ხუთი წამი (თავი 4)
ჩემი აზრით, გასართობი თავია <3 იმედია საბოლოოდ ტყუილად არ ვწერ და ვინმესთვის მაინც იქნება საინტერესო<3 მომდევნო დილა ისევ წვიმით დაიწყო, თითქოს ეს ბათუმის ჩვეული ამინდი იყო, დამსვენებლებისთვის მცირედად მაინც წაერთვა ხალისი. ერთობლივი შეკრების მერე კიბეებისკენ დაიძრნენ საუზმეზე ჩასასვლელად, ისე მოეხვეოდა ხოლმე ირმა უტას თითქოს თვე არ ენახა ხოლმე. უტას ილია აეტაცებინა ხელში და გასაკვირად ჩუმად მიიწევდნენ საფეხურებისკენ, ტავად ტიკოც კი ხმის ამოუღებლად მიითრევდა ფეხებს, ახლად გაღვიძებულს თვალიც არ გაეხილა წესიერად. სწორედ მაშინ გამოვიდა ოთახიდან ნიტა, შეამჩნია თითოეულმა მისი ოთახი ბევრად ახლოს იყო კიბეებთან, სანამ კი თავად შეამჩნევდა მათ ოთახს მანამ გამოცოცხლდა თიკო, ერთბაშად მოაწვა ძარღვებში ენერგია, ბავსვურ ნაკვერჩხალს ცეცხლი სრულად მოეკიდა და აღარც დააყოვნა მისმა ხმამ, დაჰკივლა შორიდანვე, მიიქცია გოგოს ყურადღება და ისე შუსტრად გაექანა მისკენ თითქოს მთელი ბავშვობა იყო იცნობდა... წამით დაიძაბა ქებაძე, აღარ დაუგვიანია გაშალა ხელები და მალევე ძლიერად მოეხვივნენ ერთმანეთს, კისკისით ეხუტებოდა ნიტა ჯერ ისევ უცნობსა და ასეთ მოსიყვარულე ბავშვს - როგორ ხარ ქალბატონო? — გადაუწია აპუწული თმა ნიტამ - კარგად, შენ? - სიმართლე გითხრა ცოტა მშია, - ჩვენ საჭმელად მივდივართ და ხომ წამოხვალ? - მეც იქით მივდივარ, — გაუცინა აიჩეჩა მხრები და მოახლოვებულებს კდემამოსილი მიესალმა. არ შეუხედავს უტასთვის გოგოს თითქოს დანაშაულში გამოიჭერდნენ და ამ საჩოთირო გამოტეხვას არიდებდა თავს, მხოლოდ ირმას მოავლო მცირედ მზერა. ჩაჭიდა ხელი თიკომ და წინ გაუძღვა, კიბეების საფეხურებზე მოწინავეფ მიექაჩებოდა თიკო და თან იძულებით სწრაფად ეწიკებოდა ნიტას, პირველობა რომ არ დაეკარგა, ნიტას კი რცხვენოდა მათ რომ ჩამორჩენოდა. თან გრძნობდა ირმა დაინტერესდა მეტად ამ უცნობით და უკან ჩამორჩენილი აკვირდებოდა მათ. მოწინავეების უკან მიდიოდა უტა ბავშვით ხელში, მისცა ტიკოს შენიშვნა, რომ შემაჩნია როგორ მიათრევდა ნიტას და სწორედ ამ დროს აუსრიალდა ქებაძეს ფეხი, უტას ძლიერი მკლავი რომ არა სახიფათოდ დაეცემოდა იატაკზე, წამებში შეშველებულ მკლავზე გადაწვა ქებაძე. წამით შეაჩერდა დაბნეული მის სწრაფ რეაგირებაზე, თითქოს ელოდა კიდეც, გულის ძლიერი აჩქროლება რომ იგრძნო, ისედაც შესამჩნევად რომ უმოძრავებდა მკერდი სუნთქვისგან შემდეგ მოაგონდა მათ უკან მიმყოლი ირმა და გველნაკბენივით გასწორდა ჩამოიშორა მისი ხელი მარდად, ბოდიში მოუხადა საჩქაროდ, მორცხვად მოავლო თვალი ირმას და თიკოს თავისი ნებით დაეწია. გააყოლა გაკვირვებული მზერა უტამ... სულაც არ იყო ეს მოშორება ჩვეულებრივი.... .... - ჩვენთან არ წამოხვალ ნიტა? - არა პატარავ, შენ ოჯახთან ერთად მიირთვი მე მეგობრები მელოდებიან აი იქ, — ანიშნა თითით გოგონებისკენ მათაც უმალ დაუქნიეს ბავშვს ხელი, უკმაყოფილოდ გააქნია თიკომ სალამის ნიშნად თითები და საშუალება მისცა ნიტას წასულიყო. .... ისხდნენ საოჯახო მაგიდაზე, სპეციალურად მათთვის. მშვიდად ილუკმებოდნენ, დროებით უტაც კი არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ ირმა იჯდა მომღიმარი და გაუჟღერებელ ფიქრებს აძლევდ აგავრცელების საშუალებას - დედიკო ვინ იყო ის ლამაზი გოგო? — ღიმილით იკითხა მოგვიანებით, მაინც ვერ მოითმინა. თვალი გააპარა ნიტასკენ შორს მცირედ გამოჩენილისკენ და ღიმილით შეაჩერდა უტას, - ძალიან კარგი გოგოა დედა აუზში რომ კარგი ნახტომი მასწავლა ის გოგოა — სწრაფად გასცა პასუხი თიკომ თითქოს ვინმე მოასწრებდა თქმას - კარგი გოგოა, ნამდვილად. ... უტა, იმ გოგოზე რატომ აღარ საუბრობ?.. — მორიდებულად შეაპარა, მალულად შეხედა შვილის რეაქციას - ვინ გოგოზე დედა? - ნ.... ნი.... აა... ნატალია — გააცია ალავიძეს, ზიზღით შეევსო თვალები, ლუკმა ხელიდან გააგდო და მყარად ჩამოჯდა, - დედა! ხომ გითხრათ რატიმ რომ ჩვენს შორის აღარაფერი არ არსებობს მეტიც აღარ არსებობს ის ჩემთვის და გთხოვ ნუღა დავუბრუნდებით ამ საკითხს, - რა გააკეთა? — ბრაზი შეერია ხმაში ქალს, მთებს გადადგამდა შვილების გამო, ქალს კი სულ არ აპატიებდა მისი შვილის განაწყენებას, მიუხედავად იმისა რომ უტა პატარა ბიჭი არ იყო, - დედა!.. არ გვინდა - რატომ არ უნდა ვიცოდე რა გააკეთა?! შენ ფიქრობ ოდესმე სუფთად ჩავხედავ თვალებში? შენს თვალებში მხოლოდ მის სახელზე იმხელა ზიზღი ჩადგა უტა, როგორ უნდა დავივიწყო ეს ამბავი? რა გააკეთა უნამუსომ? - გთხოვ დედა! ის ქალი მკვდარია ჩემთვის! აღარ გვინდა კარგი?! - კარგი, როგორც გინდა მაგრამ... - დედა!.. ვიცი რომ ჩემზე ღელავ, მაგრამ ყველაფერი კარგადაა, თავად დამეხმარა ტანჯვის გარეშე დამევიწყებინა... და თქვენ ისევ გინდათ ჩემი სიძულვილის გახსენება... ყველაფერი ტყუილი იყო, არც არასდროს მყვარებია მე ის ქალი, სიცრუე დასრულდა, ამისთვის მადლიერიც ვარ, - კარგი მორჩა... მაპატიე.. — დაიჩურჩულა ქალმა და დააკვირდა შვილის ხელიდან გაგდებულ ლუკმას, დააკვირდა უტას ჩანგალიც აღარ დაუჭერია ხელში... აკვირდებოდა დედ-მამიშვილებს მხოლოდ... დასწვდა ჩანგალს ირმა და მშვიდად გაუწოდა ლუკმა უფროს ალავიძეს, ანიშნა ეჭამა, რადგან ნანობდა მის საქციელს, წამოწყებულ თემას, რომელიც უტას გუნებას საგრძნობლად ცვლიდა... თბილად და ღიმილით, ისე გაერთო ირმა სულ დაავიწყდა რომ უტა პატარა აღარ იყო, ხელით აჭმევდა... მათ მაგიდასთან შეჩერდა ნიტა, ღიმილით მოავლო თვალი ოჯახს, "გემრიელად მიირთვითო" დაიჩურჩულა ღიმილით, წამით შეხედა უტას, ამოუცნობი მზერით, თითქოს გაკვირვება, კდემამოსილება, პატივისცემა ყველაფერი ერთიანად გადმოეცა წამიერ მზერაში, გააყოლა უტამ თვალი და სანამ თვალს არ ამოეფარა ჭამაც კი ვერ განაგრძო ქალის მზერით დაბნეულმა .... ...... საღამო ხანს, დროებით დაევიწყებინა წვიმას ბათუმი და როგორც ყოველთვის, ამ სავსე და იდეებით აღსავსე ქალაქში ყოველ ნაბიჯზე წააწყდებოდი მცირე წვეულებას, ახლაც ზღვასთან ახლოს შედარებით დიდი ივენთი გაემართათ, მოეყარა თავი ქართველებსა თუ უცხოელებს და კმაყოფილებით სავსე მზერით მისცემოდნენ როკვას, .... - ალავაა სადა ხარ? — ჩაყვირა ტელეფონს არჩემაშვილმა - შენ სად ხარ ვერ გხედავ, - რას ვერ მხედავ? - შენ ნორმალური ხარ? თვალმჭვრეტი კიარ ვარ ამდენ ხალხში დაგინახო ან რა ადგილია ეს? — გაბრაზდა უტა - ალავ არ მესმის შენი ხმა ძმაო, დინამიკთან ახლოს ვარ, მოდი აქ — დასძინა თუარა არჩემაშვილმა ყურმილი დაკიდა. ბრაზით მოავლო თვალი უტამ კონცერტზე გადატენილ ხალხს თვალი, ალაგ-ალაგ ჩაედგათ მაგიდები კოქტეილებითა და სასმელებით სავსე, სანაპიროსთან ახლოს გაეჩაღებინათ დიდი კონცერტი, გადავსებული ნასვამი ხალხით სავსე იყო ივენთი, განათებები და უამრავი დეკორატიული ნივთები ამშვენებდა ფართს. გაჭირვებით გადაიარა ხალხმრავალი ადგილი, არჩემაშვილის სანახავად, რომელმაც მოულოდნელად დაურეკა, შენთან ვარ და გამოდი გავერთოთო... რატი ალავიძესთვის ჩავიდა ბათუმში, ალავიძე კი იძულებული იყო გასულიყო კონცერტზე არჩემაშვილის გულისთვის, გარეულიყო ისეთ ადგილში რაც ყველაზე მეტად არ უყვარდა... უაზრო იყო მისთვის ეს ხმაურიანი ადგილები, ბარაბნის გახეთქვამდე ხმა აწეული მუსიკა, რომელიც ტემპიდან ამოსული არასასიამოვნოდ გაჰკიოდა, ხალხი რომელიც ერთმანეთში ირეოდა, ნასვამი მამაკაცები, რომლებიც დარბიან მანდილოსნებთან და ცდილობენ მათ გამოჭერას, ან კი ბინძური ენით სტკენენ გულს... შეამჩნია თუ არა სასმლით ხელში მდგარი არჩემაშვილი დიდი ნაბიჯებით წავიდა მისკენ, სულ აღარ მორიდებია ხალხს გააჭრა მხოლოდ პირდაპირ, ისევ და ისევ ძლიერად შეასკდა სხეულს, თითქოს დახედვაც აღარ სჭირდებოდა ისე ამოიცნო ვინ იქნებოდა ეს უკანასკნელი რომელიც ტკივილისგან ჭიაყელასავით იგრიხებოდა, წამით გაკვირვებით დახედა უტამ, მისი აქ ხილვა ეუცნაურა - ჯანდაბაა! — დაიკრუსუნა როცა უკვე ეცნო ალავიძე, - ცოტახანში გვირაბი გაკეთდება ჩემს სხეულში, იმდენჯერ დამეჯახე, შემდეგ უკვე უპრობლემოდ გაივლი ჩემში... — უნენლიეთ ეღიმებოდა უტას ამ გოგოს რომ ხედავდა, ნიტაც აღფრტოვანებული შესცქეროდა მალულად მის გასაოცარ ღიმილს - ჰო არა? საკითხავია მე დაგეჯახე თუ შენ! არ შეგიძლია ფრთხილად იარო? - არ შეგიძლია რომ წინ იყურო? - მე საიდან ვაკონტროლო შენი უცაბედი გამოჩენები უტა?! - რა?! — ფართოდ გაეღიმა ალავიძეს, ისე მკვეთრად და მომთხოვნად წარმოთქვა მისი სახელი ნიტამ პირველად, ზედმეტად ელამაზა ამ ქალის წარმოთქმული თავისი სახელი უტას - გაიმეორე... — დააბნია ქებაძე ამ მოთხოვნამ, ვერც კი მიხვდა ნიტა რისთვის მოისურვა უტამ სიტყვების ხელახლა მოსმენა - საიდან ვაკონტროლო შენი უცაბედი გამოჩენები-მეთქი.... — ჩაიდუდღუნა ბრაზით და მოისვა ატკიებულ ხელზე ხელი, - არა არა, ზუსტად ისე გაიმეორე როგორც წეღან... - რა გინდა? — შეუღრინა ბოლოს - რა კარგად დაგამახსოვრდა ჩემი სახელი... ნიტა, — ახლაღა გაახსენდა უნებურად ნათქვამი ალავიძის სახელი ნიტას, სირცხვილისგან აალდა ლამის, შეეფარკლა ღაწვები და ბრაზისგან ჩანაცლებული რიდით უნებურად გაეხსნა კოპები - უბრალოდ... თიკო რომ გეძახის ხოლმე... ისიც კი არ ასწავლე ბავშვს როგორ უნდა მოგმართოს...! —წამოიჭრა ისევ - ბატონო? ჩემს პირადში იჭრები ახლა და გაგახსენებ მე მეხება ის ფაქტი როგორ დამიძახებს თიკო, - წინ იყურე გირჩევნია! - ყველას ასე ეჯახები?! - არა!.. მხოლოდ შენით ვარ დაჯილდოვებული! — დაიწყო ჩხუბი ისევ, მაგრამ დაუფიქრებლად წარმოთქმულ სიტყვებზე გაუფართოვდა თვალები დამნაშავედ, შიშით ახედა ალავიძეს, შერცხვა ისევ, აუწითლდა ყურები საყვარლად. თითქოს გაბრაზებასაც კი ელოდა მამაკაცისგან, თუმცა უტას მხოლოდ გაეღიმა - უნდა წავიდ..., აქ მარტო არ მოხვიდოდი დარწმუნებული ვარ. მარტო ხარ? - არა, ელენემ წამომიყვანა... - მივხვდი, ჭკვიანად იყავი და თუ ვინმე მოვა ერთმანეთში ნუ აჩხუბებ მაინც და მაინც, აქ დაცვა არ ყავთ, არაფრისგან ხარ დაზღვეული! — ჩაუკრა თვალი, მანაც დაუფიქრებლად, მაგრამ თან ორაზროვნად ჩაუგდო მინიშნება, ისე აუარა გვერდი. განცვიფრდა ნიტა, ადგილზე შეყინულმა გააყოლა თვალი მოხდენილად ჩავლილს, მაშინვე გამოიცნო ნამიოკი, ეს ამბავი არასდროს არავისთვის ეთქვა ახლა კი თითქოს უეცრად აჰხადეს მის საიდუმლოს ფარდა... თავიდან გადაიმეორა გონებაში ,მათი უშუალო დიალოგი, თითქოს კი წლები იყო ერთმანეთს იცნობდნენ, უამრავი კითხვა გაუჩნდა, თუმდაც ელენე მან საიდან იცოდა? ან ასე მზრუნველად რატომ დაუქნია თითი, გამაფრთხილებლად დახედა ჭკვიანადო, ერთი დიდი ამოცანა გახდა უტა ალავიძე ნიტა ქებაძესთვის და თან ეს ყველაფერი აშინებდა.... - ჩემიი ძმად ნაფიციიი — გაშალა ხელები ნასვამმა რატიმ და ისე ძლიერად მოეხვია ძმაკაცს თითქოს მის ძვლებში დამტვრევას გეგმავდა - ძმობას გაფიცებ არ დაიწყო ეხლა აქედან წავიდეთ და რამე, გავერთოთ ცოტა, — მოშორდა თუარა შეაჩერდა უტას შეცვლილ სახეს, - ვიყოთ, ვიყოთ, — არ აღიარებდა, მაგრამ სხვა მიზეზი ჰქონდა მის კონცერტზე დარჩენის სურვილს - ეს უკვე მომწონს ალაავ! - აქ რამ ჩამოგიყვანა? - მომენატრე ძმაკაც! რაზე დავფიქრდი იცი? ის ხოარ გაგვეკეთებინა? თითებს რო იჭრიან დაა სისხლებს რო ურევენ ერთმანეთში... - ბევრი დალიე? — გაეცინა უტას, - არა ერთი ჭიქა დავლიე, შენით დავთვერი ალავ, რო დაგინახე... - კაი არჩემ თუ ძმახარ, სად რჩები? - შენთან, შენს გვერდით ძმაო რას მეკითხები? შენგან შორს ყოფნა არ შემიძლია-თქო რამხელა გზაზე ჩამოვედი ხო ხედავ? - ოოო! სერიოზულად გეკითხები! - შენთან-თქო რა გგონია დაკვეთით წამოვედი? შენ დამიკვეთე ბათუმში მივდივარ და მომიგვარეო? - არ ხარ ძმაო ჯანმრთელი! - იგულავე ძვირფასო, აქედან ეგრევე თბილისში მივდივართ - ეგრევე? - პრობაციის ოფისში მე მივიდე? — გადახედა მკაცრად და აცეკვდა თავისებურად - ოო ეგ ცუდი ამბავი გამახსენე — უკმაყოფილოდ ჩაფიქრდა - მე ვერ დამადანაშაულებ ღმერთს მადლობა — მიაჩეჩა ხელებში სასმლით სავსე ჭიქა და მაღლა აღაპყრო ხელები - მე არ ვსვამ, - ასე უნდა იდგე ცხენივით? ცოტა გაერთე არ გაწყენს, ან რითი არ გბეზრდება ეს საქმიანი ცხოვრება?! - არჩემ ჩემი ნერვების საშლელად ჩამოხვედი ძმობასგაფიცებ? - არა სიხარულო ვიფიქრე ჩემს ბიჭს მოვენატრე-მეთქი. რაიყო?..არ გაგიხარდა? — მიარტყა მხარზე ხელი, ისე ეცვალა სახეზე მიმიკები თითქოს უარის მოსმენის შემდეგ უკან მოუხედავად წავიდოდა აქედან - კარგი გეყოფა — მოსვა კოქტეილი და მალულად მოავლო თვალი ხალხს, თითქოს ვინმეს პოვნა სურდა - ჯანდაბა! ეს რა სისულელეა ამას როგორ სვამენ? — დაემანჭა სახე დაგემოვნებისას და ისე დახედა თითქოს მაჭარისგან გამოწურული დამპალი ყურძენი გაესინჯა - ოო! ამხელა აზნაურ, კახელ, მოქეიფე კაცსს კოქტეილი, როგორ მოგეწონებოდა გეთაყვა, მაპატიე ალადასტური... მუსკატი... არა არა! მთლად საფერავი უნდა შემეკვეთა თქვენთვის, — გაბრაზების ნაცვლად ხმამაღლა გაეცინა უტას, წამით დაფიქრდა - არჩემ თეატრალურზე რო ჩაგებარებინა? - გეტყოდი რომ ცირკის წინ დგომა მოგიხდებოდა ალავ, მაგრამ როგორ გაკადრო ძმაო? — ჩაუკრა თვალი, მაცდურად მომღიმარმა - ოოო! აქ რომ ხელის გაქნევა შემეძლოს პირველს შენ დაგარტყამდი რატი, - ჰა! ჰა! ჰა! ჰა! — დასჭექა არჩემაშვილის ბოროტულმა როხ-როხმა - სულ რაღაც ორი წელი, ხელს კიარა ფეხსაც ვერ გაიქნევ!... - ეგ ენა რო არ გქონდეს, - ეს ენა გიგვარებს პრობაციებში საქმეებს და თუ ჭკვიანად მოიქცევი და ხალხისთვის ბევრ კარგ საქმეს შეასრულებ სასჯელი შეგიმცირდება დაა თუ კი ჩვენ კარგ... მაპატიე! საჩვენო ადვოკატს ვიშოვით, ფული ჯოჯოხეთს ანათებს ჩემო ფაშავ და შეიძლება ნახევრამდე შეამცირონ ეს ჩვენი ტანჯვა, - სერიოზულად არჩემ? - ახლა კლოუნს ვგავარ? - გეუბნები შენ რომ არ მყავდე დამამიწებენ-მეთქი - რაზეა ბაზარი ძმაო? ღმერთმა დიდხანს გიმყოფოს ჩემი თავი! — დააჯახა თუ არა მისი ჭიქა ალავიძისას ბოლომდე გამოცალა სითხე და მისი სიტყვებით ახარხარებურ ალავიძეს დააკვირდა - ხედავ? შენს ხასიათზეც როგორ ვმოქმედებ? - ჩემი ძმა ხარ და აბა? მოეხვია ღიმილით გახალისებული უტა - მართლა მადლობა! შენ იმაზე მეტი გაქვს გაკეთებული ჩემთვის ვიდრე საჭირო იყო და ვიდრე გევალებოდა რატი... მთელმა ქვეყანამ რომ გადამიაროს... - მთელმა ქვეყანამ რომ გადაგიაროს გაჭ....ტილს ნასოსით გაგბერავ ალავ, - ჰო! ჰო! ჰო! — გაკვირვების სიცილით მოშორდა ძმაკაცს - კარგი რა! — შეაჩერდა ისევ სიცილით - რაიყო? - მხოლოდ ჩემთან ხარ ასეთი ცანცარა და ზოგჯერ ისეთ რამეს დააბრეხვებ ეჭვი მეპარება ხოლმე რომ შენ ხარ ის არჩემა რომელსაც მე ვიცნობ, - ორიგინალური ვარ არა? - მოიცა მოიცა, შუბლზე რაღაც გაქვს — სასწრაფოდ მოუსვა ალავიძემ ხელი შუბლზე ძმაკაცს - რა ხდება - რაღაც გაწერია... - რაო აბა? — მიუხვდა ოინებს არჩემაშვილი - made... made in China... ოუ! originally ძმაოო ჩინური ორიგინალი ხარ გილოცავ! — ჩამოართვა ხელი დიდი რუდუნებით - პარაზიტო! — დასწვდა ხელახალ სავსე ჭიქას და ახარხარებულ ძმაკაცს ჩამოშორდა... .... განა ამ განსხვავებულს რა უნდა გაეკეთებინა ამ წვეულებაზე ისეთი რითიც გაერთობოდა, აკვირდებოდა მხოლოდ ახალგაზრდებს. შემჩნევის წუთიდან აკვირდებოდა ალავიძე შორს მდგარ ქებაძეს, რომელსაც სახე მოღუშვოდა, მკლავები ერთმანეთში აეხლართა და ნაწყენი უბღვერდა რაღაცას, ან კი ვიღაცას. აკვირდებოდა ხშირად, მასთან მიახლოვებულ მამაკაცებს რამდენიმე სიტყვით ისტუმრებდა ხოლმე ნიტა, აშკარად დინჯად და არაუხეში სიტყვებით რადგან ბოლოს უცოდველად და მორცხვად ფართოდ გაუღიმებდა ხოლმე თითოეულს, რამდენჯერმე სცადა ელენემ მისი აყოლიება, თუმცა ძალიან ჯიუტი იყო ნიტა... - რატომ ხარ აქ როცა არანაირი სურვილი არ გაქვს აქ ყოფნის? — ამოუდგა გვერდით დინჯად ისე არც შეუხედავს მისთვის. მალევე, გადახედა გაკვირვებულს, რომელიც თავის დასაცავად ისევ ამზადებდა სიტყვებს, თუმცა უტას დანახვისას უმალვე ეცვალა ფიქრები, აერია გონება და უხერხულად შეიშმუშნა, - შენ რა იცი? - ასე საკუთარი თავის მოტყუებას ცდილობ თუ ჩემთან სწერვობას? - რა შუაშია? უბრალოდ კითხვა დაგისვი, - სახე. შენი სახე — ვირტუალურად მოვალო მის სახეს თითი ალავძემ - რა სჭირს? — გაკვირვებულმა დაისვა ხელები ლოყებზე, - ისეთი სახე გაქვს თითქოს რაღაც ხაფანგს აგებ, ან უკვე დააგე და წყალში ჩაგეყარა ნაშრომი, - არაფერიც! უბრალოდ დავიღალე, თორე წვეულებები მიყვარს... — აწკიპა წარბები უტამ - ტყუილებიც... — გაიკვირვა იმედგაცრუებულმა, რომ იცოდა ატყუებდა - ბატონო?! — ჩამოუდგა წინ ისე გაუაზრებლად აალდა, ისე უცებ გაბრაზდა უტას უკვე გახშირებულ მინიშნებებზე, რომ ვეღარც დამალა ბრაზი, — ისეთ რამეს იძახი რაც თავად არ იცი! ტყუილები არ მიყვარს და ნუ იქცევი ისე თითქოს მიცნობდე კარგი?! ოჯახი გყავს და გთხოვ მიხედე! - ვაუ! — აწკიპა წარბები ქალის სიქოფაკეზე — ვფიქრობ საერთოდ არ დამიმსახურებია ეს აგრესია, - აგრესია არა რეალობა! - რეალობაზე თუ ვსაუბრობთ, ტყუილები რა საჭიროა? - შენ რა იცი მე რას გატყუებ და რას არა?! - მისმინეე... — ჩაეცინა უტას უცებ გაახსენდა საიდუმლოების ჩამშვები დღიური, რომელიც სულ აღარ ახსოვდა... ყველა ნიტას ისტორია წიგნივით გვერდებით გაზეპირებული ჰქონდა, მაგრამ დღიურის არსებობა მაინც დავიწყებოდა ამ ქალის შემხედვარეს - გისმენ! — აწკიპა წარბები თამამად, უტაც მოემზადა, მკაცრად მისდგომოდა ამ ქალის სიუხეშეს სიტყვა არ დასცალდა - უკაცრავად... — მხარზე ძლიერად ჩაეჭიდა ვიღაც, სიტყვებთან ერთად, გააწყვეტინა სიტყვა. გახედა უკმაყოფილომ უცნობ მამაკაცს და ცქვიტა შეათვალიერა - გისმნენ - ქვევით სანაპიროზე გელოდებიან, გამომგზავნეს, მტხოვა რომ მეთქვა თქვენთვის, - მელოდებიან?! ვინ? — გაკვირვებისგან შეჭმუხნა წარბები. - ვიღაც ქალია... — ერთბაშად გააცია ნიტას, ფიქრებით რომ მისმა ცოლმა მოკრა მათ თვალი, ახლა კი მიზეზი იქნებოდა ოჯახის დანგრევის ან კი უთანხმოების, სწრაფად დაიხია უკან და კდემამოსილი შეაჩერდა ალავიძეს, - კარგი — ეს თქვა მხოლოდ და დახედა შეშინებულ ქებაძეს, წამწამებს რომ აფახურებდა, უკან დაწეული აწვალებდა თითებს - რა გჭირს? - მე? არაფერი... დროს ნუ დაკარგავ წადი... — უმალ აქცია ზურგი და დაქალთან გაიქცა... - გიჟია ეს გოგო... .... კიბეები ჩაიარა თუ არა, სანაპიროზე უკუნითი სიბნელე იყო, ისმოდა მხოლოდ აღელვებული ტალღების ჩხრიალი, ქროდა ქარი სიცხეში სასიამოვნოდ და ისმოდა მხოლოდ კენჭების ჩხრიალი ნაბიჯებით გამოწვეული.... იჯდა ვიღაც სანაპიროზე ტალღებით ნაპირზე გამორიყული აქაფებული წყალი უსველებდა შიშველ ფეხებს, ჰორიზონტისკენ მჯდარს ქარიც ლამაზად უფრიალებდა მხრებამდე თმას... ერთხანს დააკვირდა უტა, მოავლო თვალი არემარეს და შეაჩერდა ზურგით მდგარს - შენ მელოდებოდი? — დასძინა უტამ და ეცადა ამოეცნო ვინმე, უცნობ სხეულში, ჩრდილივით რომ მოჩანდა... მიუახლოვდა და სწორედ მაშინ წამოდგა ქალი. იდუმალებით იყო მოცული ზღვაც და ადგილიც. ინტრიგაში მყოფი ალავიძე ვეღარ ითმენდა უცნობის ხილვას და მდორე ნაბიჯებით უახლოვდებოდა - ჩემი გესმის? — საეჭვოდ იკითხა და მთელი არსებით დაელოდა მის შემობრუნებას... დააკვირდა სიბნელეში და მისი შემოტრიალებისთანავე ძეგლად იქცა, უკან დაიწია უნებლიეთ, თითქოს საფრთხობელა ეხილა. ზიზღით შეიბოჭა, თითქოს რაღაც მძიმე დააწვა ზევიდან და ახლა კენჭებს არღვევდა ეფლობოდა ღრმად ფეხები, უსიამოვნების ტალღამ დაუარა ერთიანად - შენ?! - უტა... — ამოიტირა ქალმა, საჩქაროდ გადაფარა მანძილი და ჩაავლო ხელებში ხელი რომ არ წასულიყო - გეხვეწები უტა მომისმინე, - ჯანდაბა!... — ძლიერად აიქნია ხელი მოიშორა ქალი, ზიზღისგან გააჟრიალა, თავადაც უკვირდა ეს ზიზღი როგორი მძაფრი და ძლიერი იყო, მაგრამ მისი დანახვისთანავე ახსენდებოდა თვალწინ გადაშლილი უწინდელი სანახაობა ის სრული სიბინძურე და ის მიუღებელი ღალატი ბიძაშვილთან - ხელი გამიშვი! —მოიშორა უხეშად ისევ თითქოს საშინელ ტალახში და ლაფში ამოსვრილი მასაც დასვრიდა - გეხვეწები უტა ასე ნუ წახვალ... — სიუხეშისგან აუტყდა ტირილი ისევ ჩაავლო ხელში ხელი - ნუ მეხები-მეთქი! - დავილაპარაკოთ ასე ნუ წახვალ, მომენატრე უტა, ძალიან მომენატრე — და იგრძნო ალავიძემ სისხლი როგორ ჩაექცა ტვინში, იგრძნო გულის რევა, თვალებიდან ვერ იშორებდა შიშველ ქალს ზევიდან რომ მოქცეოდა უცხო მამაკაცი, გააჟრიალა ზიზღით - უთავმოყვარეო ხარ! როგორ შეგიძლია? როგორ?!.. არა არა! განა ღალატი, ღალატი კი არა როგორ შეგიძლია.... ბიძაშვილთან.... ან... როგორ შეგიძლია იმ ყველაფრის მერე ჩემ წინ დადგე და საერთოდ ვიღაც უცხო ხალხს მიგზავნი? — გაუაზრებლად აჭრილიყო ეს უკანასკნელი, სიუხეშისა და გაველურებული, თითქმსი გააფთრებული პირქუშ მგზნებარებას ვერ აკონტროლებდა, რაღაც სტკიოდა, ტკენდა ეომ ცუდად მოექცნენ, სტკიოდა რომ ამ ქალმა არაფრად ჩააგდო, სწორედ ეს სტკიოდა. ამ ტკივილის ფონზე გრზნობდა ძლიერ ზიზღს, იმდენად ძლიერს, რომ მისი სახის ყურებისას გულიც კი ერეოდა, - არა საერთოდ ხმა არ ამოიღო! ეს რა მარაზმია?! - უტა მთვრალი ვიყავი, ვერც კი გავიაზრე - მოიცადე და გგონია ეს გაგამართლებს? - შენ მეგონე გეფიცები... შენ გელოდებოდი სხვას არავის! უგონოდ მთვრალი ვიყავი, მან კი ჩემი სიმთვრალით ისარგებლა - თუ შენით ითამაშა თუ შენზე იძალადა! თუ მოგატყუა! რატომ არ დაასმინე?! რატომ არ გააკეთე რამე სასჯელი რომ შეემსუბუქებინათ ჩემთვის? თუ შეგეშინდა? თქვენნაირ ბინძურებთან არაფერი მესაქმება! ვნანობ შენს გამო რომ ვისჯები! ვნანობ თითოეულ დღეს შენთან გატარებულს... მისმინე!.. ამ ზღაპრებზე ძლივს ვიკავებ თავს, რამე არ გავაკეთო... გეფიცები!.. ისე აორთქლდი აქედან რომ არასდროს გნახო, წყალში შედი თუ გინდა ღრმად და სულ ნუღა გამოხვალ! მარაზმი შენი საქციელი კი არა თავად შენ გახდი! იმდენად ბინძური ხარ მთელი ბათუმის ნაგავი ვერ შეგედრება! მე და შენ სალაპარაკო არ გვაქვს! ჩვენი წარსულიც მოკვდა ისედაც არაფერი ყოფილა იმ წარსულში და საერთოდ სიტყვა ჩვენ არ არსებობს, ისედაც ყველაფერი ტყუილი იყო, ისედაც ყველაფერი საკუთარი თავის მოტყუება იყო! — უხეშად მოიშორა ატირებული ქალი საკუთარი თავი დაეკარგა, სრულიად ამოვარდნილიყო სწორად აზროვნების კალაპოტიდან მიხვდა გაიაზრა როგორი თავზარი დასცა მისმა ნახვამ, მისმა ურცხვმა გამოჩენამ და მისმა უთავმოყვარეო სიტყვებმა, გააოფა და საკუთარი თავი დააკარგვინა, გაჩუმდა წამით დააკვირდა თითქოს ტავი გამოცადა იგრძნობდა თუარა რამეს, არაფრის შემდეგ დიდი ნაბიჯებით წამოვიდა უკან, წამით ადგილზე შედგა სახე დაეჯღანა როცა გაანალიზა როგორ ესაუბრა, როგორი ზიზღით განწყობილი იყო მის მიმართ, ინანა რომ ასე დაკარგა თავი იმ ადამიანის წინაშე, რომლის მიმართაც ყველაფერი წარსულს მიაბარა, - უტა ნუ დამტოვებ გეხვეწები... — დააწია ღრიალი ქალმა და უძალოდ ჩაეშვა ძირს მუხლებით. ხმამაღლა მოსთქვამდა მაგრამ ალავიძის სმენამდე მისი არცერთი კვნესა აღარ წვდებოდა. გაავებული კიბეებისკენ მიდიოდა მოზრდილი მძიმე ნაბიჯებით, დაჭიმვოდა მთელი სახე, ლანდად მოკრა თვალი კიბის შუა საფეხურზე შეცერებულ გოგოს, რომელიც იძულებით შეჩერებული იშორებდა მამაკაცის ხელებს და ხმა ჩახლეჩილი ცდილობდა კიბეებზე ასულიყო, ასულიყო და დაბრუნებოდა ისევ ხალხით სავსე ქუჩას, რომ თავი გადაერჩინა, თუმცა უკონტროლოდ დამთვრალი ახმახი, ყოველ ნაბიჯზე უხერგავდა გზას ღიმილით და ლოყებზე წაეთამაშებოდა ხოლმე. საკუთარ ტრაგიკულ ისტორიაში გართულს, თვალწინ გადაშლილი სურათი დიდად ვერ აღექვა, გულცივად მიიწევდა კიბისკენ იგრძნო კიდეც ქალის მზერა, ყველაფეის მიუხედავად ამ უცნობის ენერგიამ იმდენად ძლიერების პიკს მიაღწია რომ შეხედა ამ მზერას უტამ წამით, მიუახლოვდა მეტად და ნიტა ქებაძე რომ დახვდა მსხვერპლის როლში, უნენლიეთ შეანელა რიტმი, საშუალება მისცა კაცს ჯერ კიდევ გამოეხატა ტავისი დამოკიდებულება ნიტას მიმართ, მიეფერა ქვედატუჩზე კაცი და უხეშადვე მოიშორა ნიტამ, ხმა აღარ ამოუღია ქალს, როცა ალავიძის წაშლილი სახე შეამჩნია, კიბის საფეხურზე შედგა ფეხი უტამ მდორე სიარულშივე და გაშეშდა ისე დააკვირდა ახლოდან, - რატო მიშორებ? თუ ჩემთან არ გინდოდა რატომ შემომხედე? — უცინოდა კაცი და მის მაჯაში ჩავლებულ ხელს არ უშვებდა, მორცხვად დახარა თვალები და თავისდახწევისთვის ბრძოლაც შეწყვიტა ქებაძემ, წამით დააკვირდა უტა ნიტას ერთიანად გადაერთო მასზე, შემდეგ ერთბაშად მოაწვა ბრაზი ყელში, აღარც დაფიქრებულა დიდი ნაბიჯებით საფეხურებზე ასული ისე ეძგერა კაცს, წამოკივლებაც ვერ მოასწრო ნიტამ. თუ რამ ბრაზი ჰქონდა ყველაფრის უცნობზე ამონთხევას აპირებდა, კედელზე აკრულს გაშმაგებით უშენდა ძლიერ მუშტს ისე თითქოს მისი მოკვლა სურდა, მდორედ მაგრამ იმდენად ძლერად ურტყამდა, ტვალებს ძლივს ატრიალებდა უცნობი, იმდენად შეეშინდა ატირდა ქებაძე - უტა გეყოფა... — ჩაავლო მხრებში ხელი, როგორც კი საშუალება მიეცა, მაგრამ უტას მოზღვავებული ძალა ვენებში ულევი იყო ახლა. ასს, ათასს და ათიათას ასეთს ისე შეებრძოლებოდა მათი ნასახი არსად დარჩებოდა, ვენებში გრძნობდა ზიზღს და სანამ არ დაცლიდა მანამ ვერ მოისვენებდა - გეხვეწები უტა თავი დაანებე... — ატირდა ნიტა, არ ელოდებოდა უტას მსგავსსა და მოულოდნელ, მძაფრ რეაქციას, შემდეგ თითქოს იმედით გახედა ქალს, რომელთანაც უტა საუბრობდა წუთის წინ, იმედიანად შეხედა ფიქრობდა ის მაინც შეძლებდა უტას დაწყნარებას, მორბოდა მათკენ გაგიჟებული, თმა გაწეწილი - უტა! ხელი არ დააკარო!.. არავინ დაგინახოს უტა! — უყვირა ისე ჩაავლო ხელებში ხელი, მოურიდებლად ჩაეჭრა უტას მუშტებს, ნაცემი კაცის მსგავსად ჩაიკეცა ძირს და უტას ხელები ჩაიხუტა ტირილით... — წამით გაჩერდა ალავიძე დააკვირდა განადგურებულ ქალს ლამპიონის შუქზე - არავინ დაგინახოს... — ამოიჩურჩულა ტირილით ისევ, ათრთოლებული გასველებული ტუჩები მიაწება ალავიძის სისხლიან მუშტებს. იმ წამის გარდა მეტჯერ არ შეუხედავს უტას მისთვის, შუა საფეხურიდან ლამის ბოლო საფეხურამდე ჩაეყვანა კაცი, ნიტა კი დარჩენილიყო ადგილზე გაქვავებული, ჩუმად მყოფს აეფარებინა მუშტები პირზე და სდიოდა ცრემლები უხმოდ. გაინთავისუფლა თავი ქალისგან უტამ. ჩაავლო კაცს ხელები საყელოში, წამოაყენა და კედელზე ძლიერად ააკრო... მხოლოდ თვალები უჩანდა კაცს სისხლიან სახეზე, უძალო ხვნეშოდა მხოლოდ, ალავიძეს ყბები დაჭიმვოდა, თავადაც არეულად სუნთქავდა, უკუნითი, ბნელი შუშის თვალებით უყურებდა თავის ნახელავს, თავადაც ხვდებოდა ისედაც ცალი თვალით უგონოდ მაყურებელს აღარ ესაჭიროებოდა მეტი, მაგრამ მაინც ბრაზობდა, კედელზე აკრულს შეაჩერდა მძვინვარედ - ახლა მაინც შეეშვი უტა... — ნიტას ატირებული, მაგრამ მშვიდი, წკრიალა ხმა სულს მისწვდა ალავიძესთვის, მაშინ იგრძნო ალავიძემ,როგორ გაგიჟებით უძგერდა გული, ვერ გახედა ნიტას, ვერ შეხედა, უნებლიეთ ეცვალა შუშის მზერაც. - წავიდეთ უტა, გთხოვ... — დასძინა დაბალ ხმაზე, თავისი სახელი რომ მოისმინა მაშინ შეხედა უტამ შეშინებულს, ჩუმად რომ იწმენდდა თვალებიდან ცრემლებს. პროგრამულად შეუშვა კაცს ხელი მისთვის არც შეუხედავს, ისიც უძალოდ დასრიალდა კედლიდან ძირს და დაემხო ნიტასთვის უცნობი ქალის წინ, შეაჩერდა ნიტა დამშვიდებულს, მისთვის ჩვეული ორაზროვანი, ყოვლისმთქმელი მზერით, რომლისაც უტას იდეალურად ესმოდა. აიარა მდორედ რამდენიმე საფეხური, ნიტას წინ ჩამოდგა, მისი თვალებისთვის არ მოუშორებია მზერა, მაქსიმალურად შეამცირა მისკენ ნაბიჯი და უნებურადვე აეკრო გოგონა კედელს... ეკრობოდა კედელს და უყურებდა უტას, კდემამოსილი, იმედიანი და სანდომიანი მზერით, სწორედ ეს აგიჟებდა იმ წამს უტას, გრძნობდა, როგორ ენდობოდა ნიტა იმ წამს, როგორი იმედი ჰქონდა მისი და როგორი უტყუარი იყო საერთოდ ეს თვალები. - შეგეშინდა? — დაბალი იყო უტას ტემბრი - კი! ნახე რას დაამსგავსე — ჩამოუგორდა ცრემლები უხმოდ, დაებრიცა ტუჩები სატირლად, შეხედა ძირს დავარდნილ უცნობს ქალის ფეხებთან, ღრმად რომ ხვნეშოდა, შეშინებულს სდიოდა ცრემლები ნიტას მაგრამ მისი ხმა ისევ მშვიდი და დაბალი იყო, - ნიტაა... — დაიჩურჩულა ძალიან ახლოს, ქალის დანამულ სახესთან თითქოს ინანა მისი ასე შეშინება და მოითავსა მისი სახე ხელებში, - სულ კანკალებ, — მიეფერა სახეზე, უჩვეულოდ მშვიდი იყო თავად, იმდენად წყნარი, რომ არ სურდა გაეაზრებინა თუ როგორ ახლოს იყო ახლა ნიტასთან, როგორ ამშვიდებდა ეს ქალი, მისი ხმით მზერით და მისგან წამოსული რაღაც ამოუცნობი ენერგიით, დაჰყურებდა მოდუნებული მზერით თითქოს მხოლოდ შეხება იყო საკმარისი. - მეშინია... - ნუ გეშინია — უჩურჩულა ისევ, თვალები დაბინდვოდა, გული უცემდა მხოლოდ, უყურებდა ცრემლიან ყავისფერ თვალებს და მოსწონდა სიგიჟემდე, ნიტას დაბალი ხმა მოსწონდა, შიშისგან რომ არ კიოდა, სიმშვიდე რომ შეენარჩუნებინა - ასეთ დროს, თავის დაცვა უნდა ისწავლო, ნურაფრის გეშინია, მაღლა ბევრი ხალხია, ვინმე მაინც გაიგებდა შენს ხმას, - არ შემიძლია, — ამოიტირა დანანებით დახუჭა ძლიერად თვალები და საშუალება მისცა უტას თბილ ხელებს, მიჰფერებოდა სახეზე. - შეგიძლია ნიტა — უჩურჩულა ისევ, დაჰყურებდა ნიტას წამით რომ დაეხუჭა თვალები და მინდობოდა უტას, თითქოს დაუფიქრებლად, მხოლოდ გულის სურვილებს მიენდო იმ წამს, წასძლია სულმა ქალის სავსე გასველებულ ტუჩებს რომ დააჩერდა, ფრთხილად დაეკონა მის სველ ბაგეებს, იგრძნო როგორ არანორმალურად აუძგერდა გული ნიტას, მიუხედავად იმისა, რომ ის შიშისგანაც ძგერდა, ახლა თითქოს მკერდის გამორღვევას ცდილობდა, მაგრამ ნიტა როგორც ყოველთვის ვერაფერს აკეთებდა, მხოლოდ სულით ხორცამდე ეგრძნო მამაკაცის სურნელი, რომელიც სასუნთქ გზებს ერთბაშად უწვამდა და მთელს მის არსებას შეეგრძნო ალავიძეს ვნებიანი ტუჩები... ვერ შეძლო იმ წამსვე მოშორებოდა ქალს, ანდამატივით იზიდავდა თითქოს, ყოვლისმომცველი ძალა დასჭირდა რომ მოშორებოდა, დააკვირდა აცლოდან როგორ დაასორა ნიტამ ბაგეები ერთმანეთს, ლამის ჭკუიდან შეიჭრა შუბლზე მიადო წამით შუბლი თვალები დახუჭა უტამ ძლიერად მიაჭირა კედელს ხელი, თავის შეკავებას ეცადა, ზლივს გადალახა მისთვის ამოუცნობი გაჭირვება. შეაჩერდა ქალის დახუჭულ თვალებს, თითქოს გახელის ეშინოდა, თითქოს სირცხვილის ცეცხლი წაეკიდებოდა და უფერფლოდ დაწვავდა... - სახლში წავიდეთ! — ჩაილაპარაკა მის ტუჩებთანვე, ფრთხილად ჩაავლო ქალს ხელი , გახლართა ნიტამაც ტითები მოს ხელში, კიბეებზე ასულმა უკან მოუხედავად გაიყოლა... დაბნეული, გონება არეული, ახალი ემოციით სავსე, დაპროგრამებულივით გაჰყვა უკან შიშის გარეშე. დეზორიენტირებული იყურებოდა უკან, შიშით აკვირდებოდა დარჩენილებს, ჯერ ისევ ხმამაღლა ჩაესმოდა ქალის ტირილი, ახლაღა გადაეხარშა მის გონებას მოწყვეტილი ქალი, რომელიც მუხლებით უძალოდ დაეშვა ხრეშებში მაშინ როცა უტას ბაგეები მისას შეეხო... ახსენდებოდა იმ უცნობი ქალის ტკივილს პიკს მიღწეული მზერა, გულზე რომ იჭერდა ხელს ჩამუხლული. მიყვებოდა უტას, დააკვირდებოდა ხოლმე მათ ერთმანეთში ახლართულ ხელს და ხვდებოდა რა გააკეთა, მაგრამ არ შეეძლო რამის თქმა, ვერ იღებდა ხმას, მიჰყვებოდა და ყლაპავდა შიშის ნერწყვებს. ვერაფერს აკეთებდა, მიჰყვებოდა უტას, რომელიც დიდი ნაბიჯებით მიიწევდა სასტუმროსკენ. გზადაგზა ბოჭავდა ნიტას ეს ყოველივე, ახსენდებოდა თითოეული მომენტი, თითოეული მისი ქცევა, მისი მზერა, პირველი დღე, რომლის შემდეგაც უტას შავი თვალები არ დავიწყებია, ის განცდილი წყენა, როცა უტას თიკომ მამა დაუძახა, როცა ხედავდა კაფეტერიაში მსხდომარე წყვილს, ახსენდებოდა სანაპიროზე მდგარ ქალთან ეს მამაკაცი და სასოწარკვეთილებას აეტანა, უთრთოდა ბაგეები ცოტახნის წინ სიამოვნების უკიდურესობაში რომ გადავარდნილიყო, ის სასიამოვნო ჭვალი ახსენდებოდა სხეულში, სადღაც გულთან, ძალიან რომ ესიამოვნა და ახლა ტკივილს ჩაენაცვლებინა ეს სიამოვნება და მაინც რატომ დააინტერესა? რატომ გაჰყვა უკან? ალბათ იმიტომ რომ ეგონა მისი ცოლი დახვდებოდა... მიჰყვებოდა უკან და ხვდებოდა როგორ უპატივცემულოდ მოექცა უტა, როგორ გაასწორა მიწასთან მისი თავმოყვარეობა და ტუჩები სატირლად ებრიცებოდა, პატარა საფეხმავლო გვირაბი უნდა გაევლოთ, ირგვლივ არავინ იყო, წამით დახედა უტას ჩავლებულ ხელს მის ხელზე და გაჩერდა, სასტუმროში შემავალი იყო გვირაბი, გაცბუნებულმა შეხედა ალავიძემ, დააკვირდა ჩაფიქრებულს. ნიტა კიდევ მეტად დაიბნა, განა სად მიჰყავდა ახლა? იმ სასტუმროში სადაც მისი "ცოლი" და "შვილები" ცხოვრობდნენ? ამდენად ურცხვი იყო ეს კაცი? შოკისგან წაივლო თმაზე ხელები ქალმა და ძლიერად კრა ხელი მიახლოებულს, მძვინვარედ შეხედა მის ღამესავით ბნელ თვალებს, - რა მოხდა? — გაოცება ვერ დამალა უტამ, შეჭმუხნა წარბები გაკვირვებისგან - როგორი ამაზრზენი ხარ! ჯანდაბაა...— ნერვოზულად მოისვა ხელი შუბლზე, დაებრიცა სახე. გაკვირვებისგან დაემანჭა სახე ალავიძესაც - რა?! — შეჭმუხნა კოპები უცოდველივით, - ან როგორ ბედავ საერთოდ?! სინდისი სულ არ გაგაჩნია? - რას ლაპარაკობ?! — გაღიზიანდა ალავიძე - უსირცხვილო ხარ!.. უსირცხვილო ნაგავი! - ნიტა რას ბოდავ?! — ბრაზითა და მძვინვარებით გადადგა ნაბიჯი მისკენ, - არ მომეკარო! — იყვირა და გახტა უკან, მაშინვე ადგილს მიეყინა უტა, დააკვირდა საოცრად გარდაქმნილ ქალს, - ვითომ კარგი მამა ხარ! ვითომ ყურადღებიანი მეუღლე არა?!.. - რა?! — სახე სულ მთლად დაემანჭა გაკვირვებისგან, ისე გაჩუმდა ისე დაფიქრდა თითქოს მართლა იხსენებდა ჰყავდა თუ არა ცოლ-შვილი, - ჯერ თიკოსთან ერთად აუზში ჩამოდიხარ! შემდეგ საკუთარ მეუღლეს თვალებში უყურებ და ატყუებ! როგორ დავიჯერე? როგორ დავიჯერე იმ დღეს შენი თვალები?! — ადგილზე ვერ ჩერდებოდა, ბოლთას სცემდა ქებაძე, თითქოს საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რომ ვერ მიხვდა, ვერ მიხვდა "სიმართლეს", მაგრამ თუ ასე ცუდი და აუტანელი იყო, რატომ იმ წამსვე არ გაექცა ამ კაცს? რატომ უყვებოდა ამ ყველაფერს, თუ ხვდებოდა როგორი საშიში იყო ალავიძე - ნიტა რა სისულელეებზე ლაპარაკიბ ხვდ... - ხმა აღარ ამოიღო! შენც ისეთივე აუტანელი ხარ როგორც ის კაცი! მეგონა მართლა კაცი იყავი! მეგონა... ჯანდაბა... მეგონა გიყვარდა შენი ცოლ-შვილი, მეგონა... თავიდან მეგონა ის ქალიც სანაპიროზე უბრალოდ ვინმე ისეთი იყო, სამსახურიდან ან ვინმე ნაცნობი და შენ?!.. — მოისვა ტუჩებზე ხელი, ისე გადმოყარა ცრემლები თითქოს ზღვას დააყენებდა ახლა, სტკიოდა თავისი პირველი კოცნა რომ დაკარგა ისეთ მამაკაცზე, როგორიც მის თვალში ახლა უტა ალავიძე იყო, აგიჟებდა ის ფაქტი რომ რამდენიმე წუთის წინ ამ კაცის სიახლოვე გონებას ურევდა, მისი სურნელი სიამოვნებდა, მისი ხელები, მისი შეხება მოსწონდა. - როგორ ბედავ საერთოდ რომ მოდიხარ და მკოცნი?! ნაგავი ხარ! მეზიზღები! — ჰკრა ისევ ძლიერად ხელი, სიტყვის თქმის საშუალებაც არ მისცა ისე მოწყდა ადგილს, გაიქცა თითქოს ბანდიტი მისდევდა მოსაკლავად... - ღმერთო გადმომხედე... — შეევედრა ალავიძე, ცაში აღაპრყრო ხელები და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, თავზარდაცემული, გაოგნებული ჯერ აზრზეც კი ვერ მოსულიყო... შოკის ფონზე უყურებდა გაქცეულს როგორ მიიმალა, თუმცა მიიღო ალბათ ისეთივე დაუმსახურებელი სიტყვები ნიტასგან, რომელიც ცოტახნის წინ ალბათ ასევე დაუმსახურებლად უწოდა ატირებულ სასოწარკვეთილ მასზე შეყვარებულ ქალს.... ..... - სად ხარ? — აღელვებული ხმა ჰქონდა რატის - სასტუმროში ვარ. - არ უნდა მითხრა რო მიდიხარ ბიჭო? მთელი ბათუმი მოვიარე, ახ***ო შენ! დაგერეკა და ისე მაინც გეთქვა! ვანგა ხოარ ვარ მეგრძნო კარგად ხარ... - აუ არჩემ თუ ძმა ხარ რა! - ახ***ი ხარ! სბოგამ! — და ისევ გაილანძღა ალავიძე..., ხვდებოდა რატი ახლა, როგორი ნასვამი იყო, არც კი გაბრაზებულა ან კი გასაბრაზებლად საკმარისი ლანძღვა ვერ მიიღო ძმაკაცისგან ისეთები მოესმინა რამდენიმე საათის წინ. იწვა უტა უკვე დიდი ხანი იყო და შეუჩერებლად ფიქრობდა მომხდარზე, უჩვეულო მიზიდულობაზეც და საერთოდ ნიტაზე. თავიდან არ უვარდებოდა კოცნის გრძნობა, ასეთი რამ არ დამართნია ამ კაცს აქამდე, ოსე გაუჭირდა მოშორებოდა ან კი მოშორების შემდეგ, რად დაუჯდა რომ ხელახლა არ დაკონებოდა მის ტუჩებს, ახსენდებოდა და ძლიერად ხუჭავდა ყოველ ჯერზე თვალებს. გვიან გაახსენდა რატი, იცოდა მასთან უნდა მისულიყო, მარტო არ უნდა დაეტოვებინა, დიდხანს ელოდა და რომ აღარ მივიდა თავად წავიდა მის მოსაყვანად... .... საათი რვის წუთებს უჩვენებდა, ისედაც ნათელ ოთახში, დღის მჭრელი შუქი აღწევდა და მთელი ოთახი გაენათებინა. საწოლის ცალ მხარეს ჩამომჯდარი ფიქრობდა ალავიძე დილიდანვე, ჩაერგო თავი ხელებში, იატაკისთვის გაეშტერებინა თვალი და ისე გართულიყო ფიქრებში, რომ გეკითხათ თუ რაზე ფიქრობდა პასუხსაც კი ვერ გაგცემდათ. მის ცხოვრებას ახალი პრობლემა ნიტა ქებაძე შეჰმატვოდა, რომელიც იმდენად აბნევდა და გონებას ურევდა, სხვა პრობლემებზე ფიქრი მხოლოდ ფიქრად რჩებოდა, რადგან მისი გადაჭრის ამბავს ვეღარ სწვსებოდა. დათვივით ზმუილსა და კრუსუნზე, საწოლისკენ არ გაუხედავს, ზმუილს პასუხად ღრმად ამოხვნეშა დააყოლა. - ტარიელ... შენ არ გძინებია? — ნამძინარევ ხმაზე გახედა ახლად გაღვიძებულ ჯერ ისევ თვალებ მოჭუტულ არჩემაშვილს, მცირედ რომ წამოწეულიყო იდაყვებით საწოლზე და უცქერდა ჩაფიქრებულ ძმაკაცს - შენს გვერდით დამწოლს ვგავარ? - ეგრე ცხენივით უნდა დაგაყენოს კაცმა და არც უნდა ჩამოგაჯინოს — გაბრაზდა უეცრად, წამოიწია საწოლიდან - კაი რას იგესლები დილაადრიან? ნერვებს მიშლი! - გამომიწვიე! ვაფშე აქ რატო ვარ? — მოავლო ოთახს თვალი - აბა სად წამეყვანე? - ჩემს ოთახში, - ოთახი აღებული გაქვს? — შეუტრიალდა სრულად - მოიცადე აბა მართლა შენს გვერდით დაწოლას ხომ არ გადავწყვეტდი? ასეთი რა გამიჭირდა ცხოვრებაში?! — სიცილი გაერია ტონში, როცა იტას მოწოლილი ბრაზი იგრძნო - ააცვი ეხლა აქედან! — მძიმედ დახუჭა თვალები უტამ, თავი სეიკავა თითქოს, რომ შუაზე არ გაეგლიჯა ეს ახმახი - გეკითხა მიმღებისთვის, - ღამის 3 საათზე იქ არავინ დგას! და მე საიდან მეცოდინებოდა რომ სასტუმროში ადგილი უკვე დაჯავშნილი გქონდა ?! - იდიოტი ხარ ძმაო! — წამოდგა ფეხზე - დაახვიე აქედან! - ნუღა მიმატებ თავი რომბივით მაქვს ისე მტკივა... — წამოიწია იძულებით წელს ზემოთ შიშველი... გაჩუმება ვერ მოასწრო სიმშვიდე ისევ ერთბაშად დაირღვა - უტააააა — ტყიურივით შემოგლეჯილ კარზე მოჩვენებითი შეკივლებით გახედა რატიმ კარებს და წელს ზევით შიშველმა, სწრაფად აიფარა პლედი ნავარჯიშებ სხეულზე. დანახვისთანავე ადგილზე შედგა შემოვარდნილი თიკო - რატი? — პირი დააღო მოულოდნელად რატის დანახვისას, ჯერ შეათვალიერა ნახევრად შიშველი, შემდეგ მოსწყდა ადგილს და სხარტად გაექანა მისკენ - უიმე, შენ ხარ? — პლედი მოიშორა და მასზე სიყვარულით მიკრობილს, მკლავებში დაავლო ხელი ერთიანად ააფრიალა ჰაერში მარდად და ისევ ხელებში დაჭერილი ჩაიხუტა, იმდენად ძლიერად რომ მის კუნთებში სახე მოყოლილს დაპრუწა ტუჩები სახე გაჭ....ტილდ - აქ საიდან გაჩნდი? - როგორ ფიქრობ შენი უფროსი ძმა უჩემოდ დაიტოვება? — ალმაცერად გადახედა ძმაკაცს და თიკომაც გულიანი სიცილი ატეხა, ერთიანად გაუცისკროვნდა თვალები გოგოს. ერთხანს აცადა უტამ მათი დიალოგი შემდგარიყო - თიკო მე და შენ საქმე გვაქვს! — მკვახედ ჩაეჭრა საუბარში უფროსი ალავიძე და ულმობელი მზერით შეაჩერდა - რას იბღინძები დილა უთენია უტა? ხასიათს არ გაუფუჭებ ჩემ გოგოს იმედია! — ფიქრები არ დამალა რატიმ - შენ გადი საერთოდ, შემოსახლებული ეს! - დაგჭირდები შენ! — გამაფრთხილებლად დაუქნია საჩვენებელი თითი, ბავშვი ძირს დასვა მაიკას დაწვდა და კარებისკენ ისე წავიდა ალავიძესთვის თვალი არ მოუცილებია, კარში გავიდა თუარა, წინასწარი ხიფათის მოლოდინით, დინჯად ჭკვიანად და მრავალი აზრის არევით შეაჩერდა თიკო ძმას, მომთაფვლელი, მაცდური მზერით - მოდი აქ თიკო! - ასეთი რა გავაფუჭე? — ტუჩები დაებრიცა თიკოს, ასეთი მკაცრი მაშინაც კი არ ენახა მისი ძმა როცა ძალიან ცელქობდა. როცა თავად უტამაც გაიაზრა მისი ტონი როგორი მომთხოვნი და პირქუში მგზნებარებით სავსე იყო, დამნაშავედ და თანაც საკუთარი თავის კონტროლის მოსაპოვებლად, ჩამოისვა სახეზე ხელები. - არაფერი უბრალოდ.... მოდი აქ... — ეცადა ტემბრი შეეცვალა და როცა მაინც შიში იგრძნო ტიკოს ნაბიჯებში, მცირედ გაიღიმა - მოდი, მოდი — მუხლზე თავადვე ჩამოისვა, - შენ დაგეგმილი გქონდა რომ ნიტას ისე სცოდნოდა ვითომ მე მამაშენი ვიყავი? - რა?! — გაოგნებულმა გადასწია თავი გვერდით. ისევ მიხვდა, როგორ სულელურად დაუსვა კითხვა უტამ, ჩარგო ხელში თავი, დაბნეული იყო თავადაც, ვერაფრით დაელაგებინა სიტყვების დასაწყისი თანმიმდევრობით - კარგი მაპატიე... ანუ იმ დღეს, როცა მამა დამიძახე... - ჰო მე მხოლოდ შენი გაბრაზება მინდოდა, - კარგი და ნიტასთან ძმა არცერთხელ დაგიძახებია ჩემთვის არა? - არა ძმაო, უტას გეძახდი მხოლოდ. - ოხ თიკო შარი ხარ! — გაეცინა მის მიმართვაზე, - რა გავაფუჭე? — გაუფართოვდა თვალები, კრავის, უცოდველი მზერით - წარმოიდგინე ნიტას ჰგონია რომ მე მამაშენი ვარ. - რა? — ახარხარდა ბავშვური, ლაღი კისკისით, - ხო! ჰგონია რომ შენ, ლიკა და ილია ჩემი შვილები ხართ, - არა მე მხოლოდ გიორგი მამა მინდა,— ნაწყენმა ჩაიბუტბუტა - ჰო! ლოგიკურია..., გიორგია ჩვენი მამა, მაგრამ შენ რომ იმ დღეს მამა დამიძახე მას გაუგია, მას მერე მამაშენი ვგონივარ, ხვდები რა შარია? - უტა, არ მინდა მე შენი მამობა, - ხოდა აწი, აღარ ცადო ჩემი გაბრაზება შენ ჩემი პატარა გოგო ხარ... - და შენ ჩემი ძამიკო ხარ, - რა თქმა უნდა! — მიეხუტა ღიმილით - მამიკო როდის ჩამოვა? - და არ ჩამოსულა? - არა, მე რომ შენთან გამოვედი არავინ მოსულა, დედას ეძინა, - ოოხ თიკო, დედას არ გამოეპარო ხოლმე ახლა რომ გაიღვიძებს და შენს ოთახში არ დახვდები ხომ ინერვიულებს?! - მიხვდება რომ შენთან ვარ - მაგრამ მაინც კარგი? - კარგი - ჩემი გოგო ხარ! — ფრთხილად აკოცა მის ფუმფულა ბავშვურ ლოყებს, იგრძნო ნაცნობი სურნელი და მილულა წამით უნებლიეთ თვალები, წარმოუდგა გონებაში როგორ ნაზად შეეხო წუხელ ქალის ტუჩებს ერთიანად გააცია, ღიმილი გაუკრთა უნებურად, რაღაც კმაყოფილების, გრძნობაც დასთამაშებდა მალულად - ნიტას სუნი აგდის... - რა?! — გაეცინა თიკოს, ძმის ხმადაბალ ბუტბუტზე - არაფერი! არ მეძინა და ცოტა ცუდად ვარ, - რატომ არ გეძინა? რატომ არ დამიძახე? შენთან დავიძინებდი და დაგეძინებოდა, - ის პარაზიტი შემომეკედლა, - რატი? - ხო რატი, — უკმაყოფილოდ ასწია პლედი და ასწია ფეხები საწოლზე - დედას გაუხარდება მისი ჩამოსვლა, ყველანი აქ ვართ ნეტა ძია სავაშიც და ნინო ბიცოლაც აქ იყოს, ყველანი აქ ვიქნებოდით, - ოო თიკო ბარემ ჩვენი სახლიც აქ გადმოგვეტანა, — გაეცინა უტას - ჰო ძალიან მომენატრა, მისი ლაბირინთივით ოთახები... - სულელი ყავხარ მამაშენს — ახარხარდა უტა, - დაიძინე თორემ ისევ ნიტაში აგერევი მერე - გოგო! რანაირად ლაპარაკობ? შაქარი შენი სიცოცხლე არ გაგისინჯავს?! - არც თაფლი ძმაო, ვერ დამატკბობს ვერაფერი, სიმართლე ვთქვი მე - შენ არავიში არ ამერევი!, თან იმ გოგოზე ნაწყენი ვარ, - მომიყევიი, როდის მოასწრო შენი წყენინება? — შეხტა საწოლზე არ აცადა უტას დაწოლა, - ნუ ხარ ჭორიკანა, ყველაფერი ხომ არ უნდა იცოდე? - მოიცადე ანუ არც შენ უნდა იცოდე ჩემზე ყველაფერი? - მე უნდა ვიცოდე! - შენ რა უფლებით თუ მე არ მაქვს უფლება ვიცოდე? - გოგო ენა გამოყავი, ცოტა პესოკი მოვაყაროთ, რა ენამოსწრებული გახდი. ჩვენს გვარში შენ ერთი ხარ თხა! - მერე ხომ გიყვარვარ? - თხა რომ ხარ? - ჩემი თხობაც ხომ გიყვარს? შეხტა ფეხებით საწოლზე და უტას მუხლებზე დაეკონწიალა, - რა ცელქი ხარრ! — სცილით გააწვინა საწოლზე და რბილი შეხებებით მოუღუტუნა გახალისებულს.... .... მთელ დღეში, ორჯერ წააწყდა ნიტას, ამოუცნობი ზიზღით უმზერდა ქალი, ისე შეხედავდა ხოლმე მთელ სხეულში ეკალ ბარდები უვლიდა ალავიძეს. მისი გამოჭერაც ვერ შეძლო, რომ დალაპარაკებოდა, ერთად რომ ამოეძირკვათ ეს საშინელი გაურკვევლობა. როგორ უნდოდა ნიტას ქალური სოლიდარობა გამოეხატა და მისულიყო ირმასთან ამ ამბის სათქმელად, უტას ჩასაშვებად, ისე გაერთობოდა ამ პროცესით, მეტად საჩოთირო საყურებელი ამბისთვის, მაგრამ ნიტა, ახლოსაც კი არ ეკარებოდა. სულაც არ მოსწონდა უტას ეს სიშორე, ყოველ ჯერზე თვალმოუშორებლად აკვირდებოდა ამ ქალს, იქნებ ნიტას ერთხელ მაინც დაეჯილდოვებინა მზერით. ამხელა ქალაქში ერთ სასტუმროში მოხვდნენ, ერთ სართულზე, უტას ჯერ კიდევ ჰქონდა ერთი შანსი, მასთან სასაუბროდ, და თან მას ნიტას დღიური ჰქონდა... .... გვიანი იყო, უკვე დაბნელებული, ბათუმში ჩვეულად წვრილი წვიმა ცრიდა, ეს უკვე ბათუმის ტრადიცია იყო. დაღლილი ადიოდა ქებაძე ოთახში, მოთენთილი მძიმე ნაბიჯებით, სწორედ მაშინ წააწყდა ჩამომავალ ალავიძეს, ერთობლივად შედგნენ ადგილზე, გაქვავდნენ ერთბაშად, გულზე მიიჭირა ნიტამ ხელი თითქოს თავხედურად არეულ გულისცემას ასე დაარეგულირებდა, სწრაფად სცადა გვერდის ავლა, სწრაფი ნაბიჯებით ავიდა კიბეებზე, თუმცა უტა სწრაფად ჩაეჭიდა მის ხელს - გამიშვი! — მოუტრიალდა აალებული - არაფერს გიშავებ დამშვიდდი... მე... - არ მაინტერესებს! გამიშვი ხელი! — სახეზეც კი არ უყურებდა, მტკიცე იყო მისი ტონი, იატაკისთვის გაეშტერებინა თვალი და აღელვებულს ღრმად ადი-ჩაუდიოდა მკერდი, - რატომ არ მიყურებ? - შეიძლება გული ამერიოს! — უხეშად აიქნია ხელი შეაჩერდა წამით თვალებში, მკაცრი მზერით და როგორც კი კაცის ხელი მოიშორა მაშინვე მოსწყდა ადგილს... - რა ტყუილად ვილანძღები! — დაიგმინა და წამით იფიქრა ახლა დაეწეოდა იძულებით წაიყვანდა დედამისის წინ და ყველაფერს მოასმენინებდა, თუმცა ისევ შეინარჩუნა სიმშვიდე... ალბათ ელოდა რაღაც განსაკუთრებულ მომენტს... ... რაღაც ახალი იყო ალავიძესთვის გრძნობა, რომელსაც მშვიდად ვერ იღებდა. არ ასვენებდა ფაქტი, რომ ნიტა მასზე არასწორად ფიქრობდა... უჩვეულო კაეშანს მოეცვა უტა და თითქოს არაფრის საშუალებას აღარ აძლევდა, ბოჭავდა, აბრკოლებდა. მონოტონური გამხდარიყო ეს უკანასკნელი და სწორედ ასეთ მის ცვლაში კიდევ ერთი დღე დასრულებულიყო... ფიქრობდა მის ძველ ურთიერთობაზე, განა აქამდე არ უკოცნია, სწორედ იმ ქალისთვის ვიზეც იძახდა რომ უყვარდა, განა აქამდე არავის მოფერებია? მაგრამ მსგავსი აქამდე არაფერი განეცადა, არასდროს გასჭირვებია კოცნის შეწყვეტა და მოშორება. აბნევდა ეს ფიქრები და ყოველ გახსენებაზე ძლიერად ხუჭავდა თვალებს, სიგიჟემდე მოსწონდა ის ფაქტი, ის საქციელი, როგორ დაეშორებინა ნიტას სავსე ტუჩები ერთმანეთისთვის, გასველებული კოცნისგან გაუფერულებული ერთიანად აჟრიალებდა გახსენებაზე, ხვდებოდა იმ წამს ნიტასაც იგივე სურდა და შემდეგ სრულიად გარდაქმნილიყო. კაფეტერიაში გვიანობამდე შემორჩენილიყო უტა, სასტუმროში ჩალაგებული, ძალზედ განახლებული, რამდენიმე გვერდიანი, გაზეთის ნაბეჭდი წიგნი გადაეშალა და ინტერესით კითხულობდა, უინტერესოსა და გამოუსადეგარ ინფორმაციას, მაგრამ თითქოს ფიქრებით ისევ სხვაგან იყო გონებამდე არაფერი მისწვდომია. წამოდგა გვიან დასასვენებლად აპირებდა წასვლას ხვდებოდა მისი ღამის თევები ნორმის ფარგლებს სცდებოდა, მის ეთიკასა და დისციპლინას ეომელიც აქამდე მნისვნელოვანი ოყო მისთვის. გამოსულს მისაღებში დივანზე ჩამომჯდარი ნიტა რომ ნახა წამით გაოცებისგან ეცვალა მზერა, შემდეგ კმაყოფილებისგან უხმოდ მივიდა, ტელეფონში გართულ ქებაძეს არც კი შეუმჩნევია როდის ჩამოუჯდა ალავიძე გვერდით, ისიც ჩუმად ჩამომჯდარი უსმენდა მოსაუბრეს - მალე მოდი, უკვე დავიღალე აქ ჯდომით, ოთახში დაგელოდები — დაბალი, დაღლილი და მკაცრი ტონი ჰქონდა ნიტას, - უკვე ნახევარი საათია გელოდებით! ისედაც ძალიან გვიანია, მე თქვენთან ერთად ვეღარ გამოვალ, ყველაფერს თავისი დრო აქვს! — გაისმა ისევ მისი მკაცრი ტონი და უტაც ღიმილით უსმენდა მის პირქუშ ტონს. - აქამდე გეთქვათ! მე უკვე ვთქვი არა და ჩემ სიტყვებს ნამდვილად არ გადავახტები! — როგორი ჯიუტი და პრინციპულო იყო, - არაფერი დამაკლდება, ნახვამდის — ირონიულად გადააქნია თავი სწრაფად გათიშა და ხმამაღლა ამოიხვნეშა, მაშინ შეამჩნია გვერდზე რომ ვიღაც ეჯდა, შეკრთა წამით, მოულოდნელად კი უტა, რომ დაინახა სიმშვიდე და ბრაზი ერთად მოაწვა, აატრიალა თვალები, მაგრამ ენერგია გამოცლილს არც ყვირილის და არც სცენების დადგმის თავი ჰქონდა - ისევ შენ! — დაისისინა უკმაყოფილოდ - და ფიქრობ რომ გავქრები? ერთ სასტუმროში ვართ ნიტა. - რა გინდა?! უთავმოყვარეობის პიკს აღწევ? თუ მაინცდამაინც ჩემს მოთმინებას ცდი? — მშვიდი იყო ნიტა, მხოლოდ სიმკაცრე გარეოდა ხმაში - სიმართლე გითხრა სწორედ მაგის იმედი მქონდა,— გაეღიმა უტას, მაშინვე შეეკრა წარბები გაკვირვებისგან ნიტას - რა?! - იმედი მქონდა რომ ჩამიშვებდი-მეთქი - გააფრინე? შეშლილი ხარ? — თვალები აერია ამ უკანასკნელს უტას ხმამაღალ სიცილზე, გული ისე აუჩქროლდა ღელვისგან საკუთარი თავი შესძულდა ამ მამაკაცის მიმიკასა თუ საქციელზე რომ ასე დაუკითხავად აწვებოდა მრავალი ემოციები, თითქოს საკუთარი თავის კონტროლი დაეკარგა. - შეშლილები გიზიდავს ნიტა? — ერთიანად ეცვალა ნიტას სახე, სწრაფად წამოდგა ფეხზე და მძვინვარედ შეაცქერდა, წამოდგა უტაც და ჩამოუდგა წინ, დაუდევრად - როგორ ბედავ? - დიდხანს ვფიქრობდი ჩვენს კოცნაზე... ვერაფრით გავიხსენე შენი წინააღმდეგობა, ან რამე მიმიკა, ან კი მანერა იმის მისანიშნებლად რომ ან არ გინდოდა ან არ მოგეწონა ის კოცნა, არა? — თამამად წამოიწყო უტამ, მაშინვე მწარედ იგრძნო ლოყაში ნიტას გარტყმული სილა, თვალები მძიმედ დახუჭა ნატკენი ლოყის მხარეს მოისვა ენა შიგნიდან და უკვე რომ ყბებ დაჭიმულმა შეხედა ქებაძეს , გოგო ადგილს საჩქაროდ მოწყდა, წამებში აირბინა კიბეები და თვალს სრულად მოშორდა, გააღრჭიალა კბილები უტამ და ნატკენ ლოყაზე მოისვა ხელი... - მაინც გამოგიჭერ, შენთვითონ მოგინდება ჩემთან ლაპარაკი აი ნახავ! — მართლაც მანიაკივით ჩაიდუდღუნა და აუყვა კიბეებს თავადაც... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


