შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

NEVER US(თამაში LOVE) 5.3


17-10-2025, 01:45
ავტორი LunaM
ნანახია 100

მანქანა დაიძრა და ქუჩებს გაუყვა. მზე ჯერ კიდევ აცხუნებდა ცაზე. სანდრო ხმას არ იღებდა, რითაც მაწვალებდა. შევამჩნიე. ჩემგან უნდოდა საუბრის დაწყება და მელოდა, საკმაოდ მოთმინებით, აი ჩემში კი იწვოდა ეს ფითილი. ამ სპეკტაკლის მერე საკმაოდ ვცქმუტდი, თუმცა ვერ ვიწყებდი საუბარს.

- ხომ არ შეგაწუხეს?- ბოლოს ჩემმა მოუსვენრობამ მაინც მძლია.
- არა, ძაან საყვარელი გოგოები არიან იცი? განსაკუთრებით თამუნა. - ირონია შეპარვოდა მის ხმას.
- რა ჩაგიყარა ?- პირდაპირ ვკითხე რიდმორეულმა.
- მარილი.

სერიოზული სახით შემომხედა, გამეცინა მის გამომეტყველებაზე.

- ბოდიში, ბოდიში.. წყალი გინდა?
- რა გაცინებს ?- გაეღიმა მაინც.
- Არაფერი, მართლაც საყვარელია… მეტი არაფერი?- შეპარვით გავხედე.
- არა, სანამ ჩამოხვიდოდი, გამოხედვით მებრძოდა. ვაღიარებ, გამიხარდა მალე რომ ჩამოხვედი.
- არ ბრაზობ?
- რაზე? კარგი მეგობრები არიან, გიცავენ.
- ხო… იმედია შემდეგზე უფრო კარგი გარემო იქნება.
- აუცილებლად. კარგად გეძინა?
- აჰამ… მაგრამ კიდევ მინდა… შენ?
- საკმარისად, დაიძინე მიდი.
- ნწ. ამ ლამაზ ხედს არ გამოვტოვებ.

დრო მობილურისთვის ვიხელთე და სოციალურ ქსელებს ვესტუმრე. Თამარას სთორები გადავიტანე და მესიჯებსაც შევავლე თვალი. Სამსახურის ჩატში დიდი არაფერი ხდებოდა, დედას ესემესს ვუპასუხე, რომელიც კითხულობდა სად დავიკარგე. Დათასგანაც იყო გამოტოვებული ზარი და შეტყობინება. Საღამოს ბულვარზე მპატიჟობდნენ. Მასაც გამოვეხმაურე და ტელეფონი გვერდზე გადავდე.

მზერა სანდროზე შევაჩერე და მის ნაკვთებს დავაკვირდი. Სრულიად მოდუნებული მართავდა მანქანას.
- Თვალები არ გტკივა? - მისმა ხმამ გამომაღვიძა ფიქრებიდან.
- Რატომ?- ცოტა დაბნეულმა ვკითხე.
- Ვიცი, რომ გელამაზები და ვნერვიულობ, ზედმეტად თვალის მომჭრელი არ ვიყო შენთვის.- შეპარვით შემომხედა, თითქოს ფაქტის წინაშე მაყენებდა.
- Ვაუ, სანდრო. Ამხელა განდიდების მანია საიდან ?
- Ვცდები?- გამოწვევა იყო მის ბგერებში.
- Არა, არანაირად... რომ იცოდე შენს მზერასაც ვიჭერ.- ბოლოს დავამატე. Გაეცინა მაგრამ არაფერი უთქვამს.

გზა მუსიკის ფონზე გავლიეთ. თითქოს ვსაუბრობდით კიდეც, მაგრამ უხერხულობაც იგრძნობოდა, რაც უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებდა. ბახმაროში რომ ჩავედით, მზე უკვე მთებს ეფარებოდა. საოცრად ლამაზი რელიეფსა და ენერგიას ფლობდა ეს ადგილი. კოტეჯებთან მისულებმა შევამჩნიეთ, ნაცნობი სახეები, ცოტა ნერვიულობაც იმატებდა და აშკარად შესამჩნევი გახდა ეს ალექსისთვის.

- ყველაფერი რიგზეა?
- არც ისე მაგრამ კი…
- ეგ რა პასუხია?
- ჩემნაირი პასუხია..?maybe? - მხრები ავიჩეჩე.
- დამშვიდდი, ძაან მოეწონე მათ და სანერვიულო არაფერი გაქვს, მერწმუნე.- ჩემკენ გადმოიწია და შუბლზე მაკოცა.- თუ გინდა ვიყოთ ?
- არა, სირცხვილია.
- მგლებივით არ დაგვესევიან..
- მეგობარო გადმოდი რა , ყველას გვშია.- ფანჯარაზე მოუკაკუნა გიორგიმ.
- მაცდი გადმოვიდე?- ბრაზით შეხედა მანქანიდან გადასულმა სანდრომ.
- მოდი შეჩე, ჩაგეხუტო მაინც საუკუნის უნახავივით რო გაქრი .- ხელი გადახვია მეგობარს.- დეა, როგორ ხარ ?
- კარგად გიორგი, თავად? - მივესალმე მეც.
- ხომ არ გაწვალა ამ ხისთავიანმა გზად ? ხო იცი, თუ რამე თქვი, ჩვენიანი ხარ უკვე.- ხელი გადამხვია მხარზე .
- Არა, ძაან კარგად ვიმგზავრეთ.
- მედე, მიდი შენ, ჩვენც მოვალთ.- ბაგაჟიდან ამოლაგება დაიწყო სანდრომ.
- დაგელოდებით..

სამეგობროს რომ მივუახლოვდით, და ასე თუ ისე თავი შინაურულად მაგრძნობინეს, ნერვიულობამ გადამიარა და მათ წრეს უფრო თამამად შევუერთდი… აღმოჩნდა რომ კოტეჯი დაჩის ეკუთვნოდა და ჩვენზე ბევრად ადრე ჩამოსულან აქ. სუფრის გაშლა ღია ცის ქვეშ ქონდათ დაწყებული, საბოლოოდ კარგი ჭამა-სმის მერე, მუსიკის ჰანგებიც შემოერიათ სუფრაზე. გრძელ ისტორიებს კვლავ იხსენებდნენ და მათი მოსმენა სასიამოვნო იყო, თუმცა ბიჭების ყაყანით დაღლილმა გოგოებმა განცალკევება გადავწყვიტეთ. ბავშვებსაც ეძინათ უკვე და ჩვენი დრო ვიხელთეთ. კოცონთან უფრო ახლოს გადავინაცვლეთ.
- მედე, ჩვენს ჩატში დაგამატებ, შენი ფბ ჩამიწერე აქ.- ნიამ ტელეფონი გამომიწოდა და საუბარი განაგრძო.- სამეგობრო წრეა, უფრო სწორად ორი გვაქ. გოგოების და საერთო. ორივეში ჩაგაგდებ.. ნუ.. ძირითადად გოგოები ვიწერებით, მარა გქონდეს ასე უფრო ადვილია ურთიერთობა. იმედია არ გაქვს პრობლემა ?
- არა, არანაირი..

ტელეფონი უკან დავუბრუნე. მალევე მომივიდა სხვებისგან მეგობრობის თხოვნაც. ჩატშიც კი გაიჟღერა აჟიოტაჟმა, თითქოს ჩვენს გვერდით არ ყოფილიყვნენ რამდენიმე მათგანი.

- Არ გინდა თქვენზე, მოგვიყვე? Წინაზე არ გვქონდა ამის საშუალება,- წამოიწყო გვანცამ. - როგორ დაიწყო? Დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს ? Ირა დეიდას პოსტი ვნახე და ცოტა არ იყოს გაგვიკვირდა ყველას, ასე..
- Გვანცა, ამოასუნთქე გოგო.- გააჩუმა ნიამ.
- Რა პოსტი?- გაურკვევლობაში ვიყავი.
- Აი ეს.- ფოტო მაჩვენა, რომელიც ჩემი ბოლო ვიზიტისას იყო გადაღებული. Და ეწერა რომ ასეთი კარგი რძალი შემოუვიდოდა ოჯახში. - თავიდან ლიკა გვეგონა და ავირიეთ, მერე შენც გნახეთ და რაღაც პაზლები აიწყო თუმცა..
- Გვანცა, ანუ ენა რომ გააჩუმო ვერა ხო?- ჩაერია სალომე, რომელმაც შეამჩნია ჩემი ცვლილება.
- Და რა იყო? Თითქოს ყველას არ გვაინტერესებდეს. - თვალები აატრიალა გვანცამ.
- Სანდრო, დიდი ხნის წინ გავიცანი,- დავიწყე საუბარი მე,- თავიდან ვმეგობრობდით, მერე გავიგე რომ ლიკას ხვდებოდა, მაგ პერიოდში არეული გვქონდა უკვე ურთიერთობა, მეც მომწონდა ალექსი, და გადავწყვიტე რომ ჩამოვშორებოდი მის წრეს. მერე აღმოჩნდა რომ მეზობლები გავხდით და ყველაფერი ამ მომენტამდე წარიმართა.. - მოკლედ ჩავაყენე მიმდინარე მოვლენებში.
- Ესე იგი ლიკაზე შენც იცი? - კითხულობს ნია.
- ნუ ასე თუ ისე კი..- ხელში ყავის ჭიქა მოვიქციე გაყინული თითების გასათბობად.
- კარგი, მაგაზე აღარ გვინდა და სად მეზობლად გადახვედი კი მარა.- განაგრძო ნიამ.
- Თითქმის კარის მეზობლად..
- გოგოებო, დეა უნდა მოგპაროთ. - ჩემს უკან სანდროს ხმამ შემახტუნა.
- Აუ კარგი რა, ძაან უდროოდ მოხვედი.- აწუწუნდა გვანცა.
- Სხვა დროს გააგრძელეთ. წამო, გავიაროთ. - ხელი მხარზე დამადო.
- იცოდე დრო რომ გექნება, უნდა მოგვიყვე,- გზად მოგვაძახა ნიამ.
- Სად მივდივართ? - ვკითხე მანქანას რომ მივუახლოვდი.
- ლამაზ ადგილას. - კარები გამიღო.
- ლამაზი ადგილი ძალიან მოკლე აღწერაა. - ჩავიბუტბუტე მე.
- დამიჯერე და არაფერი არ მკითხო,-გაეცინა და მანქანა დაძრა.

Მანქანა მაღალ გორაკზე მიმავალ გზას გაუყვა და მალევე გაჩერდა. Კოტეჯებს გადაჰუყრებდა ეს ადგილი და მშვენიერი ხედი იშლებოდა ჩემს წინ, მაგრამ ცაზე გამოსული ვარსკვლავები და მთვარე, უფრო მშვენიერს ხდიდა ამ ყველაფერს. Ჰაერი სუფთა და გრილი იყო, ქალაქისგან განსხვავებით აქ მყოფი სრული სიმშვიდე, უფრო ალამაზებდა აქაურობას.

Სანდროს გვერდით დავდექი მანქანის წინ და ზეცას შევხედე. Ვარსკვლავები გაზასხულის წვეთებივით გაფანტულიყვნენ ღია ცაზე, მთვარე კი იმდენად კაშკაშებდა ცაზე, რომ თითქოს მთელი გორაკი მის შუქს შთაეთანთქა.

- Აბა? - გვერდიდან მომესმა სანდროს ხმა. - ღირდა აქ ამოსვლა?
- Კი.. Ეს.. Ძალიან ლამაზია.- ღრმად ამოვისუნთქე.
- Არა “ ლამაზი” არაა საკმარისი.- ოდნავ წამოიწია, თითქოს ჩემს სახეს აკვირდებოდა. - უფრო სხვა სიტყვა შეეფერება.
- Საოცარი..- ღიმილი შეეხო ჩემს ტუჩებს.
- Უკეთესია. - კმაყოფილად ჩაილაპარაკა.

რამდენიმე წამში ნელა მომიახლოვდა. Რეაგირებაც ვერ მოვასწარი, მისი ხელები იმდენად სწრაფად აღმოჩნდა ჩემს წელზე. ფხთხილად მიმწია თავისკენ, შემდეგ მანქანაზე შემომსვა. Ცივ მეტალთან შეხება უსიამოვნო გრძნობას იწვევდა ჩემში, მაგრამ სანდროს სითბო ფარავდა ამ ყველაფერს. თვითონაც გვერდით მომიჯდა, ისე ახლოს, რომ ჩვენი მხრები ერთმანეთს ეხებოდნენ. Გული უფრო და უფრო ჩქარად მიცემდა, ამ სიჩუმეში. Ის არაფერს ამბობდა, Მაგრამ ეს სიჩუმე ჩვენს შორის, უთქმელობის მიუხედავად, უფრო სავსედ მეჩვენებოდა. Ალექსის თბილი ხელი ჩემს ხელს შეეხო.

- Იცი რა მომწონს ყველაზე მეტად აქ?- ჩუმად მკითხა.
- Რა ?
- სიჩუმეა... მაგრამ მაინც გესმის ხმა, რითაც ბუნება გელაპარაკება.

Გაეღიმა. Მეც გამეცინა.

- ბუნება გელაპარაკება ?
- Ხო, ნუ, ჩემთვის ასეა. Შენ ასე არ ფიქრობ?
- Მე..- ცოტა დავფიქრდი.- სიმშვიდე მესმის. Ისეთი რომლესაც ვერ აკოტროლებ და უბრალოდ იღებ.
- Ზუსტად.- დამეთანხმა და ისევ შემომხეედა.- ქალაქში ამას ვერ შეამჩნევ.

Სანდრომ, მოუსვენარი ქარისგან არეული თმები ნაზად გამისწორა. თითქის თითოეული შეხებით რაღაცას ამბობდა.

- რაზე ლაპარაკობდით გოგოები?,- მშვიდად იკითხა, მაგრამ ხმაში აშკარად ინტერესი იგრძნობოდა.
- Აჰ.. Ისე, არაფერზე,- დავიბენი.

- Დეა,- ჩემსკენ გადმოიწია.- პასუხად “არაფერზე” არ მიგულისხმია.
- Მისი მზერა არ იყო ეჭვით ავსილი, უფრო ინტერესით იყურებოდა, თითქოს რა ხდებოდა ჩემს თავს.
- გოგოებმა მკითხეს ჩვენზე, როგორ გავიცანით ერთმანეთი.- ავუხსენი მშვიდად.

Სანდრო სიჩუმეს ინარჩუნებდა , თითქოს გაგრძელებას ელოდა.

- Და? - იკითხა ბოლოს მაინც.

- Და.. Მოკლე დეტალები გავაცანი. Ლიკაც წამოიჭრა, მეტი არაფერი.
- Დეა..
-Მე შენ მომწონდი, შენ ლიკასთან შეხვედრა დაიწყე,- ხმა უფრო და უფორო მიდაბლდებოდა.- მერე გაგეცალეთ, ახლა კი ერთად ვართ.

Მზერა მივაპყარი სანდროს. Ისიც ჩუმდა. Თითქოს სიტყვებს ეძებდა.

- Და მე ეს ყველაფერი ვიცოდი, - თავის თავს უფრო უდასტურებდა ვიდრე მე.

Არ გამკვირვებია.მხოლოდ თვალები დავხუჭე და ჩუმად ჩავილაპარაკე.

- Ვიცი, რომ იცოდი.

Სანდროს თვალები გაუფართოვდა. Თითქოს ამ პასუხს ელოდა, მაგრამ მაინც მტკივნეული იყო მისთვის.

- Და მაინც ლიკა არჩიე...

Სანდრომ მზერა ამარიდა.

- Იმიტომ რომ შენთან ვერ მოვდიოდი- ნელა დაიწყო.- შენთან ვერ ვითამაშებდი...
- Და ბოლოს მაინც ითამაშე.

მწარე ირონია წასცდა ჩემს ბაგეებს.

- ნუ კარგი, მეც იმ დონეზე მივედი, რომ თუ ამის უფლებას მოგცემდი, საბოლოოდ გავთელავდი ამ გრძნობას ასე რომ შენი ბრალიც არაა.- ბრაზი ამერია გონებაში.
- Ვიცი ,- ამოიოხრა.- ვიცი და ვწუხვარ, რომ ასე საძაგლად მოვიქეცი. არ ვაღიარებდი იმას, რასაც ვგრძნობდი და გადავწყვიტე მომეშორებინე, რადგან სანაცნობოში ვერ გავუშვებდი ჩვენზე ხმას. Ლიკასთან ახალი დაწყებული მქონდა ურთიერთობა და... ვერ ვაღიარებდი იმასაც, რომ შენ ჩემზე გაუცნობიერებლად მოქმედებდი.

Გაჩუმდა. Თვალსაც კი ვერ მისწორებდა. Თითქოს იმ აღიარებას მივადექით წარსულიდან რომელიც ახლა გვტკენდა.

- Ნაძირალა.

ეს სიტყვა ჩემგან ძალიან მშვიდად ჟღერდს… და მაინც ყველაზე მძიმე იყო.

- Მართალი ხარ. ნაძირალა ვარ.

გაიჟღერა აღიარებამ. Მის ხმაში სიმძიმე იგრძნობოდა,თითქოს ბოლოს თქვა ის რასაც აქამდე თავს არიდებდა.

- Მაშინ.. ასე გამოვიდა. Ბოლოს მაინც გატკინე. Ვიცი, ეს სისულელეა, – ჩაეცინა მწარედ. – საკუთარი გრძნობებისგან გაქცევა… მაგრამ მაშინ მეგონა, რომ თუ შენს გვერდით დავრჩებოდი… საბოლოოდ შენს კი არა, საკუთარ თავსაც დავკარგავდი. მაგრამ საკმაოდ იდიოტიური შეცდომა დავუშვი. Დეა, მინდა რომ შენს გრძნობებთან მართალი ვიყო. Ისევე როგორც ჩემს თავთან. Ვაღიარებ იმ დღეს სხვასთან რომ დაგინახე წითელი ამენთო და იმის შიშით რომ არ დამეკარგე ნაბიჯი გადმოვდი ახლა კი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, მე ვარ შენზე დამოკიდებული.

- Მაინც და მაინც ვინმესთან უნდა გენახე რომ ეს გეღიარებია?- თვალი გავუსწირე .

- Ჰო.. Როგორც ჩანს ასეა.. ასე რომ დაიკიდე, ლიკა დავითი,დათაც..- დაამატა ბოლოს და ჩემს წინ დადგა.- და ერთად დავიწყოთ.
- Სან..- სახეზე ხელი ნაზად შევახე.
- Მჰ?-შემომხედა თვალებ განაბულმა.
- Ურთიერთობა, ორი ადამიანით იწყება, მარტო ერთი, არ უნდა წვალობდეს.

Სანდრომ თვალებში ჩამხედა. Თითქოს სიტყვების წყობრში მოყვანას ცდილობდა.

- Ამჯერად აღარ მინდა რომ მარტო შენ იბრძოლო.

Ფრთხილად შძემეხო სახეზე.თითქოს პირველად მეხებოდა ისე როგორც შეეძლო.

- Და გეთანხმები ... ურთიერთობა ორზე იწყობა. - Მისმა ტემბრმა საოცრად დაიწია.- და მე აქ ვარ. Აღარ გავრბივარ.

Ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს ამ სიტყვებმა ჩემში სრული შვება ჰპოვეს.

- Მეც აქ ვარ..- ჩუმად ვუთხარი.- მაგრამ ერთი რამ მჭირდება...

- Მითხარი.
- Გულწრფელობა.ყოველთვის თუნდაც შიში და ეჭვი შემოგეპაროს უბრალოდ თქვი.. Მინდა იცოდე რომ შენს გვერდით ვარ.

სანდრომ თავი დამიქნია ისე, თითქოს ფიცი დადო.

- გპირდები. – ამოისუნთქა. – აღარ დავმალავ არაფერს. არც იმას, როცა მე ვარ სუსტი.

მისმა გულწრფელობამ თვალები ამიცახცახა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent