სანამ დრო დაგვრჩა ნაწილი 1
ანა ვეღარ ხვდებოდა რამდენი ხანი იჯდა იმ მყარ, ცივ სკამზე.შესაძლოა ათი წუთი იყო.შესაძლოა ათი საათი. საავადმყოფოს დერეფანში დროს მნიშვნელობა დაეკარგა.კედელზე დაკიდებული საათი განუწყვეტლივ წიკწიკებდა, მაგრამ მისთვის ის ხმაც შორიდან მოდიოდა, თითქოს წყლის ქვეშ იმყოფებოდა.მის წინ ადამიანები დადიოდნენ.ექიმები. ექთნები.ვიღაცეები ტიროდნენ. ვიღაცეები ჩუმად საუბრობდნენ.მაგრამ ანასთვის ყველაფერი ბუნდოვან ლაქებად იქცა.მისი მთელი სამყარო იმ თეთრი კარის უკან იყო.იმ კარის უკან, რომელზეც წითელი ასოებით ეწერა: „საოპერაციო ბლოკი.“იქ იყო ელენე. მისი გოგო.მისი პატარა სასწაული. მისი ყველაზე დიდი ოცნება.ანა ხელებს დაჰყურებდა.სისხლის ლაქები ჯერ კიდევ შერჩენოდა თითებზე.რამდენჯერაც არ უნდა მოესვა ხელები ერთმანეთზე, მაინც ხედავდა.ელენეს სისხლი.უცებ თავში ერთმა ფიქრმ გაუელვა.ნეტავ ეშინია?და ამ ფიქრმა ლამის სუნთქვა შეუჩერა.ნეტავ ახლა ეღვიძოს?ნეტავ ტკივა?ნეტავ დედას ეძახის?ნეტავ ჰგონია, რომ მიატოვეს?ღმერთო...არა...არა... ელენეს არასდროს უყვარდა მარტო დარჩენა.ბავშვობიდან ასე იყო. ღამე ოთახიდან გამორბოდა და მათ საწოლში ძვრებოდა.„დედა, მარტო მეშინია...“ანა თვალებს ხუჭავს.არ შეიძლება ეს ხდებოდეს.ეს ფრაზა უკვე ასჯერ გაიმეორა გულში.არ შეიძლება.უბრალოდ არ შეიძლება. რამდენი წელი ელოდნენ.რამდენი ექიმი.რამდენი ანალიზი.რამდენი ცრემლი.რამდენჯერ უთხრეს, რომ შვილის ყოლის შანსი თითქმის აღარ ჰქონდათ.მერე კი ელენე მოვიდა. პატარა სასწაულივით.და ახლა... ახლა ღმერთი მის წართმევას აპირებდა?არა.ეს სამართლიანი არ იყო.ანა პირველად მიხვდა, რომ ვეღარ ლოცულობდა.სიტყვები არ მოდიოდა.გონებაში მხოლოდ ერთი და იგივე წინადადება ტრიალებდა: წაიღე ყველაფერი.ყველაფერი წაიღე.ოღონდ ჩემი შვილი არა.მისი ჯანმრთელობა წაეღო.სახლი წაეღო. ფული წაეღო.წლები წაეღო. სიცოცხლეც კი.ოღონდ ელენე არა. ხელები აუკანკალდა. მოულოდნელად იმ დღის ყოველი წამი გაახსენდა.მანქანა.გზა.მუსიკა. ელენეს სიცილი უკანა სავარძლიდან. შემდეგ...ყვირილი.მუხრუჭების შემზარავი ხმა.მეტალის ჭახაჭუხი. მინა.სისხლი.და სიჩუმე.ისეთი სიჩუმე, რომელსაც ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ატარებს. ანამ თვალები მაგრად დახუჭა. ყოველ ჯერზე, როცა ამ წამს იხსენებდა, ერთი და იგივე კითხვა უტრიალებდა თავში:ნეტავ სხვა გზით წავსულიყავით?ნეტავ ცოტა გვიან გავსულიყავით?ნეტავ საერთოდ სახლში დავრჩენილიყავით ათასობით „ნეტავ“.ათასობით სცენარი.ათასობით სამყარო, სადაც ელენე ცოცხალი იყო.და მხოლოდ ერთი რეალობა, სადაც ის საოპერაციოში იწვა. ანას ნელა გადმოუგორდა ცრემლი. შემდეგ მეორე.შემდეგ მესამე. მაგრამ ვეღარ გრძნობდა.სხეული თითქოს გაუქვავდა.მხოლოდ ერთი რამ ესმოდა.კარის მეორე მხარეს სადღაც მისი შვილის სიცოცხლე წყდებოდა ან გრძელდებოდა. და ამ ორ შესაძლებლობას შორის მთელი მისი არსებობა ეკიდა. ნიკა იდგა.არ იჯდა.არ შეეძლო. სკამზე დაჯდომა ნიშნავდა გაჩერებას, გაჩერება კი ნიშნავდა ფიქრს.ფიქრს კი ვერ უძლებდა. დერეფნის ერთ ბოლოდან მეორემდედადიოდა.ათი ნაბიჯი წინ. მობრუნება.ათი ნაბიჯი უკან.ისევ მობრუნება.ისევ იგივე. თითქოს ამ უაზრო მოძრაობით რაღაცის შეცვლა შეეძლო.თითქოს თუ გაჩერდებოდა, იმ კარის მიღმა ყველაფერი დასრულდებოდა. ხელები მუშტებად ჰქონდა შეკრული. ისე ძლიერად, რომ ფრჩხილები ხელისგულებში ესობოდა.მაგრამ ვერ გრძნობდა.ვერც ტკივილს.ვერც დაღლას.ვერც დროს.მხოლოდ იმ ერთ კარს ხედავდა.თეთრს.ჩუმს. დახურულს.სძულდა ის კარი.სძულდა იმის გამო, რომ მისი შვილის ბედი მის უკან წყდებოდა და თვითონ ვერაფერს აკეთებდა.ვერაფერს. პირველად ცხოვრებაში.როცა ელენე დაიბადა, საკუთარ თავს შეჰპირდა, რომ ყოველთვის დაიცავდა. ყველაფრისგან.ყველასგან.ტკივილისგან.უსამართლობისგან.საფრთხისგა. ახლა კი...ახლა მისი პატარა გოგო სადღაც იმ კედლების მიღმა იბრძოდა სიცოცხლისთვის.და ნიკა უძლური იყო.სრულად.მტკივნეულად. საშინლად უძლური.თავი კედელს მიადო.თვალები დახუჭა.მაგრამ მაშინვე დაინახა.ის წამი. მხოლოდ რამდენიმე წამი. რამდენიმე წამი, რომელმაც მთელი ცხოვრება დაანგრია.საჭესთან იჯდა. გზას უყურებდა.ელენე უკანა სავარძლიდან რაღაცას ლაპარაკობდა.აღარ ახსოვდა რას. ღმერთო...ნეტავ ახსოვდეს.ნეტავ ბოლო სიტყვები მაინც ახსოვდეს. მაგრამ ვერ იხსენებდა.ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული.მერე... ფარები.უეცრად.ზედმეტად ახლოს. მუხრუჭი.ყვირილი.შეჯახება და სიჩუმე.ყურებში ისევ ესმოდა ის ხმა. ლითონის მტვრევის.მინის დამსხვრევის.ის ხმის, რომელსაც სიკვდილის სუნი ასდიოდა.ნიკამ თვალები გაახილა.სუნთქვა გაუჭირდა.გონებაში ერთი და იგივე კითხვა ტრიალებდა.რატომ ვერ მოვასწარი?კიდევ ერთხელ.რატომ ვერ მოვასწარი?კიდევ. რატომ? იქნებ ერთი წამით ადრე დაემუხრუჭებინა.იქნებ ოდნავ მარცხნივ აეღო.იქნებ უფრო ფრთხილად ემართა.იქნებ...იქნებ... იქნებ...ეს "იქნებ" უკვე ჭკუიდან შლიდა.იმიტომ, რომ ყველა პასუხი ერთ დასკვნამდე მიდიოდა.ის მართავდა.საჭესთან ის იჯდა. და ახლა მისი შვილი საოპერაციოში სიკვდილს ებრძოდა.მუცელი შეეკუმშა.გულისრევა იგრძნო. კედელს ხელი მიარტყა.ერთხელ. მერე მეორედ.მერე მესამე. არ აინტერესებდა, რომ ტკიოდა. არც ის აინტერესებდა, რომ რამდენიმე ადამიანი გაოცებული უყურებდა.სხვა რამ ტკიოდა.ის, რასაც ვერავინ ხედავდა.ის, რასაც ვერანაირი წამალი ვერ უშველიდა. ნიკას უეცრად გაახსენდა ელენეს ვარდისფერი ველოსიპედი და ეს მოგონება ყველაზე მეტად მოხვდა გულში,რადგან არაფრით იყო მნიშვნელოვანი,არც ავარიასთან ჰქონდა კავშირი,არც საავადმყოფოსთან.უბრალოდ გაახსენდა,როგორ დარბოდა ეზოში, როგორ ეშინოდა თავიდან,როგორ ეჭიდებოდა მამას მაისურზე. — არ გამიშვა, მამა... ნიკას ტუჩები აუკანკალდა. — აქ ვარ... — ჩურჩულით თქვა, თითქოს გოგონას ესმოდა. — აქ ვარ, პატარავ... მაგრამ თავადაც იცოდა. არ იყო.როცა ელენეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, იქ არ იყო.იქ ვერ იყო.ვერ იცავდა.ვერ შველოდა. ვერაფერს აკეთებდა და ეს გრძნობა ნელ-ნელა შიგნიდან ანადგურებდა. მან მზერა ანასკენ გააპარა.მის ცოლს ქალს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ამ სამყაროში ქალს, რომელთან ერთადაც ელენეს დაბადებამდე წლები იტირა და იბრძოლა.უნდოდა მისულიყო,ჩახუტებოდა,ეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,მაგრამ სიტყვები ვერ იპოვა.იმიტომ, რომ თვითონაც არ სჯეროდა.და პირველად ცხოვრებაში, მათ შორის უხილავი კედელი გაჩნდა. პატარა.ჯერ თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ უკვე არსებობდა.კედელი, რომელიც ერთი საშინელი კითხვით შენდებოდა:ანა მეც მადანაშაულებს? ამ კითხვამ სისხლი გაუყინა,რადგან ყველაზე მეტად სწორედ ამის ეშინოდა.რომ ერთ დღეს ანას თვალებში შეხედავდა და იქ დაინახავდა იმას, რასაც თვითონ საკუთარ თავზე ფიქრობდა.რომ ეს მისი ბრალი იყო.რომ მან ვერ დაიცვა მათი შვილი,და იმ მომენტში, საოპერაციოს კარის წინ მდგომმა ნიკამ პირველად იგრძნო, რომ შესაძლოა იმ ღამეს მხოლოდ ელენე არ დაეკარგათ.შესაძლოა ერთმანეთიც დაეკარგათ. დერეფანში ისევ ის სიჩუმე იდგა. ისეთი სიჩუმე, რომელიც მხოლოდ საავადმყოფოებს ახასიათებთ. ანა სკამზე იჯდა.ნიკა კედელთან იდგა.არც ერთს არაფერი უთქვამს უკვე დიდი ხანია.სიტყვებს აზრი დაეკარგათ.მხოლოდ საათის წიკწიკი ისმოდა.მხოლოდ დრო მოძრაობდა.მათთვის კი ყველაფერი გაჩერებული იყო.მერე კარი გაიღო. ორივემ ერთდროულად ასწია თავი. ექიმი გამოვიდა.მწვანე ფორმა ეცვა. სახეზე ნიღაბი ჩამოეწია.დაღლილი ჩანდა.ძალიან დაღლილი.სწორედ მაშინ იგრძნო ანამ პირველი შიში. იმიტომ რომ ექიმებს ასეთი სახე მაშინ აქვთ, როცა კარგი ამბავი არ მოაქვთ.ნიკა უკვე მისკენ მიდიოდა. სწრაფად.თითქოს პასუხამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა. — როგორ არის? — ხმა გაუტყდა. — ჩემი გოგო როგორ არის? ექიმმა რამდენიმე წამით თვალი აარიდა.სულ რამდენიმე წამით. მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა. საკმარისი, რომ სამყაროს ფერი დაეკარგა.ანას მუცელში რაღაც ჩაწყდა.არა.ჯერ არა.ჯერ არ უთქვამს. ჯერ კიდევ შეიძლებოდა ყველაფერი კარგად ყოფილიყო.ჯერ კიდევ შეიძლებოდა.ექიმმა ღრმად ჩაისუნთქა. — ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ... ეს იყო.იმ სამმა სიტყვამ ყველაფერი დაასრულა.ჯერ კიდევ სანამ დანარჩენს იტყოდა.ჯერ კიდევ სანამ ოფიციალურად დაადასტურებდა. ანა უკვე ხვდებოდა.ადამიანის გული ზოგჯერ ტვინზე ადრე იგებს სიმართლეს. — არა... — აღმოხდა ჩურჩულით. ექიმი ლაპარაკს აგრძელებდა. — დაზიანებები ძალიან მძიმე იყო... — არა... — მთელი გუნდი ცდილობდა მის გადარჩენას... — არა... — მაგრამ... ანა ფეხზე წამოხტა. — არა! პირველად იყვირა.ისე, რომ მთელ დერეფანში გაისმა. — არა! არა! არა! თავი გააქნია.თითქოს ამ სიტყვას რეალობის გაუქმება შეეძლო. — თქვენ ცდებით! — ქალბატონო... — არა! ისევ სცადეთ! ექიმის ხალათს ჩააფრინდა. — გესმით?!ისევ სცადეთ!გთხოვთ გთხოვთ!გთხოვთ! უკვე ტირილში იხრჩობოდა.. — ის მხოლოდ შვიდი წლისაა... ღმერთო...ის მხოლოდ შვიდი წლისაა... ექიმს პასუხი არ ჰქონდა.ასეთ დროს ექიმებს არასდროს აქვთ პასუხი. იმიტომ რომ არსებობს ტკივილი, რომელსაც ვერანაირი სამედიცინო ცოდნა ვერ ამსუბუქებს.ანა ნელ-ნელა ჩაიკეცა.ფეხები აღარ ემორჩილებოდა.მუხლებზე დაეცა. და პირველად ამოუᲨვა ის კივილი, რომელიც ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრებოდა ყველას, ვინც იმ დერეფანში იდგა.ეს არ ჰგავდა ტირილს.ეს არ ჰგავდა ხმას. ეს იყო დედის გული, რომელიც ნაწილებად იმსხვრეოდა.ნიკა კი გაშეშებული იდგა.ვერ ტიროდა. ვერ მოძრაობდა.ვერ სუნთქავდა. ექიმის სიტყვები ისევ და ისევ მეორდებოდა თავში."ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ...""ვერ გადავარჩინეთ..." "სამწუხაროდ..." არა.ეს შეუძლებელი იყო.რამდენიმე საათის წინ მისი გოგონა ცოცხალი იყო.რამდენიმე საათის წინ იცინოდა. რამდენიმე საათის წინ ეუბნებოდა: — მამა, სახლში რომ მივალთ, ნაყინი მიყიდე. და ახლა...ახლა როგორ შეიძლებოდა არ ყოფილიყო?ადამიანი ასე უბრალოდ როგორ ქრება?როგორ? ნიკამ ექიმს შეხედა.უნდოდა ეყვირა. უნდოდა დაედანაშაულებინა. უნდოდა ეთქვა, რომ საკმარისი არ გააკეთეს.მაგრამ ვერ თქვა.იმიტომ რომ სინამდვილეში სხვა ადამიანს ადანაშაულებდა.საკუთარ თავს. ხელები აუკანკალდა. მერე ნელა ჩაიხარა Თავი.სისხლი გაახსენდა.ავარია გაახსენდა.საჭე გაახსენდა.იმ წამს მის შიგნით რაღაც მოკვდა.ისეთი რამ, რაც ვეღარასდროს გაცოცხლდებოდა. დერეფანში ტირილის ხმა ისმოდა. ექიმები ჩუმად იდგნენ.ვიღაც ექთანმა თვალზე ცრემლი მოიწმინდა.მაგრამ ანასა და ნიკასთვის აღარაფერი არსებობდა. არც საავადმყოფო.არც ადამიანები. არც დრო.არც მომავალი.მხოლოდ ერთი სიმართლე არსებობდა. მათი გოგონა აღარ იყო.სამყარომ, რომელსაც მის გარშემო აშენებდნენ, არსებობა შეწყვიტა.იმ ღამეს მათ შვილი დაკარგეს. ანა მთელი გზა ფანჯარაში იყურებოდა.არც კი იცოდა რას უყურებდა.ქალაქს.მანქანებს.ხეებს. ალბათ არაფერს.ყველაფერი ბუნდოვანი იყო.საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ პირველად შენიშნა, რომ გარეთ ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდებოდა.ვიღაც ქუჩას კვეთდა.ვიღაც ყავას სვამდა. ვიღაც იცინოდა.და ეს აუტანლად ეჩვენა. როგორ შეიძლებოდა დედამიწას ისევ ჩვეულებრივად ეტრიალა როგორ შეიძლებოდა მზე ისევ ამოსულიყო?როგორ შეიძლებოდა საერთოდ რამეს ეარსრბა, როცა მისი შვილი აღარ არსებობდა?მანქანაში სიჩუმე იდგა.ისეთი სიჩუმე, რომელიც ადამიანებს შორის კი არა ადამიანების შიგნით იბადება. რამდენჯერმე უნდოდა ნიკასთვის შეეხედა.რამდენჯერმე უნდოდა ეთქვა:"მითხარი, რომ ეს სინამდვილე არ არის."მაგრამ არც შეუხედავს.არც არაფერი უთქვამს. სახლთან რომ მივიდნენ, ანა მანქანიდან არ გადმოსულა. უბრალოდ იჯდა.ღვედი ისევ ეკეთა. თითქოს თუ გადმოვიდოდა, რაღაცას საბოლოოდ აღიარებდა.ნიკა უკვე გარეთ იყო.კართან იდგა.ელოდა. ბოლოს ანამაც გაიხსნა ღვედი. ნელა გადმოვიდა.ეზოში ბავშვების ხმა მოესმა.ვიღაცეები თამაშობდნენ. სიცილი ისმოდა.გულში რაღაც მტკივნეულად მოეკუმშა.რამდენიმე წამით გაჩერდა.მერე სახლისკენ წავიდა.კარის გაღებისთანავე ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც დატოვეს.ზუსტად ისე.სწორედ ეს იყო ყველაზე საშინელი.არაფერი შეცვლილიყო.თითქოს სახლს ჯერ არ სცოდნოდა.თითქოს კედლებს ჯერ არ გაეგოთ.მისაღებში შესულმა იატაკზე ფერადი ფანქარი დაინახა. ელენე სულ ყველგან ტოვებდა ფანქრებს.რამდენჯერ უთქვამს: — ერთხელ მაინც თავის ადგილას დადე. და ყოველ ჯერზე იცინოდა. — მერე დავალაგებ. ანამ უნებურად აიღო ფანქარი. რამდენიმე წამი ეჭირა ხელში.მერე ისევ იქ დადო, სადაც იყო.ვერ შეეხო. ვერ გადაადგილა.წყურვილი იგრძნო. სამზარეულოში შევიდა. მერე მზერა მაცივარზე მიეყინა. ფერადი მაგნიტებით დამაგრებული ნახატი ეკიდა.ელენეს დახატული. მზე,სახლი,დედა,მამა,და თვითონ. ანამ ხელი ნელა მიადო ფურცელს. თითები უკანკალებდა.უცებ გაახსენდა ის დღე, როცა ეს ნახატი დახატა. — მზე ყველაზე ლამაზად გამომივიდა, არა? — რა თქმა უნდა, დე. — მამა ნახე რა უშნო დავხატე? და მერე როგორ იცინოდა...ღმერთო... როგორ იცინოდა...ანა უცებ სკამზე ჩამოჯდა.სუნთქვა გაუჭირდა. იმდენად ცხადად გაახსენდა ის სიცილი, რომ ერთი წამით მართლა ეგონა, სახლში იყო,რომ სადღაც მეორე ოთახში დარბოდა,რომ ახლავე შემოვარდებოდა. იმ ღამეს ნიკას პირველად შეხედა. დიდხანს უყურებდა.ჩუმად.ნიკაც შეცვლილი ჩანდა.თითქოს რამდენიმე სააᲗᲨი ათი წლით დაბერდა.მხრები მოხრილი ჰქონდა. თვალები ჩაწითლებული.სახე — ცარიელი.და მაინც...როცა უყურებდა, ავარიის ის წამი ახსენდებოდა. საჭესთან ნიკა იჯდა.ეს აზრი უნებურად მოდიოდა.თვითონაც სძულდა ამის გაფიქრება,მაგრამ მოდიოდა.მოუწვევლად.ჯიუტად. და ყოველ ჯერზე გულში დანაშაულის გრძნობას უტოვებდა. იმ ღამეს ელენეს ოთახის კარი გააღო.მთელი დღე გაურბოდა.ახლა ვეღარ გაექცა.ოთახში შევიდა. საწოლი ხელუხლებელი იყო. ბალიშზე პატარა თმის ღერიც კი დაინახა.ანამ ხელი გადაატარა. შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა და პირველად მთელი დღის განმავლობაში აღარ შეიკავა თავი. არავინ იყო იქ, ვინც დაინახავდა. არავინ იყო, ვისთვისაც ძლიერი უნდა ყოფილიყო.მოხრილი იჯდა. ელენეს საბანს გულში იკრავდა. და ტიროდა.დიდხანს.სანამ ცრემლები აღარ დარჩა.მეორე მხარეს, მისაღებში, ნიკაც არ იძინებდა.მაგიდაზე ელენეს პატარა ვარდისფერი თმის სამაგრი ედო.არ იცოდა რატომ ეჭირა ხელში. ალბათ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი რამ იყო, რაც იმ წამს მისგან დარჩენილად ეჩვენებოდა.თავი ხელებში ჩარგო.და პირველად გაუბედა საკუთარ თავს იმაზე ფიქრი, რასაც მთელი დღე გაურბოდა."რომ არ მეჩქარა..." "რომ უფრო ფრთხილად მევლო..." "რომ საჭესთან სხვა მჯდარიყო..." თვალები დახუჭა.მაგრამ ეს აზრები აღარ მიდიოდნენ.იმ ღამეს ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ. არც კამათი ყოფილა.არც ბრალდებები.არც ცრემლიანი სცენები.მხოლოდ სიჩუმე. მაგრამ ზოგჯერ ურთიერთობას სიტყვები კი არა, სწორედ სიჩუმე უტეხს ზურგს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



