შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესანები (თავი მეოთხე)


დღეს, 00:18
ავტორი ბანუ
ნანახია 202

გვერდით მჯდარ ქალს გახედა დაბნეული ბავშვივით რომ უყურებდა. გული ორად გაეპო, თვალებში ცრემლები მოაწვა. ყველაფერი გაქრა, რაც გააჩნდა, ახალ გზაზე დამდგარს ისევ სიბნელე შეხვდა, ისევ წარსული დაესხა თავს. კესანეს სახეზე მიეალერსა, ცრემლები სცვიოდა ყიფიანს. სად წავიდა ის ბედნიერება, ის მონატრება ელიზაბეთის მიმართ რომ გააჩნდა. ახლა უნაზესი გრძნობა დასდევდა თან, რომელიც სხვა ქალს ეკუთვნოდა. რაოდენ სწადდა ელიზაბეთი, მაგრამ როგორ უნდოდა ახლა მისი გაქრობა. მზერა აარიდა ქალს, სხეული გაეყინა და ალბათ ამ ამბავმა მის გულამდეც მიაღწია, რადგან ალექსანდრე ვეღარ ხვდებოდა, რომ ცოცხალი იყო. ახლა რა უნდა ექნა, თავს როგორ მორეოდა, ვინ უნდა ყვარებოდა, ვისთან უნდა ყოფილიყო,რატომ არ მირბოდა ელიზაბეთთან ან რატომ რჩებოდა კესანესთან, სად იყო ამ კითხვებზე პასუხები ვეღარ იგებდა.
-კარგად ხარ ალექსანდრე?-შიში ჩასდგომოდა კესანეს ცისფერებში.
-შენი ტრფობა მკლავს კესანე, მაგრამ...-ყელში ბურთი გაჩხერვოდა-მაპატიე-ნელა წამოდგა, ქალის ხმისთვის აღარ მიუქცევია ყურადღება, დარჩენას და ახსნას რომ ემუდარებოდა. ისე მიუჯდა მანქანას და ადგილს გაშორდა, რომ ვერც გაიაზრა. მონოტორულად მოძრაობდა ყიფიანი. ცხოვრება საბოლოო დარტყმებს ახორციელებდა მასზე. ყოველ თავდასხმაზე კაცს შიში უქრებოდა, ნუთუ რა უნდა ყოფილიყო ამაზე მტანჯველი და მტკინვეული, მაგრამ წუთისოფელი მის გაოცებას არასდროს წყვეტდა.
ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულმა საჭეს ხელები დასცხო, ახლა რა უნდა ექნა, როგორ დაეხურა კესანესთვის კარი და ელიზაბეთისთვის გაეღო. საკუთარ თავს ვეღარ აჯერებდა იმაში, რომ კესანე ძალიან ჰგავდა ელიზაბეთს, მისი გონება ახლა იმაზე ფიქრობდა რა ჰქონდა ელიზაბეთს კესანეს მსგავსი, რომ რამით დამშვიდებულიყო. ვერ იგებდა რატომ სრცხვენოდა საკუთარი თავის, რატომ სჭამდა შიგნიდან რაღაც. თითქოს უჭირდა ელიზაბეთის ნახვა, მისთვის თქმა, რომ სხვისკენ გაიხედა. ამ ფიქრების მიუხედავად მეორე ნაპირას რატომ იდგა კესანე, რატომ აბეზრებდნენ თავს მასზე ფიქრები. ვერ იგებდა, რატომ შეეცვალა წამებში მასზე გრძნობები. ბექას სახლის კარები გამოგლიჯა, იქვე შეკრებილ მის მეგობრებს გაავებულმა გახედა. თვალები ჩაწითლებოდა ტირილისა და სიბრაზისგან საკუთარ თავზე.
-სად არის?-ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს.
-ალექსანდრე გთხოვ დამშვიდდი-მართამ თანაგრძნობით გახედა გაავებულ კაცს.
-ნუ მიმითითებ რა გავაკეთო-ამრეზით გახედა ქალს-სად არის მეთქი?-აღრიალდა კაცი.
-ალექსანდრე-ლუკამაც უღრიალა მეგობარს-გონს მოდი ჯერ, დაწყნარდი და შემდგომ ვისაუბროთ.
-არ მჭირდება დაწყნარება,უბრალოდ მითხარით სად არის-ხმა მიუსუსტდა. უსუსურად მოეჩვენა საკუთარი თავი.
-მოდი დაჯექი, ვილაპარაკოთ-თხოვნით შეხედა ბექამ და დივანზე დასვა-ახლა კარგად მომისმინე, მე ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ შენ ჩვენს გარეშე არაფერს მოიმოქმედებ
-რა ჯანდაბას მელაპარაკები ბექა?-კაცმა ისევ აუწია ტონს.
-დაწყნარდი ალექსანდრე-ხმა გაიმკაცრა ბექამ-შენი ელიზაბეთი არც წყნარად წასულა და არც სიმშვიდით დაბრუნებულა უკან, ეს უდიდესი არეულობაა.
-რა ხდება? გთხოვ ბექა-თვალებში ისევ ცრემლი ჩაუდგა, შეზიზღდა საკუთარი თავი წამიერად, მისი დანახვის სურვილი აგიჟებდა კაცს.
-ალექსანდრე-ხელზე მიეფერა მართა.
-გთხოვთ ასე ნუ მექცევით, გთხოვთ ნუ გეცოდებით, ასეთი უსუსური ვარ თქვენს თვალში?
-შენ ჩემი ძმა ხარ, ჩემი ბავშობის მეგობარი, ჩემი ოჯახი-ლუკამ დამძიმებულმა გახედა კაცს-ყველაფერს გავაკეთებ შენთვის ხომ იცი ეს, მაგრამ გთხოვ ახლა უბრალოდ მშვიდად მოგვისმინე.
-ასე უნდა მაწამოთ, მითხარით-ფეხზე წამოიჭრა კაცი-სად არის ჩემი საცოლე?-ღრიალებდა.
-აღარ არის შენი საცოლე, სხვისია, სხვაზე დაინიშნა ამ საღამოს-უღრიალა ბექამაც და გაკვირვებულ თვალებს, რომ წააწყდა ინანა ასე პირდაპირ, რომ ახალა-დღეს დაინიშნა.
-დაინიშნა?-ძალა აღარ ჰყოფნიდა ყიფიანს-რას ნიშნავს დაინიშნა?
-ანდრია სიხარულიძეზე დაინიშნა დღეს, ტელევიზია ჰყავდათ დაპატიჟებული და ასე გაჟღერდა.
-სიხარულიძეზე? "G&A"-ის აღმასრულებელ დირექტორზე?
-კი, მასზე. გთხოვ მისმინე, უბრალოდ უნდა გვეთქვა ეს შენთვის, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მიხვიდე და ყველაფერი ჩაუშალო. მაგ ქალს აღარ უყვარხარ, მიგატოვა და ახლა სხვა კაცთან გაჩნდა.
-ასე ნუ ლაპარაკობ მასზე-კიდევ ერთხელ უღრიალა კაცმა-შენ არაფერი იცი.
-რეალობას უნდა გაუსწორო თვალი ალექსანდრე-ლუკამ გახედა.
-შეუძლებელია, ამდენი წელი, ღმერთო ჩემო, ამდენი წელი-დივანზე მოწყვეტით ჩამოჯდა, თავი ხელებში მოიქცია და ბუტ-ბუტს მოჰყვა-ამდენი ხანი ველოდი და ის.. ის..-წინადადება ვეღარ დაასრულა კესანეს სილუეტი, რომ წარმოუდგა თვალწინ. ნუთუ თავადაც არ უღალატა ქალს, თავადაც არ აქცია ზურგი, ახლა მას როგორღა დაადანაშაულებდა, რა უფლება ჰქონდა.
ცხოვრება სამაგიეროს უხდიდა თავისი შეცდომის გამო, საკუთარი მოღალატე სულის გამო სწორედ იმას უბრუნებდა უკან. როგორ იფიქრა, რომ ეს ბედნიერება იყო, როგორ წარმოუდგა სხვა ქალი ელიზაბეთის ადგილას. ალბათ მასაც ასე სჭირდა, ამდენი წლის შემდგომ ალბათ მანაც სხვაში დაინახა ყიფიანი, ნუთუ ამის გამო აკრიტიკებდა კაცი, ნუთუ ეს იყო მისი სიყვარული. აუცილებლად ნახავდა ელიზაბეთს, გონს მოიყვანდა, ისევ დაიბრუნებდა საყვარელ ქალს.
სახეზე ხელები მოისვა, დაწყნარება სცადა. მისმა გონებამ ილუზია შექმნა.
-სახლში უნდა წავიდე-ფეხზე წამოდგა შეშინებულ მეგობრებს რომ გადააწყდა-სახლში მივდივარ მართლა.
ის ღამე მართლაც სახლში გაატარა, ბედნიერმა მაგრამ სულარეულმა. ახლის მოლოდინში მყოფს ვერ ჩაეძინა. დილას ადრე ადგა, სავარჯიშო დარბაში წავიდა. მაქსიმალური დადო საკუთარი თავის,სახლში მისული მოწესრიგდა. ღიღინით მივიდა ოფისამდე, გაკვირვებულ სანდრასაც მომნუსხველად გაუღიმა და კაბინეტში მხიარულად გააგრძელა მუშაობა. დიდად არაფერზე დარდობდა, მხოლოდ იმაზე უჩქარდებოდა გული რომ წარმოიდგენდა საყვარელი ქალის სახეს, მასთან ამდენი წლიანი განშორების შემდეგ შეხვედრას და ბედნიერება და ნერვიულობა ერთდროულად შემოუტევდა.
-ბატონო ალექსანდრე-კაბინეტის კარი სანდრამ შეუღო-თათბირზე გელოდებით.
-მოვდივარ ჩემო სანდრა, მოვდივარ-სწრაფად წამოკრიფა ნივთები და სანდრას გაჰყვა.
საკონფერეციო დარბაზში უკვე ისხდნენ მისი თანამშრომლები, მხოლოდ მას ელოდნენ. ყიფიანმაც მხიარულად დაიკავა მისი ადგილი, მზერა პრეზენტაციას გაუსწორა, მაგრამ მალევე აეწვა სახის თითოეული ნაკვთი, ვიღაც გამწარებით უმზერდა. მზერის პატრონს გახედა და ადგილზე გაშრა. ქალმა ცისფერები მალევე აარიდა და უსასრულობაში გაიხედა. მისმა გრძნობებმა თავი ვეღარ შეიკავეს, დამწყვდეული კესანე გულმა წამში გამოუშვა, უეცარი მხიარულება სადღაც დაეკარგა. გაახსენდა გუშინ მის მკლავებში მოქცეული, მისი უეცარი ბედნიერება და ისიც, როგორ მიატოვა ქალი. კესანე მზერას აღარ უსწორებდა, ცხვირის წვერი გასწითლებოდა, ტირილისგან თუ სიცივისგან ალექსანდრემ ვერ გაარჩია.
-ბატონო ალექსანდრე, ყველაფერი მზადაა "G&A"-სთვის, ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ-კახაბერმა მშვიდად გახედა კაცს. კომპანიის სახელმა უფრო შეაკრთო კაცი, რას აკეთებდა ვეღარ გაეგო.
-ისინი დღეს ღონისძიებაზეც გელოდებიან-სანდრამ საუბარში დაუმატა.
ალექსანდრე უცებ გასწორდა სკამზე, მიხვდა, რომ ისიც იქ იქნებოდა. ისევ ნახავდა ელიზაბეთს, მაგრამ ახლა რატომ სტკიოდა, რატომ უჭერდა ვიღაც გულზე ხელებს, რატომ არ აძლევდა მოსვენებას. ახლა ხომ ბედნიერების გარდა არაფერი არ უნდა ეგრძნო, რა ემართებოდა, რატომ ვეღარ გამოდიოდა ნაპირზე.
-ეს კესანეს პროექტია, ამიტომ უმჯობესი იქნება მასთან ერთად თუ წახვალთ-გაუღიმა ნელიმ და კაცმა გველნაკბენივით გახედა ქალს, თავი რომ დაეხარა და ვეღარ ინძრეოდა შიშისგან. სწრაფად წამოდგა ფეხზე, მაგიდას უცბად გადაავლო თვალი და საკუთარ კაბინეტს მიაშურა.
სახეზე ხელები მოისვა და ნერვიულ სიარულს მიჰყვა, საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა. ფიქრებში ჩაძირულიყო უეცრად მისი კაბინეტის კარები რომ შემოხსნეს. კაცი ადგილზე გაშრა მისი დანახვისას. გაავებული თვალებით უყურებდა კესანე. ხვდებოდა ყიფიანი, რომ მისგან პასუხებს ელოდა.
-დაუკითხავად რატომ შემოხვედით ქალბატონე კესანე?-კაცმა თვალი გაუსწორა ქალს,მაგრამ ახლა სულაც არ ადარდებდა მისი ასეთი თავხედური შემოვარდნა, მხოლოდ ის სტკენდა გულს მის ცისფერებში რომ ცრემლები კიაფობდნენ.
-ალექსანდრე-ლოყაზე თითებით მიეფერა, მაგრამ ყიფიანმა უხეშად მოიშორა და ის ფაქტიც უკუაგდო, რომ საუცხოოდ ესიამოვნო შეხება და ის ადგილი საუცხოოდ აეწვა, რამდენიმე წამის წინ ქალი რომ ეხებოდა.
-ზღვარს ხომ არ გადადიხართ?-ეცადა სიუხეშე დატყობოდა ხმაში.
-ალექსანდრე, ღმერთო ჩემო, გუშინ დაგავიწყდა რა მოხდა?
-არაფერი მომხდარა, ორივე შევცდით
-შევცდით-ქალს ირონიულად ჩაეცინა-შევცდით? გული გადაგიშალე, ჩემი ტკივილები გაგიზიარე, შეხების უფლება მოგეცი და შევცდით?-უღრიალა ქალმა.
-ნუ ყვირი, ვინმე გაიგებს-თითი დაუქნია ცხვირწინ.
-ხოდა გაიგონ, რა არაკაციც ხარ
-კესანე ზედმეტები მოგდის
-მე? მე? მე მომდის ზედმეტები? საკუთარი გული დაგაჭერინე ხელში, მე შენ...-წინადადება აღარ დაამთავრა, ცრემლებს უფლება მისცა ჯებირები გადმოელახათ, საკუთარი თავი შეეცოდა ქალს. ასეთი უსუსრი რომ იყო იმ კაცის წინაშე, რომელიც არაფრად აგდებდა-ღმერთო ალექსანდრე, როგორც კი დაბრუნდა იმ წუთასვე ყველაფერი მიატოვე. იმდენად ხარ შეყვარებული, რომ მიუხდედავად იმისა, რომ ის უკვე სხვა ადამიანთანაა მაინც მზად ხარ მის გამო მთებიც კი გადადგა-ტიროდა ქალი.
ალექსანდრემ მძიმედ ამოისუნთქა, გულმა რეჩხი უყო, მძიმე ტვირთად დააწვა კესანეს ცრემლები, სული შეეხუთა და მისმა გულმა უეცრად გააქრო ელიზაბეთი ყველაფრისგან, მხოლოდ კესანე დატოვა, მხოლოდ მისი ცისფერები და კაცი მიხვდა, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. აღარ შეეძლო მისი ყურება, როგორ სტკიოდა, როგორ ეწვოდა სული, იმიტომ რომ საკუთარ თავს ახსენებდა მის წინ მდგარი. იმ ალექსანდრე ყიფიანს აგონებდა, რომელიც ელიზაბეთმა გახადა, რომელიც ექვსმა წელმა გახადა.
-კესანე-მისი სახე ხელებში მოიქცია და მის სახესთან ამოიჩურჩულა-კესანე, რა ლამაზი ხარ, კესანე-განუწყვეტლივ იმეორებდა ქალის სახელს.
-გთხოვ ნუ მეხები, გთხოვ, მერე ხომ მაინც უნდა მიმატოვო-ჩურჩულებდა კესანეც, მაგრამ ყველა კაცის შეხებაზე თვალები ელულებოდა.
-ჩუუ-მის ქვედა ტუჩს თითები გადაუსვა, შუბლი შუბლზე მიადო.
-გაიწიე-ხელი კრა უხეშად კაცს და თავიდან მოიშორა-მე შენი საყვარელი არ ვარ, როცა მოგინდება მაშინ რომ ინახულო, მოესიყვარულო და ამ დროს სხვასთან იყო-უღრიალა ისევ.
-რა ჯანდაბას ითხოვ ჩემგან? შენს სიყვარულს? ეს გინდა? დაივიწყე, თავად დამთანხმდი ცხოვრების დანგრევაზე და აჰა, დაგინგირე ცხოვრება კესანე-ყიფიანმაც არ დააკლო ყვირილი. ქალის გაოცებისგან და ტკივილისგან აწყლიანებული თვალებს მზერა მოარიდა. კესანემ თავი ხელებში ჩარგო, ჩუმად ამოიქვითინა, როგორ უსუსრად გრძნობდა ახლა თავს. სიტყვას ვეღარ ეუბნებოდა კაცს. მძიმედ აწვა მისი სიტყვები, როგორ გაბრიყვდა ასე ახლოს რომ მოუშვა, ასე გაიხსნა მასთან, მაგრამ რას ელოდა 6 წლის ტანჯვას ასე გააქრობდა და 2-3 თვეში სრულებით მისი გახდებოდა?! პირზე ხელი აიფარა, ეცადა მისი ტირილის ხმა ყიფიანის კაბინეტიდან არ გასულიყო.
ალექსანდრე მის აცახცახებულ მხრებს უყურებდა, წამიერად ინანა საკუთარი საქციელი, მაგრამ ეს ფიქრები უკუაგდო და საბოლოოდ გაანადგუნა კესანე.
-ახლა სამუშაოს დაუბრუნდით ქალბატონე კესანე
წონასწორობას ძლივს იკავებდა ქალი, უსაშველოდ სტკიოდა. მუჭით მოიწმინდა ცრემლები, აკანაკალებულად ჩაისუნთქა ჰაერი და კაცს მზერა გაუშტერა. ყიფიანმა კი ცისფერებში, რომლებიც ასე საოცრად უყვარდა, ზიზღის მეტი ვერაფერი ამოიკითხა. კესანე მალე გაეცალა მის კაბინეტს, თავად კი მძიმედ ჩაეშვა სავარძელში და უსასრულო ფიქრს მიეცა.
საღამოს მოახლოებასთან ერთად მალევე გაქრა მისი გონებიდან კესანე და ელიზაბეთმა ჩაანაცვლა ის.შიშით და ღელვით შეაღო დარბაზის კარი. ნერვიულობისგან ხელის გულები უოფლიანდებოდა. არც კი სჯეროდა, რომ ამდენ წლიანი განშორების შემდგომ კვლავ იხილავდა საყვარელი ქალის სახეს. გარემოს თვალი მოავლო, არსად იყო ელიზაბეთი. ღვინის ჭიქა ბოლომდე გამოცალა და წამიერად გათიშა შიში.
-ბატონო ალექსანდრე-მხიარული ხმით მიესალმნენ-როგორ გიკითხოთ?
-მადლობა კარგად, თავად?
-ასევე, გავიგე ბატონ ანდრიასთან ხელშეკრულება გაგიფორმებიათ
-დიახ ასეა
-ძალიან მიხარია თქვენი ამბავი, იქნებ შემდეგში ჩვენც ვითანამშრომლოთ
-აუცილებლად-ძალით გაუღიმა ყიფიანმა.
-ბატონ ანდრიას ბევრ რამეში გაუმართლა, არაჩვეულებრივი ბიზნესპარტნიორი, ცხოვრება, ულამაზესი საცოლე, მეტი რა უნდა კაცს იმისთვის, რომ თავი სრულყოფილად იგრძნოს?-იცინოდა კაცი, მაგრამ ალექსანდრეს გულში არსებული ბრძოლა ნამდვილად არ ყოფილა სასაცილო. კაცმა მზერა ერთ წერტილს გაუშტერა-რა საოცარებაა.
ყიფიანმა მის მზერას გააყოლა თვალი, ხალხში მოსაუბრე კესანე მართლაც საუცხოოდ გამოიყურებოდა. ისე იცინოდა, თითქოსდა დილით მისთვის გული არ გაეტეხათ, ოცნებები არ დამესხვრიათ, ზურგი არ ექციათ. საოცარი გრძნობა დაეუფლა კაცს, უცებ მისი სურნელი ასე შორიდანაც კი იგრძნო, მისი ცისფერები დაუდგა თვალწინ და წამიერად მოუნდა მისი შეხება.
-მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე-უკნიდან კაცის ხმამ გამოაფხიზლა. მისკენ შებრუნდა და ადგილზე გაქვავდა. ლურჯი, გრძელი კაბა ეცვა, შავი დალალები ერთ კონად შეეკრა, წითელი ტუჩსაცხი უელავდა და მისი თვალები, ეს ნამდვილად საოცრება იყო. ელიზაბეთი მხოლოდ თვალებითაც კი დაგატყვევებდა, ზღვასავით კამკამა და ცასავით სუფთა თვალები ჰქონდა ქალს. ალექსანდრეს სუნთქვა შეეკვრა, მონატრების სუსხმა დაუარა ტანში-რა პატივია თქვენი ნახვა. ეს ელიზაბეთია, ჩემი საცოლე-საუბრობდა ანდრია, თუმცა ყიფიანს არაფერი ესმოდა, გონებაში, მხოლოდ ქალზე ფიქრი ჰქონდა. ელიზაბეთმა მზერა გაუსწორა, თითქოს უმნიშვნელო რაღაცას უყურებდა, წამიერად მის თვალებში საკუთარი თავი არარაობად წარმოუჩნდა.
-ბოდიში მე, საპირფარეშოში უნდა გავიდე-ძლივს გადააბა სიტყვები კაცმა და გარემოს გაეცალა. ცივი წყალი შეისხა სახეზე და ეცადა გონზე მოსულიყო. ახლა მის წინ იდგა ამდენ წლიანი განშორების, ტკივილის აღსასრული და ვერაფერს აკეთებდა. საკუთარი თავი ხელში უნდა აეყვანა,მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. საპირფარეშოს კარი, რომ შემოგლიჯა ვიღაცამ მაშინ მოეგო გონს. მისი ცისფერები მომნუსხველად უყურებდნენ, რა საოცრება იყო მისი დანახვა, ისევ, 6 წლის შემდეგ.
-ელიზაბეთ-ამოიჩურჩულა ქალის სახელი, მაგრამ მისკენ ვერ გაიწია, ვერ გაუბედა, თითქოს შეეშინდა ისევ არ წასულიყო-ელიზაბეთ, რამდენი წელი გავიდა
-ძალიან ბევრი ალექსანდრე-ხმაში სიუხეშე შეტყობოდა-აქ რას აკეთებ?
-რას ვაკეთებ?-გაკვირვებით შეხედა ქალს, შემდგომ მონატრებამ თავისი ქნა, მათ შორის არსებული მანძილი სწრაფად დაფარა და მკლავებში მოიქცია. სიამოვნებისგან თვალები მიელულა. რა საოცარი გრძნობა იყო, როგორ ენატრებოდა ქალი. მის მოშიშვლებულ ზურგზე დაატარებდა ხელებს და განშორებას იკლავდა. ქალისგან, რომ იგივე ვერ იგრძნო, მალე მოშორდა მის სხეულს. გაოცებულმა ახედა, მის თვალებში ეცადა პასუხების მოძებნას, მაგრამ ვერაფერს მიხვდა.
-ალექსანდრე, ვერ ხვდები?-ქალმა უსიამოვნოდ აიქნია ხელი-ჩვენი სიყვარული დიდი ხნის წინ დამთავრდა
-არა, ელიზაბეთ არა-ახლა მისი სახე მოიქცია ხელებში-ჩვენ ხომ ამდენი წელი გვყავდა ერთმანეთი, ასე გვიყვარდა, რა კარგი ურთიერთობა გვქონდა-თან ეჩურჩულებოდა და თან სახის ყველა ნაკვთს უკოცნიდა. ქალმა უხეშად მოიშორა
-ჩვენი ურთიერთობა ნაგავი იყო. არასდროს მყვარებიხარ ალექსანდრე-დამცინავად დააჩერდა კაცს-რასაც შენზე იგივეს ვერ ვიტყვით. ნუთუ ამდენი წელი მელოდებოდი?
-ელიზაბეთ-კაცმა გაკვირვებით გახედა საყვარელ ქალს და გულში რაღაცამ გასცრა, წამიერად მოუნდა აქედან გამქრალიყო-შენ გონება გაქვს არეული, ვერ ხვდები, რომ ჩვენ ისევ გვიყვარს ერთმანეთი, მე შენ გელოდებოდი ელიზაბეთ
-ღმერთო რა უსუსური ხარ ყიფიანო. ნუთუ კაცსაც შეუძლია ასე უყვარდეს, ალბათ ახლა ხვდები რას გრძნობენ ქალები-ხმაურიანად გაიცინა-ძალიან ვწუხვარ შენს გამო, მაგრამ ახლა ანდრიასთან ვარ, შენს გრძნობებს ვერაფერს ვუშველი, მაგრამ შემიძლია ჩვენი თაფლობისთვიდან რამდენიმე დღე დაგითმო-კვლავ გაიცინა ქალმა და წვერზე წაეთამაშა გაოცებულ კაცს, შემდეგ შუბლზე კოცნა დაუტოვა და იქაურობას გასცილდა.
უცბად დაენგრა ყველაფერი, რაც ეგონა, რომ დიდ ბედნიერებას მიანიჭებდა. საოცრად მოუნდა შურისძიება, საოცრად მოუნდა იმ 6 წლიანი ტკივილისა და ტანჯვის განცდა შეექმნა ქალისთვის, რომელმაც გაანადგურა, საკუთარი თავი დააკარგვინა და მთლიანი ყოფა შეუცვალა. საკუთარ თავს სარკეში გახედა, რა უბედურს და საცოდავს გავდა ახლა. შინაგანი მეს ხმა ჩაესმა წამიერად, რომელიც ამ 6 წლის განმავლობაში ხშირად უმეორედა, რომ მიატოვეს, მაგრამ ის მაინც იბრძოდა, მაინც ერეოდა ამ ხმას, ოჯახს, მეგობრებს, მის გარემოცვას. არავის უსმენდა, მხოლოდ საკუთარ გულს და ახლა ხვდებოდა ამან სადამდე მიიყვანა. ცრემლი მოერია, შეეცოდა თავისი გრძნობები, ის სიყვარული, რომელსაც ასე ბავშვივით უფრთხილდებოდა და ალბათ წამიერად, ეგოისტურადაც კი გაიფიქრა კესანეზე. სარკეში არსებულმა ალექსანდრე ყიფიანის ანარეკლმა გული აურია, შეზიზღდა ყველაფერი და ყველა და პირველ რიგში საკუთარი თავი. გაავებულმა მუშტი დაუშინა სარკეში არსებულს და მანამ არ შეწყვიტა, სანამ ნამსხვრევებად არ იქცა სილუეტი. წითლად შეღებილიყო იქაურობა, ხელიც მძიმედ აეწვა, მაგრამ სულის წვას ვერსად დაემალა.
საპირფარეშო სწრაფად დატოვა, გაავებულმა აქეთ-იქით მოიხედა, მაგრამ მისი სურვილების ობიექტი ვერსად დალანდა. გაოცებული მზერები დააიგნორა და სუნთქვა გაუჩერდა მისი კაბა, რომ ტერასაზე დალანდა. წამებში დაფარა მანძილი და ქალი, რომ მარტო დაიგულა მის წინ აისვეტა.
-ალექსანდრე-შიშისგან შეხტა ქალი, შემდგომ, კაცის მდგომარეობას, რომ დააკვირდა სახეზე ფერები გადაუვიდა. სისხლიანი მუშტს გაუსწორა მზერა, შემდეგ კი მის თვალებს, გაცოფებული, რომ უმზერდა და ჩასწითლებოდა. ნაპერწკლებს ყრიდა და მიხვდა, რომ სწორედ იმ მდგომარეობას ხედავდა, რაშიც თავად იყო დილას მის კაბინეტში. მშვიდად ამოისუნთქა, ვეღარ გაუძლო მის ასეთ ყურებას და დარბაზში დაბრუნება დააპირა, მის მკლავს, ვიღაც ძლიერად რომ ჩააფრინდა და თავისკენ მიზიდა. ალექსანდრე მთელი ძალით უჭერდა ხელს კესანეს. მისი აწყლიანებული თვალებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, არც ის ადარდებდა ტკივილისგან უკვე გონება, რომ ებინდებოდა ქალს, მხოლოდ მთელი ზიზღით გამოსცრა კბილებში.
-შენი დამპალი ძმის გამოყვანა ხომ გინდა ციხიდან კესანე?-საოცრად ბოროტი ხმა ჰქონდა ყიფიანს-ხვალვე სახლში დაგხვდება, თუ ცოლად გამომყვები.
კესანემ გაავებულმა გახედა კაცს და სულარეული, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილისგან დაღლილი, ნაწამები და დაჭრილი, მისი მტანჯველის ხელებშივე დაკარგა გონება.



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან საინტერესოა ,ველოდები შემდეგს ,ალექსანდრეს დახრჩობა კი მომინდა ????????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

მალე დადეთ გაგრხელება. იმედის ერთ კვირას აღარ გვალოდინებთ, თან რა დროს შეწყდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent