შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

NEVER US 9


გუშინ, 18:06
ავტორი LunaM
ნანახია 57

ალექსანდრე

ყველაფერი იდეალურად იყო. Მშვიდად.თითქოს ცხოვრებას ფერები ეძლეობდა.

დეა... რამდენჯერ ვაქციე ზურგი, არა ? Რამდენჯერ შევცდი მასთან .. მისი გაცნობა არ მოვინდომე.. დრო დავკარგე.. Მის ადგილას ჩემ ნაირ ადამიანს გვერდით არ გავიკარებდი. არ ჩავთვლიდი ღირსად... მაგრამ მან ეს სისულელე გააკეთა, თავისთან მიმიშვა.

როდის გავიცანი პირველად? - სოფელში... მან მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. ახალი გოგო. ახალი მზერა, მოთამაშე ჰორმონები... მომეწონა. მიმზიდველი იყო... თუმცა მორცხვი და უთქმელი..

ნაპერწკლები მაშინვე დავინახე მის თვალებში. მაგრამ არ მივედი. მინდოდა თავად გადმოედგა ეს ნაბიჯი, აქედან მივხვდებოდი სადამდე შეეძლო მოსვლა, სადამდე იყო ბინძური, სადამდე შევეხებოდი.. სხვაზე არაფერს ვფიქრობდი მაშინ.

ის 17 წლის ბიჭი ვიყავი, თავის *ლეს, რომ ვერ აჩერებდა შარვალში. დაბრკოლებას მისი ახლო მეგობარიც წარმოადგენდა, რომელიც ჩემი მეგობარიც იყო... და არაფერი მოხდა.

წლებია ეგ აზრი დამყვებოდა და მაგით დავასრულე კიდეც მასთან ურთიერთობა.

თვეები გავიდა. სკოლა დავამთავრე. მეგობრები გამოვცვალე. ბევრი რამ შეიცვალა.. ერთ საღამოს კი შეტყობინება მომდის , უცნობი, ცარიელი გვერდიდან. ვიღაც თამაშობდა, ან ჯერ კიდევ თაგვივით სოროში იმალებოდა. Მეც ავყევი. Ხომ უნდა დამეჭირა არა? Აქედან დაიწყო ჩვენი გაცნობა... მეც დავმალე რაღაც, მხოლოდ ერთი რამ - ლიკა. Ხო, უკვე ერთად ვიყავით მაშინ. თუმცა უცნობთან საუბარმაც ჩამითრია ძლიერ... არ ვიცი, რატომ, მაგრამ მასთან ჩემს თავს ვაშიშვლებდი და ჩემს რეალურ მეს ვაჩვენებდი, მაშინ ავირიე, რომ გავიგე ვინ იყო ის გოგო, რომლის მოწერილსაც აღელვებით ველოდი. შემეშინდა. შემეშინდა იმის, რომ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი გავანდე, ძალიან ახლოს იყო ჩემს გარემოცვასთან. შემეშინდა, რომ გამცემდა ისევე როგორც სხვები...

ვუთხარი, რომ შეყვარებული მყავდა, ვუყვებოდი მასზე, მასთან შერიგებასა და განშორებაზე. და როცა აღიარების დრო დადგა, როცა მითხრა რომ ვუყვარდი.. იცი რა ვქენი? Ვუპასუხე რომ შეყვარებული გვერდით მყავდა და აწუხებდა.. მინდოდა გამქრალიყო, რადგან მაღიზიანებდა, რომ ორ ცხოვრებას ვეწეოდი, მაღიზიანებდა, რომ მეტს ვითხოვდი და არ მოდიოდა, მაღიზიანებდა, რომ ცხოვრება თავზე მენგრეოდა და ყველა, ვინც კი ახლოს მეგონა მტეხდნენ..

იმ დღეს გავიგე პირველად, რომ ლიკა ვითომ და მღალატობდა, ვისგან ?? - Დღე როდესაც სახლში პირველად მივიყვანე გასაცნობად, დღე როდესაც მამაჩემმა მითხრა რომ მასთან იწვა. Ბ*ოზია... ბ*ოზი... მე არ მჯეროდა.. ვერ ვიჯერებდი... მამასთან ურთიერთობა ისედაც გაფუჭებული მქონდა ამან სულ ამირია... ნეტავ დამეჯერებია.. ერთად ერთხელ აღმოჩნდა მამა მართალი.. ერთად ერთხელ იხელა მამის როლი.. მაგრამ ამის შეგნება უფრო გვიან მოვიდა ჩემთან... მაშინ, როდესაც ნგრევა დაწყებული იყო.. Ჩემს დაბადების დღეზე... მაშინ კიდევ დავკარგე ადამიანი. მაგრამ არ ვუშვებდი, არც იქით, არც აქეთ...

Მერე კი დეა დაბრუნდა. დაბრუნდა, მაშინ როცა ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა. პირველ რიგში კი საკუთარი თავი...

დღემდე არ ვიცი მისადმი გრძნობა. დღემდე ყოყმანებს ჩემში არეულობა, თუმცა მის გარშემო არსებული სიმშვიდე იმდენად მათბობს, რომ მე მივყვები მას... მაშინ რა არის ეს თუ არა სიყვარული? თუ ეგოისტი ვარ, რომელსაც უნდა, რომ ვიღაცას უყვარდეს? - მისი მზერა, მისი ღიმილი, მისი ნაზი თითები თმაში, მისი გამჭრიახობა, მისი მალვაც კი მაგიჟებს უკვე.

- Სანდრო, გამიშვი! Მტკივა...

Ხელის გათავისუფლებას ცდილობდა და ძაღლივით წკმუტუნებდა. Როცა დავრწყმუნდი, რომ საკმაოდ შორს ვიყავით ზედმეტი თვალისგან და მიყრუებულ ოთახში შევედით. Ხელიდან მოვიშორე მისი მკლავი.

- Სანდრო... ვიცი რომ ჯერ კიდევ გიყვარვარ და ნუ მაწვალებ რა..- ნაზი ხმით მომიახლოვდა და ხელი სახეზე შემახო.

თვალები დავხუჭე და დამშვიდება ვცადე, ვიცოდი, რომ თუ ამას არ ვიზამდი, მოვკლავდი..

- Რას ცდილობ ამ *ლე გამოხტომებით?

გვერდზე გავიწიე. Მისი ყურებაც აღარ მსურდა.

- რატო? მე ჩემსას ყოველთვის ვიღებ.

ჩაიცინა და კვლავ ჩემსკენ წამოვიდა.. Წელზე ამაზრეზენი იყო მისი შეხება.

- შენი შეხება მენატრება...

- Კახაც მაგ სიაში იყო ლიკა?!

ბრაზით ამოვუშვი სიტყვები.

Გაიყინა, ხელებიც გამიშვა. აცრემლებული თალებით მიყურებდა. არაფერს ვგრძნობდი.

- Ხომ დამპირდი, რომ გჯეროდა... მე არ გამიკეთებია... სანდრო..

ცრემლები ჩამოცვივდა თვალებს. კვლავ შემომეხვია. ეს ჩახუტება ერთხანს მსიამოვნებდა, ახლა კი საცეცებივით მახრჩობდა. ამომასხა. მაინც ვერ შევძელი. ყბაში ვწვდი.

- დათაც გიყვარს? მისი შეხებაც ისევ მოგწონს როგორც კახასი? Მ?! Მითხარი ჩვენ სამიდან, რომელი უფრო კარგად გ*ხმარობდა?!- ვუღრიალე სახეში.

Შიშმა მოიცვა მისი სახე. აკანკალდა. გავუშვი და ზურგი ვაქციე.

- Რას ამ..ბობ?- ხმა ჩაუწყდა.

- ამის დედაც!..

სტეკლო დაიმსხვრა ჩემს ხელზე.

- ვიცი! ვიცი! Რაც გააკეთე ! გაიგე ?

გაღიზიანებით შევავლე თვალი. Ჩემკენ წამოვიდა. ხვერწნა დამიწყო.

- არა. სანდრო! ვინ გითხრა?.. არ დაუჯერო... გთხოვ არაა სიმართლე..- აქვითინდა.

- დაგინახეთ. დაბადების დღეზე დაგინახეთ. ჯანდაბა.

თვალებზე ავიფარე ხელი, სუნთქვა გამოვუშვი და შევუშვი ფილტვებს.

- რა...

- გთხოვ. აღარ გამოჩნდე, აღარ დამენახო.. თორემ გეფიცები! Გეფიცები, მოგკლავ...

- სანდრო...

- ესენიც დაივიწყე.

მისი სხეული მოვიშრე და ოთახი დავტოვე. მისი ტირილის ხმაც ქრებოდა ჩემი გონებიდან. Ბრაზი იყო, კი. თუმცა შვებასაც ვგრძნობდი, რომ თვალებში ჩავხედე ამ სიმართლეს, Რომ ამდენი ხნის დაღი მოვიხსენი. გართობის თავი არ მქონდა. წასვლა მსურდა ამ ადგილიდან.

მანქანასთან მისულმა, კარები გამოვაღე და ჩავჯექი. სიდენიაზე გადაწოლილმა თვალები დავხუჭე და სუნთქვას მივეცი.

დეა...

ტელეფონი ავიღე და მას დავურეკე.

- გისმენ..- მისი ჩუმი ხმა, შვებად გაისმა ჩემთვის.

- სად ხარ?

- ოთახში... - მისი ღრმა სუნთქვა ისმოდა შორიდან.

- Რომელ ოთახ... - გავჩუმდი, თითქოს მივხვდი სადაც იყო.- მოვალ.

მანქანის კარები გავიჯახუნე და კვლავ შენობაში შევბრუნდი..

ისევ ხმაური, მუსიკა - “Ზოგჯერ მართლა ყველას კიდიხარ” .

დერეფანს სწრაფად გავუყევი და სავარაუდოდ დეას ოთახს მივადექი. შევყოყმანდი. კარებს თავი მივადე და დროებით გავჩერდი.

- დეა..- თითქოს ხვერწნა გამოჰყვა მის სახელს.



**

მედეა

იატაკზე ჩამომჯდარი.. ცდილობდი გამერკვია რას შევესწარი. ღალატი? დათა... ლიკა...კახა.. მსხვრევა.. Რა ხდება? Რას ნიშნავს ეს...

სანდრო...

გასვლა მინდოდა. გამბედაობა არ მეყო. არ შემეძლო მენახა . ახლა არა.. ასეთი რამის შემსწრე, არა..

კარების ჯახუნი, ტირილი... წავიდა...

ერთ ადგილს მივშტერებოდი, სანამ ტელეფონის ზარმა არ გამომაფხიზლა. სანი...



Ხელის კანკალით გავაგონე.

- გისმენ..- სიმშვიდის შენარჩუნება ვცადე.

- სად ხარ?- მტკიცედ კითხულობს.

- ოთახში...- უფრო დამიდაბლდა ხმა.

- .. მოვალ...

მიხვდა.. ფეხზე წამოვდექი, ადგილს ვერ ვპოულობდი. Რა უნდა მეთქვა? Როგორ შემეხედა? Რა იქნებოდა, ახლა?

Ჩემი სახელი გავიგონე. ადგილს მივეყინე. გაუბედავად დავძარი ნაბიჯები და კარები გავაღე. არეული მზერით მიყურებდა სუნთქვა აჩქარებული. Ხელი გამომიწოდა. სისხლიანი ქონდა. უცებ გულში მტკივნეული ჩხვლეტა ვიგრძენი.

- Ხელი ... - მხოლოდ ამის თქმა შევძელი. Მანაც დახედა.

- არაფერია..- მეორე ხელს მიწვდის უკვე.

მეც ვკიდებ და მას მივყვები. სახლამდე გზა ჩუმი და უჰაერო იყო.. ვერცერთი ვერ ვბედავდით საუბრის დაწყებას .. წვიმის წვეთები ფრთხილად დაეშვნენ მიწას.. თითქოს ის ცდილობდა გულის ხმის ჩახშობას.

Როცა მანქანა უცხო კორპუსის წინ მიაყენა და გადმოვედით, Სანდრო ახლოს წამოიწია და ჩემი ხელი თავისში მოიქცია. უფრო მჭიდროდ, უფრო ძლიერ და გაბედულად. არაფერი უთქვამს, მეც ჩუმად მივდიოდი მის გვერდით. შიგნით შევედით თუ არა, Მითხრა რომ თავი ისე მეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში და სააბაზანოში შევიდა.

კედლები საღებავების სუნად იყო გაჟღენთილი, ცარიელი, მარტოსული. Მცირეოდენი ავეჯი..

ღიაფერის დივანი იდგა მისაღებში, ერთ-ერთ ოთახში მხოლოდ მატრასი და კარადა მოჩანდა, დაუსრულებელი სამზარეულო და პანორამული ფანჯრები.

ფანჯარას მივუახლოვდი, და ქუჩას გადავხედე.

- იბანავებ?- მშვიდი ხმისკენ შევტრიალდი.

სველი თმებზე პირსახოცს იტარებდა, შავი შორტი და მაისური უფარავდა სხეულს.

- Მჰ...- თავი დავუქნიე.

- Მიდი, ტანსაცმელს დივანზე დავტოვებ.

სუფთა პირსახოცი გამომიწოდა და საძინებელ ოთახში გაბრუნდა.

- შენ?..- ვერ გავიგე რა იგულისხმა.

- მაღაზიაში ჩავალ,- სუსტად გამიღიმა.

- Სანდრო.

მივაძახე აბაზანიდან.

- ხელისთვის რამე წამოიღე. - მივხვდი, რომ არ აპირებდა და დავამატე.- გთხოვ.

- Კარგი, - დამნებდა ისიც.

თბილი წყალი, ძალიან კარგი არჩევანი იყო ჩემთვის.. თითქოს სხეული უფრო მომიდუნა და გონებაც დამიმშვიდა.

აბაზანიდან ფრთხილად გამოვედი , როცა მივხვდი, რომ სანდრო ჯერ კიდევ არ იყო ამოსული, უფრო თამამი ნაბიჯებით საძინებელში შევედი. Მხოლოდ მაისური? კარგი რა..

გამეცინა.

მაისური, გადავიცვი და ვცადე კარადაში რამე მეპოვა.

- რას აკეთებ?- შევკრთი მის ხმაზე.

- შემაშინე..- კარებზე მიეყრდნობილი.- შორტს ან რამეს ვეძებ..

- არ მაქ.

მტკიცედ განმიცხადა. კოპები შევკარი. გაეცინა.

- მართლა არ მაქვს, - მხრები აიჩეჩა.

- ალექს!

- კარგი- თვალები აატრიალა უკმაყოფილომ, - მიდი შენ ამოალაგე და მე ვნახავ რამეს.

- ნახე და ამოვალაგებ.- კატეგორიული უარი განვუცხადე.

- აჰა, გამომართვი.- მივიდა თუ არა მაშინვე იპოვა.

- ეხლა გადი.

ხელი ვკარი და კარები ცხვირწინ მივუხურე. მისმა ხმამაღალმა გაცინებამ კი ღიმილი გამოიწვია ჩემში. შორტი ამოვიცვი და მეც გავედი.

პროდუქტებს ალაგებდა.

- მოიტანე?

ახლოს მივედი და მეც ჩავიხედე ცელოფანში. როცა აფთიაქის ლოგო დავინახე, ხელით ვწვდი და ამოვიღე.

- წამო, წამო.- მივხვდი უარზე იყო, ხელი ჯანსაღ ხელში ჩავკიდე და დივნისკენ წავიყვანე.- პატარა ბავშვივით ნუ ჯიუტობ.

ჭრილობა დავუმუშავე, ფანარიც კი დავანათე, რომ მასში ნამსხვრევები არ დარჩენილიყო. უხმოდ ადევნებდა ჩემს მოქმედებას თვალს. ზოგჯერ ხმამაღლა ეცინებოდა, ზოგჯერ ისიც წევდა თავს დაბლა, თითქოს ჩემს მოძრაობას იმეორებდა, ბოლოს კი ჩემს მიერ ბინტში შეხვეულ ხელს დახედა და სიცილი აუტყდა.

- არც ისეთი ცუდია..- თითქოს მეწყინა მისი დაცინვა.

Ხელით მწვდა და ჩამეხუტა.

- კარგია... ძალიან კარგია.- ღრმად ჩაისუნთქა.

- ვიცი, რომ გეცინება...- ვიბუტბუტე მის გულს აკრულმა.

- კვერცხი და სოსისი ერთად გიყვარს?- იკითხა დამშვიდებული ტონით.

- მმ...- მცირეოდენი ფიქრის მერე დავთანხმდი.

- გავაკეთებ.

- რა? შენ გააკეთებ?- მინაბული თვალები გავახილე.

- ხო, მე გავაკეთებ.- გაეცინა და წამოდგა.

უკან გავეკიდე და პატარა ბავშვივით შევჩერებოდი, როგორ მზარეულობდა სანი. გემრიელი სუნი დადგა სახლში, არაფერს არ მიმაკარა და თავად გაამზადა.

- სამწუხაროდ ჭურჭელი არ მაქვს.. და ერთჯერადები ვიყიდე.- ეუხერხულა სიტუაცია.

ტაფა მაგიდაზე დადო და გვერდით მომიჯდა.

- არაუშავს, ვსიო მეტი არ დამიდო,- შევაჩერე როცა ქაღალდის თეფში გაივსო.- აღარ ჩამეტევა ამდენი.

- შენ გამისინჯე მიდი, ბევრ ნუ ლაპარაკობ

მოუთბენლად დააყოლა და ჩემს წინ ჩამოჯდა. დინჯი ბავშვივით დავემორჩილე და პირველი ლუკმა დავაგემოვნე.

- მმმ... სან, ძაან გემრიელი ხელი გაქვს.- მორიგი ლუკმა გავამზადე დასაღეჭად.- შენც ჭამე მარტო ნუ მიყურებ.

- ესე იგი მოგეწონა?- ეჭვი შეეპარა ჩემს სიტყვებში.

- ე, მეწყინება იცოდე, მართლა ძაან გემრიელია... აუ, ახლა რა გამახსენდა უნდა მოგიყვე. ამ “ღარიბულ სუფრაზე”, მოკლედ მე და სალო, ვის სახლშიც ახლა ვცხოვრობ, ბოლო კურსზე ვიყავით რა, ხოდა სახლში ვბრუნდებით გვიან..- მხიარულად განვაგრძობ.- მაგრამ ძაან გვშია რა, უბრალოდ ფული არ გვაქვს, იმიტომ რომ ხელფასაბდე სამი დღეა დარჩენილი, ჩვენ აი, დაბლა შენი სახლიდან მეორე ჩიხში რომ სკამეიკაა აი, იქ ჩამოვჯექით, და დელივერიში შევედით, მოკლედ ძაან მოგვინდა შაურმა, მაგრამ პრობლემა შეგვექმნა და 1,15 თეთრი დაგვაკლდა, ამის გამო 15 კაცს დავურეკეთ და ბოლოს მხოლოდ გაგას ქონდა, სალომე მოწონდა ძაან და ზუსტად 1.15 დაურიცხა ტიპმა, რა.. გამოვიძახეთ შაურმა, ნოემბერია წარმოიდგინე და ჩვენ სახლამდე ასვლა გვეზარება რომ, სიცივეში მაინც არ ვიყოთ... ტელეფონი ლამის ნულზე დავიდა, ცოტა ავნერვიულდით კიდეც, მეთქი მშიერები არ დავრჩეთ, მოაღწია, როგორც იქნა ამ ერთმა შაურმამ და შევუდექით ჭამას, მაგრამ ყოველ გავლილ მანქანაზე გვეცინებოდა რა, უბრალოდ წარმოიდგინე, რიგრიგობით ვკბეჩთ შაურმას, განა მარტო მანქანები, გამვლელებიც იყვნენ, ერთმა ბაბუმ " შეგერგოთ შვილებოო” ესეც მოგვაძახა, და ჩვენ პირგატენილი ზაზუნებივით გავაყოლეთ თვალი და მადლობა..

ემოციური ჟესტებით ვყვებოდი მოგონებას, არ ვიცი სანდროს ჩემს მოძრაობებზე უფრო ეძინებოდა თუ თავად ისტორიაზე, მაგრამ სახეზე ხალისი აშკარად შეეტყო. ჭამის შემდეგ მაგიდაზე დაჩენილი ნივთები, რომ მივალაგეთ ,საძინებელში გადავინაცვლეთ.

ოთახი ნივთების ნაკლებობით, უფრო დიდი ჩანდა და ფანჯრიდან შემოსული შუქი ლამაზად იშლებოდა კედლებზე, სანდროს მხარზე თავი ჩამომედი, ის ჩემს თმებს ეთამაშებოდა.

- ესე იგი შაურმა გიყვარს.

- მჰ..

- გამოვიძახოთ.

მისი მოძრაობები იმდენად ნაზი იყო, თვალები უფრო და უფრო მეხუჭებოდა.

- Სან, ეს?.- ჩუმად ვკითხე.

- Ეს, ჩემი თავშესაფარია.

- თავშესაფარი, როცა სხვები გაბრაზებენ?- ჩამეღიმა ჩემსავე სიტყვებზე.

- Ხო, ასეა. არაფერს მკითხავ?

ცოტა დაძაბულ ტონზე გადავიდა მისი ხმა. მივხვდი რასაც გულისხმობდა. საკმარისი გავიგონე, კითხვები კი ზედმეტი იყო, პასუხები არ მჭირდებოდა, ტკივილი ზედმეტი იყო, თქმას კი აზრი არ ქონდა. უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

- სააან..- ცოტა წამოვჯექი და მას შევხედე,- ძაან ცარიელი თავშესაფარია .

- დამეხმარები შევსებაში?- ადგილზე დამაბრუნა და უფრო ჩამეხუტა.

- თუ ნებას მომცემ,- მის ხელებს მოვეხვიე .

- ჩემგან დასტური გაქვს.- გაეცინა. - ხვალ მუშაობ?

- არა. Ზეგ გავდივარ, მერე სამშაბათი, ოთხშაბათი, შენ?

- ხვალ მეც არ ვმუშაობ,- ნახევრად მძინარე ხმით მეუბნება.

- სანი, პირველი ფარდები ვიყიდოთ რა.

ვერ მოვისვენე და მაინც ვუთხარი. Შუქი დაძინებაში ხელს ძალიან მიშლიდა.

- მოუსვენარო, დაიძინე.- ვიგრძენი როგორ აუთამაშდა სიცილისგან მკერდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent