ხუთი წამი (თავი 9)
..... საკმაოდ შორ გზას დაადგნენ, მაგრამ ისე უჩუმრად თითქოს ნაწყენები ყოფილიყვნენ ერთმანეთზე, დუმდა ორივე, ჩუმად გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს, ერთი საჭის მართვით ირთობდა თავს, მეორე კი გზის ყურებითა და უსაზღვრო ფიქრით... ღელავდა, განიცდიდა და ისე ძლიერად, რომ ეს ღლიდა და ძალას ერთბაშად აცლიდა. ფიქრობდა ნიტა, თუ რა უნდა გაეკეთებინა ხვალ, მაშინ როცა უტას დაბადების დღე იყო, მაშინ როცა არანაირი იდეა ჰქონდა თუ რას აჩუქებდა საყვარელ ადამიანს, თუ რით შეძლებდა მის გახარებას... ეს მდუმარება კი ალავიძემ დაარღვია, როცა მიხვდა როგორ გამწყრალებივით ისხდნენ, - რაზე ფიქრობ? — ხმაზე შეხტა ქებაძე, გახედა დაბნეულმა ჯერ და შემდეგ მოეგო გონს. წამით დაფიქრდა ეთქვა თუ არა მისთვის სიმართლე - მე?... რატომ არ მითხარი ხვალ რომ შენი დაბადების დღე იყო? - არ გამხსენებია, შენ საიდან გაიგე? - თიკომ მითხრა, მაგრამ არ გიფიქრია უტა, რომ მენდომებოდა მცოდნოდა, რომ მენდომებოდა რაღაც მეჩუქებინა შენთვის... - კარგი რა, ამაზე მაინც ნუ ვიკამათებთ, ვერ ვიტან რამეს რომ მჩუქნიან, ვერ ვიტან, როცა ჩემს დაბადებისდღეს აღნიშნავენ... - და რატო? რა მიზეზით უტა? რთული ბავშვიბა გქონ... - არა, იდეალური ბავშვობა მქონდა! მე მართლაც ბავშვობა მქონდა... - რა მიზეზით აბა? — არ მოეშვა მაინც გახედა უტამ, წამით გაეღიმა ქალის სიჯიუტეზე, - ბავშვობაში, ვიცოდი რომ დიდი შემოსავალი არ გვქონდა, ვიცოდი რომ უჭირდათ ხოლმე გადახდა და საკმაოდ ძვირიც ჯდებოდა... ვიცოდი რომ პატარა რამის ჩუქების გამოც კი დიდი შრომა სჭირდებოდათ ჩემებს... მერე უბრალოდ ავითვალწუნე, არც მე მსიამოვნებდა გადახდა და უაზრო გართობები, აღარც საჩუქრები მახარებდა, შემდეგ მოვედი აქამდე, ეს უკვე ტრადიციად მექცა, ვერ ვიტან როცა საჩუქრებს მჩუქნიან ნიტა... და საერთოდ როცა ბევრჯერ ვერ მოსულან ჩემ დანადებისდღეზე ბავშვობაში იმიტომ რომ ფული არ ჰქონდათ მათაც რომ რამე ეჩუქებინათ ჩემთვის, ამან განაპირობა — წამით გადახედა გვერდით გაოცებულს გასახტებულად მჯდომს - არ მესმის... შენ რა ადამიანი ხარ? საჩუქარი ვის არ უხარია უტა, - მე! ... ამიტომ იმედია ჩემს დაბადების დღეზე საჩუქრებს არ დამანახებ... — აჰკრა თითები ნიკაპქვეშ დაბნეულს, - ვერ ვიჯერებ, რასაც ვისმენ... - ნუ ამუქებ რა! რა საჭიროა ეს საჩუქრები? - ელემენტარულია... - არ გვინდა კარგი? უბრალოდ არ მიყვარს ჩათვალე რომ ჩვეულებრივი დღეა - როგორც გინდა... — ეწყინა, აიჩეჩა მხრები - უკვე მომწონს — გადახედა ღიმილით და მეტად მიადგა გაზს ფეხი.... შეხვედრა ..... - ამდენხანს სად არის — უკმაყოფილოდ გადი-გამოდიოდა ქებაძე და ყოველ წუთში იყურებოდა გამოსასვლელისკენ... - აცადე ჩანთა აიღოს, დაქალებს დაელოდოს, რა მოუსვენარი ხარ, — მისწია გოგო თავისკენ. აღელვებული მზერით აჰხედა ნიტამ საყვარელ შავ თვალებს, შეაჩერდა ამ ბნელ, ღრმა, ღამესავით ჩამუქებულ თვალებს და აღარც სურდა მისთვის მოეშორებინა თვალები, - რა მოხდა? — იკითხა ალავიძემ დიდხანს რომ არ მოაშორა მზერა ნიტამ, - შენი თვალები... - რა ჩემი თვალები? - უტა ის მართლა შავია? თუ უბრალოდ ასე ჩანს? როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი შავი თვალები ჰქონდეს? გუგებიც კი არ გიჩანს... - როგორი სულელი ხარ... ზოგჯერ თიკოს მაგონებ, — საპასუხოდ სახე დაბრიცა ნიტამ, ზურგი აქცია და მასვე მიეყრდნო, არ დააყოვნა ალავიძის მკლავებმა, მოაქცია ქალი ძლიერ მარწუხებში და წელზე მოხვეული ხელის ნაზად თამაშიც დაიწყო... მაშინვე მოშორდა ალავიძეს ნიტა დედამისი როგორც კი დაინახა მისკენ წავიდა დიდი ნაბიჯებით და შემდეგ გაახსენდა მიტოვებული ალავიძე, გახედა ღიმილით, ნათელი თვალებით სიხარულისგან რომ უბრწყინავდა, - წადი მიდი... — ანიშნა ღიმილითვე ალავიძემ მისულიყო დედასთან, რომელმაც შვილი შორიდანვე ამოიცნო და გაკვირვებასა და სიხარულს ვერაფრით მალავდა, აეფარებინა ტუჩებზე ხელები და ლამის იყო ხტუნვა დაეწყო... უყურებდა ალავიძე ერთმანეთზე შერწყმულ დედა-შვილს, როგორ მონატრებითა და სიყვარულით ეხვეოდნენ ერთმანეთს, როგორ უციმციმებდა თვალებს მოშორებული ნიტა და როგორ დაუღალავად საუბრობდა სიარულშივე, მოყვებოდა ქალიც ღიმილით გაცისკროვნებულ თვალებს არ აშორებდა შვილს და მის დაუღალავ ემოციურ ლაპარაკს საგულდაგულოდ უსმენდა.... - კეთილი იყოს... — გაუწოდა ალავიძემ მომღიმარ ქალს ხელი, მოწიწებითა და სითამამით, - მადლობა... შენ ხარ ალბათ ის უტა - მე ვარ ის უტა... — გაეცინა ალავიძეს - ცუდად გამომივიდა, მაპატიე, - როგორ გეკადრებათ! მე ის უტა ვარ შვილი რომ უნდა წაგართვას... — გაიცინა ხმამაღლა და გადახედა დედის გვერდზე დედისთვის ხელკავ გამოდებულ ქებაძეს, - მთლად ასეც არ იქნება, დიდხანს ვერ დაგითმობ უტა... - კეთილი, დროის ფაქტორია, - ჰო? და შენ როდის მოასწარი ჩემი შვილის ასე შეყვარება? - ქალბატონო ხათუნა, მხოლოდ ხუთი წამია საჭირო ადამიანი შეგიყვარდეს და ზუსტად ათი წამია საჭირო ადამიანი ამ სამყაროდან გაქრეს, ეს იცოდით? - რა საინტერესოა... — გაეღიმა ქალს გადახედა ასევე მოცინარ შვილს, ყურებამდე ღიმილით რომ ედგა დედას გვერდით - საინტერესო დიალოგი იყო— დასცინა საკუთარ თავს ალავიძემ, - როგორ იმგზავრეთ არ მოგვიყვებით? მთელი ეს დრო ნერვიულობდა ნიტა თქვა რომ ძალიან დააგვიანეთ... — წინ წარუძღვა მანდილოსნებს ალავიძე შემდეგ კი გვერდით ამოუდგა, მცირედ წინ გაუშვა ქალბატონები და დააკვირდა დედა-შვილს, - მოდი არ გვინდა დიდგვაროვანი მიმართვები უშუალო საუბარი ჯობია თავი ძალიან დიდი მგონია მერე. გადაიდო ფრენა 2 საათით და მართლა დამაგვიანდა...— გამოსდო ხელკავი ალავიძეს ქალმა, მეორე მხარეს ნიტას და მათთან ერთად მიიწევდა წინ. - ალბათ მოშიებული ხართ, ნიტასაც არაფერი უჭამია დავსხდეთ სადმე მივირთვათ და შემდეგ წავიდეთ. - იცით.... თქვენ თუ არ გშიათ მე არაფერი მინდა, ერთი სული მაქვს მგზავრობას მოვრჩე, თორე უკვე ყელშია — გადაიკისკისა ქალმა. გადახედა უტამ ნიტას კითხვის ნიშნებით, სურდა თუ არა მას რამე, გააქნია თავი უაროს ნიშნად - კეთილი მაშინ როგორც თქვენ გსურთ — ერთობლივი მდორე ნაბიჯებით დაიძრნენ მანქანისკენ. მოეწონა ეს მაღალი, ვაჟკაცური იერის მამაკაცი, რომელიც ფიზიკურადვე ტოვებდა ფსიქიკურად გონებრივად ძლიერი მამაკაცის " ვაიბს" სხეულის ფორმები სახის ნაკვთები, შეუდარებელი იყო ალავიძე... კარები გაუღო ჯენტლმენურად მანდილოსნებს უტამ, - გავიგე კახეთში გქონია სახლი, - სწორად გაიგეთ - თელავში ალბათ? - ახლოს... - სად გაიცანით ერთმანეთი ბავშვებო? - იმედი მქონდა ამ საჩოთირო და უცნაურ თემას ნიტა მოგიყვებოდა და ავცდებოდი — გადახედა სიცილით ქებაძეს - ინტრიგანი ხარ შენ! — დაუწნია თითი ქალმა, მოუჭიტა თვალები და ინტერესით გადახედა შვილს ნიშნად რომ მზად იყო მოსასმენად - ჩვენ, საფეხმავლო ავარია მოგვიხდა... - რას ნიშნავს? — გაეცინა ქალს და წამით ჩაფიქრდა, - ჩვენ ორიდან რომელიღაცა შეეჯახა მეორეს მაგრამ ვერ ვამტკიცებთ რომ ჩვენს წინ არავინ არ ყოფილა მანამდე ვისაც დავეჯახებოდით... — აატრიალა თვალები ნიტამ და სასაცილოდ გახედა ალავიძეს - როგორ გაურკვევლად საუბრობ ნიტა... - არა, არა მართლა ეგრე იყო, მე მივდიოდი გზაზე მართალია ჩაფიქრებული ვიყავი, მაგრამ წინ ნამდვილად ვიცი რომ არავინ იყო გარდა გადასასვლელი გზისა და შემდეგ არსაიდან გამოჩნდა ნიტა მის დაქალთან ერთად და მეც ნიტას შევეჯახე, — მოჰყვა უტა ამბავს, - სინამდვილეში... მე და ელენე მივდიოდით, ნამდვილად ვიცი რომ ჩვენს წინ არავინ იყო, არც დამინახავს რომ მოდიოდა უტა და შემდეგ შევეჯახე... — ხან ერთს უყურებდა ხათუნა ხან მეორეს, აეფარებინა პირზე ხელი და ხმამაღლა ხარხარებდა, - "საბედისწერო ავარია"! რა სასაცილოები ხართ... - მართლა საბედისწერო იყო ის ავარია... - მე კი დამტოვე ლამის ხეიბარი, — გაეცინა ნიტას - ნუ დაიწყებ ისევ - არაფერსაც არ ვიწყებ... — გაუცინა სწერვულად და შებრუნდა კარისკენ, თითქოს გაუბრაზდაო... აი ასე მარტივად და თამამად გაიცნო ხათუნამ შვილის რჩეული, თავიდანვე შეგუებულიყო იმ ფაქტს რომ, ნიტას საკუთარი არჩევანი ჰქონდა, რომ უკვე ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი ქალი იყო და შეუყვარდებოდა ის ვისკენაც გაიწევდა მისი გული .... მშვიდი მგზავრობის შემდეგ, კარს მიადგა ალავიძე საკუთარ სასახლეს. მონატრებოდა ძლიერად, ახლა კი ცქმუტავდა სიხარულისგან როცა იცოდა გააცნობდა ნიტას ყველას. იმ ადამიანებს ვისთანაც გაიზარდა, წამით შესამოწმებლად გადახედა გვერდით მჯდომს, მშვიდად, რომ მიენაბა თვალები ცივ შუშაზე მიედო შუბლი და მშვიდად სუნთქავდა, შემდეგ სარკეში შეამოწმა ჩუმად მჯდომი ქალი, ტელეფონს ჩაჩერებოდა ინტერესით, მანქანა ეზოს გარეთ დააყენა, დიდი ხის კარის წინ შეაჩერა და ყურადღება რომ იგრძნო უკან მჯდომისგან დაიჩურჩულა მოვედითო... - როგორი მშვიდი ადგილია, მეზობლები არ გყავთ? - მეზობლებს ცოტა ამოვცდით, მაგრამ მაინც ხშირი მიმოსვლა გვაქვს ერთმანეთთან გაგაცნობთ მათაც მოგეწონებათ... - ამ კარებს გლეხობის არაფერი ეტყობა, რამხელაა, არაფერი მოჩანს... — საყვედურივით ჟღერდა ქალის სიტყვები, თუმცა უტას საყვედურად არ ჩაუთვლია დააკვირდა ქალს წამით როგორ გადავიდა მანქანიდან და ნიტასკენ ღიმილით გადაიწია, - მოვედით... შეძლებ გაღვიძებას? თუ მერე იყოს?.. — გაეღიმა ნიტას კრუსუნზე, მცირედ რომ წამოახილა თვალები, შეხედა ალავიძეს და ისევ მძიმედ დახუჭა, - რომელი საათია? — ჩახლეჩილი ხმით ამოთქვა, გაახილა მძიმედ თვალები და მთქნარებას მოჰყვა - 7 ის 20 წუთია... — თითქოს დაბნელების შიში იგრძნო ნიტამ, რომ ღამეში ვერაფერს დაინახავდა და ამ უკანასკნელს ზომაზე მეტად აინტერესებდა სად ცხოვრობდა ალავიძე, მკვირცხლად გაახილა თვალები... - ჩამოვედით? — წამოიწია უმალ - შემეშინდა... — გაკვირვებულმა დახედა გამოცოცხლებულს და ღვედი თავადვე შეხსნა... იდგნენ უზარმაზარი ოვალური კარის წინ, რომელიც სუროსავით შემოხვეოდა clematis ყვავილები, რამაც მანდილოსნების გული წინდაწინ დაიპყრო... თავად შეაღო ალავიძემ ეზოს კარი და წინ შეატარა გაოცებული დედა-შვილი, რომლებიც გაოცებითა და აღტაცებით შესცქეროდნენ ალავიძეთა განსხვავებულ სასახლეს, სოფლის თავში რომ იყო. მანამ კი სანამ სახლს მიუახლოვდებოდი, უნდა გაგევლო გამწვანებული ბაღი, უნდა გაგევლო თაღოვანი სტილის ტალავერი სადაც გაშენებული იყო უამრავი სახეობის ვაზი, ბილიკებს ულამაზესი ვარდები აცილებდნენ, გამწვანებულ ბალახს კი ქვევრიც ამშვენებდა, სიგიჟე იყო როგორ ჩამოდიოდა სახლს შორის მდინარე და როგორი საოცარი იყო ეს ადგილი, მისი იდუმალბით სიმყუდროვითა და განსხვავებულობით, ეზოში სამი ცალკეული სახლი იდგა, თუმცა ჯერ კი არ იცოდა ქებაძემ მოშორებით პატარა ხის დახვეწილი ქოხი, ისევ ვარდებსა და ყვავილებს რომ დაეფარათ გარედან რას მალავდა შიგნით... - მოვკვდი და სამოთხეში ვარ? — დაიჩურჩულა ხათუნამ და ფეხიც ვეღარ გადაადგა, გახედა ნიტამ ალავიძეს გაცბუნებულმა, ბრაზის გამო შემოპარვოდა მის მზერას კოპების შეკვრა - სად ვართ უტა? — მვინვარება იგრძნობოდა ქალის ხმაშიც, შეუტრიალდა და მჭახე მზერა ესროლა მომღიმარს, - სახლში ვართ რა გჭირს? — აიჩეჩა მხრები, მის უხასიათობაზე - სახლში? როგორ სახლში უტა? ეს სახლს გავს?.. — სიტყვა აღარ დასცალდა ნიტას, სახლის გვერდით შესასვლელიდან კაცი გამოვიდა თუ არა, ხელებ გაშლილი წამოვიდა ალავიძესკენ, განსხვავებულად აუციმციმდა იმ დრო თცალები ამ უცნობს, დააკვირდა ნიტა ინტერესით - ჩემო ფაშავ დაბრუნდი? — მოეხვია მაშინვე, — იცნო ნიტამ მიმართვა, აწკიპა წარბები ჰაერში და მორიდებით გადაიწია ყურსუკან თმა, - როგორ არ მიყვარს ხოლმე უშენო დღეები, — შეტრიალდა უტას გვერდით მდგარს ხელზე ეამბორა ნაზად, ასევე მიესალმა ხათუნას - ასეა ძია სავაშ შეჩვევის ამბავია, — დაუტყაპუნა ხელი მხარზე, კაცი მოწიწებით და დიდი პატივისცემით მიესალმა მანდილოსნებს კიდევ ერთხელ თავის დაკვრით და ღიმილით, იძულებული იყო ნიტაც ღიმილით შეხვედროდა ამ უსაყვარლესს მამაკაცსს, იცნო კაცმა ქებაძე ხანგრძლივი მალული მზერა დააჭდო უზადო ქალს და ამაყად გასწორდა მხრებში ისე გადახედა უტას - შემოდით, მობრძანდით, ნინოს ვეტყვი ახლავე გააწყობს მაგიდას, - ხო რა სთხოვე ძია, არაფერი გვიჭამია, — დაიწუწუნა და იქვე გახედა გვერდით მდგარს, ღიმილი რომ საჩქაროდ ჩაანაცვლა და მხოლოდ უტას რომ უბღვერდა - მოდი კეთილი იყოს ჩემო ლომო... ამდენხანს ნუ წახვალ ხოლმე უტა ვნერვიულობთ - რა განერვიულებს ძია სავაშ, თქვენ არ მეჩხუბებოდით ცოლი მოიყვანეო? ხოდა მოვიყვანე აქ რა გამაჩერებდა უიმისოდ, - რა ტყუილად ნერვიულობდი დამიწუნებსო — გაეცინათ. მიაბიჯებდნენ ღიმილით კმაყოფილი სახით, უსმენდა ხათუნა ღიმილით და მიჰყვებოდა უკან, ნიტას შეეკრა კოპები, მაგრამ სავაშის გამოხატულ ემოციაზე, მის ბედნიერებაზე უტას დანახვისას ბრაზი უქარწყლდებოდა - შენ რას იძახი ბიჭო? მართალს ამბობ? - გეფიცები... - კი ჩაგეძიებიან აწი ქალები, გავიგებ ყველაფერს... - დასამალი რა მაქვს? — ახარხარდა უტა უკანა ეზოდან გამოვარდნილ ძაღლს შეეგება, პატრონის ჩამოსვლით აღტყინებული და გადარეული რომ გამოსცემდა ისეთ ხმას თითქოს, აწამებდნენო. ამ უკანასკნელმა სიხარულისგან, დაბნეული უტასთან მისვლის ნაცვლად მთელი ეზო წკმუტუნით შემოირბინა, ურტყა კრუგები მინდორს, მიეჭრა შემდეგ პატრონს თავგანწირული წკმუტუნით, კუდს გვერდებზე ირტყამდა ქნევით, ხან შეახტებოდა, ხან ციბრუტივით ტრიალს მოჰყვებოდა... უყურებდნენ ამ საოცარ სანახაობას და ტკბებოდნენ ძაღლის ერთგულებით, უსაზღვრო და უპირობო სიყვარულით, მაშინ გაეღიმა გულწრფელად ნიტას, თავად უტასაც რომ ეტყობოდა ბედნიერება მისი ნახვით მასთან ჩაიმუხლა და იმდენი ეფერა, სანამ თავად ნიტასაც არ სძლია სულმა, - ხომ არ მიკბენს? - შეხედე როგორი ბედნიერია, შენი აზრით ამის სურვილი ექნება ახლა? — გაეცინა უტას და ფერება განაგრძო, ახლა ერთის ნაცვლად ორი წყვილი ხელი ეხებოდა ძაღლის თბილ ბეწვს და ისიც კმაყოფილი იწვა გულაღმა გატრუნული, კმაყოფილებისგან განაბული.... მიეფერა უტა ნიტას თითებსაც და შეაჩერდა ურცხვად, მაინც ბრაზიანი მზერა სტყორცნა ქებაძემ. არსაიდან დაბალი, სავსე ტანით ქალი, ძუნძულითა და აჩქარებული ნაბიჯებით მოიწევდა წყვილისკენ, სახე უბრწყინავდა ისე, რომ სიბნელეშიც კი გაანათებდა გაცისკროვნებული თვალები.... ბებიააო გაიფიქრა ნიტამ, ან კი ბიცოლა იქნებაო დაამატა - ბატონო უტაა, როგორ გამახარეე, — წამოდგა ალავიძე შეეგება ქალს და მოეხვია თავადაც, დარჩა გასახტებული ნიტა და უხერხულად შეიშმუშნა. არ იცოდა ვის მიჰყვებოდა ცოლად, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სულ არ იცნობდა ამ კაცს ძლიერად რომ ჩაეჭიდა ნიტასთვის ხელი და მაშინცა კი არ უშვებდა, როცა მათ ეხუტებოდა - ნინო ბიცოლა, როდის უნდა გადაეჩვიოთ ამ ბატონოს? - მაშინ შენ რომ უბრალოდ ნინოთი მომმართავ, — მიეფერა ქალი მზერით, მიესალმა გვერდით ამომდგარ ქებაძეს ასევე კმაყოფილებით, შარავანდედმოსილი - ნიტა გაიცანი ნინო ბიცოლა, ჩვენი დიასახლისია, უგემრიელეს საჭმელებს გვიმზადებს ყოველდღე, - სასიამოვნოა — ჩამოართვა ხელი ღიმილით და უკვე უდიდესი პატივისცემით, რომელიც უტას მზერიდანაც ამოეკრიფა, უხერხულად ააცეცა თვალები უცხოდ - რა მოვამზადო თქვენ რა გესინოვნებათ? უცებ გავაკეთებ ყველაფერს, — უტამ უხმოდ გადახედა ნიტას, რომ მას ეთქვა რა ესურვებოდა ახლა, შერცხვა ნიტას და უტას მკლავს წაავლო ხელები მორცხვად ნიშნად, რომ ნუ უყურებდა, უტასი უფრო სცხვენოდა ახლა, ისევ მას თუ ამოეფარებოდა ზურგს უკან - რასაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ განსაკუთრებული არაფერი მინდა, არც მშია ... - ქალბატონო ხათუნა რა გესიამოვნებათ? — გადახედა ასევე - ქალბატონი ნინოს ხელებს ვენდობი მე... — ასწია დანებების ნიშნად ხელები, განსხვავებულსდ თამამი იყო ხათუნა, არ გავდა ნიტა დედას, მეტად კომუნიკაბელური და თამამი ქალი იყო წერეთელი. - კეთილი, მალევე მზად იქნება, უცებ გავაკეთებ ყველაფერს, ცოტა ადრე რომ მცოდნოდა საოცარ სუფრას გაგიწყობდით ასე არ დაგხვდებოდით - მადლობა ნინო, ამაღამ მცირედი გავაკეთოთ ძალიან ნუ გადაიღლები დღეს არიან სტუმრები მხოლოდ — მოუსვა მხარზე ქალს ხელი და ისიც მონდომებული შევარდა სამზარეულოს შესასვლელში... - მობრძანდით ქალბატონებო... როგორც საკუთარ სახლში ქალბატონო ხათუნა.. — დაუკრა რევერანსი ქალს, მომნუსხველად ახედა ქვემოდან და სახლში პირველი შეატარა, კმაყოფილი ღიმილით ჩაუარა მამაკაცს გვერდი ქალმა და სახლში შეიკარგა, - ქალბატონო... — ანიშნა თვალებით ნიტას ალავიძებ შესულიყო ისიც რადგან კარი ხელით შეეღო კარში მდგარს, წამით ნიტას უკმაყოფილო, მზერას შეეჩეხა, ეცვალა თავადაც გაკვირვებისგან სახე - ამას ასე არ დავტოვებ! — წაკბინა კარში შეჩერებულმა და ერთბაშად შეაჭრა სახლში... გაკვირვებულმა აატრიალა თავი და შეჰყვა ღიმილით... სასურველი სარძლო, დიხ, დიახ! ასეთი აღმოჩნდა ქებაძე ... - ხომ არ დაგეხმაროთ? — შევიდა მორიდებით ნიტა სამზარეულოში და მოფუსფუსე ქალს შეაჩერდა მოწიწებული ღიმილით, მორიდებულად დადგა კუთხეში, მაგრამ მაინც სურდა თამამი ყოფილიყო, ხედავდა როგორ წვალობდა საჩქაროდ ეულად ნინო და სიზარმაცეც კიარ ეტყობოდა ქალს, არც გაღიზიანება, კმაყოფილებით აკეთებდა საჭმელს - არა ქალბატონო რა საჭიროა? მეთვითონ მივხედავ ყველაფერს, სულ მალე მზად იქნება, — აჩქარდა მეტად, ნიტას შესვლა ზარი იყო მისთვის, ჩათვალა საჩქარო დეპეშად, რომ უკვე ზედმეტად დააგვიანდა სტუმრებისთვის მაგიდის გაშლა, - ასე ნუ ჩქარობთ, გზაშიც წავიხემსეთ, ცოტას მოგეხმარებით და უფრო მალე გვექნება მზად, — დაიკაპიწა ხელები და თავისუფლად მოათვალიერა სამზარეულო, ჭურჭელს მოავლო თვალი ერთი შეხედვით დაიმახსოვრა რა სად იდო და ისედაც ეს ძალზედ საოცრად მოწესრიგებული, ფართო, დახვეწილი დიზაინითა და იდეალური განლაგებით, ყველაფერი ადვილად მისაგნები იყო, მეტიც... გიჩენდა სურვილს, რომ სულ სამზარეულოში გეტრიალა. აღარაფერი უთქვამს ნინოს მორცხვად შეხედა მხოლოდ გაიღიმა ფართოდ მორიდებულად - მწვანილს დავჭრი მე მომაწოდეთ — გამოართვა ახლად გარეცხილი ქებაძემ, დანების სარჭიდან საშუალო დანა ამოარჩია და დაფაზე მის დაჭრას შეუდგა, ამასობაში ქაბაბი ააშიშხინა ნინომ ტაფაზე, პარალელურად ქვაბით შემომდგარი წვნიანი იხარშებოდა და მისი თუხთუხი ისმოდა სამზარეულოში, ნიტამ ხახვიც საჩქაროდ დაუჭრა ნინოს და ხის დაფითვე გაუწოდა წვრილად დაჭრილი, წამით საეჭვოდ დახედა ნინომ, გაკვირვებული შეაჩერდა ნიტას თითებს და ჩაუშვა ქვაბში... - ასე წვრილად როგორ ჭრი? — მოგვიანებით დაუსვა კითხვა ვერ ჩაეკარგა გულში, რესტორნის შეფმზარეულივით თავად არასდროს დაუჭრია, რამე მაგრამ ყოველთვის საუკეთესო და გემრიელი საჭმელების მზადება გამოსდიოდა ქალს. კითხა , ისე რომ მისთვის არ შეუხედავს დიდი ხის კოვზით ურევდა წვნიანს, - ასე არ უნდა დამეჭრა? — დაძაბული გაეკრიჭა გახედა წამით ნიტამ, - არა, არა პირიქით, რაც უფრო წვრილად იქნება დაჭრილი მით უკეთესია, მეტად გემრიელი გამოდის საჭმელიც და მეტად პროფესიონალურიც, შენ კიდევ ისე წვრილად დაჭერი, მგონი რესტორნის შეფ-მზარეული ხარ... — ქალის სიტყვებზე ხმამაღლა გაეცინა ნიტას - არა ნამდვილად არა... — ღიმილით შეავსო დაჭრილი ბადრიჯანი შეკაზმული ნიგოზით, - ბავშვობაში ბებია მეუბნებოდა რაც უფრო წვრილად დაჭრი დედამთილს მოეწონებიო... რა თქმა უნდა აქ ხახვი და დედამთილი არაფერშუაში იყო მაგრამ პატარამ მაინც ავითვისე რომ მომავალში დედამთილისთვის თავი წვრილად დაჭრილი მწვანილითა და ხახვით უნდა მომეწონებინა — გაეცინა თავისსავე ამბავზე – შემდეგ ისე მივეჩვიე რომ ეს ჩემთვის ნორმალური გახდა, — გაეცინათ ორივეს - საინტერესოა დედაჩემი ჟელეზე მეჩხუბებოდა ხოლმე, ჩემ დროს ჟელე იყო ახალი შემოსული , ბევრის ამოღება მიყვარდა ჟელატინივით რომ იყო ხელში კარგად იგლისებოდა და მეჩხუბებოდა ხოლმე დედამთილი გამოგაგდებსო ასე მოსვლია ბებიასაც — ხარხარებდა ნინო - უი უი ნუ იტყვით, ჩემთანაც იყო ეგ შემთხვევა ფეირს ვასხამდი ხოლმე ღრუბელს ბევრს სანამ გვერდებზე არ გადმოუვიდოდა და ბებია რომ დამინახავდა კივილს იწყებდა, შინაბერა გინდა დარჩეო? ეს გაკვეთილიც ჩინებულად ავითვისე მერე... — როგორი მხიარული გახადა ნიტამ სამზარეულო, აქამდე არასდროს ყოფილა ეს ადგილი მოსაწყენი და სტრესით სავსე, მაგრამ ახლა ისეთი მხიარული იყო, პოზიტივით შევსილი კედლებიც კი იცინოდნენ მათთან ერთად... მისაღებში არავინ რომ დახვდა ნიტას ხელი ჩაიქნია შებრუნდა ისევ სამზარეულოში და უკვე მზადი საჭმელი ნინოსთან ერთად გამოზიდა. მისაღებში გრძელ მაგიდაზე გააწყვეს მრავალფეროვანი სუფრა, თითქმის არაფერი ეკლდა მაგიდას, უნაკლოდ გააწყვეს, გეგონება დღესასწაულს აღნიშნავდნენ - მოვედიით... — ახმაურდა სახლში შესული ხათუნა და მობზიალე შვილს მოავლო წამით თვალი... შემოჰყვა მას უტა, კმაყოფილი ღიმილით - სად დადიხართ? — გაუწყრა ოჯახის უფროსი ქალივით და ცეზარი თეფშებს შორის ჩადო - ამასობაში 20 კაციანი სუფრაც გაგიშლიათ... - სამ კაცსაც გეყოფათ გენაცვალე, - სამ კაცს? — ერთბაშად და ერთდროულად შეიცხადეს უტამ და ნიტამ, შეცბა ნინო თითქოს ერთად შეუტიაო ორმა, დაიბნა ქალი და ააცეცა თვალები - რას ქვია სამმა ამხელა მაგიდა იმისთვის არ გაგვიშლია რომ მხოლოდ ჩვენ დავსხდეთ იმედია... — საეჭვოდ და ბრაზით გადახედა უტას თითქოს რამე ბრალი მიუძღვოდა ნინოს ამ სიტყვებისთვის, - ეგრე ნუ მიყურებ — შეხედა ალავიძემ ნიტას, შორიდანვე იგრძნო ნიტას მწარე მზერა გველის ნაკბენივით რომ ჩაესო - ჩვენ საღამოს ვჭამეთ და... - არაუშავს ახლაც ყველა შევჭამთ, ძია სავაშსაც დაუძახეთ და ლენასაც — გასცა ბრძანება უტამ, - ქალბატონო ხათუნა... - მხოლოდ ხათუნაა... — შეუსწორა ღიმილით ალავიძეს, გაეცინა უტას დაუფიქრებლად რომ წამოიძახა მისი სახელი - მაშინ მხოლოდ ხათო — ჩაუკრა თვალი უცებ - კარგი, ხათო დაგვიჭაშნიკებ ჩვენი ბრენდის ღვინოს? - ვაიმე კიი, ოღონდ ამჯერად მუსკატს გავსინჯავ ძალიან გემრიელად გამოიყურებოდა წეღან, - აუცილებლად.. მაშინ ჩამოვასხამ... ნინო ბიცოლა შენ დაუძახე სავაშს - კარგი გენაცვალე, — გაუღიმა და ადგილს უტასთან ერთად მოსწყდა.... ისხდნენ მაგიდის გარშემო მომღიმარი სახეებით და დუმდა ყველა, მაგიდას ოჯახის უფროსი ალავიძე და მისი მანდილოსანი აკლდა, ყველა ელოდა მათ მოსვლას, შეჰმატვოდნენ სხვა მეზობლებიც სუფრას, ჭიქაში წყალიც კი არავის ჩამოუსხია მათ გარეშე, გადმოდგეს ოთახის ზღურბლს ფეხი და სანამ კი მაგიდას მიუსხდებოდნენ ღიმილით მოავლო უტამ თვალი მაგიდასთან მსხდომებს, ზოგი რიდით რომ უცქერდა ზოგი კი სიამაყით... - საღამო მშვიდობისა ისევ, მიხარია რომ ერთად შევიკრიბეთ ამ საღამოს, მადლობა მარიამ რომ შენც მოხვედი ჩვენთან, დაგვხვდი და ახლა ჩვენთან ერთად მაგიდასთან ზიხარ, მადლობა რომ გვაფასებ, — მცირედ დაუკრა თავი ახალგაზრდა გოგონას, მეზობლის შვილიშვილი, რომ იყო, ხშირად სტუმრობდა ალავიძეს ან კი ნინოსთან გადმოდიოდა ხოლმე, სულ მას ეხმარებოდა უტასთვის საჭმელიც კი მოუმზადებია ბევრჯერ, უყვარს და დავახვედროთო... სულ არ ევალებოდა მაგრამ, რაღაცის გამო, მიზეზისთვის აკეთებდა მაინც, უტა იმას ხომ არ ეტყოდა რას დატრიალებ ჩემს სახლშიო, ნინოსთან მოდიოდა და ისიც იღებდა სტუმარსა და როგორც ნინოს ახლობელს უპრობლემოდ... არც კი შეუმჩნევია ამ უკანასკნელს, როგორ ცისკრით სავსე, მანათობელი ირისებით შესცქეროდა ხოლმე და მისი ერთი თბილი სიტყვა და მის ერთ ღიმილს ხომ სულ გადაჰყავდა ჭკუაზე, რაიცოდა ალავიძემ ეს ყურადღება რისგან გამოწვეული იყო, აქამდეც კი არ შეუხედავს გოგოსთვის წესიერად... უტამ რუდუნებით განაგრძო - მინდა საყოველთაოდ გაგაცნოთ ნიტა ქებაძე, მამულისა და ჩემი ქალბატონი...— გახედა გვერდით მდგომს, შეფარკლული ღაწვებით, ლოყები რომ დაეტკვაცა წითლად - ჩემი საცოლე.... ნიტა... — გაიმეორა ისევ, როგორ აჟღურტულდნენ ნინო და სავაში, ლენა კი უკრავდა ტაშს მხურვალედ, მათს შორის ისმოდა მხოლოდ ჩანგლის დავარდნის ხმა, შეცბუნებულ მარიამს რომ გავარდნოდა ხელიდან, მაშინ მიაქცია ყურადღება უტამ პირველად - არაუშავს ახალი მოვიტანოთ,— გაუღიმა შორიდანვე, ნაძალადევად გააპარა ღიმილი გოგომაც, დაასო მკაცრი მზერა ქებაძემ, იგრძნო ნიტამ განა არა, უხერხულად შეაჩერდა ამ უკანასკნელს, - გაიცანით ქალბატონი ხათუნა... ნიტას დედა... ვიცი მოულოდნელი იყო თქვენთვის, ძია სავაშ, ბიცოლა, არ გამიბრაზდეთ, თქვენს ხელში ვიზრდები მაგრამ, განა მე ვიცი როდის რა გადაწყვეტილებას ვიღებ? ისე შევიცვალე... - როგორც ღრმა საინს ამოვატრიალებთ... — დაასრულა ლენამ - მართალია, — ჩაუკრა თვალი და ნიტას სკამი გამოუწია, - სიყვარული გვცვლის, ბევრს გვასწავლის ასეა. — დაიჩურჩულა ნინომ და სავაშის მომღიმარი მზერა მორცხვად დააიგნორა - მიირთვით, აბა ჩვენი ქალბატონის ნახელავია — ვირტუალურად მოავლო მაგიდას ხელი ნინომ და კმაყოფილმა გახედა წინ ჩამომჯდარს - ამუქებს — დაიჩურჩულა მორცხვად, - ძალიან მიხარია ასეთი ბედნიერი რომ დაბრუნდი ჩემო ფაშა, მახსოვს ბებიასთან როგორ იჩხუბე ამას წინ, გული სწყდებოდა შენს გადაწყვეტილებაზე, შენც ისეთი მტკიცე იყავი, აღარ გვეგონა თუ კი იფიქრებდი დაოჯახებაზე ოდესმე, — ამ სიტყვების გამგონემ ინტრიგნულად გადახედა უტას ქებაძემ, შეაჩერდა ინტერესით, რომელმაც მხოლოდ ჩაიცინა, იგრძნო ნიტას მზერა და კიდევ მეტად გაეპო ბაგეები ჩახარა თავი და მალულად გახედა წამით - გახსოვს ჩემი სიტყვები სავაშ? - როგორ არ მახსოვს! არასდროს მოვიყვანო ცოლს ასე თქვი, წერტილი დაუსვი ამ საკითხს.... - არასდროს თქვათ არასდროს! მომავალი საოცრებებით და სიურპრიზებით სავსეა... თუ კი მეგონა რომ მე ვაკონტროლებდი ჩემს ცხოვრებას და ჩემს გარშემო ყველას, ასე არ ყოფილა, ისეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, არასდროს გავიფიქრებდი, ასევე არასდროს გავიფიქრებდი რომ ცოცხალი ავარიით შევძლებდი მენახა ქალი, რომელიც ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა, - ასეა ლომო ასე! მაშ დავლოცავ მე თქვენს შეხვედრას! სამარადჟამოდ, მიკურთხებია თქვენი სიყვარული და მიმიღია ჩვენს ქალბატონად ნიტა... — ასწია სავსე ჭიქა სავაშმა... და ღიმილით გადასცა ალავერდი ნინოს , გაეღიმა ქალს, ჯერ დააკვირდა მოკრძალებით მჯდომს დახვეწილს და გასაოცრად ლამაზს, მოეფინა ღიმილი სახეზე - მეც დაგლოცავთ, ამ საღამოს შევიცანი მე ჩვენი ქალბატონი, ისე რომ არც ვიცოდი ვინ იყო ჩვენი, მაშინ ვინატრე პირველად ნეტავ ჩვენი უტას მეუღლე ყოფილიყო-მეთქი, ასე აგიხდეთ ყველაფერი ჩემო კარგებო, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.... — გაკვირვებას ვერ მალავდა ქებაძე, უსმენდა ამ განსაკუთრებულ სიტყვებს და უკვირდა თუ როგორი თბილი ხალხი ცხოვრობდა აქ, თუ როგორ შეეძლოთ ასე მარტივად მიეღოთ ახალი. და მოსწონდა როგორ აფასებდნენ უტას, როგორ ძლიერად უყვარდათ და როგორ დიდ პატივს სცემდნენ ამ კაცს. ნინომ ალავერდი ლენას გადასცა - ახლა გიყურებთ ერთად პირველად, იერითაც კი ჰგავხართ ერთმანეთს, ამბობენ მეორე ნახევრები ერთმანეთს ვიზუალურად ჰგვანანო, სამუდამოდ ერთად იქნებიანო..., გისურვებთ სიცოცხლის ბოლომდე გყვარებოდეთ ერთმანეთი ერთმანეთის დაუშორებლად, შეუცვლელები ყოფილიყავით ერთმანეთის მიმართ, ლაღები და ბედნიერები ბავშვებო... - შენც თქვი გოგო რამე — მიკრა მუჯლუგუნი ნინომ მარიამს, თვალებში ზღვის ოდენად რომ ჩამდგარიყო წყალი, დაიბნა რომ გამოარკვიეს, ჩაახველა ვერ გამოისწორა აცახცახებული ხმა - მე.. მე ... — ვერ მოაბა თავი სათქმელს და წამოხტა უეცრად. შეკრთა ნიტა, ჩახედა თვალებში, დიდრონ თვალებში ტბასავით ჩამდგარიყო სითხე - მე უნდა წავიდე...— დასძინა მხოლოდ ეს და თვალიც ძლივს მოკრეს გაქცეულს, - რა დაემართა ამ გოგოს — გააქნია თავი ლენამ უკმაყოფილოდ, გაჰყვა უკან ნიტა, უნებურად, გაუაზრებლად, ბრაზობდა მარიამზე, მაგრამ გაჰყვა რადგან მისი ესმოდა კიდეც, სრული გაურკვევლობის ნასახი დატოვეს ოთახში, თუმცა ამას არცერთი ფიქრობდა... - მარიამ — უყვირა ნიტამ კარში გასულს, თუმცა არ მობრუნებულა, უკან მოუხედავად გააჭრა კარში, ვერ დაეწია ნიტაც და კარშივე შედგა, დაიბნა თავადაც, რომ მობრუნებულიყო ნეტავ რას ეტყოდა მარიამს, " რას ვაკეთებ? " დაიჩურჩულა და თავზე წაივლო ხელები " ნუთუ ვეტყოდი შენთვის დამითმია-მეთქი? ღმერთო გამძლეობა მომეცი" აწუწუნდა შეძრწუნებული და ფიქრებში გართული მოულოდნელ ხმაზე შიშისგან შეკრთა, - რა მოხდა? — დაადგა თავზე ალავიძე, - რატომ გაიქცა? — დახედა აღელვებულს თბილად მოუსვა სახეზე ხელი, - იცი?.. მგონი ვიღაც გახდაო ცუდად ეჩქარებოდა ამიტომ გაიქცა, ისეთი მოულოდნელი იყოვო ვერც გავიაზრე როგორ გამოვიქეციო, ბოდიში მოიხადა მაგრამ უკან შემობრუნებისთვის დრო არ ჰქონდა ამიტომ გავუშვი. — იცრუა უტიფრად და ნერვოზულად ისვამდა კეფაზე ხელს - კარგი და შენ რატომ გამოყევი? - მე?.. მე უბრალოდ... ვიფიქრე ცუდად გახდა და ამიტომ... — უყურებდა უტა მის ქცევებს უკვე შესწავლილს, ხვდებოდა რომ ატყუებდა, მაგრამ სასიკეთო ტყუილში უთვლიდა ქებაძეს, - იმედია არ სჭირდებათ დახმარება, - ვკითხე ხომ არაფრით დაგეხმარებით-მეთქი, მაგრამ არაო, თუ რამე დამჭირდება შეგატყობინებთო და გაიქცა, - კარგი წამოდი, შევიდეთ — ფრთხილად უბიძგა მხარეს გაშლილი ხელით გახედა ჯერ კიდევ გზას სადაც ცოტსხნისწინ გარბოდა მარი და კარებში პირველი შეატარა ქებაძე... ლენამ ყველაფერი იდეალურად მოაწყო, სტუმრებს ოთახები აჩვენა, ხათუნას ოთახი მოაწესრიგა და თან ისე შეყოლოდნენ ქალები საუბარს, თითქოს ძველი დაქალები ყოფილიყვნენ. უამრავ კითხვას უსვამდა უტას შესახებ ხათუნა და ლენაც დაუზარებლად პასუხობდა სიამაყით ქალის კითხვებს. როცა ქებაძის ოთახის კარზე მოკრძალებით დააკაკუნა ლენამ, კარი თავად ნიტამ გაუღო შეიპატიჟა თითქოს სახლში საპატიო სტუმარო მისვლოდა, - შენს საწოლს დავალაგებ გენაცვალე, -ჩემსას? მე უკვე ვნახე ზეწარი და უკვე მოვარგე მათ, იმედია სწორი კარადიდან ავიღე — ახარხარდა ნიტა და კარადისკენ ხელი გაიშვირა, - კი კი, ნამდვილად არ შეგშლია, მაგრამ რატომ იწვალე, დაგეხმარებოდი, - უღრმესი მადლობა, დარწმუნებული ვარ ისედაც არ გაკლიათ შრომა, ეს ელემენტარული მეც შემიძლია და რატომაც არა? — მოიქცია ქალის ხელები ხელებში და ღიმილით გაუზიარა აზრი - აქ ჩვენ ყველას ჩვენი საქმე გვაბარია, ვერ გეტყვი, ზიზღით ვაკეთებ-მეთქი ამ ჩემს საქმეს. არ შეცდი ქალბატონო ნიტა, არ შეცდი, ყველაზე ბედნიერი ქალი იქნები სამყაროზე... საუკეთესოა ეს ჩვენი უტა და ამას კიდევ მიხვდები, — მიეფერა სახეზე ნაზად ფართოდ გაუღიმა, დაემშვიდობა და ოთახი დატოვა, დარჩა გაღიმებული ქებაძეც, როგორი კმაყოფილი იყო ამ სიტყვების მოსმენით, უყვარდა სწორი კაცი, ეს ხომ საოცარი იყო.. საწოლისკენ მიტრიალებულიც კი არ იყო კარები, რომ ხმაურიანი ქურდივით შემოაღეს, სასწრაფოდ გახედა ნიტამ, სასაცილოდ შემოპარულ ალავიძეს, - შენ აქ რას აკეთებ? — სიცილით წავიდა მისკენ და რამდენიმე წუთის წინ ლენასთან საუბრის მერე, მეტად შეყვარებული და აღტყინებული შეაჩერდა ალავიძეს, - ჩჩჩჩჩჩ — სწრაფად აიფარა საჩვენებელი თითი ტუჩზე და მიუახლოვდა საჩქაროდ ნიტას, ისე მოხვია ხელები თითქოს სადმე გაქცევას აპირებდა ნიტა, რომელიც უტას საქციელზე გაკვირვებული იცინოდა - რას აკეთებ - კვირანახევრიანი თანაცხოვრების გავლენას ვგრძნობ. შებოჭილი ვარ დედაშენთან, შენ კი სულ არ გეცოდები — დახედა ზევიდან საცოდავი თვალებით, თითქოს ნიტას შეეცოდებოდა და ყველაფერს შეუსრულებდა რასაც სთხოვდა - ოჰო, ჰოო, — როგორი უხერხული წუწუნია, - ჰო არა? მეც ვამჩნევ, მაგრამ რთულია ვერ ეხებოდე იმას ვინც გიყვარს, — შეეცვალა ტონი, ნაზად გადაუწია თმა ყურსუკან, სხეულზე აიკრო ქალის სხეული და მალევე ხელში ატაცებული ჩამოდგა საწოლის წინ, გადაწვენილს მოექცა ზედ დააჩერდა მის ლამაზ სახეს, რომ უღიმოდა მცირედ ნიტა, მაგრამ უხმოდ აკვირდებოდა ალავიძის ქცევას, რომელიც ასევე უხმოდ ტკბებოდა მისით, ფრთხილად შეახო ქალის ნაკვთებს ტუჩები უტამ, ყბის ძვალზე მიაწება ტუჩები, თვალის ქვეშ, შუბლზე , ცხვირის წვერზე, მოულოდნელად წაწვდა ქალის ყელს, ისე ნაზად, ისე ფრთხილად და ვნებიანად მთელი სხეულით გააცახცახა ქებაძეს, იგრძნო რაღაც დენის გავლასავით, სიცივე იგრძნო წამით და როცა ალავიძე მის ტუჩებს დაწვდა, ერთბაშად ახურდა... - დედა გაგიბრაზდება არა? — დაიჩურჩულა მის ტუჩებთანვე, გაეღიმა ნიტას, თავადაც აჩუქა კოცნა, - და რომ შემოვიდეს ორივს მოგვკლავს — უკბინა ქვედა ტუჩზე ღიმილით და უტას ხელს ააყოლა ხელი მაისურის ქვეშ რომ დათარეშობდა, - შენ ჩემი საცოლე ხარ... — განაგრძო მისი ფერება მოურჯულებელმა, - ეგ არაფერს წყვეტს, მე შენი საკუთრება არ ვარ, - ნივთს ვერ გამსგავსებ... — წვდა ისევ ყელში, დაეთანხმა თან - მაგრამ, შენ ჩემი საცოლე ხარ, მომავალი ცოლი! ჩემი მეორე ნახევარი ნიტა! — შეწყვიტა წამით მისი ფერება და დააჩერდა ზევიდან, სწორედ მაშინ გაისმა კარზე კაკუნი, მოასწრო ალავიძემ დანახვა ნიტას სახეზე როგორ ეცვალა ფერები, გაუდიდდა თვალები უმალ, შემდეგ კი ისე ძლიერად კრა ხელი ერთბაშად გადააგდო საწოლის უკანა მხარეს, ამ უკანასკნელს ტკივილისგან გმინვაც არ დასცალდა ისე შემოიღო კარები, აიფარა პირზე ხელი და ნატკენ ადგილას მოისვა დამანჭულმა ხელი - დედა? — ნიტას აღშფოთებული, ანერვიულებული და სუნთქვისგან არეული ხმა გაისმა, - გძინავს? — მოაყოლა მაინც საეჭვოდ - არა, ახლა ვიძინებდი და გამომაფხიზლე... — წამოჯდა საჩქაროდ და თვალი გააპარა საწოლის უკან დასანახად ჩანდა თუ არა უტა, - კარგი, არაუშავს, ცოტახანს ვილაპარაკოთ რა, — შევიდა სრულად და აფორიაქებული ნიტას წინ ჩამოჯდა საწოლზე, აცეცებდა თვალებს ქებაძე და ისე ეგონა თითქოს ყველა უტას კოცნის კვალი ემჩნეოდა თავდახრილი, ისვამდა სახეზე ხელებს, - რა გჭირს? რატომ ცქმუტავ? — გაკვირვებულმა მიადო შუბლზე ხელი, ტემპერატურის შესამოწმებლად, - არა დედა კარგად ვარ! მეძინება და ამიტომ ალბათ რადროს ლაპარაკია? ძალიან დავიღალე დღეს, რამდენი იმგზავრე ნუთუ არ გეძინება? - ჩემი გაგდება გინდა თუ მეჩვენება? - არაა! უბრალოდ, ვიფიქრე დაღლილი იყავი, - საეჭვოდ იქცევი, რამეს მალავ? — გამჭოლი მზერით შეაჩერდა, საცრის ოდენა გაუხდა თვალები, - რას უნდა ვმალავდე დედა? რანაირად ლაპარაკობ? - შენ იქცევი საეჭვოდ და იმიტომ, — აიკეცა ფეხები საწოლზე, - მისმინე... ძალიან კარგი ბიჭია არა? — გაებადრა სახე ხათუნას, - როგორი დახვედრა ჰქონდათ, ხალხიც რა საყვარელია, არა ასეთი პატრონი რო ეყოლება სახლს, შენთვითონ აუტანელი და შუღლით სავსე ისედაც ვერ იქნები, მართალია, მაგრამ გასაკვირია, დედამისის გაცნობაც მინდა... - დედა... დედა... დედა... კარგი ახლა საკმარისია დროთა განმავლობაში ყველაფერი მოხდება ხომ იცი, - რა იქნება მალე რომ გამაცნოს? უთხარი, - ჰო კარგი ვეტყვი, - კარგი... — გაუმეორა საჩქაროდ და მაშინვე საეჭვოდ შეაჩერდა ხათუნა, - ნიტა! - გისმენ დედა, - როგორ იქცევი? - როგორ ვიქცევი? - საეჭვოდ ნიტა! მოიცადეე ელოდები რომ შემოვა ასეა? - დედა ნუ სულელობ, რადროს უტაზე საუბარია ახლა? - აბა ვიზე ვილაპარაკო? ქაოსურად საოცარია ეს ბიჭი, და მისი საცოლე ხარ მის სახლში, დღეს პირველად გავიცანი და პირველად ვნახე ვიზე ვილაპარაკო აბა?! - დედა კარგიი! — ააბრიალა თვალები - მისმინე ქალბატონო თანაცხოვრებისას რამე ხომარ მიქარე? — ქებაძეს თვალები შუბლზე აუვიდა ერთბაშად, აელეწა სახე, - დედა! — დაუყვავა სასწრაფოდ - ეს რა რეაქციაა, მარტო სახლში იყავით, არავინ თქვენ ყურადღებას არ გაქცევდათ, გულაობდით არა? - დედა საკმარისია, გთხოვ დამაძინე ახლავე გადი და სისულელეზე ფიქრს მორჩი! — წამოხტა ლოყებ ახურებული წამოაყენა ქალი საწოლიდან და ერთბაშად ვერ შეკავებული ფხუკუნის გაგონებისას ერთიანად გაშრა, სხეულმა დატოვა წამით ჩონჩხი... დაცქვიტა ყურები უფროსმა, - რა იყო ეს? - რა რაიყო? — კისერ დაჭიმულმა გააქნია თავი, - ხმა არ გაიგე? - რა ხმა? - ვიღაცის... - დედა სხვის სახლში ვართ ხალხი ცხოვრობს აქ, რა გემართება,? - შენთვითონ რა გემართება? ცოტახანში ქმარს მიუწვები გვერდით ისე დაიძინებ მე ვიკითხო ზამთარი მოდის და მარტო მძინავს, შემოგეთავაზებინა დაწექიო ჩემთან ერთად... — არხეინად საუბრობდა ხათუნაც რადგან მის შვილს ყველაფერს უნდობდა მაგრამ, რის ფასად უჯდებოდა ახლა ალავიძეს იმ სიცილის შეკავება ყელზე სადგისივით რომ ედგა, - კარგი რა? რატომ წუწუნებ, დღეს მარტო დაიძინე შენი ოთახი არ გაინტერესებს? - ჰო საკმაოდ მყუდრო ოთახებია, მომეწონა, - მართალია მოსინჯე დე დღეს და ხვალ დავიძინოთ ერთად თუ გინდა, - შენი ნდობა მერთულება უკვე საეჭვოდ იქცევი და იმედია დღესაც მარტო გძინავს შენ, - დედა თუ ღმერთი გწამს! რა დაგემართა აქ ჩამოსვლისას ასე როდის მერე საუბრობ? — ხმამაღლა ალაპარაკდა როცა იგრძნო უტა სიცილს ძლივს იკავებდა, ეს უკანასკნელიც გაფართოებული ყურებით იდგა, - ნიტა შენ!.. — დააბრიალა თვალები და ერთბაშად შებრუნდა, მოკვდა კინაღამ ნიტა, დიდი ნაბიჯებით მიადგა ხათუნა კარადას და მარდად გამოხსნა, ამასობაში დენდარტყმულივით შეხტა საწოლზე ნიტა და მეორე მხარესვე გადაიხედა იქ რომ უტა არ დახვდა შვებაც იგრძნო წამით და სწორეს მაშინ გამოხედა დედამ, - დედა... — სახიფათოდ ამოიგმინა, - სერიოზულად? — დაისისინა ბრაზისგან - რას აკეთებ შენი აზრით დედა?! — საყვედურად ჟღერდა, - მე უბრალოდ...— მიხვდა დანაშაულს თითქოს, რომ შეეპარა ეჭვი შვილში და საჩქაროდ გადმოუღო კარადიდან ნიტას აბრეშუმის მოკლე კაბის პიჟამა, - იძინებდი და თან ტანსაცმლით? ახლავე ჩაიცვი მიდი და გავალ გპირდები, — გამოასწორა თითქოს დანაშაული, მაგრამ ეს პიჟამა ისეთი სექსუალური, დახვეწილი და ძალზედ მიმზიდველი იყო არ ღირდა ამ კაცის გამოსაწვევად მისი ჩაცმა - კარგი ხო ჩავიცვამ რომ გახვალ, - ახლავე ჩაიცვი, მომენატრა ბავშვს რომ გადაგაფარებდი ხოლმე, ახლა ვეღარ ჩაგაცვამ სამწუხაროდ საკმაოდ დიდი გოგო ხარ......, ვერ ვიჯერებ რომ თხოვდები ნიტა, ვერ ვიჯერებ რომ მარტო მტოვებ, ვერ ვეგუები ასე მარტივად, ვერც წარმოიდგენ რა ხდება ახლა ჩემს გულში და რამდენ სისულელეს ვაკეთებ იმისთვის რომ შევეგუო შევეჩვიო გავითავისო... ერთი ის მაბედნიერებს რომ ამ სიმარტოვეს მალე შვილიშვილები მოყვება და ისე არ მოვკვდები ჩემი პატარები რომ არ ავიყვანო ხელში, - კარგი რა დედა ნუ ფიქრობ ხოლმე ასეთ რამეებზე, ყველაფერი შეჩვევადია თან, - ხო რა თქმა უნდა — მიეფერა სახეზე და ხელში მიაჩეჩა აბრეშუმის ნაჭერი, - მიდი უცებ გადაიცვი, - დედა! - გეხვეწები... — საცოდავად შეაჩერდა — ახლა რომ ოთახი დაეტოვებინა ნიტას იცოდა დედმისის ამბავი მეორე კარადას გამოაღებდა, იცოდა რომ არ სჯეროდა ნიტას ოთახში მარტო ყოფნის, საწოლზე შეხტა და წვალებით ჩაიცვა იქვე, დაწვა საჩქაროდ, - მხოლოდ ეს პიჟამა გაქვს? - ეს შენი ჩამოტანილი მაქვს დედა მხოლოდ, ჩემები რომ დახიე დაგავიწყდა? - უი არ მახსოვდა, არაუშავს აწი ქმარს უთხარი არ დაგზარდება, - ღმერთო ჩემო — ჩაიქირქილა და პატარა ბავშვივით გაიტრუნა საწოლზე, ჩამოუჯდა ხათუნა და მოჰყვა წუწუნს, - დე ხომ მოხვალ ხოლმე? - შენც მოხვალ ხოლმე, - ასე შორს? - აქ არც ისე ცუდია - შენს კარიერას რა ეშველება? - ვეცდები რამეს, - ყველაფერი გამოგივა, მთავარია სწორი ადამიანის გვერდით იყო, მთავარია უყვარდე და გიყვარდეს ნიტა, დანარჩენს ყველაფერს შეძლებთ, თუკი ერთმანეთს უგებთ, სამყაროს ააყვავებთ... მე კი შენს გვერდით ვარ, ყოველთვის, ყველა საქმეში... - ვიცი დე მადლობა, — მოჰხვია ხელები და გაეპო ბაგეები ფართოდ, დედის თვალზე ობოლი ცრემლი რომ შეამჩნია, - მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ... ასე მოულოდნელად არ უნდა გამეგო მე შენი გათხოვება, - ცხოვრებაში ყველაფერი ხდება დეე, - მართალი ხარ — შეიწმინდა ცრემლები და დახრილმა ხანგრძლივად მიაწება ტუჩები შუბლზე, - ტკბილიძილი ნიტა, - შენც ტკბილიძილი დედა,— გაუღიმა მხოლოდ, შემდეგ დააკვირდა როგორ წამოდგა ხათუნა, - დედა, — დაუძახა კარებთან მყოფს, მაშინვე გახედა ხათუნამ, - მეც მიყვარხარ — გაუღიმა მხოლოდ ჩააქრო შუქი და მშვიდად გაიკეტა კარები... ღრმად ამოხვნეშა ამოაყოლა ქებაძემ და საბანი წელამდე სრულად გადაიძრო, - ღმერთო! — დაიწუწუნა და სახეზე აიფარა ხელები... წამით სიმშვიდის სასიამოვნო სურნელი შეისუნთქა დახუჭა თვალები და არ მიაქცია ყურადრრება იმ მცირედ ხმაურს რაც ალავიძის სამალავიდან გამოძრომის ხმები იყო... მინაბა თვალები ნიტამ წამით, როგორ დაჭიმვოდა სხეული ამასობაში ახლა ეგრძნო მხოლოდ. მოეშვა ერთბაშად და შემდეგ იგრძნო როგორ მოექცა ალავიძე ზევიდან, გაახილა თვალები და წააწყდა მის ღრმა ირისებს, დახედა მოცინარ ბაგეებზე და დააკვირდა ამ საოცრად ვაჟკაცურსა და სიმპათიურს, - მგონი ჩემზე მეტად სიდედრი არავის ეყვარება... — დაიჩურჩულა ნიტას სახესთან ახლოს და მის უხეშ ხელის კვრას დაყოლილი გადაწვა საწოლზე... - არაფერი თქვა! დაიღლები ამდენი ირონიით, - როგორც გინდა, მე ძალიან გავერთე, - გადი ოთახიდან მეძინება, - მერე? დედაშენი იმიტომ არ დატოვე რომ ქმარს უნდა ჩახუტებოდი და მეც მაგდებ? — წამოყო თავი და წამომდგარს გააყოლა დაბურული დამონებული მზერა, - იდეალური გემოვნებაა აქვს ხათუნას არა? — ჩამოდო თავი შემაღლებულ ბალიშზე და უკეთ დააკვირდა ნიტას თავის ტანსაცმელებს რომ კეცავდა, - გეყოფა! მეძინება... ადრე უნდა ავდგე და დამაძინე— მიეჭრა საწოლზე წამოწოლილს ჩაავლო ხელებეში ხელი და ეცადა წამოეყენებინა, რამდენჯერმე იწვალა თუმცა თავად დაჰყვა მის ძალებს ალავიძე, დააჩერდა ზემოდან, შეათვალიერა ქალის სწორი ლამაზი ფეხები, გამოყვანილი წელი, მაცდურად მოავლო თვალი მოღეღილსა და ულამაზეს ვარდივით გადაშლილ გულ-მკერდს, და მკლავზე ნაზად აატარა თითები, - ახლა ნუ გამაგდებ ქებაძე, - ახლაა მაგის დრო ალავ - ვერ შევძლებ ნიტა... - საცაა 12 გახდება წადი შენს საწოლში, ასე აწუხებ ხოლმე სტუმრებს? - სტუმარი თავის ოთახშია ახლა და ისვენებს, — აკოცა ლოყაზე და ისე ეცვალა ხმა, გააცია ქებაძეს, - უტაა, 12 გახდება! — მიაჭირა ხელები მკერდზე მას მერე რაც იგრძნო ალავიძის ტუჩები ყელზე - გახდეს... - კარგი რა, ნუ მიფუჭებ გეგმებს, - ბარემ საჩუქარიც მაჩუქე, ამაღამ, - თავხედობ! - შენ მიიღე თავხედურად, — გაიღიმა მცირედ, გააყოლა ნიტამ მკაცრად პიჟამას ბრეტელს თვალი რომელიც ალავიძემ ნაზად ჩამოუტარა მხარზე, - შენ საჩუქრები არ გიყვარს - საოცარი სურნელი გაქვს, — დასწვდა ქალის ბაგეებს, მაგრამ მალევე ისე მოიშორა ნიტამ როგორც, შველს გამოაცლიან დედის ძუძუს... - გადი, გადი,.. ახლავე! — ჰკრა ხელი და წამოდგა საწოლიდან მკვირცხლად, წამოაყენა ეს უკანასკნელი და მიაწვა უკნიდან ხელის გულებით, არ დაჰყვა მის ნებას ალავიძე, მძიმედ მიაბიჯებდა, მთელი ძალებით აწვებოდა ნიტაც - უტაა გადიი! - საცაა 12 გახდება — დახედა მარხცენა მაჯაზე შემორტყმულ breguet “klasik luxury საათს და კმაყოფილების ღიმილი გაუკრთა - უტაა! - აი აი ზუსტად რამდენიმე წამი!... სამი... ორიიი... ერთი! — შეტრიალდა ქებაძისკენ სრულად მაჯებში ჩაავლო ხელი და ერთბაშად აიკრო სხეულზე, დახედა მონდომებით, ვნებითა და სიყვარულით, - ჩემი დაბადებისდღეა ქებაძე არ მომილოცავ? — ოხ მისი ეს ცალყბად ღიმილი, ეს ბოხი გამომწვევი ხმა და გახურებული თითები წელზე რომ თამაშობდნენ... ხმამაღალი ოხვრა აღმოხდა ნიტას დანებდა ალავიძეს, - გილოცავ! — დაისისინა ხმადაბლა, - ოუ! როგორი თბილი მოლოცვა იყო... გული ამიჩუყე ნიტა... - აბა არ მაცდი! იქნებ რისი გაკეთება მინდოდა?! ან როგორი მოლოცვა? აუტანელი ხარ! - შენგან ლანძღვას თუ დავიმსახურებდი საჩუქრად ნამდვილად, — უშვა ხელები უხეშად შებრუნდა კარებისკენ წასასვლელად, ის ის იყო სახელურს წაავლო ხელი უყვირა ნიტამ - უტა! — სანუკვარი სიტყვები იყო ალავიძისთვის, კმაყოფილებისგან გაებადრა სახე და ნელა მიბრუნდა მსახიობური ნაწყენი თვალებით ნიტასკენ, - რა გინდა? - მე... - შენ?.. — გადაწია თავი გვერდით, შეათვალიერა ქალი ვნებიანი თვალებით, ერთბაშად აწითლდა ქებაძე, დააბნია ალავიძის მომთხოვნმა მზერამ, - ასე ნუ მიყურებ! ვერ ვალაგებ სიტყვებს... — დაიწუწუნა ხმადაბლა და დაძაბული დააკვირდა ალავიძის ფრთხილ მოზომილ ნაბიჯებს მისკენ - იფიქრე... — ისევე ხმადაბალი იყო როგორიც ნიტას ხმა, სხვაობა კი ის იყო, რომ ალავიძე ერთბაშად იხრჩობოდა ახლა წყურვილით, სწყუროდა ეს დახვეწილი ქალი, ეს უხეში და თავისებური. ვნებისგან არეოდა ხმა ... - გილოცავ... - მორჩა? — ირონიულად დააჩერდა ახლოს მყოფი, მოიქცია ქალის წვრილი წელი ხელებში - მე... - ჰო შენ... - ალავიძე გადი! — გაბრაზდა მკვირცხლად - ჯერ არ მოგილოცავს ჩემთვის... — დაუტკბა ხმა და მიიწევდა ვნებაარეული ნიტასკენ, ასევე რომ ერთბაშად მოელოდა როდის შეეხებოდა საყვარელი ხელები, - არ მაცდი! ვერ ვსაუბრობ ასე... - მაშინ გამოხატე... — ნაზად შეახო ქალის ტუჩებს ბაგეები, არასაკმარისად, არადამაკმაყოფილებლად, ნიტასთვის გამაღიზიანებლადაც კი, უხეშად მიიახლოვა ქალი და ნაზად მიეფერა სხეულზე,აღტაცებული და სურვილით სავსე თვალებით შესცქეროდა უყურებდა მთელი მისი არსებით ვნებას მიცემული, თანდათან უფრო მწველი გაუხდა მზერა, ნაზად დაეტანა ისევ ნიტას ბაგეებს არასრულად, ერთიანად გააგიჟა ეს უკანასკნელიც - ჯანდაბაში წასულხარ! — თანხმობის თავისებური სიტყვები წარმოსთქვა თუ არა თითქოს საცობი ავტობანზე ერთბაშად გამქრალიყო და ჰორიზონტის თავისუფლება ერთბაშად ადრენალინით შეევსო... დიდი რუდუნებით, აღგზნებული, ლტოლვითა და ვნებით შეპყრობილი უკოცნიდა, კაბას, კისერს, ტუჩებს, მკერდს და თითოეულ წერტილს, ერთბაშად შეესწავლა ბაგეებით ქალის სხეული, ესმოდა მისი ახმაურებული სუნთქვა და გრძნობდა ქალის თითებს შიშველ წელზე.... შემდეგ გრძნობდა მთელი ღამით სასიამივნო სითბოს, სასიამოვნო სხეულს ერთიანად რომ ეკრობოდა ზედ, გრძნობდა სხეულში სასიამოვნო ჩხვლეტას, სასიამოვნო დენის გავლას, უტას სიახლოვე უტას შეხება რომ იწვევდა, გრძნობდა ძილშიც უტას სასიამოვნო ხელებს ნაზად რომ ეფერებოდა, გრძნობდა ზოგჯერ თბილ სასიამოვნო ამბორს საფეთქელზე, ან თავზე, სიამოვნებით მიენაბა თვალები და სრულად მინდობოდა ალავიძეს, იმდენად დაცულად გრძნობდა თავს, რომ გვიან შუა ღამეს სრულებით მოსწყდა სამყაროს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


