დაუსრულებელი ისტორია ( მეხუთე თავი )
ლენას ზამბარასავით დაეჭიმა სხეული მამაკაცის სიახლოვისგან. მის გარშემო არსებული სივრცე ნელ-ნელა პატარავდებოდა და გრძნობდა სუნთქვა თანდათან როგორ უხშირდებოდა . ჩანთას ხელი ჩასჭიდა და ეზოს ბოლოს არსებული მწავნე ლაბირინთისკენ აჩქარებული ნაბიჯებით გაუყვა გზას. ჯაფარიძეს თან გაყვა მაგიდასთან მსხომი 8 წყვილი გაფართოებული თვალი, 8 ადამიანის აჩქარებული სუნთქვა და ორი გაგიჟებული მზერა, ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა ლაშასა და ნანუკას ეკუთვნოდა. მიდიოდა ისე, თითქოს უკან მხოლოდ ხალხს კი არა მთელს თავის ცხოვრებას იტოვებდა . მამაკაცის მზერა და სხეული მონადირესავით აედევნა გოგონას ნაკვალევს. ქვაფენილზე მოკაკუნე ქუსლების ხმას აყოლილი ლენას ნაბიჯები თანდათან უფრო სწრაფდებოდა. იგრძნო , როგორ გამოყვა დათა. მას გამოექცა , კაცი კიდევ ურცხვად აედევნა. ინანა საერთოდ , რომ გადაწყვიტა და ქორწილში მაინც მოვიდა, მიუხედავად ყოყმანისა. მიდიოდა და გრძნობდა, როგორ უახლოვდებოდა მამკაცის ჩრდილი, უკვე თითქმის ლაბირინთის შუა ნაწილს მიახლოვებოდნენ. ერთიანად იფეთქა გოგონაში თავმოყრილმა ბრაზმა, წყენამ და სასოწარკვეთამ . - ნუ მომყვები! - ერთიანად მობრუნდა გოგონა და მამაკაცის ცისფერებს თავისი ცეცხლად ქცეული ყავისფერეები დაახვედრა. შეცბა დათა ლენას აკანკალებული სხეულის დანახვისას. მისმა სიტყვებმა ბასრი დანა გულზე ძლიერად მიიაჭირეს დათა შენგელიას. - რომ არ გამოგვყვე , ეგ უფრო არ შემიძლია. - ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა მამაკაცმა და თვალები ლამაზად მოპირკეთებულ კენჭებს გაუსწორა. იქამდე, სანამ ლენას პირიპსირ შეხვდებოდა, ეგონა ჰქონდა გამბედაობა, რომელიც მასთან საუბრის საშუალებას მისცემდა, მაგრამ ლენას თვალებმა დაადასტურეს , რომ ის რასაც თავად გაუჩინა ცეცხლი, ვეღარასდროს შეძლებდა ფერფლიდან აღდგენას. - შენ რაც არ შეგიძლია ეს საყვარელი ქალის სიყვარული , ერთგულება და პატივისცემაა. - ზიზღნარევი მზერა უშურველად გაიმეტა მამაკაცისთვის . - ყველაფერს ვიმსახურებ , რასაც ჩემზე ფიქრობ და ჩემთვის გემეტება. აქ იმისთვის არ მოვსულვარ , რომ თავი ვიმართლო.. - ამღვრეული თვალებით დააჩერდა ლენას აკანკალებულ ხელებს დათა, რომელის დამალვასაც მთელი მონდომებით ცდილობდა გოგონა. - გასაკვირია, რომ ოდნავი ემპათიის შეგრძნება მაინც შეგრჩენია . - საოცარია, რომ ყველა ის გრძნობა, რაც აქამდე მამაკაცის მიმართ ჰქონდა ჯაფარიძეს , სადღაც გაუჩინარდა და გოგონას გონება ახლა მხოლოს ბრაზს, წყენას და ზიზღს ერთდროულად განიცდიდა კაცის მიმართ. - გთხოვ, ლენა. გძულდე, გეზიზღებოდე , მაგრამ ასე ნუ ისაუბრებ, ეს შენ არ ხარ და არც ასეთი ზიზღით საუბარია შენი. -დანანებით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ეცადა ლენას მზერაში, მის მოძრაობააში ან ემოციებში, რამე ხელჩასაჭიდი დაენახა, მაგრამ ყველაფერი ამაო მცდელობა იყო მისი მხრიდან . - ნუ , მაცინებ. - საზარლად ამოიგმინა გოგონამ და სიმწრისგან კბილები ერთმანეთს დააჭირა. - მე ვინ ვარ, ეს შენ კარგა ხანია აღარ იცი და აღარც გეხება. არ მოგწონს , ხომ ქალი , რომელიც შენი წასვლის შემდეგ ჩემგან შეიქმნა ? - ცრემლებს მოვარდნილი მდინარესავით გადმოელახათ ლენას თვალის ჯებირები. უყურებდა დათა ქალის სუსტ სხეულს და საკუთარ თავს მეასეჯერ უშვებდა ჯანდაბაში მის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის. - სხვანაირად ვერ დაგიცავდი, ლენ. მე შენ ჩემი სურვილით, როგორ დაგტოვებდი ? ნუთუ ამის გჯერა?! - სასოწარკვეთამ კაცის ხმა ისე დაასუსტა საკუთარი თავი ვერ იცნო. - რისგან დამიცავი დათა? რა გახდა ასეთი მოუგვარებელი წლები რომ დაგჭირდა ჩემთან ისევ მოსასვლელად ? მითხარი დათა...- ვედრება გაისმა გოგონას ხმაში. ვეღარ უძლებდა გაურკვევლობას. თითქოს მამაკაცის ყველა ფრაზა კიდევ უფრო დიდ ქაოსს ქმნიდა მის გონებაში. დათა ერთხანს დუმდა. სამყარო მათ გარშემო ისე დამძიმდა, თითქოს ჰაერი ბეტონად იქცა. გოგონას აკანკალებული ხმა და ის ვედრება, რომელიც მის კითხვაში გაისმა, კაცისთვის ნებისმიერ ფიზიკურ ტკივილზე მწარე აღმოჩნდა. – ჩემი წარსულისგან, ლენა... – ხრინწიანი ხმით დაიწყო მამაკაცმა და ნაბიჯი გადადგა მისკენ, თუმცა გოგონას მზერამ ადგილზე გააშეშა. – მეგონა, რომ თუ ზურგს შეგაქცევდი, თუ გულს გატკენდი და ჩემს თავს შეგაზიზღებდი და ჩემი წასვლით იმ საფრთხესაც თან წავიყოლებდი, რომელიც თავად შეგიქმენი . ვფიქრობდი, რომ შენი ჩემდამი სიძულვილი უფრო დაგიცავდა, ვიდრე ჩემი შენდამი სიყვარული. – საფრთხე? – ლენამ მწარედ ჩაიცინა და სახეზე ჩამოშლილი თმა ნერვიულად გადაიწია. – შენ გგონია, რომ ამ წლების განმავლობაში ცოცხალი ვიყავი? შენმა წასვლამ მეტად მატკინა, ვიდრე ის საფრთხე დამაზიანებდა, რომლისგანაც ვითომ „მიცავი“. შენ მე არჩევანის უფლებაც კი არ დამიტოვე, დათა. არაფერი დამიტოვე ისეთი, რასაც ჩავეჭიდებოდი... – ვიცი... – დათამ თავი დახარა. – ახლა ვიცი და მინდა შენც იცოდე ყველაფერი, რამაც მაიძულა შენგან წავსულიყავი. – გვიანია, დათა... – ლენამ ჩანთას ხელი უფრო მაგრად მოუჭირა და ნაბიჯი უკან გადადგა. – ზოგიერთი ჭრილობა იმდენად ღრმაა, რომ ვერანაირი სიმართლე ვერ შეძლებს მის შეხორცებას. აღარ მომიახლოვდე ! ლენა შებრუნდა და ლაბირინთის გასასვლელისკენ უკანმოუხედავად წავიდა. შენგელია არ დადევნებია. ის უყურებდა, როგორ შორდებოდა ერთადერთი ადამიანი, ვის გამოც სიკვდილსაც კი ჩახედა თვალებში, და ხვდებოდა, ზოგჯერ საყვარელი ადამიანის დაცვა მისი ნგრევის ტოლფასია, ხოლო წლების შემდეგ მასთან დაბრუნება ყველაზე დიდი სასჯელი. გოგონამ ლაბირინთიდან გამოსვლისთანავე შეანელა ნაბიჯები. წამით შეჩერდა, თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. არა, ის არ გაიქცეოდა. არ მისცემდა დათას იმის ფუფუნებას, რომ მისი წასვლით კიდევ ერთხელ ეგრძნო საკუთარი ძალაუფლება ლენას გრძნობებსა და ემოციებზე. გამართა, კაბის კალთები გაისწორა და ნელი, თავდაჯერებული ნაბიჯებით დაბრუნდა ხმაურიან ეზოში. როგორც კი მეათე მაგიდას მიუახლოვდა, ლაშა და ნანუკა ერთდროულად წამოიშალნენ. — ლენა, წავედით? — გოგოს გაცრეცილი სახის დანახვისთანავე ლაშამ მანქანის გასაღებს ჩასჭიდა ხელი, სალდაძე მზად იყო ნებისმიერი საფრთხის მოსაგერიებლად. — არა, — თქვა ლენამ მშვიდად და თავის ადგილზე დაჯდა. - დღეს ვატოს ქორწილია და არსად წასვლას არ ვაპირებ. ნანუკამ გაოცებით გადახედა დაქალს, მერე კი მის თვალებში ისეთი ნაპერწკალი დაინახა, რომელიც სამი წლის წინ ჩაქრა. მიხვდა ,ლენამ ბრძოლა გამოუცხადა შენგელიას, ყველა იმ ტკივილიანი გათენებული ღამისთვის , რომელიც დათას უგზოუკვლო გადაკარგვამ გაათენებინა ლენას. ცოტა ხანში დათაც დაბრუნდა და მაგიდასთან თავისი ადგილი დაიკავა. მისალმების ნიშნად თავი დაუკრა მტრულად მომზირალ ლაშას და ნანუკას და თვალებით ჯაფარიძეს მიეფერა. მამაკაცის მზერა ლენას შიშველ მხრებს, ყელსა და ტუჩებს ისე ეხებოდა და ასე დილობდა გამკლავებოდა მასთან მისვლის , ჩახუტებისა და მოფერების სურვილს. დათა გრძნობდა, როგორ ეჭიმებოდა სხეული ყოველი ლენას მოძრაობისას, როცა იცინოდა, ვიღაცას პასუხობდა ან თმას ნერვიულად,იწევდა ყურს უკან ისე, როგორც სჩვეოდა, ისე, როგორც დათას უყვარდა. მანამ სანამ დათა და ლება ლაბირინთში გადაიკარგნენ მთავარი წყვილი უკვე მოსულიყო შატოში . ვატო და მისი მეუღლე საღამოს პირველ ცეკვას ასრულებდნენ დიდ და ლამაზ , სპეციალურად მოწყობილ მოედნაზე . ლაშას ნანუკა საცეკვაოდ გაეწვია და რითმულ მუსიკას მხიარულად აყოლებდნენ სხეულს. ლენა უყურებდა მოცეკვავე მეგობრებს , რომლებიც გაუჩერებლად საუბრობდნენ ცეკვასთან ერთად და დარწმუნებული იყო , რომ ამ საუბრის დროსაც ჩხუბობდნენ. ეცინებოდა. წლები გალიეს ერთმანეთთან კიკნლავსა და დაპირისპირებაში. ნეტავ , როდის დაიღლებიან და დაასვენებენ ლენასაც ?! ეს ნამდვილად საინტერესოა. გოგონას გვერდით მჯდომი დათა ურცხვად აკვირდებოდა, როგორ ეცემოდა ჭაღთა ნათება ლენას ხორბლისფერ კანზე და გრძნობდა, როგორ ეწვოდა ფილტვები ჰაერის ნაკლებობისგან. სურდა მისულიყო, ხელი ჩაეკიდა და იქედან მოშორებით, თუნდაც სამყაროს დასალიერში მასთან ერთად გაუჩინარებულიყო, მაგრამ ლენას გულგრილი, თითქმის უცხო, შორეული მზერა მას ადგილზე აჯაჭვებდა და მოძრაობის უნარს აკარგვინებდა. — საოცრად გამოიყურები, — ჩუმად, მხოლოდ მისთვის გასაგონად თქვა მამაკაცმა, როცა მაგიდასთან საუბარი წამით მიწყდა. ლენამ თვალი გაუსწორა და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა. — ვიცი, დათა. ამისთვის სამი წელი და საკუთარი თავის თავიდან შექმნა დამჭირდა, — ცივად უპასუხა და მზერა ისევ მოცეკვავეებზე გადაიტანა. შენგელიასთვის ყოველი წუთი წამებად იქცა. მისი სიყვარული, მისი ყოველი ღამის გათენების მიზეზი იქვე იყო, მისი სურნელი გამომწვევად ერწყმოდა მის სუნთქვას, მაგრამ ამავდროულად, მათ შორის ისეთი უფსკრული იყო, რომლის გადალახვაც შეუძლებლად მიაჩნდა შენგელიას. მამაკაცს ხელები პატარა ბავშვივით უთრთოდა, სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდა და თვალს ვერ აშორებდა გოგონას, რომელიც ისეთი შეცვლილი, გაზრდილი და მიუწვდომელი იყო მისთვის, შორეულ მწვერვალს მოგაგონებდათ. შენგელია მიხვდა , ლენას დარჩენა მისთვის ბევრად უფრო მტკივნეული სასჯელი იყო, ვიდრე მისი გაქცევა იქნებოდა.. მუსიკის დასრულებისთანავე ეზოში ტაშის და სიცილის ხმა ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს. მაგრამ მეათე მაგიდასთან ჰაერი სხვაგვარად იწყებდა დამძიმებას. ლენა თვალს არ აშორებდა საცეკვაო მოედანს. დათა გვერდით იჯდა და თითებს ნერვიულად ათამაშებდა ჭიქის კიდეზე. ნანუკა ადგილს დაუბრუნდა ლაშამ კი , როგორც კი ლენასკენ მომზირალ დათას მოჰკრა თვალი, შენგელიას მაშინვე ანიშნა გაჰყოლოდა და გეზი ვერანდისკენ აიღო. თავიდან ჩუმად იყო. ისე უყურებდა შენგელიას, თითქოს მის სახეზე იმ სამი წლის მიზეზს ამოიკითხავდა, სიტყვებად რომ ვერავინ აქცია დ ავერავინ განუმარტა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და გაბრაზებულმა შეუტია ქალაქის განათებულ ხედზე მომზირალ შენგელიას. — რამდენ ხანს აპირებ კიდევ ასე ჩუმად ყოფნას ? დათამ ნელა ასწია თავი. — რას გულისხმობ? — იმას, რომ აქ ისე გამოგვეცხადე და ისე დაბრუნდი ლენას ცხოვრებაში, თითქოს არაფერი მომხდარა. დათა ხმას არ იღებდა. ლაშამ ოდნავ წინ გადაიხარა და შენგელიას მზერა გაუსწორა. — სამი წელი, შენგელია. სამი წელი გაქრი. არც სიტყვა, არც ახსნა, არც კვალი. და ახლა მოდიხარ, ჯდები მის გვერდით და ისეთი სახით უყურებ,თითქოს გქონდეს მასთან სიახლოვის უფლება. დათას ყბა დაეჭიმა. — ვიცი, რომ გაბრაზებული ხარ. — გაბრაზებული? ლაშას ბაგე მწარე, უჩვეულოდ სარკასტულმა ღიმილმა გააპო. — შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რას ვუყურებდი ამ სამი წლის განმავლობაში. იცი, რას ნიშნავს ღამის ოთხ საათზე ტელეფონზე პასუხი, როცა ხმა მეორე მხრიდან გაჭირვებით ისმის? იცი, რას ნიშნავს მასთან სახლში მისვლა და თავის მოჩვენება, თითქოს გასულ ღამეს შენზე ტირილში არ გაუთენებია ?როცა მთელი ღამეცრემლებს ღვრიდა და დილით გეუბნება, რომ კარგადაა? იცი, რას ნიშნავს იმის ყურება, როგორ ცდილობს ადამიანი ნანგრევებიდან საკუთარი თავის აწყობას, როცა რეალურად ყოველ დღე თავიდან უწევს საკუთარი დაშლილი ნაწილების ძებნა და შეგროვება? დათა ერთიანად გაიყინა სხვისი თვალით დანახულმა მისმა არაკაცობამ. — მე იქ ვიყავი, — გააგრძელა ლაშამ. — როცა შენ არ იყავი. მე და ნანუკა ვაგროვებდით იმას, რაც შენ დაანგრიე და დატოვე. დათამ უკვე მერამდებჯერ იგრძნო გაუსაძლისი ტკივილი გულის არეში. მზერა სალდაძეს გაუსწორა და გრძნობა ამღვრეულმა გაიბრძოლა თავისი სიმართლისთვის. — გგონია, მე ლენას ცხოვრება დავანგრიე და მის გარეშე ჩემი მთელი დარჩა ? — არა, — მკვეთრად მოუჭრა ლაშამ. — ეგ აღარ მაინტერესებს. ორივეს შორის მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. დათამ ჩუმად ჩაისუნთქა. — შენ ყველაფერი არ იცი. — და ვისი ბრალია ეგ? კითხვა პირდაპირ მკერდში მოხვდა შენგელიას. რამდენიმე წამით მხოლოდ მუსიკის ხმა ისმოდა მათ გარშემო. ლაშას ნერვებისგან მუშტები დაეჭიმა და თავს გაჭირვებით თოკავდა, რომ დათას ისე არ გასწორებოდა, როგორც ამას მის გამოჩენამდე გეგმავდა. — ჩემი, — დაბლა თქვა დათამ. ეს სიტყვა ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ლაშას მომუშტული ხელები ერთიანად ჩამოეყარა. — ჩემი ბრალია, — გაიმეორა მან. — იმიტომ წავედი, რომ მეგონა ასე გადავარჩენდი. იმიტომ დავდუმდი, რომ რაც უფრო შორს ვიქნებოდი, შევძლებდი საფრთხე ამერიდებინა მისთვის. — და გადაწყვიტე, მის ნაცვლად აგერჩია? — ლაშას ხმა კვლავ გამკაცრდა. — გადაწყვიტე, მის ნაცვლად დაგედგინა, რა გადაიტანდა და რას ვერ გადაიტანდა? დათას ამ კითხვაზე პასუხი აღარ ჰქონდა. ეს იყო ყველაზე მწარე რეალობა, რომელ რეალობაშიც მან ლენას არჩევანის უფლება წაართვა. - ლაშა, ახლა მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ სიტყვას გაძლევ , ძალიან ცოტა დრო დარჩა ყველაფრის დასრულებამდე. - დაღილმა ამოთქვა შენგელიამ . - მაშინ რატომ დაბრუნდი დათა ? აღარ მოგცემ უფლებას თავგზა აურიო ლენას და ისევ იქ დააბრუნო, სადაც წლების წინ დატოვე. - შორიდან ვეღარ ვახერხებდი მის დაცვას. დაბრუნება გახდა საჭირო. ლაშა, თუ ლენას ჩემი სიცოცხლე დასჭირდება დაუფიქრებლად მივცემ. ეს აქამდეც ასე იყო და არც არასდროს შეცვლილა. ის, რომ მე მისგან წავედი, ჩემს სიყვარულს არ ცვლის. სწორედ იმიტომ გავერიდე, რომ მინდოდა უსაფრთხოდ ყოფილიყო. ამიტომ, გთხოვ , ცოტა დრო მომეცი და შევძლებ ყველაფერი ისე აგიხსნათ, როგორც იმსახურებთ. ლაშა კარგა ხანს უხმოდ უყურებდა. მის სახეზე ბრაზი არ განელებულა, მაგრამ ბრაზშივე გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ამ ამბავში ისეთი რამ იყო ჩაბუდებული, რასაც აქამდე ვერ ხედავდა. — დრო? გაიმეორა ბოლოს ცივად. — სამი წელი უკვე მოიპარე შენ მისგან. — ვიცი, ლაშა. - წარბაწევით გახედა გვერდითმდგომ ბიჭს, რომელიც უკანდაუხევლად იცავდა მეგობრის ინტერესებს და ერთი წამით , ყველაფრისგან მოწყვეტით ძალიან დიდი ნდობა და პატივიცემა ჩაეღვარა გულში შენგელიას, რომ მის საყვარელ ქალს, ვიღაც ასე გულმოდგინებით, სრული სისპეტაკით იცავდა, ისე, როგორც წესით და რიგით თავად უნდა დაეცვათ ის. — მაშინ კარგად მომისმინე, შენგელია. ლაშა მიუახლოვდა ვერანდის სახელურზე მიყრდნობილ დათას. — თუ ეს ყველაფერი მართლა ლენასთვის გააკეთე, მოიქეცი ისე, როგორც ლენას სჭირდება… და არა ისე, როგორც შენ გგონია სწორი. ეს სიტყვები დათას უფრო მძიმედ მოხვდა გულზე , ვიდრე მანამდე ნათქვამი ყველა სიტყვა, მაგრამ პასუხი აღარ ჰქონდა. მხოლოდ იდგა, ვერანდის მოაჯირს მიყრდნობილი, და პირველად მთელი საღამოს განმავლობაში მართლა იგრძნო ამ ბრძოლაში ყველაზე რთული მეტოქე მისი მტრები კი არა, საკუთარი თავი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


