შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შე'მიყვარდი


გუშინ, 05:16
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 248

_სოფო გირეკავენ _ მობილურის ხმა შორიდან ესმოდა,მაგრამ მისვლას ვერ ახერხებდა. პაციენტის გვერდით იყო და ოთახიდან გასვლა არ შეეძლო
_მაკო შეგიძლია მომიტანო ? _დერეფანში მდგომ ექთანს დაუძახა და კარდიოგრამის გადაღებას შეუდგა. მობილურის ხმა არ წყდებოდა იძულებული გახდა რომ ეპასუხა
_ვმუშაობ და თუ სასწრაფო არ არის მერე დამირეკე რა ბა
_სასწრაფოა ბააბუკო ვერ თხოვ შენ ექიმს გამოგიშვას?თან შვიდი საათია უკვე
_რა ხდება ? ბებო როგორ არის
_კარგად ვართ ჩვენ ... თხოვნა მაქვს მნიშვნელოვანი შენთან. კლინიკასთან გელოდები ,გამოიცვალე და წაამოიღე რაღაცები რაც ჭრილობისთვის დაგჭირდება შეგიძლია ?
_რა მოხდა?
_გააკეთე რაც გთხოვე და პატივისცემა ჩემზე იყოს მერე
_ღმერთო ჩემო ... იმედია გამომიშვებს ექიმი _ ამოიოხრა და კაბინეტისკენ დაიძრა სადაც მისი უფროსი ექიმი იყო. გადაღებული კარდიოგრამა შეუტანა და მდგომარეობის გაცნობის შემდეგ წავალო უთხრა. პრობლემა არ ჰქონია,ოფიციალური სამუშაო დრო ისედაც დასრულებული იყო ამიტომ 5 წუთის შემდეგ მანქანის წინა სავარძელზე იკავებდა ადგილს
_სად მივდივართ?_ ბაბუას აკოცა და უკან მჯდომ უცნობ ნაცნობებს მიესალმა _ გამარჯობა ... როგორ ბრძანდებით ?
_ბააბუ იცანი გიგაურები?ჩემი ანდროს ძმისშვილია
_დიახ ... ვიცი _მანქანას ჩქარა ატარებდა რაც არ იყო კახასთვის დამახასიათებელი ქცევა
_შენი დახმარება გვჭირდება ... კახა ამბობს რომ შეგიძლია
_რა შემიძლია ბაბუ?_ შეკრული წარბებით უყურებდა საჭესთან მჯდომს. მანქანა ჭიშკართან რომ გააჩერა და გადმოდიო ანიშნა. არ უყვარდა გაურკვევლი მდგომარეობები და განსაკუთრებით სიტუაცია როცა რაღაცის კეთება თავად უწევდა საკუთარი სურვილის წინააღმდეგ _რა ჯანდაბა ხდება არ მეტყვი?
_ბიჭია დაჭრილი და მიხედო უნდა...მაჩვენე რა დავაფინანსე და რის გამო ათენებდი იმ საავადმყოფოებში ,რატომ ვერ გხედავთ ვერასდროს
_რა დაჭრილი ...გაგიჟდი?
_როგორ მელაპარაკები _ ჩუმად ლაპარაკობდა ,მაგრამ მაინც კახასთან ასე საუბარი წარმოუდგენელი იყო _ ექიმი არ ხარ? კაცს ჭირდება დახმარება
_სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახო ამ დროს და პოლიცია. მე რა კრიმინალების ექიმი ვარ? რომ მოკვდეს მერე რას შვები...როგორ აიღე თავზე ამხელა პასუხისმგებლობა
_არ მოკვდება... დარეკავ პოლიციაში და დაიჭერენ შონიას ,შენი ძმის დებილ ძმაკაცს რომელმაც თეთრის და შავის გარჩევა ვერ ისწავლა ამ ასაკშიც
_გიომ დაჭრა ?
_დიახ და დროს კარგავ ექიმო... გადაუდებელია _ კაცები ელოდნენ , ბაბუა და შვილიშვილი კი საუბარს განაგრძობდნენ
_შვებულებას რომ ავიღებ მე და გოგოებს ბაკურიანში გაგვიშვებ ... _ იქამდე უთხრა სანამ სახლისკენ სირბილით დაიძრებოდა მერე კი პირდაპირ საქმეზე გადავიდა. ჯერ კიდევ რეზიდენტი იყო ,მაგრამ მუშაობის 7 წლიანი გამოცდილებითა და რამდენიმე განყოფილებაში დაგროვებული ცოდნით მძიმე პაციენტის მართვის უნარ_ჩვევებიც გამოიმუშავა. ბიჭს კი ნამდვილად არ ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა,ოჯახის წევრები იყვნენ აფორიაქებული თორემ საწოლშიც ვერ ისვენებდა
_რა გაატრ.კეთ არაფერია_თქო გეუბნებით. მომიტანე ეს დედამოტყ.ნული ბინტები და გადავიხვევ მე თვითონ თქვენ ამატკიეთ თავი უკვე _ ხმა ესმოდა იქამდე სანამ ოთახში შევიდოდა მერე კი მის შავ თვალებს გადააწყდა. ტიპიურ ხულიგანს მიამსგავსა იმ დღეს . სკოლის მოსწავლე , რომელიც ქუჩაში მეტ დროს ატარებდა ვიდრე გაკვეთილზე და დანას დაატარებდა წიგნების ნაცვლად. ეზიზღებოდა ასეთები სოფიოს ,მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ყიფიანის გარეგნობა გულგრილს ვერ დაგტოვებდა.
_უფლებას მომცემ რომ ვნახო ჭრილობა თუ მარტო დარჩენის და გაშიშვლების გეშინია _ ჩანთა ტუმბოზე დადო და ზემოდან დახედა
_კახას შვილიშვილი ? მეგონა ბიჭი ყავდა ექიმი
_ჩემი მამიდაშვილიც ექიმია,გინეკოლოგი... ახლა ვენაშია კონფერენციაზე,დაელოდები?
_არასწორად გაიგე,უბრალოდ არ ვიცოდი კიდევ თუ ჰყავდა სხვა ექიმი შვილიშვილი ... არაფერია მნიშვნელოვანი, შეგაწუხეს _ შეხედავდი პატარა ყაჩაღს ჰგავდა გადაპარსული თავით,კუშტი მზერით,ჩხუბის კვალით ხელებზე ,გახეთქილი წარბით ,დაჭრილს. საუბარი კი სულ სხვა ტონში დაიწყო
_დაგვტოვეთ რა ... რაც უფრო მეტი ადამიანია ისედაც არასტერილურ გარემოში მით უფრო მეტია ინფიცირების რისკი _ მშვიდად გახედა ოთახში მყოფებს და ყველანი გაუშვა . ბიჭის ჩაცინებაც შეამჩნია,მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია _ მეზიზღება უპსუხისმგებლო ადამიანები და განსაკუთრებით საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ რომ იჩენენ უპასუხისმგებლობას და ჩემ შრომას წყალში ყრიან. წინასწარ გაფრთხილებ ,რომ განკურნებამდე მიჰყვე ჩემ რეკომენდაციებს _ საწოლზე ჩამოჯდა მაკრატელი აიღო და მაისური პირდაპირ ტანზე შეაჭრა
_ჩემი საყვარელი მაისური დაჭერი ამ წამს
_სისხლიანია უკვე და ბავშვების გახდა_ჩაცმა ჩემი საქმე არ არის _ შეხვეული ხელიდანაც მოაშორა სახვევი და შემდეგ მოირგო ხელთათმანები _ რამდენი საათის წინ დაგჭრეს?
_ორი ალბათ ... გადაახვიეს და სისხლი ბევრი არ წამოსულა
_შონია რომ გადავიდა ჭკუიდან არ მიკვირს,მაგრამ ასე მარტივად როგორ გამოძვერი მიკვირს ... _ სახეზე ანიშნა და ჭრილობის დამუშავება განაგრძო . გამაყუჩებელი უკვე მოქმედებდა ,მაგრამ ნაკერის დადება უწევდა და არც ისე კარგი სანახაობა იყო ,საკმაოდ ღრმად იყო
_სამედიცინოს დამთავრების შემდეგ იურიდიულზე აბარებ და ჩვენებას მართმევ?
_იარა დაგრჩება ... ტატუ შეგიძლია დაიმატო ან შრამიც მოიხდინო _ თემა შეუცვალა, ბიჭს რამდენიმე ტატუ ჰქონდა უკვე
_ისე კერავ თითქოს გახეული წინდაა და აზრი არ აქვს დარჩება იარა თუ არა
_შეგეძლო აგერიდებინა და არ დაგჭირდებოდა ... _ დაამუშავა ,სახვევი დაადო და შემდეგ ვენის კათეტერის ჩასმა დაიწყო _ იმედია ნემსების არ გეშინია ... რამდენიმე წამალი დაგჭირდება ინფექცია რომ არ წავიდეს
_გემორჩილები ...
_მუცელში ფეხი მოგხვდა თუ მუშტი... ტკივილი ხომ არ გქონდა _ ხელით გასინჯა და გაწითლებულ ადგილებს დააკვირდა
_სისხლდენა არ იქნება ...
_იმედია ... _ სულ ბოლოს ხელები და სახეზე იარებიც არ დაივიწყა
_საჭირო არ არის... მივხედავ
_ხელი ცოტა ხნით არ უნდა დატვირთო ... შენც თუ დაისვენებ და რკინის კაცის იმიჯს არ შეიქმნი კარგი იქნება .
_საქმეები მაქვს. ორ დღეზე მეტ დროს ვერ გავაცდენ
_სკოლიდან გამოგაგდებენ?
_არა რეპეტიტორები გაჭედავენ
_მასწავლებლებთან დადიხარ ?
_თქვენ არ დადიოდით ისე ჩააბარეთ?
_სკოლაში მასწავლიდნენ ... მზად არის _ ფურცელზე დანიშნულებაც დაუწერა ,ვერ გაიაზრა მისი კალამი რომ აიღო ისე ჩააგდო ჩანთაში სხვა ნივთებთან ერთად და ბიჭსაც არაფერი უთქვამს _გადახვევას შენებიც შეძლებენ და ნაკერის ამოღების დრო რომ მოვა შევხვდებით . ყველაფერი დავწერე თუ რამე მოხდება და მაღალი სიცხე გექნება დამიკავშირდით _ ნომერიც ჰქონდა ფურცელზე დაწერილი
_დუდა ყიფიანი _მარჯვენა ხელი გაუწოდა და დაელოდა
_სოფიო ხაჭვანი
_გმადლობ სოფიო და ვწუხვარ რომ დრო წაგართვი ჩემდაუნებურად ...
_დროებით

მას შემდეგ აღარ უნახავს,რომ მოიკითხა კახამ უთხრა მიხედავს თავს არ იდარდო მის ჭრილობაზე, შენი მადლიერია გიგაურების და ყიფიანების მთელი ოჯახიო . ერთ დღეს თაიგული მიიღო ,იასამნები ანათებდნენ და თავბრუდამხვევ სურნელებას აფრქვევდნენ . ექთნებმა რომ უთხრეს შენთვის არისო წარმოდგენა არ ჰქონდა ვისგან შეიძლება ყოფილიყო. ბარათი არ ახლდა, მის ქვეშ იდო საკმაოდ დიდი ზომის კონვერტი, რომელშიც სოფიოს პორტრეტი იყო დახატული მარჯვენა ქვედა კუთხეში ბიჭის ინიციალებით .
მას შემდეგ წლები გავიდა . გიგაურების ოჯახში უმძიმესი ტრაგედია რომ დატრიალდა ქვეყანაში არ იმყოფებოდა ,შორიდან შეძრა მომხდარი ავარიის სიმძიმემ.
საკუთარი საქმეებითა და ცხოვრებით გადაღლილს დუდა ყიფიანზე არაფერი სმენია და არც გახსენებია იქამდე სანამ ისევ კახამ არ მიმართა თხოვნით
_განყოფილების უფროსს ჩემი მოკრძალებული სალამი... როგორ არის მსოფლიოში ულამაზესი ქალიშვილი ,შინაბერობის ზღვარზე მდგომი?_ მსგავსი სიტყვები უკვე მალამოდ ედებოდა გულზე,რეაქცია არ ჰქონდა,მაგრამ კახა მაინც არ იშურებდა ენერგიას
_დაღლილად.თავად როგორ გიკითხოთ უბერებელო კახაბერ?
_რაღა უბერებელი გავხდი 75 წლის
_50 წლის ბიჭივით კი ყავხარ შენახული ლილის და რა გინდა?
_თავსაც გადასარევად ვგრძნობ ... მთავარია ჩემი შვილები,შვილიშვილები და შვილთაშვილები მყავდეთ კარგად . რა მაქ სადარდებელი
_ჩემი გაუთხოვრობის გარდა არაფერი
_გაფიცებ ჩემ თავს ისეც არ გყავს ვინმე კაცი ? ჩვენ გვიმალავ იქნება ქორწილი არ გინდა და კი გყავს გადამალული
_არ მყავს თორემ გეფიცებით გაგაცნობდით
_თუ არ გრცხვენია საკუთარ თავთან
_რა მაქვს სამარცხვინო
_32 წლის გახდები მალე , უნაკლო ქალი ხარ და ასე უნდა დაბერდე ? ნეტა იცოდე რა ენერგიის და სიცოცხლის წყაროს კარგავ... სიყვარულს რა ჯობია, ბედნიერებისგან რომ გიჩქარდება გული და გიხარია ყველა დილა . მერე რომ გააკეთებ საქმეებს ისე უნდა
_თუ გავიცნობ კაცს რომელიც შემიყვარდება უარს არ ვეტყვი საკუთარ თავს_თქო ხომ გითხარი ადრეც ?რა გავაკეთო თუ არავინ დამაინტერესა?
_სულ რაღაცას აკეთებ,გარბიხარ და გამორბიხარ ცოფავ ყველას ირგვლივ ვინ გაგეკარება
_ვინც გაბედავს და გამეკარება ზუსტად ეგ მჭირდება მეც
_მეომარი გინდა შენ ფარ_ხმლით?
_მამა და დედა სად არიან ...
_შენ დასთან წავიდნენ...ბავშვებს ვნახავთო
_შენ რატომ არ წახვედი?
_მე საქმე მაქვს შენთან ,თხოვნა
_გისმენ ... ამჯერად ვის უნდა ვუპოვნო სამუშაო ,ვის უნდა ქულა
_შენთან უნდა დააწყებინო შენ გვერდით დაიყენო ერთი ბიჭი. ანდრო გიგაურის შვილიშვილი გახსოვს? ყიფიანი დუდა... სამედიცინოზე სწავლობს ახლა
შენნაირი ენთუზიასტი ექიმი , მუშაობა და იმ კლინიკის სუნის შეყვარება თუ რასაც გრძნობ შენ რა ვიცი, რომ ვერ გამოგვყავხარ იქედან
_გვერდით გინდა მყავდეს ვიღაც უცნობი ? იცი რამდენ მონდომებულ სტუდენტს უნდა ჩემი მარჯვენა ხელი გახდეს და ჩემ განყოფილებაში დავტოვო ? მე ასე არ ამყავს ჩემთან არავინ და სხვაგან თუ გინდა გავუშვებ ... ქირურგობა არ უნდა? უროლოგიაში აქვთ ადგილი უმცროსი ჭირდება შოთას
_შენთან ამუშავე განყოფილებაში და მერე რომ შეეჩვევა და მოერგება გადაწყვეტს სად წავა
_მე უნდა გამოვზარდო და მერე სხვაგან წავიდეს თან ... იცი რამდენი დრო სჭირდება და ენერგია სწავლებას?მე მაქვს პედაგოგობის ნერვი?
_ჩემი ხათრით ეცადე და მერე ლექტორობაზეც ნუ იტყვი უარს
_ამზადებ ნიადაგს ხომ?
_პროფესორი სოფიო ხაჭვანი, რა კარგად ისმის იფ იფ
_როდის მოვა თუ მე უნდა დავურეკო და მოვიწვიო _სანამ უარესს სთხოვდა გადაწყვიტა დათანხმებოდა _ იცოდე ძალიან თუ იზამრაცებს და საფრთხეს შეუქმნის რომელიმე პაციენტს თუ იმდენად ჩლუნგია მაშინვე დავემშვიდობები
_ნახავ შენ თვითონ ... ხვალ მოვა .
_ეგ ის შვილიშვილი არ არის რომ დაჭრეს და მერე სადღაც ააორთქლეს?
_არსად აორთქლებულა... წისქვილის ქვა არ დატრიალებულა მაგის კისერზე თორემ დანარჩენი ყველაფერი მოხდა იმის მერე როგორ დაამთავრა საერთოდ ეგეც მიკვირს ... მოკლედ ანდრო რომ მოკვდა სული ჩამითქვა ლამის ისე დამიბარა ამ ბიჭს ყურადღება მიმიქციეო და ჩემი ბავშვობის მეგობარს ვერ ვუღალატებ .
_როგორ იცი ხოლმე ნებისმიერ უბედურებაზე დაითანხმებ ადამიანს
_შენც დაგეხმარება... გჭირდება დამხმარე. აღიარე რომ იღლები და იმდენი საქმე გაქ მალე წაიქცევი სადმე და თვითონ გახდები სამკურნალო
_არ მჭირდება,მაგრამ კარგი მოვიდეს ხვალ დილის შვიდზე
_ათის ნახევარზე მოვიდეს შვიდი რა უბედურებაა
_მე რომელ საათზეც ვიწყებ იმ დროს მოვიდეს

საღამოს ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად ერთ_ერთის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ კლუბში. დიდად არც მსგავსი გართობა ხიბლავდა და არც იმათი ზედმეტად თავისუფალი ცხოვრების სტილი,მაგრამ მიპატიჟებაზე უარი ვერ თქვა. რამდენიმე ჭიქაც დალია ,ისაუბრა და იცეკვა კიდეც.
მთელი საღამო გრძნობდა დაჟინებულ მზერას, რამდენიმე ნაცნობს კი გადაეყარა,მაგრამ არცერთი იყო . ბოლოს ცარიელ მაგიდასთან მოუშორებელ თაყვანისმცემელთან ერთად შემორჩა ,ნასვამი უკვე მერამდენედ ცდილობდა სოფიოს მოხიბვლას. ახლოს იყო და ელაპარაკებოდა,ხაჭვანიც ტკბილ_მწარე ირონიით გაჟღენთილ პასუხებს უბრუნებდა და ბოლოს ორივე იცინოდნენ.
კიდევ ერთი ჭიქა დალია,ჩანთა აიღო . ყველას დაემშვიდობა შორიდან და გარეთ გავიდა. აუხსნელი თავბრუსხვევა ჰქონდა, მიაბიჯებდა და წონასწორობას კარგავდა. გვიაან მიხვდა რაღაცის ზემოქმედების ქვეშ რომ იყო და იგრძნო კიდეც ხელზე შეხება
_დამელოდე სოფ
_რატომ გამომყევი...ხომ გითხარი არ მცხელა შენთვის_სიტყვების თქმაც გაუძნელდა . კაცი უკვე მეორე ხელსაც ხვევდა. გამოსახულება ერეოდა,თვალები უმძიმდებოდა და სუნთქვა უხშირდებოდა კაცი კი ლოყაზე ეფერებოდა
_წამო ,მანქანაში ჩაჯექი და წავიდეთ
_ხელი მომაშორე _ თავი უკან გადასწია და გაწევაც სცადა,მაგრამ თეძოზე ისე მოუჭირა ახლოს დაიტოვა
_როგორი ლამაზი ხარ ...წარმოდგენაც არ შეგიძლია. ნეტავ ჩემი თვალებით ხედავდე საკუთარ თავს
_შეიშალე ? ახლოს ნუ იწევი ! _თავი გვერდით გააბრუნა და თითები ძლიერად ჩააჭირა მაჯაზე _გამიშვი თორემ განანებ ,გეფიცები!
_როგორ მიყვარხარ ... უსაზღვროდ სოფ _ ის იყო ლოყაზე აკოცა და ტუჩებისკენ მიიწია უცებ რომ ჩაავლო ვიღაცამ ხელი და ისე მოიშორა ბეტონზე დავარდა . ვერ ხედავდა უცნობის სახეს,მხოლოდ ზურგს და განიერ მხრებს. მაჯაზე თითები შემოხვია ,სოფიო დაიჭირა და ძირს დავარდნილს წამოდგომის საშუალება არ მისცა
_მიუახლოვდები და ყველა ნახავს ჩანაწერს როგორ უყრი წამალს სასმელში სოფიო ხაჭვანს. სულ რომ სტატუსს შეელიო ხაჭვანები გაგატყავებენ და აირჩიე რა გირჩევნია
_ვინ ხარ რომ მემუქრები
_არ გაინძრე შენზე ხელის გასვრა მეზარება და ნუ გამომიყვან მწყობრიდან _ კბილებსშორის ცრიდა სიტყვებს. სასიამოვნოდ ესმოდა მისი ხმა გაბრუებულ სოფიოს. ინსტუქტურად მიეყრდნო შუბლით მის ზურგს და მეორე ხელიც ჩაკიდა იმ ხელზე რომლითაც ეხებოდა. არ იცოდა ვინ იყო,მაგრამ ეყრდნობოდა ... მერე ახსოვდა მხოლოდ ერთი კადრი ,ფეხზე წამომდგარს როგორ ჩაჰკრა თავი უცნობმა და ამჯერად ცხვირგატეხილი დატოვა. სოფიო უკვე ცუდად იყო , უცნობი რომ მობრუნდა ხელში აიტაცა მისი დამძიმებული სხეული და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა
_ცუდად ვარ ... _სასიამოვნო სუნს გრძნობდა,თავი მის მხარზე ედო და სახით ყელზე ეხებოდა
_კარგად იქნები ... უსაფრთხოდ ხარ . არ შეგეშინდეს
_ვინ ხარ _ პირი უშრებოდა,გონებას არ კარგავდა ,მაგრამ მაინც ვერ ახდენდა მობილიზებას
_დუდა ვარ ყიფიანი _ უკვე მის სახეს ხედავდა ბიჭმა რომ უთხრა
_ჩემი მომავალი მოსწავლე ? _შიშველ ზურგზე და ფეხებზე გრძნობდა მისი თითების სიმხურვალეს. თვალებს ვერ უსწორებდა,გამოსახულებას კარგად ვერ აღიქვამდა,მაგრამ შეგრძნებები გაასმაგებულად მიდიოდა
_დილის შვიდზე არა?
_არ დაიგვიანო _ ბიჭი ზემოდან უყურებდა,საწოლში როგორ აღმოჩნდა ვერ გაიაზრა. დროში დაკარგული როდის რას ამბობდა ესეც არ ახსოვდა. მხოლოდ ეს მონაკვეთი დარჩა გონებაში მერე კი მაღვიძარას ზარმა გამოაფხიზლა. თავის სახლში იყო , ტუმბოზე გამაყუჩებელი და მინერალური წყალი ედო . სახლის კარი დაკეტილი დაუხვდა , ოთახში ისევ იდგა ყიფიანის სურნელი და ყველაფერი იმდენად არარეალურს ჰგავდა ვერც დაიჯერებდა ფურცელიც რომ არ ენახა ჭიქის ქვეშ
"თავის ტკივილი შეიძლება მთელი დღე გაგრძელდეს. გამაყუჩებელი აუცილებლად დალიე და წვნიანი ჭამე .
შეხვედრამდე ჩემო ექიმო ,სოფია "

სააბაზანოში დიდხანს დარჩა,გამაყუჩებელი დალია და გაზიანი სასმელით ხელში უკვე მზად ყოფნაში კართან მისული გაბრუნდა სამზარეულოსკენ. გაზქურაზე დადებულ პატარა ზომის ქვაბს შეხედა და უცებ ახადა თავი. ჯერ კიდევ თბილი იყო გაურკვეველი ფერადი წვნიანი .
_სიზმარია თუ რა ჯანდაბა ხდება..._ რამდენიმე კოვზი ქვაბიდანვე გასინჯა და თვალებმინაბული ქაეცალა იქაურობას.
კლინიკაში მისულს ექთნები გზად შეხვდნენ. დერეფანში ხმაურით მიაბიჯებდნენ. გაიცინა მათ მხიარულ კომენტარებზე და განყოფილების კართან მდგომი უცნობი ნაცნობიც დაინახა.
_დილამშვიდობისა
_გამარჯობა _უყურებდა და ვერ იჯერებდა ,რომ იქ იყო და ყველაფერი რაც სიზმარს ჰგავდა რეალობაში მოხდა ამ რეალობის მთავარი გმირი კი თავად დუდა ყიფიანი გახლდათ,რომელიც სულ არ ჰგავდა იმ ბიჭს წლების წინ რომ ნახა ,მხოლოდ მზერა შემორჩენოდა და ისიც ტკივილიანი გახდომოდა.

დღეს ჩემი დაბადების დღეა და საკუთარ თავს ჩვეულებად ქცეულ,თქვენთან კომუნიკაციას ვჩუქნი.
დაგიბრუნდით ახალი ისტორიით და დიდი სურვილით გამოვიდეს მსუბუქი ,სასიამოვნო ამბავი ...
გელით



№1  offline წევრი penguin

კიი,კიიი უკვე მიყვარს????ისტორიაც და პერსონაჟებიც,მაგრაამ დუდა უფრო მიყვარს????❤️
გილოცავ მარიამ????ყველაფერს საუკეთესოს და რაც მთავარია ბევრ მუზას გისურვებ????სულ,სულ უნდა წერო❤️

 


გილოცავ დაბადების დღეს. ❤ბედნიერებას გისურვებ და კიდევ ბევრჯერ უნდა გაგვახარო❤ ძალიან მომწონს უკვე და ხო, დედა დაახლოებით რამდენი წლის არის????????

მარიამ დადეშქელიანი
დაახლოებით

დუდა*
--------------------
მ. დადეშქელიანი

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

penguin
კიი,კიიი უკვე მიყვარს????ისტორიაც და პერსონაჟებიც,მაგრაამ დუდა უფრო მიყვარს????❤️
გილოცავ მარიამ????ყველაფერს საუკეთესოს და რაც მთავარია ბევრ მუზას გისურვებ????სულ,სულ უნდა წერო❤️

მადლობა ♡♡♡

მარიამ დადეშქელიანი
გილოცავ დაბადების დღეს. ❤ბედნიერებას გისურვებ და კიდევ ბევრჯერ უნდა გაგვახარო❤ ძალიან მომწონს უკვე და ხო, დედა დაახლოებით რამდენი წლის არის????????

მარიამ დადეშქელიანი
დაახლოებით

დუდა*

მადლობა
25 წლისაა დუდა

 


№4 სტუმარი სტუმარი თამო

გაგვახარე შენი დაბრუნებით მარიამ.როგორც ყოველთვის მოგყვები ეხლაც ველოდები შემდეგ თავს დუდა მიყვარს უკვე

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
გაგვახარე შენი დაბრუნებით მარიამ.როგორც ყოველთვის მოგყვები ეხლაც ველოდები შემდეგ თავს დუდა მიყვარს უკვე

მადლობაა ♡♡♡

 


№6 სტუმარი სოფიკო კილაძე

გილოცავ დაბადების დღეს.ველოდები გაგრძელებას .

 


№7 სტუმარი kati

რა კარგია,კიდევ ერთი გემრიელი ისტორია გველოდება.დაბადების დღეს გილოცავ მარიამ.ბედნიერი და წარმატებული წლები შეგმატოს უფალმა.

 


№8 სტუმარი ოლი

გილოცავ მარიამ! სულიერ სიმშვიდეს და ბევრ მუზას გისურვებ❤❤❤

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

სოფიკო კილაძე
გილოცავ დაბადების დღეს.ველოდები გაგრძელებას .

მადლობა ♡♡♡

kati
რა კარგია,კიდევ ერთი გემრიელი ისტორია გველოდება.დაბადების დღეს გილოცავ მარიამ.ბედნიერი და წარმატებული წლები შეგმატოს უფალმა.

მადლობაა ♡♡♡

ოლი
გილოცავ მარიამ! სულიერ სიმშვიდეს და ბევრ მუზას გისურვებ❤❤❤

მადლობაა ♡♡♡ნამდვილად მჭირდება ორივე

 


№10 სტუმარი სტუმარი მანანა

გილოცავთ უფალმა ბედნიერი წლები მოგმადლოთ
გამიხარდა ახალი ისტორია წარმატებები ოქროს გოგო ხართ

 


№11  offline წევრი T e T

გილოცავთ საუკეთესო სურვილებით, დარწმუნებული ვარ ჩანაფიქრს აასრულებთ და გვაჩუქებთ მორიგ საოცარ ამბავს ❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი მარი

გილოცავ მარიამ❤️????ბედნიერ წლებს და წარმატებულ დღეებს გისურვებ????ბევრი მუზა რომ გაგვახარო???????? ბევრი ძნელი დღეების გადატანაში მეხმარები☺️

 


№13 სტუმარი სტუმარი ოქტომბრის`ეული

გილოცავ საუკეთესო სურვილებით????????????გამიხარდა თქვენი ისტორიის დანახვა.

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მანანა
გილოცავთ უფალმა ბედნიერი წლები მოგმადლოთ
გამიხარდა ახალი ისტორია წარმატებები ოქროს გოგო ხართ

მადლობაა ♡♡♡

T e T
გილოცავთ საუკეთესო სურვილებით, დარწმუნებული ვარ ჩანაფიქრს აასრულებთ და გვაჩუქებთ მორიგ საოცარ ამბავს ❤️❤️❤️

♡♡♡♡

სტუმარი მარი
გილოცავ მარიამ❤️????ბედნიერ წლებს და წარმატებულ დღეებს გისურვებ????ბევრი მუზა რომ გაგვახარო???????? ბევრი ძნელი დღეების გადატანაში მეხმარები☺️

მადლობა ♡♡♡ ნაკლებ ძნელ დღეებს გისირვებთ ♡

 


№15  offline წევრი marikuna987

მარიაამ გილოცააავ ❤️ყველა მიზანი და სურვილი აგსრულებოდეს რაც გულით გინდა ❤️❤️
რაც შეეხება ნაწარმოებს როგორც ყოველთვის საოცარი იყო დაა სულზე მომისწარი ❤️❤️❤️????

 


№16 სტუმარი ია

გილოცავ, მარიამ❤️სიკეთით, ფერებით სავსე წლები მოგმადლოს უფალმა✨️✨️❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი ხათუნა

თქვენი ისტორია რომ საინტერესო იქნება - ეჭვიც არ მეპარება.
გილოცავთ იუბილეს. ბედნიერი ყოფილიყავით forever.

 


№18 სტუმარი სტუმარი თაკო

სულ მაინტერესებს, საკუთარი ბლოგი არ გაქვთ?

 


№19  offline წევრი Daldoni Daldoni

გილოცავთ ...ბედნიერი და წარმატებული მომავალი.. პატარა მაგრამ სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორია...

 


№20 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორ მომეწონაა და ველოდები ❤️❤️????????

 


№21  offline წევრი კრავაი(KJ)

გილოცავ მარიამ<333

 


№22 სტუმარი სტუმარი თეო

როგორ მიხარია შენი დაბრუნება,მოუთმენლად ველი შემდეგს ♥️♥️

 


№23 სტუმარი სტუმარი ლიკა

გილოცავთ,მიხარია უზომოდ თქვენი დაბრუნება,გელით...

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

marikuna987
მარიაამ გილოცააავ ❤️ყველა მიზანი და სურვილი აგსრულებოდეს რაც გულით გინდა ❤️❤️
რაც შეეხება ნაწარმოებს როგორც ყოველთვის საოცარი იყო დაა სულზე მომისწარი ❤️❤️❤️????

მადლობაა ♡♡♡ მიხარია რომ მოგეწონათ

ია
გილოცავ, მარიამ❤️სიკეთით, ფერებით სავსე წლები მოგმადლოს უფალმა✨️✨️❤️

მადლობაა ♡♡♡♡

სტუმარი ხათუნა
თქვენი ისტორია რომ საინტერესო იქნება - ეჭვიც არ მეპარება.
გილოცავთ იუბილეს. ბედნიერი ყოფილიყავით forever.

მადლობაა ♡♡♡

სტუმარი თაკო
სულ მაინტერესებს, საკუთარი ბლოგი არ გაქვთ?

არ მაქვს

Daldoni Daldoni
გილოცავთ ...ბედნიერი და წარმატებული მომავალი.. პატარა მაგრამ სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორია...

პატარა იქნება თყ დიდი ჯერ არ ვიცით პირველი თავი იყო მხოლოდ ასე ვჩქარობდი

სტუმარი ნინო
როგორ მომეწონაა და ველოდები ❤️❤️????????

♡♡♡♡♡

კრავაი(KJ)
გილოცავ მარიამ<333

მადლობაა ♡♡♡♡♡♡

სტუმარი თეო
როგორ მიხარია შენი დაბრუნება,მოუთმენლად ველი შემდეგს ♥️♥️

მადლობა ♡♡♡

სტუმარი ლიკა
გილოცავთ,მიხარია უზომოდ თქვენი დაბრუნება,გელით...

მადლობაა ♡♡♡♡♡

 


№25  offline წევრი რუსკიმარუსია

მარიამო, გილოცავ დაბადების დღეს❤️ ბედნიერი იყავი მუდამ❤️
საინტერესო დასაწყისია და ვფიქრობ გაგრძელებაც ასეთივე ექნება❤️
შემდეგამდე, მარიამო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent