შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესანები (თავი მეექვსე)


19-10-2025, 12:08
ავტორი ბანუ
ნანახია 831

სტუმრები, რომ გააცილეს მისაღებში დასხდნენ. სიჩუმეს არცერთი არღვევდა. ალექსანდრე ხან მის მეგობრებს გადახედავდა, ხან კესანესკენ აპარებდა მზერას, რომლსაც ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა მზერა. თითოეული მათგანი ფიქრს მისცემოდა, არავის ჰქონდა ლაპარაკის თავი. ალკოჰოლი უკვე გამოსულიყო კაცის ორგანიზმიდან, ახლა უფრო მეტად აცნობიერებდა საკუთარ დანაშაულს.
-ჩემს ძმას როდის გამოიყვან?-სიჩუმე დაარღვია ქალმა და ყიფიანი მიხვდა, რაოდენ დიდი დოზით იყო მის ხმაში ზიზღი.
-კესანე ისედაც მძიმე დღე იყო-მართა ქალს მიუჯდა და მხრებზე ხელები მოუსვა ნუგეშის გამოსახატად.
-გეთანხმები, ძალიან მძიმე იყო, ჩემთვის ნამდვილად იყო, სიამოვნება ვერ მივიღე-კბილებში გამოსცრა და კაცს მზერა გაუსწორა.
-არ გინდა-თავი გააქნია ალექსანდრემ.
-არ მინდა? რა არ მინდა? იცი რა არ მინდა?-უღრიალა ქალმა და ფეხზე წამოდგა-იცი მაინც რა არ მინდა? ჩემი ცხოვრების დანგრევა არ მინდა, არ მინდა რომ ჩემს გვერდით იყო, ჩემი ქმარი გერქვას, არ მინდა ჩემს სიამაყეს ფეხქვეშ თელავდე, არ მინდა ამის გაკეთება მიწევდეს. გესმის?-ხმა გაებზრა.
-კესანე გთხოვ დამშვიდდი-ფეხზე წამოდგა ლუკაც.
-რა დაგიშავე? ამიხსენი, მითხარი, რა გავაკეთე, რომ ეს დავიმსახურე-ცრემლები გაუჩერებლად სცვიოდა ქალს.
-რას ელი ჩემგან?-ფეხზე წამოდგა კაციც.
-ელემენტარულ პატივისცემას ალექსანდრე. თავმოყვარეობას არ უნდა მილახავდე, იმ ოთახში ჩემს მაგივრად სხვა რომ შემოსულიყო? ყველა გაიგებდა და მე მაინც უნდა გადამეყლაპა, რომ ჩემს ქმარს სხვა ქალთან ჰქონდა სე**ი
-მე არ დამიძალებია შენთვის, ეს თავად გადაწყვიტე, თუ არ გინდოდა ასეთი ცხოვრება მაშინ არ მოსულიყავი-უღრიალა კაცმაც და ხელები გააშვებინა ლუკას მხარზე რომ შემოხვეოდა.
-მე უბრალოდ ჩემი ძმის თავისუფლება მინდა-ცისფერები მიანათა და ადგილზე გააქვავა კაცი.
მძიმედ ამოისუნთქა,იქვე მიგდებული კოლოფიდან ღერი ამოაძვრინა და შუა ოთახში გაუკიდა. სიგარეტის კვამლს ფილტვებში უშვებდა და ბოლოს უკანვე აბრუნებდა. ყიფიანმა ქალს გახედა, ასეთიც ულამაზესი იყო კესანე, სიგარეტით ხელში, მოჩხუბარი, ნამტირალევი, დანებებული.
-მეორეჯერ, აღარ გაბედო, სადაც გინდა იქ იხ***ე შენი საყვარლები, მაგრამ ჩემი თავმოყვარეობა აღარ გათელო-გამაფრთხილებლად თითი დაუქნია და სახლი დატოვა.
-ღმერთო ჩემო ალექსანდრე, ელიზაბეთთან იწექი?-მართამ გაკვირვებული თვალები მიანათა
-ეს შენი საქმე არ არის-დას გახედა ბექამ.
-ყოჩაღ, უფრო მეტი არაკაცური საქციელი დაანახე ამ გოგოს და მოღალატე ქალი არჩიე მას, საკუთარ გრძნობებში გაერკვიე ბატონო ალექსანდრე-ზიზღით აათვალიერა კაცი და ისიც კესანეს გზას გაჰყვა.
-რა ჯანდაბა გჭირს მართლა-ბექა ადგილზე გასწორდა
-შემეშვი რა-ხელი აუქნია
-ჩვენ შეგეშვებით, მაგრამ დაფიქრდი შენს ცხოვრებაზე ალექსანდრე-ლუკამ მეგობარს გახედა და ბექასთან ერთად მარტო დატოვა.
ის ღამეც თეთრად გაათენა, სინანულსა და მომავალზე ფიქრმა საშუალება არ მისცა, რომ ძილისთვის მიეცა კაცს თავი და ცოტახნით მაინც დაევიწყებინა საკუთარი ცხოვრება. აივანზე იჯდა, სიგარეტს ეწეოდა და მზის სხივებში ეკარგებოდა მზერა. არც ელიზაბეთი უქრებოდა გონებიდან და არც ის ტკივილი კესანეს, რომ მიაყენა. იმდენად ღრმად შეეტოპა უკან ვეღარ ბრუნდებოდა, ვეღარ ეთმობოდა კესანე, რომ მისი ცხოვრებიდან გაეშვა და ვეღარც კარგს აკეთებდა მისთვის. სახეზე ხელები მოისვა, უსიამოვნოდ ცრიდა ტანში ეს ყოველივე. კესანეს სიცილს, თვალებს, მზერას, ტუჩებს ჭკუიდან გადაყავდა. რა ემართებოდა თავადაც ვერ იგებდა, რა მიზიდულობა ჰქონდა ამ ქალს ასეთი, რომ ყიფიანი თავიდან ვერ იგდებდა. რატომ ადარდებდა მისი ზიზღით სავსე თვალები და ისიც, რომ მისი საქციელით უდიდესი ჭრილობა დაუტოვა. გულზე ხელი მიიდო, კესანეზე ფიქრმა მყისიერად აუჩქარა გულისცემა. თავიდან უნდა ამოგედო, მისი ცხოვრებიდან უნდა გაექრო ეს ქალი, მასზე არ უნდა ეფიქრა, მაგრამ ხელს ვერ კრავდა. იცოდა, რომ ქალს წასვლის სურვილი სწვავდა, მაგრამ ვერაფრით დაუშვებდა, რომ წასულიყო, მისგან თავს ვერ დაიხსნიდა.
კაბინეტისკენ მიმავალმა მისკენ მოპყრობილი მზერები დააიგნორა, იცოდა, რომ უკვე ყველას ყურამდე მიაღწევდა მათი უფროსის ნიშნობის ამბავი. სანდრას ლაპარაკობს ყურადღება არ მიაქცია ისე მიიჯახუნა კაბინეტის კარი. ნერვები პიკზე ჰქონდა და იცოდა, ახლა რომ ქალს დალაპრაკებოდა, რაიმე ცუდს ეტყოდა. ვერც ათას სამუშაოს დაუდო გული, კესანეს ცისფერები მუდამ ლანდად დასდევდა გონებაში. საბუთები უმისამართოდ მოისროლა. აუცილებლად უნდა ესაუბრა კესანესთან გუშინდელ მის შეცდომაზე, მაგრამ თავს ვერ აბამდა, ვერც შინაგან მეზე იმარჯვებდა, რომელიც გამუდმებით იმას უმეორებდა რომ საჭირო არ იყო ახსნა. მას ქორწინება არ დაუძალებია, არც სიყვარული შეუთავაზებია, ამიტომ რასაც სურდა იმას იზავდა.
სიგარეტის კოლოფს ხელი დაავლო და ტერასისკენ აიღო გეზი. საუცხოოდ დაღლილი იყო, უძილინობისგან, თავის ტკივილისა და ამდენი ემოციისგან ვეღარ აზროვნებდა. მის დარდებს ისიც დაემატა ქალს რომ მოკრა თვალი კარის გაღებისთანავე. მასთან ახლოს მდგარი კაცი რაღაცას უხსნიდა და კესანეც ხმამაღლა იცინოდა. ბედნიერი ჩანდა, თითქოს არაფერი ადარდებდა ამ ქვეყნად და კაცს გულში რაღაცამ გაკრა, სულაც არ იცოდა რა გრძნობა იყო ეს, თუმცა ნამდვილად გრძნობდა, რომ უნდოდა ეს ქალი, ასეთი ლამაზი, ბედნიერი, მხიარული მასთან ყოფილიყო, მხოლოდ მასთან და სხვასთან არა. კესანეს ყოფნას ვერავისთან აიტანდა, ნივთივით მიისაკუთრა ეს ქალი და ვეღარასდროს გაუშვებდა მისი ცხოვრებიდან, მითუმეტეს როცა მისი ცოლი ხდებოდა.
-კესანე-ხმის პატრონს გამოაყოლა ქალმა მზერა და წამში შეეცვალა სახის გამომეტყველება, სადღაც გაქრა ის სიხარულისგან აგიზგიებული თვალები-რას აკეთებთ?
-ბატონო ალექსანდრე-ილიამ უფროს გახედა-კესანეს ვუხსნიდი, რომ..-ვერ დაასრულა წინადადება
-არ მაინტერესებს ჩემს საცოლესთან რას აკეთებედი, რას უხსნიდი ან რას გრძნობდი, უბრალოდ მაინტერესებს მის სიახლოვესაც კი როგორ გაიარე-კაცმა მათ შორის მანძილი დაფარა, ქალს ხელი დაავლო და უკან დაიყენე.
-რას აკეთებ-უხეში იყო კესანეს ხმა-ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით
-ბატონო ალექსანდრე, ეს ის არ არის რაც თქვენ იფიქრეთ-დაიბნა კაცი.
-ჩემი საცოლე მოგწონს?
-ალექსანდრე-ხმას აუწია ქალმა.
-არა, რას ბრძანდებით-ნერვიულად გაიცინა.
-ხოდა მის გვერდით აღარ დაგინახო-თვალებში მიაშტერდა და მიახვედრა, რომ იქაურობას უნდა გაცლოდა.
-ხელი გამიშვი-ხელი კრა კაცს კესანემ-რა ჯანდაბას აკეთებ?
-წესიერად მოიქეცი-კბილებში გამოცრა.
-რას გულისხმობ წესიერად მოქცევაში? რას ვაშავებდით?-თვალები უელავადა მრისხანებისგან
-კესანე, დავინახე როგორ გიყურებდა
-რას ქვია დაინახე, რა დაინახე სულ არ მაინტერესებს, შენ მე ვერ მიმითითებ რა გავაკეთო და რა არა-თითი დაუქნია გამაფრთხილებლად
-მე შენი საქმრო ვარ, შენ ჩემი ხარ, ჩემი საკუთრება, ჩემი საცოლე, ჩემი ქალი და ვერავინ შეგახება-მაჯა დაუჭირა კაცმა და ბოლო ხმაზე უღრიალა.
-შენი ქალი?-ცრემლები ჩაუდგა ცისფერებში კესანეს-შენი ვარ? გუშინ ელიზაბეთი იყო შენი და დღეს მე ვარ? ეს არის შენი მიზანი? ასეთი ცხოვრება და მომავალი გინდა? ერთი დღე სხვასთან დაკავდე სე**ით და მეორე დღეს ჩემზე იეჭვიანო?-არც ქალმა დააკლო ყვირილი.
კაცმა მძიმედ ამოისუნთქა, იცოდა, რომ მართალი იყო კესანე. არანაირი უფლება არ ჰქონდა მის პირად ცხოვრებაში ჩარეოდა, როცა თავად საშინელებებს უკეთებდა. ხელები გაუშვა და სახეზე მოისვა. ქალს ცეცხლი ჩაუქრა თვალებში,თითქოს დაწყნარდაო, შემდეგ კი ჩუმად ამოილაპარაკა.
-მე დავიღალე, ამ სპექტაკლით დავიღალე, მხოლოდ ჩემი ძმის დანახვა მინდა, მისი ბედნიერების და თავისუფლების და ამისთვის ყველაფერს ვიზამ, თუნდაც ჩემი თავის გაწირვა მომიწიოს, თუნდაც შენნაირი კაცის ცოლი გავხდე, შენი ღალატი ვიტანო ყოველდღე, მზად ვარ ყველაფრისთვის-ცრემლები კიაფობდნენ მის თვალებში.
-კესანე-მომნუსხველად ამოიჩურჩულა კაცმაც მისი სახელი და მისი სახე ხელებში მოიქცია. ლოყაზე თითებით მიეალერსა.
-არ გინდა ალექსადნრე,ჩემს თვალში გუშინ ღამე მოკვდი, ჩემს გულშიც მოკვდები ნელ-ნელა-ცრემლებმა გაიკვლია მის სახეზე გზა, ნელა მოიცილა კაცის ხელები და ტერასა დატოვა.
ჰორიზონტს გაუსწორა მზერა, სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია და გაუკიდა. საკუთარი თავი გონზე უნდა მოეყვანა, ამ პერიოდს უნდა გამკლავებოდა. ამ შურისძიების წყურვილმა, უაზრო იმედგაცრუებამ, ტყუილმა, ღალატმა თავგზა აუბნია, იმას კარგავდა რაც გააჩნდა და თავადაც ხვდებოდა, რომ ეს რაღაც კესანე იყო. მისი თვალები, საუცხოოდ ლამაზი ცისფერები მალამოდ ედებოდა მის ცხოვრებას, მაგრამ გამუდმებით ბრაზსაა და სევდას იწვევდა, გამუდმებით სტკენდა ქალს. ტელეფონის ზარმა დააბრუნდა რეალობაში. ხელი გადაუსვა სენსორს.
-ბატონო ალექსანდრე, როგორ ბრძანდებით?-იყო ხმა მეორე ხაზიდან.
-მადლობა მიშა, კარგად, თავად?
-ასევე ბატონო ალექსანდრე, მის ძმასთან დაკავშირებით ვრეკავ, რაღაც პრობლემები შეიქმნა
-რა პრობლემები?-წელში გასწორდა კაცი ნერვიულობისგან.
-ფინანსუ...-აღარ დაამთავრებინა მიშას.
-რამდენიც საჭიროა იმდენი გადაიხადეთ, აუცილებლად უნდა გამოვიდეს მისი ძმა.
-კი, მაგრამ..
-რასაც გეუბნები ის გააკეთე-ტელეფონი წამებში დაუკიდა და ეკრანზე მოსულ ახალ შეტყობინებას დააჩერდა, უცხო ნომრისგან იყო,მაგრამ წერილის შინაარსისგან წამებში მიხვდა მესიჯის ავტორის ვინაობას. "გუშინ საოცარი ღამე იყო, როდის დავასრულოთ დაწყებული?"-სწერდა ქალი. ალექსანდრემ რამდენჯერმე გადაიკითხა, თუმცა ბოლოს უპასუხოდა დატოვა ელიზაბეთი. ახლა სულაც არ იყო მის ხასიათზე, როცა თავში მხოლოდ კესანეზე ფიქრი უტრიალებდა. გულზე ხელი მიიდო, მწვავე ტკივილს გრძნობდა, თვალებში ცრემლები აწვებოდნენ და ვეღარ ხვდებოდა, რა უნდა გაკეთებინა. საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა, სულ სხვა ადამიანი იყო, სულ სხვა ყიფიანი და გამეტებით ენატრებოდა ის ადამიანი, რომელსაც უსაზღვრო სიყვარული შეეძლო. უცბად მოიწმინდა ჩამოგორებული ცრემლი და ტერასა დატოვა.
ვერც სახლში ყოფნით პოვა სიმშვიდე. მისი სული ისევ ფორიაქობდა. სასმელს სასმელზე ცლიდა და ცდილობდა, რომ სიმთვრალით მაინც დაეხშო ეს ყურისწამღები ფიქრები. ვერაფრით ახერხებდა თავიდან ამოეგდო კესანეს ცისფერები. სწრაფად წამოდგა ფეხზე, გასაღებს ხელი დაავლო და სახლს გაეცალა. ალკოჰოლის დიდი რაოდენობა თავბრუს ახვევდა, ჰორმონებს უფრო უღვიძებდა და წყურვილს ქალის ნახვისა, მისი ბაგეების დაგემოვნების. სწრაფად დაამუხრუჭა კესანეს სახლთან, კიბეები აირბინა და მის კარზე ბრახუნი ატეხა. უკვე 2 ხდებოდა, ამიტომ დიდხანს მოუწია ლოდინი, სანამ კარს გაუღებდნენ. თმა აჩეჩვოდა ძილისგან ქალს, ტუჩები და თვალები დასიებოდა და გაოცებული მზერით უყურებდა ალექსანდრეს მის წინ, რომ იდგა. თხელი პენუარი ეცვა, მკერდის თავებს აქედანვე ხედავდა ყიფიანი და უფრო მეტად სწადდა მათი დაგემოვნება, მაგრამ ყველაზე მეტად ჭკუიდან მაინც კესანეს ცისფერები შლიდა.
-ალექსანდრე-ხმა მიუსუსტდა ქალს.
-მაპატიე-მისი სახე ხელებში მოიქცია, ერთხანს დააჩერდა ცისფერებში და მათში ზიზღის მხოლოდ მცირედი ნაწილი, რომ ამოიკითხა ბაგეებს დაეწაფა. მთელი სინაზე და სისპეტაკე ჩადო კოცნაში და მიხვდა, რომ ამ ქალის გარეშე არ შეეძლო, მის გარეშე ვერ იარსებებდა, თუნდაც ახლავე გაეგდო კესანეს,მაინც სურდა მისი ყოფილიყო, მისი ცოლი, მისი ქალი, მისი შვილების დედა, მთელი არსებით უნდოდა კესანე. სუნთქვა, რომ აღარ ეყო ნაზად მოშორდა ქალს და მის თვალებში აკიაფებულ ცრემლებს დააჩერდა, თითქოს სუნთქვაც კი შეეკავებინა. შუბლი შუბლზე მიადო და თვალები მიელულა-არ მინდა, რომ ეს თვალები სხვამაც ნახოს-უჩურჩულა და იგრძნო ქალს, როგორ გაეღიმა.
-ალექსანდრე-ხმამაღლა ჩაახველეს და კაცმა თვალები გაახილა, ნელა მოშორდა ქალს და მათ უკან მდგარ ელიზაბეთს გახედა, რომელიც გაოცებული უყურებდა წყვილს. წამიერად იგრძნო, როგორ დაეჭიმა კესანეს სხეული, როგორ მოუნდა იქიდან ორივეს გაქრობა და მიხვდა კაცი, რომ ამ ქალს საკმარისად ატკინა. ელიზაბეთიდან მზერა კესანეს ცისფერებს გაუსწორა და ახლაღა შეამჩნია მათში არსებული სინანული, თავისი გადაწყვეტილების, ალექსანდრესათვის კარების გაღების. თვალები მაგრად დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, შემდეგ ყიფიანს ახედა და კაცმა მათში ისევ ტერასაზე არსებული ცისფერები დაინახეს, ზიზღითა და იმედგაცრუებით სავსე.



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ძაან კარგი იყოო,ალექსანდრე რომ მივახრჩოთ არ შეიძლება ???????????? ველოდები შემდეგს♥️♥️

 


№2 სტუმარი ფფ

ძალიან კარგი იყო მაგრამ პატარა თავი იყო, გთხოვთ ნუ აგვიანებთ დადებას და თავებიც გაზარდეთ

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

საოცრად წერთ. ძალიან გთხოვთ არ დააგვიანოთ დადება შემდეგი თავის

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიაკო

ძალიან კარგია. ველით შემდეგს. წარმატებებს გისურვებთ

 


№5 სტუმარი მკითხველი

ეს გველი ელიზაბედი საიდანღა ამოსრიალდა ახლა როგორციქნა აზრზე მოვიდა კაციდა:)

 


№6 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან კარჰია მიყვარს თქვენი ისტორის, გმირები და ფანტაზიები. გვაბედნიერებ შენი ყოველი გამოჩენით

 


№7 სტუმარი

ძალიან კარგია, ველოდები შემდეგ თავს

 


№8 სტუმარი სტუმარი სტუმარი

როდის იქნება შემდეგი თავიი????

 


№9 სტუმარი სტუმარი ლიაკო

იქნებ დადოთ გსგრძელება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent