never us 14
მამიდაჩემს დიდი ეზო ქონდა, ნახევარი ტერიტორია, ტალავერსა და ხეხილს ეკავა. შუაში ხის გადახურული მოსასვენებელი ედგა - ბიძაჩემის ნახელავი იყო და ძაან ამაყობდა კიდეც. Ჩვენ, ბავშვებს კი იმდენად მოგვწონდა ის ატმოფსერო, რომ სახლში ჭამაზე უარს ვამბობდით და ღია ცის ქვეშ, ხის მაგიდასთან ვნებივრობდით, ნიავისა და ჩიტების ჟრიამულით. ორ სართულიანი სახლი, ცისფერი აივნით იყო დამშვენებული. ქვის ბილიკს გავუყევით და აივანზე ავედით. სამზარეულიში, მოფუსფუსე მამიდას მოვკარი თვალი - ღუმელში რაღაცას აცხობდა. წვრილ წელზე შემოხვეული წინსაფარი ფქვილით ქონდა მოფენილი, თავზე, ღია ცისფერი თავშალი ეკეთა, საიდანაც ოდნავ მოჩანდა მისი ოქროსფერი თმები. მამიდამ მალევე შეგვამჩნია - შემოპარული სტუმრები. სახეზე გაკვირვება და სიხარულიც აღებეჭდა. ბავშვებისგან განსხვავებით მას ხშირად ვეხმიანებოდი, თუმცა სტუმრობაზე რაღა გითხრათ... წინსაფარი, მაგიდაზე დადო და გარეთ გამოვიდა. სიხარულით გადავეხვიეთ ერთმანეთს, სანდროც მიესალმა. - გუკამ გახსენა, მეგონა მეხუმრებოდა, მეთქი საიდან... მამიდამ ხელზე მსუბუქად დამარტყა, თითქოს ეწყინა, მაგრამ მალევე ისევ ჩამეხუტა. - ჩემო გოგო, ასე უნდა დაკარგვა?- მითხრა მონატრებული ხმით. - რავი მამიდა ვერა და ვერ ჩამოვედი, ჩემი ამბავი ხო იცი..- მხრები ავიჩეჩე. - ეგ მიზეზი არაა, დეა!,- კვლავ გამიბრაზდა, მაგრამ თვალებში სითბო არ დაჰკარგვია.- თქვენ ერთად როგორ? სანდროს მოყევი? აივანს მიყრდნობილი სანდრო, მომღიმარი სახით გვიყურებდა. მეც გავხედე, მისკენ წავედი და თითები მის ხელში შევაცურე, სანდრომ ნაზად შემომხვია თავისი ხელი - თითქოს ამ ერთი შეხებით ყველა სიტყვა ითქვა. მამიდას გაკვირვებულ სახეს ღიმილით შევხედე და ჩუმად ვუთხარი: - მამიდა.. Მე და სანდრო ერთად ვართ. ბოლოს მორცხვი ბავშვივით თავი ძირს დავხარე. Ხელგაშლილი მამიდა ორივეს სიხარულით გადაგვეხვია. - ღმერთმა დაგლოცოთ, ბავშვებო,- ღიმილით დაგვხედა.- როგორ როდის ? - მადლობა მამიდა. გეტყვი, გეტყვი...- ვუთხარი ჯერ კიდევ მის მკლავებში მყოფმა.- ძია და გუკა სად არიან? - საქონელი გადასულან სიმინდებში, გასარეკად წავიდნენ. მოვლენ ალბათ უკვე. ეზოს კარი გაიღო, და დიალოგით გართული გუკა და ბიძაჩემიც გამოჩნდნენ. ბიძიამ სიხარულით მიმიღო, თავზე მომეალერსა, მერე ჩვენი ამბავიც რომ გაიგო, ჩუმად ჩამჩურჩულა:”ტყვილად კი არ გირიგებდი, ვიცოდი რომ ასე იქნებოდაო”, ღიმილით გავხედე და არაფერი ვუთხარი, საკმაოდ გამჭრიახი კაცი იყო ზურაბი, მახსოვს აივანზე ნარდს ვთამაშობდით, მაშინ დამიწყო სანდროზე ლაპარაკი, მე კი გაგიჟებით ვუარყოფდი, არა არ მომწონსთქო. ჭორავის და მოგონებების დრო დიდად არ გვქონდა, სანდრო, გუკასთან და ზურაბთან ერთად მარანში წავიდნენ, მე ეთერისთან სამზარეულოში შევედი და მოხმარებას შევუდექი. მამიდას სამზადისი მორჩენილი ქონდა უკვე, ნელა სუფრის გაშლა დავიწყეთ და თან კერძებს, გაზქურაზე ვაცხელებდით. ზალაში თეფშებს ვალაგებდი, მამიდამ რომ გამომძახა: - თაიას ველაპარაკე, ვუთხარი, რომ აქ იყავი, გაეხარდა. გახარების რა გითხრათ, მაგრამ მჯეროდა, რომ ჩემსავით არ მოელოდა ამ ყველაფერს. მამიდასთვის ეს აღარ მითქვამს. -დეა, ნუ მომკლავ სურვილით, მითხარი, თქვენზე, თორე ვერ ვიცლი,- დივანზე ჩამოსკუპდა და მოუთბენლად შემომხედა. Მეც სიამოვნებით გავანდე ჩვენი კარგი მოგონებები. საღამო მშვიდად მიედინებოდა, საქმეც ნელა უკვე მოგვარებული იყო, გადავწყვიტე ბიჭებისკენაც შემეხედა, მარნიდან ხმაური გამოდიოდა. ცეცხლი ბუხარში გიზგიზებდა, მის გვერდით, გუკა შამფურზე ამზადებდა სამწვადე ხორცს, სანდრო და ზურაბი კამათელს აგორებდნენ. - აბა, ვინ იგებს ?- მხიარულად ვკითხე მათთან მიახლოებულმა. - არ გრცხვენია დეა,- შემომხედა ზურაბმა თვალებში სიცილით. - სან აგებ? ზემოდან დავხედე ჩემს წინ მჯდომს და მხრებზე ხელები დავაწყვე. - რას ვიზამ, სტაჟიანს ვეთამაშები.- ვითომ ნაწყენი ხმით დანებება აღიარა მან. - Ჩაიწიე, სიყვარულო, - თითები გადავიტკაცუნე და სკამით მაგიდასთან ახლოს მივიწიე.- ძია, აბა ჩვენც გავაგოროთ. - ნარდი იცი?- გაუკვირდა სანდროს. - ნარდი ამან ჩემზე კაათ იცის ლექსო.- ჩემს მაგივრად თქვა ზურაბმა. - რა გიყო ძია, მამიდა საუკეთესო მასწავლებელია.- გამეცინა თან ქვები ადგილებზე დავალაგე.- ვნახოთ, ბედი ვის გაუღიმებს. ბიძამ გადაიხარხარა და კამათელი გააგორა. ორით ერთს ვუგებდი დაძაბულ ბრძოლაში. გუკაც მაგიდასთან მოგვიჯდა: - მამა გონი, ჯობს მარცხი აღიარო და მაღარიჩიც იკისო. ჭყიპინა რა გინდა აბა ?- მე შემომხედა. - კურკა, კიდევ დამიძახებ მაგას და თავში მოგხვდება მაგრად,- დავემუქრე მომღიმარ ბიჭს. - Ხო და მე ისევ ფორცხით გამოგეკიდები, ახლა მაინც ვერ გამასწრებ.- გაიკრიჭა უფრო. - სან ხო დამეხმარები ?- გავხედე შეყვარებულს. - მეგობარო, მე ჭყიპინასკენ ვარ.- გაიცინა მანაც. - რაღაც არ გეტყობა,- თვალები დავუბრიალე. - მეც მიყვარხარ.- გამიღიმა მან. ისეთი უბრალო, მაგრამ გულწრფელი ხმა ქონდა, რომ წამით გავშეშდი, იმდენად მეუცხოვა საჯაროდ მისი სიტყვები, ვიგრძენი გულში ჩაღვრილმა სითბომ როგორ იმატა. - ზურა მოვლენ საცაა, რას შვებით? - შემოიხედა ლამაზად გამოპრანჭულმა მამიდამ. - ვდგები, ძვირფასო. დეა, იცოდე ეს ხელი არ ითვლება.- გამაფრთხილა ბიძამ, - რევანში უნდა ვითამაშოთ იცოდე. ნელა ჩვენც გავემზადეთ, სანდროს შავი შარვალი და თეთრი ფერის პოლო მაისური ზედმეტად მიმზიდველად უხდებოდა, მე კი ეთერიმ თაიას გარდერობიდან კაბა გამომიტანა - შავი, თბილი ნაჭრის, მკლავებიანი და წელზე მომჯდარი. ლამაზად მომერგო, თითქოს ჩემთვის იყო შეკერილი. უკვე ბინდდებოდა, როცა ეზოში მანქანის სიგნალები გაისმა — სტუმრები მოვიდნენ. Მათი სილუეტები ნელა მოაბიჯებდნენ სახლის ბილიკზე. ოჯახის უფროსები წინ გაიჭრნენ შესაგებებლად. მე და სანდრო კიბეებთან ვიდექით. თაია ისევ ისეთი იყო, მხიარული და ცნობისმოყვარე თვალებით, ლამაზი თეთრი ატლალსის კაბა, ნაზად ეხებოდა მის სხეულს, მხრებს კი ამავე ფერის პიჯაკი უთბობდა. მის გვერდით ლამაზი, სიმპათიური, გამჭრიახი მზერის ყმაწვილი მოყვებოდა, ხელჩაკიდებულს. მშობლებთან შეხვედრა თბილი და სიყვარულით სავსე იყო. თაიამაც შეამჩნია ჩემი მზერა, მისკენ წასულმა, მომავალ სიძეს მივესალმე და თაიას გადავეხვიე. - გილოცავ,- ჩუმად ვუთხარი,- ბედნიერები იყავით. - მადლობა.- გამიღიმა მანაც. ** ცოტა ხანში ყველა მაგიდას მივუჯექით. მამიდას ისეთი ხელი ქონდა, რომ ჩიტისრძეც კი არ აკლდა სუფრას. წავიდა ლაპარაკი, გაცნობა, წყვილების დალოცვა, მუსიკა და ჟიამული. მხიარულად და მშვიდად მიდიოდა საუბარი. მე და თაია პერიოდულად ვცვლიდით მზერებს, თითქოს ერთმანეთს ჩუმად ვესაუბრებოდით. გუკამ ღვინით სავსე ყანწი ასწია: - აბა, ოჯახებს შორის მშვიდობას და სიყვარულს გაუმარჯოს. საპასუხოდ, ყველამ ჭიქები ავწიეთ და მივუჭახუნეთ. ცოტახნით ჩამოვშორდი, ხმაურიან სუფრას და აივანზე ავირბინე, ძილიც და დაღლაც მომრეოდა უკვე. დივანზე ჩამოვჯექი და უბრალოდ სიჩუმეს დავუგდე ყური. თაიასთან მისვა მინდოდა, მაგრამ ვერც სწორი სიტყვა და მომენტი ვერ შემერჩია. კიბეებზე ფეხების ხმა გაისმა, თაია მშვიდად მოძრაობდა ჩემსკენ. - არ შეგცივდეს, მოიცვი. შავი ფერის სპორტული ზედა გამომიწოდა და გვერდით მომიჯდა. სიჩუმეში გავყურებდით ჰორიზონტს და ხმის ამოღება ორივეს გვიჭირდა. - როგორ მომნატრებია შენთან ასე ჯდომა,-სიჩუმე პირველმა დაარღვია და თავი მხარზე ჩამომდო. - აღარ შევრიგდეთ?- სუსტი ღიმილი ამებეჭდა სახეზე. მან ნეკა თითი გამომიწოდა, მეც გავუყარე. - Ნეკი ნეკისა შერიგებისა,- ღიმილით თქვა მან.- ჯერ კიდევ მეუხერხულება... - ..მეც. გაგვეცინა ჩვენს სულელურ და მოკლე საუბარზე. თუმცა მეტი ამ მომენტში არც კი გვინდოდა. - კარგი ბიჭი ჩანს თემო.- განვაგრძე მე. - კი , ძაან საყვარელია.- ყველაფერი სახეზე აღებეჭდა.- მიხარია რომ თქვენ ერთად ხართ. მომიყვები? - Სულელური ტყუილით დაიწყო.. შემდეგ კონცერტზე შევხვდით და იეჭვიანა... მაშინ მითხრა რომ მასაც მოვწონდი. - ვაუ, მისგან მიკვირს. - მეც.. - მერე? - კიდევ რა გინდა ?- წარბი ავუწიე. - დეტალები ძვირფასო. - თვალები აუთამაშდა. - ხომ შევრიგდით, ხოდა დეტალებს მერე მოგიყვები.- მოკლედ მოვუჭერი.- სხვათაშორის შენგანაც მაინტერესებს, თქვენი ამბავი. - ჩემი უფროსია...- გაწელა სიტყვები. - ოფისის რომანი?- გამეღიმა მე. - ნუ.. რაღაც მსგავსი... ** სუფრაზე დაბრუნებულს ჟრიამული არ წყდებოდა. სანდროს გვერდით დავჯექი და ხელი ჩავკიდე — თითქოს ამით მინდოდა შემეხსენებინა, რომ აქ იყო, ჩემთან. მაგრამ როცა სახეზე დავაკვირდი, დავინახე — დაძაბული იყო, თვალებში რაღაც უცხო, მძიმე ჩასდგომოდა. ჩემკენ არც გამოუხედავს. მშვიდი მუსიკა უკრავდა ოთახში, ყველა კარგ ხასიათზე ვიყავით, და მე ცეკვა შევთავაზე. მისი ხელები ჩემს წელზე შემომეხვია, ნაბიჯები სინქრონში მიდიოდა, მაგრამ მისი მზერა მაფიქრებდა — ისეთი იყო, თითქოს რაღაცას აჩერებდა ჩემში, მელოდებოდა, როდის ჩამოვვარდებოდი. - მოხდა რამე ?- ჩუმად ვკითხე ბოლოს. სანდრომ დამხედა. დიდხანს მიყურებდა, ისე რომ ხმა არ ამოუღია, მერე მზერა ამარიდა. მთელი ჩემი სხეული დაიძაბა, თითქოს გულმა იგრძნო, რომ რაღაც კარგს აღარ უნდა ელოდე. - სან? - არაფერი დეა, უბრალოდ ვერ ვხვდები, ასეთი კარგი მატყუარა ხარ თუ შენც ლიკას მსგავსად ვერ გაგიგია, რომელი გირჩევნია? გავიყინე. - ვერ გავიგე რას ამბობ. ხელები გამიშვა და ოთახიდან გავიდა ისე, არც შემოუხედავს. თითქოს წამით ყველაფერი დამემსხვრა. თაიას მზერა შევამჩნიე, მაგრამ სანამ მომიახლოვდებოდა, სანდროს უკან გავყევი. აივანზე სიგარეტს ეწეოდა. ბოლი ტრიალებდა მის ირგვლივ, თითქოს მეც მახრჩობდა. - ვერ გავიგე, რა ხდება? ამიხსნი?- დაჟინებით მოვთხოვე პასუხი. - რა აგიხსნა, დეა? Ჩემკენ წამოვიდა, ტუჩებიდან სიგარეტის ბოლი ამოუშვა და მწარედ გამეხვია სახეზე. - მითხარი, როდის გახდა ფარისევლობა მოდაში? - სანდრო უბრალოდ მითხარი რა გაწუხებს. - დავასრულოთ დეა.- ცივად გაისმა მისი ხმა. - რა დალიე ასეთი?- ისტერიკულად გამეცინა.- ასე ნუ ხუმრობ.- ხმა ჩამეხლიჩა. - უფრო საინტერესო იქნება თუ რა ვნახე. ირონიით გაჟღენთილი სიტყვები მწარედ მოხვდა ჩემს გულს. ისევე, როგორც ჩემი ხელი მის სახეს. - გეცნობა? სანდრომ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, და სახესთან მომიწია. ფოტოები. მე და ორვი დათა. გამეცინა. თვალები დავხუჭე და მძიმედ შევისუნთქე ჰაერი . გაეღიმა — მწარედ, ისეთი ღიმილით, რომელიც ბასრია და ყელში გეჩხირება. - გინდა მითხრა, რომ შემთხვევითია? - Ჰო, სანდრო შემთხვევითია. Აქ, ნიასთან ერთად ვიყავი. აი, აქ კი, ის დღეა, რომ გითხარი დათას ველაპარაკეთქო. Შენ კი იმის მაგივრად, რომ ჩემთან გაგერკვია, პირდაპირ ბრალი დამდე. მადლობა ასეთი ნდობისთვის.- ტკივილმა ყელი ამიწვა.- გინდა გაბრაზდე? გაბრაზდი. სანამ რაიმე პირობას დადებ, მანამ დაფიქრდი რამდენად ასრულებ. სანდრომ თვალები მოჭუტა, სუნთქვა გაუხშირდა. აღარაფერი მითქვამს — გვერდი ავუარე და კიბეებზე ჩავირბინე. - Სად მიდიხარ ? - მომესმა შორიდან. - ჯანდაბაში სანდრო? რაში გადარდებს? - წამით მივუბრუნდი, შემდეგ გზა განვაგრძე. ეზოდან გავედი. ფეხქვეშ ხმაურობდა ფოთლები, თავში კი მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებდა– ჯანდაბა. ჯანდაბა მასაც. ჯანდაბა ყველაფერს. ტბისკენ მიმავალ ბილიკს დავადექი. ქარი სახეს მჭრიდა. ტბის პირას მივედი და სუნთქვა ამოვუშვი— ბნელი წყალი ირეკლავდა ცის შუქს, ზუსტად ისე, როგორც ჩემს შიგნით ადუღებულ სიბრაზესა და ტკივილს. ცივ მიწაზე ჩამოვჯექი, უემოციოდ გავყურებდი სიჩუმეში და ვფიქრობდი იმაზე, რომ ყველაფერი კარგი ადრე თუ გვიან, მაინც ინგრეოდა... მე კი ამჯერად მის გამთელებას არ ვაპირებდი. რა აზრი აქვს? ადამიანი თუ არ გენდობა, ის ყოველთვის იმას დაინახავს, რაც მას სურს... გაბრაზება მატულობდა ჩემში, ასეთ სისულელეზე, რომ წამოეგო, ასეთი, რამ როგორ იფიქრა? თავდარტყმული ეგ... სიჩუმე იმდენად მძაფრი იყო, თითქოს მთელ სამყაროს დაეკავებინა. Მასთან დაბრუნებაც აღარ მსურდა. არა, მარტო წამოვედი და უკანაც კი არ გამომყვა? დებილი არაა? “ შენც არანაკლები ხარ დეა” დამცინა ქვეცნობიერმა. სიჩუმე ზარმა დაარღვია,წამით ვერ მივხვდი რა იყო. ტელეფონის ხმა თითქოს შორიდან მესმოდა. ნომერი არ მეწერე უბრალოდ ხმა გავუთიშე და ჯიბეში ჩავდე ტელეფონი. თუმცა მესამე დანარეკზე ბრაზმორეული ტონით გავაგონე . - გისმენთ?! - დეა, ხო შენ ხარ?- გაისმა შეშფოთებული ხმა. - დიახ, ვინ ბრძანდებით ?- ვეცადე ხმა მშვიდი მქონოდა. - მანანა ვარ, გალინას მეზობელი.- გამახსენა თავი. - ა, როგორ ხართ? მოხდა რამე? - კვლავ დავიძაბე. - კარგად შვილო... დეა, გალინა საავადმყოფოში დააწვინეს... გონება დაკარგული იპოვა მარიმ ამ საღამოს..- ჩუმად გაისმა მღელვარე ხმა. მუხლებში ძალა წამერთვა. დედამიწა თითქოს შეჩერდა. - სად ხართ? — ხმა ამიკანკალდა. - რაიონის საავადმყოფოში, შვილო... ნუ ინერვიულებ, ექიმები უკვე მიხედავენ... ცრემლები თვალებიდან თავისით წამოვიდა, გულში კი მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებდა – „ახლა არ შემიძლია, ღმერთო, ახლა არა…“ მთელი ტკივილით და დაბნეულობით, ძლივს ფეხზე წამოვდექი. ის ღამე, რომელიც სითბოთ სავსე უნდა ყოფილიყო, კოშმარის კარდებად მექცა. ვერ ვხედავდი, ვერ ვგრძნობდი — მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა: ბებიასთან მალე უნდა მივსულიყავი. გონებაში მხოლოდ მისი სახე მიტრიალებდა — ის სურნელი, ბავშვობის სითბო, ხელის შეხება. ტბის ბილიკს სწრაფად გავუყევი, გულამოვარდნილი მივრბოდი. ეზოში შევვარდი, აივანზე მოსაუბრე თაიას და სანდროს სილუეტს მოვკარი თვალი. Მათკენ გავიქეცი. Ჩემი მდგომარეობით მიხვდნენ, რაღაც რიგზე არ იყო, თაია ჩემკენ გამოიქცა. - Რა მოხდა? - Ბებია..- ძლივს ამოვთქვი.- სავადმყოფოშია... უნდა წავიდე... თაიას თვალები გაუფართოვდა. სანდრო მაშინვე წამოიწია, მის თვალებში გაოცება და შიში ერთდროულად აინთო. წამითაც არ დაფიქრებულა — ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ჩემკენ დაიძრა. - წამოდი, წავიდეთ, – თქვა მშვიდად, მაგრამ იმ სიმტკიცით, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი მართლა ზრუნავს. თაიამ ანერვიულებული მზერა გადაიტანა სანდროსკენ, შემდეგ კი ჩემკენ მობრუნდა. - მე თემოს ვეტყვი და გამოვალთ კარგი? მე მხოლოდ თავი დავუქნიე. სიტყვა აღარ ამომდიოდა. სანდრომ ხელი ჩუმად ჩამკიდა. შეხებამ წამით გამყინა — თითქოს ყველაფერი გამახსენდა, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა. ხელი მინდოდა გამეშვა, მაგრამ ვერ შევძელი. მანქანისკენ წავედით. მთელი გზა სიჩუმე იდგა. ძრავის ხმა და ჩემი აჩქარებული სუნთქვა ერთმანეთში ირეოდა. ფანჯრიდან, ქალაქის შუქებს ვუყურებდი, მაგრამ ვერაფერს ვხეავდი. ცრემლები ისევ თავისით მოდიოდა, სანდრომ კი თითქოს იგრძნო — საჭიდან ხელი წამით მოაშორა და ფრთხილად, მტკიცედ მომიჭირა თითებზე. არც სიტყვა უთქვამს — მაგრამ იმ შეხებაში მეტი სითბო იყო, ვიდრე ნებისმიერ ნუგეშში და ჩვენი ჩხუბიც აღარ მახსოვდა. საავადმყოფოს შუქი ჰორიზონტზე გამოჩნდა. სანდრომ მანქანა მძიმედ შეაჩერა, - დეა… ახლა მთავარია მშვიდად იყო, კარგი? – მისი ხმა რბილი იყო, მაგრამ თვალებში შფოთვა არ ემალებოდა. მის ხმაში ნაზი მღელვარება ისმოდა. თუმცა მე ისევ გულწრფელად ვიგრძენი ბრაზი — ბრაზი, რომელიც სიყვარულს ვერ მალავდა. - მშვიდად? - თვალი არ გამიშვია. - შენ თვითონ მიმტყუვნე სანდრო… ის ჩუმად იყო. თავი ოდნავ დახარა. — ვიცი… მერე ვისაუბროთ, როცა ეს ყველაფერი გაივლის, — მხოლოდ ეს თქვა. ** თაია და თემო უკვე გვერდით გვედგნენ. ერთად შევედით საავადმყოფოს კართან, სადაც სინთეზური სუნი და რკინის სიცივე ერთიანად მომხვდა გულში. თითქოს ამ სივრცეში დრო გაჩერებულიყო — მხოლოდ საკუთარი გულის ფეთქვა მესმოდა. თეთრი კედლები თითქოს თვალებში მჭრიდა, ყოველი ნაბიჯი კი ხმაურად იმეორებდა ჩემს შფოთვას. Რეგისტრატურასთან მივედით. მედდამ ფურცლებში ჩახედა, მერე მზერა ჩემზე მოატარა და მშვიდად თქვა: - მესამე სართული, პალატა 312. სანდრომ მადლობა გადაუხადა, ხელი ისევ ჩამკიდა და ლიფტისკენ წამიყვანა. ხელისგული მიცახცახებდა, მუხლებში ძალა არ მქონდა. თითქოს მიწაც კი ვერ მიჭერდა. - დეა, მშვიდად, – ჩამჩურჩულა სანდრომ, როცა ლიფტის კარი ჩაიკეტა. - როგორ ფიქრობ, ყველაფერი ცუდად არის?.. - ძლივს ამოვთქვი. სანდრომ არ მიპასუხა, უბრალოდ ხელზე მომიჭირა თითები ისე ძლიერად, თითქოს იმით ცდილობდა ჩემი დაშლა შეეჩერებინა. ლიფტის ზარის ხმა რომ გაისმა, ორივემ ამოვისუნთქეთ. დერეფანში გამოსულს, მანანა და მარიამიც იქ დაგვხვდნენ, ექიმი იდგა მათთან— ახალგაზრდა კაცი, თეთრი ხალათის ჯიბეში კალმით. - როგორ არის ?- ვკითხე სწრაფად. ექიმმა თავი ოდნავ დახარა. - ქალბატონი დეა ხართ? თავი დავუქნიე. - თქვენი ბებია ცოტა გადაიღალა, წნევა დაეცა, თან გულის რიტმი არასტაბილური იყო. ახლა უკეთ არის, მაგრამ ყურადღება სჭირდება. შეგიძლიათ შიგნით შეხვდეთ, ოღონდ მშვიდად, გთხოვთ. პალატაში სიჩუმე იდგა. მხოლოდ მონიტორის წკაპუნი არღვევდა მას. ბებია საწოლზე იწვა, თვალები ნახევრად გახელილი ჰქონდა, სახე გამჭვირვალე — მაგრამ მაინც ის იყო, ჩემი ძალა, ჩემი ბავშვობა. - ბებო.. - ამოვთქვი ჩუმად. სანდრო კართან იდგა, თვალები დაბლა ჰქონდა ჩახრილი. ეტყობოდა, ცდილობდა სიმტკიცე შეენარჩუნებინა, მაგრამ თითები მუჭად შეეკრა, თითქოს თავადაც სტკიოდა ის, რაც ხდებოდა. ბებიამ თვალები ოდნავ გაახილა, მზერა ჩვენკენ მოაბრუნა და სუსტად გაიღიმა. - ჩემი მელაკუდა… – ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა. ექიმი კვლავ შემოვიდა, ბებიას პულსი ისევ შეამოწმა და მშვიდად თქვა: - მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ღამე აუცილებელია დასვენება. თქვენც, უკეთესი იქნება თუ წახვალთ. თითქოს ყურში ზუზუნად ჩამესმა მისი სიტყვები. - არა… აქ დავრჩები. გთხოვთ, ცოტახნით მაინც. ექიმმა ამოიოხრა და სანდროს გადახედა — თითქოს ელოდა, რომ ის გადაწყვეტდა ყველაფერს. - წესები გვაქვს, ქალბატონო. ახლა უნდა დაისვენოს, სხვანაირად გაუჭირდება. სანდრომ ნაზად მომიჭირა ხელი. - დეა, წავიდეთ. დილით დავბრუნდებით, კარგი? თვალები ამემღვრა, მაგრამ თავი დავუქნიე. ბებიას მივუახლოვდი, შუბლზე ნელა ვაკოცე. - დაიძინე, ბებო... მალე ისევ მოვალ. ბებიამ სუსტად გამიღიმა — თითქოს უნდოდა ეთქვა „ნუ ნერვიულობ“. როცა პალატიდან გამოვედით, დერეფანი ცარიელი იყო , ჩუმად მივდიოდით, ჩემი ნაბიჯების ხმა და სანდროს ჩასუნთქვა ერთმანეთს ეჯახებოდა. - არ შემიძლია, ვერ წამოვალ, – ამოვთქვი ბოლოს, როცა ლიფტთან გავჩერდით. - ვიცი, – მითხრა ჩუმად. – მაგრამ ახლა შენც უნდა დაისვენო. ლიფტი გაიღო, მაგრამ ვერ შევდიოდი. თვალებში ცრემლი მეჩხირებოდა. სანდრომ მშვიდად ამოისუნთქა, მერე ხელი ნაზად მომხვია ზურგზე. - წამოდი დეა. ქვემოთ თაია და თემო გველოდებოდნენ. იქვე მანქანასთან მარიამი და მანანაც იდგნენ. თაიამ გულში ჩამიკრა. - Რა თქვა ექიმმა ? სანდრომ უპასუხა ჩემს ნაცვლად — მე ხმას ვერ ვიღებდი. – მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ დღეს უნდა დაისვენოს. თაიამ ხელები სახეზე მომისვა. - ჩემთან დარჩი, დღეს მარტო არ უნდა იყო. სანდრომ ამოიოხრა და მტკიცედ თქვა: - მე წავიყვან, არ ინერვიულოთ. თაიამ შეხედა და დაინახა, რომ აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობას. - კარგი. ხვალ დილით დამირეკე, კარგი, დეა? მე მხოლოდ თავი დავუქნიე. როცა წავიდნენ, სანდროს მივუბრუნდი. - შეგიძლია წახვიდე… მადლობა, რომ არ დამტოვე, – ვთქვი ჩუმად და ზურგი ვაქციე. მისი ჩასუნთქვა ზურგს უკან გავიგონე — მოკლე, მძიმე. - დეა, ნუ სულელობ. – მისი ხმა მკაცრი, მაგრამ ტკივილნარევი იყო. – ახლა მარტო არ დაგტოვებ. ჩაჯექი, წაგიყვან. - მეზობლებს გავყვები, – ვანიშნე ჩვენსკენ მომავალ ქალებზე, რომლებიც ახლოს იდგნენ. ის წამით გაჩერდა, მერე ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა და მაჯაში ხელი ჩამკიდა — ფრთხილად, თითქოს ზედმეტი მოძრაობა დამაშლიდა. - გეყოფა. ვიცი, გაბრაზებული ხარ. ალბათ ასეც უნდა იყო... მაგრამ ეს არ არის ის ღამე, როცა შორს უნდა იყო ჩემგან. მივტრიალდი. მის თვალებში აღარ ჩანდა არც სიამაყე, არც ირონია — მხოლოდ დაღლილობა, სინანული და ის ჩუმი სითბო, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, ისევ მჭირდებოდა. მანანას და მარიამს მშვიდად დავემშვიდობე, მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის და სანდროს მანქანისკენ წავედი. სანდრომ ფრთხილად დაძრა მანქანა, ნელა გავუყავით გზას ბებიას სახლისკენ. ფანჯრიდან ქალაქის შუქები ნელ-ნელა ქრებოდა, და ერთადერთი ხმა, რაც ისმოდა, იყო ძრავის ტკაცუნი და სანდროს ჩუმი ამოსუნთქვა. მე კი ვფიქრობდი მხოლოდ ერთზე — რამდენად მტკივნეულია, როცა ადამიანი, ვინც გტკენდა, მაინც ერთადერთი ხდება, ვისაც შეგიძლია დაეყრდნო. ეს ყველაფერი დედასთვის, როგორ მეთქვა? ის ხომ შორს იყო, მარტო... ან უნდა მეთქვა კი... ყველაფერი ერთმანეთში ამრეოდა და შავ ხვრელში მითრევდა. ემოციები იმდენად ბევრი იყო და ამავე დროს გაურკვეველი, საშინელ სიცივეს მძენდა და მანქანაში ჩართული გათბობაც კი ვეღარ მათბობდა. ბედის ირონია - ყველაზე კარგ მომენტში განგრევს და გაცლის ბედნიერებას. სანდრომ ნელა მოუხვია ბებიას ქუჩისკენ. მანქანის შუქები ცარიელ გზაზე სრიალებდნენ, თითქოს ღამე თავის სუნთქვას გვიმალავდა. ფანჯრის მინაზე წვეთებად იკრიბებოდა ნესტის ორთქლი — სოფელს სძინავდა, მხოლოდ შორიდან ისმოდა ძაღლის ყეფა. სანდრო დროდადრო ჩუმად ამოისუნთქავდა, ისე, თითქოს უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერ პოულობდა სწორ სიტყვას. თითები საჭეზე მოუდუნდა, მერე ისევ მოუჭირა, როცა ერთი ძაღლი გზაზე გადმოუვარდა. გზა უფრო ვიწროვდებოდა, ქუჩის ბოლოს კი ბებიას სახლის სილუეტი გამოჩნდა — ნაცნობი აივანი, სადაც ფარდები ოდნავ ირხეოდა. სანდრომ ძრავი გამორთო, და ის სიჩუმე, რაც მოჰყვა, თითქმის მტკივნეული იყო. ფანჯრიდან გავხედე ეზოს — ყველაფერი ისეთი იყო, როგორც ადრე, მაგრამ თითქოს რაღაც შეცვლილიყო. ჰაერი უფრო ცივი ჩანდა, სახლიც უფრო დიდი, უცხო. - მადლობა, სანდრო… ახლა შეგიძლია, ნამდვილად წახვიდე, – ვთქვი ჩუმად, თითქოს საკუთარ თავსაც ვერ ვაჯერებდი. ღვედი მოვიხსენი და კარი ფრთხილად გავაღე. ცივი ჰაერი შემომეხვია, სველი მიწის სუნი მკაფიოდ იგრძნობოდა. ფეხი გზის კიდეს დავადგი, და სწორედ იმ წამს მომესმა მისი ჩუმი, ოდნავ ჩახშობილი ოხვრა — ისეთი, თითქოს სიტყვების ნაცვლად ამოისუნთქა ყველაფერი, რაც ვერ თქვა. არც შემიბრუნებია თავი. მხოლოდ ფრთხილად დავიძარი ეზოსკენ, თეთრი გისოსების ჩრდილი მიწაზე თამაშობდა. ჭიშკარი გავაღე და ოთახში ჩუმად შევედი. ნაცნობი სურნელი... ბებიას სურნელი. ყველაფერი მონატრებულად მეჩვენებოდა. სანდრო არ წასულა. მის ნაბიჯების ხმა კართან მესმოდა. გავიგე, როგორ გააღო კარი ფრთხილად, თითქოს სუნთქვაც კი შეიკავა, რომ ხმა არ დაეტოვებინა. უბრალოდ იდგა იქ, სანამ ოთახი მთლიანად სიჩუმემ არ მოიცვა. ბებიას საწოლზე ჩამოვჯექი, მერე ნელა დავწექი. თვალები დავხუჭე და ცრემლები თავისით წამოვიდა — ჩუმად, შეუმჩნევლად, ისე, თითქოს არავის უნდა გაეგო, როგორ მტკიოდა. სანდროს ხმა ბოლოს ოდნავ შემომესმა — სუნთქვის შორის, თითქმის ჩურჩულით: - აქ ვარ… უბრალოდ დაიძინე. აღარც გამკვირვებია, არც ძალა მქონდა, რამე მეთქვა. მხოლოდ ბებიას ბალიშზე თავი მოვათავსე, თითები ნაქსოვ გადასაფარებელზე მოვუჭირე. სანდროს ჩუმი სუნთქვა შორიდან მესმოდა. ის ღამე აღარ ჰგავდა წარსულს — თითქოს სამყაროს ყველა ხმა ჩაწყნარდა, რომ მხოლოდ ერთი დარჩენილიყო: ჩემი ჩუმი ტირილი და სანდროს ფრთხილი სიჩუმე ჩემს გვერდით. ** დილა ისე გათენდა, თითქოს სამყაროს ჩემთვის სუნთქვა ეშინოდა. ოთახში ნაზი სინათლე შემოიპარა, ფარდებიდან ოდნავ გადმოიპარა და საწოლს დაეცა. თვალები ნელა გავახილე — არ ვიცოდი, გამეღვიძა თუ საერთოდ ვერ დამეძინა. სხეული მტკიოდა, თითქოს მთელი ღამე ფიქრებმა დამღალა. ფანჯარასთან სანდრო იჯდა. სკამზე გადაწოლილიყო, ხელში ტელეფონი ეჭირა, მაგრამ თვალები დახუჭული ჰქონდა. აშკარად არ წასულა ღამით. გულში რაღაც ჩამწყდა — არც ზუსტად მადლიერება იყო, არც წყენა… უფრო არეული გრძნობა, თითქოს მინდა გავუბრაზდე, მაგრამ არ გამომდის. ფრთხილად წამოვდექი, ფარდები ოდნავ გადავწიე რომ სინათლეს არ შეეწუხებინა. ღრმად ამოვისუნთქე. - გაიღვიძე?.. – სანდროს ხმა ჩახრინწული იყო, თითქოს ჯერ კიდევ ძილიდან არ გამოღვიძებულს წამოსცდა. - შენ არ წასულხარ? – ვკითხე ჩუმად. - არ მინდოდა მარტო დარჩენილიყავი, – მითხრა და წამოდგა. თვალებში მიყურებდა, თითქოს ჩემს სახეზე პასუხს ეძებდა. - არ უნდა დარჩენილიყავი, – ამოვთქვი, მაგრამ არც სიმტკიცე იყო ჩემს ხმაში, არც ნამდვილი დაღლა – მხოლოდ სიფრთხილე. ის ჩუმად მიყურებდა, მერე თმაზე ხელი გადაისვა და სამზარეულოსკენ წავიდა. - ჩაიდანი ადუღდა, მოგიტანო? - არა, თავად მოვამზადებ. სამზარეულოში ყველაფერი ისეთი იყო, როგორც ბავშვობაში — ნაცნობი ჭიქები, ძველი საათის წიკწიკი, ბებიას სურნელი, რომელიც თითქოს ჯერ კიდევ ჰაერში ტრიალებდა. მოძრაობა მინდოდა, რომ ფიქრებს დავმალვოდი. Სიჩუმეში გავიმზადე ჩაი. რამდენიმე წამი უძრავად ვიდექი. შემდეგ ოთახში დავბრუნდი, ფანჯარასთან ჩამოვჯექი და გარეთ გავიხედე. ყველაფერი ისე უცებ შეიცვალა - გუშინდელი კამათი, ტკივილი, შიში — ახლა მარტო დუმილი დარჩა. და იმ დუმილში პირველად ვიგრძენი, რომ ზოგჯერ გულის სიმშვიდე უფრო მტკივნეულია, ვიდრე ტკივილი თავად. კარზე მსუბუქად დააკაკუნეს. სანდრომ გააღო, ზღურბლზე მანანა იდგა — ხელში პატარა კალათი ეჭირა. Სანდრო მიესალმა და შემოუშვა, თვითონ კი ეზოში გავიდა, - დეა, მე ვარ, – მითხრა ჩუმად, თითქოს არ უნდოდა სიმშვიდე დაერღვია. – გუშინ ისეთი ღამე იყო… როგორ ხარ? - შემოდი, მანანა, მადლობა რომ მოხვედი. კალათა მაგიდაზე დადო, მერე შემომხედა და ოდნავ გაეღიმა. - ყველი და ცხელი მჭადია, მიირთვით.- კალათა მაგიდაზე დადო. - მადლობა, მაგრამ ვერა… მადა არ მაქვს. მანანამ ამოიოხრა, ჩაი ჩამოასხა და მშვიდად თქვა: - ვიცი, შვილო, მაგრამ თუ შენ დაიღლები, ბებიას ვინ მიხედავს მერე? თავს უნდა გაუფრთხილდე. გულწრფელად გამეღიმა — ისეთი იყო, თითქოს თვითონ ბებია მელაპარაკებოდა მისი ხმით. - შენც ვერ მოგაქციე სათანადო ყურადღება, გუშინ… ბოდიში, – ვთქვი ჩუმად. - არ გინდა ეგეთი სიტყვები, – გამაჩერა ხელით. – მთავარია, გალკა კარგად არის. დანარჩენი ყველაფერი მერე მოვა. სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ჩაის ორთქლი ადიოდა მაღლა, თითქოს ოთახის სიცივეს შთანთქავდა. ** სანდრომ მანქანის გასაღები ხელში აათამაშა და ჩემკენ ოდნავ გადმოიხარა. - დეა… უნდა ვილაპარაკოთ, სანამ გავალთ. – ხმა არეული ჰქონდა, თითქოს რაღაცის შიში უტრიალებდა გულში. მე არაფრით არ შევიმჩნიე. მოსაცმელი ავიღე და პირდაპირ მანქანისკენ წავედი. ის ერთი ნაბიჯით წინ წამოვიდა და გამაჩერა. - არ მინდა ისევ ისე იყო ჩვენს შორის, როგორც ადრე. - ახლა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.- მანქანის კარი მოვუხურე. - არა, არ არის. – ჩაჯდა ისიც მანქანაში.. – შენ ჩემთან ისე ლაპარაკობ, თითქოს უცხო ვარ. ფანჯარას თავო მივედი, რომ მისი მზერა არ მენახა. - ალბათ იმიტომ, რომ ასე უფრო ადვილია. - ჩემთვის არ არის ადვილი, დეა. - და რა გინდა ჩემთან, როცა შენ დაიწყე ყველაფერი ? - როგორც იქნა შევხედე მას.- შენ არ ამბობდი, რომ ერთმანეთს ვენდოთ, რომ არ გაიქცეოდი, და მარტო არ დაიწყებდი სისულელეებზე ფიქრს ? და რა გააკეთე? Სანდრომ ამოიოხრა, როცა ვერაფერი მითხრა თვალით ისევ ჰორიზონტს გავხედე. გზაში სიჩუმე გამეფდა. ფანჯრიდან მოღრუბლულ ცას ვუყურებდი, სანდრო კი საჭეს ჩაფრენოდა. - არ უნდა დარჩენილიყავი, – ამოვთქვი ბოლოს. - ნუ ამბობ ეგრე, დეა. ვიცი, რომ გაწყენინე. ვიცი, რომ შენი ნდობა შევარყიე. Მაგრამ მეც გამიგე. უკვე ყველაში ეჭვი მეპარება... - სანდრო ეგ იმ საქციელს არ ამართლებს,- ვუპასუხე სიმშვიდით. - Ახლა კი ძალიან გთხოვ... თავი დამანებე. დავდუმდი. გულში ყველაფერი აირია — ბრაზი, ტკივილი, და რაღაც საოცრად ნაცნობი თბილი გრძნობა. Მასაც არ ამოუღია ხმა დარჩენილი გზა. *საავადმყოფო * ბებია პალატაში მშვიდად იწვა. ფერი ცოტათი დაბრუნებოდა, თვალებიც უფრო ნათელი ქონდა. ექიმმა თქვა, რომ მდგომარეობა სტაბილურია. სანდრო კართან იდგა, ხელები ჯიბეში ჩაეწყო და უხმოდ გვიყურებდა. მე სკამზე ჩამოვჯექი, ბებიას ხელს ნაზად მოვკიდე და ვეცადე ჩემი სევდა დამემალა. - ბებო, როგორ ხარ? – ჩუმად ვკითხე, რომ არ შემემჩნია როგორ მიკანკალებდა ხმა. ბებომ ოდნავ გამიღიმა, ისე, როგორც ყოველთვის მახსოვდა – სითბოთი, რომელიც ყველაზე ცივ დღეებსაც ანათებდა. - კარგად ვარ, ბებო... ექიმს კი არ ესმის, რომ უკეთ ვარ. შენ მაინც უთხარი, გამიშვან აქედან. გამეღიმა, მაგრამ თვალებში მაინც ჩამიდგა სიმწარე. - ბებო, სანამ უკეთესად არ იქნები, უნდა დარჩე აქ... გთხოვ, არაფერზე ინერვიულო. მისი თითები ჩემს თითებში ძლივს შესამჩნევად შეიძრა. - შენ თუ ხშირად ჩამოხვალ, უკეთ ვიქნები, შვილო. შენი ნახვა წამალივით მოქმედებს. სიტყვა გამიწყდა. - Ბებო... - მელაკუდა... – თქვა ნაზად, ისე, თითქოს ისევ პატარა ვიყავი. – არ იტირო, შვილო. Ისევ ჯანზე ვარ. თვალები ცრემლით ამევსო. თავი ოდნავ დავხარე და მისი ხელის ზურგს ვეამბორე. - ვიცი, ბებო… უბრალოდ ძალიან შემეშინდა. - ყველამ ვიცით შიში, შვილო. ამ დროს სანდრომ ჩუმად გადადგა ნაბიჯი წინ, თითქოს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ბებომ თვალებით შეაჩერა – ისე თბილად, თითქოს ისიც მის შვილად მიიჩნია. - მადლობა, შვილო, რომ წამოიყვანე, – უთხრა მას და სანდრომ მხოლოდ თავი დაუქნია. - რა თქმა უნდა, ბებო, – უპასუხა ჩუმად. – დეას მარტო არ დავტოვებ. მისი ხმა ოთახში მძიმედ გაისმა. მე კი ვიგრძენი, როგორ გამიჩერდა სუნთქვა. ბებოს ტუჩის კუთხე ოდნავ გაეღიმა, თითქოს რაღაც ესმოდა, რასაც ჩვენ ვერ ვამბობდით. - ხოდა ასე ჯობია, – თქვა ბოლოს და თავი ბალიშზე მიადო. – როცა გვერდით კარგი ადამიანი გყავს, უფრო კარგად ხარ. მე ჩუმად ვიჯექი, თავი დამხარა, და მხოლოდ სანდროს ჩუმი ამოსუნთქვა მესმოდა. ვიცოდი, ბებომ ორივეზე მეტი დაინახა, ვიდრე გვინდოდა. ** საავადმყოფოს დერეფანში ყოფნისას მენეჯერს დავურეკე. - მარიკა, დეა ვარ. ბებია საავადმყოფოშია და შეგიძლია ერთი კვირით დამატებით შვებულება რომ მომცე? Მარიკამ ოდნავ შეწუხებული ხმით მითხრა: - რა თქმა უნდა, გოგო, მოაგვარე ყველაფერი, მთავარია ადამიანი კარგად იყოს. არ ინერვიულო. Როგორაა ახლა? - ღმერთის წყალობით უკეთ. Გადაღლილობის ფონზე არითმია დაწყებია და გონება დაუკარგავს. - კარგი, თუ რამე დაგჭირდა შემეხმიანე. მადლობა ვუთხარი და დამშვიდებული ამოვისუნთქე. ერთი კვირის შემდეგ ბებია ბევრად უკეთ იყო. ექიმმა ღიმილით თქვა, რომ შეიძლება სახლშიც გაეწერათ. Ამ პერიოდში თაიამ და თემომაც მოგვინახულეს, თუმცა მათი საქმეც არ იცლიდა და თბილისში დაბრუნება მალევე მოუწიათ. თამუნაც ყოველდღე კითხულობდა ამბავს. სანდრო ისევ აქ იყო — მთელი კვირა, ყოველ საღამოს, ერთხელ მაინც შემოდიოდა, ზოგჯერ სიჩუმით, ზოგჯერ უბრალო კითხვით „ჭამე?“ დრო თითქოს დგებოდა — მაგრამ მე მაინც ვერ ვუხსნიდი კარს. ბებია სახლში დავაბრუნეთ. ყველაფერი ისევ ისე აეწყო, თითქოს დრო ცოტათი უკან დაბრუნდა: ჩაიდნის ხმა, მისი მშვიდი ფუსფუსი, თბილი ოთახი და ფანჯრიდან შემოსული გვიანი შემოდგომის შუქი. საღამოს, როცა ფანჯარასთან ვისხედით, ბებიას კალთაში თავი ჩამედო, ის კი ძველებურად მეფერებოდა ნაზად თმებზე. - ბებო, წამოდი ცოტა ხნით ჩემთან, თბილისში. სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდები. ბებიამ ნელა გააქნია თავი. - მე ჩემი ეზო, ჩემი მიწა მჭირდება, შვილო. აქ ვსუნთქავ. - მაგრამ მარტო ვერ იქნები, ბებო. - არც მარტო ვარ. ხო ხედავ, მეზობლები როგორ დამტრიალებენ თავზე? მარია რომ არა, ახლა, ალბათ, მიწაშიც ვიქნებოდი. - ასე ნუ ამბობ! – გავუბრაზდი, თუმცა ხმაში ტკივილი მეტი იყო, ვიდრე ბრაზი. ბებომ ოდნავ ჩაიცინა. - მელაკუდა, შენ ის მითხარი, ეს ბიჭი ვინაა? გაკვირვებულმა თვალები ავწიე, მაგრამ სანამ რამეს ვიტყოდი, ბებომ ფანჯრისკენ გადაიხედა. მეორე სახლის აივანზე სანდრო იდგა, კედელს მიყრდნობოდა და სიგარეტის კვამლი ნელა იფანტებოდა ჰაერში. - გელოდება, გაკვირდება, არაფერს ამბობს… – ბებოს თმებზე მოფერება არ შეუწყვიტავს. – არ გიმსახურებს, თუ ასე გაგაბრაზა? დავფიქრდი. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. არც მინდოდა მასზე საუბარი, მით უმეტეს ახლა, როცა თითქოს ერთმანეთისთვის აღარაფერი ვიყავით. - გიყვარს, ბებო? – მკითხა მოულოდნელად. წამიერად თითქოს სუნთქვა გამიჩერდა. თავი ავწიე და ბებიას შევხედე. - მიყვარს… მაგრამ მატკინა, – ჩუმად ვუპასუხე. ბებომ თვალებში ჩამხედა, სახიდან თმები ნაზად გადამიწია. - რა ქნა ისეთი, რომ ახლა არც ელაპარაკები? – მისი ხმა ისეთივე რბილი იყო, როგორც ბავშვობაში. - არ მენდო… – ამოვილუღლურე ჩურჩულით. ბებომ ოდნავ ამოიოხრა, მერე გამიღიმა. - ნდობას წლები სჭირდება, მელაკუდა, და მაშინაც არ არის მყარი. მთავარია, როგორ გექცევა, როგორ გიყურებს, როგორ ზრუნავს შენზე. დრო გაჩვენებს, სიყვარულს რამდენად ჰყოფნის ამხელა სიმძიმე. ჩუმად ვიყავი. სიტყვები ზედმეტი იყო. მხოლოდ ბებიას თითების თბილი მოძრაობა მესმოდა ჩემს თმებში. მერე მოულოდნელად გაიღიმა — მისთვის დამახასიათებელი ოინბაზური ღიმილით. - ბებო, კართან დიდი კეტი ხომ დაინახე? გაოცებულმა თავი ოდნავ დავუქნიე. - გინდა მოვცხოთ ეგ მიტრიკინებული? სიცილით მითხრა. - მეორედ კი ვერ გაგიბედავს გულს ტკენას. - ბებო, ბრაზში საშიში ხარ. მეც გამეღიმა, ცრემლი და სიცილი ერთად მომაწვა. თავი მის კალთაში ჩავდე და ფრთხილად ჩავეხუტე. - იმიტომ, რომ ვიცი, რა ღირს შენი ტკივილი, შვილო. გავხედე ფანჯარას — სანდრო ისევ იქ იდგა, ფრთხილად, თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ჩვენ კარგად ვიყავით. მის თვალებში ქარისებურად ნელა ერწყმოდა სინანული და სითბო. - ცოტა, რომ იწვალოს არაუშავს. Ჩავიბუზღუნე და კვლავ ბებიას კალთაში დავაბრუნე თავი. – მელაკუდა, შენ ისევ იმ ბავშვივით ხარ, ცოტას რომ გაბრაზდები, მთელი სამყარო გავიწყდება. გავუღიმე, ოღონდ ეს ღიმილი სევდითა და სიამოვნების ნაზ ნაერთს ატარებდა. ** ბებოსთან გატარებული დღეები მშვიდად მიემართებოდა, სოფლის საქმეში ვეხმარებოდი. სადნროც აქ იყო, ისიც ისევე ჯიუტად არ მშორდებოდა, როგორც მე არ მივდიოდი მასთან. რა გაეწყობა, ზედმეტი ხელი გვჭირდებოდა, შეშის დაჩეხვაში მაინც დაგვეხმარა. თვალს ვაპარებდი ხოლმე მისკენ. ისე ძლიერ ურტყამდა ცულს ხეზე, ვფიქრობდი კი არ ჩეხდა, მთელს ბრაზს აყოლებდა. Ბებიაც არაფერს ამბობდა, სანდრომ მისი გულის მოგება ადვილად შეძლო. ერთხელ მხოლოდ ისე,ჩაიჩურჩულა: – კაცის მოთმინება ბევრს ამბობს მის გრძნობებზე, შვილო. მერე თითქოს არც არაფერი უთქვამს — ჩაის მოურია და ფანჯრიდან გადახედა ეზოს, სადაც სანდრო ფინიას ეთამაშებოდა. დედას არ გავუმხილეთ ეს ამბავი, არ გვინდოდა, რომ ენერვიულა და ასეც ჯობდა. უკვე ქალაქს წასვლის დღე დადგა, არ მინდოდა ბებოს დატოვება, თუმცა ბებია, რომ ვერაფერს გახდა სამეზობლო ჩარია და მაინც თავისი გაიტანა. მეც მშვიდი გულით მივდიოდი, ბოლო ბოლო მათ თვალწინ გაზრდილი ვიყავი, და ვენდობოდი მათ, ბებო უყვარდათ და პატივს სცემდნენ მას. ცოტა მოვიღუშე. მაინც გამიტკბა აქ ყოფნა. ბებოს კერძები, მასთან ჩახუტება, მისი დარიგება და საუბარი, ბავშვობაში მაბრუნებდა და ნოსტალგიას აღვიძებდა ჩემში. წასვლის წინა დღეს ბებო და სანდრო რაღაცაზე საუბრობდნენ, როგორც ჩანს “ ჩემმა გალკამ” იხელთა დრო, ყავის მოსადუღებლად, რომ გავედი სამზარეულოში და სანდრო გამოიჭირა, როცა შევედი, ორივე გაჩუმდნენ და სხვა თემაზე გადაერთნენ მალევე, არაფერი მითქვამს, დაახლოებით ვხვდებოდი, რასაც ეტყოდა ბებია სანდროს, მაგრამ ის კი მეწყინა, რომ კეტი მაინც არ მოხვდა... დილით ნამი ჯერ კიდევ იდო მინდორზე, მზის სხივებს ირეკლავდნენ და გეგონებოდა ბრილიანტებით მორთულ მდელოს უყურებო. ბებოს წასაღებად გამზადებულ პარკებს დავხედე ნაღვლიანად. მანქანიდან ვუყურებდი, როგორ იდგა ჭიშკართან, და ხელს გვიქნევდა, სევდა მაინც მომაწვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


