შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქროსფერი რეცეპტი (ნაწილი 5)


11-06-2026, 21:58
ავტორი თინათინი10
ნანახია 1 293

- თვალებს ვერ ვუჯერებ... მართლა მოხვედი?! - შორენა ფეხზე წამოდგა,
მის მკაცრ სახეზე იშვიათი სიხარული გამოიკვეთა.
- ხომ გინდოდა, ხო და აგისრულე ოცნება, დღეიდან ვაპირებ ჩემი თანამდებობა დავიკავო - გიორგის სახე დაეძაბა, ნინის შიშისფერმა გადაუარა..ნიკოლასმა მათი მზერა წაიკითხა და კმაყოფილმა ჩაიღიმა.
- დაჯექი შვილო, ახალ თანამშრომლებს ვაფორმებთ
- ამიტომაც მოვედი - ნიკოლასი კომფორტულად ჩაეშვა სავარძელში,
სწორედ ნინის პირდაპირ, განზრახ..
ნინიმ თითები ერთმანეთში გადააჭდო,
სურვილიც აღარ ჰქონდა აქ დარჩენის..
რომ არა ზრდილობა, ახლავე ადგებოდა და გაიქცეოდა, ნიკოლასმა ფეხი ფეხზე გადაიდო, თვალი ჯერ გიორგისკენ გააპარა, შემდეგ ნინის შეხედა.
- მეგის ისედაც კარგად ვიცნობ.. თქვენ? თქვენზე რას მეტყვით? - ნიკოლასმა თავი მოიკატუნა, თითქოს მას პირველად ხედავდა
- ძალიან მეცნობით.. სადმე შევხვედრილვართ ერთმანეთს? - ირონიული და იდუმალი მზერით აგრძელებდა ჩუმად დაცინვას
- არამგონია.. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა ნინიმ
- მაშიმ გამეცანით
- იცით.. მე.. ჯობია რომ..
- ნინი მეტრეველი.. ასაკი ოცდახუთი წლის.. ნინის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს საკონდიტრო სფეროში.. კარგად ესმის და ეხერხება მსგავსი რაღაცეები - შორენამ მხოლოდ ახლა გამოხედა ნინის დაკვირვებით
- მართლა? ძალიან კარგი
- მან მიპასუხოს გიო.. ასეთი მორცხვია ჩვენი ახალი თანამშრომელი? - აგრძელებდა ნიკოლასი
- ქალბატონო ნინი... - ნიკოლასმა თითები მაგიდაზე აათამაშა და სავარძელში უფრო მოხერხებულად მოკალათდა, ტუჩის კუთხეში ძლივს შესამჩნევი, დამცინავი ღიმილი უთამაშებდა.
- მოგვიყევით, რატომ დატოვეთ წინა სამსახური? - ნინის თითები ერთმანეთს ისე ძლიერად ჩაეჭიდა, ფრჩხილები თითქმის კანში ერჭობოდა.
- პირადი მიზეზების გამო...
- პირადი მიზეზები? - წარბი ასწია ნიკოლასმა
- საინტერესო პასუხია, ჩვეულებრივ, ადამიანები უფრო კონკრეტულები არიან -
გიორგიმ თვალები მოჭუტა
- ნიკო...
- რა? - უდარდელად აიჩეჩა მხრები
- გასაუბრებაა, კითხვებს ვსვამ -
ნინის მზერა წამით გიორგისკენ გაიქცა, მერე ისევ ნიკოლასს შეხედა.
- გარკვეული პრობლემები შემექმნა.
- სტრესულ სიტუაციებში როგორ მუშაობთ?
- ვფიქრობ, კარგად.
- მაგალითად, თუ ვინმე ყოველდღე ნერვებს გიშლით?
- ვცდილობ პროფესიონალიზმი შევინარჩუნო.
- მშვენიერია... - თავი დაუქნია ნიკოლასმა
- ეს ძალიან დაგჭირდებათ აქ - ნინის სახე კიდევ უფრო დაეძაბა, შორენამ მაგიდაზე კალამი დადო
- მე ვფიქრობ, საკმარისია. გიორგი, ხელშეკრულებები მოამზადე
- გილოცავთ ქალბატონო ნინი, ჩვენს საკონდიტროში მოხვედრას, საინტერესო და მშვიდ სამუშაო გარემოში მოხვდით - ნიკოლასმა ჩუმად თვალი ჩაუკრა, ისევ ისე ცინიკურად უყურებდა..
- ორივეს შეგიძლიათ სამუშაოს შეუდგეთ - შორენამ საქაღალდეები დახურა და ფეხზე წამოდგა.
- გიორგი, გოგონებს სამუშაო სივრცე აჩვენე და კიდევ... ნიკოლასისთვისაც მოამზადებინე კაბინეტი ვინმეს, იმედია ტყუილად არ ვამზადებთ და ეს ერთდღიანი გამოცხადება არ არის - ნიკოლასს ირონიულად ჩაეღიმა.
- არა დედა... აქტიურად ვერთვები სამუშაო პროცესში..

რამდენიმე წუთის შემდეგ გიორგი გოგონებს საკონდიტროს მეორე სართულზე აუძღვა.
- აქ იმუშავებთ - ოთახი ნათელი იყო,
დიდი ფანჯრები, ორი სამუშაო მაგიდა, კომპიუტერები, ტელეფონები და კედელზე შეკვეთების განრიგი.
- თუ რამე დაგჭირდებათ, ჩემი კაბინეტი დერეფნის ბოლოშია - მეგიმ მაშინვე თვალები აატრიალა.
- ანუ შენი ნახვის სიამოვნება ყოველდღე მექნება? - გიორგიმ მშვიდად გახედა.
- რა თქმა უნდა. რამე არ მოგწონს?
- ჰო... არის ერთი რაღაც.
- მაინც? - მეგი სკამიდან წამოდგა, ნელა მიუახლოვდა, გიორგი არ განძრეულა, ელოდა რას მოიფიქრებდა ეს უცნაური გოგო, მეგიმ ყურადღებით დააკვირდა.
შემდეგ ორი თითი ტუჩებთან მიუტანა.
- აი ეს...
- რა?
- ეს მუდმივად დაკრძალვის სახე - ნინის სიცილი წასკდა, მეგიმ გიორგის ტუჩის კუთხეებს თითები მიადო და ძალით გაუწია მაღლა.
- აი ასე! ხედავ? - გიორგიმ თავი გააქნია
- გაიღიმე კიდევ ერთხელ, გიხდებოდა
- საქმეს შეუდექი მეგი - მეგიმ ენა გამოუყო, გიორგიმ კი მაშინვე კარისკენ აიღო გეზი.
- გიო... - გიორგი შეჩერდა, ნინი უკან გაჰყვა..
- მეც შოკში ვარ ნინი.. აქ წლებია არ მოსულა - ნინიმ ღრმად ამოისუნთქა.
- ახლა რა იქნება?
- რას გულისხმობ?
- აუცილებლად ეტყვის დედამისს ვინც ვარ.
- თუ თქმა უნდოდა, აქამდე უკვე ეტყოდა - ნინიმ დაბნეულად შეხედა.
- მაშინ რატომ აკეთებს ამას? - გიორგის მწარედ ჩაეცინა.
- იმიტომ რომ ნიკოლასია.
- ვერ გავიგე
- თამაში უნდა
- მე სათამაშო არ ვარ! არ შემიძლია მისი აუტანელი სახის ყოველდღე ყურება - გიორგი რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა,
შემდეგ ორივე ხელი მხრებზე მოჰკიდა.
- მომისმინე - ნინიმ თვალები ასწია.
- თუ თამაში უნდა, ჩვენც ვითამაშებთ, თუ ომს აცხადებს, ვიომებთ.
- ეს ადამიანი ნერვულ სისტემას დამინგრევს.
- არა, ამის უფლებას არ მივცემ -
ნინის გაუღიმა, ისეთი მშვიდი და დამაჯერებელი ღიმილით, რომ გოგონას გული ოდნავ დაუმშვიდდა.
- ზოგჯერ მგონია სუპერგმირი ხარ - ოთახიდან მეგის ყვირილი გაისმა:
- გიორგიიი! კომპიუტერი არ ირთვება!
- ღილაკს დააჭირე.
- რომელს?! - გიორგიმ თვალები დახუჭა
- ეს დარტყმულიც გიჟია..მაინცდამაინც ნუ დაუახლოვდები
- გავითვალისწინებ - ნინიმ გულთბილად გაუღიმა, ვერც ერთმა ვერ შეამჩნია, რომ დერეფნის ბოლოს, საკუთარი კაბინეტის კართან მდგარი ნიკოლასი მათ უყურებდა...
ნინი ოთახში დაბრუნდა, პირველი რაც გააკეთა, სამუშაო მაგიდის მოწესრიგება იყო, ფანქრები ერთ მხარეს გადააწყო, დოკუმენტები დაალაგა, კომპიუტერის გვერდით პატარა ბლოკნოტი დადო, მეგი ამას გაოცებული აკვირდებოდა.
- შენ მართლა ასეთი მოწესრიგებული ხარ?
- ცუდია?
ზ არა, უბრალოდ მე ხუთ წუთში ამ მაგიდას საომარ ზონად ვაქცევდი - ნინის გაეღიმა.
- ყავას დალევ?
- კი დავლევ.
- კარგი, მოვამზადებ - მეგიმ სკამზე მოკალათდა
- იმედი მაქვს კარგად გავუგებთ ერთმანეთს, თუმცა ზედმეტად წყნარი ჩანხარ.
- რა ვქნა, ვიხმაურო? - ნინის გაეცინა.
- არა.. მაგრამ ძალიან მორცხვი და მორიდებული ხარ.
- ასე გგონია?
- ჰო, აქ ეგ არ გამოგადგება, იმიტომ რომ ზოგიერთები სვავებივით არიან - ნინიმ წარბი ასწია.
- მაგალითად ვინ? ნიკოლასი? - მეგი გაკვირვებული შემობრუნდა.
- ნიკოლასი? ეგ რა შუაშია? - ნინი მაშინვე დაიბნა.
- უბრალოდ... რაღაცნაირი მომეჩვენა.
- არა... - მეგის გაეცინა.
- ნიკოლასი ძალიან კარგი ბიჭია.. აქ არის რამდენიმე ადამიანი, ვინც თავის ადგილზე უნდა მოსვა, მაგალითად ანანო.
- მისი და?
- ზუსტად, ის გაფუჭებული პრინცესაა - ნინის ჩაეცინა.
- სვავებთან გამკლავება არ გამიჭირდება, თავს არავის დავაჩაგვრინებ.
- ოოო... აი ეს მომწონს ჩემო წითურო, ეგრე უნდა - რამდენიმე წამი ჩუმად იყვნენ, შემდეგ მეგიმ უცებ იკითხა:
- მითხარი... შენ და ის უჟმური შეყვარებულები ხართ?
- ვინ?
- გიორგი - ნინის ყავა კინაღამ გადასცდა.
- რას ამბობ? მეგობრები ვართ.
- ისე ახლოს ხართ მეგონა ერთად იყავით.. გამიკვირდა უბრალოდ, სად შენნაირი ლამაზი გოგო და სად ის უჟმური ალვის ხე - ნინის სიცილი აუტყდა, ზუსტად ამ დროს კარი გაიღო, მხრებ გამართული,
ხელები ჯიბეებში..თვალებში დამცინავი ბრწყინვალება.. ნიკოლასი იყო, მეგი მაშინვე წამოხტა.
- ჩემი საყვარელი მამიდაშვილი - მკლავზე ჩამოეკიდა, ნიკოლასმა ცალი თვალით ნინის გახედა..ნინის გულში კი მხოლოდ ერთი აზრი დატრიალდა:
"არსად დაგეკარგოს..."
- პატარები როცა ვიყავით, ნიკოლასი მე და ანანოს სულ გვეჩხუბებოდა, თან სულ ტყუილად!
- ეტყობა ბავშვობიდან აუტანელი იყო - ნინის ეს სიტყვები ძალიან ჩუმად წამოსცდა, მაგრამ ნიკოლასმა გაიგონა და ჩაიღიმა..იმ ღიმილით, რომელიც არაფერ კარგს არ ნიშნავდა.
- მეგი, გიორგის უნდა შენთან საუბარი.
- წეღან აქ არ იყო? რა უნდა?
- არვიცი, მითხრა, სასწრაფოდ მომიყვანეო -
- ღმერთო...იმედია ჯვალოს ტომარა არ აქვს მზად რომ ჩამაცვას - ნინის გაეცინა,
მეგი ბუზღუნით გავიდა, კარი დაიხურა
და ოთახში საშიში სიჩუმე ჩამოვარდა,
ნინიმ მაშინვე თავი კომპიუტერში ჩარგო,
თითქოს საერთოდ არ ამჩნევდა მის არსებობას, მაგრამ ხელები ღალატობდა,
ოდნავ უკანკალებდა..ნიკოლასს ეს არ გამოჰპარვია, ნელა დაიძრა მისკენ..ერთი ნაბიჯი, მეორე, მესამე..სანამ მისი სავარძელს უკან არ აესვეტა, ნინის სუნთქვა უნებურად აჩქარდა, მისი სუნამოს სუნიც კი იგრძნო, ნიკოლასი ოდნავ დაიხარა, თითქმის ყურთან.
- შენით გაები ხაფანგში, ოქროსფერთმიანო... - ნინი შეკრთა, ნიკოლასს ხმამაღლა გაეცინა.
- ჩემი ასე გეშინია?
- საერთოდ არ მეშინია!
- მართლა?
- უსიამოვნოა შენთან ახლოს დგომაც კი! -
ნიკოლასი წინ შემოუჯდა, ახლა პირდაპირ თვალებში უყურებდა.
- გული მატკინე
- გადაიტან როგორმე
- შენ რა გაგაფრთხილე? სადაც შემხვდები თავი შორს დაიჭირე-მეთქი, მაგრამ შენ პირდაპირ ჩემს წინ ზიხარ -
ნინიმ მაგიდას ხელი დაარტყა.
- თუ გგონია ჩემს გატეხვას შეძლებ, ძალიან ცდები! მე შენი არ მეშინია!
- არ გეტყობა.
- იმაზე მეტს ვეღარაფერს დამიშავებ, რაც უკვე გამიკეთე! - რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდნენ ერთმანეთს, ორივე ჯიუტი.
ორივე გაუტეხელი, არცერთი არ აპირებდა თვალის არიდებას.
- ძალიან გთხოვ.. მუშაობა დამაცადე -
ნიკოლასს ჩაეღიმა.
- წითურო... - სავარძელში გადაწვა
- არ დაგავიწყდეს, მე შენი უფროსი ვარ
- სამწუხაროდ
- ასე რომ იმუშავებ თუ არა, ეგ ჩემზეა დამოკიდებული, თუ გეტყვი არ იმუშაო-მეთქი, არ იმუშავებ - ნიკოლასი აშკარად ერთობოდა.
- ასეთი რა ცოდვა მაქვს დედამიწაზე, რომ შენ გადამეყარე? - ნიკოლასი წინ გადაიხარა, ისე ახლოს, რომ ნინიმ უნებურად სუნთქვა შეიკავა.
- არ ვიცი...მაგრამ ალბათ ძალიან დიდი.
- ამაზრზენი ხარ.
- ეს ომი მოგეწონება, ოქროსფერთმიანო...
შემდეგ ოთახში ანანო და ნანკა შემოვიდნენ, ხელში ყავის ჭიქებით.
- აი აქ ყოფილა ჩვენი ახალი დირექტორი!-ანანომ ჩაიკისკისა, ორივეს მზერა მაშინვე ნინისკენ წავიდა, ნინიმ უხერხულად ასწია თავი კომპიუტერიდან.
- როგორ გამიხარდა ნიკო... - ნანკა პირდაპირ ნიკოლასს მიუჯდა გვერდით, მკლავზე ხელი ჩამოჰკიდა და ლოყაზე ვნებიანად აკოცა, ნინის რატომღაც უსიამოვნოდ ჩაესმა ეს ჟესტი, თავი მაშინვე ეკრანისკენ მიაბრუნა.
- ეს ახალია? - ანანომ ნინისკენ ანიშნა
- კი... ახალი ოპერატორია, ნინი.
- სასიამოვნოა... - ანანომ ზემოდან ქვემოთ აათვალიერა ისე, თითქოს ახალ კაბას არჩევდა მაღაზიაში.
- იცნობთ ერთმანეთს? - ნანკამ ღიმილით იკითხა
- თუ ასე განმარტოებით რატომ ხართ? -
მის ხმაში აშკარა ეჭვი ისმოდა, ნიკოლასს ტუჩის კუთხე აუთამაშდა.
- არა... მაგრამ გაცნობის პროცესში ვართ -
შემდეგ ნინის გახედა.
- ასე არაა, ნინი? - ნინიმ კბილები დააჭირა ერთმანეთს.
- დიახ... - იძულებითი ღიმილით უპასუხა.
- სასიამოვნოა, ნინი, მე ნანკა ვარ, აქ წლებია ვმუშაობ, ანანოს და ნიკოლასს წარდგენა ალბათ არ სჭირდებათ.
- ჩვენი ემო ბიძაშვილი სად არის? - დამცინავად იკითხა ანანომ
- აქ ვარ, საყვარელო... მოგენატრე? - კარის ჩარჩოს მიეყრდნო მეგი
- ძალიან... ვერ გავძელი უშენოდ
- ტყუილის თქმასაც ნიჭი უნდა..ნიკო, არ მეძახდა. რას გამიშვი ტყუილად იმ ყეყეჩთან?
- ეტყობა რაღაც არასწორად გავიგე
- ნიკო, წამოდი ქვემოთ, ყავა დავლიოთ... - ნანკა ისევ მიეტმასნა.
- კარგი, წამოდი - ნიკოლასი წამოდგა,
გასვლის წინ ნინის შეხედა, ისეთი მზერით...თითქოს ეუბნებოდა:
- "ჯერ სად ხარ..." - ნინიმ საპასუხოდ ცივი მზერა ესროლა.
- "ჯანდაბაშიც წასულხარ..." - ოთახიდან რომ გავიდნენ, მეგიმ შვებით ამოისუნთქა.
- ღმერთო... ატანა არ მაქვს ამ ორის!
- ერთად არიან? - ფრთხილად იკითხა ნინიმ.
- ვინ? ეს ყანჩა და ნიკო? - ნინის უნებურად გაეცინა.
- არა, უფრო სწორად... ადრე იყვნენ რაღაც პერიოდი. მერე ნიკოლასს მობეზრდა, ნიკოლასი პარტნიორებს ისე იცვლის, როგორც მე ტელეფონის ქეისებს-
ნინიმ თავი ჩახარა.
- გასაგებია...
- საერთოდ ვერ წარმომიდგენია ვინ გაუძლებს დიდხანს.. ნიკო სხვა არის მაინც, აი ანანო კი მაღიზიანებ, სულ ჩემს დაცინვაში იყო ბავშვობიდან.
- ბიძაშვილები ხართ...
- კი, მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
შემდეგ ნინიმ ფრთხილად იკითხა:
- და... ნიკოლასი როგორია სინამდვილეში? - მეგის ღიმილი შეეპარა.
- საინტერესოა, რატომ გაინტერესებს?
- უბრალოდ... აქ უნდა ვიმუშაო და...
- ჰო, რა თქმა უნდა... - ეშმაკურად ჩაეღიმა მეგის, ნინი ოდნავ გაწითლდა.
- მართლა უბრალოდ მაინტერესებს..
- კარგი, გეტყვი - მეგი საზურგეს მიეყრდნო.
- ნიკოლასი ჩემი საყვარელი ადამიანია,
მაგრამ ძალიან რთული ხასიათი აქვს, ცოტა ამპარტავანიცაა, თავხედიც..
მაგრამ.. სინამდვილეში ძალიან კარგი ბიჭია - ნინი ჩუმად უსმენდა.
- როცა ვინმეს ეხმარება, არაფერს ითხოვს სანაცვლოდ, ავარიამდე სხვანაირი იყო - ნინი უნებურად დაიძაბა.
- ავარიაზე გესაუბრა?
- არა, არც მიცდია
- რატომ?
- იმიტომ რომ ფეხბურთი მისი ცხოვრება იყო - ნინის გულში რაღაც უსიამოვნოდ შეეკუმშა
- მთელი ცხოვრება...ბავშვობიდან მხოლოდ ეს უნდოდა..და ახლა? ახლა ყოველ დილით იღვიძებს და ახსენდება რომ ვეღარ ითამაშებს - ნინიმ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, უცებ.. პირველად...
საკუთარი თავი ნიკოლასის ადგილას წარმოიდგინა..სუნთქვა შეეკრა..
"იქნებ..." "იქნებ მართლა ძალიან ეტკინა..."
"იქნებ ამიტომ არის ასეთი..." - პირველად იგრძნო არა მხოლოდ გაბრაზება...
არამედ სინანულის მსგავსი რაღაცაც..
ძალიან პატარა, ძალიან სუსტი, მაგრამ მაინც იგრძნო..სწორედ ამ დროს კაბინეტის კარი გაიღო.
- გოგოებო... - გიორგიმ შემოყო თავი
- რა ხდება? - ჰკითხა მეგიმ
- საღამოს შორენა თანამშრომლების საერთო შეხვედრას მართავს.
- რა მოსაწყენია...
- შენთვის ყველაფერი მოსაწყენია რაც მუშაობას უკავშირდება!
- შენ კი ყველაფერი გიყვარს რაც წესებს უკავშირდება!
- იმიტომ რომ ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ!
- იმიტომ რომ ბაბუაჩემზე უფრო მოხუცივით იქცევი! - გიორგიმ თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა, ნინის გაეცინა
- ხედავ? - გახარებულმა წამოიძახა მეგიმ
- წითურსაც კი ეცინება შენზე!
- საღამოს შვიდზე გელოდებით ორივეს, სათათბირო ოთახში..

შეკრებაზე უჩვეულო სიჩუმე იდგა,
დიდ მრგვალ მაგიდასთან თითქმის ყველა შეკრებილიყო, ნიკოლასი მაგიდის თავში იჯდა, რამდენიმე ფურცელი და ფინანსური ანგარიშები ჰქონდა გადაშლილი, სათვალე ეკეთა, ამჯერად ჩვეულებრივი დამცინავი ღიმილი არსად ჩანდა, სახეზე ისეთი სიმკაცრე და კონცენტრაცია ეწერა, რომ ნინიმ პირველად დაინახა იგი საქმიანი ადამიანის ამპლუაში..თითქოს საერთოდ სხვა კაცი იჯდა მის წინ, ნიკოლასმა მაგიდაზე თითები მსუბუქად დააკაკუნა.
- მეგობრებო... რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ვნახე, ძალიან არ მომეწონა - ყველა დადუმდა.
- გაყიდვები ეცემა, ნელა, მაგრამ სტაბილურად - ფურცლები გადაფურცლა, წლების წინ "ბონბონი" ბაზარს მართავდა, ხალხი რიგებში იდგა, ახალი ტორტის გამოსვლა მოვლენა იყო, ახლა კი რა ხდება? - არავინ უპასუხა.
- კონკურენტები ყოველდღე ჩნდებიან. ზოგი პატარაა, ზოგი დიდი. ზოგი ხარისხით გვჯობნის, ზოგი მარკეტინგით - შორენამ თავი დაუქნია.
- მართალია..
- თუ ასე გავაგრძელებთ, ერთ დღეს უბრალოდ კიდევ ერთი ჩვეულებრივი საკონდიტრო გავხდებით - ნიკოლასმა ხელები გადააჯვარედინა.
- ამიტომ ყველას აზრი მაინტერესებს. რა უნდა გავაკეთოთ რეალიზაციის გასაზრდელად? - პირველი სალომე ალაპარაკდა.
- სოციალური ქსელები..
- კონკრეტულად?
- მეტი ვიდეო, წარმოების პროცესის ჩვენება. მომხმარებლებს მოსწონთ მსგავსი რაღაცეები.
- კარგი იდეაა - ჩაინიშნა გიორგიმ, ნანკამ ხელი ასწია.
- ფასდაკლებები..
- მუდმივი ფასდაკლებები ბიზნესს კლავს- მაშინვე უპასუხა ნიკოლასმა.
- მაგრამ მომხმარებელს იზიდავს
- დროებით..
- ლოიალობის ბარათები - ანანოც ჩაერთო
- ეგეც კარგია - თქვა შორენამ, მეგიმ მხრები აიჩეჩა.
- მე საერთოდ ვფიქრობ ახალგაზრდებისთვის ცალკე ხაზი უნდა შეიქმნას.. უფრო თანამედროვე დიზაინები
-ესეც ჩაიწერე გიო - გიორგი სწრაფად წერდა შენიშვნებს, ნინი ჩუმად იჯდა, უსმენდა..არ უნდოდა საუბარი, მაგრამ ბოლოს მაინც ვეღარ მოითმინა.
- შეიძლება მეც დავაფიქსირო აზრი? - ყველა ერთდროულად მისკენ შებრუნდა, ოთახში წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, ნიკოლასმა ცალი წარბი ასწია.
- შენ ჯერ ახალი ხარ... - სავარძელში გადაწვა.
- რამე გაგეგება? - ნინიმ ტუჩი მოიკვნიტა,
უკვე ნანობდა რომ ხმა ამოიღო.
- მოვუსმინოთ - მშვიდად თქვა შორენამ
- გისმენთ ნინი - ანანომ თვალები გადაატრიალა, ნანკამაც სკეპტიკურად ჩაიცინა, ნინი ნელა წამოდგა.
- ჩემი აზრით პრობლემა მხოლოდ კონკურენცია არ არის.
- აბა?
- კონკურენცია გაიზარდა..
- ახალი რა თქვი? ეგ ყველამ ვიცით! - შეაწყვეტინა ანანომ, ნინიმ ამჯერად პირდაპირ შეხედა.
- არ დამისრულებია! - მეგიმ ღიმილი ძლივს შეიკავა, გიორგიმ კი კმაყოფილმა ჩაიღიმა.
- განაგრძე - უთხრა შორე ა.
- წლების წინ "ბონბონს" კონკურენტები თითქმის არ ჰყავდა - მაგიდაზე დადებულ კატალოგს დახედა.
- ახლა კი ყველა საკონდიტროში თითქმის ერთი და იგივე ასორტიმენტია.
- კონკრეტულად? - დაინტერესდა შორენა.
- ყველგან ერთი და იგივე ტორტებია..
შოკოლადი, მარწყვი, ალუბალი..კენკრა..
კლასიკური კრემები.. ყველგან.. - ოთახში რამდენიმე ადამიანი დაფიქრდა.
- მერე?
- მომხმარებელი იღლება - ნინიმ კატალოგი დახურა
- იგივე გემოს ყველგან თუ იპოვის, რატომ უნდა მოვიდეს კონკრეტულად ჩვენთან?- სალომემ მაშინვე თავი დაუქნია.
- მართალია... - ნინიმ განაგრძო.
- კიდევ ერთი რამ შევნიშნე.
- რა?
- არის პროდუქცია, რომელიც თითქმის აღარ იყიდება - გიორგიმ ინტერესით შეხედა.
- დღეს ანგარიშებს ვათვალიერებდი,
რამდენიმე ნამცხვარს ბოლო თვეებში ძალიან დაბალი რეალიზაცია აქვს?
მე საერთოდ შევწყვეტდი მათ წარმოებას -
ოთახში ჩურჩული გაისმა, ნიკოლასი პირველად დაინტერესდა.
- რას გვთავაზობ სანაცვლოდ? - ნინიმ ღრმად ჩაისუნთქა.
- სიახლეებს..
- უფრო კონკრეტულად?
- ახალი გემოები..
- როგორიც? მაგალითად?... - რამდენიმე წამი დაფიქრდა
-მანგო! - სალომეს თვალები გაუფართოვდა.
- მანგო?
- დიახ..
- საინტერესოა...
- მარწყვი, ალუბალი და ჟოლო უკვე ყველგან არის, მანგოს დესერტები კი თითქმის არსად.. - სალომემ მაშინვე ჩაინიშნა.
- მართლა საინტერესოა...
- - შიგთავსში შეიძლება ქოქოსის მსუბუქი მუსი ან ვანილი..ან თეთრი შოკოლადი, ტროპიკული ხაზი გამოვა და ვიზუალურადაც ძალიან ეფექტური იქნება.
- მეც ზუსტად ეგ ვიფიქრე! -აღფრთოვანდა სალომე, ნიკოლასი ჩუმად აკვირდებოდა, ნინის თვალები ბრწყინავდა, აღარ ჰგავდა იმ დაბნეულ გოგოს, რომელსაც ნემსის გაკეთების დროს ძლივს ამოაღებინებდი ხმას და ეს უნებურად მოეწონა..მიუხედავად იმისა, რომ ამის აღიარება არ სურდა.
- არ შემიძლია ამ გოგონას არ დავეთანხმო - თქვა სალომემ
- სიახლე ნამდვილად გვჭირდება
- მეც მომწონს - დაამატა გიორგიმ
-საინტერესო მიმართულებაა - შორენამაც თავი დაუქნია, ანანომ უკმაყოფილოდ მოკუმა ტუჩები, ნანკა გაჩუმებული იჯდა.
- აბა? სხვა ვინ რას ფიქრობს? - იკითხა შორენამ, რამდენიმე წუთი კიდევ განიხილავდნენ იდეებს, ბოლოს ნიკოლასი წამოდგა.
-კარგი..მოდით ასე მოვიქცეთ - ნინის გახედა, ისევ იმ უცნაური მზერით.
- დღეს სალომესთან ერთად საწარმოში იმუშავებ - ნინი გაოცდა.
- მე?
- დიაზ, შენ! განახორციელე შენი ჩანაფიქრი..საცდელი ვერსია მოამზადეთ,
ხვალ ყველა ფილიალში გავაგზავნით -
სალომეს სახე გაებადრა
- შესანიშნავია!
- და თუ გაყიდვები წავიდა... - ნიკოლასმა ოდნავ ჩაიღიმა.
- მაშინ ვაღიარებ რომ ახალი თანამშრომელი ზოგიერთ ძველ თანამშრომელზე უფრო სასარგებლო აღმოჩნდა - ნინი პირველად მიხვდა...
რომ მიუხედავად მათი ომისა, ნიკოლასი არასდროს უარყოფდა კარგ იდეას მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორი არ მოსწონდა.
- მაშინ ასე გადავწყვიტეთ- თქვა შორენამ. - სალომე და ნინი დღესვე შეუდგებით საქმეს..
- წარმატებები.. ოქროსფერთმიანო..

საწარმო იმ ღამით უჩვეულოდ ცოცხალი იყო, დიდი მიქსერები განუწყვეტლივ მუშაობდნენ, ღუმელებიდან გამოსული სითბო ჰაერს ავსებდა, ხოლო ყველგან ტკბილი, ეგზოტიკური სურნელი ტრიალებდა..ნინის თვალები უკვე დაღლილობისგან ეწვოდა, მთელი დღე ჰქონდა ნამუშევარი, ახლა კი შუაღამე გადასული იყო და ისევ ფეხზე იდგა..
სალომემ მანგოს პიურე კოვზით გასინჯა.
- არა... რაღაც აკლია.
- მეც ასე ვფიქრობ... - ნინიმ ჩაილაპარაკა.
- არომატი!
- ზუსტად! - ნინი დაფიქრდა, შემდეგ თაროსკენ წავიდა, რამდენიმე ქილა ჩამოიღო.
- ეს რა არის?
- ვნების ხილის პიურე.. - სალომეს თვალები გაუბრწყინდა
- ნინი... შენ გენიოსი ხარ
- ჯერ ნუ მიხდი მადლობას - მორიგი ცდა დაიწყეს, მანგო..ვნების ხილი, თეთრი შოკოლადის მსუბუქი მუსი, ცოტაოდენი ვანილი და კიდევ ერთი საიდუმლო ინგრედიენტი..სალომემ სიცილით შეხედა, ამას არავის ვეტყვით.
- არასოდეს, თუნდაც მაწამონ..
რამდენიმე საათში პირველი სრულყოფილი ნიმუში მზად იყო, ტორტი გარედან სადა ჩანდა, ღია კრემისფერი.
ელეგანტური, მაგრამ როცა გაჭრიდი...
შიგნით თითქოს მზე იმალებოდა.. მთლიანად ოქროსფერი ბისკვიტი, მუსი, კრემი, ჟელე..ყველაფერი ოქროსფრად ანათებდა..თითქოს მზის ნაჭერი ყოფილიყო.

ზუსტად ამ დროს საწარმოს კარი გაიღო, ყველამ იქით გაიხედა, კარში ნიკოლასი იდგა, ხელში დიდი ყუთები ეჭირა.
- აბა როგორ მიდის საქმე?
- ნიკოოო! - მიეგება სალომე
- ცხელი ხაჭაპურები მოგიტანეთ - სალომე მაშინვე მივარდა.
- ამიტომ მიყვარხარ ჩემო სიმპათიურო! - ლოყაზე აკოცა, ნიკოლასმა სიცილით გადააქნია თავი.
- რა უფრო გიყვარს ხაჭაპურები თუ მე?!
- ორივე მიყვარხართ! - სალომემ ყუთი გახსნა.
- შიმშილით ვკვდებოდით -
ნიკოლასმა მზერა ნინისკენ გადაიტანა, გოგონა მაგიდასთან იდგა, სახეზე ფქვილი ჰქონდა შერჩენილი, რამდენიმე ღერი ოქროსფერი თმა ლოყაზე ჩამოშლოდა, თვალები დაღლილი ჰქონდა.. ნიკოლასმა უნებურად რამდენიმე წამი უყურა, შემდეგ კი თითქოს საკუთარი თავი გამოიჭირაო, მაშინვე ირონიული გამომეტყველება დაიბრუნა..

- კარგი არომატი ტრიალებს აქ.
- მოვალ წყალს დავლევ - სალომე გავიდა..
საწარმოში მხოლოდ ნინი და ნიკოლასი დარჩნენ, სიჩუმე ჩამოვარდა.
- რატომ არ ჭამ? - ჰკითხა ნიკოლასმა.
- არ მინდა - უკმეხად უპასუხა ნინიმ.
- არ მომიწამლავს, შეგიძლია მშვიდად ჭამო - ნინიმ არც შეხედა
- არ მინდა - გოგონამ თავი სხვა მხარეს მიაბრუნა, ნიკოლასი რამდენიმე წამი უყურებდა, შემდეგ კი საწარმოში დატრიალებული სურნელი შეისუნთქა..
მანგოს, ვანილის, ტკბილი კრემის.
უცნაურად სასიამოვნო იყო, მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო...რომ პირველად დიდი ხნის შემდეგ რაღაც აინტერესებდა და ეს რაღაც ტორტი სულაც არ იყო..მისი მზერა ისევ ნინისკენ გაიქცა, გოგონა უკვე სხვა მაგიდასთან მუშაობდა, თითქოს მის არსებობას საერთოდ ვერ ამჩნევდა.

მეორე დღეს “ბონბონის” დარბაზი უკვე ისე იყო სავსე, თითქოს მთელი ქალაქი ერთდროულად შეიკრიბა.. ჰაერში ისევ ტრიალებდა ახალი ტორტის სურნელი - ტკბილი, თბილი, ოდნავ ტროპიკული, მანგოს მძაფრი არომატით..

- პირველი რიგში მე ჩავდგები - კმაყოფილი მზერით მიუახლოვდა ნიკოლასი ნინის
- ჩემი ხელით ხომ არ გინდა გაჭამო - ჩაიბურტყუნა ჩურჩულით ნინიმ, ასევე ჩურჩულით უპასუხა ნიკოლასმა
- გადასარევი იდეაა! - გაეღიმა, ეშმაკური ღიმილით
- აბა ნინი.. მოდი ერთად გავჭრათ ტორტი - დანა ხელში აატრიალა, ნინის არ სურდა, თუმცა ამდენი ხალხის წინაშე ვერაფერს იტყოდა.. გიორგიმ მუშტი შეკრა
- რას აკეთებ ნიკოლას.. რას - ჩაიჩურჩულა გიორგიმ მისთვის.. მეგის არ გამოჰპარვია გიორგის ეს მოქმედება..
- დროზე გაჭერით, სული წამივიდა ისეთი სურნელი აქვს - წამოიყვირა მეგიმ..ნიკოლასმა ნინისთან ერთად დანა ჩაატრიალა, მათი ხელები პირველად შეეხო ერთმანეთს და რაღაც ძალიან ძალიან უცნაურმა გრძნობამ დაუარა ორივეს ტანში.. ერთი მსუბუქი მოძრაობით გაჭრეს ტორტი..ბისკვიტი ისეთი ფაფუკი აღმოჩნდა, რომ დანა თითქოს თავისით ჩაეშვა შიგნით, კრემი ნელა გაიშალა, თითქოს ოქროსფერი ტალღა გადმოიღვარა..ყველამ ერთდროულად შეხედა..ტორტის შიგთავსი არა უბრალოდ ყვითელი, არამედ მბზინავი ოქროსფერი იყო, წვრილად დაჭრილი მანგოს ნაჭრები კრემში იყო ჩაფლული, ზოგი უფრო ღია ოქროს ტონით ანათებდა, ზოგი კი მუქად ბზინავდა..
- ვაუ… - პირველად ჩურჩულივით თქვა ვიღაცამ..
- ისე გამოიყურება, რომ… მგონია, საერთოდ არ უნდა ვჭამო და უბრალოდ ვუყურო - გაიცინა ერთმა გოგომ.
- დროზე გამასინჯეთ, თორემ მოვკვდი! - წამოიყვირა მეგიმ და ხელები ერთმანეთზე დაარტყა, ყველამ დაიწყო რიგში ჩადგომა, მაგრამ ხმაური ერთ წამში უფრო ქაოსური გახდა.
- ჯერ მე უნდა გავსინჯო პირველად - ნიკოლასი ამაყად იდგა პირველი რიგში
- მოიცა, წესით მე უნდა ვიყო დეგუსტატორი, მე ვარ უფროსი! - სიცილით თქვა შორენამ
- მოიცა მე ნაშვილები ვარ? - თავი წამოყო ანანომ
- არ მაინტერესებს, პირველი მე ვაგემოვმებ! ისე შენსავით ოქროსფერი შიგთავსი აქვს - თვალი ჩაუკრა ღიმილით ნიკოლასმა ნინის, ნინის სერიოზული, ოდნავ დაძაბული სახე ჰქონდა
- მართლა როგორი ოქროსფერია.. რა დაუმატეთ ასრთი ფერი რომ გამოვიდა
- ეს ჩემი და ნინის საიდუმლო რეცეპტია.. ოქროსფერი რეცეპტი - თქვა სიცილით სალომემ
- მთავარია გაამართლოს და იყოს საიდუმლო
- ნინი გთხოვ.. გამასინჯე ტორტი - მანგოს სიტკბომ პირველივე წამში იფეთქა, შემდეგ კი ვანილისა და რაღაც თითქმის შეუმჩნეველი ციტრუსის ნოტი მოჰყვა, რომელიც გემოს ბალანსს საოცრად არბილებდა..
- თქვი როგორია..
- საოცრებაა, მართლა ძალიან გემრიელია - ყველამ დაიწყო დაგემოვნება
- ეს რა იყო საერთოდ?!
- მეორე ნაჭერი მინდა!
- არა, ეს უნდა დაიმალოს თორემ არ დამრჩება! - მეგის პირი ისე ჰქონდა გამოტენილი, რომ ლაპარაკს ძლივს ახერხებდა:
- სასწაულიააააა..მსგავსი არაფერი გამისინჯავს!! - გიორგიმ გვერდით გადახედა, თვალები დააწვრილა:
- გადაყლაპე ჯერ და მერე ილაპარაკე, თორემ გაიგუდები.
- არ გამაბრაზო ახლა… - ძლივს ამოილუღლუღა მეგიმ და ისევ ჩანგალს დაავლო ხელი
- მტაცებელი ხარ? რამდენს ჭამ
- მტაცებელი ვარ და რა პრობლემაა?!
- პრობლემა ისაა, რომ მალე აქ აღარაფერი დარჩება - ნინის ჩუმი სიცილი გაეპარა, ნიკოლასი თვალს არ აშორებდა მას, თითქოს უფრო მის რეაქციას აკვირდებოდა, ვიდრე ტორტს, გიორგიმ ეს მზერა დაიჭირა და ოდნავ დაეძაბა ყბა..

რამდენიმე დღეში, როგორც მოსალოდნელი იყო, “ოქროსფერი მანგო” უკვე ყველა ფილიალში იყო, პირველივე საათებში გაიყიდა, მეორე დღეს ორმაგი რაოდენობა, მესამე დღეს უკვე საკმარისი აღარ იყო..შორენა ანგარიშებს უყურებდა და პირველად დიდი ხნის შემდეგ, თვალებში ნელა უბრუნდებოდა ის ძველი, დავიწყებული შვება.
- ეს გოგო…მართლა გადაარჩენს ყველაფერს - სალომემ თავი დაუქნია.
- და ვერხ კი ხვდება, რამდენად დიდია მისი გავლენა - ნინი წარმოებაში უკვე ხშირად გადადიოდა, იდეებს ერთ დღეში ცვლიდა, ახალ გემოს ამატებდა, ტექსტურებს ამუშავებდა…“ბონბონი” ისევ ცოცხლობდა, და უფრო მეტიც თავიდან იბადებოდა..
- ნინი აუცილებლად წარმოებაში უნდა გადმოვიდეს.. ოპერატორად ეს გოგო ცოდოა - უთხრა სალომემ შორენას
- თან უფრო უკეთ დაგვეხმარება..
- მეც ასე ვფიარობ.. ოპერატორობას მეგიც გაართმევს თავს მარტო..
- მზოლოდ ერთი ოპერატორი? თან მეგი ახალია - ჩაერთო გიორგი
- შენს კაბინეტში გადმოვა, საკმაოდ დიდი კაბინეტი გაქვს.. თუ რამე დასჭირდება დაეხმარები
- არა გთხოვ შორენა.. ოღონდ ეგ არ ქნა.. - სალომემ სიცილი დაიწყო
- დღის ბოლოს ან გიო იქნება ცოცხალი ან მეგი
- საქმე ასე მოითხოვს.. შენი იმედი მაქვს გიო, შენზე უკეთ მეგის ვერავინ დაეხმარება - გიორგი საერთოდ არ იყო აღფრთოვანებული სიახლით..
- მაშინ ნინის გავაგებინებ მისი ახალი პოზიციის შესახებ
- წამოდი ერთად ვუთხრათ - შორენა და გიორგი მასთან წავიდნენ..

- დიდი მადლობა, ეს დაწინაურებაზე უფრო მეტია… მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს - შორენა წამით გაჩერდა, შემდეგ მშვიდად შეხედა ნინის.
- რა პრობლემა? მითხარი და ყველაფერს გადავჭრით. შენ წარმოებაში მჭირდები, სალომესთან ერთად - ნინიმ ოდნავ უხერხულად ჩახარა თავი.
- ქალბატონო შორენა… შორს ვცხოვრობ.. ბინა, რომელიც ვიპოვე, საკონდიტროდან ძალიან შორსაა. წარმოებაში დილით ადრე უნდა მოვიდე, მე კი ამას ვერ შევძლებ… - შორენამ მაშინვე თავი დაუქნია, თითქოს პასუხი უკვე მზად ჰქონდა.
- მაშინ იმ ბინაზე უარი თქვი. მაინც ხომ ქირაობდი. ჩემს ბინაში გადახვალ, საკონდიტროს წინ არის - ნინიმ გაკვირვებულმა შეხედა.
- მართლა?
- კი! თანახმა ხარ? - გიორგის ოდნავ ჩაეღიმა:
- ძალიან კარგი ვარიანტია, ნინი - ნინიმ ღრმად ამოისუნთქა.
- კარგი… თანახმა ვარ.
- შევთანხმდით.
- შენ ჩემი საკონდიტროს გასაღები ხარ - ღიმილით თქვა შორენამ.

შორენას კაბინეტში ცოტა ხანში ნიკოლასი შევიდა.
- დედა… იშვილე ბარემ ის გოგო. ბინაში შეგიშვია უკვე? - შორენამ მშვიდად შეხედა შვილს.
- იმ გოგოს ვერ დავკარგავ, ბინა უბრალოდ მივაქირავე, და თანაც ის დიდი ხნის განმავლობაში ცარიელი იყო. ნინიმ ეს საკონდიტრო ფაქტიურად ჭაობიდან ამოიყვანა.
- ძალიან ნუ გააღმერთებ ნინის - ცივად თქვა ნიკოლასმა.
- რა პრობლემა გაქვს მასთან? - მკაცრად ჰკითხა შორენამ.
- არაფერი, უბრალოდ ზედმეტად აქებ.
- ნიკოლას, ჩვენ გაკოტრების პირას ვიყავით.
- მეორე ბინაც ცარიელია?
- კი..
- იქ ვისთან ერთად უნდა იცხოვროს?
- როგორც ვიცი, მხოლოდ ძმასთან ერთად-
იმ წამს ნიკოლასს სახე დაეძაბა, მუშტი ძლიერას შეკრა.
- ძმასთან?.. - ჩაილაპარაკა დაბალ ხმაზე, და ძველი, სიბრაზე ისევ დაუბრუნდა თვალებში.

საღამოს ნინის გადაბარგებაში გიორგი დაეხმარა, ბინა მალე მოაწყვეს, ყველაფერი დალაგდა, თითქოს ახალი ცხოვრება იწყებოდა.
- ძალიან დავიღალე - ნინი სავარძელში ჩაეშვა.

- ნუ წუწუნებ, ადრე უნდა ადგე დილით - სიცილით უპასუხა გიორგიმ
- ცივ ყავას გაგიკეთებ გინდა?
- კი დავლევ
მალე მაგიდაზე ყავა, ჩიფსები და ტკბილეული გაჩნდა.
- თავი სიზმარში მგონია.. ღმერთმა იცის როდის დაარტყამს იმ დეგრადირებულს თავში და როდის ეტყვის დედამისს ვინც ვარ
- დამიჯერე.. შორენამ რომც გაიგოს ვინ ხარ შენი გამშვები არსად არაა, ჩაძირული ბიზნესი გადაურჩინე - გიორგის გაეცინა, ყავას სვამდნენ, როცა კარზე დააკაკუნეს
- ვინ არის ნეტავ? არავინ იცის ჩემი მისამართი - კარი გააღო და კმაყოფილი ღიმილიანი სახით, საღეჭი რეზინის ღეჭვით ნიკოლასი დახვდა.. ნინის სახე დაუსერიოზულდა
- საღამო მშვიდობისა მეზობელო.. მე შენი ახალი მეზობელი ვარ, გვერდით ბინაში - კმაყოფილი ღიმილი ჰქონდა სახეზე აკრული..



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ნიკოლასი არის ძალიან საყვარელი😀♥️♥️

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან მომწონს ძალიან საინტერესოა ,უჩვეულო გაგრძელება მოჰყვა უნებლიე ახალგაზრდულ შეცდომას და მის მძიმე შედეგს, ფაქტიურად ნიკოლასის კარიერა დაინგრა და ლოგიკური რეაქვიაც აქვს თუმცა სასიამოვნოდ ვითარდება მოვლენები..

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

ველოდები ახალ თავს მალე ატვირთეთ😍ძაან მაგარიააა ნიკოლასზე ვგიჟდები😅❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent