ოქროსფერი რეცეპტი (ნაწილი 1)
სტადიონი გუგუნებდა, ტრიბუნებზე შეკრებილი ათასობით გულშემატკივარი ფეხზე იდგა და ერთხმად სკანდირებდა: - ნი-კო! ნი-კო! ნი-კო! - მატჩის ბოლო წუთები იწურებოდა, ანგარიში 1 : 1 იყო, როცა ბურთი ნახევარდაცვის ხაზიდან ნიკოლას ხელაძემ მიიღო. ერთი მეტოქე ჩამოიშორა, მეორე მოატყუა, მესამეს გვერდით ჩაუქროლა და საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, ბურთი კარის ზედა კუთხეში შევარდა - გოლი! სტადიონი აფეთქდა, თანაგუნდელები მისკენ გაიქცნენ, ვიღაც ზურგზე ახტა, ვიღაც კისერზე ჩამოეკიდა, ნიკოლასმა მუშტი ჰაერში ასწია და დაიყვირა..ეს გამარჯვების გოლი იყო! ტრიბუნის პირველ რიგში მჯდომი შორენა წულუკიძე ნელა წამოდგა ფეხზე, სტადიონი ქუხდა, ათასობით ადამიანი ნიკოლასის სახელს სკანდირებდა..მის გვერდით მჯდომი ქალები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. - ღმერთო, შორენა, შენი შვილი ნამდვილი ვარსკვლავია! - ასეთი ბიჭი იშვიათად იბადება. - ნაკრებში აუცილებლად გამოიძახებენ - შორენამ თავაზიანად გაიღიმა, მან ყოველთვის იცოდა, როგორ მიეღო კომპლიმენტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა იმსახურებდა ამას, რადგან ნიკოლასის წარმატებაში საკუთარი წვლილიც არანაკლებად მნიშვნელოვანად მიაჩნდა..წლების განმავლობაში საუკეთესო მწვრთნელები, საუკეთესო პირობები, საუკეთესო განათლება...ყველაფერი საუკეთესო.. სხვა შედეგი არც უნდა დამდგარიყო. ქალმა მზერა მოედანზე გადაიტანა, ნიკოლასი თანაგუნდელების გარემოცვაში იდგა, ბედნიერი ჩანდა, ისეთი ბედნიერი, როგორიც მხოლოდ ფეხბურთის დროს იყო ხოლმე და სწორედ ეს არ მოსწონდა შორენას, ფეხბურთი ზედმეტად არაპროგნოზირებადი იყო, ერთი ტრავმა, ერთი შეცდომა, ერთი ცუდი სეზონი და ყველაფერი სრულდებოდა, ბიზნესი კი სხვა რამ იყო, სტაბილური, საიმედო..სწორედ ამიტომ უნდოდა, რომ ერთ დღეს შვილის გვარი სპორტის გვერდებზე კი არა, ქვეყნის ყველაზე წარმატებული ბიზნესების სიაში ენახა, მაგრამ მაინც როცა მთელი სტადიონი ფეხზე იდგა და მის შვილს ტაშს უკრავდა... მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები გასახდელში შევიდნენ, იქ უკვე ზეიმი იყო..ზოგი წყალს ასხამდა აქეთ-იქეთ, ზოგი მუსიკას რთავდა ხმამაღლა, ვიღაც გამარჯვების სიმღერას ღიღინებდა..ნიკოლასი თავის კარადასთან იდგა, როცა მხარზე ხელი იგრძნო..მწვრთნელი იყო. - აბა, ვარსკვლავო... - გაეღიმა კაცს. - ჯერ არ ვარ ვარსკვლავი - არა? - წარბი ასწია კაცმა - სანამ ნაკრების მაისურს არ ჩავიცვამ, არა.. - მწვრთნელს ჩაეცინა. - დიდხანს არ დააგვიანდება მაგ საქმეს, უკვე მესმის ლაპარაკი ისედაც - რა ლაპარაკი? - სანაკრებო შტაბიდან - ნიკოლასს ხელი ჰაერში გაუშეშდა - მართლა? - არაფერს დაგპირდები... მაგრამ თუ ასე გააგრძელებ, გამოძახება დროის ამბავია - ნიკოლასს ღიმილი მოერია, ისეთი ღიმილი, რომელიც მხოლოდ ფეხბურთს შეეძლო გამოეწვია მასში.. ზეიმი შორენა წულუკიძის უზარმაზარ სახლში გაგრძელდა, ვაკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ჩუმ უბანში, სახლი ძვირადღირებულად იყო მოწყობილი - თეთრი მარმარილო, მუქი ხის დეტალები და იდეალურად შერჩეული ხელოვნების ნამუშევრები სივრცეს ელეგანტურობას აძლევდა. შორენა დარბაზში შემოვიდა ისე, როგორც ყოველთვის, თავდაჯერებულად, მშვიდი ნაბიჯებით, მუქი ლურჯი კლასიკური კოსტიუმი ეცვა, თეთრ პერანგთან შეხამებული, თმა დაბალ, მკაცრ კონად ჰქონდა შეკრული. ერთი შეხედვით მკაცრი, დისტანციური ქალი იყო.. მაგიდასთან უკვე შეკრებილიყვნენ ნიკოლასის ოჯახი და ახლო მეგობრები, ხალისი, მუსიკა და ჭიქების წკრიალი სივრცეს ავსებდა. - აბა, ნიკო, იმედი მაქვს მალე ნაკრებში გიხილავთ და უფრო მალე შენს საოცნებო კლუბშიც! - მხიარულად წამოიძახა სალომემ, შორენას ახლო მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა, მისი სიცილი მუდამ წინ უსწრებდა მის სიტყვას. - მის საყვარელ კლუბში? - ირონიით ჩაერთო ანანო, სკამზე ნახევრად გადაწოლილი. - რა იყო, ეჭვი გეპარება შენი ძმის შესაძლებლობებში? - არ დააყოვნა სალომემ. - არა, უბრალოდ არ მგონია, რომ რეალ მადრიდი ოდესმე “ჩვენი ოჯახის სიაში” მოხვდეს - მშვიდად, დამცინავად უპასუხა ანანომ. - როგორც ყოველთვის, შხამის ნთხევა ყველაზე კარგად გამოგდის, ჩემო საყვარელო დაიკო, მაგრამ როცა იქ ჩავალ, იქიდან აუცილებლად დაგიქნევ ხელს - არხეინად უპასუხა ნიკოლასმა - ჰო, როგორ არა… ტრიბუნებიდან დამიქნევ ხელს ვიცი - სიცილით უპასუხა ანანომ. - შენც კარგად იცი, საბოლოოდ მაინც ჩვენს საოჯახო ბიზნესში ამოყოფ თავს - კაცის საქმე ნამცხვრები არ არის! ეგ შენი საქმეა და ძალიან კარგადაც უძღვებით შენ და დედა! - გეყოფათ, ბავშვებო - მკაცრად ჩაერია შორენა. - სულ ნუ კინკლაობთ! არავინ იცის წინასწარ რა იქნება, ფეხბურთელი იქნები, პრეზიდენტი თუ საერთოდ სხვა რამ. - მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, დედიკო, კონდიტერი არ ვიქნები - ჩაიცინა ნიკოლასმა, სალომე და ნანკა ჩუმად ახითხითდნენ, ნანკა თვალს ვერ აშორებდა ნიკოლასს, თუმცა ყოველთვის ცდილობდა ემოციები დაემალა. - შენზე ნაკლებია გიორგი? - სიცილით მიუბრუნდა ნანკა ნიკოლასს. - გიორგი… სად არის გიორგი საერთოდ? დღეს აშკარად აკლია ამ სურათს. - სამსახურშია - მკაცრად თქვა შორენამ - ამ დროს ჩემი ძმაკაცი ჩემთან უნდა იყოს წესით, მაგრამ მერე შორენა წულუკიძის ჩაძირულ ბიზნესს ვინ გააცოცხლებს? - ნიკოლას! სიტყვებს დაუფიქრდი! - მკაცრად შეაწყვეტინა შორენამ. - გეყოფათ, დღეს მაინც ნუ კამათობთ - ჩაერთო სალომე სწრაფად - გიო მალე მოვა, ნიკო. საქმეებს მორჩება და წამოვა - სალომემ თვალით შორენას ანიშნა, დაძაბულობა არ გაეზარდათ. - ახლა ის გვითხარი, ასეთი სიმპათიური და წარმატებული ბიჭი როდემდე უნდა დადიოდეს მარტო? - ეშმაკურად მიუბრუნდა სალომე პარალელურად ნანკას, ნანკა ოდნავ შეიშმუშნა. - მარტო სიარული უფრო მომწონს, ჩემო პუტკუნა - სიცილით მივიდა ნიკოლასი და ლოყაზე უჩქმიტა, ნანკას სახე ოდნავ შეეცვალა, მაგრამ არაფერი უთქვამს. - შენ კი მოგწონს, მაგრამ ნანკას რატომ არ ეკითხები მაგას? - გესლიანად ჩაერია ანანო, ნიკოლასმა თვალები აატრიალა, მუშტი ოდნავ შეკრა, მაგრამ თავი შეიკავა. - შენ მართლა აუტანელი ხარ, ანანო! უვივი ხარ, რომელიც მეგობრობას ვერ ხედავს! - დამღალეთ! - მკაცრად წამოიძახა შორენამ. - მორჩით მართლა, ისიამოვნეთ დღევანდელი დღით და სისულელეებზე საუბარს მოეშვით.. რა დროს დაოჯახებაზე ფიქრია ისედაც.. ნიკოლასს უამრავი გეგმები ექნება წინ.. - შორენამ მკაცრად გადახედა ნანკას და მზერით მიახვედრა რომ მისი შვილის სწორად არ მიაჩნდა, ანანო კი შექმნილი დაძაბულობით სიამოვნებას იღებდა.. ნიკოლასის ტელეფონი აწკრიალდა, ეკრანზე მწვრთნელის სახელი გამოჩნდა. გარეთ გავიდა - გისმენ, ბოს - მეორე მხრიდან აღფრთოვანებული ხმა გაისმა - მე ხომ გითხარი, დროის ამბავი იყო-მეთქი? - ვერ გავიგე... რას... რას ამბობ? - ახლახან დამირეკეს ნაკრების შტაბიდან! - ნიკოლასს გული აუჩქარდა. - რა? - შენი სახელი საბოლოო გაფართოებულ სიაშია ნიკოლას! - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. - მოიცა... - მოიცა კი არა, გილოცავ! რამდენიმე დღეში შეკრებაზე უნდა გამოცხადდე! - არა... არა, მოიცა... მართლა? - ნიკოლას, შენ გგონია ასეთ რაღაცებზე ვხუმრობ? - ნიკოლასმა ხელი თმებში შეიცურა, უცებ შორს წავიდა ფიქრებში, მხოლოდ ერთი სიტყვა ესმოდა: ნაკრები. - ბოს... - ძლივს ამოილაპარაკა - მართლა გამომიძახეს? - დაიმსახურე, ბიჭო, განანარ დაიმსახურე?- ნიკოლასი ადგილზე დატრიალდა, ბავშვობიდან სწორედ ამ მომენტზე ოცნებობდა, პირველად რომ ბურთს დაარტყა...პირველად რომ ტელევიზორში ეროვნული ნაკრების თამაში ნახა...პირველად რომ საკუთარი გვარი მაისურზე წარმოიდგინა... ყველაფერი ამ წამამდე მოდიოდა. - ღმერთო ჩემო...ბოს, მგონი გული გამისკდება - მეორე მხრიდან სიცილი გაისმა. - ჯერ ნუ მოკვდები, დებიუტი გაქვს ჩასატარებელი! ნიკოლასი სახლში თითქმის შევარდა, გულში სიხარული ვერ ეტეოდა, უნდოდა ეყვირა, უნდოდა ყველასთვის ეთქვა, უნდოდა დედისთვის ეთქვა, რომ გამოუვიდა, რომ ის ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ოცნებას. მაგრამ მისაღები გაცხარებული საუბრის ხმა მოესმა - ბოლო სამი თვის გაყიდვები ისევ დავარდა.. ამ ტემპით კიდევ ექვს თვეში რამოდენიმე ფილიალის დახურვა მოგვიწევს. - პრობლემა ხარისხში არ არის ჩაერთო სალომე - ხალხს უბრალოდ აღარ აინტერესებს ის, რასაც ვთავაზობთ. - კონკურენტები ყოველდღე ახალ პროდუქტებს უშვებენ, ჩვენ კი ისევ იმავე მენიუთი ვმუშაობთ - თქვა ერთ-ერთმა მენეჯერმა. - ახალი ხაზია საჭირო - ამოიოხრა ნანკამ. - რაღაც ისეთი, რაც ყურადღებას მიიქცევს. - სოციალური ქსელებიც აღარ მუშაობს - დაამატა მეორემ - ხალხი გვიცნობს, მაგრამ აღარ აღფრთოვანდება. - ანუ მეუბნებით, რომ ოცწლიანი ბრენდი ასუ უბრალოდ ნელ-ნელა უნდა ჩაიძიროს? - ცივად იკითხა შორენამ, ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. - არა, შორენა... - ფრთხილად დაიწყო სალომემ. - უბრალოდ სიახლე გვჭირდება. - სიახლე კი არა, ადამიანი გვჭირდება, რომელსაც იდეები ექნება. - ან სასწაული - ჩაიბურტყუნა ვიღაცამ, შორენამ ცივი მზერა ესროლა. - მე სასწაულების არ მჯერა! კართან მდგომი ნიკოლასი უსმენდა, ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა, არავინ შეამჩნია, არც დედამ, არც დამ, არც მეგობრებმა.. ნანკამაც კი ვერ შეამჩნია, რომელიც მუდამ თვალებში შესციცინებდა..არავის უკითხავს: "რატომ ჰქონდა ასეთი ბედნიერი სახე".. ყველა ისევ ნამცხვრებსა და გაყიდვებზე ლაპარაკობდა, ნიკოლასმა ერთი წამით შორენას შეხედა, უნდოდა ეთქვა: - "დედა... ნაკრებში გამომიძახეს", მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა, ნელა შემობრუნდა, ისე ჩუმად დატოვა ოთახი, ვერავინ შენიშნა, კარი გაიხურა, სახლიდან გამოვიდა..რამდენიმე წამი ეზოში იდგა, წვიმამ დაიწყო.. საშინელი წვიმა წამოვიდა.. - ჭირს წაუღია თქვენი ნამცხვრები და თქვენი საკონდიტრო! - შემდეგ ტელეფონი ამოიღო და ბედნიერი სახით გიოს დაურეკა - იმედია, მორჩი მუშაობას. - ახლახანს დავასრულე - მშვიდი ხმით უპასუხა გიორგიმ - შენსკენ მოვდივარ. - სად ხარ ახლა? - ჯერ სახლში უნდა შევიარო, წყალი გადავივლო და გამოვალ. რა ხდება? - ნიკოლასმა ღიმილი ვერ შეიკავა. - აბა თუ გამოიცნობ, რა მოხდა, ძმაო? - მეორე მხრიდან რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. - მითხარი, რა მოხდა. - აბა გამოიცანი. - ხომ იცი, ეს "გამოიცანი" თამაშები არ მიყვარს - ნიკოლასს გაეცინა, ეს ზუსტად გიორგი იყო, არანაირი ზედმეტი ემოცია, არანაირი გამოცანები, არანაირი დრამატულობა..ყოველთვის პირდაპირ საქმეს მოითხოვდა - რა მოხდა და... - ნიკოლასი წამით გაჩუმდა. - არა... ასე ვერ გეტყვი. - რატომ? - იმიტომ რომ პირადად უნდა გითხრა. - ნიკო... - არა, მართლა. შენთან წამოვალ ახლა - სად წამოხვალ? დამელოდე და მე მოვალ. - არა, აქ ქაოსია. - რა ქაოსი? - ყველა ნამცხვრებზე, კრემებზე და ტორტებზე ლაპარაკობს, მგონი მალე ბისკვიტების სამოქალაქო ომი დაიწყება - გიორგის ჩუმი სიცილი მოესმა - კარგი, როგორც გინდა. - დამელოდე, ნახევარ საათში შენთან ვარ. - ფრთხილად იარე, ცუდი ამინდი წამოვიდა - დღეს ტყვიაც ვერ მომკლავს! - ზარი დასრულდა, ნიკოლასმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, მანქანის გასაღები სახლში დარჩენოდა, ერთი წამით სახლს გახედა, მეორედ შესვლა არ უნდოდა იგივე ქარ-ცეცხლში, მხრები აიჩეჩა, ფეხით წასვლა გადაწყვიტა..თბილისს თავსხმა წვიმა გადაეფარა, ასფალტზე წყლის ნაკადები არ ჩერდებოდა, მაგრამ ნიკოლასს საერთოდ არ ადარდებდა, პირიქით, მგონი პირველად ცხოვრებაში წვიმა უხაროდა, თავი უკან გადასწია, წვიმის წვეთები სახეზე ეცემოდა, ეღიმებოდა სულელი ბავშვივით, ბედნიერი ადამიანივით. - ნაკრები... - ჩაილაპარაკა თავისთვის და ისევ გაეცინა, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უცებ გაჩერდა, მუშტი შეკრა, მთელი ძალით ჰაერში აიქნია. - იესსს! - გამვლელებმა გაკვირვებით გახედეს, ნიკოლასს არც შეუმჩნევია, ის ისევ გზას გაუყვა, ზოგჯერ თავისთვის ღიღინებდა, ზოგჯერ ხმამაღლა იცინოდა, ზოგჯერ კი უბრალოდ ცას უყურებდა.. საავადმყოფოს ღამის სიჩუმე მხოლოდ მონიტორების ერთფეროვანი წრიპინით ირღვეოდა, ღამის მორიგეობაზე მყოფ ნინის ერთ-ერთ ცარიელ პალატაში ჩასძინებოდა, სკამზე მოკუნტული იჯდა. თეთრი ხალათი მხრებზე ჰქონდა შემოხვეული..დღის დაღლილობა სახეზე ეტყობოდა, სპილენძისფერი ხვეული თმა ნახევრად ჩამოშლოდა და ლოყებზე მოჰფენოდა, გარეთ ჭექა-ქუხილი ძლიერდებოდა..უცებ ცა ელვამ გააპო, მომდევნო წამს კი ისეთი გრუხუნი გაისმა, რომ ნინი შეკრთა და თვალები მაშინვე გაახილა, რამდენიმე წამი დაბნეული იყურებოდა, შემდეგ ნელა წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, წვიმა მინას მთელი ძალით ეხეთქებოდა, საავადმყოფოს ეზო თითქმის არ ჩანდა, მორიგმა ელვამ ღამე ისევ გაანათა და სწორედ იმ წამს თითქოს ვიღაც დაინახა, შავი სილუეტი..ლანდი, ადამიანის მსგავსი, ნინის სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, უნებლიედ უკან დაიხია, თვალები დაახამხამა, მეორე ელვას დაელოდა, მაგრამ იქ აღარაფერი იყო, მაინც სწრაფად გადასწია ფარდა, ისე, თითქოს რაღაცის დანახვა აღარ უნდოდა, ღრმად ჩაისუნთქა..უკვე რამდენიმე წელი იყო, ღამეებს მშვიდად ვერ ატარებდა, განსაკუთრებით, ცამეტი რიცხვში. ნინის მზერა კედლის საათისკენ წავიდა. 00:17, 13 აგვისტო..სახე დაეძაბა, ყველაზე მეტად სწორედ ეს რიცხვი აშინებდა, ყოველთვის რაღაც ცუდი ხდებოდა, ყოველ თვეში, ყოველ ჯერზე..დამთხვევა იყო? თუ ბედისწერა? არც თვითონ იცოდა. მით უფრო მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ უცნობი წერილი მიიღო, ერთი წინადადება, მოკლე, საშინლად მოკლე. "შენ 13 რიცხვში მოკვდები." - ნინის დღემდე არ დავიწყებოდა ის სიტყვები და ყოველ ცამეტ რიცხვს შიშით ელოდა.. ტელეფონის ზარმა ფიქრები გააწყვეტინა, ეკრანზე გამოჩნდა ნელი დეიდა, ნინის გული ცუდად შეეკუმშა, ამ დროს ნელი დეიდა არასოდეს რეკავდა, სასწრაფოდ უპასუხა. - გისმენ, ნელი დეიდა - მეორე მხრიდან აღელვებული ხმა გაისმა. - ნინი, შვილო... - რა მოხდა? მშვიდობაა? - გუგა... - ნინის სახე შეეცვალა. - რა გუგა? რა დაემართა გუგას?! - მანქანის გასაღები აიღო... - რა?! - ჩემს ქმარს მოპარა და წავიდა... - ნინის ფერი დაეკარგა. - ნელი დეიდა!! - გვიან მივხვდით,ვერ დავეწიეთ.. - ხომ გთხოვეთ ყურადღება მიგექციათ! ხომ იცით როგორი ბიჭია! - ნინის ხმა უკვე უკანკალებდა, ზარი გათიშა, მაშინვე გუგას ნომერი აკრიფა, ზარი გადიოდა, არ პასუხობდა, კიდევ დარეკა, ისევ არ პასუხობდა..მესამედ, მეოთხედ, მეხუთედ. - გუგა...გუგააა.. შენ უნდა გამიშრო სისხლი- მეექვსედ დარეკა. - საზიზღარო ბავშვო! - თბილისის სველ ქუჩებში ძველი მანქანა მიქროდა, საჭესთან გუგა იჯდა, ცამეტი წლის, თავზეხელაღებული, გადარეული, უკანა სავარძელზე მისი მეგობრები ისხდნენ, ყვიროდნენ, იცინოდნენ, მუსიკა ბოლო ხმაზე ჰქონდათ ჩართული. - მოუმატეეე! - მიდი გუგააა! - გუგამ გაზს უფრო დააჭირა, სპიდომეტრის ისარი ზემოთ ავარდა, ტელეფონი გვერდით სავარძელზე ციმციმებდა, ნინი რეკავდა..გუგამ დახედა, ტუჩები მოკუმა, ზარი გათიშა. - ისევ შენი დაა? - გადაიხარხარა ერთ-ერთმა ბიჭმა. - ჰო. - მოგკლავს შენი და - ჯერ დამიჭიროს! - ყველას სიცილი აუტყდა, გუგამ ისევ გაზს დააჭირა, წვიმა საქარე მინას უშენდა, ხილვადობა უარესდებოდა, მაგრამ არ ანაღვლებდა, თავი დაუმარცხებელი ეგონა, მეორე მხარეს, ნიკოლასი სველ ტროტუარზე მიდიოდა, ჯერ კიდევ იღიმოდა, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა..ნაკრები, ნაკრები, ნაკრები.. - ეს სიტყვა თავში გამუდმებით უტრიალებდა და სწორედ მაშინ მარცხნიდან ფარები დაინახა, ძალიან სწრაფად მოძრავი, ზედმეტად სწრაფად, წამით შუბლი შეეჭმუხნა, მანქანა მოსახვევიდან მოცურდა, ნიკოლასი ადგილზე გაშეშდა, ყველაფერი წამებში მოხდა, მუხრუჭების გამაყრუებელი ხმა, ბორბლების ჭრიალი, ვიღაცის ყვირილი. და შემდეგ - დარტყმა..საშინელი, ყრუ. გამანადგურებელი..თითქოს სამყარო ამოტრიალდა..ნიკოლასმა იგრძნო, როგორ მოწყდა მიწას, როგორ აიტაცა რაღაც ძალამ, როგორ გაფრინდა ჰაერში, შემდეგ კი - სიბნელე..რამდენიმე წამის შემდეგ თვალები გაახილა, წვიმა სახეზე ეცემოდა, ვერ სუნთქავდა, ყველაფერი ტრიალებდა, ტკივილი...წარმოუდგენელი ტკივილი, განსაკუთრებით ფეხში, ცდილობდა წამოდგომას, ვერ შეძლო.. ქვემოთ დაიხედა და პირველად შეეშინდა..სისხლი წვიმის წყალს ერეოდა, წითელი ფერი ასფალტზე იშლებოდა.. ყურებში მხოლოდ შორეული ხმები ესმოდა, ყვირილი, პანიკა, ვიღაც გარბოდა, ვიღაც ყვიროდა, მანქანიდან კი ერთი შეშინებული სახე მოჩანდა, ბავშვის სახე.. - გუგა..ნიკოლასმა ბუნდოვნად შეხედა, მათი თვალები წამით შეხვდა ერთმანეთს, შემდეგ თვალები დახუჭა.. ბავშვებს სახეზე ფერი აღარ ჰქონდათ, ყველა გაფითრებული იყო, ხელები უკანკალებდათ, წვიმა ისევ შეუჩერებლად ასხამდა. - დროზე! დროზე! - დაიყვირა ერთ-ერთმა, ნიკოლასი ძლივს წამოაყენეს, შიგადაშიგ გონზე მოდიოდა, ძლიერი აღნაგობის ბიჭი იყო, მაგრამ ახლა თითქმის მთელი სხეულის სიმძიმე მათზე გადმოდიოდა, ტკივილისგან კბილებს აჭერდა ერთმანეთს, მარცხენა ფეხს საერთოდ ვეღარ გრძნობდა. თითქოს სხეულის ნაწილი აღარ ეკუთვნოდა, მეორე წამს კი ისეთი სიმხურვალე უტევდა, სუნთქვა ეკვროდა. - თქვე ლაწირაკებო... - ამოიხრიალა - რას მიპირებთ თქვენ?! - ერთ-ერთმა ბიჭმა ძლივს შეაგდო მანქანაში. - პოლიცია მოვა! წავედით, დროზე! - რომ მოკვდეს?! - გაჩუმდი! - ნიკოლასმა თავი სავარძელს მიარტყა, მხედველობა ებინდებოდა. - იცით მე ვინ ვარ? ციხეში ამოგალპობთ - კბილებში გამოსცრა. - ახლა რა ვქნათ? - შენს დას დაურეკე! - ჰო! ექთანია, უნდა გვიშველოს! - გუგა საჭესთან გაქვავებული იჯდა, სახეზე ცრემლები და წვიმის წვეთები ერთმანეთში ერეოდა. - ვერ დავრეკავ... - გუგა! - ვერ დავრეკავ! - სხვა ვინ გვიშველის?! - ბიჭმა აკანკალებული ხელით ტელეფონი ამოიღო, ნინის ნომერი აკრიფა, ზარი ერთხელ გავიდა, მაშიმვე ყვირილით უპასუხა, ძალიან გაბრაზებული ხმით - გუგა! იცოდე, დაგახრჩობ! მერამდენედ უნდა გამიხეთქო გული?! რატომ წამოიყვანე მანქანა დაუკითხავად?! - ნინი... - ხმა ამოიღე! - ნინი... - მანქანა დაამტვრიე?! - გუგას ტუჩები აუკანკალდა. - კაცს დავეჯახე... - - სიჩუმე გაჩნდა რამოდენიმე უსასრულო წამი, ნინიმ პირზე აიფარა ხელი. - რა თქვი?.. - კაცს დავეჯახე.. - ღმერთო... - უნდა მიშველო - ხმა ჩაუწყდა. - მგონი დავიღუპე - გუგა ატირდა.. - მიშველე, ნინი, გთხოვ - ნინი უკვე პალატაში ბოლთას სცემდა, სახე გაფითრებოდა, სუნთქვა უჭირდა. - გუგა, მომისმინე! სუნთქავს? - ჰო...გონზეა? - ამ დროს უკანა სავარძლიდან ხმა გაისმა, ტკივილით სავსე, ბრაზიანი. - დედებს გიტირებთ... ლაწირაკებო.. - ნინის გული შეეკუმშა, ბიჭი ჯერ კიდევ გონზე იყო. - მოიყვანეთ! ჩემს კლინიკაში მოიყვანეთ! ახლავე! - კარგი - ზარი გაითიშა, ნინი დერეფანში გავარდა, ფეხები უკანკალებდა, ერთი მხრიდან პროფესიული გამოცდილება ეუბნებოდა, რომ სწრაფად და ცივად ემოქმედა, მეორე მხრიდან კი პანიკა ახრჩობდა. - "კაცს დავეჯახე..." - ეს სიტყვები ყურებში გამუდმებით უტრიალებდა.. მანქანაში მძიმე სიჩუმე იდგა, მხოლოდ ძრავის ხმა ისმოდა და ნიკოლასის მძიმე სუნთქვა, იგი პერიოდულად გონს კარგავდა, შემდეგ ისევ იღვიძებდა. მარცხენა ფეხი თითქოს ცეცხლში ჰქონდა გახვეული.. შიგნიდან რაღაც უსერავდა, ყოველი მოძრაობა წამებას ჰგავდა, თვალები დახუჭა, შემდეგ ისევ გაახილა. - ნაკრები... - ჩაილაპარაკა თავისთვის, ბუნდოვნად გაახსენდა მწვრთნელის ზარი, წვიმა, სიხარული..რამდენიმე საათის წინ მთელი ცხოვრება წინ ელოდა. ახლა კი...ტკივილი, სიბნელე და შიში. ისეთი შიში, როგორიც არასდროს განეცადა, მერე ისევ ფეხმა დაუარა, საშინელმა ტალღამ, ნიკოლასმა დაიყვირა, მუშტი შეკრა..შემდეგ ყველაფერი ნელ-ნელა ბუნდოვანი გახდა, სინათლე ქრებოდა და ბოლოს... სრული სიბნელე ჩამოწვა..ნიკოლასმა გონება დაკარგა.. პალატაში სუსტი განათება იდგა, ნიკოლასმა თვალების გახელა სცადა, ყველაფერი ბუნდოვანი იყო, თეთრი ჭერი. მკრთალი სინათლე, სამედიცინო აპარატების ხმა, ყელი გამოშრობოდა, სუნთქვა უჭირდა..ცოტა ხნის შემდეგ მზერა ქვემოთ გადაიტანა, მარცხენა ფეხი სქელ ბინტებში იყო გახვეული, თეთრ ქსოვილზე კი რამდენიმე ადგილას მუქი წითელი ლაქები მოჩანდა.. ნიკოლასს გულში უსიამოვნო შიშმა გაუელვა, ამ დროს გვერდით მოძრაობა შენიშნა, თავი ძლივს მიაბრუნა, და პირველად დაინახა იგი..წითური გოგონა, საავადმყოფოს თეთრ ფორმაში.. ღია კანი ჰქონდა, თითქოს ფაიფურისგან გამოძერწილი, სპილენძისფერი ხვეული თმის რამდენიმე ღერი სახეზე ჩამოშლოდა, მწვანე თვალები კი უცნაური შფოთვით სავსე ჩანდა, ერთი შეხედვით ძალიან ნაზი ჩანდა. - თავს უკეთ გრძნობთ? - ჩუმად ჰკითხა. ხმა ოდნავ უკანკალებდა, ნიკოლასი რამდენიმე წამით უყურებდა, შემდეგ... მოულოდნელად ხელი გაიქნია და მაჯაში ძლიერად ჩაავლო..იმდენად ძლიერად, რომ ნინის სახე შეეცვალა. - აჰ... - ნიკოლასის თვალებში უკვე ტკივილი აღარ იდგა მხოლოდ, იქ ბრაზიც იყო, შიშიც, სასოწარკვეთაც. - ფეხი... - ამოიხრიალა. - ფეხი მტკივა... - ნინის სუნთქვა შეეკრა - ექიმს უკვე დავუძახე... - არა! - ხმა უფრო მაღალი გამოუვიდა. - ფეხი მტკივა ძალიან! - მაჯაზე მოჭერილი ხელი კიდევ უფრო მძიმედ მოუჭირა - შეუძლებელი გააკეთეთ! გესმით?! გესმით ჩემი?! ერთ კვირაში თამაში მაქვს!-მის ხმაში სასოწარკვეთა უფრო ისმოდა, ვიდრე ბრაზი. - ერთ კვირაში... ნაკრებში უნდა წავიდე... - ნიკოლასმა თვალები დახუჭა, ტკივილისგან სახე დაემანჭა, მის წინ უბრალო პაციენტი არ იწვა..ნიკოლასი ისევ უყურებდა, იმ მზერით, რომლითაც დაჭრილი ცხოველი უყურებს სამყაროს, გაბრაზებული, შეშინებული, დაკარგული.. ნინი კი მის წინ იდგა გაყინული..მაჯაში ჯერ კიდევ სტკიოდა მისი თითების მოჭერა.. - რაც გინდათ გააკეთეთ! ფეხზე უნდა დავდგე!! დედაჩემი ყველაფერს მოგცემს, ოღონდ ფეხი გადამირჩინე! დამეხმარეთ!! - ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია.. - და ასევე.. ის ბიჭი ვინც დამეჯახა.. მისი და აქ მუშაობს.. დამეხმარეთ, უნდა დავსაჯო ისინი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


