კესანები (თავი მესამე)
იმ დღის შემდეგ, უფრო მტანჯველი იყო მათი შეხვედრები. ახლა ყოველღამე ალექსანდეს კოშმრად ევლინებოდა ელიზაბეთი, რომელიც გამეტებით უყვიროდა კაცს. ხშირად უტყდებოდა ღამე და სარკეში გამქრალ ქალის სილუეტს ყველგან დაეძებდა, მაგრამ ხვდებოდა რომ ელიზაბეთს ახლა საკუთარ ილუზიებშიც კარგავდა. ახრჩობდა საკუთარი გონება და სტანჯავდა, ის უცხო გრძნობა კესანეს მიმართ რომ გააჩნდა. ხშირად ხედავდა ქალს ტერასაზე მიყინულს,მის მტანჯველს, მის გარშემო, ახლოს მყოფ კაცს და საუცხოო გრძნობა იპყრობდა მის სხეულს. ვერაფრით აქრობდა აგიზგიზებულ ცეცხლს მასში, დანაშაულის გრძნობა მუდამ თან დასდევდა კაცს. უყვარდა ელიზაბეთი და ის გრძნობაც, კესანეს დანახვისას რომ ეუფლებოდა, მაგრამ კესანე აღარ იყო ისეთი. მისი ცისფერები აღარ ჭრიდა თვალს ალექსანდრეს. გამუდმებით დარდში და სევდაში ცხოვრობდა ქალი და ამას კარგად ხვდებოდა ყიფიანი. -ბატონო ალექსანდრე, თუ არ გჭირდებით მე წავალ-კაბინეტში თავი შემოყო სანდრამ. კაცმა საათს დახედა, უკვე 11 სრულდებოდა, ამ ბოლო პერიოდში დიდხანს მუშაობდა. შრომობდა, რათა ეს მტანჯველი განცდები თავიდან აეცილებინა. -წადი-გაუღიმა ქალს და ისევ საბუთებს ჩააჩერდა. მუშაობს, რომ მორჩა სავარძელში გადაწვა. მძიმედ აწვა ფიქრები,უსაშველოდ ტკიოდა გული. რეალობას ისევ გაურბოდა ყიფიანი,ისევ აწამებდა საკუთარ თავს.ალბათ ათასი ცხოვრებით რომ ეცხოვრა, ათასივეს ელიზაბეთთან გაატარებდა. მის მკლავებში არასდროს არაფერი შეაწუხებდა,არაფერზე იდარდებდა. რამდენჯერ წარმოუდგენია ელიზაბეთთან ერთად ცხოვრება, მათი ოჯახი, შვილები, ერთად გატარებული სიბერე. დროს არასდროს გაჰქონდა ეს სიყვარული, ვერ უნელდებოდა გრძნობა ამ ქალის მიმართ.ასე ძლიერი სიყვარული თუ შეეძლო ხანდახან თავადაც ვერ ხვდებოდა. მისტიროდა ქალს, რომელიც აღარასდროს დაბრუნდებოდა მაგრამ არ წყვეტტდა, მისთვის ბრძოლას არ თმობდა. ცხოვრება ამ მტანჯველ ყოფაშიც კი არ აძლევდა მოსვენებას. კესანეს სახით უზარმაზარი ტანჯვა გამოუგზავნა.ხელები მოისვა. მძიმედ ამოისუნთქა და იქვე მიგდებული პალტო მოიცვა. უკვე ვეღარსად გრძნობდა თავს მშვიდად. თითქოს ამ 6 წლის დაგვირგვინებისთვის იყო მოსული კესანე მასთან, თითქოს საბოლოოდ აცლიდა წუთისოფელი ელიზაბეთს ხელიდან, მის ოცნებებს, იმედებს. ლიფტისკენ მიმავალმა შუქს, რომ მოკრა თვალი მისკენ წავიდა. ფინანსურ განყოფილებში ლამპა ბჟუტავდა, მაგიდასთან კესანე იჯდა და საბუთებს დაჰყურებდა. თმა უსწორმასწორად აეკრა და იმდენად იყო ჩაფიქრებული, ალექსანდრეს მიახლოებაც ვერ გაიგო. კაცმა რომ ჩაახველა, მხოლოდ მაშინ ასწია თავი და ხმის პატრონის დანახვისას გულმა რეჩხი უყო. -მაპატიეთ, ბევრი საქმე დამიგროვდა და ამიტომ მიწევს გვიანობამდე დარჩენა-თვალს არიდებდა ყიფიანს. -მესმის, ანალოგიურად-კესანემ უსიამოვნოდ გაუღიმა-კარგი, აღარ მოგაწყენ თავს-კარისკენ წასულმა ვეღარ მოითმინა და კვლავ მისკენ მიბრუნდა. როგორ უნდოდა საკუთარ თავს მორეოდა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა-კესანე -დიახ -ჩაიცვი, სახლში წაგიყვან-გაუღიმა ქალს. თითქოს თავადაც სურდა, რომ ყველაფერი ახლიდან დაეწყო, მაგრამ წარსულის მარწუხებს თავს ვერ აღწევდა, ვერ უშვებდა ახლოს კესანეს. მანქანაში მის გვერდით მჯდომს რამდენჯერმე გადახედა. ისევ ნერვიულობდა ქალი. როგორ აგიჟებდა ყიფიანს მისი ყურება, მისი ცისფერები, ანერვიულებული საკუთარი თითების წვალებას, რომ იწყებდა, მისი ფერადი სამყარო, მისი მუდამ აკანკალებული ტუჩები. თავად ეს ქალი აგიჟებდა კაცს და საკუთარ გულში რა ხდებოდა უკვე ვეღარ იგებდა. ფიქრებისგან ზარის ხმამ გამოაფხიზლა. ბექა ურეკავდა. -გისმენ -ჩემთან გელოდებით, მოდი-უყვიროდა ძმაკაცი. -ახლა არ მცალია ბექა -ქალთან ერთად ხარ?-იყო ყურისძამღები სიცილი-ისიც მოიყვანე, არ ვიკბინებით. -ბექა, გთხ..-სიტყვა შუა გზაზე გააწყვეტინეს. -ალექსანდრე, გელოდებით-ყურმილი დაკიდეს. -თუ გინდა აქვე ჩამომსვით და წადით-კესანემ მორცხვად გახედა ყიფიანს. -ძალიან გვიანია კესანე, სახლში დაგტოვებ, მოიცდიან-ამის მერე სიჩუმე აღარცერთს დაურღვევია, მხოლოდ მაშინ გახედა ქალმა კაცს მის სადარბაზოსთან, რომ მიაყენა მანქანა. -მადლობა, დღევანდელისთვისაც და იმისთვისაც, მაშინ რომ მოხვედით-თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ღელავდა. უკვე გადასვლას აპირებდა კაცმა რომ მაჯაში წაავლო ხელი და უკან დააბრუნა. მისი ხელს თითებით მიეფერა და თვალებით სცადა მისი გამხნევება. მისკენ ნელა გადაიწია, შუბლი შუბლზე მიადო. სახეზე ეცემოდა მისი ცხელი სუნთქვა. თავს დამნაშავედ გრძნობდა ელიზაბეთს, რომ ამას უკეთებდა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო. ეს ქალი ჭკუიდან შლიდა, მისი სილამაზე თავს აკარგვინებდა და ელიზაბეთს კი არა, მთელ ცხოვრებასაც ავიწყებდა. -გთხოვ არ წახვიდე-მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა. -ეს არ არის სწორი-ჩუმი იყო ქალის ხმაც. -არის ამ ქვეყნად რამე სწორი?-თვალები მიელამა სიამოვნებისგან. მასთან ახლოს ყოფნამ სიმშვიდე მოუტანა, თითქოს ყველა პრობლემა და ტანჯვა გაქრა, რაც გულს უმძიმებდა. სამყაროს უფერადებდა ეს ქალი, იმ ალექსანდრეს აღვიძებდა მასში, ვინც 6 წლის წინ საკუთარი ხელებით მოკლა. მის ქვედა ტუჩს თითები გადაუსვა,ვერ ბედავდა, ბოლომდე ვერ ეკარებოდა. ეშინოდა საკუთარი თავის, მომავლის და ალბათ იმისც, რომ კესანეს ცხოვრებას მთლიანად წალეკავდა-წამოდი ჩემთან ერთად. -სად? -ჩემს ყველაზე საყვარელ ხალხს გაგაცნობ-ნელა მოშორდა და გაუღიმა, ქალიც უღიმოდა, მტკინვეულად, მაგრამ ცისფერებში მაინც უბრწყინავდნენ ბედნიერების ვარსკვლავები. ის ღამე საოცრება იყო, მის მეგობრებს პირველად აცნობდა ქალს ამდენი წლის მერე. იქვე დივანზე ჩუმად მჯდარი ყურებამდე გაღიმებული უყურებდა, მხიარულ კესნეს, ყველა უაზრო ხუმრობაზე, რომ იცინოდა. საუცხოო იყო მისი ასეთის დანახვა. წარმოდგენა არ ჰქონდა ამ დღის მერე რა მოხდებოდა, მაგრამ ახლა ბედნიერი იყო, სიმშვიდეს გრძნობდა და არც სინდისი უჭამდა გონებას. -საოცარი ქალია-აივანზე მდგარს გვერდით ამოუდგა ლუკა. ალექსანდრემ კიდევ ერთხელ დაარტყა სიგარეტს ნაფასი და მეგობარს გახედა. -არც კი ვიცი რას მიშვება, მათრობს მის გვერდით ყოფნა ლუკა. -მოგწონს, ეს სწორია ალექსანდრე-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, თითქოს არ უნდოდა ამის თქმა, ვერ ბედავდა-ელიზაბეთი საბოლოოდ უნდა გაუშვა ალექსანდრემ გველნაკბენივით გახედა კაცს. ისევ საშინელი გრძნობა დაეუფლა, ხასიათი წაუხდა. ნუთუ ასე უნდა ყოფილიყო, ნუთუ სიმშვიდეს ვერასდროს იპოვიდა, გამუდმებით თან გაჰვებოდა იმ ქალის ხმა და ვერადროს დაივიწყებდა, რომელიც ერთ დროს ასე საუცხოოდ უყვარდა. მალევე დატოვა კესანე სახლში, ზედაც არ შეუხედავს ქალისთვის ისე გაეცალა მას. წლები აღარ ყოფილა მის ძველ სახლში, აღარც კი ახსოვდა მისი სურნელი, მისი სითბო. ყველაფერს მტვერი დასდებოდა, წარსულს რაღაც ჭამდა, მაგრამ ალექსანდრეს ცხოვრებიდან დრო ვერაფერს კურნავდა. მის საძინებელში ჩამოკიდებულ ელიზაბეთის უზარმაზარ პორტრეტს გაუსწორა მზერა. ბედნიერად იცინოდა ქალი და საუცხოო, მომხიბვლელი ცისფერებით უმზერდა კაცს. თავი ხელებში მოიქცია, რაოდენ სტანჯავდა ეს გრძნობა, მისგან შორს ყოფნა ან მისგან თავის დაღწევა. ვერც უკან ბრუნდებოდა და ვერც წინსვლას სჯერდებოდა. მუხლებზე დაეშვა, ძალიან სუსტი იყო, იმისთვის, რომ კესანეს სიყვარულში ჩაბმულიყო, მაშინ როცა ელიზაბეთის სახე ყველგან დასდევდა. -რატომ წახვედი?რატომ მიმატოვე?-ჩურჩულებდა-გთხოვ მომეცი ბედნიერების უფლება, გთხოვ შენი სიყვარულის მარწუხებისგან გამათავისუფლე, გთხოვ-უკვე ტიროდა ყიფიანი. უსუსურად გრძნობა თავს, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. ელიზაბეთი გამუდმებით მასთან იყო,მის გონებასა და გულში. თითქოს ეს ქალი მისი წყევლა იყო, თითქოს ვეღარასდროს იხილავდა ბედნიერებას. ოფისში ქაოსი იყო, ყველა საღამოსთვის ემზადებოდა. ალექსანდრე ყიფიანის კომპანიას ყოველწრიულ ტრადიციად ექცა კორპორატიული საღამო, რომლისთვისაც მათი უფროსი ხარჯებს არასდროს ზოგავდა. ის დღე დიდად არ ეთმობოდა მუშაობს და კაციც აძლევდა მათ ამის უფლებას. თავად ისევ საბუთებში მყოფს დაუკაკუნეს კაბინეტის კარებზე. -ბატონო ალექსანდრე-ღიმილიანი სახით უყურებდა სანდრა-დღევანდელი საღამოსთვის ყველაფერი მწყობრშია, დეკორაციაც და სამზარეულოც, როგორც მთხოვეთ -მადლობა სანდრა, შენს გარეშე რა მეშველებოდა-ღიმილი დაუბრუნა კაცმაც. -ალექსანდრე, 7 წელია გიცნობ, ვიცი როგორი იყავი ელიზაბეთთან, მას შემდეგაც და ახლაც როგორი ხარ ვხვდები-ჩუმი იყო ქალის ხმა, კაცმა ნელა ახედა, ვერ ხვდებოდა საუბრის მიზანსა და არსს-იმის თქმა მინდა, რომ თუ არ შეგიძლია უბრალოდ გაუშვი, ნელის ვთხოვ და მარტივად გავუშვებთ-მიხვდა კაცი საითაც მიჰყავდა საუბარი. -არაფერი დაუშავებია, მისი ბრალი არ არის, ეს მე ვერ მივედი საბოლოო გადაწყვეტილებამდე. -მესმის, მაგრამ არ მინდა გული გეტკინოს ან მას ატკინო, არცერთი იმსახურებთ ამას ხომ იცი? -ხომ იცი, რომ თუ ჩემთან იქნება გული აუცილებლად ეტკინება? -მზად ხარ ამისთვის მერე? მისი გულის ტკენისთვის მზად ხარ? -მხოლოდ ის ვიცი, რომ მის გასაშვებად არ ვარ მზად -ხოდა ნუ გაუშვებ-თავი დაუკრა და კაბინეტს გაეცალა. მზადებას, რომ მორჩა საკუთარ თავს სარკეში დააკვირდა. უკვე 32 წელს უახლოვდებოდა და ცხოვრებაში არაფერი გაეკეთებინა ღირებული, ისეთი რასაც მისი წასვლის მერე ვინმე გაიხსენებდა. ვერ შეინარჩუნა საყვარელი ქალი, საკუთარი თავი და ვერც ახლანდელ გამოჩენილ ყვავილს აძლევდა სიცოცხლის საშუალებას. გაურკვევლობაში იყო, როგორ არ ეთმობოდა კესანე და ვერც მასში დაბუდებულ ელიზაბეთს უნგრევდა სახლს. საღამოზე მისულმა ბევრი ისაუბრა, სიტყვითაც გამოვიდა. მადლიერი იყო თითოეულს, რომ მისი კომპანია ფეხზე დააყენეს. იქვე კუთხეში იდგა ღვინის ჭიქით ხელში და ჩუმად უყურებდა მხიარულ თანამშრომლებს. მწველი მზერა იგრძნო გვერდიდან და მზერის პატრონს, რომ გახედა საუცხოო სანახაობა დახვდა. სისხლისფერ კაბაში გამოწყობილ ქალს დააჩერდა, საუცხოოდ ლამაზი იყო კესანე, როგორც ყოველთვის. ქალი უღიმოდა, სევდიანად,მაგრამ ამავდროულად იმედიად. საოცრად მოუნდა ახლა საკუთარ მკლავებში მოექცია, მასთან შერწყმა და უბრალოდ მასთან ყოფნა. ბედნიერება სურდა ყიფიანს და ამ ყველაფერს კესანეში ხედავდა. მისკენ ნელა დაიძრა. -მოგწონს საღამო? -კი, ძალიან სასიამოვნო გარემოა -მიხარია თუ მოგეწონა. გუშინდელისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო, მოულოდნელად წავედი. -არაუშავს, მესმის თქვენი -ჩემი? -მე რომ მდიდარი კაცი ვიყო, ჩამოყალიბებული და ყველაფრით უზრუნველყოფილი, არც მე მომინდებოდა ჩემნაირთან ერთად ყოფნა, ამაში სამარცხვინო არაფერია -ასეთი გგონივარ? -მე...მე.. -წამოდი-ხელი ჩაავლო მკლავში და შენობიდან გაიყვანა, მანქანაში მშვიდად ჩასვა და საყვარელ ადგილას მიადგა. თბილისი ხელისგულივით ჩანდა, აქ სიმშვიდეს გრძნობდა ალექსანდრე. -საოცრად ლამაზია-აღფრთოვანებული იყო ხედით კესანე. -ნამდვილად, საოცრად ლამაზია-კაცს მისთვის თვალები არ მოუშორებია. ისეთი ლამაზი იყო ქალი. კესანემ მზერა მასზე გადაიტანა, გაუღიმა და კვლავ აარიდა მზერა-კესანე გთხოვ-ქალმა ისევ გაუსწორა მზერა, ვერ იგებდა რას სთხოვდა კაცი-გთხოვ მომეცი უფლება შენი ცხოვრება დავანგრიო, რადგან მე ამას ჩემი ნებით ვერ ვიზამ. ვერ მოგეკარები, შენთან ერთად ვერ ვიარსებებ თუ მეცოდინება, რომ შენ წარმოდგენაც არ გაქვს ჩემს უბადრუკ ცხოვრებაზე. ღმერთო ჩემო ის თუ მაინც იცი, რა საოცრად ლამაზი ხარ?-ხელები სახეზე მოიცვა. საკუთარი თლილი და გაყინული თითები წაავლო კაცის ხელებს და გულწრფელად გაუღიმა. ქალი კარგად ხვდებოდა, რომ ყიფიანისთვის ეს ყველაზე მძიმე იყო, სიმართლის თქმა, მაგრამ სწორედ ეს მოსწონდა მასში, რომ შეეძლო მისთვის არაფერი დაემალა, კესანეს აძლევდა არჩევნის უფლებას, მაგრამ ის კი აღარ იცოდა, რომ არჩევნის საშუალება აღარ ჰქონდა ქალს, რადგან მისდამი გრძნობებს თავი წაერთმია. სიჩუმე წამიერად დაარღვია ქალმა. -მზად ვარ შენს გამო ჩემი ცხოვრება დავინგრიო, თავდაყირა დავაყენო და შენთან ვიყო-კაცმა სწრაფად ახედა მას, კესანე ისევ იღიმოდა, საოცრად უელავდა ცისფერები. კაცმა ახლა მისი სახე მოიქცია ხელებში, ნელა დაიხარა მისკენ, ნაზად შეეხო ბაგეებს და უეცრად მასში რაღაც აფეთქდა, თითქოს მისმა გულმა დატყვევებული ალექსანდრე გამოუშვა. სუნთქვა, რომ გაუჭირდა მხოლოდ მაშინ მოსწყდა მის ტუჩებს. ახლა უფრო მეტად იღიმოდა ქალი, თავადაც გაეღიმა და კვლავ მოწყვეტით აკოცა. იქვე სკამზე ისხდნენ, ისევ თბილსს უყურებდნენ და ერთმანეთში აეხლართათ ხელები. -სანდრამ მომიყვა ელიზაბეთზე-კაცმა მშვიდად დახედა ქალს-ვწუხვარ, რომ ასე გეტკინა -კესანე, ახლა ის ჩვენთან არაფერ კავშირშია, ახლა მხოლოდ მე და შენ ვართ-თმა ყურს უკან გადაუწია და სახეზე მიეალერსა-მხოლოდ შენ არსებობ ჩემთვის. იმ საღამოს ბევრი ისაუბრეს, ორივემ გაიხსენა წარსულის ტკივილები და მომავალზე იმედით ისაუბრა. -ანუ ციხეშია შენი ძმა? -კი, სწორედ მის გამო ვმუშაობ, არაფერი დაუშავებია, უბრალოდ ხელები შეაწმინდეს-სევდიანად გახედა ჰორიზონტს კესანემ-ამ ქვეყანაში ფული საოცრად ფასობს, ჩვენ კი იმდენი არ გვქონდა, რომ გამოგვეყვანა იმ ჭაობიდან. -ყველაფერი მოგვარდება გპირდები-შუბლზე მიაწება ტუჩები და მკლავებში მოიქცია. საუცხოო იყო ის საათები, წუთები, ალექსანდრეს ბედნიერების მორევში აბრუნდებდა. საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა, თითქოს ნელ-ნელა კვდებოდა ეს 6 წლის განმავლობაში შექმნილი ალექსანდრე. მადლიერი იყო საკუთარი თავის და ცხოვრების, რომ საშუალებას აძლევდა, რომ ისევ ბედნიერი ყოფილიყო. მადლიერი იყო ქალის, რომ მის გვერდით იყო ყველაფრის მიუხედავად, მისი უხეშობის, დაუოკებელი, დაჭრილი სულის მიუხედვად. კესანეს არსებობა მის წარსულს მალამოდ ედებოდა და ხვდებოდა, რომ სწორედ ის იყო მისი გამოსავალი, ცხოვრებისკენ მობრუნების ნათელი გზა. ხვდებოდა, რომ სწორედ ის იყო ყველა ამოვსებული ორმოს მიზეზი მის ცხოვრებაში, მას შეეძლო დაცემულის წამოყენება და სწორედ მას ეყრდნობოდა ყიფიანიც. მისი ტელეფონი ამღერდა, ბექა ურეკავდა. სულაც არ უნდოდა ამ მომენტის გაფუჭება. -უპასუხე -მერე დავურეკავ -იქნებ მნიშვნელოვანია-ქალმა წვერზე მოუსვა ხელი და გაუღიმა. უცბად დათბა სამყარო მის გარშემო, ტელეფონის სენსორს მხიარულად გადაუსვა ხელი და უეცრად გაქრა ყველაფერი მის გარშემო. ყველაფერი დატრიალდა, ისევ ორად გაეხლიჩა ცხოვრება, ქალს გახედა შეშინებულმა, მიხვდა, რომ ეს სიხარული, მხოლოდ წამიერი ყოფილა, მოტყუებულად გრძნობდა თავს, თითქოს ისევ გააცურა ცხოვრებამ და ცივი წყალი გადაასხა ბექამ რომ მეორე ხაზიდან მისი 6 წლიანი ცხოვრების დასასრული ამცნო, მისი ტკივილების საბოლოო წერტილი და ალბათ უნდა გახარებოდა, რომ არა კესანე, მისი ცისფერები და ის თავისუფლება, რაც მასთან იგრძნო, თუნდაც რამდენიმე საათით. -ალექსანდრე... ალექსანდრე.. იპოვეს... ელიზაბეთი იპოვეს.. გესმის?? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.