ოქროსფერი რეცეპტი (ნაწილი 9)
ნიკოლასმა კიდევ რამდენიმე წამი უხმოდ უყურა მათ, შემდეგ უხერხულად ჩაახველა, ნინიმ მაშინვე მისკენ გაიხედა.
ნიკოლასმა ისეთი სახით ჩაუარა მათ გვერდით, თითქოს დერეფანში არავინ იყო..არც გიორგისთვის უთქვამს რამე, ნინიმ კაცის მკვლელის თვალებით გააყოლა მზერა. - არ ამიხსნი, რა მოხდა? - ჰკითხა გიორგიმ ფრთხილად, ნინიმ ამოისუნთქა. - შემოდი და მოგიყვები... - გიორგიმ თავი დაუქნია და ნინის უკან გაჰყვა. ნიკოლასი ეზოში გავიდა, ჰაერი გრილი იყო..რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა, ეგონა, ცოტა დამშვიდდებოდა, მაგრამ ვერა..წინ წავიდა, შემდეგ უკან დაბრუნდა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი, თითებს ნერვიულად ისრესდა.. - რა მჭირს... - ჩუმად ჩაილაპარაკა, ისევ გაიარა, გაჩერდა.. თავი ასწია, მისი მზერა ნინის ბინის ფანჯრისკენ წავიდა, შუქი ენთო, ფარდის მიღმა მსუბუქი მოძრაობა ჩანდა, ნიკოლასი რამდენიმე წამით უყურებდა, შემდეგ თავი სწრაფად გააქნია. - რა ჯანდაბას ვაკეთებ? - სხვა მხარეს გაიხედა, ორი ნაბიჯი გადადგა, ისევ გაჩერდა, მერე ისევ ფანჯარას ახედა, შუქი ისევ ენთო.. ვერ მოისვენა, ისევ სახლში აბრუნდა, კართან ფრთხილად ჩაიარა, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯებით შევიდა თავის ბინაში. დილა „ბონ-ბონში“ უჩვეულოდ დაძაბული იყო, შესასვლელთან შორენა რამდენიმე თანამშრომელთან ერთად იდგა. ყველას სახეზე აშკარად ეტყობოდა გაკვირვება და ნერვიულობა. გუშინდელი ღამის კვალი ჯერ კიდევ არსად გამქრალიყო - სამზარეულოში არეულობა, იატაკზე დაყრილი ნივთები და წყლით დასველებული ადგილები ყველას თვალში ხვდებოდა, ამ დროს კარი გაიღო და ნიკოლასი გამოჩნდა, თვალს ძლივს ახელდა. თმა აჩეჩილი ჰქონდა და ისეთი გამომეტყველება, თითქოს ჯერ კიდევ ნახევრად ეძინა. როგორც კი შორენა დაინახა, მიხვდა, რომ მშვიდი დილა ნამდვილად არ ელოდა, შორენამ საათს დახედა და წარბები შეკრა. - რომელი საათია? - მკაცრად წარმოთქვა მან - დირექტორი ამ დროს უნდა მოდიოდეს სამსახურში? - ნიკოლასმა თვალები მოისრისა და სრულიად მშვიდად უპასუხა: - ჩამეძინა, დედა - შორენას სახე კიდევ უფრო მოექუფრა. - ეს გასასამართლებელი მიზეზი არ არის! ხომ იცი, დღეს რა მნიშვნელოვანი დღეა? შენ დააგვიანე, ნინიც არ ჩანს ჯერ... დილით რომ მოვედით, სამზარეულოში სრული არეულობა დამხვდა. რა ჯანდაბა მოხდა წუხელ აქ? - ნიკოლასმა მხრები აიჩეჩა. - ისეთი არაფერი.. - აქ წყალი ყველგან იყო, რაღაცები დამტვრეულია და შენ მეუბნები, ისეთი არაფერიაო? - შორენამ თვალები დაუბრიალა, ნიკოლასმა უხერხულად ჩაიცინა. - ცოტა გაუთვალისწინებელი სიტუაცია იყო. - ნინი სად არის?რატომ იგვიანებს? - მე რა ვიცი? ნინის ძიძა კი არ ვარ!- სწორედ ამ დროს შესასვლელი კარი კვლავ გაიღო, ყველამ ერთდროულად იქით გაიხედა, გიორგი შემოვიდა, სახეზე მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, გიორგიმ ყველას გადახედა და მშვიდი, მაგრამ მკაცრი ხმით თქვა: - ნინი სამსახურში აღარ გამოვა - შორენას თვალები გაუფართოვდა. - რა?! - ნიკოლასს კი ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა, თავი ოდნავ დახარა და გიორგის გახედა. - ნინის ძიძა... - ჩაილაპარაკა ირონიული ღიმილით - აი, მას ეცოდინება, სად არის ნინი - შორენას სახე მყისიერად აელეწა, ნიკოლასს ისეთი მზერა ესროლა, რომ ღიმილი მაშინვე შეეყინა. - ნიკოლას! - კარგი, კარგი... - ხელები დანებების ნიშნად ასწია მან. - გიორგი, რას ნიშნავს „აღარ გამოვა“? - ხმაში გაღიზიანება და გაკვირვება ერთდროულად გაერია. - ეს თამაშია? ამდენი შეკვეთა გვაქვს, საწარმოს მენეჯერია! რას მელაპარაკები, როგორ თუ აღარ გამოვა? გიორგიმ მშვიდად, თუმცა მკაცრი ტონით უპასუხა: - თქვენი შვილი უკეთ აგიხსნით მიზეზს, რატომაც არ გამოვა. - არ მაინტერესებს არანაირი მიზეზი! - გაცხარდა შორენა - იცი, რამდენი შეკვეთა შემოვიდა? იცი, რომ ყველას მანგოს ტორტი სურს? იცი, რა ორგანიზაციებმა დაგვიკვეთეს? ან ის თუ იცი, რომ ბათუმის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით ისედაც უამრავი საქმე გვექნება და ამ დროს ჰოპ ნინი მიდის?! ეს რა უპასუხისმგებლობაა?! ახსნა-განმარტებას მოვითხოვ! რა მოხდა ასეთი?! - ნიკოლასმა თავი გვერდზე გადახარა, რამდენიმე წამით ჩუმად იყო, შემდეგ კი ირონიულად ჩაიღიმა. - არაფერი, ნინი უპასუხისმგებლოა და იმიტომ წავიდა. ეს არის და ეს, დედა. ეგ გოგო რომ გააღმერთეთ, აი, როგორ მოიქცა. - რამ აიძულა ასე მოქცევა, იმას რატომ არ ამბობ?! - ნიკოლასს სახე შეეცვალა. - გეყოფათ! - შორენამ ორივეს გადახედა - მიზეზები არ მაინტერესებს! ნინი სასწრაფოდ მოვიდეს! მასთან მსურს საუბარი. გიორგი, მოიყვანე! - ვერ მოვიყვან, ქალბატონო შორენა. არ სურს მოსვლა - შორენას თვალები გაბრაზებისგან აენთო. - მე ვიკითხე, მას რა სურს?! - მკაცრად წამოიძახა მან - სასწრაფოდ მოიყვანე! ასე არ შეიძლება!- თანამშრომლები უხმოდ იდგნენ და ამ ყველაფერს თვალს ადევნებდნენ, რამდენიმე მათგანმა ჩუმად გადაულაპარაკა ერთმანეთს, შორენამ მაშინვე შენიშნა. - თქვენ რა გინდათ აქ? ყველანი საქმეს დაუბრუნდით! - თანამშრომლები ნელ-ნელა დაიშალნენ, შორენამ კი ისევ გიორგის გახედა. - წადი, გიორგი! ნინი მომიყვანე! - საჭირო არ არის - ყველას ხმა ერთდროულად გააჩუმა კარის გაღების ხმამ - აქ ვარ - ნინი კარში იდგა, მის სახეზე დაძაბულობა და დაღლილობა იკითხებოდა, თუმცა ამჯერად უკან დახევას არ აპირებდა, ნიკოლასს უნებურად გაეღიმა. - აი, სპექტაკლი დადგა... - ჩაილაპარაკა ირონიულად - ვითომ მიდიოდა და ისევ მოვიდა - ნინიმ მისკენ მხოლოდ ერთხელ გაიხედა, მზერა ცივი და მტკიცე ჰქონდა, შემდეგ შორენას მიუბრუნდა. - ქალბატონო შორენა, თქვენ გაინტერესებდათ მიზეზი, ამიტომ მოვედი რომ მიზეზი გაიგოთ - ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, ნინიმ ღრმად ჩაისუნთქა. - იმიტომ წავედი, რომ მე და თქვენი შვილი ერთმანეთს ვერ ვეწყობით. იცით რატომ? - ნიკოლასის ღიმილი ნელ-ნელა გაქრა, ნინიმ პირდაპირ თვალებში შეხედა. - იმიტომ, რომ მე ვარ ის გოგო, რომლის ძმის გამოც თქვენს შვილს ყველაფერი დაემართა - ნიკოლასი ადგილზე გაიყინა, შორენას სახეზე გაოცება გამოესახა. - მე ვარ ის გოგო, ვისაც სამსახური დააკარგვინეთ საავადმყოფოში - ნიკოლასი ამ სიტყვების მოსმენას საერთოდ არ ელოდა, არ ელოდა ამხელა გამბედაობას ნინისგან - ნინი... - ძლივს ამოთქვა შორენამ, მაგრამ ნინი აღარ გაჩერდა. - გუშინ კი თქვენმა შვილმა ლამის ჩემი ძმა მოკლა - ხმა უკანკალებდა, თუმცა სიტყვებს მაინც მტკიცედ ამბობდა - ამიტომ აქ ვეღარ ვიმუშავებ! - ბრავო, წითურო... ვაფასებ შენს გამბედაობას. - ნიკოლას, გაჩუმდი! - მკაცრად შეუტია შორენამ - ნინი, ცალკე გამომყევი. უნდა ვისაუბროთ - ნინი უხმოდ გაჰყვა შორენას კაბინეტისკენ, კარი დაიხურა, დერეფანში რამდენიმე წამით მხოლოდ ნიკოლასი და გიორგი დარჩნენ, ნიკოლასმა ირონიული ღიმილით გახედა გიორგის. - დაწყნარდი ახლა? მოისვენე? გოგომ სამსახური დაკარგა ისევ - გიორგიმ ნაბიჯი მისკენ გადმოდგა. - როდის მერე გახდი მისი პირადი მცველი, გიორგი? - გიორგიმ პირდაპირ თვალებში შეხედა. - გაფრთხილებ! ნინის დაჩაგვრის უფლებას არ მოგცემ , გასაგებია?! - თითი მკაცრად დაუქნია, ნიკოლასი რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა, სწორედ ამ დროს დერეფნის მეორე მხრიდან მეგი გამოჩნდა, ბოლო რამდენიმე სიტყვა საკმარისად მკაფიოდ გაიგონა, შეჩერდა, ჯერ გიორგის შეხედა, შემდეგ ნიკოლასს, მის სახეზე ღიმილი ნელ-ნელა გაქრა. კაბინეტის კარი რომ დაიხურა, შორენამ რამდენიმე წამით ნინის უხმოდ შეხედა, სახეზე ჯერ კიდევ ეტყობოდა შოკი, თუმცა ამ შოკს ახლა სხვა რამე ერეოდა - შიში. შიში, რომ ნინი მართლა წავიდოდა. შორენამ ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს სიტყვების დალაგება უჭირდა. - ნინი... ვაღიარებ, სიურპრიზი აღმოჩნდა ეს ყველაფერი ჩემთვის. შენი და ნიკოლასის გადაკვეთის მიზეზი, თქვენი წარსული... საერთოდ არ ვიცოდი თუ ის გოგო შენ იყავი.. თუმცა ვაღიარებ რომ მცოდნოდა ალბათ არც კი გაგიკარებდი გვერდით.. - რამდენიმე წამით გაჩუმდა.. -მაგრამ...შენ რომ წახვიდე, თავზე ჩამომექცევა საკონდიტრო... - შორენას ხმაში პირველად გაჩნდა აშკარა გულწრფელი შიში - შენ ჩემი საკონდიტროს ხერხემალი ხარ, ნინი. - მაგრამ მე და ნიკოლასი ერთად ვერ ვმუშაობთ. - არ დავუშვებ, რომ ნიკოლასმა შეგავიწროვოს - მაშინვე შეაწყვეტინა შორენამ - პირიქით... ხელფასი სამმაგი გექნება, ოღონდ, გთხოვ, არ წახვიდე. ახლა ვერ მიმატოვებ ასეთ დროს, როცა სალომეც ბათუმში გადავიდა - ნინიმ თავი დახარა - ქალბატონო შორენა, დიდი პატივისცემის მიუხედავად... - არა! - შორენას ხმაში სასოწარკვეთილებამ გაიჟღერა - პატივს ასე მცემ? ამხელა ქალი გთხოვ და გემუდარები, რომ არ წახვიდე და ეს არის პატივისცემა?! - ნინიმ გაოცებულმა შეხედა, შორენამ მაშინვე შეარბილა ხმა. - საუკეთესო პირობებს გთავაზობ, შენი რეცეპტები ხალხს სიგიჟემდე მოსწონს. ამ მანგოს არომატმა მთელი ქალაქი აალაპარაკა, ნინი! იცი, რამდენი საქორწილო და დაბადების დღის ტორტის შეკვეთა მივიღეთ? - თვალები აუციმციმდა - უკვე ვფიქრობდი, რომ მსგავსი შემადგენლობის ნამცხვრებიც დაგვემზადებინა... ახალი ხაზიც კი შეგვიძლია გავაკეთოთ - შორენამ ნინის ხელი მოჰკიდა. - ასე შუა გზაში ვერ მიმატოვებ, ნიკოლასს მე თავად დაველაპარაკები. ის ახლოსაც არ გაგეკარება, გპირდები! - ნინიმ რამდენიმე წამით იფიქრა. - იცით... მე... - ნინი, შევთანხმდით? - შორენამ იმედიანად შეხედა - აგრძელებ „ბონ-ბონში“ მუშაობას? - ნინიმ ამოიოხრა. - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლასი ზედმეტად არ შემაწუხებს - შორენას სახეზე შვება მაშინვე გამოესახა. - ამას მე მოვაგვარებ! - რამდენიმე წამით გაჩუმდა, შემდეგ მაგიდაზე დადებულ საბუთებს დახედა. - სხვათა შორის, შენთან კიდევ ერთი საქმე მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი შეკვეთა მივიღეთ ხვალისთვის - რა შეკვეთა? - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიებისთვის. რამდენიმე სახეობის დესერტი, ტორტი, პატარა ნამცხვრები, მინიტარტები...მთელი დესერტის მაგიდა ჩვენ უნდა მოვამზადოთ, რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ჩვეულებრივი სამუშაო საათები საერთოდ არ გვეყოფა - ნინიმ ყურადღებით უსმენდა. - ანუ? - ანუ დღეს ღამით რამდენიმე თანამშრომლის დატოვება მოგვიწევს, ყველაფერი დილით მზად უნდა იყოს და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს! - - გასაგებია, ყველაფერი იდეალურად იქნება. მე ვიქნები და რამდენიმე თანამშრომელს დავიტოვებ - ნანკა შეგიძლია დაიტოვო. ძალიან ყურადღებიანი გოგოა და თავისი საქმის პროფესიონალია. - კარგი - მაშინ შევთანხმდით - ნინიმ თავი დაუქნია და კარისკენ წავიდა. - ნინი... - გოგო შეჩერდა - მადლობა - ნინიმ მხოლოდ მსუბუქად გაუღიმა, შორენამ ხმამაღლა გასძახა ნიკოლასს, რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ნიკოლასი ცანცარით შემოვიდა. - აბა, რაო? - მაშინვე ნინისკენ გაიხედა - მიემგზავრები დღეიდან, წითურო პრინცესა? - ნინიმ კმაყოფილმა ჩაიღიმა, არაფერი უპასუხა, უბრალოდ შორენას გადახედა, შემდეგ ნიკოლასს გვერდი აუარა და უხმოდ დატოვა ოთახი, ნიკოლასმა გაკვირვებულმა გააყოლა თვალი. - როგორც იქნა... - კარისკენ გაიხედა და კმაყოფილად ჩაიღიმა - ეს რომ წავა, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, შეგვიძლია მანგოს ტორტები ჩვენც დავამზადოთ - შორენამ წარბები შეკრა. - როგორ?! რეცეპტი გაგვიმხილა ნინიმ? - მისი მსგავსი ხომ იქნება რასაც დავამზადებთ? ზუსტად ისეთი თუ არა... - არ არის საჭირო - ნიკოლასმა წყლის ბოთლი მოიმარჯვა. - ნინი არსად მიდის! ასე რომ, ჩვეულ ტემპში გაგრძელდება მისი ტორტების დამზადებაც - ნიკოლასს წყალი თითქმის გადასცდა. - როგორ თუ არ მიდის? - შორენამ მშვიდად გაიმეორა - არ მიდის! არ ვუშვებ! - ნიკოლასმა ბოთლი მაგიდაზე დადო. - დედა... - ვერ დავუშვებ, შენი სულელური ფეხმოქცევისა და კაპრიზების გამო ასეთი ადამიანი დავკარგო! - დედა! ანუ ამით იმის თქმა გინდა, რომ ეგ გოგო შვილს ამჯობინე? - შორენამ მკაცრად შეხედა. - იმის თქმა მინდა, რომ ნინის ვერ დავკარგავ! ის ჩვენი საკონდიტროს გასაღებია თავისი რეცეპტებით - ნიკოლასმა ჩაიცინა. - ზედმეტ აღფრთოვანებას იწვევს შენში ეგ გოგო! ან მე დავრჩები აქ, ან ის. აირჩიე!- შორენა არც დაფიქრებულა. - ორივე დარჩებით! ორივე მჭირდებით! მაგრამ შენ მას არ შეაწუხებ! - ნიკოლასს სახე მოეღუშა. - არა, დედა. არა და არა! ამ თავხედ გოგოს ჩემი დაცინვის უფლებას არ მივცემ! მას გამარჯვების სიამოვნებას არ მივანიჭებ! - შორენა რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა, შემდეგ მშვიდად უთხრა: - ნიკოლას, შენ ახლა მე მჭირდები - ნიკოლასს სახეზე მწარე ღიმილი გაეპარა. - მე არ მჭირდება ეს წყეული საკონდიტრო! აქ იმიტომ მოვედი, რომ ის წყეული გოგო გამეგდო აქედან და შენ რა გააკეთე?! აქ დატოვე?! - შორენას მზერა დაუმძიმდა. - ამიტომ მოხვედი, არა?! მაშინ მიბრძანდი აქედან! - შორენას ხმა უცნაურად მშვიდი გახდა - და იცოდე, აწი ჩემი იმედი არაფერში აღარ უნდა გქონდეს, რას გთხოვ ისეთს? ცოტახანი დამიდექი გვერდით. მხოლოდ მანამ, სანამ ახალ ფილიალს გავხსნით. ამდენი საქმეა, შეკვეთები ყოველდღე იმატებს, ახალი წელი მოდის... ხომ იცი, დღესასწაულებზე როგორი ტემპით ვმუშაობთ - შორენა ნელ-ნელა მიუახლოვდა შვილს. - და მერე გპირდები, საუკეთესო სპეციალისტებთან მიგიყვან, რომ შენს ოცნებას ისევ დაუბრუნდე - ნიკოლასის სახეზე ირონია გაქრა. - მატყუებ... - ამჯერად მის ხმაში ბავშვური წყენა და სევდა იგრძნობოდა, შორენამ თავი გააქნია. - არ გატყუებ! მე უკვე გავიკითხე. სპეციალისტიც მყავს ნანახი! ადამიანი, რომელსაც შენი შემთხვევის შესახებ ველაპარაკე და რომელსაც შეუძლია შენს მდგომარეობაზე მუშაობა. შეიძლება ისევ შეძლო სპორტს დაუბრუნდე - ნიკოლასი ჩუმად უსმენდა. - მაგრამ ჯერ მე დამეხმარე. გთხოვ, შვილო... - შორენამ ხელი ჩასჭიდა - ახალ წლამდე მაინც ნუ დატოვებ საკონდიტროს - ნიკოლასმა დედას თვალებში შეხედა, შორენამ მას ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა. - შენი იმედი მაქვს, საქმეს კარგად ართმევ თავს. მაგრამ ის გოგოც მჭირდება. ორივე საჭირო ხართ ამ მომენტში - გაუღიმა - დაივიწყე ის ყველაფერი, ისევ დაუბრუნდები სპორტს, მე გაძლევ ამის პირობას - ნიკოლასმა ამოიოხრა. - მას მაინც ვერ ვიტან! - შორენას გაეღიმა. - ვიცი.. - და პირობას ვერ მოგცემ, რომ თავს დავანებებ. - უბრალოდ ეცადე, ხელი არ შეუშალო - ნიკოლასმა რამდენიმე წამით იფიქრა. - კარგი... შენი ხათრით შევეცდები.. - შორენას სახე მაშინვე გაუნათდა. - ჩემი სიცოცხლე ხარ, შვილო - შვილს ჩაეხუტა.. - ანუ გადაიფიქრე? აღარ მიდიხარ? - ნინიმ გიორგის შეხედა და ოდნავ გაუღიმა. - ჰო, გიო... ვეღარ ვუთხარი შორენას უარი. ძალიან მთხოვა. თან, ახლა, როცა ყველაფერი იცის, შვება ვიგრძენი. იმის მაინც აღარ შემეშინდება, რომ როცა გაიგებს, ვინ ვარ, გამაგდებს - გიორგიმ ხელი ნინის მკლავზე ფრთხილად მოჰკიდა. - დარდი არ გქონდეს. ჩემს გვერდით ვერავინ ვერაფერს გაგიბედავს - სწორედ ამ დროს მეორე სართულის კიბიდან ნიკოლასი ჩამოდიოდა, მათ რომ მოჰკრა თვალი, სახეზე ჩვეული ირონიული ღიმილი მოეფინა. - ახალგაზრდებო... - მათთან მივიდა და ნინის გვერდით შეჩერდა. ისე ახლოს დაიხარა, რომ მხოლოდ მას გაეგონა. - არ გეგონოს, გაიმარჯვე... - ჩუმად ჩასჩურჩულა ყურთან - არც ის იფიქრო, რომ მშვიდად მუშაობის საშუალებას მოგცემ, წითურო. - თვალი ჩაუკრა და უკან დაიხია, გიორგიმ მუშტი შეკრა და ინსტინქტურად მისკენ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ ნინიმ მაშინვე შეაჩერა. - როგორ არ მეგონოს? - ნინიმ თავად გაუღიმა ნიკოლასს - მე გავიმარჯვე! ფაქტი სახეზეა - ისევ აქ ვარ! შენს წინ, შენს საკონდიტროში! - ნიკოლასმა წარბი ასწია. - დედაშენმა ძალიან მთხოვა და მეც დავრჩი. ასე რომ, როგორც არ უნდა ეცადო, ჭირვეულო ბიჭო, უნდა აღიარო, რომ მე გავიმარჯვე! - ნინი იწვევდა - შეიძლება ამ რაუნდში შენ მოიგე... - ნიკოლასმა თავი ოდნავ გადახარა - მაგრამ საბოლოოდ თამაშის გამარჯვებული ვინ იქნება, ეგ არის მნიშვნელოვანი - თვალი ჩაუკრა და გზის გაგრძელება სცადა.. კაბინეტიდან შორენა გამოვიდა. - რა ხდება აქ? - ნიკოლასმა უცებ სახე შეიცვალა და ნინის ორი ნაბიჯით მოშორდა. - არაფერი, დედა. ნინის მშვიდობიანი დღე ვუსურვე და სურვილი გამოვთქვი, რომ ჩვენს შორის დაძაბულობა დასრულებულიყო. ხომ ასეა, ნინი? - ნინის ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა. - კი... ასეა.. - შორენამ ეჭვით გადახედა ორივეს. - ძალიან კარგი. სამსახურში დისკომფორტი არ მჭირდება! ნინი, რამდენიმე მცხობელი დაიტოვე, ასევე სხვა თანამშრომლებიც. ხვალისთვის იდეალურად უნდა გამოვიდეს ყველაფერი. მთავრობის საღამოსთვის ვემზადებით და ეს შეკვეთა უმნიშვნელოვანესია! - კარგი ქალბატონო შორენა, ისე ვიფიქრე რამე განსხვავებულიც დაგვემატებინა, დესერტებთან და ნამცხვრებთან ერთად სხვა რამეც, მაგალითად, მანგოს ჩიზქეიქები ან რამე ახალი.. ბევრი უცხო რაღაცის დამატება შეიძლება - მანგო... მანგო... - ჩაიბურტყუნა ნიკოლასმა თავისთვის, თუმცა ისე ხმამაღლა, რომ ყველას გაეგონა - ამ გოგომ მანგოს მეტი არაფერი იცის! - ნინიმ თავაზიანად გაუღიმა. - ყველაზე მეტად რაც მოსწონს ხალხს, იმაზე ვმუშაობთ - ნიკოლასმა თვალები გადაატრიალა. - მეც დავრჩები დღეს საწარმოში - ჩაერთო გიორგი - რამეში რომ დაგჭირდეთ, დაგეხმარებით. - მეც დავრჩები - მაშინვე ღიმილით გამოვიდა ოთახიდან მეგი, ნიკოლასმა მას ცხვირზე თითები მოუჭირა. - შენ ხელის შეშლის მეტს ამათ არაფერს გაუკეთებ. - გეგონოს! მეც შემიძლია დახმარება. - რაც მეტი, მით უკეთესი, საქმე უფრო სწრაფად მოგვარდება - შორენამ ჩაიღიმა. შემდეგი რამდენიმე საათი საწარმოში ერთიან ფუსფუსად იქცა, ნინი ერთი საქმიდან მეორეზე გადადიოდა. ხან ცომის კონსისტენციას ამოწმებდა, ხან თანამშრომლებს ანაწილებდა, ხან შეკვეთების სიას ამოწმებდა. პარალელურად ახალ დესერტებზე ფიქრობდა და ინგრედიენტებს ამზადებდა. სახეზე დაღლა უკვე ეტყობოდა, მაგრამ გაჩერებას მაინც არ აპირებდა. ნიკოლასი კი თითქოს სრულიად სხვა საქმით იყო დაკავებული, ხან კაბინეტიდან გამოხედავდა, ხან სამზარეულოს კართან შეჩერდებოდა. ხან ისე გაივლიდა ნინის გვერდით, თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდა, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ უკან მოიხედავდა. ერთ მომენტში ნინი ფქვილით ხელში რაღაცას უხსნიდა თანამშრომელს, ნიკოლასმა კარიდან უყურა და თავისთვის ჩაიცინა. - სულელი... - მაგრამ რამდენიმე წამში ისევ მისკენ იყურებოდა, ნანკამ შეამჩნია. - რას უყურებ? - ვუყურებ, რამე ხომ არ გააფუჭა - ნანკას გაეცინა. - ძალიან იდიოტია, გაუთლელი ხეპრე, მისი თავი დიდი ვინმე ჰგონია - ისე დადის თითქოს საწარმოსთვის ვინმრ მნიშვნელოვანი იყოს, რიგითი მონაა დედაჩემის.. სულელი - ერთად დასცინოდნენ, ისე რომ ნინის ახვედრებდნენ მისი მიმართულებით იცინოდნენ, მაგრამ თვალები ბოლოს მაინც ნინისკენ გაურბოდა.. საღამოსთვის საკონდიტრო კიდევ უფრო გადატვირთული გახდა. რამდენიმე თანამშრომელი უკვე სახლში წავიდა, დანარჩენები კი დარჩნენ, ნიკოლასმა საათს დახედა და ქურთუკი აიღო. - აბა, მშვიდობიანი საღამო, მცველი ადგილზეა, რაც მთავარია - ნინისა და გიორგისკენ გაიხედა. - კარგად იმუშავეთ, სიამის ტყუპებო - წადი, ნიკოლას, უფრო წყნარად ვიმუშავებთ! სახლში მისულმა შხაპი მიიღო, ტანსაცმელი გამოიცვალა და დივანზე წამოწვა, ლეპტოპში ფილმი ჩართო.. საწარმოში მუშაობა არ წყდებოდა, მცხობელები ღუმელიდან ერთმანეთის მიყოლებით იღებდნენ ბისკვიტებს და ათავსებდნენ გასაგრილებლად. ზოგი კრემს ამზადებდა, ზოგი უკვე გამომცხვარ ნამცხვრებს კრემავდა, სხვები კი პატარა დესერტებს აწყობდნენ. ნინი ყველას შორის დადიოდა, ამოწმებდა რაოდენობებს, გემოს, ფორმას და საჭიროების შემთხვევაში თვითონაც ერთვებოდა საქმეში. გიორგი მის გვერდით იყო, ხან მძიმე ყუთებია გადაადგილებაში ეხმარებოდა, ხან საჭირო პროდუქტებს აწვდიდა. შიგადაშიგ ყველა რამდენიმე წუთით ისვენებდა, წყალს სვამდა და ისევ მუშაობას უბრუნდებოდნენ.. მეგი კი აშკარად ვერ ძლებდა, გიორგის გარშემო ტრიალებდა და ნინისთან მისი სიახლოვე სულ უფრო აღიზიანებდა.. სახეზე ხელი მიიდო - მეგი რა გჭირს? რაღაც ვერ ხარ ხასიათზე-ჩაეძია ნინი - გიო... - რა გჭირს? ცუდად ხარ? - უჰაერობა მაქვს... - ამოიოხრა მეგიმ - მგონი გული მიმდის... - სახლში წადი, მეგი. ისედაც არაფერს აკეთებ! - მინდოდა დაგხმარებოდით... მართლა...- თვალები მოჭუტა და ხელი შუბლზე მიიდო - მგონი სიცხეც მაქვს... - ნანკამ ნინის გადახედა, მერე გიორგის. - გიო, იქნებ წაიყვანო? აშკარად ცუდადაა - გიორგიმ ამოიოხრა. - კარგი, კარგი... წავიყვან და მალე დავბრუნდები. თქვენ შეისვენეთ და რომ მოვალ, გავაგრძელოთ, მეგიმ კმაყოფილი მზერა ესროლა ნინის, ნინიმ კი მხოლოდ თვალები გადაატრიალა. შესვენებაზე ნანკამ ტელეფონი აიღო და ნიკოლასს დაურეკა. - ჰო.. გისმენ ნანკა - მოვიწყინე... - მერე? - არ გინდა მოხვიდე? - მეზარება. - მოდი, გთხოვ... - არ მინდა.. რა ხდება მანდ? როგორ მიდის საქმე? ის სულელი რას აკეთებს? ისევ გიორგისთან ერთადაა? - სულ ერთად არიან, მგონი მთელი ღამე აპირებენ მუშაობას. - ჰო, ეტყობა ძალიან უყვარს შრომა - სიცილი დაიწყო ორივემ - მოდი რა... - არა, მეზარება. - მოდი, მესამე სართულზე ამოდი. ცოტა ხნით განვმარტოვდეთ - ნიკოლასმა თვალები დახუჭა. - რატომ ცდილობ ჩემს ცდუნებას ლამაზო? შენ მოდი ჩემთან, მარტო ვარ - ნანკამ გამომწვევად ჩაიცინა. - ხომ იცი, ექსტრემალური სიტუაციები მიყვარს... - ნიკოლასს გაეღიმა - მოდი, მესამე სართულზე ვიქნები - ნანკამ კამერა თავისკენ მოაბრუნა, ტუჩებთან თითი მიიტანა და კოცნა გაუგზავნა - მაინც არ მოხვალ? - არა - კიდევ ერთი კოცნა გაუგზავნა, შემდეგ კი გამომწვევად გაიღიმა. - დარწმუნებული ხარ? - ნიკოლასმა თვალები გადაატრიალა. - ნანკა, რას აკეთებ? - გარწმუნებ, რომ მოსვლა ღირს - მან ტელეფონი ოდნავ დაბლა ჩასწია და გამომწვევად აჩვენა თავისი დეკოლტე, თან სიცილით მიაყოლა: - ასე უკეთესია? მოდი, შიშველი დაგელოდები, არ ინანებ - შემდეგ სიცილით გაუთიშა, ნიკოლასმა ტელეფონს რამდენიმე წამით დახედა. ღრმად ამოისუნთქა. - ოხ, ეს ქალები... - დივნიდან წამოხტა და ჩაცმა დაიწყო. - ნანკა, სად ხარ? - ნინის ხმამ დერეფანში გაიჟღერა. - რა ხდება, ნინი? - დამეხმარე, რა, ძალიან გთხოვ. ბისკვიტები გამოვაცხვეთ და დასაკრემია. - მოვალ ცოტახანში... ცოტა დავისვენებ - ნინიმ საათს დახედა. - ნახევარ საათზე მეტია ისვენებ, ინგას საერთოდ არ დაუსვენია. ჩაენაცვლე ცოტახანს - ნანკამ უკმაყოფილოდ ამოიოხრა. - კარგი, კარგი! ნუ დამღალეთ! - ბურდღუნით წავიდა, ისე გაბრაზდა, რომ სრულიად დაავიწყდა, ნიკოლასს რომ ელოდებოდა.. თანაც არ იყო დარწმუნებული რომ ნამდვილად მოვიდოდა.. სამზარეულოდან თანამშრომელმა ნინის გამოსძახა - ნინიი! ტარტალეტებისთვის ჯემი მოგვაწოდე! - სად არის ჯემი? - მესამე სართულზეა, მაცივარში! - კარგი, მოვიტან! - ნინი სწრაფად ავიდა კიბეზე, მესამე სართული თითქმის ცარიელი იყო, ნინიმ კარი შეაღო, სიბნელე დახვდა, ხელი კედელზე გაასრიალა, მაგრამ ჩამრთველი ვერ იპოვა. - სად ჯანდაბაშია... - ტელეფონი ამოიღო და ფანარი ჩართო, სუსტი შუქით ოთახში მიმოიხედა. - მაცივარი სადღაც აქ უნდა იყოს... - უკნიდან კარი ძალიან ჩუმად გაიღო, ნინი ვერაფერს მიხვდა, ნიკოლასი ოთახში შევიდა, სიბნელეში ადამიანის სილუეტი დაინახა, ნანკა ეგონა, ღიმილი მოეფინა, ფრთხილად მიუახლოვდა. - აბა, შიშველი დაგხვდებიო? - ჩუმად ჩასჩურჩულა, წელზე ხელი მაგრად შემოჰხვია და მთლიანად მისკენ მიიზიდა, მეორე ხელი ზემოთ, მკერდთან და კისერთან შეუცურა, ნინიმ მხოლოდ ამოსუნთქვა მოასწრო, ნიკოლასმა სწრაფად შემოატრიალა, შემდეგ კი პირდაპირ მის ტუჩებს დაეწაფა, ყველაფერი ერთ წამში მოხდა, კოცნა იმდენად მოულოდნელი და ინტენსიური იყო, რომ ნინიმ თვალები ფართოდ გაახილა; ნიკოლასს ხელი კვლავ ნინის წელზე ჰქონდა შემოხვეული ძლიერად, სიბნელეში მხოლოდ აჩქარებული სუნთქვის ხმა ისმოდა, ნიკოლასი იმდენად იყო აყოლილი ამ წამს, თითქოს გარშემო აღარაფერი არსებობდა, კოცნა უჩვეულოდ ტკბილი მოეჩვენა, ადრინდელყან შედარებით.. კოცნაში ისეთი სითბო და დაუფარავი ემოცია ერია, რომ ნინის რამდენიმე წამით უბრალოდ სუნთქვაც კი დაავიწყდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


