შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესანები (თავი მერვე)


2-11-2025, 04:24
ავტორი ბანუ
ნანახია 1 120

უსასრულოდ იწელებოდა დრო ალექსანდრესთვის. ვერაფრით ეგუებოდა ამ ტკივილს და ვერც მოქმედებდა, თითქოს ხელები ჰქონდა შეკრული, ვეღარ მოძრაობდა, აღარაფერი შეეძლო. უსაშველოდ ახრჩობდა ყოველდღე კესანეს დანახვა დერეფანში, უცნაურად რომ აარიდებდა თვალს, მაგრამ მაქამდე არასდროს ავიწყებოდა მადლიერების მზერის მოვლება ყიფიანის სახეზე. კესანეს გამოჩენამდე მის ცხოვრებაში ნაკლებად მტკინვეული იყო იმ ფაქტის მიღება, რომ სულ მარტო იყო. სახლში დაბრუნებულს არავინ ხვდებოდა, მარტო ვახშმობდა, აივანზე დაჯდებოდა, გათენებამდე გაჰყურებდა ხოლმე ჰორიზონტს, აკაშკაშებულ თბილისს და ის ღამე ნათლად ახსენდებოდა კესანე პირველად რომ წაიყვანა მის საყვარელ ადგილას. ღერს ღერზე ეწეოდა და ცდილობდა, რომ ამ ყველაფერთან ერთად ეცხოვრა, როგორც ადრე, მაგრამ განსხვავებით წარსულისა ახლა მეტად დიდი ღრმული ჰქონდა გულში. თითქოს კესანემ მოკლა, საბოლოოდ გაანადგურა და ახლა ალექსანდრე, რომელსაც ოდნავ მაინც შეეძლო მომავალზე იმედიანად ეფიქრა, ქალმა მის მონად აქცია, მასთან ერთად წაიღო ეს ყოველივე და ახლა მხოლოდ სიცარიელე დატოვა ალექსანდრესთან. უჩვეულოდ ჩამოუგორდებოდა სახეზე ცრემლი, ფიქრებისგან დაცლილი სწრაფად იტაცებდა ხელს და მოიშორებდა, მაგრამ ხომ იცოდა, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, სხვას თუ დაუმალავდა საკუთარ თავს ვერსად გაექცეოდა. ყველაზე მეტად უნდოდა დასასრულს მიახლოვებოდა, როგორმე შეესისხორცებინა ეს მწვავე ტკივილი და ამით დამთავრებულიყო ყველაფერი, მაგრამ არ გამოსდიოდა. ქალის დანახვაზე "გამრთელებული" იარები კვლავ უახლდებოდა და აღარასდროს აღარ ხორცდებოდა.
ის საღამოც კვლავ მარტოსულად ჩაივლიდა, ისევ ტერასაზე მჯდარს დაათენდებოდა, ახლადამოსული მზის სხივები გაუთბობდა სახეს, რომ არა ვახშმის შემდგომ მის კარზე აწკრიალებული ზარი, ვიღაცის მოსვლას რომ მოასწავებდა. კარისკენ უინტერესოდ დაიძრა და ნელა გამოაღო, ასევე უინტერესოდ აათვალიერა ქალი და ზურგი აქცია. ელიზაბეთი სახლში შემოვიდა და კარი მიიხურა.
-ჩემს მესიჯებს რატომ არ პასუხობ?-განაწყენებულმა აათვალიერა კაცი და შემდეგ გარემოს მოავლო მზერა, უმისამართოდ რომ ეყარა სასმლის ბოთლები-რა ჯანდაბა ხდება?-კაცი დუმდა, წყნარად იჯდა დივანზე და ერთი წერტილისთვის გაესწორებინა მზერა-ალექსანდრე, მიპასუხე-გვერდით მიუჯდა და მისი სახე ხელებში მოიქცია. კაცმა მზერა გაუსწორა, საოცრად ლამაზად მოეჩვენა ცისფერები და წამიერად მოელანადა კესანე, როგორ მიამსგავსა თავიდან ის ელიზაბეთს და ახლა პირიქით,როგორ ამსგავსებდა ელიზაბეთს კესანეს.
-არაფერი არ ხდება-ამოიჩურჩულა.
-ცუდად გამოიყურები, თითქოს რაღაც ძალიან გაწუხებს-ქალმა ახლა გულზე მიადო ხელი და თითებით მიეფერა ამ ადგილას-აქ გტკივა თითქოს
-ელიზაბეთ, რატომ მოხვედი?
-გავიგე, რომ შენ და კესანე დაშორდით, ვიცოდი რომ ისევ გიყვარდი-ნაზად გაუღიმა კაცს და მისკენ დაიხარა, მაგრამ ყიფიანმა თავი გასწია.
-შენს გამო არ დავშორებულვარ
-რა?-გაკვირვება გამოეხატა სახეზე-კი, მაგრამ...
-ელიზაბეთ, სხვისი ცოლი ხარ, ჩვენს შორის ყველაფერი მორჩა, კესანე მხოლოდ იმიტომ გავუშვი, რომ ამ სპექტაკლში, სადაც მე და შენ ვართ, მას არ ესაქმება არაფერი, არაფერი დაუშავებია, რომ ჩვენს გამო იტანჯოს.
-რა სისულელეებს ბოდავ?-გაიცინა ქალმა, მაგრამ ცისფერებში მკაფიოდა ულეავდნენ ცრემლები.
-ელიზაბეთ ყველაფერი დამთავრდა-მის სახეს მოავლო თვალი და ელიზაბეთის სახეზე გაკვალულ ცრემლებს ყურადღება არ მიქცია. ნელა უშვა ქალმა ხელი და ისიც ერთ წერტილს მიაჩერდა, კაცი გრძნობდა როგორ უცახცახებდა მხრები, მაგრამ ბოლომდე არ ტყდებოდა. მუდამ ასეთი იყო, არასდროს სურდა სხვისთვის ტირილის ჩვენება, დაუცველი ქალის როლი მუდამ ეზიზღებოდა. უეცრად სწრაფად შეხედა კაცს, თითქოს რაღაცას მიხვდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაიგო, გაოცებულმა აათვალიერა, ალექსანდემაც მზერა გაუსწორა, ვერ ხვდებოდა ელიზაბეთის მზერას.
-ღმერთო ჩემო, შეგიყვარდა-შეცბუნებული სახე ჰქონდა, წვიმის წვეთებივით უსველებდნენ სახეს ცრემლები.
კაცმა უინტერესო მზერა მოავლო, თავადაც იცოდა პასუხი ამ ყველაფერზე. საკუთარ თავს უკვე დიდიხანია უტყდებოდა იმაში, რომ კესანემ თავბრუ დაახვია, თუ აქამდე არ ესმოდა რა გრძნობა იყო, ვერ იგებდა, ახლა თვალნათლივ ედგა სიმართლე. კესანეს თვალები, სურნელი, უბრალოდ მისი არსებობა საუცრად უჩქარებდა პულსაციას და მისი წასვლით გამოწვეული ტკივილი პირნათლივ გავდა იმას, რასაც ამ 6 წლის განმავლობაში გრძნობა ელიზაბეთის გამო. ქალისთვის ყურადღება არ მიუქცევია ნელა, რომ წამოდგა და იმედგაცრუებულმა დახედა, შემდეგ კი სწრაფად დატოვა სახლი. კვლავ მარტო დარჩა ყიფიანი.
ის დილაც დაათენდა, ზლაზვნით მივიდა კომპანიამდე. საქმეებში ჩაეფლო, მაგრამ ფიქრებით სულ სხვაგან იყო, როგორც ყოველთვის. საბუთებს ხელი უშვა, უსიამოვნოდ მოისვა სახეზე ხელი, აწკრიალებულ ტელეფონს დააჩერდა და მალევე უპასუხა.
-ბატონო ალექსანდრე სალამი, როგო...-შუა გზაზე გააწყვეტინა წინადადება კაცს.
-პირდაპირ მითხარი მიშა, რაც გთხოვე მოაგვარე?
-ბატონო ალექსანდრე, ხვალ გამოვა ის ბიჭი-შვებით ამოისუნთქა ყიფიანმა და სახე გაებადრა ღიმილისგან.
-მადლობა მიშა, არ დაგივიწყებ-სწრაფად მიაყარა და გაუთიშა.
ბედნიერებისგან გული უცემდა, არც კი სჯეროდა, რომ კესანესთვის რაღაც კარგს აკეთებდა, უსაზღვრო სიხარულს ჩუქნიდა ქალს ერთხელ მაინც, აღარ სტკენდა. ნელა წამოდგა ფეხზე, სიგარეტის მოსაწევად ტერასას მიაშურა. თითქოს ამდენი დღის ნაგროვები ტკივილი ერთიანად გააქრო ამ ამბავმა. არაფრის დიდებით მისცემდა თავს უფლებას, რომ ეს ყველაფერი ქალის უკან დაბრუნებისთვუს გამოეყენებინა, მაგრამ რას არ მისცემდა, რომ კესანე ამ ამბის გაგებისას შემოხვეოდა, სიხარულისგან ეხტუნა და კიდევ ერთი შანსი მიეცა კაცისთვის, მაგრამ იცოდა ყიფიანმა, რომ არ იმსახურებდა, აღარცერთ შანსს აღარ იმსახურებდა, მხოლოდ ტკივილსა და უბედურებას. ტერასაზე გასულს ქალიც, რომ იქ დაუხვდა წამიერად შეეკუმშა გული, სუნთქვა გაუჩერდა და მთელი ორგანიზმი გაუთბა. იგრძნო, როგორ ენატრებოდა ამ ხნის განმავლობაში,ასე ახლოს ამდენი ხანია აღარ დაეგულებინა.
-კესანე-ამოიჩურჩულა მისი სახელი, მაგრამ ქალის სმენამ მაინც გაიგნო საყვარელი ადამიანის ხმა და გველნაკბენივით მისკენ მიბრუნდა.
-ალექსანდრე-მის თვალებში ნაპერწკლები შეამჩნია ყიფიანმა, მაგრამ ვერაფრით გაიგო ეს სიხარულისგან იყო, თუ მისი დანახვით გამოწვეული ტკივილისგან. ნელა მიუახლოვდა, სულ ახლოს დაუდგა და ქარის დაბერვისას მისი თმების სურნელი ხარბად შეისუნთქა, აგიჟებდა ეს სურნელი, თავბრუს ახვევდა, ჭკუიდან გადაჰყავდა.
-როგორ ხარ?-არ იცოდა საიდან დაეწყო საუბარი, თითქოს ისევ თხუთმეტი წლის თინეიჯერი ბიჭი იყო გოგოსთან საუბარი, რომ ერიდებოდა.
-მადლობა კარგად, თავად?-და სწორედ ახლა მიხვდა ალექსანდრე, რომ კესანეს ცისფერებში აციმციმებული ვარსკვლავები სიხარულისა იყო, ყველაზე სუფთა და ლამაზი ღიმილი, რომ დაანახა.
-კესანე-მონუსხულმა ამ სანახაობით წარმოთქვა მისი სახელი და თვალები გაუშტერა მის სახეს. როგორ უნდოდა შეხებოდა, მისი კანის სითბო ეგრძნო, მისი სინაზე და სისპეტაკე ხელში ჩაეგდო, მაგრამ ვერ ბედავდა, არ ჰქონდა ამის უფლება.
-რამე ახალი ხომ არ არის ჩემს ძმაზე?-მორიდებით კითხა და კაცი ფიქრებისგან გაათავისუფლა.
-მის გამოსვლას ხვალისთვის ელოდება ჩემი ადვოკატი-კარგად დააკვირდა მის სახეს, ეს ღიმილი კიდევ უფრო ფართო ღიმილმა რომ შეცვალა, თვალები სხვანაირად აუციმციმდნენ და სუნთქვა შეეკვრა კაცს მისი ნაზი ხელებით, რომ მოეხვია კისერზე ქალი. მიუხედავად გაკვირვებისა არც თავად დააყოვნა და სწრაფადვე შემოხვია ხელები წელზე, მის ყელში ჩარგო თავი და ხარბად მიისაკუთრა მისი სურნელი ასე,რომ აგიჟებდა.
-მადლობა, მადლობა-განუწყვეტლივ იმეორებდა ქალი და სიხარულისგან იცინოდა. ყიფიანს მოეჩვენა, რომ ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა კესანე და წამიერად შეზიზღდა საკუთარი თავი, რომ ამდენჯერ ატკინა, საკუთარ ამბიციებსა და სურვილებს შესწირა მისი ბედნიერება და მიწასთან გაასწორა. ნაზად უსვამდა ზურგზე ხელს და ნატროდა, რომ ეს წუთები სამუდამოდ გაგრძელებულიყო, აღარ უნდოდა იქ დაბრუნება სადაც იყო, უნდოდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო და მასთან ერთად სამუდამოდ გადაშვებულიყო უსასრულო ზღაპარში, თუმცა მალევე დასრულდა ეს ყოველივე და ქალი ნელა მოშროდა კაცს, არ ეთმობოდა, მაგრამ უნდა გაეშვა-მაპატიე, მე.., ღმერთო ჩემო, ძალიან დიდი მადლობა ალექსანდრე.
-კესანე, ვიცი, რომ ვერაფერს გამოვისყიდი სულ, რომ მთელი სამყარო ფეხქვეშ დაგიგო, მაგრამ ეს ის მცირედია რისი გაკეთებაც შემიძლია, რომ გაგაბედნიერო-ფრთხილად გადაუწია თმა ყურს უკან და კესანეს სახეს დააჩერდა სიამოვნებისგან, რომ მიელულა თვალები, მის ხელს ლოყით მიეფერა და კაცმა იგრძნო ვეღარ გაუძლებდა ამ ყოველივეს-მაპატიე-გველნაკბენივთ გამოსწია ხელი და სწრაფად დატოვა ტერასა. ვეღარ ატკენდა ამ ქალს, ვეღარ დაუნგრევდა ცხოვრებას, უნდა მორეოდა საკუთარ თავს. კაბინეტში მდგარ მაგიდას ფეხი კრა, უნდოდა ის ცეცხლი რაც ასე ბობოქრობდა მასში საბოლოოდ ჩაექრო, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა, მუდამ კესანე ედგა თვალწინ,მის სურნელს გრძნობდა და ხვდებოდა, რომ ეს ქალი მისი წყევლა გახდა, ის წყევლა, რომელიც ჯერ ელიზაბეთმა დაადო და ახლა კესანეს უანდერძა.
დასამშვიდებლად საღამოს მეგობარს ეწვია სახლში, უსაშველოდ სტკიოდა გული და მათთან დალევაში პოულობდა გამოსავალს. უთქმელად სვავდნენ, სამივეს თავისი პრობლემები ჭამდა და ალბათ ასე სიჩუმით ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ნუგეშის მიცემას. მერამდენე ბოთლს ცლიდნენ აღარ იცოდნენ. სიჩუმე საბოლოოდ დაარღვიეს.
-ლუკა, შენ რაღა გჭირს ბიჭო?-ბექამ წამოიყვირა.
-ახლა არ დაიწყო-ალექსანდრემ მზერა გაუსწორა.
-ჩუმად ვარ, რა უნდა დავიწყო, როგორ დაველაპრაკო ახლა ჩემს დაზე.
-ჰა?-გაკვირვებით შეხედა ლუკამ.
-ლუკა, დებილს ვგავარ? ვიცი, რომ ჩემი და გიყვარს, ისე როგორც შენ უყურებ მართას, ასე მხოლოდ საყვარელ ადამიანს უყურებენ, არა ისეთს, როგორიც ჩემთვის და ალექსანდრესთვისაა ეგ გოგო, სხვანაირად ლუკა. ჩემი ძმა ხარ, სისხლი და ხორცი, გული მთხოვე და ხელში დაგაჭერინებ აქვე, მაგრამ...
-ბექა, არ არის საჭირო ამაზე საუბარი, ისედაც ყველაფერი დავიწყებას მიეცა-ლუკამ გააწყვეტინა.
-მომისმინე ბიჭო-უღრიალა და ფეხზე წამოდგა, ალექსანდრეც მას დაჰყვა და მეგობრისკენ გაიწია-მხოლოდ იმის თქმა, მინდოდა, რომ..-წყნარად გააგრძელა საუბარი-შენზე საოცარი კაცი არ მეგულება ჩემი დისთვის, ვიცი, რომ სანამ მე ვიტყვი იქამდეც კი იცი, რომ არავის აქვს უფლება მისი თმის ერთ ღერს მაინც შეეხოს, ჩემთან ნუ მალავ შენს გრძნობებს, მე ნუ მიმალავ, შენს ძმას, შენს ოჯახს, მართამ გადაწყვიტოს თავად, მაგრამ რომ გტკივა ნუ მიმალავ-შეწუხებული სახით გახედა ლუკას.
სუნთქვა შეეკრა კაცს და ფეხზე წამოიჭრა, მისკენ გაიწია და მოეხვია, საოცრად გაუთბა გული. ძმაკაცურად დაკრა ხელი ზურგზე კაცმა და კარის გაღებისას მოშორდა მას. იატაკზე ფეხსაცმლის კაკუნისთანავე მიხვდნენ ვინ მოვიდა სახლში. ფეხზე ძლივს იდგა ქალი, თმა აჩეჩვოდა, მოკლე კაბა კიდევ უფრო დამოკლებოდა, სიცივისგან ცხვირი აწითლებოდა და სიმთვარლისგან ფეხზე ძლივს იდგა.
-ყველა აქ ყოფილხართ-სიხარულისგან ტაში შემოკრა და მზერა ლუკაზე შეაჩერა, ფართოდ გაუღიმა.
-ყარხარ სასმლისგან-ძმამ უსიამოვნოდ აათვალიერა-თავი თუ არ გაქვს რას სვამ ერთი-აღარ მიაქცია ყურადღება დისკენ წასულ კაცს და ისევ დივანზე დაეხეთა სასმლის დასალევად. ალექსანდრეც მას მიუჯდა.
-მართა-კაცმა ხელი მოხვია ნელა-ფრთხილად, მოდი ჩემთან.
-ისედაც სულ შენთან არ ვარ-ვნებიანად უჩურჩულა და კაცს სიამოვნებისგან ტაომ დააყარა.
-ასეთი მთვრალი მანქანით, როგორ მოხვედი, სულ გაგიჟდი?-დატუქსა და დასაჯდომად უბიძგა.
-მე არ ვმართავდი.
-რა?-კაცს ბრაზმა აასხა, მაგრამ კარში გამოჩენილი სხეულის დანახვისას მშვიდად ამოისუნთქა.
-მართა, გამომართვი შენი ჩანთა და გასაღები-ალექსანდრემ ახლა ნაცნობ ხმას გაუშტერა მზერა, საოცრად სახლურად, რომ ეცვა და ასეთიც რომ ულამაზესი იყო.
-აქ რას აკეთებ?-ფეხზე სწრაფად წამოდგა და თავიდან-ფეხებამდე აათვალიერა.
-მე დავურეკე-ხმამაღლა უპასუხა მართამ-პრობლემა გაქვს?
-მე წავალ-კესანემ თავი ზედმეტად იგრძნო და წასვლა დააპირა სწრაფად, რომ ჩააფრინდა კაცი მკლავში.
-ასეთ ფორმაში, ამ დროს, მარტო სად მიდიხარ?-კბილებში გამოსცრა და მის აწითლებულ სახეს დააკვირდა.
-მე.მე....მე-დაბნეულება შეეტყო ხმაში.
-მე წაგიყვან-სწრაფად მიაყარა და გასაღები შეათამაშა ხელში.
-არა, თავადაც ნასვამი ხარ-შეშინებულმა დაუყვავა.
საოცრად ესიამოვნო მისი მზრუნველობა, მალამოსავით მოედო მთელს სხეულზე.
-არავინ არსად მიდის-მართამ ხელიდან გამოსტაცა ქალი და დივანზე დააჯინა-დღეს ვსვამთ, ბოლომდე
-მართა, არ გინდა-უჩურჩურჩულა კესანემ.
-არა-ხმა გაებზარა, ცრემლები ახრჩობდა ქალს-უნდა დავლიო-იქვე მდგარ არყის ბოთლს ხელი სტაცა და მოიყუდა, გამოცლიდა კიდეც, რომ არა ლუკა წამიერად, რომ მოასწრო მისი დაჭერა და ხელიდან ართმევა-რა ჯანდაბას აკეთებ? დამიბრუნე.
-წამოდი-ხელი ჩაავლო, მაგრამ ქალმა უხეშად მოიშორა.
-თუ არც შენ იძინებ და კესანეც აქ არის, დავლიოთ-ბექამ ჭიქები დაულაგა წინ და სასმლით შეუვსო.
ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და კესანე, რომ აათვალიერა ქალს სახე აწითლებოდა, უკვე საკმაოდ ჰქონდა ორგანიზმში ალკოჰოლი. თვალები ამღვრეოდა და მომნუსხველად უყურებდა კაცს. ამის ატანა აღარ შეეძლო, ცდუნებას ვეღარ უძლებდა, სწრაფად წამოდგა და აივანზე გავიდა. ცივმა ნიავმა ოდნავ გონზე მოიყვანა, რეალობაში დააბრუნა და წამიერად შეეცოდა საკუთარი თავი, გალიაში გამომწყვდეულს წააგავდა.უკნიდან, რომ შეხება იგრძნო სულ დაკარგა აზროვნება. გველნაკბენივით შეხედა კესანეს ცისფერებს და ისევ აერია გონება. საოცრად ლამაზი იყო ქალი, სახლურ ფორმაში, ნასვამი, თამამად, რომ დაატარებდა კაცის განიერ ბეჭებზე ხელებს და ძლივ-ძლივობით აბამდა სიტყვებს.
-რატომ... რატომ გაანადგურე... რატომ გაანადგურე ის,რაც გვქონდა?
-კესანე, არ გინდა-ახლა ამ საუბარს ვერ გაუძლებდა, ჭკუიდან შეიშლებოდა.
-რა აქვს ისეთი, რომ ვერ ივიწყებ, ვერ კლავ შენში იმ ქალს, რატომ მტანჯავ მის გამო?-ცრემლები ჩასდგომოდა თვალებში.
-ჩშშ-შუბლი შუბლზე მიადო, თვალები მიელულა კაცს, საოცრად მოუნდა ახლა ამ ბაგეების კვლავ დაგემოვნება ასე მიმზიდველად, რომ გამოიყურებოდნენ.
-ჩემს გულში რატომ ხარ, ამ ყველაფრის მერე რატომ არ მიდიხარ?-ცრემლები სდიოდა კესანეს.
-კესანე..კესანე-განუწყვეტლივ იმეორებდა სახელს.
-გთხოვ, ამ ერთხელ-გაკვირვებით დააჩერდა, მისი სახე რომ მოიქცია ქალმა ხელებში და თავადვე აუსრულა ნატვრა მის ბაგეებს, რომ დაეწაფა. საუცხოო კოცნა იყო. ყოველჯერზე უფრო მეტად ახვევდა თავბრუს ასეთი სიახლოვე კაცს, ასეთ სინაზეს ვერსად პოულობდა, როგორიც მასში იყო. სუნთქვა, რომ აღარ ეყო ნელა მოშორდა, არ ეთმებოდა, კიდევ უნდოდა, რომ ეგრძნო, მასთან სიახლოვით დამტკბარიყო. იმედის ნაპერწკალმა გაიღვიძა მასში, თითქოს უეცრად ჩაესახა მომავლის იმედი. მომღიმარი სახით დატოვა კაცი აივანზე კესანემ და სახლში დაბრუნდა.
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, საოცრად სწრაფად უცემდა გული. უნდოდა ეღრიალა, ეყვირა, რომ ეს ქალი ყველაფერზე მეტად უყვარდა, უნდოდა ახლავე შესულიყო, ხელი დაევლო მისთვის და საბოლოო ამოსუნთქვამდე აღარ გაეშვა. უნდოდა მისით დაწყებულიყო მისი ყოველი დღე და მისით დამთავრებულიყო თავისი ცხოვრება. არცერთი დღე არ უნდოდა მის გარეშე, თავს არარაობად თვლიდა თუ ის არ იყო და ყველაზე იღბლიანად თუ ის გამოჩნდებოდა. ბედნიერების ტალღა მთელს სხეულში უვლიდა. ფიქრები მომავალში დაატარებდნენ, რომ არა ტელეფონის ზარი. უცებ შეეკრა სუნთქვა, გულმა წამიერად ყველა იმედი წაართვა და რაღაცის მიმართ უდიდესი შიშის გრძნობა ჩათესა მასში. სწრაფად უპასუხა ტელეფონს.
-ბატონო ალექსანდრე-იყო უცველი ხმა.
-მიშა, გთხოვ მითხარი, რომ ამ შუაღამეს, იმიტომ არ რეკავ, რომ მითხრა ის ბიჭი ხვალ თავისუფალი არ იქნება-თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, გული ძლიერ უცებდა, განაჩენივით ელოდა მიშას პასუხს, რომელიც ერთხანს დუმდა, ბოლოს კი ძალიან მწუხარებით დაარღვია სიჩუმე.
-ალექსანდრე, ის ბიჭი ხვალ რომ ელოდებოდი, დღეს ღამე, 2 საათის წინ ციხეში, თავისივე საკანში მკვდარი იპოვეს-ყიფიანმა თვალები ჭყიტა. ჰაერი შემოაკლდა მის ფილტვებს, ვეღარ აღიქვავდა მის გარშემო ვერაფერს. ინსტიქტურად გაუთიშა ტელეფონი და ოთახში შევიდა. მაგიდასთან მსხდომებს ამღვრეული თვალებით გახედა, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა. კესანე მის მეგობრებთან იცინოდა, ბედნიერი იყო იმ წუთებით. საოცრად ატკივდა გული, ხელი იტაცა და მისი დაწყნარება სცადა. რატომ აუბედურებდა კესანეს ცხოვრებას წუთისოფელი, რატომ კლავდა მასში ყველა სიხარულის წერტილს, როცა ყიფიანთან იყო. როგორ ეთქვა, რომ ის ძმა, რომლისთვისაც თავს სწირავდა, მუშაობდა, წვალობდა, სუნთქავდა ახლა მიწაში უნდა ჩაეწვინა. თავი გაუსკდებოდა ახლა, აქედან უნდა წასულიყო, მისგან შორს უნდა დაეჭირა თავი, რადგან ის იყო ყველაფრის მიზეზი. ყველა ტკივილის მიზეზი, რომელიც კესანეს ჰქონდა. მის ცხოვრებაში არაფერი კარგი არ მოჰქონდა და ჭაობში მასთან ერთად ძირავდა.
-კარგად ხარ?-ბექამ მხარზე, რომ ხელი მოუსვა მაშინ მოეგო გონს. ცრემლები ახრჩობდა, როგორ ეთქვა მოსმენილი ამ ქალისთვის, რომელიც სიყვარულის თვალებით შესციცინებდა, ნატკენი და დაჭრილი, ცხოვრებისგან განადგურებული ალექსანდრეში ხედავდა შველას.
-კესანე-ამოიჩურჩულდა მისი სახელი და ცრემლებს უფლება მისცა მის სახეზე გზა გაეკვლიათ.



№1 სტუმარი სტუმარი თეო

აქ გაჩერება იქნებოდა,ძაან გული დამწყდა კესანე ცოდოა არ იმსახურებდა ძმის სიკვდილს ,გელოდები♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

რა დროს შეწყდა?,ჩემი სიკვდილი გინდა, რა გაძლებს მთელი კვირა ლოდინი

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება, დაახლოვებით რამდენ ხანში ველოდოთ გაგრძელებას?

 


№4 სტუმარი სტუმარი გვანცა

პასუხი დაწერეთ ავტორო.თქვენ საკმაოდ ბევრი მკითხველი და დიდი აუდიტორია გყავთ

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

იცით როგორ გელოდებით?

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიაკო

კარგად წერთ. რამდენ თავში დაამთავრებთ? კიდევ დიდხანს გაგრძელდება?

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

აღარ აგრძელებთ?

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიაკო

როდის დადებთ ახალ თავს?

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინო

აღარ აგრძელებ?

 


№10 სტუმარი სტუმარი Mariami

რა ხდება რატომ აღარ აგრძელებთ? 2 კვირაა გელოდებით

 


№11 სტუმარი სტუმარი გვანცა

ახალ თავს როდის დადებთ?,თქვენც მიატოვეთ შუა გზაზე ისტორია?რატომ იცით ასე. თანაც ამდენი მკითხველი ყავს

 


№12 სტუმარი სტუმარი მარი

რატომ აღსრ აგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent