?
_ვერ გადაიყვარე ისე გავარდა ტყვია და დასრულდა მისი ცხოვრება
_მისი გაცოცხლება რომ შემეძლოს კარგა ხნის წინ გავაცოცხლებდი... იმ დღესვე როგორც კი გონს მოვედი და სისხლის სუნით გაჟღენთილ ჩემ ოთახს მოვავლე მზერა. იმ ოთახს მე რომ მთელი ბავშვობა მქონდა იქ გატარებული,იმ სახლს ჩემ წინ ორი თაობა რომ ცხოვრობდა და მარიამს გაყიდვა და იქედან სამუდამოდ გამოსახლება მოუხდა. იმ ერთი თითის სასხლეტზე გამოკვრამ დაასრულა ყველაფერი ... სიყვარული მაწუხებს გგონია?ამდენი უბედურება დავატრიალე მხოლოდ იმიტომ რომ ეჭვი არ შემპარვია,იქამდე ვერ გავედი და ვერ გავიაზრე ... შენ გგონია ასეთს გამიძლებ ? _ ფერი აღარ ჰქონდა. ინა სანამ უპასუხებდა იქამდე გადათეთრდა და ახლა საერთოდ სხვა კაცს უყურებდა _ ნუ გავაგრძელებთ... შენ ცხოვრებასაც დავამახინჯებ ისე როგორც მარიამის,ილოს და ინას . შენც ტვირთად აგეკიდები ბოლოს . ახლაც ხომ ხედავ ჩემ გამო ცუდად ხარ
_შენ არ გინახავს მე როგორ ვიყავი...როგორი სინანული მქონდა ჩემი და რომ ვერ გადავარჩინე. ტიტეც ჩვეულებრივ ბიჭად მივიღე,ისეთად როგორიც მამაჩემი და მისი მეგობრები იყვნენ. როგორ არ მივიღე პრობლემად ნარკომანი , მოჩხუბარი ქუჩის ბიჭი. შენ არ იცი მე რა შემიძლია გავაკეთო როცა ეკას სახელს ეხებიან. ის რაც ნახე ზღვაში წვეთი იყო ... თავისი ძმაკაცი და ცოლი ისე სცემა სიკვდილის პირად მიიყვანა ხალვაშმა. შენ მე წმინდანი გგონივარ ? გგონია მუხლებზე არ ვვარდები ტკივილისგან,შიშისგან და უძლურებისგან? თუ რადგან კაცი ხარ უფლება არ გაქვს. ასე რომ არ იყო ეგ იქნებოდა უბედურება. ახლა აქაურ გოლგოთას გადიხარ,შენი ჩადენილისთვის სულ დაისჯები ,მაგრამ ღმერთის ბოძებულ სიცოცხლეს უნდა მიჰყვე . მხოლოდ ერთს ვერ ავიტან როგორც ქალი
_მხოლოდ ერთს დინა? იმდენი რამეა რასაც როგორც ქალი არ მიიღებ
_ეგ სტანდარტულად ,მაგრამ როგორც ქალი ვერ ავიტან სხვას შემადარო ,სხვას ხედავდე და იხსენებდე ჩემთან. თუნდაც სინანულით,დანაშაულის შეგრძნებით... ჩემ გვერდით უბრალოდ მინდა იყო იესე მინდელი, რომელიც მთლიანად ჩემზე იქნება ორიენტირებული. არ მიყვარს არაფერი სანახევრო
_ინამ რაც თქვა მისი აზრია ... არ მიყვარს. ყველაფერი იქ მოკვდა იმ ტყვიით და დაიმარხა ნანასთან ერთად
_მის საფლავზე იყავი გამოსვლის შემდეგ ?
_სოფელშიც ძლივს ჩავედი... სახლში არ შევდიოდი . მხოლოდ სასტუმროს ტერიტორიაზე და ერთ დღეს მორიგმა ნაცნობმა ,რომ მომიწონა ნამოქმედარი ,გამამართლა და მაჩვენა ჩვენ არ გადანაშაულებთო უცებ გავჭედე... გაორება მაქვს ,ზოგჯერ ისე მებრალება ტირილი მინდება, ხანაც ისე ვბრაზობ ცეცხლი მეკიდება .
_რომ მიხვედი რა იგრძენი
_ყველაფერი ერთად ... სინანულიც,ბრაზიც, ტკივილიც,იმედგაცრუებაც . მარტას მისი ქვის ფოტოდ მაინცადამაინც ის ჰქონდა არჩეული მე რომ გადავუღე ახალი ნაყიდი კამერით. ისეთი ლამაზი იყო ,ნებისმიერი მიხვდება რომ გადამღებს უყვარდა .
_მე ეკას საფლავს რომ ვაკეთებდი მინდოდა ტიტეც მომეკლა. არაფერზე მეფიქრებოდა იმის გარდა,რომ მას სუნთქვის უფლება არ ჰქონდა როცა ჩემი და მიწის ქვეშ იწვა. დიდხანს ბრაზის გარდა ვერაფერს განვიცდიდი, დანაშაულის შეგრძნებაც მღრღნიდა,გამწარებული სრულიად უმოქმედო გავხდი. დავიკარგე ,გლოვამ საკუთარი თავი წამართვა და დიდხანს ვერ ვიპოვნიდი დაჩი რომ არ მყოლოდა. მის გამო ვცდილობდი ყველაფერს, შენც მათ გამო უნდა გააკეთო მაქსიმუმი
_სწორი გადაწყვეტილების ქონა ერთია და სისრულეში მოყვანა მეორე
_გეგმად უნდა დაისახო და მიჰყვე
_დღეს დარჩები?_ ჩახუტებული ჰყავდა და სახეზე ეფერებოდა მზის შუქმა რომ გაანათა ოთახი
_დავრჩები ... ტყუპები გიორგიმ წაიყვანა მშობლებთან ორი დღით
_ასე უშვებ ბავშვებს ? ჯერ ისევ სუსტად არ არიან?
_კარგად არიან და გარემოს შეცვლაც სჭირდებათ. ენატრებათ გიორგი სულ ,იმას დრო არასდროს აქვს. ცუდი კაცია ,მაგრამ ცუდი მამა არაა...
_ყველა ადამიანში ხედავ დადებით თვისებებს თუ გიორგია გამონაკლისი
_ამდენი წელი გვაკავშირებს... მეზიზღება როგორც პიროვნება,მაგრამ ბოროტი ქალივით ვერ მოვიქცევი. ისევ მე წავაგებ
_გავისეირნოთ. სანაპიროზე და მერე ვისაუზმოთ ერთად
_ჯერ რომ დავიძინოთ ? თუ დილიდან უნდა გახვიდე სამსახურში ...
_ მე მიჩვეული ვარ უძილობას და არც მიფიქრია. დაიძინე
_დავიძინოთ ერთად... ჩემ გვერდით ცუდ სიზმრებს არ ნახავ _საწოლში დაბრუნდა გაღიმებულ მინდელთან ერთად. ჩაეხუტა და რამდენიმე წუთის შემდეგ ორივეს მშვიდად ეძინა.

სანაპიროზეც გავიდნენ. ბევრი ისეირნეს ,ილაპარაკეს და ბოლოს რესტორანში სადილით დაასრულეს.
კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ დიანას შეეძლო ყოფილიყო სხვადასხვა დროსა და ვითარებაში, ერთნაირი ხარისხით მედიდური და უბრალო. თუ თავს კომფორტულად იგრძნობდა მოფარფატე პეპელას ჰგავდა ისეთი მსუბუქი და მარტივი საკომუნიკაციო ხდებოდა.
...................
დიანა ჩადუნელის სწორი აღზრდის მეთოდებისა და უსაზღვრო სიყვარულის მიუხედავად დაჩის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი ჰქონდა წარსულს. მიუხედავად გავლილი თერაპიებისა და საკუთარ თავთან დაუსრულებელი ბრძოლისა, მაინც ჰქონდა უამრავი კომპლექსი, შეზღუდვა და უხილავი ბორკილები რომლის არსებობის შესახებაც დიანამაც არ იცოდა. ბევრი ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის კაბინეტის გავლის შემდეგ აღმოჩნდა ლილის ჭრელ ოთახში.
_რა იგრძენი როცა გაიგე წინადადება " ტიტე შეიძლება მალე გამოვიდეს"
_შიში ... შემეშინდა სუნთქვის შეკვრამდე
_რომ რამეს დაგიშავებს ? ამ წლების განმავლობაში გემუქრებოდა?
_მსგავსი შიში არავის და არაფრის მიმართ მაქვს ... მე სულ არასწორი ადამიანის შეყვარების მეშინია, ცხოვრებაში მიღების და მნიშვნელობის მინიჭების. შეცდომის დაშვების მეშინია. მეშინია რომ რაღაც ისეთს გავაკეთებ რაც დიკოს გულს ატკენს,იმედებს გაუცრუებს ,მის მთელ შრომას წყალში ჩავუყრი და ინანებს , მკვლელის შვილში ამხელა ამაგი რომ ჩადო, ცხოვრება რომ მიუძღვნა, ასე რომ შემიყვარა ... მეშინია ,რომ დავემსგავსები და თუ გამოვა ვერ გავაკონტროლებ მისი ცხოვრებისკენ ჩემ სწრაფვას.მგონია რომ მართალი იქნება ყველას ნაამბობი სიკარგეები და მომეწონება,მგონია რომ თუ სადღაც ახლოს იქნება აუცილებლად ეცდება ჩემთან დაახლოებას , მანიპულაციას შეძლებს და ვაპატიებ. იმ შეგრძნებისაც მეშინია,რომ მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ვაპატიო. თუ ვაპატიებ ვუღალატებ დედაჩემს და თუ ყველა დაიჯერებს,რომ ის იყო დამნაშავე და იმსახურებდა სიკვდილს მე მერე მოღალატე შვილიც ვიქნები და არაკაციც . ნეტავ დინას სიძულვილიც ესწავლებინა ,ბოროტება ესწავლებინა. ნეტავ დინას ეკლესიაში არ ვეტარებინე და მიტევება არ მქონდეს გონებაში ჩაბეჭდილი. თვითონ ამბობს არასდროს ვაპატიებო,მაგრამ მე ხომ ვიცნობ ,ღმერთსაც გადაუდგებოდა და მოკლავდა რაღაც დოზით რომ არ შებრალებოდა მისი ცეცხლში მოგიზგიზე სული...16 წლის ვიყავი სასიკვდილოდ დაიჭრაო რომ გავიგე. ამბავი გამოვიდა ციხიდან,ვიღაც ბიჭს დაეხმარა და ჩხუბის დროს დაიჭრაო ,გმირად შერაცხეს. აუტანელია რაღაც კარგი ქმედება წარსულში ჩადენილ საშინელებას რომ ავიწყებს ხალხს. დროს შეგრძნებებიც მიაქვს ,სიმძაფრეს უკარგავს . მე მისი ჩემ ცხოვრებაში დაბრუნების,მისი ისევ ისე შეყვარების მეშინია იმ პატარა ბიჭს რომ უყვარდა,რომ ეამაყებოდა,რომ იბერებოდა სიხარულისგან მისი დანახვისას,რომ ელოდა სულ და ყველაზე მაგარი მამა მყავსო ფიქრობდა. მეშინია
_კიდევ რა გაშინებს ადამიანების ცხოვრებაში მიღების და შეყვარების გარდა
_დაკარგვა მაშინებს ,ალბათ შეყვარებასაც იმიტომ ვუფრთხი არ მინდა კიდევ დავკარგო გულის ნაწილი. დედაჩემთან ერთად ერთი დიდი ნაწილი უკვე დავმარხე
_შენ გგონია ,რომ ეს შიში მხოლოდ შენ გახასიათებს და ჩვეულებრივ ადამიანებს არ აქვთ ? მათ ვინც საყვარელი ადამიანი ავადმყოფობის,უბედური შემთხვევის ან უბრალოდ ღალატის გამო დაკარგეს. ზოგს უბრალოდ ისეთი გამეტებული სიყვარული შეუძლია ცხოვრებიდან გაშვება უჭირს მეგობრების, შეყვარებულის... რაა განსხვავებული და სამუშაო ამ შიშში
_სიმძაფრე... სხვებს ეშინიათ და მაინც იძენენ ახალ მეგობრებს,მაინც ენდობიან,მაინც უყვარდებათ. ერთ შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მეორეს იჩენენ , თავად ღალატობენ ,ცოლებს ტოვებენ და საყვარლებთან მიდიან. თავადაც ეშინიათ ღალატის ,მაგრამ მაინც აგრძელებენ ცხოვრებას და მე ვერ ვერევი თავს
_მახსოვს მითხარი ინტროვერტი არ ვარ ,არც დეპრესიული სახლში გამოკეტილი ვყოფილვარ ,ყველგან დავდიოდი მეგობრებთან ერთად , სკოლაშიც პოპულარული ბიჭი ვიყავი და უამრავ ადამიანს ვიცნობო
_ასეა ,ბევრს ვიცნობ და ბევრთან მაქვს ურთიერთობა. კომუნიკაციის დეფიციტი არ მაქვს და არც მქონია . ეს ჩემი ბრძოლის იარაღი იყო ყოველთვის ,მაგრამ მათგან თითქმის არავის ვენდობი . ერთადერთი ვისიც თვალდახუჭული მჯერა დიანაა ,სხვა არავინ . არიან ისეთები ვის გამოც ბევრს გავაკეთებ,ვისთან ყოფნაც მახარებს და ვისაც ვენდობი,მაგრამ მაინც სულ ეჭვები მოდიან .
_ შეყვარებული ამიტომ არ გყავს, რომ ეჭვიანობას ვერ აკონტროლებ ?
_არა ... არასდროს ვყოფილვარ პათოლოგიურად ეჭვიანი. საერთოდ არც მადარდებდა ,რომელიმე და ალბათ იმიტომ. უბრალოდ ვცდილობდი მომწონებოდა მათთან ყოფნა, ყველას მაღალი სტანდარტების მიხედვით ვარჩევდი იმათგან ვისაც უკვე მოვწონდი ,მაგრამ მაინც არ მქონია მათთან ის შეგრძნება რაც უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა,შეყვარებულ ბიჭს
_სიყვარული ერთხელ მოდის ცხოვრებაში და მასაც ყველა სხვადასხვაგვარად განიცდის... ზოგი თეორიის მიხედვით ბევრჯერ შეყვარებაც შეიძლება და ეს გრძნობა
_თავს ვაიძულებდი შეხებას ... გონებაში არავინ მყავდა ,არ მინდოდა უბრალოდ. ყველას ვტოვებდი სხვადასხვა ეტაპზე . არ მინდოდა ზედმეტად დაკავშირებულები ყოფილიყვნენ, ვყვარებოდი და ურთიერთობა დასერიოზულებულიყო. ს.ქსში ფულის გადახდა და ბ.ზთან ყოფნა ხომ საერთოდ გულისამრევი მგონია ყველა შემთხვევაში.
_სულ არავინ იყო შენ სველ სიზმრებში ? ვინმე რეალური,ვისაც იცნობ და არა წარმოსახვითი
_იყო ,სწორედ მასზე მინდა დღეს საუბარი ... ზღვარზე ვარ ,ვიცი ვეღარ გავჩერდები . ნარკოტიკივითაა , ან არ უნდა მივუახლოვდე ან მზად უნდა ვიყო რომ ვეღარასდროს მოვშორდები,მაგრამ მე ვავნებ და არა ის
_მომიყევი მასზე
_რაც თავი მახსოვს ისიც მახსოვს ... ჭადრაკზე დავდიოდით ერთად,ბაღშიც და თითქმის ყველაფერზე რაზეც შეიძლებოდა გოგოც ყოფილიყო. ჩემსავით ჩუმი,მშვიდი და ჭკვიანი იყო. ყველას მარტივად ვამარცხებდი,მას ვერ . მასთან მოგებაც არ მინდოდა,მისი დარდები მადარდებდა... ისეთი თბილი ხმა ჰქონდა , მაგრამ იმდენად ბრაზიანი იყო როცა საქმე სამართლიანობას ეხებოდა. მახსოვს ერთხელ ვუთხარი მოსამართლე ხარ_მეთქი... სამართლის ბაკალავრია უკვე
_ხორციელ სურვილებზე ვსაუბრობდით,მიზიდულობაზე და ლტოლვაზე
_სულ რომ ბრმა ვიყო და უბრალოდ ვუსმენდე მაინც ის მენდომებოდა... დიდხანს ვერ ვიაზრებდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო,მე უამრავი მისია მქონდა შესასრულებელი. მე საუკეთესო უნდა ვყოფილიყავი , იმდენი საქმე უნდა მქონოდა,რომ არ მეფიქრა წარსულზე. ის სულ იყო ჩემ ცხოვრებაში,სულ დისტანცია გვქონდა და მაინც ერთმანეთზე ახლოს არავინ გვყოლია. ყველაფერი ვიცი მასზე,ყველაფერი იცის ჩემზე დარწმუნებული ვარ...
_რატომ არ ხარ მასთან თუ მასაც მოსწონხარ და ისაა შენი ფიქრების ობიექტი
_ვუყვარვარ , მე კი არ ვიცი ესაა სიყვარული თუ არ. არც ის ვიცი მომავალში როგორი იქნება ჩემი ცხოვრება,მე ნებისმიერ დროს შეიძლება ტვირთად გადავიქცე და წარმოდგენაც არ მინდა ამის რომ დავამძიმებ და გადამიყვარებს. რომ მივიღო ,მასზე დამოკიდებული გავხდე და მერე მიმატოვოს,გადავუყვარდე რომ გამიცნობს და ნახავს როგორი სუსტიც ვარ,როგორი არაიდეალურიც. მე რომ გამოვიყენო,მე რომ რამე დავუშავო,ოდესმე ვატკონო ... მოვკვდები. თქვენ არ იცით ის როგორია , ვერ აგიხსნით როგორია. მიწიერი არაა , თითქოს ზუსტად ჩემთვისაა და მე ,მე რომ ვაკოცე მინდოდა არასდროს მოვშორებოდი. წარმოდგენილზე მეტად ემოციური იყო და ახლა ზუსტად ვიცი , ყველა ზღვარს გავარღვევ
_ის როგორ ცხოვრობს უშენოდ... უყვარხარ ისევ თუ ჰყავს შეყვარებული
_არ ჰყავს ... არც ეყოლება
_მარტო იქნება და თან შენზე შეყვარებული ?
_ვიცი არ არის ლოგიკური ვუყვარდე,მეც ვაღმერთებდე და მასთან ყოფნის შანსს ვუშვებდე ,არც მას ვაძლევდე უფლებას სხვას უყვარდეს. არავინაა მისი ღირსი
_არც შენ? რატომ არ იმსახურებ
_შეიძლება მე
_ყველა ადამიანმა შეიძლება გატკინოს , შენ რას დაუშავებ ასეთს
_არ ვიცი ... ტიტე რომ გამოვა მე რას გავაკეთებ
_ახლა ,ამ ეტაპზე შენ ცხოვრებაში რა არის ისეთი რაც მას არ შეუძლია მიიღოს
_არაფერი , მაგრამ
_საკუთარ თავს უსმენ დაჩი? რასაც ამბობ ეს ყველაფერი იმისთვისაა რომ გაიაზრო ის დეტალები რაც აქამდე ვერ შეამჩნიე ...
_აზრი არ აქვს... ისევ უნდა დავიცვა დისტანცია. ის ყველაფერი უნდა გაქრეს გონებიდან
_მასთან თუ შენთან
_მასთან ... მე რა დამავიწყებს როგორი იყო მზის სუნით ,ქარივით გაქროლებულ ცხენზე ჩემთან ჩახუტებული. მე რომ დამავიწყდეს ვერ გადავიტან . იქ მის სახლში ვიყავი და საბოლოოდ გავიგე ,რომ ბიჭი ,რომელიც ჩემი მთავარი კონკურენტი მეგონა მისთვის უფროსი ძმასავითაა. თქვენ უნდა გენახათ როგორი იყო იქ,თუშეთში ... უბრალოდ უნდა დადგე და უყურო. ღმერთია ადამიანში
_დაგიხატავს ?
_არა ... ვერ , არ შემიძლია
_მაგრამ შენ ხატვას სწავლობდი ბავშვობიდან , შენი ნახატები მინახავს . აქვე დამხატე რამდენიმე თვის წინ
_მას რომ დავხატავ ზუსტად ისეთი უნდა იყოს როგორიცაა,ღვთაებრივი და მე არ მგონია შევძლო ოდესმე
_მე კი მგონია,რომ უნდა დახატო ... ახლავე
_გამორიცხულია!
_მაჩვენე როგორია _ საიდან მოიტანა მოლბერტი და ხატვისთვის საჭირო ატრიბუტები არ იცოდა დაჩიმ, ისე უყურებდა აიძულა სკამზე გადაჯდომა _ მუსიკა გჭირდება?
_არა ... არ შემიძლია. ფოტოს გაჩვენებთ
_დაჩი ,მაჩვენე როგორია შენი სალომე

რამდენიმე წუთი უყურებდა ფურცელს. ლილი მოჩვენებად გადაიქცა ,თვალს არ აშორებდა მის მოძრაობას,სახეს,მზერას ხატვის მთელ პროცესს და შემდეგ ნახატს უყურებდა
_ბევრად ლამაზია... რომ მიყურებს ისეთი თვალები აქვს მინდება მარტო მისთვის ვიცხოვრო

ლილისთან ხანგრძლივი საუბრები ჰქონდა. მისი პოვნის შემდეგ ბევრი ბორკილი დაამსხვრია ,მაგრამ მაინც რჩებოდა წარსულის ტყვეობაში.



№1  offline წევრი TamoTi

ლილის გამოჩენამ ისე გამახარაა♥️♥️
ვაჩე არ არის ინასთვის.საერთოდ თუ ადამიანს ერთხელ შეუძლია ღალატი ის მერე სულ გიღალატებს და მისი ღალატის ცოდვის შენში ძებნას დაიწყებს.კარგია რომ მოიშორა ვაჩე ინამ თავის დროზე თორემ ძალიან ბევრს დაუშავებდა ალბათ.ინას ზუსტად ისეთი ძლიერი სიყვარული სჭირდება როგორიც იოს აქვს და თვითონაც ასე ძლიერად შეძლებს მის შეყვარებას❤️❤️

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

TamoTi
ლილის გამოჩენამ ისე გამახარაა♥️♥️
ვაჩე არ არის ინასთვის.საერთოდ თუ ადამიანს ერთხელ შეუძლია ღალატი ის მერე სულ გიღალატებს და მისი ღალატის ცოდვის შენში ძებნას დაიწყებს.კარგია რომ მოიშორა ვაჩე ინამ თავის დროზე თორემ ძალიან ბევრს დაუშავებდა ალბათ.ინას ზუსტად ისეთი ძლიერი სიყვარული სჭირდება როგორიც იოს აქვს და თვითონაც ასე ძლიერად შეძლებს მის შეყვარებას❤️❤️

მოღალატე კაცებისთვისაც მიპატიებია ისტორიებში და არ ვიცი ჯერ ვაჩე ინას წყვილს რას ვუზამ ბოლოს და არც ის გადამიწყვიტავს იოანეს რა უნდა ინასგან . ვნახოთ ,ამ მხრივ მეც მივყვები დინებას და მოსულ სოტყვებს რომლებიც წერის დროს მოფრინდებიან და დამეწერინება ♡

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

წარსული იმაზე დიდ კვალს ტოვებს ჩვენში ვიდრე წარმოგვიდგენია????????????მსუყე თავი იყო და ბევრის მომცემი ,ველოდები შემდეგს ❤️❤️

 


№4  offline წევრი ლილილი

ახლა ამ გადმოსახედიდან ვაჩე ისეთი ცუდი აურის პიროვნება აღმოჩნდა,სხვანაირი წარმომედგინა. გასაგებია ინასხასიათი და მისი მდგომარეობაც რომელშიც ინამ ჩააგდო,თუმცა ისე ელაპარაკებოდა საყვარელ ქალს კაცი რომ არ უნდა ელაპარაკებოდეს.იოსნაირი სჭირდებაო თვითონაც ამბობს და ამ შემთხვევაში ეგრეც გამოდის, ან მარტო უნდა იყოს და განიკირნოს ჭრილობები. უბრალოდ იოს შემთხვევაში ისე ძლიერ უნდა შეუყვარდეს რომ არა მარტო ვაჩე და ვაჩეს ყველაფერი, ვნება სიყვარულიანა დაივიწყოს, არამედ საკუთარი ხასიათიც და ეგოც ნელნელა გადააგდოს თორე ეგრე ვინ გაუჩერდება ამას.
იოანე ძლიერი პიროვნებაა, ხედავდე საყვარელ ქალს მის საყვარელ კაცთა ერთად, კოცნიდეს და შენ ამ დროს მშვიდად წახვიდე. ვნახოთ რას მოიფიქრებ.

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თეო
წარსული იმაზე დიდ კვალს ტოვებს ჩვენში ვიდრე წარმოგვიდგენია????????????მსუყე თავი იყო და ბევრის მომცემი ,ველოდები შემდეგს ❤️❤️

ნამდვილად დიდ კვალს ტოვებს ♡ შემდეგი იქნება ამ კვირის ბოლოს ალბათ . ვნახოთ როგორ გაგრძელდება ჩემი ყოველდღიურობა

ლილილი
ახლა ამ გადმოსახედიდან ვაჩე ისეთი ცუდი აურის პიროვნება აღმოჩნდა,სხვანაირი წარმომედგინა. გასაგებია ინასხასიათი და მისი მდგომარეობაც რომელშიც ინამ ჩააგდო,თუმცა ისე ელაპარაკებოდა საყვარელ ქალს კაცი რომ არ უნდა ელაპარაკებოდეს.იოსნაირი სჭირდებაო თვითონაც ამბობს და ამ შემთხვევაში ეგრეც გამოდის, ან მარტო უნდა იყოს და განიკირნოს ჭრილობები. უბრალოდ იოს შემთხვევაში ისე ძლიერ უნდა შეუყვარდეს რომ არა მარტო ვაჩე და ვაჩეს ყველაფერი, ვნება სიყვარულიანა დაივიწყოს, არამედ საკუთარი ხასიათიც და ეგოც ნელნელა გადააგდოს თორე ეგრე ვინ გაუჩერდება ამას.
იოანე ძლიერი პიროვნებაა, ხედავდე საყვარელ ქალს მის საყვარელ კაცთა ერთად, კოცნიდეს და შენ ამ დროს მშვიდად წახვიდე. ვნახოთ რას მოიფიქრებ.

მართლა არ ვიცი რას მოვიფიქრებ.
საერთოდ პერსონაჟს როცა ხასიათი სრულიად განსხვავებული აქვს ჩემი ხასიათისგან და არაფერია მასში ჩემებური არასდროს ვიცი წინასწარ რას ვწერ. გამოცდასავითაა და ხან გამომდის ხან ვერ. პირველ ნაწილშიც ისე გამოჩნდა ვაჩე არ მქონდა გეგმაში საერთოდ. წერის პროცესში მოსული სიტყვებით რა გამოვა ბოლოს ერთად ვნახავთ.
დანარჩენ გმირებთან კი წინასწარ ვიცი და ვხედავ გარკვეულ მომენტებს,შეგრძნებებს და ზოგადად განვითარების გზას ♡

 


№6  offline წევრი T e T

ამ თავში გავითავისე პირველი ნაწილი, გამახსენდა ილიას გამოვლილ ცხოვრებაზე ემოციები, ინას მოჩვენებითი “აღვირახსნილობა”, მარტა და აკაკის ლავსთორი… გამიხარდა ვაჩესთან (იმედია) საბოლოოდ გამომშვიდობება, იოსა სიყვარულის მხარეს ვარ ❤️
დიანა და იესე საოცარი წყვილი რომელთაც ერთმანეთის სჭირდრბოდათ და იპოვეს ❤️
დაჩის დასახიჩრებული სული, როგორ უნდა დიანას ღირსეული შვილი იყოს და მისი სალომე… “მე რა დამავიწყებს როგორი იყო მზის სუნით ,ქარივით გაქროლებულ ცხენზე ჩემთან ჩახუტებული. მე რომ დამავიწყდეს ვერ გადავიტან..”
მადლობა მარიამ❤️ მიიღე ერთი ადამინის ემოცია-კომენტარი, მორიგი თავის გულაჩქარებული წაკითხვისას ❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

T e T
ამ თავში გავითავისე პირველი ნაწილი, გამახსენდა ილიას გამოვლილ ცხოვრებაზე ემოციები, ინას მოჩვენებითი “აღვირახსნილობა”, მარტა და აკაკის ლავსთორი… გამიხარდა ვაჩესთან (იმედია) საბოლოოდ გამომშვიდობება, იოსა სიყვარულის მხარეს ვარ ❤️
დიანა და იესე საოცარი წყვილი რომელთაც ერთმანეთის სჭირდრბოდათ და იპოვეს ❤️
დაჩის დასახიჩრებული სული, როგორ უნდა დიანას ღირსეული შვილი იყოს და მისი სალომე… “მე რა დამავიწყებს როგორი იყო მზის სუნით ,ქარივით გაქროლებულ ცხენზე ჩემთან ჩახუტებული. მე რომ დამავიწყდეს ვერ გადავიტან..”
მადლობა მარიამ❤️ მიიღე ერთი ადამინის ემოცია-კომენტარი, მორიგი თავის გულაჩქარებული წაკითხვისას ❤️❤️❤️

მადლობა თქვენ ♡♡♡
ვერ გდმოვცემ ვერასდდოს სიტყვებით რამდენს ნიშნავს ჩემთვის თქვენთან კომუნიკაცია ♡♡♡♡

 


№8  offline წევრი დარინა

შენ მითხარი ილდანი მოგეწონება მაინცო მაგრამ მე ვამბობ და ვამტკიცებ რომ იოანეს დავადგი თვალიი :დდ არ დაუტოვო მაგას ინა არ არის ღირსი მე დამიტოვეე შევაბერდებით ჭირშიც და ლხინშიც :დდ
ვაჩე ვერ მოვიწონე თითქოს აი რაღავის ბოლომდე ვერ მიღწევის ჟინი დავინახე მის ქმედებების საყვარელ ქალს რაც არ უნდა გაბრაზებული და ჭკუიდან გადასული იყო გულს არ ტკენენ და მითუმეტეს წარსულს არ აძახებენ, როგორ უნდა მოგინდეს ინას ადგილზე ისევ ვაჩესთან ყოფნა მოღალატე მატყუარა ადამიანთან რომელმაც გიღალატა, შეიძლება აპატიო მაგრამ მასთან არ უნდა დარჩე და არც არასდროს არ უნდა მისცე მეორე შანსი, არ მეგონა იო ასეთი ძლიერი ადამიანითუ იყო, როგორ უთქმელად დატოვა საყვარელი ქალი არადა ვინ იცის მის გულში რა ხდებოდა, ალბათ ვაჩეს ძვლების დამტვრევის სურვილი ქონდა მაგრამ ღირსეულად წავიდა. იო არ დამიტანჯოო მე ვგულშემატკივრობ და ჩემი გადამტერება ხომ იცი როგორია, მიხარიხარ მარიამ ასეთ ემოცოებს რომ
გვანიჭებ. ❤️❤️❤️

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
შენ მითხარი ილდანი მოგეწონება მაინცო მაგრამ მე ვამბობ და ვამტკიცებ რომ იოანეს დავადგი თვალიი :დდ არ დაუტოვო მაგას ინა არ არის ღირსი მე დამიტოვეე შევაბერდებით ჭირშიც და ლხინშიც :დდ
ვაჩე ვერ მოვიწონე თითქოს აი რაღავის ბოლომდე ვერ მიღწევის ჟინი დავინახე მის ქმედებების საყვარელ ქალს რაც არ უნდა გაბრაზებული და ჭკუიდან გადასული იყო გულს არ ტკენენ და მითუმეტეს წარსულს არ აძახებენ, როგორ უნდა მოგინდეს ინას ადგილზე ისევ ვაჩესთან ყოფნა მოღალატე მატყუარა ადამიანთან რომელმაც გიღალატა, შეიძლება აპატიო მაგრამ მასთან არ უნდა დარჩე და არც არასდროს არ უნდა მისცე მეორე შანსი, არ მეგონა იო ასეთი ძლიერი ადამიანითუ იყო, როგორ უთქმელად დატოვა საყვარელი ქალი არადა ვინ იცის მის გულში რა ხდებოდა, ალბათ ვაჩეს ძვლების დამტვრევის სურვილი ქონდა მაგრამ ღირსეულად წავიდა. იო არ დამიტანჯოო მე ვგულშემატკივრობ და ჩემი გადამტერება ხომ იცი როგორია, მიხარიხარ მარიამ ასეთ ემოცოებს რომ
გვანიჭებ. ❤️❤️❤️

შემდეგ თავს რომ წაიკითხავთ მერე რა მოხდება ნეტავ როგორ მაინტერესებს არადა ჯერ ვერც დავდებ თორემ მერე გამომელევა ნაწერები . ინტრიგაში ვარ მე თვითონ :დ
ილდანი არ მოგწონს ყველაზე მეტად და იო მოგწონს?შენი ამოჩემებები ხო უპროგნოზოა მოკლედ რა . მე ძაან მიხარია რომ იოანე მოგწონს ,ვერ ვახერხებ თითქოს მის გამოჩენას ისე როგორც მე ვხედავ ისეთი ქალი შევახვედრე და მოგწონდეს შენ მაინც. ბოლოს დავუტოვებ გოგოს სახელად დარინა . რა ვქნა მეტი?

 


№10 სტუმარი Maria

ინას ნამდვილად სჭირდება იოანე მაგრამ იოანეს ინა? არ ვიცი.
ვაჩემ დედის თემა რომ უხსენა ყველაზე ცუდად ეს მომხვდა გულზე. ადამიანი რომ გიყვარს ყველაფერი შეიძლება შეგეშალოს მაგრამ ისეთი არა,რომ დაამსხვრიო პიროვნება. არ ვიცი ისტორია როგორ განვითარდება მაგრამ ჩემთვის ვაჩე როგორც მამაკაცის ფიგურა ვეღარ შედგება,მითუმეტეს ინას ცხოვრებაში.
ყველა პერსონაჟი წარსულის მტკივნეულ წრეზე ბრუნავს,ალბათ გამონათებაც ერთად ექნებათ. ♥️

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

Maria
ინას ნამდვილად სჭირდება იოანე მაგრამ იოანეს ინა? არ ვიცი.
ვაჩემ დედის თემა რომ უხსენა ყველაზე ცუდად ეს მომხვდა გულზე. ადამიანი რომ გიყვარს ყველაფერი შეიძლება შეგეშალოს მაგრამ ისეთი არა,რომ დაამსხვრიო პიროვნება. არ ვიცი ისტორია როგორ განვითარდება მაგრამ ჩემთვის ვაჩე როგორც მამაკაცის ფიგურა ვეღარ შედგება,მითუმეტეს ინას ცხოვრებაში.
ყველა პერსონაჟი წარსულის მტკივნეულ წრეზე ბრუნავს,ალბათ გამონათებაც ერთად ექნებათ. ♥️

მთლად ერთად არ,ნაბიჯ ნაბიჯ მივყვები ,მაგრამ ინას რას ვუპირებ ამ ნაწილში უკვე აღარ ვიცი.
მადლობა ♡

 


sameone crazy girl
დარინა
შენ მითხარი ილდანი მოგეწონება მაინცო მაგრამ მე ვამბობ და ვამტკიცებ რომ იოანეს დავადგი თვალიი :დდ არ დაუტოვო მაგას ინა არ არის ღირსი მე დამიტოვეე შევაბერდებით ჭირშიც და ლხინშიც :დდ
ვაჩე ვერ მოვიწონე თითქოს აი რაღავის ბოლომდე ვერ მიღწევის ჟინი დავინახე მის ქმედებების საყვარელ ქალს რაც არ უნდა გაბრაზებული და ჭკუიდან გადასული იყო გულს არ ტკენენ და მითუმეტეს წარსულს არ აძახებენ, როგორ უნდა მოგინდეს ინას ადგილზე ისევ ვაჩესთან ყოფნა მოღალატე მატყუარა ადამიანთან რომელმაც გიღალატა, შეიძლება აპატიო მაგრამ მასთან არ უნდა დარჩე და არც არასდროს არ უნდა მისცე მეორე შანსი, არ მეგონა იო ასეთი ძლიერი ადამიანითუ იყო, როგორ უთქმელად დატოვა საყვარელი ქალი არადა ვინ იცის მის გულში რა ხდებოდა, ალბათ ვაჩეს ძვლების დამტვრევის სურვილი ქონდა მაგრამ ღირსეულად წავიდა. იო არ დამიტანჯოო მე ვგულშემატკივრობ და ჩემი გადამტერება ხომ იცი როგორია, მიხარიხარ მარიამ ასეთ ემოცოებს რომ
გვანიჭებ. ❤️❤️❤️

შემდეგ თავს რომ წაიკითხავთ მერე რა მოხდება ნეტავ როგორ მაინტერესებს არადა ჯერ ვერც დავდებ თორემ მერე გამომელევა ნაწერები . ინტრიგაში ვარ მე თვითონ :დ
ილდანი არ მოგწონს ყველაზე მეტად და იო მოგწონს?შენი ამოჩემებები ხო უპროგნოზოა მოკლედ რა . მე ძაან მიხარია რომ იოანე მოგწონს ,ვერ ვახერხებ თითქოს მის გამოჩენას ისე როგორც მე ვხედავ ისეთი ქალი შევახვედრე და მოგწონდეს შენ მაინც. ბოლოს დავუტოვებ გოგოს სახელად დარინა . რა ვქნა მეტი?

ანუ არ აპირებ ინას და იოსგან წყვილის შექმნას?კაი რაა ვერ წარმომიდგენია იოს გვერდით სხვაა..

 


№13  offline წევრი ირო

ღმერთო მარიამ რა რთული თავია.მძიმე და ემოციური, როგორი მძიმე განცდებით სავსე.ილდანის და მატის ურთიერთობა საოცარია,თითქოს არაფერი მაგრამ ქარიშხლის წინა სიმშვიდესავით არის უცებ რომ ამივარდება და არ იცი წაგლეკავს თუ დაგინდობს.მომწონს იესე და დიანა ის რომ ადამიანები ნებისმიერ ასაკში აფასებენ სიყვარეულს და ცხოვრებას ლამაზ დღეებს პარავენ.

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

ირო
ღმერთო მარიამ რა რთული თავია.მძიმე და ემოციური, როგორი მძიმე განცდებით სავსე.ილდანის და მატის ურთიერთობა საოცარია,თითქოს არაფერი მაგრამ ქარიშხლის წინა სიმშვიდესავით არის უცებ რომ ამივარდება და არ იცი წაგლეკავს თუ დაგინდობს.მომწონს იესე და დიანა ის რომ ადამიანები ნებისმიერ ასაკში აფასებენ სიყვარეულს და ცხოვრებას ლამაზ დღეებს პარავენ.

საერთოდ არ აქვთ დიდი ასაკი იესეს და დიანას ერთი 42 წლისა მეორე 32 მაგრამ ცხოვრება აქვთ დიდი გავლილი . თორემ ზოგი 42 წლის ასაკში სულ არაა დაოჯახებული . ახლა თუ დააფასებს თორემ მეტი რა ვიცი დიანაზე უკეთესი ვინ მეჩუქებინა :დ :დ ილდანი წაგვლეკავს ნამდვილად,მაგრამ როდის არ ვიცი ♡♡♡♡♡

ოქტომბრის`ეული
sameone crazy girl
დარინა
შენ მითხარი ილდანი მოგეწონება მაინცო მაგრამ მე ვამბობ და ვამტკიცებ რომ იოანეს დავადგი თვალიი :დდ არ დაუტოვო მაგას ინა არ არის ღირსი მე დამიტოვეე შევაბერდებით ჭირშიც და ლხინშიც :დდ
ვაჩე ვერ მოვიწონე თითქოს აი რაღავის ბოლომდე ვერ მიღწევის ჟინი დავინახე მის ქმედებების საყვარელ ქალს რაც არ უნდა გაბრაზებული და ჭკუიდან გადასული იყო გულს არ ტკენენ და მითუმეტეს წარსულს არ აძახებენ, როგორ უნდა მოგინდეს ინას ადგილზე ისევ ვაჩესთან ყოფნა მოღალატე მატყუარა ადამიანთან რომელმაც გიღალატა, შეიძლება აპატიო მაგრამ მასთან არ უნდა დარჩე და არც არასდროს არ უნდა მისცე მეორე შანსი, არ მეგონა იო ასეთი ძლიერი ადამიანითუ იყო, როგორ უთქმელად დატოვა საყვარელი ქალი არადა ვინ იცის მის გულში რა ხდებოდა, ალბათ ვაჩეს ძვლების დამტვრევის სურვილი ქონდა მაგრამ ღირსეულად წავიდა. იო არ დამიტანჯოო მე ვგულშემატკივრობ და ჩემი გადამტერება ხომ იცი როგორია, მიხარიხარ მარიამ ასეთ ემოცოებს რომ
გვანიჭებ. ❤️❤️❤️

შემდეგ თავს რომ წაიკითხავთ მერე რა მოხდება ნეტავ როგორ მაინტერესებს არადა ჯერ ვერც დავდებ თორემ მერე გამომელევა ნაწერები . ინტრიგაში ვარ მე თვითონ :დ
ილდანი არ მოგწონს ყველაზე მეტად და იო მოგწონს?შენი ამოჩემებები ხო უპროგნოზოა მოკლედ რა . მე ძაან მიხარია რომ იოანე მოგწონს ,ვერ ვახერხებ თითქოს მის გამოჩენას ისე როგორც მე ვხედავ ისეთი ქალი შევახვედრე და მოგწონდეს შენ მაინც. ბოლოს დავუტოვებ გოგოს სახელად დარინა . რა ვქნა მეტი?

ანუ არ აპირებ ინას და იოსგან წყვილის შექმნას?კაი რაა ვერ წარმომიდგენია იოს გვერდით სხვაა..

ვნახოთ :დ დარინაზე ვიხუმრე უბრალოდ

 


№15  offline წევრი რუსკიმარუსია

აუ, როგორ გამიხარდა ლილის გამოჩენა❤️ საოცარი ქალია და ზუსტად იცის რას და რატომ აკეთებს❤️ ახლა ვიცი დაჩი ყველაფერს გადალახავს❤️ დრო უნდა და დაჩი გადალახავს ტიტეს შიშსს. საკუთარ თავს კი ბედნიერების შანსს მისცემს. ვერ შეძლებს მზის სუნით გაჯერებული გოგოს გარეშე ცხოვრებას. მზისფერი გოგოც დაელოდება როდის გაბედავს და გადადგავს დაჩი პირველ ნაბიჯს❤️

არა, ვაჩე არანაირად არ არის ინას სიყვარულის ღირსი. კაცი რომელიც გეუბნება მიყვარხარო და მერე განზრახ გტკენს ის მეორე შანსს არანაირად არ იმსახურებს. ინამ აპატია ისიც თავისი სულის სიმშვიდისთვის და არა იმიტომ რომ იმსახურებდა.
სულ სხვაა იოანე. იოანე ის სახლი და სიმშვიდეა რასაც დიდი ხანია ეძებს ინა, მაგრამ აშინებს საკუთარი მსგავსება დედამისთანბდა არც მატის დაკარგვა უნდა. ჯერ წარსული უნდა მოიტოვოს ზურგს უკან და მერე მიხვდება რომ არც მატილდას დაკარგვა მოუწევს.
დინას და ისესე წყვილი მომწონს. ორივე შემდგარია და იციან ცხოვრებისგან რა უნდათ. ახლა შვილებამდე უნდა მიიტანონ ამბავი და მერე ბედნიერები იქნებიან.

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
აუ, როგორ გამიხარდა ლილის გამოჩენა❤️ საოცარი ქალია და ზუსტად იცის რას და რატომ აკეთებს❤️ ახლა ვიცი დაჩი ყველაფერს გადალახავს❤️ დრო უნდა და დაჩი გადალახავს ტიტეს შიშსს. საკუთარ თავს კი ბედნიერების შანსს მისცემს. ვერ შეძლებს მზის სუნით გაჯერებული გოგოს გარეშე ცხოვრებას. მზისფერი გოგოც დაელოდება როდის გაბედავს და გადადგავს დაჩი პირველ ნაბიჯს❤️

არა, ვაჩე არანაირად არ არის ინას სიყვარულის ღირსი. კაცი რომელიც გეუბნება მიყვარხარო და მერე განზრახ გტკენს ის მეორე შანსს არანაირად არ იმსახურებს. ინამ აპატია ისიც თავისი სულის სიმშვიდისთვის და არა იმიტომ რომ იმსახურებდა.
სულ სხვაა იოანე. იოანე ის სახლი და სიმშვიდეა რასაც დიდი ხანია ეძებს ინა, მაგრამ აშინებს საკუთარი მსგავსება დედამისთანბდა არც მატის დაკარგვა უნდა. ჯერ წარსული უნდა მოიტოვოს ზურგს უკან და მერე მიხვდება რომ არც მატილდას დაკარგვა მოუწევს.
დინას და ისესე წყვილი მომწონს. ორივე შემდგარია და იციან ცხოვრებისგან რა უნდათ. ახლა შვილებამდე უნდა მიიტანონ ამბავი და მერე ბედნიერები იქნებიან.

მიყვარს შენი გამოჩენა ♡
მეტს არაფერს ვიტყვი
ავტვირთავ მალე შემდეგ დიდ და მსუყე თავს

 


№17 სტუმარი სტუმარი მაიკო

რა ვქნა, იოანე და ინა საერთოდ სხვაა.
შენს ყველა ისტორიას აქვს განსაკუთრებული ხიბლი, ყველა ერანეთისგან გამორჩეულია.

ყოველდღე ვამოწმებ საიტს...და არ ვიცი დღევანდელ დღეს როგორ გადავაგორებ ახალი თავის გარეშე, არ უნდა დამეწყო კითხვა ჯერ :))))))))

იოანე რავი, აი რავი, ყველა ჰო რაღაცნაირია, თავისეული, მაგრამ ეს ბიჭი მომწონს :))))) ყველასგან გამორჩეულად "გეწერინება".

შემდეგში უკეთ წარვსდგები კომენტარის სახით ???? საოცარი ხარ!

 


№18 სტუმარი ნი

საუკეთესო თავი იყო????
ახალს როდის დადებ?

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მაიკო
რა ვქნა, იოანე და ინა საერთოდ სხვაა.
შენს ყველა ისტორიას აქვს განსაკუთრებული ხიბლი, ყველა ერანეთისგან გამორჩეულია.

ყოველდღე ვამოწმებ საიტს...და არ ვიცი დღევანდელ დღეს როგორ გადავაგორებ ახალი თავის გარეშე, არ უნდა დამეწყო კითხვა ჯერ :))))))))

იოანე რავი, აი რავი, ყველა ჰო რაღაცნაირია, თავისეული, მაგრამ ეს ბიჭი მომწონს :))))) ყველასგან გამორჩეულად "გეწერინება".

შემდეგში უკეთ წარვსდგები კომენტარის სახით ???? საოცარი ხარ!


ოო ინასთან ვოტა ავირიე მეც იმიტომ რომ წინასწარ არ ვიცი რა მინდა. სამკუთხედის წერა ცოტა არაკომფორტული ზონაა ჩემთვის და ვნახოთ საბოლოოდ რა გამომივა ♡
მადლობა ♡♡♡♡

ნი
საუკეთესო თავი იყო????
ახალს როდის დადებ?

კვირის ბოლომდე ერთს დავდებ კიდევ და ზუსტად არ ვიცი როდის ♡

 


№20 სტუმარი სტუმარი Nata

ველოდებოდი დილიანად, დილას ლამის მაღვიძარა დავაყენო რომ დამხვდეს. არა განა ვკითხულობ დილიანად, ვწელავ დროს რომ საღამოს ბავშვებს რომ დავაძინებ, ჩავუჯდე და წავიკითხო. აღარც ნეთფლიქსი მინდა და ნარკოტიკივით მაქვს. ????????‍♀️

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Nata
ველოდებოდი დილიანად, დილას ლამის მაღვიძარა დავაყენო რომ დამხვდეს. არა განა ვკითხულობ დილიანად, ვწელავ დროს რომ საღამოს ბავშვებს რომ დავაძინებ, ჩავუჯდე და წავიკითხო. აღარც ნეთფლიქსი მინდა და ნარკოტიკივით მაქვს. ????????‍♀️

ჯერ ვერ დავდებ ალბათ . ერთი თავი იქნება კვირის ბოლომდე მეტი ვერ ♡ როგორ მიხარია ასეთი დამოკიდებულება რომ გაქვთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent