ნაბიჯებს შორის (თავი 1) 18+
#ნაბიჯებსშორის 18 + ნაბიჯებს შორის 1 თავი 1 რეპეტიცია გვაქვს. რამდენიმე დღეში გალა კონცერტზე ვცეკვავთ. ყველა დღე მნიშვნელოვანია. ყველა წუთი. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ვარჯიშს, კვებას, ძილს... შეცდომის უფლება არ გვაქვს... მთელი ჯგუფი ადგილზეა მხოლოდ ის იგვიანებს. დაძაბული ველოდები, როდის გაიღება კარი და შემოვა. მის გარეშე მთელი ეს აურზაური არაფრისმთქმელი ქაოსია. დარბაზი დღის სინათლეს ეთხოვება. შუქი ნელ-ნელა იკლებს, მაგრამ მე არ მჭირდებოდა გარეგანი სინათლე. ჩემი შინაგანი განათება საკმარისზე მეტი მაქვს, რადგან ის აქ არის. თავის დაკვრით ესალმება ქორეოგრაფს და ჯგუფს უერთდება. ისე მოძრაობს თითქოს მუსიკას კი არ მიჰყვება თავად მიჰყავს... იერი მშვიდი აქვს. ხელები - მტკიცე. სუნთქვა - თანაბარი. ყველა უნაკლოდ მოძრაობს. ყველა ამოსუნთქვა გათვლილია. ყველა ნაბიჯი ერთ მიზანს ემსახურება: სრულყოფილებას. მხოლოდ მე დავფრინავ სხვა გრავიტაციით. - „გაცვალეთ პარტნიორები,“ - ისმის ხმა. ჩემი ხდება. თითები წელზე მეხება. სითბოს ტალღა სხეულს ყველა ნაწილიდან თავისკენ მიემართება და ისევ უკან ბრუნდება. მისი სუნი ჰაერში რჩება. მწარე, ტკბილი, ცივი, მამაკაცური... თითქოს სტერილურ ჰაერში ბუნტის ელემენტი იჭრება, ელვის სისწრაფით ცდილობს თითეული მოლეკულის გაჯერებას და მეც მის ტყვეობაში ვექცევი. თვალებს ვხუჭავ. ვცდილობ ფოკუსირება მუსიკაზე მოვახდინო. ჰო, ჩვენს შორის მუსიკა დგას, მაგრამ ჩემი სხეული სხვა რიტმს მიყვება. - არასწორია, ნაბიჯი მარჯვნივ! რიტმი გერევა! - ჰაერს კვეთს მასწავლებლის ხმა. - ბოდიში - ვბურტყუნებ ჩემთვის. მას ვუყურებ. იერი ისევ მშვიდი აქვს. არც კი ცდილობს გამამხნევოს ან მისაყვედუროს მაინც. არასდროს ღელავს, თითქოს მისთვის ეს მხოლოდ მათემატიკაა - სხეულის სწორი განლაგება სივრცეში. ეს სიჩუმე კიდევ უფრო მახრჩობს. კოცნისთვის შექმნილ ტუჩებს ვუყურებ და მგონია რომ ცოტაც და მის მკლავებში ჩამოვიშლები - დავეცემი და იქვე დავრჩები. და მასაც უნდა ეს. არ შეიძლება, რომ ასეთი ქარიშხალი მხოლოდ ჩემს შიგნით ტრიალებდეს. ისევ დგება მომენტი. ხელები უფრო მჭიდროთ მეხება. ამჯერად, ხანგრძლივი, თითქმის მიზანმიმართული შეხებით. თითები წელზე - თითქოს მის ძარღვებში ელექტრობა გადის. სითბოს ტალღა ისევ სხეულის ყველა ნაწილიდან მისკენ მიემართება და ისევ უკან ბრუნდება, როგორც მოქცევა და მიქცევა, რომელსაც ვერ ვაკონტროლებ. თვალები უნებურად ისევ მის ტუჩებზე მეყინება. დარბაზი ქრება. თითქოს აღარაფერი არსებობს ჩვენს გარდა. მისი ხელები წელიდან მხრებზე ინაცვლებს. მთელ სხეულს ქორეოგრაფიული სიზუსტით მიჰყვება. მკერდზე მეხება, მუცელზე, თეძოს მიუყვება და ფეხებს შორის ჩერდება. ვსველდები. მის სუნთქვას ყელთან ვგრძნობ. არეულს, ხშირს, ცხელს, თავისუფალს... ტუჩებს ჩემს ტუჩებზე, მკერდზე... ფრთხილად მიიკვლევენ გზას ქვევით და ტუჩების სიმხურვალე თავის კვალს ტოვებს. სხეულების დუეტი ორ დაკარგული ნოტს ემსგავსება, რომლებიც ერთმანეთს პოულობენ და ჰარმონიას აღწევენ. - ნაბიჯი მარცხნივ, სინქრონი შეინარჩუნეთ - ისმის ხმა და ეს უფრო ცივი წყლის გადასხმას ჰგავს. მექანიკურად ვდგამ ნაბიჯს. მუსიკა სრულდება. და მასთან ერთად სრულდება ყველაფერი. ჩვენ პროფესიონალები ვართ. ვიცით რომ დარბაზს მიღმა ერთმანეთთან ვალდებულებები არ გვაკავშირებს და რაც ცეკვისას ხდება არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. მისი სიმტკიცე ჩემი სისუსტეა. მხოლოდ შეხება კმარა... მხოლოდ ერთი შეხება, რომ სამყარო დამავიწყოს. ჩემს თავში დაწერილი სე'ქსის სცენა მოსვენებას არ მაძლევს. გამოყოლილი შეგრძნებები თითქოს დაუსრულებლად მეორდება. გაქცევის სურვილი მაქვს. მასთან ერთად გაქცევის. მინდა ვნახო მისი სიმტკიცე მხოლოდ ცეკვისთვის არის, თუ დარბაზს მიღმაც ასეთი ძლიერია. მინდა ვნახო მისი სახე, როცა არავინ გვიყურებს, როცა მართლა მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ... დარბაზიდან გამოვდივარ. როგორ მინდა ახლა ჩემს ოთახში ვიყო. უკვე მეორე წელია საწოლს ჩემს პატარა სათამაშო მისტერ ბისთან ვიყოფ. მომწონს სათამაშოები დიდი გოგოებითსთვის, ისინი ყველაზე საიმედო პარტნიორიორები არიან. ერთადერთი რასაც ითხოვენ დატენვაა. არანაირი ვალდებულებები - მხოლოდ სიამოვნება. ცრის. ავტობუსის გაჩერებაზე ვარ. ამ დროს ტაქსი ჩემნაირი მოკვდავებისთვის ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ ტრანსპორტს მორჩილად ველოდები სხვა ჩემნაირებთან ერთად. - წაგიყვანო? - მანქანას ფაქტიურად ჩემს ფეხებთან აჩერებს. წამიერად ვყოვნდები. ცას ვუყურებ. ცოტაც და თავსხმა წვიმა იქნება. არა, დასველება არ მინდა. კარს ვაღებ და მანქანაში ვხტები. ითხოვე და მოგეცემაო, შეიძლება ეს არის ჩემი შანსი მისი სიმტკიცის შესამოწმებლად. ვიცი რომ მასაც უნდა ეს. ჩვენ ორნი მუსიკის გარეშე. არანაირი ქორეოგრაფია, არანაირი წესები... მისგან წამოსული სითბო სალონში ტრიალებს. აღარ გვჭირდება მუსიკის რიტმი სუნთქვის ასარევად - ერთმანეთიც კმარა. დუმილი მძიმედ, სქელი ნისლივით წევს, მაგრამ უფრო მეტს ამბობს ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. მანქანა იძვრის. ნელა, ხმაურის გარეშე, თითქოს მასაც ეშინია რეალობაში არ დაგვაბრუნოს. - რეპეტიციებზე არ უნდა იგვიანებდე - ეს არის პირველი, რაც თავში მომდის. სრულიად პროფესიული შენიშვნა, თითქოს ჯერ ისევ დარბაზში ვართ. მინდა, მინიშნება მივცე, რომ ისევ ვინარჩუნებ კონტროლს. ტუჩის კუთხეს ეშმაკური ღიმილი ეპარება. ნელი, ხავერდოვანი ჩაცინება, ჩემს წელზე მოხვეული ხელების შეგრძნებას აცოცხლებს. - ვიცი - ამბობს და მისი ხმა საოცრად რბილდება - ვერ დავიძინე. ვფიქრობდი. - თავს ოდნავ ხრის და მიყურებს. - სულ რამდენიმე დღე დაგვრჩა. - კონცერტამდე? - ვაკონკრეტებ. - კონცერტამდე - მეთანხმება ისიც და ისევ ისე მიყურებს. - უნდა მივიყვანოთ ბოლომდე რისთვისაც მთელი წელი ვვარჯიშობდით. მისი სიტყვები და გამოხედვა მაბნევს. ნუთუ მართლა მხოლოდ ცეკვაზე ფიქრობს? - ჩვენ პროფესიონალები ვართ - ვეუბნები ისე თოთქოს თავს ვირწმუნებ. - პროფესიონალები - იმეორებს ისიც - ეს ნიშნავს რომ ემოციებსაც ვაკონტროლებთ? ტუჩს ვიკვნეტ. სწორედ ამ კითხვაზე მინდა პასუხი. სწორედ ეს არის სიმტკიცე რომელსაც მასში ვხედავ და რისი გატეხვაც მინდა. - თუ გაკონტროლება არ შეგვიძლია, ეს ნიშნავს რომ საკმარისად კარგები არ ვართ - ვპასუხობ მშრალად. საჭიდან ხელს იღებს და ჩემს მუხლზე დებს. იგივე მტკიცე დომინანტური შეხება. სითბოს ტალღა მთელ სხეულზე ვრცელდება. - დღესაც აკონტროლებდი?! - ხელი უფრო ღრმად მიაქვს - მე ასე არ მომეჩვენა. - გეჩვენება - ვუარვყოფ მაშინვე და ვცდილობ ხელი გავაწევინო. - არ მეჩვენება - უფრო მეტად მიჭერს ხელს - მუსიკას კი არა ჩემს სუნთქვას უსმენდი, მას მოჰყვებოდი. მანქანა უკვე მთავარ გზაზეა. ფარნების შუქი გვიჩვენებს, როგორ იწყება ნამდვილი თავსხმა. - და შენს თითებს, რომლებიც წელზე მეხებოდა... ხანგრძლივად. თითქმის მიზანმიმართულად. - ჩემი ხმა ისეთი სუსტია, როგორც არასდროს. ვალდებულებები და პროფესიონალიზმი კი აღარც ერთი ჩვენგანისთვის აღარ არსებობს. მუხლიდან ხელს ნელა ასრიალებს თეძოსკენ ისე, რომ გზას თვალს არ აშორებს. - ეს მხოლოდ შეხება იყო - ამბობს ის და ადრე ნათქვამ ჩემს სიტყვებს იმეორებს - უბრალოდ რეპეტიცია. - მაგრამ ჩემს თავში პირველი სე'ქსის სცენა დაიწერა - ვპასუხობ ჩურჩულით. მანქანა მკვეთრად უხვევს მორიგ მოსახვევში. ჩემი სახლის გზას ვცდებით. - რატომ გადაუხვიე? - საკუთარი გულისცემის ხმა ყურებში მესმის და ვეღარ ვახერხებ ამ რიტმის გაკონტროლებას. მიყურებს. მის მშვიდ იერს ახლა მტაცებლური ღიმილი ფარავს. ეს არ არის კონტროლირებული ღიმილი, რომელზეც სცენისთვის ვარჯიშობდა. მასში უფრო დაუოკებელი სურვილი იკითხება და სიტყვებიც ამას ცხადყოფს: - იმიტომ, რომ იმსახურებს ეს სურვილი ასრულებას. მანქანა ავტოსადგომზე ჩერდება. ეს დიდი, ბეტონის ტერიტორიაა, რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს. ირგვლივ უამრავი მანქანა დგას, მაგრამ თავსხმა წვიმა და ბინდი იზოლაციის შეგრძნებას ქმნის. განათება ბუნდოვანია, საკმარისი იმისთვის, რომ ერთმანეთს ვხედავდეთ, მაგრამ არასაკმარისი, რომ სხვებმა შეგვამჩნიონ. ძრავა ითიშება. სიჩუმე ისეთი ძლიერია, რომ წვიმის წვეთების ხმა სალონშიც ისმის. მისი ხელი, რომელიც მთელი გზა ჩემს თეძოზე ედო, ახლა მთელი სიმძიმით მაწევს. - ჩვენ პროფესიონალები ვართ - ვიმეორებ, მაგრამ ჩემი სიტყვების თავადაც არ მჯერა. ახლა არა. - დიახ. და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვინდა - ნელა იწევს ჩემსკენ, თვალებში მიყურებს, თითქოს ცდილობს წამიკითხოს - დარბაზში შენი სხეული ცეკვას მიჰყვებოდა, მაგრამ შენი სუნთქვა - ჩემს რიტმს. ჩვენ შორის ახლა არანაირი მუსიკა არ დგას. არანაირი ქორეოგრაფია. მხოლოდ სურვილია. ერთმანეთს არ ვეხებით, მაგრამ მის სითბოს ვგრძნობ და ამ სიახლოვეში მისგან წამოსული ტკბილ-მწარე სურნელი ათასჯერ ძლიერდება. - მთელი რეპეტიცია ვხედავდი, როგორ უყურებდი ჩემს ტუჩებს - მეუბნება და ხმა კიდევ უფრო დაბალი და რბილი უხდება. საპასუხოდ თავს ვხრი. ვერ მოვატყუებ. აზრი არ აქვს. - სულაც არ გინდოდა, რომ ისევ მხოლოდ პარტნიორი ვყოფილიყავი... უარის თქმა არ შემეძლია. ნიკაპზე ხელს მკიდებს და თავს მაწევინებს. მისი მზერა - მუქი, ინტენსიური, ამღვრეული, სურვილით სავსე - ჩემს თვალებში იბეჭდება. - მეც ეს მინდოდა. იმ მომენტში, როცა შენი სხეული ჩემს თითებს დაემორჩილა და თვალები დახუჭე, ვიცოდი, რომ სიმტკიცე აღარ მეყოფოდა. ჩვენს ტუჩებს შორის მანძილი იმდენად მცირდება ჰაერისთვისაც კი აღარ რჩება სივრცე. პირველი სცენა იწერება. არა ფანტაზიაში, არამედ საბოლოო რეალობაში. - მაჩვენე, როგორ მიყვები ჩემს რიტმს, როცა არავინ გვიყურებს - მეჩურჩულება და ბაგეები ერთმანეთს ეხება. მტკიცე, დაჟინებული კოცნა, ისეთივე დომინანტურია, როგორც მისი ხელები ჩემს წელზე. ხელს მკერდზე ვადებ - იქ, სადაც სიმტკიცე უნდა იყოს და პირველად ვგრძნობ, რომ მისი გული ისეთივე არეული და სწრაფია, როგორიც ჩემი. კოცნა ღრმავდება. ეს აღარ არის ცეკვა. ეს ტალღებთან ბრძოლაა მოქცევა და მიქცევა - აჩქარებული, უკონტროლო, მაგრამ ჰარმონიული. მისი ტუჩები ისეთივე ცხელია, როგორც მისი სუნთქვა ჩემს ყელთან. მარჯვენა ხელი ჩემი სავარძლის საზურგეზე გადააქვს და მისკენ მიზიდავს. ჩვენს შორის სალონის კონსოლი დგას, მაგრამ ჩვენი სხეულები მაქსიმალურად ცდილობდნენ შერწყმას. - ეს მხოლოდ შეხება არ არის - ვჩურჩულებ და აღიარებასავით გამომდის. - კონცერტი არ გვჭირდება, რომ სცენაზე გავიდეთ - მისი ხმაც ისეთივე არეულია როგორც სუნთქვა. ერთ ხელს ჩემს კულულებში აცურებს, მეორეთი კი სწრაფად, თითქოს შიშობს, რომ დავფიქრდები, პერანგის ღილებს მიხსნის. მასში ეს მომწონს - ზუსტი, მტკიცე მოძრაობა. ისეთივე, როგორიც რთული პიროეტის შესრულებას სჭირდება. ცივი ჰაერი, რომელიც კარის დახურვის შემდეგ სალონში რჩება, ჩემს შიშველ კანს ეხება. გარეთ ისევ წვიმს და წვეთები მანქანის სახურავზე თითქოს ტამტამებს უკრავს. პერანგი ძირს ეცემა. მისი მზერა, ის მზერა, რომლითაც დარბაზში ჩემს შეცდომებს აკონტროლებს ხოლმე ახლა სითბოთია სავსე. მოშიშვლებულ მკერდს მუჭში იქცევს და ფრთხილად უჭერს. - უნაკლოა - მისი ხმა უჩვეულოდ დაბოხებულია. ეს პირველი კომპლიმენტია, რომელიც პროფესიონალიზმს არ ეხება. ხელს ნელა ასრიალებს ჩემი საცვლების კიდეზე. თბილი, მძიმე თითები. სასურველი შეხება. - არ ვარჯიშობდი ამაზე - ვამბობ ძლივს და სიამოვნებისგან ტუჩს ვიკვნეტ. - ყოველ დღე ვვარჯიშობდი - მპასუხობს და თვალებიდან ვნება ელავს. - ყოველ დღე, მას შემდეგ, რაც შენი ხელები პირველად ვიგრძენი სხეულზე. ხელს საცვალში მიცურებს. სალონს ჩემი არეული სუნთქვა და ტუჩებს დაცდენილი კვნესა ავსებს. არ არის მუსიკა, მაგრამ ჩემი სხეული კრეშენდოს მიჰყვება. ფანტაზიაში დაწერილი სცენა გადაიწერა. უფრო მკვეთრი, უფრო ხორციელი გახდა. მისი თითების სიმტკიცე, მისი სუნთქვის სიცხე, წვიმის რიტმი – ყველაფერი ერთმანეთში აირია. - შენ მართლა არ გჭირდება მუსიკა, რომ შოუ დადგა - მეუბნება და კისერში მკოცნის. - შენ ხარ ჩემი მუსიკა - ღრმად ვსუნთქავ. ამ სიტყვების შემდეგ უკან დასახევი გზა აღარ რჩება. კოცნა უფრო ღრმა ხდება. მისი მოძრაობები კი უფრო სწრაფი და მტკიცე. მანქანის სალონი პატარა, იზოლირებულ სამყაროდ იქცა - ჩვენს პირად საცეკვაო სცენად. მისი სხეულის სიმძიმეს, რომელიც რეპეტიციისას ასე კონტროლირებადი იყო, ახლა მთელი სხეულით ვგრძნობ. მისი ხელები ზუსტი ქორეოგრაფიით მოქმედებდნენ - არც ერთი ზედმეტი მოძრაობა, არანაირი გაურკვევლობა. ზედმეტი სამოსისგან ვთავისუფლდებით. რითმულად, მოთმინებით, თითქოს ურთულეს ბალეტის ილეთს ასრულებს, რომელიც საბოლოოდ ჰარმონიით სრულდება. ახლა ჩვენს შორის არაფერი დგას. არც მუსიკა, არც ქორეოგრაფია, არც პროფესიონალიზმი, არც სამოსი... წვიმის ხმა ფონური მუსიკა ხდება - გარე სამყაროს მუდმივი შეხსენება, რომელიც ინტენსივობას კიდევ უფრო ამძაფრებს. მისი სიმტკიცე ჩემს სისუსტეს ხვდება. რიტმულად მოძრაობს, თუმცა ეს რიტმი არ არის ტემპი, რომელსაც ქორეოგრაფი გვკარნახობს. ეს ველური, პირველყოფილი რიტმია, რომელიც წელიდან მომდინარეობს და მთელ სხეულში ვრცელდება. მის ტემპს მივყვები. ჩემი სხეული მთლიანად ემორჩილება, თითქოს მთელი დღის რეპეტიცია, ყველა დაძაბული წუთი, მთელი ის შინაგანი კონფლიქტი ახლა ამ მოძრაობაში უნდა განთავისუფლდეს. ჩვენი სხეულები სრულყოფილად სინქრონიზდებიან, როგორც საბოლოო დუეტი, რომლისთვისაც მზადება წლებია მიმდინარეობს. მისი სუნთქვა, რომელიც დარბაზში ყოველთვის თანაბარი იყო, ახლა ხშირი და არეულია. სწორედ ეს იყო ის სისუსტე, რომლის დანახვაც მინდოდა. მისი კონტროლის დაკარგვა. ჩემი თითები მის ზურგზე, მხრების მტკიცე კუნთებზე იკვლევენ გზას, ვუჭერ და ვეფერები, ვაჩვენებ, რომ ამ სიმტკიცეს მართლა შეუძლია სისუსტესთან შერწყმა. ჩვენი სხეულების რიტმი მკვეთრად იცვლება. სწრაფდება. მკვეთრდება. მთლიანად მაცლის კონტროლის შეგრძნებას და ბოლომდე მიმორჩილებს. ეს საბოლოო გადახვევაა ყველა წესიდან. ყველაზე სრულყოფილი და უმართავი დუეტი სადაც სისუსტე სიმტკიცეში პოულობს ჰარმონიას. მანქანის სალონში მძიმე სუნთქვის ხმა ისმის. წვიმა განაგრძობს ტამტამზე დაკვრას. ჩემი ყელიდან თავს ნელა იღებს და თვალებში მიყურებს. მისი იერი აღარ არის მშვიდი, ეს ნიღაბი აღარ სჭირდება. - ეს არ იყო მხოლოდ რეპეტიცია - მეუბნება ჩახლეჩილი ხმით და ისევ მკოცნის. - არა, ეს იყო გალა კონცერტი - ვპასუხობ დაღლილი, მაგრამ სრულყოფილად გათავისუფლებული. თავის ადგილას ინაცვლებს. ხელი ისევ ჩემს შიშველ მუხლზე უდევს და სითბოს ტალღა ისევ ტრიალებს, მაგრამ ახლა ის დასრულებულ რიტმად მოდის. - არ გშია? - მეკითხება და მანქანას ისე ძრავს პასუხს არ ელოდება. - მშია - ვპასუხობ და ხელს მის ხელს ვაყოლებ. - მგონი ამაღამ გამოძინება არ გვიწერია - მანქანას ამუხრუჭებს და ჩემს ბაგეებს სწვდება. ეს კოცნა განსხვავებულია - მტკივნეულად ტკბილი და ემოციებით სავსე. - ხვალ რეპეტიციაა - ვცდილობ რეალობაში დავბრუნდეთ - შეცდომის უფლება არ გვაქვს. ვნება და შიში ერთმანეთში ირევა. ვცილდები. უსიტყვოდ მთანხმდება. მანქანა ისევ იძვრის. ფარნების შუქი გზაზე წვიმის ფარდას ანათებს. - არ ვარ დარწმუნებული, შევძლებ თუ არა ფოკუსირებას - პირველად აღიარებს სისუსტეს. - ახლა, როცა ვიცი, როგორია ეს სცენის მიღმა. მეღიმება. ეს ღიმილი გამარჯვებაა. მისი თვითკონტროლის გატეხვა შევძელი. - ხვალ, როცა პარტნიორებს გავცვლით, რა მოხდება? - მინდა წარმოიდგინოს, რომ ხვალ ჩემს სხეულს სხვა შეეხება, მაინტერესებს რა რეაქცია ექნება. დუმს. ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. ჩვენ მუდმივად ვიცვლით პარტნიორებს რეპეტიციისას. აქამდე ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ისევ არაფერს ამბობს. მანქანას ჩემს სახლთან ახლოს, ქუჩის კუთხეში აჩერებს. - თუ ახლა მანქანიდან არ გადახვალ, საერთოდ ვერ მოვალთ რეპეტიციაზე - მეუბნება დაძაბული ხმით. ისევ ზღვარზე ვდგავართ. ერთი წამია საჭირო რეალობის დასავიწყებლად... მანქანიდან გადმოვდივარ. წვიმს. სულელივით ვიღიმი. უცნაურია, მაგრამ თვითკმაყოფილი ვარ. არა, ეს უფრო მეტია - ბედნიერი ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.