შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

NEVER US 10


5-11-2025, 13:30
ავტორი LunaM
ნანახია 149

( მკითხველო, თამუნას დის სახელი ნია, ჩანაცვლდა ნინათი(ნინია) ასე რომ არ დაიბნეთ )


შუადღისას გამეღვიძა. Მზე, უკვე აშკარად მოუსვენრად გვაცნობებდა, რომ ადგომის დრო იყო. სანდროს მშვიდად ეძინა, მისი გაღვიძება არ მინდოდა ამიტომ, ფრთხილად გამოვძვერი მისი მკლავებიდან და საძინებლის კარები გამოვიხურე. აბაზანაში, პირზე წყალი შევისხი გამოსაფხიზებლად და სამზარეულოში გადავინაცვლე. გადავწყვიტე დარჩენილი კვერცხისგან ომლეტი შემეწვა და ასეც გავაკეთე. თუმცა მზადების პროცესში, რომ არ მომეწყინა, მესენჯერში თამუნას შევეხმიანე. პარკში იყო გასული და კიტეს ასეირნებდა.

- როგორ ხარ, პაწ?- გაისმა მისი ხალისიანი ხმა.
- კარგად სიხ, შენ? - მეც გადმომედო მისი ხალისი.
- არამიშავს. გირლ, ხო არ გამოგვივლიდი? სად ხარ, შენ?

შეამჩნია უცხო გარემო.

- სანდროსთან.. ოღონდ არ დაიწყო ეხლა, არაფერი მომხდარა, გვეძინა უბრალოდ.

ვიცოდი მისი რეაქციები და მალევე მივაყოლე, რომ ზედმეტი კითხვები ამეცილებია.

- კი, კი, მჯერა, რაღაც საკმაოდ ხშირად გძინავთ ერთად ამ არაფრისთვის.- ირონია შეეპარა ხმაში.
- Ხო იცი, რამე რომ იყოს გეტყოდი.- გამეცინა.- მისმინე თქვენ ხომ არ გამოხვიდოდით ჩემკენ? რამე გამოვიძახოთ საღამოს, მანამდე პარკში გავიდეთ.

გაზქურა გამოვრთე და ტაფა სამზარეულოს ბარზე დავდევი.

- გცალია რო? - არ მეშვებოდა, ეს აბეზარა.
- თამო, ნუ ატ*რაკებ რა. Ჰე, რას იზამ ?
- ნწ, გაერთეთ თქვენ. ხო მართლა, თხოვნა მაქვს და უარი არ მითხრა რა?
- რა არის?- ინტერესმა გაიჟღერა ჩემში.
- გოგო, ხომ იცი, რომ პარასკევს, ქორწინების წლისთავი გვაქვს.. მოკლედ ნინა და გიო სოფელში იქნებიან და შეგიძლია კიტე დაიტოვო ერთი ღამით ?

გონებაში გადავხედე ჩემს ცხრილს.

- პარასკევს დილის სმენა ვარ, შაბათს გადავცვლი, ასე რომ OF COURSE, შეგიძლიათ კარგად დაისვენოთ. Მერე ხო გვაქეიფებთ ?- თვალი ჩავუკარი და მორიგი ლუკმა დავაგემოვნე.
- მადლობა გირლ, ნინას უნდა დაეტოვებინა, მაგრამ აღარ გამოსდის..
- ვაუმე, არაუშავს, ქალო, მე აქ არ ვარ,- დავამშვიდე დაქალი.
- და კი, მერე ავღნიშნავთ სამეგობროში, ასე რომ შეგიძლია შენი სანდროც წამოიყვანო.
- Ჩემი სანდროც?- გამეცინა, მგონი ეგუებოდა ჩემს არჩევანს.
- Ჰო, ჰო შენი სანდროც.

საძინებლის კარები, რომ გაიღო ოდნავ შევხტი. ნახევრად მძინარე სანდრო გამოჩნდა, ჩამოშლილი თმით და დაბუნდული მზერით. ნელი, ზომიერი ნაბიჯებით დაიძრა ბარისკენ.

- ვინ არის?- იკითხა ჩახლეწილი ხმით.
- თამუნა,- მივუგე მეც.

ჩემკენ გადმოვიდა, ზურგით დამიდგა, ტელეფონში ჩააჩერდა და ხელი დაუქნია, თამუნა აშკარად არ მოელოდა მის დანახვას, ცოტა გაოცება აღებეჭდა სახეზე.

- სანდრო, როგორ ხარ?- მიესალმა.
- კარგად, თამარ, თავად?

სანდრომ სკამი ჩემთან ახლოს მოსწია და გვერდით მომიჯდა.

- მეც..- ოდნავ დაბნევით მიუგო თამუნამ.
- თამუნა, წამო ლა, იქ მინა, წამო,- კიტეს ხმაც გაისმა მობილურში.
- მოდი დეას, არ მიესალმები?- მობილური შეატრიალა მისკენ.
- კიტე, როგორ ხარ სიხარულო? - გავუღიმე.
- კაათ, შენ? თამუნა წამო, წამოთქო,- მალევე გადაერთო ისევ თამუნაზე და მოუსვენრად ჩამოექაჩა დედას.
- წავედი დეა, არ მასვენებენ, გაკოცე.- მობეზრებულად გამომემშვიდობა მეგობარი.

სიჩუმე ჩამოვარდა, სანდრომ გვერდულად შემომხედა, მერე მზერა ომლეტზე გადაიტანა და კიდევ ერთხელ ჩემკენ მოაბრუნა, ჩაფიქრებული თვალები.

- მე არ მაჭმევ?- მშვიდად მკითხა.
- ომლეტი გინდა? - წარბი ავუწიე.
- მინდა.- ჩემკენ, უფრო ახლოს დაიხარა .

ტაფა მისკენ გადავწიე, არც კი შეუხედავს, გაეღიმა.

- შენ მაჭამე.- თვალები აუთამაშდა.- პრობლემა გაქვს?

უარის თქმა უფრო გამიადვილდებოდა, ვიდრე ჩასუნთქვა, თითქოს ზედმეტად ინტიმური მეჩვენებოდა.
Პატარა ლუკმა ავიღე და ფრთხილი მოძრაობით ტუჩებთან მივუტანე..
მისი თითები, წამიერად ჩემს მაჯაზე აღმოჩნდნენ, სხეულში ჟრუანტელი გამოიწვია ამ შეხებამ.

- ნუ გეშინია.. - ჩუმად მითხრა. - არ შეგჭამ.

პირით ლუკმას წვდა და დააგემოვნა, მაგრამ მე რატომ მეგონა, რომ ჩემი შეჭმაც ქონდა განზრახული. Მისი ენა ვიგრძენი ჩემს თითებზე, კბილები ოდნავ მომიჭირა და თვალებში ჩამაჩერდა. დაგიპნოზებული მივჩერებოდი მის თვალებს, თითქოს სუნთქვაც კი გადამავიწყდა. მისი ხელები სკამს წვდნენ და მილიმეტრებში აღმოვჩნდი მასთან. მისკენ წავიწიე, მეგონა რომ მაკოცებდა, არა, მე ვაკოცებდი მას, იმდენად თავბრუდამხვევად მოქმედებდა ჩემზე... სულ ცოტა, სულ ცოტა მაკლდა და მის ტუჩებს შევეხებოდი, მაგრამ მან თავი გასწია, წამოდგა და ონკანისკენ წავიდა. შოკში მყოფი მივაჩერდი მის ზურგს, მანამ სანამ კვლავ ჩემმკენ არ შემოტრიალდა და მისი სახეზე არსებული გამომეტყველება არ წავიკითხე - ეცინებოდა. გამაცრუა..

- კიდევ გინდა მაკოცო?- ჩახლეწილი ხმა ამოუშვა.

პასუხი არ დავუბრუნე და გულნაწყენი ბავშვივით საჭმელს შევეძგერე, თუმცა გულის ცემა კვლავ არეული მქონდა, სხეულში მღელვარე ემოციებისგან.


**

Სანდრომ ძალიან მაწვალა იმ დღეს. თუმცა, არც მე მოვასვენე. მაგრამ ნიძლავის გამო, არც ერთი არ ვნებდებოდით, ვინ იცის წაგებულს რა მოეთხოვებოდა...

გარეთ გავიარეთ, წვრილმანი ნივთები ამოვიტანეთ.

როგორც გავარკვიე, ერთი წლის წინ ეყიდა ბინა.. გადმოსვა არ დაუწყია, ამიტომ ცარიელი ქონდა იქაურობა, თუმცა როცა განცალკევება სურდა აქ მოდიოდა. მართლაც თავშესაფრად ქონდა გადაქცეული ეს ადგილი.. Საღამოს შაურმა ვჭამეთ, პირობა შეასრულა.

მან გასაღები მომცა, თავიდან ვერ გავიგე, რატომ მაძლევდა, მეუცნაურა, არც კი მინდოდა გამორთმევა, ჩემთვის, ეს უბრალოდ გასაღებს არ ნიშნავდა, ის თითქოს ძალიან ახლოს მიშვებდა და მენდობოდა.

- დარწყმუნებული ხარ ?- თვალებში ჩავხედე.

- დეა, უბრალოდ გამომართვი,- ხელში ჩამიდო მეტალი.

***

Სამშაბათი დღეც დადგა, სმენიდან დაბრუნებულმა, წყალი გადავივლე და გავემზადე, სანდრომ რვისკენ გამომიარა, სალომეს ლოკაცია გამოვაგზავნინე და მიმართულებით დავიძარით.

ადგილზე დაგვხვდნენ გვანცა, მათე, სალომე, ნიკა და დათა.. ბავშვებს სანდრო გავაცანი, ჯერი დათაზე რომ მივიდა, აშკარად იგრძნობოდა, რამდენად მოხარულები იყვნენ ამ გაცნობით.

- სალო, როდის გამოვა გიო? Ხომ არ გილაპარაკია?- ვკითხე ჩემს მარცხნივ მჯდომ გოგოს.
- მე არ შევსულვარ, მათე იყო და რავი 15 წუთში დაიწყებენო. პირველად ხარ, ხო ?- იგრძნო რაღაც ჩემში.
- კი.. შენ?
- მეც..- ხელებს დახედა ნერვიულად, შემდეგ დარბაზს მოავლო თვალი.- წავალ, გავივლი.

გასასვლელისკენ გაემართა. აშკარად ნერვიულობდა. არ მიკვირს, მისი საყვარელი ადამიანი უნდა გამოსულიყო რინგზე, მის ადგილას, მე საერთოდ ვერ შევეგუებოდი ამ ფაქტს. Სანდროს ხელი ჩავკიდე, გამხნევების მიზნით, მანაც ძლიერ მომიჭირა, თითქოს მიხვდა რომ ვნერვიულობდი.

- ალექს, სადაა შენი ბარი? კაი რამეა?- მათე აისვეტა ჩვენს წინ.
- თავისუფლებაზე. “AZEL” ქვია.- მიუგო მანაც. - კარგი გარემოა. შემოიარეთ.
- გამიგია, მეგობრებს დავებაზრები აუცილებლად.

სანამ მათე და სანდრო საუბრობდნენ სალომეს ადგილზე დათა გადმოჩოჩდა.

- დეა, რომ მოდიოდი არ უნდა გეთქვა.- გამიღიმა მან.
- სალომემ მთხოვა ძაან, გიოსაც ვერ გავუტეხე. თორემ აშკარად არ ვაპირებდი..- ავუსახე სიტუაცია.
- რატო რა?
- არ მიყვარს და არც ვერკვევი ბოქსში..- არ მინდოდა მასთან საუბარი, მითუმეტეს ზედმეტად ახლოს მოწეულიყო ჩემთან, რაც სანდროსაც შეემჩნია.
- ეს ის ტიპი, არაა ბათუმში რომ გეუხეშა?- მისი ხმა უხეშად ჩამესმა ყურთან.
- ისაა.- თავი შევატრიალე მისკენ.
- Მერე ამასთან როგორ ხარ?

თქმა ვერ მოვასწარი, სალომე რომ მოვიდა და დათას დაჟინებით თხოვა თავის ადგილზე დაბრუნება, ისიც ყოყმანით გადაჯდა იქით.

- მერე საქმე მაქვს და გამო კარგი?- მაინც გადმოიწია და მკითხა.
- კარგი.- ღრმად ამოვისუნთქე.

წამყვანი გამოვიდა სცენაზე, ოვაციებით მიეგებნენ, მან ოპონენტები გამოაცხადა, მხურვალე ოვაციები უფრო და უფრო მატულობდა, მეც ვიძაბებოდი, სალომეს გავხედე, თვალს არ აშორებდა გიორგის, რომელიც დარბაზში იყურებოდა, და სასურველი პიროვნება, რომ იპოვა თითქოს შვებით ამოისუნთქა, გაიღიმა.

დარბაზი სავსე იყო დაძაბულობით, ბრძოლა დაეწყოთ. რინგზე ადრენალინის მატება აშკარად იგრძნობოდა - ოპონენტის გულშემატკივრებიც არ წყვეტდნენ ხმაურს და გამხნევებას, რაც ჩემთვის წაქეზებას უფრო გავდა. როგორ შეეძლოთ ამ სისასტიკის ყურება, სისხლის დანახვა გულს მირევდა. მოუსვენრობა პიკს აღწევდა, ყველაფერს ვუყურებდი, გარდა რიგზე მყოფი ადამიანებისა, ხმის ჩახშობასაც კი ვცდილობდი, მაგრამ გულის ძგერა უფრო და უფრო იმატებდა.

- დეა, გინდა გავიდეთ?- სანდროს აღელვებული ხმა და ხელის შეხება, შვებასავით იყო.
- გავიდეთ.- ჰაერს ამოჰყვა სიტყვა, სევდიანი მზერით შევხედე მას.

სანდრო, ფეხზე წარმოდგა და ხელჩაკიდებული გამიძღვა წინ. დარბაზი დავტოვეთ. გარეთ ბნელოდა უკვე. ქარიც ცივად არხევდა არემარეს. კიბეებზე ჩამოვჯექი და თავი მუხლებზე ჩამოვდე.

- რა გჭირს?- აშკარად ფრთხილობდა.
- არ მიყვარს ჩხუბი..- ცრემლები მომაწვა თვალებზე.
- პატარავ..- სუსტად გაეღიმა.- რატომ წამოხვედი მაშინ? მოდი ჩემთან, კარგი, არ იტირო.
- იმიტომ რომ უარი ვერ ვუთხარი..- გაჭირვებით წარმოვთქვი.

გულში ჩამიხუტა. Ხელები შემოვხვიე და სახე მასში ჩავმალე. მამშვიდებდა. Ადრე თუ მისი ჩემს გვერდით ყოფნა მაფორიაქებდა, ახლა კი საოცარ სიმშვიდეს იწვევდა ჩემში. სიმშვიდეს, რომელიც ყველაზე მეტად მაკლდა და მგონი ვიპოვე...

- დამშვიდდი?

თავზე ფრთხილად მკოცნის, თავს ვუქნევ დასტურის ნიშნად.

- გინდა წავიდეთ?
- არა, ვერ წამოვალ..
- ბავშვებო, მშვიდობა გაქვთ?

Სანდრომ ჩემს უკან მდგომ მათესკენ გადაიტანა მზერა.

- კი მათე, ვერ გავჩერდი უბრალოდ, რა ხდება შიგნით ?- შევუტრიალდი.
- გიო იგებს.- გაიღიმა სიამაყით. - არ შემოხვალთ ესე იგი?
- აქედან გიგულშემატკივრებთ, რომ დასრულდება გაგვაგებიეთ.- მხრებზე შემომხვია სანდრომ ხელი.

მათე შიგნით შევიდა, ჩვენ მანქანაში დავრჩით დასრულებამდე. მესიჯი რომ მომივიდა მხოლოდ მაშინ შევბრუნდით. მართლაც გიორგის გაემარჯვა, თუმცა მისი დალურჯებული სხეული ასე არ ფიქრობდა. სალომე მის გვერდით იყო და ეხვეოდა ლამის ხმამაღალ ტირილს დასცხებდა ისეთ მდგომარეობაში იყო და გიორგის განუცხადა რომ “მეორედ ამას ვეღარ უყურებდა “ გიოც ყველანაირად ცდილობდ მის გამხნევებას როგორც ცოტახნის წინ ალექსი ჩემსას. გამარჯვება მივულოცეთ, თუმცა აღნიშვნის დრო რომ მოდგა, წასვლის სურვილი ნამდვილად აღარ მქონდა, ძალა იმდენად გამომცლოდა, მადლობა ალექს, რომელმაც შეამჩნია და დამიხსნა, თუმცა ბავშვებსაც არ გამორჩენია ჩემი მდგომარეობა და მათაც თავისუფლად გამომიშვეს.

- ჩხუბზე ცუდი რეაქცია გაქვს ?- გზად მკითხა სანდრომ, როცა მანქანამ ჩვენს უბანში გადაუხვია უკვე.
- არ შემიძლია ვუყურო, ბავშვობიდან ასეა...

მწარე მოგონებები ამოტივტივდა გონებაში, სი*ხლი, დარტყა, ყვილირი. ვთხოვე, რომ არ გველაპარაკა ამ თემაზე, თავი დამიქნია და აღარ შეხებია ამ თემას.

**

კიტეს ბაღიდან გამოყვანის შემდეგ პარკში გავისეირნეთ, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი დღე ბავშვების გარემოცვაში გაატარა, ენერგიით აღსავსე, საბავშვო მოედანზე მოუსვენრად დარბოდა და ბავშვებთან ერთობოდა.

“Დეა, მიუსწარი? “- კითხულობდა თამუნა მესენჯერში.

- კი, პარკში ვართ, თქვენ რას შვებით?- ხმოვანი გავუგზავნე, პასუხმაც არ დააყოვნა.

“ გოგო, ახლა მივედით ადგილზე, დავისვენებთ და რვისკენ სავახშმოდ გავალთ”

“ღირდა ამხელა მანძილის გავლა?”

“ შენ წარმოიდგინე და კი, ძაან ლამაზი კოტეჯია.”

ვიდეოში, დიდი ნათელი სივრცეა, ხის ფერებით მოქარგულია ოთახი, შუაში საწოლი და მასზე მოფანტული ვარდის ფურცლები ჩანს, აივნიდან ლამაზი ხედი იშლება ქალაქზე.

“ ე, ჯაკუზიც ყოფილა, საღოლ” ვწერ გულის ემოჯისთან ერთად.

“ მერე ჩვენც წავიდეთ” - ეგრევე მწერს თამუნა თვალჩაჭუტულ ემოჯისთან ერთად.

თვალები ავატრიალე, გამეღიმა.

“ ნუ იკრიჭები ერთი, წადი, კაი დრო გაატარე<3”

“ გაკოცეთ ორივეს” - მომწერა მანაც.


ეკრანი ჩავაქრე და კიტეს შევხედე, რომელიც სასრიალოზე უკვე მერამდენე რაუნდს ითვლიდა ღმერთმა იცის.

- კიტე, წამო საქანელაზე არ გინდა?- ვკითხე როცა მივახლოვდი.
- აუ, ხოო,- გახარებული გაიქცა და სწრაფად მოკალათდა. - თამუნა და მამა სადაა, დეა?

უცებ ამომხედა ზემოთ. ღმერთო როგორ მოვატყუო ისე, რომ არ ატირდეს” გავიფიქრე ჩემთვის, ბავშვს კი გაღიმებული სახით შევხედე. Მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლის იყო დედაზე, ძალიან დამოკიდებული იყო და მის გარეშე დიდხანს ვერ ძლებდა, ასე რომ შეეძლო ისეთი ისტერიკა მოეწყო, ნახევარ უბანს ფეხზე დააყენებდა.

- დედა და მამა სიხარულო, რომ დაიძინებ და გაიღვიძებ მაშინ მოვლენ და საჩუქარს მოგიტანენ.

კიტე ჩაფიქრდა, ბოლოს ეჭვის თვალით ამომხედა.

- მანქანას?
- კი სიხარულო, მანქანას,- გამეღიმა, შვებითაც ამოვისუნთქე.- კიტ, არ მოგშივდა ?
- არა, თამომ მაჭამა, ბაღში ვჭამე. - ჩამომითვალა თითებზე.
- ფრთხილად, ხელი არ გაუშვა, ისე მელაპარაკე.
- კაი.- თავი დამიქნია და კვლავ ჩაეჭიდა საქანელას.
- კიდე, რომ ვჭამოთ არა?- არ დავნები მე.
- აუუ, რა ვჭამოთ მერე.- მობეზრებით დაიბუზღუნა.
- Ჰმ, მოდი ბურგერები გავაკეთოთ?- შევაპარე.- იცი რა გემრიელი გამომდის , წინაზე ჩემთან, რომ ჭამე ისეთი. ერთად გავაკეთოთ.

Რომ შევამჩნიე ვერ გავტეხავდი, ალტერნატივა შევთავაზდე.

- ოო, კაი ხო, წავიდეთ.

მაღაზიაში გავიარეთ და ვიყიდე პროდუქტები, კიტემ ნაყინი და წვენი მოუნდა, რომ ვერაფერს გავხდი, იმ პირობით ვუყიდე, რომ მხოლოდ საჭმლის მერე შეჭამდა, იწუწუნა მაგრამ უკვე მისი წაგების დრო იყო, გაბუზღულმა ხელი მოკიდა ფორთოხლის წვენს და სალაროსკენ წავიდა.

- კიტე, წამო ხელები დავიბანოთ.

სახლის ტანსაცმელი, რომ გადაიცვა და ხელებიც სუფთა ქონდა, სამზარეულოში გადავედით. ციოდა, ამიტომ გათბობა ჩავრთე და პროდუქტები მაგიდაზე გადმოვალაგე. კიტე სკამზე ამოჩოჩდა და იქიდან მელაპარაკებოდა, თან თავის სათამაშოებს ატარებდა მაგიდაზე.

- გინდა დამეხმარო ? - ვკითხე ახლოს რომ მოიწია.
- მინდა.
- მოდი,- ძეხვს ვჭრიდი, ხელი მოვკიდე და ვაჩვენე სწორად როგორ უნდა ექნა.
- არა, მეთვითონ. - დანის მარტო გამოყენება დააპირა.
- კიტე, არ შეიძლება, თუ გინდა დამეხმარე.- კოპები შევკარი.
- ოო, ცუდი ხარ, დეა!- გამიბრაზდა და ხელზე მომარტყა.
- მეტკინა კიტე, გაგებუტები იცოდე.- სახე მომეღუშა და მის წარბშეკურ მზერას გავაყოლე თვალი.
- კაი, ხო, ბოდიში..- ახლა უკვე მეფერებოდა იმ ადგილზე სადაც ცოტახნის წინ დამარტყა. გამეცინა.
- მაკოცნიე და შეგირიგდები.

მანაც ხელები გაშალა და ლოყა მომიშვირა.

ბურგერები მე ვჭამე, აი კიტემ კი მისი ნახევარიც ვერ ჩაიტია მუცელში, სავარძელზე, რომ გადაწვა და ბევრია, ბევრიაო დაიწყო, მივხვდი რომ ძალდატანებას აზრი აღარ ქონდა. მშობლებთან საუბრის მერე უხასიათოდ იყო პატარა, აღარც მანქანები უნდოდა აღარც მულტფილმი და ლამის მეც გამაგდო სახლიდან, ბოლოს ძლივს ძლივობით “ ისევ სირბილი თუ მიშველიდა” დაჭერობანაში ავიყოლიე, ისიც ყველა შესაძლო ადგილას ძვრებოდა და სანამ დავიჭერდი, მანამ ძვრებოდა სამალავიდან. უკვე ძილის დრო, რომ მოვიდა, და დასაძინებლად გავემზადეთ, პროექტორით მისი საყვარელი ფილმი გავაშუქეთ და ერთად გავიყუჩეთ.

სამზარეულოში ვიყავი გამოსული, ყავისთვის მადუღარა დავადგი, როცა ტელეფონის ეკრანი აციმციმდა. Სანდრო რეკავდა. Სანამ გავაგონებდი, კარადის ანარეკლში თმები გავისწორე.

- როგორ ხარ სან ?- მაგიდასთან ჩამოვჯექი და მობილური, ჭიქაზე ავაყუდე.
- კარგად, პატარავ, დაიღალე?- მალევე შეამჩნია ჩემი მდგომარეობა.
- დავიღალე, მაგრამ გავერთე.- არ დავმალე მეც. - თან კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ბავშვის გაჩენა არ მეჩქარებაა.

გაეცინა.

- ენერგია გამოგაცალა?
- აშკარად.- ჩამეცინა მეც.- სადმე მიდიხარ ?

მანქანაში იყო.

- სახლში. - დაღლილი ხმა ქონდა.- დეა, რამდენიმე დღით ქალაქიდან გავდივარ.
- მართლა?- თვალები მომეღუშა, დაღლილობის გარდა ინტერესმაც გაიღვიძა ჩემში.- რამე ხდება?
- ბათუმიდან მანქანა უნდა გადმოვიყვანო.- ამიხსნა მანაც.

სანდროსთან საუბარი, რაც არ უნდა მსურვებოდა დაღლილობამ თავისი გაიტანა, ამიტომ მალევე დავემშვიდობე. დაძაბულობას მის ხმაში ჯერ კიდევ ვგრძნობდი და ცოტათი მჩხვლეტდა კიდეც. დაწოლამდე აივანზე გავედი, ციოდა, მთვარე მორცხვად ეფარებოდა ღრუბლებს.

დავფიქრდი, რამდენი რამ მოხვდა ჩემს ცხოვრებაში ასე ადვილად, თითქოს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო. ამდენი ხნის განმავლობაში ისე სულელურად ვჩხუბობდით ვუარყოფდით, ვომობდით და სიძულვილი სუფევდა ჩვენში, ახლა კი ისე ვსაუბრობდით, ისე ვცხოვრობდით ერთად, იფიქრებდი რომ ის ყველაფერი არც არსებობდა... დიდიხნის მიტოვებულ სიგარეტს გავუკიდე. რამდენიმე ნაპასის შემდეგ, როცა მივხვდი რომ გული ნამდვილად არ მიმიდიოდა, ჩავაქრე და დასაძინებლად გავემზადე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent