შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შე'მიყვარდი (10)


11-10-2025, 07:20
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 243

_არაფერი ჩაიდინო ისეთი ,რომ დაგაგვიანდეს _ეს თქვა მხოლოდ და პირველმა აქცია ზურგი. მოკვდებოდა და არ გააჩერებდა სხვისკენ მიმავალს. სოფიო კი წავიდა აზრით გონებაში " არ მოვწონვარ ,არც კი ვაინტერესებ" საკუთარ თავს უბრაზდებოდა, როგორ დაუშვა და გაუჩნდა ფიქრი ,როგორ აჰყვა სხვების ხმას .

დუდაზე ფიქრობდა და მის არარსებულ გრძნობებზე კაცი რომ შეხვდა. სანდრო ჯოხაძე სიმპათიური კაცი იყო . საკუთარი საქმის პროფესიონალი , ზრდასრული მამაკაცი ,რომელთანაც ერთი შეხედვით ურთიერთობის დაწყება ღირდა. სასაუბრო თემა და უდიდესი სივრცე პროფესიის სახით ჰქონდათ , ცუდი მოსაუბრეც არ იყო და არც გალანტურობა აკლდა ,არც თვალების ციმციმა იშურებდა.
_რამდენი წელია რაც საქართველოში მუშაობ?
_3 წლით ვიყავი გასული ქვეყნიდან ...საქართველოდან შორს ყოფნა არ შემიძლია _ იმ წამს აღმოაჩინა თითქოს რამდენად უყვარდა იქაურობა _ ქართული ლაპარაკი რომ არ მესმის ცუდად ვხდები . სრულიად ასოციალური გავხდი იმ პერიოდში
_მე კი აქაურობა მიხუთავს სულს ... ამ სტერეოტიპებით სავსე ხალხი, ჩარჩოებით შეზღუდულები სიყალბემდე მისულები
_არ გცნობია შენ კარგად ქართველები და საქართველო ... ცუდი და კარგი ადამიანები ყველა ქვეყანაში არიან . ჩვენ უბრალოდ აქ ვეკონტაქტებით ზედმეტად ბევრს და ვიცით მეტი . რომელ ქვეყანას არ ჰყავს კომპლექსიანი ადამიანები,ბულინგის ან ძალადობის მსხვერპლები
_სრულიად გაუმართავია ყველა სისტემა,მთლიანად ქვეყანა ,ხელისუფლება. მედიცინაში რა ხდება საერთოდ, განათლებაში ,ეკონომიკაში,პოლიტიკაში. გართობაც კი შეუძლებელია ისე მეზობელმა რომ არ იჭორაოს და მთელმა ქვეყანამ არ გაგკიცხოს. კერძები გემრიელია,მაგრამ სხვა ქვეყნების სამზარეულოს არც იცნობენ სოფლელები,რომლებიც იფიცებენ ელარჯზე და ხინკალზე
_რატომ ხარ აქ თუ არ მოგწონს აქაურობა
_დედაჩემი ვერ წავიყვანე ... მამაჩემის საფლავს არ ტოვებს ,თითქოს გაექცევა სადმე. გარდაცვლილი ადამიანის უსასრულო გამოტირება ხომ საერთოდ პარადოქსია. მორჩა,დასრულდა და რა აზრი აქვს რამდენჯერ მიხვალ იმ ცივ ქვასთან _ სოფიას უკვე ნერვებს უშლიდა მისი საუბარი. დუდას სიტყვები უტრიალებდა გონებაში გაფუჭებული რადიოსავით" თუ დააკვირდები, მიხვდები რატომ ვერ იქნება თქვენი ცხოვრების მეგზური " რას უნდა დაკვირვებოდა ,რა იყო ისეთი რაც ამ ერთი შეხვედრით მიახვედრებდა ამას. ჭიასავით შეუჩნდა ეს აზრი და სულ გაუქრა განწყობა . ვერ მიხვდა რა უნდა შეემჩნია, რას დაკვირვებოდა კონკრეტულად. ზოგადი შეხედულებების გამო?არა ასე იოლად არ იქნებოდა ყველაფერი. შემდეგ თვალში მოხვდა როგორ მისდიოდა შეტყობინებები და პერიოდული ჩაღიმებებით პასუხობდა ვიღაცას ან ვიღაცებს.
_დუდა ყიფიანს იცნობ? _რატომ ჰკითხა სრულიად მოულოდნელად და რატომ არ მოეწონა მისი გამომეტყველება თავადაც არ იცოდა
_შენ საიდან იცნობ ...ტიპიური განუვითარებელი მოძალადეა. კომპლექსებით და ვაიქართველობით,ვაიკაცობით გაბღენძილი ბავშვი
_შენ სად გადაეყარე_ყიფიანს რომ ასე შეაფასებდა კაცი ეს იმას ნიშნავდა რომ მისგან იყო ნაცემი. სხვა არაფერი მოაფიქრდა დასკვნად
_მე კი არა შენ სად გადაეყარე ასეთი მშვიდი ცხოვრების მქონე ქალი დუდა ყიფიანს _ დაიძაბა. იქამდე თუ მშვიდი იყო შემდეგ გამომეტყველებაც შეეცვალა,ანერვიულდა , აფორიაქდა. პასუხის გაცემა ვერ მოახერხა ისე დაურეკეს კლინიკიდან და მაშინვე დატოვა მაგიდა
_უკაცრავად ... გისმენ ლიკუნა
_არ ვიცი რა სჭირს ამ ბიჭს ,მაგრამ აშკარად არ აქვს იღბლიანი წელი
_რა ხდება
_ამჯერად ბებია შემოიყვანეს ... ნატალია გიგაური. კატეზე გაგვყავს . ჰემორაგიული ინსულტია დიდი ალბათობით . კლინიკაშიაო მითხრეს,მაგრამ ჯერ შენთან დარეკვა ვარჩიე... ახსენა საუბრისას ბებია და წარმომიდგენია როგორი რეაქციაც ექნება
_ვინ გადმოიყვანა ...
_კატასტროფამ ... შვილი და სიძე მოვიდნენ ისე . შეიძლება იმათ უთხრეს, მაგრამ რომ სცოდნოდა აქამდე ხომ მოვიდოდა და ნახავდა
_გამოვდივარ უკვე... მალე მანდ ვიქნები _ მაგიდასთან მჯდომ კაცს მიუახლოვდა და ჩანთა აიღო_ჩვენი შეხვედრა აქ უნდა დასრულდეს
_ასე მალე რატომ
_გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა...ნახვამდის _ სიტყვა აღარ ათქმევინა ისე შებრუნდა და წავიდა.

ყველას გაუკვირდა იმ დროს სოფიას დანახვა თანაც სამედიცინო ფორმისა და ხალათის გარეშე. კაბინეტში იჯდა დუდა და ისტორიას ბეჭდავდა კარში რომ გამოჩნდა
_აქ რა გინდა ... მართლა პირველივე შეხვედრისას გამოავლინა თავი ?იმედია რამე არ დაუშავე ან დაგიშავა
_შენ საიდან იცნობ რა მითხარი?
_წარსულში ჩადენილ ცოდვებს გაახსენებდა ჩემი სახელი...აქ რატომ მოხვედი . სახლში ვერ წახვედი?
_შენ რატომ არ ხარ სახლში...
_საქმეს დავასრულებ_თქო ვიფიქრე. დედაჩემის ნერვები არ მაქვს , სულ რაღაც უნდა და მაგიჟებს. ბებო მაინც გვიან იძინებს
_დუდა
_ჰო
_რაღაც უნდა გითხრა
_რა ... დილიდან თავი მტკივა . ორი გამაყუჩებელი დავლიე უკვე . სულ შენი ბრალია რა სანდროსთან პაემანი. მამაშენს უთხარი ცუდი გემოვნება გაქვს და აწი უკეთ გაარკვიე ვინ ვინ არის_თქო _წამოდგა და დალაგება დაიწყო ფურცლების. მერე უცებ შებრუბდა და მზერა გაუსწორა _რაღაც ხდება ხომ? რა თქმა უნდა... იმიტომ მოხვედი. აჩი ცოტა ხნის წინ ვნახე , მას არ ეხება ხომ? აბა ? ყიფო გაეხვა რამე ამბავში და შენ გაიგე? ვინმე არ დაჭრა იმედია ... რა მოხდა
_ნატალია
_რა სჭირს ... რა . ცოცხალია?
_ცოცხალია , მაგრამ მძიმედაა
_სახლშია ?
_კლინიკაშია
_სახლში უნდა წავიყვანო ... სახლში უნდა მოვასწრო და წავიყვანო. თავის ოთახში უნდა იყოს ,ანდროსთან ახლოს . დამიბარა ,დამიბარა და უნდა შევუსრულო. დედაჩემმა რა იცის _დერეფანში მიდიოდა ჩქარი ნაბიჯებით ,მერე კიბეზე ჩარბოდა და სოფიოც უკან მიჰყვებოდა. როგორ გარბოდა ქუსლიანი ფეხსაცმლით ვერ გეტყვით,მაგრამ დუდა რომ მოიკეცა და კედელს მუშტები დაუშინა იქ იდგა ,მის უკან და ზურგიდან ეხვეოდა _ღმერთო ცოტახანს როგორ ვერ გაიმეტე ჩემთვის მშვიდი სუნთქვა..._საკუთარ მუჭს კბენდა ბოლოს და ისე ღმუოდა სიმწრისგან. უნდოდა სულზე მეტად სხეული ტკენოდა და არ გამოსდიოდა,შეუძლებელი იყო.
_დუდა...
_ვიცი,უნდა გავმაგრდე. ვიცი ,უნდა გავუძლო,ვიცი ეს ბუნებრივი მოვლენაა ბებიები და ბაბუები კვდებიან და ჩვენ ვრჩებით. ვიცი ძლიერი უნდა ვიყო და ისევ ყველა მე გავამხნევო .ყველაფერი გავაკეთო ,ყველაფერი უნდა გავაკეთო ... სახლში წამაყვანინე !
_ხომ იცი
_მოახერხებ თუ ვერ ... დავრეკავ მაშინ
_ვისთან
_ვიღაცასთან ვინც კლინიკის დირექტორთან მოაგვარებს და იმის იქეთაც
_დუდა პაციენტის ნებართვა არ გვექნება. იურიდიულად
_წავიდეთ ... გამომყვები ხომ? _იმ წამს თავიდან შეათვალიერა_ფეხები გეტკინება
_მოვედით უკვე ...
არავისთვის უკითხავს მდგომარეობა. იპოვნა პაციენტებს შორის უძვირფასესი და ჭაღარა თმაზე აკოცა. დიდხანს იყო ასე თავდახრილი, ეფერებოდა ჯერ კიდევ ცოცხალს. სულისა და სხეულის გასაყარზე მყოფს მერე კი გამოვიდა და დარეკა
_გაიგე ?
_გავიგე... ვწუხვარ ძალიან
_სახლში მინდა წავიყვანო...მისი სურვილია და აქ სიკვდილის უფლებას ვერ მივცემ. უცხო ხალხის გარემოცვაში,ცივ კედლებში. იქ უნდა იყოს თავის ოთახში ... ილდანო ცოტა დრო მაქვს. ძალიან ცოტა
_მოვაგვარებ და ტრანსპორტირებაზეც ვიზრუნებ.
_არა ,თვითონ მე
_შენ უბრალოდ გვერდიდან არ მოშორდე და დაიმახსოვრე ,დააკვირდი,მოეფერე
_თორნიკე
_მოეფერე და სუნი დაიმახსოვრე. არაფერზე იფიქრო სხვაზე ...წუთი აქციე საუკუნოდ

სიტყვა ვერ უთხრა ბებიამ ერთადერთ შვილიშვილს. მხოლოდ უყურებდა ცრემლიანი თვალებით და თითებზე ჩაბღაუჭებულ მის თითებს სულ ოდნავ ეხებოდა.
_სახლში წაგიყვან ბე ... სახლში ჩემო საყვარელო ნატალიკო . სიგიჟემდე მიყვარხარ ,ბე

ისტორიით სავსე ოთახში რომ შეიყვანეს ყველა კუთხეს მოავლო მზერა და რამდენიმე წამში განუტევა სული.
გარედან ისმოდა ნათიას ტირილის ხმა . დუდა იატაკზე იჯდა და შუბლით ეყრდნობოდა მის ჯერ კიდევ თბილ ხელს უცებ რომ მივარდა
_რატომ წამოიყვანე... რატომ წამოიყვანე შენ რანაირი ექიმი ხარ. როგორ ვერ გადაარჩინე. სახლში რატომ წამოიყვანე,სიკვდილის უფლება როგორ მიეცი. რატომ მომიკალი _ ხელებს ურტყამდა და კიოდა. ყველგან ისმოდა მისი ხმა დუდა კი ხმას არ იღებდა
_გეყოფა ! ნათია გეყოფა ... _ გიორგიმ ჩაავლო ხელი და მოშორება სცადა ,მაგრამ ისე მოუქნია გაშლილი ხელი სახეში ბიჭს როგორც პატარა ბავშვს
_სულ შენი ბრალია... ყველაფერი შენ გამოა. შენი გაჩენის წამიდან დაიწყო უბედურებები. შენ გამო ვჩხუბობდით მე და გიორგიც. შენზე გიჟდებოდა ანდროც და ყველანი. ის ავარიაც...ჩემი ძმაც ცოცხალი იქნებოდა ახლა შენთან რომ არ გამოქცეულიყო. შენ ,შენ ხარ მოსიარულე უბედურება ასეთი რა გაგაჩინე . ყველაფერი გინდა ხომ? ყველაფერი შენ სახელზეა და იმიტომ მიეცი სიკვდილის უფლება
_ნათიაა _ გიორგი უყვიროდა,მაგრამ არ ესმოდა. ხალხით იყო სავსე სახლი , სოფიო იმ წამს დაიძრა ხაჭვანებიც რომ შევიდნენ და დაინახეს როგორ გადაუდგა წინ დუდას
_კიდევ ერთ სიტყვას იტყვი დუდას მისამართით და მეტყველების უნარს დაგაკარგვინებ, სამუდამოდ! ასეთი სუსტი და უძლური როგორ ხარ საერთოდ
_შენც გაგანადგურებს... შენც ბოლოს მოგიღებს აი ნახავ . ნახავ და მებრალები უკვე
_დუდა ადექი ! _ ქალს ზურგი აქცია და ბიჭს ხელი ჩაკიდა
_სოფია! _ მეხის გავარდნასავით ისმოდა ლევან ხაჭვანის ხმა _ სახლში! _ბრძანება იყო მოკლე და მკაფიო,მაგრამ ქალი არ აპირებდა დუდასთვის ხელის გაშვებას . თითქოს დუდასაც მიზეზად სოფიოს დაცვა სჭირდებოდა ისე წამოიმართა და ხაჭვანის თითებს თავისი ჩაჭიდა .
_ შენც გაგანადგურებს...შენც ბოლოს მოგიღებს და თვითონ გააგრძელებს
_ნათია გაჩუმდი! _ გიორგის ხმამ გადაფარა ბოლოს ყველა და ყველაფერი გაჰყავდა,მაგრამ დუდამ არ მისცა უფლება
_არ გაიყვანო... ცოცხალთან არ დარჩა. მოვლა დაეზარა და გაიქცა. ქალს გარდაცვლილი შვილი ენატრებოდა და მერე შენი მონატრება დაუმატე. მე ვიყავი ყველაფერი და ჩემთვის იყო ყველაფერი. უკანასკნელი ოჯახისწევრი დავკარგე ამ წამს
_გონს არაა ხომ იცნობ ... ცუდად რომაა ასე
_მე კი ვიცნობ შენ რით ვერ გაიცანი ან რა სიყვარულით გიყვარს ასეთით... _ ჩუმად უთხრა მამას და მერე სოფიოსთან ერთად გავიდა ოთახიდან. ხელი როდის გაუშვა ვერ გაიაზრა,ხაჭვანების ოჯახის წინ რომ იდგნენ უკვე აღარ ეხებოდა _ამით დასრულდა გიგაურების დიდი ოჯახის ამბავი , ბატონო კახა _მოხუცს გაუსწორა ამღვრეული მზერა , იცოდა ისიც გლოვობდა ძველ მეგობარს
_მშვიდად იქნება თავის ქმარ_შვილთან ერთად ... შენ ეიმედებოდი და შენ არ უნდა გააქრო მათი სახელები
_ვიზიარებთ ... რა შეგვიძლია თქვენთვის
_არაფერი ! მადლობა , რომ აქ ხართ _ზურგს უკან ესმოდა ნათიას მოთქმა. ოთახიდან რომ გამოიყვანა გიორგიმ გონება დაკარგა და წამსვე მასთან გაჩნდა. სოფიო იდგა უძრავად და უყურებდა როგორ აიყვანა ხელში დედა ,რომელიც რამდენიმე წუთის წინ გულს შუაზე უგლეჯდა.
_სახლში წადი ! _ლევანის ხმა გაიგო და მზერა მოაშორა დედა_შვილს_რას გავხარ ,რა გაცვია სად უნდა იყო და სად ხარ თუ ხვდები_ ჩუმად ელაპარაკებოდა
_ვიღაც კაზანოვასთან რომ გამიშვი შეხვედრაზე რა გეგონა მეც გამაბრუებდა? ჯერ გამოიკვლიე მისი წარსული ცოდვები და მერე გამოგზავნე ჩემამდე !
_ვაჟიშვილი გინდა ამ ასაკში ? უფრო პატარა ბიჭი უნდა იპოვნო მაშინ თორემ ქალის დეფიციტს არც ეს განიცდის.
_წავიდეთ ... _ ეზოში შემოსულ ნავერიანს მიესალმნენ გასვლამდე. კახა დარჩა , ლევანი კი წავიდა. სახლში არ გაჰყვა,ბინაში მივიდა,მოწესრიგდა ,ტანსაცმელი გამოიცვალა,კომფორტულად გამოეწყო და უკან დაბრუნდა. სახლი უკვე ცარიელი იყო. მიცვალებული სასახლეში გადაესვენებინათ . დუდა ეზოში იჯდა , მუხლებზე დაყრდნობილი ,თავდახრილი ,ეწეოდა . მთლიანად შავებით შემოსილი სულისშემხუთველად გამოიყურებოდა. მიახლოებულს ქვემოდან ამოხედა და აშკარა იყო გაუკვირდა მისი იქ ნახვა. გვერდით მიუჯდა სოფია , ხელი მხარზე დაადო და სულ ოდნავ მოუჭირა გონს მოსასვლელად
_სახლში უნდა ვყოფილიყავი... მუშაობის დაწყება კიდევ არ მინდოდა , დამაძალა. მგონი კახასაც მან უთხრა . წუწუნებდა სულ ჩემთანაა და სხვას არაფერს აკეთებსო. ახლოს რომ ვიყავი კარგად იყო,სხვამ ვერ მიხედა ჩემსავით ხომ ხედავ ... მე სხვებს ვმკურნალობდი ის რომ _ისეთი შეცვლილი ჰქონდა ხმა ,მოსმენაც ეუცნაურა სოფიოს
_შენც იცი მისი ამქვეყნად ყოფნა სულის წამება იყო მეტი არაფერი და შენც რომ გააჩერე ცხოვრება მასთან ერთად , ამ სახლში გამოიკეტე კიდევ უფრო ცუდად იგრძნობდა თავს. ესაა სიყვარული, არაეგოისტური და არა ...თავის დადანაშაულება სისულელეა _ ნათია აღარ ახსენა თავი შეიკავა ,მაგრამ დუდა მიუხვდა . სიგარეტის ღერი მოიშორა და სოფიასკენ შებრუნდა
_ყველაფერი მართალია რასაც ამბობს ...უბრალოდ მე განზრახ არავის ვაზიანებ. ყველაფერი უნებურად ხდება
_შენ რა შუაში ხარ დუდა ... ყველას ცხოვრებაში ხდება უბედურება და უარესიც კი . რატომ არაა სხვა ოჯახისწევრის გამო ,სხვისი ბედისწერის და არა შენი . გემუდარები ეს სისულელე ამოიგდე თავიდან და ნათია ფსიქოთერაპევტთან მიიყვანე ვიზიტზე. ბევრი სიანსი დასჭირდება გონს მოსასვლელად და საღი აზრის საპოვნელად
_დედაჩემზე ლაპარაკობ იცი? დედაჩემს დაემუქრე კიდეც
_დედაშენია დედაჩემი კი არა თავი რომ შევიკავო ...
_ლევანმა იცის აქ რომ ხარ?
_ბავშვი ვარ რომელიც სახლიდან გასვლისას იბარებს სად მიდის?
_ჩემ გამო გიღირს მეამბოხე ქალიშვილის სტატუსის მიღება? _ღამის სიჩუმეში მათი ჩურჩულიც ხმამაღლა ისმოდა
_ეგ სტატუსი დიდი ხანია მაქვს და მანდ მაქსიმუმ "ქალიშვილი" ამოვარდეს წინადადებიდან
_სახლში წადი სოფია...მოვა დრო და ვიცი ინანებ ჩემთვის რომ დაიხარჯე _ჩუმად უყურებდა ერთხანს, რას ფიქრობდა ვინ იცის
_დაძინებას თუ არ აპირებ ისე მაინც დაისვენე ... წინ გაქვს კიდე დღეები გადასატანი და შენ ისედაც ყველაფრით გადაღლილი ხარ
_შენ დაისვენე ... უმცროსი ექიმი ისევ არ გეყოლება გვერდით და ბევრი საქმე გექნება
_შენ გათენებას აპირებ?
_არ დამეძინება თორემ ვიცი აზრი აღარ აქვს ახლა არაფერს და რაც გაკეთდდება ისევ ჩვენთვის ,ცოცხალი ადამიანებისთვის
_აქ თუ აპირებ ჯდომას მეც არ დამეძინება და ვიქნები... თქვენი ეზო ულამაზესია. თითქოს ქალაქში კი არა სადღაც აგარაკზე ხარ
_ბებოს საყვარელი ყვავილებია... ქვემოთ ვერ ჩამოდიოდა ხშირად და აივნიდან უყურებდა . წიგნებს ვუკითხავდი ცუდად როცა იყო . ის იყო ქალი ,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა . ბავშვივით უხაროდა ყოველი ახალი წიგნი და მეც თვეში რამდენჯერმე ვყიდულობდი. კითხვის დროს გვავიწყდებოდა ყველაფერი, მერე ჩაეძინებოდა ზოგჯერ მატყუებდა ვიცოდი , არ ვიმჩნევდი. გვერდით მივუწვებოდი ამ დროს და მეც გარინდული არაფერს ვამბობდი. ისე მომეფერებოდა ,თავზე ხელს გადამისვამდა ... მერე ხელს ვერ ამოძრავებდა და ცრემლები ერეოდა ,როცა უნდოდა შემხებოდა . ვხვდებოდი წინასწარ ,თვითონ ვიჭერდი მის მტევანს და ლოყაზე ვიდებდი . მისი ერთი წვეთი სისხლი არ მქონდა და მთელი ჩემი ცხოვრება იყო . ყველაფერი სიკეთე ,სიხარული,სითბო მისგან მივიღე და ვისწავლე. ერთხელ ვუთხარი ნეტავ ბიძაჩემის ნაცვლად მე მოვმკვდარიყავი_თქო და გაგიჟდა. ისე გამიბრაზდა აღარ მელაპარაკებოდა იმ დღეს.
_მე შენ ასეთს არ გიცნობ და ნუ შემიცვლი წარმოდგენას
_როგორს
_საცოდავს ...
_ქალებს რომ არ ვეჩხუბები იმიტომ?
_თავი სულ უნდა დაიცვა ვინც არ უნდა იდგეს შენ წინ მაინც
_შენ ასე იქცევი?
_დიახ ! მე ნამდვილად არ ვაპატიებ არავის და თუ გინდა გაბრაზდი
_დედაჩემს არ აპატიებ ჩემთან ჩხუბს?
_შენთვის სისულელეების დაბრალებას და შენ წნეხში მოქცევას,შენ ფსიქიკაზე მოქმედებას და მანიპულირებას
_დედაჩემია
_მერე რა ... ამიტომ უნდა გადაგიყვანოს ჭკუდიან და გაფიქრებინოს საშინელებები?
_თუ მართლა ჩემ გამოა?
_რა ... შენ გამო ჩხუბობდნენ დედაშენი და მამაშენი?მაშინ შვილი არ უნდა გაეჩინა თუ ქმარს და შვილს დროს ვერ უნაწილებდა
_ბიძაჩემი ჩემთან მოდიოდა ... თემა გვქონდა რაღაც სულელური და ქალაქგარეთ არიანო უთხრეს. სახლში ვიყავი დაბოლილი და ტელეფონს არ ვპასუხობდი , ვერ დამიკავშირდა და წავიდა ჩემ საპოვნელად. თვითონაც არ იყო ფხიზელი , იმ ტიპებთან უთანხმოებაც მის გამო გვქონდა საძმაკაცოს,მაგრამ მაინც იქ ჩემთვის მიდიოდა
_ავარიამდე ესროლეს დუდა...
_საიდან იცი
_უბრალოდ ვიცი და მორჩა
_სოფია ...
_სტუდენტი ვიყავი ... გაკვეთას ვესწრებოდი. ავარიამდეც სიკვდილ_სიცოცხლის ზღვარზე იყო და შენ არაფერ შუაში ხარ . თვითონ ჰქონდა იმათთან კონფლიქტი და პირიქით,ლამის შენ მოგკლეს მაგ ამბის გამო. იმის რაც შენ დაბადებამდე დაიწყო და ვერ დასრულდა სანამ ორივე მხარემ სიკვდილით არ დაასრულა...
_დედაჩემმა არ იცის ... შენ იმაზე მეტი გცოდნია ექიმო ვიდრე წარმომედგინა
_პატარა ბავშვია და უმალავთ? შენი დადანაშაულებაა კარგი ქცევაა დედისგან ?
_აფექტშია ახლა
_საწყალი ის ვინც მისი რძალი გახდება ...
_ასეთი პირდაპირიც ნუ ხარ ... დედაა ჩემი და სამყაროს მირჩევნია
_გერჩივნოს ,სიმართლესაც გაუსწორე თან თვალი
_ასე შეიძლება ? თან გიყვარდეს და თან არ მოგწონდეს
_ეგაა ნამდვილი სიყვარული თორემ ვინც იდეალურია ის ყველას უყვარს.
_მგონია რომ დრო გაჩერდა ... ვერ ვფიქრობ და უამრავი საქმე მაქვს წინ . იმდენი რამეა მოსაგვარებელი
_გიორგი მიხედავს ... მე თუ რამე შემიძლია
_ამაზე მეტი აქ და ახლა რომ ხარ რამე არსებობს ?
_საკუთარი თავი არ უნდა დატოვო...შენზე დიდი და ძლიერი საყრდენი არავინ არსებობს შენი თავისთვის
_გაიყინები და უფრო ვინერვიულებ _ მტევანზე შეეხო და ხელის ზურგზე აკოცა _ სახლში დაბრუნდი ... იზრუნე საკუთარ თავზე სანამ დროა ,თორემ მერე გვიან იქნება
_სად ხარ ... გინდა გაიყინო და გამაგიჟო? _ პლედით ხელში მოაბიჯებდა კიბეზე ნათია . არეული ჰქონდა თმა, თვალები დაწითლებული და შეშუპებული,ხმა დაკარგული . ჩხუბის მერეც დედა იყო . დუდას რომ გაეღიმა იმ წამს მიხვდა რატომ არ გაუბრაზდა ,რატომ იყო დედისგან მისი დაცვა უაზრო . მაშინვე წამოდგა,ლოყაზე აკოცა და უსიტყვოდ დატოვა დედა_შვილი. ნათიას ჯერ კიდევ არ ჰყავდა შემჩნეული კიბის ქვეშ მჯდომი და გვერდით რომ ჩაუარა მოჩვენებასავით აშკარად არ ელოდა.
_მოვდივარ ... თვითონ მოიფარე , შენ უფრო ადვილად ცივდები _ არ დაუნახავს ,მაგრამ იცოდა როგორ მოახურა ქალს მისთვის მოტანილი პლედი და როგორ მოხვია ხელი _წამოდი . დაუბრუნდი გიორგის საწოლში,გაგიბრაზდება თუ მიხვდა,რომ გამოეპარე _სიჩუმეში კარგად ესმოდა მისი საუბარი . კიბეზე მიაბიჯებდა სანამ სოფიო მანქანაში ჩაჯდა და შეტყობინებაც მიიღო "ჩემზე დარდებით არასდროს დაიმძიმო ცხოვრება . მე ყველაფრის გადატანის , გაძლების და გაგრძელების უნარი მაქვს .
მადლობა და მაპატიე ყველაფერი "
"შეეშვი ჩემთვის მადლობის გადახდას და სანამ არ გამაბრაზებ იქამდე ბოდიშსაც ნუ მომიხდი!" მისწერა და წამსვე მიიღო პასუხად სიცილის სმაილიკი
"სახლში რომ მიხვალთ ,თუ არ შეწუხდებით შემატყობინეთ ქალბატონო სოფიო " _ ქალბატონოთი რომ მიმართავდა ეს უკვე ნიშნავდა რომ "ემორჩილებოდა" მის მოთხოვნებს.
პირდაპირ სააბაზანოში შევიდა,შხაპი სჭირდებოდა დამშვიდებისთვისაც . ყველაფერი ერთად დააწვა მხრებზე და გადაღლილი მივიდა საწოლამდე. სულ დაავიწყდა დუდასთვის მიეწერა,არც იყო შეჩვეული მსგავს ქმედებას და საერთოდ ბოლოს ვის გაუგზავნა შეტყობინება "სახლში ვარ " არც ახსოვდა.
_რა ხდება _ ჩაძინებული იყო ტელეფონის ზარმა რომ გააღვიძა და წამსვე გამოფხიზლდა _კარგად ხარ?
_მე თუ შენ ... გწერ ამდენი ხანია და არ მპასუხობ . მოვდიოდი უკვე
_სად მოდიოდი დუდა
_მეგონა რამე დაგემართა გზაში... გამოუძინებელს და გადაღლილს
_სახლში ვარ
_მართლა ?
_ფოტო ჩაგიგდო საწოლიდან ?
_კარგი დაიძინე ... სხვა დროს ნუ მანერვიულებთ გთხოვთ ქალბატონო სოფიო
_32 წლის ქალისგან დედაც აღარ ელოდება მსგავს შეტყობინებას. თვითონ დაისვენე ,წინ გაქვს იმდენი გადასათენებელი დღე და ნუ ზიხარ მანდ
_შენ რა იცი სად ვზივარ
_მაგ ხალიჩაზე დაწოლაც არ იფიქრო... რამე დაგემართება და სულ არ იქნება ბებიაშენი ბედნიერი. ადროვე მის სულს დამშვიდდეს
_ჯადოქარი ხარ? _ირგვლივ ისე მიმოიხედა თითქოს კამერას იპოვნიდა
_საღამომდე დუდა..._ბალიშს იყო ჩახუტებული . ტელეფონი გადადო და ისევ სცადა დაძინება.მთელი ღამე შფოთავდა ,ზუსტად იცოდა დუდა საძინებლამდე არ მივიდოდა და ძილშიც მისი გამოსახულება ელანდებოდა.

მთელი დღე მუშაობდა.
საღამოსაც ვერ მოახერხა დროულად გასვლა და ისევ გვიან შევიდა გიგაურების ეზოში.
დუდა ბიჭებთან ერთად იდგა. ნათლული ჰყავდა გვერდით და კიდევ რამდენიმე მეგობარი. ზოგს შორიდან იცნობდა,ზოგს არც . ისე მოეხვია ყიფიანი ,წამში გადმოვიდა ყველას ყურადღება მათზე .
_საღამო მშვიდობის _ უხერხულად იდგა მის გვერდით და ისევ გრძნობდა წელზე ხელის შეხებას . ბიჭებს მიესალმა და შემდეგ დაიძრა მეორე სართულისკენ. ყვავილების პატარა კალათა ეჭირა ხელში ,სასახლეზე დადო და სკამებზე მჯდომ რამდენიმე ქალს თავის დაკვრით მიუსამძიმრა. ნათია დივანზე იჯდა , ჩარჩოში ჩასმული ფოტო ჰქონდა ჩახუტებული და ერთად ტიროდა ყველა დაკარგულ ოჯახის წევრს. იმ წამს შეებრალა ყველაზე მეტად ,ოთახიდან გამოსვლისას კი გიორგი ყიფიანის თვალები დაინახა, ცოლისკენ მიმართული მზერა . ნათიას გარდა არავინ და არაფერი აინტერესებდა. ჭორებსა და ხალხის ხმასაც კი არ უსმინა,შეურიგდა მიუხედავად იმისა , რომ იცოდა ყოველთვის ისაუბრებდნენ მათზე. ყოველ წამს მზად იყო მის საყრდენად გადაქცეულიყო .
_სოფიო , ერთი წუთით შეიძლება?
_გისმენთ ,გიორგი _ ყველასგან მოშორებით გაიყვანა და ისიც უკან მიჰყვა მშვიდად
_ბევრ დროს არ წაგართმევ... ისედაც ზედმეტს ხარჯავ ჩვენთვის. ზრდასრული ქალი ხარ და ჭკუას ვერ დაგარიგებ ისე როგორც პატარა გოგოს ან ჩემი შვილის თანატოლს _სიგარეტის ღერს ატრიალებდა თითებსშორის და ღელავდა აშკარად
_პირდაპირ მითხარი გიორგი ... ბავშვი ნამდვილად აღარ ვარ და არც ბავშვობისას ვიცოდი გაბუტვები .
_დუდა გამიბრაზდება რომ გაიგოს ჩვენი საუბრის თემა
_ვერ გაიგებს თუ თქვენ არ ეტყვით
_სულ რომ ყველაფერზე ყველამ თვალი დავხუჭოთ ვერ გამოვა თქვენგან ის წყვილი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება რომ უწერია ორივეს ისეთი ხასიათი გაქვთ. დუდას ეზიზღება თუ თვითონ არ მართავს ყველაფერს და შენც ასეთივე ხასიათი გაქვს. გუშინ ისე გადაეფარე თითქოს პატარა ბავშვს იცავდი ეგ გააგიჟებს ბოლოს.
_დუდა ჩემი პროტეჟეა, რეზიდენტი რომელსაც კარგ ექიმად ვაქცევ და ადამიანი რომელსაც ვენდობი . ჩემი ცხოვრებია წესი ასეთია,ვისი იმედიც მაქვს მეც მისი იმედი უნდა ვიყო ნებისმიერ დროს და ვითარებაში. დავიჯერო შენნაირ კაცს არ გყოლია ქალი მეგობრები რომელთანაც სექსუალური კავშირი არ გქონია?
_მყავდა , ყველა ჩემი ძმაკაცების დები იყვნენ ან ნათესავები , მამას ძმაკაცების შვილები ან ნათიას დაქალები ,მერე უკვე ჩემი ძმაკაცების ცოლებიც და არცერთთან ვყოფილვარ ისე ახლოს ვინმეს სხვა ფიქრი რომ გასჩენოდა. თქვენ კი ... თქვენ არ გაქვთ მეგობრების ან უფროსიაა და თანამშრომლის მოსწავლის და მასწავლებლის მზერა
_გგონიათ მეშინია ვინმეს ან რამეს და ვმალავ საკუთარ გრძნობას? 20 წლის გოგო ვარ და მეშინია სახლიდან არ გამომაგდონ?
_იქნებ თავადაც ვერ ხვდები ან იცი რომ არასწორია და არ უტყდები თავს ... თუ არაფერზა დარდობ ყიფიანებს და ხაჭვანებს მაინც ნუ გაგვიახლებ მტრობას _რომელ მტრობასო უნდოდა ეკითხა,მაგრამ შიგნიდან კივილის ხმა გამოვიდა ,ნათიამ გონება დაკარგაო და ისიც იქეთ გაიქცა . სოფიო ისე წავიდა დუდა აღარ უნახავს. ათასი აზრი გაუჩნდა თავში ისევ ,სული შეუხუთა გაურკვევლობამ.



№1 სტუმარი სტუმარი ლურჯი

რა ბედნიერი ვიყავი რომ დავინახე. შიგნით კი ნამდვილად უბედურება დამხვდა, შემეცოდა დუდა და ნათიაც. ვერც კი იაზრებენ ადამიანები, დედები როგორ აზიანებენ შვილის ფსიქიკას. ასე ბზარავენ მათ სულს და მერე გინდა არ გინდა ჟონავს იმ ნაპრალებიდან.
ყველა რომ ამათ წინააღმდეგაა და ებრძვის ნერვები მეშლება, მაგრამ ჩვენ ვართ მათ გვერდით.

გელოდებით, ისევ გვინდა ახალი.

 


№2 სტუმარი ნანო

ხსირად მოგვაშველე ხოლმე, თორემ გული გველევა ლოდინით❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

რა იყო ეხლა გიორგის გამოსვლა ? აცადონ ბატონო ამ ბავშვებს და მათ გადაწყვეტენ როგორმე უიმეეე????????????

 


№4  offline წევრი GMG

ოჰოო მარიამ რომელ მტრობაზეა საუბარი,რა გამოგვრჩა? რა ვერ შევამჩნეთ? რა იყო ახლა ეს ინტრიგა? ყველა ამათ არიგებს ჭკუას.შეჭამეს ბავშვები და არ აცდიან არაფერს.

 


№5 სტუმარი სტუმარი ოქტომბრის`ეული

მოკლედ ნერვები აღარ მაქვს,იქეთ დუდას მშობლები და აქეთ სოფიოს,არ გამოვიდნენ უფრთო ანგელოზები იდეალური წარსულით და აწმყოთი?როგორ მინდა მოვჯენჯო სულ ყველა,ველოდები როდის გადაუვლით ქარბორბალა სახელად სოფიო და დაანახებთ სუყველას თავისი ცხოვრების მრუდე ბილიკებს,ზუსტად ვიცი რომ როცა სოფიო თავს გამოუტყდება დუდას სიყვარულში ვერავინ გადაუდგება წინ,რა ისეთი სხვაობა აქვთ ასაკში რომ შეუჭამეს ტვინი....ძალიან კარგი თავი იყო და მძიმე,გიორგიმ როგორ არასწორად დაინახა სოფიოს ქმედება...ველოდები ახალს...

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

შესანიშნავია როგორც ყოველთვის♥️♥️მარიამ საყვარელო მინდელიც გამოაჩინე რა როგორც იცი კოხტად და ლამაზად????♥️♥️♥️

 


№7  offline წევრი ირო

ძველი მტრობაო და ვსიო ყველაფერი დამავიწყდა,რაც წავიკითხე მგონი.ამ ერთმა წინადადებამ დამცა,გამთიშა და გამაოგნა.ახლა წავიკითხავ ყველა თავს თავიდან სად რა გამომრჩა.რომელი წინადადება.აი,აი მარიამ სად გაწყვიტე.საოცრება ხარ.

 


№8 სტუმარი სტუმარი ნატა

არ გვეყო....????????მალე დადეთ რა კიდევ, P.S. კარგი იყო ძალიან

 


ძალიან მძიმე თავი იყო. დუდა შემეცოდა pensive
"ღმერთო ცოტახანს როგორ ვერ გაიმეტე ჩემთვის მშვიდი სუნთქვა" ხოდა აქ მე ვიბღავლე sob
ჩვენი ბიჭის მშვიდი სუნთქვის გარანტი ქალბატონი სოფიო იქნება,მაგრამ მანამდე ოჯახების სახით ცხრათავიანი დევი უნდა დაამარცხონ.
ნათიამ ნერვები მომიშალა. ისეთი სიტყვები უთხრა დუდას რომ შემძლებოდა მაგრად ვცემდი. ატკინა და მერე რომ ზრუნავს რა ჰგონია მაგას?
ლევანიმ და გიორგიმ კიდევ თავის ცხოვრებას და თავის სიყვარულებს მიხედონ. მომინდომეს აქ. ვითომ თვითონ უმწიკვლო ცხოვრება და წარსული აქვთ.
მარიამ, რომელ მტროიბაზეა საუბარი? რა ხდება? ეს ძალიან დიდი ინტრიგა დაგვიტოვე.
შემდეგამდე, მარიამო <3

 


№10  offline წევრი _ozzy_

ამიტომ ვერ ვიტან დაუსრულებელ ისტორიებს რომ ვკითხულობ ????
ძალიან კარგად წერ, მადლობა კიდევ ერთხელ 14 წლიდან გიყურებ როგორ წერ ????❤️

 


№11  offline წევრი Lizokopadze

როდისთვის ველოდოთ შემდეგს?

 


№12 სტუმარი სტუმარი ნატა

მოკლედ ნერვი გამექცა ამათი საშველი არ დგება? ცოტა ვნება ცოტა რაღაცა, 32 წლის ქალს რაღა დროის გრძნობების გაურკვევლობაა ან 7 წელი რა იმხელა სხვაობაა რომ ასეთი ამბავი ატყდეს. ორსულადაა ალბათ ნათია ????.

 


№13 სტუმარი სტუმარი სოფო

რომელი მტრობა?რა საინტერესოა))) მარიამ დროა უკვე დაიწყონ გრძნობების გამოვლენა.რა მოითმენს შემდეგამდე

 


№14 სტუმარი ლლ

როდის დადებთ.?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent