კესანები (თავი მეხუთე)
გონს, რომ მოვიდა უცხო საწოლში იწვა, მამაკაცის მაისური ეცვა და სურნელით მიხვდა ვის სახლში უნდა ყოფილიყო. თავი უსკდებოდა, მაგრამ ფეხზე მაინც წამოდგა. ტერფებზე ცივი იატაკის შეგრძნებამ ცოტა აზრზე მოიყვანა. შავი მაისური მხოლოდ საჯდომს უფარავდა, ისიც ძლივს-ძლივობით. იქვე მიგდებული ყიფიანის შორტი უყოყმანოდ ამოიცვა და ოთახი დატოვა. სახლი უზამაზარი იყო, მოსაწყენ ფერებში მოწყობილი და მინიმალისტური დეკორაციით, თუმცა ეტყობოდა რომ მდიდრული იყო, ალბათ სწორედ ეს იყო პატრონის ჩანაფიქრი. კესანემ შიშველი ტერფებით გაიარა ჰოლი და სამზარეულოში მოფუსფუსე ყიფიანს გადააწყდა.ყავას ამზადებდა კაცი, სურნელით იგრძნო, საოცარი არომატები ტრიალებდა და საუცხოოდ დაუარეს ტანში ამით განცდილმა სიამოვნებამ. მშვიდად მიუჯდა ბარის სტილის მაგიდას და კაცის მობრუნებას დაელოდა. -გაიღვიძე?-მშვიდი იყო ალექსანდრეს ხმა. ყავა წინ დაუდო ქალს და თვალებში მიაშტერდა-დალიე -როგორ გავიგო ეს?-ქალმაც გაუსწორა მზერა და პირველი ყლუპი მოსვა, რომელმაც ოდნავ ყელი ჩაწვა, თუმცა მხოლოდ სიამოვნება დაუტოვა საბოლოოდ. -ვერ გავიგე რის შესახებ მეკითხები-მშვიდად იყო კაცი. -ალექსანდრე ძალიან კარგად იცი რაზეც გესაუბრები -აააა ეს, ხომ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შემოთავაზებაა ჩემი მხრიდან-გაუღიმა და მისი დაკვირვება განაგრძო -ხომ ხვდები, რომ ეს შენი საქმიანი გარიგება არ არის? -რა თქმა უნდა, ახლა თანაბრად ვნახულობთ მე და ჩემი პარტნიორი სარგებელს-აღელვებაც კი არ ეტყობოდა სახეზე ქალი, რომ ფეხზე წამოდგა და ყავიანი ჭიქა ძირს დაანარცხა, შემდეგ კი ბოლო ხმაზე უღრიალა. -ალექსანდრე, გონს მოდი, მე შენი მორიგი ნაშა არ ვარ ეს დაიმახსოვრე -ნაშას ნამდვილად არ შევთავაზებდი ცოლობას -ცოლობას? ეს არის შენი ნამდვილი სახე? მუქარით გინდა ცოლი შეირთო, ცოლი, რომელიც არ გიყვარს? -კი-მშვიდად სვავდა ყავას კაცი. -მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენი ცოლი გავხდე-კბილებში გამოცრა ქალმა-ვნანობ, ყველა წამს, წუთს, დღესა თუ კვირას შენზე ფიქრში რომ გავიყვანე. ვნანობ, რომ შენში რამე ნათელი დავინახე, რაღაც ღირებული, მნიშვნელოვანი, რომელმაც თავგზა ამიბნია. თურმე სულაც არ ყოფილხარ ის ვინც მეგონე, ის, რადაც ასაღებდი თავს-ყვიროდა ქალი, ის-ის იყო სამზრეულო დატოვა, რომ ყიფიანმა ხელი ჩაავლო და კედელზე ააკრა. -დამშვიდდი-მის ტუჩებთან დაიჩურჩულა -გამიშვი-გაიბრძოლა ქალმა. -ჯერ დაწყნარდი კესანე-მის სახეს მოავლო თვალი, მაგრამ ცისფერებს წამითაც ვერც გაუსწორა მზერა, თითქოს მოერიდა ისეთი სუფთა თვალების დანახვის, როგორიც კესანეს ჰქონდა. -არ მჭირდება დაწყნარება-ხელი უხეშად კრა და სახეზე მოისვა ხელები-ამას რატომ მიკეთებ? რა დაგიშავე? ჩემგან რა გინდა?-ნერვიულად ბუტ-ბუტებდა ქალი. -კესანე მე არაფერს გაიძულებ -გაჩუმდი-უღრიალა ქალმა-მითხარი, მითხარი რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობდი მაშინ, რომ მეხებოდი, მკოცნიდი, მეფერებოდი, მითხარი-ყვიროდა ის. -არაფერს ვგრძნობდი-ხმას აუწია კაცმაც. კესანემ თავი გააქნია, ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს და ადგილზე გააქვავა ყიფიანი. საუცხოოდ ლამაზი იყო ახლა კესანე. -მეორეჯერ აღარ მომეკარო, შენთვისვე აჯობებს-თითი დაუქნია ცხვირწინ კაცს და სახლი მალევე დატოვა. იქვე დადებული ლარნაკი კედელს მიანარცხა. თავადაც ძალიან უჭირდა, მძიმე იყო მისთვისაც. ყოველ წამს თვალწინ ელიზაბეთი ედგა, მისი მომნუსხველი თვალები, მაგრამ მის უკან გამუდმებით ჩნდებოდა კესანეს სილუეტიც, შემდეგ კი ელიზაბეთიც ქრებოდა, მაგრამ კესანე აუცლებლად რჩებოდა. ვერ ხვდებოდა კაცი რატომ ტანჯავდა ასე ცხოვრება ან თავად რატომ უკეთებდა ამას კესანეს, მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით იცოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო ელიზაბეთს აუცილებლად გამოატარებდა იმ 6 წლიან ტკივილს, რომელსაც თავად დღემდეც ვერ გაუმკლავდა. მაგიდას ხელებით დაეყრდნო, მძიმედ სუნთქავდა, ვერაფრით აქრობდა ამ ქალისადმი სიყვარულს, მაგრამ გამუდმებით მისი არაფრისმომცემი სიტყვები უტრიალებდნენ თავში. წამიერად ინატრა კიდეც, რომ სულ არ გამოჩენილიყო და ეს გრძნობა, ფეხქვეშ არ გაეთელა. თითქოს ახლა უფრო მეტად სტკენდა გულს ქალი და არც ისე მტანჯველად ეჩვენებოდა მისი შორს ყოფნა. -სულ გაგიჟდი შენ ბიჭო?-ალექსანდრეს მისაღებში ისხდნენ ოთხივენი და მეგობრის მოყოლილს გაოცებით უსმენდნენ-რამდენჯერ გაგიმეორე, რომ არ მიხვიდე ელიზაბეთთან თქო-ბოლთას სცემდა ბექა. -ეგ ახლა მნიშვნელოვანია?-ლუკამ ახედა. -აბა არ არის? მაგიტომაც ამოსცხეს წიხლი -ბექა, ახლა ის უფრო მნიშვნელოვანია რომ სრულიად უცხო გოგოს ცხოვრებას უნგრევს -არავისაც არაფერს არ ვუნგრევ, მე ხომ არ ვაიძულებ დამთანხმდეს. -ძმის გამოყვანას პირდები სანაცვლოდ და აბა რას შვრები? -ნუ გამ***აკეთ რა -წამოდი-ბექამ ხელი ამოსდო ლუკას და აივანზე მოსაწევად გაიყვანა. მხოლოდ მართა და ყიფიანი ისხდნენ პირისპირ. ქალმა მძიმედ ამოისუნთქა, ფეხზე წამოდგა და ფეხსაცმლის კაკუნს მიჰყვა. -ასეთს არ გიცნობ-ჩუმად დაიწყო მართამ. -არც მე ვიცნობ ასეთს ჩემს თავს მართუშ-თვალები აარიდა კაცმა. -ადრე უმოწყალოდ დაეხმარებოდი მაგ გოგოს, ცოლობას კი არა 1 თეთრსაც არ მოითხოვდი მისგან, სად გააქრე ის ალექსანდრე, რატომ მიეცი იმ ქალს, რომელმაც მიგატოვა, უფლება რომ საბოლოოდ მოეკლა შენში ის კაცი ასე საოცრად რომ მიყვარდა. ჩემი უფროსი ძმა ხარ, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ხარ, მაგრამ რასაც ახლა აკეთებ არ არის ნორმალური -ვიცი, მაგრამ სწორად მიმაჩნია ახლა, რასაც ვაკეთებ -ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ მაინც და მაინც კესანეს რატომ შესთავაზე ცოლობა?-თავზე წამოადგა-თუ ხვდები, რომ შენს ირგვლივ უამრავი ქალია, რომელიც ყოველგვარი სარგებლის გარეშე დაგთანხმდება ცოლობაზე. მაინც და მაინც მას რატომ დაადგი თვალი? ამ კითხვებს საკუთარ თავს უნდა უსმევდე ალექსანდრე -რისი თქმა გინდა-დამცინავად ახედა ქალს. -იმის, რომ შენ სხვა ქალი კი არა სწორედ კესანე გჭირდება და მაგიტომაც აირჩიე ის. გაორებულ გრძნობებში ხარ და თავადაც ვერ ხვდები ამას. როცა უკან მოიხედები და გულს ატკენ მასაც და საკუთარ თავსაც, მერე უკვე გვიანი იქნება- მხარზე ხელი მოუსვა და ისიც ძმის გზას გაყვა აივნისკენ. მალევე ისევ მარტო დარჩა, ის და მხოლოდ მისი ფიქრები. სიბნელეში კვლავ დივანზე იჯდა და ჰორიზონტისთვის გაესწორებინა მზერა. რამდენი ფიქრი უტრიალებდა გონებაში, რამდენი კითხვა, მაგრამ არცერთი პასუხი, არცერთი გამოსავალი, არცერთი ნათელი გზა. როგორ უნდოდა ახლა კვლავ ის ყოფილიყო, ვინც ელიზაბეთმა 6 წლის წინ მიატოვა, ვისაც უბრალოდ შეეძლო ბედნიერი ყოფილიყო. თავადაც მოუნდა ერთხელ მაინც, ამდენი წლის მერე მაინც ეგრძნო, რომ ყველაფერი კარგად იყო, რომ ტკივილი სამუდამოდ გაუშვებდა საკუთარი მარწუხებისგან და შეეძლებოდა, რომ საბოლოოდ ამოესუნთქა. ვეღაფერში ხედავდა იმედს. კესანეს თვალები წარმოუდგა თვალწინ, დილას, რომ უსაზღვრო ზიზღით უყურებდა და შემდეგ ის საღამო, მის თვალებში, რომ სიხარულის ვარსკვლავები კიაფობდნენ. თავი ხელებში ჩარგო, ვეღარ შველიდა საკუთარ თავს. საკმაოდ დამძიმებული იყო, საკმაოდ ნატკენი, მოტყუებული და გატეხილი ამ ყველაფრისთვის. ცხოვრებას ინგრევდა, მაგრამ იცოდა, რომ კესანესაც თან იყოლებდა, უფროსწორედ სურდა, რომ კესანეც მასთან ერთად ყოფილიყო. ასე ეგოისტურად, ასე უსამართლოდ, ასე უხეშად, მიუხედავად ყველაფრისა სურდა, რომ კესანე მასთან ყოფილიყო. ღვინის ჭიქა ბოლომდე გამოცალა, ფიქრისგან გონება ეთიშებოდა. ცრემლები ახრჩობდა და საკუთარი თავის უსუსურობა გულს ურევდა. ერთი ქალის გამო, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, რომელმაც გული გაუტეხა, ნაწილებად დაუფლითა, ახლა ის თავად უხლეჩდა გულს მეორე ქალს. წამიერად გაახსენდა ალექსანდრე ყიფიანი კესანესთან, სულ სხვანაირი, მომღიმარი, ბედნიერი, ბავშური, როგორიც ქალი იყო და შეეცოდა ყველაფერი, ალექსანდრეც, კესანეც, მათი გრძნობებიც. თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა, ალკოჰოლის დონე მასში ჭარბობდა. კარზე ზარი იყო, საათს გახედა, ღამის 3ის წუთები იყო, ზლაზვნით წამოდგა და მილასლასდა კარებისკენ. მის გარდა ახლა ყველას წარმოიდგენდა. ცისფერები მთვარის შუქზე უელავდნენ. კარში შემოატარა. ერთხანს ორივე დუმდა, დივანზე ისხდნენ გვერდი-გვერდ, თითქოს ვერცერთი ბედავდა ხმის ამოღებას. ალექსანდრემ კარგად იცოდა, კესანეს ახლა მის სახლში ყოფნის მიზეზი და ცხოვრებაში პირველად სურდა, რომ საკუთარი შეთანხმება არ გამოსულიყო. გულში ლოცულობდა, რომ კესანეს ისევ უარი ეთქვა, დაერტყა, ეყვირა, ოღონდ იმის გამო არ მოსულიყო, რაც თავად სურდა დილით. -მართლა გამოიყვან ჩემს ძმას?-ხმაში დაუცველობო ეტყობოდა, ხმა გაბზარვოდა და მიხვდა კაცი, რომ ტიროდა. ალექსანდრეს თვალები მიელულა, ამ საუბარის დასასრული იცოდა. შეზიზღდა საკუთარი თავი, ასე რომ ექცეოდა ქალს, რომელიც მის გულში ცხოვრობდა. -გამოვიყვან-ჩუმი იყო მისი ხმა. საკუთარ თავს ვერ მოერია, უარი ვერ თქვა შურისძიებაზე, სხვისი გულის ტკენისთვის ისედაც განწირული ბოლომდე გასწირა. საბოლოოდ გათელა კესანე და ალბათ საკუთარი თავიც. ქალი, რომ დასთანხმდა და მათი მზერები ერთმანეთს შეეჩეხა, მაშინ მიხვდა რომ ახლა იწყებოდა ჯოჯოხეთი მის ცხოვრებაში, არნახული უბედურება ახლა დაატყდებოდა თავს. ნიშნობაზე და ქორწილის დეტალებზე, რომ დაიწყეს საუბარი, მაშინ ორმაგად შეუწუხდა გული. კესანეს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეები ყველაზე უბედურად აქცია. ნიშნობის უაზრო სამზადისი მალევე მოაგვარეს, 1 კვირაში უზარმაზარი წვეულება გამართა ყიფიანმა. ყველა მისი პარტნიორი დაპატიჟა, ანდრია სიხარულიძის ჩათვლით, იმიტომ რომ იცოდა აუცილებლად მოჰყვებოდა კაცს თან მისთვის მთავარი ობიექტი, მაგრამ გულის სიღრმეში მისი სურვილების და ყურადღების ობიექტი ცისფერ კაბაში გამოწყობილი კესანე იყო, რომლის თვალებშიც იგრძნობოდა მომავლის შიში და ტანჯვა. სტუმრებს ფართო ღიმილით ხვდებოდა, მაგრამ ალექსანდრემ კარგად იცოდა, რა ხდებოდა მის გულში. ცრემლები კიაფობდნენ მის თვალებში და ყიფიანს ეს უფრო მეტად ცუდად ხდიდა. მისი ასეთის დანახვა აღარ შეეძლო, აივანზე გავიდა მოსაწევად. -ეს იყო შენი მიზანი? მისი ასეთის დანახვა- იმედგაცრუებული ხმა ჰქონდა მართას-უყურებ? ხედავ მას? ნაწილებად დაშალე, გაანადგურე ალექსანდრე. არავინ ყავს, რომ შენი ხელებიდან გაათავისუფლოს. -გთხოვ მართა-თვალები მაგრად დახუჭა. აღარ შეეძლო ამის მოსმენა. -გავჩუმდები, მე გავჩუმდები, მაგრამ ქორწილის შემდგომ შენს სახლში მცხოვრების, მისი ტკივილიანი თვალების ატანას როგორ შეძლებ ყიფიანო? -მართა, თავი დაანებე-ლუკა ამოუდგა გვერდით. კაცმა უმისამართოდ მოისროლა სიგარეტი და იქაურობას გაეცალა, აღარ შეეძლო ამის ატანა. ტვირთად აწვა მისი ყველა საქციელი, რითიც კესანე მოკლა და რეალობისთვის თვალის გასწორების ეშინოდა. -თავს იკლავს-ლუკას გახედა ქალმა-თავსაც და იმ საბრალო გოგოსაც კლავს-სევდიანი ჰქონდა ხმა. -ვიცი, თვითონაც იცის-მის თმას მიეალერსა-ვიცი მართა. -ხელს რატომ არ ვუშლით? -იმიტომ, რომ უყვარს, ახლა ვერ ხვდება, ახლა ტკენს, მაგრამ ხომ იცი რომ მის მიმართ უდიდესი გრძნობა აქვს -რანაირი სიყვარულია ეს? ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს-თვალები აუწყლიანდა და კაცს მზერა მოაშორა. წელზე მალევე იგრძნო ხელები, უკნიდან ეხვეოდა კაცი და მის სურნელს ხარბად ისუნთქავდა-არ მინდა, რომ შენმა სიყვარულმა მეც მატკინოს. ლუკამ მის კისერში ჩარგო თავი -სხვას კი არა, ჩემს თავსაც არ მივცემ უფლებას, რომ რამე დაგიშავოს. შევიდეთ გაცივდები. ვერსად დაიმალა, ვერსად პოვა ალექსანდრემ სიმშვიდე. კესანემ რომ იმ საღამოს მზერა პირველად გაუსწორა მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. შემდგომ ანდრია და ელიზაბეთი დალანდა და კვლავ კესანეს გაუსწორა მზერა. ორმაგად გულნატკენად მოეჩვენა ქალი. მათ ნიშნობაზე, ფიქტიურზე, მაგრამ მათ დღეზე სწორედ ის ქალი დაპატიჟა, რომელიც აგიჟებდა, ჭკუიდან შლიდა. კვლავ გაიელვა კესანეს ცისფერებში ცრემლებმა. კაცმა თვალი მოარიდა. -გილოცავთ ბატონო ალექსანდრე-ღიმილიანი სახით გადაეხვია ანდრია. -მადლობა-უხერხულად შეიშმუშნა. -საოცრად ლამაზი საცოლე გყავთ, ჩემსავით გაგიმართლათ-ხუმრობდა კაცი და თან ელიზაბეთის წელზე დაათამაშებდა თითებს. ქალი ამჯერად სხვაგვარად უყურებდა, მის თვალებში არარაობად აღარ გრძნობდა თავს ყიფიანი. -გამარჯობა-კესანე გვერდით ამოუდგა კაცს. -გამარჯობა, გილოცავთ-სიხარულიძემ ახლა მასზე გადაიტანა მზერა და მხოლოდ მას გამორჩა ოთხეულში, ყიფიანისა და მისი საცოლის მზერები, ერთმანეთს რომ ვნებიანად, მაგრამ ამავდროულად ზიზღით უყურებდნენ. კესანე მათთან თავს უხერხულად გრძნობდა, მაგრამ ვერა და ვერ თავისუფლდებოდა ალექსანდრეს ხელისგან, ასე ძლიერად რომ მოექცია მისი გაყინული თითები მუჭაში. საღამო უაზროდ გაიწელა, მარტო იჯდა ოთახში, ღვინის ბოთლს უკვე ცლიდა კაცი, მაგრამ მაინც ვერ ივიწყებდა იმას, რაც ახლა მის ცხოვრებაში ხდებოდა. ეგოისტურად ისევ თავის გრძნობებზე დარდობდა და როცა კესანე თვალწინ დაუდგებოდა, სადღაც კუთხეში ტენიდა მასზე ფიქრებს. -რას აკეთებ?-მისი ოთახის კარები ძლიერად შემოხსნეს -შენ რას აკეთებ?-საწოლზე მჯდარმა, ნასვამმა ახედა ქალს-შენი საქმრო სად არის? -ახლა ის არ მადარდებს, 1 კვირის წინ დაბრუნებას არ მთხოვდი? რა შეიცვალა? -1 კვირის წინ არ გეკიდე? ახლა რა შეიცვალა?-ირონიული იყო კაცის ხმა. -ის გოგო არ გიყვარს ხომ ასეა?-არც ქალმა დააკლო-თავს აჯერებ? -შენ რა იცი ელიზაბეთ-ფეხზე წამოდგა კაცი-6 წელი გამქრალი იყავი, რა იცი ჩემზე? -ისე ნუ იქცევი, თითქოს ფეხებზე გკიდივარ-გამომწვევად გაუღიმა და მიუახლოვდა-ვიცი, რომ ჩემზე სურვილით კვდები. ისე გინდა ანდრიას ყელი გამოჭრა, როცა მეხება, ისე გინდა შენ იყო მის ადგილას. გაგიჟებ და ჭკუას გაკარგვინებ ყიფიანო, შენი წყევლა ვარ, ვერასდროს მომიშორებ-ღიმილიანი სახით გაბრუნდა და ის-ის იყო ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ კაცმა კედელზე ააკრო. ქალის ირონიული ღიმილი დააიგნორა და მის ცისფერებს გაუსწორა მზერა, ასე გამომწვევად რომ უმზერდნენ. -რა გინდა ჩემგან? -მე?-მშვიდი იყო ქალის ხმა-შენ მინდიხარ-მის ტუჩებს გაუსწორა თვალი. სასმლისა და ვნებისგან გაჯერებულმა თავი ვეღარ შეიკავა და მის წითელ ბაგეებს დააცხრა. გაშმაგებით კოცნიდა ქალს და იმ მონატრებას იკლავდა ექვსმა წელმა რომ დაუტოვა. იმ ფაქტს აიგნორებდა, როგორ ახსენებდა მისი გონება კესანესთან კოცნის დროს განცდილ ემოციებს, რომელიც სულ სხვა იყო, უფრო ნაზი, უფრო ტკბილი. მალე გაათავისუფლა ქალი მატერიისგან და მათი სხეულები გააერთიანა. გარედან შემომავალ მუსიკას ქალის ვნებიანი კვნესა და კაცის მძიმე სუნთქვა არღვევდა. -ამის მერეც იტყვი, რომ გიყვარს-მზერა გაუსწორა ქალმა და სიამოვნებისგან მალევე დახუჭა თვალები. ყველაფერი გამქრალიყო მათში, ის სინაზე, გრძნობები, ემოციები, რაც აქამდე გააჩნდათ, მხოლოდ სიუხეშე და ველურობა, მხოლოდ დაუკმაყოფილებელი ჰორმონები ჭარბობდა მათში. ღია კარში მომავალ კესანეს, რომ გაუსწორა თვალი მიხვდა, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, უფრო მეტად კლავდა მასში იმ ადამიანს, ვინც აქამდე იყო. კესანე ადგილზე გაშრა,მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, საოცრად მოუნდა, აქედან გამქრალიყო. არასდროს შემოეშვა ეს კაცი მის ცხოვრებაში. მათი მზერები ერთმანეთს შეხვდნენ, უყურებდა კაცი და მის მკლავებში მოქცეულ ქალს უფრო მეტად ეალერსებოდა, უფრო მეტად აუხეშებდა მის ბიძგებს, ქალი კი უფრო მეტად კვნესოდა. ყიფიანი კესანეს თვალებში ხედავდა ზიზღს, ფეხქვეშ თელავდა ქალის ღირსებას, მათ ნიშნობაზე, აიძულებდა ენახა, როგორ ეფერებოდა სხვა ქალს. კესანემ თვალები დახუჭა, ცრემლებმა გაიკვლიეს მის სახეზე გზა, წამიერად ისევ შეხედა კაცს და იქაურობას გაეცალა. კაცი უეცრად მოშორდა ქალს. -რას აკეთებ?-მძიმედ სუნთქავდა ელიზაბეთი-რატომ გაჩერდი? -გადი-სიუხეშე შეეპარა ხმაში -რა? -გადი მეთქი-უღრიალა ქალს და ყურადღება აღარ მიუქცევია მისი აკრეფილი ნივთებისთვის. საწოლზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო. რას აკეთებდა, რატომ კლავდა კესანეს, რატომ თელავდა ფეხქვეშ იმ ქალს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ ალექსანდრეს ცხოვრებაში შემოვიდა. მიენდო და გული გადაუშალე. საკუთარი თავი უფრო მეტად შეზიზღდა კაცს. ხელები სახეზე მოისვა და დარჩენილი ბოთლიც ბოლომდე გამოცალა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.